პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

აზიმაკი

Azimac

რეცეპტით24გინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

აზიმაკის 200 მგ/5 მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად თეთრი ფერის, ალუბლის გემოს მქონე, ჰომოგენური, ჩანართებისგან თავისუფალი გრანულებია, რომლებიც წყალში გახსნის შემდეგ წარმოქმნის თეთრ ან თითქმის თეთრ სუსპენზიას. წარმოდგენილია 60 მლ ბუნებრივი, მაღალი სიმკვრივის მქონე პოლიეთილენის (HDPE) ბოთლებში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
აზითრომიცინი (azithromycin)
ფორმა და შეფუთვა
24გ ფხვნილი 200მგ/5მლ 30მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად მაღალი სიმკვირივის პოლიეთილენის ბოთლი №1 გრადუირებულ შპრიცთან ერთად
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მაკროლიდები
ATC კოდი
J01FA10
რეგისტრაციის ნომერი
რ-034709
რეგისტრირებულია
21 მარტი 2022, მოქმედებს 21 მარტი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„GM Pharmaceuticals“ Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებააზიმაკი და სხვა წამალი ერთად

აზიმაკი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

აზიმაკის 200 მგ/5 მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად თეთრი ფერის, ალუბლის გემოს მქონე, ჰომოგენური, ჩანართებისგან თავისუფალი გრანულებია, რომლებიც წყალში გახსნის შემდეგ წარმოქმნის თეთრ ან თითქმის თეთრ სუსპენზიას. წარმოდგენილია 60 მლ ბუნებრივი, მაღალი სიმკვრივის მქონე პოლიეთილენის (HDPE) ბოთლებში. 5 მლ სუსპენზია შეიცავს 209.6 მგ აზითრომცინის დიჰიდრატს, რაც 200.00 მგ აზითრომიცინის ეკვივალენტურია.

აზითრომიცინი მიეკუთვნება მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებს. იგი გამოიყენება ბაქტერიებით და სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ:

გულმკერდის ღრუს ორგანოების, ყელის ან ცხვირის ინფექციები (როგორიცაა ბრონქიტი, პნევმონია, ტონზილიტი, ყელის ტკივილი (ფარინგიტი) და სინუსიტი);

Streptococcus pyogenes-ით გამოწვეული ფარინგიტი / ტონზილიტი, პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში;

ყურის მწვავე ინფექციები (შუა ყურის მწვავე ანთება(ოტიტი));

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (აბსცესი, ფურუნკული);

Chlamydia-თი გამოწვეული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;

Haemophilus ducreyi-ით განპირობებული რბილი ქსოვილების წყლული და Neisseria gonorrhoeae-თი გამოწვეული გაურთულებელი გენიტალური ინფექციები (თუმცა გამორიცხულ უნდა იქნას Treponema pallidum-ით გამოწვეული ინფექცია).

  • რისი ცოდნაა საჭირო აზიმაკის მიღებამდე

მიღების წესი და დოზირება

აზიმაკის სუსპენზია ინიშნება ძირითადად 45 კგ-ზე ნაკლები მასის მქონე ბავშვებში. ასევე გამოიყენება კაფსულის ყლაპვის პრობლემის მქონე მოზრდილებსა და შედარებით დიდი ასაკის ბავშვებში.

აზიმაკის მიიღება ხდება დღეში ერთხელ.

Chlamydia trachomatis, Haemophilus ducreyi ან მგრძნობიარე Neisseria gonorrhoeae-ით გამოწვეული, სქესობრივად გადამდები ინფექციების მკურნალობის დროს დოზა შეადგენს 1000 მგ-ს. პრეპარატის მიღება ხდება ერთჯერადად, პერორალურად.

S. pyogenes-ით გამოწვეული ფარინგიტის/ტონზილიტის სამკურნალოდ აზიმაკი ინიშნება 5 დღის განმავლობაში, პირველ დღეს - 500 მგ დღეში და შემდეგ 250 მგ დღეში II-V დღეებში.

ყველა სხვა შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება დოზით 1500 მგ, ანუ დღეში 500 მგ 3 დღის განმავლობაში.

45 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში გამოიყენება მოზრდილთა დოზა.

45 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე ბავშვებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ/კგ-ს და ინიშნება 3 დღის განმავლობაში.

სტრეპტოკოკული ფარინგიტის გარდა, ბავშვებში საერთო დოზა შეადგენს 30 მგ/კგ ანუ ერთჯერადი დღიური დოზა - 10 მგ/კგ, 3 დღის განმავლობაში ან 10 მგ/კგ პირველ დღეს და შემდეგ 5 მგ/კგ II-V დღეს, 5 დღიანი კურსის დროს.

ყურის მწვავე ინფექციის (შუა ყურის მწვავე ოტიტი) დროს შესაძლებელია ერთჯერადად 30 მგ/კგ დოზის დანიშვნა.

პედიატრიული სტრეპტოკოკული ინფექციის სამკურნალოდ ნაჩვენებია 10 მგ/კგ ან 20 მგ/კგ 3 დღის განმავლობაში, მაგრამ არა უმეტეს 500 მგ-ისა დღე-ღამეში.

იშვიათად, მაგრამ ექიმმა შეიძლება პრეპარატი განსხვავებული სქემით დანიშნოს.

მიღების წესი:

პრეპარატის მიღება ხდება პერორალურად.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა სხვადასხვა ინფექციების მიხედვით მოცემულია ზემოთ. სუსპენზიის მიღება დასაშვებია საკვებთან ერთად.

სუსპენზიის მომზადება: შეანჯღრიეთ ფხვნილიანი ბოთლი. დაამატეთ 15 მლ გადადუღებული და გაციებული წყალი და შეანჯღრიეთ კარგად. გახსნილი სუსპენზიის 5 მლ შეიცავს 200 მგ აზითრომიცინს. შეანჯღრიეთ ბოთლი ყოველი მიღების წინ.

სუსპენზია შეგიძლიათ მიიღოთ 5 მლ დანაყოფებიანი სპეციალური შპრიცით, რომელიც დაყოფილია 0.10 მლ ზომის ინტერვალებად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

პედიატრიული პაციენტები:

პედიატრიულ პაციენტებში აზიმაკის გამოყენების ინსტრუქცია მოცემულია ზემოთ. პრეპარატის გამოყენება 6 თვეზე მცირე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

გერიატრიული პაციენტები:

ხანდაზმულ პაციენტებში დოზირების სქემა მოზრდილების მსგავსია.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პაციენტებისთვის:

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები:

თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტები არ საჭიროებენ აზიმაკის დოზის კორექციას. სიფრთხილეა საჭირო თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში აზითრომიცინის გამოყენებს დროს.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები:

ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში დასაშვებია იგივე დოზების დანიშვნა, რაც ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. მისი გამოყენება დაუშვებელია ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს.

აზიმაკის საჭიროზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში

აზიმაკის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში თავი შეიძლება შეუძლოდ იგრძნოთ. მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს კლინიკას. თან იქონიეთ დარჩენილი პრეპარატი.

აზიმაკის დოზის გამოტოვების შემთხვევაში

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, შემდეგი დოზა მიიღეთ გახსენებისთანავე. მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.

აზიმაკის მიღების შეწყვეტა

აზიმაკით მკურნალობის დროზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლოა ინფექციის გამეორება. მიიღეთ აზიმაკი სრული კურსის სახით, თუნდაც თავს უკეთ გრძნობდეთ.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

გაქვთ ალერგია აზიმაკის ან მაკროლიდების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, როგორიცაა ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი, ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ. ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარით კანზე ან სუნთქვის გაძნელებით;

გაქვთ ღვიძლის დაავადებები;

იღებთ ჭვავის რქის წარმოებულებს, როგორიცაა ერგოტამინი (შაკიკის სამკურნალო საშუალება), რადგან დაუშვებელია მათი მიღება აზიმაკთან ერთად.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები აზიმაკის მიღების დროს

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ ან თვენს შვილს აზიმაკის მიღებამდე გაქვთ ან ადრე გქონიათ:

თირკმლის პრობლემები;

გულის დაავადებები;

დიაბეტი;

ღვიძლის პრობლემები: შესაძლოა ექიმმა ჩაატაროს ღვიძლის ფუნქციების მონიტორინგი ან შეწყვიტოს მკურნალობა;

და იღებთ ჭვავის რქის წარმოებულებს, როგორიცაა ერგოტამინი (შაკიკის სამკურნალო საშუალება), რადგან დაუშვებელია მათი მიღება აზიმაკთან ერთად.

მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ აზიმაკის ფონზე გამოვლინდა გაძლიერებული ან უჩვეულო გულისცემა, თავბრუსხვევა, გულის წასვლა ან კუნთოვნი სისუსტე.

მკურნალობის შემდეგ დიარეის ან თხელი განავლოვანი მასების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ნუ მიიღებთ დიარეის სამკურნალო პრეპარატებს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. დიარეის გახანგრძლივების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

სიფრთხილის ზომები

ისევე, როგორც ერითრომიცინის და სხვა მაკროლიდების გამოყენებისას, იყო შეტყობინებები იშვიათი სერიოზული ალერგიული რეაქციების განვითარების შესახებ ანგიონევროზული შეშუპების და ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით (იშვიათად ლეტალური დასასრულით). ზოგიერთი რეაქცია, რომელიც განვითარდა აზითრომიცინის გამოყენებისას, ხასითდებოდა რეციდიული მიმდინარეობით და საჭიროებდა ხანგრძლივ მკურნალობას და დაკვირვებას.

ვინაიდან აზითრომიცინი ძირითადად გამოყოფა ღვიძლით, აზითრომიცინის გამოყენება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში უნდა მოხდეს სიფრთხილით. აღწერილია ფულმინანტური ჰეპატიტის შემთხვევები, როდესაც აზითრომიცინის გამოყენებისას ვითარდება სიცოცხლისთვის საშიში ღვიძლის უკმარისობა (იხ. პუნქტი 4.8.). შესაძლოა, ზოგიერთ პაციენტს ანამნეზში ჰქონდა ღვიძლის დაავადება ან ღებულობდა სხვა ჰეპატოტოქსიკურ პრეპარატებს.

იმ შემთხვევაში, როდესაც ვლინდება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა სწრაფად განვითარებადი ასთენია სიყვითლით, მუქი ფერის შარდით, სისხლდენისკენ მიდრეკილებით ან ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიით, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და განხორცილედეს ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის შესწავლა.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ ერგოტის წარმოებულებს, ერგოტიზმი განვითარდა ზოგიერთი მაკროლიდური ანტიბიოტიკების ერთდროული მიღებისას. მონაცემები ერგოტის და აზითრომიცინის შორის ურთიერთქმედების შესახებ არ არსებობს, თუმცა ერგოტიზმის განვითარების თეორიული შესაძლებლობის გამო, მათი ერთდროულად გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ისევე, როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენების შემთხვევაში, რეკომენდებულია არამგრძნობიარე მიკროორგანიზმებით (სოკოების ჩათვლით) გამოწვეული სუპერინფექციის ნიშნებზე დაკვირვება.

Clostridium difficile-თი გამოწვეული დიარეის (CDAD) შემთხვევები, რომლებიც დაფიქსირდა აზითრომიცინის ჩათვლით თითქმის ყველა ანტიბაქტერიულ საშუალებების გამოყენებისას, შეიძლება განსხვავდებოდეს მიმდინარეობით დიარეის მსუბუქი ფორმიდან ლეტალურ კოლიტამდე. ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობა გავლენას ახდენს მსხვილი ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორაზე, რაც იწვევს C. difficile-ს ზრდას.

C. difficile გამოყოფს A და B ტოქსინებს, რომლებიც ხელს უწყობენ CDAD-ის განვითარებას. C. difficile-ის ჰიპერტოქსინის გამომწვევი შტამები ზრდის ავადობის და სიკვდილიანობის მაჩვენებელს, რადგან ასეთი ინფექციები შეიძლება იყოს რეზისტენტული ანტიბიოტიკოთერაპიის მიმართ და საჭიროებდეს კოლექტომიას. CDAD-ის განვითარების რისკი გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა პაციენტში, რომლებსაც აქვთ დიარეა ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ. საჭიროა ანამნეზის ზედმიწევნით შესწავლა, რადგან CDAD-ის განვითარების შემთხვევები დაფიქსირდა ანტიბიოტიკის მიღებიდან ორი თვის განმავლობაში.

თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <10 მლ/წთ), აღინიშნა აზითრომიცინის სისტემური ზემოქმედების 33%-იანი ზრდა.

მაკროლიდებით, აზითრომიცინის ჩათვლით, მკურნალობისას იზრდება გულის პარკუჭების რეპოლარიზაცია და QT ინტერვალი, რაც იწვევს გულის არითმიის და “პირუეტის” ტიპის ტაქიკარდიის განვითარების რისკს. ამრიგად, ვინაიდან ქვემოთ მითითებული მდგომარეობების დროს შეიძლება გაიზარდოს პარკუჭოვანი არითმიის (მათ შორის “პირუეტის” ტიპის ტაქიკარდიის) რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება, აზითრომიცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პროარითმული მდგომარეობების მქონე პაციენტებში (განსაკუთრებით ქალებში და ხანდაზმულებში), კერძოდ:

QT ინტერვალის თანდაყოლილი ან დადასტურებული გახანგრძლივების დროს;

მიმდინარე მკურნალობისას სხვა პრეპარატებით, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს, როგორიცაა IA კლასი (ქინიდინი და პროკაინამიდი) და III კლასის ანტიარითმული საშუალებები (დოფეტილიდი, ამიოდარონი და სოტალოლი), ციზაპრიდი და ტერფენადინი; ანტიფსიქოზური საშუალებები, როგორიცაა პიმოზიდი; ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ციტალოპრამი; ფტორქინოლონები, როგორიცაა მოქსიფლოქსაცინი და ლევოფლოქსაცინი;

ელექტროლიტური დისბალანსის დროს, განსაკუთრებით ჰიპოკალიემიისა და ჰიპომაგნიემიის შემთხვევაში;

კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდიის, გულის არითმიის ან გულის მძიმე უკმარისობის დროს.

პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ აზითრომიცინით აღენიშნებოდათ მიასტენია გრავისის სიმპტომების გამწვავება ან მიასთენიის სინდრომის განვითარება (იხ. პუნქტი 4.8.).

ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა Mycobacterium avium კომპლექსის ინფექციის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის დადგენილი არ არის.

აზითრომიცინის დანიშვნამდე გაითვალისწინეთ შემდეგი:

აზითრომიცინი, ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად, არ გამოიყენება მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, როდესაც უმოკლეს დროში საჭიროა სისხლში ანტიბიოტიკის მაღალი კონცენტრაციის მიღება.

აზითრომიცინი არ არის საუკეთესო ვარიანტი ინფექციების ემპირიული მკურნალობისთვის იმ ადგილებში, სადაც რეზისტენტული შტამების გავრცელება შეადგენს 10%-ს ან მეტს (იხ. პუნქტი 5.1.).

ერითრომიცინის მიმართ მაღალი რეზისტენტობის მქონე ადგილებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აზითრომიცინის და სხვა ანტიბიოტიკების მიმართ რაიმე სახის მგრძნობელობის ფორმირების გათვალისწინება.

რაც შეეხება სხვა მაკროლიდებს, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში არის Streptococcus pneumoniae-ს რეზისტენტობის მაღალი დონე (>30%) და ეს გასათვალისწინებელია Streptococcus pneumoniae- თი გამოწვეული ინფექციების მკურნალობისას (იხ. პუნქტი 5.1.).

ფარინგიტი / ტონზილიტი.

აზითრომიცინი არ არის პირველი რიგის არჩევანი Streptococcus pyogenes-ით გამოწვეული ფარინგიტისა და ტონზილიტის მკურნალობის დროს. ამ დაავადებების სამკურნალოდ და მწვავე რევმატიული ცხელების პროფილაქტიკისთვის ყველაზე მეტად პენიცილინს ანიჭებენ უპირატესობას.

სინუსიტი.

აზითრომიცინი ხშირად არ არის პირველი რიგის არჩევანი სინუსიტის სამკურნალოდ.

მწვავე შუა ოტიტი.

აზითრომიცინი ხშირად არ არის პირველი რიგის არჩევანი მწვავე შუა ოტიტის სამკურნალოდ.

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.

რბილი ქსოვილების ინფექციების ძირითადი გამომწვევი მიკროორგანიზმი Staphylococcus aureus ხშირად მდგრადია აზითრომიცინის მიმართ. შესაბამისად, ანტიბიოტიკების მგრძნობელობის ტესტი ითვლება რბილი ქსოვილების ინფექციების აზითრომიცინით მკურნალობის დაწყების წინაპირობად.

დამწვრობის ინფიცირებული ჭრილობები.

აზითრომიცინი არ გამოიყენება დამწვრობის ინფიცირებული ჭრილობების სამკურნალოდ.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შემთხვევაში აუცილებელია T. palladium-ით გამოწვეული თანმხლები ინფექციის გამორიცხვა.

ნევროლოგიური ან ფსიქიატრიული დაავადებები.

აზითრომიცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ნევროლოგიური ან ფსიქიატრიული დაავადებების მქონე პაციენტებში.

საქაროზის შემცველობა.

ფრუქტოზას აუტანლობის იშვიათი თანდაყოლილი პრობლემების მქონე პაციენტებმა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომით ან საქაროზა-იზომალტაზას დეფიციტით არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი, ვინაიდან იგი შეიცავს საქაროზას.

ნატრიუმის შემცველობა.

პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს, რაც გასათვალისწინებელია პაციენტებისთვის, რომლებიც იცავენ დიეტას ნატრიუმის შემცველობის კონტროლით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს, თუ აზიმაკის მიღებამდე თქვენ ან თქვენი შვილი სვამდით რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

ჭვავის რქის წარმოებულები ან ერგოტამინი, იხ. „რისი ცოდნაა საჭირო აზიმაკის მიღებამდე“;

ვარფარინი ან შედედების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები;

ციკლოსპორინი (იმუნოსუპრესიული საშუალება, რომელიც გამოიყენება ორგანოს ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტანტის მოცილების რეაქციის თავიდან ასაცილებლად);

ანტაციდები (მომატებული მჟავიანობის სამკურნალოდ);

დიგოქსინი (გულის უკმარისობის სამკურნალოდ);

ტერფენადინი (თივის ცხელების ან კანის ალერგიული რექციების სამკურნალოდ).

ყოველთვის აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი შვილი იღებთ ან ადრე იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოს.

აზიმაკის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად

საკვები და სასმელი გავლენას არ ახდენს აზიმაკზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის, დაორსულების მცდელობის ან ლაქტაციის პერიოდში ნუ მიიღებთ აზიმაკს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

აზიმაკი გავლენას არ ახდენს ავტომობილებისა და სხვა მოწყობილობების მართვაზე.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, აზიმაკსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ პრეპარატის მიღების შემდეგ გამოგივლინდათ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე:

მოულოდნელი ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება, გამონაყარი ან ქავილი (განსაკუთრებით მთელ სხეულზე);

აზიმაკით მკურნალობის პერიოდში ან მის შემდეგ, სისხლიანი ან ლორწოვანი მასების შემცველი მწვავე ან გახანგრძლივებული დიარეა, რაც ნაწლავების სერიოზულ ანთებაზე მიუთითებს;

ინტენსიური გამონაყარი კანზე, სიწითლე და აქერცვლა;

სწრაფი ან არათანაბარი გულისცემა;

დაბალი არტერიული წნევა

აზიმაკის ფონზე გამოვლენილი ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია ქვემოთ.

მკურნალობის პროცესში, პაციენტი შესაძლებელია ადაპტირდეს პრეპარატთან და მოხდეს გვერდითი ეფექტები უკუგანვითარდეს. მიმართეთ ექიმს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი გახანრძლივდა ან გახდა შემაწუხებელი:

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (არაუმეტეს 1 შემთხვევისა ყოველ 10 პაციენტში):

სპაზმები მუცელში, ცუდი თვითშეგრძნება, დიარეა, მეტეორიზმი.

ხშირი გვერდითი ეფექტები (1 შემთხვევაზე ნაკლები ყოველ 10 პაციენტში):

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;

დაბუჟება, ტკივილი ან ჩხვლეტის შეგრძნება;

ცუდი თვითშეგრძნება, დისპეფსია;

მადის დაქვეითება, გემოს აღქმის ცვლილება;

მხედველობის დარღვევა, სიყრუე;

გამონაყარი კანზე და/ან ქავილი;

სახსრების ტკივილი;

ლიმფოციტოპენია (სისხლის თეთრი უჯრედები), ეოზინოფილია (სისხლის თეთრი უჯრედები);

სისხლში ბიკარბონატების დონის დაქვეითება;

დაღლილობა ან სისუსტე.

ნაკლებად ხშირი (1 შემთხვევაზე ნაკლები ყოველ 100 პაციენტში):

პირის ღრუსა და საშოს სოკოვანი ინფექცია (თეთრად შლა);

ლეიკოციტოპენია (სისხლის თეთრი უჯრედები), ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება (სისხლის თეთრი უჯრედები);

სხვადასხვა სიმძიმის ალერგიული რეაქცია;

ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე;

კანის მგრძნობელობის მომატება მზის სხივების მიმართ;

ნერვული აგზნებადობა;

შეხებისა და ყნოსვის დაქვეითება (ჰიპოესთეზია);

ძილიანობა ან უძილობა (ინსომნია);

სმენის დაქვეითება ან ხმაური ყურებში;

პალპიტაცია, ტკივილი გულმკერდის მიდამოში;

ყაბზობა, დიარეასთან ასოცირებული მუცლის ტკივილი და ცხელება;

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), ცვლილება ღვიძლის ფერმენტულ სისტემაში;

ზოგადი სისუსტე;

შეშუპება;

ზოგადი დისკომფორტი;

ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება (სისხლის ან ღვიძლის).

იშვიათი (1 შემთხვევა ყოველ 1000 პაციენტში):

აგზნება;

თავბრუსხვევა;

ღვიძლის ფუნქციის ცვლილება.

აღწერილ იქნა სხვა გვერდითი მოვლენებიც, თუმცა მათი სიხშირე უცნობია:

გულყრა ან გულის წასვლა;

აგრესია ან მღელვარება;

ჰიპერაქტიურობა;

ლოკალური კუნთოვანი სისუსტე;

ყნოსვის დაკარგვა ან დარღვევა, გემოვნების დაკარგვა;

ენის გაფერმკრთალება;

პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი);

თირკმლის ანთება ან უკმარისობა;

კანის ან თვალების სიყვითლე, ან ღვიძლის უკმარისობა (იშვიათად სიცოცხლისათვის საშიში);

სისხლჩაქცევები ან გახანგრძლივებული სისხლდენა ჭრილობიდან;

ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე, კანის მწვავე რეაქციები;

ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ);

ერითროციტების რაოდენობის შემცირება, რაც იწვევს სიფერმკრთალეს, სისუსტეს და სუნთქვის გაძნელებას.

სიმპტომების დამძიმების ან ისეთი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზირების შედეგად გამოვლენილი გვერდითი რეაქციები იყო ისეთივე, როგორიც აღინიშნებოდა პრეპარატის ნორმალური დოზებით მიღებისას. მაკროლიდური ანტიბიოტიკების ჭარბი დოზირების ტიპიური სიმპტომებია: სმენის შექცევადი დაქვეითება, ძლიერი გულისრევა, ღებინება, დიარეა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა აქტივირებული ნახშირის მიღება, სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობის ჩატარება.

შემადგენლობა

200 მგ/5 მლ ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად

აქტიური ნივთიერება: სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს 209.6 მგ აზითრომიცინის დიჰიდრატს, რაც 200.00 მგ აზითრომიცინის ეკვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებები:

სრული ჩამონათვალი იხ. პ. 6.1.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე. მზა ხსნარი გამოიყენება მომზადებიდან 5 დღის განმავლობაში.

გამოყენება ვარგისობის ვადის შესაბამისად

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ვარგისობის ვადა

5 წელი.

