ამპისული
AMPISUL
მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვადასხვა ლოკალიზაციის ინფექციები: ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის სინუსიტი, შუა ყურის ანთება, ეპიგლოტიტი; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ამპიცილინი (ampicillin) + sulbactam
- ფორმა და შეფუთვა
- 1.5გ (1000მგ + 500მგ) ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №10
- მწარმოებელი
- KWALITY PHARMACEUTICALS LTD, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებთან
- ATC კოდი
- J01CR01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046254
- რეგისტრირებულია
- 8 სექტემბერი 2026, მოქმედებს 8 სექტემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- BRUDER LIFE SCIENCE (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ჯიემთი ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ამპისული — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვადასხვა ლოკალიზაციის ინფექციები:
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის სინუსიტი, შუა ყურის ანთება, ეპიგლოტიტი; ბაქტერიული პნევმონია
საშარდე გზების ინფექციები და პიელონეფრიტი
ინტრააბდომინალური ინფექციები (მათ შორის პერიტონიტი),ქოლეცისტიტი, ენდომეტრიტი და პარამეტრიტი
ბაქტერიული სეპტიცემია
კანის, რბილი ქსოვილების, ძვლებისა და სახსრების ინფექციური დაავადებები
გონოკოკური ინფექციები
პრე და პოსტოპერაციულ პერიოდებში, ჭრილობის ინფექციების სიხშირის შესამცირებლად მუცლის ან მენჯის ორგანოებზე ოპერაციის დროს.
ორსულობის შეწყვეტის ან საკეისრო კვეთის დროს ოპერაციამდე პოსტოპერაციული სეფსისის რისკის შესამცირებლად.
ყურადღება უნდა მიექცეს ოფიციალურ რეკომენდაციებს ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები
ამპისული ინიშნება დოზით 1,5-12გ/დღე-ღამეში ყოველ 6 ან 8 საათში. სულბაქტამის მაქსიმალური დღე-ღამის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 გრამს. ნაკლებად მძიმე ინფექციების დროს დასაშვებია ყოველ 12 საათში ერთხელ ინექცია.
ინფექციის სიმძიმე
ამპისულის სადღეღამისო დოზა (სულბაქტამი + ამპიცილინი) (გ)
მსუბუქი
- 5- 3 (0.5 + 1, ill. 1 + 2)
საშუალო სიმძიმის
6-მდე (2 + 4)
მძიმე
12-მდე (4 + 8)
მიღების ჯერადობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და პაციენტის თირკმელების ფუნქციონირებაზე.
როგორც წესი, მკურნალობა გრძელდება სხეულის ტემპერატურის ნორმალიზებისა და ინფექციის სხვა სიმპტომების გაქრობიდან კიდევ 48 საათის განმავლობაში.
მკურნალობის კურსი შეადგენს 5-14 დღეს, თუმცა მძიმე შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გახანგრძლივება ან დამატებით ამპიცილინის დანიშვნა.
ქირურგიული ინფექციების პროფილაქტიკისთვის, ამპისულის დოზა შეადგენს 1,5-3გ-ს ანესთეზიის დროს, რაც უზრუნველყოფს სისხლის პლაზმასა და ქსოვილებში ეფექტური კონცენტრაციის შენარჩუნებას პროცედურის დროს. დოზის გამეორება შესაძლებელია ყოველ 6-8 საათში; ქირურგიული ჩარევების უმრავლეს შემთხვევაში, როგორც წესი, ამპისულის გამოყენებას წყვეტენ ოპერაციიდან 24 საათის შემდეგ, თუ მკურნალობის მიზნით არ არის ნაჩვენები შემდგომი ინექციები.
გაურთულებელი გონორეის დროს ინიშნება ერთჯერადად 1,5გ ამპისული. ამპიცილინისა და სულბაქტამის პლაზმური კონცენტრაციების გაზრდის მიზნით ინიშნება პრობენეციდი 1გ პერორალურად.
ბავშვები
ბავშვებში, მათ შორის ახალშობილებში, უმეტესი ინფექციების სამკურნალოდ შესაყვანი პრეპარატის დოზა შეადგენს 150მგ/კგ/დღე-ღამეში (რაც შეესაბამება 100 მგ/კგ/დღე-ღამეში ამპიცილინს და 50 მგ/კგ/დღე-ღამეში სულბაქტამს). როგორც წესი, ინიშნება ყოველ 6 ან 8 საათში ერთხელ ამპიცილინის სტანდარტული პრაქტიკის საფუძველზე.
ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებში პრეპარატი ინიშნება სადღეღამისო დოზით ყოველ 12 საათში 75 მგ/კგ სხეულის მასაზე გადაანგარიშებით (რაც შეესაბამება 25 მგ/კგ/დღე-ღამეში სულბაქტამს და 50 მგ/კგ/დღე-ღამეში ამპიცილინს).
თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), სულბაქტამის და ამპიცილინის ელიმინაციის კინეტიკა ერთნაირად მცირდება, ამიტომ პლაზმაში მათი თანაფარდობა არ ირღვევა. ამპისულის დოზა ასეთი ჯგუფის პაციენტებისათვის უნდა დაინიშნოს ნაკლები სიხშირით, ამპიცილინის სტანდარტული პრაქტიკის საფუძველზე.
მიღების წესი
ინტრავენური და ინტრამუსკულარული გამოყენება.
გამოიყენება შემდეგი კონცენტრაციებით:
საერთო დოზა (გ)
სულბაქტამ-ამპიცილინის ექვივალენტური დოზა (გ)
ფლაკონის მოცულობა
გამხსნელის მოცულობა (მლ)
მაქსიმალური საბოლოო კონცენტრაცია
- 375
- 125 – 0.25
10მლ
0,8
125 – 250
- 75
- 25 – 0.5
10მლ
1,6
125 – 250
- 5
- 5 – 1.0
20მლ
3,2
125 – 250
- 0
- 0 – 2.0
20მლ
6,4
125 – 250
ინტრავენური გამოყენებისთვის პრეპარატი უნდა გაიხსნას საინექციო სტერილურ წყალში ან ნებისმიერ სხვა შეთავსებად გამხსნელში (იხ. პუნქტი 6.2). დააყოვნეთ ქაფის სრულ გაქრობამდე, რათა ვიზუალურად შეაფასოთ განზავების ხარისხი. დოზის შეყვანა დასაშვებია ბოლუსურად მინიმუმ 3 წუთის განმავლობაში. უფრო მეტი გამხსნელის გამოყენების შემთხვევაში, დასაშვებია როგორც ბოლუსური შეყვანა, ასევე 15-30 წუთის განმავლობაში ინტრავენური ინფუზიის სახით დანიშვნა.
პრეპარატი შეიძლება გაკეთდეს ღრმად კუნთში, ინტრამუსკულარულად; მაგრამ, თუ კუნთში ინექცია მტკივნეულია, გამხსნელის სახით გამოიყენება ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 0,5% სტერილური ხსნარი.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების მიმართ.
მომატებული მგრძნობელობა რომელიმე სახის პენიცილინის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
სერიოზული და ზოგჯერ ფატალური ჰიპერმგრძნობელობითი (ანაფილაქსიური) რეაქციები გამოვლინდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პენიცილინებს, მათ შორის სულბაქტამს/ამპიცილინს. ასეთი რეაქციები ხშირად აღენიშნებათ ალერგიული ანამნეზის მქონე პირებს, განსაკუთრებით პენიცილინებისადმი მომატებული მგრძნობელობის დროს.
დაფიქსირებულია მძიმე ალერგიული რეაქციების შემთხვევები ცეფალოსპირინებით მკურნალობის დროს პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ პენიცილინების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. პენიცილინებით მკურნალობის დაწყებამდე, აუცილებელია ყურადღებით იქნას გამოკვლეული პენიცილინების, ცეფალოსპორინებისა და სხვა ალერგენების მიმართ მომატებული მგრძნობელობის რეაქციების ადრე არსებული შემთხვევები. ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
სერიოზული ანაფილაქსიური რეაქციები საჭიროებს სასწრაფო გადაუდებელ მკურნალობას ეპინეფრინით (ადრენალინით). საჭიროებისას ინიშნება ოქსიგენოთერაპია, სტეროიდების ინტრავენური ინექცია, ასევე ტარდება სასუნთქი გზების გამტარობის შემანარჩუნებელი ღონისძიებები, მათ შორის ინტუბაცია.
ამპიცილინ/სულბაქტამით მკურნალობის დროს დაფიქსირდა მძიმე კანისმხრივი რეაქციები, როგორიცაა ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP). მძიმე კანისმხრივი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, ამპიცილინი/სულბაქტამი უნდა მოიხსნას და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა
ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ანტიბიოტიკის შემთხვევაში, აუცილებელია მუდმივი მონიტორინგი არამგრძნობიარე ორგანიზმების, მათ შორის სოკოების, ჭარბი ზრდის სიმპტომებზე. სუპერინფექციის განვითარების შემთხვევაში, პრეპარატი უნდა მოიხსნას და/ან დაინიშნოს შესაბამისი თერაპია.
კლოსტრიდიუმ დიფიცილთან (Clostridioides difficile) ასოცირებული დიარეა (CDAD) დაფიქსირდა თითქმის ყველა ანტიბაქტერიული პრეპარატის, მათ შორის სულბაქტამ -ნატრიუმის /ამპიცილინ - ნატრიუმის გამოყენებისას, რომლის სიმძიმის ხარისხი მერყეობს მსუბუქი დიარეიდან ფატალურ კოლიტამდე. ანტიბაქტერიული აგენტებით მკურნალობა ცვლის ნაწლავის ნორმალურ ფლორას, რაც იწვევს კ. დიფიცილის (C. difficile) ჭარბ ზრდას.
კლოსტრიდიუმ დიფიცილე (Clostridioides difficile) აწარმოებს A და B ტოქსინებს, რომლებიც ხელს უწყობენ CDAD-ის განვითარებას. კლოსტრიდიუმ დიფიცილის ჰიპერტოქსინის მაპროდუცირებელი შტამები იწვევს ავადობისა და სიკვდილიანობის ზრდას, რადგანაც ეს ინფექციები შეიძლება იყოს რეფრაქტერული ანტიმიკრობული თერაპიის მიმართ და შეიძლება მოითხოვოს კოლექტომია. CDAD-ის განვითარება გასათვალისწინებელია ყველა პაციენტში, რომელთაც აღენიშნებათ დიარეა ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ. ყურადღებით უნდა შეიკრიბოს სამედიცინო ანამნეზი, რადგან ცნობილია, რომ CDAD განვითარდა ანტიბაქტერიული საშუალებების მიღებიდან 2 თვის შემდეგ.
ამპისულით ხანგრძლივი მკურნალობისას რეკომენდებულია თირკმელების, ღვიძლისა და სისხლმბადი ორგანოების პერიოდული კონტროლი განსაკუთრებით ბავშვებში, მათ შორის ახალშობილებში (პირველ რიგში დღენაკლულებში).
ამპიცილინის/სულბაქტამის გამოყენებას უკავშირდება ღვიძლის წამლისმიერი დაზიანება, როგორიცაა ქოლესტაზური ჰეპატიტი და სიყვითლე. ღვიძლის დაავადების ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.
ვინაიდან, ინფექციური მონონუკლეოზი ვირუსული წარმოშობისაა, სულბაქტამი//ამპიცილინი არ უნდა იქნას გამოყენებული მისი მკურნალობის დროს. მონონუკლეოზის მქონე პაციენტების უდიდეს ნაწილს, რომლებიც მკურნალობდნენ ამპიცილინით, განუვითარდა კანზე გამონაყარი.
ამპისული 1გ/0.5გ ფხვნილი საინექციო / საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 115,1 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითად კომპონენტს) თითო ფლაკონში, რაც ჯანმოს მიერ რეკომენდებული დღე-ღამეში მისაღები რაოდენობის (2გ ნატრიუმი ზრდასრული ადამიანისთვის) 5,8%-ის ეკვივალენტურია.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 12 გ (8 გ ამპიცილინი და 4 გ სულბაქტამი) (იხ. პუნქტი 4.2) ნიშნავს 920.8 მგ ნატრიუმის მიღებას, რაც ჯანმო-ს მიერ რეკომენდებული მაქსიმალური დღიური მოხმარების 46 %-ია. აღნიშნული პროდუქტი კლასიფიცირებულია, როგორც პრეპარატი ნატრიუმის მაღალი შემცველობით, რაც გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით, ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფი პაციენტების შემთხვევაში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ალოპურინოლი:
პაციენტებში ალოპურინოლისა და ამპიცილინის ერთად გამოყენებისას მნიშვნელოვნად მატულობს კანზე გამონაყარის განვითარების რისკი იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მხოლოდ ამპიცილინით მკურნალობენ.
ამინოგლიკოზიდები:
in vitro კვლევით დადგინდა, რომ შერევისას ამპიცილინი და ამინოგლიკოზიდები ახდენენ ერთმანეთის ინაქტივაციას; ანტიბაქტერიული საშუალებების აღნიშნული ჯგუფების ერთდროულად გამოყენებისას, მათი შეყვანა უნდა მოხდეს სხვადასხვა ადგილას, მინიმუმ ერთსაათიანი ინტერვალით (იხ. პუნქტი 6.2).
ანტიკოაგულანტები:
პარენტერალური გამოყენების პენიცილინებმა შესაძლოა გავლება იქონიონ კოაგულაციურ ტესტებზე და თრომბოციტების აგრეგაციაზე. ხოლო ანტიკოაგოლანტებთან ერთად დანიშვნისას, აღნიშნული ეფექტების გაძლიერებაა მოსალოდნელი.
ბაქტერიოსტატიკური საშუალებები (ქლორამფენიკოლი, ერითრომიცინი, სულფანილამიდები და ტეტრაციკლინები):
ბაქტერიოსტატიკურმა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ უარყოფითი ზემოქმედება პენიცილინების ბაქტერიციდულ ეფექტზე; ამ მიზეზით არ არის რეკომენდებული მათი ერთდროული გამოყენება.
ესტროგენების შემცველი ორალური კონტრაცეპტივები:
პენიცილინებთან ერთად მიღებისას დაფიქსირდა ორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობის შემცირება, რამაც გამოიწვია არაგეგმიური ორსულობა. მიუხედავად აღნიშნული პრეპარატების სუსტი ურთიერთქმედებისა, რეკომენდებულია დამატებითი ან ალტერნატიული კონტრაცეპციის მეთოდების გამოყენება.
მეტოტრექსატი:
პენიცილინებთან ერთად გამოყენებისას დაფიქსირდა მეტოტრექსატის კლირენსის შემცირება და ტოქსიური ეფექტის გაძლიერება. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია პაციენტის მდგომარეობაზე მუდმივი კონტროლი. შესაძლებელია საჭირო გახდეს ლეიკოვორინის უფრო დიდი დოზების გამოყენება, ან მისი გამოყენების ხანგრძლივობის გაზრდა.
პრობენეციდი:
პრობენეციდი ამცირებს ამპიცილინის და სულბაქტამის სეკრეციას თირკმლის მილაკების მიერ, შედეგად იზრდება მათი კონცენტრაცია შრატში, ხანგრძლივდება ნახევარგამოყოფის პერიოდი და მატულობს ტოქსიკური ეფექტის რისკი.
ლაბორატორიული ანალიზების შედეგებზე გავლენა:
ცრუ-დადებითი გლიკოზურია შეიძლება აღინიშნოს შარდის ანალიზის დროს Benedict, Fehling და Clinitest რეაგენტების გამოყენებით. ორსულ ქალებში ამპიცილინის შეყვანის შემდეგ აღინიშნა სისხლის პლაზმაში საერთო კონიუგირებული ესტრიოლის, ესტრიოლ- გლუკურონიდის, კონიუგირებული ესტრონის და ესტრადიოლის კონცენტრაციის დროებითი შემცირება. აღნიშნული ეფექტი ასევე შეიძლება განვითარდეს ამპისულის მიღებისას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ცხოველებზე ჩატარებული რეპროდუქციული კვლევებით არ გამოვლინდა სულბაქტამისა და ამპიცილინის რაიმე ფეტოტოქსიური მოქმედება.
სულბაქტამი და ამპიცილინი გადის პლაცენტურ ბარიერს.
ორსულობის დროს გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ამიტომ, ამპისულის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.
ლაქტაციის პერიოდი
ამპიცილინი და სულბაქტამი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში (0,11-3 მგ/ლ და 0,13-2,8 მგ/ლ, შესაბამისად).
ლაქტაციის პერიოდში ამპიცილინისა და სულბაქტამის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვში დიარეა.
ამპიცილინისა და სულბაქტამის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
ფერტილობა
ცხოველებზე ჩატარებული რეპროდუქციული კვლევებით არ გამოვლინდა სულბაქტამისა და ამპიცილინის უარყოფითი გავლენა ნაყოფიერებაზე.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გავლენის შესახებ ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, ზოგიერთ პაციენტში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები, როგორიცაა თავბრუსხვევა, კონვულსიები ან ძილიანობა (იხ. პუნქტი 4.8). აღნიშნული გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ მანქანის მართვისგან ან მექანიზმებთან მუშაობისგან.
არასასურველი გვერდითი ეფექტები
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი: ≥1/10
ხშირი: ≥ 1/100- < 1/10
არახშირი: ≥1/1000 - <1/100
იშვიათი: ≥1/10000 -<1/1000
ძალიან იშვიათი: <1/10 000
უცნობი სიხშირის (გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).
სიხშირის თითოეულ კატეგორიაში, გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია სერიოზულობის მიხედვით. გვერდითი რეაქციების სერიოზულობა განისაზღვრა კლინიკური მნიშვნელობით.
ამპისულის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია მხოლოდ ამპიცილინის გამოყენებასთან.
ორგანოთა სისტემა
ხშირი
≥ 1/100- < 1/10
არახშირი
≥1/1000 - <1/100
იშვიათი
≥1/10000 -<1/1000
უცნობი სიხშირის
(გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით)
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ანემია,თრომბოციტოპენია,
ეოზინოფილია,
ლეიკოპენია, ნეიტროპენია
ჰემოლიზური ანემია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენიური პურპურა
იმუნური
სისტემის დარღვევები
ანაფილაქსიური შოკი,
ანაფილაქსიური რეაქცია,
კუნის სინდრომი (KS),
ჰიპერმგრძნობელობა
ნერვული
სისტემის დარღვევები
თავის ტკივილი
კონვულსია, ძილიანობა, თავბრუსხვევა
სისხლძარღვებთან დაკავშირებული დარღვევები
ფლებიტი
ვერტიგო
სასუნთქი გზების, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების დაავადებები
დისპნოე
გასტროინტესტინალური დარღვევები
დიარეა
ღებინება
მუცლის ტკივილი, გულისრევა, გლოსიტი
ფსევდომემბრანული კოლიტი, ენტეროკოლიტი, მელენა, სტომატიტი, ენის ფერის შეცვლა
ჰეპატობილიარული
დარღვევები
ჰიპერბილირუბინემია
ქოლესტაზური ჰეპატიტი, ქოლესტაზი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე
დარღვევები კანისა და
კანქვეშა ქსოვილის მხრივ
გამონაყარი, ქავილი
სტივენს ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი,
მრავალფორმიანი ერითემა, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი,
ექსფოლიაციური დერმატიტი (იხ. პუნქტი 4.4), ანგიონევროზული შეშუპება, ერითემა, ურტიკარია
დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ
ინტერსტიციული ნეფრიტი
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები
ტკივილი ინექციის ადგილზე
დაღლილობა და სისუსტე
რეაქცია ინექციის ადგილზე
კვლევები
ალანინამინოტრანსფერაზას მომატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას მომატება
შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ
სამედიცინო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს ვთხოვთ, განაცხადონ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ საქართველოს ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
შეზღუდულია ინფორმაცია ამპიცილინ-ნატრიუმის და სულბაქტამ-ნატრიუმის მწვავე ტოქსიკურობის შესახებ ადამიანებში. პრეპარატის დოზის გადაჭარბება, სავარაუდოდ, გამოიწვევს კლინიკურ მანიფესტაციებს, რომლებიც ძირითადად წარმოადგენს პრეპარატის გამოყენებისას დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების გაგრძელებას. გასათვალისწინებელია,
რომ ცერებროსპინალურ სითხეში ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მაღალმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური დარღვევები, მათ შორის კრუნჩხვები.
მკურნალობა
ვინაიდან, ამპიცილინი და სულბაქტამი სისხლის მიმოქცევიდან გამოიდევნება ჰემოდიალიზით, ამ პროცედურებმა შეიძლება გაზარდოს ორგანიზმიდან პრეპარატის ელიმინაცია თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.
შემადგენლობა
თითოეული ფლაკონი შეიცავს:
ამპიცილინი ნატრიუმი USP ექვ.
ამპიცილინის ..................1 გ
სულბაქტამი ნატრიუმი USP ექვ.
სულბაქტამის ………….0.5 გ
წამლის ფორმა
ფხვნილი იმ და ივ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.
კლინიკური მონაცემები
შენახვის პირობები
აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეფუთვა 1,5 გ (1000 მგ+500 მგ) ფხვნილი ი.მ./ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონები №10 შეფუთულია კოლოფში ფურცელ ჩანართთან ერთად.
ნარჩენების განკარგვა და სხვა სახის დამუშავება
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები, პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორები - ათქ კოდი: J01CR01.
მოქმედების მექანიზმი
ბიოქიმიურმა კვლევებმა ბაქტერიული უჯრედებისგან თავისუფალი სისტემების გამოყენებით აჩვენა, რომ სულბაქტამი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბეტა-ლაქტამაზების შეუქცევადი ინჰიბიტორი, რომლებიც გვხვდება პენიცილინის მიმართ რეზისტენტულ ორგანიზმებში. მიუხედავად იმისა, რომ სულბაქტამის ანტიბაქტერიული მოქმედება ძირითადად შემოიფარგლება Neisseriaceae-ზე მოქმედებით, სულბაქტამ - ნატრიუმის პოტენციალი რეზისტენტული ორგანიზმების მიერ პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების განადგურების პრევენციაში დადასტურდა მთლიანი ორგანიზმის კვლევებში რეზისტენტული შტამების გამოყენებით, სადაც სულბაქტამ- ნატრიუმმა გამოავლინა გამოხატული სინერგიული ეფექტი პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ. იმის გამო, რომ სულბაქტამი ასევე უკავშირდება პენიცილინის დამაკავშირებელ ზოგიერთ ცილას, ზოგიერთი მგრძნობიარე შტამი უფრო მგრძნობიარე ხდება კომბინაციის მიმართ, ვიდრე მარტო ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკის მიმართ.
კომბინაციის ბაქტერიციდული კომპონენტია ამპიცილინი, რომელიც ბენზილპენიცილინის მსგავსად მოქმედებს მგრძნობიარე მიკროორგანიზმებზე აქტიური გამრავლების სტადიაზე უჯრედის კედლის მუკოპეპტიდის ბიოსინთეზის ინჰიბირებით.
ანტიბაქტერიული სპექტრი
ნიუბაქტს ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი შემდეგი ბაქტერიების მიმართ:
გრამდადებითი:
Staphylococcus aureus და epidermidis (მათ შორის პენიცილინის მიმართ რეზისტენტული და ზოგიერთი მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული შტამები);
Streptococcus pneumoniae,
Streptococcus faecalis და Streptococcus-ის სხვა სახეობები;
გრამუარყოფითი:
Haemophilus influenzae და parainfluenzae (ორივე ბეტა-ლაქტამაზას დადებითი და უარყოფითი შტამები);
Moraxella catarrhalis,
Escherichia coli,
Klebsiella species,
Proteus species (ორივე- ინდოლ-დადებითი და ინდოლ-უარყოფითი),
Morganella morganii,
Citrobacter species,
Enterobacter species,
ანაერობები:
Bacteroides fragilis და მონათესავე სახეობები
მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები
ქვემოთ წარმოდგენილია ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის (EUCAST) მიერ დადგენილი კლინიკური მინიმალური ინჰიბირებადი კონცენტრაციის (MIC) ზღვრული მაჩვენებლები:
EUCAST კლინიკური MIC ზღვრული მაჩვენებლები ამპიცილინისა და სულბაქტამისთვის (2022-01-01, v 12.0).
მიკროორგანიზმი
მგრძნობიარე (S) (მგ/ლ)
რეზისტენტული (R) (მგ/ლ)
Enterobacterales1
≤ 82
> 82
Pseudomonas spp.
-
-
Acinetobacter spp.
IE
IE
Staphylococcus spp.
note 3,4,5
note 3,4,5
Enterococcus spp.6
≤ 42,7
> 82,7
Streptococcus groups A, B, C და G8
Note9
Note9
Streptococcus pneumoniae8
note10,11
note10,11
Viridans group Streptococci8
note12,13
note12,13
Haemophilus influenzae
≤ 12,14
≤ 12,14
Moraxella catarrhalis
≤ 12,14
≤ 12,14
Neisseria gonorrhoeae
IE
IE
Neisseria meningitidis
IE
IE
არასახეობრივი
≤ 22
> 82
IE – არასაკმარისი მტკიცებულება; - - არ არის რეკომენდებული მგრძნობელობის ტესტი
- Enterobacterales-ში ამინოპენიცილინის ზღვრული მაჩვენებლები დამოკიდებულია ინტრავენურ შეყვანაზე. პერორალურად მიღებისას, მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები რელევანტურია მხოლოდ საშარდე გზების ინფექციების დროს. სხვა ინფექციების დროს მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები შესწავლის პროცესშია.
- მგრძნობელობის ტესტირების მიზნით სულბაქტამის კონცენტრაცია ფიქსირდება 4 მგ/ლ-ზე.
- S. aureus-ის უმეტესობა პენიცილინაზას მაპროდუცირებელია, ზოგი კი რეზისტენტულია მეთიცილინის მიმართ, რაც განაპირობებს მათ რეზისტენტობას ბენზილპენიცილინის, ფენოქსიმეთილპენიცილინის, ამპიცილინის, ამოქსიცილინის, პიპერაცილინისა და ტიკარცილინის მიმართ. ბენზილპენიცილინისა და ცეფოქსიტინის მიმართ მგრძნობიარე იზოლატები შეიძლება ჩაითვალოს მგრძნობიარედ ყველა პენიცილინის მიმართ. ბენზილპენიცილინის მიმართ რეზისტენტული, მაგრამ ცეფოქსიტინის მიმართ მგრძნობიარე იზოლატები მგრძნობიარეა ბეტა-ლაქტამის/ ბეტა-ლაქტამაზის ინჰიბიტორების, იზოქსაზოლილპენიცილინების (ოქსაცილინი, კლოქსაცილინი, დიკლოქსაცილინი და ფლუკლოქსაცილინი) და ნაფცილინის მიმართ. პერორალურად მიღებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ინფექციის ადგილზე საკმარისი ზემოქმედების უზრუნველსაყოფად. ცეფოქსიტინის მიმართ რეზისტენტული იზოლატები რეზისტენტულია ყველა პენიცილინის მიმართ.
- სტაფილოკოკების უმეტესობა პენიცილინაზას მაპროდუცირებელია, ზოგი კი რეზისტენტულია მეთიცილინის მიმართ, რაც განაპირობებს მათ რეზისტენტობას ბენზილპენიცილინის, ფენოქსიმეთილპენიცილინის, ამპიცილინის, ამოქსიცილინის, პიპერაცილინისა და ტიკარცილინის მიმართ. არსებული მეთოდები ვერ უზრუნველყოფს სტაფილოკოკის ყველა სახეობაში პენიცილინაზას პროდუცირების გამოვლენას, თუმცა მეთიცილინის მიმართ რეზისტენტობა შეიძლება გამოვლინდეს ზემოთ მითითებული ცეფოქსიტინის გამოყენებით.
- ამპიცილინის მიმართ მგრძნობიარე S. saprophyticus არის mecA-ნეგატიური და მგრძნობიარეა ამპიცილინის, ამოქსიცილინისა და პიპერაცილინის მიმართ (ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორთან ერთად ან მის გარეშე).
- Enterococcis-ში ამინოპენიცილინის ზღვრული მაჩვენებლები დამოკიდებულია ინტრავენურ შეყვანაზე. პერორალურად მიღებისას, მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები რელევანტურია მხოლოდ საშარდე გზების ინფექციების დროს.
- ამპიცილინის, ამოქსიცილინის და პიპერაცილინის მიმართ მგრძნობელობა (ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორთან ერთად და მის გარეშე) შეიძლება დადგინდეს ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე. ამპიცილინის მიმართ რეზისეტნტობა იშვიათია E. faecalis-ის შემთხვევაში (დადასტურებულია MIC-ით), მაგრამ ხშირია E. faecium-ის შემთხვევაში.
- ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორის დამატება არ იძლევა დამატებით კლინიკურ სარგებელს.
- A, B, C და G ჯგუფის სტრეპტოკოკების მგრძნობელობა პენიცილინების მიმართ, ფენოქსიმეთილპენიცილინისა და იზოქსაზოლილპენიცილინების მიმართ B ჯგუფის სტრეპტოკოკების მგრძნობელობის გარდა, განისაზღვრება ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე (მენინგიტის გარდა სხვა ჩვენებები).
- ბეტა-ლაქტამების მიმართ რეზისტენტობის მექანიზმების გამორიცხვის მიზნით, გამოიყენება 1 მკგ ოქსაცილინის დისკის დიფუზიის მეთოდი ან ბენზილპენიცილინის MIC ტესტი. თუ ტესტის შედეგი უარყოფითია (ოქსაცილინის ინჰიბირების ზონა ≥20 მმ ან ბენზილპენიცილინის MIC ≤0.06 მგ/ლ), ყველა ბეტა-ლაქტამური აგენტი, რომლებისთვისაც გათვალისწინებულია მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები (მათ შორის ისინი, რომლებზეც აღნიშნულია „შენიშვნა“), შეიძლება ჩაითვალოს მგრძნობიარედ, შემდგომი ტესტირების გარეშე, გარდა ცეფაკლორისა, რომელიც შეფასების შემთხვევაში, უნდა შეფასდეს, როგორც „მგრძნობიარე, გაზრდილი ექსპოზიცია“ (I). თუ ტესტის შედეგი დადებითია (ოქსიცილინის ზონა 0.06 მგ/ლ), იხილეთ გრაფიკული სქემა, რომელიც ხელმისაწვდომია EUCAST ვებსაიტზე.
- მგრძნობელობა განისაზღვრება ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე (მენინგიტის გარდა სხვა ჩვენებები).
- ბენზილპენიცილინი (MIC ან დისკის დიფუზია) შეიძლება გამოყენებულ იქნას ბეტა-ლაქტამების მიმართ რეზისტენტობის შესამოწმებლად Viridans group Streptococci-ში. უარყოფითი შედეგის მქონე იზოლატები შეიძლება ჩაითვალოს მგრძნობიარედ ბეტა-ლაქტამური აგენტების მიმართ, რომლებისთვისაც გათვალისწინებულია კლინიკური ზღვრული მაჩვენებლები (მათ შორის, რომლებზეც აღნიშნულია „შენიშვნა“). დადებითი შედეგის მქონე იზოლატები უნდა შემოწმდეს ცალკეული აგენტების მიმართ მგრძნობელობაზე ან ითვლება რეზისტენტულად.
13 ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობიარე იზოლატებისთვის (ინჰიბირების ზონა ≥18 მმ ან MIC ≤0,25 მგ/ლ), მგრძნობელობა შეიძლება განისაზღვროს ბენზილპენიცილინის ან ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე. ბენზილპენიცილინის მიმართ რეზისტენტული იზოლატებისთვის (ინჰიბირების ზონა 0.25მგ/ლ) მგრძნობელობა დგინდება ამპიცილინისადმი მგრძნობელობის საფუძველზე.
- მგრძნობელობის შეფასება შესაძლებელია ამოქსიცილინის-კლავულანის მჟავას ინტრავენურად შეყვანით.
რეზისტენტული შტამები
შეძენილი რეზისტენტობის განვითარება შეიძლება განსხვავდებოდეს სახეობის, ქვეყნისა და დაწესებულების, თუნდაც საავადმყოფოს განყოფილების მიხედვით.
ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მსგავსად, ამპიცილინი/სულბაქტამი არაეფექტურია Chlamydia-ს სახეობებითა და Mycoplasma-ს სახეობებით გამოწვეული ინფექციების დროს.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
განაწილება
ამპისული ადვილად აღწევს ქსოვილებსა და სხეულის სითხეებში.
ტვინსა და ცერებროსპინალურ სითხეში შეღწევა დაბალია, გარდა ტვინის გარსების ანთების შემთხვევებისა. სულბაქტამისა და ამპიცილინის მაღალი კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ.
ელიმინაცია
ორივე კომპონენტის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 საათს. პრეპარატის უმეტესი ნაწილი უცვლელი სახით გამოიყოფა შარდით.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
სულტამიცილინის მწვავე ტოქსიკურობა დაბალია. სულტამიცილინ-ტოზილატის LD50 მღრღნელებში იყო 7გ/კგ პერორალური მიღების შემთხვევაში. მხოლოდ სულბაქტამის პერორალური მიღების შემდეგ დაფიქსირდა LD50 >10 გ/კგ თაგვებში, ხოლო ინტრავენური შეყვანის შემდეგ ეს მნიშვნელობა იყო დაახლოებით 3.6გ/კგ. ვირთხებში აღნიშნული მნიშვნელობები იყო, შესაბამისად, >4 გ/კგ და 3,4 გ/კგ.
ტოქსიკურობა განისაზღვრა სულტამიცილინის, სულბაქტამის ან სულბაქტამისა და ამპიცილინის კომბინაციის გამეორებითი გამოყენებით ვირთხებსა და ძაღლებში 6 თვის განმავლობაში .
ზემოხსენებულ ტოქსიკურობის კვლევებში, ღვიძლზე ზემოქმედება დაფიქსირდა სულტამიცილინის ან სულბაქტამის მიღების შემდეგ. ღვიძლის ფერმენტების (GOT, GPT, LDH, AP) მომატების გარდა, ღვიძლში ასევე გამოვლინდა გლიკოგენის დოზა- და დრო-დამოკიდებული დაგროვება, რომელიც შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ. აღნიშნული გლიკოგენის დაგროვება არ არის გამოწვეული გლიკოგენის დაგროვებასთან დაკავშირებული რომელიმე ცნობილი დაავადების შედეგად.
ამ კვლევებში სულბაქტამი მნიშვნელოვნად არ ცვლიდა გლუკოზის მეტაბოლიზმს. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სულბაქტამს/ამპიცილინს 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა გლუკოზის დონეზე არ დაფიქსირებულა.
გლიკოგენის დაგროვება სულტამიცინის თერაპიული დოზებით მკურნალობის შემთხვევაში მოსალოდნელი არ არის პლაზმაში მიღწეული დონის გამო.
ანტიბაქტერიულ თერაპიაზე მოსალოდნელი ჩვეულებრივი რეაქციების გარდა (მსუბუქი დიარეა ან ღებინება), ტოქსიკურობის სხვა ნიშნები არ დაფიქსირებულა.
არ ჩატარებულა ცხოველებზე გრძელვადიანი კვლევები კანცეროგენურობის შესაფასებლად.
კვლევებში არც სულბაქტამს და არც ამპიცილინს არ გამოუვლენია მნიშვნელოვანი მუტაგენური მოქმედება.
თაგვებსა და ვირთხებზე ჩატარებულ რეპროდუქციულ კვლევებში, რომლის ფარგლებშიც სულტამიცინი (პერორალური პროწამალი, რომელიც ათავისუფლებს ამპიცილინს და სულბაქტამს in vivo ჰიდროლიზის შემდეგ) გამოიყენებოდა ადამიანის დოზაზე დიდი დოზებით, არ დაფიქსირებულა ნაყოფიერების დაქვეითების ან ნაყოფის დაზიანების ნიშნები.
შეუთავსებლობა
ამპისულის და ამინოგლიკოზიდების რეკონსტიტუცია და შეყვანა უნდა მოხდეს ცალ-ცალკე, ამინოპენიცილინების არსებობისას ამინოგლიკოზიდების in vitro ინაქტივაციის გამო.
ვარგისიანობის ვადა 2 წელი
გაზავებული ხსნარი:
ინტრამუსკულური შეყვანისთვის კონცენტრირებული ხსნარის გამოყენება რეკომენდებულია განზავებიდან 1 საათის განმავლობაში.
სტერილურ საინექციო წყალში ან ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარში გაზავების შემთხვევაში ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა 45მგ/მლ კონცენტრაციით ნარჩუნდება 8 საათის
განმავლობაში 25°C ± 2°C ტემპერატურაზე და 48 საათის განმავლობაში 5°C ± 3°C ტემპერატურის პირობებში; 30 მგ/მლ კონცენტრაციით 72 საათის განმავლობაში 5°C ± 3°C ტემპერატურაზე.
5%-იან საინექციო დექსტროზაში გაზავების შემთხვევაში ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა 30მგ/მლ კონცენტრაციით ნარჩუნდება 2 საათის განმავლობაში 25°C ± 2°C ტემპერატურაზე და 4 საათის განმავლობაში 5°C ± 3°C ტემპერატურის პირობებში; 3 მგ/მლ კონცენტრაციით 4 საათის განმავლობაში 25°C ± 2°C ტემპერატურაზე.
რინგერის ხსნარში (Lactated Ringer’s Injection) გაზავების შემთხვევაში ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა 45მგ/მლ კონცენტრაციით ნარჩუნდება 8 საათის განმავლობაში 25°C ± 2°C ტემპერატურაზე და 24 საათის განმავლობაში 5°C ± 3°C ტემპერატურის პირობებში.
M/6 ნატრიუმის ლაქტატში გაზავების შემთხვევაში ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა 45მგ/მლ კონცენტრაციით ნარჩუნდება 8 საათის განმავლობაში 25°C ± 2°C ტემპერატურაზე და 8 საათის განმავლობაში 5°C ± 3°C ტემპერატურის პირობებში.
5% დექსტროზა 0,45% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში გაზავების შემთხვევაში ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა 3მგ/მლ კონცენტრაციით ნარჩუნდება 4 საათის განმავლობაში 25°C ± 2°C ტემპერატურაზე; 15 მგ/მლ კონცენტრაციით 4 საათის განმავლობაში 5°C ± 3°C ტემპერატურის პირობებში.
10%-იან ინვერტულ შაქარში გაზავების შემთხვევაში ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა 3მგ/მლ კონცენტრაციით ნარჩუნდება 4 საათის განმავლობაში 25°C ± 2°C ტემპერატურაზე; 30 მგ/მლ კონცენტრაციით 3 საათის განმავლობაში 5°C ± 3°C ტემპერატურის პირობებში.
0,5%-იან ლიდოკაინში* გაზავების შემთხვევაში ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა 1.5მგ/3.2მლ კონცენტრაციით ნარჩუნდება 1 საათის განმავლობაში 25°C ± 2°C ტემპერატურაზე.
- 0,5% ლიდოკაინი გამოიყენება მხოლოდ 1,5გ კონცენტრაციით, ვინაიდან იგი გამოიყენება მხოლოდ ინტრამუსკულური შეყვანისთვის.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტის გამოყენება რეკომენდებულია მომზადებისთანავე. წინააღმდეგ შემთხევვაში, მომხმარებელს ეკისრება პასუხისმგებლობა შენახვის ვადებისა და პირობების დაცვაზე, რომლებიც, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2- 8°C ტემპერატურაზე, თუ რეკონსტიტუცია/განზავება (ა.შ.) არ ხორციელდება კონტროლირებად და დადასტურებულ ასეპტიკურ პირობებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ამპისული
შემადგენლობა
თითოეული ფლაკონი შეიცავს:
ამპიცილინი ნატრიუმი USP ექვ.
ამპიცილინის ..................1 გ
სულბაქტამი ნატრიუმი USP ექვ.
სულბაქტამის ………….0.5 გ
წამლის ფორმა
ფხვნილი იმ და ივ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.
კლინიკური მონაცემები
თერაპიული ჩვენებები
მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვადასხვა ლოკალიზაციის ინფექციები:
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის სინუსიტი, შუა ყურის ანთება, ეპიგლოტიტი; ბაქტერიული პნევმონია
საშარდე გზების ინფექციები და პიელონეფრიტი
ინტრააბდომინალური ინფექციები (მათ შორის პერიტონიტი),ქოლეცისტიტი, ენდომეტრიტი და პარამეტრიტი
ბაქტერიული სეპტიცემია
კანის, რბილი ქსოვილების, ძვლებისა და სახსრების ინფექციური დაავადებები
გონოკოკური ინფექციები
პრე და პოსტოპერაციულ პერიოდებში, ჭრილობის ინფექციების სიხშირის შესამცირებლად მუცლის ან მენჯის ორგანოებზე ოპერაციის დროს.
ორსულობის შეწყვეტის ან საკეისრო კვეთის დროს ოპერაციამდე პოსტოპერაციული სეფსისის რისკის შესამცირებლად.
ყურადღება უნდა მიექცეს ოფიციალურ რეკომენდაციებს ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.
დოზირება და მიღების წესი
დოზირება
მოზრდილები
ამპისული ინიშნება დოზით 1,5-12გ/დღე-ღამეში ყოველ 6 ან 8 საათში. სულბაქტამის მაქსიმალური დღე-ღამის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 გრამს. ნაკლებად მძიმე ინფექციების დროს დასაშვებია ყოველ 12 საათში ერთხელ ინექცია.
ინფექციის სიმძიმე
ამპისულის სადღეღამისო დოზა (სულბაქტამი + ამპიცილინი) (გ)
მსუბუქი
- 5- 3 (0.5 + 1, ill. 1 + 2)
საშუალო სიმძიმის
6-მდე (2 + 4)
მძიმე
12-მდე (4 + 8)
მიღების ჯერადობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და პაციენტის თირკმელების ფუნქციონირებაზე.
როგორც წესი, მკურნალობა გრძელდება სხეულის ტემპერატურის ნორმალიზებისა და ინფექციის სხვა სიმპტომების გაქრობიდან კიდევ 48 საათის განმავლობაში.
მკურნალობის კურსი შეადგენს 5-14 დღეს, თუმცა მძიმე შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გახანგრძლივება ან დამატებით ამპიცილინის დანიშვნა.
ქირურგიული ინფექციების პროფილაქტიკისთვის, ამპისულის დოზა შეადგენს 1,5-3გ-ს ანესთეზიის დროს, რაც უზრუნველყოფს სისხლის პლაზმასა და ქსოვილებში ეფექტური კონცენტრაციის შენარჩუნებას პროცედურის დროს. დოზის გამეორება შესაძლებელია ყოველ 6-8 საათში; ქირურგიული ჩარევების უმრავლეს შემთხვევაში, როგორც წესი, ამპისულის გამოყენებას წყვეტენ ოპერაციიდან 24 საათის შემდეგ, თუ მკურნალობის მიზნით არ არის ნაჩვენები შემდგომი ინექციები.
გაურთულებელი გონორეის დროს ინიშნება ერთჯერადად 1,5გ ამპისული. ამპიცილინისა და სულბაქტამის პლაზმური კონცენტრაციების გაზრდის მიზნით ინიშნება პრობენეციდი 1გ პერორალურად.
ბავშვები
ბავშვებში, მათ შორის ახალშობილებში, უმეტესი ინფექციების სამკურნალოდ შესაყვანი პრეპარატის დოზა შეადგენს 150მგ/კგ/დღე-ღამეში (რაც შეესაბამება 100 მგ/კგ/დღე-ღამეში ამპიცილინს და 50 მგ/კგ/დღე-ღამეში სულბაქტამს). როგორც წესი, ინიშნება ყოველ 6 ან 8 საათში ერთხელ ამპიცილინის სტანდარტული პრაქტიკის საფუძველზე.
ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებში პრეპარატი ინიშნება სადღეღამისო დოზით ყოველ 12 საათში 75 მგ/კგ სხეულის მასაზე გადაანგარიშებით (რაც შეესაბამება 25 მგ/კგ/დღე-ღამეში სულბაქტამს და 50 მგ/კგ/დღე-ღამეში ამპიცილინს).
თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), სულბაქტამის და ამპიცილინის ელიმინაციის კინეტიკა ერთნაირად მცირდება, ამიტომ პლაზმაში მათი თანაფარდობა არ ირღვევა. ამპისულის დოზა ასეთი ჯგუფის პაციენტებისათვის უნდა დაინიშნოს ნაკლები სიხშირით, ამპიცილინის სტანდარტული პრაქტიკის საფუძველზე.
მიღების წესი
ინტრავენური და ინტრამუსკულარული გამოყენება.
გამოიყენება შემდეგი კონცენტრაციებით:
საერთო დოზა (გ)
სულბაქტამ-ამპიცილინის ექვივალენტური დოზა (გ)
ფლაკონის მოცულობა
გამხსნელის მოცულობა (მლ)
მაქსიმალური საბოლოო კონცენტრაცია
- 375
- 125 – 0.25
10მლ
0,8
125 – 250
- 75
- 25 – 0.5
10მლ
1,6
125 – 250
- 5
- 5 – 1.0
20მლ
3,2
125 – 250
- 0
- 0 – 2.0
20მლ
6,4
125 – 250
ინტრავენური გამოყენებისთვის პრეპარატი უნდა გაიხსნას საინექციო სტერილურ წყალში ან ნებისმიერ სხვა შეთავსებად გამხსნელში (იხ. პუნქტი 6.2). დააყოვნეთ ქაფის სრულ გაქრობამდე, რათა ვიზუალურად შეაფასოთ განზავების ხარისხი. დოზის შეყვანა დასაშვებია ბოლუსურად მინიმუმ 3 წუთის განმავლობაში. უფრო მეტი გამხსნელის გამოყენების შემთხვევაში, დასაშვებია როგორც ბოლუსური შეყვანა, ასევე 15-30 წუთის განმავლობაში ინტრავენური ინფუზიის სახით დანიშვნა.
პრეპარატი შეიძლება გაკეთდეს ღრმად კუნთში, ინტრამუსკულარულად; მაგრამ, თუ კუნთში ინექცია მტკივნეულია, გამხსნელის სახით გამოიყენება ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 0,5% სტერილური ხსნარი.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების მიმართ.
მომატებული მგრძნობელობა რომელიმე სახის პენიცილინის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
სერიოზული და ზოგჯერ ფატალური ჰიპერმგრძნობელობითი (ანაფილაქსიური) რეაქციები გამოვლინდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პენიცილინებს, მათ შორის სულბაქტამს/ამპიცილინს. ასეთი რეაქციები ხშირად აღენიშნებათ ალერგიული ანამნეზის მქონე პირებს, განსაკუთრებით პენიცილინებისადმი მომატებული მგრძნობელობის დროს.
დაფიქსირებულია მძიმე ალერგიული რეაქციების შემთხვევები ცეფალოსპირინებით მკურნალობის დროს პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ პენიცილინების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. პენიცილინებით მკურნალობის დაწყებამდე, აუცილებელია ყურადღებით იქნას გამოკვლეული პენიცილინების, ცეფალოსპორინებისა და სხვა ალერგენების მიმართ მომატებული მგრძნობელობის რეაქციების ადრე არსებული შემთხვევები. ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
სერიოზული ანაფილაქსიური რეაქციები საჭიროებს სასწრაფო გადაუდებელ მკურნალობას ეპინეფრინით (ადრენალინით). საჭიროებისას ინიშნება ოქსიგენოთერაპია, სტეროიდების ინტრავენური ინექცია, ასევე ტარდება სასუნთქი გზების გამტარობის შემანარჩუნებელი ღონისძიებები, მათ შორის ინტუბაცია.
ამპიცილინ/სულბაქტამით მკურნალობის დროს დაფიქსირდა მძიმე კანისმხრივი რეაქციები, როგორიცაა ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP). მძიმე კანისმხრივი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, ამპიცილინი/სულბაქტამი უნდა მოიხსნას და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა
ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ანტიბიოტიკის შემთხვევაში, აუცილებელია მუდმივი მონიტორინგი არამგრძნობიარე ორგანიზმების, მათ შორის სოკოების, ჭარბი ზრდის სიმპტომებზე. სუპერინფექციის განვითარების შემთხვევაში, პრეპარატი უნდა მოიხსნას და/ან დაინიშნოს შესაბამისი თერაპია.
კლოსტრიდიუმ დიფიცილთან (Clostridioides difficile) ასოცირებული დიარეა (CDAD) დაფიქსირდა თითქმის ყველა ანტიბაქტერიული პრეპარატის, მათ შორის სულბაქტამ -ნატრიუმის /ამპიცილინ - ნატრიუმის გამოყენებისას, რომლის სიმძიმის ხარისხი მერყეობს მსუბუქი დიარეიდან ფატალურ კოლიტამდე. ანტიბაქტერიული აგენტებით მკურნალობა ცვლის ნაწლავის ნორმალურ ფლორას, რაც იწვევს კ. დიფიცილის (C. difficile) ჭარბ ზრდას.
კლოსტრიდიუმ დიფიცილე (Clostridioides difficile) აწარმოებს A და B ტოქსინებს, რომლებიც ხელს უწყობენ CDAD-ის განვითარებას. კლოსტრიდიუმ დიფიცილის ჰიპერტოქსინის მაპროდუცირებელი შტამები იწვევს ავადობისა და სიკვდილიანობის ზრდას, რადგანაც ეს ინფექციები შეიძლება იყოს რეფრაქტერული ანტიმიკრობული თერაპიის მიმართ და შეიძლება მოითხოვოს კოლექტომია. CDAD-ის განვითარება გასათვალისწინებელია ყველა პაციენტში, რომელთაც აღენიშნებათ დიარეა ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ. ყურადღებით უნდა შეიკრიბოს სამედიცინო ანამნეზი, რადგან ცნობილია, რომ CDAD განვითარდა ანტიბაქტერიული საშუალებების მიღებიდან 2 თვის შემდეგ.
ამპისულით ხანგრძლივი მკურნალობისას რეკომენდებულია თირკმელების, ღვიძლისა და სისხლმბადი ორგანოების პერიოდული კონტროლი განსაკუთრებით ბავშვებში, მათ შორის ახალშობილებში (პირველ რიგში დღენაკლულებში).
ამპიცილინის/სულბაქტამის გამოყენებას უკავშირდება ღვიძლის წამლისმიერი დაზიანება, როგორიცაა ქოლესტაზური ჰეპატიტი და სიყვითლე. ღვიძლის დაავადების ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.
ვინაიდან, ინფექციური მონონუკლეოზი ვირუსული წარმოშობისაა, სულბაქტამი//ამპიცილინი არ უნდა იქნას გამოყენებული მისი მკურნალობის დროს. მონონუკლეოზის მქონე პაციენტების უდიდეს ნაწილს, რომლებიც მკურნალობდნენ ამპიცილინით, განუვითარდა კანზე გამონაყარი.
ამპისული 1გ/0.5გ ფხვნილი საინექციო / საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 115,1 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითად კომპონენტს) თითო ფლაკონში, რაც ჯანმოს მიერ რეკომენდებული დღე-ღამეში მისაღები რაოდენობის (2გ ნატრიუმი ზრდასრული ადამიანისთვის) 5,8%-ის ეკვივალენტურია.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 12 გ (8 გ ამპიცილინი და 4 გ სულბაქტამი) (იხ. პუნქტი 4.2) ნიშნავს 920.8 მგ ნატრიუმის მიღებას, რაც ჯანმო-ს მიერ რეკომენდებული მაქსიმალური დღიური მოხმარების 46 %-ია. აღნიშნული პროდუქტი კლასიფიცირებულია, როგორც პრეპარატი ნატრიუმის მაღალი შემცველობით, რაც გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით, ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფი პაციენტების შემთხვევაში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ალოპურინოლი:
პაციენტებში ალოპურინოლისა და ამპიცილინის ერთად გამოყენებისას მნიშვნელოვნად მატულობს კანზე გამონაყარის განვითარების რისკი იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მხოლოდ ამპიცილინით მკურნალობენ.
ამინოგლიკოზიდები:
in vitro კვლევით დადგინდა, რომ შერევისას ამპიცილინი და ამინოგლიკოზიდები ახდენენ ერთმანეთის ინაქტივაციას; ანტიბაქტერიული საშუალებების აღნიშნული ჯგუფების ერთდროულად გამოყენებისას, მათი შეყვანა უნდა მოხდეს სხვადასხვა ადგილას, მინიმუმ ერთსაათიანი ინტერვალით (იხ. პუნქტი 6.2).
ანტიკოაგულანტები:
პარენტერალური გამოყენების პენიცილინებმა შესაძლოა გავლება იქონიონ კოაგულაციურ ტესტებზე და თრომბოციტების აგრეგაციაზე. ხოლო ანტიკოაგოლანტებთან ერთად დანიშვნისას, აღნიშნული ეფექტების გაძლიერებაა მოსალოდნელი.
ბაქტერიოსტატიკური საშუალებები (ქლორამფენიკოლი, ერითრომიცინი, სულფანილამიდები და ტეტრაციკლინები):
ბაქტერიოსტატიკურმა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ უარყოფითი ზემოქმედება პენიცილინების ბაქტერიციდულ ეფექტზე; ამ მიზეზით არ არის რეკომენდებული მათი ერთდროული გამოყენება.
ესტროგენების შემცველი ორალური კონტრაცეპტივები:
პენიცილინებთან ერთად მიღებისას დაფიქსირდა ორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობის შემცირება, რამაც გამოიწვია არაგეგმიური ორსულობა. მიუხედავად აღნიშნული პრეპარატების სუსტი ურთიერთქმედებისა, რეკომენდებულია დამატებითი ან ალტერნატიული კონტრაცეპციის მეთოდების გამოყენება.
მეტოტრექსატი:
პენიცილინებთან ერთად გამოყენებისას დაფიქსირდა მეტოტრექსატის კლირენსის შემცირება და ტოქსიური ეფექტის გაძლიერება. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია პაციენტის მდგომარეობაზე მუდმივი კონტროლი. შესაძლებელია საჭირო გახდეს ლეიკოვორინის უფრო დიდი დოზების გამოყენება, ან მისი გამოყენების ხანგრძლივობის გაზრდა.
პრობენეციდი:
პრობენეციდი ამცირებს ამპიცილინის და სულბაქტამის სეკრეციას თირკმლის მილაკების მიერ, შედეგად იზრდება მათი კონცენტრაცია შრატში, ხანგრძლივდება ნახევარგამოყოფის პერიოდი და მატულობს ტოქსიკური ეფექტის რისკი.
ლაბორატორიული ანალიზების შედეგებზე გავლენა:
ცრუ-დადებითი გლიკოზურია შეიძლება აღინიშნოს შარდის ანალიზის დროს Benedict, Fehling და Clinitest რეაგენტების გამოყენებით. ორსულ ქალებში ამპიცილინის შეყვანის შემდეგ აღინიშნა სისხლის პლაზმაში საერთო კონიუგირებული ესტრიოლის, ესტრიოლ- გლუკურონიდის, კონიუგირებული ესტრონის და ესტრადიოლის კონცენტრაციის დროებითი შემცირება. აღნიშნული ეფექტი ასევე შეიძლება განვითარდეს ამპისულის მიღებისას.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ცხოველებზე ჩატარებული რეპროდუქციული კვლევებით არ გამოვლინდა სულბაქტამისა და ამპიცილინის რაიმე ფეტოტოქსიური მოქმედება.
სულბაქტამი და ამპიცილინი გადის პლაცენტურ ბარიერს.
ორსულობის დროს გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ამიტომ, ამპისულის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.
ლაქტაციის პერიოდი
ამპიცილინი და სულბაქტამი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში (0,11-3 მგ/ლ და 0,13-2,8 მგ/ლ, შესაბამისად).
ლაქტაციის პერიოდში ამპიცილინისა და სულბაქტამის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვში დიარეა.
ამპიცილინისა და სულბაქტამის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
ფერტილობა
ცხოველებზე ჩატარებული რეპროდუქციული კვლევებით არ გამოვლინდა სულბაქტამისა და ამპიცილინის უარყოფითი გავლენა ნაყოფიერებაზე.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გავლენის შესახებ ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, ზოგიერთ პაციენტში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები, როგორიცაა თავბრუსხვევა, კონვულსიები ან ძილიანობა (იხ. პუნქტი 4.8). აღნიშნული გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ მანქანის მართვისგან ან მექანიზმებთან მუშაობისგან.
არასასურველი გვერდითი ეფექტები
გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია ქვემოთ მითითებული ორგანოთა სისტემისა და სიხშირის კატეგორიების მიხედვით.
ძალიან ხშირი: ≥1/10
ხშირი: ≥ 1/100- < 1/10
არახშირი: ≥1/1000 - <1/100
იშვიათი: ≥1/10000 -<1/1000
ძალიან იშვიათი: <1/10 000
უცნობი სიხშირის (გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).
სიხშირის თითოეულ კატეგორიაში, გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია სერიოზულობის მიხედვით. გვერდითი რეაქციების სერიოზულობა განისაზღვრა კლინიკური მნიშვნელობით.
ამპისულის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია მხოლოდ ამპიცილინის გამოყენებასთან.
ორგანოთა სისტემა
ხშირი
≥ 1/100- < 1/10
არახშირი
≥1/1000 - <1/100
იშვიათი
≥1/10000 -<1/1000
უცნობი სიხშირის
(გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით)
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ანემია,თრომბოციტოპენია,
ეოზინოფილია,
ლეიკოპენია, ნეიტროპენია
ჰემოლიზური ანემია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენიური პურპურა
იმუნური
სისტემის დარღვევები
ანაფილაქსიური შოკი,
ანაფილაქსიური რეაქცია,
კუნის სინდრომი (KS),
ჰიპერმგრძნობელობა
ნერვული
სისტემის დარღვევები
თავის ტკივილი
კონვულსია, ძილიანობა, თავბრუსხვევა
სისხლძარღვებთან დაკავშირებული დარღვევები
ფლებიტი
ვერტიგო
სასუნთქი გზების, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების დაავადებები
დისპნოე
გასტროინტესტინალური დარღვევები
დიარეა
ღებინება
მუცლის ტკივილი, გულისრევა, გლოსიტი
ფსევდომემბრანული კოლიტი, ენტეროკოლიტი, მელენა, სტომატიტი, ენის ფერის შეცვლა
ჰეპატობილიარული
დარღვევები
ჰიპერბილირუბინემია
ქოლესტაზური ჰეპატიტი, ქოლესტაზი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე
დარღვევები კანისა და
კანქვეშა ქსოვილის მხრივ
გამონაყარი, ქავილი
სტივენს ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი,
მრავალფორმიანი ერითემა, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი,
ექსფოლიაციური დერმატიტი (იხ. პუნქტი 4.4), ანგიონევროზული შეშუპება, ერითემა, ურტიკარია
დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ
ინტერსტიციული ნეფრიტი
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები
ტკივილი ინექციის ადგილზე
დაღლილობა და სისუსტე
რეაქცია ინექციის ადგილზე
კვლევები
ალანინამინოტრანსფერაზას მომატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას მომატება
შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ
სამედიცინო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს ვთხოვთ, განაცხადონ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ საქართველოს ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები
შეზღუდულია ინფორმაცია ამპიცილინ-ნატრიუმის და სულბაქტამ-ნატრიუმის მწვავე ტოქსიკურობის შესახებ ადამიანებში. პრეპარატის დოზის გადაჭარბება, სავარაუდოდ, გამოიწვევს კლინიკურ მანიფესტაციებს, რომლებიც ძირითადად წარმოადგენს პრეპარატის გამოყენებისას დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების გაგრძელებას. გასათვალისწინებელია,
რომ ცერებროსპინალურ სითხეში ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მაღალმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური დარღვევები, მათ შორის კრუნჩხვები.
მკურნალობა
ვინაიდან, ამპიცილინი და სულბაქტამი სისხლის მიმოქცევიდან გამოიდევნება ჰემოდიალიზით, ამ პროცედურებმა შეიძლება გაზარდოს ორგანიზმიდან პრეპარატის ელიმინაცია თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები, პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორები - ათქ კოდი: J01CR01.
მოქმედების მექანიზმი
ბიოქიმიურმა კვლევებმა ბაქტერიული უჯრედებისგან თავისუფალი სისტემების გამოყენებით აჩვენა, რომ სულბაქტამი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბეტა-ლაქტამაზების შეუქცევადი ინჰიბიტორი, რომლებიც გვხვდება პენიცილინის მიმართ რეზისტენტულ ორგანიზმებში. მიუხედავად იმისა, რომ სულბაქტამის ანტიბაქტერიული მოქმედება ძირითადად შემოიფარგლება Neisseriaceae-ზე მოქმედებით, სულბაქტამ - ნატრიუმის პოტენციალი რეზისტენტული ორგანიზმების მიერ პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების განადგურების პრევენციაში დადასტურდა მთლიანი ორგანიზმის კვლევებში რეზისტენტული შტამების გამოყენებით, სადაც სულბაქტამ- ნატრიუმმა გამოავლინა გამოხატული სინერგიული ეფექტი პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ. იმის გამო, რომ სულბაქტამი ასევე უკავშირდება პენიცილინის დამაკავშირებელ ზოგიერთ ცილას, ზოგიერთი მგრძნობიარე შტამი უფრო მგრძნობიარე ხდება კომბინაციის მიმართ, ვიდრე მარტო ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკის მიმართ.
კომბინაციის ბაქტერიციდული კომპონენტია ამპიცილინი, რომელიც ბენზილპენიცილინის მსგავსად მოქმედებს მგრძნობიარე მიკროორგანიზმებზე აქტიური გამრავლების სტადიაზე უჯრედის კედლის მუკოპეპტიდის ბიოსინთეზის ინჰიბირებით.
ანტიბაქტერიული სპექტრი
ნიუბაქტს ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი შემდეგი ბაქტერიების მიმართ:
გრამდადებითი:
Staphylococcus aureus და epidermidis (მათ შორის პენიცილინის მიმართ რეზისტენტული და ზოგიერთი მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული შტამები);
Streptococcus pneumoniae,
Streptococcus faecalis და Streptococcus-ის სხვა სახეობები;
გრამუარყოფითი:
Haemophilus influenzae და parainfluenzae (ორივე ბეტა-ლაქტამაზას დადებითი და უარყოფითი შტამები);
Moraxella catarrhalis,
Escherichia coli,
Klebsiella species,
Proteus species (ორივე- ინდოლ-დადებითი და ინდოლ-უარყოფითი),
Morganella morganii,
Citrobacter species,
Enterobacter species,
ანაერობები:
Bacteroides fragilis და მონათესავე სახეობები
მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები
ქვემოთ წარმოდგენილია ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის (EUCAST) მიერ დადგენილი კლინიკური მინიმალური ინჰიბირებადი კონცენტრაციის (MIC) ზღვრული მაჩვენებლები:
EUCAST კლინიკური MIC ზღვრული მაჩვენებლები ამპიცილინისა და სულბაქტამისთვის (2022-01-01, v 12.0).
მიკროორგანიზმი
მგრძნობიარე (S) (მგ/ლ)
რეზისტენტული (R) (მგ/ლ)
Enterobacterales1
≤ 82
> 82
Pseudomonas spp.
-
-
Acinetobacter spp.
IE
IE
Staphylococcus spp.
note 3,4,5
note 3,4,5
Enterococcus spp.6
≤ 42,7
> 82,7
Streptococcus groups A, B, C და G8
Note9
Note9
Streptococcus pneumoniae8
note10,11
note10,11
Viridans group Streptococci8
note12,13
note12,13
Haemophilus influenzae
≤ 12,14
≤ 12,14
Moraxella catarrhalis
≤ 12,14
≤ 12,14
Neisseria gonorrhoeae
IE
IE
Neisseria meningitidis
IE
IE
არასახეობრივი
≤ 22
> 82
IE – არასაკმარისი მტკიცებულება; - - არ არის რეკომენდებული მგრძნობელობის ტესტი
- Enterobacterales-ში ამინოპენიცილინის ზღვრული მაჩვენებლები დამოკიდებულია ინტრავენურ შეყვანაზე. პერორალურად მიღებისას, მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები რელევანტურია მხოლოდ საშარდე გზების ინფექციების დროს. სხვა ინფექციების დროს მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები შესწავლის პროცესშია.
- მგრძნობელობის ტესტირების მიზნით სულბაქტამის კონცენტრაცია ფიქსირდება 4 მგ/ლ-ზე.
- S. aureus-ის უმეტესობა პენიცილინაზას მაპროდუცირებელია, ზოგი კი რეზისტენტულია მეთიცილინის მიმართ, რაც განაპირობებს მათ რეზისტენტობას ბენზილპენიცილინის, ფენოქსიმეთილპენიცილინის, ამპიცილინის, ამოქსიცილინის, პიპერაცილინისა და ტიკარცილინის მიმართ. ბენზილპენიცილინისა და ცეფოქსიტინის მიმართ მგრძნობიარე იზოლატები შეიძლება ჩაითვალოს მგრძნობიარედ ყველა პენიცილინის მიმართ. ბენზილპენიცილინის მიმართ რეზისტენტული, მაგრამ ცეფოქსიტინის მიმართ მგრძნობიარე იზოლატები მგრძნობიარეა ბეტა-ლაქტამის/ ბეტა-ლაქტამაზის ინჰიბიტორების, იზოქსაზოლილპენიცილინების (ოქსაცილინი, კლოქსაცილინი, დიკლოქსაცილინი და ფლუკლოქსაცილინი) და ნაფცილინის მიმართ. პერორალურად მიღებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ინფექციის ადგილზე საკმარისი ზემოქმედების უზრუნველსაყოფად. ცეფოქსიტინის მიმართ რეზისტენტული იზოლატები რეზისტენტულია ყველა პენიცილინის მიმართ.
- სტაფილოკოკების უმეტესობა პენიცილინაზას მაპროდუცირებელია, ზოგი კი რეზისტენტულია მეთიცილინის მიმართ, რაც განაპირობებს მათ რეზისტენტობას ბენზილპენიცილინის, ფენოქსიმეთილპენიცილინის, ამპიცილინის, ამოქსიცილინის, პიპერაცილინისა და ტიკარცილინის მიმართ. არსებული მეთოდები ვერ უზრუნველყოფს სტაფილოკოკის ყველა სახეობაში პენიცილინაზას პროდუცირების გამოვლენას, თუმცა მეთიცილინის მიმართ რეზისტენტობა შეიძლება გამოვლინდეს ზემოთ მითითებული ცეფოქსიტინის გამოყენებით.
- ამპიცილინის მიმართ მგრძნობიარე S. saprophyticus არის mecA-ნეგატიური და მგრძნობიარეა ამპიცილინის, ამოქსიცილინისა და პიპერაცილინის მიმართ (ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორთან ერთად ან მის გარეშე).
- Enterococcis-ში ამინოპენიცილინის ზღვრული მაჩვენებლები დამოკიდებულია ინტრავენურ შეყვანაზე. პერორალურად მიღებისას, მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები რელევანტურია მხოლოდ საშარდე გზების ინფექციების დროს.
- ამპიცილინის, ამოქსიცილინის და პიპერაცილინის მიმართ მგრძნობელობა (ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორთან ერთად და მის გარეშე) შეიძლება დადგინდეს ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე. ამპიცილინის მიმართ რეზისეტნტობა იშვიათია E. faecalis-ის შემთხვევაში (დადასტურებულია MIC-ით), მაგრამ ხშირია E. faecium-ის შემთხვევაში.
- ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორის დამატება არ იძლევა დამატებით კლინიკურ სარგებელს.
- A, B, C და G ჯგუფის სტრეპტოკოკების მგრძნობელობა პენიცილინების მიმართ, ფენოქსიმეთილპენიცილინისა და იზოქსაზოლილპენიცილინების მიმართ B ჯგუფის სტრეპტოკოკების მგრძნობელობის გარდა, განისაზღვრება ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე (მენინგიტის გარდა სხვა ჩვენებები).
- ბეტა-ლაქტამების მიმართ რეზისტენტობის მექანიზმების გამორიცხვის მიზნით, გამოიყენება 1 მკგ ოქსაცილინის დისკის დიფუზიის მეთოდი ან ბენზილპენიცილინის MIC ტესტი. თუ ტესტის შედეგი უარყოფითია (ოქსაცილინის ინჰიბირების ზონა ≥20 მმ ან ბენზილპენიცილინის MIC ≤0.06 მგ/ლ), ყველა ბეტა-ლაქტამური აგენტი, რომლებისთვისაც გათვალისწინებულია მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები (მათ შორის ისინი, რომლებზეც აღნიშნულია „შენიშვნა“), შეიძლება ჩაითვალოს მგრძნობიარედ, შემდგომი ტესტირების გარეშე, გარდა ცეფაკლორისა, რომელიც შეფასების შემთხვევაში, უნდა შეფასდეს, როგორც „მგრძნობიარე, გაზრდილი ექსპოზიცია“ (I). თუ ტესტის შედეგი დადებითია (ოქსიცილინის ზონა 0.06 მგ/ლ), იხილეთ გრაფიკული სქემა, რომელიც ხელმისაწვდომია EUCAST ვებსაიტზე.
- მგრძნობელობა განისაზღვრება ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე (მენინგიტის გარდა სხვა ჩვენებები).
- ბენზილპენიცილინი (MIC ან დისკის დიფუზია) შეიძლება გამოყენებულ იქნას ბეტა-ლაქტამების მიმართ რეზისტენტობის შესამოწმებლად Viridans group Streptococci-ში. უარყოფითი შედეგის მქონე იზოლატები შეიძლება ჩაითვალოს მგრძნობიარედ ბეტა-ლაქტამური აგენტების მიმართ, რომლებისთვისაც გათვალისწინებულია კლინიკური ზღვრული მაჩვენებლები (მათ შორის, რომლებზეც აღნიშნულია „შენიშვნა“). დადებითი შედეგის მქონე იზოლატები უნდა შემოწმდეს ცალკეული აგენტების მიმართ მგრძნობელობაზე ან ითვლება რეზისტენტულად.
13 ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობიარე იზოლატებისთვის (ინჰიბირების ზონა ≥18 მმ ან MIC ≤0,25 მგ/ლ), მგრძნობელობა შეიძლება განისაზღვროს ბენზილპენიცილინის ან ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე. ბენზილპენიცილინის მიმართ რეზისტენტული იზოლატებისთვის (ინჰიბირების ზონა 0.25მგ/ლ) მგრძნობელობა დგინდება ამპიცილინისადმი მგრძნობელობის საფუძველზე.
- მგრძნობელობის შეფასება შესაძლებელია ამოქსიცილინის-კლავულანის მჟავას ინტრავენურად შეყვანით.
რეზისტენტული შტამები
შეძენილი რეზისტენტობის განვითარება შეიძლება განსხვავდებოდეს სახეობის, ქვეყნისა და დაწესებულების, თუნდაც საავადმყოფოს განყოფილების მიხედვით.
ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მსგავსად, ამპიცილინი/სულბაქტამი არაეფექტურია Chlamydia-ს სახეობებითა და Mycoplasma-ს სახეობებით გამოწვეული ინფექციების დროს.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
განაწილება
ამპისული ადვილად აღწევს ქსოვილებსა და სხეულის სითხეებში.
ტვინსა და ცერებროსპინალურ სითხეში შეღწევა დაბალია, გარდა ტვინის გარსების ანთების შემთხვევებისა. სულბაქტამისა და ამპიცილინის მაღალი კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ.
ელიმინაცია
ორივე კომპონენტის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 საათს. პრეპარატის უმეტესი ნაწილი უცვლელი სახით გამოიყოფა შარდით.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
სულტამიცილინის მწვავე ტოქსიკურობა დაბალია. სულტამიცილინ-ტოზილატის LD50 მღრღნელებში იყო 7გ/კგ პერორალური მიღების შემთხვევაში. მხოლოდ სულბაქტამის პერორალური მიღების შემდეგ დაფიქსირდა LD50 >10 გ/კგ თაგვებში, ხოლო ინტრავენური შეყვანის შემდეგ ეს მნიშვნელობა იყო დაახლოებით 3.6გ/კგ. ვირთხებში აღნიშნული მნიშვნელობები იყო, შესაბამისად, >4 გ/კგ და 3,4 გ/კგ.
ტოქსიკურობა განისაზღვრა სულტამიცილინის, სულბაქტამის ან სულბაქტამისა და ამპიცილინის კომბინაციის გამეორებითი გამოყენებით ვირთხებსა და ძაღლებში 6 თვის განმავლობაში .
ზემოხსენებულ ტოქსიკურობის კვლევებში, ღვიძლზე ზემოქმედება დაფიქსირდა სულტამიცილინის ან სულბაქტამის მიღების შემდეგ. ღვიძლის ფერმენტების (GOT, GPT, LDH, AP) მომატების გარდა, ღვიძლში ასევე გამოვლინდა გლიკოგენის დოზა- და დრო-დამოკიდებული დაგროვება, რომელიც შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ. აღნიშნული გლიკოგენის დაგროვება არ არის გამოწვეული გლიკოგენის დაგროვებასთან დაკავშირებული რომელიმე ცნობილი დაავადების შედეგად.
ამ კვლევებში სულბაქტამი მნიშვნელოვნად არ ცვლიდა გლუკოზის მეტაბოლიზმს. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სულბაქტამს/ამპიცილინს 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა გლუკოზის დონეზე არ დაფიქსირებულა.
გლიკოგენის დაგროვება სულტამიცინის თერაპიული დოზებით მკურნალობის შემთხვევაში მოსალოდნელი არ არის პლაზმაში მიღწეული დონის გამო.
ანტიბაქტერიულ თერაპიაზე მოსალოდნელი ჩვეულებრივი რეაქციების გარდა (მსუბუქი დიარეა ან ღებინება), ტოქსიკურობის სხვა ნიშნები არ დაფიქსირებულა.
არ ჩატარებულა ცხოველებზე გრძელვადიანი კვლევები კანცეროგენურობის შესაფასებლად.
კვლევებში არც სულბაქტამს და არც ამპიცილინს არ გამოუვლენია მნიშვნელოვანი მუტაგენური მოქმედება.
თაგვებსა და ვირთხებზე ჩატარებულ რეპროდუქციულ კვლევებში, რომლის ფარგლებშიც სულტამიცინი (პერორალური პროწამალი, რომელიც ათავისუფლებს ამპიცილინს და სულბაქტამს in vivo ჰიდროლიზის შემდეგ) გამოიყენებოდა ადამიანის დოზაზე დიდი დოზებით, არ დაფიქსირებულა ნაყოფიერების დაქვეითების ან ნაყოფის დაზიანების ნიშნები.
შეუთავსებლობა
ამპისულის და ამინოგლიკოზიდების რეკონსტიტუცია და შეყვანა უნდა მოხდეს ცალ-ცალკე, ამინოპენიცილინების არსებობისას ამინოგლიკოზიდების in vitro ინაქტივაციის გამო.
ვარგისიანობის ვადა 2 წელი
გაზავებული ხსნარი:
ინტრამუსკულური შეყვანისთვის კონცენტრირებული ხსნარის გამოყენება რეკომენდებულია განზავებიდან 1 საათის განმავლობაში.
სტერილურ საინექციო წყალში ან ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარში გაზავების შემთხვევაში ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა 45მგ/მლ კონცენტრაციით ნარჩუნდება 8 საათის
განმავლობაში 25°C ± 2°C ტემპერატურაზე და 48 საათის განმავლობაში 5°C ± 3°C ტემპერატურის პირობებში; 30 მგ/მლ კონცენტრაციით 72 საათის განმავლობაში 5°C ± 3°C ტემპერატურაზე.
5%-იან საინექციო დექსტროზაში გაზავების შემთხვევაში ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა 30მგ/მლ კონცენტრაციით ნარჩუნდება 2 საათის განმავლობაში 25°C ± 2°C ტემპერატურაზე და 4 საათის განმავლობაში 5°C ± 3°C ტემპერატურის პირობებში; 3 მგ/მლ კონცენტრაციით 4 საათის განმავლობაში 25°C ± 2°C ტემპერატურაზე.
რინგერის ხსნარში (Lactated Ringer’s Injection) გაზავების შემთხვევაში ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა 45მგ/მლ კონცენტრაციით ნარჩუნდება 8 საათის განმავლობაში 25°C ± 2°C ტემპერატურაზე და 24 საათის განმავლობაში 5°C ± 3°C ტემპერატურის პირობებში.
M/6 ნატრიუმის ლაქტატში გაზავების შემთხვევაში ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა 45მგ/მლ კონცენტრაციით ნარჩუნდება 8 საათის განმავლობაში 25°C ± 2°C ტემპერატურაზე და 8 საათის განმავლობაში 5°C ± 3°C ტემპერატურის პირობებში.
5% დექსტროზა 0,45% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში გაზავების შემთხვევაში ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა 3მგ/მლ კონცენტრაციით ნარჩუნდება 4 საათის განმავლობაში 25°C ± 2°C ტემპერატურაზე; 15 მგ/მლ კონცენტრაციით 4 საათის განმავლობაში 5°C ± 3°C ტემპერატურის პირობებში.
10%-იან ინვერტულ შაქარში გაზავების შემთხვევაში ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა 3მგ/მლ კონცენტრაციით ნარჩუნდება 4 საათის განმავლობაში 25°C ± 2°C ტემპერატურაზე; 30 მგ/მლ კონცენტრაციით 3 საათის განმავლობაში 5°C ± 3°C ტემპერატურის პირობებში.
0,5%-იან ლიდოკაინში* გაზავების შემთხვევაში ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა 1.5მგ/3.2მლ კონცენტრაციით ნარჩუნდება 1 საათის განმავლობაში 25°C ± 2°C ტემპერატურაზე.
- 0,5% ლიდოკაინი გამოიყენება მხოლოდ 1,5გ კონცენტრაციით, ვინაიდან იგი გამოიყენება მხოლოდ ინტრამუსკულური შეყვანისთვის.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტის გამოყენება რეკომენდებულია მომზადებისთანავე. წინააღმდეგ შემთხევვაში, მომხმარებელს ეკისრება პასუხისმგებლობა შენახვის ვადებისა და პირობების დაცვაზე, რომლებიც, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2- 8°C ტემპერატურაზე, თუ რეკონსტიტუცია/განზავება (ა.შ.) არ ხორციელდება კონტროლირებად და დადასტურებულ ასეპტიკურ პირობებში.
შენახვის განსაკუთრებული პირობები
აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეფუთვა 1,5 გ (1000 მგ+500 მგ) ფხვნილი ი.მ./ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონები №10 შეფუთულია კოლოფში ფურცელ ჩანართთან ერთად.
ნარჩენების განკარგვა და სხვა სახის დამუშავება
განსაკუთრებული მითითებები არ არსებობს.
ინტრავენური ინფუზიისთვის სხვადასხვა გამხსნელთან ერთად გამოყენების ვადები:
გამხსნელი
კონცენტრაცია
სულბაქტამი +ამპიცილინი
სტაბილურობა
საინექციო სტერილური წყალი
45 მგ/მლ
8 სთ 25 °C ± 2 °C ტემპერატურაზე
45 მგ/მლ
48 სთ 5 °C ± 3°C ტემპერატურაზე
30 მგ/მლ
72 სთ 5 °C ± 3 °C ტემპერატურაზე
ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარი
45 მგ/მლ
8 სთ 25 °C ± 2 °C ტემპერატურაზე
45 მგ/მლ
48 სთ 5 °C ± 3°C ტემპერატურაზე
30 მგ/მლ
72 სთ 5 °C ± 3 °C ტემპერატურაზე
5% დექსტროზა
30 მგ/მლ
2 სთ 25 °C ± 2 °C ტემპერატურაზე
3 მგ/მლ
4 სთ 25 °C ± 2°C ტემპერატურაზე
30 მგ/მლ
4 სთ 5 °C ± 3 °C ტემპერატურაზე
რინგერის ხსნარი
45 მგ/მლ
8 სთ 25 °C ± 2 °C ტემპერატურაზე
45 მგ/მლ
24 სთ 5 °C ± 3°C ტემპერატურაზე
M/6 ნატრიუმის ლაქტატი
45 მგ/მლ
8 სთ 25 °C ± 2 °C ტემპერატურაზე
45 მგ/მლ
8 სთ 5 °C ± 3°C ტემპერატურაზე
5% დექსტროზა 0,45% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში
3 მგ/მლ
4 სთ 25 °C ± 2 °C ტემპერატურაზე
15 მგ/მლ
4 სთ 5 °C ± 3°C ტემპერატურაზე
10% ინვერტული შაქარი
3 მგ/მლ
4 სთ 25 °C ± 2 °C ტემპერატურაზე
30 მგ/მლ
3 სთ 5 °C ± 3°C ტემპერატურაზე
0,5% ლიდოკაინი*
1,5 გ/3,2 მლ
1 სთ 25 °C ± 2°C ტემპერატურაზე
- 0,5% ლიდოკაინი გამოიყენება მხოლოდ 1,5გ კონცენტრაციით, ვინაიდან იგი გამოიყენება მხოლოდ ინტრამუსკულური შეყვანისთვის.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი:
Kwality Pharmaceuticals Limited
ინდოეთი
წარმოებულია კომპანიისთვის:
Bruder Life Science
ინდოეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


