პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რადიოფარმაცევტული სადიაგნოსტიკო საშუალებები

EC რადიოფარმაცევტული პრეპარატის მოსამზადებელი ნაკრები

EC készlet radioaktív gyógyszerkészítményhez

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

მოცემული სამკურნალო საშუალება გამოიყენება მხოლოდ დიაგნოსტიკური მიზნებისთვის. 99mTc-EC საინექციო ხსნარი, მომზადებული EC კრებულით რადიოიზოტოპულ ლაბორატორიულ სტაციონარებში, წარმოადგენს ვენაში შესაყვან რადიოაქტიურ სტერილურ ხსნარს და გამოიყენება დინამიური ნეფროსცინტიგრაფიისთვის (თირკმელების ფუნქციის შესაფასებლად). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Technetium (99mTc) ethylenedicysteine)
ფორმა და შეფუთვა
კომბინირებული რადიოფარმაცევტული პრეპარატის მოსამზადებელი კომპლექტი (A ფლაკონი (L-Ethylenedicysteine, დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, D-მანიტოლი, ასკორბინის მჟავა, დინატრიუმის ედეტატი) №4; B ფლაკონი (კალას დიქლორიდის დიჰიდრატი, ღვინის მჟავა, ასკორბინის მჟავა) №4; C ფლაკონი (კალიუმის დიჰიდროფოსფატი, ასკორბინის მჟავა) №4) №12
მწარმოებელი
Izotóp Intézet Kft., უნგრეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რადიოფარმაცევტული სადიაგნოსტიკო საშუალებები, ტექნეციუმის (99mTc) ნაერთები
ATC კოდი
V09CA06
რეგისტრაციის ნომერი
რ-021111
რეგისტრირებულია
20 დეკემბერი 2016, მოქმედებს 20 დეკემბერი 2026-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაEC რადიოფარმაცევტული პრეპარატის მოსამზადებელი ნაკრები და სხვა წამალი ერთად

EC რადიოფარმაცევტული პრეპარატის მოსამზადებელი ნაკრები — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მოცემული სამკურნალო საშუალება გამოიყენება მხოლოდ დიაგნოსტიკური მიზნებისთვის.

99mTc-EC საინექციო ხსნარი, მომზადებული EC კრებულით რადიოიზოტოპულ ლაბორატორიულ სტაციონარებში, წარმოადგენს ვენაში შესაყვან რადიოაქტიურ სტერილურ ხსნარს და გამოიყენება დინამიური ნეფროსცინტიგრაფიისთვის (თირკმელების ფუნქციის შესაფასებლად). EC კრებულის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზირებულ რადიოიზოტოპურ ლაბორატორიებში.

99mTc-EC ვენაში შესაყვანი საინექციო ხსნარი წარმოადგენს უფერო ან მოყვითალო ხსნარს, შეიყვანება ვენაში. სისხლის მიმოქცევიდან რადიოფარმაცევტული საშუალება ხვდება თირკმელებში და გამოიყოფა საშარდე გზებით, რაც იძლევა თირკმელების ფუნქციის დინამიური კვლევის გაკეთების საშუალებას.

რადგან სამკურნალო საშუალება შეიცავს გამა-გამოსხივების რადიოაქტიურ იზოტოპ-წყაროს, მისი განსაზღვრა შესაძლებელია გარე გამა-კამერების დახმარებით. ასეთი კამერის დახმარებით მიღებული გამოსახულება აჩვენებს რადიოაქტიური იზოტოპის გადანაწილებას თქვენი ორგანიზმის ქსოვილებში და ორგანოებში. ეს გამოსახულება ექიმს აძლევს საშუალებას მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ორგანოს სტრუქტურაზე და ფუნქციონირებაზე და აირჩიოს მკურნალობის საუკეთესო მეთოდი.

მოცემული რადიოფარმაცევტული სამკურნალო საშუალება გამოიყენება თირკმელების დარღვეული ფუნქციის განსაზღვრისთვის.

  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია EC კრებულის გამოყენებამდე

EC კრებული არ გამოიყენება, თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების ან EC კრებულის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

EC კრებული, 99mTc-EC რადიოფარმაცევტული პრეპარატის მისაღებად, გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით.

სხვა პირების და გარემოს რადიოაქტიური დასხივების თავიდან აცილების მიზნით, დაიცავით ექიმის ყველა მითითება კვლევის ჩატარებამდე და ჩატარების შემდეგ.

რადიოაქტიური იზოტოპი გამოიყოფა შარდით, განავლით, ოფლით და სხვა სითხეებით, რამაც შესაძლებელია დროებით დააბინძუროს გარემო.

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებით მიმართეთ ექიმს.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება

გთხოვთ შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა, თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემ სამკურნალო საშუალებებს.

შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ იღებთ აგფ-ის ინჰიბიტორებს. სხვა ცნობილი ურთიერთზემოქმედება არ არის დადგენილი.

საკვების მიღება

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია საკვების მიღებასთან ერთად.

მიღების წესი და დოზირება

რეკომენდებული დოზები მოზრდილებისთვის (სხეულის საშუალო წონა 70 კგ) მერყეობს 99mTc-EC 90-120 მბკ დიაპაზონში.

ერთი პროცედურის დროს მომზადებული 99mTc-EC საინექციო ხსნარის გამოყენება შესაძლებელია 3-6 პაციენტში.

99mTc-პერტექნეტატის აქტივობა დანიშვნისთვის ირჩევა ისე, რომ კვლევის დაწყების მომენტისთვის ინდივიდუალურმა დოზამ პაციენტისთვის შეადგინოს 90-120 მბკ.

ბავშვებში გამოსაყენებელი დოზის გამოსათვლელად გამოიყენება ვებსტერის ფორმულა (Webster)

Aბავშვი=[(N+1)Aმოზრდილი]/(N+7), სადაც

N: ბავშვის ასაკი (წელი)

Aბავშვი, Aმოზრდილი: აქტივობა (მბკ)

გამოყენების წესი

პაციენტი უნდა იჯდეს ან იწვეს. გამა-კამერა თავსდება პაციენტის ზურგთან თირკმელების არეში. 99mTc-EC საინექციო ხსნარი შეიყვანება ვენაში ბოლუსურად მხრის ვენაში. ფიქსირდება გამოსახულების შემდეგი სერიები:

  • 30 გამოსახულება 1 წმ (პერფუზიის ფაზა)
  • 120 გამოსახულება 20 წმ (ელიმინაციის და მიტაცების ფაზა)

შენელებული ელიმინაციის შემთხვევაში შესაძლებელია მიღებულ იქნას 120 გამოსახულებაზე მეტი 20 წამის განმავლობაში. საჭიროებისას, გამოყოფის სტიმულირება შესაძლებელია ფუროსემიდის შეყვანის გზით. ფუროსემიდის შეყვანის დრო უნდა დაფიქსირდეს და გათვალისწინდეს კინეტიკული მრუდების შეფასების დროს.

კვლევის ჩატარების საერთო დრო შეადგენს დახლოებით 30 წუთს.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ;

სიფრთხილის ზომები

საჭიროა რადიოიზოტოპული დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარების ჩვენების მკაცრი განსაზღვრა და პრეპარატის მაქსიმალურად დაბალი აქტივობის გამოყენება.

რადიონუკლიდების შემცველი სამკურნალო საშუალებების მიღება, გამოყენება და შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციალურად მომზადებული პერსონალის მიერ სპეციალიზირებულ პირობებში. რადიონუკლიდების შემცველი სამკურნალო საშუალებების მიღება, შენახვა, გამოყენება, გადაადგილება და გადატანა არის შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების კონტროლისა და ლიცენზირების საგანი.

პრეპარატის მომზადების და დათვალიერების დროს, პაციენტის და პერსონალის გამოსხივების რისკის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა შესაბამისი ტყვიის ეკრანის გამოყენება.

პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, იმ შემთხვევების გარდა, როცა დიაგნოსტიკური ინფორმაციის მიღების მნიშვნელობა აღემატება იონიზირებული გამოსხივების ზემოქმედების რისკს. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა უფრო დაბალი დოზების გამოყენება (იხ. ნაწილი ,,გამოყენების წესი და დოზირება”).

არ უნდა მოხდეს პაციენტის კონტაქტი ბავშვებთან კვლევის ჩატარებიდან 12 საათის განმავლობაში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ ხართ ორსულად ან ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე.

