3-ოპტიკი თვალის წვეთები, სუსპენზია ნაჩვენებია სტეროიდებზე მორეაგირე მდგომარეობების სამკურნალოდ, როდესაც ასევე საჭიროა ანტიბიოტიკებით მკურნალობა, სოკოვანი და ვირუსული დაავადების გამორიცხვის შემდეგ.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პოლიმიქსინი (polymixin) + დექსამეტაზონი (dexamethasone) + ნეომიცინი (neomicin)
- ფორმა და შეფუთვა
- (1მგ + 3500ს.ე. + 6000ს.ე.)/მლ 5მლ თვალის წვეთები, სუსპენზია პოლიეთილენის საწვეთურიანი ბოთლი №1
- მწარმოებელი
- Rompharm Company S.R.L. (Str. Eroilor, nr. 1C) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -S.C. Rompharm Company S.R.L. (Str. Eroilor Street, nr 1A)(რუმინეთი)), რუმინეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები კომბინაციაში
- ATC კოდი
- S01CA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044169
- რეგისტრირებულია
- 17 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 17 ოქტომბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „Rompharm Company Georgia“ LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „რომფარმ კომპანი საქართველო“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
3-ოპტიკი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
3-ოპტიკი თვალის წვეთები, სუსპენზია ნაჩვენებია სტეროიდებზე მორეაგირე მდგომარეობების სამკურნალოდ, როდესაც ასევე საჭიროა ანტიბიოტიკებით მკურნალობა, სოკოვანი და ვირუსული დაავადების გამორიცხვის შემდეგ.
მიღების წესი და დოზირება
ბავშვები და მოზრდილები (ხანდაზმულების ჩათვლით)
ერთი ან ორი წვეთი ყოველ დაზიანებულ თვალში, დღე-ღამეში ექვსჯერ ან საჭიროებისას უფრო ხშირად.
ღვიძლის და თირკმლის დაზიანება
3-ოპტიკი თვალის წვეთები, სუსპენზია შესწავლილი არ არის სუბიექტების ამ პოპულაციაში. თუმცა პროდუქტის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ დაბალი სისტემური აბსორბციის გამო, დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის.
გამოყენების მეთოდი
მხოლოდ ოკულარული გამოყენებისთვის. არ არის განკუთვნილი საინექციოდ ან შიგნით მისაღებად.
გამოყენებამდე ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ.
თავსახურის მოხსნის შემდეგ თუ უსაფრთხოების რგოლი მოშვებულია, მოაშორეთ ის პროდუქტის გამოყენებამდე.
საწვეთურის წვეტის და სუსპენზიის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სიფრთხილის დაცვა, რათა ის არ შეეხოს ქუთუთოებს, თვალის გარს ან სხვა ზედაპირებს.
რეკომენდებულია ნაზოლაკრიმალური ოკლუზია ან ქუთუთოს ნაზად დახურვა. ამან შეიძლება შეამციროს მედიკამენტის სისტემური შეწოვა, რომლის მიღებაც მოხდა ოკულარულად და შედეგად სისტემური გვერდითი რეაქციების შემცირება.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ;
Herpes simplex კერატიტი;
ყვავილვაქცინის ვირუსი, ჩუტყვავილა ან რქოვანას ან კონიუნქტივას სხვა ვირუსული ინფექციები;
თვალის სტრუქტურების სოკოვანი დაავადებები ან თვალის არანამკურნალები პარაზიტული ინფექციები;
თვალის მიკობაქტერიული ინფექციები.
სიფრთხილის ზომები
როგორც ყველა ანტიბაქტერიულ პრეპარატის შემთხვევაში, ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ბაქტერიული შტამების ან სოკოების ჭარბი ზრდა. სუპერინფექციის შემთხვევაში უნდა დაიწყოს შესაბამისი თერაპია.
ზოგიერთ პაციენტში შეიძლება აღინიშნოს ლოკალურად გამოყენებული ამინოგლიკოზიდებისადმი მგრძნობელობა. შეიძლება ასევე მოხდეს სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ ჯვარედინი მგრძნობელობა. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სიმძიმე შეიძლება ვარირებდეს გენერალიზებულ რეაქციებამდე, როგორიცაა ერითემა, ქავილი, ურტიკარია, კანის გამონაყარი, ანაფილაქსია, ანაფილაქტოიდური რეაქციები ან ბულოზური რეაქციები. ჰიპერმგრძნობელობის სერიოზული რეაქციების ნიშნების შემთხვევაში, პროდუქტის გამოყენება უნდა შეწყდეს.
პაციენტებს, რომლებიც იღებენ ნეომიცინის სულფატის შემცველ ოფთალმოლოგიურ პრეპარატებს, უნდა ურჩიონ მიმართონ ექიმს თვალის ტკივილის, სიწითლის, შეშუპების ან გაღიზიანების გაუარესების ან გახანგრძლივების შემთხვევაში.
სერიოზული გვერდითი რეაქციები, მათ შორის ნეიროტოქსიკურობა, ოტოტოქსიკურობა და ნეფროტოქსიკურობა, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სისტემურ ნეომიცინს ან მას იყენებდნენ ადგილობრივად ღია ჭრილობებზე ან დაზიანებულ კანზე. ნეფროტოქსიური და ნეიროტოქსიკური რეაქციები ასევე დაფიქსირდა სისტემური პოლიმიქსინ B-ს გამოყენებისას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეფექტების შესახებ ინფორმაცია არ იქნა გამოვლენილი ამ პროდუქტის ოკულარულად ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, სისტემური ამინოგლიკოზიდის ან პოლიმიქსინ B-ს ერთად გამოყენებისას საჭირო სიფრთხილე.
ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების გახანგრძლივებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის ჰიპერტენზია და/ან გლაუკომა, მხედველობის ნერვის დაზიანებით, მხედველობის სიმკვეთრის შემცირებით და მხედველობის ველის დეფექტებით და უკანა სუბკაფსულური კატარაქტას წარმოქმნით. პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ხანგრძლივ ოფთალმოლოგიურ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას, თვალშიდა წნევა უნდა შემოწმდეს რუტინულად და ხშირად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედიატრიულ პაციენტებში, რადგან კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალის ჰიპერტენზიის რისკი შეიძლება უფრო მეტი იყოს ბავშვებში და შეიძლება განვითარდეს უფრო ადრე, ვიდრე მოზრდილებში.
კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალშიდა წნევის ან/და კატარაქტის წარმოქმნის რისკი იზრდება მიდრეკილ პაციენტებში (მაგ., დიაბეტი).
კუშინგის სინდრომი და/ან თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვა, რომელიც დაკავშირებულია თვალის დექსამეთაზონის სისტემურ შეწოვასთან, შეიძლება მოხდეს ინტენსიური ან გრძელვადიანი უწყვეტი თერაპიის შემდეგ, მიდრეკილ პაციენტებში, ბავშვების და პაციენტების ჩათვლით, რომლებიც მკურნალობდნენ CYP3A4 ინჰიბიტორებით (მათ შორის რიტონავირი და კობიცისტატი). ამ შემთხვევებში მკურნალობა თანდათანობით უნდა შეწყდეს.
იმ დაავადებების დროს, რომლებიც იწვევს რქოვანას ან სკლერის გათხელებას, ცნობილია კორტიკოსტეროიდების გამოყენებასთნ დაკავშირებული პერფორაციები.
კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეამცირონ რეზისტენტობა და ხელი შეუწყონ არამგრძნობიარე ბაქტერიული, სოკოვანი, პარაზიტული ან ვირუსული ინფექციების განვითარებას და შენიღბონ ინფექციის კლინიკური ნიშნები ან შეიძლება დათრგუნონ 3-ოპტიკი თვალის წვეთები, სუსპენზიის მიმართ ჰიპერგრმძნობელობის რეაქციები. სოკოვანი ინფექცია უნდა იეჭვონ პაციენტებში, რქოვანას მუდმივი წყლულობით, რომლებიც იღებდნენ ან რომლებმაც მიღეს ეს პრეპარატები; სოკოვანი ინფექციის შემთხვევაში კორტიკოსტეროიდული თერაპია უნდა შეწყდეს. რქოვანას ჰერპესული დაავადების გაძლიერების რისკის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ნაპრალის სანათით ხშირი გამოკვლევა.
ადგილობრივმა ოფთალმოლოგიურმა კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეანელონ რქოვანას ჭრილობის შეხორცება. ცნობილია, რომ ადგილობრივი აასს-ები ასევე ანელებს ან ახანგრძლივებს შეხორცებას. ადგილობრივი აასს-ის და ადგილობრივი სტეროიდების გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს შეხორცების პრობლემების პოტენციალი.
მხედველობის დარღვევები
მხედველობის დარღვევა შეიძლება აღინიშნოს კორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას. თუ პაციენტს აღენიშნება სიმპტომები, როგორიცაა მხედელობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები, საჭიროა ოფთალმოლოგის კონსულტაცია, შესაძლო მიზეზების შესაფასებლად, რომელიც შეიძლება მოიცავდეს კატარაქტას, გლაუკომას ან იშვიათ დაავადებას, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (CSCR), რომლებიც დაფიქსირდა სისტემური და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.
თვალის ინფექციის მკურნალობის დროს კონტაქტური ლინზების ტარება რეკომენდებული არ არის. აქედან გამომდინარე პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ არ ატარონ კონტაქტური ლინზები 3-ოპტიკი თვალის წვეთები, სუსპენზიით მკურნალობისას.
3-ოპტიკი თვალის წვეთები, სუსპენზია შეიცავს ბენზალკონიუმ ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და რბილი კონტაქტური ლინზების გაუფერულება. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტებს უფლება აქვთ ატარონ კონტაქტური ლინზები, მათ უნდა უთხრან, რომ ლინზები ამოიღონ 3-ოპტიკი თვალის წვეთები, სუსპენზიის გამოყენებამდე და15 წუთით მოიცადონ ხელახლა ჩასმამდე.
შეზღუდული მონაცემებით, ბავშვებში გვერდითი მოვლენების პროფილში განსხვავება ზრდასრულებთან შედარებით არ არის. თუმცა, ზოგადად, ბავშვების თვალები მოცემულ სტიმულზე უფრო ძლიერ რეაქციას ავლენენ, ვიდრე ზრდასრულის თვალი. გაღიზიანებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბავშვების მკურნალობის დამოკიდებულებაზე. ბენზალკონიუმის ქლორიდმა, როგორც აღინიშნა, შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, მშრალი თვალის სიმპტომები და შეიძლება გავლენა მოახდინოს ცრემლის აპკსა და რქოვანას ზედაპირზე.
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მშრალი თვალის მქონე პაციენტებში და იმ პაციენტებში, რომელთა რქოვანა შეიძლება დაზიანებული იყოს. ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ.
სისტემური კორტიკოსტეროიდების მიმღებ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ახლად გამოვლენილი შაქრიანი დიაბეტი ან უკვე არსებულის გამწვავება. ადგილობრივი ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდებით გლუკოზის ტოლერანტობის/შაქრიანი დიაბეტის დაქვეითების შესაძლებლობის გამო, სიფრთხილეა რეკომენდებული 3-ოპტიკი თვალის წვეთების, სუსპენზიის დანიშვნისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დიაბეტის პირადი ან ოჯახური ისტორია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ადგილობრივი სტეროიდების და ადგილობრივი აასს-ის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს რქოვანას შეხორცების პრობლემების პოტენციალი.
CYP3A4 ინჰიბიტორები (რიტონავირის და კობიცისტატის სახით): შეიძლება დაქვეითდეს დექსამეთაზონის კლირენსი, რაც გამოიწვევს ეფექტის მომატებას და ადრენალურ სუპრესიას/კუშინგის სინდრომს. ამ კომბინაციას უნდა მოერიდონ თუ სარგებელი არ აჭარბებს რისკს, რა შემთხვევაშიც საჭიროა პაციენტების მონიტორინგი კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტების გამოსავლენად.
ამინოგლიკოიზიდის (ნეომიცინი) და სხვა სისტემური, ორალური ან ადგილობრივი მედიკამენტების ერთად გამოყენებისას, რომლებსაც აქვს ოტოტოქსიკური ან ნეფროტოქსიკური ეფექტი, შეიძლება განვითარდეს დამატებითი ტოქსიკურობა და ამას შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა მოერიდონ.
თუ გამოიყენება ერთზე მეტი სამედიცინო პროდუქტი, მედიკამენტების გამოყენება უნდა მოხდეს მინიმუმ 5-წუთიანი ინტერვალით. თვალის მალამოს გამოყენება უნდა მოხდეს ბოლოს.
დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში 3-ოპტიკის თვალის წვეთების, სუსპენზიის დანიშვნისას გასათვალისწინებელია ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებების გამოყენების მომატებული საჭიროების შესაძლებლობა, რადგან ამ სამკურნალო საშუალებების ჰიპოგლიკემიური ეფექტი შეიძლება შემცირდეს (იხილეთ განყოფილება „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას“).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ფერტილობა
არ არსებობს ხელმისაწვდომი მონაცემები ამ მედიკამენტის გავლენის შესახებ მამაკაცების ან ქალების ფერტილობაზე. არსებობს შეზღუდული კლინიკური მონაცემები დექსამეთაზონის ეფექტის შესაბასებლად მამაკაცების ან ქალების ფერტილობაზე. დექსამეთაზონი არ ავლენდა გვერდით ეფექტებს ფერტილობაზე ვირთაგვების ქორიონული გონადოტროპინის მოდელში.
ორსულობა
არ არსებობს ან არსებობს შეზღუდული მონაცემები ორსულებში დექსამეტაზონი 1 მგ/მლ/ ნეომიცინის სულფატი 3500 სე/მლ/ პოლიმიქსინ B სულფატი 6000 სე/მლ თვალის წვეთები, სუსპენზია გამოყენების შესახებ.
ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, მაგალითად ნეომიცინი, გადის პლაცენტაში, ორსულებში ინტრავენური დოზირების შემდეგ. ამინოგლიკოზიდებისადმი არა კლინიკური და კლინიკური სისტემური ექსპოზიციის შედეგად გამოვლენილია ოტოტოქსიკურობა და ნეფროტოქსიკურობა. დაბალი დოზით, რომლის მიღებაც ხდება ამ ადგილობრივი პროდუქტით, მოსალოდნელი არ არის ნეომიცინის მიერ ოტოტოქსიკურობის ან ნეფროტოქსიურობის გამოწვევა, საშვილოსნოსშიდა ზემოქმედების გამო. ორსულობის დროს კორტიკოსტეროიდის ხანგრძლივი ან განმეორებითი გამოყენება დაკავშირებულია საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხების მომატებულ რისკთან. იმ დედების ჩვილებში, რომლებმაც ორსულობის დროს მიიღეს კორტიკოსტეროიდების მნიშვნელოვანი დოზა, საჭიროა ფრთხილი დაკვირვება, ჰიპოადრენალიზმის ნიშნების გამოსავლენად.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა დექსამეტაზონი 1 მგ/მლ/ნეომიცინის სულფატი 3500 სე/მლ/პოლიმიქსინ B სულფატი 6000 სე/მლ თვალის წვეთების, სუსპენზიის ზოგიერთი აქტიური კომპონენტის გამოყენებით, აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. 3-ოპტიკი თვალის წვეთები, სუსპენზია ორსულობის დროს რეკომენდბეული არ არის.
ლაქტაცია
უცნობია, გამოიყოფა თუ არა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური დექსამეთაზონი, ნეომიცინი ან პოლიმიქსინი B, ლაქტატში. იმის გამო, რომ სისტემური კორტიკოსტეროიდები და ამინოგლიკოზიდები შეიძლება გამოიყოს ლაქტატში, გამორიცხული არ არის ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვის რისკი.
ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლისა და ქალისთვის პროდუქტის სარგებლის გათვალისწინებით, უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის/ძუძუთი კვებისგან, თავის შეკავების თუ 3-ოპტიკის თვალის წვეთებით, სუსპენზიით თერაპიის შეწყვეტის შესახებ.
ეფექტი ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე
3-ოპტიკი თვალის წვეთები, სუსპებზია არ მოქმედებს ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე. სხვა თვალის წვეთების მსგავსად, მხედველობის დროებით დაბინდვამ და სხვა ვიზუალურმა დარღვევებმა შეიძლება იმოქმედოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუ ჩაწვეთებისას ვითარდება მხედველობის ტრანზიტორული დაბინდვა, ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენებამდე პაციენტმა უნდა მოიცადოს მხედველობის აღდგენამდე.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
დექსამეტაზონის 1 მგ/მლ/ნეომიცინის სულფატის 3500 სე/მლ/პოლიმიქსინ B სულფატის 6000 სე/მლ თვალის წვეთების, სუსპენზიის და დექსამეტაზონის 1 მგ/მლ/ნეომიცინის სულფატის 3500 სე/მლ/პოლიმიქსინ B სულფატის 6000 სე/მლ თვალის მალამოს კლინიკურ კვლევებში ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები იყო თვალის დისკომფორტი, კერატიტი და თვალის გაღიზიანება, რომელიც აღინიშნებოდა პაციენტების 0.7%-დან 0.9%-მდე.
გვერიდითი რეაქციების შეჯამებული ცხრილი
შემდეგი გვერდითი რეაქციები კლასიფიცირდება შემდეგნაირდ: ძალიან ხშირი (≥1 / 1/10), ხშირი (≥1 / 100- <1/ 10), ნაკლებად ხშირი (≥1 / 1000 –<1/100– მდე), იშვიათი (≥ 1 / 10,000 - <1/1000), ძალიან იშვიათი (<1 / 10,000) უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით). მკურნალობის ყოველ ჯგუფში, გვერდითი რეაქციები ნაჩვენებია კლებადი სიმწვავით. გვერდითი რეაქციები მიღებული იყო კლინიკურ კვლევებში და პოსტ მარკეტინგული გამოცდილებიდან დექსამეთაზონის 1 მგ/მლ / ნეომიცინის სულფატი 3500 სე / მლ / პოლიმიქსინი B სულფატი 6000 სე / მლ თვალის წვეთები, სუსპენზიის და თვალის მალამოსთვის.
ორგანოთა სისტემის კლასიფიკაცია
MedDRA სასურველი ტერმინი (v.18.0)
იმუნური სისტემის დარღვევები
უცნობია: ჰიპერმგრძნობელობა (სისტემური ან თვალის)
ენდოკრინული დარღვევები
უცნობია: კუშინგის სინდრომი, ადრენალური სუპრესია
ნერვული სისტემის დარღვევები
უცნობია: თავის ტკივილი
თვალის დარღვევები
ნაკლებად ხშირი: კერატიტი, თვალშიდა წნევის მომატება, თვალის ქავილი, თვალის დისკომფორტი, თვალის გაღიზიანება.
უცნობია: წყლულოვანი კერატიტი, რქოვანას გათხელება, მხედველობის დაბინდვა, ფოტოფობია, მიდრიაზი, ქუთუთოების ფტოზი, თვალის ტკივილი, თვალის შეშუპება, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, თვალის ჰიპერემია, მომატებული ცრემლდენა
კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
უცნობია: სტივენს-ჯონსონის სინდრომი
შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა
სტეროიდული კომპონენტის გამო, რქოვანას ან სკლერას გათხელების გამომწვევ დაავადებებში, პერფორაციის უფრო მაღალი რისკია, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ (იხილეთ პარაგრაფი განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის).
ოფთალმოლოგიური სტეროიდების ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება, ოპტიკური ნერვის დაზიანებით, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითებით და მხედველობის ველის დეფექტებით. ასევე შეიძლება გამოიწვიოს უკანა სუბკაფსლური კატარაქტის ფორმირება (იხილეთ პარაგრაფი განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის). ადგილობრივად გამოყენებული ამინოგლიკოზიდების მიმართ მგრძნობელობა შეიძლება განვითარდეს ზოგიერთ პაციენტში (იხილეთ პარაგრაფი განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის).
კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება დააქვეითონ გლუკოზის მიმართ ტოლერანტობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ახლად გამოვლენილი შაქრიანი დიაბეტი ან უკვე არსებულის გამწვავება (იხ.განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის).
საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება
სამედიცინო პროდუქტის ლიცენზირბეის შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება. ეს იძლევა სამედიცინო პროდუქტის სარგებლი/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს თხოვენ გვერდითი ეფექტების შეტყობინებას ნაციონალური შეტყობინების სისტემით.
ჭარბი დოზა
ზოგიერთ პაციენტში, 3-ოპტიკი თვალის წვეთები, სუსპენზიის დოზის გადაჭარბების ნიშნები და სიმპტომები შეიძლება იყოს გვერდითი რეაქციების მსგავსი (წერტილოვანი კერატიტი, ერითემა, მომატებული ცრემლდენა, ედემა და ქუთუთოს ქავილი).
ადგილობრივი პრეპარატების მახასიათებლების გამო, ტოქსიკური ეფექტები მოსალოდნელი არ არის ოკულარული გამოყენებისას რეკომენდებული დოზით ან ბოთლის შწემცველობის შემთხვევით შიგნით მიღებისას.
3-ოპტიკი თვალის წვეთები, სუსპენზიის ადგილობრივი დოზის გადაჭარბებისას, უნდა მოხდეს სუსპენზიის თვალიდან გამორეცხვა, ოთახის ტემპერატურის წყლით.
განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურების და სხვა განკარგვისთვის
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
შემადგენლობა
1 მლ სუსპენზია შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები: 1 მგ დექსამეთაზონი, 6000 სე პოლიმიქსინ B სულფატი, 3500 სე ნეომიცინის სულფატი (ფუძის სახით).
შემავსებლები: ნატრიუმის ქლორიდი, პოლისორბატი 20, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, მარილმჟავა/ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.
.
ფარმაცევტული ჯგუფი და ათქ კოდი
ოფთალმოლოგიური; ანთების საწინააღმდეგო აგენტები და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები კომბინაციაში, კორტიკოსტეროიდების და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებების კომბინაციები.
ათქ კოდი: S01CA01.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
შენახვის პირობები
გაუხსნელი: 24 თვე.
გაანადგურეთ ბოთლის გახსნიდან 28 დღის შემდეგ.
ინახება არა უმეტეს 25°C-ზე, ორიგინალურ შეფუთვაში.
ბოთლის პირველად გახსნის შემდეგ, ინახება არა უმეტეს 25°C-ზე, ორიგინალურ შეფუთვაში.
მაცივარში შენახვა არ შეიძლება.
ლეგალური სტატუსი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შეფუთვა
5მლ სუსპენზიის შემცველი, თეთრი პე-ის ბოთლი, თეთრი საწვეთურით, დახურული უსაფრთხოების რგოლით აღჭურვილი ხრახნიანი სახურავით.
შეფუთვის ზომა: მუყაოს კოლოფი შეიცავს 1 ბოთლს, 5მლ სუსპენზიით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მოქმედების მექანიზმი
3-ოპტიკი თვალის წვეთები, სუსპენზიას აქვს ორმაგი ეფექტი: ანთების სიმპტომების დათრგუნვა კორტიკოსტეროიდული კომპონენტის დექსამეთაზონით და ინფექციის საწინააღმდეგო ეფექტი ორი ანტიბიოტიკით - პოლიმიქსინ B-თი და ნეომიცინით.
დექსამეთაზონი არის სინთეზური გლუკოკორტიკოიდი, ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. პოლიმიქსინ B არის ციკლური ლიპოპეპტიდი, რომელიც აღწევს გრამ-ნეგატიური ბაცილას უჯრედის კედელში, ციტოპლაზმური მემბრანის დესტაბილიზაციისთვის. ჩვეულებრივ, ნაკლებად აქტიურია გრამ-დადებითი ბაქტერიების წინააღმდეგ. ნეომიცინი არის ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკი, რომელიც ძირითადად ეფექტებს ამჟღავნებს ბაქტერიული უჯრედის მიმართ, პოლიპეპტიდების კავშირის და რიბოსომის სინთეზის ინჰიბირებით.
რეზისტენტობის მექანიზმი
ბაქტერიების წინააღმდეგობა პოლიმიქსინ B-ს მიმართ ქრომოსომული წარმოშობისაა და იშვიათია. ციტოპლაზური მემბრანის ფოსფოლიპიდების მოდიფიკაცია, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანია.
ნეომიცინის მიმართ რეზისტენტობა წარმოიქმნება რამდენიმე სხვადასხვა მექანიზმით, მათ შორის (1) ბაქტერიულ უჯრედში რიბოსომული ქვედანაყოფის ცვლილებებით; (2) ნეომიცინის უჯრედში ტრანსპორტირებაში ჩარევით, და (3) ინაქტივაცია ადენილირებით, ფოსფორილირებით და აცეტილირებადი ენზიმებით. ინაქტივაციური ენზიმების წარმოქმნის გენეტიკური ინფორმაცია შეიძლება მოჰყვეს ბაქტერიულ ქრომოსომებს ან პლაზმიდებს.
საკვანძო წერტილები
3-ოპტიკი თვალის წვეთები, სუსპენზიის თითოეული გრამი შეიცავს 6000 სე პოლიმიქსინ B სულფატს და 3500 სე ნეომიცინის სულფატს. საკვანძო წერტილები და in vitro სპექტრი ემყარება პოლიმიქსინ B ან ნეომიცინის ორმაგ მოქმედებას. აქ ჩამოთვლილი საკვანძო წერტილები ემყარება სპეციფიური სახეობების შეძენილ რეზისტენტობას თვალის ინფექციების დროს და პოლიმიქსინის B-ს ნეომიცინთან საერთაშორისო ერთეულების შეფარდებას, 3-ოპტიკის თვალის წვეთების, სუსპენზიაში:
რეზისტენტობის საკვანძო წერტილები: >5:2.5 - >40:20 ბაქტერიების სახეობების მიხედვით.
მგრძნობელობა
ქვემოთ ჩამოთვლილ ინფორმაციაში მოცემულია მითითებები სავარაუდო მიკროორგანიზმების მგრძნობელობის დაახლოებითი შესაძლებლობის შესახებ, პოლიმიქსინ B-ს ან ნეომიცინის მიმართ, 3-ოპტიკი თვალის წვეთები, სუსპენზიაში. ქვემოთ მოყვანილ პრეზენტაციაში ჩამოთვლილია ბაქტერიების სახეობები, რომლებიც გამოყოფილია თვალის გარეგანი ინფექციებიდან.
შეძენილი რეზისტენტობის პრევალენტობა შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროის მიხედვით, შერჩეული სახეობებისთვის და სასურველია რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაცია, განსაკუთრებით მწვავე ინფექციების მკურნალობისას. აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა ექსპერტიზის ჩატარება, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი პრევალენტობა ისეთია, რომ პოლიმიქსინ B-ს ან ნეომიცინის კომბინაციის გამოყენება 3-ოპტიკი თვალის წვეთების სუსპენზიის სახით, არის კითხვის ნიშნი ქვეშ, ზოგიერთი ტიპის ინფექციის დროს გამოყენებისას.
ხშირად მგრძნობიარე ბაქტერიები
აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები
Bacillus cereus
Bacillus megaterium
Bacillus pumilus
Bacillus simplex
Corynebacterium accolens
Corynebacterium bovis
Corynebacterium macginleyi
Corynebacterium propinquum
Corynebacterium pseudodiphtheriticum
Staphylococcus aureus (მეტიცილინ მგრძნობიარე - MSSA)
Staphylococcus capitis
Staphylococcus epidermidis (მეტიცილინ მგრძნობიარე - MSSE)
Staphylococcus pasteuri
Staphylococcus warneri
Streptococcus mutans
აერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები
Haemophilus influenzae
Klebsiella pneumoniae
Moraxella catarrhalis
Moraxella lacunata
Pseudomonas aeruginosa
Serratia species
სახეობები, რომელთათვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება პრობლემა იყოს
Staphylococcus epidermidis (მეტიცილინ რეზისტენტული - MRSE)
Staphylococcus hominis
Staphylococcus lugdunensis
მემკვიდრულად რეზისტენტული ორგანიზმები
აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები
Enterococci faecalis
Staphylococcus aureus (მეტიცილინ რეზისტენტული - MRSA)
Streptococcus mitis
Streptococcus pneumoniae
ანაერობული ბაქტერიები
Propionibacterium acnes
დექსამეთაზონი არის ზომიერად ძლიერი კორტიკოსტეროიდი, რომელიც კარგად აღწევს თვალის ქსოვილში. კორტიკოსტეროიდებს აქვთ როგორც ანთების საწინააღმდეგო, ასევე ვაზოკონსტრუქციული ეფექტი. ისინი თრგუნავენ ანთებით პასუხს და სიმპტომებს სხვადასხვა დარღვევის დროს, ამ დაავადებების საბაზისო განკურნების გარეშე.
ფარმაკოკინეტიკა
დექსამეთაზონი სხვა კორტიკოსტეროიდების მსგავსად სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ და ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით შეადგენს 190 წუთს. კანზე და თვალზე ლოკალური გამოყენების შემდეგ, შეიძლება მოხდეს საკმარისი შეწოვა სისტემური ეფექტების მისაღებად. თვალში დექსამეთაზონის შეღწევა ხდება მნიშვნელოვანი რაოდენობით და ხელს უწყობს დექსამეთაზონის ეფექტურობას წინა სეგმენტის – ანთებითი დაავადების დროს.
პოლიმიქსინ B სულფატი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან ინტაქტური კანის საშუალებით, თუმცა რქოვანას ეპითელიუმი ხელს უშლის რქოვანას სტრომაში შეღწევას, თერაპიული კონცენტრაციებით სტრომაში შედის ეპითელიური დაზიანების შემდეგ. სტრომაში კარგად შეღწევა ხდება ეპითელიუმის აბრაზიის, სუბკონიუნქტივური ინექციის დროს. ბროლში პოლიმიქსინის B-ს მნიშვნელოვანი შეღწევადობა არ არის გამოვლენილი პრეპარატის პარენტერალურად ან ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.
ნეომიცინი ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ადგილობრივი გამოყენების შემდეგ არასაკმარისი რაოდენობით შეიწოვება სისტემური ეფექტების წარმოსაქმნელად. აღწერილია, რომ აბსორბცია ხდება ჭრილობებიდან და ანთებითი კანიდან. შეწოვის შემდეგ ნეომიცინი სწრაფად გამოიყოფა თირკმელებით, აქტიური ფორმით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
საინფორმაციო ჩანართი
3-ოპტიკი
სავაჭრო დასახელება
3-ოპტიკი
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება
დექსამეთაზონი + ნეომიცინის სულფატი + პოლიმიქსინ B სულფატი
ფარმაცევტული ფორმა
თვალის წვეთები, სუსპენზია
აღწერა: თეთრი ან ოდნავ მოყვითალო, გაუმჭვირვალე სუსპენზია, აგრეგატების გარეშე.
შემადგენლობა
1 მლ სუსპენზია შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები: 1 მგ დექსამეთაზონი, 6000 სე პოლიმიქსინ B სულფატი, 3500 სე ნეომიცინის სულფატი (ფუძის სახით).
შემავსებლები: ნატრიუმის ქლორიდი, პოლისორბატი 20, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, მარილმჟავა/ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.
.
ფარმაცევტული ჯგუფი და ათქ კოდი
ოფთალმოლოგიური; ანთების საწინააღმდეგო აგენტები და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები კომბინაციაში, კორტიკოსტეროიდების და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებების კომბინაციები.
ათქ კოდი: S01CA01.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
3-ოპტიკი თვალის წვეთები, სუსპენზიას აქვს ორმაგი ეფექტი: ანთების სიმპტომების დათრგუნვა კორტიკოსტეროიდული კომპონენტის დექსამეთაზონით და ინფექციის საწინააღმდეგო ეფექტი ორი ანტიბიოტიკით - პოლიმიქსინ B-თი და ნეომიცინით.
დექსამეთაზონი არის სინთეზური გლუკოკორტიკოიდი, ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. პოლიმიქსინ B არის ციკლური ლიპოპეპტიდი, რომელიც აღწევს გრამ-ნეგატიური ბაცილას უჯრედის კედელში, ციტოპლაზმური მემბრანის დესტაბილიზაციისთვის. ჩვეულებრივ, ნაკლებად აქტიურია გრამ-დადებითი ბაქტერიების წინააღმდეგ. ნეომიცინი არის ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკი, რომელიც ძირითადად ეფექტებს ამჟღავნებს ბაქტერიული უჯრედის მიმართ, პოლიპეპტიდების კავშირის და რიბოსომის სინთეზის ინჰიბირებით.
რეზისტენტობის მექანიზმი
ბაქტერიების წინააღმდეგობა პოლიმიქსინ B-ს მიმართ ქრომოსომული წარმოშობისაა და იშვიათია. ციტოპლაზური მემბრანის ფოსფოლიპიდების მოდიფიკაცია, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანია.
ნეომიცინის მიმართ რეზისტენტობა წარმოიქმნება რამდენიმე სხვადასხვა მექანიზმით, მათ შორის (1) ბაქტერიულ უჯრედში რიბოსომული ქვედანაყოფის ცვლილებებით; (2) ნეომიცინის უჯრედში ტრანსპორტირებაში ჩარევით, და (3) ინაქტივაცია ადენილირებით, ფოსფორილირებით და აცეტილირებადი ენზიმებით. ინაქტივაციური ენზიმების წარმოქმნის გენეტიკური ინფორმაცია შეიძლება მოჰყვეს ბაქტერიულ ქრომოსომებს ან პლაზმიდებს.
საკვანძო წერტილები
3-ოპტიკი თვალის წვეთები, სუსპენზიის თითოეული გრამი შეიცავს 6000 სე პოლიმიქსინ B სულფატს და 3500 სე ნეომიცინის სულფატს. საკვანძო წერტილები და in vitro სპექტრი ემყარება პოლიმიქსინ B ან ნეომიცინის ორმაგ მოქმედებას. აქ ჩამოთვლილი საკვანძო წერტილები ემყარება სპეციფიური სახეობების შეძენილ რეზისტენტობას თვალის ინფექციების დროს და პოლიმიქსინის B-ს ნეომიცინთან საერთაშორისო ერთეულების შეფარდებას, 3-ოპტიკის თვალის წვეთების, სუსპენზიაში:
რეზისტენტობის საკვანძო წერტილები: >5:2.5 - >40:20 ბაქტერიების სახეობების მიხედვით.
მგრძნობელობა
ქვემოთ ჩამოთვლილ ინფორმაციაში მოცემულია მითითებები სავარაუდო მიკროორგანიზმების მგრძნობელობის დაახლოებითი შესაძლებლობის შესახებ, პოლიმიქსინ B-ს ან ნეომიცინის მიმართ, 3-ოპტიკი თვალის წვეთები, სუსპენზიაში. ქვემოთ მოყვანილ პრეზენტაციაში ჩამოთვლილია ბაქტერიების სახეობები, რომლებიც გამოყოფილია თვალის გარეგანი ინფექციებიდან.
შეძენილი რეზისტენტობის პრევალენტობა შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროის მიხედვით, შერჩეული სახეობებისთვის და სასურველია რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაცია, განსაკუთრებით მწვავე ინფექციების მკურნალობისას. აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა ექსპერტიზის ჩატარება, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი პრევალენტობა ისეთია, რომ პოლიმიქსინ B-ს ან ნეომიცინის კომბინაციის გამოყენება 3-ოპტიკი თვალის წვეთების სუსპენზიის სახით, არის კითხვის ნიშნი ქვეშ, ზოგიერთი ტიპის ინფექციის დროს გამოყენებისას.
ხშირად მგრძნობიარე ბაქტერიები
აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები
Bacillus cereus
Bacillus megaterium
Bacillus pumilus
Bacillus simplex
Corynebacterium accolens
Corynebacterium bovis
Corynebacterium macginleyi
Corynebacterium propinquum
Corynebacterium pseudodiphtheriticum
Staphylococcus aureus (მეტიცილინ მგრძნობიარე - MSSA)
Staphylococcus capitis
Staphylococcus epidermidis (მეტიცილინ მგრძნობიარე - MSSE)
Staphylococcus pasteuri
Staphylococcus warneri
Streptococcus mutans
აერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები
Haemophilus influenzae
Klebsiella pneumoniae
Moraxella catarrhalis
Moraxella lacunata
Pseudomonas aeruginosa
Serratia species
სახეობები, რომელთათვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება პრობლემა იყოს
Staphylococcus epidermidis (მეტიცილინ რეზისტენტული - MRSE)
Staphylococcus hominis
Staphylococcus lugdunensis
მემკვიდრულად რეზისტენტული ორგანიზმები
აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები
Enterococci faecalis
Staphylococcus aureus (მეტიცილინ რეზისტენტული - MRSA)
Streptococcus mitis
Streptococcus pneumoniae
ანაერობული ბაქტერიები
Propionibacterium acnes
დექსამეთაზონი არის ზომიერად ძლიერი კორტიკოსტეროიდი, რომელიც კარგად აღწევს თვალის ქსოვილში. კორტიკოსტეროიდებს აქვთ როგორც ანთების საწინააღმდეგო, ასევე ვაზოკონსტრუქციული ეფექტი. ისინი თრგუნავენ ანთებით პასუხს და სიმპტომებს სხვადასხვა დარღვევის დროს, ამ დაავადებების საბაზისო განკურნების გარეშე.
ფარმაკოკინეტიკა
დექსამეთაზონი სხვა კორტიკოსტეროიდების მსგავსად სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ და ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით შეადგენს 190 წუთს. კანზე და თვალზე ლოკალური გამოყენების შემდეგ, შეიძლება მოხდეს საკმარისი შეწოვა სისტემური ეფექტების მისაღებად. თვალში დექსამეთაზონის შეღწევა ხდება მნიშვნელოვანი რაოდენობით და ხელს უწყობს დექსამეთაზონის ეფექტურობას წინა სეგმენტის – ანთებითი დაავადების დროს.
პოლიმიქსინ B სულფატი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან ინტაქტური კანის საშუალებით, თუმცა რქოვანას ეპითელიუმი ხელს უშლის რქოვანას სტრომაში შეღწევას, თერაპიული კონცენტრაციებით სტრომაში შედის ეპითელიური დაზიანების შემდეგ. სტრომაში კარგად შეღწევა ხდება ეპითელიუმის აბრაზიის, სუბკონიუნქტივური ინექციის დროს. ბროლში პოლიმიქსინის B-ს მნიშვნელოვანი შეღწევადობა არ არის გამოვლენილი პრეპარატის პარენტერალურად ან ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.
ნეომიცინი ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ადგილობრივი გამოყენების შემდეგ არასაკმარისი რაოდენობით შეიწოვება სისტემური ეფექტების წარმოსაქმნელად. აღწერილია, რომ აბსორბცია ხდება ჭრილობებიდან და ანთებითი კანიდან. შეწოვის შემდეგ ნეომიცინი სწრაფად გამოიყოფა თირკმელებით, აქტიური ფორმით.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
მუტაგენობა და კანცეროგენეზი
ნეომიცინის და პოლიმიქსინ B-ს ჩატარებული გენოტოქსიკურობის კვლევები, მეტაბოლური მოქმედებით ან გარეშე უარყოფითი იყო ბაქტერიულ (ეიმსის ტესტის) ან ძუძუმწოვრების უჯრედებში (ქრომოსომული აბერაციის გამოკვლევა CHO უჯრედებში). დექსამეთაზონი იყო კლასტოგენური in vivo, თაგვის მიკრონუკლეუსის გამოკვლევაში, დოზით, რომელიც აღემატება ადგილობრივი გამოყენების დროს არსებულ რაოდენობას. ხანგრძლივი კანცეროგენობის კვლევები 3-ოპტიკი თვალის წვეთები, სუსპენზიით ან მისი კომპონენტებით, არ ჩატარებულა.
ტერატოგენობა
მაკე ვირთაგვები, რომლებიც ყოველდღიურად მკურნალობდნენ ნეომიცინის მაღალი დოზებით, იძლეოდნენ შთამომავლობას, რომლებსაც გამოუვლინდათ მნიშვნელოვანი ოტოტოქსიკურობა. ტერატოგენური დოზა გაცილებით მეტია (> 10,000-ჯერ) ვიდრე კლინიკური ყოველდღიური ექსპოზიცია 3-ოპტიკი თვალის წვეთები სუსპენზიიდან. ცხოველთა მოდელებში დექსამეთაზონი ტერატოგენული აღმოჩნდა. დექსამეთაზონმა განაპირობა ნაყოფის განვითარების პათოლოგიები, მათ შორის სასის ნაპრალი, საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება და ტვინის ზრდის და განვითარების შეფერხება.
ადგილობრივი ტოლერანტობა და სისტემური ეფექტები
დექსამეთაზონის სისტემური ზემოქმედება დაკავშირებულია მისი როგორც ძლიერი გლუკოკორტიკოიდის ფარმაკოლოგიურ ეფექტთან. სტეროიდებისადმი გახანგრძლივებულმა ექსპოზიციამ შეიძლება გამოიწვიოს გლუკოკორტიკოიდული დისბალანსი. თვალის უსაფრთხოების შესახებ ჩატარებულმა კვლევებმა, ბოცვრებში, დექსამეთაზონის გამოყენებით, აჩვენა სისტემური ეფექტები 3-ოპტიკი თვალის წვეთები სუსპენზიით, 1 თვიანი მკურნალობის შემდეგ. ბოცვრებში 3-ოპტიკი თვალის წვეთები, სუსპენზიამ გამოავლინა გაღიზიანების მინიმალური პოტენციალი, საკონტროლო ან გაღიზიანებულ თვალში გამოყენების შემდეგ.
თერაპიული ჩვენება
3-ოპტიკი თვალის წვეთები, სუსპენზია ნაჩვენებია სტეროიდებზე მორეაგირე მდგომარეობების სამკურნალოდ, როდესაც ასევე საჭიროა ანტიბიოტიკებით მკურნალობა, სოკოვანი და ვირუსული დაავადების გამორიცხვის შემდეგ.
დოზირება და გამოყენება
ბავშვები და მოზრდილები (ხანდაზმულების ჩათვლით)
ერთი ან ორი წვეთი ყოველ დაზიანებულ თვალში, დღე-ღამეში ექვსჯერ ან საჭიროებისას უფრო ხშირად.
ღვიძლის და თირკმლის დაზიანება
3-ოპტიკი თვალის წვეთები, სუსპენზია შესწავლილი არ არის სუბიექტების ამ პოპულაციაში. თუმცა პროდუქტის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ დაბალი სისტემური აბსორბციის გამო, დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის.
გამოყენების მეთოდი
მხოლოდ ოკულარული გამოყენებისთვის. არ არის განკუთვნილი საინექციოდ ან შიგნით მისაღებად.
გამოყენებამდე ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ.
თავსახურის მოხსნის შემდეგ თუ უსაფრთხოების რგოლი მოშვებულია, მოაშორეთ ის პროდუქტის გამოყენებამდე.
საწვეთურის წვეტის და სუსპენზიის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სიფრთხილის დაცვა, რათა ის არ შეეხოს ქუთუთოებს, თვალის გარს ან სხვა ზედაპირებს.
რეკომენდებულია ნაზოლაკრიმალური ოკლუზია ან ქუთუთოს ნაზად დახურვა. ამან შეიძლება შეამციროს მედიკამენტის სისტემური შეწოვა, რომლის მიღებაც მოხდა ოკულარულად და შედეგად სისტემური გვერდითი რეაქციების შემცირება.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ;
Herpes simplex კერატიტი;
ყვავილვაქცინის ვირუსი, ჩუტყვავილა ან რქოვანას ან კონიუნქტივას სხვა ვირუსული ინფექციები;
თვალის სტრუქტურების სოკოვანი დაავადებები ან თვალის არანამკურნალები პარაზიტული ინფექციები;
თვალის მიკობაქტერიული ინფექციები.
არასასურველი ეფექტები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
დექსამეტაზონის 1 მგ/მლ/ნეომიცინის სულფატის 3500 სე/მლ/პოლიმიქსინ B სულფატის 6000 სე/მლ თვალის წვეთების, სუსპენზიის და დექსამეტაზონის 1 მგ/მლ/ნეომიცინის სულფატის 3500 სე/მლ/პოლიმიქსინ B სულფატის 6000 სე/მლ თვალის მალამოს კლინიკურ კვლევებში ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები იყო თვალის დისკომფორტი, კერატიტი და თვალის გაღიზიანება, რომელიც აღინიშნებოდა პაციენტების 0.7%-დან 0.9%-მდე.
გვერიდითი რეაქციების შეჯამებული ცხრილი
შემდეგი გვერდითი რეაქციები კლასიფიცირდება შემდეგნაირდ: ძალიან ხშირი (≥1 / 1/10), ხშირი (≥1 / 100- <1/ 10), ნაკლებად ხშირი (≥1 / 1000 –<1/100– მდე), იშვიათი (≥ 1 / 10,000 - <1/1000), ძალიან იშვიათი (<1 / 10,000) უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით). მკურნალობის ყოველ ჯგუფში, გვერდითი რეაქციები ნაჩვენებია კლებადი სიმწვავით. გვერდითი რეაქციები მიღებული იყო კლინიკურ კვლევებში და პოსტ მარკეტინგული გამოცდილებიდან დექსამეთაზონის 1 მგ/მლ / ნეომიცინის სულფატი 3500 სე / მლ / პოლიმიქსინი B სულფატი 6000 სე / მლ თვალის წვეთები, სუსპენზიის და თვალის მალამოსთვის.
ორგანოთა სისტემის კლასიფიკაცია
MedDRA სასურველი ტერმინი (v.18.0)
იმუნური სისტემის დარღვევები
უცნობია: ჰიპერმგრძნობელობა (სისტემური ან თვალის)
ენდოკრინული დარღვევები
უცნობია: კუშინგის სინდრომი, ადრენალური სუპრესია
ნერვული სისტემის დარღვევები
უცნობია: თავის ტკივილი
თვალის დარღვევები
ნაკლებად ხშირი: კერატიტი, თვალშიდა წნევის მომატება, თვალის ქავილი, თვალის დისკომფორტი, თვალის გაღიზიანება.
უცნობია: წყლულოვანი კერატიტი, რქოვანას გათხელება, მხედველობის დაბინდვა, ფოტოფობია, მიდრიაზი, ქუთუთოების ფტოზი, თვალის ტკივილი, თვალის შეშუპება, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, თვალის ჰიპერემია, მომატებული ცრემლდენა
კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
უცნობია: სტივენს-ჯონსონის სინდრომი
შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა
სტეროიდული კომპონენტის გამო, რქოვანას ან სკლერას გათხელების გამომწვევ დაავადებებში, პერფორაციის უფრო მაღალი რისკია, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ (იხილეთ პარაგრაფი განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის).
ოფთალმოლოგიური სტეროიდების ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება, ოპტიკური ნერვის დაზიანებით, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითებით და მხედველობის ველის დეფექტებით. ასევე შეიძლება გამოიწვიოს უკანა სუბკაფსლური კატარაქტის ფორმირება (იხილეთ პარაგრაფი განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის). ადგილობრივად გამოყენებული ამინოგლიკოზიდების მიმართ მგრძნობელობა შეიძლება განვითარდეს ზოგიერთ პაციენტში (იხილეთ პარაგრაფი განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის).
კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება დააქვეითონ გლუკოზის მიმართ ტოლერანტობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ახლად გამოვლენილი შაქრიანი დიაბეტი ან უკვე არსებულის გამწვავება (იხ.განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის).
საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება
სამედიცინო პროდუქტის ლიცენზირბეის შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება. ეს იძლევა სამედიცინო პროდუქტის სარგებლი/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს თხოვენ გვერდითი ეფექტების შეტყობინებას ნაციონალური შეტყობინების სისტემით.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის
როგორც ყველა ანტიბაქტერიულ პრეპარატის შემთხვევაში, ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ბაქტერიული შტამების ან სოკოების ჭარბი ზრდა. სუპერინფექციის შემთხვევაში უნდა დაიწყოს შესაბამისი თერაპია.
ზოგიერთ პაციენტში შეიძლება აღინიშნოს ლოკალურად გამოყენებული ამინოგლიკოზიდებისადმი მგრძნობელობა. შეიძლება ასევე მოხდეს სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ ჯვარედინი მგრძნობელობა. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სიმძიმე შეიძლება ვარირებდეს გენერალიზებულ რეაქციებამდე, როგორიცაა ერითემა, ქავილი, ურტიკარია, კანის გამონაყარი, ანაფილაქსია, ანაფილაქტოიდური რეაქციები ან ბულოზური რეაქციები. ჰიპერმგრძნობელობის სერიოზული რეაქციების ნიშნების შემთხვევაში, პროდუქტის გამოყენება უნდა შეწყდეს.
პაციენტებს, რომლებიც იღებენ ნეომიცინის სულფატის შემცველ ოფთალმოლოგიურ პრეპარატებს, უნდა ურჩიონ მიმართონ ექიმს თვალის ტკივილის, სიწითლის, შეშუპების ან გაღიზიანების გაუარესების ან გახანგრძლივების შემთხვევაში.
სერიოზული გვერდითი რეაქციები, მათ შორის ნეიროტოქსიკურობა, ოტოტოქსიკურობა და ნეფროტოქსიკურობა, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სისტემურ ნეომიცინს ან მას იყენებდნენ ადგილობრივად ღია ჭრილობებზე ან დაზიანებულ კანზე. ნეფროტოქსიური და ნეიროტოქსიკური რეაქციები ასევე დაფიქსირდა სისტემური პოლიმიქსინ B-ს გამოყენებისას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეფექტების შესახებ ინფორმაცია არ იქნა გამოვლენილი ამ პროდუქტის ოკულარულად ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, სისტემური ამინოგლიკოზიდის ან პოლიმიქსინ B-ს ერთად გამოყენებისას საჭირო სიფრთხილე.
ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების გახანგრძლივებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის ჰიპერტენზია და/ან გლაუკომა, მხედველობის ნერვის დაზიანებით, მხედველობის სიმკვეთრის შემცირებით და მხედველობის ველის დეფექტებით და უკანა სუბკაფსულური კატარაქტას წარმოქმნით. პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ხანგრძლივ ოფთალმოლოგიურ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას, თვალშიდა წნევა უნდა შემოწმდეს რუტინულად და ხშირად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედიატრიულ პაციენტებში, რადგან კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალის ჰიპერტენზიის რისკი შეიძლება უფრო მეტი იყოს ბავშვებში და შეიძლება განვითარდეს უფრო ადრე, ვიდრე მოზრდილებში.
კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალშიდა წნევის ან/და კატარაქტის წარმოქმნის რისკი იზრდება მიდრეკილ პაციენტებში (მაგ., დიაბეტი).
კუშინგის სინდრომი და/ან თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვა, რომელიც დაკავშირებულია თვალის დექსამეთაზონის სისტემურ შეწოვასთან, შეიძლება მოხდეს ინტენსიური ან გრძელვადიანი უწყვეტი თერაპიის შემდეგ, მიდრეკილ პაციენტებში, ბავშვების და პაციენტების ჩათვლით, რომლებიც მკურნალობდნენ CYP3A4 ინჰიბიტორებით (მათ შორის რიტონავირი და კობიცისტატი). ამ შემთხვევებში მკურნალობა თანდათანობით უნდა შეწყდეს.
იმ დაავადებების დროს, რომლებიც იწვევს რქოვანას ან სკლერის გათხელებას, ცნობილია კორტიკოსტეროიდების გამოყენებასთნ დაკავშირებული პერფორაციები.
კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეამცირონ რეზისტენტობა და ხელი შეუწყონ არამგრძნობიარე ბაქტერიული, სოკოვანი, პარაზიტული ან ვირუსული ინფექციების განვითარებას და შენიღბონ ინფექციის კლინიკური ნიშნები ან შეიძლება დათრგუნონ 3-ოპტიკი თვალის წვეთები, სუსპენზიის მიმართ ჰიპერგრმძნობელობის რეაქციები. სოკოვანი ინფექცია უნდა იეჭვონ პაციენტებში, რქოვანას მუდმივი წყლულობით, რომლებიც იღებდნენ ან რომლებმაც მიღეს ეს პრეპარატები; სოკოვანი ინფექციის შემთხვევაში კორტიკოსტეროიდული თერაპია უნდა შეწყდეს. რქოვანას ჰერპესული დაავადების გაძლიერების რისკის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ნაპრალის სანათით ხშირი გამოკვლევა.
ადგილობრივმა ოფთალმოლოგიურმა კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეანელონ რქოვანას ჭრილობის შეხორცება. ცნობილია, რომ ადგილობრივი აასს-ები ასევე ანელებს ან ახანგრძლივებს შეხორცებას. ადგილობრივი აასს-ის და ადგილობრივი სტეროიდების გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს შეხორცების პრობლემების პოტენციალი.
მხედველობის დარღვევები
მხედველობის დარღვევა შეიძლება აღინიშნოს კორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას. თუ პაციენტს აღენიშნება სიმპტომები, როგორიცაა მხედელობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები, საჭიროა ოფთალმოლოგის კონსულტაცია, შესაძლო მიზეზების შესაფასებლად, რომელიც შეიძლება მოიცავდეს კატარაქტას, გლაუკომას ან იშვიათ დაავადებას, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (CSCR), რომლებიც დაფიქსირდა სისტემური და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.
თვალის ინფექციის მკურნალობის დროს კონტაქტური ლინზების ტარება რეკომენდებული არ არის. აქედან გამომდინარე პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ არ ატარონ კონტაქტური ლინზები 3-ოპტიკი თვალის წვეთები, სუსპენზიით მკურნალობისას.
3-ოპტიკი თვალის წვეთები, სუსპენზია შეიცავს ბენზალკონიუმ ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და რბილი კონტაქტური ლინზების გაუფერულება. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტებს უფლება აქვთ ატარონ კონტაქტური ლინზები, მათ უნდა უთხრან, რომ ლინზები ამოიღონ 3-ოპტიკი თვალის წვეთები, სუსპენზიის გამოყენებამდე და15 წუთით მოიცადონ ხელახლა ჩასმამდე.
შეზღუდული მონაცემებით, ბავშვებში გვერდითი მოვლენების პროფილში განსხვავება ზრდასრულებთან შედარებით არ არის. თუმცა, ზოგადად, ბავშვების თვალები მოცემულ სტიმულზე უფრო ძლიერ რეაქციას ავლენენ, ვიდრე ზრდასრულის თვალი. გაღიზიანებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბავშვების მკურნალობის დამოკიდებულებაზე. ბენზალკონიუმის ქლორიდმა, როგორც აღინიშნა, შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, მშრალი თვალის სიმპტომები და შეიძლება გავლენა მოახდინოს ცრემლის აპკსა და რქოვანას ზედაპირზე.
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მშრალი თვალის მქონე პაციენტებში და იმ პაციენტებში, რომელთა რქოვანა შეიძლება დაზიანებული იყოს. ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ.
სისტემური კორტიკოსტეროიდების მიმღებ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ახლად გამოვლენილი შაქრიანი დიაბეტი ან უკვე არსებულის გამწვავება. ადგილობრივი ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდებით გლუკოზის ტოლერანტობის/შაქრიანი დიაბეტის დაქვეითების შესაძლებლობის გამო, სიფრთხილეა რეკომენდებული 3-ოპტიკი თვალის წვეთების, სუსპენზიის დანიშვნისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დიაბეტის პირადი ან ოჯახური ისტორია.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ფერტილობა
არ არსებობს ხელმისაწვდომი მონაცემები ამ მედიკამენტის გავლენის შესახებ მამაკაცების ან ქალების ფერტილობაზე. არსებობს შეზღუდული კლინიკური მონაცემები დექსამეთაზონის ეფექტის შესაბასებლად მამაკაცების ან ქალების ფერტილობაზე. დექსამეთაზონი არ ავლენდა გვერდით ეფექტებს ფერტილობაზე ვირთაგვების ქორიონული გონადოტროპინის მოდელში.
ორსულობა
არ არსებობს ან არსებობს შეზღუდული მონაცემები ორსულებში დექსამეტაზონი 1 მგ/მლ/ ნეომიცინის სულფატი 3500 სე/მლ/ პოლიმიქსინ B სულფატი 6000 სე/მლ თვალის წვეთები, სუსპენზია გამოყენების შესახებ.
ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, მაგალითად ნეომიცინი, გადის პლაცენტაში, ორსულებში ინტრავენური დოზირების შემდეგ. ამინოგლიკოზიდებისადმი არა კლინიკური და კლინიკური სისტემური ექსპოზიციის შედეგად გამოვლენილია ოტოტოქსიკურობა და ნეფროტოქსიკურობა. დაბალი დოზით, რომლის მიღებაც ხდება ამ ადგილობრივი პროდუქტით, მოსალოდნელი არ არის ნეომიცინის მიერ ოტოტოქსიკურობის ან ნეფროტოქსიურობის გამოწვევა, საშვილოსნოსშიდა ზემოქმედების გამო. ორსულობის დროს კორტიკოსტეროიდის ხანგრძლივი ან განმეორებითი გამოყენება დაკავშირებულია საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხების მომატებულ რისკთან. იმ დედების ჩვილებში, რომლებმაც ორსულობის დროს მიიღეს კორტიკოსტეროიდების მნიშვნელოვანი დოზა, საჭიროა ფრთხილი დაკვირვება, ჰიპოადრენალიზმის ნიშნების გამოსავლენად.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა დექსამეტაზონი 1 მგ/მლ/ნეომიცინის სულფატი 3500 სე/მლ/პოლიმიქსინ B სულფატი 6000 სე/მლ თვალის წვეთების, სუსპენზიის ზოგიერთი აქტიური კომპონენტის გამოყენებით, აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. 3-ოპტიკი თვალის წვეთები, სუსპენზია ორსულობის დროს რეკომენდბეული არ არის.
ლაქტაცია
უცნობია, გამოიყოფა თუ არა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური დექსამეთაზონი, ნეომიცინი ან პოლიმიქსინი B, ლაქტატში. იმის გამო, რომ სისტემური კორტიკოსტეროიდები და ამინოგლიკოზიდები შეიძლება გამოიყოს ლაქტატში, გამორიცხული არ არის ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვის რისკი.
ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლისა და ქალისთვის პროდუქტის სარგებლის გათვალისწინებით, უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის/ძუძუთი კვებისგან, თავის შეკავების თუ 3-ოპტიკის თვალის წვეთებით, სუსპენზიით თერაპიის შეწყვეტის შესახებ.
ეფექტი ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე
3-ოპტიკი თვალის წვეთები, სუსპებზია არ მოქმედებს ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე. სხვა თვალის წვეთების მსგავსად, მხედველობის დროებით დაბინდვამ და სხვა ვიზუალურმა დარღვევებმა შეიძლება იმოქმედოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუ ჩაწვეთებისას ვითარდება მხედველობის ტრანზიტორული დაბინდვა, ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენებამდე პაციენტმა უნდა მოიცადოს მხედველობის აღდგენამდე.
ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ადგილობრივი სტეროიდების და ადგილობრივი აასს-ის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს რქოვანას შეხორცების პრობლემების პოტენციალი.
CYP3A4 ინჰიბიტორები (რიტონავირის და კობიცისტატის სახით): შეიძლება დაქვეითდეს დექსამეთაზონის კლირენსი, რაც გამოიწვევს ეფექტის მომატებას და ადრენალურ სუპრესიას/კუშინგის სინდრომს. ამ კომბინაციას უნდა მოერიდონ თუ სარგებელი არ აჭარბებს რისკს, რა შემთხვევაშიც საჭიროა პაციენტების მონიტორინგი კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტების გამოსავლენად.
ამინოგლიკოიზიდის (ნეომიცინი) და სხვა სისტემური, ორალური ან ადგილობრივი მედიკამენტების ერთად გამოყენებისას, რომლებსაც აქვს ოტოტოქსიკური ან ნეფროტოქსიკური ეფექტი, შეიძლება განვითარდეს დამატებითი ტოქსიკურობა და ამას შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა მოერიდონ.
თუ გამოიყენება ერთზე მეტი სამედიცინო პროდუქტი, მედიკამენტების გამოყენება უნდა მოხდეს მინიმუმ 5-წუთიანი ინტერვალით. თვალის მალამოს გამოყენება უნდა მოხდეს ბოლოს.
დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში 3-ოპტიკის თვალის წვეთების, სუსპენზიის დანიშვნისას გასათვალისწინებელია ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებების გამოყენების მომატებული საჭიროების შესაძლებლობა, რადგან ამ სამკურნალო საშუალებების ჰიპოგლიკემიური ეფექტი შეიძლება შემცირდეს (იხილეთ განყოფილება „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას“).
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
ზოგიერთ პაციენტში, 3-ოპტიკი თვალის წვეთები, სუსპენზიის დოზის გადაჭარბების ნიშნები და სიმპტომები შეიძლება იყოს გვერდითი რეაქციების მსგავსი (წერტილოვანი კერატიტი, ერითემა, მომატებული ცრემლდენა, ედემა და ქუთუთოს ქავილი).
ადგილობრივი პრეპარატების მახასიათებლების გამო, ტოქსიკური ეფექტები მოსალოდნელი არ არის ოკულარული გამოყენებისას რეკომენდებული დოზით ან ბოთლის შწემცველობის შემთხვევით შიგნით მიღებისას.
3-ოპტიკი თვალის წვეთები, სუსპენზიის ადგილობრივი დოზის გადაჭარბებისას, უნდა მოხდეს სუსპენზიის თვალიდან გამორეცხვა, ოთახის ტემპერატურის წყლით.
განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურების და სხვა განკარგვისთვის
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
შენახვის პირობები და ვადა
გაუხსნელი: 24 თვე.
გაანადგურეთ ბოთლის გახსნიდან 28 დღის შემდეგ.
ინახება არა უმეტეს 25°C-ზე, ორიგინალურ შეფუთვაში.
ბოთლის პირველად გახსნის შემდეგ, ინახება არა უმეტეს 25°C-ზე, ორიგინალურ შეფუთვაში.
მაცივარში შენახვა არ შეიძლება.
ლეგალური სტატუსი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შეფუთვა
5მლ სუსპენზიის შემცველი, თეთრი პე-ის ბოთლი, თეთრი საწვეთურით, დახურული უსაფრთხოების რგოლით აღჭურვილი ხრახნიანი სახურავით.
შეფუთვის ზომა: მუყაოს კოლოფი შეიცავს 1 ბოთლს, 5მლ სუსპენზიით.
მწარმოებელი
S.C. Rompharm Company S.R.L.
Eroilor Street, no. 1A, Otopeni, Ilfov County, 075100, Romania.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
შპს რომფარმ კომპანი საქართველო
საქართველო, თბილისი, სააკაძის დაღმართი N8, ოფისი N7ა
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


