ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

იტრაზილი-ნიუ

ITRAZILE-NEW

რეცეპტით100მგინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

ვულვოვაგინალური კანდიდოზი. სხვადასხვაფერი პიტირიაზი (Pityriasis versicolor). იტრაკონაზოლის მიმართ მგრძნობიარე ორგანიზმებით (Trichophyton spp., Microsporum spp., Epidermophyton floccosum) გამოწვეული დერმატოფიტოზები, მაგ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
itraconazole
ფორმა და შეფუთვა
100მგ მყარი კაფსულა ალუ/პვდქ ბლისტერზე №10 (1X10)
მწარმოებელი
Leben Life Sciences Pvt. Ltd, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ტრიაზოლის და ტეტრაზოლის წარმოებულები
ATC კოდი
J02AC02
რეგისტრაციის ნომერი
რ-046448
რეგისტრირებულია
8 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 8 ოქტომბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Swasthya Healthcare Pvt. Ltd (ინდოეთი)
განმცხადებელი
შპს „ნიუ ფარმ გრუპი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაიტრაზილი-ნიუ და სხვა წამალი ერთად

იტრაზილი-ნიუ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვულვოვაგინალური კანდიდოზი.

სხვადასხვაფერი პიტირიაზი (Pityriasis versicolor).

იტრაკონაზოლის მიმართ მგრძნობიარე ორგანიზმებით (Trichophyton spp., Microsporum spp., Epidermophyton floccosum) გამოწვეული დერმატოფიტოზები, მაგ. ტერფის მიკოზი (Tinea pedis), საზარდულის მიკოზი (Tinea cruris), სხეულის (სადა კანის) მიკოზი (Tinea corporis), მტევნის მიკოზი (Tinea manuum).

ოროფარინგეალური კანდიდოზი.

დერმატოფიტებით და/ან საფუარი სოკოებით გამოწვეული ონიქომიკოზი.

ჰისტოპლაზმოზის მკურნალობა.

იტრაკონაზოლი ნაჩვენებია შემდეგი სისტემური მიკოზების დროს, როდესაც პირველი რიგის სისტემური სოკოს საწინააღმდეგო თერაპია არ არის მიზანშეწონილი ან არაეფექტურია. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ძირითადი პათოლოგიით, პათოგენის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითებით ან წამლის ტოქსიკურობით.

ასპერგილოზისა და კანდიდოზის მკურნალობა

კრიპტოკოკოზის (მათ შორის კრიპტოკოკური მენინგიტის) მკურნალობა: იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში კრიპტოკოკოზის დროს და ყველა პაციენტში ცენტრალური ნერვული სისტემის კრიპტოკოკოზის შემთხვევაში.

შემანარჩუნებელი თერაპია პენიცილიოზისა და ჰისტოპლაზმოზის დროს მხოლოდ შიდსით დაავადებულ პაციენტებში.

შემანარჩუნებელი თერაპია კრიპტოკოკული მენინგიტის დროს მხოლოდ შიდსით დაავადებულ პაციენტებში, როდესაც სტანდარტული თერაპია შეუსაბამოდ ითვლება.

იტრაკონაზოლი ასევე ნაჩვენებია სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკისთვის იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში მძიმე ნეიტროპენიის დროს, როდესაც სტანდარტული თერაპია შეუსაბამოდ ითვლება.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

იტრაზილი-New-ს კაფსულების მიღება

იტრაზილი-New-ს კაფსულები ყოველთვის მიიღეთ ჭამის შემდეგ, ეს ხელს უწყობს პრეპარატის უკეთ შეწოვას.

კაფსულები მიიღეთ მთლიანად წყალთან ერთად.

კუჭში საკმარისი მჟავა უნდა იყოს, რათა ორგანიზმმა წამალი შეიწოვოს. საჭმლის მონელების დარღვევის, კუჭის წყლულის ან გულძმარვის სამკურნალო მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს კუჭში მჟავას გამომუშავებაზე. ამ მიზეზით, იტრაზილი- New-ს კაფსულების მიღებიდან ორი საათის შემდეგ უნდა მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი. თუ იღებთ მჟავიანობის შემამცირებელ მედიკამენტებს, იტრაზილი-New-ს კაფსულები უნდა მიიღოთ არადიეტურ Coca-Cola ერთად.

დოზირება

საჭირო დოზას და მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

რეკომენდებული დოზა:

ვაგინალური სოკოვანი ინფექცია (კანდიდოზი)

მიიღეთ 2 კაფსულა დილით და 2 კაფსულა 12 საათის შემდეგ, მხოლოდ 1 დღის განმავლობაში.

პირის ღრუს სოკოვანი ინფექცია (პირის ღრუს კანდიდოზი)

მიიღეთ 1 კაფსულა დღეში 15 დღის განმავლობაში.

კანის სოკოვანი ინფექციები

დოზა დამოკიდებულია ინფექციაზე. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ:

2 კაფსულა დღეში 7 დღის განმავლობაში, ან

სოკოვანი ინფექციები სხეულის სხვა ნაწილებში

1 კაფსულა დღეში 15 დღის განმავლობაში, ან

1 კაფსულა დღეში 30 დღის განმავლობაში.

ექიმი განსაზღვრავს ზუსტ დოზასა და მკურნალობის ხანგრძლივობას ინფექციის სიმძიმის მიხედვით.

მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთ იტრაზილი-New-ს კაფსულების მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, ქვემოთ მითითებული რომელიმე სიმპტომის განვითარების ან მასზე ეჭვის შემთხვევაში. შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ალერგიის ნიშნები, როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება (ასევე ცნობილი როგორც ურტიკარია), კანის ძლიერი გაღიზიანება, სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება. ეს შეიძლება იყოს მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები, რომელიც მხოლოდ მცირე რაოდენობის ადამიანებში ვითარდება.

კანის მძიმე დაავადებები, რომელსაც თან ახლავს აქერცვლა და/ან ბუშტუკოვანი გამონაყარი (ცხელების ფონზე) ან ბუშტუკების წარმოქმნა კანზე, პირის ღრუს, თვალებისა და გენიტალიების არეში, ცხელებით, შემცივნებით, კუნთების ტკივილი და ზოგადი სისუსტე (იშვიათი).

კიდურებში ჩხვლეტის, დაბუჟების ან სისუსტის შეგრძნება (იშვიათი)

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ გვერდით მოვლენას:

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10- დან 1 პაციენტში)

კუჭის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება

თავის ტკივილი

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100- დან 1 პაციენტში)

ყაბზობა, დიარეა, შებერილობა, ღებინება, ინდიგესტია, მენსტრუალური ციკლის დარღვევები.

როგორ შეინახოთ იტრაზილი-New

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ აღნიშნული პრეპარატი ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე დატანილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.

პრეპარატები არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ.

შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურის პირობებში, ბნელ და მშრალ ადგილას.

უკუჩვენებები

აღგენიშნება ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) იტრაზილი-New-ს კაფსულების რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას;

არ გამოიყენოთ აღნიშნული მედიკამენტი, თუ რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ თქვენ. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, იტრაზილი-New-ს კაფსულების მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ იღებთ რაიმე სხვა მედიკამენტს, აუცილებლად აცნობეთ ექიმს იტრაზილი-New-ს კაფსულების მიღების დაწყებამდე.

არ მიიღოთ იტრაზილი-New-ს კაფსულები, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, ამ სიაში მოცემულია ის მედიკამენტები, რომლებიც არ უნდა მიიღოთ იტრაზილი-New-ს კაფსულების მიღების შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში:

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის, სისხლის ან სისხლის მიმოქცევის პრობლემების სამკურნალოდ

ალისკირენი, ეპლერენონი, ლერკანიდიპინი ან ნისოლდიპინი (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ)

ბეპრიდილი, ივაბრადინი ან რანოლაზინი - (სტენოკარდიის დროს)

დაბიგატრანი ან ტიკაგრელორი (ანტიაგრეგანტული მოქმედების)

დიზოპირამიდი, დოფეტილიდი, დრონედარონი ან ქინიდინი (გულის რიტმის დარღვევების დროს)

ლომიტაპიდი, ლოვასტატინი ან სიმვასტატინი (ქოლესტერინის დონის შესამცირებლად)

სილდენაფილი (ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის დროს)

კუჭის პრობლემების ან ყაბზობის სამკურნალო მედიკამენტები

ციზაპრიდი (მონელების დარღვევების დროს)

დომპერიდონი (გულისრევისა და ღებინების დროს)

ნალოქსეგოლი (ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლების მიღებით გამოწვეული ყაბზობის სამკურნალოდ)

სიფრთხილის ზომები

მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

ოდესმე გქონიათ თირკმლის პრობლემები. შეიძლება საჭირო გახდეს იტრაზილი-New-ს კაფსულების დოზის შეცვლა.

ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები, როგორიცაა სიყვითლე (კანის მოყვითალო შეფერილობა). შეიძლება საჭირო გახდეს იტრაზილი-New-ს კაფსულების დოზის შეცვლა. თუ ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ აღგენიშნებათ მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა, მუცლის ტკივილი, კუნთების სისუსტე, კანის ან სკლერების მოყვითალო შეფერილობა, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი ან თმის ცვენა, შეწყვიტეთ იტრაზილი-New-ს კაფსულების მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

ოდესმე გქონიათ გულის პრობლემები, მათ შორის გულის უკმარისობა (ასევე ცნობილია, როგორც გულის შეგუბებითი უკმარისობა ან გულის ქრონიკული უკმარისობა). იტრაზილი-New-ს კაფსულებმა შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა. თუ ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ განვითარდა რომელიმე შემდეგი მდგომარეობა:

სუნთქვის უკმარისობა

მოულოდნელი წონაში მატება

ფეხების შეშუპება ან მუცლის შებერილობა

დაღლილობა

ღამე სუნთქვის უკმარისობით გაღვიძება

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

იტრაკონაზოლი მეტაბოლიზდება ძირითადად CYP3A4-ით. სხვა ნივთიერებებმა, რომლებიც მეტაბოლიზდებიან იმავე გზით ან ცვლიან CYP3A4 აქტივობას, შეიძლება გავლენა მოახდინონ იტრაკონაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე. იტრაკონაზოლი არის CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორი და ასევე P-გლიკოპროტეინის და ძუძუს კიბოს მიმართ რეზისტენტული ცილის (BCRP) ინჰიბიტორი.

იტრაკონაზოლმა შეიძლება შეცვალოს სხვა ნივთიერებების ფარმაკოკინეტიკა, რომლებიც მეტაბოლიზდება იმავე გზით ან ტრანსპორტირდება იმავე ცილებით.

ურთიერთქმედების დიდი რაოდენობის გამო, სხვა პრეპარატების უსაფრთხოების ან ეფექტურობის შესაძლო ცვლილებები არ არის აღწერილი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პრეპარატების ინსტრუქციები.

მოცემულ ცხრილებში აღწერილი ურთიერთქმედებები დაყოფილია სამ კატეგორიად: „უკუნაჩვენებია“, „არ არის რეკომენდებული“ და „გამოიყენეთ სიფრთხილით“ იტრაკონაზოლის მიღებისას, კონცენტრაციის მომატების ხარისხისა და სხვა პრეპარატის უსაფრთხოების პროფილის გათვალისწინებით. მითითებული პრეპარატების ურთიერთქმედების პოტენციალი შეფასდა იტრაკონაზოლთან დაკავშირებით ადამიანებზე ჩატარებული ფარმაკოკინეტიკური კვლევების და/ან სხვა ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორებთან (მაგ., კეტოკონაზოლი) დაკავშირებით ადამიანებზე ჩატარებული ფარმაკოკინეტიკური კვლევების და/ან in vitro მონაცემების საფუძველზე:

„უკუნაჩვენებია“: პრეპარატი არასდროს არ უნდა იქნას გამოყენებული იტრაკონაზოლთან ერთად ან იტრაკონაზოლით მკურნალობის შეწყვეტიდან ორი კვირის განმავლობაში.

„არ არის რეკომენდებული“: იტრაკონაზოლით მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში მოერიდეთ პრეპარატის გამოყენებას, თუ მკურნალობის სარგებელი არ აღემატება გვერდითი მოვლენების პოტენციურად გაზრდილ რისკს. თუ პრეპარატების თანმხლები გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, რეკომენდებულია კლინიკური მონიტორინგი თანმხლები პრეპარატის გაძლიერებული ან გახანგრძლივებული მოქმედების ან გვერდითი მოვლენების ნიშნების ან სიმპტომების გამოსავლენად და, საჭიროების შემთხვევაში, მისი დოზა უნდა შემცირდეს ან შეწყდეს მკურნალობა. საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდებულია თანმხლები პრეპარატის კონცენტრაციის გაზომვა სისხლის პლაზმაში.

„გამოიყენეთ სიფრთხილით“: პრეპარატის იტრაკონაზოლთან ერთად მიღებისას რეკომენდებულია მკაცრი მონიტორინგი. ერთდროული გამოყენებისას რეკომენდებულია პაციენტების მკაცრი მონიტორინგი თანმხლები პრეპარატის მომატებული ან გახანგრძლივებული მოქმედების ან გვერდითი მოვლენების ნიშნების ან სიმპტომების გამოსავლენად და, საჭიროების შემთხვევაში, მისი დოზის შემცირება. საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდებულია თანმხლები პრეპარატის კონცენტრაციის გაზომვა სისხლის პლაზმაში.

მითითებული ურთიერთქმედებები გამოვლინდა იტრაკონაზოლის რეკომენდებული დოზებით გამოყენების კვლევებში. თუმცა, ურთიერთქმედების ხარისხი შეიძლება დამოკიდებული იყოს იტრაკონაზოლის დოზაზე. უფრო ძლიერი ურთიერთქმედება შეიძლება წარმოიშვას უფრო დიდი დოზის გამოყენებისას ან დოზებს შორის უფრო მოკლე ინტერვალის დროს. მიღებული შედეგების სხვა დოზირების რეჟიმებზე ან სხვა პრეპარატებზე ექსტრაპოლაციას სიფრთხილით უნდა მივუდგეთ.

მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, იტრაკონაზოლის პლაზმური კონცენტრაცია მცირდება თითქმის შეუმჩნეველ დონემდე 7-14 დღის განმავლობაში, დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის მიხედვით. ღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტებში ან CYP3A4 ინჰიბიტორების მიღების ფონზე, პლაზმაში კონცენტრაციის შემცირება შეიძლება კიდევ უფრო ნელი იყოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პრეპარატებით თერაპიის დაწყებისას, რომელთა მეტაბოლიზმზეც იტრაკონაზოლი მოქმედებს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

იტრაკონაზოლის კაფსულები არ გამოიყენება ორსულობის დროს, თუ დედისთვის პოტენციური სარგებელი არ აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ ზიანს.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ იტრაკონაზოლი ტოქსიკურია რეპროდუქციული სისტემისთვის.

ორსულობის დროს იტრაკონაზოლის გამოყენების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია. პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს დაფიქსირდა თანდაყოლილი ანომალიების შემთხვევები, მათ შორის ჩონჩხის, სასქესო სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თვალის მალფორმაციები, ასევე ქრომოსომული და მრავლობით მალფორმაციები. იტრაკონაზოლის მიღებასთან მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის.

ორსულობის პირველ ტრიმესტრში იტრაკონაზოლის ზემოქმედების შესახებ ეპიდემიოლოგიურმა მონაცემებმა, ძირითადად ვულვოვაგინალური კანდიდოზის ხანმოკლე მკურნალობის შემდეგ, არ გამოავლინა მალფორმაციების გაზრდილი რისკი საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, რომელიც არ იყო ტერატოგენების ზემოქმედების ქვეშ. ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ იტრაკონაზოლი კვეთს პლაცენტას.

რეპროდუქციული ასაკის ქალები

იტრაკონაზოლის კაფსულების მიღებისას რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფცია. ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენება უნდა გაგრძელდეს იტრაკონაზოლის კაფსულებით მკურნალობის დასრულების შემდეგ მენსტრუაციის დაწყებამდე.

ლაქტაცია

იტრაკონაზოლის ძალიან მცირე რაოდენობა გამოიყოფა დედის რძეში. იტრაკონაზოლით თერაპიის მოსალოდნელი სარგებელი უნდა შეფასდეს ძუძუთი კვებასთან დაკავშირებულ რისკებთან მიმართებით. ეჭვის შემთხვევაში, ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

არ ჩატარებულა კვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე პრეპარატის გავლენის შესახებ. სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისას აუცილებელია გაითვალისწინოთ ისეთი გვერდითი რეაქციების განვითარების შესაძლებლობა, როგორიცაა თავბრუსხვევა, მხედველობისა და სმენის დარღვევა.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა

იტრაკონაზოლის კაფსულების გამოყენებისას ყველაზე ხშირად დაფიქსირებული წამლის გვერდითი ეფექტები (ADRs), რომლებიც გამოვლინდა კლინიკური კვლევების დროს და/ან სპონტანური ანგარიშებიდან, იყო თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი და გულისრევა. ყველაზე სერიოზული გვერდითი მოვლენები იყო მძიმე ალერგიული რეაქციები, გულის უკმარისობა/გულის შეგუბებითი უკმარისობა/ფილტვის შეშუპება, პანკრეატიტი, მძიმე ჰეპატოტოქსიურობა (მათ შორის ზოგიერთ შემთხვევაში ფატალური მწვავე ღვიძლის უკმარისობა) და კანის სერიოზული რეაქციები. გამოვლენის სიხშირისა და სხვა დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების შესახებ იხილეთ „გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი“.

გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი

ქვემოთ მოცემულ ცხრილში მითითებული გვერდითი რეაქციები გამოვლინდა იტრაკონაზოლის კაფსულების ღია და ორმაგ ბრმა კლინიკურ კვლევებში, რომელშიც მონაწილეობდა დერმატომიკოზის ან ონიქომიკოზის მქონე 8499 პაციენტი, ასევე სპონტანური ანგარიშებიდან.

გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია ორგანოთა სისტემების (SOC) მიხედვით. ორგანოთა სისტემის თითოეულ ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიხშირის მიხედვით. გვერდითი რეაქციების სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1,000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000).

წამლის გვერდითი ეფექტები

ინფექციები და ინფესტაციები

არახშირი

სინუსიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, რინიტი

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

იშვიათი

ლეიკოპენია

იმუნური სისტემის დარღვევები

არახშირი

მომატებული მგრძნობელობა*

იშვიათი

შრატისმიერი დაავადება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქცია

მეტაბოლური და კვებითი დარღვევები

იშვიათი

ჰიპერტრიგლიცერიდემია

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი

თავის ტკივილი

იშვიათი

ტრემორი, პარესთეზია, ჰიპოესთეზია, დისგევზია

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

იშვიათი

მხედველობის დარღვევა (მათ შორის დიპლოპია და მხედველობის დაბინდვა)

დარღვევები ყურისა და ლაბირინთის მხრივ

იშვიათი

სმენის დროებითი ან მუდმივი დაქვეითება*, ტინიტუსი

კარდიალური დარღვევები

იშვიათი

გულის შეგუბებითი უკმარისობა*

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ

იშვიათი

დისპნეა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

ხშირი

მუცლის ტკივილი, გულისრევა

არახშირი

დიარეა, ღებინება, ყაბზობა, დისპეფსია, მეტეორიზმი

იშვიათი

პანკრეატიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

არახშირი

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

იშვიათი

სერიოზული ჰეპატოტოქსიურობა (მათ შორის ზოგიერთ შემთხვევაში ფატალური მწვავე ღვიძლის უკმარისობა) *, ჰიპერბილირუბინემია

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

არახშირი

ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი

იშვიათი

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიატიური დერმატიტი, ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი, ალოპეცია, ფოტომგრძნობელობა

თირკმლის და საშარდე გზების დარღვევები

იშვიათი

პოლაკიურია

დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ

არახშირი

მენსტრუალური ციკლის დარღვევა

იშვიათი

ერექციული დისფუნქცია

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

იშვიათი

შეშუპება

კვლევები

იშვიათი

სისხლში კრეატინფოსფოკინაზას მომატება

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ქვემოთ მოცემულია იტრაკონაზოლთან დაკავშირებული იმ გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი, რომლებიც დაფიქსირდა იტრაკონაზოლის პერორალური ხსნარისა და ინტრავენური იტრაკონაზოლის კლინიკური კვლევების დროს, გარდა გვერდითი რეაქციის ტერმინისა „ინექციის ადგილის ანთება“, რომელიც სპეციფიკურია პრეპარატის ინექციური გზით შეყვანისთვის.

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია

იმუნური სისტემის დარღვევები: ანაფილაქტოიდური რეაქცია

მეტაბოლური და კვებითი დარღვევები: ჰიპერგლიკემია, ჰიპერკალიემია, ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნეზიემია

ფსიქიკური დარღვევები: კონფუზიური მდგომარეობა

ნერვული სისტემის დარღვევები: პერიფერიული ნეიროპათია*, თავბრუსხვევა, ძილიანობა,

კარდიალური დარღვევები: გულის უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის უკმარისობა, ტაქიკარდია

სისხლძარღვოვანი დარღვევები: ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ: ფილტვის შეშუპება, დისფონია, ხველა

კუჭ-ნაწლავის დარღვევები: კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ჰეპატობილიარული დარღვევები: ღვიძლის უკმარისობა*, ჰეპატიტი, სიყვითლე

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ერითემატოზული გამონაყარი, ჰიპერჰიდროზი

კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები: მიალგია, ართრალგია

თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები: თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შარდის შეუკავებლობა

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები: გენერალიზებული შეშუპება, სახის შეშუპება, ტკივილი გულმკერდის არეში, პირექსია, ტკივილი, დაღლილობა, შემცივნება.

კვლევები: მომატებული ალანინამინოტრანსფერაზა, მომატებული ასპარტატამინოტრანსფერაზა, სისხლში ტუტე ფოსფატაზას მატება, სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას დონის მომატება, სისხლში შარდოვანას კონცენტრაციის მომატება, გამაგლუტამილტრანსფერაზას მომატება, ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე, ცვლილებები შარდის ანალიზში.

ბავშვები

იტრაკონაზოლის კაფსულების უსაფრთხოება შეფასდა 1-დან 17 წლამდე ასაკის 165 პედიატრიულ პაციენტში 14 კლინიკური კვლევის ფარგლებში (4 ორმაგ- ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა, 9 ღია კვლევა და 1 კვლევა, რომელიც შედგებოდა ღია ფაზისგან, რასაც მოჰყვებოდა ორმაგი ბრმა ფაზა). ამ პაციენტებმა მიიღეს იტრაკონაზოლის კაფსულების სულ მცირე ერთი დოზა სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ და უზრუნველყვეს უსაფრთხოების მონაცემები.

ამ კლინიკური კვლევებიდან მიღებული უსაფრთხოების გაერთიანებული მონაცემების საფუძველზე, ბავშვებში ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები იყო თავის ტკივილი (3.0%), ღებინება (3.0%), მუცლის ტკივილი (2.4%), დიარეა (2.4%), ღვიძლის დისფუნქცია (1.2%), ჰიპოტენზია (1.2%), გულისრევა (1.2%) და ჭინჭრის ციება (1.2%). ზოგადად, ბავშვებში გვერდითი მოვლენების ბუნება იგივეა, რაც მოზრდილებში, მაგრამ მათი გამოვლენის სიხშირე უფრო მაღალია.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

ფარმაცევტული პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია ფარმაცევტული პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი.

ჭარბი დოზა

ნიშნები და სიმპტომები

ზოგადად, დოზის გადაჭარბებისას განვითარებული გვერდითი მოვლენები იტრაკონაზოლის შემთხვევაში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების მსგავსია.

მკურნალობა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შემთხვევაში უნდა გატარდეს მხარდამჭერი ღონისძიებები. იტრაკონაზოლი ჰემოდიალიზით არ გამოიდევნება. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

რეკომენდებულია დაუკავშირდეთ ტოქსიკოლოგიურ ცენტრს, რათა მიიღოთ დოზის გადაჭარბების მართვის უახლესი რეკომენდაციები.

შემადგენლობა

თითო მყარი ჟელატინის კაფსულის შემადგენლობაში შედის:

იტრაკონაზოლის გრანულები, იტრაკონაზოლი BP 100 მგ-ის ეკვივალენტური

შემავსებლები q.s.

ცარიელი კაფსულის გარსში გამოყენებული ნებადართული ფერები.

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

აღნიშნული პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს. შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

რა არის იტრაზილი-New და რა დროს გამოიყენება

იტრაზილი-New-ს კაფსულები შეიცავს მედიკამენტს, სახელწოდებით იტრაზილი-New, კაფსულები გამოიყენება მოზრდილებში სოკოებით ან საფუარი სოკოებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.

ისინი გამოიყენება:

პირის ღრუს ან საშოს ინფექციების დროს, რომლებიც იწვევს „კანდიდოზს“ ;

კანის ინფექციების დროს;

სხეულის სხვა ნაწილების ინფექციების დროს.

იტრაზილი-New-ს კაფსულებით მკურნალობის დასრულების შემდეგ, კანის დაზიანებული უბნების სრულ გამოჯანმრთელებას შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს. ხელისა და ფეხის ფრჩხილების სრულად აღდგენას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს. თქვენი კანი ან ფრჩხილი ნორმალურ მდგომარეობას მხოლოდ ახალი კანის ან ფრჩხილის გაზრდის შემდეგ დაუბრუნდება, მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტმა ინფექციის გამომწვევი სოკო უკვე გაანადგურა.

რა უნდა იცოდეთ იტრაზილი-New-ს მიღებამდე

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურის პირობებში, ბნელ და მშრალ ადგილას.

შეფუთვა

10 კაფსულა დაფასოებულია Alu-PVDC ბლისტერში, ხოლო 1 ასეთი ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ნარჩენების განკარგვა

არ გამოიყენება.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

  • 1. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Swasthya Healthcare Pvt.Ltd.

  • 2. მწარმოებელი:

Leben Life Sciences Pvt. Ltd.

ინდოეთი, მაჰარაშტრას შტატი, აკოლა -444104, MIDC, Phase-III, Plot No. C-20/1, C-21

  • სავაჭრო ლიცენზიის ნომერი: -
  • პირველი რეგისტრაციის/რეგისტრაციის განახლების თარიღი: -

ტექსტის გადახედვის თარიღი: -

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული კლასიფიკაცია:

ათქ კოდი: J02AC02.

იტრაკონაზოლი, როგორც ტრიაზოლის წარმოებული, ხასიათდება მოქმედების ფართო სპექტრით.

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ იტრაკონაზოლი არღვევს ერგოსტეროლის სინთეზს სოკოების უჯრედებში. ერგოსტეროლი სოკოს უჯრედის მემბრანის აუცილებელი კომპონენტია. მისი სინთეზის დარღვევა საბოლოოდ იწვევს სოკოს საწინააღმდეგო ეფექტს.

იტრაკონაზოლის შემთხვევაში ზღვრული მნიშვნელობები დადგენილია მხოლოდ CLSI-ის მიერ ზედაპირული მიკოზური ინფექციების დროს Candida spp.-სთვის (CLSI M27-A2). CLSI-ის ზღვრული მნიშვნელობებია: მგრძნობიარე ≤0.125; მგრძნობიარე, დოზადამოკიდებული 0.25–0.5; და რეზისტენტული ≥ 1 მკგ/მლ. ინტერპრეტაციული ზღვრული მნიშვნელობები არ არის დადგენილი ფილამენტური სოკოებისთვის.

იტრაკონაზოლისთვის EUCAST-ის ზღვრული მნიშვნელობები დადგენილია მხოლოდ Aspergillus flavus-ის, A. fumigatus-ის, A. nidulans-ისა და A. terreus-ისთვის და არის შემდეგი: მგრძნობიარე ≤1 მგ/ლ; რეზისტენტული ≥ 2 მგ/ლ. EUCAST -ის ზღვრული მნიშვნელობები ჯერ არ არის დადგენილი იტრაკონაზოლისა და Candida spp.-ისთვის.

In vitro კვლევები აჩვენებს, რომ იტრაკონაზოლი აინჰიბირებს ადამიანის პათოგენური სოკოების ფართო სპექტრის ზრდას ≤ 1 მკგ/მლ კონცენტრაციაზე. ესენია: Candida spp. (მათ შორის Candida albicans, Candida tropicalis, Candida parapsilosis და Candida dubliniensis), Aspergillus spp., Blastomyces dermatitidis, Cladosporium spp., Coccidioides immitis, Cryptoccocus neoformans, Geotrichum spp., Histoplasma spp., მათ შორის H. capsulatum, Paracoccidioides brasilienses, Penicillium marnefei, Sporotrix schenckii და Trichosporon spp. იტრაკონაზოლმა ასევე აჩვენა in vitro აქტივობა Epidermophyton floccosum-ის, Fonsecaea spp.-ის, Malassezia spp.-ის, Microsporum spp.-ის, Pseudallescheria boydii-ის, Trichophyton spp.-ის, აგრეთვე სხვადასხვა საფუარი სოკოსა და სოკოების წინააღმდეგ.

Candida krusei, Candida glabrata და Candida guilliermondii ზოგადად ყველაზე ნაკლებად მგრძნობიარეა იტრაკონაზოლის მიმართ. ზოგიერთი იზოლატი in vitro ავლენს აშკარა რეზისტენტობას იტრაკონაზოლის მიმართ.

იტრაკონაზოლი არ აინჰიბირებს სოკოების ძირითად ტიპებს, როგორიცაა Zygomycetes (მაგ., Rhizopus spp., Rhizomucor spp., Mucor spp., and Absidia spp.), Fusarium spp., Scedosporium proliferans, და Scopulariopsis spp.

აზოლური პრეპარატების მიმართ რეზისტენტობა ნელა ვითარდება და ხშირად სხვადასხვა გენეტიკური მუტაციის შედეგია. აღწერილი მექანიზმებია: ERG11 გენის გაზრდილი ექსპრესია, რომელიც აკოდირებს სამიზნე ფერმენტ 14α-დემეთილაზას, ERG11 გენში წერტილოვანი მუტაციები, რომლებიც იწვევს სამიზნის მიმართ აფინურობის შემცირებას და/ან ტრანსპორტერის გაზრდილი ექსპრესია, რაც იწვევს რეფლუქსის ზრდას. Candida spp. ავლენს ჯვარედინ რეზისტენტობას აზოლური პრეპარატების მიმართ, თუმცა ერთი აზოლური პრეპარატის მიმართ რეზისტენტობა სულაც არ გულისხმობს სხვა აზოლების მიმართ რეზისტენტობას. დაფიქსირდა იტრაკონაზოლის მიმართ რეზისტენტული Aspergillus fumigatus-ის შტამები.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

იტრაკონაზოლის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა პერორალური მიღებიდან 2-5 საათის განმავლობაში. არაწრფივი ფარმაკოკინეტიკის გამო, იტრაკონაზოლი გროვდება პლაზმაში პრეპარატის განმეორებითი მიღებისას. წონასწორული კონცენტრაციები, როგორც წესი, მიიღწევა დაახლოებით 15 დღეში, Cmax მნიშვნელობებით 0.5 მკგ/მლ, 1.1 მკგ/მლ და 2.0მკგ/მლ, შესაბამისად, 100მგ დღეში ერთხელ, 200მგ დღეში ერთხელ და 200მგ დღეში ორჯერ პერორალური მიღების შემდეგ. იტრაკონაზოლის ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი, როგორც წესი, ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ 16-28 საათია, ხოლო განმეორებითი დოზირებისას 34-42 საათამდე იზრდება. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, იტრაკონაზოლის პლაზმური კონცენტრაცია მცირდება პრაქტიკულად შეუმჩნეველ დონემდე 7-14 დღის განმავლობაში, დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის მიხედვით. ინტრავენური შეყვანის შემდეგ იტრაკონაზოლის საშუალო საერთო პლაზმური კლირენსი შეადგენს 278 მლ/წთ-ს. იტრაკონაზოლის კლირენსი მცირდება დიდი დოზების მიღებისას ღვიძლის ინტენსიური მეტაბოლიზმის გამო.

აბსორბცია

იტრაკონაზოლი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. უცვლელი პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა კაფსულების პერორალური მიღებიდან 2-5 საათის განმავლობაში. იტრაკონაზოლის დაფიქსირებული აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 55%-ია. პერორალური ბიოშეღწევადობა მაქსიმალურია, როდესაც კაფსულები მიიღება სრულფასოვანი კვების შემდეგ დაუყოვნებლივ.

იტრაკონაზოლის კაფსულების აბსორბცია მცირდება კუჭის დაბალი მჟავიანობის დროს, მაგალითად, პაციენტებში, რომლებიც იღებენ კუჭის მჟავას სეკრეციის დამთრგუნველ პრეპარატებს (მაგ., H2-რეცეპტორების ანტაგონისტები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები), ან რომლებსაც აქვთ გარკვეული დაავადებებით გამოწვეული აქლორჰიდრია. ამ პაციენტებში იტრაკონაზოლის უზმოზე შეწოვა იზრდება, თუ იტრაკონაზოლის კაფსულები მიიღება მჟავე სასმელთან ერთად (მაგ., არადიეტური კოლა). დიეტურ კოლასთან ერთად უზმოზე 200მგ იტრაკონაზოლის კაფსულების ერთჯერადი დოზის მიღებისას, რანიტიდინით (H2-რეცეპტორების ანტაგონისტით) წინასწარი მკურნალობის ფონზე, იტრაკონაზოლის შეწოვა მსგავსი იყო იტრაკონაზოლის კაფსულების დამოუკიდებლად მიღების დროს დაფიქსირებული შეწოვისა. იტრაკონაზოლის ზემოქმედება კაფსულების სახით პერორალურად მიღებისას უფრო დაბალია, ვიდრე პრეპარატის იმავე დოზით ხსნარის სახით პერორალურად მიღებისას.

განაწილება

პლაზმაში იტრაკონაზოლის უმეტესი ნაწილი (99.8%) უკავშირდება ცილებს, ხოლო ალბუმინი წარმოადგენს ძირითად შემაკავშირებელ კომპონენტს (ჰიდროქსი- მეტაბოლიტისთვის 99.6%). ასევე აქვს გამოხატული აფინურობა ლიპიდების მიმართ. იტრაკონაზოლის მხოლოდ 0.2% გვხვდება პლაზმაში თავისუფალი ფორმით. იტრაკონაზოლი ორგანიზმში დიდი მოცულობით (>700ლ) ნაწილდება, რაც ქსოვილებში მის ინტენსიურ განაწილებაზე მიუთითებს: ფილტვებში, თირკმელებში, ღვიძლში, ძვლებში, კუჭში, ელენთასა და კუნთებში კონცენტრაცია ორ-სამჯერ აღემატებოდა პლაზმაში არსებულ შესაბამის კონცენტრაციებს, ხოლო კერატინიზებულ ქსოვილებში, განსაკუთრებით კანში, შეწოვა ოთხჯერ აღემატებოდა პლაზმაში არსებულ კონცენტრაციებს. ცერებროსპინალურ სითხეში კონცენტრაცია მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე პლაზმაში, თუმცა დადასტურებულია ეფექტურობა ცერებროსპინალურ სითხეში არსებული ინფექციების წინააღმდეგ.

მეტაბოლიზმი

იტრაკონაზოლი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში დიდი რაოდენობით მეტაბოლიტების წარმოქმნით. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ CYP3A4 არის იტრაკონაზოლის მეტაბოლიზმში ჩართული მთავარი ფერმენტი. ძირითადი მეტაბოლიტია ჰიდროქსი-იტრაკონაზოლი, რომელსაც იტრაკონაზოლის მსგავსი in vitro სოკოს საწინააღმდეგო აქტივობა აქვს; ჰიდროქსი-იტრაკონაზოლის პლაზმური კონცენტრაცია დაახლოებით ორჯერ აღემატება იტრაკონაზოლის კონცენტრაციას.

გამოყოფა

იტრაკონაზოლი გამოიყოფა ძირითადად არააქტიური მეტაბოლიტების სახით შარდში (35%) და განავალში (54%) პერორალური ხსნარის მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში. იტრაკონაზოლის და მისი აქტიური მეტაბოლიტის, ჰიდროქსი-იტრაკონაზოლის თირკმლისმიერი ექსკრეცია ინტრავენურად შეყვანილი დოზის 1%-ზე ნაკლებია. პერორალურად მიღებული რადიომარკირებული დოზიდან გამომდინარე, განავალთან ერთად უცვლელი პრეპარატის გამოყოფა მერყეობს მიღებული დოზის 3-დან 18%-მდე.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:

იტრაკონაზოლი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში. ფარმაკოკინეტიკური კვლევა იტრაკონაზოლის 100მგ ერთჯერადი დოზის (ერთი 100მგ კაფსულა) გამოყენებით ჩატარდა 6 ჯანმრთელ და 12 ღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტში. ღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტებში, ჯანმრთელ პაციენტებთან შედარებით, დაფიქსირდა საშუალო Cmax-ის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება (47%-ით) და იტრაკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდის ორმაგი ზრდა (37 ± 17 versus 16 ± 5 სთ). თუმცა, იტრაკონაზოლის საერთო ექსპოზიცია, AUC-ის საფუძველზე, მსგავსი იყო ციროზით დაავადებულ პაციენტებსა და ჯანმრთელ მოხალისეებში.

არ არსებობს მონაცემები იტრაკონაზოლის ხანგრძლივი გამოყენების შესახებ ღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტებში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა:

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პერორალური იტრაკონაზოლის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. ფარმაკოკინეტიკური კვლევა იტრაკონაზოლის 200მგ ერთჯერადი დოზის (ოთხი 50მგ კაფსულა) გამოყენებით ჩატარდა თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების სამ ჯგუფში (ურემია: n=7; ჰემოდიალიზი: n=7; უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზი: n=5). ურემიულ პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსის საშუალო მაჩვენებელი იყო 13მლ/წთ × 1.73მ², ექსპოზიცია (AUC-ის საფუძველზე) ოდნავ შემცირებული იყო ჯანმრთელი პოპულაციის პარამეტრებთან შედარებით. ამ კვლევამ არ აჩვენა ჰემოდიალიზის ან უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზის რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა იტრაკონაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე (Tmax, Cmax და AUC0-8h). სამივე ჯგუფში პლაზმური კონცენტრაციისა და დროის თანაფარდობამ (Plasma Concentration Vs Time Profile) მნიშვნელოვანი განსხვავებები აჩვენა სუბიექტებს შორის.

ერთჯერადი ინტრავენური დოზის შეყვანის შემდეგ, იტრაკონაზოლის საშუალო ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ თირკმლის ფუნქციის მსუბუქი (ამ კვლევაში განსაზღვრულია, როგორც კრეატინინის კლირენსი 50-79 მლ/წთ), საშუალო (ამ კვლევაში განსაზღვრულია, როგორც კრეატინინის კლირენსი 20-49 მლ/წთ) და მძიმე დარღვევა (ამ კვლევაში განსაზღვრულია, როგორც კრეატინინის კლირენსი <20 მლ/წთ), მსგავსი იყო ჯანმრთელ სუბიექტებში არსებული მაჩვენებლებისა (საშუალო დიაპაზონი 42-49 საათი თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ხოლო 48 საათი ჯანმრთელ სუბიექტებში). იტრაკონაზოლის საერთო ექსპოზიცია, AUC-ის საფუძველზე, თირკმლის ფუნქციის საშუალო და მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში შემცირდა დაახლოებით 30%-ით და 40%-ით, შესაბამისად, თირკმლის ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში დაფიქცირებულ მაჩვენებლებთან შედარებით.

არ არსებობს მონაცემები იტრაკონაზოლის ხანგრძლივი გამოყენების შესახებ თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. დიალიზი გავლენას არ ახდენს იტრაკონაზოლის ან ჰიდროქსი-იტრაკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდზე ან კლირენსზე.

ბავშვები:

ბავშვებში იტრაკონაზოლის გამოყენების შესახებ ფარმაკოკინეტიკური მონაცემები შეზღუდულია. კლინიკური ფარმაკოკინეტიკური კვლევები ჩატარდა 5 თვიდან 17 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში იტრაკონაზოლის კაფსულების, პერორალური ხსნარის ან ინტრავენური ფორმულის გამოყენებით. კაფსულებისა და პერორალური ხსნარის სახით ინდივიდუალური დოზები იყო 1.5-12.5 მგ/კგ/დღეში, დღეში ერთხელ ან ორჯერ. პრეპარატი ინტრავენურად შეჰყავდათ ერთჯერადი 2.5 მგ/კგ ინფუზიის სახით ან 2.5 მგ/კგ ინფუზიის სახით დღეში ერთხელ ან ორჯერ. ერთი და იგივე დღიური დოზით, დღეში ორჯერ მიღებისას, დღეში ერთხელ მიღებასთან შედარებით, გამოვლინდა მაქსიმალური და მინიმალური კონცენტრაციები, რომლებიც შედარებადია მოზრდილებში ერთჯერადი მიღებისას მიღწეულ კონცენტრაციებთან. იტრაკონაზოლის AUC-სა და იტრაკონაზოლის ორგანიზმიდან საერთო კლირენსსა და ასაკს შორის მნიშვნელოვანი კავშირი არ დაფიქსირებულა, მაშინ როდესაც სუსტი კავშირი დაფიქსირდა ასაკსა და იტრაკონაზოლის განაწილების მოცულობას, Cmax-სა და ტერმინალური ელიმინაციის სიჩქარეს შორის. იტრაკონაზოლის აშკარა კლირენსი და განაწილების მოცულობა, როგორც ჩანს, წონაზე იყო დამოკიდებული.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

იტრაკონაზოლი

იტრაკონაზოლის მწვავე პერორალური ტოქსიკურობის კვლევებმა თაგვებში, ვირთხებში, ზღვის გოჭებსა და ძაღლებში აჩვენა უსაფრთხოების ფართო ზღვარი (მგ/მ2-ზე დაყრდნობით, ადამიანისთვის რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზაზე [MRHD] 3-16-ჯერ მეტი).

იტრაკონაზოლი არ წარმოადგენს ძირითად კანცეროგენს ვირთხებში ან თაგვებში, შესაბამისად, 20 და 80 მგ/კგ-მდე დოზებით.

იტრაკონაზოლის გამოყენების არაკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა გენოტოქსიურობის, პირველადი კანცეროგენულობის ან ნაყოფიერების დარღვევის ნიშნები. ვირთხებში დიდი დოზების, 40 და 80 მგ/კგ/დღეში მიღებისას (მგ/მ2-ის მიხედვით MRHD-ზე 1- და 2-ჯერ მეტი), დაფიქსირდა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქზე, ღვიძლსა და მონონუკლეარული ფაგოციტების სისტემაზე ზემოქმედება, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ზემოქმედებას მცირე მნიშვნელობა აქვს კლინიკური გამოყენებისთვის. იტრაკონაზოლის დიდი დოზებით გამოყენებამ ვირთხებსა და თაგვებში გამოიწვია დედის ტოქსიკურობის, ემბრიოტოქსიკურობის და ტერატოგენურობის დოზადამოკიდებული ზრდა. მოუმწიფებელ ძაღლებში, იტრაკონაზოლის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ, დაფიქსირდა ძვლის მინერალური სიმკვრივის ზოგადი შემცირება (20 მგ/კგ-მდე დოზით ტოქსიკურობა არ დაფიქსირებულა (MRHD-ზე 2-ჯერ მეტი მგ/მ2-ის მიხედვით), ხოლო ვირთხებში დაფიქსირდა ზრდის ფირფიტების ქონდროგენეზის დარღვევა, დიდი ძვლების კომპაქტური ნივთიერების გათხელება და ძვლების სიმყიფის მომატება.

რეპროდუქციული ტოქსიკოლოგია

ვირთხებსა და თაგვებში იტრაკონაზოლი იწვევდა დედის ტოქსიკურობის, ემბრიოტოქსიკურობის და ტერატოგენურობის დოზადამოკიდებულ ზრდას 40, 80 და 160მგ/კგ დოზებით (მგ/მ2-ზე დაყრდნობით MRHD-ზე 0.5-, 1- და 4-ჯერ მეტი) გამოყენებისას. ვირთხებში ტერატოგენულობა გამოვლინდა ჩონჩხის მძიმე დეფექტებით; თაგვებში კი - ენცეფალოცელეთი და მაკროგლოსიით. 80 მგ/კგ-მდე დოზების (მგ/მ2-ზე დაყრდნობით MRHD-ზე 4-ჯერ მეტი) გამოყენებისას კურდღლებში ტერატოგენული ეფექტები არ დაფიქსირებულა.

ფარმაცევტული მონაცემები

შემავსებლების ჩამონათვალი

არ გამოიყენება.

არათავსებადობა

არ გამოიყენება.

ვარგისიანობის ვადა

36თვე

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

იტრაზილი-New/ ITRAZILE-NEW

იტრაკონაზოლის კაფსულები BP 100 მგ

შემადგენლობა:

თითო მყარი ჟელატინის კაფსულის შემადგენლობაში შედის:

იტრაკონაზოლის გრანულები, იტრაკონაზოლი BP 100 მგ-ის ეკვივალენტური

შემავსებლები q.s.

ცარიელი კაფსულის გარსში გამოყენებული ნებადართული ფერები.

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

აღნიშნული პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს. შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

რა არის იტრაზილი-New და რა დროს გამოიყენება

იტრაზილი-New-ს კაფსულები შეიცავს მედიკამენტს, სახელწოდებით იტრაზილი-New, კაფსულები გამოიყენება მოზრდილებში სოკოებით ან საფუარი სოკოებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.

ისინი გამოიყენება:

პირის ღრუს ან საშოს ინფექციების დროს, რომლებიც იწვევს „კანდიდოზს“ ;

კანის ინფექციების დროს;

სხეულის სხვა ნაწილების ინფექციების დროს.

იტრაზილი-New-ს კაფსულებით მკურნალობის დასრულების შემდეგ, კანის დაზიანებული უბნების სრულ გამოჯანმრთელებას შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს. ხელისა და ფეხის ფრჩხილების სრულად აღდგენას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს. თქვენი კანი ან ფრჩხილი ნორმალურ მდგომარეობას მხოლოდ ახალი კანის ან ფრჩხილის გაზრდის შემდეგ დაუბრუნდება, მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტმა ინფექციის გამომწვევი სოკო უკვე გაანადგურა.

რა უნდა იცოდეთ იტრაზილი-New-ს მიღებამდე

არ მიიღოთ იტრაზილი-New იმ შემთხევვაში, თუ:

აღგენიშნება ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) იტრაზილი-New-ს კაფსულების რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას;

არ გამოიყენოთ აღნიშნული მედიკამენტი, თუ რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ თქვენ. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, იტრაზილი-New-ს კაფსულების მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ იღებთ რაიმე სხვა მედიკამენტს, აუცილებლად აცნობეთ ექიმს იტრაზილი-New-ს კაფსულების მიღების დაწყებამდე.

არ მიიღოთ იტრაზილი-New-ს კაფსულები, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, ამ სიაში მოცემულია ის მედიკამენტები, რომლებიც არ უნდა მიიღოთ იტრაზილი-New-ს კაფსულების მიღების შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში:

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის, სისხლის ან სისხლის მიმოქცევის პრობლემების სამკურნალოდ

ალისკირენი, ეპლერენონი, ლერკანიდიპინი ან ნისოლდიპინი (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ)

ბეპრიდილი, ივაბრადინი ან რანოლაზინი - (სტენოკარდიის დროს)

დაბიგატრანი ან ტიკაგრელორი (ანტიაგრეგანტული მოქმედების)

დიზოპირამიდი, დოფეტილიდი, დრონედარონი ან ქინიდინი (გულის რიტმის დარღვევების დროს)

ლომიტაპიდი, ლოვასტატინი ან სიმვასტატინი (ქოლესტერინის დონის შესამცირებლად)

სილდენაფილი (ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის დროს)

კუჭის პრობლემების ან ყაბზობის სამკურნალო მედიკამენტები

ციზაპრიდი (მონელების დარღვევების დროს)

დომპერიდონი (გულისრევისა და ღებინების დროს)

ნალოქსეგოლი (ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლების მიღებით გამოწვეული ყაბზობის სამკურნალოდ)

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

ოდესმე გქონიათ თირკმლის პრობლემები. შეიძლება საჭირო გახდეს იტრაზილი-New-ს კაფსულების დოზის შეცვლა.

ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები, როგორიცაა სიყვითლე (კანის მოყვითალო შეფერილობა). შეიძლება საჭირო გახდეს იტრაზილი-New-ს კაფსულების დოზის შეცვლა. თუ ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ აღგენიშნებათ მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა, მუცლის ტკივილი, კუნთების სისუსტე, კანის ან სკლერების მოყვითალო შეფერილობა, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი ან თმის ცვენა, შეწყვიტეთ იტრაზილი-New-ს კაფსულების მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

ოდესმე გქონიათ გულის პრობლემები, მათ შორის გულის უკმარისობა (ასევე ცნობილია, როგორც გულის შეგუბებითი უკმარისობა ან გულის ქრონიკული უკმარისობა). იტრაზილი-New-ს კაფსულებმა შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა. თუ ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ განვითარდა რომელიმე შემდეგი მდგომარეობა:

სუნთქვის უკმარისობა

მოულოდნელი წონაში მატება

ფეხების შეშუპება ან მუცლის შებერილობა

დაღლილობა

ღამე სუნთქვის უკმარისობით გაღვიძება

როგორ მივიღოთ იტრაზილი-New

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

იტრაზილი-New-ს კაფსულების მიღება

იტრაზილი-New-ს კაფსულები ყოველთვის მიიღეთ ჭამის შემდეგ, ეს ხელს უწყობს პრეპარატის უკეთ შეწოვას.

კაფსულები მიიღეთ მთლიანად წყალთან ერთად.

კუჭში საკმარისი მჟავა უნდა იყოს, რათა ორგანიზმმა წამალი შეიწოვოს. საჭმლის მონელების დარღვევის, კუჭის წყლულის ან გულძმარვის სამკურნალო მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს კუჭში მჟავას გამომუშავებაზე. ამ მიზეზით, იტრაზილი- New-ს კაფსულების მიღებიდან ორი საათის შემდეგ უნდა მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი. თუ იღებთ მჟავიანობის შემამცირებელ მედიკამენტებს, იტრაზილი-New-ს კაფსულები უნდა მიიღოთ არადიეტურ Coca-Cola ერთად.

დოზირება

საჭირო დოზას და მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

რეკომენდებული დოზა:

ვაგინალური სოკოვანი ინფექცია (კანდიდოზი)

მიიღეთ 2 კაფსულა დილით და 2 კაფსულა 12 საათის შემდეგ, მხოლოდ 1 დღის განმავლობაში.

პირის ღრუს სოკოვანი ინფექცია (პირის ღრუს კანდიდოზი)

მიიღეთ 1 კაფსულა დღეში 15 დღის განმავლობაში.

კანის სოკოვანი ინფექციები

დოზა დამოკიდებულია ინფექციაზე. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ:

2 კაფსულა დღეში 7 დღის განმავლობაში, ან

სოკოვანი ინფექციები სხეულის სხვა ნაწილებში

1 კაფსულა დღეში 15 დღის განმავლობაში, ან

1 კაფსულა დღეში 30 დღის განმავლობაში.

ექიმი განსაზღვრავს ზუსტ დოზასა და მკურნალობის ხანგრძლივობას ინფექციის სიმძიმის მიხედვით.

მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთ იტრაზილი-New-ს კაფსულების მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, ქვემოთ მითითებული რომელიმე სიმპტომის განვითარების ან მასზე ეჭვის შემთხვევაში. შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ალერგიის ნიშნები, როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება (ასევე ცნობილი როგორც ურტიკარია), კანის ძლიერი გაღიზიანება, სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება. ეს შეიძლება იყოს მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები, რომელიც მხოლოდ მცირე რაოდენობის ადამიანებში ვითარდება.

კანის მძიმე დაავადებები, რომელსაც თან ახლავს აქერცვლა და/ან ბუშტუკოვანი გამონაყარი (ცხელების ფონზე) ან ბუშტუკების წარმოქმნა კანზე, პირის ღრუს, თვალებისა და გენიტალიების არეში, ცხელებით, შემცივნებით, კუნთების ტკივილი და ზოგადი სისუსტე (იშვიათი).

კიდურებში ჩხვლეტის, დაბუჟების ან სისუსტის შეგრძნება (იშვიათი)

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ გვერდით მოვლენას:

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10- დან 1 პაციენტში)

კუჭის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება

თავის ტკივილი

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100- დან 1 პაციენტში)

ყაბზობა, დიარეა, შებერილობა, ღებინება, ინდიგესტია, მენსტრუალური ციკლის დარღვევები.

როგორ შეინახოთ იტრაზილი-New

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ აღნიშნული პრეპარატი ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე დატანილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.

პრეპარატები არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ.

შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურის პირობებში, ბნელ და მშრალ ადგილას.

რას შეიცავს იტრაზილი-New

აქტიური ნივთიერება არის იტრაკონაზოლი. თითო მყარი ჟელატინის კაფსულის შემადგენლობაში შედის 100მგ იტრაკონაზოლი.

იტრაზილი-New-ს გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

იტრაზილი-New-ს 100 მგ კაფსულები არის მყარი ჟელატინის კაფსულა, კაფსულის თავსახური -მწვანე, კაფსულის კორპუსი-მწვანე, ზომა 0, რომელიც შეიცავს თეთრი ან მოთეთრო ფერის სფერულ გრანულებს.

იტრაზილი-New დაფასოებულია ბლისტერულ შეფუთვაში, რომელშიც მოთავსებულია 10 კაფსულა ინსტრუციასთან ერთად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წარმოებულია Leben Life Sciences Pvt. Ltd.,-ის (იურიდიული მისამართი: ინდოეთი, (M.S.) აკოლა - 444 104, MIDC, Phase III, Plot No. C-20/1 & C-21) - მიერ.

წარმოებულია /სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: Swasthya Healthcare Pvt.Ltd. (ინდოეთი)-თვის.

ხელმოწერილია/ბეჭედდასმულია

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „ნიუ ფარმ გრუპი“

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა