Cleen Ready-to-Use 21.4g/9.4g Enema
Cleen Ready-to-Use 21.4g/9.4g Enema
„ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნა“ არის ნაწლავების გამწმენდი, რომელსაც იყენებთ თქვენ თვითონ. ის მოქმედებს თქვენს ფეკალიებში წყლის შემცველობის გაზრდით და ამგვარად გეხმარებათ შეკრულობის შესამსუბუქებლად და ნაწლავების გასაწმენდად. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დოდეკაჰიდრატი (dodecahydrate) + დიჰიდროგენი (dihydrogen)
- ფორმა და შეფუთვა
- (21.4გ + 9.4გ)/118მლ 133მლ რექტალური ხსნარი პოლიეთილენის ბოთლი №1
- მწარმოებელი
- Casen Recordati, S.L., ესპანეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- საფაღარათო საშუალებები, ოსმოსური მოქმედების მქონე საფაღარათო პრეპარატები
- ATC კოდი
- A06AD17
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-021770
- რეგისტრირებულია
- 17 მარტი 2017, მოქმედებს 17 მარტი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ფიკ მედიკალის“ წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- -
Cleen Ready-to-Use 21.4g/9.4g Enema — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
„ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნა“ არის ნაწლავების გამწმენდი, რომელსაც იყენებთ თქვენ თვითონ. ის მოქმედებს თქვენს ფეკალიებში წყლის შემცველობის გაზრდით და ამგვარად გეხმარებათ შეკრულობის შესამსუბუქებლად და ნაწლავების გასაწმენდად.
ის შეიძლება გამოყენებული იქნას სიტუაციურად შეკრულობის შესამსუბუქებლად და როდესაც საჭიროა ნაწლავების გაწმენდა, როგორიცაა ენდოსკოპიის, ნაწლავებზე ოპერაციის ან რენტგენოლოგიური გამოკვლევის წინ.
თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ 7 დღის შემდეგ არ გრძნობთ თავს უკეთესად ან ხართ უარესად.
- რისი ცოდნა გჭირდებათ „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნის“ გამოყენებამდე.
მიღების წესი და დოზირება
- დაიბანეთ ხელები ამ პროდუქტის ხელში დაჭერამდე, და თუ შესაძლებელია, ჩაიცვით ერთჯერადი ხელთათმანები.
- დაწექით მარცხენა გვერდზე, მოხარეთ ორივე მუხლი და დადეთ ხელები თქვენს წინ (ქვემოთ ნახ.1)
- მოაცილეთ ნარინჯისფერი დამცავი საფარი. მოქაჩეთ საფარი ფრთხილად, თან გეჭიროთ ბოთლი ვერტიკალურად და მოუჭირეთ ბოთლის ღარიან თავსახურს თითები. (ქვემოთ ნახ.2).
ნახ. 2
- მუდმივი დაჭერით, ფრთხილად შეიყვანეთ ოყნის ბუნიკი სწორ ნაწლავში ისე, რომ წვერი მიმართული იყოს ჭიპისაკენ.
- მოუჭირეთ ბოთლს, სანამ მთელი სითხე არ დაიცლება.
შეწყვიტეთ გამოყენება, თუ შეგხვდებათ რაიმე წინააღმდეგობა. ოყნის ძალდატანებით შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება.
შენიშვნა: აუცილებელი არ არის ბოთლის მთლიანად დაცლა. ბოთლი შეიცავს ეფექტური გამოყენებისათვის საჭირო სითხის რაოდენობაზე მეტს, ამგვარად მცირე რაოდენობა მასში რჩება.
- ფრთხილად გამოიღეთ ბუნიკი სწორი ნაწლავიდან. ოყნის სითხის მცირე გაჟონვა ნორმას წარმოადგენს.
- დარჩით იგივე პოზიციაში (ზემოთ ნახ.1), სანამ ნაწლავების დაცლის სურვილი ძლიერი არ გახდება- როგორც წესი, 2-5 წუთამდე.
- ჩააბრუნეთ გამოყენებული ოყნა მუყაოს პაკეტში გადასაგდებად და დაიბანეთ ხელები.
თუ შეამჩნიერთ სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, გამოყენება მაშინვე უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
მზად იყავით, რომ განგივითარდებათ ხშირი, თხიერი ნაწლავების მოქმედება „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნის“ დოზის მიღებიდან 5 წუთის განმავლობაში. ეს ნორმალურია და აჩვენებს, რომ პრეპარატი მოქმედებს. თუ თქვენ არა გექნებათ ნაწლავების მოქმედება ამ დროის განმავლობაში, მიმართეთ რჩევისათვის ექიმს. არ გამოიყენოთ მეტად „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნა“, თუ ამის ინსტრუქციას არ მოგცემთ თქვენი ექიმი. დარჩით ტუალეტის სიახლოვეს, სანამ მოქმედება მთლიანად არ დამთავრდება.
დალიეთ დიდი რაოდენობით სითხეები, მაგ. წყალი, ბულიონი, მცენარეული ჩაი, შავი ჩაი ან შავი ყავა ან განზავებული უალკოჰოლო ტკბილი სასმელი/ ხილის წვენი რბილობის გარეშე (მაგრამ არა წითელი ან შინდისფერი ფერადი წვენები) დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად. ზოგადად თქვენ უნდა დალიოთ 250 მლ (პატარა ღვინის ჭიქა) ყოველ საათში სანამ „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნის“ მოქმედება მთლიანად არ დამთავრდება. ამის შემდეგ დალიეთ გამჭვირვალე სითხეები, სასურველია წყალი, რომ დაიკმაყოფილოთ წყურვილი თქვენი საავადმყოფოს პროცედურის შემდეგ, ან ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად.
თუ თქვენ გამოიყენებთ საჭიროზე მეტ „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნას“, ან შემთხვევით ჩაყლაპავთ (დალევთ) პრეპარატს, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს დაუყოვნებლივ. თუ თქვენ გამოიყენებთ საჭიროზე მეტ „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნას“, თქვენ შეიძლება განიცადოთ დეჰიდრატაცია, იგრძნოთ წყურვილი ან კუნთების დაჭიმულობა. თუ შესაძლებელია, წაიღეთ თან თქვენი ბოთლი ან მუყაოს პაკეტი, რომ აჩვენოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
- ხართ ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) ნატრიუმის დიჰიდროგენ ფოსფატ დიჰიდრატის, დინატრიუმ ფოსფატ დოდეკაჰიდრატის ან ამ პრეპარატის ნემისმიერ ინგრედიენტის (ჩამოთვლილია მე-6 სექციაში) მიმართ.
- გაქვთ შებერილი მსხვილი ნაწლავი (ასევე ეწოდება მეგაკოლონი).
- გაქვთ ანუსის ან სწორი ნაწლავის შევიწროება ან არასრული გახსნა
- გაქვთ მსხვილი ნაწლავის ქვედა ნაწილის გაუვალობა (ჰირშპრუნგის დაავადება).
- გაქვთ საეჭვო ნაწლავების გაუვალობა.
- გაქვთ ნაწლავების გაუვალობა ან ნაწლავების ნორმალური მოქმედების უკმარისობა. (ზოგჯერ უწოდებენ პარალიზურ გაუვალობას).
- თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ შეიძლება გქონდეთ:
- აპენდიციტი
- პერფორირებული/დაზიანებული ან ობსტრუქციული ნაწლავები.
- მწვავე ანთებითი ნაწლავების დაავადება (როგორიცაა კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი).
- გაქვთ არადიაგნოსტირებული სისხლდენა სწორი ნაწლავიდან.
- გაქვთ თირკმლების პრობლემები
- გაქვთ გულის შეგუბებითი უკმარისობა ( თქვენს გულს არა აქვს სხეულში სისხლის სათანადოდ გადატუმბვის უნარი)
- ბოლო დროს გქონდათ გულისრევა და გრძნობთ გულისრევას ან წყურვილს.
- გაქვთ მუცლის ტკივილი
- პაციენტი 3 წელზე ნაკლები ასაკისაა.
სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდ ფარმაცევტს „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნის“ გამოყენებამდე, თუ:
- ხართ დასუსტებული ან ხანდაზმული. შეიძლება დაგჭირდეთ მომვლელის ან სამედიცინო პერსონალის დახმარება „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნის“ გამოსაყენებლად.
- გაქვთ არაკონტროლირებული სისხლის წნევა.
- გაქვთ გულის ან თირკმელების მდგომარეობა.
- გაქვთ ასციტი (ზედმეტი სითხე პერიტონეუმის ღრუში).
- გაქვთ სწორი ნაწლავის წყლული (უკანა ტანის წყლული) ან ნახეთქები (ნასკდომები უკანა ტანის კანზე).
- თქვენ ჩატარებული გაქვთ კოლოსტომია.
- თქვენ გაქვთ ელეტროლიტური დარღვევები (მარილის კონცენტრაციის ცვლილებები ორგანიზმში, როგორიცაა კალციუმის დაბალი დონე, კალიუმის დაბალი დონე, ფოსფატის ან ნატრიუმის მაღალი დონეები).
გთხოვთ, მიმართოთ კონსულტაციისათვის ექიმს, თუ ეს მდგომარეობები თქვენ გქონიათ ოდესმე წარსულში. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ უფრო ყურადღებიღ დაკვირვება მკურნალობის პერიოდში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ, ბოლოდროს ღებულობდით ან შეიძლება მიიღოთ ნებსიმიერი სხვა პრეპარატები, განსაკუთრებით:
- სისხლის მაღალი წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა აგფ-ინჰიბიტორები (მაგ. ენალაპრილი, რამიპრილი, ლიზინოპრილი) და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერები (მაგ. ლოსარტანი, კანდესარტანი, ეპროსარტანი, ირბესარტანი, ოლმესარტანი, ტელმ ისარტანი, ვალსარტანი) ან სტენოკარდიის სამკურნალო პრეპარატები (კალციუმის არხების ბლოკერები)
- შარდმდენი პრეპარატები (დიურეტიკები)
- ფსიქიური დარღვევების სამკურნალო გარკვეული პრეპარატები (ლითიუმი)
- ნებისმიერი სხვა პრეპარატები, რომლებიც იწვევენ დეჰიდრატაციას ან ცვლიან მარილების კონცენტრაციას (კალიუმი, ნატრიუმი, ფოსფატი ან წყალი) ორგანიზმში, რასაც ელექტროლიტური ბალანსი ეწოდება.
- ნაწლავების გამწმენდი გარკვეული პრეპარატები (ნატრიუმის ფოსფატები).
- პრეპარატები, რომლებიც ცვლიან გულის რითმს (ახანგრძლივებენ QT ინტერვალს, როგორიცაა ამიოდარონი, დარიშხანის ტრიოქსიდი, ასტემიზოლი, აზიტრომიცინი, ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი, ქლორპრომაზინი, ცისაპრიდი, ციტალოპრამი, დომპერიდონი, ტერფენადინი, პროკაინამიდი).
- არა-სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), როგორიცაა ასპირინი ან იბუპოროფენი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსული ან მეძუძური, ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევა ამ პრეპარატის მიღებამდე.
რადგანაც „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნაში“ შემავალი ძირითადი ინგრედიენტები შეიძლება გადავიდეს დედის რძეში, რეკომენდებულია რძის გამოწველვა და გადაღვრა მინიმუმ 24 საათის განმავლობაში „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნის“ გამოყენების შემდეგ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თუმცა, „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნას“ არა აქვს უშუალო ზემოქმედება თქვენს მიერ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ თქვენ უნდა დარჩეთ ტუალეტის სიახლოვეს.
„ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნა“ შეიცავს ბენზალკონიუკმის ქლორიდს, რომელიც არის გამღიზიანებელი და შეიძლება გამოიწვიოს კანისმხრივი რეაციები.
გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც ყველა პრეპარატმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუყმცა, ყველას არ განუვითარდება ისინი.
„ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნამ“ შეიძლება იშვიათად (10.000 ადამიანიდან ერთში) გამოიწვიოს:
- ზემგრძნობელობა: ალერგიული რეაქციები (გამონაყარით ან მის გარეშე)
- დეჰიდრატაცია.
- კუნთების დაკრუნჩხვა და სპაზმები სისხლში მარილების (ელექტროლიტების) რაოდენობრივი ცვლილებების გამო.
- მუცლის ტკივილი ან შებერვა
- კუჭნაწლავის ტკივილი
- გულისრევა ან ღებინება
- ანალური ქავილი, ჩხვლეტა, ტკივილი ან დისკომ ფორტი
- ბუშტუკების გაჩენა
- ფაღარათი
- შემცივნება
გვერდითი მოვლენების დაფიქსირება
თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე გვერდითი მოვლენები. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართ ფურცელში. თქვენ შეგიძლიათ ასევე დააფიქსიროთ გვ ერდითი მოვლენები უშუალოდ „ყვითელი ბარათის სქემის“ საშუალებით www.mhra.gov.uk/yellowcard-ზე. გვერდითი მოვლენების დაფიქსირებით თქვენ შეგიძლიათ დახმარება გაგვიწიოთ და მოგვაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: თითოეული 118 მლ დოზა აწვდის 21.4 გ (18,1% მასა/მოცულობა) ნატრიუმის დიჰიდროგენ ფოსფატ დიჰიდრატის და 9.4 გ (8.0% მასა/მოცულობა) დინატრიუმ ფოსფატ დოდეკაჰიდრატის ექვივალენტს.
შეიცავს 4.4 გ ნატრიუმს ყოველ მიწოდებულ დოზაზე.
სხვა ინგრედიენტებია (შემავსებლები) ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, დისტილირებული წყალი.
ბუნიკის ლუბრიკანტია თეთრი რბილი პარაფინი.
შეიცავს 80 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს ყოველ მიწოდებულ დოზაზე.
როგორ გამოიყურება „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნა“ და პაკეტის შემცველობა
„ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნა“ არის გამჭვირვალე, უფერო, უსუნო ხსნარი თეთრ პლასტმასის ბოთლში თეთრი თავსახურით და ნარინჯისფერი დამცავი საფარით. ბოთლი შიცავს 133 მლ „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნას“, რომელშიც118 მლ არის მიწოდებული დოზა.
მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
კასენ რეკორდატი, S.L
აუტოვლა დე ლოგნოდო, კმ. 13.300
50180 უტებო, ზარაგოზა, ესპანეთი
მარკეტინგის ავტორიზაციის ნომერი:
PL 43885/0003
თუ თქვენ გაქვთ რაიმე კითხვები ან კომენტარები ამ პროდუქტის შესახებ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო 080 823 438 63/ [email protected]
ჩანართი ფურცლის ბოლო გადახედვის თარიღი: 2013 წლის დეკემბერი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები
შეინახეთ ადგილზე, სადაც ვერ დაინახავენ და ვერ მისწვდებიან ბავშვები.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი პაკეტზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლა აღნიშნულია მოცემული თვის ბოლო თარიღით.
არ შეინახოთ 250C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ.
არ გადააგდოთ ნებისმიერი პრეპარატი კანალიზაციის წყლებთან და საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. ეს ღონისძიებები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.
- პაკეტის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
“ქლინ გამოსაყენებლად მზა 21.4გ/9.4გ ოყნა”
ნატრიუმის დიჰიდროგენ ფოსფატ დიჰიდრატი/დინატრიუმ ფოსფატ დოდეკაჰიდრატი
პაკეტის ჩანართი ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
წაიკითხეთ ყურადღებით მთლიანად ეს ჩანართი ფურცელი სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას.
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ჩანართ ფურცელში ან როგორც გირჩევთ თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი.
- შენახეთ ეს ჩანართი ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს ან ექიმს, თუ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია ან რჩევა
- თუ განგივითარდებათ რაიმე გვერდითი მოვლენები, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართ ფურცელში.
- თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ 7 დღის შემდეგ არ გრძნობთ თავს უკეთესად ან ხართ უარესად.
რას შეიცავს ეს ჩანართი ფურცელი
- რა არის და რისთვის გამოიყენება „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნა“.
- რისი ცოდნა გჭირდებათ „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნის“ გამოყენებამდე.
- როგორ გამოიყენება „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნა“.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები.
- როგორ უნდა შეინახოთ „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნა“.
- პაკეტის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის და რისთვის გამოიყენება „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნა“.
„ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნა“ არის ნაწლავების გამწმენდი, რომელსაც იყენებთ თქვენ თვითონ. ის მოქმედებს თქვენს ფეკალიებში წყლის შემცველობის გაზრდით და ამგვარად გეხმარებათ შეკრულობის შესამსუბუქებლად და ნაწლავების გასაწმენდად.
ის შეიძლება გამოყენებული იქნას სიტუაციურად შეკრულობის შესამსუბუქებლად და როდესაც საჭიროა ნაწლავების გაწმენდა, როგორიცაა ენდოსკოპიის, ნაწლავებზე ოპერაციის ან რენტგენოლოგიური გამოკვლევის წინ.
თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ 7 დღის შემდეგ არ გრძნობთ თავს უკეთესად ან ხართ უარესად.
- რისი ცოდნა გჭირდებათ „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნის“ გამოყენებამდე.
არ გამოიყენოთ „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნა“ და აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ:
- ხართ ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) ნატრიუმის დიჰიდროგენ ფოსფატ დიჰიდრატის, დინატრიუმ ფოსფატ დოდეკაჰიდრატის ან ამ პრეპარატის ნემისმიერ ინგრედიენტის (ჩამოთვლილია მე-6 სექციაში) მიმართ.
- გაქვთ შებერილი მსხვილი ნაწლავი (ასევე ეწოდება მეგაკოლონი).
- გაქვთ ანუსის ან სწორი ნაწლავის შევიწროება ან არასრული გახსნა
- გაქვთ მსხვილი ნაწლავის ქვედა ნაწილის გაუვალობა (ჰირშპრუნგის დაავადება).
- გაქვთ საეჭვო ნაწლავების გაუვალობა.
- გაქვთ ნაწლავების გაუვალობა ან ნაწლავების ნორმალური მოქმედების უკმარისობა. (ზოგჯერ უწოდებენ პარალიზურ გაუვალობას).
- თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ შეიძლება გქონდეთ:
- აპენდიციტი
- პერფორირებული/დაზიანებული ან ობსტრუქციული ნაწლავები.
- მწვავე ანთებითი ნაწლავების დაავადება (როგორიცაა კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი).
- გაქვთ არადიაგნოსტირებული სისხლდენა სწორი ნაწლავიდან.
- გაქვთ თირკმლების პრობლემები
- გაქვთ გულის შეგუბებითი უკმარისობა ( თქვენს გულს არა აქვს სხეულში სისხლის სათანადოდ გადატუმბვის უნარი)
- ბოლო დროს გქონდათ გულისრევა და გრძნობთ გულისრევას ან წყურვილს.
- გაქვთ მუცლის ტკივილი
- პაციენტი 3 წელზე ნაკლები ასაკისაა.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდ ფარმაცევტს „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნის“ გამოყენებამდე, თუ:
- ხართ დასუსტებული ან ხანდაზმული. შეიძლება დაგჭირდეთ მომვლელის ან სამედიცინო პერსონალის დახმარება „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნის“ გამოსაყენებლად.
- გაქვთ არაკონტროლირებული სისხლის წნევა.
- გაქვთ გულის ან თირკმელების მდგომარეობა.
- გაქვთ ასციტი (ზედმეტი სითხე პერიტონეუმის ღრუში).
- გაქვთ სწორი ნაწლავის წყლული (უკანა ტანის წყლული) ან ნახეთქები (ნასკდომები უკანა ტანის კანზე).
- თქვენ ჩატარებული გაქვთ კოლოსტომია.
- თქვენ გაქვთ ელეტროლიტური დარღვევები (მარილის კონცენტრაციის ცვლილებები ორგანიზმში, როგორიცაა კალციუმის დაბალი დონე, კალიუმის დაბალი დონე, ფოსფატის ან ნატრიუმის მაღალი დონეები).
გთხოვთ, მიმართოთ კონსულტაციისათვის ექიმს, თუ ეს მდგომარეობები თქვენ გქონიათ ოდესმე წარსულში. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ უფრო ყურადღებიღ დაკვირვება მკურნალობის პერიოდში.
სხვა პრეპარატები და „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნა“
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ, ბოლოდროს ღებულობდით ან შეიძლება მიიღოთ ნებსიმიერი სხვა პრეპარატები, განსაკუთრებით:
- სისხლის მაღალი წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა აგფ-ინჰიბიტორები (მაგ. ენალაპრილი, რამიპრილი, ლიზინოპრილი) და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერები (მაგ. ლოსარტანი, კანდესარტანი, ეპროსარტანი, ირბესარტანი, ოლმესარტანი, ტელმ ისარტანი, ვალსარტანი) ან სტენოკარდიის სამკურნალო პრეპარატები (კალციუმის არხების ბლოკერები)
- შარდმდენი პრეპარატები (დიურეტიკები)
- ფსიქიური დარღვევების სამკურნალო გარკვეული პრეპარატები (ლითიუმი)
- ნებისმიერი სხვა პრეპარატები, რომლებიც იწვევენ დეჰიდრატაციას ან ცვლიან მარილების კონცენტრაციას (კალიუმი, ნატრიუმი, ფოსფატი ან წყალი) ორგანიზმში, რასაც ელექტროლიტური ბალანსი ეწოდება.
- ნაწლავების გამწმენდი გარკვეული პრეპარატები (ნატრიუმის ფოსფატები).
- პრეპარატები, რომლებიც ცვლიან გულის რითმს (ახანგრძლივებენ QT ინტერვალს, როგორიცაა ამიოდარონი, დარიშხანის ტრიოქსიდი, ასტემიზოლი, აზიტრომიცინი, ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი, ქლორპრომაზინი, ცისაპრიდი, ციტალოპრამი, დომპერიდონი, ტერფენადინი, პროკაინამიდი).
- არა-სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), როგორიცაა ასპირინი ან იბუპოროფენი.
ორსულობა და მეძუძურობა
თუ ხართ ორსული ან მეძუძური, ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევა ამ პრეპარატის მიღებამდე.
რადგანაც „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნაში“ შემავალი ძირითადი ინგრედიენტები შეიძლება გადავიდეს დედის რძეში, რეკომენდებულია რძის გამოწველვა და გადაღვრა მინიმუმ 24 საათის განმავლობაში „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნის“ გამოყენების შემდეგ.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.
თუმცა, „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნას“ არა აქვს უშუალო ზემოქმედება თქვენს მიერ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ თქვენ უნდა დარჩეთ ტუალეტის სიახლოვეს.
„ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნა“ შეიცავს ბენზალკონიუკმის ქლორიდს, რომელიც არის გამღიზიანებელი და შეიძლება გამოიწვიოს კანისმხრივი რეაციები.
- როგორ გამოიყენება „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნა“.
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ჩანართ ფურცელში ან როგორც გირჩევთ თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი. გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ რაიმეში არა ხართ დარწმუნებული.
ეს პროდუქტი არის თავად თქვენს მიერ გამოყენებისათვის. თუ ხართ ხანდაზმული ან არ შეგიძლიათ თავად გამოიყენოთ „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნა“, შეიძლება დაგჭირდეთ მომვლელის ან სამედიცინო პერსონალის დახმარება ამ ინსტრუქციების დასაცავად.
მოზრდილები და 12 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვები:
რეკომენდებული დოზა არის ერთი ბოთლი (118 მლ მიწოდებული დოზა) არაუმეტეს ერთჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
ბავშვები 3 -დან 12 წლის ასაკამდე
ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
არ გამოიყენოთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებში
მხოლოდ რექტალური გამოყენებისათვის. თუ ეს არ არის განსაზღვრული ექიმის მიერ, „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნა“ არ უნდა იქნას გამოყენებული 1 კვირაზე მეტ ხანს. 24 საათიან პერიოდში ერთზე მეტი ოყნის გამოყენება შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს.
გამოყენება:
- დაიბანეთ ხელები ამ პროდუქტის ხელში დაჭერამდე, და თუ შესაძლებელია, ჩაიცვით ერთჯერადი ხელთათმანები.
- დაწექით მარცხენა გვერდზე, მოხარეთ ორივე მუხლი და დადეთ ხელები თქვენს წინ (ქვემოთ ნახ.1)
- მოაცილეთ ნარინჯისფერი დამცავი საფარი. მოქაჩეთ საფარი ფრთხილად, თან გეჭიროთ ბოთლი ვერტიკალურად და მოუჭირეთ ბოთლის ღარიან თავსახურს თითები. (ქვემოთ ნახ.2).
ნახ. 2
- მუდმივი დაჭერით, ფრთხილად შეიყვანეთ ოყნის ბუნიკი სწორ ნაწლავში ისე, რომ წვერი მიმართული იყოს ჭიპისაკენ.
- მოუჭირეთ ბოთლს, სანამ მთელი სითხე არ დაიცლება.
შეწყვიტეთ გამოყენება, თუ შეგხვდებათ რაიმე წინააღმდეგობა. ოყნის ძალდატანებით შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება.
შენიშვნა: აუცილებელი არ არის ბოთლის მთლიანად დაცლა. ბოთლი შეიცავს ეფექტური გამოყენებისათვის საჭირო სითხის რაოდენობაზე მეტს, ამგვარად მცირე რაოდენობა მასში რჩება.
- ფრთხილად გამოიღეთ ბუნიკი სწორი ნაწლავიდან. ოყნის სითხის მცირე გაჟონვა ნორმას წარმოადგენს.
- დარჩით იგივე პოზიციაში (ზემოთ ნახ.1), სანამ ნაწლავების დაცლის სურვილი ძლიერი არ გახდება- როგორც წესი, 2-5 წუთამდე.
- ჩააბრუნეთ გამოყენებული ოყნა მუყაოს პაკეტში გადასაგდებად და დაიბანეთ ხელები.
თუ შეამჩნიერთ სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, გამოყენება მაშინვე უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
მზად იყავით, რომ განგივითარდებათ ხშირი, თხიერი ნაწლავების მოქმედება „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნის“ დოზის მიღებიდან 5 წუთის განმავლობაში. ეს ნორმალურია და აჩვენებს, რომ პრეპარატი მოქმედებს. თუ თქვენ არა გექნებათ ნაწლავების მოქმედება ამ დროის განმავლობაში, მიმართეთ რჩევისათვის ექიმს. არ გამოიყენოთ მეტად „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნა“, თუ ამის ინსტრუქციას არ მოგცემთ თქვენი ექიმი. დარჩით ტუალეტის სიახლოვეს, სანამ მოქმედება მთლიანად არ დამთავრდება.
დალიეთ დიდი რაოდენობით სითხეები, მაგ. წყალი, ბულიონი, მცენარეული ჩაი, შავი ჩაი ან შავი ყავა ან განზავებული უალკოჰოლო ტკბილი სასმელი/ ხილის წვენი რბილობის გარეშე (მაგრამ არა წითელი ან შინდისფერი ფერადი წვენები) დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად. ზოგადად თქვენ უნდა დალიოთ 250 მლ (პატარა ღვინის ჭიქა) ყოველ საათში სანამ „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნის“ მოქმედება მთლიანად არ დამთავრდება. ამის შემდეგ დალიეთ გამჭვირვალე სითხეები, სასურველია წყალი, რომ დაიკმაყოფილოთ წყურვილი თქვენი საავადმყოფოს პროცედურის შემდეგ, ან ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად.
თუ თქვენ გამოიყენებთ საჭიროზე მეტ „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნას“, ან შემთხვევით ჩაყლაპავთ (დალევთ) პრეპარატს, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს დაუყოვნებლივ. თუ თქვენ გამოიყენებთ საჭიროზე მეტ „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნას“, თქვენ შეიძლება განიცადოთ დეჰიდრატაცია, იგრძნოთ წყურვილი ან კუნთების დაჭიმულობა. თუ შესაძლებელია, წაიღეთ თან თქვენი ბოთლი ან მუყაოს პაკეტი, რომ აჩვენოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც ყველა პრეპარატმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუყმცა, ყველას არ განუვითარდება ისინი.
„ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნამ“ შეიძლება იშვიათად (10.000 ადამიანიდან ერთში) გამოიწვიოს:
- ზემგრძნობელობა: ალერგიული რეაქციები (გამონაყარით ან მის გარეშე)
- დეჰიდრატაცია.
- კუნთების დაკრუნჩხვა და სპაზმები სისხლში მარილების (ელექტროლიტების) რაოდენობრივი ცვლილებების გამო.
- მუცლის ტკივილი ან შებერვა
- კუჭნაწლავის ტკივილი
- გულისრევა ან ღებინება
- ანალური ქავილი, ჩხვლეტა, ტკივილი ან დისკომ ფორტი
- ბუშტუკების გაჩენა
- ფაღარათი
- შემცივნება
გვერდითი მოვლენების დაფიქსირება
თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე გვერდითი მოვლენები. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართ ფურცელში. თქვენ შეგიძლიათ ასევე დააფიქსიროთ გვ ერდითი მოვლენები უშუალოდ „ყვითელი ბარათის სქემის“ საშუალებით www.mhra.gov.uk/yellowcard-ზე. გვერდითი მოვლენების დაფიქსირებით თქვენ შეგიძლიათ დახმარება გაგვიწიოთ და მოგვაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
- როგორ შევინახოთ „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნა“.
შეინახეთ ადგილზე, სადაც ვერ დაინახავენ და ვერ მისწვდებიან ბავშვები.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი პაკეტზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლა აღნიშნულია მოცემული თვის ბოლო თარიღით.
არ შეინახოთ 250C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ.
არ გადააგდოთ ნებისმიერი პრეპარატი კანალიზაციის წყლებთან და საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. ეს ღონისძიებები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.
- პაკეტის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნა“
აქტიური ნივთიერებები: თითოეული 118 მლ დოზა აწვდის 21.4 გ (18,1% მასა/მოცულობა) ნატრიუმის დიჰიდროგენ ფოსფატ დიჰიდრატის და 9.4 გ (8.0% მასა/მოცულობა) დინატრიუმ ფოსფატ დოდეკაჰიდრატის ექვივალენტს.
შეიცავს 4.4 გ ნატრიუმს ყოველ მიწოდებულ დოზაზე.
სხვა ინგრედიენტებია (შემავსებლები) ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, დისტილირებული წყალი.
ბუნიკის ლუბრიკანტია თეთრი რბილი პარაფინი.
შეიცავს 80 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს ყოველ მიწოდებულ დოზაზე.
როგორ გამოიყურება „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნა“ და პაკეტის შემცველობა
„ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნა“ არის გამჭვირვალე, უფერო, უსუნო ხსნარი თეთრ პლასტმასის ბოთლში თეთრი თავსახურით და ნარინჯისფერი დამცავი საფარით. ბოთლი შიცავს 133 მლ „ქლინ გამოსაყენებლად მზა ოყნას“, რომელშიც118 მლ არის მიწოდებული დოზა.
მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
კასენ რეკორდატი, S.L
აუტოვლა დე ლოგნოდო, კმ. 13.300
50180 უტებო, ზარაგოზა, ესპანეთი
მარკეტინგის ავტორიზაციის ნომერი:
PL 43885/0003
თუ თქვენ გაქვთ რაიმე კითხვები ან კომენტარები ამ პროდუქტის შესახებ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო 080 823 438 63/ [email protected]
ჩანართი ფურცლის ბოლო გადახედვის თარიღი: 2013 წლის დეკემბერი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


