ადვანტანი წარმოდგენილია პლასტმასის თავსახურიან ალუმინის ტუბებში, რომელიც შეიცავს 15 გ, 30 გ ან 60 გ თეთრ-მოყვითალო, გაუმჭვირვალე მალამოს და მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. ადვანტანი შეიცავს თეთრ ცვილს (მეთაფლია ფუტკარი) და Dehymuls E-ს (ფუტკარი). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- methylprednisolone aceponate
- ფორმა და შეფუთვა
- 0,1% 30გ გარეგანი გამოყენების მალამო ტუბი №1
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კორტიკოსტეროიდები, დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები მაღალი აქტივობით (ჯგუფი III)
- ATC კოდი
- D07AC14
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0604
- რეგისტრირებულია
- 7 სექტემბერი 2023, მოქმედებს 7 სექტემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
ადვანტანი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ადვანტანი წარმოდგენილია პლასტმასის თავსახურიან ალუმინის ტუბებში, რომელიც შეიცავს 15 გ, 30 გ ან 60 გ თეთრ-მოყვითალო, გაუმჭვირვალე მალამოს და მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ადვანტანი შეიცავს თეთრ ცვილს (მეთაფლია ფუტკარი) და Dehymuls E-ს (ფუტკარი).
ადვანტანი აქრობს ანთებას და კანის ალერგიულ რეაქციებს და ამსუბუქებს კანის დაავადებებიდან გამომდინარე სიმპტომებს, როგორიცაა სიწითლე, კანის გასქელება, კანის ზედაპირზე ფენის წარმოქმნა, შეშუპება, ქავილი და სხვა ჩივილები (წვის შეგრძნება ან ტკივილი).
ეგზემის სამკურნალოდ ადვანტანი გამოიყენება კანზე მსუბუქად წასმის გზით.
ადვანტანი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: უეცრად განვითარებული ეგზემა, ნერვული მიზეზებიდან გამომდინარე კანის ქრონიკული ანთება, რომელიც მიმდინარეობს კანზე ბუშტუკებით, სიწითლით და ქავილით, კონტაქტური ეგზემა, დეგენერაციული ეგზემა, სველი ეგზემა, ეგზემა, რომელიც მიმდინარეობს კანზე ქავილით და ლითონის მონეტის მსგავსი გამონაყარით, ბავშვთა ეგზემა და ნებისმიერი სხვა არაკლასიფიცირებული ეგზემა. კანის ზოგიერთი დაავადების დროს, როდესაც კანი არც ძალიან მშრალია და არც ტენიანი, საჭიროა შემადგენლობა, რომელშიც თანაბრადაა განაწილებული ცხიმი და სითხე. ადვანტანი უზრუნველყოფს კანის მსუბუქად გაცხიმიანებას გაცხელების და გამონადენის შეჩერების გარეშე.
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ადვანტანის გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:
ადვანტანი ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის მიერ განმარტებული სახით. თუ არ ხართ დარწმუნებული, ხელახლა გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ადვანტანი დღეში ერთხელ თხელ ფენად ფრთხილად წაისვით დაავადებულ კანზე ტოპიკალურად (ზედაპირულად).
როგორც წესი, მოზრდილებში გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 კვირას.
გამოყენების გზა და მეთოდი:
გამოიყენება დაავადებულ კანზე მსუბუქად წასმის გზით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
არ არის დადგენილი ადვანტანის უვნებლობა 4 თვეზე ნაკლები ასაკის ჩვილებში. ბავშვებში ან მოზარდებში გამოყენებისას არ არის საჭირო დოზის კორექტირება.
ბავშვებში გამოყენების ხანგრძლივობა ზოგადად არ უნდა აღემატებოდეს 4 კვირას.
არ არის რეკომენდებული ჩვილებსა და ბავშვებში გამოყენება საჭიროების გარეშე.
თუ თვლით, რომ ადვანტანის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ ადვანტანი საჭიროზე მეტი რაოდენობით:
თუ ადვანტანი გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით, ნუ აღელდებით.
ადვანტანის ერთჯერადად ჭარბი დოზით (კანის ფართო მიდამოზე ერთჯერადი გამოყენება) გამოყენების ან შემთხვევით ჩაყლაპვისას არ არის მოსალოდნელი რაიმე რისკი.
თუ ადვანტანი გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ადვანტანის გამოყენება
თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის უნდა გამოიყენოთ გამოტოვებული დოზა. მომდევნო დოზის გამოყენების დროსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, დაიცვათ თქვენი ექიმის მითითება.
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა.
ადვანტანით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია
თუ ადვანტანს გამოიყენებთ თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული სახით, მკურნალობის დროს სიმპტომები გაქრება და მკურნალობის დასრულების შემდეგ უზრუნველყოფილი იქნება სრული გამოჯანმრთელება. თუ სიმპტომები გაგრძელდება ან ხელახლა გამოვლინდება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
- რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, ადვანტანის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი რეაქციები.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ მგრძნობელობა (ალერგია) ადვანტანის შემადგენლობაში არსებული მეთილპრედნიზოლონის აცეპონატის ან პრეპარატის შემადგენლობაში არსებული სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ,
თუ ადგილზე, სადაც უნდა ჩატარდეს მკურნალობა, არის ტუბერკულოზის ან სიფილისის მიზეზით წარმოქმნილი დარღვევა, დაზიანება,
თუ ადგილზე, სადაც ტარდება მკურნალობა, არის ვირუსული დავადება (მაგალითად, ჩუტყვავილა /ვარიცელა, ჰერპეს ზოსტერი), როზაცეა, პირის ირგვლივ კანის ანთება (პერიორალური დერმატიტი), კანზე ჭრილობა, აკნე, კანის დაავადებებთან დაკავშირებული დაზიანება, რომელიც დასრულდა კანის გათხელებით (ატროფია), ან თუ აცრის შემდეგ განვითარებულია კანის რეაქცია,
თუ გაქვთ კანის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ბაქტერიულ და/ან სოკოვან ინფექციასთან ერთად, საჭიროა სათანადო დამატებითი მკურნალობა.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ადვანტანი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
გლუკოკორტიკოიდები (გარკვეული სახის ჰორმონი), მათ შორის ადვანტანი, განსაკუთრებით ბავშვებში, გამოყენებული უნდა იქნას, რამდენადაც შესაძლებელია, ყველაზე დაბალი დოზით. გამოიყენეთ მხოლოდ იმ ვადით, რაც საჭიროა სასურველი ეფექტის მისაღებად და ამ ეფექტის შესანარჩუნებლად.

კანზე გლუკოკორტიკოიდების, მათ შორის ადვანტანის გამოყენებიდან გამომდინარე შესაძლებელია გაიზარდოს ლოკალურად კანის ანთების ალბათობა.
ადვანტანის გამოყენებისას მოერიდეთ თვალებში, ღია ღრმა ჭრილობაზე ან ლორწოვან გარსზე მოხვედრას.
კანზე კორტიკოსტეროიდების, მათ შორის ადვანტანის დიდ ფართობზე ან ხანგრძლივი გამოყენება, განსაკუთრებით ოკლუზიური სახვევის ქვეშ, მკვეთრად ზრდის მთელს ორგანიზმში გვერდითი რეაქციების რისკს. ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ბავშვის საფენმა შესაძლებელია შექმნას დახურული გარემო.
კანის ფართო მიდამოს მკურნალობისას შესაძლებელია სრულად ვერ მოხდეს შეწოვის ან მთელს ორგანიზმზე ზემოქმედების ალბათობის თავიდან აცილება, რის გამოც მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს, რამდენადაც შესაძლებელია, მოკლე.
როგორც სხვა გლუკოკორტიკოიდების შემთხვევაში, გაუაზრებლად გამოყენებამ შესაძლებელია დაფაროს კლინიკური სიმპტომები.
თუ ადრე გქონდათ თვალშიგა წნევის მატებასთან (გლაუკომა) დაკავშირებული ჩივილი, აცნობეთ თქვენს ექიმს. როგორც ზოგადად კორტიკოიდების შემთხვევაში, რომელიც ზემოქმედებენ მთელს სხეულზე, კანზე კორტიკოიდების გამოყენების გამო (მაგალითად, დიდი დოზით ან ხანგრძლივად დიდ ფართობზე გამოყენების, ოკლუზიური სახვევით ან თვალის ირგვლივ კანზე გამოყენების შედეგად) შესაძლებელია განვითარდეს გლაუკომა.
პედიატრიული პოპულაცია:
ადვანტანის გამოყენების დროს არ შეიძლება ოკლუზიური სახვევის გაკეთება. ბავშვის საფენმა შესაძლებელია შექმნას ოკლუზიური სახვევის ეფექტი.
ოთხი თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას საჭიროა, შეაფასოს ექიმმა. გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან.
გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს, თუ ეს გაფრთხილებები გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.
ადვანტანის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ადვანტანი გამოიყენება ლოკალურად, რის გამოც არ არის მოსალოდნელი რაიმე სახის ურთიერთქმედება.
სიფრთხილის ზომები
გლუკოკორტიკოიდები უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი დოზით, განსაკუთრებით ბავშვებში, მათი გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, რაც აუცილებელია სასურველი თერაპიული ეფექტის მისაღწევად და შესანარჩუნებლად.
ბაქტერიებით ინფიცირებული კანის დაავადებების და/ან სოკოვანი ინფექციების დროს ასევე საჭიროა დამატებითი სპეციფიური მკურნალობა.
ადგილობრივი კანის ინფექციების პოტენციალი შეიძლება გაიზარდოს ადგილობრივი გლუკოკორტიკოიდების გამოყენების გამო.
ადვანტანის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო თვალებთან, ღია ღრმა ჭრილობებთან და ლორწოვან გარსთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად.
ჯანმრთელ ზრდასრულ მოხალისეებში ადვანტანის მალამოს კანის ზედაპირის 60%-ზე გამოყენების შემდეგ 22 საათის განმავლობაში ოკლუზიურ პირობებში, დაფიქსირდა პლაზმაში კორტიზოლის დონის დათრგუნვა და ზემოქმედება ცირკადულ რიტმზე. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენება დიდ ფართობზე ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში მნიშვნელოვნად ზრდის სისტემური გვერდითი ეფექტების რისკს, განსაკუთრებით ოკლუზიის დროს. უნდა აღინიშნოს, რომ საფენები შეიძლება იყოს ოკლუზიური.
კანის დიდი უბნების დამუშავებისას მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე, რადგან აბსორბციის ან სისტემური ეფექტების შესაძლებლობა მთლიანად არ შეიძლება აღმოიფხვრას.
როგორც სისტემური კორტიკოიდების შემთხვევაში, ადგილობრივი კორტიკოიდების გამოყენებისას (მაგ. დიდი დოზების ხანგრძლივად ან დიდ უბანზე გამოყენებისას, ოკლუზიური სახვევის გამოყენებისას ან თვალების ირგვლივ კანზე წასმის შედეგად) შეიძლება განვითარდეს გლაუკომა.
სხვა გლუკოკორტიკოიდების მსგავსად, უნებლიე გამოყენებამ შეიძლება შენიღბოს კლინიკური სიმპტომები.
პედიატრიული პოპულაცია
ოთხი თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას საჭიროა სარგებელი/რისკის შეფასება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ურთიერთქმედებები ცნობილი არ არის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ან შესაძლებელია იყოთ ორსულად, რადგანაც ექიმს ესაჭიროება ამ გარემოების მხედველობაში მიღება ადვანტანის დანიშვნამდე.
როგორც წესი, ორსულობის პირველ ტრიმესტრში დაუშვებელია კორტიკოსტეროიდების შემცველი გარეგანი პრეპარატების გამოყენება.
განსაკუთრებით მოერიდეთ დიდ ფართობზე ან ხანგრძლივად გამოყენებას ან ოკლუზიურ სახვევს.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია

მეძუძური დედებისთვის არ შეიძლება ადვანტანის გამოყენება მკერდის მიდამოში.
თუ ბავშვს აწოვებთ ძუძუს, აცნობეთ ექიმს, რადგანაც ადვანტანის დანიშვნამდე ექიმს ესაჭიროება ამ გარემოების მხედველობაში მიღება.
განსაკუთრებით მოერიდეთ დიდ ფართობზე ან ხანგრძლივად გამოყენებას და ოკლუზიურ სახვევს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არსებობს ადვანტანის ცნობილი ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებისა და მექანიზმის მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადვანტანის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
თუ არ გაქვთ მგრძნობელობა ადვანტანის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებების მიმართ, არ არის მოსალოდნელი მათგან გამომდინარე უარყოფითი ზემოქმედება.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობი სიხშირე: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
ხშირი
გამოყენების მიდამოში წვის შეგრძნება, ქავილი, აკნე
არახშირი
კანის გათხელება (ატროფია), სისხლჩაქცევა (ექიმოზი), კანის გადამდები ზედაპირული მიკრობული ინფექცია (იმპეტიგო), კანის გაცხიმიანება, გამოყენების ადგილას სიმშრალე, სიწითლე (ერითემა), კანზე ანთებითი ბუშტუკები (ვეზიკულები), გაღიზიანება, პერიფერიული შეშუპება, ეგზემა.
უცნობი სიხშირე (შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით)
პრეპარატის მიმართ ჰიპერმგძნობელობა, კანზე სტრიები (ბზარები), კაპილარების გაფართოება (ტელეანგიექტაზია), პერიორალური დერმატიტი (პირის ირგვლივ), კანის ფერის ცვლილება, კანის ალერგიული რეაქციები, გამოყენების მიდამოში თმის ფოლიკულის ანთება (ფოლიკულიტი), ჭარბთმიანობა (ჰიპერტრიქოზი).
კორტიკოიდების შემცველი პრეპარატების, მათ შორის ადვანტანის გარეგანი გამოყენებისას შესაძლებელია გამოვლინდეს შეწოვიდან გამომდინარე მთელს ორგანიზმზე ზემოქმედება.
ეს ადვანტანის მსუბუქი გვერდითი რეაქციებია.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით რეაქციას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი რეაქციები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი რეაქციების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- ადვანტანის შენახვა
ადვანტანი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, თავის შეფუთვაში.
შეინახეთ არაუმეტეს 25 0C ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან და ნესტისგან დაცული სახით.
გამოიყენეთ ვარგისიანობის თარიღის დაცვით.
არ გამოიყენოთ ადვანტანი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის შემდეგ.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
ლეო ფარმა ა/ს, დანიის ლიცენზიით
სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სან. ვე თიჯ.
რეშითფაშას უბანი, ესქი ბუიუქდერეს გამზირი №:4 34467 მასლაქი/სარიერი/სტამბოლი
ტელეფონი: 0 212 366 84 00 ფაქსი: 0 212 276 20 20
წარმოების ადგილი:
სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სან. ვე თიჯ.
ესენიურთი/სტამბოლი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 26/03/2020 წელს.
ამ პრეპარატთან დაკავშირებით დეტალური და განახლებული ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ სმარტფონის /ტაბლეტის ან QR კოდის წამკითხველის გამოყენებით QR კოდის სკანირების გზით.
A20017447-03
ჭარბი დოზა
მწვავე ტოქსიკურობის კვლევების შედეგად მიღებული შედეგების მიხედვით, მალამო არ მიუთითებს მწვავე ინტოქსიკაციის რისკზე კანზე ერთჯერადი დოზის გადაჭარბების შემდეგ (შეწოვისთვის შესაფერის პირობებში დიდ ზედაპირზე წასმა) ან შემთხვევით გადაყლაპვის შემდეგ.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: 1 გ ადვანტანი შეიცავს 1 მგ მეთილპრედნიზოლონის აცეპონატს.
დამხმარე ნივთიერებები: დამხმარე ნივთიერებებისთვის იხ. ნაწილი 6.1.
შენახვის პირობები
36 თვე
- 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
- 5. შეფუთვის ბუნება და შემადგენლობა
ალუმინის ტუბში 15გრ, 30გრ, 60გრ
- 6. სპეციალური სიფრთხილის ზომები უტილიზაციისას და სხვა მოპყრობის წესები
გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგლამენტის“ და „შეფუთვისა და ნარჩენების კონტროლის წესების“ შესაბამისად.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კორტიკოსტეროიდები, ძლიერი (III ჯგუფი)
ათქ კოდი: D07AC14
ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ადვანტანი თრგუნავს კანის ანთებით და ალერგიულ რეაქციებს, ასევე ჰიპერპროლიფერაციის პროცესებს, რეგრესირებს ობიექტურ სიმპტომებს (ერითემა, შეშუპება, მორწყვა) და სუბიექტურ ჩივილებს (ქავილი, წვა, ტკივილი).
ცნობილია, რომ მეთილპრედნიზოლონის აცეპონატი უკავშირდება უჯრედშიდა გლუკოკორტიკოიდულ რეცეპტორებს და, კერძოდ, ეს ასევე ეხება მთავარ მეტაბოლიტს 6α-მეთილპრედნიზოლონ-17-პროპიონატს, რომელიც წარმოიქმნება კანში ესტერის დაშლის რეაქციის შემდეგ..
სტეროიდული რეცეპტორების კომპლექსი უკავშირდება დნმ-ის გარკვეულ რეგიონებს, რაც იწვევს ბიოლოგიურ ეფექტებს.
სტეროიდული რეცეპტორების კომპლექსის შეკავშირება იწვევს მაკროკორტინის სინთეზის ინდუქციას. მაკროკორტინი გამოყოფს არაქიდონის მჟავას; და ამით აფერხებს ანთების შუამავლების ფორმირებას, როგორიცაა პროსტაგლანდინები და ლეიკოტრიენები.
გლუკოკორტიკოიდების იმუნოსუპრესიული მოქმედება შეიძლება აიხსნას ციტოკინების სინთეზის და ანტიმიტოზური ეფექტის დათრგუნვით, რაც ჯერ ბოლომდე არ არის გასაგები.
ვაზოდილატაციური პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვა და ადრენალინის ვაზოკონსტრიქტორული ეფექტის გაძლიერება იწვევს გლუკოკორტიკოიდების ვაზოკონსტრუქციულ ეფექტს.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მახასიათებლები
შეწოვა
მეთილპრედნიზოლონის აცეპონატს შეუძლია შევიდეს კანში ყველა ფორმულირებიდან.
პერკუტანული შთანთქმის სიჩქარე და ადგილობრივი კორტიკოიდის ხარისხი; ეს დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ნაერთის ქიმიური სტრუქტურა, პრეპარატის შემადგენლობა, ნაერთის კონცენტრაცია პრეპარატში, ექსპოზიციის პირობები (მკურნალობის ადგილი, ექსპოზიციის ხანგრძლივობა, ღია ან ოკლუზიური) და კანის მდგომარეობა (ტიპი და კანის დაავადების სიმძიმე, ანატომიური ადგილი და ა.შ.).
კანქვეშა აბსორბცია მნიშვნელოვნად მაღალი იყო, როდესაც მეთილპრედნიზოლონის აცეპონატი გამოიყენებოდა დაზიანებულ კანზე რქოვანას შრის ამოღებით (დოზის 13-27%).
განაწილება
კონცენტრაცია რქოვანა შრეში და ცოცხალ კანში მცირდება გარედან შიგნით.
ბიოტრანსფორმაცია
მეთილპრედნიზოლონის აცეპონატი ჰიდროლიზდება ეპიდერმისში და დერმისში მის ძირითად მეტაბოლიტამდე, 6α-მეთილპრედნიზოლონ-17-პროპიონატამდე, რომელიც უფრო მჭიდროდ უკავშირდება კორტიკოიდულ რეცეპტორებს. ეს ჰიდროლიზი მიუთითებს კანში „ბიოაქტივაციაზე“.
სისტემურ ცირკულაციაში მიღწევის შემდეგ, მეთილპრედნიზოლონის აცეპონატის მთავარი მეტაბოლიტი, 6α-მეთილპრედნიზოლონ-17-პროპიონატი, სწრაფად უერთდება გლუკურონის მჟავას და საბოლოოდ ინაქტივირებულია.
გამოყოფა
მეთილპრედნიზოლონის აცეპონატის მეტაბოლიტები (მთავარი მეტაბოლიტი: 6 α-მეთილპრედნიზოლონ-17-პროპიონატ-21-გლუკურონიდი) გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით, ნახევარგამოყოფის პერიოდით 16 საათი. ინტრავენური შეყვანის შემდეგ, 14C-ზე მარკირებული ნივთიერების ექსკრეცია სრულდება 7 დღის განმავლობაში შარდით და განავლით. ორგანიზმში არ ხდება რაიმე აქტიური ნივთიერების ან მეტაბოლიტის დაგროვება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ადვანტანი 0.1 % მალამო
განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის.
აქტიური ნივთიერება: 1 გ ადვანტანი შეიცავს 1 მგ მეთილპრედნიზოლონის აცეპონატს.
დამხმარე ნივთიერებები: თეთრი ცვილი (მეთაფლია ფუტკარი), თხევადი პარაფინი, Dehymuls E (დიკოკოილ პენტაერითრიტილ დისტეარილის ციტრატი, სორბიტან სესკვიოლეატი, ფუტკრის ცვილი (თაფლის სანთლის სახეობა) და ალუმინის სტეარატი) (ფუტკარი) თეთრი რბილი პარაფინი, გაწმენდილი წყალი.
სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.
თუ გექნებათ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ეს პრეპარატი დანიშნულია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.
თუ ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ თქვენ იყენებთ ამ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით წინამდებარე ინსტრუქციაში მითითებული საკითხები. თქვენთვის რეკომენდებული დოზის გარდა არ გამოიყენოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.
წინამდებარე ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:
- რა არის ადვანტანი და რისთვის გამოიყენება?
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ადვანტანის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება ადვანტანი?
- რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?
- ადვანტანის შენახვა
- რა არის ადვანტანი და რისთვის გამოიყენება?
ადვანტანი წარმოდგენილია პლასტმასის თავსახურიან ალუმინის ტუბებში, რომელიც შეიცავს 15 გ, 30 გ ან 60 გ თეთრ-მოყვითალო, გაუმჭვირვალე მალამოს და მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ადვანტანი შეიცავს თეთრ ცვილს (მეთაფლია ფუტკარი) და Dehymuls E-ს (ფუტკარი).
ადვანტანი აქრობს ანთებას და კანის ალერგიულ რეაქციებს და ამსუბუქებს კანის დაავადებებიდან გამომდინარე სიმპტომებს, როგორიცაა სიწითლე, კანის გასქელება, კანის ზედაპირზე ფენის წარმოქმნა, შეშუპება, ქავილი და სხვა ჩივილები (წვის შეგრძნება ან ტკივილი).
ეგზემის სამკურნალოდ ადვანტანი გამოიყენება კანზე მსუბუქად წასმის გზით.
ადვანტანი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: უეცრად განვითარებული ეგზემა, ნერვული მიზეზებიდან გამომდინარე კანის ქრონიკული ანთება, რომელიც მიმდინარეობს კანზე ბუშტუკებით, სიწითლით და ქავილით, კონტაქტური ეგზემა, დეგენერაციული ეგზემა, სველი ეგზემა, ეგზემა, რომელიც მიმდინარეობს კანზე ქავილით და ლითონის მონეტის მსგავსი გამონაყარით, ბავშვთა ეგზემა და ნებისმიერი სხვა არაკლასიფიცირებული ეგზემა. კანის ზოგიერთი დაავადების დროს, როდესაც კანი არც ძალიან მშრალია და არც ტენიანი, საჭიროა შემადგენლობა, რომელშიც თანაბრადაა განაწილებული ცხიმი და სითხე. ადვანტანი უზრუნველყოფს კანის მსუბუქად გაცხიმიანებას გაცხელების და გამონადენის შეჩერების გარეშე.
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ადვანტანის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ადვანტანი შემდეგ შემთხვევებში
თუ გაქვთ მგრძნობელობა (ალერგია) ადვანტანის შემადგენლობაში არსებული მეთილპრედნიზოლონის აცეპონატის ან პრეპარატის შემადგენლობაში არსებული სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ,
თუ ადგილზე, სადაც უნდა ჩატარდეს მკურნალობა, არის ტუბერკულოზის ან სიფილისის მიზეზით წარმოქმნილი დარღვევა, დაზიანება,
თუ ადგილზე, სადაც ტარდება მკურნალობა, არის ვირუსული დავადება (მაგალითად, ჩუტყვავილა /ვარიცელა, ჰერპეს ზოსტერი), როზაცეა, პირის ირგვლივ კანის ანთება (პერიორალური დერმატიტი), კანზე ჭრილობა, აკნე, კანის დაავადებებთან დაკავშირებული დაზიანება, რომელიც დასრულდა კანის გათხელებით (ატროფია), ან თუ აცრის შემდეგ განვითარებულია კანის რეაქცია,
თუ გაქვთ კანის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ბაქტერიულ და/ან სოკოვან ინფექციასთან ერთად, საჭიროა სათანადო დამატებითი მკურნალობა.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ადვანტანი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
გლუკოკორტიკოიდები (გარკვეული სახის ჰორმონი), მათ შორის ადვანტანი, განსაკუთრებით ბავშვებში, გამოყენებული უნდა იქნას, რამდენადაც შესაძლებელია, ყველაზე დაბალი დოზით. გამოიყენეთ მხოლოდ იმ ვადით, რაც საჭიროა სასურველი ეფექტის მისაღებად და ამ ეფექტის შესანარჩუნებლად.
თუ გაქვთ კანის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ბაქტერიულ და/ან სოკოვან ინფექციასთან ერთად, საჭიროა სათანადო დამატებითი მკურნალობა.
კანზე გლუკოკორტიკოიდების, მათ შორის ადვანტანის გამოყენებიდან გამომდინარე შესაძლებელია გაიზარდოს ლოკალურად კანის ანთების ალბათობა.
ადვანტანის გამოყენებისას მოერიდეთ თვალებში, ღია ღრმა ჭრილობაზე ან ლორწოვან გარსზე მოხვედრას.
კანზე კორტიკოსტეროიდების, მათ შორის ადვანტანის დიდ ფართობზე ან ხანგრძლივი გამოყენება, განსაკუთრებით ოკლუზიური სახვევის ქვეშ, მკვეთრად ზრდის მთელს ორგანიზმში გვერდითი რეაქციების რისკს. ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ბავშვის საფენმა შესაძლებელია შექმნას დახურული გარემო.
კანის ფართო მიდამოს მკურნალობისას შესაძლებელია სრულად ვერ მოხდეს შეწოვის ან მთელს ორგანიზმზე ზემოქმედების ალბათობის თავიდან აცილება, რის გამოც მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს, რამდენადაც შესაძლებელია, მოკლე.
როგორც სხვა გლუკოკორტიკოიდების შემთხვევაში, გაუაზრებლად გამოყენებამ შესაძლებელია დაფაროს კლინიკური სიმპტომები.
თუ ადრე გქონდათ თვალშიგა წნევის მატებასთან (გლაუკომა) დაკავშირებული ჩივილი, აცნობეთ თქვენს ექიმს. როგორც ზოგადად კორტიკოიდების შემთხვევაში, რომელიც ზემოქმედებენ მთელს სხეულზე, კანზე კორტიკოიდების გამოყენების გამო (მაგალითად, დიდი დოზით ან ხანგრძლივად დიდ ფართობზე გამოყენების, ოკლუზიური სახვევით ან თვალის ირგვლივ კანზე გამოყენების შედეგად) შესაძლებელია განვითარდეს გლაუკომა.
პედიატრიული პოპულაცია:
ადვანტანის გამოყენების დროს არ შეიძლება ოკლუზიური სახვევის გაკეთება. ბავშვის საფენმა შესაძლებელია შექმნას ოკლუზიური სახვევის ეფექტი.
ოთხი თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას საჭიროა, შეაფასოს ექიმმა. გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან.
გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს, თუ ეს გაფრთხილებები გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.
ადვანტანის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ადვანტანი გამოიყენება ლოკალურად, რის გამოც არ არის მოსალოდნელი რაიმე სახის ურთიერთქმედება.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ან შესაძლებელია იყოთ ორსულად, რადგანაც ექიმს ესაჭიროება ამ გარემოების მხედველობაში მიღება ადვანტანის დანიშვნამდე.
როგორც წესი, ორსულობის პირველ ტრიმესტრში დაუშვებელია კორტიკოსტეროიდების შემცველი გარეგანი პრეპარატების გამოყენება.
განსაკუთრებით მოერიდეთ დიდ ფართობზე ან ხანგრძლივად გამოყენებას ან ოკლუზიურ სახვევს.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მეძუძური დედებისთვის არ შეიძლება ადვანტანის გამოყენება მკერდის მიდამოში.
თუ ბავშვს აწოვებთ ძუძუს, აცნობეთ ექიმს, რადგანაც ადვანტანის დანიშვნამდე ექიმს ესაჭიროება ამ გარემოების მხედველობაში მიღება.
განსაკუთრებით მოერიდეთ დიდ ფართობზე ან ხანგრძლივად გამოყენებას და ოკლუზიურ სახვევს.
სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა
არ არსებობს ადვანტანის ცნობილი ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებისა და მექანიზმის მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადვანტანის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
თუ არ გაქვთ მგრძნობელობა ადვანტანის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებების მიმართ, არ არის მოსალოდნელი მათგან გამომდინარე უარყოფითი ზემოქმედება.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ გამოიყენება ადვანტანი?
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:
ადვანტანი ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის მიერ განმარტებული სახით. თუ არ ხართ დარწმუნებული, ხელახლა გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ადვანტანი დღეში ერთხელ თხელ ფენად ფრთხილად წაისვით დაავადებულ კანზე ტოპიკალურად (ზედაპირულად).
როგორც წესი, მოზრდილებში გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 კვირას.
გამოყენების გზა და მეთოდი:
გამოიყენება დაავადებულ კანზე მსუბუქად წასმის გზით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
არ არის დადგენილი ადვანტანის უვნებლობა 4 თვეზე ნაკლები ასაკის ჩვილებში. ბავშვებში ან მოზარდებში გამოყენებისას არ არის საჭირო დოზის კორექტირება.
ბავშვებში გამოყენების ხანგრძლივობა ზოგადად არ უნდა აღემატებოდეს 4 კვირას.
არ არის რეკომენდებული ჩვილებსა და ბავშვებში გამოყენება საჭიროების გარეშე.
თუ თვლით, რომ ადვანტანის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ ადვანტანი საჭიროზე მეტი რაოდენობით:
თუ ადვანტანი გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით, ნუ აღელდებით.
ადვანტანის ერთჯერადად ჭარბი დოზით (კანის ფართო მიდამოზე ერთჯერადი გამოყენება) გამოყენების ან შემთხვევით ჩაყლაპვისას არ არის მოსალოდნელი რაიმე რისკი.
თუ ადვანტანი გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ადვანტანის გამოყენება
თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის უნდა გამოიყენოთ გამოტოვებული დოზა. მომდევნო დოზის გამოყენების დროსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, დაიცვათ თქვენი ექიმის მითითება.
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა.
ადვანტანით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია
თუ ადვანტანს გამოიყენებთ თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული სახით, მკურნალობის დროს სიმპტომები გაქრება და მკურნალობის დასრულების შემდეგ უზრუნველყოფილი იქნება სრული გამოჯანმრთელება. თუ სიმპტომები გაგრძელდება ან ხელახლა გამოვლინდება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
- რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, ადვანტანის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი რეაქციები.
გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში მოცემული სახით:
ძალიან ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობი სიხშირე: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
ხშირი
გამოყენების მიდამოში წვის შეგრძნება, ქავილი, აკნე
არახშირი
კანის გათხელება (ატროფია), სისხლჩაქცევა (ექიმოზი), კანის გადამდები ზედაპირული მიკრობული ინფექცია (იმპეტიგო), კანის გაცხიმიანება, გამოყენების ადგილას სიმშრალე, სიწითლე (ერითემა), კანზე ანთებითი ბუშტუკები (ვეზიკულები), გაღიზიანება, პერიფერიული შეშუპება, ეგზემა.
უცნობი სიხშირე (შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით)
პრეპარატის მიმართ ჰიპერმგძნობელობა, კანზე სტრიები (ბზარები), კაპილარების გაფართოება (ტელეანგიექტაზია), პერიორალური დერმატიტი (პირის ირგვლივ), კანის ფერის ცვლილება, კანის ალერგიული რეაქციები, გამოყენების მიდამოში თმის ფოლიკულის ანთება (ფოლიკულიტი), ჭარბთმიანობა (ჰიპერტრიქოზი).
კორტიკოიდების შემცველი პრეპარატების, მათ შორის ადვანტანის გარეგანი გამოყენებისას შესაძლებელია გამოვლინდეს შეწოვიდან გამომდინარე მთელს ორგანიზმზე ზემოქმედება.
ეს ადვანტანის მსუბუქი გვერდითი რეაქციებია.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით რეაქციას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი რეაქციები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი რეაქციების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- ადვანტანის შენახვა
ადვანტანი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, თავის შეფუთვაში.
შეინახეთ არაუმეტეს 25 0C ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან და ნესტისგან დაცული სახით.
გამოიყენეთ ვარგისიანობის თარიღის დაცვით.
არ გამოიყენოთ ადვანტანი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის შემდეგ.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
ლეო ფარმა ა/ს, დანიის ლიცენზიით
სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სან. ვე თიჯ.
რეშითფაშას უბანი, ესქი ბუიუქდერეს გამზირი №:4 34467 მასლაქი/სარიერი/სტამბოლი
ტელეფონი: 0 212 366 84 00 ფაქსი: 0 212 276 20 20
წარმოების ადგილი:
სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სან. ვე თიჯ.
ესენიურთი/სტამბოლი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 26/03/2020 წელს.
ამ პრეპარატთან დაკავშირებით დეტალური და განახლებული ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ სმარტფონის /ტაბლეტის ან QR კოდის წამკითხველის გამოყენებით QR კოდის სკანირების გზით.
A20017447-03
- სამედიცინო ინსტრუქციაორიგინალი რეესტრიდან · .docx · 23 კბ

- ინსტრუქციაორიგინალი რეესტრიდან · .doc · 104 კბ
- ინსტრუქციაორიგინალი რეესტრიდან · .doc · 101 კბ
- პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)ორიგინალი რეესტრიდან · .docx · 142 კბ
- პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)ორიგინალი რეესტრიდან · .docx · 35 კბ
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.