ასეთ შემთხვევაში ექიმი განსაზღვრავს დიაგნოსტიკის ამ მეთოდის გამოყენების შესაძლებლობას. რადიოაქტიური იზოტოპი შესაძლებელია საშიში იყოს ნაყოფისთვის და ახალშობილისთვის, რადგან ის გამოიყოფა დედის რძით.

არსებობს იმის ალბათობა, რომ ექიმმა შესაძლებელია ამოირჩიოს დიაგნოსტიკის სხვა მეთოდი, რადიოაქტიური პრეპარატის გამოყენების გარეშე. ენდეთ თქვენ ექიმს, რადგან ეს გადაწყვეტილება მიიღება მკაცრი წესების დაცვით.

თუ თქვენ ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე და თქვენ უნდა ჩაგიტარდეთ კვლევა მოცემული პრეპარატით, ბუნებრივი კვება უნდა შეწყდეს ექიმის მიერ რეკომენდებული დროით. ამ პერიოდის განმავლობაში მოხდება რადიოაქტიური იზოტოპის გამოყოფა ორგანიზმიდან. გამოიყენეთ დამატებითი კვება თქვენი ბავშვისთვის. საჭიროა რძის გამოწველა და გადაქცევა განზავების შემდეგ. ბუნებრივი კვების აღდგენა შესაძლებელია მას შემდეგ, როცა რადიოაქტიური დოზა ბავშვისთვის იქნება 1 მზვ ნაკლები. ექიმი დაგიზუსტებთ როდის იქნება შესაძლებელი ბუნებრივი კვების აღდგენა.

გამოყენება ბავშვებში

EC კრებულის გამოყენება, 99mTc-EC რადიოფარმაცევტული პრეპარატის მისაღებად, ჩვეულებრივ არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, მაგრამ დიაგნოსტიკური მიზნებისთვის მისი გამოყენების საჭიროების გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე

99mTc-EC არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე. გვერდითი რეაქციების უეცრად განვითარების შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარი უნდა შეფასდეს განმეორებით.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია EC კრებულის შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებზე

99mTc-EC ხსნარის შეყვანისას თქვენ იღებთ რადიაციის მცირე დოზას. ამ დროს შთანთქმული დოზა არის რენტგენოგრაფიული კვლევის დროს შთანთქმულ დოზაზე ნაკლები (მაგალითად, კომპიუტერული ტომოგრაფია). თქვენი ექიმი ყოველთვის განსაზღვრავს შესაძლო რისკს და სარგებელს.

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებით მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, EC კრებულმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას მიმართეთ თქვენს ექიმს.

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის მომენტიდან (1992 წელს) არ ყოფილა დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების და რეაქციების განვითარების შემთხვევები. განვლილი პერიოდის განმავლობაში ჩატარებული კვლევების რაოდენობის გათვალისწინებით, გვერდითი რეაქციების განვითარება არ არის მოსალოდნელი.

99mTc-EC გამოყენების დროს მიღებული რადიაციის რაოდენობა არის ძალიან მცირე. მისი გამოყოფა ორგანიზმიდან მოხდება რამდენიმე დღის განმავლობაში, დამატებითი პროცედურების გარეშე.

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებით მიმართეთ თქვენ ექიმს.

ჭარბი დოზა

პრეპარატით ჭარბი დოზის შემთხვევები არ ყოფილა დარეგისტრირებული.

ჭარბი დოზის შემთხვევაში საჭიროა რადიოიზოტოპის გამოყოფის დაჩქარება დიურეზის გაზრდის გზით.

არ არის აუცილებელი დოზის შეყვანა აქტივობით, რომელიც აჭარბებს რეკომენდებულ დოზას. რეკომენდებულზე მეტი დოზის შეყვანის თავიდან აცილება საჭიროა იმისთვის, რომ არ მოხდეს პაციენტის მიერ შთანთქმული დოზის გადაჭარბება. შემთხვევითი ჭარბი დოზის დროს, საჭიროა 99mTc შეყვანილი დოზის დაფიქსირება (მბკ-ში) და დოზიმეტრიის ცხრილის დახმარებით (დანართში) რეალურად შთანთქმული დოზის გამოთვლა. მიღებული შედეგის საფუძველზე განისაზღვრება მკურნალობის ჩატარების და მეთოდის საჭიროება. დოზიმეტრიის ცხრილში მითითებულია შთანთქმული დოზის მნიშვნელობები მკჰც-ში 99mTc-EC 1 მბკ ვენაში შეყვანისას. მიღებული შთანთქმული დოზის გამოთვლისთვის მკჰც-ში, საჭიროა მოცემული მნიშვნელობის გამრავლება შეყვანილ აქტივობაზე (მბკ-ში).

99mTc-EC შეყვანა რეკომენდებულია არა ნაკლებ 0,33 მგ და არაუმეტეს 0,67 მგ რაოდენობით. თუ შემთხვევით მოხდა დანიშნული ნივთიერების შემცველი მთელი ფლაკონის შეყვანა, ასეთ შემთხვევაში, შეყვანილი დოზა შეადგენს 2 მგ 99mTc-EC, რაც შეესაბამება 0,029 მგ/კგ 70 კგ სხეულის წონისას.

თაგვებზე ჩატარებულ მწვავე ტოქსიკურობის შესწავლის კვლევებში არ გამოვლენილა რაიმე კლინიკური სიმპტომი პრეპარატის 11,4 მგ/კგ სხეულის წონის ნაკლები დოზით შეყვანისას. LD50, 14-დღიანი დაკვირვების პერიოდში, შეადგინა 38,4 მგ/კგ სხეულის წონის. ამ პოზიციიდან არ არის მოსალოდნელი რაიმე კლინიკური გამოვლინების განვითარება იმ შემთხვევაშიც, თუ 1 ფლაკონის შემცველი დანიშნული ნივთიერების გამოყენება (2 მგ 99mTc-EC) მოხდა ერთ პაციენტში.

ამასთანავე, თუ დანიშნული 99mTc-EC გაიყოფა 3-ზე ნაკლებ პაციენტზე, შესაძლებელია გამოვლინდეს გაჯერების ეფექტი, რამაც შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ფარმაკოკინეტიკაზე, შესაბამისად, დიაგნოსტიკის შედეგზე.

შემადგენლობა

EC კრებული რადიოფარმაცევტული პრეპარატის 99mTc-EC მისაღებად შეიცავს:

ფლაკონი A: აქტიური ნივთიერება: L-ეთილენ-დიცისტეინი 2,0 მგ; დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, D-მანიტოლი, ასკორბინის მჟავა, დინატრიუმის ედეტატი.

ფლაკონი B: კალას დიქლორიდის დიჰიდრატი, ღვინის მჟავა, ასკორბინის მჟავა.

ფლაკონი C: კალიუმის დიჰიდროფოსფატი, ასკორბინის მჟავა.

EC კრებულით დამზადებული ვენაში შესაყვანი საინექციო ხსნარის შემადგენლობა: 99mTc-EC 0,8-1,6 გბკ აქტივობით.

სამკურნალო ფორმა

ლიოფილიზირებული ფხვნილი 99mTc-EC ვენაში შესაყვანი საინექციო ხსნარის დასამზადებლად.

99mTc-EC საინექციო ხსნარი დიაგნოსტიკური გამოყენებისათვის შესაძლებელია დამზადდეს in situ სტაციონარების რადიოიზოტოპულ ლაბორატორიებში საინექციო ხსნარის დასამზადებელი EC ფხვნილის (ლიოფილიზატი ფლაკონში) და პერტეხნატის ელუატის [99mTc] შერევით. პერტეხნატის სტერილური, აპიროგენული ხსნარის [99mTc] მიღება შესაძლებელია ნებისმიერი დარეგისტრირებული გენერატორის 99mTc/99MO გამოყენებით.

კოდი ათქ: V09CA

შენახვის პირობები

EC კრებულის ვარგისიანობის ვადა შეადგენს 12 თვეს, წარმოების დღიდან.

99mTc-EC საინექციო ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს დანიშვნიდან 8 საათის განმავლობაში.

სიფრთხილის სპეციალური ზომები შენახვისას

EC კრებული ინახება მაცივარში 2-8ºC ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

99mTc-EC საინექციო ხსნარი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

რადიონუკლიდების შემცველი სამკურნალო საშუალება უნდა ინახებოდეს რადიოაქტიური მასალების გამოყენებასთან დაკავშირებული ნაციონალური კანონმდებლობის შესაბამისად.

სიფრთხილის სპეციალური ზომები გამოყენებისას და განადგურებისას

გამოუყენებელი დანიშნული საინექციო ხსნარი და რადიოქიმიული სიხშირის განსაზღვრისთვის გამოყენებული ქრომატოგრაფიული ზოლები, უნდა ინახებოდეს რადიოაქტიული ნარჩენების სახით რადიოაქტიულ მასალებთან მუშაობის მოთხოვნილების შესაბამისად.

გამოუყენებელი პრეპარატის და ნარჩენების განადგურება უნდა მოხდეს ნაციონალური კანონმდებლობის შესაბამისად.

აკრძალულია EC კრებულის და მისი კომპონენტების გამოყენება ადამიანში, პაციენტებში შესაყვანად გამოიყენება მხოლოდ 99mTc-EC საინექციო ხსნარი. EC კრებულით დანიშვნის პროცედურა 99mTc-EC საინექციო ხსნარის დასამზადებლად აღწერილია ნაწილში ,,სამკურნალო საშუალების დამზადების ინსტრუქცია”.

აფთიაქიდან გაცემის წესი

გამოიყენება მხოლოდ სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებსაც აქვთ რადიოაქტიურ პრეპარატებთან მუშაობის ნებართვა.

შეფუთვა

EC კრებული 6 მლ მოცულობის შუშის ფლაკონში, თავდახურული რეზინის საცობით და ალუმინის თავსახურით, რომელსაც აქვს მოსაწყვეტი პლასტმასის ზედა ნაწილი.

EC კრებული გაყიდვაში გადის შეფუთვით, რომლის შემადგენლობაში შედის ფლაკონების ის რაოდენობა, რაც საკმარისია 4 კვლევის ჩასატარებლად (4 A ფლაკონი, 4 B ფლაკონი და 4 C ფლაკონი), მუყაოს კოლოფში 12 უჯრედით, რაც უზრუნველყოფს მდგრადობას და იცავს ფლაკონებს ტრანსპორტირების დროს.

ზოლების ფერი ფლაკონებზე არის სხვადასხვა: A ფლაკონისთვის – წითელი, B ფლაკონისთვის ყვითელი და C ფლაკონისთვის – მწვანე.

ასევე, შეფუთვაში მოთავსებულია სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია და 4 სტიკერი A ფლაკონზე დასაწეპებლად, 99mTc დანიშვნის შემდეგ.

შეფუთვა დახურულია პერფორირებული ცელულოიდური გარსით.

ინფორმაცია მწარმოებელზე

ოოო ,,იზოტოპების ინსტიტუტი”

უნგრეთი, H-1121, ბუდაპეშტი, კონკოლუს ქ, ტხეგე მიკლოშის 29-33,

Institute of Isotopes Co, Ltd.

Address: 1121 Budapest, Konkoly Thege Miklós str. 29-33.

1535 Budapest, P.O.B 851

Tel.: 36 1 392 2577; 395 9081, Fax: 36 1 395 9247; 392 2575

E-mail: [email protected]

დოზიმეტრია

გამოსხივების თვისებები

ნაწილობრივად დაშლის პერიოდი 6 სთ

ემიტირებული ფოტონების გამონთავისუფლება და ენერგია 140 კევ, 100%

ბეტა-ნაწილაკების გამონთავისუფლება და ენერგია -, -

99mTc დაშლის პროცესში წარმოიქმნება 99Tc.

99mTc იზოტოპი წარმოიქმნება 99Mo/ 99mTc გენერატორში 99Mo რადიონუკლიდის ბეტა-დაშლის შედეგად. როგორც დაშლის გვერდითი პროდუქტი, ასევე წარმოიქმნება 99Tc.

პაციენტისთვის ინდივიდუალური დოზა შეადგენს 90-120 მბკ. შთანთქმული დოზის მნიშვნელობა 1 მბკ შეყვანისას 70 კგ წონის მქონე პაციენტისთვის მოყვანილია ქვედა ცხრილში.

ორგანო შთანთქმული დოზა [მკგრ/მბკ]

თირკმელები 17,0

ღვიძლი 5.0

შარდის ბუშტი 43.0

საკვერცხეები, სათესლე ჯირკვალი 7,0

მთელი სხეული 1,0

სამკურნალო საშუალების მომზადების ინსტრუქცია

დამცავი გარსის და ყუთის ზედა ნაწილის მოხსნის შემდეგ შესაძლებელია ფლაკონის ამოღება. აკრძალულია EC კრებულის და მისი კომპონენტების გამოყენება ადამიანში, პაციენტებში გამოიყენება მხოლოდ 99mTc-EC საინექციო ხსნარი.

99mTc-EC შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს. პრეპარატის შენახვა, გამოყენება, გადაადგილება უნდა მოხდეს რადიოაქტიურ მასალებთან მოქცევის შესაბამისი მოთხოვნილების შესაბამისად.

დანიშვნის პროცედურა EC კრებულით 99mTc-EC საინექციო ხსნარის მისაღებად ხდება შემდეგი გზით.

დანიშვნის პროცედურა: A ფლაკონი უნდა მოთავსდეს 3 მმ კედლის სისქის მქონე ტყვიის კონტეინერში. ფლაკონში, რეზინის საცობიდან, ასეპტიკური პირობების დაცვით და ერთჯერადი შპრიცის დახმარებით შეიყვანება 2 მლ [99mTc] პერტექნეტატის სტერილური ხსნარი (0,8-1,6 გბკ). საჭიროა ინტენსიური შენჯღრევა.

B ფლაკონის შიგთავსი იხსნება 2 მლ სტერილურ 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში. 0,5 მლ მიღებული ხსნარი შეიყვანება A ფლაკონში. A ფლაკონი უნდა იდგეს 15 წუთის განმავლობაში, ამასთანავე უნდა შეინჯღრეს 1-2-ჯერ.

C ფლაკონის შიგთავსი იხსნება 1 მლ სტერილურ 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში. C ფლაკონის სრული შიგთავსი უნდა დაემატოს A ფლაკონს და შეინჯღრეს.

პაციენტისთვის შესაძლებელია A ფლაკონში მიღებული ხსნარის შეყვანა, რომლის pH არის 5-8 დიაპაზონში. 99mTc-EC საინექციო ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს დანიშვნიდან 8 საათის განმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში რადიოქიმიული ნარევის რაოდენობა არ აღემატება 10%-ს.

სამკურნალო საშუალების კონტროლი

99mTc-EC რადიოქიმიური სისუფთავე განისაზღვრება თხელფენოვანი ქრომატოგრაფიის მეთოდით.

სტაციონალური ფაზა: Kieselgel 60 F254 ზოლი (,,მერკ”, # კატალოგით: 5554) 1,5 სმ სიგანით და 20 სმ სიგრძით.

მოძრაობის ფაზა: 96% ეთანოლი.

3 ზოლზე დაიტანება გამოსაცდელი ხსნარის 5 მკლ, კიდიდან 1,5 სმ მანძილზე. ქრომატოგრამებზე მიიღწევა ფრონტის მანძილი 15 სმ.

შეფასება: ზოლი უნდა გაშრეს და გაიჟღინთოს პოლისტიროლის 5%-იანი ხსნარით.

რადიოაქტივობა განისაზღვრება გამა-სკანერის დახმარებით, რადიოქიმიული სისუფთავე განისაზღვრება სამი ცდის ჩატარების შედეგით.

Rf მნიშვნელობის მონაცემები

აღდგენილი

აღდგენილი 99mTc + 0,0-0,1

ჰიდროლიზებული 99mTc

დანიშნული კომპლექსი 0,4-0,5

თავისუფალი 99mTcO4: 0,9-1,0

რადიოქიმიური სისუფთავე განისაზღვრება პიკის ფართობის დახმარებით. ზოლის საერთო აქტივობად მიიჩნევა 100%, აქტივობის პროცენტი, რომელიც შეესაბამება 99mTc-EC პიკს, წარმოადგენს რადიოქიმიურ სისუფთავეს, რომელიც შეადგენს არა ნაკლებ 90%-ს ვარგისიანობის ვადის გასვლისთვის.

ინფორმაცია პაციენტებისათვის

EC კრებული რადიოფარმაცევტული პრეპარატის 99mTc-EC მისაღებად

L-ეთილენ-დიცისტეინი

მოცემული პრეპარატის შეყვანამდე გაეცანით მოცემულ ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ინფორმაცია, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვებით გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს.
  • ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულებისას ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს.

მოცემული ინფორმაცია:

ფარმაკოლოგიური თვისებები

რადიოფარმაცევტული საშუალება დიაგნოსტიკისთვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

99mTc-EC საინექციო ხსნარი განკუთვნილია თირკმელების მილაკოვანი ფუნქციის დიაგნოსტიკური კვლევისთვის. ვიზუალიზაციის გარდა, მიღებული გამოსახულების სერიის დახმარებით, შესაძლებელია რენოგრამის (T მაქს, T1/2) მახასიათებლების განსაზღვრა. ასევე შესაძლებელია თირკმლიდან შრატის პერფუზის მოცულობის შეფასება. ვენაში შეყვანის შემდეგ, 99mTc-EC სწრაფად გამოიყოფა თირკმელების მილაკებით. პრეპარატის გამოყოფის ნორმალური გზა (თირკმელები-შარდსაწვეთი-შარდის ბუშტი) ნარჩუნდება თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაშიც. ღვიძლი და ელენთა არ ვიზუალიზდება.

99mTc-EC ფარმაკოლოგიური თვისებები არის იოდჰიპურანის მსგავსი. ამასთანავე, თუ იოდჰიპურანისთვის შრატის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 33%-ს, 99mTc-EC –სთვის ეს მაჩვენებელი შეადგენს 29%-ს. საჭიროა აღინიშნოს, რომ 99mTc-MAG-3 შრატის ცილებთან შეკავშირება, რომელიც ასევე გამოიყენება რენოგრაფიისთვის და ასევე ექსკრეტირდება თირკმელების მილაკებით, აღემატება 80%-ს. EC მოლეკულური სტრუქტურა არის ჰიპურანის მსგავსი, ორივე ნივთიერებაში კარბოქსილის ჯგუფის ჟანგბადის ორი ატომი და ოქსო-ჟანგბადის ატომი წარმოქმნიან სამკუთხედს. ჟანგბადის ეს სამი ატომი ურთიერთზემოქმედებს თირკმლის მილაკების ფერმენტთან და ხელს უწყობს სელექტიურ ექსკრეციას. მოცემული სტრუქტურული თავისებურებები განაპირობებენ 99mTc-EC უკეთეს ვიზუალურ თვისებებს.

ბირთვული მედიცინის ძირითადი პრინციპი არის ის, რომ რადიოაქტიური დანიშნული ატომი არ მოქმედებს ორგანოთა გამოსაკვლევ სისტემაზე, ორგანიზმის ფიზიოლოგიურ პროცესებზე. მოცემული სამკურნალო საშუალებისთვის ძირითადი მოთხოვნა არის თირკმელების მილაკოვან ფილტრაციაზე რადიოაქტიური დანიშნული ატომის ზემოქმედების არარსებობა. პრეპარატი აკმაყოფილებს მოცემულ მოთხოვნას, რადგან 99mTc-EC შეიყვანება არა ნაკლებ 0,33 მგ და არაუმეტეს 0,67 მგ რაოდენობით. პრეპარატის ასეთი მცირე რაოდენობის ფარმაკოლოგიური თვისებები არ რეგისტრირდება.

ფარმაკოკინეტიკა

99mTc-EC სწრაფად გამოიყოფა, მაქსიმალური აქტივობა თირკმელებში (Tmax) აღინიშნება შეყვანიდან 3-3,5 წუთის შემდეგ. თირკმელების ნორმალური ფუნქციონირების დროს, ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი T1/2 შეადგენს 11 წუთზე ნაკლებს. დინამიური კვლევის ჩატარების დროს, რომელიც შეადგენს 20-25 წუთს, 75-85% 99mTc-EC გამოიყოფა შარდით. თირკმელების დარღვეული ფუნქციონირების დროს, ორივე კინეტიკული მაჩვენებელი (Tmax,T1/2) იზრდება. აღსანიშნავია, რომ 99mTc-EC არ რჩება სისხლში და არ გამოიყოფა სხვა გზით. თირკმელების ვიზუალიზაციისთვის გამოყენებულ ნივთიერებებს შორის, 99mTc-EC უზრუნველყოფს გამოსახულების მაქსიმალურ ხარისხს, პარენქიმა და თირკმელების ფიალები კარგად ვიზუალიზდება.

უსაფრთხოების დოკლინიკური კვლევის შედეგები

თაგვებზე ჩატარებულ მწვავე ტოქსიკურობის შემსწავლელ კვლევებში არ გამოვლენილა რაიმე კლინიკური სიმპტომი პრეპარატის 11,4 მგ/კგ სხეულის წონის ნაკლები დოზით შეყვანისას. LD50, 14-დღიანი დაკვირვების პერიოდში, შეადგინა 38,4 მგ/კგ სხეულის წონის.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სახელწოდება

EC კრებული 99mTc-EC რადიოფარმაცევტული პრეპარატის მისაღებად

საერთო მახასიათებლები

აქტიური ნივთიერების სახელწოდება: L-ეთილენ-დიცისტეინი

აღწერილობა:

ფლაკონი A: თეთრი ან მოყვითალო ფერის ფხვნილი

ფლაკონი B: თეთრი ან მოყვითალო ფერის ფხვნილი

ფლაკონი C: თეთრი ან მოყვითალო ფერის პასტა

99mTc-EC ვენაში საინექციო ხსნარი, მომზადებული EC კრებულით: უფერო ან მოყვითალო ფერის ხსნარი.

შემადგენლობა

EC კრებული რადიოფარმაცევტული პრეპარატის 99mTc-EC მისაღებად შეიცავს:

ფლაკონი A: აქტიური ნივთიერება: L-ეთილენ-დიცისტეინი 2,0 მგ; დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, D-მანიტოლი, ასკორბინის მჟავა, დინატრიუმის ედეტატი.

ფლაკონი B: კალას დიქლორიდის დიჰიდრატი, ღვინის მჟავა, ასკორბინის მჟავა.

ფლაკონი C: კალიუმის დიჰიდროფოსფატი, ასკორბინის მჟავა.

EC კრებულით დამზადებული ვენაში შესაყვანი საინექციო ხსნარის შემადგენლობა: 99mTc-EC 0,8-1,6 გბკ აქტივობით.

სამკურნალო ფორმა

ლიოფილიზირებული ფხვნილი 99mTc-EC ვენაში შესაყვანი საინექციო ხსნარის დასამზადებლად.

99mTc-EC საინექციო ხსნარი დიაგნოსტიკური გამოყენებისათვის შესაძლებელია დამზადდეს in situ სტაციონარების რადიოიზოტოპულ ლაბორატორიებში საინექციო ხსნარის დასამზადებელი EC ფხვნილის (ლიოფილიზატი ფლაკონში) და პერტეხნატის ელუატის [99mTc] შერევით. პერტეხნატის სტერილური, აპიროგენული ხსნარის [99mTc] მიღება შესაძლებელია ნებისმიერი დარეგისტრირებული გენერატორის 99mTc/99MO გამოყენებით.

კოდი ათქ: V09CA

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: რადიოფარმაცევტული საშუალება დიაგნოსტიკისთვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

99mTc-EC საინექციო ხსნარი განკუთვნილია თირკმელების მილაკოვანი ფუნქციის დიაგნოსტიკური კვლევისთვის. ვიზუალიზაციის გარდა, მიღებული გამოსახულების სერიის დახმარებით, შესაძლებელია რენოგრამის (T მაქს, T1/2) მახასიათებლების განსაზღვრა. ასევე შესაძლებელია თირკმლიდან შრატის პერფუზის მოცულობის შეფასება. ვენაში შეყვანის შემდეგ, 99mTc-EC სწრაფად გამოიყოფა თირკმელების მილაკებით. პრეპარატის გამოყოფის ნორმალური გზა (თირკმელები-შარდსაწვეთი-შარდის ბუშტი) ნარჩუნდება თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაშიც. ღვიძლი და ელენთა არ ვიზუალიზდება.

99mTc-EC ფარმაკოლოგიური თვისებები არის იოდჰიპურანის მსგავსი. ამასთანავე, თუ იოდჰიპურანისთვის შრატის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 33%-ს, 99mTc-EC –სთვის ეს მაჩვენებელი შეადგენს 29%-ს. საჭიროა აღინიშნოს, რომ 99mTc-MAG-3 შრატის ცილებთან შეკავშირება, რომელიც ასევე გამოიყენება რენოგრაფიისთვის და ასევე ექსკრეტირდება თირკმელების მილაკებით, აღემატება 80%-ს. EC მოლეკულური სტრუქტურა არის ჰიპურანის მსგავსი, ორივე ნივთიერებაში კარბოქსილის ჯგუფის ჟანგბადის ორი ატომი და ოქსო-ჟანგბადის ატომი წარმოქმნიან სამკუთხედს. ჟანგბადის ეს სამი ატომი ურთიერთზემოქმედებს თირკმლის მილაკების ფერმენტთან და ხელს უწყობს სელექტიურ ექსკრეციას. მოცემული სტრუქტურული თავისებურებები განაპირობებენ 99mTc-EC უკეთეს ვიზუალურ თვისებებს.

ბირთვული მედიცინის ძირითადი პრინციპი არის ის, რომ რადიოაქტიური დანიშნული ატომი არ მოქმედებს ორგანოთა გამოსაკვლევ სისტემაზე, ორგანიზმის ფიზიოლოგიურ პროცესებზე. მოცემული სამკურნალო საშუალებისთვის ძირითადი მოთხოვნა არის თირკმელების მილაკოვან ფილტრაციაზე რადიოაქტიური დანიშნული ატომის ზემოქმედების არარსებობა. პრეპარატი აკმაყოფილებს მოცემულ მოთხოვნას, რადგან 99mTc-EC შეიყვანება არა ნაკლებ 0,33 მგ და არაუმეტეს 0,67 მგ რაოდენობით. პრეპარატის ასეთი მცირე რაოდენობის ფარმაკოლოგიური თვისებები არ რეგისტრირდება.

ფარმაკოკინეტიკა

99mTc-EC სწრაფად გამოიყოფა, მაქსიმალური აქტივობა თირკმელებში (Tmax) აღინიშნება შეყვანიდან 3-3,5 წუთის შემდეგ. თირკმელების ნორმალური ფუნქციონირების დროს, ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი T1/2 შეადგენს 11 წუთზე ნაკლებს. დინამიური კვლევის ჩატარების დროს, რომელიც შეადგენს 20-25 წუთს, 75-85% 99mTc-EC გამოიყოფა შარდით. თირკმელების დარღვეული ფუნქციონირების დროს, ორივე კინეტიკული მაჩვენებელი (Tmax,T1/2) იზრდება. აღსანიშნავია, რომ 99mTc-EC არ რჩება სისხლში და არ გამოიყოფა სხვა გზით. თირკმელების ვიზუალიზაციისთვის გამოყენებულ ნივთიერებებს შორის, 99mTc-EC უზრუნველყოფს გამოსახულების მაქსიმალურ ხარისხს, პარენქიმა და თირკმელების ფიალები კარგად ვიზუალიზდება.

უსაფრთხოების დოკლინიკური კვლევის შედეგები

თაგვებზე ჩატარებულ მწვავე ტოქსიკურობის შემსწავლელ კვლევებში არ გამოვლენილა რაიმე კლინიკური სიმპტომი პრეპარატის 11,4 მგ/კგ სხეულის წონის ნაკლები დოზით შეყვანისას. LD50, 14-დღიანი დაკვირვების პერიოდში, შეადგინა 38,4 მგ/კგ სხეულის წონის.

გამოყენების ჩვენება

მოცემული სამკურნალო საშუალება განკუთვნილია მხოლოდ დიაგნოსტიკური მიზნებისთვის. 99mTc-EC გამოიყენება დინამიური ნეფროსცინტიგრაფიისთვის, თირკმელების მილაკოვანი ფუნქციის შეფასების მიზნით.

გამოყენების წესი და დოზირება

რეკომენდებული დოზები მოზრდილებისთვის (სხეულის საშუალო წონა 70 კგ) მერყეობს 99mTc-EC 90-120 მბკ დიაპაზონში.

ერთი პროცედურის დროს მომზადებული 99mTc-EC საინექციო ხსნარის გამოყენება შესაძლებელია 3-6 პაციენტში.

99mTc-პერტექნეტატის აქტივობა დანიშვნისთვის ირჩევა ისე, რომ კვლევის დაწყების მომენტისთვის ინდივიდუალურმა დოზამ პაციენტისთვის შეადგინოს 90-120 მბკ.

ბავშვებში გამოსაყენებელი დოზის გამოსათვლელად გამოიყენება ვებსტერის ფორმულა (Webster)

Aბავშვი=[(N+1)Aმოზრდილი]/(N+7), სადაც

N: ბავშვის ასაკი (წელი)

Aბავშვი, Aმოზრდილი: აქტივობა (მბკ)

გამოყენების წესი

პაციენტი უნდა იჯდეს ან იწვეს. გამა-კამერა თავსდება პაციენტის ზურგთან თირკმელების არეში. 99mTc-EC საინექციო ხსნარი შეიყვანება ვენაში ბოლუსურად მხრის ვენაში. ფიქსირდება გამოსახულების შემდეგი სერიები:

  • 30 გამოსახულება 1 წმ (პერფუზიის ფაზა)
  • 120 გამოსახულება 20 წმ (ელიმინაციის და მიტაცების ფაზა)

შენელებული ელიმინაციის შემთხვევაში შესაძლებელია მიღებულ იქნას 120 გამოსახულებაზე მეტი 20 წამის განმავლობაში. საჭიროებისას, გამოყოფის სტიმულირება შესაძლებელია ფუროსემიდის შეყვანის გზით. ფუროსემიდის შეყვანის დრო უნდა დაფიქსირდეს და გათვალისწინდეს კინეტიკული მრუდების შეფასების დროს.

კვლევის ჩატარების საერთო დრო შეადგენს დახლოებით 30 წუთს.

გვერდითი მოქმედება

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის მომენტიდან (1992 წელს) არ ყოფილა დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების და რეაქციების განვითარების შემთხვევები. განვლილი პერიოდის განმავლობაში ჩატარებული კვლევების რაოდენობის გათვალისწინებით, გვერდითი რეაქციების განვითარება არ არის მოსალოდნელი, მათი განვითარების სიხშირე შეადგენს 1/10.000-ზე ნაკლებს.

კიბოს და მემკვიდრეობითი დაავადებების განვითარება დამოკიდებულია იონიზირებული გამოსხივების ზემოქმედებაზე, თუმცა, ასეთი დაავადებების განვითარების შესაძლებლობა რადიაციის დაბალი აქტივობის მქონე დოზების გამოყენებისას, ძალიან მცირეა.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ;

ორსულობა;

18 წლამდე ასაკი.

ჭარბი დოზა

პრეპარატით ჭარბი დოზის შემთხვევები არ ყოფილა დარეგისტრირებული.

ჭარბი დოზის შემთხვევაში საჭიროა რადიოიზოტოპის გამოყოფის დაჩქარება დიურეზის გაზრდის გზით.

არ არის აუცილებელი დოზის შეყვანა აქტივობით, რომელიც აჭარბებს რეკომენდებულ დოზას. რეკომენდებულზე მეტი დოზის შეყვანის თავიდან აცილება საჭიროა იმისთვის, რომ არ მოხდეს პაციენტის მიერ შთანთქმული დოზის გადაჭარბება. შემთხვევითი ჭარბი დოზის დროს, საჭიროა 99mTc შეყვანილი დოზის დაფიქსირება (მბკ-ში) და დოზიმეტრიის ცხრილის დახმარებით (დანართში) რეალურად შთანთქმული დოზის გამოთვლა. მიღებული შედეგის საფუძველზე განისაზღვრება მკურნალობის ჩატარების და მეთოდის საჭიროება. დოზიმეტრიის ცხრილში მითითებულია შთანთქმული დოზის მნიშვნელობები მკჰც-ში 99mTc-EC 1 მბკ ვენაში შეყვანისას. მიღებული შთანთქმული დოზის გამოთვლისთვის მკჰც-ში, საჭიროა მოცემული მნიშვნელობის გამრავლება შეყვანილ აქტივობაზე (მბკ-ში).

99mTc-EC შეყვანა რეკომენდებულია არა ნაკლებ 0,33 მგ და არაუმეტეს 0,67 მგ რაოდენობით. თუ შემთხვევით მოხდა დანიშნული ნივთიერების შემცველი მთელი ფლაკონის შეყვანა, ასეთ შემთხვევაში, შეყვანილი დოზა შეადგენს 2 მგ 99mTc-EC, რაც შეესაბამება 0,029 მგ/კგ 70 კგ სხეულის წონისას.

თაგვებზე ჩატარებულ მწვავე ტოქსიკურობის შესწავლის კვლევებში არ გამოვლენილა რაიმე კლინიკური სიმპტომი პრეპარატის 11,4 მგ/კგ სხეულის წონის ნაკლები დოზით შეყვანისას. LD50, 14-დღიანი დაკვირვების პერიოდში, შეადგინა 38,4 მგ/კგ სხეულის წონის. ამ პოზიციიდან არ არის მოსალოდნელი რაიმე კლინიკური გამოვლინების განვითარება იმ შემთხვევაშიც, თუ 1 ფლაკონის შემცველი დანიშნული ნივთიერების გამოყენება (2 მგ 99mTc-EC) მოხდა ერთ პაციენტში.

ამასთანავე, თუ დანიშნული 99mTc-EC გაიყოფა 3-ზე ნაკლებ პაციენტზე, შესაძლებელია გამოვლინდეს გაჯერების ეფექტი, რამაც შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ფარმაკოკინეტიკაზე, შესაბამისად, დიაგნოსტიკის შედეგზე.

სიფრთხილის ზომები

საჭიროა რადიოიზოტოპული დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარების ჩვენების მკაცრი განსაზღვრა და პრეპარატის მაქსიმალურად დაბალი აქტივობის გამოყენება.

რადიონუკლიდების შემცველი სამკურნალო საშუალებების მიღება, გამოყენება და შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციალურად მომზადებული პერსონალის მიერ სპეციალიზირებულ პირობებში. რადიონუკლიდების შემცველი სამკურნალო საშუალებების მიღება, შენახვა, გამოყენება, გადაადგილება და გადატანა არის შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების კონტროლისა და ლიცენზირების საგანი.

პრეპარატის მომზადების და დათვალიერების დროს, პაციენტის და პერსონალის გამოსხივების რისკის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა შესაბამისი ტყვიის ეკრანის გამოყენება.

პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, იმ შემთხვევების გარდა, როცა დიაგნოსტიკური ინფორმაციის მიღების მნიშვნელობა აღემატება იონიზირებული გამოსხივების ზემოქმედების რისკს. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა უფრო დაბალი დოზების გამოყენება (იხ. ნაწილი ,,გამოყენების წესი და დოზირება”).

არ უნდა მოხდეს პაციენტის კონტაქტი ბავშვებთან კვლევის ჩატარებიდან 12 საათის განმავლობაში.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა:

99mTc-EC საინექციო ხსნარის კლინიკური გამოყენების მონაცემები ორსულებში არ არის მოწოდებული. ქალებში რადიონუკლიდების შემცველი სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას, საჭიროა ორსულობის გამორიცხვა. მენსტრუალური ციკლის გადაცდომის შემთხვევაში, ნებისმიერი პაციენტი უნდა ჩაითვალოს ორსულად მანამ, სანამ არ დამტკიცდება საწინააღმდეგო. საჭიროა განხილულ იქნას დიაგნოსტირების სხვა მეთოდების ჩატარების შესაძლებლობა, რომლებიც არ მოიცავენ იონიზირებული გამოსხივების ზემოქმედებას.

ქალებში კვლევის ჩატარება რეკომენდებულია მენსტრუაციიდან პირველი 10 დღის განმავლობაში.

ლაქტაცია:

დედის რძით 99mTc-EC გამოყოფასთან დაკავშირებით მონაცემები არ არის მოწოდებული. მიუხედავად ამისა, ლაქტაციის პერიოდში რადიოიზოტოპული დიაგნოსტირებული კვლევის ჩატარება არ არის რეკომენდებული. თუ კვლევის გადადება არ არის შესაძლებელი, მაშინ ბუნებრივი კვება უნდა შეწყდეს სულ მცირედ 12 საათით, და ამ პერიოდში გამოწველილი რძის გამოყენება არ უნდა მოხდეს. თუ არის შესაძლებელი, ამ ინტერვალში მიზანშეწონილია რადიოაქტიული პრეპარატის შეყვანამდე გამოწველილი რძის გამოყენება. დასხივების თავიდან აცილების მიზნით, პრეპარატის შეყვანიდან 12 საათის განმავლობაში არ უნდა მოხდეს პაციენტის ახლო კონტაქტი პატარა ბავშვებთან.

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე

ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

გვერდითი რეაქციების უეცრად განვითარების შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარი უნდა შეფასდეს განმეორებით.

ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ურთიერთზემოქმედების მიზნობრივი კვლევები არ ჩატარებულა.

კლინიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, აგფ-ის ინჰიბიტორებმა შესაძლებელია შეანელონ თირკმლისმიერი ექსკრეციის კინეტიკა.

შეუთავსებლობა

EC კრებულით 99mTc-EC საინექციო ხსნარის მომზადებისას, შესაძლებელია მხოლოდ ფიზიოლოგიური ხსნარის და 99mTc-პერტექნეტატის გამოყენება (იხ. ნაწილი ,,სამკურნალო საშუალების მომზადების ინსტრუქცია”). EC კრებული არათავსებადია სხვა მასალებთან.

შენახვის წესი და ვარგისიანობის ვადა

EC კრებულის ვარგისიანობის ვადა შეადგენს 12 თვეს, წარმოების დღიდან.

99mTc-EC საინექციო ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს დანიშვნიდან 8 საათის განმავლობაში.

სიფრთხილის სპეციალური ზომები შენახვისას

EC კრებული ინახება მაცივარში 2-8ºC ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

99mTc-EC საინექციო ხსნარი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

რადიონუკლიდების შემცველი სამკურნალო საშუალება უნდა ინახებოდეს რადიოაქტიური მასალების გამოყენებასთან დაკავშირებული ნაციონალური კანონმდებლობის შესაბამისად.

სიფრთხილის სპეციალური ზომები გამოყენებისას და განადგურებისას

გამოუყენებელი დანიშნული საინექციო ხსნარი და რადიოქიმიული სიხშირის განსაზღვრისთვის გამოყენებული ქრომატოგრაფიული ზოლები, უნდა ინახებოდეს რადიოაქტიული ნარჩენების სახით რადიოაქტიულ მასალებთან მუშაობის მოთხოვნილების შესაბამისად.

გამოუყენებელი პრეპარატის და ნარჩენების განადგურება უნდა მოხდეს ნაციონალური კანონმდებლობის შესაბამისად.

აკრძალულია EC კრებულის და მისი კომპონენტების გამოყენება ადამიანში, პაციენტებში შესაყვანად გამოიყენება მხოლოდ 99mTc-EC საინექციო ხსნარი. EC კრებულით დანიშვნის პროცედურა 99mTc-EC საინექციო ხსნარის დასამზადებლად აღწერილია ნაწილში ,,სამკურნალო საშუალების დამზადების ინსტრუქცია”.

აფთიაქიდან გაცემის წესი

გამოიყენება მხოლოდ სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებსაც აქვთ რადიოაქტიურ პრეპარატებთან მუშაობის ნებართვა.

შეფუთვა

EC კრებული 6 მლ მოცულობის შუშის ფლაკონში, თავდახურული რეზინის საცობით და ალუმინის თავსახურით, რომელსაც აქვს მოსაწყვეტი პლასტმასის ზედა ნაწილი.

EC კრებული გაყიდვაში გადის შეფუთვით, რომლის შემადგენლობაში შედის ფლაკონების ის რაოდენობა, რაც საკმარისია 4 კვლევის ჩასატარებლად (4 A ფლაკონი, 4 B ფლაკონი და 4 C ფლაკონი), მუყაოს კოლოფში 12 უჯრედით, რაც უზრუნველყოფს მდგრადობას და იცავს ფლაკონებს ტრანსპორტირების დროს.

ზოლების ფერი ფლაკონებზე არის სხვადასხვა: A ფლაკონისთვის – წითელი, B ფლაკონისთვის ყვითელი და C ფლაკონისთვის – მწვანე.

ასევე, შეფუთვაში მოთავსებულია სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია და 4 სტიკერი A ფლაკონზე დასაწეპებლად, 99mTc დანიშვნის შემდეგ.

შეფუთვა დახურულია პერფორირებული ცელულოიდური გარსით.

ინფორმაცია მწარმოებელზე

ოოო ,,იზოტოპების ინსტიტუტი”

უნგრეთი, H-1121, ბუდაპეშტი, კონკოლუს ქ, ტხეგე მიკლოშის 29-33,

Institute of Isotopes Co, Ltd.

Address: 1121 Budapest, Konkoly Thege Miklós str. 29-33.

1535 Budapest, P.O.B 851

Tel.: 36 1 392 2577; 395 9081, Fax: 36 1 395 9247; 392 2575

E-mail: [email protected]

დოზიმეტრია

გამოსხივების თვისებები

ნაწილობრივად დაშლის პერიოდი 6 სთ

ემიტირებული ფოტონების გამონთავისუფლება და ენერგია 140 კევ, 100%

ბეტა-ნაწილაკების გამონთავისუფლება და ენერგია -, -

99mTc დაშლის პროცესში წარმოიქმნება 99Tc.

99mTc იზოტოპი წარმოიქმნება 99Mo/ 99mTc გენერატორში 99Mo რადიონუკლიდის ბეტა-დაშლის შედეგად. როგორც დაშლის გვერდითი პროდუქტი, ასევე წარმოიქმნება 99Tc.

პაციენტისთვის ინდივიდუალური დოზა შეადგენს 90-120 მბკ. შთანთქმული დოზის მნიშვნელობა 1 მბკ შეყვანისას 70 კგ წონის მქონე პაციენტისთვის მოყვანილია ქვედა ცხრილში.

ორგანო შთანთქმული დოზა [მკგრ/მბკ]

თირკმელები 17,0

ღვიძლი 5.0

შარდის ბუშტი 43.0

საკვერცხეები, სათესლე ჯირკვალი 7,0

მთელი სხეული 1,0

სამკურნალო საშუალების მომზადების ინსტრუქცია

დამცავი გარსის და ყუთის ზედა ნაწილის მოხსნის შემდეგ შესაძლებელია ფლაკონის ამოღება. აკრძალულია EC კრებულის და მისი კომპონენტების გამოყენება ადამიანში, პაციენტებში გამოიყენება მხოლოდ 99mTc-EC საინექციო ხსნარი.

99mTc-EC შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს. პრეპარატის შენახვა, გამოყენება, გადაადგილება უნდა მოხდეს რადიოაქტიურ მასალებთან მოქცევის შესაბამისი მოთხოვნილების შესაბამისად.

დანიშვნის პროცედურა EC კრებულით 99mTc-EC საინექციო ხსნარის მისაღებად ხდება შემდეგი გზით.

დანიშვნის პროცედურა: A ფლაკონი უნდა მოთავსდეს 3 მმ კედლის სისქის მქონე ტყვიის კონტეინერში. ფლაკონში, რეზინის საცობიდან, ასეპტიკური პირობების დაცვით და ერთჯერადი შპრიცის დახმარებით შეიყვანება 2 მლ [99mTc] პერტექნეტატის სტერილური ხსნარი (0,8-1,6 გბკ). საჭიროა ინტენსიური შენჯღრევა.

B ფლაკონის შიგთავსი იხსნება 2 მლ სტერილურ 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში. 0,5 მლ მიღებული ხსნარი შეიყვანება A ფლაკონში. A ფლაკონი უნდა იდგეს 15 წუთის განმავლობაში, ამასთანავე უნდა შეინჯღრეს 1-2-ჯერ.

C ფლაკონის შიგთავსი იხსნება 1 მლ სტერილურ 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში. C ფლაკონის სრული შიგთავსი უნდა დაემატოს A ფლაკონს და შეინჯღრეს.

პაციენტისთვის შესაძლებელია A ფლაკონში მიღებული ხსნარის შეყვანა, რომლის pH არის 5-8 დიაპაზონში. 99mTc-EC საინექციო ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს დანიშვნიდან 8 საათის განმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში რადიოქიმიული ნარევის რაოდენობა არ აღემატება 10%-ს.

სამკურნალო საშუალების კონტროლი

99mTc-EC რადიოქიმიური სისუფთავე განისაზღვრება თხელფენოვანი ქრომატოგრაფიის მეთოდით.

სტაციონალური ფაზა: Kieselgel 60 F254 ზოლი (,,მერკ”, # კატალოგით: 5554) 1,5 სმ სიგანით და 20 სმ სიგრძით.

მოძრაობის ფაზა: 96% ეთანოლი.

3 ზოლზე დაიტანება გამოსაცდელი ხსნარის 5 მკლ, კიდიდან 1,5 სმ მანძილზე. ქრომატოგრამებზე მიიღწევა ფრონტის მანძილი 15 სმ.

შეფასება: ზოლი უნდა გაშრეს და გაიჟღინთოს პოლისტიროლის 5%-იანი ხსნარით.

რადიოაქტივობა განისაზღვრება გამა-სკანერის დახმარებით, რადიოქიმიული სისუფთავე განისაზღვრება სამი ცდის ჩატარების შედეგით.

Rf მნიშვნელობის მონაცემები

აღდგენილი

აღდგენილი 99mTc + 0,0-0,1

ჰიდროლიზებული 99mTc

დანიშნული კომპლექსი 0,4-0,5

თავისუფალი 99mTcO4: 0,9-1,0

რადიოქიმიური სისუფთავე განისაზღვრება პიკის ფართობის დახმარებით. ზოლის საერთო აქტივობად მიიჩნევა 100%, აქტივობის პროცენტი, რომელიც შეესაბამება 99mTc-EC პიკს, წარმოადგენს რადიოქიმიურ სისუფთავეს, რომელიც შეადგენს არა ნაკლებ 90%-ს ვარგისიანობის ვადის გასვლისთვის.

გამოუყენებელი პრეპარატის და ნარჩენების განადგურება უნდა მოხდეს ნაციონალური კანონმდებლობის შესაბამისად.

ინფორმაცია პაციენტებისათვის

EC კრებული რადიოფარმაცევტული პრეპარატის 99mTc-EC მისაღებად

L-ეთილენ-დიცისტეინი

მოცემული პრეპარატის შეყვანამდე გაეცანით მოცემულ ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ინფორმაცია, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვებით გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს.
  • ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულებისას ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს.

მოცემული ინფორმაცია:

  • რას წარმოადგენს EC კრებული და რისთვის გამოიყენება
  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია EC კრებულის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება EC კრებული
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება EC კრებული
  • დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს EC კრებული და რისთვის გამოიყენება

მოცემული სამკურნალო საშუალება გამოიყენება მხოლოდ დიაგნოსტიკური მიზნებისთვის.

99mTc-EC საინექციო ხსნარი, მომზადებული EC კრებულით რადიოიზოტოპულ ლაბორატორიულ სტაციონარებში, წარმოადგენს ვენაში შესაყვან რადიოაქტიურ სტერილურ ხსნარს და გამოიყენება დინამიური ნეფროსცინტიგრაფიისთვის (თირკმელების ფუნქციის შესაფასებლად). EC კრებულის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზირებულ რადიოიზოტოპურ ლაბორატორიებში.

99mTc-EC ვენაში შესაყვანი საინექციო ხსნარი წარმოადგენს უფერო ან მოყვითალო ხსნარს, შეიყვანება ვენაში. სისხლის მიმოქცევიდან რადიოფარმაცევტული საშუალება ხვდება თირკმელებში და გამოიყოფა საშარდე გზებით, რაც იძლევა თირკმელების ფუნქციის დინამიური კვლევის გაკეთების საშუალებას.

რადგან სამკურნალო საშუალება შეიცავს გამა-გამოსხივების რადიოაქტიურ იზოტოპ-წყაროს, მისი განსაზღვრა შესაძლებელია გარე გამა-კამერების დახმარებით. ასეთი კამერის დახმარებით მიღებული გამოსახულება აჩვენებს რადიოაქტიური იზოტოპის გადანაწილებას თქვენი ორგანიზმის ქსოვილებში და ორგანოებში. ეს გამოსახულება ექიმს აძლევს საშუალებას მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ორგანოს სტრუქტურაზე და ფუნქციონირებაზე და აირჩიოს მკურნალობის საუკეთესო მეთოდი.

მოცემული რადიოფარმაცევტული სამკურნალო საშუალება გამოიყენება თირკმელების დარღვეული ფუნქციის განსაზღვრისთვის.

  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია EC კრებულის გამოყენებამდე

EC კრებული არ გამოიყენება, თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების ან EC კრებულის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

EC კრებული, 99mTc-EC რადიოფარმაცევტული პრეპარატის მისაღებად, გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით.

სხვა პირების და გარემოს რადიოაქტიური დასხივების თავიდან აცილების მიზნით, დაიცავით ექიმის ყველა მითითება კვლევის ჩატარებამდე და ჩატარების შემდეგ.

რადიოაქტიური იზოტოპი გამოიყოფა შარდით, განავლით, ოფლით და სხვა სითხეებით, რამაც შესაძლებელია დროებით დააბინძუროს გარემო.

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებით მიმართეთ ექიმს.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება

გთხოვთ შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა, თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემ სამკურნალო საშუალებებს.

შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ იღებთ აგფ-ის ინჰიბიტორებს. სხვა ცნობილი ურთიერთზემოქმედება არ არის დადგენილი.

საკვების მიღება

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია საკვების მიღებასთან ერთად.

ორსულობა და ლაქტაცია

შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ ხართ ორსულად ან ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე.

ასეთ შემთხვევაში ექიმი განსაზღვრავს დიაგნოსტიკის ამ მეთოდის გამოყენების შესაძლებლობას. რადიოაქტიური იზოტოპი შესაძლებელია საშიში იყოს ნაყოფისთვის და ახალშობილისთვის, რადგან ის გამოიყოფა დედის რძით.

არსებობს იმის ალბათობა, რომ ექიმმა შესაძლებელია ამოირჩიოს დიაგნოსტიკის სხვა მეთოდი, რადიოაქტიური პრეპარატის გამოყენების გარეშე. ენდეთ თქვენ ექიმს, რადგან ეს გადაწყვეტილება მიიღება მკაცრი წესების დაცვით.

თუ თქვენ ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე და თქვენ უნდა ჩაგიტარდეთ კვლევა მოცემული პრეპარატით, ბუნებრივი კვება უნდა შეწყდეს ექიმის მიერ რეკომენდებული დროით. ამ პერიოდის განმავლობაში მოხდება რადიოაქტიური იზოტოპის გამოყოფა ორგანიზმიდან. გამოიყენეთ დამატებითი კვება თქვენი ბავშვისთვის. საჭიროა რძის გამოწველა და გადაქცევა განზავების შემდეგ. ბუნებრივი კვების აღდგენა შესაძლებელია მას შემდეგ, როცა რადიოაქტიური დოზა ბავშვისთვის იქნება 1 მზვ ნაკლები. ექიმი დაგიზუსტებთ როდის იქნება შესაძლებელი ბუნებრივი კვების აღდგენა.

გამოყენება ბავშვებში

EC კრებულის გამოყენება, 99mTc-EC რადიოფარმაცევტული პრეპარატის მისაღებად, ჩვეულებრივ არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, მაგრამ დიაგნოსტიკური მიზნებისთვის მისი გამოყენების საჭიროების გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე

99mTc-EC არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე. გვერდითი რეაქციების უეცრად განვითარების შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარი უნდა შეფასდეს განმეორებით.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია EC კრებულის შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებზე

99mTc-EC ხსნარის შეყვანისას თქვენ იღებთ რადიაციის მცირე დოზას. ამ დროს შთანთქმული დოზა არის რენტგენოგრაფიული კვლევის დროს შთანთქმულ დოზაზე ნაკლები (მაგალითად, კომპიუტერული ტომოგრაფია). თქვენი ექიმი ყოველთვის განსაზღვრავს შესაძლო რისკს და სარგებელს.

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებით მიმართეთ ექიმს.

  • როგორ გამოიყენება EC კრებული

99mTc-EC ხსნარის შეყვანა ხდება ვენაში.

პრეპარატის რაოდენობა, მეთოდი და სცინტიგრაფიის დროს განსაზღვრავს ექიმი, კვლევის სახისა და თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად.

პრეპარატის ჭარბი დოზის მიღება

არსებობს რადიოაქტიური მასალის შენახვის, გამოყენების და განადგურების მკაცრი წესები. ამიტომ, 99mTc-EC ხსნარი გამოიყენება მხოლოდ საავადმყოფოში.

EC კრებულის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ პერსონალის მიერ, რომელიც სპეციალიზირებულია რადიოაქტიურ მასალებთან მუშაობაზე. ეს პირები შეგატყობინებენ სიფრთხილის ზომებს და ინსტრუქციებს, რომელიც თქვენ უნდა დაიცვათ.

99mTc-EC ხსნარი ინიშნება ექიმის მიერ კონტროლირებულ პირობებში, შესაბამისად, ჭარბი დოზის განვითარების რისკი არის მცირე. ჭარბი დოზის გამოყენების პირობებში, ორგანიზმიდან პრეპარატის გამოყოფის დაჩქარების მიზნით, ექიმი დაგინიშნავთ ჭარბი რაოდენობის სითხეს. თქვენ უნდა დაიცვათ გამოსხივებისგან გარემოს დაცვის სიფრთხილის ყველა ზომა. დაიცავით თქვენი ექიმის რეკომენდაციები.

99mTc-EC, რომელიც დროებით არის თქვენ ორგანიზმში, გამოიყოფა და კარგავს აქტივობას ბუნებრივი გზით.

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებით მიმართეთ თქვენ ექიმს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, EC კრებულმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას მიმართეთ თქვენს ექიმს.

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის მომენტიდან (1992 წელს) არ ყოფილა დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების და რეაქციების განვითარების შემთხვევები. განვლილი პერიოდის განმავლობაში ჩატარებული კვლევების რაოდენობის გათვალისწინებით, გვერდითი რეაქციების განვითარება არ არის მოსალოდნელი.

99mTc-EC გამოყენების დროს მიღებული რადიაციის რაოდენობა არის ძალიან მცირე. მისი გამოყოფა ორგანიზმიდან მოხდება რამდენიმე დღის განმავლობაში, დამატებითი პროცედურების გარეშე.

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებით მიმართეთ თქვენ ექიმს.

  • როგორ ინახება EC კრებული

საავადმყოფოს პერსონალი პასუხისმგებელია პრეპარატის შენახვის პირობების დაცვაზე და შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ფარგლებში მის გამოყენებაზე.

ინახება ბავშვებისთვის და იმ პირებისთვის მიუწვდომელ ადგილას, რომლებიც არ დაიშვებიან ამ პრეპარატთან სამუშაოდ.

EC კრებული ინახება მაცივარში 2-8ºC ტემპერატურაზე.

99mTc-EC საინექციო ხსნარი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, რადიოაქტიურ მასალებთან მოქცევის ნაციონალური კანონმდებლობის შესაბამისად.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა მითითებულია ფლაკონზე და შეფუთვაზე.

  • დამატებითი ინფორმაცია

EC კრებულის შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: L-ეთილენ-დიცისტეინი 2,0 მგ, A ფლაკონში.

დამხმარე ნივთიერებები:

ფლაკონი A დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, D-მანიტოლი, ასკორბინის მჟავა, დინატრიუმის ედეტატი.

ფლაკონი B: კალას დიქლორიდის დიჰიდრატი, ღვინის მჟავა, ასკორბინის მჟავა.

ფლაკონი C: კალიუმის დიჰიდროფოსფატი, ასკორბინის მჟავა.

EC კრებულის და 99mTc-EC საინექციო ხსნარის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ვენაში შესაყვანი 99mTc-EC საინექციო ხსნარი, დამზადებული EC კრებულის და 99mTc-პერტექნეტატის დახმარებით, წარმოადგენს უფერო ან მოყვითალო ხსნარს. EC კრებული შეიცავს A, B და C ფლაკონს. ფლაკონის შიგთავსი არის სტერილური, აპირიგენული, ლიოფილიირებული პროდუქტი, თავდახურული რეზინის საცობით და ალუმინის თავსახურით, რომელსაც აქვს მოსაწყვეტი პლასტმასის ზედა ნაწილი.

EC კრებული შეიცავს 4 A ფლაკონს, 4 B ფლაკონს და 4 C ფლაკონს. A და B ფლაკონის შიგთავსი არის თეთრი ან მოყვითალო ფხვნილი, C ფლაკონის შიგთავსი – თეთრი ან მოყვითალო ფერის პასტა.

აფთიაქიდან გაცემის წესი

გამოიყენება მხოლოდ სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებსაც აქვთ რადიოაქტიურ პრეპარატებთან მუშაობის ნებართვა.

ინფორმაცია მწარმოებელზე

ოოო ,,იზოტოპების ინსტიტუტი”

უნგრეთი, H-1121, ბუდაპეშტი, კონკოლუს ქ, ტხეგე მიკლოშის 29-33,

Institute of Isotopes Co, Ltd.

Address: 1121 Budapest, Konkoly Thege Miklós str. 29-33.

1535 Budapest, P.O.B 851

Tel.: 36 1 392 2577; 395 9081, Fax: 36 1 395 9247; 392 2575

E-mail: [email protected]

ბოლო დამტკიცების თარიღი 14.10.2009 წ.

მოცემული ინფორმაცია გადათარგმნილია ორიგინალი დოკუმენტიდან, რომელიც დამტკიცებულია უნგრეთის ფარმაციის ნაციონალური ინსტიტუტის მიერ 14.10.2009 წ.

OGYI-T-09141/01

თარგმანი სწორია:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა