ადენურიკის ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ფებუქსოსტატს და გამოიყენება პოდაგრის, ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით შარდმჟავას (ურატების) დაგროვებასთან დაკავშირებული დაავადების სამკურნალოდ. შარდმჟავა შესაძლებელია დაგროვდეს სისხლში და მიაღწიოს იმდენად მაღალ დონეს, რომ გახდეს არახსნადი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფებუქსოსტატი (febuxostat)
- ფორმა და შეფუთვა
- 80მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალებები, შარდმჟავას წარმოქმნის მაინჰიბირებელი პრეპარატები
- ATC კოდი
- M04AA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0603
- რეგისტრირებულია
- 7 სექტემბერი 2023, მოქმედებს 7 სექტემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
ადენურიკი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ადენურიკის ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ფებუქსოსტატს და გამოიყენება პოდაგრის, ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით შარდმჟავას (ურატების) დაგროვებასთან დაკავშირებული დაავადების სამკურნალოდ. შარდმჟავა შესაძლებელია დაგროვდეს სისხლში და მიაღწიოს იმდენად მაღალ დონეს, რომ გახდეს არახსნადი. ამ შემთხვევაში სახსრებში, თირკმლებში და მათ ირგვლივ შესაძლებელია წარმოიქმნას ურატების კრისტალები. ამ კრისტალებმა შესაძლებელია გამოიწვიონ სახსრებში უეცარი, ძლიერი ტკივილი, სიწითლე, სიმხურვალე და შეშუპება (ეს მდგომარეობა ცნობილია, როგორც პოდაგრის შეტევა).
მკურნალობის გარეშე სახსრებში და მათ ირგვლივ შესაძლებელია წარმოიქმნას უფრო დიდი გროვები, რომელსაც ეწოდება ტოფუსები. აღნიშნულმა ტოფუსმა შესაძლებელია გამოიწვიოს სახსრის და ძვლის დაზიანება.
ადენურიკი ამცირებს შარდმჟავას დონეს. ყოველდღიურად დღეში ერთხელ გამოყენებით ადენურიკი უზრუნველყოფს შარდმჟავას დაბალი დონის შენარჩუნებას, კრისტალების დაგროვების შეჩერებას და დროთა განმავლობაში სიმპტომების შემცირებას. საკმარისად ხანგრძლივი დროის განმავლობაში შარდმჟავას საკმარისად დაბალ დონეზე შენარჩუნებამ შესაძლებელია უზრუნველყოს ტოფუსების დაპატარავებაც.
პაციენტებში გულის დაავადებით (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა) ადენურიკი უნდა გამოიყენონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი ალოპურინოლით მკურნალობა და აქვთ ალოპურინოლის აუტანლობა ან არ არის რეკომენდებული ალოპურინოლით მკურნალობა.
ადენურიკი გამოიყენება მოზრდილებში.
ადენურიკი წარმოდგენილია 28 გარსიანი ტაბლეტის სახით.
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ადენურიკის გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის მიერ მითითებული სახით. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ჩვეულებრივი დოზაა დღეში ერთი ტაბლეტი. ბლისტერის შეფუთვის უკანა მხარეს მითითებულია კვირის დღეები, რაც დაგეხმარებათ, გააკონტროლოთ დოზის ყოველდღიურად მიღება. ტაბლეტები უნდა მიიღოთ პერორალურად, წყლით. პოდაგრის მკურნალობისთვის:
ადენურიკი გამოშვებულია 80 მგ ტაბლეტის ან 120 მგ ტაბლეტის სახით. ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის ყველაზე სათანადო დოზას.
თუ არ მოხდება პოდაგრის გამწვავება ან შეტევა, განაგრძეთ ადენურიკის ყოველდღიურად მიღება.
გამოყენების გზა და მეთოდი:
სავალდებულოა ტაბლეტებს მიღება პერორალურად, შესაძლებელია მიღება საკვებთან ერთად ან საკვებისგან დამოუკიდებლად.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
არ არის დადგენილი 18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში ამ პრეპარატის უვნებლობა და ეფექტურობა, რის გამოც არ მისცეთ პრეპარატი 18 წლამდე ასაკის ბავშვებს.
ასაკოვნებში გამოყენება:
ასაკოვნებში არ არის საჭირო დოზის კორექტირება.
თუ თვლით, რომ ადენურიკის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ ადენურიკი საჭიროზე მეტი რაოდენობით:
ჰკითხეთ ექიმს, რა უნდა გააკეთოთ შემთხვევით დოზის გადაჭარბებისას, ან დაუკავშირდით უბედური შემთხვევების და საგანგებო მდგომარეობების უახლოეს სამსახურს.
თუ გამოიყენებთ ადენურიკის საჭიროზე მეტი რაოდენობით, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ადენურიკის გამოყენება:
თუ გამოტოვებთ ადენურიკის ერთ დოზას, გახსენებისთანავე მიიღეთ პრეპარატი. თუ მოახლოებულია მომდევნო დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს.
გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
ადენურიკითი მკურნალობის დასრულების შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია:
თქვენი ექიმის მითითების გარეშე არ შეწყვიტოთ ადენურიკის გამოყენება, თუნდაც თავს უკეთ გრძნობდეთ. თუ შეწყვეტთ ადენურიკის გამოყენებას, შესაძლებელია კვლავ მოიმატოს შარდმჟავას დონემ და სახსრებში და თირკმლებში და მათ ირგვლივ შარდმჟავას ახალი კრისტალების (ურატები) წარმოქმნის გამო დამძიმდეს დაავადების სიმპტომები.
თუ გექნებათ შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
- რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, ადენურიკის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია ჰქონდეთ გვერდითი მოვლენები.
ქვემოთ მითითებული რომელიმე რეაქციის გამოვლენისას შეწყვიტეთ ადენურიკის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:
უეცარი ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქციები), პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა (ასევე იხილეთ, თავი 2 „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“)
კანზე გამონაყარი, რომელიც შესაძლებელია იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო. მას ახასიათებს კანზე და ორგანიზმის ღრუების (მაგალითად, პირის ღრუს და სასქესო ორგანოების) შიდა ზედაპირზე ბუშტუკების და გამონაყარის წარმოქმნა, პირის ღრუში და/ან სასქესო ორგანოებზე მტკივნეული წყლულები, ამავდროულად ცხელება, ყელის ტკივილი და დაღლილობა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ან ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ღვიძლის გადიდება, ჰეპატიტი (შესაძლებელია პროგრესირებდეს ღვიძლის უკმარისობამდე), სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის მატება (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით - DRESS სინდრომი) (იხილეთ, თავი 2).
კანზე გავრცელებული გამონაყარი.
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციებია. თუ გამოგივლინდათ რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ადენურიკიზე. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.
ასეთი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები საკმაოდ იშვიათია.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია გამოუვლინდეს 10 პაციენტიდან არაუმეტეს ერთს):
ღვიძლის ანალიზის შედეგებში დარღვევა
ფაღარათი
თავის ტკივილი
გამონაყარი (მათ შორის გამონაყარის სხვადასხვა ტიპი. იხილეთ ქვემოთ წარმოდგენილი თავები „არახშირი გვერდითი მოვლენები“ და „იშვიათი გვერდითი მოვლენები“)
გულისრევა
პოდაგრის სიმპტომების მატება
ადგილობრივი შეშუპება, რომელიც დაკავშირებულია ქსოვილებში სითხის შეკავებასთან (ედემა)
თავბრუსხვევა, გაბრუების შეგრძნება
სუნთქვის გაძნელება
ქავილი
ხელების და ფეხების ტკივილი, კუნთების/სახსრების ტკივილი/მუდმივი ტკივილი
დაღლილობის შეგრძნება
სხვა გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ:
არახშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია გამოუვლინდეს 100 პაციენტიდან არაუმეტეს ერთს):
მადის დაქვეითება, სისხლში შაქრის დონის ცვლილებები (დიაბეტი) (ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს ძლიერი წყურვილი), სისხლში ლიპიდების დონის მატება, წონაში მატება
სქესობრივი ლტოლვის დაკარგვა
ჩაძინების გაძნელება, ძილიანობა
დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება, მგრძნობელობის დაქვეითება ან ცვლილება (ჰიპოსთეზია, ჰემიპარეზი ან პარესთეზია), გემოს აღქმის ცვლილება, სუნის აღქმის დაქვეითება (ჰიპოსმია)
ელექტროკარდიოგრამაზე (გულის ელექტროაქტივობის აღრიცხვა) დარღვევის სიმპტომები, არათანაბარი ან სწრაფი გულისცემა, საკუთარი გულისცემის შეგრძნება (პალპიტაცია)
სიწითლე ან წამოხურება (მაგალითად, სახეზე და ყელზე სიწითლე) , არტერიული წნევის მატება, სისხლდენა (ჰემორაგია, ვლინდება მხოლოდ პაციენტებთან, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას სისხლის დაავადებების გამო)
ხველა, მკერდში დისკომფორტი ან ტკივილი, ცხვირის ღრუს და/ან ყელის ანთება (ზედა სასუნთი გზების ინფექცია), ბრონქიტი, ქვედა სასუნთი გზების ინფექცია
პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი/დისკომფორტი ან აირები, ზედა აბდომინალურ მიდამოში ტკივილი, გულძმარვა/მონელების პრობლემა, ყაბზობა, კუჭის მოქმედების გახშირება, ღებინება, კუჭში დისკომფორტი
ჭინჭრის ციება, კანზე ანთება, კანის ფერის ცვლილება, კანქვეშ წერტილის ფორმის სისხლჩაქცევები, კანზე წითელი, პატარა, სწორი ლაქები, კანზე უბნები ოდნავ ამობურცული, პატარა, წითელი გამონაყარით, კანზე წითელი და ლაქებიანი უბნები, რომელიც შედგება ბუშტუკებისგან, ძლიერი ოფლიანობა, ღამით ოფლიანობა, კეროვანი ალოპეცია, კანზე სიწითლე, ფსორიაზი, ეგზემა, სხვა ტიპის კანის დაავადებები
კუნთების კრამპი, კუნთების სისუსტე, სახსრის ანთება, რომელიც, როგორც წესი, ვლინდება ტკივილთან, შეშუპებასთან და/ან შებოჭილობასთან ერთად (ბურსიტი ან ართრიტი), ზურგის ტკივილი, კუნთების სპაზმი, კუნთების და სახსრების შებოჭილობა
შარდში სისხლი, ჩვეულებრივზე ხშირი შარდვა, შარდის ანალიზის შედეგებში დარღვევა (შარდში ცილის დონის მატება), თირკმლების გამართული ფუნქციონირების უნარის დაქვეითება, საშარდე გზების ინფექცია
მკერდში ტკივილი, მკერდში დისკომფორტი
ნაღვლის ბუშტში ან სანაღვლე არხში კენჭი (ქოლელითიაზი)
სისხლში თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) დონის მატება
სისხლის ქიმიურ ანალიზში ან სისხლის უჯრედების ან სისხლში თრომბოციტების რაოდენობის ცვლილება (სისხლის ანალიზის შედეგებში დარღვევები)
თირკმლის კენჭები
ერექციის პრობლემები
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დაქვეითება
მხედველობის ცვლილებები ან დაბინდული მხედველობა
ტინიტუსი
სურდო
პირის ღრუში დაზიანება
პანკრეასის ანთება (სიმპტომებია მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება)
მოშარდვის უეცარი სურვილი
ტკივილი
სისუსტე
INR-ის (საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება, სისხლის შედედების ვადა) დონის მატება
სხეულზე სისხლჩაქცევები
ტუჩების შეშუპება
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია გამოუვლინდეს 1000 პაციენტიდან არაუმეტეს ერთს):
კუნთის დაზიანება, რომელიც იშვიათად შესაძლებელია იყოს სერიოზული. შესაძლებელია გამოიწვიოს კუნთის პრობლემები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამავდროულად თავს გრძნობთ ცუდად და მომატებული გაქვთ ტემპერატურა, ამისი მიზეზი შესაძლებელია იყოს კუნთის დაშლა. თუ გექნებათ კუნთების ტკივილი, მგრძნობელობის მატება ან სისუსტე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს
კანის ღრმა შრეებში (განსაკუთრებით ტუჩების, თვალების, სასქესო ორგანოების, ხელების, ფეხების ან ენის ირგვლივ) წარმოქმნილი ძლიერი შეშუპება და სუნთქვის უეცარი გაძნელება
კანზე წითელას მსგავსი გამონაყარი, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ღვიძლის გადიდება, ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება - შესაძლებელია პროგრესირებდეს ღვიძლის უკმარისობამდე), მაღალი ტემპერატურა სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის მატებასთან ერთად (სისხლის უჯრედების მატება ეოზინოფილიასთან ერთად ან ეოზინოფილიის გარეშე)
სხვადასხვა ტიპის გამონაყარი (მაგალითად, გამონაყარი თეთრი ლაქებით, ბუშტუკებით, ანთებითი ბუშტუკებით, კანზე გამონაყარით, წითურას მსგავსი გამონაყარით), გავრცელებული სიწითლე (ერითემა), კანის ნეკროზი და კანზე სითხით სავსე ბუშტუკები (ბულოზური ეპიდერმოლიზი) და ლორწოვანი გარსის ქსოვილების აშრევება, შედეგად კანის აქერცვლა (ექსფოლიაცია) და სავარაუდო შოკური მდგომარეობა (სეფსისი - სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
გაღიზიანება
წყურვილი
წონაში კლება, მადის მატება, წონის უკონტროლო დაკარგვა (ანორექსია)
ჰემოგრამაში ერითროციტების, ლეიკოციტების ან თრომბოციტების რაოდენობის ნორმაზე მეტად დაქვეითება
თირკმლის ანთებიდან გამომდინარე შარდის რაოდენობის ცვლილება ან შემცირება (ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი)
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
კანის გაყვითლება (სიყვითლე)
შარდის ბუშტის ანთება
ღვიძლის დაზიანება
სისხლში კრეატინფოსფოკინაზას (ორგანიზმში არსებული გარკვეული ტიპის ფერმენტი) დონის მატება
უეცარი კარდიული სიკვდილი
ანემია
დეპრესია
ძილის დარღვევები
გემოს აღქმის შეგრძნების დაქვეითება
წვის შეგრძნება
ვერტიგო (თავბრუსხვევა და დეზორიენტაცია)
სისხლის მიმოქცევის დარღვევა
ფილტვის ინფექცია
პირის ღრუში ინფექცია
საჭმლის მომნელებელ ტრაქტში პერფორაცია
როტატორული მანჟეტის სინდრომი (მხრის ძვლის და მხრის შემაერთებელი კუნთების გაგლეჯა)
რევმატიული პოლიმიალგია (კუნთების რევმატიზმი ტკივილით და ანთებით)
წამოხურება
თვალის სისხლძარღვების დახშვის გამო მხედველობის უეცარი დაკარგვა
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ფებუქსოსტატზე ან პრეპარატის შემადგენელ სხვა რომელიმე ნივთიერებაზე.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ადენურიკი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით:
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ადენურიკის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს:
თუ ადრე გქონდათ ან ამჟამად გაქვთ გულის უკმარისობა ან გულის პრობლემები (მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, გულის სპაზმი და ა.შ.)
თუ ადრე გქონდათ ან ამჟამად გაქვთ თირკმლის დაავადება და/ან ალოპურინოლზე (პოდაგრის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი) სერიოზული ალერგიული რეაქცია.
თუ ადრე გქონდათ ან ამჟამად გაქვთ ღვიძლის დაავადება ან ღვიძლის ფუნქციურ ტესტებში დარღვევები
თუ იტარებთ მკურნალობას ლეშ-ნიჰანის სინდრომიდან (იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც სისხლში არის დიდი რაოდენობით შარდმჟავა) გამომდინარე შარდმჟავას მაღალი დონის გამო
თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები
თუ ადენურიკზე გექნებათ ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის გამოყენება (ასევე იხილეთ, თავი 4). ალერგიული რეაქციების სავარაუდო სიმპტომები შესაძლებელია იყოს:
კანზე გამონაყარი, ქავილი, მათ შორის ძლიერი ფორმები (მაგალითად, ბუშტუკები, კვანძები, ექსფოლიაციური გამონაყარი ქავილით)
ხელების, ფეხების ან სახის შეშუპება
სუნთქვის გაძნელება
ცხელება ლიმფური კვანძების გადიდებასთან ერთად
სიცოცხლისთვის სახიფათო სერიოზული ალერგიული რეაქციები, რომელიც ვლინდება ამავე დროს გულის და სუნთქვის გაჩერებით.
შესაძლებელია თქვენმა ექიმმა მიიღოს გადაწყვეტილება ადენურიკით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ.
ცნობილია ადენურიკის გამოყენებისას იშვიათად, პოტენციურად სიცოცხლისთვის სახიფათო გამონაყარი კანზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი). ეს მდგომარეობა დასაწყისში ვლინდება უმეტესად სხეულზე ბუშტუკებით, ცენტრში ბუშტუკთან ერთად მოწითალო, სამიზნის მსგავსი ლაქების ან წრის ფორმის ლაქების სახით. ამასთანავე შესაძლებელია გამოვლინდეს პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებში წყლულები და კონიუნქტივიტი (თვალების სიწითლე და შეშუპება). გამონაყარი შესაძლებელია პროგრესირებდეს კანზე გავრცელებულ ბუშტუკებამდე ან აქერცვლამდე.
თუ ფებუქსოსტატის გამოყენებისას განვითარდა სტივენს-ჯონსონის სინდრომი, დაუშვებელია ადენურიკის ხელახლა მიღება. თუ განვითარდება გამონაყარი ან კანის სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და აცნობეთ, რომ თქვენ იღებთ ამ პრეპარატს.
თუ ამჟამად გაქვთ პოდაგრის შეტევა (უეცრად დაწყებული სახსრის ძლიერი ტკივილი, მგრძნობელობა, სიწითლე, სიმხურვალე და შეშუპება), ადენურიკით პირველად მკურნალობის დაწყებამდე დაელოდეთ, სანამ გაივლის პოდაგრის შეტევა.
ზოგ პაციენტს შარდმჟავას დონის დამარეგულირებელი ზოგიერთი პრეპარატის დაწყებისას შესაძლებელია აღენიშნებოდეს პოდაგრის შეტევა. გამწვავება ყველას არ აღენიშნება, მაგრამ შესაძლებელია გამწვავება მოხდეს ადენურიკის მიღების შემთხვევაშიც, განსაკუთრებით მკურნალობის პირველ კვირებში ან თვეებში. მნიშვნელოვანია, განაგრძოთ ადენურიკის გამოყენება გამწვავების შემთხვევაშიც კი, რადგანაც ადენურიკს ამ დროსაც ექნება შარდმჟავას დამაქვეითებელი ეფექტი. თუ განაგრძობთ ყოველდღიურად ადენურიკის მიღებას, დროთა განმავლობაში პოდაგრის გამწვავება მოხდება უფრო იშვიათად და ნაკლებად მტკივნეული იქნება.
დიდი ალბათობით თქვენი ექიმი გამწვავების სიმპტომების (როგორიცაა სახსრის ტკივილი და შესიება) წინააღმდეგ ან მკურნალობისთვის დახმარების მიზნით დანიშნავს სხვა პრეპარატებსაც.
თქვენმა ექიმმა შესაძლებელია მოითხოვოს სისხლის ანალიზის ჩატარება, რათა გააკონტროლოს, ნორმალურად ფუნქციონირებს თუ არა ღვიძლი.
ადენურიკის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ადენურიკი მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან ან საკვებისგან დამოუკიდებლად.
სიფრთხილის ზომები
გულ-სისხლძარღვთა დარღვევები
პროდუქტის წარმოების დროს და პოსტმარკეტინგულ CARES კვლევაში, ფებუქსოსტატით დაფიქსირდა ფატალური გულ-სისხლძარღვთა მოვლენების უფრო მეტი რაოდენობა ალოპურინოლთან შედარებით ადრე არსებული ძირითადი გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებში (მაგ. მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი ან არასტაბილური სტენოკარდია).
თუმცა, ავტორიზაციის შემდგომ FAST კვლევაში, რომელიც ჩატარდა ამ კვლევის შემდეგ, ფებუქსოსტატი არ ჩამორჩებოდა ალოპურინოლს, როგორც ფატალური, ისე არალეტალური გულ-სისხლძარღვთა მოვლენების სიხშირის თვალსაზრისით.
პაციენტების ამ ჯგუფის მკურნალობა უნდა ჩატარდეს ფრთხილად და საჭიროა პაციენტების ჯგუფის რეგულარულად მონიტორინგი. (ფებუქსოსტატის გულ-სისხლძარღვთა უსაფრთხოების შესახებ დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ ნაწილი 4.8 და ნაწილი 5.1.)
ალერგია/ჰიპერმგრძნობელობა სამკურნალო პროდუქტის მიმართ
სერიოზული ალერგიული/ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების იშვიათი შეტყობინებები შეგროვდა პრეპარატის გაყიდვის შემდეგ, მათ შორის სიცოცხლისათვის საშიში სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და მწვავე ანაფილაქსიური რეაქცია/შოკი. უმეტეს შემთხვევაში, ეს რეაქციები განვითარდა ფებუქსოსტატით მკურნალობის პირველ თვეში. ამ პაციენტებიდან ზოგიერთმა, თუმცა არა ყველამ, განაცხადა, რომ მათ ადრე ჰქონდათ თირკმლის უკმარისობა და/ან ალოპურინოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. ზოგიერთ შემთხვევაში, მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები დაკავშირებულია ცხელებასთან, ჰემატოლოგიურ მოვლენებთან, თირკმელების ან ღვიძლის ჩართულობასთან, მათ შორის ვლინდება წამლის რეაქცია ეოზინოფილიასთან და სისტემურ სიმპტომებთან (DRESS). პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებული ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და ყურადღებით უნდა აკონტროლონ ალერგიული რეაქციები/ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (იხ. ნაწილი 4.8). ფებუქსოსტატით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ განვითარდება სერიოზული ალერგიული რეაქციები/ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, რადგან პრეპარატის ადრეული შეწყვეტა იძლევა უკეთესი პროგნოზის საშუალებას. ფებუქსოსტატით თერაპია არასოდეს უნდა განახლდეს პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდებათ ალერგიული რეაქციები/ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და მწვავე ანაფილაქსიური რეაქცია/შოკი.
პოდაგრის მწვავე შეტევები (პოდაგრის გამწვავება)
ფებუქსოსტატით მკურნალობა არ უნდა დაიწყოს მანამ, სანამ პოდაგრის მწვავე შეტევა მთლიანად არ ჩაცხრება. პოდაგრის გამწვავება შეიძლება მოხდეს მკურნალობის დაწყებისას შრატში შარდმჟავას დონის ცვლილებისა და ქსოვილის დეპოზიტებიდან ურატის მობილიზაციის შედეგად. (იხ. ნაწილი 4.8. და 5.1). ფებუქსოსტატით მკურნალობის დასაწყისში რეკომენდებულია გამწვავების პროფილაქტიკა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ან კოლხიცინით მინიმუმ 6 თვის განმავლობაში (იხ. ნაწილი 4.2). თუ ფებუქსოსტატით მკურნალობის დროს პოდაგრის გამწვავებას აქვს ადგილი, პრეპარატი არ უნდა შეწყდეს. პოდაგრის გამწვავების მკურნალობა უნდა დაინიშნოს ერთდროულად, როგორც საჭიროა პაციენტისთვის. ფებუქსოსტატით უწყვეტი მკურნალობა ამცირებს პოდაგრის გამწვავების სიხშირეს და სიმძიმეს.
ქსანტინის დეპონირება
ურატების წარმოქმნის მკვეთრად გაზრდილი სიჩქარის მქონე პაციენტებში (მაგ. ავთვისებიანი დაავადება და მისი მკურნალობა, ლეშ-ნიჰანის სინდრომი), იშვიათ შემთხვევებში შარდში ქსანტინის აბსოლუტური კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს საკმარისად, რათა მოხდეს დეპონირება საშარდე გზებში. ვინაიდან ფებუქსოსტატის გამოცდილება არ არსებობს, ამ პოპულაციებში გამოყენება არ არის რეკომენდებული.
მერკაპტოპურინი/აზათიოპრინი
ფებუქსოსტატის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ მერკაპტოპურინით/აზათიოპრინით, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში მერკაპტოპურინის/აზათიოპრინის კონცენტრაციის მომატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ტოქსიკურობა, როგორიცაა ქსანტინ ოქსიდაზას ინჰიბირება ფებუქსოსტატით. ადამიანებში ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. თუ კომბინაციის გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, რეკომენდებულია მერკაპტოპურინის ან აზათიოპრინის დოზის შემცირება. ვირთაგვებში ჩატარებული პრეკლინიკური კვლევის მონაცემების მოდელირებასა და სიმულაციური ანალიზის საფუძველზე, მერკაპტოპურინის/აზათიოპრინის დოზა უნდა შემცირდეს 20%-მდე ან ნაკლებზე ადრე დანიშნულ დოზაზე ფებუქსოსტატთან ერთად გამოყენებისას, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო ჰემატოლოგიური ეფექტები (იხილეთ ნაწილი 4.5 და 5.3). საჭიროა პაციენტების მჭიდრო მონიტორინგი და შემდგომში მერკაპტოპურინის/აზათიოპრინის დოზის კორექტირება თერაპიული პასუხის შეფასების და შესაძლო ტოქსიკური ეფექტების დაწყების საფუძველზე.
ორგანოთა ტრანსპლანტანტის მიმღებები
ვინაიდან არ არსებობს ორგანოთა გადანერგვის მიმღებებში გამოყენების გამოცდილება, ამ პაციენტებში ფებუქსოსტატის გამოყენება არ არის რეკომენდებული (იხ. ნაწილი 5.1).
თეოფილინი
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა ფებუქსოსტატი 80 მგ-ის და თეოფილინი 400 მგ -ის (ერთჯერადი დოზა) ერთობლივად შეყვანისას ჯანმრთელ მოხალისეებში (იხ. ნაწილი 4.5).
ფებუქსოსტატი 80 მგ შეიძლება გამოყენებულ იქნას პაციენტებში, რომლებიც იღებენ თანმხლები თეოფილინის თერაპიას პლაზმაში თეოფილინის დონის გაზრდის რისკის გარეშე. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი ფებუქსოსტატის 120 მგ-ის გამოყენების შესახებ.
ღვიძლის დარღვევები
მე-3 ფაზის კომბინირებული კვლევების დროს, ღვიძლის ფუნქციის ტესტის მსუბუქი დარღვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ფებუქსოსტატით (5.0%). ღვიძლის ფუნქციის ტესტირება რეკომენდირებულია ფებუქსოსტატით თერაპიის დაწყებამდე და შემდგომ პერიოდულად კლინიკური შეფასების საფუძველზე (იხ. ნაწილი 5.1).
ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები
გრძელვადიან ღია ეტიკეტირებულ გაფართოებულ კვლევებში, TSH-ის მომატებული მნიშვნელობები (>5,5 μIU/მლ) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ხანგრძლივ მკურნალობას ფებუქსოსტატით (5,5%). სიფრთხილეა საჭირო ფარისებრი ჯირკვლის შეცვლილი ფუნქციის მქონე პაციენტებში ფებუქსოსტატის გამოყენებისას (იხ. ნაწილი 5.1).
ლაქტოზა
ფებუქსოსტატის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა გალაქტოზას შეუწყნარებლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, ლაპ ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზაგალაქტოზის მალაბსორბციით არ უნდა გამოიყენონ ეს წამალი.
ნატრიუმი
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებს (23 მგ) ნატრიუმს თითო ტაბლეტზე; ასე რომ, ის ფაქტობივად არ შეიცავს ნატრიუმს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მერკაპტოპურინი/აზათიოპრინი
ქსანტინ ოქსიდაზას (XO) ინჰიბირებაზე ფებუქსოსტატის მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. ფებუქსოსტატის მიერ XO-ს დათრგუნვამ შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეპარატების პლაზმური კონცენტრაციის მომატება, რაც იწვევს ტოქსიკურობას (იხ. ნაწილი 4.4). ფებუქსოსტატის წამლებთან ურთიერთქმედების კვლევები XO-ით მეტაბოლიზებულ წამლებთან (თეოფილინის გარდა) ადამიანებში არ ჩატარებულა.
ვირთაგვებზე ჩატარებული პრეკლინიკური კვლევის მონაცემების მოდელირება და სიმულაციური ანალიზი მიუთითებს, რომ მერკაპტოპურინის/აზათიოპრინის დოზა უნდა შემცირდეს 20%-მდე ან უფრო ნაკლებზე ადრე დანიშნულ დოზაზე, თუ იგი გამოიყენება ფებუქსოსტატთან ერთდროულად (იხ. ნაწილი 4.5 და 5.3). ფებუქსოსტატის წამლის ურთიერთქმედების კვლევები ციტოტოქსიურ ქიმიოთერაპიასთან არ ჩატარებულა. არ არსებობს მონაცემები ფებუქსოსტატის უსაფრთხოების შესახებ ციტოტოქსიური თერაპიის დროს.
როსიგლიტაზონი/CYP2C8 სუბსტრატები
ნაჩვენებია, რომ ფებუქსოსტატი არის CYP2C8-ის სუსტი ინჰიბიტორი in vitro. ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევაში, 120 მგ ფებუქსოსტატის დღიურმა მიღებამ 4 მგ როზგლიტაზონის ერთჯერადი პერორალური დოზით არ იმოქმედა როსიგლიტაზონის და მისი მეტაბოლიტის N-დესმეთილ როსიგლიტაზონის ფარმაკოკინეტიკაზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ფებუქსოსტატი არ არის CYP2C8 ფერმენტის ინჰიბიტორი in vivo. ამიტომ, თუ ფებუქსოსტატი მიიღება როსიგლიტაზონთან ან სხვა CYP2C8 სუბსტრატებთან ერთდროულად, ამ ნაერთებისთვის დოზის კორექცია არ არის საჭირო.
თეოფილინი
იმის შესაფასებლად, იწვევს თუ არა XO ინჰიბირებას მოცირკულირე თეოფილინის დონის მატება, როგორც მოხსენებულია სხვა XO ინჰიბიტორებთან, ჩატარდა ფებუქსოსტატთან ურთიერთქმედების კვლევა ჯანმრთელ მოხალისეებში. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ფებუქსოსტატის 80 მგ ყოველდღიური მიღება თეოფილინის 400 მგ ერთჯერადი დოზის მიღებასთან ერთად არ იმოქმედებს თეოფილინის ფარმაკოკინეტიკაზე. აქედან გამომდინარე, არ არის მითითებული კონკრეტული გაფრთხილება ფებუქსოსტატის 80 მგ და თეოფილინის ერთდროულ გამოყენებასთან დაკავშირებით. მონაცემები ფებუქსოსტატის 120 მგ-ზე არ არის ხელმისაწვდომი.
ნაპროქსენი და სხვა გლუკურონიდაციის ინჰიბიტორები
ფებუქსოსტატის მეტაბოლიზმი დამოკიდებულია ურიდინ-გლუკურონოსილ ტრანსფერაზას (UGT) ფერმენტებზე. მედიკამენტებმა, რომლებიც აფერხებენ გლუკურონიდაციას, როგორიცაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და პრობენეციდი, თეორიულად შეიძლება გავლენა იქონიონ ფებუქსოსტატის ელიმინაციაზე. ჯანმრთელ მოხალისეებში ფებუქსოსტატისა და ნაპროქსენის 250 მგ ორჯერ დღეში ერთდროული გამოყენება დაკავშირებული იყო ფებუქსოსტატის ექსპოზიციის გაზრდასთან (Cmax 28%, AUC 41% და t1/2 26%). კლინიკურ კვლევებში ნაპროქსენი ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები/კოქს-2 ინჰიბიტორების გამოყენება არ იყო დაკავშირებული გვერდითი მოვლენების კლინიკურად მნიშვნელოვან ზრდასთან. ფებუქსოსტატი შეიძლება დაინიშნოს ნაპროქსენთან ერთად და დოზის კორექცია არ არის საჭირო ფებუქსოსტატისა და ნაპროქსენისთვის.
გლუკურონიდაციის ინდუქტორები
UGT ფერმენტების ძლიერმა ინდუქტორებმა შეიძლება გამოიწვიონ მეტაბოლიზმის გაზრდა და ფებუქსოსტატის ეფექტურობის დაქვეითება. ამიტომ, შრატის შარდმჟავას მონიტორინგი რეკომენდებულია ძლიერი გლუკურონიდაციის ინდუქტორით მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ. პირიქით, ინდუქტორთან მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ფებუქსოსტატის პლაზმური დონის მატება.
კოლხიცინი/ინდომეტაცინი/ჰიდროქლორთიაზიდი/ვარფარინი
ფებუქსოსტატი შეიძლება დაინიშნოს კოლხიცინთან ან ინდომეტაცინთან ერთად და დოზის კორექცია არ არის საჭირო ფებუქსოსტატისთვის ან ერთდროულად შეყვანილი აქტიური ნივთიერებისთვის. ფებუქსოსტატის დოზის კორექცია საჭირო არ არის ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად მიღებისას.
ვარფარინის დოზის კორექცია არ არის საჭირო ფებუქსოსტატთან ერთად მიღებისას. ვარფარინის და ფებუქსოსტატის (80 მგ ან 120 მგ დღეში ერთხელ) ერთად გამოყენებამ არ იმოქმედა ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე ჯანმრთელ მოხალისეებში. INR და VII ფაქტორის აქტივობაზე ასევე არ იმოქმედა ფებუქსოსტატთან ერთდროულმა გამოყენებამ.
დეზიპრამინი/CYP2D6 სუბსტრატები
ნაჩვენებია, რომ ფებუქსოსტატი არის CYP2D6-ის სუსტი ინჰიბიტორი in vitro. ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევაში 120 მგ ადენურიკი დღეში იწვევდა CYP2D6 სუბსტრატის, დეზიპრამინის AUC-ს ზრდას საშუალოდ 22%-ით, რაც მიუთითებს ფებუქსოსტატის CYP2D6 ფერმენტზე პოტენციურ სუსტ ინჰიბიტორულ ეფექტზე in vivo. ამიტომ, თუ ფებუქსოსტატი გამოიყენება სხვა CYP2D6 -სუბსტრატებთან ერთად, ამ ნაერთებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ანტაციდები
ნაჩვენებია, რომ მაგნიუმის ჰიდროქსიდის და ალუმინის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდის ერთდროული მიღება ანელებს ფებუქსოსტატის შეწოვას (დაახლოებით 1 საათი) და იწვევს Cmax-ის 32%-ით შემცირებას, მაგრამ AUC-ში მნიშვნელოვანი ცვლილება არ დაფიქსირებულა. ამიტომ, ფებუქსოსტატის მიღება შესაძლებელია ანტაციდების გამოყენებისას სიფრთხილის გარეშე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ არის ცნობილი, არის თუ არა საზიანო ადენურიკი ნაყოფისთვის. არ შეიძლება ადენურიკის გამოყენება ორსულობის დროს.
თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუს აწოვებთ, თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რეკომენდაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ არის ცნობილი, გადადის თუ არა ადენურიკი დედის რძეში. თუ ბავშვს აწოვებთ ძუძუს ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, თქვენთვის არ შეიძლება ადენურიკის გამოყენება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ დაგავიწყდეთ, რომ მკურნალობის დროს შესაძლებელია გქონდეთ გაბრუების შეგრძნება, ძილიანობა, დაბინდული მხედველობა, დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება. ამ შემთხვევაში არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება ან მექანიზმი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადენურიკის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ადენურიკის ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზას (გარკვეული სახეობის შაქარი). თუ ადრე ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ამ პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
თუ იყენებთ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ რომელიმე ქვემოთ მითითებულ ნივთიერებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, რადგან ამ ნივთიერებებს შესაძლებელია ახასიათებდეთ ურთიერთქმედება ადენურიკთან და თქვენმა ექიმმა მოითხოვოს საჭირო ზომების მიღება:
მერკაპტოპურინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ)
აზათიოპრინი (გამოიყენება იმუნური პასუხის დასაქვეითებლად)
თეოფილინი (გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ)
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ადენურიკის შენახვა
ადენურიკი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, თავის შეფუთვაში.
შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ ადენურიკი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ადენურიკი, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
სს მენარინი ილაჩ სან. ვე თიჯ. მასლაქის უბანი, სუმერის ქუჩა №:4 მასლაქის საოფისე შენობა, სართული: 7-8 34485 მასლაქი, სარიერი/სტამბოლი
წარმოების ადგილი: სს მენარინი საღლიქ ვე ილაჩ სანაი თიჯარეთ. დავუთფაშას გამზირი №:12, (34010) თოფქაფი - სტამბოლი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 02.03.2023 წელს.
201530.01-AR
შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტები: ფებუქსოსტატი 80 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა (მონოჰიდრატის სახით) 76.50 მგ, ნატრიუმის კროსკარმელოზა 25.0 მგ. დამხმარე ნივთიერებებისთვის იხ. ნაწილი 6.1.
- წამლის ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
ღია ყვითელიდან ყვითელამდე, გარსით დაფარული, კაფსულის ფორმის ტაბლეტები ერთ მხარეს გრავირებით "80".
შენახვის პირობები
36 თვე.
- 4. შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.
- 5. შეფუთვის ფორმა და შემცველობა
გამჭვირვალე (Aclar/PVC/Aluminum) ბლისტერი, რომელიც შეიცავს 14 ტაბლეტს.
ადენურიკი 80 მგ წარმოდგენილია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 28 შემოგარსულ ტაბლეტს.
- 6. ადამიანური გამოყენების სამკურნალო პროდუქტის ნარჩენების განადგურება და სხვა სპეციალური ღონისძიებები
გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის დებულების“ და „შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის წესების“ შესაბამისად.
- ლიცენზიის მფლობელი
მენარინი İlaç Sanayi ve Tic. A.Ş.
მასლაკ მაჰ. ზუემერ სოკ. №: 4 მასლაკის ოფისის შენობა (MOB)
სართული: 7-8 34485 მასლაკი, სარიერი/სტამბოლი
ტელ.: 0 212 467 11 11
ფაქსი: 0 212 467 12 12
- ლიცენზიის ნომერი
2016/639
- პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი:
პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი: 09.09.2016
ლიცენზიის განახლების თარიღი:
- სამედიცინო პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციის ტექსტის განახლების თარიღი
2023 წლის მარტი
თარგმანი სწორია:
ფარმაკოლოგიური თვისებები
პოდაგრის საწინააღმდეგო პრეპარატები, შარდმჟავას გამომუშავების ინჰიბირება
ათქ კოდი: M04AA03
მოქმედების მექანიზმი
არდმჟავა არის ადამიანებში პურინის მეტაბოლიზმის საბოლოო პროდუქტი და წარმოიქმნება ჰიპოქსანტინის® ქსანტინის® შარდმჟავას კასკადში. ზემოთ ნახსენები ტრანსფორმაციების ორივე ეტაპი კატალიზებულია ქსანტინ ოქსიდაზას (XO) მიერ. ფებუქსოსტატი არის 2-არილთიაზოლის წარმოებული, რომელიც აღწევს თავის თერაპიულ ეფექტს (შრატში შარდმჟავას დონის დაქვეითება) XO-ს შერჩევითი ინჰიბირებით. ფებუქსოსტატი არის XO-ს (NPSIXO) ძლიერი, არაპურინული სელექციური ინჰიბიტორი, ინ ვიტრო ინჰიბიციის Ki მნიშვნელობით 1 ნანომოლარზე ნაკლები. ნაჩვენებია, რომ ფებუქსოსტატი ძლიერად აფერხებს XO-ს როგორც დაჟანგულ, ასევე შემცირებულ ფორმებს. ფებუქსოსტატი არ აინჰიბირებს სხვა ფერმენტებს, რომლებიც მონაწილეობენ პურინის ან პირიმიდინის მეტაბოლიზმში (გუანინ დეამინაზა, ჰიპოქსანტინ გუანინ-ფოსფორიბოზილ-ტრანსფერაზა, ოროტატ ფოსფო-რიბოზილტრანსფერაზა, ოროტიდინ მონოფოსფატ-დეკარბოქსილაზა ან პურინის ნუკლეოზიდის ფოსფორილაზის კონცენტრაცია).
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ადენურიკის ეფექტურობა გამოვლინდა სამ ფაზის 3 ძირითად კვლევაში (ორი ძირითადი APEX და FACT კვლევა და დამატებითი CONFIRMS კვლევა (ქვემოთ განსაზღვრული)), რომელშიც მონაწილეობდა 4101 პაციენტი ჰიპერურიკემიით და პოდაგრით. მე-3 ფაზის თითოეულ საკვანძო კვლევაში დაფიქსირდა ადენურიკის უპირატესობა ალოპურინოლის მიმართ შრატში შარდმჟავას დონის შემცირებისა და შენარჩუნებაში. APEX და FACT კვლევებში პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილი იყო პაციენტების პროპორცია 3-თვიანი შრატის შარდმჟავას დონეებით <6.0 მგ/დლ (357 მკმოლ/ლ). დასკვნები თარიღდება ადენურიკის პირველი მარკეტინგული ავტორიზაციის შემდეგ. პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილი დამატებით ფაზაში 3 CONFIRMS კვლევაში, საიდანაც იგი მოგვიანებით იქნა მიღებული, იყო პაციენტების პროპორცია შრატში ურატის დონეებით <6.0 მგ/დლ ბოლო ვიზიტზე. ეს კვლევები არ მოიცავდა არცერთ პაციენტს, რომლებიც იყვნენ ორგანოთა ტრანსპლანტაციის მიმღებები (იხ. ნაწილი 4.2).
APEX კვლევა
ფებუქსოსტატის ალოპურინოლისა და პლაცებოზე კონტროლირებადი ეფექტურობის კვლევა (APEX) იყო მე-3 ფაზა, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, მულტიცენტრული, 28-კვირიანი კვლევა. რანდომიზირებული იყო 1072 პაციენტი: პლაცებო (n=134), ადენურიკი 80 მგ დღეში (n=267), ადენურიკი 120 მგ (n=269), ადენურიკი 240 მგ (n=134) ან ალოპურინოლი (შრატში კრეატინინის საწყისი დონე £1,5 მგ/დლ 300 მგ დღეში [n=258] პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ შრატის კრეატინინი საწყის ეტაპზე [n=258] ან 100 მგ დღეში [n=10] პაციენტებისთვის საწყის შრატში კრეატინინის >1,5 მგ/დლ და £2,0 მგ/დლ). როგორც უსაფრთხოების შეფასების დოზა, გამოყენებული იყო 240 მგ ფებუქსოსტატი (2-ჯერ უმაღლესი რეკომენდებული დოზა).
APEX კვლევაში, ადენურიკის როგორც 80 მგ დღეში, ასევე ადენურიკის 120 მგ დღიური მკურნალობის ჯგუფში აღინიშნა შრატის შარდმჟავას (sUA) დონის შემცირება 6 მგ/დლ (357 μmol/L) ქვემოთ. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა დაფიქსირდა 300 მგ (n = 258)/100 მგ (n = 10) ალოპურინოლის ტრადიციულად გამოყენებულ დოზებთან შედარებით. (იხ. ცხრილი 1 და სურათი 1).
FACT კვლევა
ფებუქსოსტატის ალოპურინოლის კონტროლირებადი კვლევა (FACT) იყო 3 ფაზა, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, მულტიცენტრული, 52-კვირიანი კვლევა. 760 პაციენტი იყო რანდომიზირებული: გაკეთდა ადენურიკი 80 მგ (n=256), ადენურიკი 120 მგ (n=251) ან ალოპურინოლი 300 მგ (n=253) დღეში.
FACT კვლევაში, იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება sUA დონის შემცირებასა და შენარჩუნებაში 6 მგ/დლ (357 მკმოლ/ლ) ქვემოთ ორივე ადენურიკი 80 მგ და ადენურიკი 120 მგ სამკურნალო ჯგუფში 300 მგ სამკურნალო ჯგუფთან შედარებით, რაც არის ტრადიციულად გამოყენებული ალოპურინოლის დოზა. დაფიქსირდა ადენურიკის მნიშნელოვანი უპირატესობა.
პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილის შედეგები შეჯამებულია ცხრილში 1:
ცხრილი 1 პაციენტების პროპორცია შრატში შარდმჟავას დონეებით <6.0 მგ/დლ (357 მკმოლ/ლ) ბოლო ტრიმესტრში ვიზიტებზე
კვლევა
ადენური 80 მგ QD
ადენური 120 მგ QD
ალოპურინოლი 300/ 100 მგ QD1
APEX (28 კვირა)
48%* (n=262)
65% *, # (n=269)
22% (n=268)
FACT
53%*
62%*
21%
(52 კვირა)
(n=255)
(n=250)
(n=251)
საერთო
51 %*
63 %*, #
22 %
შედეგები
(n=517)
(n=519)
(n=519)
1 მოხალისეების შედეგები, რომლებიც იღებდნენ 100 მგ QD (n=10: პაციენტები შრატის კრეატინინის დონეებით >1.5 და £2.0 მგ/დლ) ან 300 მგ QD (n=509) გაერთიანდა ანალიზებისთვის.
- p<0.001 vs. ალოპურინოლი # p<0.001 vs. 80 მგ QD: დღიური დოზა
ადენურიკის შრატში შარდმჟავას დონის შემცირების უნარი იყო სწრაფი და მდგრადი. მე-2 კვირის ვიზიტზე დაფიქსირდა, რომ შრატის შარდმჟავას დონე დაეცა 6.0 მგ/დლ-ზე (357 მკმოლ/ლ) ქვემოთ და ეს დონე შენარჩუნებული იყო მთელი მკურნალობის განმავლობაში. შრატში შარდმჟავას საშუალო დონეები დროთა განმავლობაში თითოეული მკურნალობის ჯგუფისთვის მე-3 ფაზის ორ ძირითად კვლევაში ნაჩვენებია სურათზე 1.
სურათი 1 შრატში შარდმჟავას საშუალო დონეები მე-3 ფაზის კომბინირებულ კვლევებში
შენიშვნა: 509 პაციენტი იღებდა ალოპურინოლს 300 მგ დღეში; 10 პაციენტი შრატის კრეატინინის დონეებით >1,5 და <2,0 მგ/დლ იღებდა 100 მგ დღეში (268 პაციენტიდან 10 APEX კვლევაში).
240 მგ ფებუქსოსტატი იყო გამოყენებული ფებუქოსტატის უსაფრთხოების შესაფასებლად ორჯერ მაღალი მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზაზე.
CONFIRMS კვლევა: CONFIRMS კვლევა იყო მე-3 ფაზა, რანდომიზებული, კონტროლირებადი, 26-კვირიანი კვლევა, რათა შეეფასებინა 40 მგ და 80 მგ ფებუქსოსტატის უსაფრთხოება და ეფექტურობა 300 მგ ან 200 მგ ალოპურინოლთან შედარებით პოდაგრისა და ჰიპერურიკემიის მქონე პაციენტებში. 2269 პაციენტი იყო რანდომიზირებული: ადენურიკი 40 მგ (n=757), ადენურიკი 80 მგ (n=756) ან ალოპურინოლი 300/200 მგ QD (n=756) დღეში. ცნობილია, რომ პაციენტების სულ მცირე 65%-ს აღენიშნება თირკმელების მსუბუქი და ზომიერი უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30-89 მლ/წთ). პოდაგრის გამწვავების პროფილაქტიკა სავალდებულოა 26 კვირის განმავლობაში.
პაციენტების წილი შრატში ურატის დონეებით <6.0 მგ/დლ (357 მკმოლ/ლ) ბოლო ვიზიტზე იყო 45% ფებუქსოსტატისთვის 40 მგ, 67% ფებუქსოსტატისთვის 80 მგ და 42% ალოპურინოლის 300/200 მგ.
პირველადი საბოლოო წერტილი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების ქვეჯგუფში
APEX კვლევაში, ეფექტურობა შეფასდა 40 პაციენტში თირკმლის უკმარისობით (ანუ საბაზისო შრატის კრეატინინი >1.5 მგ/დლ და £2.0 მგ/დლ). ალოპურინოლის მიმართ რანდომიზებული თირკმლის უკმარისობის მქონე სუბიექტებისთვის დოზის ზედა ზღვარი იყო 100 მგ დღეში. ადენურიკმა მიაღწია თავის პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილს 44% (80 მგ დღეში), 45% (120 მგ დღეში) და 60% (240 მგ დღეში) პაციენტებში, ხოლო 0% ალოპურინოლის 100 მგ დღეში გამოყენებისას და პლაცებო ჯგუფებში. ჯანმრთელ მოხალისეებში, თირკმელების ფუნქციის მიუხედავად, კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა შრატში შარდმჟავას კონცენტრაციის პროცენტულ შემცირებაში (58% თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე ჯგუფში და 55% თირკმლის მძიმე დისფუნქციის მქონე ჯგუფში).
CONFIRMS კვლევაში, პოდაგრისა და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ჩატარებული ანალიზი პერსპექტიულად იყო აღწერილი და აღმოჩნდა, რომ ფებუქსოსტატი აღემატებოდა ალოპურინოლს 300-ს შრატში ურატის დონის შემცირებაში <6 მგ/დლ პაციენტებში პოდაგრით და თირკმელების მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობით (65% კვლევაში მონაწილე პაციენტები) აჩვენა, რომ ის მნიშვნელოვნად უფრო ეფექტურია ვიდრე მგ/200 მგ.
პირველადი საბოლოო წერტილი პაციენტების ქვეჯგუფში sUA 10 მგ/დლ
პაციენტების დაახლოებით 40%-ს (კომბინირებული APEX და FACT კვლევებისთვის) აღენიშნათ საწყისი sUA მნიშვნელობა 10 მგ/დლ. ამ ქვეჯგუფში ადენურიკმა მიაღწია პირველად საბოლოო წერტილს (sUA<6.0 მგ/დლ ბოლო 3 ვიზიტზე) პაციენტების 41% (80 მგ დღეში), 48% (120 მგ დღეში) და 66% (240 მგ დღეში) და 9% და 0% ალოპურინოლის 300 მგ/100 მგ და პლაცებო ჯგუფებში, შესაბამისად.
CONFIRMS კვლევაში, პაციენტების პროპორცია საბაზისო შრატში ურატის დონე 10 მგ/დლ, რომლებმაც მიაღწიეს პირველად საბოლოო წერტილს (sUA<6.0 მგ/დლ ბოლო ვიზიტისას) იყო 27% (66/249) იმ პაციენტებში, რომლებსაც იღებდნენ ფებუქსოსტატს 40 მგ დღესი და ეს იყო 49% (125/254) იმათში, ვინც იღებდა ფებუქსოსტატი 80 მგ დღეში და 31% (72/230) იმათში, ვინც იღებდა ალოპურინოლს 300 მგ/200 მგ დღეში.
კლინიკური შედეგები: პაციენტთა წილი, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობას პოდაგრის გამწვავებისთვის
APEX კვლევა: 8-კვირიანი პროფილაქტიკური პერიოდის განმავლობაში, სუბიექტები, რომლებიც საჭიროებენ პოდაგრის გამწვავების მკურნალობას ფებუქსოსტატით 120 მგ მკურნალობის ჯგუფში მაჩვენებელი (36%) იყო უფრო მაღალი ვიდრე ფებუქსოსტატი 80 მგ, ალოპურინოლი 300 მგ და პლაცებო ჯგუფებში (28%, 23% და 20%, შესაბამისად). გამწვავებები გაიზარდა პროფილაქტიკური პერიოდის შემდეგ და თანდათან შემცირდა დროთა განმავლობაში. მე-8 და 28 კვირას შორის, სუბიექტების 46%-55%-მა მიიღო მკურნალობა პოდაგრის გამწვავებისთვის. კვლევის ბოლო 4 კვირის განმავლობაში (კვირები 24-28) პოდაგრის გამწვავება დაფიქსირდა მონაწილეთა 15% (ფებუქსოსტატი 80, 120 მგ), 14% (ალოპურინოლი 300 მგ) და 20% (პლაცებო).
FACT კვლევა: 8-კვირიანი პროფილაქტიკური პერიოდის განმავლობაში, სუბიექტების პროპორცია, რომლებიც საჭიროებდნენ პოდაგრის გამწვავების მკურნალობას ფებუქსოსტატით 120 მგ მკურნალობის ჯგუფში (36%) უფრო დიდი იყო, ვიდრე ფებუქსოსტატის 80 მგ და ალოპურინოლის 300 მგ ჯგუფებში (22% და 21%, შესაბამისად). გამწვავების სიხშირე გაიზარდა 8-კვირიანი პროფილაქტიკური პერიოდის შემდეგ და თანდათან შემცირდა დროთა განმავლობაში (8-52 კვირებს შორის, სუბიექტების 64% და 70% საჭიროებდა მკურნალობას პოდაგრის გამწვავებისთვის). კვლევის ბოლო 4 კვირის განმავლობაში (49-52 კვირა) პოდაგრის გამწვავება დაფიქსირდა მოხალისეთა 6-8%-ში (ფებუქსოსტატი 80, 120 მგ) და 11%-ში (ალოპურინოლი 300 მგ). სუბიექტების წილი, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობას პოდაგრის გამწვავებისთვის (APEX და FACT კვლევა) შრატში ურატის საშუალო პოსტ-საწყისი დონით <6.0 მგ/დლ, <5.0 მგ/დლ, ან <4.0 მგ/დლ მკურნალობის პერიოდის ბოლო 32 კვირაში (დიაპაზონი 20-24 კვირიდან 49-52 კვირებამდე) რიცხობრივად უფრო მცირე იყო ჯგუფებში, სადაც საშუალო პოსტ-საწყისი შრატში ურატის დონე აღწევდა 6.0 მგ/დლ.
CONFIRMS კვლევის დროს, პაციენტების პროცენტი, რომლებიც საჭიროებდნენ მკურნალობას პოდაგრის გამწვავებისთვის (დღე 1-დან 6 თვემდე) იყო 31% და 25% ფებუქსოსტატის 80 მგ და ალოპურინოლის ჯგუფებისთვის, შესაბამისად. არ შეინიშნებოდა განსხვავება ფებუქსოსტატის 80 მგ ჯგუფსა და 40 მგ ჯგუფს შორის იმ პაციენტების პროპორციაში, რომლებიც საჭიროებდნენ პოდაგრის გამწვავების მკურნალობას.
გრძელვადიანი, ღია ეტიკეტირების გაფართოების კვლევები
EXCEL-ის კვლევა (C02-021): Excel-ის კვლევა იყო სამწლიანი, მე-3 ფაზა, ღია ეტიკეტირების, მულტიცენტრული, რანდომიზებული, ალოპურინოლით კონტროლირებადი უსაფრთხოების გაფართოების კვლევა პაციენტებში, რომლებმაც დაასრულეს მე-3 ფაზის ძირითადი კვლევები (APEX ან FACT). კვლევაში ჩართული იყო სულ 1086 პაციენტი: ადენურიკი 80 მგ დღეში (n=649), ადენურიკი 120 მგ დღეში (n=292) და ალოპურინოლი 300/100 მგ დღეში (n=145). პაციენტების დაახლოებით 69%-ს არ სჭირდებოდა მკურნალობის შეცვლა საბოლოო სტაბილური მკურნალობის მისაღწევად. პაციენტები სამი თანმიმდევრული sUA დონის >6.0 მგ/დლ გამორიცხული იყო კვლევისგან. შრატში ურატის დონე შენარჩუნებული იყო დროთა განმავლობაში (ე.ი. პაციენტების 91% და 93%-ს, რომლებიც თავდაპირველად მკურნალობდნენ ფებუქსოსტატით 80 მგ და 120 მგ, შესაბამისად, ჰქონდათ sUA დონე <6 მგ/დლ 36 თვეში). სამი წლის მონაცემებმა აჩვენა პოდაგრის გამწვავების სიხშირის შემცირება; პაციენტების 4%-ზე ნაკლებს ესაჭიროებოდა მკურნალობა გამწვავებისთვის 16-24 და 30-36 თვეებში (ანუ პაციენტების 96%-ზე მეტს არ ესაჭიროებოდა მკურნალობა გამწვავებისთვის).
პირველადი პალპაციური ტოფუსი მთლიანად გაქრა საწყისიდან ბოლო ვიზიტამდე პაციენტების 46%-ში და 38%-ში, რომლებიც იღებდნენ საბოლოო სტაბილურ მკურნალობას ფებუქსოსტატით 80 ან 120 მგ დღეში, შესაბამისად.
FOCUS კვლევა (TMX-01-005) იყო 5-წლიანი, 2 ფაზა, ღია ეტიკეტირების, მულტიცენტრული უსაფრთხოების გაფართოების კვლევა პაციენტებში, რომლებმაც დაასრულეს 4-კვირიანი, ორმაგად ბრმა, ფებუქსოსტატის დოზირების კვლევა კვლევაში TMX-00-004. 116 პაციენტი ჩაირიცხა კვლევაში და თავდაპირველად იღებდა ფებუქსოსტატს 80 მგ დღეში. პაციენტთა 62%-ში არ იყო საჭირო დოზის კორექცია sUA<6 მგ/დლ დონის შესანარჩუნებლად, ხოლო 38%-ში საჭირო იყო დოზის კორექცია საბოლოო სტაბილური დოზის მისაღწევად. პაციენტების წილი შრატში ურატის დონეებით <6.0 მგ/დლ (357 მკმოლ/ლ) ბოლო ვიზიტზე იყო 80%-ზე მეტი (81-100%) ფებუქსოსტატის თითოეულ დოზაზე.
მე-3 ფაზის კლინიკური კვლევების დროს, ღვიძლის ფუნქციის ტესტის მსუბუქი დარღვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ფებუქსოსტატით (5.0%). ეს მაჩვენებლები მსგავსია ალოპურინოლით თერაპიის დროს დაფიქსირებული მაჩვენებლის (4.2%) (იხ. ნაწილი 4.4). გრძელვადიან ღია ეტიკეტირებულ გაფართოებულ კვლევებში TSH-ის მომატებული მნიშვნელობები (>5,5 μIU/მლ) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ხანგრძლივ ფებუქსოსტატით თერაპიას (5,5%) და პაციენტებში, რომლებიც იმყოფებოდნენ ალოპურინოლით მკურნალობაზე (5,8%) (იხ. ნაწილი 4.4).
გრძელვადიანი პოსტმარკეტინგული კვლევები
CARES კვლევა მოიცავდა პაციენტებს პოდაგრით და გულ-სისხლძარღვთა დაავადების პრეისტორიით, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტის, ჰოსპიტალიზაციით არასტაბილური სტენოკარდიის, კორონარული ან ცერებრალური რევასკულარიზაციის პროცედურის, ინსულტის, ჰოსპიტალიზებული გარდამავალი იშემიური შეტევის, პერიფერიული სისხლძარღვთა დაავადების ან დიაბეტის ჩათვლით, ასევე მიკროვასკულარული ან მაკროვასკულარული დაავადების ჩათვლით. ეს არის მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, არასრულფასოვნების კვლევა, რომელიც ადარებს გულ-სისხლძარღვთა შედეგებს ფებუქსოსტატით და ალოპურინოლით მკურნალობისას. 6 მგ/დლ-ზე ნაკლები sUA დონის მისაღწევად, ფებუქსოსტატის დოზა ტიტრირებულ იქნა 40 მგ-დან 80 მგ-მდე (თირკმელების ფუნქციის მიუხედავად) და ალოპურინოლის დოზა ტიტრირებული იყო 300-დან 100 მგ-მდე მატებით პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით და მსუბუქი თირკმლის უკმარისობა ტიტრირებულია 600 მგ-მდე და 200 მგ-დან 400 მგ-მდე თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში. CARES-ის პირველადი საბოლოო წერტილი არის ძირითადი გვერდითი გულ-სისხლძარღვთა მოვლენის (MACE) პირველი გაჩენის დრო, რომელიც წარმოადგენს მიოკარდიუმის არაფატალური ინფარქტის, არაფატალური ინსულტის, გულ-სისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილისა და გადაუდებელი კორონარული რევასკულარიზაციის ერთობლივობას არასტაბილური სტენოკარდიის გამო.
საბოლოო წერტილები (პირველადი და მეორადი) გამოკვლეული იყო მკურნალობის სამიზნე (ITT) ანალიზში, რომელიც მოიცავდა შემთხვევით შერჩეულ სუბიექტებს, რომლებმაც მიიღეს ორმაგად ბრმა საკვლევი პრეპარატის მინიმუმ ერთი დოზა. ყველა პაციენტის 56.6%-მა შეწყვიტა საცდელი მკურნალობა ადრეულ პერიოდში და პაციენტების 45%-მა არ დაასრულა ყველა საცდელი ანალიზები.
საერთო ჯამში, 6190 პაციენტი იყო დაკვირვებული საშუალოდ 32 თვის განმავლობაში და ექსპოზიციის საშუალო ხანგრძლივობა იყო 728 დღე პაციენტებისთვის ფებუქსოსტატის ჯგუფში (n3098) და 719 დღე პაციენტებისთვის ალოპურინოლის ჯგუფში (n3092). პირველადი MACE საბოლოო წერტილი დაფიქსირდა მსგავსი სიხშირით ფებუქსოსტატისა და ალოპურინოლის მკურნალობის ჯგუფებში (პაციენტთა 10.8% და 10.4%, შესაბამისად; რისკის თანაფარდობა [HR] 1.03; ორმხრივი განმეორებითი 95% ნდობის ინტერვალი [CI] 0.89-1.21). MACE-ის ცალკეული კომპონენტების ანალიზისას, გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობა უფრო მაღალი იყო ფებუქსოსტატით, ვიდრე ალოპურინოლით (3.2% პაციენტების 4.3%-ის წინააღმდეგ; HR 1.34; 95% CI 1.03-1.73). სხვა MACE მოვლენების სიხშირე მსგავსი იყო ფებუქსოსტატისა და ალოპურინოლის ჯგუფებში, როგორიცაა მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტი (პაციენტების 3.6% vs. 3.8%; HR 0.93; 95% CI 0.72-1.21), არაფატალური ინსულტი (2.3% vs. 2.3%); HR 1.01; 95% CI 0.73-1.41) და გადაუდებელი რევასკულარიზაცია არასტაბილური სტენოკარდიის გამო (პაციენტების 1.6% vs 1.8%; HR 0.86; 95% CI 0.59-1.26). ყველა მიზეზით სიკვდილიანობა ასევე უფრო მაღალი იყო ფებუქსოსტატით ალოპურინოლთან შედარებით (7.8% vs 6.4%; HR 1.22; 95% CI 1.01-1) პირველ რიგში ამ ჯგუფში გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლების გამო (იხ. ნაწილი 4.4). ჰოსპიტალიზაცია გულის უკმარისობის გამო, ჰოსპიტალიზაცია იშემიასთან დაკავშირებული არითმიების გამო, ვენური თრომბოემბოლიური მოვლენები და გარდამავალი იშემიური შეტევების ჰოსპიტალიზაციის სიხშირე მსგავსია ფებუქსოსტატისა და ალოპურინოლის მიმართ.
FAST კვლევა იყო პერსპექტიული, რანდომიზებული, ღია ეტიკეტირებული, ბრმა საბოლოო წერტილის კვლევა, რომელიც ადარებდა ფებუქსოსტატისა და ალოპურინოლის CV უსაფრთხოების პროფილს ქრონიკული ჰიპერურიკემიის მქონე პაციენტებში (მდგომარეობებში, სადაც უკვე ხდება ურატების დაგროვება) და პაციენტებშ CV რისკ- ფაქტორებით (60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები). დაშვებული პაციენტები იღებდნენ ალოპურინოლით თერაპიას რანდომიზაციამდე და დოზა დარეგულირდა საჭიროებისამებრ კლინიკური შეფასების, EULAR-ის რეკომენდაციებისა და დამტკიცებული დოზის მიხედვით. ალოპურინოლის შეყვანის ფაზის ბოლოს პაციენტები sUA დონით <0,36 მმოლ/ლ (<6 მგ/დლ), რომლებიც იღებენ ალოპურინოლის მაქსიმალურ ტოლერანტულ დოზას ან მაქსიმალურ ლიცენზირებულ დოზას რანდომიზებულნი იყვნენ 1:1 ფებუქსოსტატით ან ალოპურინოლით მკურნალობის მისაღებად. FAST კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი იყო ნებისმიერი მოვლენის პირველი შემთხვევის დრო, რომელიც შედიოდა ანტითრომბოციტების კოლაბორაციით (APTC) კომპოზიტურ საბოლოო წერტილში, რომელიც მოიცავდა: i) ჰოსპიტალიზაციას არაფატალური MI/ბიომარკერზე დადებითი მწვავე კორონარული სინდრომისთვის (ACS); ii) არალეტალური დამბლა; iii) სიკვდილი CV მოვლენის გამო. პირველადი ანალიზი ეფუძნება მკურნალობის (OT) მიდგომას. საერთო ჯამში, რანდომიზირებული იყო 6128 პაციენტი, 3063 ფებუქსოსტატით და 3065 ალოპურინოლით. პირველადი OT ანალიზში, ავადობის სიხშირე დაფიქსირდა 172 (1.72/100 პაციენტის წელიწადში) პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ფებუქსოსტატს 241 (2.41/100 პაციენტის წელზე) პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ ალოპურინოლს, კორექტირებული HR 0.85 (95% CI: 0.70, 1.03), p<0.001. ფებუქსოსტატი არ ჩამორჩებოდა ალოპურინოლს პირველადი საბოლოო წერტილის სიხშირეში. OT ანალიზმა პირველადი საბოლოო წერტილისთვის პაციენტთა ქვეჯგუფში MI, ინსულტის ან ACS-ის ანამნეზში არ აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავებები სამკურნალო ჯგუფებს შორის: 65 (9.5%) პაციენტს ჰქონდა მოვლენები ფებუქსოსტატის ჯგუფში და 83 (11.8%) განიცადა მოვლენები ალოპურინოლის ჯგუფი; კორექტირებული HR 1.02 (95% CI: 0.74-1.42); p=0.202.
ფებუქსოსტატით მკურნალობა პაციენტების ქვეჯგუფში, MI ინსულტის ACS-ს ანამნეზში, მთლიანობაში ან საწყის ეტაპზე დაკავშირებული იყო CV სიკვდილთან ან ყველა მიზეზით სიკვდილთან. საერთო ჯამში, ფებუქსოსტატის ჯგუფში დაფიქსირდა ნაკლები სიკვდილიანობა (62 CV სიკვდილი და 108 სიკვდილი ყველა მიზეზით), ვიდრე ალოპურინოლის ჯგუფში (82 CV სიკვდილი და 174 სიკვდილი ყველა მიზეზით). დაფიქსირდა შარდმჟავას დონის უფრო დიდი შემცირება ფებუქსოსტატით მკურნალობისას ალოპურინოლით მკურნალობასთან შედარებით.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მახასიათებლები
ჯანმრთელ მოხალისეებში, ფებუქსოსტატის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) და პლაზმური კონცენტრაციის დროის მრუდის ქვეშ (AUC) ფართობი გაიზარდა დოზის პროპორციულად 10 მგ-დან 120 მგ-მდე ერთჯერადი და მრავალჯერადი დოზის მიღების შემდეგ. ფებუქსოსტატის AUC მნიშვნელობების დოზის პროპორციულზე მეტი ზრდა დაფიქსირდა 120 მგ-დან 300 მგ-მდე დოზებში. არ იყო მნიშვნელოვანი დაგროვება 10 მგ-დან 240 მგ-მდე დოზების შეყვანისას ყოველ 24 საათში. ფებუქსოსტატის აშკარა საშუალო ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი (t1/2) არის დაახლოებით 5-დან 8 საათამდე. პოპულაციის ფარმაკოკინეტიკის/ფარმაკოდინამიკის ანალიზი ჩატარდა 211 პაციენტში ჰიპერურიკემიით და პოდაგრით, რომლებიც მკურნალობდნენ 40-240 მგ ადენურიკით დღეში. საერთო ჯამში, ამ ანალიზებით შეფასებული ფებუქსოსტატის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები შეესაბამება ჯანმრთელ მოხალისეებში მიღებულ პარამეტრებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჯანმრთელი მოხალისეების სახით მოხდა ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური შეფასებების რეპრეზენტაცია პოდაგრის მქონე პაციენტების პოპულაციებში.
აბსორბცია
ფებუქსოსტატი სწრაფად (tmax 1.0-1.5 საათი) და კარგად შეიწოვება (მინიმუმ 84%). 80 და 120 მგ დღეში ერთხელ ერთჯერადი ან მრავალჯერადი პერორალური მიღების შემდეგ, Cmax იყო დაახლოებით 2.8-3.2 მკგ/მლ და 5.0-5.3 მკგ/მლ, შესაბამისად. ფებუქსოსტატის ტაბლეტის ფორმულირების აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შესწავლილი არ არის. მრავალჯერადი პერორალური 80 მგ დოზის დღეში ერთხელ ან 120 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ (მაღალ ცხიმიან კვებასთან ერთად), დაფიქსირდა Cmax-ის 49% და 38% დაქვეითება და AUC-ის 18% და 16% შემცირება, შესაბამისად. თუმცა, ტესტირებისას, არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება შრატში შარდმჟავას კონცენტრაციის პროცენტული შემცირებისას (80 მგ მრავალჯერადი დოზა). ამიტომ ადენურიკის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
განაწილება
ფებუქსოსტატის განაწილების აშკარა წონასწორული მოცულობა (Vss/F) 10-300 მგ პერორალური დოზების შემდეგ მერყეობს 29-დან 75 ლ-მდე. ფებუქსოსტატის პლაზმის ცილებთან შეკავშირება არის დაახლოებით 99.2% (ძირითადად ალბუმინთან) და მუდმივია კონცენტრაციის დიაპაზონში მიღწეული დოზებით 80-დან 120 მგ-მდე. აქტიური მეტაბოლიტების შეკავშირების სიჩქარე პლაზმის ცილებთან მერყეობს დაახლოებით 82%-დან 91%-მდე.
ბიოტრანსფორმაცია
ფებუქსოსტატი ინტენსიურად მეტაბოლიზდება კონიუგაციით ურიდინ დიფოსფატ გლუკურონოსილტრანსფერაზას (UDPGT) ფერმენტული სისტემის მეშვეობით და დაჟანგვით ციტოქრომ P450 (CYP) სისტემის მეშვეობით. გამოვლენილია ოთხი ფარმაკოლოგიურად აქტიური ჰიდროქსილის მეტაბოლიტი; …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ადენურიკი® 80 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
მიიღება პერორალურად.
პოდაგრით დაავადებულ პაციენტებში კარდიოვასკულარული (გულ-სისხლძარღვთა) სისტემის უსაფრთხოების შეფასებასთან დაკავშირებული კვლევის თანახმად პაციენტების ჯგუფში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ კარდიოვასკულარული დაავადება და მკურნალობდნენ ადენურიკით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო მაღალია ალოპურინოლით ნამკურნალებ პაციენტებთან შედარებით. პაციენტისთვის ადენურიკის დანიშვნისას ან ადენურიკით მკურნალობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ადენურიკის რისკები და სარგებელი. პაციენტებში სერიოზული კარდიოვასკულური დაავადებებით (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი, კლასი III-IV გულის უკმარისობა) ადენუიკი უნდა გამოიყენონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ აღენიშნება საკმარისი რეაქცია ალოპურინოლის მაქსიმალურ ტიტრირებულ დოზაზე, აქვს ალოპურინოლის აუტანლობა ან პაციენტისთვის არ არის რეკომენდებული ალოპურინოლით მკურნალობა.
აქტიური ნივთიერებები: 80 მგ ფებუქსოსტატი
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი (მიიღება საქონლისგან), მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 3350, ტალკი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).
▼ ეს პრეპარატი ექვემდებარება დამატებით კონტროლს. ეს სამკუთხედი უზრუნველყოფს უსაფრთხოების შესახებ ახალი ინფორმაციის სწრაფად განსაზღვრას. თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით. მე-4 თავის ბოლოს შეგიძლიათ იხილოთ, როგორ უნდა მიაწოდოთ გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია.
სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ეს პრეპარატი დანიშნულია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.
თუ ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ თქვენ იყენებთ ამ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით ამ ინსტრუქციაში მოცემული წესები. თქვენთვის რეკომენდებული დოზის გარდა არ მიიღოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.
ამ ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:
- რა არის ადენურიკი და რისთვის გამოიყენება?
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ადენურიკის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება ადენურიკი?
- რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
- ადენურიკის შენახვა
- რა არის ადენურიკი და რისთვის გამოიყენება?
ადენურიკის ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ფებუქსოსტატს და გამოიყენება პოდაგრის, ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით შარდმჟავას (ურატების) დაგროვებასთან დაკავშირებული დაავადების სამკურნალოდ. შარდმჟავა შესაძლებელია დაგროვდეს სისხლში და მიაღწიოს იმდენად მაღალ დონეს, რომ გახდეს არახსნადი. ამ შემთხვევაში სახსრებში, თირკმლებში და მათ ირგვლივ შესაძლებელია წარმოიქმნას ურატების კრისტალები. ამ კრისტალებმა შესაძლებელია გამოიწვიონ სახსრებში უეცარი, ძლიერი ტკივილი, სიწითლე, სიმხურვალე და შეშუპება (ეს მდგომარეობა ცნობილია, როგორც პოდაგრის შეტევა).
მკურნალობის გარეშე სახსრებში და მათ ირგვლივ შესაძლებელია წარმოიქმნას უფრო დიდი გროვები, რომელსაც ეწოდება ტოფუსები. აღნიშნულმა ტოფუსმა შესაძლებელია გამოიწვიოს სახსრის და ძვლის დაზიანება.
ადენურიკი ამცირებს შარდმჟავას დონეს. ყოველდღიურად დღეში ერთხელ გამოყენებით ადენურიკი უზრუნველყოფს შარდმჟავას დაბალი დონის შენარჩუნებას, კრისტალების დაგროვების შეჩერებას და დროთა განმავლობაში სიმპტომების შემცირებას. საკმარისად ხანგრძლივი დროის განმავლობაში შარდმჟავას საკმარისად დაბალ დონეზე შენარჩუნებამ შესაძლებელია უზრუნველყოს ტოფუსების დაპატარავებაც.
პაციენტებში გულის დაავადებით (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა) ადენურიკი უნდა გამოიყენონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი ალოპურინოლით მკურნალობა და აქვთ ალოპურინოლის აუტანლობა ან არ არის რეკომენდებული ალოპურინოლით მკურნალობა.
ადენურიკი გამოიყენება მოზრდილებში.
ადენურიკი წარმოდგენილია 28 გარსიანი ტაბლეტის სახით.
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ადენურიკის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ადენურიკი შემდეგ შემთხვევებში:
თუ გაქვთ ალერგია ფებუქსოსტატზე ან პრეპარატის შემადგენელ სხვა რომელიმე ნივთიერებაზე.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ადენურიკი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით:
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ადენურიკის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს:
თუ ადრე გქონდათ ან ამჟამად გაქვთ გულის უკმარისობა ან გულის პრობლემები (მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, გულის სპაზმი და ა.შ.)
თუ ადრე გქონდათ ან ამჟამად გაქვთ თირკმლის დაავადება და/ან ალოპურინოლზე (პოდაგრის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი) სერიოზული ალერგიული რეაქცია.
თუ ადრე გქონდათ ან ამჟამად გაქვთ ღვიძლის დაავადება ან ღვიძლის ფუნქციურ ტესტებში დარღვევები
თუ იტარებთ მკურნალობას ლეშ-ნიჰანის სინდრომიდან (იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც სისხლში არის დიდი რაოდენობით შარდმჟავა) გამომდინარე შარდმჟავას მაღალი დონის გამო
თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები
თუ ადენურიკზე გექნებათ ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის გამოყენება (ასევე იხილეთ, თავი 4). ალერგიული რეაქციების სავარაუდო სიმპტომები შესაძლებელია იყოს:
კანზე გამონაყარი, ქავილი, მათ შორის ძლიერი ფორმები (მაგალითად, ბუშტუკები, კვანძები, ექსფოლიაციური გამონაყარი ქავილით)
ხელების, ფეხების ან სახის შეშუპება
სუნთქვის გაძნელება
ცხელება ლიმფური კვანძების გადიდებასთან ერთად
სიცოცხლისთვის სახიფათო სერიოზული ალერგიული რეაქციები, რომელიც ვლინდება ამავე დროს გულის და სუნთქვის გაჩერებით.
შესაძლებელია თქვენმა ექიმმა მიიღოს გადაწყვეტილება ადენურიკით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ.
ცნობილია ადენურიკის გამოყენებისას იშვიათად, პოტენციურად სიცოცხლისთვის სახიფათო გამონაყარი კანზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი). ეს მდგომარეობა დასაწყისში ვლინდება უმეტესად სხეულზე ბუშტუკებით, ცენტრში ბუშტუკთან ერთად მოწითალო, სამიზნის მსგავსი ლაქების ან წრის ფორმის ლაქების სახით. ამასთანავე შესაძლებელია გამოვლინდეს პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებში წყლულები და კონიუნქტივიტი (თვალების სიწითლე და შეშუპება). გამონაყარი შესაძლებელია პროგრესირებდეს კანზე გავრცელებულ ბუშტუკებამდე ან აქერცვლამდე.
თუ ფებუქსოსტატის გამოყენებისას განვითარდა სტივენს-ჯონსონის სინდრომი, დაუშვებელია ადენურიკის ხელახლა მიღება. თუ განვითარდება გამონაყარი ან კანის სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და აცნობეთ, რომ თქვენ იღებთ ამ პრეპარატს.
თუ ამჟამად გაქვთ პოდაგრის შეტევა (უეცრად დაწყებული სახსრის ძლიერი ტკივილი, მგრძნობელობა, სიწითლე, სიმხურვალე და შეშუპება), ადენურიკით პირველად მკურნალობის დაწყებამდე დაელოდეთ, სანამ გაივლის პოდაგრის შეტევა.
ზოგ პაციენტს შარდმჟავას დონის დამარეგულირებელი ზოგიერთი პრეპარატის დაწყებისას შესაძლებელია აღენიშნებოდეს პოდაგრის შეტევა. გამწვავება ყველას არ აღენიშნება, მაგრამ შესაძლებელია გამწვავება მოხდეს ადენურიკის მიღების შემთხვევაშიც, განსაკუთრებით მკურნალობის პირველ კვირებში ან თვეებში. მნიშვნელოვანია, განაგრძოთ ადენურიკის გამოყენება გამწვავების შემთხვევაშიც კი, რადგანაც ადენურიკს ამ დროსაც ექნება შარდმჟავას დამაქვეითებელი ეფექტი. თუ განაგრძობთ ყოველდღიურად ადენურიკის მიღებას, დროთა განმავლობაში პოდაგრის გამწვავება მოხდება უფრო იშვიათად და ნაკლებად მტკივნეული იქნება.
დიდი ალბათობით თქვენი ექიმი გამწვავების სიმპტომების (როგორიცაა სახსრის ტკივილი და შესიება) წინააღმდეგ ან მკურნალობისთვის დახმარების მიზნით დანიშნავს სხვა პრეპარატებსაც.
თქვენმა ექიმმა შესაძლებელია მოითხოვოს სისხლის ანალიზის ჩატარება, რათა გააკონტროლოს, ნორმალურად ფუნქციონირებს თუ არა ღვიძლი.
ადენურიკის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ადენურიკი მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან ან საკვებისგან დამოუკიდებლად.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ არის ცნობილი, არის თუ არა საზიანო ადენურიკი ნაყოფისთვის. არ შეიძლება ადენურიკის გამოყენება ორსულობის დროს.
თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუს აწოვებთ, თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რეკომენდაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ არის ცნობილი, გადადის თუ არა ადენურიკი დედის რძეში. თუ ბავშვს აწოვებთ ძუძუს ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, თქვენთვის არ შეიძლება ადენურიკის გამოყენება.
სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა
არ დაგავიწყდეთ, რომ მკურნალობის დროს შესაძლებელია გქონდეთ გაბრუების შეგრძნება, ძილიანობა, დაბინდული მხედველობა, დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება. ამ შემთხვევაში არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება ან მექანიზმი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადენურიკის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ადენურიკის ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზას (გარკვეული სახეობის შაქარი). თუ ადრე ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ამ პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
თუ იყენებთ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ რომელიმე ქვემოთ მითითებულ ნივთიერებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, რადგან ამ ნივთიერებებს შესაძლებელია ახასიათებდეთ ურთიერთქმედება ადენურიკთან და თქვენმა ექიმმა მოითხოვოს საჭირო ზომების მიღება:
მერკაპტოპურინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ)
აზათიოპრინი (გამოიყენება იმუნური პასუხის დასაქვეითებლად)
თეოფილინი (გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ)
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ გამოიყენება ადენურიკი?
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის მიერ მითითებული სახით. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ჩვეულებრივი დოზაა დღეში ერთი ტაბლეტი. ბლისტერის შეფუთვის უკანა მხარეს მითითებულია კვირის დღეები, რაც დაგეხმარებათ, გააკონტროლოთ დოზის ყოველდღიურად მიღება. ტაბლეტები უნდა მიიღოთ პერორალურად, წყლით. პოდაგრის მკურნალობისთვის:
ადენურიკი გამოშვებულია 80 მგ ტაბლეტის ან 120 მგ ტაბლეტის სახით. ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის ყველაზე სათანადო დოზას.
თუ არ მოხდება პოდაგრის გამწვავება ან შეტევა, განაგრძეთ ადენურიკის ყოველდღიურად მიღება.
გამოყენების გზა და მეთოდი:
სავალდებულოა ტაბლეტებს მიღება პერორალურად, შესაძლებელია მიღება საკვებთან ერთად ან საკვებისგან დამოუკიდებლად.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
არ არის დადგენილი 18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში ამ პრეპარატის უვნებლობა და ეფექტურობა, რის გამოც არ მისცეთ პრეპარატი 18 წლამდე ასაკის ბავშვებს.
ასაკოვნებში გამოყენება:
ასაკოვნებში არ არის საჭირო დოზის კორექტირება.
თუ თვლით, რომ ადენურიკის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ ადენურიკი საჭიროზე მეტი რაოდენობით:
ჰკითხეთ ექიმს, რა უნდა გააკეთოთ შემთხვევით დოზის გადაჭარბებისას, ან დაუკავშირდით უბედური შემთხვევების და საგანგებო მდგომარეობების უახლოეს სამსახურს.
თუ გამოიყენებთ ადენურიკის საჭიროზე მეტი რაოდენობით, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ადენურიკის გამოყენება:
თუ გამოტოვებთ ადენურიკის ერთ დოზას, გახსენებისთანავე მიიღეთ პრეპარატი. თუ მოახლოებულია მომდევნო დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს.
გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
ადენურიკითი მკურნალობის დასრულების შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია:
თქვენი ექიმის მითითების გარეშე არ შეწყვიტოთ ადენურიკის გამოყენება, თუნდაც თავს უკეთ გრძნობდეთ. თუ შეწყვეტთ ადენურიკის გამოყენებას, შესაძლებელია კვლავ მოიმატოს შარდმჟავას დონემ და სახსრებში და თირკმლებში და მათ ირგვლივ შარდმჟავას ახალი კრისტალების (ურატები) წარმოქმნის გამო დამძიმდეს დაავადების სიმპტომები.
თუ გექნებათ შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
- რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, ადენურიკის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია ჰქონდეთ გვერდითი მოვლენები.
ქვემოთ მითითებული რომელიმე რეაქციის გამოვლენისას შეწყვიტეთ ადენურიკის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:
უეცარი ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქციები), პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა (ასევე იხილეთ, თავი 2 „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“)
კანზე გამონაყარი, რომელიც შესაძლებელია იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო. მას ახასიათებს კანზე და ორგანიზმის ღრუების (მაგალითად, პირის ღრუს და სასქესო ორგანოების) შიდა ზედაპირზე ბუშტუკების და გამონაყარის წარმოქმნა, პირის ღრუში და/ან სასქესო ორგანოებზე მტკივნეული წყლულები, ამავდროულად ცხელება, ყელის ტკივილი და დაღლილობა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ან ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ღვიძლის გადიდება, ჰეპატიტი (შესაძლებელია პროგრესირებდეს ღვიძლის უკმარისობამდე), სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის მატება (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით - DRESS სინდრომი) (იხილეთ, თავი 2).
კანზე გავრცელებული გამონაყარი.
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციებია. თუ გამოგივლინდათ რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ადენურიკიზე. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.
ასეთი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები საკმაოდ იშვიათია.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია გამოუვლინდეს 10 პაციენტიდან არაუმეტეს ერთს):
ღვიძლის ანალიზის შედეგებში დარღვევა
ფაღარათი
თავის ტკივილი
გამონაყარი (მათ შორის გამონაყარის სხვადასხვა ტიპი. იხილეთ ქვემოთ წარმოდგენილი თავები „არახშირი გვერდითი მოვლენები“ და „იშვიათი გვერდითი მოვლენები“)
გულისრევა
პოდაგრის სიმპტომების მატება
ადგილობრივი შეშუპება, რომელიც დაკავშირებულია ქსოვილებში სითხის შეკავებასთან (ედემა)
თავბრუსხვევა, გაბრუების შეგრძნება
სუნთქვის გაძნელება
ქავილი
ხელების და ფეხების ტკივილი, კუნთების/სახსრების ტკივილი/მუდმივი ტკივილი
დაღლილობის შეგრძნება
სხვა გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ:
არახშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია გამოუვლინდეს 100 პაციენტიდან არაუმეტეს ერთს):
მადის დაქვეითება, სისხლში შაქრის დონის ცვლილებები (დიაბეტი) (ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს ძლიერი წყურვილი), სისხლში ლიპიდების დონის მატება, წონაში მატება
სქესობრივი ლტოლვის დაკარგვა
ჩაძინების გაძნელება, ძილიანობა
დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება, მგრძნობელობის დაქვეითება ან ცვლილება (ჰიპოსთეზია, ჰემიპარეზი ან პარესთეზია), გემოს აღქმის ცვლილება, სუნის აღქმის დაქვეითება (ჰიპოსმია)
ელექტროკარდიოგრამაზე (გულის ელექტროაქტივობის აღრიცხვა) დარღვევის სიმპტომები, არათანაბარი ან სწრაფი გულისცემა, საკუთარი გულისცემის შეგრძნება (პალპიტაცია)
სიწითლე ან წამოხურება (მაგალითად, სახეზე და ყელზე სიწითლე) , არტერიული წნევის მატება, სისხლდენა (ჰემორაგია, ვლინდება მხოლოდ პაციენტებთან, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას სისხლის დაავადებების გამო)
ხველა, მკერდში დისკომფორტი ან ტკივილი, ცხვირის ღრუს და/ან ყელის ანთება (ზედა სასუნთი გზების ინფექცია), ბრონქიტი, ქვედა სასუნთი გზების ინფექცია
პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი/დისკომფორტი ან აირები, ზედა აბდომინალურ მიდამოში ტკივილი, გულძმარვა/მონელების პრობლემა, ყაბზობა, კუჭის მოქმედების გახშირება, ღებინება, კუჭში დისკომფორტი
ჭინჭრის ციება, კანზე ანთება, კანის ფერის ცვლილება, კანქვეშ წერტილის ფორმის სისხლჩაქცევები, კანზე წითელი, პატარა, სწორი ლაქები, კანზე უბნები ოდნავ ამობურცული, პატარა, წითელი გამონაყარით, კანზე წითელი და ლაქებიანი უბნები, რომელიც შედგება ბუშტუკებისგან, ძლიერი ოფლიანობა, ღამით ოფლიანობა, კეროვანი ალოპეცია, კანზე სიწითლე, ფსორიაზი, ეგზემა, სხვა ტიპის კანის დაავადებები
კუნთების კრამპი, კუნთების სისუსტე, სახსრის ანთება, რომელიც, როგორც წესი, ვლინდება ტკივილთან, შეშუპებასთან და/ან შებოჭილობასთან ერთად (ბურსიტი ან ართრიტი), ზურგის ტკივილი, კუნთების სპაზმი, კუნთების და სახსრების შებოჭილობა
შარდში სისხლი, ჩვეულებრივზე ხშირი შარდვა, შარდის ანალიზის შედეგებში დარღვევა (შარდში ცილის დონის მატება), თირკმლების გამართული ფუნქციონირების უნარის დაქვეითება, საშარდე გზების ინფექცია
მკერდში ტკივილი, მკერდში დისკომფორტი
ნაღვლის ბუშტში ან სანაღვლე არხში კენჭი (ქოლელითიაზი)
სისხლში თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) დონის მატება
სისხლის ქიმიურ ანალიზში ან სისხლის უჯრედების ან სისხლში თრომბოციტების რაოდენობის ცვლილება (სისხლის ანალიზის შედეგებში დარღვევები)
თირკმლის კენჭები
ერექციის პრობლემები
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დაქვეითება
მხედველობის ცვლილებები ან დაბინდული მხედველობა
ტინიტუსი
სურდო
პირის ღრუში დაზიანება
პანკრეასის ანთება (სიმპტომებია მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება)
მოშარდვის უეცარი სურვილი
ტკივილი
სისუსტე
INR-ის (საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება, სისხლის შედედების ვადა) დონის მატება
სხეულზე სისხლჩაქცევები
ტუჩების შეშუპება
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია გამოუვლინდეს 1000 პაციენტიდან არაუმეტეს ერთს):
კუნთის დაზიანება, რომელიც იშვიათად შესაძლებელია იყოს სერიოზული. შესაძლებელია გამოიწვიოს კუნთის პრობლემები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამავდროულად თავს გრძნობთ ცუდად და მომატებული გაქვთ ტემპერატურა, ამისი მიზეზი შესაძლებელია იყოს კუნთის დაშლა. თუ გექნებათ კუნთების ტკივილი, მგრძნობელობის მატება ან სისუსტე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს
კანის ღრმა შრეებში (განსაკუთრებით ტუჩების, თვალების, სასქესო ორგანოების, ხელების, ფეხების ან ენის ირგვლივ) წარმოქმნილი ძლიერი შეშუპება და სუნთქვის უეცარი გაძნელება
კანზე წითელას მსგავსი გამონაყარი, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ღვიძლის გადიდება, ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება - შესაძლებელია პროგრესირებდეს ღვიძლის უკმარისობამდე), მაღალი ტემპერატურა სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის მატებასთან ერთად (სისხლის უჯრედების მატება ეოზინოფილიასთან ერთად ან ეოზინოფილიის გარეშე)
სხვადასხვა ტიპის გამონაყარი (მაგალითად, გამონაყარი თეთრი ლაქებით, ბუშტუკებით, ანთებითი ბუშტუკებით, კანზე გამონაყარით, წითურას მსგავსი გამონაყარით), გავრცელებული სიწითლე (ერითემა), კანის ნეკროზი და კანზე სითხით სავსე ბუშტუკები (ბულოზური ეპიდერმოლიზი) და ლორწოვანი გარსის ქსოვილების აშრევება, შედეგად კანის აქერცვლა (ექსფოლიაცია) და სავარაუდო შოკური მდგომარეობა (სეფსისი - სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
გაღიზიანება
წყურვილი
წონაში კლება, მადის მატება, წონის უკონტროლო დაკარგვა (ანორექსია)
ჰემოგრამაში ერითროციტების, ლეიკოციტების ან თრომბოციტების რაოდენობის ნორმაზე მეტად დაქვეითება
თირკმლის ანთებიდან გამომდინარე შარდის რაოდენობის ცვლილება ან შემცირება (ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი)
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
კანის გაყვითლება (სიყვითლე)
შარდის ბუშტის ანთება
ღვიძლის დაზიანება
სისხლში კრეატინფოსფოკინაზას (ორგანიზმში არსებული გარკვეული ტიპის ფერმენტი) დონის მატება
უეცარი კარდიული სიკვდილი
ანემია
დეპრესია
ძილის დარღვევები
გემოს აღქმის შეგრძნების დაქვეითება
წვის შეგრძნება
ვერტიგო (თავბრუსხვევა და დეზორიენტაცია)
სისხლის მიმოქცევის დარღვევა
ფილტვის ინფექცია
პირის ღრუში ინფექცია
საჭმლის მომნელებელ ტრაქტში პერფორაცია
როტატორული მანჟეტის სინდრომი (მხრის ძვლის და მხრის შემაერთებელი კუნთების გაგლეჯა)
რევმატიული პოლიმიალგია (კუნთების რევმატიზმი ტკივილით და ანთებით)
წამოხურება
თვალის სისხლძარღვების დახშვის გამო მხედველობის უეცარი დაკარგვა
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ადენურიკის შენახვა
ადენურიკი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, თავის შეფუთვაში.
შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ ადენურიკი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ადენურიკი, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
სს მენარინი ილაჩ სან. ვე თიჯ. მასლაქის უბანი, სუმერის ქუჩა №:4 მასლაქის საოფისე შენობა, სართული: 7-8 34485 მასლაქი, სარიერი/სტამბოლი
წარმოების ადგილი: სს მენარინი საღლიქ ვე ილაჩ სანაი თიჯარეთ. დავუთფაშას გამზირი №:12, (34010) თოფქაფი - სტამბოლი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 02.03.2023 წელს.
201530.01-AR
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.