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი

GM Pharmaceuticals Ltd.,

საქართველო

ფარმაკოლოგიური თვისებები

სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები;

ათქ კოდი: J01FA10

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

აზითრომიცინი არის მაკროლიდური ანტიბიოტიკი, რომელიც მიეკუთვნება აზალიდების ჯგუფს. მოლეკულა წარმოიქმნება ერითრომიცინი A-ს ლაქტონურ რგოლში აზოტის ატომის დამატების შედეგად. აზითრომიცინის ქიმიური დასახელება: 9-დეოქსი-9ა-აზა-9ა-მეთილ-9ა- ჰომოერითრომიცინი A. მოლეკულური წონა: 749.0. აზითრომიცინის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ბაქტერიული ცილის სინთეზის დათრგუნვასთან რიბოზომების 50S-ქვეგანყოფილებასთან შეკავშირების და პეპტიდების ტრანსლოკაციების ინჰიბირების ხარჯზე.

რეზისტენტობის მექანიზმი

აზითრომიცინის მიმართ რეზისტენტობა შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. არსებობს ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიული რეზისტენტობის სამი ძირითადი მექანიზმი: მოქმედების სამიზნე ადგილის ცვლილება, ანტიბიოტიკის ტრანსპორტირების ცვლილება და ანტიბიოტიკის მოდიფიკაცია.

სრული ჯვარედინი რეზისტენტობა არსებობს Streptococcus pneumoniae-ს, A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზურ სტრეპტოკოკს, Enterococcus faecalis-სა და Staphylococcus aureus-ს შორის, მეტიცილინ-რეზისტენტული Staphylococcus aureus-ის (MRSA) ჩათვლით, ერითრომიცინის, აზითრომიცინის, სხვა მაკროლიდების და ლინკოზამიდების მიმართ.

ზღვრული მნიშვნელობები

აზითრომიცინის მიმართ ტიპიური ბაქტერიული პათოგენების მგრძნობელობის ზღვრული მნიშვნელობები:

  • მგრძნობიარე ≤ 2 მგ/ლ; რეზისტენტული ≥ 8 მგ/ლ
  • Haemophilus spp.: მგრძნობიარე ≤ 4 მგ/ლ
  • Streptococcus pneumoniae და Streptococcus pyogenes
  • მგრძნობიარე ≤ 0,5 მგ/ლ; რეზისტენტული ≥ 2 მგ/ლ

მგრძნობელობა

შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება სხვადასხვა სახეობებისთვის შეიძლება განსხვავდებოდეს ადგილმდებარეობისა და დროის მიხედვით, ამიტომ საჭიროა რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის ცოდნა, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო იყოს ექსპერტის რჩევა, თუ რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთია, რომ წამლის ეფექტურობა სულ მცირე ზოგიერთი ტიპის ინფექციების მკურნალობაში საეჭვოა.

აზითრომიცინის ანტიბაქტერიული სპექტრი

ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები

აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები

Staphylococcus aureus

მეტიცილინ-მგრძნობიარე

Streptococcus pneumoniae

პენიცილინ-მგრძნობიარე

Streptococcus pyogenes (ჯგუფი A)

ანაერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები

Haemophilus influenzae

Haemophilus parainfluenzae

Legionella pneumophila

Moraxella catarrhalis

Pasteurella multocida

ანაერობული მიკროორგანიზმები

Clostridium perfringens

Fusobacterium spp.

Prevotella spp.

Porphyromonas spp.

სხვა მიკროორგანიზმები

Chlamydia trachomatis

სახეობები, რომელთათვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება იყოს პრობლემა

აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები

Streptococcus pneumoniae

Penicillin-intermediate

Penicillin-resistant

თანდაყოლილი რეზისტენტობის მქონე ორგანიზმები

აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები

Enterococcus faecalis

Staphylococci MRSA, MRSE*

ანაერობული მიკროორგანიზმები

Bacteroides fragilis ჯგუფი

  • მეთიცილინ-რეზისტენტული Staphylococcus aureus-ს აქვს შეძენილი მაკროლიდური რეზისტენტობის ძალიან მაღალი გავრცელება და აღწერილია აქ აზითრომიცინის მიმართ იშვიათი მგრძნობელობის გამო.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა.

აზითრომიცინის ბიოშეღწევადობა პერორალური მიღების შემდეგ დაახლოებით 37%-ს შეადგენს. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია Cmax მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ.

განაწილება.

პერორალური მიღების შემდეგ აზითრომიცინი ნაწილდება მთელ სხეულში. ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ აზითრომიცინის კონცენტრაცია ქსოვილებში მნიშვნელოვნად მაღალია (50-ჯერ), ვიდრე სისხლის პლაზმაში, რაც მიუთითებს პრეპარატის ძლიერ შეკავშირებაზე ქსოვილებთან.

კონცენტრაცია დაავადებულ ქსოვილებში, მაგალითად ფილტვები, ნუშისებრ ჯირკვალში და პროსტატაში, 500 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ უფრო მაღალია, ვიდრე ყველაზე მეტად გავრცელებული MRC90 პათოგენების.

პლაზმის ცილებთან შეკავშირება დამოკიდებულია აზითრომიცინის პლაზმურ კონცენტრაციაზე და მერყეობს 12%-დან 52%-მდე პლაზმაში 0.5 მგ/მლ-ის და 0.05 მგ/მლ კონცენტრაციების შესაბამისად. განაწილების მოცულობა სტაბილურ მდგომარეობაში (VVss) შეადგენს 31.1 ლ/კგ.

გამოყოფა.

სისხლის პლაზმიდან საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) სრულად ასახავს ქსოვილებიდან T1/2-ს 2-4 დღის განმავლობაში.

აზითრომიცინის დოზის დაახლოებით 12% უცვლელი სახით გამოიყოფა შარდით მომდევნო 3 დღის განმავლობაში. უცვლელი აზითრომიცინის განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება ადამიანის ნაღველში. ასევე, ნაღველში გამოვლინდა 10 მეტაბოლიტი, რომლებიც წარმოიქმნა N- და O-დემეთილირებით, დეზოზამინისა და აგლიკონის რგოლების ჰიდროქსილირებით და კონიუგატი კლადინოზის დაშლით. თხევადი ქრომატოგრაფიისა და მიკრობიოლოგიური ანალიზების შედეგების შედარებამ აჩვენა, რომ აზითრომიცინის მეტაბოლიტები არ არის მიკრობიოლოგიურად აქტიური.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში აზითრომიცინის მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა ფაგოციტებში. ასევე აღმოჩნდა, რომ აქტიური ფაგოციტოზის დროს აზითრომიცინის უფრო მაღალი კონცენტრაცია გამოიყოფა, ვიდრე პასიური ფაგოციტოზის დროს. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ ეს პროცესი ხელს უწყობს აზითრომიცინის დაგროვებას ინფიცირებულ ქსოვილებში.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებული პოპულაციის პაციენტებში

თირკმლის უკმარისობა

აზითრომიცინის 1 გ ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ, საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) და AUC0-120 5.1% და 4.2%-ით გაიზარდა შესაბამისად თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე 10-80 მლ/წთ) პაციენტებში თირკმლის ნორმალურ ფუნქციის მქონე (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე > 80 მლ/წთ) პაციენტებთან შედარებით. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში Cmax და AUC0-120 გაიზარდა 61%-ით და 33%-ით, შესაბამისად, თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით.

ღვიძლის უკმარისობა.

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში არ იყო გამოხატული ცვლილებები აზითრომიცინის ფარმაკოკინეტიკაში ღვიძლის ნორმალურ ფუნქციასთან შედარებით. ამ პაციენტებში, შარდით აზითრომიცინის გაზრდილი რაოდენობის გამოყოფა სავარაუდოდ ანაზღაურებს დაბალ ღვიძლისმიერ კლირენსს.

ხანდაზმული პაციენტები.

აზითრომიცინის ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ მამაკაცებში იგივეა, რაც ახალგაზრდა მოზრდილებში; თუმცა, ხანდაზმულ ქალებში, მიუხედავად იმისა, რომ აღინიშნებოდა მაღალი პლაზმური კონცენტრაცია (ზრდა 30-50%), აზითრომიცინის მნიშვნელოვანი დაგროვება არ დაფიქსირებულა.

ჩვილები, მცირეწლოვანი ბავშვები და მოზარდები.

ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი იყო 4 თვიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ კაფსულებს, გრანულებს ან სუსპენზიებს. პირველ დღეს 10 მგ/კგ, შემდეგ 5 მგ/კგ 2-5 დღეებში მიღებისას, Cmax ოდნავ დაბალი იყო, ვიდრე მოზრდილებში, 224 მკგ/ლ 0.6-5 წლის ასაკის ბავშვებში 3 დღის მიღების შემდეგ და 383 მკგ/ლ 6-15 წლის ბავშვებისთვის. T1/2, რაც უფროსი ასაკის ბავშვებში შეადგენს 36 საათს, იყო მოზრდილებისთვის დამახასიათებელი ასაკობრივი ნორმის ფარგლებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის

აზიმაკი

AZIMAC

200 მგ/5 მლ ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად

პერორალური გამოყენებისთვის

აქტიური ნივთიერება: მიღებული სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს 209.6 მგ აზითრომიცინის დიჰიდრატს, რაც 200.00 მგ აზითრომიცინის ეკვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ნატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის ბენზოატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ქსანტანის ფისი, ალუბლის არომატი, ბანანის არომატი.

  • 95258255პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.

შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი გამოწერილ იქნა მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ სხვებს.

პრეპარატის მიღების პერიოდში ექიმთან ან კლინიკაში ვიზიტის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს პრეპარატის შესახებ.

ზუსტად შეასრულეთ მითითებები. ნუ მიიღებთ რეკომენდებულზე მეტ ან ნაკლებ დოზას.

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.

შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი გამოწერილ იქნა მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ სხვებს.

პრეპარატის მიღების პერიოდში ექიმთან ან კლინიკაში ვიზიტის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს პრეპარატის შესახებ.

ზუსტად შეასრულეთ მითითებები. ნუ მიიღებთ რეკომენდებულზე მეტ ან ნაკლებ დოზას.

გამოყენების ინსტრუქცია მოიცავს:

რა არის აზიმაკი და რისთვის გამოიყენება

რისი ცოდნაა საჭირო აზიმაკის მიღებამდე

აზიმაკის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

აზიმაკის შენახვის პირობები

რა არის აზიმაკი და რისთვის გამოიყენება?

აზიმაკის 200 მგ/5 მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად თეთრი ფერის, ალუბლის გემოს მქონე, ჰომოგენური, ჩანართებისგან თავისუფალი გრანულებია, რომლებიც წყალში გახსნის შემდეგ წარმოქმნის თეთრ ან თითქმის თეთრ სუსპენზიას. წარმოდგენილია 60 მლ ბუნებრივი, მაღალი სიმკვრივის მქონე პოლიეთილენის (HDPE) ბოთლებში. 5 მლ სუსპენზია შეიცავს 209.6 მგ აზითრომცინის დიჰიდრატს, რაც 200.00 მგ აზითრომიცინის ეკვივალენტურია.

აზითრომიცინი მიეკუთვნება მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებს. იგი გამოიყენება ბაქტერიებით და სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ:

გულმკერდის ღრუს ორგანოების, ყელის ან ცხვირის ინფექციები (როგორიცაა ბრონქიტი, პნევმონია, ტონზილიტი, ყელის ტკივილი (ფარინგიტი) და სინუსიტი);

Streptococcus pyogenes-ით გამოწვეული ფარინგიტი / ტონზილიტი, პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში;

ყურის მწვავე ინფექციები (შუა ყურის მწვავე ანთება(ოტიტი));

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (აბსცესი, ფურუნკული);

Chlamydia-თი გამოწვეული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;

Haemophilus ducreyi-ით განპირობებული რბილი ქსოვილების წყლული და Neisseria gonorrhoeae-თი გამოწვეული გაურთულებელი გენიტალური ინფექციები (თუმცა გამორიცხულ უნდა იქნას Treponema pallidum-ით გამოწვეული ინფექცია).

  • რისი ცოდნაა საჭირო აზიმაკის მიღებამდე

არ მიიღოთ აზიმაკი, თუ:

გაქვთ ალერგია აზიმაკის ან მაკროლიდების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, როგორიცაა ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი, ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ. ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარით კანზე ან სუნთქვის გაძნელებით;

გაქვთ ღვიძლის დაავადებები;

იღებთ ჭვავის რქის წარმოებულებს, როგორიცაა ერგოტამინი (შაკიკის სამკურნალო საშუალება), რადგან დაუშვებელია მათი მიღება აზიმაკთან ერთად.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები აზიმაკის მიღების დროს

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ ან თვენს შვილს აზიმაკის მიღებამდე გაქვთ ან ადრე გქონიათ:

თირკმლის პრობლემები;

გულის დაავადებები;

დიაბეტი;

ღვიძლის პრობლემები: შესაძლოა ექიმმა ჩაატაროს ღვიძლის ფუნქციების მონიტორინგი ან შეწყვიტოს მკურნალობა;

და იღებთ ჭვავის რქის წარმოებულებს, როგორიცაა ერგოტამინი (შაკიკის სამკურნალო საშუალება), რადგან დაუშვებელია მათი მიღება აზიმაკთან ერთად.

მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ აზიმაკის ფონზე გამოვლინდა გაძლიერებული ან უჩვეულო გულისცემა, თავბრუსხვევა, გულის წასვლა ან კუნთოვნი სისუსტე.

მკურნალობის შემდეგ დიარეის ან თხელი განავლოვანი მასების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ნუ მიიღებთ დიარეის სამკურნალო პრეპარატებს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. დიარეის გახანგრძლივების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

სხვა პრეპარატები და აზიმაკი

აცნობეთ ექიმს, თუ აზიმაკის მიღებამდე თქვენ ან თქვენი შვილი სვამდით რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

ჭვავის რქის წარმოებულები ან ერგოტამინი, იხ. „რისი ცოდნაა საჭირო აზიმაკის მიღებამდე“;

ვარფარინი ან შედედების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები;

ციკლოსპორინი (იმუნოსუპრესიული საშუალება, რომელიც გამოიყენება ორგანოს ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტანტის მოცილების რეაქციის თავიდან ასაცილებლად);

ანტაციდები (მომატებული მჟავიანობის სამკურნალოდ);

დიგოქსინი (გულის უკმარისობის სამკურნალოდ);

ტერფენადინი (თივის ცხელების ან კანის ალერგიული რექციების სამკურნალოდ).

ყოველთვის აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი შვილი იღებთ ან ადრე იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოს.

აზიმაკის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად

საკვები და სასმელი გავლენას არ ახდენს აზიმაკზე.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის, დაორსულების მცდელობის ან ლაქტაციის პერიოდში ნუ მიიღებთ აზიმაკს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ავტომობილებისა და სხვა მოწყობილობების მართვა

აზიმაკი გავლენას არ ახდენს ავტომობილებისა და სხვა მოწყობილობების მართვაზე.

  • აზიმაკის მიღების წესი

აზიმაკის სუსპენზია ინიშნება ძირითადად 45 კგ-ზე ნაკლები მასის მქონე ბავშვებში. ასევე გამოიყენება კაფსულის ყლაპვის პრობლემის მქონე მოზრდილებსა და შედარებით დიდი ასაკის ბავშვებში.

აზიმაკის მიიღება ხდება დღეში ერთხელ.

Chlamydia trachomatis, Haemophilus ducreyi ან მგრძნობიარე Neisseria gonorrhoeae-ით გამოწვეული, სქესობრივად გადამდები ინფექციების მკურნალობის დროს დოზა შეადგენს 1000 მგ-ს. პრეპარატის მიღება ხდება ერთჯერადად, პერორალურად.

S. pyogenes-ით გამოწვეული ფარინგიტის/ტონზილიტის სამკურნალოდ აზიმაკი ინიშნება 5 დღის განმავლობაში, პირველ დღეს - 500 მგ დღეში და შემდეგ 250 მგ დღეში II-V დღეებში.

ყველა სხვა შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება დოზით 1500 მგ, ანუ დღეში 500 მგ 3 დღის განმავლობაში.

45 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში გამოიყენება მოზრდილთა დოზა.

45 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე ბავშვებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ/კგ-ს და ინიშნება 3 დღის განმავლობაში.

სტრეპტოკოკული ფარინგიტის გარდა, ბავშვებში საერთო დოზა შეადგენს 30 მგ/კგ ანუ ერთჯერადი დღიური დოზა - 10 მგ/კგ, 3 დღის განმავლობაში ან 10 მგ/კგ პირველ დღეს და შემდეგ 5 მგ/კგ II-V დღეს, 5 დღიანი კურსის დროს.

ყურის მწვავე ინფექციის (შუა ყურის მწვავე ოტიტი) დროს შესაძლებელია ერთჯერადად 30 მგ/კგ დოზის დანიშვნა.

პედიატრიული სტრეპტოკოკული ინფექციის სამკურნალოდ ნაჩვენებია 10 მგ/კგ ან 20 მგ/კგ 3 დღის განმავლობაში, მაგრამ არა უმეტეს 500 მგ-ისა დღე-ღამეში.

იშვიათად, მაგრამ ექიმმა შეიძლება პრეპარატი განსხვავებული სქემით დანიშნოს.

მიღების წესი:

პრეპარატის მიღება ხდება პერორალურად.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა სხვადასხვა ინფექციების მიხედვით მოცემულია ზემოთ. სუსპენზიის მიღება დასაშვებია საკვებთან ერთად.

სუსპენზიის მომზადება: შეანჯღრიეთ ფხვნილიანი ბოთლი. დაამატეთ 15 მლ გადადუღებული და გაციებული წყალი და შეანჯღრიეთ კარგად. გახსნილი სუსპენზიის 5 მლ შეიცავს 200 მგ აზითრომიცინს. შეანჯღრიეთ ბოთლი ყოველი მიღების წინ.

სუსპენზია შეგიძლიათ მიიღოთ 5 მლ დანაყოფებიანი სპეციალური შპრიცით, რომელიც დაყოფილია 0.10 მლ ზომის ინტერვალებად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

პედიატრიული პაციენტები:

პედიატრიულ პაციენტებში აზიმაკის გამოყენების ინსტრუქცია მოცემულია ზემოთ. პრეპარატის გამოყენება 6 თვეზე მცირე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

გერიატრიული პაციენტები:

ხანდაზმულ პაციენტებში დოზირების სქემა მოზრდილების მსგავსია.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პაციენტებისთვის:

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები:

თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტები არ საჭიროებენ აზიმაკის დოზის კორექციას. სიფრთხილეა საჭირო თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში აზითრომიცინის გამოყენებს დროს.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები:

ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში დასაშვებია იგივე დოზების დანიშვნა, რაც ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. მისი გამოყენება დაუშვებელია ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს.

აზიმაკის საჭიროზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში

აზიმაკის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში თავი შეიძლება შეუძლოდ იგრძნოთ. მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს კლინიკას. თან იქონიეთ დარჩენილი პრეპარატი.

აზიმაკის დოზის გამოტოვების შემთხვევაში

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, შემდეგი დოზა მიიღეთ გახსენებისთანავე. მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.

აზიმაკის მიღების შეწყვეტა

აზიმაკით მკურნალობის დროზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლოა ინფექციის გამეორება. მიიღეთ აზიმაკი სრული კურსის სახით, თუნდაც თავს უკეთ გრძნობდეთ.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, აზიმაკსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ პრეპარატის მიღების შემდეგ გამოგივლინდათ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე:

მოულოდნელი ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება, გამონაყარი ან ქავილი (განსაკუთრებით მთელ სხეულზე);

აზიმაკით მკურნალობის პერიოდში ან მის შემდეგ, სისხლიანი ან ლორწოვანი მასების შემცველი მწვავე ან გახანგრძლივებული დიარეა, რაც ნაწლავების სერიოზულ ანთებაზე მიუთითებს;

ინტენსიური გამონაყარი კანზე, სიწითლე და აქერცვლა;

სწრაფი ან არათანაბარი გულისცემა;

დაბალი არტერიული წნევა

აზიმაკის ფონზე გამოვლენილი ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია ქვემოთ.

მკურნალობის პროცესში, პაციენტი შესაძლებელია ადაპტირდეს პრეპარატთან და მოხდეს გვერდითი ეფექტები უკუგანვითარდეს. მიმართეთ ექიმს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი გახანრძლივდა ან გახდა შემაწუხებელი:

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (არაუმეტეს 1 შემთხვევისა ყოველ 10 პაციენტში):

სპაზმები მუცელში, ცუდი თვითშეგრძნება, დიარეა, მეტეორიზმი.

ხშირი გვერდითი ეფექტები (1 შემთხვევაზე ნაკლები ყოველ 10 პაციენტში):

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;

დაბუჟება, ტკივილი ან ჩხვლეტის შეგრძნება;

ცუდი თვითშეგრძნება, დისპეფსია;

მადის დაქვეითება, გემოს აღქმის ცვლილება;

მხედველობის დარღვევა, სიყრუე;

გამონაყარი კანზე და/ან ქავილი;

სახსრების ტკივილი;

ლიმფოციტოპენია (სისხლის თეთრი უჯრედები), ეოზინოფილია (სისხლის თეთრი უჯრედები);

სისხლში ბიკარბონატების დონის დაქვეითება;

დაღლილობა ან სისუსტე.

ნაკლებად ხშირი (1 შემთხვევაზე ნაკლები ყოველ 100 პაციენტში):

პირის ღრუსა და საშოს სოკოვანი ინფექცია (თეთრად შლა);

ლეიკოციტოპენია (სისხლის თეთრი უჯრედები), ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება (სისხლის თეთრი უჯრედები);

სხვადასხვა სიმძიმის ალერგიული რეაქცია;

ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე;

კანის მგრძნობელობის მომატება მზის სხივების მიმართ;

ნერვული აგზნებადობა;

შეხებისა და ყნოსვის დაქვეითება (ჰიპოესთეზია);

ძილიანობა ან უძილობა (ინსომნია);

სმენის დაქვეითება ან ხმაური ყურებში;

პალპიტაცია, ტკივილი გულმკერდის მიდამოში;

ყაბზობა, დიარეასთან ასოცირებული მუცლის ტკივილი და ცხელება;

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), ცვლილება ღვიძლის ფერმენტულ სისტემაში;

ზოგადი სისუსტე;

შეშუპება;

ზოგადი დისკომფორტი;

ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება (სისხლის ან ღვიძლის).

იშვიათი (1 შემთხვევა ყოველ 1000 პაციენტში):

აგზნება;

თავბრუსხვევა;

ღვიძლის ფუნქციის ცვლილება.

აღწერილ იქნა სხვა გვერდითი მოვლენებიც, თუმცა მათი სიხშირე უცნობია:

გულყრა ან გულის წასვლა;

აგრესია ან მღელვარება;

ჰიპერაქტიურობა;

ლოკალური კუნთოვანი სისუსტე;

ყნოსვის დაკარგვა ან დარღვევა, გემოვნების დაკარგვა;

ენის გაფერმკრთალება;

პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი);

თირკმლის ანთება ან უკმარისობა;

კანის ან თვალების სიყვითლე, ან ღვიძლის უკმარისობა (იშვიათად სიცოცხლისათვის საშიში);

სისხლჩაქცევები ან გახანგრძლივებული სისხლდენა ჭრილობიდან;

ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე, კანის მწვავე რეაქციები;

ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ);

ერითროციტების რაოდენობის შემცირება, რაც იწვევს სიფერმკრთალეს, სისუსტეს და სუნთქვის გაძნელებას.

სიმპტომების დამძიმების ან ისეთი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • აზიმაკის შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე. მზა ხსნარი გამოიყენება მომზადებიდან 5 დღის განმავლობაში.

გამოყენება ვარგისობის ვადის შესაბამისად

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ვარგისობის ვადა

5 წელი.

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი

GM Pharmaceuticals Ltd.,

საქართველო

მწარმოებელი

World Medicine İlaç San. ve Tic. A.Ş.,

თურქეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა