153Sm-მულტიბონის კომპლექტი რადიოფარმაცევტული პრეპარატისთვის და 153Sm-ქლორიდის რადიოაქტიური პრეკურსორი
153Sm-MULTIBONE kit for radiopharmaceutical preparation and 153Sm-chloride radiopharmaceutical precursor
153Sm-მულტიბონი არის რადიოფარმაცევტული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ძუძუს კიბოს, წინამდებარე ჯირკვლის კიბოს და სხვა სახეობის კიბოს მიერ გამოწვეული ტკივილის შესამსუბუქებლად. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Samarium (153 Sm) chloride (Ethylenediamine tetramethylene phosphonate))
- ფორმა და შეფუთვა
- 25მგ ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №6 + 2500 MBq აქტივობის სტერილური ხსნარი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Izotóp Intézet Kft., უნგრეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რადიოფარმაცევტული თერაპიული საშუალებები, სხვადასხვა ტკივილის პალიატიური თერაპიის რადიოფარმაცევტული საშუალებები
- ATC კოდი
- V10BX02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-023718
- რეგისტრირებულია
- 31 ოქტომბერი 2017, მოქმედებს 31 ოქტომბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- -
153Sm-მულტიბონის კომპლექტი რადიოფარმაცევტული პრეპარატისთვის და 153Sm-ქლორიდის რადიოაქტიური პრეკურსორი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
153Sm-მულტიბონი არის რადიოფარმაცევტული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ძუძუს კიბოს, წინამდებარე ჯირკვლის კიბოს და სხვა სახეობის კიბოს მიერ გამოწვეული ტკივილის შესამსუბუქებლად. ვენებში შეყვანის შემდეგ 153Sm-მულტიბონი ტრანსორტირდება ძვლებში სისხლის მიმოქცევით, აკუმულირდება ძვლებში და ეკვრის ტკივილის გამომწვევ მავნე ქსოვილებს. რადიოაქტიური იზოტოპის შემცველობის წყალობით, ეს ქსოვილები ხვდება მუდმივი რადიოაქტიური რადიაციის ზემოქმედების ქვეშ. ამგვარი რადიაცია მოქმედებს დაზიანებებზე და ამ გზით ამსუბუქებს ტკივილს.
ეს სამკურნალო საშუალება განკუთვნილია მხოლოდ თერაპიული გამოყენებისათვის.
- 153Sm-მულტიბონის გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
153Sm-მულტიბონის ინექციის შეყვანა 18 წლამდე ასაკის პაციენტებში უკუნაჩვენებია გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თერაპიული ეფექტი აღემატება რადიაციულ ექსპოზიციასთან ასოცირებულ რისკს.
დოზირება
ეტიკეტირება უნდა ჩატარდეს 153Sm პრეკურსორის 2500-5000 MBq-ს გამოყენებით. ინდივიდუალური პაციენტის დოზა არის 37 MBq კგ სხეულის წონაზე.
მიღების წესი
153Sm-მულტიბონი შეიყვანება ნელა ვენებში. ამის შემდეგ უნდა მოხდეს პაციენტის ჰიდრატაცია პერორალურად 10 კგ სხეულის წონაზე 100 მგ სითხით და/ან სისხლის მიმოქცევის სტიმულირება 20 მლ ფიზიოლოგიური მარილხსნარის ვენებში შეყვანით. აუცილებელია პაციენტზე რამდენიმე საათის განმავლობაში სამედიცინო დაკვირვება.
უკუჩვენებები
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) 153Sm-მულტიბონის აქტიური სუბსტანციის ან რომელიმე დამხმარე საშუალების მიმართ.
- თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
- თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თერაპიული ეფექტი აღემატება რადიაციულ ექსპოზიციასთან ასოცირებულ რისკს.
- ტარდება ქიმიოთერაპია ან გარეგანი ირადიაცია თერაპიამდე მე-6 კვირაში.
- თუ პაციენტმა მიიღო ბისფოსფონატები თერაპიამდე ორი კვირის განმავლობაში.
- თუ პაციენტს აქვს ძვლის ტვინის სერიოზული დაზიანება, ვინაიდან თერაპიის რისკი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე მოსალოდნელი დადებითი ეფექტი. უკუჩვენება განსაკუთრებით ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც პაციენტის რაოდენობრივი პარამეტრები არის ქვემოთ მოცემული მაჩვენებლების ფარგლებს გარეთ:
- თეთრი უჯრედების რაოდენობა 3 x 109/ლიტრი,
- თრომბოციტების რაოდენობა 120 x 109/ლიტრი,
- შრატისმიერი კრეატინინი 120 mol/ლიტრი,
- კარნოფსკის ინდექსი ≤ 60 %.
- თუ პაციენტი არ იძლევა ზეპირ ან წერილობით თანხმობას რადიონუკლიდით მკურნალობაზე.
თუ არ ეთანხმებით ბირთვული მედიცინის კვლევას, მნიშვნელოვანია მკაცრად დაიცვათ ექიმის მიერ მოცემული ინსტრუქტაჟი როგორც გამოკვლევის ჩატარებამდე, ისე მისი ჩატარების შემდეგ. ეს თავიდან აგაცილებთ სხვა პირების დასხივების და გარემოს რადიაქტიული იზოტოპებით დაბინძურების რისკს. რადიაქტიული იზოტოპის დაუკავშირებელი ნაწილი გამოიყოფა შარდით. ინექციიდან რამდენიმე საათის შემდეგ შარდი ჩარეცხეთ დიდი რაოდენობით წყლით, სასურველია 2-3ჯერ და გულმოდგინედ დაიბანეთ ხელები. სასურველია თავი აარიდოთ შარდის მოხვედრას საპირფარეშოს WC გარეთ. თუ თქვენი საცვალი „დაბინძურდა” შარდით, გამოიცვალეთ ის და დაბინძურებული ტანისამოსი გარეცხეთ დიდი რაოდენობით წყლით.
სხვა პრეპარატების გამოყენება
თქვენს ექიმს უთხარით, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.
153Sm-მულტიბონით თერაპია არ შეიძლება ჩატარდეს ქიმიოთერაპიასთან და გარეგან ირადიაციასთან ერთად.
სხვა ბისფოსფონატების მიღება უნდა მოიხსნას თერაპიამდე 2 კვირით ადრე.
შეგიძლიათ გააგრძელოთ ანალგეტიკების მიღება, თუ ტკივილი მცირდება ან გადის, ანალგეტიკების შეწყვეტის შესახებ კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
153Sm-მულტიბონის გამოყენება საკვებთან და სასმელთან
153Sm-მულტიბონის გამოყენებისას შეგიძლიათ ნებისმიერი საკვების ან სასმლის მიღება.
სიფრთხილის ზომები
153Sm-მულტიბონის ინექცია შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს. რადიოაქტიური სამკურნალო საშუალებების მიღება, შენახვა, გამოყენება, გადატანა და უტილიზაცია უნდა მოხდეს კომპეტენტური ორგანოების რეგულაციებითა და შესაბამისი ლიცენზიებით. რადიოაქტიური სამკურნალო საშუალებების მიღება, გამოყენება და შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ უფლებამოსილი პირის მიერ, სპეციალურ კლინიკურ განყოფილებებში.
რადიოფარმაცევტული საშუალებების მოხმარება უნდა მოხდეს რადიაციული უსაფრთხოებისა და ფარმაცევტული ხარისხის მოთხოვნების დაცვით. 153Sm-მულტიბონის ინექციის მომზადებისას და გამოკვლევისას გამოყენებული უნდა იყოს ტყვიის დამცავი ეკრანი პაციენტისა და პერსონალის რადიაციის რისკისაგან დაცვის მიზნით.
153Sm-მულტიბონით თერაპია შეიძლება ჩატარდეს ამბულატორიულად. პრეპრატის შეყვანის შემდეგ პაციენტი უნდა იმყოფებოდეს სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ რამდენიმე საათის განმავლობაში. ამ პერიოდში ექსკრეტირდება აქტივობა, რომელიც არ არის შეკავშირებული ძვლის დაზიანებასთან. 153Sm-ის ფიზიკური ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 47 საათი, ნახევარგამოყოფის პერიოდის ათზე გამრავლების შემდეგ პერიოდში (3 კვირა) რადიოაქტიურობა შეიძლება ჩაითვალოს დაშლილად.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
153Sm-მულტიბონით თერაპია არ უნდა ჩატარდეს ქიმიოთერაპიასთან და გარეგან ირადიაციასთან ერთად.
სხვა ბისფოსფონატები უნდა მოიხსნას თერაპიამდე 2 კვირით ადრე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის დროს მაიონიზებელი რადიაციის ექსპოზიციამ შეიძლება გამოიწვიოს მემკვიდრეობითი დეფექტების განვითარება, ამიტომ, 153Sm-ს გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს (იხ. პუნქტი 4.3.). როდესაც აუცილებელია რადიოაქტიური სამკურნალო საშუალების შეყვანა რეპროდუქციული ასაკის ქალებში, საჭიროა ორსულობის შესახებ ინფორმაციის მიღება. ნებისმიერი ქალი, რომელსაც გადაუცდა მენსტრუაცია, მიიჩნევა ორსულად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს ორსულობის გამორიცხვის შემდეგ და სასურველია მენსტრუაციის დასრულებიდან პირველ 10 დღეში. განხილული უნდა იყოს ისეთი ალტერნატიული მეთოდების გამოყენება, რომლებიც არ გულისხმობს მაიონიზებელ რადიაციას.
ლაქტაცია
153Sm-მულტიბონის გამოყენება სრულიად უკუნაჩვენებია ლაქტაციის დროს.
არ არსებობს დეტალური მონაცემები 153Sm-მულტიბონის დედის რძეში გადასვლის შესახებ, ამიტომ, მკურნალობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბავშვს.
- 7 ეფექტები ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი პირდაპირ ზემოქმედებას არ ახდენს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
მოულოდნელი უარყოფითი რეაქციების განვითარებისას ხელახლა უნდა იყოს განხილული ავტომობილების მართვა და/ან მექანიზმებთან მუშაობა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
შეგიძლიათ ავტომობილების და მექანიზმების მართვა, თუმცა, გამოიჩინეთ სიფრთხილე. არ შეიძლება ველოსიპედით სიარული. მოერიდეთ ისეთ სიტუაციებს, სადაც შეიძლება წაიქცეთ ან დაშავდეთ. მოულოდნელი უარყოფითი რეაქციების განვითარებისას, ხელახლა უნდა იქნას განხილული ავტომობილების მართვის და/ან მექანიზმებთან მუშაობის შესაძლებლობა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია 153Sm-მულტიბონის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ.
153Sm-მულტიბონის ინექცია შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს; მისი შეყვანის შემდეგ თქვენ ხვდებით რადიაციის ზემოქმედების ქვეშ.
რადიოაქტიური სამკურნალო საშუალებების მიღება, შენახვა, გამოყენება, გადაცემა და უტილიზაცია ექვემდებარება კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული რეგულაციების დაცვას და შესაბამისი ლიცენზიების არსებობს. რადიოაქტიური სამკურნალო საშუალებების მიღება, გამოყენება და შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამის კლინიკურ განყოფილებებში.
ეს ადამიანები მოგცემენ ინსტრუქციებს სიფრთხილის ზომებისა და გაფრთხილებების შესახებ. დაიცავით გაცემული ინსტრუქციები.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, 153Sm-მულტიბონის ინექციამაც შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი რეაქციები, თუმცა, ასეთი ეფექტები ყოველთვის არ ვითარდება.
გვერდითი ეფექტების კლასიფიკაცია:
ძალიან ხშირი: 10-დან 1-ზე მეტ ნამკურნალევ პაციენტში.
ხშირი: 100-დან 1-10 ნამკურნალევ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: 10000-დან 1-ზე ნაკლებ ნამკურნალევ პაციენტში.
ცნობილი გვერდითი ეფექტებია:
გულისრევა (ხშირი), ძვლის ტკივილის ტრანზიტორული მომატება (ხშირი), ქსოვილების ნეკროზი (ძალიან იშვიათი), ტრანზიტორული მიელოსუპრესია (ძალიან ხშირი).
მაიონიზებელი რადიაციის ექსპოზიცია დაკავშირებულია კიბოს ინდუქციასთან ან მემკვიდრეობითი დეფექტების განვითარების პოტენციალთან. მიუხედავად ამისა, ამგვარი ეფექტები ნაკლებად მოსალოდნელია აქტივობის გამოყენებული რაოდენობის გათვალისწინებით.
რომელიმე უარყოფითი რეაქციის გამწვავებისას, შეატყობინეთ ექიმს.
ჭარბი დოზა
153Sm-მულტიბონი გამოყენებული და შეყვანილი უნდა იყოს მხოლოდ უფლებამოსილი პირების მიერ კლინიკურ განყოფილებებში. ფარმაკოლოგიური ზედოზირების პოტენციალი უმნიშვნელოა.
რისკები ასოცირებულია უყურადღებობით ჭარბი რადიოაქტიურობის შეყვანასთან.
ცნობილი არ არის ჭარბი დოზირების შემთხვევის შესახებ. ჭარბი დოზის შემთხვევით შეყვანისას მზად უნდა იყოს სასიცოცხლო მაჩვენებლების შემანარჩუნებელი საშუალებები. ორგანიზმისთვის რადიაციული დოზის შემცირება შეიძლება გაზრდილი და ხშირი დიურეზით.
შემადგენლობა
კომპლექტის აქტიური ინგრედიენტებია:
153Sm-მულტიბონის საინექციო ფხვნილის აქტიური სუბსტანცია: ეთილენ-დიამინ-ტეტრამეთილენ-ფოსფატი (EDTMP).
153Sm სამარიუმის ქლორიდის რადიოაქტიური პრეკურსორის აქტიური სუბსტანცია: 153Sm სამარიუმის ქლორიდი.
153Sm-მულტიბონის ინექციის აქტიური სუბსტანცია: 153Sm-EDTMP.
სხვა ინგრედიენტებია: კალას ქლორიდის დიჰიდრატი, ასკორბინის მჟავა, უწყლო გლუკოზა, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
Sm-მულტიბონის აღწერა და შეფუთვის შემცველობა
153Smმულტიბონის ინექცია არის უფერო სტერილური ხსნარი, რომელიც მზადდება გამოყენების ადგილას, ე.ი. კლინიკების ან საავადმყოფოების იზოტოპების ლაბორატორიებში საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილის, ფიზიოლოგიური მარილხსნარის და 153Sm ქლორიდის რადიოაქტიური პრეკურსორის შერევით.
შეფუთვა:
153Sm-მულტიბონის კომპელქტი: 6 საინექციო ფლაკონი ფხვნილით ერთი ქაღალდის კოლოფში.
153Sm ქლორიდის რადიოაქტიური პრეკურსორი: 1 საინექციო ფლაკონი რადიოაქტიური პრეკურსორის შემცველობით ტყვიის კონტეინერში და თუნუქის ყუთში.
შენახვის პირობები
153Sm-მულტიბონის ფხვნილი საინექციო ხსნარი: (ლიოფილიზებული არარადიოაქტიური კომპონენტები შუშის ფლაკონში თავდახურული რეზინის დამჭერით და ალუმინის კომბითავსახურით): 12 თვე წარმოებიდან.
153Sm-სამარიუმის ქლორიდის რადიოაქტიური პრეკურსორი: 5 დღე წარმოებიდან (აღნიშნულია შუშის ფლაკონის ეტიკეტებზე, ტყვიის კონტეინერზე და თუნუქის კოლოფზე)
153Sm-მულტიბონის ინექცია: გამოყენებული უნდა იყოს ეტიკეტირებიდან 24 საათში.
- 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
153Sm-მულტიბონის ფხვნილი ინექციისთვის: ინახება მაცივარში (2 - 8C) თავდაპირველ შეფუთვაში.
153Sm სამარიუმის ქლორიდის რადიოაქტიური პრეკურსორი: ინახება 25°C-ზე ქვემოთ ტემპერატურაზე, თავდაპირველ შეფუთვაში.
153Sm-მულტიბონის ინექცია (153Sm- მულტიბონი ეტიკეტირებული 153Sm იზოტოპით, 153Sm- EDTMP ინექცია): ინახება არაუმეტეს 25°C-ზე და რადიოფარმაცევტული საშუალებების შენახვა უნდა მოხდეს რადიოაქტიური მასალების შესახებ სახელმწიფო რეგულაციების შესაბამისად.
გაზავებული სამკურნალო საშუალების შენახვის პირობები იხილეთ პუნქტში 6.3.
კონტეინერის სახეობა და შემცველობა
153Sm მულტიბონის ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის: შეიცავს სტერილურ, უპიროგენო და გაყინულ-მშრალ კომპონენტებს. 6 მლ საინექციო ფლაკონები (ტიპი I) თავდახურულია რეზინის დამჭერით და მოსახევი კომბითავსახურით (ალუმინი კომბინირებული პოლიპროპილენთან). ერთი კოლოფი შეიცავს ექვს ფლაკონს.
153Sm სამარიუმის ქლორიდის რადიოაქტიური პრეკურსორი: 6 მლ შუშის ფლაკონი (ტიპი I) შეიცავს 153Sm სამარიუმის ქლორიდის რადიოაქტიურ პრეკურსორს და თავადხურულია რეზინის დამჭერით და მოსახევი ალუმინის თავით. ეტიკეტირებული ფლაკონი მოთავსებულია ტყვიის კონტეინერში. ტყვიის კონტეინერი შეფუთულია ლითონის ქილაში. ერთი ფლაკონი შეიცავს 2500 MBq/მლ სტერილურ 153Sm სამარიუმის ქლორიდის რადიოაქტიური პრეკურსორის ხსნარს.
აქტივობის დიაპაზონი: 2500-5000 MBq ყოველ ფლაკონში.
- 6 სპეციალური სიფრთილის ზომები მოხმარებისას და უტილიზაციისას
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
მულტიბონის კომპლექტი პაციენტში შეიყვანება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება 153Sm სამარიუმის ქლორიდის რადიოაქტიური პრეკურსორით ეტიკეტირება. 153Sm სამარიუმის ქლორიდის რადიოაქტიური პრეკურსორის ან მულტიბონის კომპლექტის შეყვანა დაუშვებელია მე-12 პუნქტის მიხედვით ეტიკეტირების ჩატარების გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სხვა რადიოფარმაცევტული საშუალებები ტკივილის შესამსუბუქებლად.
ათქ კოდი: V10B X 02
153Sm- მულტიბონის აქტიური ინგრედიენტი არის 153Sm-EDTMP, რომელიც სწრაფად ტოვებს სისხლის ნაკადს და აკუმულირდება ძირითადად ძვლის დაზიანებებში, ნაკლებად ჯანმრთელ ძვლებში და უმნიშვნელოდ რბილ ქსოვილებში. ჯანმრთელ ძვლებში აკუმულირდება ნაკლები რაოდენობა, ხოლო რბილ ქოვილებში - ძალიან მცირე რაოდენობა.
ძვლის მიერ ათვისების მექანიზმი არის დალექვა და ქიმიოსორბცია ძვლის არაორგანულ მატრიცაში, ჰიდროქსიაპატიტის (Ca10(PO4)6(OH)2) იონურ ბუნებასა და დაზიანებაში, რადგან სისხლით მომარაგება მომატებულია დაზიანებაში და ძვლის წარმოქმნის (ოსტეობლასტური ფუნქცია) აქტივობა მომატებულია ძვლოვან დაზიანებებში.
დაზიანებულ ძვლებში 153Sm-რადიოაქტივობის მომატებული აკუმულაციის გამო, შეიძლება ჩატარდეს სელექციური, რადიონუკლიდური თერაპია. 153Sm-EDTMP-ს კგ სხეულის წონაზე შეყვანილი 37 MBq-ს 47-77% ვლინდება ძვლებში და ძვლოვან დაზიანებებში და დაზიანებული ძვლის/ნორმალური ძვლის აქტივობის თანაფარდობა შეიძლება იყოს 16:1. უფრო მეტად და ფართოდ დაზიანებულ ძვლებში აკუმულირდება უფრო მეტი 153Sm-EDTMP.
153Sm-მულტიბონი, რომელიც არ ვრცელდება ძვლოვან ქსოვილებზე, ექსკრეტირდება შარდით; ექსკრეცია ჰეპატობილიარული სისტემით მცირეა.
153Sm-რადიონუკლიდის მიერ გამოყოფილი 710 keV ენერგიის ბეტა ნაწილაკები, რომლებიც შეიწოვება ძვლის მეტასტაზებში საშუალოდ 0.6 მმ მანძილის ფარგლებში, უზრუნველყოფს 153Sm-მულტიბონის თერაპიულ მოქმედებას.
აბსორბციის დიაპაზონის ზედა ზღვარი არის 3 მმ. შეწოვილი ბეტა ნაწილაკები გადასცემენ საკუთარ სრულ ენერგიას ქსოვილებს, დაზიანებულ ძვლებს და სწორედ ენერგიის ეს გადაცემა იწვევს პალიატიურ ეფექტს ქსოვილების განადგურებით.
რადიაციული ენერგიის რაოდენობა, რომელიც შეიწოვება ქსოვილის ყოველი ერთეული მასის მიერ, არის აბსორბირებული დოზა, რომლის ეფექტური დიაპაზონია 5-50 Gy და ამ დიაპაზონის მიღწევა შესაძლებელია ყოველ პაციენტში კგ სხეულის წონაზე 153Sm-მულტიბონის მაქსიმუმ 37 MBq-ს შეყვანით. აღნიშნული თერაპიული დოზა იწვევს მიელოსუპრესიას მიღებიდან 1-2 კვირაში, რომელიც ნორმალიზდება 3-4 კვირაში, თუ 153Sm-ის შეყვანილი აქტივობა არ არის კგ სხეულის წონაზე 40 MBq-ზე უფრო მაღალი.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ვენებში შეყვანილი 153Sm-EDTMP სწრაფად ტოვებს სისხლის ნაკადს; აქტივობის 88-90% ელიმინირდება ნახევარ საათში, ხოლო 98% - 4 საათში. ექსკრეციის მრუდე არის ბიექსპონენციალური და ხასიათდება ორი პარალელური პროცესით, რომლებიც აღწერილია T1/2 მნიშვნელობებით შემდეგნაირად: სწრაფი ფაზა T1/2 =14 წუთი, ნელი ფაზა T1/2 = 11.5 საათი.
თერაპიული ეფექტის მისაღწევად აუცილებელი აქტივობა ვლინდება ძვლის დაზიანებებში შეყვანიდან 1-2 საათში. ამ პერიოდში, ინექცირებული რადიოაქტივობის 47-77% ლიკალიზებულია ძვლებსა და ძვლოვან დაზიაებებში, უფრო მეტი და უფრო ფართო დაზიანებებისას, აკუმულაცია უფრო დიდია.
შეუკავშირებელი აქტივობა ვლინდება თირკმელებსა და შარდის ბუშტში (70% 2 საათში ინექცირების შემდეგ, 90% 4 საათის შემდეგ და 100% 12 საათის შემდეგ). მცირე რაოდენობა ვლინდება ღვიძლსა და ნაწლავებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
ინფორმაცია პროდუქტის მახასიათებლების შესახებ (SPC)
- სამკურნალო საშუალების დასახელება
153Sm -მულტიბონის კომპლექტი რადიოფარმაცევტული პრეპარატისთვის და 153Sm -ქლორიდის რადიოაქტიური პრეკურსორი
- თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
153Sm -მულტიბონის ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის
აქტიური სუბსტანცია
რაოდენობა ყოველ ფლაკონში
დანიშნულება
ეთილენ-დიამინ-ტეტრამეთილენ-ფოსფონატი (EDTMP)
- 0 მგ
153Sm რადიოიზოტოპის ორგანო-სპეციფიკური ქელატური საშუალება
153Sm-ქლორიდის რადიოაქტიური პრეკურსორის ხსნარი, რადიოაქტიური კონცენტრაცია 2500MBq/ml
აქტიური ინგრედიენტი
რაოდენობა ყოველ ფლაკონში
დანიშნულება
სამარიუმის ქლორიდი (153Sm)
2500-5000 MBq
პრეკურსორი, რომელიც უზრუნველყოფს რადიაციულ თერაპიულ მოქმედებას
153Sm-მულტიბონის რადიოაქტიური ინექციის შემადგენლობა
აქტიური სუბსტანცია
რაოდენობა ყოველ ფლაკონში
დანიშნულება
153Sm- EDTMP
2500-5000 MBq
ადგილობრივი, დაზიანების შესაბამისი რადიაციული თერაპიული მოქმედება
დამხმარე საშუალებების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში 6.1.
- ფარმაცევტული ფორმა
153Smმულტიბონის ინექცია შეიძლება მომზადდეს გამოყენების ადგილას (კლინიკების ან საავადმყოფოების იზოტოპების ლაბორატორიაში) წინასწარ გაზავებული მულტიბონის ფხვნილის შერევით ფიზიოლოგიურ ხსნარში და 153Smქლორიდის რადიოაქტიურ პრეკურსორში.
მულტიბონის კომპლექტის ფარმაცევტული ფორმა: ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის.
153Smქლორიდის ფარმაცევტული ფორმა: რადიოაქტიური პრეკურსორი. არ შეიძლება მისი პირდაპირ შეყვანა პაციენტში, ის განკუთვნილია მხოლოდ მულტიბონის კომპლექტის ეტიკეტირებისთვის.
- კლინიკური მონაცემები
- 1 თერაპიული ჩვენებები
ჩვენების სფერო: იზოტოპური თერაპია.
მანამდე ლოკალიზებული ძვლებზე მეტასტაზების პალიატიური მკურნალობა. პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ქვემოთ ჩამოთვლილი ჩვენებებისას:
ძუძუს კიბოს დროს ძვლებზე მეტასტაზებით გამოწვეული ტკივილის პალიატიური მკურნალობა
წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დროს ძვლებზე მეტასტაზების პალიატიური მკურნალობა
ზოგიერთი სხვა სიმსივნის როს ძვლებზე მეტასტაზების პალიატიური მკურნალობა
- 2. დოზირება და მიღების წესი
153Sm-მულტიბონის ინექციის შეყვანა 18 წლამდე ასაკის პაციენტებში უკუნაჩვენებია გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თერაპიული ეფექტი აღემატება რადიაციულ ექსპოზიციასთან ასოცირებულ რისკს.
დოზირება
ეტიკეტირება უნდა ჩატარდეს 153Sm პრეკურსორის 2500-5000 MBq-ს გამოყენებით. ინდივიდუალური პაციენტის დოზა არის 37 MBq კგ სხეულის წონაზე.
მიღების წესი
153Sm-მულტიბონი შეიყვანება ნელა ვენებში. ამის შემდეგ უნდა მოხდეს პაციენტის ჰიდრატაცია პერორალურად 10 კგ სხეულის წონაზე 100 მგ სითხით და/ან სისხლის მიმოქცევის სტიმულირება 20 მლ ფიზიოლოგიური მარილხსნარის ვენებში შეყვანით. აუცილებელია პაციენტზე რამდენიმე საათის განმავლობაში სამედიცინო დაკვირვება.
- 3 უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის ან რომელიმე დამხმარე საშუალების მიმართ.
- ორსულობა და ლაქტაცია.
- 18 წლამდე ასაკი (იხ. პუნქტი 4.2.), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თერაპიული ეფექტი აღემატება რადიაციულ ექსპოზიციასთან ასოცირებულ რისკს.
- ქიმიოთერაპია ან გარეგანი ირადიაცია თერაპიამდე მე-6 კვირაში (იხ. პუნქტი 4.5.)
- თუ პაციენტმა მიიღო ბისფოსფონატები თერაპიამდე ორი კვირის განმავლობაში (იხ. პუნქტი 4.5)
- ძვლის ტვინის სერიოზული დაზიანების მქონე პაციენტებში, ვინაიდან თერაპიის რისკი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე მოსალოდნელი დადებითი ეფექტი. უკუჩვენება განსაკუთრებით ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც პაციენტის რაოდენობრივი პარამეტრები არის ქვემოთ მოცემული მაჩვენებლების ფარგლებს გარეთ:
- თეთრი უჯრედების რაოდენობა 3 x 109/ლიტრი,
- თრომბოციტების რაოდენობა 120 x 109/ლიტრი,
- შრატისმიერი კრეატინინი 120 mol/ლიტრი,
- კარნოფსკის ინდექსი ≤ 60 %.
- თუ პაციენტი არ იძლევა ზეპირ ან წერილობით თანხმობას რადიონუკლიდით მკურნალობაზე.
- 4 სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
153Sm-მულტიბონის ინექცია შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს. რადიოაქტიური სამკურნალო საშუალებების მიღება, შენახვა, გამოყენება, გადატანა და უტილიზაცია უნდა მოხდეს კომპეტენტური ორგანოების რეგულაციებითა და შესაბამისი ლიცენზიებით. რადიოაქტიური სამკურნალო საშუალებების მიღება, გამოყენება და შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ უფლებამოსილი პირის მიერ, სპეციალურ კლინიკურ განყოფილებებში.
რადიოფარმაცევტული საშუალებების მოხმარება უნდა მოხდეს რადიაციული უსაფრთხოებისა და ფარმაცევტული ხარისხის მოთხოვნების დაცვით. 153Sm-მულტიბონის ინექციის მომზადებისას და გამოკვლევისას გამოყენებული უნდა იყოს ტყვიის დამცავი ეკრანი პაციენტისა და პერსონალის რადიაციის რისკისაგან დაცვის მიზნით.
153Sm-მულტიბონით თერაპია შეიძლება ჩატარდეს ამბულატორიულად. პრეპრატის შეყვანის შემდეგ პაციენტი უნდა იმყოფებოდეს სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ რამდენიმე საათის განმავლობაში. ამ პერიოდში ექსკრეტირდება აქტივობა, რომელიც არ არის შეკავშირებული ძვლის დაზიანებასთან. 153Sm-ის ფიზიკური ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 47 საათი, ნახევარგამოყოფის პერიოდის ათზე გამრავლების შემდეგ პერიოდში (3 კვირა) რადიოაქტიურობა შეიძლება ჩაითვალოს დაშლილად.
- 5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
153Sm-მულტიბონით თერაპია არ უნდა ჩატარდეს ქიმიოთერაპიასთან და გარეგან ირადიაციასთან ერთად.
სხვა ბისფოსფონატები უნდა მოიხსნას თერაპიამდე 2 კვირით ადრე.
- 6 ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ორსულობის დროს მაიონიზებელი რადიაციის ექსპოზიციამ შეიძლება გამოიწვიოს მემკვიდრეობითი დეფექტების განვითარება, ამიტომ, 153Sm-ს გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს (იხ. პუნქტი 4.3.). როდესაც აუცილებელია რადიოაქტიური სამკურნალო საშუალების შეყვანა რეპროდუქციული ასაკის ქალებში, საჭიროა ორსულობის შესახებ ინფორმაციის მიღება. ნებისმიერი ქალი, რომელსაც გადაუცდა მენსტრუაცია, მიიჩნევა ორსულად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს ორსულობის გამორიცხვის შემდეგ და სასურველია მენსტრუაციის დასრულებიდან პირველ 10 დღეში. განხილული უნდა იყოს ისეთი ალტერნატიული მეთოდების გამოყენება, რომლებიც არ გულისხმობს მაიონიზებელ რადიაციას.
ლაქტაცია
153Sm-მულტიბონის გამოყენება სრულიად უკუნაჩვენებია ლაქტაციის დროს.
არ არსებობს დეტალური მონაცემები 153Sm-მულტიბონის დედის რძეში გადასვლის შესახებ, ამიტომ, მკურნალობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბავშვს.
- 7 ეფექტები ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი პირდაპირ ზემოქმედებას არ ახდენს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
მოულოდნელი უარყოფითი რეაქციების განვითარებისას ხელახლა უნდა იყოს განხილული ავტომობილების მართვა და/ან მექანიზმებთან მუშაობა.
არასასურველი ეფექტები
უარყოფითი რეაქციების სიხშირე კლასიფიცირებულია შემდეგნაირად: (ძალიან ხშირი: ≥1/10, ხშირი: ≥1/100-<1/10, არახშირი: ≥1/1000-<1/100, იშვიათი: ≥1/10000-<1/1,000, ძალიან იშვიათი: <1/10000, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით).
კუჭ-ნაწლავური დარღვევები
ხშირი
გულისრევა
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ
ხშირი
ძვლის ტკივილის ტრანზიტორული გაძლიერება
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას
ძალიან იშვიათი
ქსოვილების ნეკროზი
დარღვევები სისხლისა და ლიმფატური სისტემის მხრივ
ძალიან ხშირი
ტრანზიტორული მიელოსუპრესია
მაინიზებელი რადიაციის ექსპოზიცია დაკავშირებულია კიბოს ინდუქციასთან და მემკვიდრეობითი დეფექტების განვითარების პოტენციალთან. თუმცა, ეს ეფექტები ნაკლებად მოსალოდნელია აქტივობის გამოყენებული რაოდენობის გათვალისწინებით.
- 9 ჭარბი დოზა
153Sm-მულტიბონი გამოყენებული და შეყვანილი უნდა იყოს მხოლოდ უფლებამოსილი პირების მიერ კლინიკურ განყოფილებებში. ფარმაკოლოგიური ზედოზირების პოტენციალი უმნიშვნელოა.
რისკები ასოცირებულია უყურადღებობით ჭარბი რადიოაქტიურობის შეყვანასთან.
ცნობილი არ არის ჭარბი დოზირების შემთხვევის შესახებ. ჭარბი დოზის შემთხვევით შეყვანისას მზად უნდა იყოს სასიცოცხლო მაჩვენებლების შემანარჩუნებელი საშუალებები. ორგანიზმისთვის რადიაციული დოზის შემცირება შეიძლება გაზრდილი და ხშირი დიურეზით.
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა რადიოფარმაცევტული საშუალებები ტკივილის შესამსუბუქებლად.
ათქ კოდი: V10B X 02
153Sm- მულტიბონის აქტიური ინგრედიენტი არის 153Sm-EDTMP, რომელიც სწრაფად ტოვებს სისხლის ნაკადს და აკუმულირდება ძირითადად ძვლის დაზიანებებში, ნაკლებად ჯანმრთელ ძვლებში და უმნიშვნელოდ რბილ ქსოვილებში. ჯანმრთელ ძვლებში აკუმულირდება ნაკლები რაოდენობა, ხოლო რბილ ქოვილებში - ძალიან მცირე რაოდენობა.
ძვლის მიერ ათვისების მექანიზმი არის დალექვა და ქიმიოსორბცია ძვლის არაორგანულ მატრიცაში, ჰიდროქსიაპატიტის (Ca10(PO4)6(OH)2) იონურ ბუნებასა და დაზიანებაში, რადგან სისხლით მომარაგება მომატებულია დაზიანებაში და ძვლის წარმოქმნის (ოსტეობლასტური ფუნქცია) აქტივობა მომატებულია ძვლოვან დაზიანებებში.
დაზიანებულ ძვლებში 153Sm-რადიოაქტივობის მომატებული აკუმულაციის გამო, შეიძლება ჩატარდეს სელექციური, რადიონუკლიდური თერაპია. 153Sm-EDTMP-ს კგ სხეულის წონაზე შეყვანილი 37 MBq-ს 47-77% ვლინდება ძვლებში და ძვლოვან დაზიანებებში და დაზიანებული ძვლის/ნორმალური ძვლის აქტივობის თანაფარდობა შეიძლება იყოს 16:1. უფრო მეტად და ფართოდ დაზიანებულ ძვლებში აკუმულირდება უფრო მეტი 153Sm-EDTMP.
153Sm-მულტიბონი, რომელიც არ ვრცელდება ძვლოვან ქსოვილებზე, ექსკრეტირდება შარდით; ექსკრეცია ჰეპატობილიარული სისტემით მცირეა.
153Sm-რადიონუკლიდის მიერ გამოყოფილი 710 keV ენერგიის ბეტა ნაწილაკები, რომლებიც შეიწოვება ძვლის მეტასტაზებში საშუალოდ 0.6 მმ მანძილის ფარგლებში, უზრუნველყოფს 153Sm-მულტიბონის თერაპიულ მოქმედებას.
აბსორბციის დიაპაზონის ზედა ზღვარი არის 3 მმ. შეწოვილი ბეტა ნაწილაკები გადასცემენ საკუთარ სრულ ენერგიას ქსოვილებს, დაზიანებულ ძვლებს და სწორედ ენერგიის ეს გადაცემა იწვევს პალიატიურ ეფექტს ქსოვილების განადგურებით.
რადიაციული ენერგიის რაოდენობა, რომელიც შეიწოვება ქსოვილის ყოველი ერთეული მასის მიერ, არის აბსორბირებული დოზა, რომლის ეფექტური დიაპაზონია 5-50 Gy და ამ დიაპაზონის მიღწევა შესაძლებელია ყოველ პაციენტში კგ სხეულის წონაზე 153Sm-მულტიბონის მაქსიმუმ 37 MBq-ს შეყვანით. აღნიშნული თერაპიული დოზა იწვევს მიელოსუპრესიას მიღებიდან 1-2 კვირაში, რომელიც ნორმალიზდება 3-4 კვირაში, თუ 153Sm-ის შეყვანილი აქტივობა არ არის კგ სხეულის წონაზე 40 MBq-ზე უფრო მაღალი.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ვენებში შეყვანილი 153Sm-EDTMP სწრაფად ტოვებს სისხლის ნაკადს; აქტივობის 88-90% ელიმინირდება ნახევარ საათში, ხოლო 98% - 4 საათში. ექსკრეციის მრუდე არის ბიექსპონენციალური და ხასიათდება ორი პარალელური პროცესით, რომლებიც აღწერილია T1/2 მნიშვნელობებით შემდეგნაირად: სწრაფი ფაზა T1/2 =14 წუთი, ნელი ფაზა T1/2 = 11.5 საათი.
თერაპიული ეფექტის მისაღწევად აუცილებელი აქტივობა ვლინდება ძვლის დაზიანებებში შეყვანიდან 1-2 საათში. ამ პერიოდში, ინექცირებული რადიოაქტივობის 47-77% ლიკალიზებულია ძვლებსა და ძვლოვან დაზიაებებში, უფრო მეტი და უფრო ფართო დაზიანებებისას, აკუმულაცია უფრო დიდია.
შეუკავშირებელი აქტივობა ვლინდება თირკმელებსა და შარდის ბუშტში (70% 2 საათში ინექცირების შემდეგ, 90% 4 საათის შემდეგ და 100% 12 საათის შემდეგ). მცირე რაოდენობა ვლინდება ღვიძლსა და ნაწლავებში.
- 3 უსაფრთხოების წინაკლინიკური მონაცემები
სწორად გამოყენებისას მავნე ეფექტები მოსალოდნელი არ არის.
თაგვებზე ინტრავენური მწვავე ტოქსიკურობის ცდებმა არ აჩვენა რაიმე კლინიკური სიმპტომი კგ სხეულის წონაზე 50 მგ-მდე დოზის გამოყენებისას. მულტიბონის კომპლექტის ეტიკეტირება [153Sm] სამარიუმის ქლორიდის პრეკურსორით მარტივი და უსაფრთხოა. მულტიბონის კომპლექტის ერთი ფლაკონისა და [153Sm] სამარიუმის ქლორიდის პრეკურსორის ერთი ფლაკონის შემცველობით მომზადებული ინექცია წარმოადგენს ერთი პაციენტის დოზას. საშუალო 70 კგ სხეულის წონის შემთხვევაში, 153Sm-EDTMP-ს შეყვანილი რაოდენობა 0.357 მგ EDTMP-ს ექვივალენტია ყოველ კგ სხეულის წონაზე, რაც უდრის არგამოვლენილი მოქმედების დონის 0.72%-ს. ამგვარად, პროდუქტის გამოყენება არის უსაფრთხო. პროდუქტის კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ 153Sm აქტივობის ეფექტური რადიოაქტივობა კგ სხეულის წონაზე რეკომენდებული 37 MBq-ს გამოყენებისას არ ახდენს ზემოქმედებას პროდუქტის რადიოქიმიურ სისუფთავეზე; რადიოქიმიური მინარევების რაოდენობა არ აღემატება 5%-ს. ეტიკეტირების თვალსაზრისით, კომპლექტი მიიჩნევა უსაფრთხოდ.
- ფარმაცევტული მონაცემები
- 1 დამხმარე საშუალებების ჩამონათვალი
153Sm-მულტიბონი ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის
დამხმარე საშუალება
რაოდენობა ყოველ ფლაკონში
დანიშნულება
კალას ქლორიდის დიჰიდრატი
- 0 მგ
153Sm-ის კომპლექსაციის აქტივატორი ოთახის ტემპერატურაზე
ასკორბინის მჟავა
- 0 მგ
სტაბილიზატორი
გლუკოზა, უწყლო
- 0 მგ
შემავსებელი
153Sm-ქლორიდის რადიოაქტიური პრეკურსორი
დამხმარე საშუალება
რაოდენობა ყოველ ფლაკონში
დანიშნულება
ნატრიუმის ქლორიდი
9 მგ
იონური ძალის
კორექცია 153Sm-ის ჰიდროლიზის თავიდან ასაცილებლად
საინექციო წყალი
1 მლ
გამხსნელი
- 2 შეუთავსებლობები
153Sm-მულტიბონის ინექციის მოსამზადებლად შეიძლება მხოლოდ 153Sm რადიოაქტიური პრეკურსორის გამოყენება.
- 3 შენახვის ვადა
153Sm-მულტიბონის ფხვნილი საინექციო ხსნარი: (ლიოფილიზებული არარადიოაქტიური კომპონენტები შუშის ფლაკონში თავდახურული რეზინის დამჭერით და ალუმინის კომბითავსახურით): 12 თვე წარმოებიდან.
153Sm-სამარიუმის ქლორიდის რადიოაქტიური პრეკურსორი: 5 დღე წარმოებიდან (აღნიშნულია შუშის ფლაკონის ეტიკეტებზე, ტყვიის კონტეინერზე და თუნუქის კოლოფზე)
153Sm-მულტიბონის ინექცია: გამოყენებული უნდა იყოს ეტიკეტირებიდან 24 საათში.
- 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
153Sm-მულტიბონის ფხვნილი ინექციისთვის: ინახება მაცივარში (2 - 8C) თავდაპირველ შეფუთვაში.
153Sm სამარიუმის ქლორიდის რადიოაქტიური პრეკურსორი: ინახება 25°C-ზე ქვემოთ ტემპერატურაზე, თავდაპირველ შეფუთვაში.
153Sm-მულტიბონის ინექცია (153Sm- მულტიბონი ეტიკეტირებული 153Sm იზოტოპით, 153Sm- EDTMP ინექცია): ინახება არაუმეტეს 25°C-ზე და რადიოფარმაცევტული საშუალებების შენახვა უნდა მოხდეს რადიოაქტიური მასალების შესახებ სახელმწიფო რეგულაციების შესაბამისად.
გაზავებული სამკურნალო საშუალების შენახვის პირობები იხილეთ პუნქტში 6.3.
კონტეინერის სახეობა და შემცველობა
153Sm მულტიბონის ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის: შეიცავს სტერილურ, უპიროგენო და გაყინულ-მშრალ კომპონენტებს. 6 მლ საინექციო ფლაკონები (ტიპი I) თავდახურულია რეზინის დამჭერით და მოსახევი კომბითავსახურით (ალუმინი კომბინირებული პოლიპროპილენთან). ერთი კოლოფი შეიცავს ექვს ფლაკონს.
153Sm სამარიუმის ქლორიდის რადიოაქტიური პრეკურსორი: 6 მლ შუშის ფლაკონი (ტიპი I) შეიცავს 153Sm სამარიუმის ქლორიდის რადიოაქტიურ პრეკურსორს და თავადხურულია რეზინის დამჭერით და მოსახევი ალუმინის თავით. ეტიკეტირებული ფლაკონი მოთავსებულია ტყვიის კონტეინერში. ტყვიის კონტეინერი შეფუთულია ლითონის ქილაში. ერთი ფლაკონი შეიცავს 2500 MBq/მლ სტერილურ 153Sm სამარიუმის ქლორიდის რადიოაქტიური პრეკურსორის ხსნარს.
აქტივობის დიაპაზონი: 2500-5000 MBq ყოველ ფლაკონში.
- 6 სპეციალური სიფრთილის ზომები მოხმარებისას და უტილიზაციისას
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
მულტიბონის კომპლექტი პაციენტში შეიყვანება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება 153Sm სამარიუმის ქლორიდის რადიოაქტიური პრეკურსორით ეტიკეტირება. 153Sm სამარიუმის ქლორიდის რადიოაქტიური პრეკურსორის ან მულტიბონის კომპლექტის შეყვანა დაუშვებელია მე-12 პუნქტის მიხედვით ეტიკეტირების ჩატარების გარეშე.
- სავაჭრო ნებართვის მფლობელი
შპს „იზოტოპების ინსტიტუტი კო.“
მისამართი: 1121 ბუდაპეშტი, კონკოლი თეგე მიკლოსის ქ. 29-33.
SYMBOL 42 \f "Wingdings" \s 11 1535 ბუდაპეშტი, ს/ყ 851.
ტელ.: 36 1 391 0859; 36 1 391 0860
ფაქსი: 36 1 395 9070
ელ-ფოსტა: [email protected]
- სავაჭრო ნებართვის ნომერი
OGYI-T-9192/01
- პირველი ნებართვის/ნებართვის განახლების თარიღი
07 აგვისტო 1997
- ტექსტის შესწორების თარიღი
2017 წლის 28 აგვისტო.
- მოსალოდნელი რადიაციული დასხივება
ინდივიდუალურად პაციენტებში გამოიყენება სამარიუმ-153-Mულტიბონე დოზა 37მბკ/კგ-ზე. 1მბკ ინექცია ქვემოთ ჩამოთვლილ ორგანოებში შეიწოვება შემდეგი რაოდენობით და გამოისახება მგრ-თი (მGყ): ტრაბეკულური ძვალი: 2.32 მგრ/მბკ, კორტიკალური ძვალი: 0.86 მგრ/მბკ, ძვლის წითელი ტვინი: 1.86მგრ/მბკ, თირკმელები: 0.134 მგრ/მბკ, შარდის ბუშტი: 0.120 მგრ/მბკ, კუჭი: 0.026 მგრ/მბკ, ღვიძლი: 0.043 მგრ/მბკ.
სამარიუმ-153 ქლორიდის რადიოფიზიკური მახასიათებლები
153Sm იზოტოპის რადიაციის ფიზიკური თვისებები
ფიზიკური ნახევარგამოყოფის პერიოდი:
- 27 საათი
ემიტირებული გამა ნაწილაკების ენერგია და ინტენსივობა
69 keV
103 keV
635 keV
- 85 %
- 8 %
- 2 %
ემიტირებული ბეტა ნაწილაკების ენერგია და ინტენსივობა:
705 keV
808 keV
- 5 %
- 6 %
153Sm იზოტოპი იწარმოება ბირთვულ რეაქტორში ნეიტრონის ირადიაციით, ქვემოთ მოცემული რეაქციის მიხედვით: 152Sm(n,)153Sm. შუალედური რადიოიზოტოპები არ წარმოიქმნება.
სპეციფიკური აქტივობა: : > 5 GBq/მგ. აქტივობის კონცენტრაცია: 2500 MBq/მლ.
რადიონუკლიდური სისუფთავე უტილიზაციის დროს: > 99.9%
რადიოქიმიური სისუფთავე: > 95 % ბეტა დაშლის დროს სტაბილური 153Euგენერირდება
- რადიოფარმაცევტული საშუალებების მომზადების ინსტრუქციები
მოხსენით დამცავი ფოლგა და ზემოთ ასწიეთ ქაღალდის კოლოფის ზედა ნაწილი ფლაკონის გამოჩენამდე. ამ პროდუქტის გამოყენებისას დაცული უნდა იყოს რადიოაქტიური მასალების შესახებ დადგენილი წესები და რეგულაციები.
153Sm-ქლორიდის პრეკურსორი არის რადიოაქტიური პროდუქტი, რომელიც წარმოდგენილია „A” სახეობის შეფუთვაში. შეფუთვის გასახსნელად, შეასრულეთ შემდეგი მითითებები: ლითონის ქილას მოახიეთ ზედა პანელი, ამოიღეთ პლასტმასის ქაფის ჩანართის ზედა ნაწილი, ლითონის ქილიდან ამოიღეთ ტყვიის კონტეინერი. ტყვიის კონტეინერს მოხსენით ზედა ნაწილი. ამგვარად, მიიღებთ რადიოაქტიური მასალის შემცველ შუშის ფლაკონს. დაიცავით რადიაციული უსაფრთხოების შესახებ დადგენილი რეგულაციები.
153Sm-მულტიბონის კომპლექტის შეყვანა პაციენტისთვის უნდა მოხდეს 153Sm სამარიუმის ქლორიდის რადიოაქტიური პრეკურსორით ეტიკეტირების შემდეგ. არასოდეს შეიყვანოთ 153Sm სამარიუმის ქლორიდის რადიოაქტიური პრეკურსორი ან 153Sm-მულტიბონის კომპლექტი ეტიკეტირების ჩატარების გარეშე.
153Sm-მულტიბონის ინექცია შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს და მისი მომზადებისას და შეყვანისას აუცილებელია ფარმაცევტული საშუალებების დანიშვნის წესებისა და რადიოაქტიური მასალების შესახებ რეგულაციების დაცვა,
ეტიკეტირების პროცედურა
ფხვნილის შემცველი შუშის ფლაკონი მოათავსეთ 15 მმ სისქის კედლის მქონე მცირე ზომის ტყვიის კონტეინერში (ტიპი KT-3). ასეპტიკური პირობების დაცვით შეიყვანეთ ფიზიოლოგიური მარილხსნარის 2.0 მლ ფლაკონში რეზინის დამჭერიდან სტერილური შპრიცის მეშვეობით. ფხვნილის სრულად გახსნის შემდეგ შეიყვანეთ [153Sm] სამარიუმის ქლორიდის პრეკურსორის მთლიანი რაოდენობა (აქტივობა 2500-5000 MBq, მოცულობა: 1.0-2.0 მლ) ტყვიისაგან დამცავით აღჭურვილი სტერილური შპრიცით მანამდე მომზადებული 153Sm-მულტიბონის შემცველ ხსნარში რეზინის დამჭერიდან. კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 15 წუთის განმავლობაში. 153Sm-მულტიბონის ინექციის მთლიანი რაოდეობა შეიყვანება ვენებში. ინდივიდუალური პაციენტის დოზა არის კგ სხეულის წონაზე 37 MBq.
ეტიკეტირებული ინექციის pH არის pH = 5.0-8.0 ფარგლებში. ეტიკეტირებული პრეპარატი გამოყენებული უნდა იყოს ეტიკეტირებიდან 24 საათის განმავლობაში. ამ დროისთვის რადიოქიმიური მინარევების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.
პრეპარატული პროდუქტის კონტროლი
153Sm-მულტიბონის რადიოქიმიური სისუფთავის შემოწმება ხდება ქაღალდის ქრომატოგრაფიის გამოყენებით.
სტაციონარული ფაზა: 3 ცალი 1.5 x 20 სმ ვატმანი ET-31 (კატალოგის კოდი: 3031915).
მობილური ფაზა: ფოსფატის ბუფერი, pH=7.5.
ტემპერატურა: ოთახის ტემპერატურა: ოთახის ტემპერატურა (20–25ºC).
ტესტ-ხსნარი: ხსნარი ფლაკონში.
რადიოაქტივობის განაწილება:
153Sm- ქლორიდი Rf = 0–0.1, 153Sm-EDTMP Rf = 0.9–1.0
ტესტი: ერთ ფირფიტაზე დაასხით შესამოწმებელი ხსნარის 5 μლ 1.5 სმ-ზე ქაღალდის ბოლოდან.
გაამჟავნეთ ფირფიტა 12-15 სმ-ზე ფოსფატის ბუფერში (pH = 7.5). გააშრეთ ფირფიტები, გაჟღინთეთ 5% პოლისტირენის ხსნარით და კვლავ გააშრეთ. რადიოაქტივობა დგინდება გამა სკანერით.
შეფასება: Rf მნიშვნელობები: 153Sm- ქლორიდი Rf = 0–0.1, 153Sm-EDTMP Rf = 0.9–1.0
რადიოქიმიური სისუფთავე გამოითვლება უმაღლესი ფართობის მონაცემებით. უმაღლესი 153Sm-EDTMP-ს შესაბამისი აქტივობა შედარებული ფირფიტაზე საერთო აქტივობასთან 100%-ის სახით უზრუნველყოფს რადიოქიმიურ სისუფთავეს, რაც არ უნდა იყოს 95%-ზე ნაკლები ვარგისიანობის ამოწურვისას.
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტის ან ნარჩენი მასალის უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
პაციენტის ფურცელი: ინფორმაცია მოხმარებლისთვის
153Sm-მულტიბონის კომპლექტი რადიოფარმაცევტული პრეპარატისთვის და 153Sm-ქლორიდის რადიოაქტიური პრეკურსორი
ეთილენ-დიამინ-ტეტრამეთილენ-ფოსფონატი,
153Sm-სამარიუმის ქლორიდი
გამოკვლევის მიზნით ამ პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი.
შეინახეთ ეს ფურცელი, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევში, მიმართეთ თქვენს ექიმს.
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამწვავებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ამ ფურცელში:
- რა არის 153Sm-მულტიბონი და რისთვის გამოიყენება
- 153Sm-მულტიბონის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება 153Sm-მულტიბონი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება 153Sm-მულტიბონი
- დამატებითი ინფორმაცია
- რა არის 153Sm-მულტიბონი და რისთვის გამოიყენება ?
153Sm-მულტიბონი არის რადიოფარმაცევტული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ძუძუს კიბოს, წინამდებარე ჯირკვლის კიბოს და სხვა სახეობის კიბოს მიერ გამოწვეული ტკივილის შესამსუბუქებლად. ვენებში შეყვანის შემდეგ 153Sm-მულტიბონი ტრანსორტირდება ძვლებში სისხლის მიმოქცევით, აკუმულირდება ძვლებში და ეკვრის ტკივილის გამომწვევ მავნე ქსოვილებს. რადიოაქტიური იზოტოპის შემცველობის წყალობით, ეს ქსოვილები ხვდება მუდმივი რადიოაქტიური რადიაციის ზემოქმედების ქვეშ. ამგვარი რადიაცია მოქმედებს დაზიანებებზე და ამ გზით ამსუბუქებს ტკივილს.
ეს სამკურნალო საშუალება განკუთვნილია მხოლოდ თერაპიული გამოყენებისათვის.
- 153Sm-მულტიბონის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ 153Sm-მულტიბონი
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) 153Sm-მულტიბონის აქტიური სუბსტანციის ან რომელიმე დამხმარე საშუალების მიმართ.
- თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
- თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თერაპიული ეფექტი აღემატება რადიაციულ ექსპოზიციასთან ასოცირებულ რისკს.
- ტარდება ქიმიოთერაპია ან გარეგანი ირადიაცია თერაპიამდე მე-6 კვირაში.
- თუ პაციენტმა მიიღო ბისფოსფონატები თერაპიამდე ორი კვირის განმავლობაში.
- თუ პაციენტს აქვს ძვლის ტვინის სერიოზული დაზიანება, ვინაიდან თერაპიის რისკი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე მოსალოდნელი დადებითი ეფექტი. უკუჩვენება განსაკუთრებით ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც პაციენტის რაოდენობრივი პარამეტრები არის ქვემოთ მოცემული მაჩვენებლების ფარგლებს გარეთ:
- თეთრი უჯრედების რაოდენობა 3 x 109/ლიტრი,
- თრომბოციტების რაოდენობა 120 x 109/ლიტრი,
- შრატისმიერი კრეატინინი 120 mol/ლიტრი,
- კარნოფსკის ინდექსი ≤ 60 %.
- თუ პაციენტი არ იძლევა ზეპირ ან წერილობით თანხმობას რადიონუკლიდით მკურნალობაზე.
თუ არ ეთანხმებით ბირთვული მედიცინის კვლევას, მნიშვნელოვანია მკაცრად დაიცვათ ექიმის მიერ მოცემული ინსტრუქტაჟი როგორც გამოკვლევის ჩატარებამდე, ისე მისი ჩატარების შემდეგ. ეს თავიდან აგაცილებთ სხვა პირების დასხივების და გარემოს რადიაქტიული იზოტოპებით დაბინძურების რისკს. რადიაქტიული იზოტოპის დაუკავშირებელი ნაწილი გამოიყოფა შარდით. ინექციიდან რამდენიმე საათის შემდეგ შარდი ჩარეცხეთ დიდი რაოდენობით წყლით, სასურველია 2-3ჯერ და გულმოდგინედ დაიბანეთ ხელები. სასურველია თავი აარიდოთ შარდის მოხვედრას საპირფარეშოს WC გარეთ. თუ თქვენი საცვალი „დაბინძურდა” შარდით, გამოიცვალეთ ის და დაბინძურებული ტანისამოსი გარეცხეთ დიდი რაოდენობით წყლით.
სხვა პრეპარატების გამოყენება
თქვენს ექიმს უთხარით, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.
153Sm-მულტიბონით თერაპია არ შეიძლება ჩატარდეს ქიმიოთერაპიასთან და გარეგან ირადიაციასთან ერთად.
სხვა ბისფოსფონატების მიღება უნდა მოიხსნას თერაპიამდე 2 კვირით ადრე.
შეგიძლიათ გააგრძელოთ ანალგეტიკების მიღება, თუ ტკივილი მცირდება ან გადის, ანალგეტიკების შეწყვეტის შესახებ კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
153Sm-მულტიბონის გამოყენება საკვებთან და სასმელთან
153Sm-მულტიბონის გამოყენებისას შეგიძლიათ ნებისმიერი საკვების ან სასმლის მიღება.
ორსულობა და ლაქტაცია
153Sm-მულტიბობი არ გამოიყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა.
შეგიძლიათ ავტომობილების და მექანიზმების მართვა, თუმცა, გამოიჩინეთ სიფრთხილე. არ შეიძლება ველოსიპედით სიარული. მოერიდეთ ისეთ სიტუაციებს, სადაც შეიძლება წაიქცეთ ან დაშავდეთ. მოულოდნელი უარყოფითი რეაქციების განვითარებისას, ხელახლა უნდა იქნას განხილული ავტომობილების მართვის და/ან მექანიზმებთან მუშაობის შესაძლებლობა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია 153Sm-მულტიბონის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ.
153Sm-მულტიბონის ინექცია შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს; მისი შეყვანის შემდეგ თქვენ ხვდებით რადიაციის ზემოქმედების ქვეშ.
რადიოაქტიური სამკურნალო საშუალებების მიღება, შენახვა, გამოყენება, გადაცემა და უტილიზაცია ექვემდებარება კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული რეგულაციების დაცვას და შესაბამისი ლიცენზიების არსებობს. რადიოაქტიური სამკურნალო საშუალებების მიღება, გამოყენება და შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამის კლინიკურ განყოფილებებში.
ეს ადამიანები მოგცემენ ინსტრუქციებს სიფრთხილის ზომებისა და გაფრთხილებების შესახებ. დაიცავით გაცემული ინსტრუქციები.
როგორ გამოიყენება 153Sm-მულტიბონი
153Sm-მულტიბონის ინექცია შეიყვანება ვენებში.
შეყვანილი აქტივობის რაოდენობას განსაზღვრავს ექიმი დანიშნულებისა და თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით.
- როგორ უნდა მოიქცეთ 153Sm-მულტიბობის ჭარბი დოზის მიღებისას?
ვინაიდან 153Sm-მულტიბონი შეიყვანება ექიმის მიერ კონტროლირებულ პირობებში, ზედოზირების ალბათობა დაბალია. ზედოზირების შემთხვევაში, ცდების მიხედვით, ჭარბი ინექცია არ იწვევს მავნე ეფექტებს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, 153Sm-მულტიბონის ინექციამაც შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი რეაქციები, თუმცა, ასეთი ეფექტები ყოველთვის არ ვითარდება.
გვერდითი ეფექტების კლასიფიკაცია:
ძალიან ხშირი: 10-დან 1-ზე მეტ ნამკურნალევ პაციენტში.
ხშირი: 100-დან 1-10 ნამკურნალევ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: 10000-დან 1-ზე ნაკლებ ნამკურნალევ პაციენტში.
ცნობილი გვერდითი ეფექტებია:
გულისრევა (ხშირი), ძვლის ტკივილის ტრანზიტორული მომატება (ხშირი), ქსოვილების ნეკროზი (ძალიან იშვიათი), ტრანზიტორული მიელოსუპრესია (ძალიან ხშირი).
მაიონიზებელი რადიაციის ექსპოზიცია დაკავშირებულია კიბოს ინდუქციასთან ან მემკვიდრეობითი დეფექტების განვითარების პოტენციალთან. მიუხედავად ამისა, ამგვარი ეფექტები ნაკლებად მოსალოდნელია აქტივობის გამოყენებული რაოდენობის გათვალისწინებით.
რომელიმე უარყოფითი რეაქციის გამწვავებისას, შეატყობინეთ ექიმს.
- როგორ ინახება 153Sm-მულტიბონი ?
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას!
საავადმყოფოს პერსონალი უზრუნველყოფს პროდუქის სათანადოდ შენახვას. არ გამოიყენება ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ იმ ადამიანებისაგან მიუწვდომელ ადგილას, რომლებსაც არ აქვთ ამ პროდუქტის მოხმარების, გამოყენების ან ტრანსპორტირების უფლებამოსილება.
153Sm-მულტიბონის ფხვნილი ინექციისთვის: ინახება მაცივარში (2 - 8C) თავდაპირველ შეფუთვაში.
153Sm სამარიუმის ქლორიდის რადიოაქტიური პრეკურსორი: ინახება 25°C-ზე ქვემოთ ტემპერატურაზე, თავდაპირველ შეფუთვაში.
153Sm-მულტიბონის ინექცია: ინახება არაუმეტეს 25°C-ზე და გამოყენებული უნდა იყოს ეტიკეტირებიდან 24 საათის განმავლობაში.
- დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს 153Sm-მულტიბონი
კომპლექტის აქტიური ინგრედიენტებია:
153Sm-მულტიბონის საინექციო ფხვნილის აქტიური სუბსტანცია: ეთილენ-დიამინ-ტეტრამეთილენ-ფოსფატი (EDTMP).
153Sm სამარიუმის ქლორიდის რადიოაქტიური პრეკურსორის აქტიური სუბსტანცია: 153Sm სამარიუმის ქლორიდი.
153Sm-მულტიბონის ინექციის აქტიური სუბსტანცია: 153Sm-EDTMP.
სხვა ინგრედიენტებია: კალას ქლორიდის დიჰიდრატი, ასკორბინის მჟავა, უწყლო გლუკოზა, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
Sm-მულტიბონის აღწერა და შეფუთვის შემცველობა
153Smმულტიბონის ინექცია არის უფერო სტერილური ხსნარი, რომელიც მზადდება გამოყენების ადგილას, ე.ი. კლინიკების ან საავადმყოფოების იზოტოპების ლაბორატორიებში საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილის, ფიზიოლოგიური მარილხსნარის და 153Sm ქლორიდის რადიოაქტიური პრეკურსორის შერევით.
შეფუთვა:
153Sm-მულტიბონის კომპელქტი: 6 საინექციო ფლაკონი ფხვნილით ერთი ქაღალდის კოლოფში.
153Sm ქლორიდის რადიოაქტიური პრეკურსორი: 1 საინექციო ფლაკონი რადიოაქტიური პრეკურსორის შემცველობით ტყვიის კონტეინერში და თუნუქის ყუთში.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი.
შპს „იზოტოპების ინსტიტუტი კო.“
მისამართი: 1121 ბუდაპეშტი, კონკოლი თეგე მიკლოსის ქ. 29-33.
SYMBOL 42 \f "Wingdings" \s 11 1535 ბუდაპეშტი, ს/ყ 851.
ტელ.: (1) 391 0859; (1) 391 0860
ფაქსი: (1) 395 9070
ელ-ფოსტა: [email protected]
OGYI-T-9192/01
წინამდებარე ფურცელი ბოლოს დამტკიცდა: 21.12.2009
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


