პიქსიმი 100მგ/5მლ მშრალი ფხვნილი შიგნით მისაღები პედიატრიული სუსპენზიის მოსამზადებლად
PIXIME 100mg/5ml Dry Powder for Pediatric Oral Suspension
პიქსიმი ეფექტიანია შემდეგი ინფექციების წინააღმდეგ: შუა ყურის მწვავე ოტიტი: გამოწვეული Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae და Moraxella catarrhalis-ით; მწვავე სინუსიტი: გამოწვეული Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae და Moraxella catarrhalis-ით; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ცეფიქსიმ (cefixime)
- ფორმა და შეფუთვა
- 26,5გ ფხვნილი 100მგ/5მლ 50მლ შიგნით მისაღები პედიატრიული სუსპენზიის მოსამზადებლად მინის ბოთლი №1 საზომი კოვზით
- მწარმოებელი
- Deva Holding A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
- ATC კოდი
- J01DD08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046383
- რეგისტრირებულია
- 29 სექტემბერი 2026, მოქმედებს 29 სექტემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Deva Holding A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „Europharma Georgia ევროფარმა ჯორჯია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პიქსიმი 100მგ/5მლ მშრალი ფხვნილი შიგნით მისაღები პედიატრიული სუსპენზიის მოსამზადებლად — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პიქსიმი ეფექტიანია შემდეგი ინფექციების წინააღმდეგ:
შუა ყურის მწვავე ოტიტი: გამოწვეული Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae და Moraxella catarrhalis-ით;
მწვავე სინუსიტი: გამოწვეული Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae და Moraxella catarrhalis-ით;
მწვავე ტონზილიტი ან ფარინგიტი: ანტიბაქტერიული თერაპია ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოწვეულია Streptococcus pyogenes-ით.
ქრონიკული ბრონქიტის მძიმე ბაქტერიული გამწვავება: გამოწვეული Streptococcus pneumoniae და Haemophilus influenzae-თი;
საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები;
გაურთულებელი გონოკოკური ინფექციები.
მიღების წესი და დოზირება
მითითებები სწორად გამოყენებასთან და დოზირებასთან/მიღების სიხშირესთან დაკავშირებით
დოზა 12 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის:
რეკომენდებული საერთო სადღეღამისო დოზა შეადგენს 8 მგ/კგ. მისი მიღება შეიძლება ერთჯერადი დოზის სახით ან განაწილებული 4 მგ/კგ ორ დოზაზე 12 საათიანი ინტერვალით.
სხეულის მასა (კგ)
სადღეღამისო დოზა (მგ)
სადღეღამისო დოზა (მლ)
5-7.5
50
- 5
- 6-10
80
4
- 1-12.5
100
5
- 6-20.5
150
- 5
- 6-28
200
10
- 1-33
250
- 5
- 1-40
300
15
- 1-45
350
- 5
- 1 და მეტი
400
20
დოზა მოზრდილებისთვის და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის:
რეკომენდებული დოზა შეადგენს 400 მგ-ს დღე-ღამეში. შეიძლება გამოყენებული იქნას 400 მგ ერთჯერადი დოზა ან განაწილებული 200 მგ-იან ორ დოზაზე 12 საათიანი ინტერვალით. პიქსიმის მიღება შეიძლება ცარიელ ან სავსე კუჭზე.
გაურთულებელი გონოკოკური ინფექციების შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული 400 მგ პიქსიმის ერთჯერადი დოზა,
პიქსიმით სტრეპტოკოკური ტონზილოფარინგიტის მკურნალობა უნდა შეადგენდეს 10 დღეს.
მოზრდილებისთვის რეკომენდებულია შესაფერისი დოზების და ფარმაცევტული დოზირებული ფორმების გამოყენება. პერორალური სუსპენზიისა და საშეტების ფორმების გამოყენება შეიძლება პაციენტებში, რომლებსაც უჭირთ ყლაპვა.
მიღების წესი და მეთოდი
პიქსიმი მიიღება პერორალური გზით.
პიქსიმის სუსპენზიის მომზადება
პიქსიმი წარმოდგენილია ფხვნილის სახით და გამოყენებამდე საჭიროა მისი აღდგენა.
პიქსიმის აღდგენის მიზნით დაიცავით შემდეგი ეტაპები:
მსუბუქად დააკაკუნეთ ბოთლზე, რომ სრულად მოცილდეს ფხვნილი.
- თანდათანობით დაამატეთ წყალი ბოთლის ნიშნულის 2/3-მდე და კარგად შეანჯღრიეთ (სუსპენზიის მოსამზადებლად სასურველია ადუღებული და გაგრილებული წყლის გამოყენება).
- იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას სრული დაშლა, გააჩერეთ 5 წუთი.
- შეავსეთ წყალი ბოთლის ნიშნამდე (დარჩენილი 1/3) და კვლავ კარგად შეანჯღრიეთ (სუსპენზიის მოსამზადებლად სასურველია ადუღებული და გაგრილებული წყლის გამოყენება).
- პაციენტმა უნდა მიიღოს ექიმის მიერ რეკომენდებული დოზა 5 მლ საზომი კოვზის გამოყენებით, რომელიც მოწოდებულია ბოთლთან ერთად.
ყოველი დოზის მიღების წინ კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი.
მიღების დასრულებისთანავე მჭიდროდ დაახურეთ ბოთლს.
მომზადებული სუსპენზიის თითოეული 5 მლ (1 საზომი კოვზი) შეიცავს 100 მგ ცეფიქსიმს.
მომზადებული სუსპენზიის შენახვა შეიძლება 14 დღის განმავლობაში 25˚C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე ეფექტიანობის დაკარგვის გარეშე. 14 დღის შემდეგ ბოთლში დარჩენილი სუსპენზია არ გამოიყენება. არ უნდა შეინახოთ მაცივარში.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში
6 თვემდე ასაკის ბავშვებში ცეფიქსიმის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის.
გამოყენება ხანდაზმულებში
სიფრთხილის სპეციალური ზომები არ არის. ხანდაზმულ პაციენტებს შეუძლიათ გამოიყენონ მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზა.
გამოყენება სპეციალური მდგომარეობების დროს
თირკმელების უკმარისობა
თირკმელების ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევის მქონე პაციენტებში დოზა უნდა შემცირდეს. თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენი პრეპარატის დოზირებას თქვენი დაავადების მიხედვით და დაგინიშნავთ მას.
ღვიძლის უკმარისობა
დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
თუ ფიქრობთ, რომ პიქსიმის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ პიქსიმის საჭიროზე მეტი დოზა:
თუ მიიღეთ პიქსიმის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ პიქსიმის დოზის მიღება
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ცეფიქსიმის, სხვა ცეფალოსპორინების ან პიქსიმის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.
პიქსიმის გამოყენებისას დაიცავით სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები,
თუ ადრე გქონდათ კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება).
თუ გაქვთ თირკმელების უკამრისობა.
შუა ყურის უეცრად განვითარებული (მწვავე) ოტიტის შემთხვევაში სუსპენზია არ უნდა ჩანაცვლდეს ტაბლეტებით, რადგან სუსპენზიის ფორმის შეწოვა უფრო მაღალია.
თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში დროის ნებისმიერ მონაკვეთში, გთხოვთ, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
პიქსიმის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
პიქსიმი უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად ან უშუალოდ საკვების მიღების შემდეგ.
სიფრთხილის ზომები
პიქსიმი სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატების მიმართ. როგორც სხვა ცეფალოსპორინების შემთხვევაში, ცეფიქსიმი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ჰიპერმგრძნობელობა პენიცილინის მიმართ, რადგან არსებობს პენიცილინებსა და ცეფალოსპორინებს შორის ნაწილობრივი ჯვარედინი ალერგიულობის გარკვეული მტკიცებულება. პაციენტებში აღინიშნა მძიმე რეაქციები (მათ შორის ანაფილაქსია) პრეპარატების ორივე კლასზე. პიქსიმის მიმართ ალერგიული ეფექტის განვითარების შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას და საჭიროების შემთხვევაში პაციენტს უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა შესაბამისი საშუალებებით.
პიქსიმი სიფრთხილის ზომების დაცვით ინიშნება პაციენტებში თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევით (კრეატინინის კლირენსი <10 მლ/წთ/1.73მ2) (იხ. პარაგრაფი 4.2 „დოზირება თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს“).
კანის მძიმე გვერდითი რეაქციები
ზოგ პაციენტში, რომელიც იღებდა ცეფიქსიმს, რეგისტრირებულია კანის მძიმე გვერდითი რეაქციები, როგორიცაა ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და სტივენს-ჯონსონის სინდრომი. კანის მძიმე გვერდითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში ცეფიქსიმის მიღება უნდა შეწყდეს და დაწყებული იქნას შესაბამისი თერაპია ან/და ზომები.
პიქსიმის ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება იწვევდეს არამგრძნობიარე ორგანიზმების ძლიერ ზრდას.
ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით მკურნალობა ცვლის მსხვილი ნაწლავის ნორმალურ ფლორას და შეიძლება გამოიწვიოს Clostridium-ის ძლიერი ზრდა. კვლევებით ნაჩვენებია, რომ Clostridium difficile-თი გამომუშავებული ტოქსინი წარმოადგენს ანტიბიოტიკებით გამოწვეული დიარეის ძირითად მიზეზს. პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, თუ პრეპარატის მიღების დროს აღინიშნება ძლიერი დიარეა.
ფსევდომემბრანული კოლიტის მკურნალობა უნდა ითვალისწინებდეს სიგმოიდოსკოპიას, შესაბამის ბაქტერიოლოგიურ კვლევებს, სითხის, ელექტროლიტებისა და ცილოვანი დანამატების მიღებას. თუ კოლიტის გაუმჯობესება არ ხდება პრეპარატის მოხსნის შემდეგ ან თუ სიმპტომები მძიმეა, პერორალური ვანკომიცინი წარმოადგენს არჩევის პრეპარატს C. difficile-თი გამოწვეულ ანტიობიოტიკებთან ასოცირებული ფსევდომემბრანული კოლიტის სამკურნალოდ. კოლიტის სხვა მიზეზები უნდა გამოირიცხოს.
შუა ყურის ოტიტის მკურნალობა უნდა ჩატარდეს სუსპენზიით. შუა ყურის ოტიტის კლინიკური კვლევები ჩატარდა სუსპენზიის გამოყენებით და სუსპენზია იწვევს სისხლში უფრო მაღალ პიკურ დონეებს, ვიდრე ტაბლეტები იმავე დოზით.
პიქსიმის თითოეული 5 მლ შეიცავს 2510.2 მგ საქაროზას. ეს გასათვალისწინებელია დიაბეტის მქონე პაციენტებში. პაციენტებმა ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევებით, გლუკოზა-გალაქტოზის შეწოვის დარღვევით ან საქაროზა-იზომალტაზას დეფიციტით, მოცემული პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ცეფალოსპორინების გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს ზოგიერთი ლაბორატორიული ანალიზების შედეგები. ბენედიქტის, ფელინგის ტესტებმა და კლინიტესტმა შეიძლება აჩვენოს ცრუდადებითი შედეგი.
პრეპარატების ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
პრობენეციდი ზრდის ცეფიქსიმის კონცენტრაციას
ცეფიქსიმი ზრდის კარბამაზეპინის დონეს.
საკვებმა შეიძლება გაახანგრძლივოს ცეფიქსიმის შეწოვა.
როგორც სხვა ცეფალოსპორინების შემთხვევაში, რამდენიმე პაციენტში აღინიშნა პროთრომბინული დროის გაზრდა. ამიტომ, ანტიკოაგულაციურ თერაპიაზე მყოფ პაციენტებში საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებულ ჯგუფებთან დაკავშირებით
განსაკუთრებულ ჯგუფებთან დაკავშირებით მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
პედიატრიული პოპულაცია
პედიატრიულ პოპულაციასთან დაკავშირებით მონაცემები არ არის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას.
თუ თქვენი მკურნალობის პერიოდში დაგიდგინდებათ ორსულობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
ძუძუთი კვება
მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დედის რძეში ცეფიქსიმი არ იყო განსაზღვრული, თუმცა კლინიკური კვლევების საკმარისი შედეგების მიღებამდე საჭიროა ძუძუთი კვების ან პიქსიმით მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ საკითხის გადაწყვეტა.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცეფიქსიმი ახდენს პირდაპირ არასასურველ ეფექტს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, ძირითადი დაავადება ან ცეფიქსიმის ზოგიერთი არასასურველი ეფექტი (მაგალითად, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ) შეიძლება გავლენას ახდენდეს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პიქსიმის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
პიქსიმის თითოეული 5 მლ (1 კოვზი) შეიცავს 2510.2 მგ საქაროზას. ეს გასათვალისწინებელია დიაბეტის მქონე პაციენტებში. თუ თქვენი ექიმისგან თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მოცემული პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
სხვა პრეპარატების მიღება
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს:
კარბამაზეპინი (გამოიყენება ეპილეფსიის დროს); პიქსიმი ზრდის ამ პრეპარატის დონეს სისხლში.
პრობენეციდი (გამოიყენება ქრონიკული პოდაგრის დროს); პიქსიმი ზრდის ამ პრეპარატის დონეს სისხლში.
ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი (პრეპარატი, რომელიც ათხელებს სისხლს).
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახანს იღებდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატს.
გვერდითი მოვლენები
- პიქსიმის შენახვის პირობები
- რას წარმოადგენს პიქსიმი და რისთვის გამოიყენება
პიქსიმი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას, სახელწოდებით ცეფიქსიმი, რომელიც მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, სახელწოდებით ცეფალოსპორინები. ის გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
შუა ყურის მწვავე ოტიტი (შუა ყურის ანთება), თუ გამოწვეულია Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae და Moraxella catarrhalis-ით;
მწვავე სინუსიტი (სინუსების ანთება), თუ გამოწვეულია Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae და Moraxella catarrhalis-ით;
მწვავე ტონზილოფარინგიტი ან ფარინგიტი (ნუშისებრი ჯირკვლების და ხახის ანთება), თუ გამოწვეულია Streptococcus pyogenes-ით;
ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გამწვავება (ბრონქების ანთება, რომელსაც გადააქვს ჰაერი ფილტვებში), თუ გამოწვეული Streptococcus pneumoniae და Haemophilus influenzae-თი;
საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები (შარდის ბუშტის და შარდსადინარის ბაქტერიული ანთება, გამოწვეული Gonococci).
პიქსიმის აღწერილობა და კოლოფის შიგთავსი
პიქსიმი არის თეთრიდან მოთეთრო ფერის ფხვნილი, რომელიც აღდგენისას წარმოადგენს თეთრიდან მოთეთრო ფერის სუსპენზიას ჟოლოს სუნით. თითოეული შეფუთვა შეიცავს მშრალ ფხვნილს 50 ან 100 მლ სუსპენზიის მოსამზადებლად.
- რა უნდა იცოდეთ პიქსიმის გამოყენებამდე
ჭარბი დოზა
ზუსტად განსაზღვრული ინტოქსიკაციის შემთხვევები უცნობია.
თუ მკურნალობის პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ შენარჩუნდა მძიმე დიარეა, განიხილება ფსევდომემბრანული კოლიტი. შეწყვიტეთ მკურნალობა და დაიწყეთ შესაბამისი თერაპია (მაგალითად, ვანკომიცინი პერორალურად 4×250 მგ). ნაწლავის პერისტალტიკის დამთრგუნველი პრეპარატები უკუნაჩვენებია. ანაფილაქსიური შოკის შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება შოკის პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე.
მკურნალობა ანაფილაქსიური შოკის შემთხვევაში: გადაუდებელი დახმარების ზოგადად მიღებულ ღონისძიებებთან ერთად საჭიროა სასუნთქი გზების გამავლობის შენარჩუნება.
გადაუდებელი დახმარებისთვის ეპინეფრინი შეჰყავთ ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან და გლუკოკორტიკოიდებთან (პრედნიზოლონთან) ერთად. ასევე, გასათვალისწინებელია ხელოვნური სუნთქვის, ჟანგბადის ინჰალაციის, კალციუმის შეყვანის შესაძლებლობა. პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ გულდასმით დაკვირვების ქვეშ.
ცეფიქსიმის მნიშვნელოვანი რაოდენობა არ გამოიყოფა სისხლიდან ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის საშუალებით.
შემადგენლობა
თითოეული 5 მლ მომზადებული სუსპენზია (1 კოვზი) შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას:
ცეფიქსიმის ტრიჰიდრატი....................111.9 მგ (შეესაბამება 100 მგ ცეფიქსიმს)
დამხმარე ნივთიერებებს ცნობილი მოქმედებით:
საქაროზა.....................................................2511.9 მგ
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6.1.
- ფარმაცევტული ფორმა
ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის.
თეთრიდან მოთეთრო ფერის ფხვნილი აღდგენისას წარმოადგენს თეთრიდან მოთეთრო ფერის სუსპენზიას ჟოლოს სუნით.
- კლინიკური მახასიათებლები
შენახვის პირობები
მშრალი ფხვნილი უნდა შეინახოთ 25C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე. აღდგენილი ხსნარი უნდა ინახებოდეს 25C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და გამოყენებული იქნას 14 დღის განმავლობაში.
- 5. შეფუთვის აღწერილობა და შიგთავსი
მშრალი ფხვნილი ფერადი მინის ფლაკონში მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის თავსახურით პირველი გახსნის კონტროლის მექანიზმით მუყაოს კოლოფში + პოლიპროპილენის საზომი კოვზი (50 მლ).
მშრალი ფხვნილი ფერადი მინის ფლაკონში ბავშვების მიერ გახსნისგან დამცავი პე/პპ თავსახურით მუყაოს კოლოფში + პოლიპროპილენის საზომი კოვზი (100 მლ).
- 6. განსაკუთრებული ზომები უტილიზაციის და მოხმარების დროს
ნებისმიერი გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტის ან ნარჩენი მასალის უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
- სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
დევა ჰოლდინგ ა.ს. (DEVA Holding A.Ş)
ჰალკალი მერკეზ მაჰ. ბასინ ექსპრესის ქუჩა №1
34303 კუჯუკჯექმეჩე-სტამბოლი / თურქეთი
- სავაჭრო ლიცენზიის ნომერი(ნომრები)
- პირველი ლიცენზიის გაცემის/ლიცენზიის განახლების თარიღი
ბოლო განახლების თარიღი :
- ტექსტის გადახედვის თარიღი
ფარმაკოლოგიური თვისებები
მესამე თაობის ცეფალოსპორინები
ათქ კოდი: J01DD08
მოქმედების მექანიზმი
ცეფიქსიმი, პერორალური გამოყენების ცეფალოსპორინი, სტრუქტურით, მოქმედების სპექტრითა და ბეტა-ლაქტამაზას მიმართ რეზისტენტობით მსგავსია პარენტერალური გამოყენების ცეფალოსპორინისა - ცეფოტაქსიმისა. ისევე, როგორც ამ მოლეკულური ჯგუფის ყველა წევრს, ცეფიქსიმს გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება. ცეფიქსიმი მოქმედებს ბაქტერიების უჯრედული კედლის სინთეზის ინჰიბირების გზით.
ის ძლიერ რეზისტენტურია ბეტა-ლაქტამაზას ფერმენტების მიმართ. შესაბამისად, ეფექტიანია პენიცილინების მიმართ რეზისტენტური მიკროორგანიზმების წინააღმდეგ ბეტა-ლაქტამაზას არსებობის გამო, ასევე ზოგიერთი მიკროორგანიზმის წინააღმდეგ, რომლებიც რეზისტენტურია ზოგიერთი ცეფალოსპორინის მიმართ.
ცეფიქსიმი ეფექტიანია ამ პათოგენების წინააღმდეგ:
Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis, Neisseria gonorrhoeae, Escherichia coli, Proteus mirabilis, Klebsiella pneumoniae, Klebsiella oxytoca.
რეზისტენტური მიკროორგანიზმები
Pseudomonas spp., enterococci, Listeria monocytogenes, უმრავლესი Staphylococci (კოაგულაზა დადებითი ან უარყოფითი შტამები, ასევე მეთიცილინ რეზისტენტური შტამები), უმრავლესი Enterobacter შტამი, Bacteroides fragilis შტამები და Clostridium spp. რეზისტენტულია ცეფიქსიმის მიმართ.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი თვისებები
შეწოვა:
ცეფიქსიმი მარტივად შეიწოვება პერორალურად მიღებისას. საკვები არ ახდენს გავლენას შეწოვაზე.
განაწილება:
200-დან 2000 მგ-მდე დოზების მიღებისას სისხლის შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია და შრატისმიერი კონცენტრაციების მრუდის ქვეშ ფართობი (AUC) ხაზოვნად იზრდება.
2-4 მკგ/მლ ან 3-5 მკგ/მლ-ის მაქსიმალური კონცენტრაციები სისხლის შრატში მიიღწევა შესაბამისად 200 მგ და 400 მგ-ის პერორალური მიღებიდან 3-4 საათში. პრეპარატის განმეორებით მიღებისას პრეპარატი არ გროვდება შრატსა თუ შარდში. შრატის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 65%-ს; ჯანმრთელ მოხალისეებში შრატიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-4 საათს.
ბიოტრანსფორმაცია:
in vivo ცეფიქსიმი არ მეტაბოლიზდება.
გამოყოფა:
აბსორბირებული დოზის დაახლოებით 50% გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით 24 საათში. მიღებული დოზის 10% გამოიყოფა ნაღველში. თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი 20-40 მლ/წთ) ცეფიქსიმის შრატში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6.4 საათს, და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი 5-20 მლ/წთ) ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია 11.5 საათამდე.
დახასიათება პაციენტებში
ხანდაზმულები:
ასაკი მნიშვნელოვნად არ ცვლის პრეპარატის ფარმაკოკინეტიკურ თვისებებს.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა:
პრეპარატი მნიშვნელოვანი ხარისხით არ გამოიყოფა სისხლიდან ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის საშუალებით.
- 3 უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
პარენტერალური მიღების შემდეგ LD50-ის მნიშვნელობები აღინიშნა 3.5 გ/კგ და 10 გ/კგ დიაპაზონში, მაქსიმალური დოზა 10 გ/კგ ზოგადად აიტანებოდა პერორალური მიღების შემდეგ.
განმეორებითი მიღების შემდეგ ტოქსიკურობის კვლევებით გამოვლენილია ნივთიერებით გამოწვეული ეფექტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და თირკმელებში. სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად, ცეფიქსიმი კლასიფიცირდება, როგორც პოტენციურად ნეფროტოქსიკური პრეპარატი.
3 კვირის ასაკის ძაღლებში 400 მგ/კგ/დღე-ღამეში დოზით ცეფიქსიმის ყოველდღიური პერორალური შეყვანა 5 კვირის განმავლობაში იწვევდა თირკმელების მილაკების ეპითელიუმის პერიოდულ ნეკროზს. ამ კვლევაში არატოქსიკური დოზა განისაზღვრა 100 მგ/კგ/დღე-ღამეში დონეზე, რომელიც დაახლოებით თხუთმეტჯერადი თერაპიული დოზის ეკვივალენტურია. მოზრდილ ძაღლებში ნეფროტოქსიკურობის ჰისტოლოგიური ნიშნები აღინიშნა დღე-ღამეში 1 გ/კგ ცეფიქსიმის 14 დღიანი ინტრავენური შეყვანის შემდეგ (თირკმლის მილაკების რეგენერაცია მანამდე არსებული ნეკროზის შემდეგ).
ვირთაგვებში დღე-ღამეში 1 გ/კგ ერთი წლის განმავლობაში შეყვანა იწვევდა ქრონიკულ ნეფროპათიას თირკმელების მასის გაზრდით და პროტეინურიით. ერთადერთი დამატებითი ნიშანი იყო ბრმა ნაწლავის გადიდება, რაც დამახასიათებელია ანტიბიოტიკებისთვის.
ბოცვრებში ცეფიქსიმის დაბალი დოზებიც კი ახდენდა ტოქსიკურ მოქმედებას. ეს პირველ რიგში დაკავშირებულია გრამდადებითი ნაწლავური ფლორის დაზიანებასთან ცხოველის სახეობის მიხედვით.
ვირთაგვებისა და ბოცვერებისთვის განსაზღვრულია ზღვრული დოზა დაახლოებით 500 მგ/კგ/დღე-ღამეში თირკმლის პროქსიმალურ არხებზე ტოქსიკური მოქმედებისთვის ერთი ან რამდენიმე პარენტერალური გამოყენების შემდეგ.
3 სახეობის ცხოველის (ვირთაგვი, თაგვი, ბოცვერი) კვლევებმა არ გამოავლინა ტერატოგენური თვისებები. ვირთაგვებში პერინატალურ ან პოსტნატალურ განვითარებასა და ფერტილობაზე გავლენა არ არის დადგენილი. ცეფიქსიმი გადადის პლაცენტაში. ჭიპლარის სისხლში კონცენტრაცია შეადგენდა დედის შრატში აღნიშნული კონცენტრაციის 1/6-1/2-ს. დედის რძეში ცეფიქსიმის კონცენტრაცია არ არის დამტკიცებული. მხოლოდ შეზღუდული გამოცდილება არსებობს პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ადამიანებში ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
მუტაგენობის რამდენიმე in vitro და in vivo ტესტები უარყოფითია. შესაბამისად, ადამიანში ცეფიქსიმის მუტაგენური მოქმედება დარწმუნებით შეიძლება გამოირიცხოს.
- ფარმაცევტული მახასიათებლები
- 1 დამხმარე ნივთიერებები
საქაროზა
ქსანტანის გომიზი
ნატრიუმის ბენზოატი
ჟოლოს არომატიზატორი
კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი
- 2. არათავსებადობა
არ არის.
- 3. ვარგისობის ვადა
24 თვე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
შეფუთვის ჩანართი
პიქსიმი 100 მგ/5 მლ მშრალი ფხვნილი პედიატრიული პერორალური სუსპენზიისთვის
მიიღება პერორალურად
მოქმედი ნივთიერება: სუსპენზიის თითოეული 5 მლ (1 კოვზი) შეიცავს 111.9 მგ ცეფიქსიმის ტრიჰიდრატს, რაც შეესაბამება 100 მგ ცეფიქსიმს.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ქსანტანის გომიზი, ნატრიუმის ბენზოატი, ჟოლოს არომატიზატორი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი.
მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული შეფუთვის ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ მოცემული ჩანართი. შესაძლოა, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს.
მოცემული პრეპარატის მიღების პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით ამ ჩანართის მითითებები. არ მიიღოთ თქვენთვის რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.
მოცემული ჩანართის შინაარსი:
- რას წარმოადგენს პიქსიმი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ პიქსიმის მიღებამდე
- როგორ უნდა მიიღოთ პიქსიმი
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- პიქსიმის შენახვის პირობები
- რას წარმოადგენს პიქსიმი და რისთვის გამოიყენება
პიქსიმი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას, სახელწოდებით ცეფიქსიმი, რომელიც მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, სახელწოდებით ცეფალოსპორინები. ის გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
შუა ყურის მწვავე ოტიტი (შუა ყურის ანთება), თუ გამოწვეულია Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae და Moraxella catarrhalis-ით;
მწვავე სინუსიტი (სინუსების ანთება), თუ გამოწვეულია Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae და Moraxella catarrhalis-ით;
მწვავე ტონზილოფარინგიტი ან ფარინგიტი (ნუშისებრი ჯირკვლების და ხახის ანთება), თუ გამოწვეულია Streptococcus pyogenes-ით;
ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გამწვავება (ბრონქების ანთება, რომელსაც გადააქვს ჰაერი ფილტვებში), თუ გამოწვეული Streptococcus pneumoniae და Haemophilus influenzae-თი;
საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები (შარდის ბუშტის და შარდსადინარის ბაქტერიული ანთება, გამოწვეული Gonococci).
პიქსიმის აღწერილობა და კოლოფის შიგთავსი
პიქსიმი არის თეთრიდან მოთეთრო ფერის ფხვნილი, რომელიც აღდგენისას წარმოადგენს თეთრიდან მოთეთრო ფერის სუსპენზიას ჟოლოს სუნით. თითოეული შეფუთვა შეიცავს მშრალ ფხვნილს 50 ან 100 მლ სუსპენზიის მოსამზადებლად.
- რა უნდა იცოდეთ პიქსიმის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ პიქსიმი
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ცეფიქსიმის, სხვა ცეფალოსპორინების ან პიქსიმის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.
პიქსიმის გამოყენებისას დაიცავით სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები,
თუ ადრე გქონდათ კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება).
თუ გაქვთ თირკმელების უკამრისობა.
შუა ყურის უეცრად განვითარებული (მწვავე) ოტიტის შემთხვევაში სუსპენზია არ უნდა ჩანაცვლდეს ტაბლეტებით, რადგან სუსპენზიის ფორმის შეწოვა უფრო მაღალია.
თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში დროის ნებისმიერ მონაკვეთში, გთხოვთ, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
პიქსიმის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
პიქსიმი უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად ან უშუალოდ საკვების მიღების შემდეგ.
ორსულობა
მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას.
თუ თქვენი მკურნალობის პერიოდში დაგიდგინდებათ ორსულობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
ძუძუთი კვება
მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დედის რძეში ცეფიქსიმი არ იყო განსაზღვრული, თუმცა კლინიკური კვლევების საკმარისი შედეგების მიღებამდე საჭიროა ძუძუთი კვების ან პიქსიმით მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ საკითხის გადაწყვეტა.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცეფიქსიმი ახდენს პირდაპირ არასასურველ ეფექტს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, ძირითადი დაავადება ან ცეფიქსიმის ზოგიერთი არასასურველი ეფექტი (მაგალითად, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ) შეიძლება გავლენას ახდენდეს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პიქსიმის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
პიქსიმის თითოეული 5 მლ (1 კოვზი) შეიცავს 2510.2 მგ საქაროზას. ეს გასათვალისწინებელია დიაბეტის მქონე პაციენტებში. თუ თქვენი ექიმისგან თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მოცემული პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
სხვა პრეპარატების მიღება
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს:
კარბამაზეპინი (გამოიყენება ეპილეფსიის დროს); პიქსიმი ზრდის ამ პრეპარატის დონეს სისხლში.
პრობენეციდი (გამოიყენება ქრონიკული პოდაგრის დროს); პიქსიმი ზრდის ამ პრეპარატის დონეს სისხლში.
ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი (პრეპარატი, რომელიც ათხელებს სისხლს).
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახანს იღებდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატს.
- როგორ უნდა მიიღოთ პიქსიმი
მითითებები სწორად გამოყენებასთან და დოზირებასთან/მიღების სიხშირესთან დაკავშირებით
დოზა 12 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის:
რეკომენდებული საერთო სადღეღამისო დოზა შეადგენს 8 მგ/კგ. მისი მიღება შეიძლება ერთჯერადი დოზის სახით ან განაწილებული 4 მგ/კგ ორ დოზაზე 12 საათიანი ინტერვალით.
სხეულის მასა (კგ)
სადღეღამისო დოზა (მგ)
სადღეღამისო დოზა (მლ)
5-7.5
50
- 5
- 6-10
80
4
- 1-12.5
100
5
- 6-20.5
150
- 5
- 6-28
200
10
- 1-33
250
- 5
- 1-40
300
15
- 1-45
350
- 5
- 1 და მეტი
400
20
დოზა მოზრდილებისთვის და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის:
რეკომენდებული დოზა შეადგენს 400 მგ-ს დღე-ღამეში. შეიძლება გამოყენებული იქნას 400 მგ ერთჯერადი დოზა ან განაწილებული 200 მგ-იან ორ დოზაზე 12 საათიანი ინტერვალით. პიქსიმის მიღება შეიძლება ცარიელ ან სავსე კუჭზე.
გაურთულებელი გონოკოკური ინფექციების შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული 400 მგ პიქსიმის ერთჯერადი დოზა,
პიქსიმით სტრეპტოკოკური ტონზილოფარინგიტის მკურნალობა უნდა შეადგენდეს 10 დღეს.
მოზრდილებისთვის რეკომენდებულია შესაფერისი დოზების და ფარმაცევტული დოზირებული ფორმების გამოყენება. პერორალური სუსპენზიისა და საშეტების ფორმების გამოყენება შეიძლება პაციენტებში, რომლებსაც უჭირთ ყლაპვა.
მიღების წესი და მეთოდი
პიქსიმი მიიღება პერორალური გზით.
პიქსიმის სუსპენზიის მომზადება
პიქსიმი წარმოდგენილია ფხვნილის სახით და გამოყენებამდე საჭიროა მისი აღდგენა.
პიქსიმის აღდგენის მიზნით დაიცავით შემდეგი ეტაპები:
მსუბუქად დააკაკუნეთ ბოთლზე, რომ სრულად მოცილდეს ფხვნილი.
- თანდათანობით დაამატეთ წყალი ბოთლის ნიშნულის 2/3-მდე და კარგად შეანჯღრიეთ (სუსპენზიის მოსამზადებლად სასურველია ადუღებული და გაგრილებული წყლის გამოყენება).
- იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას სრული დაშლა, გააჩერეთ 5 წუთი.
- შეავსეთ წყალი ბოთლის ნიშნამდე (დარჩენილი 1/3) და კვლავ კარგად შეანჯღრიეთ (სუსპენზიის მოსამზადებლად სასურველია ადუღებული და გაგრილებული წყლის გამოყენება).
- პაციენტმა უნდა მიიღოს ექიმის მიერ რეკომენდებული დოზა 5 მლ საზომი კოვზის გამოყენებით, რომელიც მოწოდებულია ბოთლთან ერთად.
ყოველი დოზის მიღების წინ კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი.
მიღების დასრულებისთანავე მჭიდროდ დაახურეთ ბოთლს.
მომზადებული სუსპენზიის თითოეული 5 მლ (1 საზომი კოვზი) შეიცავს 100 მგ ცეფიქსიმს.
მომზადებული სუსპენზიის შენახვა შეიძლება 14 დღის განმავლობაში 25˚C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე ეფექტიანობის დაკარგვის გარეშე. 14 დღის შემდეგ ბოთლში დარჩენილი სუსპენზია არ გამოიყენება. არ უნდა შეინახოთ მაცივარში.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში
6 თვემდე ასაკის ბავშვებში ცეფიქსიმის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის.
გამოყენება ხანდაზმულებში
სიფრთხილის სპეციალური ზომები არ არის. ხანდაზმულ პაციენტებს შეუძლიათ გამოიყენონ მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზა.
გამოყენება სპეციალური მდგომარეობების დროს
თირკმელების უკმარისობა
თირკმელების ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევის მქონე პაციენტებში დოზა უნდა შემცირდეს. თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენი პრეპარატის დოზირებას თქვენი დაავადების მიხედვით და დაგინიშნავთ მას.
ღვიძლის უკმარისობა
დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
თუ ფიქრობთ, რომ პიქსიმის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ პიქსიმის საჭიროზე მეტი დოზა:
თუ მიიღეთ პიქსიმის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ პიქსიმის დოზის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ დაგავიწყდათ პიქსიმის დოზის მიღება, მომდევნო დოზა უნდა მიიღოთ ჩვეულებრივი გრაფიკით და იგივე დოზით, როგორც ყოველთვის.
ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ შეწყვიტეთ პიქსიმის მიღება
პიქსიმით თერაპის დასრულების შემდეგ უარყოფითი ეფექტები მოსალოდნელი არ არის.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა მედიკამენტის შემთხვევაში, გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს პიქსიმის ინგრედიენტების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებში.
შეწყვიტეთ პიქსიმის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო განყოფილებას, თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი ქვემოთ მითითებული მდგომარეობა:
ძალიან იშვიათი:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რომლებიც იწვევს სიცოცხლისთვის საშის შოკს (მაგალითად, სახის შეშუპება, ენის შეშუპება, შინაგანი სასუნთქი გზების შეშუპება სასუნთქი გზების შევიწროებით, გახშირებული გულისცემა, გაძნელებული სუნთქვა, არტერიული წნევის დაქვეითება, რაც შოკსაც კი იწვევს)
მულტიფორმული ერითემა (ჰიპერმგრძნობელობის ჩვეულებრივ გარდამავალი რეაქცია, რომელიც ხასიათდება მაქმანისებრი სიწითლით სახეზე, ხელებსა და ფეხებზე)
სტივენს-ჯონსონის სინდრომი (ანთება, რომელიც ხასიათდება მკვრივი ბუშტუკების განვითარებით კანზე და თვალების გარშემო, შეშუპებით და გამონაყარით)
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (კანის მძიმე რეაქცია, რომელიც გამოიხატება დიდი ზომის ბლისტერებით კანზე) ასევე, იშვიათად აღინიშნა.
ეს არის ძალიან მძიმე გვერდითი მოვლენები.
ნებისმიერი მათგანის გამოვლენა ნიშნავს, რომ გაქვთ მძიმე ალერგია პიქსიმის მიმართ.
შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო მკურნალობა ან ჰოსპიტალიზაცია.
ეს ძალიან მძიმე გვერდითი მოვლენები აღინიშნება ძალიან იშვიათად.
გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია სიხშირის შემდეგი კატეგორიების შესაბამისად:
ძალიან ხშირი: აღენიშნება 10-დან სულ მცირე 1 პაციენტს
ხშირი: აღენიშნება 100-დან 1-10 პაციენტს
არც ისე ხშირი: აღენიშნება 1000-დან 1-10 პაციენტს
იშვიათი: აღენიშნება 10000-დან 1-10 პაციენტს
ძალიან იშვიათი: აღენიშნება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს
ცნობილი არაა: შეუძლებელია შეფასება ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით
ძალიან ხშირი:
სისავსე კუჭის არეში
გულისრევა, ღებინება
მეტეორიზმი
მადის დაკარგვა
ხშირი:
რბილი განავალი ან დიარეა
არც ისე ხშირი:
კანზე გამონაყარი, ქავილი, ლორწოვანი გარსის ანთება (ქსოვილის შრე, რომელიც ფარავს ზოგიერთი ორგანის შიდა ზედაპირს და წარმოქმნის ლორწოს).
იშვიათი:
სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის შემცირება (აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, ლეუკოპენია, თრომბოციტოპენია)
სისხლში ალერგიული უჯრედების, სახელწოდებით ეოზინოფილები, მომატებული რაოდენობა (ეოზინოფილია)
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა (ვერტიგო)
ღვიძლის ფერმენტების მომატება
სისლში კრეატინინისა და შარდოვანას კონცენტრაციების მომატება
ძალიან იშვიათი:
სისხლის შედედების დარღვევები
როგორც სხვა ცეფალოსპორინების შემთხვევაში, შეიძლება ზოგჯერ დაირღვეს სისხლის შედედების პროცესები, ამიტომ კოაგულაციურ თერაპიაზე მყოფმა პაციენტებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილის ზომები.
ანტიბიოტიკით ინდუცირებული კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება) (მაგალითად, ფსევდომემბრანული კოლიტი, რომელიც ხასიათდება აპკოვანი ნადებით, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
სუპერინფექციები (ანტიბიოტიკების მიმართ არამდგრადი მიკრობების გამრავლება)
სამკურნალწამლო ცხელება
შრატისმიერი დაავადების ტიპის რეაქცია (ცხელება, ტკივილი და ტკივილი სახსრებში, ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს კანზე გამონაყარს და ლიმფური კვანძების შეშუპებას)
ანემია, გამოწვეული ერითროციტების დაშლით
თირკმელების ანთება
ჰეპატიტი (ღვიძლის ინფექციით გამოწვეული სიყვითლე), ობსტრუქციული სიყვითლე
დროებითი ჰიპერაქტივობა
მიდრეკილება შეტევისმაგვარი ტიპის კრუნჩხვებისადმი
უცნობია:
ქავილი გენიტალიების არეში (ქავილი) და ვაგინიტი (საშოს ბაქტერიული ანთება)
თუ შენიშნავთ რომელიმე გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემული შეფუთვის ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შესახებ ანგარიშგება
მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გააგზავნოთ შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ უშუალოდ შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
- პიქსიმის შენახვის პირობები
შეინახეთ პიქსიმი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე და მის ორიგინალ შეფუთვაში.
მშრალი ფხვნილი შეინახეთ 25C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
აღდგენილი სუსპენზია შეინახეთ 25C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და გამოიყენეთ 14 დღის განმავლობაში.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ პიქსიმი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
ვარგისობის ვადა წარმოადგენს მითითებული თვის ბოლო დღეს.
თუ შენიშნავთ პროდუქტის ან/და მისი შეფუთვის ნებისმიერ დაზიანებას, არ გამოიყენოთ პიქსიმი.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
დევა ჰოლდინგ ა.ს. (DEVA Holding A.Ş)
კუჯუკჯექმეჩე-სტამბოლი / თურქეთი
მწარმოებელი
დევა ჰოლდინგ ა.ს. (DEVA Holding A.Ş)
Kapaklı - თექირდაღი/თურქეთი
მოცემული შეფუთვის ჩანართის დამტკიცების თარიღი: 24/06/2024
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


