პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ადბაქტ PT

ADBACT PT

რეცეპტით4გ+0,5გინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

პიპერაცილინი/ტაზობაქტამი ნაჩვენებია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებსა და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში. მოზრდილები და მოზარდები - მძიმე პნევმონია, საავადმყოფოში შეძენილი და ხელოვნური სუნთქვის აპარატთან ასოცირებული პნევმონიის ჩათვლით - საშარდე გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით) - …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
4გ+0,5გ ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
Inject Care Parenterals Pvt. Ltd, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებთან
ATC კოდი
J01CR05
რეგისტრაციის ნომერი
რ-044335
რეგისტრირებულია
13 ნოემბერი 2025, მოქმედებს 13 ნოემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
ZIEVA FARM PRIVATE LIMITED (ინდოეთი)
განმცხადებელი
მაკა მოდებაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაადბაქტ PT და სხვა წამალი ერთად

ადბაქტ PT — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პიპერაცილინი/ტაზობაქტამი ნაჩვენებია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებსა და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

მოზრდილები და მოზარდები

  • მძიმე პნევმონია, საავადმყოფოში შეძენილი და ხელოვნური სუნთქვის აპარატთან ასოცირებული პნევმონიის ჩათვლით
  • საშარდე გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით)
  • გართულებული ინტრააბდომინალური ინფექციები
  • კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები (დიაბეტური ტერფის ინფექციების ჩათვლით)

ბაქტერიემიის მქონე პაციენტების მკურნალობა, რომელიც ასოცირდება ან სავარაუდოდ ასოცირდება ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ინფექციასთან.

პიპერაცილინი/ტაზობაქტამი შესაძლებელია გამოიყენონ ნეიტროპენიის მქონე პაციენტების სამართავად, რომელთაც ასევე ქონდათ სავარაუდოდ ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული ცხელება.

2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები

პიპერაცილინი/ტაზობაქტამი შეიძლება გამოიყენონ ნეიტროპენიის მქონე ბავშვების სამართავად, რომელთაც ასევე ქონდათ სავარაუდოდ ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული ცხელება.

ანტიბაქტერიული საშუალებების შესაბამისი გამოყენების შესახებ ოფიციალური რეკომენდაციები მხედველობაში უნდა მიიღონ.

  • 2 პოზოლოგია და პრეპარატის მიღების მეთოდი

პოზოლოგია

პიპერაცილინი/ტაზობაქტამის დოზა და გამოყენების სიხშირე დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე, ლოკალიზაციაზე და მოსალოდნელ პათოგენებზე.

მოზრდილი და მოზარდი პაციენტების ინფექციები

ჩვეულებრივი დოზა მოიცავს 4 გ პიპერაცილინს / 0.5 გ ტაზობაქტამს, რომელიც მიიღება ყოველ რვა საათში ერთხელ.

ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში ჰოსპიტალური პნევმონიის და ბაქტერიული ინფექციების დროს რეკომენდებული დოზაა 4 გ პიპერაცილინი / 0.5 გ ტაზობაქტამი დანიშნული ყოველ ექვს საათში ერთხელ. ეს რეჟიმი ასევე შეიძლება გამოიყენონ სხვა ნაჩვენები ინფექციების მქონე პაციენტების სამკურნალოდ, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევების დროს.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეჯამებულია მკურნალობის სიხშირე და რეკომენდებული დოზა მოზრდილი და მოზარდი პაციენტებისთვის ჩვენების ან მდგომარეობის მიხედვით:

მკურნალობის სიხშირე

პიპერაცილინი/ტაზობაქტამი 4 გ / 0.5 გ

ყოველ ექვს საათში ერთხელ

მძიმე პნევმონია

ნეიტროპენიის მქონე მოზრდილები, რომლებსაც ქონდათ სავარაუდოდ ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული ცხელება.

ყოველ რვა საათში ერთხელ

საშარდე გზების გართულებული ინფექციები (მათ შორის პიელონეფრიტის ჩათვლით)

გართულებული ინტრააბდომინალური ინფექციები

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (დიაბეტური ტერფის ინფექციების ჩათვლით)

თირკმლის ფუნქციის გაუარესება

ინტრავენური დოზა უნდა დარეგულირდეს თირკმლის ფუნქციის ფაქტობრივი გაუარესების ხარისხის მიხედვით (თითოეულ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს მჭიდრო მონიტორინგი ნივთიერების ტოქსიკურობის ნიშნებზე; სამკურნალო პრეპარატის დოზა და დოზებს შორის ინტერვალი შესაბამისად უნდა დარეგულირდეს):

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

პიპერაცილინი/ტაზობაქტამი (რეკომენდებული დოზა)

> 40

დოზის კორექცია არ მოითხოვება

20-40

რეკომენდებული მაქსიმალური დოზა: 4 გ / 0.5 გ ყოველ რვა საათში ერთხელ

< 20

რეკომენდებული მაქსიმალური დოზა: 4 გ / 0.5 გ ყოველ 12 საათში ერთხელ

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის, თითოეული დიალიზის პერიოდის შემდეგ უნდა დაინიშნოს 2 გ/0.25 გ პიპერაცილინის/ტაზობაქტამის დამატებითი დოზა, რადგან ჰემოდიალიზი გამოდევნის პიპერაცილინის 30%-50%-ს ოთხ საათში.

ღვიძლის ფუნქციის გაუარესება

დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხილეთ პარაგრაფი 5.2).

დოზა ხანდაზმულ პაციენტებში

დოზის კორექცია არ მოითხოვება თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ან ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი 40 მლ/წთ-ზე მეტია.

პედიატრიული პოპულაცია (2-12 წლის ასაკი)

ინფექციები

ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეჯამებულია მკურნალობის სიხშირე და დოზა სხეულის წონის მიხედვით 2-12 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებში ჩვენების ან მდგომარეობის მიხედვით:

დოზა წონისა და მკურნალობის სიხშირის მიხედვით

ჩვენება/მდგომარეობა

80 მგ პიპერაცილინი / 10 მგ ტაზობაქტამი სხეულის წონის კგ-ის მიხედვით/ ყოველ ექვს საათში ერთხელ

ნეიტროპენიის მქონე ბავშვები, რომლებსაც აღენიშნებათ სავარაუდოდ ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული ცხელება*

100 მგ პიპერაცილინი / 12.5 მგ ტაზობაქტამი სხეულის წონის კგ-ის მიხედვით / ყოველ რვა საათში ერთხელ

გართულებული ინტრააბდომინალური ინფექციები *

  • არ უნდა გადააჭარბოს მაქსიმალურ დოზას 4 გ/0.5 გ-ის ოდენობით 30 წუთის განმავლობაში.

თირკმლის ფუნქციის გაუარესება

ინტრავენური დოზა უნდა დარეგულირდეს თირკმლის ფუქნციის ფაქტობრივი გაუარესების ხარისხის მიხედვით შემდეგნაირად (თითოეულ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს მჭიდრო მონიტორინგი ნივთიერების ტოქსიკურობის ნიშნებზე; სამკურნალო პრეპარატის დოზა და დოზებს შორის ინტერვალი შესაბამისად უნდა დარეგულირდეს):

> 50

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

≤50

70 მგ პიპერაცილინი / 8.75 მგ ტაზობაქტამი / კგ ყოველ რვა საათში ერთხელ.

ჰემოდიალიზზე მყოფ ბავშვებში, დიალიზის ყოველი პერიოდის შემდეგ უნდა დაინიშნოს 40 მგ პიპერაცილინის / 5 მგ ტაზობაქტამის / კგ-ზე დამატებითი ერთი დოზა.

გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში

პიპერაცილინის/ტაზობაქტამის უსაფრთხოება და ეფექტურობა 0-2 წლის ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.

კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ჩვეულებრივი ხანგრძლივობა უმეტესი ჩვენებების დროს 5-14 დღის დიაპაზონშია. თუმცა, მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს ინფექციის სიმძიმის, პათოგენ(ებ)ის და პაციენტის კლინიკური და ბაქტერიოლოგიური პროგრესის მიხედვით.

პრეპარატის შეყვანის გზა

2 გ/0.25 გ პიპერაცილინი/ტაზობაქტამი შეყავთ ინტრავენური ინფუზიის სახით (30 წუთის განმავლობაში). 4 გ/0.5 გ პიპერაცილინი/ტაზობაქტამი შეყავთ ინტრავენური ინფუზიის სახით (30 წუთის განმავლობაში). განზავების ინსტრუქციისთვის იხილეთ პარაგრაფი 6.6.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, პენიცილინის ანტიბაქტერიული სხვა ნებისმიერი საშუალების ან 6.1 პარაგრაფში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

მწვავე მძიმე ალერგიული რეაქციის ისტორია სხვა ნებისმიერი ბეტა-ლაქტამური აქტიური ნივთიერების მიმართ (მაგ. ცეფალოსპორინი, მონობაქტამი ან კარბაპენემი).

სიფრთხილის ზომები

ინდივიდუალური პაციენტის სამკურნალოდ პიპერაცილინი/ტაზობაქტამის შერჩევისას უნდა გაითვალისწინონ ფართო სპექტრის ნახევრად სინთეზური პენიცილინის გამოყენების მიზანშეწონილობა, ისეთი ფაქტორების საფუძველზე, როგორიცაა ინფექციის სიმძიმე და სხვა შესაფერისი ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ რეზისტენტობის გავრცელება.

პიპერაცილინით/ტაზობაქტამით თერაპიის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი გამოკვლევა წარსულში ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების შესახებ პენიცილინების, სხვა ბეტა-ლაქტამური პრეპარატების (მაგ., ცეფალოსპორინი, მონობაქტამი ან კარბაპენემი) და სხვა ალერგენების მიმართ. სერიოზული და ზოგჯერ ფატალური ჰიპერმგრძნობელობითი (ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური [შოკის ჩათვლით]) რეაქციები აღწერილია პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პენიცილინებს, პიპერაცილინის/ტაზობაქტამის ჩათვლით. ეს რეაქციები მაღალი ალბათობით ვითარდება იმ პირებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ სენსიტიურობა მრავალი ალერგენის მიმართ. სერიოზული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები მოითხოვს ანტიბიოტიკის შეწყვეტას და შეიძლება საჭირო გახდეს ეპინეფრინის და სხვა გადაუდებელი ზომების მიღებას.

კანის სერიოზული რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი ვლინდება პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პიპერაცილინს/ტაზობაქტამს. პაციენტებში კანზე გამონაყარის განვითარების შემთხვევაში, მათ უნდა ჩაუტარდეთ მჭიდრო მონიტორინგი და დაზიანებების პროგრესირებისას, პიპერაცილინი/ტაზობაქტამი უნდა შეწყდეს.

ანტიბიოტიკებით გამოწვეული ფსევდომემბრანული კოლიტი შეიძლება გამოვლინდეს მძიმე, მუდმივი დიარეით, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გახდეს. ფსევდომემბრანული კოლიტის სიმპტომები შეიძლება დაიწყოს ანტიბაქტერიული მკურნალობის დროს ან მისი დასრულების შემდეგ. ამ შემთხვევებში, პიპერაცილინი/ტაზობაქტამი უნდა შეწყდეს.

პიპერაცილინით/ტაზობაქტამით თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტული ორგანიზმების გაჩენა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუპერინფექცია.

სისხლდენის გამოვლინებები აღინიშნა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებს. ეს რეაქციები ზოგჯერ დაკავშირებული იყო კოაგულოგრამის ნორმიდან გადახრილ მაჩვენებლებთან, როგორიცაა შედედების დრო, თრომბოციტების აგრეგაცია და პროთრომბინის დრო, და მაღალი ალბათობით ვითარდება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. სისხლდენის გამოვლინების შემთხვევაში, ანტიბიოტიკის მიღება უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი თერაპია.

შესაძლოა განვითარდეს ლეიკოპენია და ნეიტროპენია, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის დროს. აქედან გამომდინარე, პერიოდულად უნდა ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი.

სხვა პენიცილინების მსგავსად, მაღალი დოზების მიღებისას, განსაკუთრებით თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში, შეიძლება განვითარდეს ნევროლოგიური გართულებები კრუნჩხვების სახით.

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 9.44 მმოლ (217 მგ) ნატრიუმს საინფუზიო ხსნარის ფხვნილის თითო ფლაკონში. ეს უნდა გაითვალისწინონ ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფი პაციენტების შემთხვევაში.

ჰიპოკალიემია შეიძლება განვითარდეს კალიუმის დაბალი მარაგის მქონე პაციენტებში ან იმ პაციენტებში, რომლებიც თანმხლებ პრეპარატებს იღებენ, რომლებმაც ამცირებენ კალიუმის დონეს; ასეთ პაციენტებში შეიძლება რეკომენდებული იყოს ელექტროლიტების პერიოდული განსაზღვრა.

თირკმლის ფუნქციის გაუარესება

პოტენციური ნეფროტოქსიკურობის გამო საჭიროა პიპერაცილინის/ტაზობაქტამის სიფრთხილით გამოყენება ~ თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში. ინტრავენური დოზები და მიღების ინტერვალები უნდა კორექტირდეს თირკმლის დისფუნქციის ხარისხის მიხედვით.

მეორადი ანალიზის შედეგად, რომელიც იყენებდა მულტიცენტრული, რანდომიზებულული, კონტროლირებადი კვლევის მონაცემებს, შეისწავლეს გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე (GFR) მძიმედ დაავადებულ პაციენტებში ხშირად გამოყენებული ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ და ანალიზით დადგინდა, რომ პიპერაცილინის/ტაზობაქტამის გამოყენება ასოცირდებოდა GFR-ის შექცევადი გაუმჯობესების უფრო დაბალ მაჩვენებელთან სხვა ანტიბიოტიკებთან შედარებით. ამ მეორადი ანალიზის დასკვნის მიხედვით, პიპერაცილინი/ტაზობაქტამი ამ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დაგვიანებული აღდგენის მიზეზი იყო.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტები

პიპერაცილინი ვეკურონიუმთან ერთად გამოყენებისას იწვევს ვეკურონიუმის მიონევრალური ბლოკადის გახანგრძლივებას. მათი მოქმედების მსგავსი მექანიზმების გამო, მოსალოდნელია, რომ ნებისმიერი არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტის მიერ გამოწვეული მოინევრალური ბლოკადა შეიძლება გახანგრძლივდეს პიპერაცილინის გამოყენებისას.

პერორალური ანტიკოაგულანტები

ჰეპარინის, პერორალური ანტიკოაგულანტების და სხვა პრეპარატების ერთდროული მიღებისას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინონ სისხლის კოაგულაციის სისტემაზე, მათ შორის თრომბოციტების ფუნქციაზე, შესაბამისი კოაგულოგრამა უნდა ჩატარდეს უფრო ხშირად და საჭიროა რეგულარული მონიტორინგი.

მეტოტრექსატი

პიპერაცილინმა შეიძლება შეამციროს მეტოტრექსატის გამოყოფა; შესაბამისად, საჭიროა შრატში მეტოტრექსატის დონეების მონიტორინგი პაციენტებში ნივთიერების ტოქსიკურობის თავიდან აცილების მიზნით.

პრობენეციდი

სხვა პენიცილინების მსგავსად, პრობენეციდისა და პიპერაცილინის/ტაზობაქტამის ერთდროული მიღება იწვევს პიპერაცილინისა და ტაზობაქტამის ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას და თირკმლის კლირენსის შემცირებას; თუმცა, ორივე ნივთიერების პიკური პლაზმური კონცენტრაციები უცვლელი რჩება.

ამინოგლიკოზიდები

პიპერაცილინის, როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე ტაზობაქტამთან ერთად კომბინაციაში გამოყენებამ მნიშვნელოვნად არ შეცვალა ტობრამიცინის ფარმაკოკინეტიკა თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე და თირკმლის მსუბუქი ან საშუალო დისფუქნციის მქონე სუბიექტებში. პიპერაცილინის, ტაზობაქტამის და M1 მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა ასევე მნიშვნელოვნად არ შეიცვალა ტობრამიცინის მიღებისას.

ტობრამიცინისა და გენტამიცინის ინაქტივაცია პიპერაცილინით გამოვლინდა თირკმლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში.

იხილეთ პიპერაცილინის/ტაზობაქტამის ამინოგლიკოზიდებთან ერთად მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

ვანკომიცინი

პიპერაცილინს/ტაზობაქტამსა და ვანკომიცინს შორის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

თუმცა, რეტროსპექტული კვლევების შეზღუდული რაოდენობით ვლინდება თირკმლის მწვავე დაზიანების მომატებული შემთხვევები იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ პიპერაცილინს/ტაზობაქტამს და ვანკომიცინს, ვანკომიცინის მონოთერაპიასთან შედარებით.

ეფექტები ლაბორატორიულ ტესტებზე

შარდში გლუკოზის გაზომვის არაფერმენტულმა მეთოდებმა, სხვა პენიცილინების მსგავსად, შეიძლება აჩვენოს ცრუ დადებითი შედეგები. აქედან გამომდინარე, პიპერაცილინით/ტაზობაქტამით თერაპიის დროს საჭიროა შარდში გლუკოზის ფერმენტული გაზომვა.

შარდში ცილის ქიმიური გაზომვის რამდენიმე მეთოდმა შეიძლება ცრუ დადებითი შედეგი აჩვენოს. ცილის სატესტო ზოლებით გაზომვა შედეგებზე გავლენას არ ახდენს.

პირდაპირი კუმბსის ტესტის შედეგი შეიძლება დადებითი იყოს.

Bio-Rad Laboratories-ის Platelia Aspergillus EIA ტესტებმა შესაძლოა ცრუ დადებითი შედეგები აჩვენოს იმ პაციენტებში, რომლებიც პიპერაცილინს/ტაზობაქტამს იღებენ. დაფიქსირდა ჯვარედინი რეაქციები არა-ასპერგილუსის პოლისაქარიდებთან და პოლიფურანოზებთან Bio-Rad Laboratories-ის Platelia Aspergillus EIA ტესტის მეშვეობით.

პიპერაცილინზე/ტაზობაქტამზე მყოფ პაციენტებში ზემოთ ჩამოთვლილი ანალიზების დადებითი შედეგები უნდა დადასტურდეს სხვა დიაგნოსტიკური მეთოდებით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში პიპერაცილინის/ტაზობაქტამის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია.

ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა განვითარების ტოქსიკურობა, მაგრამ არ აჩვენა ტერატოგენურობა დედისთვის ტოქსიკური დოზებით გამოყენებისას.

პიპერაცილინი და ტაზობაქტამი გადიან პლაცენტარულ ბარიერს. პიპერაცილინი/ტაზობაქტამი ორსულობის დროს უნდა გამოიყენონ მხოლოდ მკაფიო ჩვენების შემთხვევაში, ანუ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ორსულ ქალთან და ნაყოფთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებს.

ძუძუთი კვება

პიპერაცილინი სავარაუდოდ დაბალი კონცენტრაციით გამოიყოფა დედის რძეში; ტაზობაქტამის კონცენტრაცია ადამიანის რძეში შესწავლილი არ არის. მეძუძურ ქალებს მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩაუტარდეთ, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ქალთან და ბავშვთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებს.

ფერტილობა

ვირთხებში ჩატარებული ფერტილობის კვლევით არ გამოვლინდა ფერტილობასა და შეჯვარებაზე ეფექტი ტაზობაქტამის ან პიპერაცილინის/ტაზობაქტამის კომბინაციის ინტრაპერიტონეალური მიღების შემდეგ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კვლევები არ ჩატარებულა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ.

გვერდითი მოვლენები

ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქცია არის დიარეა (რომელიც 10-დან 1 პაციენტში გვხვდება), გულისრევა, ღებინება და გამონაყარი.

ყველაზე სერიოზულ გვერდით რეაქციებს შორის ფსევდომემბრანული კოლიტი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი 10,000 პაციენტში 1-დან 10-მდე გვხვდება. პანციტოპენიის, ანაფილაქსიური შოკის და სტივენს-ჯონსონის სინდრომის სიხშირის შეფასება ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემებით შეუძლებელია.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემური კლასისა და MedDRA-ს მიხედვით უპირატესი ტერმინის მიხედვით. თითოეული სიხშირის ჯგუფის ფარგლებში არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.

ორგაოთა სისტემის კლასი

ძალიან ხშირი

≥ 1/10

ხშირი

≥ 1/100 to < 1/10

ნაკლებად ხშირი

≥ 1/1,000 to <

1/100

იშვიათი

≥ 1/10,000 to <

1/1,000

სიხშირე უცნობია (ხელმისაწვდომი მონაცემებით მისი შეფასება შეუძლებელია)

ინფექციები და

კანდიდოზი*

ფსევდომემბრანული კოლიტი

ინფესტაციები

ფსევდომემბრანული კოლიტი

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

თრომბოციტოპენია, ანემია*

, ლეიკოპენია

აგრანულოციტოზი,

პანციტოპენია*, ნეიტროპენია, ჰემოლიზური ანემია*, ეოზინოფილია*, თრომბოციტოზი*

იმუნური სისტემის დარღვევები

ანაფილაქტოიდური რეაქცია*, ანაფილაქსიური რეაქცია*, ანაფილაქტოიდური შოკი*, ანაფილაქსიური შოკი*, ჰიპერმგრძნობელობა*

მეტაბოლიზმისა და კვებითი დარღვევები

ჰიპოკალემია

ფსიქიური დარღვევები

უძილობა

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი, უძილობა

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ჰიპოტენზია, თრომბოფლებიტი, ფლებიტი, წამოხურება

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის დარღვევები

ეპისტაქსისი

ეოზინოფილური პნევმონია

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

დიარეა

მუცლის არეში ტკივილი, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, დისპეფსია

სტომატიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ჰეპატიტი*, სიყვითლე,

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

გამონაყარი, ქავილი

მულტიფორმული ერითემა*, ჭინჭრის ციება, მაკულოპაპულურიგამონაყარი *

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი*

სტივენს-ჯონსონის სინდრომი*, ექსფოლიაციური დერმატიტი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)*, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP)*, ბულოზური პურპურას დერმატიტი

კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ართრალგია, მიალგია

თირკმლის და საშარდე გზების დარღვევები

თირკმლის უკმარისობა, ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი*

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობები

პირექსია, რეაქცია ინექციის ადგილას

შემცივნება

გამოკვლევები

ალანინ ამინოტრანსფერაზას მატება, ასპარტატ ამინოტრანსფერაზას მატება, ცილის საერთო რაოდენობის შემცირება, სისხლში ალბუმინის შემცირება, კუმბსის პირდაპირი ტესტი დადებითი, სისხლში კრეატინინის მატება, სისხლში ტუტე ფოსფატაზას მატება, სისხლში შარდოვანას მატება, აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დროის გახანგრძლივება

სისხლში გლუკოზის შემცირება, სისხლში ბილირუბინის მატება, პროთრომბინის დროის გახანგრძლივება

სისხლდენის დროის გახანგრძლივება, გამა-გლუტამილტრანსფერაზას მომატება

  • მარკეტინგის შემდეგ გამოვლენილი არასასურველი გვერდითი რეაქციები

პიპერაცილინით თერაპია დაკავშირებულია ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებში ცხელებისა და გამონაყარის გაზრდილ სიხშირესთან.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

არსებობს პოსტმარკეტინგული ანგარიშები პიპერაცილინით/ტაზობაქტამით გამოწვეული ზედოზირების შესახებ. მოვლენების უმეტესობა გულისრევის, ღებინების და დიარეის ჩათვლით ასევე აღინიშნა რეკომენდებული დოზის მიღებისას. პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ნერვ-კუნთოვანი აგზნებადობა ან კრუნჩხვები, თუ ინტრავენურად შეჰყავთ რეკომენდებულზე მაღალი დოზები (განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში).

მკურნალობა

ზედოზირების შემთხვევაში, პიპერაცილინით/ტაზობაქტამით მკურნალობა უნდა შეწყდეს. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

მკურნალობა უნდა იყოს მხარდამჭერი და სიმპტომური, პაციენტის კლინიკური სურათის შესაბამისად. შრატში პიპერაცილინის ან ტაზობაქტამის ჭარბი კონცენტრაცია შეიძლება შემცირდეს ჰემოდიალიზის საშუალებით (იხ. პარაგრაფი 4.4).

შემადგენლობა

თითოეული ფლაკონი შეიცავს: ნატრიუმის პიპერაცილინი USP

პიპერაცილინის ეკვივალენტური……...4.0 გ

ნატრიუმის ტაზობაქტამი

ტაზობაქტამის ეკვივალენტური………0.5 გ

შენახვის პირობები

24 თვე

  • 4 პრეპარატის შენახვასთან დაკავშირებული სპეციალური სიფრთხილის ზმომები

შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.

  • 5 კონტეინერის ბუნება და შემცველობა

30 მლ, III ტიპის USP, გამჭვირვალე შუშის ფლაკონი, დახურული ბრომბუტილის რეზინის საცობით და დალუქული დამცავი ქუდით.

  • 6 პრეპარატის განადგურებასა და სხვა დამუშავებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

ფხვნილის შემადგენლობის გახსნა და განზავება აფთიაქის მზა ფლაკონებში

გახსნილი საწყის ხსნარი უნდა გადაიტანონ და შემდგომ განაზავონ ინტრავენური ინფუზიისთვის.

აფთიაქის მზა ფლაკონი განკუთვნილია ნარევის სახით გამოსაყენებლად მხოლოდ საავადმყოფოს აფთიაქში, ლამინარული ნაკადის კაბინეტში. გახსნის შემდეგ, ფლაკონის შიგთავსი უნდა შეიყვანოთ სტერილური გადასაღები ნაკრების ან სხვა სტერილური გამანაწილებელი მოწყობილობის გამოყენებით და შიგთავსი უნდა გადაიტანოთ ინტრავენურ ხსნარში ასეპტიკური ტექნიკის გამოყენებით. აფთიაქის მზა ფლაკონის მთელი შიგთავსი დაუყოვნებლივ გამოიყენეთ. გამოუყენებელი ნაწილი გაანადგურეთ 24 საათის შემდეგ, თუ ინახება ოთახის ტემპერატურაზე (20°C-დან 25°C-მდე [68°F-დან 77°F-მდე]), ან 48 საათის შემდეგ, თუ ინახება მაცივრის ტემპერატურაზე (2°C-დან 8°C-მდე [36°F-დან 46°F-მდე]).

აფთიაქის მზა ფლაკონი გახსენით ქვემოთ ჩამოთვლილი თავსებადი გამხსნელის ზუსტად 152 მლ-ის გამოყენებით, 200 მგ/მლ პიპერაცილინის და 25 მგ/მლ ტაზობაქტამის კონცენტრაციამდე. კარგად შეანჯღრიეთ სრულ გახსნამდე. პარენტერალური სამკურნალო საშუალებები ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკების არსებობაზე და ფერის შეცვლაზე შეყვანამდე და შეყვანის დროს, როდესაც ხსნარი და კონტეინერი ამის საშუალებას იძლევა.

ერთჯერადი დოზის ფლაკონები

პიპერაცილინისა და ტაზობაქტამის ფლაკონები გახსენით ქვემოთ მოცემული სიიდან თავსებადი გამხსნელით.

  • 25 გ, 3.375 გ და 4.5 გ პიპერაცილინი და ტაზობაქტამი უნდა გაიხსნას შესაბამისად 10 მლ, 15 მლ და 20 მლ-ში. შეურიეთ გახსნამდე.

შეთავსებადი გამხსნელები აფთიაქისა და ერთჯერადი დოზის ფლაკონებისთვის

საინექციო 0.9% ნატრიუმის ქლორიდი

საინექციო სტერილური წყალი

დექსტროზა 5%

ბაქტერიოსტატიკური ფიზიოლოგიური ხსნარი/პარაბენები

ბაქტერიოსტატიკური წყალი/პარაბენები

ბაქტერიოსტატიკური ფიზიოლოგიური ხსნარი/ბენზილის სპირტი

ბაქტერიოსტატიკური წყალი/ბენზილის სპირტი

გახსნილი პიპერაცილინისა და ტაზობაქტამის ხსნარები, როგორც დიდი პარტიის, ასევე ერთჯერადი დოზის ფლაკონების შემთხვევაში, დამატებით უნდა განზავდეს (რეკომენდებული მოცულობა დოზის მიხედვით 50 მლ-დან 150 მლ-მდე) ქვემოთ ჩამოთვლილ თავსებად ინტრავენურ ხსნარში. შეიყვანეთ ინფუზიის სახით მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში. ინფუზიის დროს სასურველია ძირითადი საინფუზიო ხსნარის შეწყვეტა.

შეთავსებადი ინტრავენური ხსნარები აფთიაქისთვის და ერთჯერადი დოზის ფლაკონებისთვის

საინექციო 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდი

საინექციო სტერილური წყალი ინექციისთვის‡ დექსტრანი 6% ფიზიოლოგიურ ხსნარში დექსტროზა 5%

ლაქტატის შემცველი რინგერის ხსნარი (თავსებადია მხოლოდ რეფორმულირებულ პიპერაცილინთან და ტაზობაქტამთან, რომლებიც შეიცავს EDTA-ს და თავსებადია Y-პორტის საშუალებით ერთდროული შეყვანისთვის)

‡ სტერილური საინექციო წყლის მაქსიმალური რეკომენდებული მოცულობა დოზის მიხედვით არის 50 მლ

პიპერაცილინი და ტაზობაქტამი არ უნდა შეერიოს სხვა პრეპარატებს შპრიცში ან საინფუზიო ბოთლში, რადგან თავსებადობა დადგენილი არ არის.

პიპერაცილინი და ტაზობაქტამი ქიმიურად მდგრადი არ არის ხსნარებში, რომლებიც შეიცავს მხოლოდ ნატრიუმის ბიკარბონატს და ხსნარებში, რომლებიც მნიშვნელოვნად ცვლის pH-ს.

პიპერაცილინი და ტაზობაქტამი არ უნდა დაემატოს სისხლის პროდუქტებს ან ალბუმინის ჰიდროლიზატებს. პარენტერალური სამკურნალო საშუალებები გამოყენებამდე უნდა შემოწმდეს ვიზუალურად ნაწილაკებზე ან ფერის შეცვლაზე, როდესაც ხსნარი და კონტეინერი ამის საშუალებას იძლევა.

პიპერაცილინის და ტაზობაქტამის ფხვნილის შემადგენლობის მდგრადობა გახსნის შემდეგ

პიპერაცილინი და ტაზობაქტამი, გახსნილი როგორც დიდი პარტიიდან, ასევე ცალკეული ფლაკონებიდან, მდგრადია მინის და პლასტმასის კონტეინერებში (პლასტმასის შპრიცები, ინტრავენური ჩანთები და მილები), თავსებად გამხსნელებთან ერთად გამოყენებისას. აფთიაქის მზა ფლაკონი გახსნის შემდეგ არ უნდა გაყინოთ. გამოუყენებელი ნაწილი უნდა განადგურდეს ოთახის ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში შენახვის ან მაცივარში (2°C-დან 8°C-მდე [36°F-დან 46°F-მდე]) 48 საათის განმავლობაში შენახვის შემდეგ.

ერთჯერადი დოზის ან აფთიაქის ფლაკონები გახსნისთანავე უნდა გამოიყენონ. გამოუყენებელი ნაწილი უნდა განადგირდეს 24 საათის შემდეგ, თუ ინახება ოთახის ტემპერატურაზე (20°C-დან 25°C-მდე [68°F-დან 77°F-მდე]), ან 48 საათის შემდეგ, თუ ინახება მაცივარში (2°C-დან 8°C-მდე [36°F-დან 46°F-მდე]). გახსნის შემდეგ ფლაკონები არ უნდა გაიყინოს.

ინტრავენური ჩანთების მდგრადობის კვლევებმა აჩვენა ქიმიური მდგრადობა (პოტენცია, გახსნილი ხსნარის pH და ხსნარის გამჭვირვალობა) 24 საათამდე პერიოდში ოთახის ტემპერატურაზე და ერთ კვირამდე პერიოდში მაცივრის ტემპერატურაზე. პიპერაცილინი და ტაზობაქტამი არ შეიცავს კონსერვანტებს. ასეპტიკური ტექნიკის სათანადო გამოყენება აუცილებელია.

დიდი პარტიის და ცალკეული ფლაკონებიდან გახსნილი პიპერაცილინი და ტაზობაქტამი შეიძლება გამოიყენონ ამბულატორიულ ინტრავენურ საინფუზიო ტუმბოებში. პიპერაცილინისა და ტაზობაქტამის მდგრადობა ამბულატორიულ ინტრავენურ საინფუზიო ტუმბოში დადასტურებულია 12 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. თითოეული დოზა გახსნეს და განაზავეს 37.5 მლ ან 25 მლ მოცულობამდე. დოზირების ხსნარის ერთი დღის მარაგი ასეპტიკურად გადაიტანეს მედიკამენტის რეზერვუარში (ინტრავენური ჩანთები ან კარტრიჯი). რეზერვუარი მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად დამონტაჟდა წინასწარ დაპროგრამებულ ამბულატორიულ ინტრავენურ საინფუზიო ტუმბოზე. პიპერაცილინისა და ტაზობაქტამის მდგრადობაზე გავლენას არ ახდენს ამბულატორიული ინტრავენური საინფუზიო ტუმბოს გამოყენებით შეყვანა.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები, პენიცილინების კომბინაციები, ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორების ჩათვლით.

ათქ კოდი: J01C R05

მოქმედების მექანიზმი

პიპერაცილინი, ფართო სპექტრის, ნახევრადსინთეზური პენიცილინი, ავლენს ბაქტერიოციდულ აქტივობას როგორც ძგიდის, ასევე უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირების გზით.

ტაზობაქტამი, ბეტა-ლაქტამი, რომელიც სტრუქტურულად დაკავშირებულია პენიცილინთან, არის მრავალი ბეტა-ლაქტამაზის ინჰიბიტორი, რომელიც ხშირად იწვევს პენიცილინისა და ცეფალოსპორინების მიმართ რეზისტენტობას, მაგრამ ის არ ახდენს AmpC ენზიმების ან მეტალო-ბეტა-ლაქტამაზების ინჰიბირებას.

ტაზობაქტუმი აფართოებს პიპერაცილინის ანტიბიოტიკურ სპექტრს და მოიცავს ბეტა-ლაქტამაზების წარმომქმნელ მრავალ ბაქტერიას, რომლებმაც შეიძინეს რეზისტენტობა მხოლოდ პიპერაცილინის მიმართ.

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთობა

დრო მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის (T>MIC) ზემოთ განიხილება პიპერაცილინის ეფექტურობის მთავარ ფარმაკოდინამიკურ განმსაზღვრელ ფაქტორად.

რეზისტენტობის მექანიზმი

პიპერაცილინის/ტაზობაქტამის მიმართ რეზისტენტობის ორი ძირითადი მექანიზმი არსებობს:

  • პიპერაცილინის კომპონენტის ინაქტივაცია იმ ბეტა-ლაქტამაზებით, რომელთა ინჰიბირება არ ხორციელდება ტაზობაქტამის მეშვეობით: ბეტა-ლაქტამაზები B, C და D მოლეკულურ კლასში. გარდა ამისა, ტაზობაქტამი არ უზრუნველყოფს დაცვას ფართო სპექტრის ბეტა-ლაქტამაზებისგან (ESBLs) A და D მოლეკულური კლასის ფერმენტულ ჯგუფებში.
  • პენიცილინის შემაკავშირებელი ცილების (PBP) ცვლილება, რაც იწვევს პიპერაცილინის აფინურობის შემცირებას მოლეკულური სამიზნის მიმართ ბაქტერიებში.

დამატებით, ბაქტერიული მემბრანის გამტარიანობის მხრივ ცვლილებებმა, ასევე მრავალი წამლის გამოდევნის ტუმბოების ექსპრესიამ, შეიძლება გამოიწვიოს ან ხელი შეუწყოს ბაქტერიული რეზისტენტობის გაჩენას პიპერაცილინის/ტაზობაქტამის მიმართ, განსაკუთრებით გრამუარყოფით ბაქტერიებში.

ზღვრული მნიშვნელობები

EUCAST კლინიკური MIC ზღვრული მნიშვნელობები 2009 (2009-12-02, ვერსია 1):

მგრძნობელობის ტესტირების მიზნით, ტაზობაქტამის კონცენტრაცია ფიქსირებულია 4 მგ/ლ-ზე

პათოგენი

სახეობებთან დაკავშირებული ზღვრული მნიშვნელობები (S≤/R>)

ენტერობაქტერიები

8/16

ფსევდომონა

16/16

გრამ-უარყოფითი და გრამ-დადებითი ანაერობები

8/16

არასახეობრივი ზღვრული მნიშვნელობები

4/16

სტრეპტოკოკების მგრძნობელობა პენიცილინის მიმართ მგრძნობელობიდან გამომდინარეობს. სტაფილოკოკების მგრძნობელობა კი ოქსაცილინის მიმართ მგრძნობელობიდან გამომდინარეობს.

მგრძნობელობა

შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში შერჩეული სახეობებისთვის და სასურველია რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის მიღება, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, საჭიროა სპეციალისტისთვის მიმართვა, თუ რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება იმდენად მაღალია, რომ პრეპარატის ეფექტურობა საეჭვოა ინფექციების სულ მცირე ზოგიერთი ტიპის შემთხვევაში.

შესაბამისი სახეობების დაჯგუფება პიპერაცილინის/ტაზობაქტამის მიმართ მგრძნობელობის მიხედვით

გავრცელებული მგრძნობიარე სახეობები

გრამდადებითი აერობები

Enterococcus faecalis

Listeria monocytogenes

Staphylococcus aureus, methicillin susceptible£

Staphylococcus species, coagulase negative, methicillin-susceptible

Streptococcus pyogenes

Group B streptococci

გრამუარყოფითი აერობები

Citrobacter koseri Haemophilus influenza Moraxella catarrhalis Proteus mirabilis

გრამდადებითი ანაერობები

Clostridium spp. Eubacterium spp. Peptostreptococcus spp.

გრამუარყოფითი ანაერობები

Bacteroides fragilis group

Fusobacterium spp.

Porphyromonas spp.

Prevotella spp.

სახეობები, რომელთათვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება პრობლემას იყოს

გრამდადებითი აერობები

Enterococcus faecium $,.+

Streptococcus pneumonia

Streptococcus viridans group

გრამუარყოფითი აერობები

Actinobacter baumannii $

Burkholderia cepacia

Citrobacter freundii

Enterobacter spp.

Escherichia coli

Klebsiella pneumonia

Morganella morganii

Proteus vulgaris

Providencia ssp.

Pseudomonas aeruginosa

Serratia spp.

თანდაყოლილი რეზისტენტული ორგანიზმები

გრამდადებითი აერობები

Corynebacterium jeikeium

გრამუარყოფითი აერობები

Legionella spp

Stenotrophomonas maltophilia +,$

სხვა მიკროორგანიზმები

Chlamydophilia pneumonia

Mycoplasma pneumonia

$ სახეობები, რომლებიც ავლენენ ბუნებრივ შუალედურ მგრძნობელობას

+ სახეობები, რომელთა მიმართაც რეზისტენტობის მაღალი მაჩვენებლები (50%-ზე მეტი) შეინიშნება ევროკავშირის ერთ ან რამდენიმე ტერიტორიაზე/ქვეყანაში/რეგიონში.

£ ყველა მეთიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკი რეზისტენტულია პიპერაცილინის/ტაზობაქტამის მიმართ.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

პიპერაცილინის და ტაზობაქტამის პიკური კონცენტრაციები 4 გ/0.5 გ ინტრავენური ინფუზიით 30 წუთის განმავლობაში მიღების შემდეგ შეადგენს შესაბამისად 298 მკგ/მლ-ს და 34 მკგ/მლ-ს.

განაწილება

პიპერაცილინიც და ტაზობაქტამიც დაახლოებით 30%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. პიპერაცილინის ან ტაზობაქტამის ცილებთან შეკავშირებაზე გავლენას არ ახდენს სხვა ნაერთის არსებობა. ტაზობაქტამის მეტაბოლიტის ცილებთან შეკავშირება უმნიშვნელოა.

პიპერაცილინი/ტაზობაქტამი ფართოდ ნაწილდება ქსოვილებსა და სხეულის სითხეებში, მათ შორის ნაწლავის ლორწოვან გარსში, ნაღვლის ბუშტში, ფილტვებში, ნაღველსა და ძვლებში. ქსოვილებში საშუალო კონცენტრაცია, როგორც წესი, პლაზმაში არსებული კონცენტრაციის 50-დან 100%-მდეა. სხვა პენიცილინების მსგავსად, არაანთებითი ტვინის გარსების მქონე პირებში ცერებროსპინალურ სითხეში განაწილება დაბალია.

ბიოტრანსფორმაცია

პიპერაცილინი მეტაბოლიზდება მცირე მიკრობიოლოგიურად აქტიურ დეზეთილის მეტაბოლიტად. ტაზობაქტამი მეტაბოლიზდება ერთ მეტაბოლიტად, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მიკრობიოლოგიურად არააქტიურია.

გამოყოფა

პიპერაცილინი და ტაზობაქტამი გამოიყოფა თირკმლებით გლომერულური ფილტრაციისა და მილაკოვანი სეკრეციის გზით.

პიპერაცილინი სწრაფად გამოიყოფა უცვლელი პრეპარატის სახით, მიღებული დოზის 68% შარდში გამოიყოფა. ტაზობაქტამი და მისი მეტაბოლიტი ძირითადად თირკმლის ექსკრეციით გამოიყოფა, მიღებული დოზის 80% უცვლელი პრეპარატის სახით, ხოლო დანარჩენი - ერთჯერადი მეტაბოლიტის სახით. პიპერაცილინი, ტაზობაქტამი და დეზეთილპიპერაცილინი ასევე გამოიყოფა ნაღველში.

ჯანმრთელ სუბიექტებში პიპერაცილინის/ტაზობაქტამის ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ, პიპერაცილინის და ტაზობაქტამის პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობდა 0.7-დან 1.2 საათამდე და მასზე გავლენას არ ახდენდა დოზა ან ინფუზიის ხანგრძლივობა. როგორც პიპერაცილინის, ასევე ტაზობაქტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება თირკმლის კლირენსის შემცირებასთან ერთად.

ტაზობაქტამის გამო პიპერაცილინის ფარმაკოკინეტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება. როგორც ჩანს, პიპერაცილინი ამცირებს ტაზობაქტამის კლირენსს.

სპეციალური პოპულაციები

ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში, ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით, პიპერაცილინისა და ტაზობაქტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება დაახლოებით 25%-ით და 18%-ით, შესაბამისად.

პიპერაცილინისა და ტაზობაქტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება კრეატინინის კლირენსის შემცირებასთან ერთად. 20 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის დროს, პიპერაცილინისა და ტაზობაქტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება შესაბამისად ორჯერ და ოთხჯერ, თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით.

ჰემოდიალიზი გამოდევნის პიპერაცილინის/ტაზობაქტამის 30%-დან 50%-მდე ოდენობას, ხოლო ტაზობაქტამის დოზის დამატებით 5% გამოიყოფა ტაზობაქტამის მეტაბოლიტის სახით. პერიტონეალური დიალიზი გამოდევნის პიპერაცილინის და ტაზობაქტამის დოზების დაახლოებით 6%-ს და 21%-ს, შესაბამისად, ხოლო ტაზობაქტამის დოზის 18%-მდე გამოიყოფა ტაზობაქტამის მეტაბოლიტის სახით.

პედიატრიული პოპულაცია

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის მიხედვით, 9 თვიდან 12 წლამდე ასაკის პაციენტებში შეფასებული კლირენსი შედარებადი იყო მოზრდილებთან, პოპულაციის საშუალო (SE) მნიშვნელობით, რომელიც შეადგენდა 5.64 (0.34) მლ/წთ/კგ-ს. პიპერაცილინის კლირენსის შეფასება ამ მნიშვნელობის 80%-ს შეადგენს 2-9 თვის ასაკის ბავშვებში. პოპულაციაში პიპერაცილინის განაწილების მოცულობის საშუალო (SE) მნიშვნელობა არის 0.243 (0.011) ლ/კგ და არ არის დამოკიდებული ასაკზე.

ხანდაზმული პაციენტები

პიპერაცილინისა და ტაზობაქტამის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანდაზმულებში, ახალგაზრდა სუბიექტებთან შედარებით, შესაბამისად, 32%-ით და 55%-ით მეტი იყო. ეს განსხვავება შესაძლოა განპირობებული იყოს კრეატინინის კლირენსის ასაკთან დაკავშირებული ცვლილებებით.

რასა

პიპერაცილინის ან ტაზობაქტამის ფარმაკოკინეტიკაში განსხვავება არ დაფიქსირებულა აზიელ (n=9) და კავკასიელ (n=9) ჯანმრთელ მოხალისეებს შორის, რომლებმაც მიიღეს 4 გ/0.5 გ ოდენობის ერთჯერადი დოზები.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

ადბაქტ PT

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

ჯენერიკის სახელი: საინექციო პიპერაცილინი და ტაზობაქტამი USP 4.5 გ

  • თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

თითოეული ფლაკონი შეიცავს: ნატრიუმის პიპერაცილინი USP

პიპერაცილინის ეკვივალენტური……...4.0 გ

ნატრიუმის ტაზობაქტამი

ტაზობაქტამის ეკვივალენტური………0.5 გ

  • ფარმაცევტული ფორმა

საინექციო მშრალი ფხვნილი

  • კლინიკური მახასიათებლები
  • 1 სამკურნალო ჩვენებები

პიპერაცილინი/ტაზობაქტამი ნაჩვენებია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებსა და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

მოზრდილები და მოზარდები

  • მძიმე პნევმონია, საავადმყოფოში შეძენილი და ხელოვნური სუნთქვის აპარატთან ასოცირებული პნევმონიის ჩათვლით
  • საშარდე გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით)
  • გართულებული ინტრააბდომინალური ინფექციები
  • კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები (დიაბეტური ტერფის ინფექციების ჩათვლით)

ბაქტერიემიის მქონე პაციენტების მკურნალობა, რომელიც ასოცირდება ან სავარაუდოდ ასოცირდება ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ინფექციასთან.

პიპერაცილინი/ტაზობაქტამი შესაძლებელია გამოიყენონ ნეიტროპენიის მქონე პაციენტების სამართავად, რომელთაც ასევე ქონდათ სავარაუდოდ ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული ცხელება.

2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები

  • გართულებული ინტრააბდომინალური ინფექციები

პიპერაცილინი/ტაზობაქტამი შეიძლება გამოიყენონ ნეიტროპენიის მქონე ბავშვების სამართავად, რომელთაც ასევე ქონდათ სავარაუდოდ ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული ცხელება.

ანტიბაქტერიული საშუალებების შესაბამისი გამოყენების შესახებ ოფიციალური რეკომენდაციები მხედველობაში უნდა მიიღონ.

  • 2 პოზოლოგია და პრეპარატის მიღების მეთოდი

პოზოლოგია

პიპერაცილინი/ტაზობაქტამის დოზა და გამოყენების სიხშირე დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე, ლოკალიზაციაზე და მოსალოდნელ პათოგენებზე.

მოზრდილი და მოზარდი პაციენტების ინფექციები

ჩვეულებრივი დოზა მოიცავს 4 გ პიპერაცილინს / 0.5 გ ტაზობაქტამს, რომელიც მიიღება ყოველ რვა საათში ერთხელ.

ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში ჰოსპიტალური პნევმონიის და ბაქტერიული ინფექციების დროს რეკომენდებული დოზაა 4 გ პიპერაცილინი / 0.5 გ ტაზობაქტამი დანიშნული ყოველ ექვს საათში ერთხელ. ეს რეჟიმი ასევე შეიძლება გამოიყენონ სხვა ნაჩვენები ინფექციების მქონე პაციენტების სამკურნალოდ, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევების დროს.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეჯამებულია მკურნალობის სიხშირე და რეკომენდებული დოზა მოზრდილი და მოზარდი პაციენტებისთვის ჩვენების ან მდგომარეობის მიხედვით:

მკურნალობის სიხშირე

პიპერაცილინი/ტაზობაქტამი 4 გ / 0.5 გ

ყოველ ექვს საათში ერთხელ

მძიმე პნევმონია

ნეიტროპენიის მქონე მოზრდილები, რომლებსაც ქონდათ სავარაუდოდ ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული ცხელება.

ყოველ რვა საათში ერთხელ

საშარდე გზების გართულებული ინფექციები (მათ შორის პიელონეფრიტის ჩათვლით)

გართულებული ინტრააბდომინალური ინფექციები

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (დიაბეტური ტერფის ინფექციების ჩათვლით)

თირკმლის ფუნქციის გაუარესება

ინტრავენური დოზა უნდა დარეგულირდეს თირკმლის ფუნქციის ფაქტობრივი გაუარესების ხარისხის მიხედვით (თითოეულ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს მჭიდრო მონიტორინგი ნივთიერების ტოქსიკურობის ნიშნებზე; სამკურნალო პრეპარატის დოზა და დოზებს შორის ინტერვალი შესაბამისად უნდა დარეგულირდეს):

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

პიპერაცილინი/ტაზობაქტამი (რეკომენდებული დოზა)

> 40

დოზის კორექცია არ მოითხოვება

20-40

რეკომენდებული მაქსიმალური დოზა: 4 გ / 0.5 გ ყოველ რვა საათში ერთხელ

< 20

რეკომენდებული მაქსიმალური დოზა: 4 გ / 0.5 გ ყოველ 12 საათში ერთხელ

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის, თითოეული დიალიზის პერიოდის შემდეგ უნდა დაინიშნოს 2 გ/0.25 გ პიპერაცილინის/ტაზობაქტამის დამატებითი დოზა, რადგან ჰემოდიალიზი გამოდევნის პიპერაცილინის 30%-50%-ს ოთხ საათში.

ღვიძლის ფუნქციის გაუარესება

დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხილეთ პარაგრაფი 5.2).

დოზა ხანდაზმულ პაციენტებში

დოზის კორექცია არ მოითხოვება თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ან ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი 40 მლ/წთ-ზე მეტია.

პედიატრიული პოპულაცია (2-12 წლის ასაკი)

ინფექციები

ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეჯამებულია მკურნალობის სიხშირე და დოზა სხეულის წონის მიხედვით 2-12 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებში ჩვენების ან მდგომარეობის მიხედვით:

დოზა წონისა და მკურნალობის სიხშირის მიხედვით

ჩვენება/მდგომარეობა

80 მგ პიპერაცილინი / 10 მგ ტაზობაქტამი სხეულის წონის კგ-ის მიხედვით/ ყოველ ექვს საათში ერთხელ

ნეიტროპენიის მქონე ბავშვები, რომლებსაც აღენიშნებათ სავარაუდოდ ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული ცხელება*

100 მგ პიპერაცილინი / 12.5 მგ ტაზობაქტამი სხეულის წონის კგ-ის მიხედვით / ყოველ რვა საათში ერთხელ

გართულებული ინტრააბდომინალური ინფექციები *

  • არ უნდა გადააჭარბოს მაქსიმალურ დოზას 4 გ/0.5 გ-ის ოდენობით 30 წუთის განმავლობაში.

თირკმლის ფუნქციის გაუარესება

ინტრავენური დოზა უნდა დარეგულირდეს თირკმლის ფუქნციის ფაქტობრივი გაუარესების ხარისხის მიხედვით შემდეგნაირად (თითოეულ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს მჭიდრო მონიტორინგი ნივთიერების ტოქსიკურობის ნიშნებზე; სამკურნალო პრეპარატის დოზა და დოზებს შორის ინტერვალი შესაბამისად უნდა დარეგულირდეს):

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

პიპერაცილინი/ტაზობაქტამი (რეკომენდებული დოზა)

> 50

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

≤50

70 მგ პიპერაცილინი / 8.75 მგ ტაზობაქტამი / კგ ყოველ რვა საათში ერთხელ.

ჰემოდიალიზზე მყოფ ბავშვებში, დიალიზის ყოველი პერიოდის შემდეგ უნდა დაინიშნოს 40 მგ პიპერაცილინის / 5 მგ ტაზობაქტამის / კგ-ზე დამატებითი ერთი დოზა.

გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში

პიპერაცილინის/ტაზობაქტამის უსაფრთხოება და ეფექტურობა 0-2 წლის ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.

კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ჩვეულებრივი ხანგრძლივობა უმეტესი ჩვენებების დროს 5-14 დღის დიაპაზონშია. თუმცა, მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს ინფექციის სიმძიმის, პათოგენ(ებ)ის და პაციენტის კლინიკური და ბაქტერიოლოგიური პროგრესის მიხედვით.

პრეპარატის შეყვანის გზა

2 გ/0.25 გ პიპერაცილინი/ტაზობაქტამი შეყავთ ინტრავენური ინფუზიის სახით (30 წუთის განმავლობაში). 4 გ/0.5 გ პიპერაცილინი/ტაზობაქტამი შეყავთ ინტრავენური ინფუზიის სახით (30 წუთის განმავლობაში). განზავების ინსტრუქციისთვის იხილეთ პარაგრაფი 6.6.

  • 3 უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, პენიცილინის ანტიბაქტერიული სხვა ნებისმიერი საშუალების ან 6.1 პარაგრაფში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

მწვავე მძიმე ალერგიული რეაქციის ისტორია სხვა ნებისმიერი ბეტა-ლაქტამური აქტიური ნივთიერების მიმართ (მაგ. ცეფალოსპორინი, მონობაქტამი ან კარბაპენემი).

  • 4 სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ინდივიდუალური პაციენტის სამკურნალოდ პიპერაცილინი/ტაზობაქტამის შერჩევისას უნდა გაითვალისწინონ ფართო სპექტრის ნახევრად სინთეზური პენიცილინის გამოყენების მიზანშეწონილობა, ისეთი ფაქტორების საფუძველზე, როგორიცაა ინფექციის სიმძიმე და სხვა შესაფერისი ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ რეზისტენტობის გავრცელება.

პიპერაცილინით/ტაზობაქტამით თერაპიის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი გამოკვლევა წარსულში ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების შესახებ პენიცილინების, სხვა ბეტა-ლაქტამური პრეპარატების (მაგ., ცეფალოსპორინი, მონობაქტამი ან კარბაპენემი) და სხვა ალერგენების მიმართ. სერიოზული და ზოგჯერ ფატალური ჰიპერმგრძნობელობითი (ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური [შოკის ჩათვლით]) რეაქციები აღწერილია პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პენიცილინებს, პიპერაცილინის/ტაზობაქტამის ჩათვლით. ეს რეაქციები მაღალი ალბათობით ვითარდება იმ პირებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ სენსიტიურობა მრავალი ალერგენის მიმართ. სერიოზული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები მოითხოვს ანტიბიოტიკის შეწყვეტას და შეიძლება საჭირო გახდეს ეპინეფრინის და სხვა გადაუდებელი ზომების მიღებას.

კანის სერიოზული რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი ვლინდება პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პიპერაცილინს/ტაზობაქტამს. პაციენტებში კანზე გამონაყარის განვითარების შემთხვევაში, მათ უნდა ჩაუტარდეთ მჭიდრო მონიტორინგი და დაზიანებების პროგრესირებისას, პიპერაცილინი/ტაზობაქტამი უნდა შეწყდეს.

ანტიბიოტიკებით გამოწვეული ფსევდომემბრანული კოლიტი შეიძლება გამოვლინდეს მძიმე, მუდმივი დიარეით, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გახდეს. ფსევდომემბრანული კოლიტის სიმპტომები შეიძლება დაიწყოს ანტიბაქტერიული მკურნალობის დროს ან მისი დასრულების შემდეგ. ამ შემთხვევებში, პიპერაცილინი/ტაზობაქტამი უნდა შეწყდეს.

პიპერაცილინით/ტაზობაქტამით თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტული ორგანიზმების გაჩენა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუპერინფექცია.

სისხლდენის გამოვლინებები აღინიშნა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებს. ეს რეაქციები ზოგჯერ დაკავშირებული იყო კოაგულოგრამის ნორმიდან გადახრილ მაჩვენებლებთან, როგორიცაა შედედების დრო, თრომბოციტების აგრეგაცია და პროთრომბინის დრო, და მაღალი ალბათობით ვითარდება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. სისხლდენის გამოვლინების შემთხვევაში, ანტიბიოტიკის მიღება უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი თერაპია.

შესაძლოა განვითარდეს ლეიკოპენია და ნეიტროპენია, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის დროს. აქედან გამომდინარე, პერიოდულად უნდა ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი.

სხვა პენიცილინების მსგავსად, მაღალი დოზების მიღებისას, განსაკუთრებით თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში, შეიძლება განვითარდეს ნევროლოგიური გართულებები კრუნჩხვების სახით.

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 9.44 მმოლ (217 მგ) ნატრიუმს საინფუზიო ხსნარის ფხვნილის თითო ფლაკონში. ეს უნდა გაითვალისწინონ ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფი პაციენტების შემთხვევაში.

ჰიპოკალიემია შეიძლება განვითარდეს კალიუმის დაბალი მარაგის მქონე პაციენტებში ან იმ პაციენტებში, რომლებიც თანმხლებ პრეპარატებს იღებენ, რომლებმაც ამცირებენ კალიუმის დონეს; ასეთ პაციენტებში შეიძლება რეკომენდებული იყოს ელექტროლიტების პერიოდული განსაზღვრა.

თირკმლის ფუნქციის გაუარესება

პოტენციური ნეფროტოქსიკურობის გამო საჭიროა პიპერაცილინის/ტაზობაქტამის სიფრთხილით გამოყენება ~ თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში. ინტრავენური დოზები და მიღების ინტერვალები უნდა კორექტირდეს თირკმლის დისფუნქციის ხარისხის მიხედვით.

მეორადი ანალიზის შედეგად, რომელიც იყენებდა მულტიცენტრული, რანდომიზებულული, კონტროლირებადი კვლევის მონაცემებს, შეისწავლეს გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე (GFR) მძიმედ დაავადებულ პაციენტებში ხშირად გამოყენებული ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ და ანალიზით დადგინდა, რომ პიპერაცილინის/ტაზობაქტამის გამოყენება ასოცირდებოდა GFR-ის შექცევადი გაუმჯობესების უფრო დაბალ მაჩვენებელთან სხვა ანტიბიოტიკებთან შედარებით. ამ მეორადი ანალიზის დასკვნის მიხედვით, პიპერაცილინი/ტაზობაქტამი ამ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დაგვიანებული აღდგენის მიზეზი იყო.

  • 5 წამალთაშორისი ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტები

პიპერაცილინი ვეკურონიუმთან ერთად გამოყენებისას იწვევს ვეკურონიუმის მიონევრალური ბლოკადის გახანგრძლივებას. მათი მოქმედების მსგავსი მექანიზმების გამო, მოსალოდნელია, რომ ნებისმიერი არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტის მიერ გამოწვეული მოინევრალური ბლოკადა შეიძლება გახანგრძლივდეს პიპერაცილინის გამოყენებისას.

პერორალური ანტიკოაგულანტები

ჰეპარინის, პერორალური ანტიკოაგულანტების და სხვა პრეპარატების ერთდროული მიღებისას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინონ სისხლის კოაგულაციის სისტემაზე, მათ შორის თრომბოციტების ფუნქციაზე, შესაბამისი კოაგულოგრამა უნდა ჩატარდეს უფრო ხშირად და საჭიროა რეგულარული მონიტორინგი.

მეტოტრექსატი

პიპერაცილინმა შეიძლება შეამციროს მეტოტრექსატის გამოყოფა; შესაბამისად, საჭიროა შრატში მეტოტრექსატის დონეების მონიტორინგი პაციენტებში ნივთიერების ტოქსიკურობის თავიდან აცილების მიზნით.

პრობენეციდი

სხვა პენიცილინების მსგავსად, პრობენეციდისა და პიპერაცილინის/ტაზობაქტამის ერთდროული მიღება იწვევს პიპერაცილინისა და ტაზობაქტამის ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას და თირკმლის კლირენსის შემცირებას; თუმცა, ორივე ნივთიერების პიკური პლაზმური კონცენტრაციები უცვლელი რჩება.

ამინოგლიკოზიდები

პიპერაცილინის, როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე ტაზობაქტამთან ერთად კომბინაციაში გამოყენებამ მნიშვნელოვნად არ შეცვალა ტობრამიცინის ფარმაკოკინეტიკა თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე და თირკმლის მსუბუქი ან საშუალო დისფუქნციის მქონე სუბიექტებში. პიპერაცილინის, ტაზობაქტამის და M1 მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა ასევე მნიშვნელოვნად არ შეიცვალა ტობრამიცინის მიღებისას.

ტობრამიცინისა და გენტამიცინის ინაქტივაცია პიპერაცილინით გამოვლინდა თირკმლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში.

იხილეთ პიპერაცილინის/ტაზობაქტამის ამინოგლიკოზიდებთან ერთად მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

ვანკომიცინი

პიპერაცილინს/ტაზობაქტამსა და ვანკომიცინს შორის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

თუმცა, რეტროსპექტული კვლევების შეზღუდული რაოდენობით ვლინდება თირკმლის მწვავე დაზიანების მომატებული შემთხვევები იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ პიპერაცილინს/ტაზობაქტამს და ვანკომიცინს, ვანკომიცინის მონოთერაპიასთან შედარებით.

ეფექტები ლაბორატორიულ ტესტებზე

შარდში გლუკოზის გაზომვის არაფერმენტულმა მეთოდებმა, სხვა პენიცილინების მსგავსად, შეიძლება აჩვენოს ცრუ დადებითი შედეგები. აქედან გამომდინარე, პიპერაცილინით/ტაზობაქტამით თერაპიის დროს საჭიროა შარდში გლუკოზის ფერმენტული გაზომვა.

შარდში ცილის ქიმიური გაზომვის რამდენიმე მეთოდმა შეიძლება ცრუ დადებითი შედეგი აჩვენოს. ცილის სატესტო ზოლებით გაზომვა შედეგებზე გავლენას არ ახდენს.

პირდაპირი კუმბსის ტესტის შედეგი შეიძლება დადებითი იყოს.

Bio-Rad Laboratories-ის Platelia Aspergillus EIA ტესტებმა შესაძლოა ცრუ დადებითი შედეგები აჩვენოს იმ პაციენტებში, რომლებიც პიპერაცილინს/ტაზობაქტამს იღებენ. დაფიქსირდა ჯვარედინი რეაქციები არა-ასპერგილუსის პოლისაქარიდებთან და პოლიფურანოზებთან Bio-Rad Laboratories-ის Platelia Aspergillus EIA ტესტის მეშვეობით.

პიპერაცილინზე/ტაზობაქტამზე მყოფ პაციენტებში ზემოთ ჩამოთვლილი ანალიზების დადებითი შედეგები უნდა დადასტურდეს სხვა დიაგნოსტიკური მეთოდებით.

  • 6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსულ ქალებში პიპერაცილინის/ტაზობაქტამის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია.

ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა განვითარების ტოქსიკურობა, მაგრამ არ აჩვენა ტერატოგენურობა დედისთვის ტოქსიკური დოზებით გამოყენებისას.

პიპერაცილინი და ტაზობაქტამი გადიან პლაცენტარულ ბარიერს. პიპერაცილინი/ტაზობაქტამი ორსულობის დროს უნდა გამოიყენონ მხოლოდ მკაფიო ჩვენების შემთხვევაში, ანუ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ორსულ ქალთან და ნაყოფთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებს.

ძუძუთი კვება

პიპერაცილინი სავარაუდოდ დაბალი კონცენტრაციით გამოიყოფა დედის რძეში; ტაზობაქტამის კონცენტრაცია ადამიანის რძეში შესწავლილი არ არის. მეძუძურ ქალებს მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩაუტარდეთ, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ქალთან და ბავშვთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებს.

ფერტილობა

ვირთხებში ჩატარებული ფერტილობის კვლევით არ გამოვლინდა ფერტილობასა და შეჯვარებაზე ეფექტი ტაზობაქტამის ან პიპერაცილინის/ტაზობაქტამის კომბინაციის ინტრაპერიტონეალური მიღების შემდეგ.

  • 7 ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე გავლენა

კვლევები არ ჩატარებულა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ.

  • 8 არასასურველი ეფექტები

ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქცია არის დიარეა (რომელიც 10-დან 1 პაციენტში გვხვდება), გულისრევა, ღებინება და გამონაყარი.

ყველაზე სერიოზულ გვერდით რეაქციებს შორის ფსევდომემბრანული კოლიტი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი 10,000 პაციენტში 1-დან 10-მდე გვხვდება. პანციტოპენიის, ანაფილაქსიური შოკის და სტივენს-ჯონსონის სინდრომის სიხშირის შეფასება ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემებით შეუძლებელია.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემური კლასისა და MedDRA-ს მიხედვით უპირატესი ტერმინის მიხედვით. თითოეული სიხშირის ჯგუფის ფარგლებში არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.

ორგაოთა სისტემის კლასი

ძალიან ხშირი

≥ 1/10

ხშირი

≥ 1/100 to < 1/10

ნაკლებად ხშირი

≥ 1/1,000 to <

1/100

იშვიათი

≥ 1/10,000 to <

1/1,000

სიხშირე უცნობია (ხელმისაწვდომი მონაცემებით მისი შეფასება შეუძლებელია)

ინფექციები და

კანდიდოზი*

ფსევდომემბრანული კოლიტი

ინფესტაციები

ფსევდომემბრანული კოლიტი

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

თრომბოციტოპენია, ანემია*

, ლეიკოპენია

აგრანულოციტოზი,

პანციტოპენია*, ნეიტროპენია, ჰემოლიზური ანემია*, ეოზინოფილია*, თრომბოციტოზი*

იმუნური სისტემის დარღვევები

ანაფილაქტოიდური რეაქცია*, ანაფილაქსიური რეაქცია*, ანაფილაქტოიდური შოკი*, ანაფილაქსიური შოკი*, ჰიპერმგრძნობელობა*

მეტაბოლიზმისა და კვებითი დარღვევები

ჰიპოკალემია

ფსიქიური დარღვევები

უძილობა

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი, უძილობა

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ჰიპოტენზია, თრომბოფლებიტი, ფლებიტი, წამოხურება

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის დარღვევები

ეპისტაქსისი

ეოზინოფილური პნევმონია

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

დიარეა

მუცლის არეში ტკივილი, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, დისპეფსია

სტომატიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ჰეპატიტი*, სიყვითლე,

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

გამონაყარი, ქავილი

მულტიფორმული ერითემა*, ჭინჭრის ციება, მაკულოპაპულურიგამონაყარი *

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი*

სტივენს-ჯონსონის სინდრომი*, ექსფოლიაციური დერმატიტი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)*, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP)*, ბულოზური პურპურას დერმატიტი

კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ართრალგია, მიალგია

თირკმლის და საშარდე გზების დარღვევები

თირკმლის უკმარისობა, ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი*

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობები

პირექსია, რეაქცია ინექციის ადგილას

შემცივნება

გამოკვლევები

ალანინ ამინოტრანსფერაზას მატება, ასპარტატ ამინოტრანსფერაზას მატება, ცილის საერთო რაოდენობის შემცირება, სისხლში ალბუმინის შემცირება, კუმბსის პირდაპირი ტესტი დადებითი, სისხლში კრეატინინის მატება, სისხლში ტუტე ფოსფატაზას მატება, სისხლში შარდოვანას მატება, აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დროის გახანგრძლივება

სისხლში გლუკოზის შემცირება, სისხლში ბილირუბინის მატება, პროთრომბინის დროის გახანგრძლივება

სისხლდენის დროის გახანგრძლივება, გამა-გლუტამილტრანსფერაზას მომატება

  • მარკეტინგის შემდეგ გამოვლენილი არასასურველი გვერდითი რეაქციები

პიპერაცილინით თერაპია დაკავშირებულია ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებში ცხელებისა და გამონაყარის გაზრდილ სიხშირესთან.

  • 9 ზედოზირება

სიმპტომები

არსებობს პოსტმარკეტინგული ანგარიშები პიპერაცილინით/ტაზობაქტამით გამოწვეული ზედოზირების შესახებ. მოვლენების უმეტესობა გულისრევის, ღებინების და დიარეის ჩათვლით ასევე აღინიშნა რეკომენდებული დოზის მიღებისას. პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ნერვ-კუნთოვანი აგზნებადობა ან კრუნჩხვები, თუ ინტრავენურად შეჰყავთ რეკომენდებულზე მაღალი დოზები (განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში).

მკურნალობა

ზედოზირების შემთხვევაში, პიპერაცილინით/ტაზობაქტამით მკურნალობა უნდა შეწყდეს. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

მკურნალობა უნდა იყოს მხარდამჭერი და სიმპტომური, პაციენტის კლინიკური სურათის შესაბამისად. შრატში პიპერაცილინის ან ტაზობაქტამის ჭარბი კონცენტრაცია შეიძლება შემცირდეს ჰემოდიალიზის საშუალებით (იხ. პარაგრაფი 4.4).

  • ფარმაკოლოგიური თვისებები
  • 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები, პენიცილინების კომბინაციები, ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორების ჩათვლით.

ათქ კოდი: J01C R05

მოქმედების მექანიზმი

პიპერაცილინი, ფართო სპექტრის, ნახევრადსინთეზური პენიცილინი, ავლენს ბაქტერიოციდულ აქტივობას როგორც ძგიდის, ასევე უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირების გზით.

ტაზობაქტამი, ბეტა-ლაქტამი, რომელიც სტრუქტურულად დაკავშირებულია პენიცილინთან, არის მრავალი ბეტა-ლაქტამაზის ინჰიბიტორი, რომელიც ხშირად იწვევს პენიცილინისა და ცეფალოსპორინების მიმართ რეზისტენტობას, მაგრამ ის არ ახდენს AmpC ენზიმების ან მეტალო-ბეტა-ლაქტამაზების ინჰიბირებას.

ტაზობაქტუმი აფართოებს პიპერაცილინის ანტიბიოტიკურ სპექტრს და მოიცავს ბეტა-ლაქტამაზების წარმომქმნელ მრავალ ბაქტერიას, რომლებმაც შეიძინეს რეზისტენტობა მხოლოდ პიპერაცილინის მიმართ.

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთობა

დრო მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის (T>MIC) ზემოთ განიხილება პიპერაცილინის ეფექტურობის მთავარ ფარმაკოდინამიკურ განმსაზღვრელ ფაქტორად.

რეზისტენტობის მექანიზმი

პიპერაცილინის/ტაზობაქტამის მიმართ რეზისტენტობის ორი ძირითადი მექანიზმი არსებობს:

  • პიპერაცილინის კომპონენტის ინაქტივაცია იმ ბეტა-ლაქტამაზებით, რომელთა ინჰიბირება არ ხორციელდება ტაზობაქტამის მეშვეობით: ბეტა-ლაქტამაზები B, C და D მოლეკულურ კლასში. გარდა ამისა, ტაზობაქტამი არ უზრუნველყოფს დაცვას ფართო სპექტრის ბეტა-ლაქტამაზებისგან (ESBLs) A და D მოლეკულური კლასის ფერმენტულ ჯგუფებში.
  • პენიცილინის შემაკავშირებელი ცილების (PBP) ცვლილება, რაც იწვევს პიპერაცილინის აფინურობის შემცირებას მოლეკულური სამიზნის მიმართ ბაქტერიებში.

დამატებით, ბაქტერიული მემბრანის გამტარიანობის მხრივ ცვლილებებმა, ასევე მრავალი წამლის გამოდევნის ტუმბოების ექსპრესიამ, შეიძლება გამოიწვიოს ან ხელი შეუწყოს ბაქტერიული რეზისტენტობის გაჩენას პიპერაცილინის/ტაზობაქტამის მიმართ, განსაკუთრებით გრამუარყოფით ბაქტერიებში.

ზღვრული მნიშვნელობები

EUCAST კლინიკური MIC ზღვრული მნიშვნელობები 2009 (2009-12-02, ვერსია 1):

მგრძნობელობის ტესტირების მიზნით, ტაზობაქტამის კონცენტრაცია ფიქსირებულია 4 მგ/ლ-ზე

პათოგენი

სახეობებთან დაკავშირებული ზღვრული მნიშვნელობები (S≤/R>)

ენტერობაქტერიები

8/16

ფსევდომონა

16/16

გრამ-უარყოფითი და გრამ-დადებითი ანაერობები

8/16

არასახეობრივი ზღვრული მნიშვნელობები

4/16

სტრეპტოკოკების მგრძნობელობა პენიცილინის მიმართ მგრძნობელობიდან გამომდინარეობს. სტაფილოკოკების მგრძნობელობა კი ოქსაცილინის მიმართ მგრძნობელობიდან გამომდინარეობს.

მგრძნობელობა

შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში შერჩეული სახეობებისთვის და სასურველია რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის მიღება, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, საჭიროა სპეციალისტისთვის მიმართვა, თუ რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება იმდენად მაღალია, რომ პრეპარატის ეფექტურობა საეჭვოა ინფექციების სულ მცირე ზოგიერთი ტიპის შემთხვევაში.

შესაბამისი სახეობების დაჯგუფება პიპერაცილინის/ტაზობაქტამის მიმართ მგრძნობელობის მიხედვით

გავრცელებული მგრძნობიარე სახეობები

გრამდადებითი აერობები

Enterococcus faecalis

Listeria monocytogenes

Staphylococcus aureus, methicillin susceptible£

Staphylococcus species, coagulase negative, methicillin-susceptible

Streptococcus pyogenes

Group B streptococci

გრამუარყოფითი აერობები

Citrobacter koseri Haemophilus influenza Moraxella catarrhalis Proteus mirabilis

გრამდადებითი ანაერობები

Clostridium spp. Eubacterium spp. Peptostreptococcus spp.

გრამუარყოფითი ანაერობები

Bacteroides fragilis group

Fusobacterium spp.

Porphyromonas spp.

Prevotella spp.

სახეობები, რომელთათვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება პრობლემას იყოს

გრამდადებითი აერობები

Enterococcus faecium $,.+

Streptococcus pneumonia

Streptococcus viridans group

გრამუარყოფითი აერობები

Actinobacter baumannii $

Burkholderia cepacia

Citrobacter freundii

Enterobacter spp.

Escherichia coli

Klebsiella pneumonia

Morganella morganii

Proteus vulgaris

Providencia ssp.

Pseudomonas aeruginosa

Serratia spp.

თანდაყოლილი რეზისტენტული ორგანიზმები

გრამდადებითი აერობები

Corynebacterium jeikeium

გრამუარყოფითი აერობები

Legionella spp

Stenotrophomonas maltophilia +,$

სხვა მიკროორგანიზმები

Chlamydophilia pneumonia

Mycoplasma pneumonia

$ სახეობები, რომლებიც ავლენენ ბუნებრივ შუალედურ მგრძნობელობას

+ სახეობები, რომელთა მიმართაც რეზისტენტობის მაღალი მაჩვენებლები (50%-ზე მეტი) შეინიშნება ევროკავშირის ერთ ან რამდენიმე ტერიტორიაზე/ქვეყანაში/რეგიონში.

£ ყველა მეთიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკი რეზისტენტულია პიპერაცილინის/ტაზობაქტამის მიმართ.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

პიპერაცილინის და ტაზობაქტამის პიკური კონცენტრაციები 4 გ/0.5 გ ინტრავენური ინფუზიით 30 წუთის განმავლობაში მიღების შემდეგ შეადგენს შესაბამისად 298 მკგ/მლ-ს და 34 მკგ/მლ-ს.

განაწილება

პიპერაცილინიც და ტაზობაქტამიც დაახლოებით 30%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. პიპერაცილინის ან ტაზობაქტამის ცილებთან შეკავშირებაზე გავლენას არ ახდენს სხვა ნაერთის არსებობა. ტაზობაქტამის მეტაბოლიტის ცილებთან შეკავშირება უმნიშვნელოა.

პიპერაცილინი/ტაზობაქტამი ფართოდ ნაწილდება ქსოვილებსა და სხეულის სითხეებში, მათ შორის ნაწლავის ლორწოვან გარსში, ნაღვლის ბუშტში, ფილტვებში, ნაღველსა და ძვლებში. ქსოვილებში საშუალო კონცენტრაცია, როგორც წესი, პლაზმაში არსებული კონცენტრაციის 50-დან 100%-მდეა. სხვა პენიცილინების მსგავსად, არაანთებითი ტვინის გარსების მქონე პირებში ცერებროსპინალურ სითხეში განაწილება დაბალია.

ბიოტრანსფორმაცია

პიპერაცილინი მეტაბოლიზდება მცირე მიკრობიოლოგიურად აქტიურ დეზეთილის მეტაბოლიტად. ტაზობაქტამი მეტაბოლიზდება ერთ მეტაბოლიტად, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მიკრობიოლოგიურად არააქტიურია.

გამოყოფა

პიპერაცილინი და ტაზობაქტამი გამოიყოფა თირკმლებით გლომერულური ფილტრაციისა და მილაკოვანი სეკრეციის გზით.

პიპერაცილინი სწრაფად გამოიყოფა უცვლელი პრეპარატის სახით, მიღებული დოზის 68% შარდში გამოიყოფა. ტაზობაქტამი და მისი მეტაბოლიტი ძირითადად თირკმლის ექსკრეციით გამოიყოფა, მიღებული დოზის 80% უცვლელი პრეპარატის სახით, ხოლო დანარჩენი - ერთჯერადი მეტაბოლიტის სახით. პიპერაცილინი, ტაზობაქტამი და დეზეთილპიპერაცილინი ასევე გამოიყოფა ნაღველში.

ჯანმრთელ სუბიექტებში პიპერაცილინის/ტაზობაქტამის ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ, პიპერაცილინის და ტაზობაქტამის პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობდა 0.7-დან 1.2 საათამდე და მასზე გავლენას არ ახდენდა დოზა ან ინფუზიის ხანგრძლივობა. როგორც პიპერაცილინის, ასევე ტაზობაქტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება თირკმლის კლირენსის შემცირებასთან ერთად.

ტაზობაქტამის გამო პიპერაცილინის ფარმაკოკინეტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება. როგორც ჩანს, პიპერაცილინი ამცირებს ტაზობაქტამის კლირენსს.

სპეციალური პოპულაციები

ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში, ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით, პიპერაცილინისა და ტაზობაქტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება დაახლოებით 25%-ით და 18%-ით, შესაბამისად.

პიპერაცილინისა და ტაზობაქტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება კრეატინინის კლირენსის შემცირებასთან ერთად. 20 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის დროს, პიპერაცილინისა და ტაზობაქტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება შესაბამისად ორჯერ და ოთხჯერ, თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით.

ჰემოდიალიზი გამოდევნის პიპერაცილინის/ტაზობაქტამის 30%-დან 50%-მდე ოდენობას, ხოლო ტაზობაქტამის დოზის დამატებით 5% გამოიყოფა ტაზობაქტამის მეტაბოლიტის სახით. პერიტონეალური დიალიზი გამოდევნის პიპერაცილინის და ტაზობაქტამის დოზების დაახლოებით 6%-ს და 21%-ს, შესაბამისად, ხოლო ტაზობაქტამის დოზის 18%-მდე გამოიყოფა ტაზობაქტამის მეტაბოლიტის სახით.

პედიატრიული პოპულაცია

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის მიხედვით, 9 თვიდან 12 წლამდე ასაკის პაციენტებში შეფასებული კლირენსი შედარებადი იყო მოზრდილებთან, პოპულაციის საშუალო (SE) მნიშვნელობით, რომელიც შეადგენდა 5.64 (0.34) მლ/წთ/კგ-ს. პიპერაცილინის კლირენსის შეფასება ამ მნიშვნელობის 80%-ს შეადგენს 2-9 თვის ასაკის ბავშვებში. პოპულაციაში პიპერაცილინის განაწილების მოცულობის საშუალო (SE) მნიშვნელობა არის 0.243 (0.011) ლ/კგ და არ არის დამოკიდებული ასაკზე.

ხანდაზმული პაციენტები

პიპერაცილინისა და ტაზობაქტამის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანდაზმულებში, ახალგაზრდა სუბიექტებთან შედარებით, შესაბამისად, 32%-ით და 55%-ით მეტი იყო. ეს განსხვავება შესაძლოა განპირობებული იყოს კრეატინინის კლირენსის ასაკთან დაკავშირებული ცვლილებებით.

რასა

პიპერაცილინის ან ტაზობაქტამის ფარმაკოკინეტიკაში განსხვავება არ დაფიქსირებულა აზიელ (n=9) და კავკასიელ (n=9) ჯანმრთელ მოხალისეებს შორის, რომლებმაც მიიღეს 4 გ/0.5 გ ოდენობის ერთჯერადი დოზები.

  • 3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

პრეკლინიკური მონაცემებით არ გამოვლინდა განსაკუთრებული საფრთხე ადამიანისთვის განმეორებითი დოზის ტოქსიკურობისა და გენოტოქსიკურობის ტრადიციული კვლევების საფუძველზე. პიპერაცილინის/ტაზობაქტამის კანცეროგენობის კვლევები არ ჩატარებულა.

ვირთხებში ფერტილობისა და ზოგადი რეპროდუქციული კვლევით გამოვლინდა ნაშიერის ზომის შემცირება და დაგვიანებული ოსიფიკაციითა და ნეკნების ცვლილებებით დაბადებული ნაყოფების რაოდენობის ზრდა, რასაც თან ახლდა დედის ტოქსიკურობა ტაზობაქტამის ან პიპერაცილინის/ტაზობაქტამის კომბინაციის ინტრაპერიტონეალური შეყვანისას. F1 თაობის ფერტილობა და F2 თაობის ემბრიონული განვითარება არ დაქვეითებულა.

თაგვებსა და ვირთხებში ტაზობაქტამის ან პიპერაცილინის/ტაზობაქტამის კომბინაციის ინტრავენური შეყვანის გამოყენებით ჩატარებულმა ტერატოგენურობის კვლევებმა დედისთვის ტოქსიკური დოზების გამოყენებისას ვირთხების ნაყოფის წონის უმნიშვნელო შემცირება გამოიწვია, თუმცა ტერატოგენული ეფექტები არ გამოავლინა.

ტაზობაქტამის ან პიპერაცილინისა და ტაზობაქტამის კომბინაციის ინტრაპერიტონეალურმა შეყვანამ ვირთხებში გამოიწვია პერი/პოსტნატალური განვითარების გაუარესება (ნაშიერის წონის შემცირება, ნაშიერის სიკვდილიანობის ზრდა, მკვდრადშობადობის ზრდა), რასაც თან ახლდა დედის ტოქსიკურობა.

  • ფარმაცევტული მახასიათებლები
  • 1 დამხმარე ნივთიერებების სია

არანაირი

  • 2 შეუთავსებლობა

არ არის ცნობილი

  • 3 ვარგისიანობის ვადა

24 თვე

  • 4 პრეპარატის შენახვასთან დაკავშირებული სპეციალური სიფრთხილის ზმომები

შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.

  • 5 კონტეინერის ბუნება და შემცველობა

30 მლ, III ტიპის USP, გამჭვირვალე შუშის ფლაკონი, დახურული ბრომბუტილის რეზინის საცობით და დალუქული დამცავი ქუდით.

  • 6 პრეპარატის განადგურებასა და სხვა დამუშავებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

ფხვნილის შემადგენლობის გახსნა და განზავება აფთიაქის მზა ფლაკონებში

გახსნილი საწყის ხსნარი უნდა გადაიტანონ და შემდგომ განაზავონ ინტრავენური ინფუზიისთვის.

აფთიაქის მზა ფლაკონი განკუთვნილია ნარევის სახით გამოსაყენებლად მხოლოდ საავადმყოფოს აფთიაქში, ლამინარული ნაკადის კაბინეტში. გახსნის შემდეგ, ფლაკონის შიგთავსი უნდა შეიყვანოთ სტერილური გადასაღები ნაკრების ან სხვა სტერილური გამანაწილებელი მოწყობილობის გამოყენებით და შიგთავსი უნდა გადაიტანოთ ინტრავენურ ხსნარში ასეპტიკური ტექნიკის გამოყენებით. აფთიაქის მზა ფლაკონის მთელი შიგთავსი დაუყოვნებლივ გამოიყენეთ. გამოუყენებელი ნაწილი გაანადგურეთ 24 საათის შემდეგ, თუ ინახება ოთახის ტემპერატურაზე (20°C-დან 25°C-მდე [68°F-დან 77°F-მდე]), ან 48 საათის შემდეგ, თუ ინახება მაცივრის ტემპერატურაზე (2°C-დან 8°C-მდე [36°F-დან 46°F-მდე]).

აფთიაქის მზა ფლაკონი გახსენით ქვემოთ ჩამოთვლილი თავსებადი გამხსნელის ზუსტად 152 მლ-ის გამოყენებით, 200 მგ/მლ პიპერაცილინის და 25 მგ/მლ ტაზობაქტამის კონცენტრაციამდე. კარგად შეანჯღრიეთ სრულ გახსნამდე. პარენტერალური სამკურნალო საშუალებები ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკების არსებობაზე და ფერის შეცვლაზე შეყვანამდე და შეყვანის დროს, როდესაც ხსნარი და კონტეინერი ამის საშუალებას იძლევა.

ერთჯერადი დოზის ფლაკონები

პიპერაცილინისა და ტაზობაქტამის ფლაკონები გახსენით ქვემოთ მოცემული სიიდან თავსებადი გამხსნელით.

  • 25 გ, 3.375 გ და 4.5 გ პიპერაცილინი და ტაზობაქტამი უნდა გაიხსნას შესაბამისად 10 მლ, 15 მლ და 20 მლ-ში. შეურიეთ გახსნამდე.

შეთავსებადი გამხსნელები აფთიაქისა და ერთჯერადი დოზის ფლაკონებისთვის

საინექციო 0.9% ნატრიუმის ქლორიდი

საინექციო სტერილური წყალი

დექსტროზა 5%

ბაქტერიოსტატიკური ფიზიოლოგიური ხსნარი/პარაბენები

ბაქტერიოსტატიკური წყალი/პარაბენები

ბაქტერიოსტატიკური ფიზიოლოგიური ხსნარი/ბენზილის სპირტი

ბაქტერიოსტატიკური წყალი/ბენზილის სპირტი

გახსნილი პიპერაცილინისა და ტაზობაქტამის ხსნარები, როგორც დიდი პარტიის, ასევე ერთჯერადი დოზის ფლაკონების შემთხვევაში, დამატებით უნდა განზავდეს (რეკომენდებული მოცულობა დოზის მიხედვით 50 მლ-დან 150 მლ-მდე) ქვემოთ ჩამოთვლილ თავსებად ინტრავენურ ხსნარში. შეიყვანეთ ინფუზიის სახით მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში. ინფუზიის დროს სასურველია ძირითადი საინფუზიო ხსნარის შეწყვეტა.

შეთავსებადი ინტრავენური ხსნარები აფთიაქისთვის და ერთჯერადი დოზის ფლაკონებისთვის

საინექციო 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდი

საინექციო სტერილური წყალი ინექციისთვის‡ დექსტრანი 6% ფიზიოლოგიურ ხსნარში დექსტროზა 5%

ლაქტატის შემცველი რინგერის ხსნარი (თავსებადია მხოლოდ რეფორმულირებულ პიპერაცილინთან და ტაზობაქტამთან, რომლებიც შეიცავს EDTA-ს და თავსებადია Y-პორტის საშუალებით ერთდროული შეყვანისთვის)

‡ სტერილური საინექციო წყლის მაქსიმალური რეკომენდებული მოცულობა დოზის მიხედვით არის 50 მლ

პიპერაცილინი და ტაზობაქტამი არ უნდა შეერიოს სხვა პრეპარატებს შპრიცში ან საინფუზიო ბოთლში, რადგან თავსებადობა დადგენილი არ არის.

პიპერაცილინი და ტაზობაქტამი ქიმიურად მდგრადი არ არის ხსნარებში, რომლებიც შეიცავს მხოლოდ ნატრიუმის ბიკარბონატს და ხსნარებში, რომლებიც მნიშვნელოვნად ცვლის pH-ს.

პიპერაცილინი და ტაზობაქტამი არ უნდა დაემატოს სისხლის პროდუქტებს ან ალბუმინის ჰიდროლიზატებს. პარენტერალური სამკურნალო საშუალებები გამოყენებამდე უნდა შემოწმდეს ვიზუალურად ნაწილაკებზე ან ფერის შეცვლაზე, როდესაც ხსნარი და კონტეინერი ამის საშუალებას იძლევა.

პიპერაცილინის და ტაზობაქტამის ფხვნილის შემადგენლობის მდგრადობა გახსნის შემდეგ

პიპერაცილინი და ტაზობაქტამი, გახსნილი როგორც დიდი პარტიიდან, ასევე ცალკეული ფლაკონებიდან, მდგრადია მინის და პლასტმასის კონტეინერებში (პლასტმასის შპრიცები, ინტრავენური ჩანთები და მილები), თავსებად გამხსნელებთან ერთად გამოყენებისას. აფთიაქის მზა ფლაკონი გახსნის შემდეგ არ უნდა გაყინოთ. გამოუყენებელი ნაწილი უნდა განადგურდეს ოთახის ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში შენახვის ან მაცივარში (2°C-დან 8°C-მდე [36°F-დან 46°F-მდე]) 48 საათის განმავლობაში შენახვის შემდეგ.

ერთჯერადი დოზის ან აფთიაქის ფლაკონები გახსნისთანავე უნდა გამოიყენონ. გამოუყენებელი ნაწილი უნდა განადგირდეს 24 საათის შემდეგ, თუ ინახება ოთახის ტემპერატურაზე (20°C-დან 25°C-მდე [68°F-დან 77°F-მდე]), ან 48 საათის შემდეგ, თუ ინახება მაცივარში (2°C-დან 8°C-მდე [36°F-დან 46°F-მდე]). გახსნის შემდეგ ფლაკონები არ უნდა გაიყინოს.

ინტრავენური ჩანთების მდგრადობის კვლევებმა აჩვენა ქიმიური მდგრადობა (პოტენცია, გახსნილი ხსნარის pH და ხსნარის გამჭვირვალობა) 24 საათამდე პერიოდში ოთახის ტემპერატურაზე და ერთ კვირამდე პერიოდში მაცივრის ტემპერატურაზე. პიპერაცილინი და ტაზობაქტამი არ შეიცავს კონსერვანტებს. ასეპტიკური ტექნიკის სათანადო გამოყენება აუცილებელია.

დიდი პარტიის და ცალკეული ფლაკონებიდან გახსნილი პიპერაცილინი და ტაზობაქტამი შეიძლება გამოიყენონ ამბულატორიულ ინტრავენურ საინფუზიო ტუმბოებში. პიპერაცილინისა და ტაზობაქტამის მდგრადობა ამბულატორიულ ინტრავენურ საინფუზიო ტუმბოში დადასტურებულია 12 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. თითოეული დოზა გახსნეს და განაზავეს 37.5 მლ ან 25 მლ მოცულობამდე. დოზირების ხსნარის ერთი დღის მარაგი ასეპტიკურად გადაიტანეს მედიკამენტის რეზერვუარში (ინტრავენური ჩანთები ან კარტრიჯი). რეზერვუარი მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად დამონტაჟდა წინასწარ დაპროგრამებულ ამბულატორიულ ინტრავენურ საინფუზიო ტუმბოზე. პიპერაცილინისა და ტაზობაქტამის მდგრადობაზე გავლენას არ ახდენს ამბულატორიული ინტრავენური საინფუზიო ტუმბოს გამოყენებით შეყვანა.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი:

Inject Care Parenterals Pvt. Ltd.

Plot no. 130, Silvassa Road GIDC, Vapi-396195, ინდოეთი

წარმოებული და მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:

ZIEVA FARM PRIVATE LIMITED

401, 4th Floor, Classic Pentagon, WEH

ANDHERI ( E), MUMBAI- 400099 India

ANDHERI (E), მუმბაი- 400099 ინდოეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა