პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

აითოვბი

Itovebi®

რეცეპტით3მგინსტრუქცია ქართულადშვეიცარია
რისთვის გამოიყენება

რა არის აითოვბი აითოვბი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ინავოლისიბს, რომელიც ეკუთვნის PI3K-ინჰიბიტორების სახელწოდებით ცნობილ მედიკამენტების ჯგუფს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ინავოლიზიბი (inavolisib)
ფორმა და შეფუთვა
3მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (4X7) კალენდარული შეფუთვით
მწარმოებელი
F.Hoffmann-La Roche Ltd, შვეიცარია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ფოსფატიდილინოსიტოლ-3-კინაზას (Pi3K) ინჰიბიტორები
ATC კოდი
L01EM06
რეგისტრაციის ნომერი
რ-044728
რეგისტრირებულია
5 თებერვალი 2026, მოქმედებს 5 თებერვალი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
F.Hoffmann-La Roche Ltd. (შვეიცარია)
განმცხადებელი
შპს „როშ ჯორჯია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებააითოვბი და სხვა წამალი ერთად

აითოვბი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რა არის აითოვბი

აითოვბი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ინავოლისიბს, რომელიც ეკუთვნის PI3K-ინჰიბიტორების სახელწოდებით ცნობილ მედიკამენტების ჯგუფს.

რისთვის გამოიყენება აითოვბი?

აითოვბი გამოიყენება იმ მოზრდილების სამკურნალოდ, ვისაც აქცს ძუძუს კიბო სახელწოდებით:

ERპოზიტიური (ესტროგენის რეცეპტორ-პოზიტიური)

HER2ნეგატიური (ადამიანის ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორი 2-ის მიმართ უარყოფითი)

ის გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც განუვითარდათ კიბოს რეციდივი კიბოს საწინააღმდეგო ჰორმონული მკურნალობის დროს, ან კიბოს საწინააღმდეგო ჰორმონული მკურნალობის დამთავრებიდან 12 თვის განმავლობაში) აითოვბი გამოიყენება, როდესაც:

კიბომ განიცადა ცვლილება (მუტაცია) გენში სახელწოდებით “PIK3CA”, და

კიბო გავრცელდა ახლომდებარე ქსოვილზე ან ლიმფურ კვანძებზე, ან სხეულის სხვა ნაწილებში (“მეტასტაზური”).

იმ პაციენტებში, ვისაც წარსულში ჩაუტარდა მკურნალობა “CDK 4/6-ინჰიბიტორით”, აღნიშნული მკურნალობის შეწყვეტიდან და ძუძუს კიბოს რეციდივის განვითარებიდან გასული უნდა იყოს 12 თვე.

აითოვბით მკურნალობის დაწყებამდე თქვენი ექიმი ჩაატარებს თქვენი კიბოს ტესტირებას PIK3CA მუტაციაზე.

როგორ მოქმედებს აითოვბი

აითოვბი მოქმედებს “p110 ალფა”-ს სახელით ცნობილი პროტეინის გავლენის ბლოკირების გზით. ამ პროტეინს წარმოქმნის გენი PIK3CA. მუტაციის განვითარებამ ამ გენში შესაძლოა გამოიწვიოს კიბოს უჯრედების უფრო სწრაფი ზრდა და გამრავლება. ამ პროტეინის ბლოკირების საშუალებით აითოვბის შეუძლია შეამციროს კიბოს ზრდა და გავრცელება, და დაეხმაროს კიბოს უჯრედების განადგურებას.

რომელ სხვა პრეპარატებთან ერთად მიიღება აითოვბი

აითოვბი გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალო პრეპარატებთან “პალბოციკლიბთან” და “ფულვესტრანტთან” კომბინაციაში.

ქალებში, რომლებსაც ჯერ არ მიუღწევიათ მენოპაუზისთვის და მამაკაცებში აითოვბითმკურნალობა ასევე კომბინირებული იქნება პრეპარატთან სახელწოდებით მალუთეინიზებელი ჰორმონის გამომყოფი ჰორმონის (LHRH) აგონისტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, წაიკითხოთ ამ მედიკამენტების გამოყენების ინსტრუქცია.

მიღების წესი და დოზირება

აითოვბით მკურნალობა უნდა დაიწყოს ექიმმა, რომელსაც აქვს კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარების გამოცდილება.

ესტროგენ-რეცეპტორ-დადებითი, HER2უარყოფითი, ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური კიბოს მქონე პაციენტები აითოვბით მკურნალობისთვის უნდა შეირჩნენ იმის საფუძველზე, არის თუ არა ერთი ან მეტი PIK3CA მუტაცია სიმსივნის ან პლაზმის ნიმუშში CEმარკირებული in vitro სადიაგნოსტიკო (IVD) სამედიცინო აპარატის გამოყენებით, რომელსაც აქვს გამოყენების შესაბამისი დანიშნულება (იხ. ქვეთავი 5.1). თუ CEმარკირებული in vitro სადიაგნოსტიკო აპარატი ხელმისაწვდომი არ არის, გამოყენებული უნდა იყოს ალტერნატიული დამტკიცებული ტესტი. თუ მუტაცია ერთი ტიპის ნიმუშში აღმოჩენილი არ იქნა, მუტაციის აღმოჩენა შესაძლებელია სხვა ტიპის ნიმუშში, თუ ამგვარი ნიმუში არსებობს.

დოზირება

აითოვბის რეკომენდებული დოზაა 9 მგ დღეში ერთხელ საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.

აითოვბის მიღება აუცილებელია პალბოციკლიბთან და ფულვესტრანტთან კომბინაციაში. პალბოციკლიბის რეკომენდებული დოზაა 125 მგ პერორალურად დღეში ერთხელ 21 თანმიმდევრული დღის განმავლობაში, შემდეგ კი 7 დღე მკურნალობის გარეშე, რაც მთლიანობაში 28-დღიან ციკლს შეადგენს. ფულვესტრანტის რეკომენდებული დოზაა 500 მგ, რომელიც კეთდება კუნთში 1-ლ, 15-ე და 29-ე დღეებში, მერე კი - თვეში ერთხელ. დამატებით ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ პრეპარატის მოკლე დახასიათება (SmPC) პალბოციკლიბისა და ფულვესტრანტისთვის.

პრე/პერიმენოპაუზის პერიოდში ქალების და მამაკაცების აითოვბით მკურნალობა ასევე უნდა მოიცავდეს მალუთეინიზებელი ჰორმონის გამომყოფი ჰორმონის (LHRH) აგონისტის გამოყენებას ადგილობრივი კლინიკური პრაქტიკის მიხედვით.

მკურნალობის ხანგრძლიობა

პაციენტების მკურნალობა აითოვბით რეკომენდებულია დაავადების პროგრესირებამდე ან მიუღებელი ტოქსიკურობის განვითარებამდე.

დაგვიანებით მიღებული ან გამოტოვებული დოზები

პაციენტებმა ეს პრეპარატი უნდა მიიღონ ყოველდღიურად დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. თუ მოხდა აითოვბის დოზის გამოტოვება, შესაძლებელია მისი მიღება პრეპარატის მიღების დადგენილი დროიდან 9 საათის განმავლობაში. თუ გასულია 9 საათზე მეტი, საჭიროა იმ დღის დოზის გამოტოვება. მომდევნო დღეს საჭიროა აითოვბის მიღება დადგენილ დროს. თუ აითოვბის მიღების შემდეგ პაციენტს აქვს ღებინება, მან არ უნდა მიიღოს დამატებითი დოზა იმავე დღეს და უნდა განაახლოს პრეპარატის მიღება ჩვეულებრივი სქემით მომდევნო დღეს, დადგენილ დროს.

დოზის მოდიფიკაცია

გვერდითი მოვლენების მართვამ შესაძლოა მოითხოვოს მკურნალობის დროებითი შეჩერება, დოზის შემცირება ან აითოვბით მკურნალობის სამუდამოდ შეწყვეტა. დოზის შემცირების რეკომენდაციები გვერდითი მოვლენების დროს მოცემულია ცხრილში 1.

ცხრილი 1: დოზის შემცირების რეკომენდაციები გვერდითი მოვლენების დროს

დოზის დონე

დოზა და მკურნალობის სქემა

საწყისი დოზა

9 მგ დღეში ერთხელ

პირველი დოზის შემცირება

6 მგ დღეში ერთხელ

მეორე დოზის შემცირება

3 მგ დღეში ერთხელa

a მკურნალობა პრეპარატით აითოვბი სამუდამოდ უნდა შეწყდეს, თუ პაციენტს 3 მგ დღიური დოზის ატანა არ შეუძლია.

აითოვბის დოზის ხელახლა გაზრდა შესაძლებელია 9 მგ მაქსიმალურ დღიურ დოზამდე მკურნალი ექიმის მიერ პაციენტის კლინიკური შეფასების საფუძველზე. დოზის მოდიფიკაციის რეკომენდაცია კონკრეტული გვერდითი მოვლენებისთვის წარმოდგენილია ცხრილში 24.

ჰიპერგლიკემია

ცხრილი 2: დოზის მოდიფიკაცია და მართვა ჰიპერგლიკემიის შემთხვევაში

გლუკოზის დონეები უზმოდa

რეკომენდაცია

> ნორმის ზედა ზღვარი (ULN) 160 მგ/დლ-მდე

(> ULN-დან 8.9 მმოლ/ლ-მდე)

აითოვბის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

განიხილეთ დიეტური მოდიფიკაციების საჭიროება (მაგ. დიეტა ნახშირწყლების მცირე რაოდენობით) და ადეკვატური ჰიდრატაციის უზრუნველყოფა.

განიხილეთ პერორალური ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო მკურნალობისb დაწყების ან ინტენსიფიკაციის საჭიროება ჰიპერგლიკემიისc რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებისთვის.

> 160 - 250 მგ/დლ (> 8.9 – 13.9 მმოლ/ლ)

შეწყვიტეთ აითოვბი, სანამ გლუკოზის დონე უზმოდ არ დაიწევს ≤ 160 მგ/დლ-მდე (≤ 8.9 მმოლ/ლ).

დაიწყეთ ან უფრო ინტენსიურად ჩაატარეთ ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო მკურნალობაb.

განაახლეთ აითოვბით მკურნალობა დოზის იმავე დონიდან.

თუ გლუკოზის დონე უზმოდ მუდმივად არის > 200 – 250 მგ/დლ (> 11.1 – 13.9 მმოლ/ლ) 7 დღის განმავლობაში ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო შესაბამისი მკურნალობის ფონზე, რეკომენდებულია ჰიპერგლიკემიის მკურნალობაში გამოცდილების მქონე პროფესიონალის კონსულტაცია.

> 250 - 500 მგ/დლ (> 13.9 – 27.8 მმოლ/ლ)

შეწყვიტეთ აითოვბი.

საჭიროების შემთხვევაში ჩაატარეთ შესაბამისი ჰიდრატაცია.

თუ გლუკოზის დონე უზმოდ მცირდება ≤ 160 მგ/დლ-მდე (≤ 8.9 მმოლ/ლ) 7 დღის განმავლობაში, განაახლეთ აითოვბით მკურნალობა დოზის იმავე რაოდენობიდან.

თუ გლუკოზის დონე უზმოდ მცირდება ≤ 160 მგ/დლ-მდე (≤ 8.9 მმოლ/ლ) ≥ 8 დღეში, განაახლეთ აითოვბით მკურნალობა ერთი დონით ნაკლები დოზით (იხ. ცხრილი 1).

თუ გლუკოზის დონე უზმოდ > 250 - 500 მგ/დლ (> 13.9 – 27.8 მმოლ/ლ) გამეორდება 30 დღის განმავლობაში, შეწყვიტეთ აითოვბი მანამ, სანამ უზმოდ გლუკოზის დონე არ დაიწევს ≤ 160 მგ/დლ-მდე (≤ 8.9 მმოლ/ლ). განაახლეთ აითოვბით მკურნალობა ერთი დონით ნაკლები დოზით (იხ. ცხრილი 1).

> 500 მგ/დლ

(> 27.8 მმოლ/ლ)

შეაფასეთ უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირება და კეტოზი და შესაბამისად ჩაატარეთ ჰიდრატაცია.

თუ გლუკოზის დონე უზმოდ მცირდება ≤ 160 მგ/დლ-მდე (≤ 8.9 მმოლ/ლ), განაახლეთ აითოვბით მკურნალობა ერთი დონით ნაკლები დოზით (იხ. ცხრილი 1).

თუ გლუკოზის დონე უზმოდ > 500 მგ/დლ (> 27.8 მმოლ/ლ) გამეორდება 30 დღის განმავლობაში, სამუდამოდ მოხსენით აითოვბი

ULN = ნორმის ზედა ზღვარი

aგლუკოზის დონე უზმოდ (გლუკოზა პლაზმაში უზმოდ [FPG] ან გლუკოზა სისხლში უზმოდ [FBG]) უნდა გაიზომოს მკურნალობის დაწყებამდე. ამ ცხრილში მითითებული გლუკოზის დონეები უზმოდ ასახავს ჰიპერგლიკემიის ხარისხებს გვერდითი მოვლენების ზოგადი ტერმინოლოგიური კრიტერიუმების (CTCAE) 4.03 ვერსიის მიხედვით.

b დაიწყეთ ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო შესაბამისი მკურნალობა, მაგ. მეთფორმინი, გლუკოზის ნატრიუმზე დამოკიდებული კოტრანსპორტიორი -2-ის (SGLT2) ინჰიბიტორები, ინსულინის სენსიბილიზატორები (მაგ., თიაზოლიდინდიონები), დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4-ის (DPP-4) ინჰიბიტორები, ან ინსულინი, და განიხილეთ შესაბამისი გამოყენების ინსტრუქცია დოზირებისთვის და დოზის ტიტრაციის რეკომენდაციები, მათ შორის ჰიპერგლიკემიის ადგილობრივი სამკურნალო რეკომენდაციები. მეთფორმინი რეკომენდებული იყო კვლევაში INAVO120, როგორც უპირატესი პრეპარატი მკურნალობის დასაწყებად. იხ. ქვეთავები 4.4 და 4.8.

c იხ. ქვეთავი 4.4 ჰიპერგლიკემიის რისკ-ფაქტორებისთვის.

სტომატიტი

ცხრილი 3: დოზის მოდიფიკაცია და მართვა სტომატიტის შემთხვევაში

ხარისხიa

რეკომენდაცია

ხარისხი 1

აითოვბის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

დაიწყეთ ან უფრო ინტენსიურად ჩაატარეთ შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა (მაგ., კორტიკოსტეროიდის შემცველი პირის ღრუს სავლები) კლინიკური ჩვენების მიხედვით.

ხარისხი 2

არ დანიშნოთ აითოვბი, სანამ მდგომარეობა 1-ელ ხარისხამდე არ გაუმჯობესდება.

დაიწყეთ და უფრო ინტენსიურად ჩაატარეთ მედიკამენტური მკურნალობა. განაახლეთ აითოვბით მკურნალობა დოზის იმავე დონიდან.

მორეციდივე მე-2 ხარისხის სტომატიტისთვის არ დანიშნოთ აითოვბი, სანამ მდგომარეობა არ გამოსწორდება ≤ 1 ხარისხამდე, შემდეგ განაახლეთ აითოვბით მკურნალობა ერთი დონით ნაკლები დოზით (იხ. ცხრილი 1).

ხარისხი 3

არ დანიშნოთ აითოვბი, სანამ მდგომარეობა ≤ 1 ხარისხამდე არ გაუმჯობესდება.

დაიწყეთ და უფრო ინტენსიურად ჩაატარეთ მედიკამენტური მკურნალობა. განაახლეთ აითოვბით მკურნალობა ერთი დონით ნაკლები დოზით (იხ. ცხრილი 1).

ხარისხი 4

სამუდამოდ მოხსენით აითოვბი

a გვერდითი მოვლენების ზოგადი ტერმინოლოგიური კრიტერიუმების (CTCAE) ვერსია 5.0-ის საფუძველზე.

სხვა გვერდითი მოვლენები

ცხრილი 4: დოზის მოდიფიკაცია და მართვა სხვა გვერდითი მოვლენებისთვის

ხარისხიa

რეკომენდაცია

ყველა ხარისხისთვის: დაიწყეთ შემანარჩუნებელი თერაპია და ჩაატარეთ მონიტორინგი კლინიკური ჩვენების მიხედვით.

ხარისხი 1

აითოვბის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ხარისხი 2

განიხილეთ აითოვბისს შეწყვეტის შესაძლებლობა, თუ კლინიკურად ნაჩვენებია, სანამ მდგომარეობა ≤ 1 ხარისხამდე არ გაუმჯობესდება.

ხარისხი 3, პირველი მოვლენა

შეწყვიტეთ აითოვბი, სანამ მდგომარეობა ≤ 1 ხარისხამდე არ გაუმჯობესდება.

განაახლეთ აითოვბით მკურნალობა იმავე დონის ან ერთი დონით ნაკლები დოზით კლინიკური შეფასების საფუძველზე (იხ. ცხრილი 1).

ხარისხი 3, მორეციდივე

ან

ხარისხი 4, არ არის სიცოცხლისთვის საშიში

განაახლეთ აითოვბით მკურნალობა ერთი დონით ნაკლები დოზით (იხ. ცხრილი 1).

ხარისხი 4, სიცოცხლისთვის საშიში

განსაკუთრებული პოპულაციები

პედიატრიული პოპულაცია

აითოვბის უსაფრთხოება და ეფექტიანობა ბავშვებში და 0 – 17 წლის მოზარდებში არ არის დადგენილი. მონაცემები არ არსებობს.

ხანდაზმულები

აითოვბის დოზის მოდიფიკაცია საჭირო არ არის ≥ 65 წლის პაციენტებში, პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე. ≥ 65 წლის ასაკის პაციენტებთან დაკავშირებული მონაცემების რაოდენობა შეზღუდულია (იხ. ქვეთავი 5.2).

თირკმლის უკმარისობა

აითოვბის რეკომენდებული საწყისი დოზა თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (გორგლოვანი ფილტრაციის შეფასებითი მაჩვენებელი (eGFR) 30–დან < 60 მლ/წთ-მდე CKDEPI-ის საფუძველზე) არის 6 მგ პერორალურად დღეში ერთხელ. თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში (eGFR 60 - < 90 მლ/წთ) დოზის მოდიფიკაცია საჭირო არ არის. აითოვბის უსაფრთხოება და ეფექტიანობა თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში დადგენილი არ არის (იხ. ქვეთავი 5.2).

ღვიძლის უკმარისობა

დოზის მოდიფიკაცია საჭირო არ არის ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში (საერთო ბილირუბინი > ULN-დან ≤ 1.5 × ULN-მდე, ან AST > ULN და საერთო ბილირუბინი ≤ ULN) . ღვიძლის ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში აითოვბის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის (იხ. ქვეთავი 5.2).

მიღების მეთოდი

აითოვბი მიიღება პერორალურად. ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. ტაბლეტების გადაყლაპვა საჭიროა მთლიანად; დაუშვებელია მათი დაღეჭვა, დაფხვნა, წყალში გახსნა ან დანაწილება.

უკუჩვენებები

თუ ალერგიული ხართ ინავოლისიბის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ინგრედიენტები ჩამოთვლილია ქვეთავში 6).

სიფრთხილის ზომები

ჰიპერგლიკემია

აითოვბის უსაფრთხოება და ეფექტიანობა არ ყოფილა შესწავლილი 1-ლი ტიპის შაქრიანი დიაბეტის ან მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო უწყვეტ მკურნალობას, ვინაიდან ეს პაციენტები კვლევაში INAVO120 არ მონაწილეობდნენ. INAVO120 კვლევის აითოვბის ჯგუფში შეყვანილი იყო მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე მხოლოდ 1 პაციენტი, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს, როდესაც აითოვბის უნიშნავენ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს. პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში აქვთ შაქრიანი დიაბეტი, შეიძლება დასჭირდეთ ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო უფრო ინტენსიური მკურნალობა და უზმოდ გლუკოზის უფრო ხშირი ტესტირება აითოვბით მკურნალობის დროს. დაუშვებელია აითოვბით მკურნალობის დაწყება უზმოდ გლუკოზის დონის ოპტიმალური მაჩვენებლების მიღწევამდე. აითოვბით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ჰიპერგლიკემიის მკურნალობაში გამოცდილი ექიმის კონსულტაცია.

აითოვბით ნამკურნალევ პაციენტებში ხშირად იყო მოხსენებული ჰიპერგლიკემიის შემთხვევები. აღნიშნულია მძიმე ჰიპერგლიკემიის შემთხვევების, მათ შორის კეტოაციდოზის განვითარება ფატალური გართულებებით.

კვლევაში INAVO120 ჰიპერგლიკემიის მართვა წარმოებდა ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო მკურნალობით და აითოვბის დოზის მოდიფიკაციით კლინიკური ჩვენების მიხედვით (იხ. ქვეთავი 4.8). ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო გადაუდებელი მკურნალობის მიზნით შესაძლებელია ინსულინის გამოყენება მოკლევადიანი კურსის სახით. ინსულინის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში, რომელთაც აითოვბით მკურნალობდნენ, შეზღუდულია. ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას (მაგ., ინსულინი, სულფონილშარდოვანას პრეპარატები) ჰიპერგლიკემიის მართვის მიზნით აითოვბის შეწყვეტამდე ან მოხსნამდე გათვალისწინებული უნდა იყოს ჰიპოგლიკემიის განვითარების შესაძლებლობა.

აითოვბით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ჰიპერგლიკემიის ნიშნების და სიმპტომების შესახებ (მაგ., გაძლიერებული წყურვილი, გახშირებული შარდვა, ბუნდოვანი მხედველობა, ცნობიერების დაბინდვა, სუნთქვის გაძნელება ან გაძლიერებული მადა წონის კლებასთან ერთად) და ურჩიონ, რომ დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ექიმს ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში. მკურნალობამდე და მკურნალობის განმავლობაში ჰიდრატაცია ოპტიმალურ დონეზე უნდა იყოს შენარჩუნებული.

საჭიროა პაციენტებს ჩაუტარდეს გლუკოზის ტესტი უზმოდ (გლუკოზა პლაზმაში უზმოდ (FPG) ან გლუკოზა სისხლში უზმოდ (FBG)) და HbA1C აითოვბით მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარული ინტერვალებით - მკურნალობის განმავლობაში (იხ. ცხრილი 5). უზმოდ გლუკოზის მონიტორინგის დაწყება სახლის პირობებში საჭიროა იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ჰიპერგლიკემიის რისკ-ფაქტორები, ან აქვთ ჰიპერგლიკემია. ჰიპერგლიკემიის რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში შესაძლებელია პრემედიკაციის ჩატარება მეთფორმინით. ყველა პაციენტს უნდა მიეცეს რეკომენდაციები ცხოვრების სტილის ცვლილებების შესახებ (მაგ., კვების რეჟიმის ცვლილებები, ფიზიკური აქტივობა).

ცხრილი 5: უზმოდ გლუკოზის მონიტორინგის და HbA1C-ს გრაფიკი

უზმოდ გლუკოზის და HbA1C-ს დონეების მონიტორინგის რეკომენდებული გრაფიკი აითოვბით ნამკურნალევ ყველა პაციენტში

სკრინინგის დროს, აითოვბითმკურნალობის დაწყებამდე

ჩაატარეთ უზმოდ გლუკოზის (პლაზმაში ან სისხლში) და HbA1C-ს დონის ტესტირება და მოახდინეთ გლუკოზის დონის ოპტიმიზაცია პაციენტის სისხლში (იხ. ცხრილი 2).

აითოვბითმკურნალობის დაწყების შემდეგ

ჩაატარეთ უზმოდ გლუკოზის მონიტორინგი/თვითმონიტორინგი 3 დღეში ერთხელ პირველი კვირის განმავლობაში (1-დან მე-7 დღემდე), შემდეგ კვირაში ერთხელ მომდევნო 3 კვირის განმავლობაში (მე-8 დღიდან 28-ე დღემდე), შემდეგ 2 კვირაში ერთხელ მომდევნო 8 კვირის განმავლობაში, შემდეგ 4 კვირაში ერთხელ, კლინიკური ჩვენების მიხედვით*.

უფრო ხშირად ჩაატარეთ უზმოდ გლუკოზის დონის მონიტორინგი/თვითმონიტორინგი კლინიკური ჩვენების მიხედვით* ჰიპერგლიკემიის რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად მოიცავს შემდეგს: (პრე)დიაბეტი, HbA1C ≥ 5.7%, სხეულის მასის ინდექსი (BMI) ≥ 30 კგ/მ2, ასაკი ≥ 45 წელი, გესტაციური დიაბეტი ანამნეზში და შაქრიანი დიაბეტის ოჯახური ანამნეზი.

უზმოდ გლუკოზის უფრო ხშირი ტესტირება საჭიროა პაციენტებში, რომლებიც აითოვბით მკურნალობის პერიოდში ღებულობენ კორტიკოსტეროიდებს, აქვთ ინტერკურენტული ინფექციები ან სხვა დაავადებები, რომლებიც შესაძლოა მოითხოვდეს გლიკემიის უფრო ინტენსიურ მართვას, რათა მოხდეს გლუკოზის დარღვეული მეტაბოლიზმის გაუარესების და პოტენციური გართულებების (მათ შორის დიაბეტური კეტოაციდოზის) პრევენცია. ამ პაციენტებში უზმოდ გლუკოზის მონიტორინგის გარდა, რეკომენდებულია გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbA1C) და კეტონების მონიტორინგი (უმჯობესია სისხლში).

დაიწყეთ ან არეგულირეთ ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო მკურნალობა საჭიროების მიხედვით (იხ. ქვეთავი 4.2).

HbA1C-ს მონიტორინგი საჭიროა 3 თვეში ერთხელ.

თუ ჰიპერგლიკემია ვითარდება აითოვბითმკურნალობის დაწყების შემდეგ

აწარმოეთ უზმოდ გლუკოზის უფრო ხშირი მონიტორინგი კლინიკური ჩვენების მიხედვით*.

ჰიპერგლიკემიის სიმძიმის საფუძველზე შესაძლოა საჭირო გახდეს აითოვბით მკურნალობის შეწყვეტა, პრეპარატის დოზის შემცირება ან მისი მოხსნა, როგორც ეს აღწერილია ცხრილში 2 (იხ. ქვეთავი 4.2).

ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო მკურნალობის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს უზმოდ გლუკოზის დონის მონიტორინგი მინიმუმ კვირაში ერთხელ 8 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი 2 კვირაში ერთხელ და კლინიკური ჩვენების მიხედვით*.

  • გლუკოზის ყოველგვარი მონიტორინგი უნდა ჩატარდეს ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე კლინიკური ჩვენების მიხედვით.

სტომატიტი

სტომატიტი მოხსენებული იყო აითოვბით ნამკურნალევ პაციენტებში (იხ. ქვეთავი 4.8). სტომატიტის სიმძიმის საფუძველზე შესაძლოა საჭირო გახდეს აითოვბით მკურნალობის შეწყვეტა, პრეპარატის დოზის შემცირება ან მისი სამუდამოდ მოხსნა (იხ. ცხრილი 3).

კვლევაში INAVO120 სტომატიტის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებული იყო კორტიკოსტეროიდის შემცველი პირის ღრუს სავლები. იმ პაციენტებში, ვინც ღებულობდა აითოვბის პალბოციკლიბთან და ფულვესტრანტთან კომბინაციაში, დექსამეტაზონის ან ტრიამცინოლონის შემცველი პროფილაქტიკა გამოყენებული იყო, შესაბამისად, პაციენტების 19.1%-სა და 1.2%-ში.

პაციენტებს უნდა მიეცეს რჩევა, რომ დაიწყონ უალკოჰოლო პირის ღრუს სავლების გამოყენება სტომატიტის პირველი ნიშნების გამოვლინებისთანავე და თავი აარიდონ ალკოჰოლის ან წყალბადის ზეჟანგის შემცველ პირის ღრუს სავლებებს, რადგან მათ შესაძლოა გაამწვავონ სტომატიტი (იხ. ქვეთავი 4.8). საჭიროა კვებითი მოდიფიკაციების გათვალისწინება (მაგ., ცხარე სანელებლებიანი საკვებისთვის თავის არიდება).

გამოყენება იმ პაციენტებში, ვინც წარსულში CDK4/6-ის ინჰიბიტორი მიიღო

ინფორმაცია აითოვბის, პალბოციკლიბის და ფულვესტრანტის კომბინაციის გამოყენების შესახებ ძალზე შეზღუდულია იმ პაციენტებში, ვინც წარსულში ნეოადიუვანტური ან ადიუვანტური მკურნალობის ფარგლებში მიიღო CDK4/6-ს ინჰიბიტორი. ამ პაციენტებში ეფექტიანობა შესაძლოა იყოს უფრო დაბალი.

ლაქტოზა

ეს პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომელთაც აქვთ იშვიათი მემკვიდრული პრობლემები, კერძოდ, გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზის ტოტალური დეფიციტი ან გლუკოზის და გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი.

ნატრიუმი

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითოეულ აპკით დაფარული ტაბლეტზე, ანუ ის ფაქტიურად ნატრიუმს არ შეიცავს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

კლინიკური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ინავოლისიბის მთავარი მეტაბოლიტებისთვის ციტოქრომ P450-ის ფერმენტები არ წარმოადგენს კატალიზატორებს, რაც ინავოლისიბსა და ციტოქრომ P450-ის ინჰიბიტორებს ან სტიმულატორებს შორის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებების დაბალ ალბათობაზე მიანიშნებს. ამასთანავე, in vitro შედეგებმა აჩვენა, რომ ინავოლისიბი არ მოქმედებს, როგორც ინჰიბიტორი შემდეგ ფერმენტებზე: CYP1A2, CYP2B6, CYP2C8, CYP2C9, CYP2C19 ან CYP2D6.

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ინავოლისიბს, როგორც ჩანს, არა აქვს სამკურნალო საშუალებების შესაბამისი გამოკვლეული გადამტანებიდან რომელიმეს ინჰიბირების პოტენციალი. ამასთანავე, ინავოლისიბი in vitro არის Pგლიკოპროტეინის (Pgp) და ძუძუს კიბოს რეზისტენტობის პროტეინის (BCRP) სუბსტრატი. მიუხედავად ამისა, ინავოლისიბის ზოგადი ფარმაკოკინეტიკური დახასიათების საფუძველზე, მოსალოდნელია, რონ Pგლიკოპროტეინის და/ან ძუძუს კიბოს რეზისტენტობის პროტეინის (BCRP) ინჰიბიტორები და სტიმულატორები ინავოლისიბთან კლინიკურად მნიშვნელოვან წამალთაშორის ურთიერთქმედებებს არ გამოიწვევენ.

განსაკუთრებული პოპულაციები

ხანდაზმულები

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, ინავოლისიბის ფარმაკოკინეტიკაში კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები 65 წლის და მეტი ასაკის პაციენტებსა და 65 წლამდე ასაკის პაციენტებს შორის აღნიშნული არ იყო. იმ 162 პაციენტიდან, ვინც კვლევაში INAVO120 მიიღო აითოვბი, 24 პაციენტი იყო ≥ 65 წლის.

თირკმლის უკმარისობა

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზები მიუთითებს, რომ თირკმლის მსუბუქი უკმარისობა არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი კოვარიაცია, რომელიც გავლენას მოახდენს ინავოლისიბის კონცენტრაციაზე. ინავოლისიბის ფარმაკოკინეტიკა თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში (გორგლოვანი ფილტრაციის შეფასებითი მაჩვენებელი (eGFR) 60 -< 90 მლ/წთ) იყო ისეთივე, როგორიც თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში ინავოლისიბის AUC და Cmax იყო 73%-ით და 11%-ით უფრო მაღალი თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით (eGFR ≥ 90 მლ/წთ), შესაბამისად. თირკმლის მძიმე უკმარისობის გავლენა ინავოლისიბის ფარმაკოკინეტიკაზე დადგენილი არ არის.

ღვიძლის უკმარისობა

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზები მიუთითებს, რომ ღვიძლის მსუბუქი უკმარისობა არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი კოვარიაცია, რომელიც გავლენას მოახდენს ინავოლისიბის კონცენტრაციაზე. ინავოლისიბის ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი მოშლის მქონე პაციენტებში (საერთო ბილირუბინი > ნორმის ზედა ზღვარზე (ULN) 1.5 x ULN ან ასპარტატამინოტრანსფერაზა (AST) > ULN, n=53), იყო იგივე, რაც ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (n=384). ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის გავლენა ინავოლისიბის ფარმაკოკინეტიკაზე დადგენილი არ არის.

ორსულობა და ძუძუთი კვება

შვილოსნობის უნარის მქონე ქალები/კონტრაცეფცია ქალებსა და მამაკაცებში

ქალები

პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა არაჰორმონული კონტრაცეფციის გამოყენების თაობაზე აითოვბით მკურნალობის დროს და აითოვბის ბოლო დოზის მიღებიდან 1 კვირის განმავლობაში.

მამაკაცები

უცნობია, არის თუ არა ინავოლისიბი სპერმაში. ორსულობის პერიოდში ნაყოფზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, პაციენტმა მამაკაცებმა, რომელთაც ჰყავთ შვილოსნობის უნარის მქონე ან ორსული პარტნიორი ქალები, უნდა გამოიყენონ კონდომი აითოვბით მკურნალობის დროს და აითოვბის ბოლო დოზის მიღებიდან 1 კვირის განმავლობაში.

ორსულობა

აითოვბით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალების ორსულობის სტატუსის დადასტურება. ორსულ ქალებს გარკვევით უნდა მიეცეთ მითითებები ნაყოფისთვის არსებული პოტენციური რისკის შესახებ.

მონაცემები ინავოლისიბით ორსული ქალების მკურნალობის შესახებ არ არსებობს, ან არსებობს შეზღუდული რაოდენობით. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა ტოქსიკური გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციებზე (იხ. ქვეთავი 5.3). აითოვბი არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში და შვილოსნობის უნარის მქონე ქალებში, რომლებიც კონტრაცეფციით არ სარგებლობენ.

ძუძუთი კვება

უცნობია, ხდება თუ არა თუ არა ინავოლისიბის ან მისი მეტაბოლიტების ექსკრეცია დედის რძეში. შეუძლებელია ახალშობილების/ჩვილებისთვის არსებული რისკის გამორიცხვა. საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა აითოვბით მკურნალობის პერიოდში და აითოვბის ბოლო დოზის მიღებიდან 1 კვირის განმავლობაში.

ფერტილობა

არ არსებობს კლინიკური მონაცემები ინავოლისიბის ზეგავლენის შესახებ ადამიანის ფერტილობაზე. ცხოველებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე ინავოლისიბმა შესაძლოა იმოქმედოს შვილოსნობის უნარის მქონე ქალების და მამაკაცების ფერტილობაზე (იხ. ქვეთავი 5.3).

  • 7 გავლენა ავტომანქანის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

აითოვბი უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომანქანის მართვაზე ან მექანიზმების გამოყენებაზე, ვინაიდან აითოვბით მკურნალობის პერიოდში მოხსენებული იყო დაღლილობა.

  • 8 არასასურველი გავლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

აითოვბით ნამკურნალევ პაციენტებში ყველაზე ხშირი გვერდით მოვლენები იყო: ჰიპერგლიკემია (59.9%), სტომატიტი (51.2%), დიარეა (48.1%), თრომბოციტოპენია (48.1%), დაღლილობა (37.7%), ანემია (37%), გულისრევა (27.8%), მადის დაქვეითება (23.5%), გამონაყარი (22.8%), თავის ტკივილი (21%), წონის დაქვეითება (17.3%), ღებინება (14.8%) და საშარდე გზების ინფექცია (13%).

აითოვბით ნამკურნალევ პაციენტებში მოხსენებული ყველაზე ხშირი სერიოზული გვერდით მოვლენები იყო ანემია (1.9%), დიარეა (1.2%) და საშარდე გზების ინფექცია (1.2%).

აითოვბი სამუდამოდ მოიხსნა გვერდითი მოვლენების გამო პაციენტების 3.1%-ში. გვერდითი მოვლენები, რომლებმაც გამოიწვია აითოვბის პერმანენტული მოხსნა, იყო ჰიპერგლიკემია (1.2%), სტომატიტი (0.6%), ალანინ ტრანსამინაზების (ალტ) მომატება (0.6%) და წონის დაკლება (0.6%).

წამლის გვერდითი მოვლენების სია ცხრილის სახით

წამლის გვერდითი მოვლენები შორსწასული მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე 162 პაციენტის მონაცემების საფუძველზე, რომლებიც ღებულობდნენ აითოვბის პალბოციკლიბთან და ფულვესტრანტთან კომბინაციაში რანდომიზებული კვლევის INAVO120 მე-3 ფაზაში, და რეგისტრაციის შემდგომი ზედამხედველობიდან, ჩამოთვლილია ნორმატიულ-სამართლებრივი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონის (MedDRA) ორგანოთა სისტემის კლასის მიხედვით ცხრილში 6. აითოვბით მკურნალობის მედიანური ხანგრძლიობა ანალიზის დროს იყო 9.2 თვე (დიაპაზონი: 0 - 38.8 თვე).

თითოეულ ორგანოთა სისტემის კლასში გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია სიხშირის მიხედვით; პირველ რიგში დასახელებულია ყველაზე ხშირი მოვლენები. შესაბამისი სიხშირის კატეგორია წამლის თითოეული გვერდითი მოვლენისთვის დამყარებულია შემდეგ პირობაზე: ძალიან ხშირი ( 1/10), ხშირი ( 1/100 - 1/10), საშუალო სიხშირის ( 1/1 000 - 1/100), იშვიათი ( 1/10 000 - 1/1 000), ძალიან იშვიათი ( 1/10 000), უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია). სიხშირის თითოეულ ჯგუფში გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია კლებადი სერიოზულობის მიხედვით.

ცხრილი 6: წამლის გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღნიშნული იყო აითოვბით ნამკურნალევ პაციენტებში

სისტემის ორგანოთა კლასი

გვერდითი მოვლენები

აითოვბი + პალბოციკლიბი + ფულვესტრანტი

N=162

სიხშირის კატეგორია

(ყველა ხარისხი)

ყველა ხარისხი (%)

ხარისხი 3 – 4 (%)

ინფექციები და ინვაზიები

საშარდე გზების ინფექცია

ძალიან ხშირი

13

  • 2*

სისხლის და ლიმფური სისტემის დაავადებები

თრომბოციტოპენია

ძალიან ხშირი

  • 1
  • 2

ანემია

ძალიან ხშირი

37

  • 2*

მეტაბოლიზმის და კვებითი დარღვევები

ჰიპერგლიკემიაa

ძალიან ხშირი

  • 9
  • 6*

მადის დაქვეითება

ძალიან ხშირი

  • 5

0

ჰიპოკალემია

ძალიან ხშირი

16

  • 5

ჰიპოკალცემია

ხშირი

  • 6
  • 2*

კეტოაციდოზი

საშუალო სიხშირისb

–

–

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

ძალიან ხშირი

21

0

თვალის დაავადებები

მშრალი თვალი

ხშირი

  • 6

0

გასტრო-ინტესტინური დარღვევები

სტომატიტიc

ძალიან ხშირი

  • 2
  • 6*

დიარეა

ძალიან ხშირი

  • 1
  • 7*

გულისრევა

ძალიან ხშირი

  • 8
  • 6*

მუცლის ტკივილი

ძალიან ხშირი

  • 4
  • 6*

ღებინება

ძალიან ხშირი

  • 8
  • 6*

დისგევზია

ხშირი

  • 6

0

დისპეფსია

ხშირი

8

0

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

გამონაყარიd

ძალიან ხშირი

  • 8

0

ალოპეცია

ძალიან ხშირი

  • 5

0

კანის სიმშრალეe

ძალიან ხშირი

13

0

დერმატიტიf

ხშირი

  • 5

0

ფოლიკულიტი

ხშირი

  • 2

0

ზოგადი დარღვევები და გართულებები პრეპარატის შეყვანის ადგილზე

დაღლილობა

ძალიან ხშირი

  • 7
  • 9*

გამოკვლევები

ალანინამინოტრანსფერაზას მომატება

ძალიან ხშირი

  • 3
  • 7*

წონის დაკლება

ძალიან ხშირი

  • 3
  • 7*

სისხლში ინსულინის დონის მომატება

ხშირი

  • 2

0

ხარისხების კლასიფიკაცია გვერდითი მოვლენების ზოგადი ტერმინოლოგიური კრიტერიუმების (CTCAE), ვერსია 5.0-ის მიხედვით.

  • მე-4 ხარისხის მოვლენები აღნიშნული არ ყოფილა.

a მოიცავს ჰიპერგლიკემიას, სისხლში გლუკოზის მომატებას, ჰიპერგლიკემიურ კრიზს, გლიკოზირებული შრატის პროტეინის მომატებას, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევას, შაქრიან დიაბეტს, მე-2 ტიპის შაქრიან დიაბეტს და გლიკოზირებული ჰემოგლობინის მომატებას.

b გვერდითი მოვლენა, რომელიც მოხსენებული იყო რეგისტრაციის შემდგომი გამოყენების პერიოდში. სიხშირის კატეგორია შეფასებული იყო, როგორც 95%-იანი ნდობის ინტერვალის ზედა ზღვარი, გამოანგარიშებული იმ პაციენტების მთლიანი რაოდენობიდან, რომელთაც განიცადეს იტოვების ზემოქმედება კლინიკურ კვლევებში.

c მოიცავს აფთოზურ წყლულს, გლოსიტს, გლოსოდინიას, ტუჩების დაწყლულებას, პირის ღრუში წყლულების გაჩენას, ლორწოვანის ანთებას და სტომატიტს.

d მოიცავს გამონაყარს, ერითემულ გამონაყარს, მაკულო-პაპულურ გამონაყარს, პაპულურ გამონაყარს, პრურიტულ გამონაყარს და პუსტულურ გამონაყარს.

e მოიცავს კანის სიმშრალეს, კანის ნახეთქებს, ქსეროზს და ქსეროდერმიას.

f მოიცავს დერმატიტს, აკნეს ფორმის დერმატიტს, და ბულოზურ დერმატიტს.

წამლის შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა

ჰიპერგლიკემია

კვლევაში INAVO120, ნებისმიერი ხარისხის ჰიპერგლიკემია მოხსენებული იყო იმ პაციენტების 59.9%-ში, ვისაც ჩაუტარდა აითოვბითმკურნალობა პალბოციკლიბთან და ფულვესტრანტთან კომბინაციაში; მე-2 ხარისხის და მე-3 ხარისხის მოვლენები მოხსენებული იყო, შესაბამისად, პაციენტების 38.3% და 5.6%-ში, (CTCAE-ის ვერსია 5.0-ის მიხედვით). ჰიპერგლიკემიის მქონე პაციენტებს შორის ჰიპერგლიკემიის მოვლენების ახლად განვითარების შემთხვევები ყველაზე მაღალი იყო მკურნალობის პირველი ორი თვის განმავლობაში, ხოლო პირველად დაწყების მედიანური დრო იყო 7 დღე (დიაპაზონი: 2 - 955 დღე).

იმ 97 პაციენტში, ვინც აითოვბი მიიღო პალბოციკლიბთან და ფულვესტრანტთან კომბინაციაში და განუვითარდა ჰიპერგლიკემია, 74.2%-მა (72/97) ჰიპერგლიკემიის პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით მიიღო ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის SGLT2-ინჰიბიტორები, თიაზოლიდინდიონები და DPP4-ინჰიბიტორები. ყველა პაციენტმა, ვინც მიიღო ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო პრეპარატები, ასევე მიიღო მეთფორმინი დამოუკიდებლად ან ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად (მაგ., ინსულინი, DPP4-ინჰიბიტორები და სულფონილშარდოვანას პრეპარატები); ხოლო 11.3%-ს (11/97) ჩაუტარდა ინსულინოთერაპია (იხ. ქვეთავი 4.4).

იმ პაციენტებში, რომელთაც უზმოდ გლუკოზის დონე ჰქონდათ > 160 მგ/დლ (> 8.9 მმოლ/ლ), და რომელთა გლუკოზის დონე უზმოდ (n=52) მინიმუმ ერთი დონით (იხ ცხრილი 2) გაუმჯობესდა, გაუმჯობესების მედიანური დრო იყო 8 დღე (დიაპაზონი: 2 - 43 დღე).

ჰიპერგლიკემიის გამო აითოვბი შეწყვიტეს პაციენტების 27.8%-ში, აითოვბის დოზა შეამცირეს 2.5%-ში და აითოვბი მოხსნეს 1.2%-ში.

სტომატიტი

სტომატიტი მოხსენებული იყო იმ პაციენტების 51.2%-ში, ვისაც ჩაუტარდა აითოვბითმკურნალობა პალბოციკლიბთან და ფულვესტრანტთან კომბინაციაში; 1-ლი ხარისხის გვერდითი მოვლენები მოხსენებული იყო პაციენტების 32.1%-ში, მე-2 ხარისხის მოვლენები - 13.6%-ში და მე-3 ხარისხის მოვლენები - 5.6%-ში. იმ პაციენტებს შორის, ვისაც განუვითარდა სტომატიტი, მედიანური დრო პირველი სიმპტომების გაჩენამდე იყო 13 დღე (დიაპაზონი: 1 - 610 დღე).

სტომატიტის გამო აითოვბი შეწყვიტეს პაციენტების 9.9%-ში, აითოვბის დოზა შეამცირეს 3.7%-ში და აითოვბი მოხსნეს 0.6%-ში.

იმ პაციენტებიდან, ვინც მიიღო აითოვბი პალბოციკლიბთან და ფულვესტრანტთან კომბინაციაში, 24.1% სტომატიტის მართვის მიზნით იყენებდა დექსამეტაზონის შემცველ პირის ღრუს სავლებს (იხ. ქვეთავი 4.4).

დიარეა

დიარეა მოხსენებული იყო იმ პაციენტების 48.1%-ში, რომელთაც ჩაუტარდათ აითოვბით მკურნალობა პალბოციკლიბთან და ფულვესტრანტთან კომბინაციაში; 1-ლი ხარისხის გვერდითი მოვლენები მოხსენებული იყო პაციენტების 27.8%-ში, მე-2 ხარისხის მოვლენები - 16.7%-ში და მე-3 ხარისხის მოვლენები - 3.7%-ში. იმ პაციენტებს შორის, ვისაც განუვითარდა დიარეა, მედიანური დრო პირველი სიმპტომების გაჩენამდე იყო 15 დღე (დიაპაზონი: 2 - 602 დღე).

დიარეის გამო აითოვბი შეწყვიტეს პაციენტების 6.8%-ში და აითოვბის დოზა შეამცირეს 1.2%-ში, ხოლო აითოვბის მოხსნა არც ერთ პაციენტში არ გახდა საჭირო.

დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ., ლოპერამიდი) სიმპტომების მართვის მიზნით გამოყენებული იყო იმ პაციენტების 28.4%-ში, ვინც მიიღო აითოვბი პალბოციკლიბთან და ფულვესტრანტთან კომბინაციაში.

ხანდაზმულები

აითოვბის უსაფრთხოების შეფასება ≥ 65 ასაკის პაციენტების (14.8%) შედარებით უფრო ახალგაზრდა პაციენტებთან (85.2%) მიუთითებს, რომ აითოვბის დოზის მოდიფიკაცია/შეწყვეტა უფრო ხშირი იყო ხანდაზმულებში (79.2%), ვიდრე ახალგაზრდებში (68.1%).

საეჭვო გვერდითი მოვლენების მოხსენება

მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი მოვლენების მოხსენება სამკურნალო საშუალების ავტორიზაციის შემდეგ. მისი საშუალებით შესაძლებელია სამკურნალო საშუალების სარგებლიანობისა და რისკის წონასწორობის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის პროფესიონალებს მოეთხოვებათ მოახსენონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენა მოხსენების ეროვნული სისტემის საშუალებით.

ჭარბი დოზა

კვლევაში INAVO120 გამოყენებული აითოვბის ყველაზე მაღალი დოზა იყო 18 მგ ერთ პაციენტში. დოზის შემთხვევითი გადაჭარბების ეს მოვლენა ერთ დღეში უკუგანვითარდა და მან არ მოითხოვა არც მკურნალობა და არც რომელიმე საკვლევი პრეპარატის დოზის მოდიფიკაცია.

ის პაციენტები, ვისაც დოზის გადაჭარბება აღენიშნა, უნდა იყვნენ მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ და მათ უნდა ჩაუტარდეთ მხარდამჭერი მკურნალობა. აითოვბის ანტიდოტები დღეისათვის ცნობილი არ არის.

  • ფარმაკოლოგიური თავისებურებები

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ინავოლისიბი.

თითოეული 3 მგ-იანი აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 3 მგ ინავოლისიბს.

თითოეული 9 მგ-იანი აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 9 მგ ინავოლისიბს.

დანარჩენი ინგრედიენტებია:

ტაბლეტის შიდა ბირთვი (3 მგ და 9 მგ აპკით დაფარული ტაბლეტები): ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი (E 470b), მიკროკრისტალური ცელულოზა (E 460), ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (იხ. ქვეთავი 2 “ აითოვბი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს”).

ტაბლეტის მფარავი აპკი (3 მგ აპკით დაფარული ტაბლეტები): პოლივინილალკოჰოლი, ნაწილობრივ ჰიდროლიზებული; ტიტანის დიოქსიდი (E 171); მაკროგოლი; ტალკი (E 553b); და წითელი რკინის ოქსიდი (E 172).

ტაბლეტის მფარავი აპკი (9 მგ აპკით დაფარული ტაბლეტები): პოლივინილალკოჰოლი, ნაწილობრივ ჰიდროლიზებული; ტიტანის დიოქსიდი (E 171); მაკროგოლი; ტალკი (E 553b); წითელი რკინის ოქსიდი (E 172) და ყვითელი რკინის ოქსიდი (E 172).

როგორ გამოიყურება აითოვბი და პაკეტის შემადგენლობა

აითოვბი 3 მგ აპკით დაფარული ტაბლეტები არის წითელი და მრგვალი, ამოზნექილი ფორმის (ტაბლეტები), და ერთ მხარეს ამოტვიფრული აქვს “INA 3”. მიახლოებითი დიამეტრი: 6 მმ.

აითოვბი 9 მგ აპკით დაფარული ტაბლეტები არის ვარდისფერი და ოვალური ფორმის (ტაბლეტები), და ერთ მხარეს ამოტვიფრული აქვს “INA 9”. მიახლოებითი ზომა: 13 მმ (სიგრძე), 6 მმ (სიგანე).

აითოვბი აპკით დაფარული ტაბლეტები გამოდის მუყაოს კოლოფით, რომელშიც დევს 28 × 1 აპკით დაფარული ტაბლეტი პერფორირებულ ერთდოზიან ბლისტერებში.

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე წარწერის „EXP“ შემდეგ. ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს სამედიცინო პროდუქტი არ მოითხოვს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი, თუ შეამჩნიეთ პაკეტის რაიმე სახის დაზიანება, ან მისი გახსნის ნიშნები, ან თუ ტაბლეტი არის გატეხილი, გაბზარული ან სხვაგვარად დაზიანებული.

არ გადაყაროთ არც ერთი მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს/პროვიზორს, როგორ უნდა გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ამ ზომების გატარება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • ამ პაკეტის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტინეოპლასტიკური აგენტები, PI3K-ინჰიბიტორები, ანატომიურ-თერაპიულ-ქიმიური (ATC) კოდი: ჯერ არ არის მინიჭებული

მოქმედების მექანიზმი

ინავოლისიბი წარმოადგენს ფოსფატიდილინოსიტოლ4,5-ბიფოსფატ 3კინაზას (PI3K) კატალიზის სუბ-ერთეულის ალფა იზოფორმ პროტეინის (p110α; კოდირებულს PIK3CA გენის მიერ) ინჰიბიტორს. გარდა ამისა, ინავოლისიბი ხელს უწყობს მუტირებული p110α-ს დესტრუქციას (არის მუტანტის დესტრუქტორი). HRდადებითი ძუძუს კიბოს დროს, ჩვეულებრივ, ხდება PI3K-ს სასიგნალო გზის რეგულაციის მოშლა, ხშირად PIK3CA მუტაციების გააქტიურების გამო. თავისი მოქმედების ორმაგი მექანიზმით ინავოლისიბი იწვევს PI3K-ის დაღმავალი გზის სამიზნეების, მათ შორის პროტეინ კინაზა B-ს (AKT) აქტივობის ინჰიბირებას, რაც იწვევს უჯრედული პროლიფერაციის შესუსტებას და აპოპტოზის სტიმულირებას ძუძუს კიბოს იმ უჯრედულ ხაზებში, რომლებშიც მოხდა PIK3CA გენის მუტაცია.

კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება

ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური ძუძუს კიბო

კვლევის INAVO120 მონაცემების საფუძველზე ამ ჩვენებით პაციენტები განისაზღვრებიან, როგორც ენდოკრინ-რეზისტენტული პაციენტები (დაავადების რეციდივი ვითარდება ადიუვანტური ენდოკრინული მკურნალობის განმავლობაში ან მისი დამთავრებიდან 12 თვის განმავლობაში), რომელთაც წარსულში ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური კიბოს გამო მკურნალობა არ ჩატარებიათ.

INAVO120

აითოვბის ეფექტიანობა პალბოციკლიბთან და ფულვესტრანტთან კომბინაციაში შეფასდა მე-3 ფაზის, რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებულ კვლევაში PIK3CAმუტირებული, HRდადებითი, HER2უარყოფითი, ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე მოზრდილ პაციენტებში, რომელთა დაავადებამ პროგრესირება განიცადა ადიუვანტური ენდოკრინული მკურნალობის დროს ან მისი დამთავრებიდან 12 თვის განმავლობაში (ენდოკრინ-რეზისტენტული), და რომელთაც ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური კიბოს საწინააღმდეგო სისტემური თერაპია წარსულში არ ჩატარებიათ. კვლევა მოიცავდა პაციენტებს, ვისაც წარსულში ჩატარებული ჰქონდა CDK4/6-ინჰიბიტორის შემცველი (ნეო)ადიუვანტური ენდოკრინული თერაპია, თუ პროგრესირების მოვლენა მოხდა (ნეო)ადიუვანტური თერაპიის CDK4/6-ინჰიბიტორის ნაწილის დასრულებიდან 12 თვის შემდეგ, და ვისაც HbA1C ჰქონდა < 6%, ხოლო სისხლში გლუკოზა უზმოდ < 126 მგ/დლ. კვლევიდან გამოირიცხნენ 1-ლი ტიპის შაქრიანი დიაბეტის ან მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები, რომლებიც საკვლევი მკურნალობის დაწყებისას საჭიროებდნენ ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო უწყვეტ თერაპიას; პაციენტები, რომლებსაც ჩაუტარდათ წინასწარი მკურნალობა ფულვესტრანტით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფულვესტრანტი შედიოდა ≤ 6 თვის ხანგრძლიობის ნეოადიუვანტურ თერაპიაში); და პაციენტები ცნობილი და არანამკურნალევი, ან აქტიური მეტასტაზებით ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (რომლებიც პროგრესირებდა, ან სიმპტომების კონტროლის მიზნით მოითხოვდა ანტიკონვულსანტებს ან კორტიკოსტეროიდებს).

PIK3CA-ს მუტაციის სტატუსი წინასწარ იყო განსაზღვრული პლაზმიდან გამოყოფილი მოცირკულირე სიმსივნის დნმ–ის (ctDNA) ტესტირებით მომავალი თაობის სექვენირების (NGS) მეთოდის გამოყენებით (FoundationOne® Liquid CDx assay ან PredicineCARETM), რომელიც ჩატარდა ცენტრალურ ლაბორატორიაში (87.4%), ან ადგილობრივ ლაბორატორიებში (12.6%) პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) სხვადასხვა გამოცდილი მეთოდის ან მომავალი თაობის სეკვენირების (NGS) ანალიზების გამოყენებით სიმსივნურ ქსოვილზე ან პლაზმაზე. ჩართვას ექვემდებარებოდა PIK3CA-ს შემდეგი მუტაციები ამინომჟავების მითითებულ პოზიციებზე: H1047D/I/L/N/P/Q/R/T/Y, G1049A/C/D/R/S, E545A/D/G/K/L/Q/R/V, E453A/D/G/K/Q/V, E542A/D/G/K/Q/R/V, K111N/R/E, Q546E/H/K/L/P/R, G106A/D/R/S/V, N345D/H/I/K/S/T/Y, G118D, C420R, R88Q და M1043I/T/V. თითოეული ჩართული პაციენტის ნიმუშებში ამ ამინომჟავების პოზიციებიდან მინიმუმ ერთში განისაზღვრა მინიმუმ ერთი შესაბამისი PIK3CA მუტაცია. ცენტრალური FoundationOne® Liquid CDx assay-ს შედეგების საფუძველზე ყველაზე ხშირი PIK3CA ცვლილებები იყო მოკლე ვარიანტები ამინომჟავებში H1047 (n=115, 42.6%), E545 (n=58, 21.5%) და E542 (n=39, 14.4%). იყო 25 პაციენტი, რომელთა ნიმუშებში აღინიშნა PIK3CA-ს ერთზე მეტი ცვლილება (ე. ი. მრავლობითი PIK3CA-მუტაცია) და 33 პაციენტი შედარებით ნაკლები სიხშირის PIK3CA ცვლილებებით.

რანდომიზებული 1:1 იყო სულ 325 პაციენტი, რომლებსაც უნდა მიეღოთ აითოვბი 9 მგ (n=161) ან პლაცებო (n=164) პერორალურად დღეში ერთხელ, პალბოციკლიბთან და ფულვესტრანტთან კომბინაციაში, დაავადების პროგრესირებამდე ან მიუღებელი ტოქსიკურობის განვითარებამდე. გარდა ამისა, პრე/პერიომენოპაუზის პერიოდის ქალები და მამაკაცები მთელი მკურნალობის განმავლობაში ღებულობდნენ მალუთეინიზებელი ჰორმონის გამომყოფ ჰორმონის (LHRH) აგონისტს. რანდომიზაცია სტრატიფიცირებული იყო შინაგანი ორგანოების დაავადების არსებობით (დიახ ან არა), ენდოკრინული რეზისტენტობით (პირველადი ან მეორადი) და გეოგრაფიული რეგიონით (ჩრდილო ამერიკა/დასავლეთ ევროპა, აზია და სხვა).

კვლევის საწყის ეტაპზე დემოგრაფიული და დაავადების მახასიათებლები იყო შემდეგი: მედიანური ასაკი 54 წელი (დიაპაზონი: 27 - 79 წელი, 18.2% იყო ≥ 65 წლის); 98.2% მდედრობითი სქესის; 38.2% პრე/პერიმენოპაუზის პერიოდში; 58.8% თეთრკანიანი, 38.2% აზიელი, 2.5% უცნობი, 0.6% შავკანიანი ან აფრო-ამერიკელი; 6.2% ესპანურენოვანი ან ლათინოამერიკელი; და აღმოსავლეთის გაერთიანებული ონკოლოგიური ჯგუფის (ECOG) ფუნქციური სტატუსი იყო 0 (63.4%) ან 1 (36.3%). ადიუვანტური ენდოკრინული მკურნალობისთვის ყველაზე ხშირად გამოყენებული იყო ტამოქსიფენი (56.9%) და არომატაზას ინჰიბიტორები (50.2%). სამ პაციენტს (0.9%) წინასწარ ჰქონდა ჩატარებული CDK4/6-ინჰიბიტორული თერაპია. დემოგრაფიული და კვლევის საწყისი პერიოდის დაავადებათა მახასიათებლები იყო დაბალანსებული და შედარებადი კვლევის ჯგუფებს შორის.

პირველადი ეფექტიანობის შედეგის საზომი იყო მკვლევრის მიერ შეფასებულიპროგრესირებისგან თავისუფალი გადარჩენადობა (PFS), რაც შეფასდა სოლიდურ სიმსივნეებში პასუხის შეფასების კრიტერიუმების (RECIST) 1.1 ვერსიის მიხედვით. მეორადი ეფექტიანობის შედეგის საზომები მოიცავდა საერთო გადარჩენადობას (OS), ობიექტური პასუხების სიხშირეს (ORR), საუკეთესო ზოგად პასუხს (BOR), კლინიკური სარგებლიანობის მაჩვენებელს (CBR), პასუხის ხანგრძლიობას (DOR) და დროს დადასტურებულ გაუარესებამდე (TTCD) ტკივილის, ფიზიკური ფუნქციების, როლური ფუნქციების და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის/ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სიცოცხლის ხარისხის (HRQoL) შეფასებისას.

ეფექტიანობის შედეგები შეჯამებულია ცხრილში 7, სურათზე 1 და სურათზე 2. მკვლევრის მიერ შეფასებული პროგრესირებისგან თავისუფალი გადარჩენადობის (PFS) შედეგები დადასტურებული იყო დამოუკიდებელი ცენტრალიზებული შეფასებით ბრმა რეჟიმში (BICR).

ცხრილი 7: ეფექტიანობის შედეგები ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში კვლევაში INAVO120

ეფექტიანობის საბოლოო წერტილი

იტოვები + პალბოციკლიბი + ფულვესტრანტი

N=161

პლაცებო + პალბოციკლიბი +ფულვესტრანტი

N=164

მკვლევრის მიერ შეფასებული პროგრესირებისგან თავისუფალი გადარჩენადობაa

მოვლენის მქონე პაციენტები, n (%)

82 (50.9)

113 (68.9)

მედიანური, თვეები (95% CI)

15 (11.3, 20.5)

  • 3 (5.6, 9.3)

რისკების შეფარდება (95% CI)

  • 43 (0.32, 0.59)

p-მნიშვნელობა

< 0.0001

საერთო გადარჩენადობაb,c

მოვლენის მქონე პაციენტები, n (%)

72 (44.7)

82 (50)

მედიანური, თვეები (95% CI)

34 (28.4, 44.8)

27 (22.8, 38.7)

რისკების შეფარდება (95% CI)

  • 67 (0.48, 0.94)

p-მნიშვნელობა

  • 0190

ობიექტური პასუხების სიხშირეb,d

პაციენტები CR-ით ან PR-ით, n (%)

101 (62.7)

46 (28)

(95% CI)

(54.8, 70.2)

(21.3, 35.6)

p-მნიშვნელობა

<0.0001

პასუხის განგრძლიობაb

მედიანური, თვეები (95% CI)

  • 2 (14.7, 28.3)
  • 1 (8.5, 20.2)

CI = ნდობის ინტერვალი; CR = სრული პასუხი; PR = ნაწილობრივი პასუხი

a სოლიდურ სიმსივნეებში პასუხის შეფასების კრიტერიუმების (RECIST) 1.1 ვერსიის მიხედვით. პირველადი ანალიზის საფუძველზე (ცლინიკური მაჩვენებლების რეგისტრაციის დამთავრების თარიღი: 2023 წლის 29 სექტემბერი).

b საბოლოო საერთო გადარჩენადობის ანალიზის საფუძველზე (კლინიკური მაჩვენებლების რეგისტრაციის დამთავრების თარიღი: 2024 წლის 15 ნოემბერი).

c სტატისტიკური მნიშვნელობისთვის წინასწარ განსაზღვრული ზღვარი იყო p < 0.0469.

d სოლიდურ სიმსივნეებში პასუხის შეფასების კრიტერიუმების (RECIST) ვერსია 1.1-ის მიხედვით. ობიექტური პასუხების სიხშირე (ORR) განისაზღვრება, როგორც სრული პასუხის (CR) ან ნაწილობრივი პასუხის (PR) მქონე პაციენტების პროპორცია ორ თანმიმდევრულ შემთხვევაში ≥ 4 კვირის შუალედით, როგორც ეს მკვლევარის მიერ არის განსაზღვრული.

სურათი SEQ Figure \* ARABIC \* MERGEFORMAT 1 მკვლევარის მიერ შეფასებული პროგრესირებისგან თავისუფალი გადარჩენადობა ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში კვლევაში INAVO120

სურათი SEQ Figure \* ARABIC \* MERGEFORMAT 2 პროგრესირებისგან თავისუფალი გადარჩენადობა ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში კვლევაში INAVO120

პედიატრიული პოპულაცია

ევროპის წამლის სააგენტომ გააუქმა ვალდებულება წარედგინა აითოვბიზე ჩატარებული კვლევების შედეგები პედიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში ძუძუს კიბოს დროს (იხ. ქვეთავი 4.2 ინფორმაციის მისაღებად პედიატრიაში გამოყენების შესახებ).

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თავისებურებები

ინავოლისიბის ფარმაკოკინეტიკა დახასიათებული იქნა ჯანმრთელ სუბიექტებში და ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური PIK3CA-მუტირებული სოლიდური სიმსივნეების, მათ შორის ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში, პერორალური დოზირების რეჟიმში 6 მგ-დან 12 მგ-მდე დღეში, და ჯანმრთელ სუბიექტებში 9 მგ ერთ დოზაზე.

ინავოლისიბის ფარმაკოკინეტიკა წარმოდგენილია, როგორც გეომეტრიული საშუალო (ვარიაციის გეომეტრიული კოეფიციენტი [geo CV]%) დამტკიცებული რეკომენდებული დოზის მიღების შემდეგ, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული. პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე წონასწორობის მდგომარეობაში ინავოლისიბის ფართობი მრუდის ქვეშ (AUC) იყო 1 019 სთ*ნგ/მლ (29%), ხოლო მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) - 67 ნგ/მლ (28%). პროგნოზირებული იყო, რომ წონასწორობის მდგომარეობაში კონცენტრაციები მიღწეული იქნებოდა მე-5 დღემდე.

9 მგ დღეში ერთხელ დოზირებით გეომეტრიული საშუალო აკუმულაციის კოეფიციენტი იყო დაახლოებით 2ჯერადი.

აბსორბცია

დრო პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციამდე (Tmax) მიღწეული იქნა მედიანური დროის - 3 საათის შემდეგ (დიაპაზონი: 0.5 - 4 საათი) წონასწორობის მდგომარეობაში 9 მგ ინავოლისიბის დღეში ერთხელ მიღების შემდეგ, უზმოდ.

ინავოლისიბის აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობა იყო 76%.

საკვების ზეგავლენა

საკვების მნიშვნელოვანი ზეგავლენა ინავოლისიბის ზემოქმედებაზე აღნიშნული არ ყოფილა. გეომეტრიულ საშუალოთა შეფარდება (GMR) (90% CI) AUC0-24-ისთვის საკვების მიღების შემდგომი და უზმო მდგომარეობების შედარებით იყო 0.895 (0.737 – 1.09) ერთჯერადი დოზის შემდეგ და 0.876 (0.701 – 1.09) წონასწორობის მდგომარეობაში. გეომეტრიულ საშუალოთა შეფარდება (GMR) (90% CI) მაქსიმალური კონცენტრაციისთვის (Cmax) საკვების მიღების შემდგომი და უზმო მდგომარეობების შედარებით იყო 0.925 (0.748 – 1.14) ერთჯერადი დოზის შემდეგ და 0.910 (0.712 – 1.16) წონასწორობის მდგომარეობაში.

განაწილება

ინავოლისიბის მიერ პლაზმის პროტეინების მიერთების მაჩვენებელი ადამიანებში არის 37% და როგორც ჩანს, არ არის კონცენტრაციაზე დამოკიდებული ტესტირებული კონცენტრაციების დიაპაზონში (0.1 – 10 მკმ). პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე ადამიანებში სავარაუდო განაწილების მოცულობა წონასწორობის მდგომარეობაში პერორალურად მიღებისას არის 155 ლ (26%).

ბიოტრანსფორმაცია

ჯანმრთელ სუბიექტებში რადიაქტიურად მონიშნული ინავოლისიბის 9 მგ ერთჯერადი დოზის პერორალურად მიღების შემდეგ, საწყისი პრეპარატი აღმოჩნდა ყველაზე მეტად გამოხატული სამკურნალწამლო ნაერთი პლაზმასა და შარდში. მთავარი მეტაბოლური გზა იყო ჰიდროლიზი. ინავოლისიბის მეტაბოლიზმში მონაწილე კონკრეტული ფერმენტები არ იყო განსაზღვრული.

ელიმინაცია

ჯანმრთელი სუბიექტების მიერ რადიაქტიურად მონიშნული 9 მგ ერთჯერადი დოზის პერორალურად მიღების შემდეგ მიღებული დოზის 48.5% გამოიყო შარდით (40.4% - უცვლელი), ხოლო 48% - განავალში (10.8% - უცვლელი).

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე კლინიკურ კვლევებში ინავოლისიბის ნახევარდაშლის პერიოდის ინდივიდუალური შეფასებების საშუალო გეომეტრიული მნიშვნელობა იყო 15 საათი (24%) 9 მგ დოზის ერთჯერადად მიღების შემდეგ. ინავოლისიბის სავარაუდო საერთო კლირენსი არის 8.8 ლ/სთ (29%).

წრფივი და არაწრფივი დამოკიდებულება

შეზღუდული რაოდენობის მონაცემები მიანიშნებს დოზის პროპორციულობაზე ტესტირებულ დოზის დიაპაზონის ფარგლებში (6 - 12 მგ) ერთჯერადი დოზის მაქსიმალური კონცენტრაციისთვის (Cmax) და AUC0-24-ისთვის, და წონასწორობის მდგომარეობის AUC0-24-ისთვის; თუმცა, წონასწორობის მდგომარეობის მაქსიმალური კონცენტრაციისთვის (Cmax) მონაცემები არაპროპორციულობაზე მიანიშნებს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

ეს სამკურნალო საშუალება ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს. ეს იძლევა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახალი ინფორმაციის სწრაფად განსაზღვრის საშუალებას. მედიცინის მუშაკებს მოეთხოვებათ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის მოხსენება. იხ. ქვეთავი 4.8 გვერდითი მოვლენების მოხსენების წესების შესახებ.

  • სამკურნალო საშუალების დასახელება

აითოვბი 3 მგ აპკით დაფარული ტაბლეტები

აითოვბი 9 მგ აპკით დაფარული ტაბლეტები

  • ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

აითოვბი 3 მგ აპკით დაფარული ტაბლეტები

თითოეული აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 3 მგ ინავოლისიბს.

შემავსებელი (შემავსებლები) ცნობილი ეფექტით

თითოეული აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 22 მგ ლაქტოზას.

აითოვბი9 მგ აპკით დაფარული ტაბლეტები

თითოეული აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 9 მგ ინავოლისიბს.

შემავსებელი (შემავსებლები) ცნობილი ეფექტით

თითოეული აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 66 მგ ლაქტოზას.

შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხილეთ ქვეთავში 6.1.

  • ფარმაცევტული ფორმა

აპკით დაფარული ტაბლეტი (ტაბლეტი).

აითოვბი 3 მგ აპკით დაფარული ტაბლეტები

წითელი, მრგვალი, ამოზნექილი ფორმის აპკით დაფარული ტაბლეტი, რომელსაც ერთ მხარეს ამოტვიფრული აქვს “INA 3”. მიახლოებითი დიამეტრი: 6 მმ.

აითოვბი 9 მგ აპკით დაფარული ტაბლეტები

ვარდისფერი, ოვალური, აპკით დაფარული ტაბლეტი, რომელსაც ერთ მხარეს ამოტვიფრული აქვს “INA 9”. მიახლოებითი ზომა: 13 მმ (სიგრძე), 6 მმ (სიგანე).

  • კლინიკური მახასიათებლები
  • 1 სამკურნალო ჩვენებები

აითოვბი პალბოციკლიბთან და ფულვესტრანტთან კომბინაციაში ნაჩვენებია მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ, რომელთაც აქვთ PIK3CAმუტირებული, ესტროგენ-რეცეპტორ (ER)-დადებითი, HER2უარუყოფითი, ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური ძუძუს კიბო, ადიუვანტური ენდოკრინული თერაპიის განმავლობაში ან მისი დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში განვითარებული რეციდივის შემდეგ (იხ. ქვეთავი 5.1). პაციენტები, რომლებსაც ადრე ჩაუტარდათ მკურნალობა CDK 4/6 ინჰიბიტორით (ნეო)ადიუვანტურ რეჟიმში, უნდა ჰქონოდათ მინიმუმ 12-თვიანი შუალედი CDK 4/6 ინჰიბიტორით მკურნალობის შეწყვეტასა და რეციდივის აღმოჩენას შორის.

პრე/პერიმენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებსა და მამაკაცებში აუცილებელია ენდოკრინული თერაპიის კომბინირება მალუთეინიზებელი ჰორმონის გამომყოფ ჰორმონის (LHRH) აგონისტთან.

  • 2 დოზირება და მიღების მეთოდი

აითოვბით მკურნალობა უნდა დაიწყოს ექიმმა, რომელსაც აქვს კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარების გამოცდილება.

ესტროგენ-რეცეპტორ-დადებითი, HER2უარყოფითი, ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური კიბოს მქონე პაციენტები აითოვბით მკურნალობისთვის უნდა შეირჩნენ იმის საფუძველზე, არის თუ არა ერთი ან მეტი PIK3CA მუტაცია სიმსივნის ან პლაზმის ნიმუშში CEმარკირებული in vitro სადიაგნოსტიკო (IVD) სამედიცინო აპარატის გამოყენებით, რომელსაც აქვს გამოყენების შესაბამისი დანიშნულება (იხ. ქვეთავი 5.1). თუ CEმარკირებული in vitro სადიაგნოსტიკო აპარატი ხელმისაწვდომი არ არის, გამოყენებული უნდა იყოს ალტერნატიული დამტკიცებული ტესტი. თუ მუტაცია ერთი ტიპის ნიმუშში აღმოჩენილი არ იქნა, მუტაციის აღმოჩენა შესაძლებელია სხვა ტიპის ნიმუშში, თუ ამგვარი ნიმუში არსებობს.

დოზირება

აითოვბის რეკომენდებული დოზაა 9 მგ დღეში ერთხელ საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.

აითოვბის მიღება აუცილებელია პალბოციკლიბთან და ფულვესტრანტთან კომბინაციაში. პალბოციკლიბის რეკომენდებული დოზაა 125 მგ პერორალურად დღეში ერთხელ 21 თანმიმდევრული დღის განმავლობაში, შემდეგ კი 7 დღე მკურნალობის გარეშე, რაც მთლიანობაში 28-დღიან ციკლს შეადგენს. ფულვესტრანტის რეკომენდებული დოზაა 500 მგ, რომელიც კეთდება კუნთში 1-ლ, 15-ე და 29-ე დღეებში, მერე კი - თვეში ერთხელ. დამატებით ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ პრეპარატის მოკლე დახასიათება (SmPC) პალბოციკლიბისა და ფულვესტრანტისთვის.

პრე/პერიმენოპაუზის პერიოდში ქალების და მამაკაცების აითოვბით მკურნალობა ასევე უნდა მოიცავდეს მალუთეინიზებელი ჰორმონის გამომყოფი ჰორმონის (LHRH) აგონისტის გამოყენებას ადგილობრივი კლინიკური პრაქტიკის მიხედვით.

მკურნალობის ხანგრძლიობა

პაციენტების მკურნალობა აითოვბით რეკომენდებულია დაავადების პროგრესირებამდე ან მიუღებელი ტოქსიკურობის განვითარებამდე.

დაგვიანებით მიღებული ან გამოტოვებული დოზები

პაციენტებმა ეს პრეპარატი უნდა მიიღონ ყოველდღიურად დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. თუ მოხდა აითოვბის დოზის გამოტოვება, შესაძლებელია მისი მიღება პრეპარატის მიღების დადგენილი დროიდან 9 საათის განმავლობაში. თუ გასულია 9 საათზე მეტი, საჭიროა იმ დღის დოზის გამოტოვება. მომდევნო დღეს საჭიროა აითოვბის მიღება დადგენილ დროს. თუ აითოვბის მიღების შემდეგ პაციენტს აქვს ღებინება, მან არ უნდა მიიღოს დამატებითი დოზა იმავე დღეს და უნდა განაახლოს პრეპარატის მიღება ჩვეულებრივი სქემით მომდევნო დღეს, დადგენილ დროს.

დოზის მოდიფიკაცია

გვერდითი მოვლენების მართვამ შესაძლოა მოითხოვოს მკურნალობის დროებითი შეჩერება, დოზის შემცირება ან აითოვბით მკურნალობის სამუდამოდ შეწყვეტა. დოზის შემცირების რეკომენდაციები გვერდითი მოვლენების დროს მოცემულია ცხრილში 1.

ცხრილი 1: დოზის შემცირების რეკომენდაციები გვერდითი მოვლენების დროს

დოზის დონე

დოზა და მკურნალობის სქემა

საწყისი დოზა

9 მგ დღეში ერთხელ

პირველი დოზის შემცირება

6 მგ დღეში ერთხელ

მეორე დოზის შემცირება

3 მგ დღეში ერთხელa

a მკურნალობა პრეპარატით აითოვბი სამუდამოდ უნდა შეწყდეს, თუ პაციენტს 3 მგ დღიური დოზის ატანა არ შეუძლია.

აითოვბის დოზის ხელახლა გაზრდა შესაძლებელია 9 მგ მაქსიმალურ დღიურ დოზამდე მკურნალი ექიმის მიერ პაციენტის კლინიკური შეფასების საფუძველზე. დოზის მოდიფიკაციის რეკომენდაცია კონკრეტული გვერდითი მოვლენებისთვის წარმოდგენილია ცხრილში 24.

ჰიპერგლიკემია

ცხრილი 2: დოზის მოდიფიკაცია და მართვა ჰიპერგლიკემიის შემთხვევაში

გლუკოზის დონეები უზმოდa

რეკომენდაცია

> ნორმის ზედა ზღვარი (ULN) 160 მგ/დლ-მდე

(> ULN-დან 8.9 მმოლ/ლ-მდე)

აითოვბის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

განიხილეთ დიეტური მოდიფიკაციების საჭიროება (მაგ. დიეტა ნახშირწყლების მცირე რაოდენობით) და ადეკვატური ჰიდრატაციის უზრუნველყოფა.

განიხილეთ პერორალური ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო მკურნალობისb დაწყების ან ინტენსიფიკაციის საჭიროება ჰიპერგლიკემიისc რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებისთვის.

> 160 - 250 მგ/დლ (> 8.9 – 13.9 მმოლ/ლ)

შეწყვიტეთ აითოვბი, სანამ გლუკოზის დონე უზმოდ არ დაიწევს ≤ 160 მგ/დლ-მდე (≤ 8.9 მმოლ/ლ).

დაიწყეთ ან უფრო ინტენსიურად ჩაატარეთ ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო მკურნალობაb.

განაახლეთ აითოვბით მკურნალობა დოზის იმავე დონიდან.

თუ გლუკოზის დონე უზმოდ მუდმივად არის > 200 – 250 მგ/დლ (> 11.1 – 13.9 მმოლ/ლ) 7 დღის განმავლობაში ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო შესაბამისი მკურნალობის ფონზე, რეკომენდებულია ჰიპერგლიკემიის მკურნალობაში გამოცდილების მქონე პროფესიონალის კონსულტაცია.

> 250 - 500 მგ/დლ (> 13.9 – 27.8 მმოლ/ლ)

შეწყვიტეთ აითოვბი.

დაიწყეთ ან უფრო ინტენსიურად ჩაატარეთ ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო მკურნალობაb.

საჭიროების შემთხვევაში ჩაატარეთ შესაბამისი ჰიდრატაცია.

თუ გლუკოზის დონე უზმოდ მცირდება ≤ 160 მგ/დლ-მდე (≤ 8.9 მმოლ/ლ) 7 დღის განმავლობაში, განაახლეთ აითოვბით მკურნალობა დოზის იმავე რაოდენობიდან.

თუ გლუკოზის დონე უზმოდ მცირდება ≤ 160 მგ/დლ-მდე (≤ 8.9 მმოლ/ლ) ≥ 8 დღეში, განაახლეთ აითოვბით მკურნალობა ერთი დონით ნაკლები დოზით (იხ. ცხრილი 1).

თუ გლუკოზის დონე უზმოდ > 250 - 500 მგ/დლ (> 13.9 – 27.8 მმოლ/ლ) გამეორდება 30 დღის განმავლობაში, შეწყვიტეთ აითოვბი მანამ, სანამ უზმოდ გლუკოზის დონე არ დაიწევს ≤ 160 მგ/დლ-მდე (≤ 8.9 მმოლ/ლ). განაახლეთ აითოვბით მკურნალობა ერთი დონით ნაკლები დოზით (იხ. ცხრილი 1).

> 500 მგ/დლ

(> 27.8 მმოლ/ლ)

შეწყვიტეთ აითოვბი.

დაიწყეთ ან უფრო ინტენსიურად ჩაატარეთ ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო მკურნალობაb.

შეაფასეთ უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირება და კეტოზი და შესაბამისად ჩაატარეთ ჰიდრატაცია.

თუ გლუკოზის დონე უზმოდ მცირდება ≤ 160 მგ/დლ-მდე (≤ 8.9 მმოლ/ლ), განაახლეთ აითოვბით მკურნალობა ერთი დონით ნაკლები დოზით (იხ. ცხრილი 1).

თუ გლუკოზის დონე უზმოდ > 500 მგ/დლ (> 27.8 მმოლ/ლ) გამეორდება 30 დღის განმავლობაში, სამუდამოდ მოხსენით აითოვბი

ULN = ნორმის ზედა ზღვარი

aგლუკოზის დონე უზმოდ (გლუკოზა პლაზმაში უზმოდ [FPG] ან გლუკოზა სისხლში უზმოდ [FBG]) უნდა გაიზომოს მკურნალობის დაწყებამდე. ამ ცხრილში მითითებული გლუკოზის დონეები უზმოდ ასახავს ჰიპერგლიკემიის ხარისხებს გვერდითი მოვლენების ზოგადი ტერმინოლოგიური კრიტერიუმების (CTCAE) 4.03 ვერსიის მიხედვით.

b დაიწყეთ ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო შესაბამისი მკურნალობა, მაგ. მეთფორმინი, გლუკოზის ნატრიუმზე დამოკიდებული კოტრანსპორტიორი -2-ის (SGLT2) ინჰიბიტორები, ინსულინის სენსიბილიზატორები (მაგ., თიაზოლიდინდიონები), დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4-ის (DPP-4) ინჰიბიტორები, ან ინსულინი, და განიხილეთ შესაბამისი გამოყენების ინსტრუქცია დოზირებისთვის და დოზის ტიტრაციის რეკომენდაციები, მათ შორის ჰიპერგლიკემიის ადგილობრივი სამკურნალო რეკომენდაციები. მეთფორმინი რეკომენდებული იყო კვლევაში INAVO120, როგორც უპირატესი პრეპარატი მკურნალობის დასაწყებად. იხ. ქვეთავები 4.4 და 4.8.

c იხ. ქვეთავი 4.4 ჰიპერგლიკემიის რისკ-ფაქტორებისთვის.

სტომატიტი

ცხრილი 3: დოზის მოდიფიკაცია და მართვა სტომატიტის შემთხვევაში

ხარისხიa

რეკომენდაცია

ხარისხი 1

აითოვბის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

დაიწყეთ ან უფრო ინტენსიურად ჩაატარეთ შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა (მაგ., კორტიკოსტეროიდის შემცველი პირის ღრუს სავლები) კლინიკური ჩვენების მიხედვით.

ხარისხი 2

არ დანიშნოთ აითოვბი, სანამ მდგომარეობა 1-ელ ხარისხამდე არ გაუმჯობესდება.

დაიწყეთ და უფრო ინტენსიურად ჩაატარეთ მედიკამენტური მკურნალობა. განაახლეთ აითოვბით მკურნალობა დოზის იმავე დონიდან.

მორეციდივე მე-2 ხარისხის სტომატიტისთვის არ დანიშნოთ აითოვბი, სანამ მდგომარეობა არ გამოსწორდება ≤ 1 ხარისხამდე, შემდეგ განაახლეთ აითოვბით მკურნალობა ერთი დონით ნაკლები დოზით (იხ. ცხრილი 1).

ხარისხი 3

არ დანიშნოთ აითოვბი, სანამ მდგომარეობა ≤ 1 ხარისხამდე არ გაუმჯობესდება.

დაიწყეთ და უფრო ინტენსიურად ჩაატარეთ მედიკამენტური მკურნალობა. განაახლეთ აითოვბით მკურნალობა ერთი დონით ნაკლები დოზით (იხ. ცხრილი 1).

ხარისხი 4

სამუდამოდ მოხსენით აითოვბი

a გვერდითი მოვლენების ზოგადი ტერმინოლოგიური კრიტერიუმების (CTCAE) ვერსია 5.0-ის საფუძველზე.

სხვა გვერდითი მოვლენები

ცხრილი 4: დოზის მოდიფიკაცია და მართვა სხვა გვერდითი მოვლენებისთვის

ხარისხიa

რეკომენდაცია

ყველა ხარისხისთვის: დაიწყეთ შემანარჩუნებელი თერაპია და ჩაატარეთ მონიტორინგი კლინიკური ჩვენების მიხედვით.

ხარისხი 1

აითოვბის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ხარისხი 2

განიხილეთ აითოვბისს შეწყვეტის შესაძლებლობა, თუ კლინიკურად ნაჩვენებია, სანამ მდგომარეობა ≤ 1 ხარისხამდე არ გაუმჯობესდება.

განაახლეთ აითოვბით მკურნალობა დოზის იმავე დონიდან.

ხარისხი 3, პირველი მოვლენა

შეწყვიტეთ აითოვბი, სანამ მდგომარეობა ≤ 1 ხარისხამდე არ გაუმჯობესდება.

განაახლეთ აითოვბით მკურნალობა იმავე დონის ან ერთი დონით ნაკლები დოზით კლინიკური შეფასების საფუძველზე (იხ. ცხრილი 1).

ხარისხი 3, მორეციდივე

ან

ხარისხი 4, არ არის სიცოცხლისთვის საშიში

შეწყვიტეთ აითოვბი, სანამ მდგომარეობა ≤ 1 ხარისხამდე არ გაუმჯობესდება.

განაახლეთ აითოვბით მკურნალობა ერთი დონით ნაკლები დოზით (იხ. ცხრილი 1).

ხარისხი 4, სიცოცხლისთვის საშიში

სამუდამოდ მოხსენით აითოვბი

a გვერდითი მოვლენების ზოგადი ტერმინოლოგიური კრიტერიუმების (CTCAE) ვერსია 5.0-ის საფუძველზე.

განსაკუთრებული პოპულაციები

პედიატრიული პოპულაცია

აითოვბის უსაფრთხოება და ეფექტიანობა ბავშვებში და 0 – 17 წლის მოზარდებში არ არის დადგენილი. მონაცემები არ არსებობს.

ხანდაზმულები

აითოვბის დოზის მოდიფიკაცია საჭირო არ არის ≥ 65 წლის პაციენტებში, პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე. ≥ 65 წლის ასაკის პაციენტებთან დაკავშირებული მონაცემების რაოდენობა შეზღუდულია (იხ. ქვეთავი 5.2).

თირკმლის უკმარისობა

აითოვბის რეკომენდებული საწყისი დოზა თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (გორგლოვანი ფილტრაციის შეფასებითი მაჩვენებელი (eGFR) 30–დან < 60 მლ/წთ-მდე CKDEPI-ის საფუძველზე) არის 6 მგ პერორალურად დღეში ერთხელ. თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში (eGFR 60 - < 90 მლ/წთ) დოზის მოდიფიკაცია საჭირო არ არის. აითოვბის უსაფრთხოება და ეფექტიანობა თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში დადგენილი არ არის (იხ. ქვეთავი 5.2).

ღვიძლის უკმარისობა

დოზის მოდიფიკაცია საჭირო არ არის ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში (საერთო ბილირუბინი > ULN-დან ≤ 1.5 × ULN-მდე, ან AST > ULN და საერთო ბილირუბინი ≤ ULN) . ღვიძლის ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში აითოვბის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის (იხ. ქვეთავი 5.2).

მიღების მეთოდი

აითოვბი მიიღება პერორალურად. ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. ტაბლეტების გადაყლაპვა საჭიროა მთლიანად; დაუშვებელია მათი დაღეჭვა, დაფხვნა, წყალში გახსნა ან დანაწილება.

  • 3 უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ან ქვეთავში 6.1 ჩამოთვლილი რომელიმე შემავსებლის მიმართ.

  • 4 განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ჰიპერგლიკემია

აითოვბის უსაფრთხოება და ეფექტიანობა არ ყოფილა შესწავლილი 1-ლი ტიპის შაქრიანი დიაბეტის ან მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო უწყვეტ მკურნალობას, ვინაიდან ეს პაციენტები კვლევაში INAVO120 არ მონაწილეობდნენ. INAVO120 კვლევის აითოვბის ჯგუფში შეყვანილი იყო მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე მხოლოდ 1 პაციენტი, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს, როდესაც აითოვბის უნიშნავენ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს. პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში აქვთ შაქრიანი დიაბეტი, შეიძლება დასჭირდეთ ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო უფრო ინტენსიური მკურნალობა და უზმოდ გლუკოზის უფრო ხშირი ტესტირება აითოვბით მკურნალობის დროს. დაუშვებელია აითოვბით მკურნალობის დაწყება უზმოდ გლუკოზის დონის ოპტიმალური მაჩვენებლების მიღწევამდე. აითოვბით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ჰიპერგლიკემიის მკურნალობაში გამოცდილი ექიმის კონსულტაცია.

აითოვბით ნამკურნალევ პაციენტებში ხშირად იყო მოხსენებული ჰიპერგლიკემიის შემთხვევები. აღნიშნულია მძიმე ჰიპერგლიკემიის შემთხვევების, მათ შორის კეტოაციდოზის განვითარება ფატალური გართულებებით.

კვლევაში INAVO120 ჰიპერგლიკემიის მართვა წარმოებდა ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო მკურნალობით და აითოვბის დოზის მოდიფიკაციით კლინიკური ჩვენების მიხედვით (იხ. ქვეთავი 4.8). ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო გადაუდებელი მკურნალობის მიზნით შესაძლებელია ინსულინის გამოყენება მოკლევადიანი კურსის სახით. ინსულინის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში, რომელთაც აითოვბით მკურნალობდნენ, შეზღუდულია. ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას (მაგ., ინსულინი, სულფონილშარდოვანას პრეპარატები) ჰიპერგლიკემიის მართვის მიზნით აითოვბის შეწყვეტამდე ან მოხსნამდე გათვალისწინებული უნდა იყოს ჰიპოგლიკემიის განვითარების შესაძლებლობა.

აითოვბით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ჰიპერგლიკემიის ნიშნების და სიმპტომების შესახებ (მაგ., გაძლიერებული წყურვილი, გახშირებული შარდვა, ბუნდოვანი მხედველობა, ცნობიერების დაბინდვა, სუნთქვის გაძნელება ან გაძლიერებული მადა წონის კლებასთან ერთად) და ურჩიონ, რომ დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ექიმს ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში. მკურნალობამდე და მკურნალობის განმავლობაში ჰიდრატაცია ოპტიმალურ დონეზე უნდა იყოს შენარჩუნებული.

საჭიროა პაციენტებს ჩაუტარდეს გლუკოზის ტესტი უზმოდ (გლუკოზა პლაზმაში უზმოდ (FPG) ან გლუკოზა სისხლში უზმოდ (FBG)) და HbA1C აითოვბით მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარული ინტერვალებით - მკურნალობის განმავლობაში (იხ. ცხრილი 5). უზმოდ გლუკოზის მონიტორინგის დაწყება სახლის პირობებში საჭიროა იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ჰიპერგლიკემიის რისკ-ფაქტორები, ან აქვთ ჰიპერგლიკემია. ჰიპერგლიკემიის რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში შესაძლებელია პრემედიკაციის ჩატარება მეთფორმინით. ყველა პაციენტს უნდა მიეცეს რეკომენდაციები ცხოვრების სტილის ცვლილებების შესახებ (მაგ., კვების რეჟიმის ცვლილებები, ფიზიკური აქტივობა).

ცხრილი 5: უზმოდ გლუკოზის მონიტორინგის და HbA1C-ს გრაფიკი

უზმოდ გლუკოზის და HbA1C-ს დონეების მონიტორინგის რეკომენდებული გრაფიკი აითოვბით ნამკურნალევ ყველა პაციენტში

სკრინინგის დროს, აითოვბითმკურნალობის დაწყებამდე

ჩაატარეთ უზმოდ გლუკოზის (პლაზმაში ან სისხლში) და HbA1C-ს დონის ტესტირება და მოახდინეთ გლუკოზის დონის ოპტიმიზაცია პაციენტის სისხლში (იხ. ცხრილი 2).

აითოვბითმკურნალობის დაწყების შემდეგ

ჩაატარეთ უზმოდ გლუკოზის მონიტორინგი/თვითმონიტორინგი 3 დღეში ერთხელ პირველი კვირის განმავლობაში (1-დან მე-7 დღემდე), შემდეგ კვირაში ერთხელ მომდევნო 3 კვირის განმავლობაში (მე-8 დღიდან 28-ე დღემდე), შემდეგ 2 კვირაში ერთხელ მომდევნო 8 კვირის განმავლობაში, შემდეგ 4 კვირაში ერთხელ, კლინიკური ჩვენების მიხედვით*.

უფრო ხშირად ჩაატარეთ უზმოდ გლუკოზის დონის მონიტორინგი/თვითმონიტორინგი კლინიკური ჩვენების მიხედვით* ჰიპერგლიკემიის რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად მოიცავს შემდეგს: (პრე)დიაბეტი, HbA1C ≥ 5.7%, სხეულის მასის ინდექსი (BMI) ≥ 30 კგ/მ2, ასაკი ≥ 45 წელი, გესტაციური დიაბეტი ანამნეზში და შაქრიანი დიაბეტის ოჯახური ანამნეზი.

უზმოდ გლუკოზის უფრო ხშირი ტესტირება საჭიროა პაციენტებში, რომლებიც აითოვბით მკურნალობის პერიოდში ღებულობენ კორტიკოსტეროიდებს, აქვთ ინტერკურენტული ინფექციები ან სხვა დაავადებები, რომლებიც შესაძლოა მოითხოვდეს გლიკემიის უფრო ინტენსიურ მართვას, რათა მოხდეს გლუკოზის დარღვეული მეტაბოლიზმის გაუარესების და პოტენციური გართულებების (მათ შორის დიაბეტური კეტოაციდოზის) პრევენცია. ამ პაციენტებში უზმოდ გლუკოზის მონიტორინგის გარდა, რეკომენდებულია გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbA1C) და კეტონების მონიტორინგი (უმჯობესია სისხლში).

დაიწყეთ ან არეგულირეთ ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო მკურნალობა საჭიროების მიხედვით (იხ. ქვეთავი 4.2).

HbA1C-ს მონიტორინგი საჭიროა 3 თვეში ერთხელ.

თუ ჰიპერგლიკემია ვითარდება აითოვბითმკურნალობის დაწყების შემდეგ

აწარმოეთ უზმოდ გლუკოზის უფრო ხშირი მონიტორინგი კლინიკური ჩვენების მიხედვით*.

ჰიპერგლიკემიის სიმძიმის საფუძველზე შესაძლოა საჭირო გახდეს აითოვბით მკურნალობის შეწყვეტა, პრეპარატის დოზის შემცირება ან მისი მოხსნა, როგორც ეს აღწერილია ცხრილში 2 (იხ. ქვეთავი 4.2).

ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო მკურნალობის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს უზმოდ გლუკოზის დონის მონიტორინგი მინიმუმ კვირაში ერთხელ 8 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი 2 კვირაში ერთხელ და კლინიკური ჩვენების მიხედვით*.

  • გლუკოზის ყოველგვარი მონიტორინგი უნდა ჩატარდეს ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე კლინიკური ჩვენების მიხედვით.

სტომატიტი

სტომატიტი მოხსენებული იყო აითოვბით ნამკურნალევ პაციენტებში (იხ. ქვეთავი 4.8). სტომატიტის სიმძიმის საფუძველზე შესაძლოა საჭირო გახდეს აითოვბით მკურნალობის შეწყვეტა, პრეპარატის დოზის შემცირება ან მისი სამუდამოდ მოხსნა (იხ. ცხრილი 3).

კვლევაში INAVO120 სტომატიტის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებული იყო კორტიკოსტეროიდის შემცველი პირის ღრუს სავლები. იმ პაციენტებში, ვინც ღებულობდა აითოვბის პალბოციკლიბთან და ფულვესტრანტთან კომბინაციაში, დექსამეტაზონის ან ტრიამცინოლონის შემცველი პროფილაქტიკა გამოყენებული იყო, შესაბამისად, პაციენტების 19.1%-სა და 1.2%-ში.

პაციენტებს უნდა მიეცეს რჩევა, რომ დაიწყონ უალკოჰოლო პირის ღრუს სავლების გამოყენება სტომატიტის პირველი ნიშნების გამოვლინებისთანავე და თავი აარიდონ ალკოჰოლის ან წყალბადის ზეჟანგის შემცველ პირის ღრუს სავლებებს, რადგან მათ შესაძლოა გაამწვავონ სტომატიტი (იხ. ქვეთავი 4.8). საჭიროა კვებითი მოდიფიკაციების გათვალისწინება (მაგ., ცხარე სანელებლებიანი საკვებისთვის თავის არიდება).

გამოყენება იმ პაციენტებში, ვინც წარსულში CDK4/6-ის ინჰიბიტორი მიიღო

ინფორმაცია აითოვბის, პალბოციკლიბის და ფულვესტრანტის კომბინაციის გამოყენების შესახებ ძალზე შეზღუდულია იმ პაციენტებში, ვინც წარსულში ნეოადიუვანტური ან ადიუვანტური მკურნალობის ფარგლებში მიიღო CDK4/6-ს ინჰიბიტორი. ამ პაციენტებში ეფექტიანობა შესაძლოა იყოს უფრო დაბალი.

ლაქტოზა

ეს პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომელთაც აქვთ იშვიათი მემკვიდრული პრობლემები, კერძოდ, გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზის ტოტალური დეფიციტი ან გლუკოზის და გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი.

ნატრიუმი

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითოეულ აპკით დაფარული ტაბლეტზე, ანუ ის ფაქტიურად ნატრიუმს არ შეიცავს.

  • 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ურთიერთქმედების კვლევები არ არის ჩატარებული.

ციტოქრომ P450-ის (CYP) ინჰიბიტორები და სტიმულატორები

კლინიკური კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ინავოლისიბის უპირატესი მეტაბოლიტების მიღება არ ხდება ციტოქრომ P450-ის (CYP) ფერმენტების საშუალებით, და რომ მეტაბოლიზმის ძირითადი გზა იყო ჰიდროლიზი. აღნიშნულის საფუძველზე კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ინავოლისიბისა და ციტოქრომ P450-ის ინჰიბიტორებს ან სტიმულატორებს შორის ნაკლებად სავარაუდოა.

ციტოქრომ P450-ის (CYP) სუბსტრატები

ინავოლისიბი ასტიმულირებს CYP3A-ს და წარმოადგენს CYP3A-ს დროზე დამოკიდებულ ინჰიბიტორს in vitro. ამიტომ ინავოლისიბი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე სენსიტიურ CYP3A4 სუბსტრატებთან კომბინაციაში (მაგ., ალფენტანილი, ასტემიზოლი, ციზაპრიდი, ციკლოსპორინი, ქინიდინი, სიროლიმუსი, ტაკროლიმუსი), რადგან ინავოლისიბმა შესაძლოა გაზარდოს ან შეამციროს ამ სუბსტრატების სისტემური ზემოქმედება.

გარდა ამისა, ინავოლისიბი in vitro შეიცავს შემდეგ ფერმენტებს: CYP2B6, CYP2C8, CYP2C9 და CYP2C19 ამიტომ ინავოლისიბი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული ამ ფერმენტების ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე სენსიტიურ სუბსტრატებთან კომბინაციაში (მაგ., პაკლიტაქსელი, ვარფარინი, ფენიტოინი, Sმეფენიტოინი), რადგან ინავოლისიბმა შესაძლოა შეამციროს მათი სისტემური ზემოქმედება და ამის შედეგად გამოიწვიოს ეფექტიანობის შემცირება.

  • 6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

შვილოსნობის უნარის მქონე ქალები/კონტრაცეფცია ქალებსა და მამაკაცებში

ქალები

პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა არაჰორმონული კონტრაცეფციის გამოყენების თაობაზე აითოვბით მკურნალობის დროს და აითოვბის ბოლო დოზის მიღებიდან 1 კვირის განმავლობაში.

მამაკაცები

უცნობია, არის თუ არა ინავოლისიბი სპერმაში. ორსულობის პერიოდში ნაყოფზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, პაციენტმა მამაკაცებმა, რომელთაც ჰყავთ შვილოსნობის უნარის მქონე ან ორსული პარტნიორი ქალები, უნდა გამოიყენონ კონდომი აითოვბით მკურნალობის დროს და აითოვბის ბოლო დოზის მიღებიდან 1 კვირის განმავლობაში.

ორსულობა

აითოვბით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალების ორსულობის სტატუსის დადასტურება. ორსულ ქალებს გარკვევით უნდა მიეცეთ მითითებები ნაყოფისთვის არსებული პოტენციური რისკის შესახებ.

მონაცემები ინავოლისიბით ორსული ქალების მკურნალობის შესახებ არ არსებობს, ან არსებობს შეზღუდული რაოდენობით. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა ტოქსიკური გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციებზე (იხ. ქვეთავი 5.3). აითოვბი არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში და შვილოსნობის უნარის მქონე ქალებში, რომლებიც კონტრაცეფციით არ სარგებლობენ.

ძუძუთი კვება

უცნობია, ხდება თუ არა თუ არა ინავოლისიბის ან მისი მეტაბოლიტების ექსკრეცია დედის რძეში. შეუძლებელია ახალშობილების/ჩვილებისთვის არსებული რისკის გამორიცხვა. საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა აითოვბით მკურნალობის პერიოდში და აითოვბის ბოლო დოზის მიღებიდან 1 კვირის განმავლობაში.

ფერტილობა

არ არსებობს კლინიკური მონაცემები ინავოლისიბის ზეგავლენის შესახებ ადამიანის ფერტილობაზე. ცხოველებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე ინავოლისიბმა შესაძლოა იმოქმედოს შვილოსნობის უნარის მქონე ქალების და მამაკაცების ფერტილობაზე (იხ. ქვეთავი 5.3).

  • 7 გავლენა ავტომანქანის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

აითოვბი უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომანქანის მართვაზე ან მექანიზმების გამოყენებაზე, ვინაიდან აითოვბით მკურნალობის პერიოდში მოხსენებული იყო დაღლილობა.

  • 8 არასასურველი გავლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

აითოვბით ნამკურნალევ პაციენტებში ყველაზე ხშირი გვერდით მოვლენები იყო: ჰიპერგლიკემია (59.9%), სტომატიტი (51.2%), დიარეა (48.1%), თრომბოციტოპენია (48.1%), დაღლილობა (37.7%), ანემია (37%), გულისრევა (27.8%), მადის დაქვეითება (23.5%), გამონაყარი (22.8%), თავის ტკივილი (21%), წონის დაქვეითება (17.3%), ღებინება (14.8%) და საშარდე გზების ინფექცია (13%).

აითოვბით ნამკურნალევ პაციენტებში მოხსენებული ყველაზე ხშირი სერიოზული გვერდით მოვლენები იყო ანემია (1.9%), დიარეა (1.2%) და საშარდე გზების ინფექცია (1.2%).

აითოვბი სამუდამოდ მოიხსნა გვერდითი მოვლენების გამო პაციენტების 3.1%-ში. გვერდითი მოვლენები, რომლებმაც გამოიწვია აითოვბის პერმანენტული მოხსნა, იყო ჰიპერგლიკემია (1.2%), სტომატიტი (0.6%), ალანინ ტრანსამინაზების (ალტ) მომატება (0.6%) და წონის დაკლება (0.6%).

წამლის გვერდითი მოვლენების სია ცხრილის სახით

წამლის გვერდითი მოვლენები შორსწასული მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე 162 პაციენტის მონაცემების საფუძველზე, რომლებიც ღებულობდნენ აითოვბის პალბოციკლიბთან და ფულვესტრანტთან კომბინაციაში რანდომიზებული კვლევის INAVO120 მე-3 ფაზაში, და რეგისტრაციის შემდგომი ზედამხედველობიდან, ჩამოთვლილია ნორმატიულ-სამართლებრივი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონის (MedDRA) ორგანოთა სისტემის კლასის მიხედვით ცხრილში 6. აითოვბით მკურნალობის მედიანური ხანგრძლიობა ანალიზის დროს იყო 9.2 თვე (დიაპაზონი: 0 - 38.8 თვე).

თითოეულ ორგანოთა სისტემის კლასში გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია სიხშირის მიხედვით; პირველ რიგში დასახელებულია ყველაზე ხშირი მოვლენები. შესაბამისი სიხშირის კატეგორია წამლის თითოეული გვერდითი მოვლენისთვის დამყარებულია შემდეგ პირობაზე: ძალიან ხშირი ( 1/10), ხშირი ( 1/100 - 1/10), საშუალო სიხშირის ( 1/1 000 - 1/100), იშვიათი ( 1/10 000 - 1/1 000), ძალიან იშვიათი ( 1/10 000), უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია). სიხშირის თითოეულ ჯგუფში გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია კლებადი სერიოზულობის მიხედვით.

ცხრილი 6: წამლის გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღნიშნული იყო აითოვბით ნამკურნალევ პაციენტებში

სისტემის ორგანოთა კლასი

გვერდითი მოვლენა

აითოვბი + პალბოციკლიბი + ფულვესტრანტი

N=162

სიხშირის კატეგორია

(ყველა ხარისხი)

ყველა ხარისხი (%)

ხარისხი 3 – 4 (%)

ინფექციები და ინვაზიები

საშარდე გზების ინფექცია

ძალიან ხშირი

13

  • 2*

სისხლის და ლიმფური სისტემის დაავადებები

თრომბოციტოპენია

ძალიან ხშირი

  • 1
  • 2

ანემია

ძალიან ხშირი

37

  • 2*

მეტაბოლიზმის და კვებითი დარღვევები

ჰიპერგლიკემიაa

ძალიან ხშირი

  • 9
  • 6*

მადის დაქვეითება

ძალიან ხშირი

  • 5

0

ჰიპოკალემია

ძალიან ხშირი

16

  • 5

ჰიპოკალცემია

ხშირი

  • 6
  • 2*

კეტოაციდოზი

საშუალო სიხშირისb

–

–

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

ძალიან ხშირი

21

0

თვალის დაავადებები

მშრალი თვალი

ხშირი

  • 6

0

გასტრო-ინტესტინური დარღვევები

სტომატიტიc

ძალიან ხშირი

  • 2
  • 6*

დიარეა

ძალიან ხშირი

  • 1
  • 7*

გულისრევა

ძალიან ხშირი

  • 8
  • 6*

მუცლის ტკივილი

ძალიან ხშირი

  • 4
  • 6*

ღებინება

ძალიან ხშირი

  • 8
  • 6*

დისგევზია

ხშირი

  • 6

0

დისპეფსია

ხშირი

8

0

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

გამონაყარიd

ძალიან ხშირი

  • 8

0

ალოპეცია

ძალიან ხშირი

  • 5

0

კანის სიმშრალეe

ძალიან ხშირი

13

0

დერმატიტიf

ხშირი

  • 5

0

ფოლიკულიტი

ხშირი

  • 2

0

ზოგადი დარღვევები და გართულებები პრეპარატის შეყვანის ადგილზე

დაღლილობა

ძალიან ხშირი

  • 7
  • 9*

გამოკვლევები

ალანინამინოტრანსფერაზას მომატება

ძალიან ხშირი

  • 3
  • 7*

წონის დაკლება

ძალიან ხშირი

  • 3
  • 7*

სისხლში ინსულინის დონის მომატება

ხშირი

  • 2

0

ხარისხების კლასიფიკაცია გვერდითი მოვლენების ზოგადი ტერმინოლოგიური კრიტერიუმების (CTCAE), ვერსია 5.0-ის მიხედვით.

  • მე-4 ხარისხის მოვლენები აღნიშნული არ ყოფილა.

a მოიცავს ჰიპერგლიკემიას, სისხლში გლუკოზის მომატებას, ჰიპერგლიკემიურ კრიზს, გლიკოზირებული შრატის პროტეინის მომატებას, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევას, შაქრიან დიაბეტს, მე-2 ტიპის შაქრიან დიაბეტს და გლიკოზირებული ჰემოგლობინის მომატებას.

b გვერდითი მოვლენა, რომელიც მოხსენებული იყო რეგისტრაციის შემდგომი გამოყენების პერიოდში. სიხშირის კატეგორია შეფასებული იყო, როგორც 95%-იანი ნდობის ინტერვალის ზედა ზღვარი, გამოანგარიშებული იმ პაციენტების მთლიანი რაოდენობიდან, რომელთაც განიცადეს იტოვების ზემოქმედება კლინიკურ კვლევებში.

c მოიცავს აფთოზურ წყლულს, გლოსიტს, გლოსოდინიას, ტუჩების დაწყლულებას, პირის ღრუში წყლულების გაჩენას, ლორწოვანის ანთებას და სტომატიტს.

d მოიცავს გამონაყარს, ერითემულ გამონაყარს, მაკულო-პაპულურ გამონაყარს, პაპულურ გამონაყარს, პრურიტულ გამონაყარს და პუსტულურ გამონაყარს.

e მოიცავს კანის სიმშრალეს, კანის ნახეთქებს, ქსეროზს და ქსეროდერმიას.

f მოიცავს დერმატიტს, აკნეს ფორმის დერმატიტს, და ბულოზურ დერმატიტს.

წამლის შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა

ჰიპერგლიკემია

კვლევაში INAVO120, ნებისმიერი ხარისხის ჰიპერგლიკემია მოხსენებული იყო იმ პაციენტების 59.9%-ში, ვისაც ჩაუტარდა აითოვბითმკურნალობა პალბოციკლიბთან და ფულვესტრანტთან კომბინაციაში; მე-2 ხარისხის და მე-3 ხარისხის მოვლენები მოხსენებული იყო, შესაბამისად, პაციენტების 38.3% და 5.6%-ში, (CTCAE-ის ვერსია 5.0-ის მიხედვით). ჰიპერგლიკემიის მქონე პაციენტებს შორის ჰიპერგლიკემიის მოვლენების ახლად განვითარების შემთხვევები ყველაზე მაღალი იყო მკურნალობის პირველი ორი თვის განმავლობაში, ხოლო პირველად დაწყების მედიანური დრო იყო 7 დღე (დიაპაზონი: 2 - 955 დღე).

იმ 97 პაციენტში, ვინც აითოვბი მიიღო პალბოციკლიბთან და ფულვესტრანტთან კომბინაციაში და განუვითარდა ჰიპერგლიკემია, 74.2%-მა (72/97) ჰიპერგლიკემიის პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით მიიღო ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის SGLT2-ინჰიბიტორები, თიაზოლიდინდიონები და DPP4-ინჰიბიტორები. ყველა პაციენტმა, ვინც მიიღო ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო პრეპარატები, ასევე მიიღო მეთფორმინი დამოუკიდებლად ან ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად (მაგ., ინსულინი, DPP4-ინჰიბიტორები და სულფონილშარდოვანას პრეპარატები); ხოლო 11.3%-ს (11/97) ჩაუტარდა ინსულინოთერაპია (იხ. ქვეთავი 4.4).

იმ პაციენტებში, რომელთაც უზმოდ გლუკოზის დონე ჰქონდათ > 160 მგ/დლ (> 8.9 მმოლ/ლ), და რომელთა გლუკოზის დონე უზმოდ (n=52) მინიმუმ ერთი დონით (იხ ცხრილი 2) გაუმჯობესდა, გაუმჯობესების მედიანური დრო იყო 8 დღე (დიაპაზონი: 2 - 43 დღე).

ჰიპერგლიკემიის გამო აითოვბი შეწყვიტეს პაციენტების 27.8%-ში, აითოვბის დოზა შეამცირეს 2.5%-ში და აითოვბი მოხსნეს 1.2%-ში.

სტომატიტი

სტომატიტი მოხსენებული იყო იმ პაციენტების 51.2%-ში, ვისაც ჩაუტარდა აითოვბითმკურნალობა პალბოციკლიბთან და ფულვესტრანტთან კომბინაციაში; 1-ლი ხარისხის გვერდითი მოვლენები მოხსენებული იყო პაციენტების 32.1%-ში, მე-2 ხარისხის მოვლენები - 13.6%-ში და მე-3 ხარისხის მოვლენები - 5.6%-ში. იმ პაციენტებს შორის, ვისაც განუვითარდა სტომატიტი, მედიანური დრო პირველი სიმპტომების გაჩენამდე იყო 13 დღე (დიაპაზონი: 1 - 610 დღე).

სტომატიტის გამო აითოვბი შეწყვიტეს პაციენტების 9.9%-ში, აითოვბის დოზა შეამცირეს 3.7%-ში და აითოვბი მოხსნეს 0.6%-ში.

იმ პაციენტებიდან, ვინც მიიღო აითოვბი პალბოციკლიბთან და ფულვესტრანტთან კომბინაციაში, 24.1% სტომატიტის მართვის მიზნით იყენებდა დექსამეტაზონის შემცველ პირის ღრუს სავლებს (იხ. ქვეთავი 4.4).

დიარეა

დიარეა მოხსენებული იყო იმ პაციენტების 48.1%-ში, რომელთაც ჩაუტარდათ აითოვბით მკურნალობა პალბოციკლიბთან და ფულვესტრანტთან კომბინაციაში; 1-ლი ხარისხის გვერდითი მოვლენები მოხსენებული იყო პაციენტების 27.8%-ში, მე-2 ხარისხის მოვლენები - 16.7%-ში და მე-3 ხარისხის მოვლენები - 3.7%-ში. იმ პაციენტებს შორის, ვისაც განუვითარდა დიარეა, მედიანური დრო პირველი სიმპტომების გაჩენამდე იყო 15 დღე (დიაპაზონი: 2 - 602 დღე).

დიარეის გამო აითოვბი შეწყვიტეს პაციენტების 6.8%-ში და აითოვბის დოზა შეამცირეს 1.2%-ში, ხოლო აითოვბის მოხსნა არც ერთ პაციენტში არ გახდა საჭირო.

დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ., ლოპერამიდი) სიმპტომების მართვის მიზნით გამოყენებული იყო იმ პაციენტების 28.4%-ში, ვინც მიიღო აითოვბი პალბოციკლიბთან და ფულვესტრანტთან კომბინაციაში.

ხანდაზმულები

აითოვბის უსაფრთხოების შეფასება ≥ 65 ასაკის პაციენტების (14.8%) შედარებით უფრო ახალგაზრდა პაციენტებთან (85.2%) მიუთითებს, რომ აითოვბის დოზის მოდიფიკაცია/შეწყვეტა უფრო ხშირი იყო ხანდაზმულებში (79.2%), ვიდრე ახალგაზრდებში (68.1%).

საეჭვო გვერდითი მოვლენების მოხსენება

მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი მოვლენების მოხსენება სამკურნალო საშუალების ავტორიზაციის შემდეგ. მისი საშუალებით შესაძლებელია სამკურნალო საშუალების სარგებლიანობისა და რისკის წონასწორობის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის პროფესიონალებს მოეთხოვებათ მოახსენონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენა მოხსენების ეროვნული სისტემის საშუალებით.

  • 9 დოზის გადაჭარბება

კვლევაში INAVO120 გამოყენებული აითოვბის ყველაზე მაღალი დოზა იყო 18 მგ ერთ პაციენტში. დოზის შემთხვევითი გადაჭარბების ეს მოვლენა ერთ დღეში უკუგანვითარდა და მან არ მოითხოვა არც მკურნალობა და არც რომელიმე საკვლევი პრეპარატის დოზის მოდიფიკაცია.

ის პაციენტები, ვისაც დოზის გადაჭარბება აღენიშნა, უნდა იყვნენ მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ და მათ უნდა ჩაუტარდეთ მხარდამჭერი მკურნალობა. აითოვბის ანტიდოტები დღეისათვის ცნობილი არ არის.

  • ფარმაკოლოგიური თავისებურებები
  • 1 ფარმაკოდინამიკური თავისებურებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტინეოპლასტიკური აგენტები, PI3K-ინჰიბიტორები, ანატომიურ-თერაპიულ-ქიმიური (ATC) კოდი: ჯერ არ არის მინიჭებული

მოქმედების მექანიზმი

ინავოლისიბი წარმოადგენს ფოსფატიდილინოსიტოლ4,5-ბიფოსფატ 3კინაზას (PI3K) კატალიზის სუბ-ერთეულის ალფა იზოფორმ პროტეინის (p110α; კოდირებულს PIK3CA გენის მიერ) ინჰიბიტორს. გარდა ამისა, ინავოლისიბი ხელს უწყობს მუტირებული p110α-ს დესტრუქციას (არის მუტანტის დესტრუქტორი). HRდადებითი ძუძუს კიბოს დროს, ჩვეულებრივ, ხდება PI3K-ს სასიგნალო გზის რეგულაციის მოშლა, ხშირად PIK3CA მუტაციების გააქტიურების გამო. თავისი მოქმედების ორმაგი მექანიზმით ინავოლისიბი იწვევს PI3K-ის დაღმავალი გზის სამიზნეების, მათ შორის პროტეინ კინაზა B-ს (AKT) აქტივობის ინჰიბირებას, რაც იწვევს უჯრედული პროლიფერაციის შესუსტებას და აპოპტოზის სტიმულირებას ძუძუს კიბოს იმ უჯრედულ ხაზებში, რომლებშიც მოხდა PIK3CA გენის მუტაცია.

კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება

ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური ძუძუს კიბო

კვლევის INAVO120 მონაცემების საფუძველზე ამ ჩვენებით პაციენტები განისაზღვრებიან, როგორც ენდოკრინ-რეზისტენტული პაციენტები (დაავადების რეციდივი ვითარდება ადიუვანტური ენდოკრინული მკურნალობის განმავლობაში ან მისი დამთავრებიდან 12 თვის განმავლობაში), რომელთაც წარსულში ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური კიბოს გამო მკურნალობა არ ჩატარებიათ.

INAVO120

აითოვბის ეფექტიანობა პალბოციკლიბთან და ფულვესტრანტთან კომბინაციაში შეფასდა მე-3 ფაზის, რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებულ კვლევაში PIK3CAმუტირებული, HRდადებითი, HER2უარყოფითი, ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე მოზრდილ პაციენტებში, რომელთა დაავადებამ პროგრესირება განიცადა ადიუვანტური ენდოკრინული მკურნალობის დროს ან მისი დამთავრებიდან 12 თვის განმავლობაში (ენდოკრინ-რეზისტენტული), და რომელთაც ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური კიბოს საწინააღმდეგო სისტემური თერაპია წარსულში არ ჩატარებიათ. კვლევა მოიცავდა პაციენტებს, ვისაც წარსულში ჩატარებული ჰქონდა CDK4/6-ინჰიბიტორის შემცველი (ნეო)ადიუვანტური ენდოკრინული თერაპია, თუ პროგრესირების მოვლენა მოხდა (ნეო)ადიუვანტური თერაპიის CDK4/6-ინჰიბიტორის ნაწილის დასრულებიდან 12 თვის შემდეგ, და ვისაც HbA1C ჰქონდა < 6%, ხოლო სისხლში გლუკოზა უზმოდ < 126 მგ/დლ. კვლევიდან გამოირიცხნენ 1-ლი ტიპის შაქრიანი დიაბეტის ან მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები, რომლებიც საკვლევი მკურნალობის დაწყებისას საჭიროებდნენ ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო უწყვეტ თერაპიას; პაციენტები, რომლებსაც ჩაუტარდათ წინასწარი მკურნალობა ფულვესტრანტით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფულვესტრანტი შედიოდა ≤ 6 თვის ხანგრძლიობის ნეოადიუვანტურ თერაპიაში); და პაციენტები ცნობილი და არანამკურნალევი, ან აქტიური მეტასტაზებით ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (რომლებიც პროგრესირებდა, ან სიმპტომების კონტროლის მიზნით მოითხოვდა ანტიკონვულსანტებს ან კორტიკოსტეროიდებს).

PIK3CA-ს მუტაციის სტატუსი წინასწარ იყო განსაზღვრული პლაზმიდან გამოყოფილი მოცირკულირე სიმსივნის დნმ–ის (ctDNA) ტესტირებით მომავალი თაობის სექვენირების (NGS) მეთოდის გამოყენებით (FoundationOne® Liquid CDx assay ან PredicineCARETM), რომელიც ჩატარდა ცენტრალურ ლაბორატორიაში (87.4%), ან ადგილობრივ ლაბორატორიებში (12.6%) პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) სხვადასხვა გამოცდილი მეთოდის ან მომავალი თაობის სეკვენირების (NGS) ანალიზების გამოყენებით სიმსივნურ ქსოვილზე ან პლაზმაზე. ჩართვას ექვემდებარებოდა PIK3CA-ს შემდეგი მუტაციები ამინომჟავების მითითებულ პოზიციებზე: H1047D/I/L/N/P/Q/R/T/Y, G1049A/C/D/R/S, E545A/D/G/K/L/Q/R/V, E453A/D/G/K/Q/V, E542A/D/G/K/Q/R/V, K111N/R/E, Q546E/H/K/L/P/R, G106A/D/R/S/V, N345D/H/I/K/S/T/Y, G118D, C420R, R88Q და M1043I/T/V. თითოეული ჩართული პაციენტის ნიმუშებში ამ ამინომჟავების პოზიციებიდან მინიმუმ ერთში განისაზღვრა მინიმუმ ერთი შესაბამისი PIK3CA მუტაცია. ცენტრალური FoundationOne® Liquid CDx assay-ს შედეგების საფუძველზე ყველაზე ხშირი PIK3CA ცვლილებები იყო მოკლე ვარიანტები ამინომჟავებში H1047 (n=115, 42.6%), E545 (n=58, 21.5%) და E542 (n=39, 14.4%). იყო 25 პაციენტი, რომელთა ნიმუშებში აღინიშნა PIK3CA-ს ერთზე მეტი ცვლილება (ე. ი. მრავლობითი PIK3CA-მუტაცია) და 33 პაციენტი შედარებით ნაკლები სიხშირის PIK3CA ცვლილებებით.

რანდომიზებული 1:1 იყო სულ 325 პაციენტი, რომლებსაც უნდა მიეღოთ აითოვბი 9 მგ (n=161) ან პლაცებო (n=164) პერორალურად დღეში ერთხელ, პალბოციკლიბთან და ფულვესტრანტთან კომბინაციაში, დაავადების პროგრესირებამდე ან მიუღებელი ტოქსიკურობის განვითარებამდე. გარდა ამისა, პრე/პერიომენოპაუზის პერიოდის ქალები და მამაკაცები მთელი მკურნალობის განმავლობაში ღებულობდნენ მალუთეინიზებელი ჰორმონის გამომყოფ ჰორმონის (LHRH) აგონისტს. რანდომიზაცია სტრატიფიცირებული იყო შინაგანი ორგანოების დაავადების არსებობით (დიახ ან არა), ენდოკრინული რეზისტენტობით (პირველადი ან მეორადი) და გეოგრაფიული რეგიონით (ჩრდილო ამერიკა/დასავლეთ ევროპა, აზია და სხვა).

კვლევის საწყის ეტაპზე დემოგრაფიული და დაავადების მახასიათებლები იყო შემდეგი: მედიანური ასაკი 54 წელი (დიაპაზონი: 27 - 79 წელი, 18.2% იყო ≥ 65 წლის); 98.2% მდედრობითი სქესის; 38.2% პრე/პერიმენოპაუზის პერიოდში; 58.8% თეთრკანიანი, 38.2% აზიელი, 2.5% უცნობი, 0.6% შავკანიანი ან აფრო-ამერიკელი; 6.2% ესპანურენოვანი ან ლათინოამერიკელი; და აღმოსავლეთის გაერთიანებული ონკოლოგიური ჯგუფის (ECOG) ფუნქციური სტატუსი იყო 0 (63.4%) ან 1 (36.3%). ადიუვანტური ენდოკრინული მკურნალობისთვის ყველაზე ხშირად გამოყენებული იყო ტამოქსიფენი (56.9%) და არომატაზას ინჰიბიტორები (50.2%). სამ პაციენტს (0.9%) წინასწარ ჰქონდა ჩატარებული CDK4/6-ინჰიბიტორული თერაპია. დემოგრაფიული და კვლევის საწყისი პერიოდის დაავადებათა მახასიათებლები იყო დაბალანსებული და შედარებადი კვლევის ჯგუფებს შორის.

პირველადი ეფექტიანობის შედეგის საზომი იყო მკვლევრის მიერ შეფასებულიპროგრესირებისგან თავისუფალი გადარჩენადობა (PFS), რაც შეფასდა სოლიდურ სიმსივნეებში პასუხის შეფასების კრიტერიუმების (RECIST) 1.1 ვერსიის მიხედვით. მეორადი ეფექტიანობის შედეგის საზომები მოიცავდა საერთო გადარჩენადობას (OS), ობიექტური პასუხების სიხშირეს (ORR), საუკეთესო ზოგად პასუხს (BOR), კლინიკური სარგებლიანობის მაჩვენებელს (CBR), პასუხის ხანგრძლიობას (DOR) და დროს დადასტურებულ გაუარესებამდე (TTCD) ტკივილის, ფიზიკური ფუნქციების, როლური ფუნქციების და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის/ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სიცოცხლის ხარისხის (HRQoL) შეფასებისას.

ეფექტიანობის შედეგები შეჯამებულია ცხრილში 7, სურათზე 1 და სურათზე 2. მკვლევრის მიერ შეფასებული პროგრესირებისგან თავისუფალი გადარჩენადობის (PFS) შედეგები დადასტურებული იყო დამოუკიდებელი ცენტრალიზებული შეფასებით ბრმა რეჟიმში (BICR).

ცხრილი 7: ეფექტიანობის შედეგები ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში კვლევაში INAVO120

ეფექტიანობის საბოლოო წერტილი

იტოვები + პალბოციკლიბი + ფულვესტრანტი

N=161

პლაცებო + პალბოციკლიბი +ფულვესტრანტი

N=164

მკვლევრის მიერ შეფასებული პროგრესირებისგან თავისუფალი გადარჩენადობაa

მოვლენის მქონე პაციენტები, n (%)

82 (50.9)

113 (68.9)

მედიანური, თვეები (95% CI)

15 (11.3, 20.5)

  • 3 (5.6, 9.3)

რისკების შეფარდება (95% CI)

  • 43 (0.32, 0.59)

p-მნიშვნელობა

< 0.0001

საერთო გადარჩენადობაb,c

მოვლენის მქონე პაციენტები, n (%)

72 (44.7)

82 (50)

მედიანური, თვეები (95% CI)

34 (28.4, 44.8)

27 (22.8, 38.7)

რისკების შეფარდება (95% CI)

  • 67 (0.48, 0.94)

p-მნიშვნელობა

  • 0190

ობიექტური პასუხების სიხშირეb,d

პაციენტები CR-ით ან PR-ით, n (%)

101 (62.7)

46 (28)

(95% CI)

(54.8, 70.2)

(21.3, 35.6)

p-მნიშვნელობა

<0.0001

პასუხის განგრძლიობაb

მედიანური, თვეები (95% CI)

  • 2 (14.7, 28.3)
  • 1 (8.5, 20.2)

CI = ნდობის ინტერვალი; CR = სრული პასუხი; PR = ნაწილობრივი პასუხი

a სოლიდურ სიმსივნეებში პასუხის შეფასების კრიტერიუმების (RECIST) 1.1 ვერსიის მიხედვით. პირველადი ანალიზის საფუძველზე (ცლინიკური მაჩვენებლების რეგისტრაციის დამთავრების თარიღი: 2023 წლის 29 სექტემბერი).

b საბოლოო საერთო გადარჩენადობის ანალიზის საფუძველზე (კლინიკური მაჩვენებლების რეგისტრაციის დამთავრების თარიღი: 2024 წლის 15 ნოემბერი).

c სტატისტიკური მნიშვნელობისთვის წინასწარ განსაზღვრული ზღვარი იყო p < 0.0469.

d სოლიდურ სიმსივნეებში პასუხის შეფასების კრიტერიუმების (RECIST) ვერსია 1.1-ის მიხედვით. ობიექტური პასუხების სიხშირე (ORR) განისაზღვრება, როგორც სრული პასუხის (CR) ან ნაწილობრივი პასუხის (PR) მქონე პაციენტების პროპორცია ორ თანმიმდევრულ შემთხვევაში ≥ 4 კვირის შუალედით, როგორც ეს მკვლევარის მიერ არის განსაზღვრული.

სურათი SEQ Figure \* ARABIC \* MERGEFORMAT 1 მკვლევარის მიერ შეფასებული პროგრესირებისგან თავისუფალი გადარჩენადობა ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში კვლევაში INAVO120

სურათი SEQ Figure \* ARABIC \* MERGEFORMAT 2 პროგრესირებისგან თავისუფალი გადარჩენადობა ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში კვლევაში INAVO120

პედიატრიული პოპულაცია

ევროპის წამლის სააგენტომ გააუქმა ვალდებულება წარედგინა აითოვბიზე ჩატარებული კვლევების შედეგები პედიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში ძუძუს კიბოს დროს (იხ. ქვეთავი 4.2 ინფორმაციის მისაღებად პედიატრიაში გამოყენების შესახებ).

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თავისებურებები

ინავოლისიბის ფარმაკოკინეტიკა დახასიათებული იქნა ჯანმრთელ სუბიექტებში და ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური PIK3CA-მუტირებული სოლიდური სიმსივნეების, მათ შორის ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში, პერორალური დოზირების რეჟიმში 6 მგ-დან 12 მგ-მდე დღეში, და ჯანმრთელ სუბიექტებში 9 მგ ერთ დოზაზე.

ინავოლისიბის ფარმაკოკინეტიკა წარმოდგენილია, როგორც გეომეტრიული საშუალო (ვარიაციის გეომეტრიული კოეფიციენტი [geo CV]%) დამტკიცებული რეკომენდებული დოზის მიღების შემდეგ, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული. პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე წონასწორობის მდგომარეობაში ინავოლისიბის ფართობი მრუდის ქვეშ (AUC) იყო 1 019 სთ*ნგ/მლ (29%), ხოლო მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) - 67 ნგ/მლ (28%). პროგნოზირებული იყო, რომ წონასწორობის მდგომარეობაში კონცენტრაციები მიღწეული იქნებოდა მე-5 დღემდე.

9 მგ დღეში ერთხელ დოზირებით გეომეტრიული საშუალო აკუმულაციის კოეფიციენტი იყო დაახლოებით 2ჯერადი.

აბსორბცია

დრო პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციამდე (Tmax) მიღწეული იქნა მედიანური დროის - 3 საათის შემდეგ (დიაპაზონი: 0.5 - 4 საათი) წონასწორობის მდგომარეობაში 9 მგ ინავოლისიბის დღეში ერთხელ მიღების შემდეგ, უზმოდ.

ინავოლისიბის აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობა იყო 76%.

საკვების ზეგავლენა

საკვების მნიშვნელოვანი ზეგავლენა ინავოლისიბის ზემოქმედებაზე აღნიშნული არ ყოფილა. გეომეტრიულ საშუალოთა შეფარდება (GMR) (90% CI) AUC0-24-ისთვის საკვების მიღების შემდგომი და უზმო მდგომარეობების შედარებით იყო 0.895 (0.737 – 1.09) ერთჯერადი დოზის შემდეგ და 0.876 (0.701 – 1.09) წონასწორობის მდგომარეობაში. გეომეტრიულ საშუალოთა შეფარდება (GMR) (90% CI) მაქსიმალური კონცენტრაციისთვის (Cmax) საკვების მიღების შემდგომი და უზმო მდგომარეობების შედარებით იყო 0.925 (0.748 – 1.14) ერთჯერადი დოზის შემდეგ და 0.910 (0.712 – 1.16) წონასწორობის მდგომარეობაში.

განაწილება

ინავოლისიბის მიერ პლაზმის პროტეინების მიერთების მაჩვენებელი ადამიანებში არის 37% და როგორც ჩანს, არ არის კონცენტრაციაზე დამოკიდებული ტესტირებული კონცენტრაციების დიაპაზონში (0.1 – 10 მკმ). პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე ადამიანებში სავარაუდო განაწილების მოცულობა წონასწორობის მდგომარეობაში პერორალურად მიღებისას არის 155 ლ (26%).

ბიოტრანსფორმაცია

ჯანმრთელ სუბიექტებში რადიაქტიურად მონიშნული ინავოლისიბის 9 მგ ერთჯერადი დოზის პერორალურად მიღების შემდეგ, საწყისი პრეპარატი აღმოჩნდა ყველაზე მეტად გამოხატული სამკურნალწამლო ნაერთი პლაზმასა და შარდში. მთავარი მეტაბოლური გზა იყო ჰიდროლიზი. ინავოლისიბის მეტაბოლიზმში მონაწილე კონკრეტული ფერმენტები არ იყო განსაზღვრული.

ელიმინაცია

ჯანმრთელი სუბიექტების მიერ რადიაქტიურად მონიშნული 9 მგ ერთჯერადი დოზის პერორალურად მიღების შემდეგ მიღებული დოზის 48.5% გამოიყო შარდით (40.4% - უცვლელი), ხოლო 48% - განავალში (10.8% - უცვლელი).

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე კლინიკურ კვლევებში ინავოლისიბის ნახევარდაშლის პერიოდის ინდივიდუალური შეფასებების საშუალო გეომეტრიული მნიშვნელობა იყო 15 საათი (24%) 9 მგ დოზის ერთჯერადად მიღების შემდეგ. ინავოლისიბის სავარაუდო საერთო კლირენსი არის 8.8 ლ/სთ (29%).

წრფივი და არაწრფივი დამოკიდებულება

შეზღუდული რაოდენობის მონაცემები მიანიშნებს დოზის პროპორციულობაზე ტესტირებულ დოზის დიაპაზონის ფარგლებში (6 - 12 მგ) ერთჯერადი დოზის მაქსიმალური კონცენტრაციისთვის (Cmax) და AUC0-24-ისთვის, და წონასწორობის მდგომარეობის AUC0-24-ისთვის; თუმცა, წონასწორობის მდგომარეობის მაქსიმალური კონცენტრაციისთვის (Cmax) მონაცემები არაპროპორციულობაზე მიანიშნებს.

წამალთაშორისი ურთიერთქმედებები

კლინიკური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ინავოლისიბის მთავარი მეტაბოლიტებისთვის ციტოქრომ P450-ის ფერმენტები არ წარმოადგენს კატალიზატორებს, რაც ინავოლისიბსა და ციტოქრომ P450-ის ინჰიბიტორებს ან სტიმულატორებს შორის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებების დაბალ ალბათობაზე მიანიშნებს. ამასთანავე, in vitro შედეგებმა აჩვენა, რომ ინავოლისიბი არ მოქმედებს, როგორც ინჰიბიტორი შემდეგ ფერმენტებზე: CYP1A2, CYP2B6, CYP2C8, CYP2C9, CYP2C19 ან CYP2D6.

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ინავოლისიბს, როგორც ჩანს, არა აქვს სამკურნალო საშუალებების შესაბამისი გამოკვლეული გადამტანებიდან რომელიმეს ინჰიბირების პოტენციალი. ამასთანავე, ინავოლისიბი in vitro არის Pგლიკოპროტეინის (Pgp) და ძუძუს კიბოს რეზისტენტობის პროტეინის (BCRP) სუბსტრატი. მიუხედავად ამისა, ინავოლისიბის ზოგადი ფარმაკოკინეტიკური დახასიათების საფუძველზე, მოსალოდნელია, რონ Pგლიკოპროტეინის და/ან ძუძუს კიბოს რეზისტენტობის პროტეინის (BCRP) ინჰიბიტორები და სტიმულატორები ინავოლისიბთან კლინიკურად მნიშვნელოვან წამალთაშორის ურთიერთქმედებებს არ გამოიწვევენ.

განსაკუთრებული პოპულაციები

ხანდაზმულები

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, ინავოლისიბის ფარმაკოკინეტიკაში კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები 65 წლის და მეტი ასაკის პაციენტებსა და 65 წლამდე ასაკის პაციენტებს შორის აღნიშნული არ იყო. იმ 162 პაციენტიდან, ვინც კვლევაში INAVO120 მიიღო აითოვბი, 24 პაციენტი იყო ≥ 65 წლის.

თირკმლის უკმარისობა

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზები მიუთითებს, რომ თირკმლის მსუბუქი უკმარისობა არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი კოვარიაცია, რომელიც გავლენას მოახდენს ინავოლისიბის კონცენტრაციაზე. ინავოლისიბის ფარმაკოკინეტიკა თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში (გორგლოვანი ფილტრაციის შეფასებითი მაჩვენებელი (eGFR) 60 -< 90 მლ/წთ) იყო ისეთივე, როგორიც თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში ინავოლისიბის AUC და Cmax იყო 73%-ით და 11%-ით უფრო მაღალი თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით (eGFR ≥ 90 მლ/წთ), შესაბამისად. თირკმლის მძიმე უკმარისობის გავლენა ინავოლისიბის ფარმაკოკინეტიკაზე დადგენილი არ არის.

ღვიძლის უკმარისობა

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზები მიუთითებს, რომ ღვიძლის მსუბუქი უკმარისობა არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი კოვარიაცია, რომელიც გავლენას მოახდენს ინავოლისიბის კონცენტრაციაზე. ინავოლისიბის ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი მოშლის მქონე პაციენტებში (საერთო ბილირუბინი > ნორმის ზედა ზღვარზე (ULN) 1.5 x ULN ან ასპარტატამინოტრანსფერაზა (AST) > ULN, n=53), იყო იგივე, რაც ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (n=384). ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის გავლენა ინავოლისიბის ფარმაკოკინეტიკაზე დადგენილი არ არის.

  • 3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

გენოტოქსიურობა

ბაქტერიული მუტაგენეზის ანალიზში ინავოლისიბი მუტაგენური არ არის.

ინავოლისიბმა in vitro კლასტოგენურობა გამოავლინა; მიუხედავად ამისა, არ იქნა მიღებული გენოტოქსიურობის არავითარი მტკიცებულება in vivo (კლასტოგენურობა, ანეუგენურობა ან დნმ-ს დაზიანება) ვირთხებზე ჩატარებულ მიკრობირთვების და კომეტ-კვლევებში მაქსიმალური ასატანი დოზების გამოყენებით, რომლებიც 16-ჯერ აღემატებოდა 9 მგ კლინიკურ დოზაზე არსებულ კონცენტრაციას.

კანცეროგენობა

ინავოლისიბზე კანცეროგენობის კვლევები არ ჩატარებულა.

ემბრიოტოქსიკურობა

ემბრიონის/ნაყოფის განვითარების კვლევამ SpragueDawley ხაზის ლაბორატორიულ ვირთხებში გამოავლინა ინავოლისიბთან დაკავშირებული დოზაზე დამოკიდებული გავლენა ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, რაც მოიცავდა ნაყოფის სხეულის წონის და პლაცენტის წონის დაქვეითებას, ნაყოფის იმპლანტაციის შემდგომ სიკვდილს, ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითებას და ტერატოგენურობას (ნაყოფის გარეგანი, შინაგანი ორგანოების და ჩონჩხის მალფორმაციები); ამასთანავე დედის ორგანიზმში არსებული კონცენტრაცია იმ დოზაზე, რომელიც არ იწვევს აშკარა არასასურველ გავლენას (NOAEL), 0.2-ჯერ აღემატებოდა 9 მგ კლინიკურ დოზაზე არსებულ კონცენტრაციას.

ფერტილობა

ფერტილობის შესასწავლი სპეციალური კვლევები ინავოლისიბზე არ ჩატარებულია.

მამალ ვირთხებში აღინიშნა პროსტატის და სათესლე ბუშტუკების დოზაზე დამოკიდებული ატროფია, ასევე ორგანოების წონის შემცირება მიკროსკოპული კორელაციის გარეშე სათესლე ჯირკვლის დანამატსა და სათესლე ჯირკვლებში (≥ NOAEL-ზე, რომელიც 0.4-ჯერ აღემატებოდა 9 მგ კლინიკურ დოზაზე არსებულ კონცენტრაციას). ეს შედეგები იყო შექცევადი. მამალ ძაღლებში პრეპარატის მიღებიდან 4 კვირის შემდეგ (დოზით, რომელიც ≥ 2-ჯერ აღემატებოდა 9 მგ კლინიკურ დოზაზე არსებულ კონცენტრაციას) აღინიშნა სათესლე არხების შიგთავსის და მრავალბირთვიანი სპერმატიდების კეროვანი გამკვრივება სათესლე ჯირკვლებში, და ეპითელური დეგენერაცია/ნეკროზი სათესლე ჯირკვლის დანამატებში. 3 თვის განმავლობაში 9 მგ კლინიკურ დოზაზე არსებულ კონცენტრაციასთან შედარებით მაქსიმუმ 1.2-ჯერ მაღალი დოზის მიღების შემდეგ, აღინიშნა სპერმატოზოიდების მთლიანი რაოდენობის შექცევადი დაქვეითება; ამასთანავე, დოზა, რომელიც არ იწვევდა აშკარა არასასურველ გავლენას (NOAEL), 0.4-ჯერ აღემატებოდა 9 მგ კლინიკურ დოზაზე არსებულ კონცენტრაციას, მაგრამ არ გამოვლინდა ინავოლისიბთან დაკავშირებული არავითარი მიკროსკოპული ცვლილებები სათესლე ჯირკვლებში ან მის დანამატებში, ან რაიმე ზემოქმედება სპერმატოზოიდების კონცენტრაციაზე, მოძრაობის უნარსა და მორფოლოგიაზე.

დედალ ვირთხებში აღინიშნა საშვილოსნოს და საშოს მინიმალური ან მსუბუქი ატროფია, საკვერცხის ფოლიკულების შემცირება და შედეგები, რომლებიც ესტრალური/მძუნაობის ციკლის შეწყვეტაზე/შეცვლაზე მიანიშნებდა (დოზაზე, რომელიც ≥ 1.2-ჯერ აღემატებოდა 9 მგ კლინიკურ დოზაზე არსებულ კონცენტრაციას); ამასთანავე, NOAEL 0.5-ჯერ აღემატებოდა 9 მგ კლინიკურ დოზაზე არსებულ კონცენტრაციას . ეს შედეგები არ იყო აღნიშნული გამოჯანმრთელების პერიოდის შემდეგ ტოქსიკურობის 4-კვირიან კვლევაში. ვირთხებზე ჩატარებულ 3-თვიან კვლევაში გამოჯანმრთელების შეფასება არ ჩატარებულა.

სხვა

გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ იყო აღნიშნული კლინიკურ კვლევებში, მაგრამ გამოვლინდა ცხოველებში კლინიკური კონცენტრაციის დონეების მსგავს კონცენტრაციებზე, და რომლებიც შესაძლოა აქტუალური იყო კლინიკური გამოყენების შემთხვევაში, მოიცავდა ანთებას ძაღლებში და თვალის ბროლის დეგენერაციას ვირთხებში. ანთება შეესაბამება PI3K-ს ინჰიბირების მოსალოდნელ ფარმაკოლოგიურ ეფექტებს, და ძირითადად იყო დოზაზე დამოკიდებული და შექცევადი. ზოგიერთ ვირთხაში აღნიშნული ბროლის ბოჭკოების მინიმალური დეგენერაცია (დოზაზე, რომელიც ≥ 3.6-ჯერ აღემატებოდა 9 მგ კლინიკურ დოზაზე არსებულ კონცენტრაციას), ჩაითვალა შეუქცევადად.

  • ფარმაცევტული მახასიათებლები
  • 1 შემავსებლების სია

აითოვბი 3 მგ და 9 მგ ტაბლეტის შიდა ბირთვი

ლაქტოზის მონოჰიდრატი

მაგნიუმის სტეარატი (E470b)

მიკროკრისტალური ცელულოზა (E460)

ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი

აითოვბი3 მგ ტაბლეტის მფარავი აპკი

პოლივინილალკოჰოლი, ნაწილობრივ ჰიდროლიზებული

ტიტანის დიოქსიდი (E 171)

მაკროგოლი

ტალკი (E 553b)

წითელი რკინის ოქსიდი (E 172)

იტოვები 9 მგ ტაბლეტის მფარავი აპკი

პოლივინილალკოჰოლი, ნაწილობრივ ჰიდროლიზებული

ტიტანის დიოქსიდი (E 171)

მაკროგოლი

ტალკი (E 553b)

წითელი რკინის ოქსიდი (E 172)

ყვითელი რკინის ოქსიდი (E 172)

  • 2 შეუთავსებლობა

არ შეესაბამება.

  • 3 გამოყენების ვადა

2 წელი.

  • 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ეს სამედიცინო პროდუქტი არ მოითხოვს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს.

  • 5 კონტეინერი და მისი შიგთავსი

Alu/Alu (ალუმინი/ალუმინი) პერფორირებული ერთდოზიანი ბლისტერები მუყაოს კოლოფებში, რომლებიც შეიცავს 28 × 1 აპკით დაფარულ ტაბლეტს.

  • 6 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გადაყრისას

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენები უნდა გადაიყაროს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

  • სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

Roche Registration GmbH

EmilBarellStrasse 1

79639 GrenzachWyhlen

გერმანია

ან

F. Hoffmann-La Roche Ltd.

Grenzacherstrasse 124, CH-4058

Basel, შვეიცარია

  • სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი (ნომრები)

EU/1/25/1942/001

EU/1/25/1942/002

  • პირველი რეგისტრაციის/რეგისტრაციის განახლების თარიღი
  • ტექსტის რედაქტირების თარიღი

2025 წლის 18 ივლისი

დეტალური ინფორმაცია ამ სამკურნალო საშუალების შესახებ ხელმისაწვდომია ევროპის წამლის სააგენტოს ვებსაიტზე https://www.ema.europa.eu.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

აითოვბი 3 მგ აპკით დაფარული ტაბლეტები

აითოვბი 9 მგ აპკით დაფარული ტაბლეტები

ინავოლისიბი

ეს პრეპარატი ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს. ეს იძლევა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახალი ინფორმაციის სწრაფად განსაზღვრის საშუალებას. თქვენ დახმარებას გაუწევთ, თუ მოახსენებთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც შესაძლოა განგივითარდეთ. გვერდითი მოვლენების მოხსენების წესი იხილეთ ქვეთავი 4-ის ბოლო ნაწილში.

ყურადღებით წაიკითხეთ ეს ბროშურა თავიდან ბოლომდე მანამ, სანამ ამ პრეპარატის მიღებას დაიწყებთ, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ბროშურა. შესაძლოა, თქვენ მისი განმეორებით წაკითხვა დაგჭირდეთ.

თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, დაუსვით ისინი თქვენს ექიმს ან პროვიზორს/ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი დაგინიშნეს მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს. მან სხვებს შესაძლოა ზიანი მიაყენოს, თუნდაც თქვენი და მათი დაავადების სიმპტომები იყოს ერთი და იგივე.

რომელიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში გაესაუბრეთ ექიმს ან პროვიზორს/ფარმაცევტს. იგულისხმება ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენა, რომელიც ამ ბროშურაში ჩამოთვლილი არ არის. იხ. ქვეთავი 4.

ამ ბროშურაში არსებული ინფორმაცია

  • რა არის აითოვბი და რისთვის გამოიყენება ის
  • რა უნდა იცოდეთ აითოვბის მიღებამდე
  • როგორ უნდა მიიღოთ აითოვბი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • აითოვბის შენახვის წესი
  • ამ პაკეტის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
  • რა არის აითოვბი და რისთვის გამოიყენება ის

რა არის აითოვბი

აითოვბი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ინავოლისიბს, რომელიც ეკუთვნის PI3K-ინჰიბიტორების სახელწოდებით ცნობილ მედიკამენტების ჯგუფს.

რისთვის გამოიყენება აითოვბი?

აითოვბი გამოიყენება იმ მოზრდილების სამკურნალოდ, ვისაც აქცს ძუძუს კიბო სახელწოდებით:

ERპოზიტიური (ესტროგენის რეცეპტორ-პოზიტიური)

HER2ნეგატიური (ადამიანის ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორი 2-ის მიმართ უარყოფითი)

ის გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც განუვითარდათ კიბოს რეციდივი კიბოს საწინააღმდეგო ჰორმონული მკურნალობის დროს, ან კიბოს საწინააღმდეგო ჰორმონული მკურნალობის დამთავრებიდან 12 თვის განმავლობაში) აითოვბი გამოიყენება, როდესაც:

კიბომ განიცადა ცვლილება (მუტაცია) გენში სახელწოდებით “PIK3CA”, და

კიბო გავრცელდა ახლომდებარე ქსოვილზე ან ლიმფურ კვანძებზე, ან სხეულის სხვა ნაწილებში (“მეტასტაზური”).

იმ პაციენტებში, ვისაც წარსულში ჩაუტარდა მკურნალობა “CDK 4/6-ინჰიბიტორით”, აღნიშნული მკურნალობის შეწყვეტიდან და ძუძუს კიბოს რეციდივის განვითარებიდან გასული უნდა იყოს 12 თვე.

აითოვბით მკურნალობის დაწყებამდე თქვენი ექიმი ჩაატარებს თქვენი კიბოს ტესტირებას PIK3CA მუტაციაზე.

როგორ მოქმედებს აითოვბი

აითოვბი მოქმედებს “p110 ალფა”-ს სახელით ცნობილი პროტეინის გავლენის ბლოკირების გზით. ამ პროტეინს წარმოქმნის გენი PIK3CA. მუტაციის განვითარებამ ამ გენში შესაძლოა გამოიწვიოს კიბოს უჯრედების უფრო სწრაფი ზრდა და გამრავლება. ამ პროტეინის ბლოკირების საშუალებით აითოვბის შეუძლია შეამციროს კიბოს ზრდა და გავრცელება, და დაეხმაროს კიბოს უჯრედების განადგურებას.

რომელ სხვა პრეპარატებთან ერთად მიიღება აითოვბი

აითოვბი გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალო პრეპარატებთან “პალბოციკლიბთან” და “ფულვესტრანტთან” კომბინაციაში.

ქალებში, რომლებსაც ჯერ არ მიუღწევიათ მენოპაუზისთვის და მამაკაცებში აითოვბითმკურნალობა ასევე კომბინირებული იქნება პრეპარატთან სახელწოდებით მალუთეინიზებელი ჰორმონის გამომყოფი ჰორმონის (LHRH) აგონისტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, წაიკითხოთ ამ მედიკამენტების გამოყენების ინსტრუქცია.

  • რა უნდა იცოდეთ აითოვბის მიღებამდე

არ მიიღოთ აითოვბი

თუ ალერგიული ხართ ინავოლისიბის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ინგრედიენტები ჩამოთვლილია ქვეთავში 6).

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

აითოვბით მკურნალობის დაწყებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან პროვიზორს/ფარმაცევტს, თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ:

სისხლში შაქრის დონის მომატება, დიაბეტი ან სისხლში შაქრის მომატების (ჰიპერგლიკემიის) სიმპტომები, კერძოდ, გაძლიერებული წყურვილი და პირის სიმშრალე, შარდვის გახშირება ჩვეულებრივთან შედარებით, შარდის რაოდენობის მომატება ჩვეულებრივთან შედარებით, დაღლილობის შეგრძნება, გულისრევა, მადის გაძლიერება წონის კლებასთან ერთად, ბუნდოვანი მხედველობა და/ან გაბრუების შეგრძნება.

თირკმლის პრობლემები

დაუყოვნებლივ უთხარით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი გვერდითი მოვლენის სიმპტომები აითოვბით მკურნალობის დროს (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. “სერიოზული გვერდითი მოვლენები” ქვეთავში 4):

სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია) – თქვენმა ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ მეტი წყლის დალევა აითოვბით მკურნალობის პერიოდში

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი)

თქვენმა ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ ამ სიმპტომების მკურნალობა, დროებით შეწყვიტოს თქვენი მკურნალობა, შეგიმციროთ დოზა ან სამუდამოდ მოგიხსნათ აითოვბი.

მონიტორინგი აითოვბით მკურნალობის დროს

თქვენი ექიმი ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზებს აითოვბით მკურნალობის დაწყებამდე, ასევე რეგულარულად - მკურნალობის დროს. ეს საჭიროა თქვენს სისხლში შაქრის დონის მონიტორინგის მიზნით.

აითოვბით მკურნალობის განმავლობაში თქვენმა ექიმმა შეიძლება ასევე გთხოვოთ სისხლში შაქრის მონიტორინგის ჩატარება სახლის პირობებში .

თქვენი ექიმი გეტყვით ზუსტად როგორ უნდა გაიზომოთ სისხლში შაქარი.

ამის გაკეთება უფრო ხშირად იქნება საჭირო მკურნალობის პირველი 4 კვირის განმავლობაში. თუ ზუსტად არ იცით, როგორ გაიზომოთ სისხლში შაქარი, გაესაუბრეთ ექიმს, ფარმაცევტს/პროვიზორს ან ექთანს.

მიღებული შედეგების საფუძველზე თქვენი ექიმი მიიღებს ყოველგვარ საჭირო ზომას, მაგ., დაგინიშნავთ მედიკამენტურ მკურნალობას სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად. საჭიროების შემთხვევაში თქვენმა ექიმმა შესაძლოა მიიღოს აითოვბით მკურნალობის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება - ან შეგიმციროთ აითოვბის დოზა სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად. თქვენმა ექიმმა შესაძლოა ასევე მიიღოს აითოვბის სამუდამოდ მოხსნის გადაწყვეტილება.

ბავშვები და მოზარდები

დაუშვებელია ამ მედიკამენტის მიცემა ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის. ამის მიზეზია ის, რომ აითოვბის გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის შესწავლილი.

სხვა მედიკამენტები და აითოვბი

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს/პროვიზორს, თუ ღებულობთ, ახლახან მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი. ამის მიზეზია ის, რომ აითოვბის შეუძლია გაზარდოს ან შეამციროს ზოგიერთი მედიკამენტის ეფექტიანობა. ეს ასევე ეხება რეცეპტის გარეშე გასაცემ და მცენარეულ მედიკამენტებს.

კერძოდ, უთხარით თქვენს ექიმს ან პროვიზორს/ფარმაცევტს, თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს:

ალფენტანილი (ტკივილის საწინააღმდეგო და საანესთეზიო პრეპარატი)

ასტემიზოლი (ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი)

ციზაპრიდი (გულძმარვის და რეფლუქსის სამკურნალო პრეპარატი)

პაკლიტაქსელი (სხვადასხვა ტიპის კიბოს სამკურნალო პრეპარატი)

ქინიდინი (არითმიის კონკრეტული ფორმების სამკურნალო პრეპარატი)

ვარფარინი (პრეპარატი სისხლის კოლტების მკურნალობის ან პროფილაქტიკისთვის)

პრეპარატები კრუნჩხვების და გულყრების პროფილაქტიკისთვის (მაგ., ფენიტოინი და Sმეფენიტოინი)

იმუნურ სისტემაზე მოქმედი პრეპარატები (ციკლოსპორინი, სიროლიმუსი და ტაკროლიმუსი)

აითოვბი შესაძლოა ასევე ურთიერთქმედებდეს სხვა პრეპარატებთან, გარდა აქ ჩამოთვლილისა. ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან პროვიზორს/ფარმაცევტს, თუ ზუსტად არ იცით, შედის თუ არა თქვენი წამლები ზემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებში.

ორსულობა

დაუშვებელია აითოვბის მიღება, თუ ხართ ორსულად. ამის მიზეზი ის არის, რომ შესაძლოა აითოვბიმ თქვენს მუცლად მყოფ ბავშვს ზიანი მიაყენოს.

თუ თქვენ გაქვთ დაორსულების უნარი, თქვენი ექიმი შეამოწმებს, ხართ თუ არა ორსულად აითოვბით მკურნალობის დაწყებამდე. ამისათვის შესაძლოა ორსულობის ტესტი ჩაგიტარდეთ.

თუ დაორსულდებით ამ მედიკამენტის მიღების პერიოდში, დაუყოვნებლივ უთხარით თქვენს ექიმს ამის შესახებ.

თუ თქვენ ან თქვენი პარტნიორი გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე.

მამაკაცების და ქალების კონტრაცეფცია

თუ ხართ დაორსულების უნარის მქონე ქალი, უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის არაჰორმონული მეთოდი მკურნალობის პერიოდში და აითოვბით მკურნალობის დამთავრებიდან 1 კვირის განმავლობაში. ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს/პროვიზორს კონტრაცეფციის სათანადო მეთოდების შესახებ.

თუ ხართ მამაკაცი და გყავთ ორსული ან დაორსულების უნარის მქონე პარტნიორი ქალი, მკურნალობის პერიოდში და აითოვბით მკურნალობის დამთავრებიდან 1 კვირის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ კონდომი.

ძუძუთი კვება

დაუშვებელია ბავშვის ძუძუთი კვება აითოვბით მკურნალობის დროს და აითოვბით მკურნალობის შეწყვეტიდან 1 კვირის განმავლობაში. ამის მიზეზი ის არის, რომ უცნობია, შეუძლია თუ არა ამ მედიკამენტს გადავიდეს დედის რძეში და ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.

ავტომანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება

აითოვბიმ შესაძლოა იმოქმედოს ავტომანქანის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუ აითოვბის მიღებისას გრძნობთ დაღლილობას, მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ავტომანქანის მართვის ან იარაღების ან მექანიზმების გამოყენების დროს. დაუშვებელია ავტომანქანის მართვა ან მექანიზმების გამოყენება მანამ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ამ აქტივობების შესრულება ჩვეულებრივად შეგიძლიათ.

აითოვბი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი სახის შაქრების აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითოეულ აპკით დაფარულ ტაბლეტზე, ანუ ის ფაქტიურად ნატრიუმს არ შეიცავს.

  • როგორ უნდა მიიღოთ აითოვბი

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა/პროვიზორმა გითხრათ. თუ ეჭვი გეპარებათ, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან/პროვიზორთან.

რა რაოდენობით უნდა მიიღოთ აითოვბი

აითოვბის სტანდარტული დოზა მკურნალობის დაწყებისას არის 9 მგ დღეში ერთხელ.

თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ რომელი დოზაა თქვენთვის საჭირო. თქვენ შესაძლოა დაგინიშნონ:

6 მგ დღეში ერთხელ, ან

3 მგ დღეში ერთხელ

გამომდინარე იქედან, თუ როგორი რეაქცია ექნება თქვენს ორგანიზმს აითოვბით მკურნალობაზე, თქვენმა ექიმმა შესაძლოა თქვენი აითოვბის დოზა შეცვალოს. თუ განვითარდება კონკრეტული გვერდითი მოვლენები, თქვენმა ექიმმა შესაძლოა მოახდინოს დოზის შეცვლა მინიმალური დოზით, მკურნალობის დროებითი შეჩერება ან მკურნალობის შეწყვეტა.

როგორ უნდა მიიღოთ აითოვბი

მიიღეთ აითოვბი დღეში ერთხელ საკვებთან ან საკვების გარეშე. აითოვბის მიღება ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაგეხმარებათ ამ მედიკამენტის მიღების დროის დამახსოვრებაში.

აითოვბის ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად; დაუშვებელია გადაყლაპვამდე ტაბლეტების დაღეჭვა, დაფხვნა ან გატეხვა. არ გადაყლაპოთ გატეხილი, გაბზარული ან სხვაგვარად დაზიანებული ტაბლეტი, რადგან შესაძლოა პრეპარატის სრული დოზა ვერ მიიღოთ.

რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოთაითოვბი

განაგრძეთ აითოვბის ყოველდღიურად მიღება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც გეტყვით ექიმი.

ეს არის გრძელვადიანი მკურნალობა, შესაძლოა ის თვეების ან წლების განმავლობაში გაგრძელდეს. თქვენი ექიმი რეგულარულად ჩაატარებს თქვენი მდგომარეობის მონიტორინგს მკურნალობის სასურველი ეფექტის შესამოწმებლად.

თუ გაქვთ შეკითხვები იმის შესახებ, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოთ აითოვბი, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან თქვენს პროვიზორს/ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი აითოვბი, ვიდრე უნდა მიგეღოთ

თუ მიიღეთ იმაზე მეტი აითოვბი, ვიდრე უნდა მიგეღოთ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს. თან წაიღეთ ამ მედიკამენტის პაკეტი და ეს ბროშურა.

თუ აითოვბის მიღება დაგავიწყდათ

თუ აითოვბის დოზა გამოტოვეთ, შეგიძლიათ მაინც მიიღოთ ის, თუ დადგენილი მიღების დროიდან გასულია მაქსიმუმ 9 საათი.

თუ დოზის მიღების დროიდან 9 საათზე მეტია გასული, იმ დღის დოზა უნდა გამოტოვოთ.

მეორე დღეს მიიღეთ მომდევნო დოზა დადგენილ დროს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

თუ აითოვბის დოზის მიღების შემდეგ გქონდათ ღებინება

თუ აითოვბის დოზის მიღების შემდეგ გქონდათ ღებინება, არ მიიღოთ დამატებით დოზა იმავე დღეს. მიიღეთ აითოვბის რეგულარული დოზა მომდევნო დღეს, დადგენილ დროს.

თუ შეწყვეტთ აითოვბის მიღებას

არ შეწყვიტოთ აითოვბის მიღება გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამის შესახებ გეტყვით თქვენი ექიმი, ან თუ გაქვთ სერიოზული გვერდითი მოვლენები (იხ. ქვეთავი 4 “შესაძლო გვერდითი მოვლენები”). ამის მიზეზი ის არის, რომ მკურნალობის შეწყვეტამ შესაძლოა დაამძიმოს თქვენი დაავადება.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს/პროვიზორს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ისევე, როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ წამალმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ აითოვბით მკურნალობის პერიოდში გაქვთ შემდეგი გვერდითი მოვლენები. თქვენმა ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ ამ სიმპტომების მკურნალობა, დროებით შეწყვიტოს თქვენი მკურნალობა, შეგიმციროთ დოზა ან სამუდამოდ მოგიხსნათ აითოვბი.

სერიოზული გვერდითი მოვლენები

თუ გაქვთ რომელიმე ამ გვერდითი მოვლენებიდან, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ უთხარით თქვენს ექიმს:

სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია) (ძალიან ხშირი; შეიძლება ჰქონდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს), სიმპტომები შემდეგია:

სუნთქვის გაძნელება

გულისრევა და ღებინება (რომელიც გრძელდება 2 საათზე მეტი)

მუცლის ტკივილი, ძალზე ძლიერი წყურვილი ან პირის სიმშრალე

ჩვეულებრივთან შედარებით გახშირებული შარდვა ან ჩვეულებრივთან შედარებით მომატებული შარდის რაოდენობა

ბუნდოვანი მხედველობა

უჩვეულოდ გაძლიერებული მადა

წონის დაკლება, ხილის სუნი სუნთქვისას

წამოწითლებული სახე და მშრალი კანი, უჩვეულო ძილიანობა ან დაღლილობა

პირის ღრუს ლორწოვანის ანთება (სტომატიტი) (ძალიან ხშირი; შეიძლება ჰქონდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს), სიმპტომები შემდეგია:

ტკივილი

სიწითლე

შეშუპება

პირში წყლულები

სისხლში შაქრის მომატების სერიოზული გართულება, რომელიც მოიცავს სისხლში კეტონების დონის ზრდას, რაც იწვევს სისხლის მჟავობის მომატებას (კეტოაციდოზი) (საშუალო სიხშირის; შეიძლება ჰქონდეს 100-დან დაახლოებით 1 ადამიანს); სიმპტომები შესაძლოა იყოს შემდეგი:

სუნთქვის გაძნელება

თავის ტკივილი

გულისრევა

ღებინება

სხვა გვერდითი მოვლენები

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს/პროვიზორს, თუ ამჩნევთ რომელიმეს ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან, ან თუ ეს მოვლენები უარესდება:

ძალიან ხშირი (შეიძლება ჰქონდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):

დიარეა

თრომბოციტების დონის დაქვეითება (თრომბოციტები ხელს უწყობს სისხლის შედედებას), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს უჩვეულო დალურჯება ან სისხლდენა (თრომბოციტოპენია)

დაღლილობა

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება (ანემია), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა, შუძლოდ ყოფნა, კანის სიფერმკრთალე

გულისრევის შეგრძნება

გამონაყარი

უმადობა

თავის ტკივილი

თმის ცვენა ან თმის გათხელება (ალოპეცია)

წონის დაქვეითება

ალანინამინოტრანსფერაზას (ღვიძლის ფერმენტის) დონის მომატება, რაც გამოვლინდება სისხლის ტესტით

კალიუმის რაოდენობის შემცირება, რაც გამოვლინდება სისხლის ტესტით

მუცლის ტკივილი

ღებინება

კანის სიმშრალე

საშარდე გზების ინფექცია

ხშირი (შეიძლება ჰქონდეს 10-დან დაახლოებით 1 ადამიანს)

კალციუმის რაოდენობის დაქვეითება, რაც გამოვლინდება სისხლის ტესტით

მშრალი თვალი

საკვების მოუნელებლობა (დისპეფსია)

ინსულინის დონის მომატება (ჰორმონი, რომელიც ეხმარება ორგანიზმს შაქრის ენერგიად გარდაქმნაში), რაც გამოვლინდება სისხლის ტესტით

გემოს შეგრძნების შეცვლა (დისგევზია)

კანის ანთება გამონაყარით (დერმატიტი)

თმის ფოლიკულების ინფექცია ან ანთება (ფოლიკულიტი)

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს/პროვიზორს, თუ ამჩნევთ რომელიმეს ამ გვერდითი მოვლენებიდან, ან თუ ეს მოვლენები უარესდება:

გვერდითი მოვლენების მოხსენება

რომელიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში გაესაუბრეთ ექიმს ან პროვიზორს/ფარმაცევტს. იგულისხმება ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენა, რომელიც ამ ბროშურაში ჩამოთვლილი არ არის. თქვენ ასევე შეგიძლიათ უშუალოდ მოახსენოთ გვერდითი მოვლენები მოხსენების ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი მოვლენების მოხსენებით თქვენ დაეხმარებით დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.

  • აითოვბის შენახვის წესი

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე წარწერის „EXP“ შემდეგ. ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს სამედიცინო პროდუქტი არ მოითხოვს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი, თუ შეამჩნიეთ პაკეტის რაიმე სახის დაზიანება, ან მისი გახსნის ნიშნები, ან თუ ტაბლეტი არის გატეხილი, გაბზარული ან სხვაგვარად დაზიანებული.

არ გადაყაროთ არც ერთი მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს/პროვიზორს, როგორ უნდა გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ამ ზომების გატარება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • ამ პაკეტის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს აითოვბი

აქტიური ნივთიერებაა ინავოლისიბი.

თითოეული 3 მგ-იანი აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 3 მგ ინავოლისიბს.

თითოეული 9 მგ-იანი აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 9 მგ ინავოლისიბს.

დანარჩენი ინგრედიენტებია:

ტაბლეტის შიდა ბირთვი (3 მგ და 9 მგ აპკით დაფარული ტაბლეტები): ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი (E 470b), მიკროკრისტალური ცელულოზა (E 460), ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (იხ. ქვეთავი 2 “ აითოვბი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს”).

ტაბლეტის მფარავი აპკი (3 მგ აპკით დაფარული ტაბლეტები): პოლივინილალკოჰოლი, ნაწილობრივ ჰიდროლიზებული; ტიტანის დიოქსიდი (E 171); მაკროგოლი; ტალკი (E 553b); და წითელი რკინის ოქსიდი (E 172).

ტაბლეტის მფარავი აპკი (9 მგ აპკით დაფარული ტაბლეტები): პოლივინილალკოჰოლი, ნაწილობრივ ჰიდროლიზებული; ტიტანის დიოქსიდი (E 171); მაკროგოლი; ტალკი (E 553b); წითელი რკინის ოქსიდი (E 172) და ყვითელი რკინის ოქსიდი (E 172).

როგორ გამოიყურება აითოვბი და პაკეტის შემადგენლობა

აითოვბი 3 მგ აპკით დაფარული ტაბლეტები არის წითელი და მრგვალი, ამოზნექილი ფორმის (ტაბლეტები), და ერთ მხარეს ამოტვიფრული აქვს “INA 3”. მიახლოებითი დიამეტრი: 6 მმ.

აითოვბი 9 მგ აპკით დაფარული ტაბლეტები არის ვარდისფერი და ოვალური ფორმის (ტაბლეტები), და ერთ მხარეს ამოტვიფრული აქვს “INA 9”. მიახლოებითი ზომა: 13 მმ (სიგრძე), 6 მმ (სიგანე).

აითოვბი აპკით დაფარული ტაბლეტები გამოდის მუყაოს კოლოფით, რომელშიც დევს 28 × 1 აპკით დაფარული ტაბლეტი პერფორირებულ ერთდოზიან ბლისტერებში.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

Roche Registration GmbH

EmilBarellStrasse 1

79639 GrenzachWyhlen

გერმანია

ან

F. Hoffmann-La Roche Ltd.

Grenzacherstrasse 124, CH-4058

Basel, შვეიცარია

მწარმოებელი

წარმოებულია კომპანიისთვის F. Hoffmann-La Roche Ltd. Switzerland by F. Hoffmann-La Roche Ltd., Kaiseraugst, შვეიცარია

ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად მედიკამენტის შესახებ დაუკავშირდით სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს.

წინამდებარე ბროშურის ბოლო რედაქტირება ჩატარდა 2025 წლის ივლისში

ინფორმაციის სხვა წყაროები

დეტალური ინფორმაცია ამ მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია ევროპის წამლის სააგენტოს ვებსაიტზე: https://www.ema.europa.eu

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა