აციპრექსი
Aciprex
- მოქმედი ნივთიერება
- ესციტალოპრამი (escitalopram)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (4X7)
- მწარმოებელი
- Biofarm Sp. z o.o., პოლონეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოანალეფსური საშუალებები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- N06AB10
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046202
- რეგისტრირებულია
- 1 სექტემბერი 2026, მოქმედებს 1 სექტემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „გეა“
აციპრექსი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატ აციპრექსის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი უნდა იქნას გადაყლაპული, წყლის დაყოლებით. არ არის რეკომენდებული ტაბლეტის დაღეჭვა, რადგან მას მწარე გემო აქვს.
საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ტაბლეტის ორ თანაბარ ნაწილად გაყოფა. ამ მიზნით ტაბლეტი უნდა დაიდოს ბრტყელ ზედაპირზე ისე, რომ ტაბლეტის ერთი ნაწილი გამყოფი ნაზოლით იყოს ზევით. შემდეგ საჭიროა ტაბლეტის გაყოფა, მის ორივე ბოლოზე საჩვენებელი თითებით ქვემოთ დაჭერით.
მკურნალობის ხანგრძლივობა
გაუმჯობესება შეიძლება აღინიშნოს მხოლოდ მკურნალობის რამდენიმე კვირის შემდეგ. ამიტომ საჭიროა პრეპარატ აციპრექსის მიღება, თუნდაც დასაწყისში არ აღინიშნებოდეს ჯანმრთელობის გაუმჯობესება.
არ შეიძლება პრეპარატის დოზის შეცვლა მკურნალ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
პრეპარატი აციპრექსი უნდა გამოიყენებოდეს ისეთი ხანგრძლივობით, როგორ ამას დანიშნავს ექიმი.
მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტის შემთხვევაში, დაავადების სიმპტომები შეიძლება განმეორდეს. რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება გაუმჯობესების აღნიშვნიდან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.
პრეპარატ აციპრექსის რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღება
პრეპარატ აციპრექსის რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღებისას, აუცილებელია სასწრაფოდ ექიმთან ან უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში მიმართვა. ეს უცილებელია მაშინაც კი, თუ არ აღინიშნება არანაირი სიმპტომები. ჭარბი დოზირების სიმპტომებს მიეკუთვნება: თავბრუსხვევა, კანკალი, აგზნებადობა, კრუნჩხვები, ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, გულის რითმის დარღვევა, არტერიული წნევის დაქვეითება, წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა. ექიმთან ან საავადმყოფოში მიმართვისას, საჭიროა პრეპარატ აციპრექსის შეფუთვის თან წაღება.
პრეპარატ აციპრექსის მიღების გამოტოვება
არ არის რეკომენდებული ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის ანაზღაურების მიზნით.
პრეპარატის დოზის გამოტოვების შემთხვევაში და თუ პაციენტს გაახსენდება ამის შესახებ დაძინებამდე, საჭიროა სასწრაფოდ ამ პრეპარატის გამოტოვებული დოზის მიღება. მეორე დღეს პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს პრეპარატის მიღების სქემის შესაბამისად. თუ პაციენტს გაახსენდება გამოტოვებული დოზის შესახებ მხოლოდ ღამით ან მომდევნო დღეს, არ არის რეკომენდებული გამოტოვებული დოზის მიღება, მხოლოდ უნდა იქნას მიღებული მომდევნო დოზა ჩვეულებრივ დროს.
პრეპარატ აციპრექსის მიღების შეწყვეტა
არ არის რეკომენდებული პრეპარატ აციპრექსის მიღების შეწყვეტა ექიმის რეკომენდაციამდე.
მკურნალობის გეგმიური დასრულების შემთხვევაში, რეკომენდებულია პრეპარატ აციპრექსის დოზის თანდათან შემცირება რამდენიმე კვირის განმავლობაში.
პრეპარატ აციპრექსის მიღების შეწყვეტის შემდეგ, განსაკუთრებით თუ მკურნალობა მოულოდნელად იყო შეწყვეტილი, შეიძლება აღინიშნოს მოხსნის სიმპტომები. ეს ხშირად აღინიშნება პრეპარატ აციპრექსით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. რისკი მნიშვნელოვნად იზრდება პრეპარატის ხანგრძლივი მიღების, დიდი დოზების მიღების ან დოზის ძალიან სწრაფად შემცირების შემთხვევაში. პაციენტთა უმეტესობაში სიმპტომები სუსტადაა გამოხატული და დამოუკიდებლად ქრება ორი კვირის განმავლობაში. ზოგიერთ პაციენტს მოხსნის სიმპტომები შეიძლება უფრო გამოხატული ჰქონდეს ან ნარჩუნდებოდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში (2-3 თვე და უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც კი). პრეპარატ აციპრექსის მიღების შეწყვეტის შემდეგ მოხსნის მძიმე სიმპტომების აღნიშვნის შემთხვევაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა. ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია მისცეს პაციენტს თავიდან დაიწყოს პრეპარატის მიღება, შემდეგ კი თანდათან შეწყვიტოს მისი მიღება.
მოხსნის სიმპტომებს მიეკუთვნება: თავბრუსხვევა (წონასწორობის დაცვის პრობლემები), ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება და (იშვიათად) ელექტრო შოკის შეგრძნება, ასევე თავის არეში, ძილის დარღვევა (ძალიან გამომხატველი სიზმრები, კოშმარული სიზმრები, უძილობა), შიში, თავის ტკივილი, გულისრევა, ჭარბი ოფლიანობა (მათ შორის ღამის ოფლიანობა), შფოთვის ან აგზნების შეგრძნება, კანკალი, არეული ცნობიერება ან დეზორიენტაცია, ემოციური სისუსტე ან გაღიზიანებადობა, ფაღარათი, მხედველობის დარღვევა, გულის ფრიალი ან გახშირებული გულისცემა (ტაქიკარდია).
ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი რეაქციები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოქმედებების გამოწვევა, თუმცა არა ყველა პაციენტში.
გვერდითი მოქმედებები ქრება ჩვეულებრივ მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. უნდა გვახსოვდეს, რომ უმეტესი აღნიშნული მოქმედება შეიძლება იყოს ნამკურნალები დაავადების სიმპტომები და ქრება ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან ერთად.
მკურნალობის დროს რომელიმე შემდეგი გვერდითი მოქმედების აღნიშვნის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს:
არც ძალიან ხშირი (აღენიშნება 100-დან 1 პაციენტს):
- ანომალური სისხლდენები, მათ შორის სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
იშვიათი (აღენიშნება 1000-დან 1-10-მდე პაციენტს):
- კანის, ენის, ტუჩების ან სახის შეშუპება, ჭინჭრის ციება ან სუნთქვის გაძნელება, ან ყლაპვის გაძნელება (ალერგიული რეაქცია) - საჭიროა ექიმთან ან უახლოეს საავადმყოფოში მიმართვა;
- მაღალი სიცხე, აგზნება, დეზორიენტაცია, კანკალი ან კუნთების უეცარი კრუნჩხვები შეიძლება იყოს სიმპტომები დარღვევისა, რომელიც იშვიათად გვხვდება, მას უწოდებენ სეროტონინულ სინდრომს.
სიხშირე უცნობია (ვერ განისაზღვრება ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე):
- შარდვის სიძნელეები;
- კრუნჩხვები (შეტევები) - იხ. პუნქტი 2 “გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები”;
- კანის და თვალების ყვითლად შეფერვა (რაც არის ღვიძლის ფუნქციის დარღვევის და (ან) ჰეპატიტის სიმპტომი);
- სწრაფი არარეგულარული გულისცემა, გულისწასვლა - ეს შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში სიმპტომი, ცნობილი როგორც ტორსადე დე პოინტეს ტიპის დარღვევა;
- სუიციდური აზრები და ქცევა (ეს შემთხვევები დარეგისტრირებული იყო ესციტალოპრამით თერაპიის პროცესში და ცოტა ხნის განმავლობაში მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, იხ. ასევე პუნქტი 2 “გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები”).
- კანის და ლორწოვანი გარსის უეცარი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება)
ასევე იყო შეტყობინებები შემდეგი გვერდითი რეაქციების შესახებ:
ძალიან ხშირი (აღინიშნება უფრო ხშირად, ვიდრე 10-დან 1 პაციენტში):
- გულისრევა
- თავის ტკივილი
ხშირი (აღინიშნება არაუმეტეს 10-დან 1 პაციენტში):
- ცხვირის გაჭედვა ან კატარი (ჰაიმორიტი);
- მადის მომატება ან დაქვეითება;
- შიში, მოუსვენრობა (განსაკუთრებით მოძრაობითი), ანომალური ოცნებები, დაძინების გაძნელება, ძილიანობა, თავბრუსხვევა, მთქნარება, კანკალი, ჩხვლეტის შეგრძნება;
- დიარეა, შეკრულობა, გულისრევა, სიმშრალე პირის ღრუში;
- ჭარბი ოფლიანობა;
- კუნთების და სახსრების ტკივილი;
- სექსუალური დარღვევები (ეაკულაციის შეფერხება, ერექტილური დისფუნქცია, სქესობრივი ლტოლვის შესუსტება, ქალებში ორგაზმის მიღწევის სიძნელეები);
- დაღლილობა, ცხელება;
- სხეულის მასის მომატება.
არც ძალიან ხშირი (აღენიშნება არაუმეტეს 100-დან 1 პაციენტს):
- ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი, ქავილი;
- კბილების ღრჭენა, აგზნებადობა, ნევროზი, პანიკის შეტევები, დაბნეულობა;
- ძილის დარღვევები, გემოვნების დარღვევა, გულისწასვლა;
- გუგების გაფართოვება, არამკაფიო მხედველობა, ხმაური ყურებში;
- თმის ცვენა;
- ჭარბი მენსტრუალური სისხლდენები;
- არარეგულარული მენსტრუალური სისხლდენები;
- სხეულის მასის შემცირება;
- აჩქარებული გულისცემა;
- ხელების და ფეხების შეშუპება;
- სისხლდენა ცხვირიდან.
იშვიათი (აღენიშნება 10000-დან 1 პაციენტს):
- აგრესია, დეპერსონალიზაცია (თვითიდენტიფიკაციის დაკარგვის შეგრძნება), ჰალუცინაციები;
- გულის მუშაობის შენელება.
Uუცნობი სიხშირით (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე):
- სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება (იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა: გულისრევა, ცუდად ყოფნა, კუნთების სისუსტე ან ორიენტაცის დარღვევა);
- თავბრუსხვევა მდგომარე პოზიციაში მდგომარეობის სწრაფად შეცვლისას არტერიული წნევის დაქვეითების შედეგად (ორთოსტატური ჰიპოტონია);
- ღვიძლის ფუნქციის კვლევის ანომალური შედეგები (სისხლში ღვიძლის ენზიმების აქტივობის შემცირება);
- მოძრაობითი დარღვევები (კუნთების უნებლიე მოძრაობები);
- მუდმივი და მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი);
- სისხლის შედედების დარღვევები, კანსა და ლორწოვან გარსებში სისხლდენისა (პეტექიები) და თრომბოციტების უკმარისობის (თრომბოციტოპენია) ჩათვლით;
- მომატებული სეკრეცია ანტიდიურეზული ჰორმონის (ადჰ), რაც იწვევს ორგანიზმში წყლის შეკავებას, სისხლის გათხელება, ნატრიუმის რაოდენობის შემცირება (ანომალური სეკრეცია ადჰ);
- რძის გამოყოფა კაცებში და ქალებში, რომლებიც არ კვებავენ ძუძუთი;
- მანიები;
- ძვლების მოტეხილობების რისკის ზრდა აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამ ტიპის პრეპარატებს (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები);
- გულის რითმის ცვლილებები (ეგრეთ წოდებული “Qთ მონაკვეთის გახანგრძლივება, ეკგ-ზე გულის ელექტრული აქტივობის ჩანაწერები).
- ჭარბი ვაგინალური სისხლდენა, მშობიარობის შემდეგ მალევე გამოვლინებადი( მშობიარობის შემდგომი სისხლდენა), დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ნაწილში “ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა”, პუნქტი 2.
ცნობილია ასევე გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღინიშნება პრეპარატების მიღებისას, რომელთა მოქმედების მექანიზმი ესციტალოპრამის (პრეპარატ აციპრექსის მოქმედი ნივთიერების) მსგავსია, როგორიცაა:
- მოუსვენრობა (აკატიზია);
- საკვებისადმი ზიზღი.
შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ
თუ აღინიშნება გვერდითი მოქმედების რომელიმე სიმპტომები, მათ შორის ნებისმიერი გვერდითი სიმპტომები, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, აუცილებელია ამის შესახებ ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება. გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება შეიძლება უშუალოდ სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო დანიშნულების ნაწარმის და ბაქტერიციდული პროდუქტების რეგისტრაციის სამმართველოს სამკურნალო პროდუქტების გვერდითი მოქმედებების მონიტორირების დეპარტამენტში
იერუსალიმის ხეივანი 181C
02-222 ვარშავა
ტელ.: + 48 22 49 21 301
ფაქსი: + 48 22 49 21 309
ინტერნეტ საიტი : https://smz.ezdrowie.gov.pl
სიფრთხილის ზომები
პრეპარატ აციპრექსის მიღებამდე ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან.
მოახდინეთ მკურნალი ექიმის ინფორმირება ნებისმიერი სხვა შეუძლოდ ყოფნის და ყველა დაავადების შესახებ, რადგანაც შეიძლება საჭირო გახდეს მათი გათვალისწინება. განსაკუთრებით საჭიროა ექიმის ინფორმირება:
- თუ პაციენტი ეპილეფსიით არის დაავადებული. პირველ ჯერზე მიღებისთანავე კრუნჩხვითი შეტევების აღნიშვნის ან მათი სიხშირის ზრდის შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატ აციპრექსის მიღების შეწყვეტა (იხ. ასევე პუნქტი 4 “შესაძლო გვერდითი რეაქციები”);
- თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევები. შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის შერჩევა;
- თუ პაციენტს შაქრიანი დიაბეტი აქვს. პრეპარატ აციპრექსის მიღებამ შეიძლება იმოქმედოს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის დონეზე. შესაძლებელია საჭირო გახდეს ინსულინის და (ან) პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების დოზის შერჩევა;
- თუ პაციენტს სისხლში გააჩნია ნატრიუმის დაქვეითებული კონცენტრაცია;
- თუ პაციენტს გააჩნია მომატებული მიდრეკილება სისხლდენებისა ან სისხლჩაქცევებისადმი;
- თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება სისხლის შედედების დარღვევები ან პაციენტი ორსულია (იხ. “ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა”)
- თუ პაციენტს უტარდება ელექტროშოკით თერაპია;
- თუ პაციენტს აქვს იშემიური დაავადება;
- თუ პაციენტს გააჩნია ან გააჩნდა პრობლემები გულთან, ან ახლახან გადაიტანა მიოკარდის ინფარქტი;
- თუ პაციენტს მოსვენებულ მდგომარეობაში აქვს გულის შეკუმშვათა დაბალი სიხშირე, და (ან) იცის იმის შესახებ, რომ აქვს მარილის დეფიციტი მუდმივი და გამოხატული დიარეის და ღებინების, ან დიურეზულების (პრეპარატების, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას) გამოყენების შედეგად,
- თუ პაციენტს აქვს სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, სისუსტე, გულისწასვლა ან თავბრუსხვევა ადგომისას, რაც შეიძლება მიუთითებდეს გულის ფუნქციის დარღვევაზე;
- თუ პაციენტს აქვს ან წარსულში ჰქონდა პრობლემები თვალების მხრივ, როგორიცაა გლაუკომის ზოგიერთი სახეობა (თვალშიდა წნევის ზრდა).
ყურადღება
ისევე, როგორც სხვა პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, რომლებიც ინიშნება დეპრესიის ან ანალოგიური დაავადებების მკურნალობის შემთხვევაში, პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება არ დგება მკურნალობის დაწყებისთანავე. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლება აღინიშნოს პრეპარატ აციპრექსის გამოყენებისას მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ.
პანიკური შეტევების დროს გაუმჯობესება აღინიშნება ჩვეულებრივ მკურნალობის 2-4 კვირის შემდეგ. თერაპიის საწყის პერიოდში ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება შეიგრძნოს შიშის გაძლიერება, რაც გადის, თუ მკურნალობა გაგრძელებული იქნება. ამასთან დაკავშირებით უცილებელია მკურნალი ექიმის რეკომენდაციების მკაცრი დაცვა და მკურნალობა არ უნდა იქნას შეწყვეტილი და დოზა არ უნდა იქნას შემცირებული ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
სუიციდური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი ნევროზის სიმპტომების გაძლიერება
დეპრესიას და (ან) შფოთვით ნევროზს შეიძლება ახლდეს თვითდაზიანებასთან ან სუიციდთან დაკავშირებული აზრები. ეს სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს ანტიდეპრესანტებით თერაპიის საწყის ფაზაზე, ვინაიდან ეს პრეპარატები არ იწყებენ მოქმედებას მაშინათვე, არამედ დაახლოებით ორი კვირის შემდეგ. ხანდახან ეს პერიოდი უფრო ხანგრძლივია.
ამ ტიპის სიმპტომებს უფრო დაქვემდებარებულნი არიან:
- პირები, რომლებსაც უკვე ადრე აწუხებდათ აზრები თვითმკვლელობის შესახებ, ან აზრები, დაკავშირებული თვითდაზიანებასთან;
- ზრდასრული პაციენტები ახალგაზრდა ასაკში. კლინიკური კვლევების დროს მიღებული მონაცემები აჩვენებენ სუიციდური ქცევის მომატებულ რისკს ანტიდეპრესანტებით ნამკურნალებ 25 წელზე უმცროსი ასაკის მოზრდილ პაციენტებში ფსიქიკური დარღვევებით.
თვითდაზიანების ან სუიციდის შესახებ აზრების გაჩენის შემთხვევაში, აუცილებელია სასწრაფოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის ჩატარება ან საავადმყოფოში მიმართვა.
პაციენტისათვის შეიძლება სასარგებლო იყოს შეტყობინება ნათესავებისა და მეგობრებისათვის იმის შესახებ, რომ მას აქვს დეპრესია ან შფოთვითი ნევროზი, ასევე სთხოვოს მათ წინამდებარე ინსტრუქციის წაკითხვა. პაციენტმა შეუძლია სთხოვოს ამ პირებს, რომ მათ შეატყობინონ მას, თუ დაინახავენ, რომ დეპრესიის ან შიშის სიმპტომები გაძლიერდა ან მის ქცევაში აღინიშნა ცვლილებები, რომლებიც მათ აშფოთებს.
ზოგიერთ პაციენტს მანიაკალურ-დეპრესიული დარღვევებით შეიძლება აღენიშნოს მანიაკალური ფაზა. იგი ხასიათდება ატიპიური და სწრაფად ცვლადი იდეებით, ბედნიერების უსაფუძვლო განცდით და გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობით. ასეთ შემთხვევებში აბსოლუტურად აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ასევე შეიძლება აღინიშნოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: ფსიქომოტორული აგზნება ან მოძრაობის გარეშე ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა. ასეთი სიმპტომების აღნიშვნის შემთხვევაში, აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.
პაციენტები ვერ აცნობიერებენ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების სერიოზულობას.
ამასთან დაკავშირებით შეიძლება გამოსადეგი იქნას მეგობრის ან ოჯახის წევრის თხოვნა ქცევაში შესაძლო ცვლილებებზე ყურადღების მიქცევის შესახებ.
მშფოთვარე აზრების ან განცდების შემთხვევაში, ასევე რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომის აღნიშვნის შემთხვევაში, აუცილებელია სასწრაფოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის ჩატარება ან უხლოეს საავადმყოფოში მიმართვა.
ისეთმა პრეპარატებმა, როგორიცაა აციპრექსი (ეგრეთ წოდებული SSRI ან SNRI) შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური ფუნქციის დარღვევასთან დაკავშირებული სიმპტომები (იხ. პუნქტი 4). ზოგიერთ შემთხვევაში ეს სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც ნარჩუნდება.
ბავშვები და მოზარდები
ჩვეულებრივ პრეპარატი აციპრპექსი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში და 18 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდებში. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ამ ჯგუფის პრეპარატების მიღებისას 18 წელზე ახალგაზრდა ასაკის პაციენტები, დაქვემდებარებულნი არიან გვერდითი რეაქციების გაჩენის რისკს, როგორიცაა თვითმკვლელობის მცდელობები, სუიციდური აზრები და მტრული განწყობა (განსაკუთრებით აგრესია, ოპოზიციური ქცევა და რისხვა). მაგრამ ექიმს შეუძლია პრეპარატ აციპრექსის გამოწერა ამ ასაკის პაციენტებისათვის, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის. თუ ექიმმა მისცა რეკომენდაცია ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტს პრეპარატ აციპრექსის თაობაზე, თქვენ კი გაქვთ რაიმე ეჭვი ამასთან დაკავშირებით, აუცილებელია ექიმთან ხელმეორედ მიმართვა. გარდა ამისა აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაციის ჩატარება, თუ ზემოთ მითითებული სიმპტომები აღინიშნება ან გაუარესდება 18 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტებში, რომლებიც იღებენ აციპრექსს. დღემდე არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ეხება უსაფრთხოებას პრეპარატ აციპრექსის ხანგრძლივი გამოყენებისას ამ ასაკობრივ ჯგუფში, განსაკუთრებით ზრდის, მომწიფების, კოგნიტიური და ბიჰევიორალური განვითარების პროცესში.
აციპრექსი და სხვა პრეპარატები
აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება ყველა პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებს პაციენტი დღეს ან იღებდა ბოლო დროს, ასევე ყველა პრეპარატის შესახებ, რომლის მიღებასაც გეგმავს.
აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება ნებისმიერი შემდეგი პრეპარატის გამოყენების შესახებ:
- მონოამინოოქსიდაზას არასელექტიური ინჰიბიტორები (IMAO), მათ შორის: ფენელზინი, იპრონიაზიდი, იზოკარბოქსაზიდი, ნიალამიდი ან ტრანილციპრომინი. რომელიმე მათგანის მიღების შემთხვევაში საჭიროა 14 დღე დაცდა პრეპარატ აციპრექსის მიღების დაწყებამდე. პრეპარატ აციპრექსის მიღების შეწყვეტის შემდეგ საჭიროა 7 დღე დაცდა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატის მიღების დაწყებამდე.
- MAO-A-ს სელექტიური შექცევადი ინჰიბიტორები, მათ შორის მოკლობემიდი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).
- MAO-B-ს შეუქცევადი ინჰიბიტორები, მათ შორის სელეგილინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება პარკინსონის დაავადების მკურნალობისას). ეს პრეპატები ზრდიან გვერდითი რეაქციების რისკს.
- ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი)
- ლითიუმი (რომელიც გამოიყენება მანიაკალურ-დეპრესიული დარღვევების მკურნალობისას) და ტრიპტოფანი.
- იმიპრამინი და დეზიპრამინი (ანტიდეპრესანტები).
- სუმატრიპტანი და მსგავსი პრეპარატები (რომლებიც გამოიყენება შაკიკის მკურნალობისა) და ტრამადოლი (რომელიც გამოიყენება ძლიერი ტკივილების დროს). ეს პრეპარატები ზრდიან გვერდითი მოქმედებების რისკს.
- ციმეტიდინი, ლანსოპრაზოლი და ომეპრაზოლი (რომლებიც გამოიყენება კუჭის წყლულოვანი დაავადების მკურნალობისას), ფლუკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატი), ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) და ტიკლოპიდინი (რომელიც გამოიყენება ინსულტის რისკის დაქვეითების მიზნით). ამ პრეპარატებს შეუძლიათ სისხლში პრეპარატ აციპრექსის კონცენტრაციის ზრდა.
- კრაზანა (HHypericum perforatum) – მცენარეული ანტიდეპრესანტი.
- აცეტილსალიცილის მჟავა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (რომლებიც გამოიყენება ანალგეტიკის სახით სისხლის გათხელების მიზნით, ეგრეთ წოდებული ანტიკოაგულანტები). ამ პრეპარატებს შეუძლიათ გაზარდონ სისხლდენისადმი მიდრეკილება.
- ვარფარინი, დიპირიდამოლი და ფენპროკუმონი (პრეპარატები სისხლის გათხელების თვისებებით, ეგრეთ წოდებული ანტიკოაგულანტები). პრეპარატ აციპრექსის მიღების საფუძველზე და მიღების შეწყვეტის შემდეგ მკურნალი ექიმი შეამოწმებს სისხლის შედედების დროს, რათა დარწმუნდეს სწორად არის თუ არა შერჩეული გამოყენებული ანტიკოაგულანტის დოზა.
- მეფლოქსინი (მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატი), ბუპროპიონი (ანტიდეპრესანტი) და ტრამადოლი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გამოხატული ტკივილის დროს) კრუნჩხვის ზღვარის შემცირების რისკთან დაკავშირებით.
- ნეიროლეპტიკები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შიზოფრენიის და ფსიქოზის მკურნალობის დროს) კრუნჩხვის ზღვარის შემცირების რისკთან დაკავშირებით და ანტიდეპრესანტები.
- ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი (რომლებიც გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობისას), ასევე დეზიპრამინი, კლომიპრამინი და ნორტრიპტილინი (ანტიდეპრესანტები) და რისპერიდონი, თიორიდაზინი და გალოპერიდოლი (ანტიფსიქოზური პრეპარატები). ზემოთ მითითებული პრეპარატების მიღებისას შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატ აციპრექსის დოზირების მოდიფიკაცია.
- პრეპარატები, რომლების ამცირებენ სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის კონცენტრაციას, ზრდიან სიცოცხლისათვის საშიშ გულის რითმის დარღვევების აღნიშვნის რისკს.
არ გამოიყენოთ პრეპარატი აციპრექსი, თუ პაციენტი იღებს პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევების მკურნალობისას ან პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ გულის რითმზე, როგორიცაა: IA და III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები, ნეიროლეპტიკები (მაგალითად, ფენოთიაზიდის წარმოებულები, პიმოზიდი, გალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესიული პრეპარატები, ზოგიერთი ანტიბაქტერიული პრეპარატები (მაგალითად, სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქტაცინი, ერითრომიცინი IV, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები - განსაკუთრებით გალოფანტრინი) და ზოგიერთი ანტიჰისტამინური პრეპარატები (ასთემიზოლი, მიზოლასტინი).
ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
აციპრექსი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
აციპრექსის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების მიუხედავად (იხ. ნაწილი 3 “პრეპარატის აციპრექსის გამოყენების წესი”).
არ არის მოსალოდნელი პრეპარატ აციპრექსის ურთიერთქმედება (ზემოქმედება) ალკოჰოლთან.
მიუხედავად ამისა, ისევე, როგორც სხვა მრავალი პრეპარატის შემთხვევაში, არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება პრეპარატ აციპრექსით მკურნალობის დროს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ პაციენტი ორსულადაა ან კვებავს ძუძუთი, ეჭვი აქვს ორსულობაზე ან გეგმავს ბავშვის ყოლას, მან უნდა ჩაიტაროს კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან ამ პრეპარატის გამოყენების წინ.
ორსულობა
ორსულმა ქალებმა არ უნდა მიიღონ პრეპარატი აციპრექსი, სანამ არ ჩაიტარებენ ექიმთან კონსულტაციას ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებულ საფრთხისა და სარგებელის თაობაზე.
პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ პრეპარატ აციპრექსის მიღებამ ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილში შემდეგი სიმპტომები: გაძნელებული სუნთქვა, ციანოზი, კრუნჩხვები, სხეულის ტემპერატურის ცვლილება, სიძნელეები კვების დროს, ღებინება, სისხლში შაქრის დაბალი კონცენტრაცია, მომატებული ტონუსი ან კუნთების პარეზი, რეფლექსების გაძლიერება, ტრემორი, შემცივნება, გაღიზიანებადობა, მოთენთილობა, მუდმივი ტირილი, ძილიანობა, ძილის პრობლემები. თუ ახალშობილს აღენიშნა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.
აუცილენელია დარწმუნება იმაში, რომ მეანმა და (ან) ექიმმა იციან იმის შესახებ, რომ პაციენტი იღებს პრეპარატ აციპრექსს. ისეთი პრეპარატების მიღებამ, როგორიცაა აციპრექსი, ორსულობის დროს, განსაკუთრებით ბოლო სამი თვის განმავლობაში, შეიძლება გაზარდოს ბავშვში მძიმე დარღვევების აღნიშვნის რისკი, ეგრეთ წოდებული Fფილტვის მდგრადი ჰიპერტენზიისა ახალშობილებში (PPHN), რომელსაც ახასიათებს გახშირებული სუნთქვა და ახალშობილის კანის სილურჯე. ეს სიმპტომები, ჩვეულებრივ, აღინიშნება დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ ახალშობილს აღენიშნა რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომებიდან, საჭიროა დაუყოვნებლოვ მეანთან და (ან) ექიმთან მიმართვა.
არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს პრეპარატ აციპრექსით მკურნალობის მოულოდნელად შეწყვეტა.
Pპრეპარატ აციპრექსისი მიღებამ ორსულობის ბოლოს შეიძლება გაზარდოს სერიოზული ვაგინალური სისხლდენის რისკი, მშობიარობისთანავე გამოვლინებადი, მით უფრო თუ პაციენტის ანამნეზში აღნიშნული იყო სისხლის შედედების დარღვევები. თუ პაციენტი იღებს პრეპარატ აციპრექსს, მან აუცილებლად უნდა აცნობოს ამის შესახებ ექიმს ან მეანს, რომ მათ შესძლონ მისცენ პაციენტს შესაბამისი რეკომენდაცები.
ძუძუთი კვება
არ არის რეკომენდირებული პრეპარატ აციპრექსის მიღება ძუძუთი კვების დროს, სანამ ექიმთან არ იქნება განხილული ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული საფრთხეები და სარგებელი.
არის მოსაზრება რომ ესციტალოპრამი გამოიყოფა დედის რძეში.
ზეგავლენა ფერტილობაზე
ცხოველებზე კვლევისას დამტკიცებული იყო, რომ ციტალოპრამი, ესციტალოპრამის მსგავსი პრეპარატი, ამცირებს სპერმის ხარისხს. თეორიულად ამან შეიძლება იმოქმედოს ფერტილობაზე, თუმცა დღემდე არ არის დერეგისტრირებული ზეგავლენა ადამიანის ფერტილობაზე.
სატრანსპორტო საშულებების მართვა და მანქანების მომსახურება
არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანების მომსახურება, ვიდრე პაციენტი არ გაარკვევს, თუ როგორ მოქმედებს მასზე პრეპარატი აციპრექსი.
პრეპარატი შეიცავს 1მმოლზე (23მგ) ნაკლებ ნატრიუმის მაქსიმალურ დღიურ დოზაში, რაც ნიშნავს რომ პრეპარატი აღიარებულია “ნატრიუმისგან თავისუფლად”
- პრეპარატი აციპრექსის გამოყენების წესი.
ეს პრეპარატი ყოველთვის უნდა იქნას მიღებული ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.
ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები
დეპრესია
ჩვეულებრივ პრეპარატ აციპრექსის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეღამეში. მკურნალ ექიმს შეუძლია დოზის მაქსიმალურამდე გაზრდა, ანუ 20 მგ დღეღამეში.
პანიკური აშლილობები (პანიკის შეტევა)
პრეპარატ აციპრექსის საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს ერთხელ დღეღამეში მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში. დოზას თანდათან ზრდიან 10 მგ-მდე დღეღამეში. მკურნალ ექიმს შეუძლია მაქსიმალურამდე დოზის შემდგომი ზრდის რეკომენდირება, ანუ 20 მგ დღეში.
სოციალური შფოთვა
ჩვეულებრივ პრეპარატ აციპრექსის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეღამეში. მკურნალობაზე პაციენტის რეაქციის მიხედვით, ექიმს შეუძლია დოზის დღეღამეში 5 მგ-მდე შემცირება ან მაქსიმალურ დოზამდე გაზრდა, ანუ 20 მგ დღეღამეში.
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზა პრეპარატ აციპრექსის არის 10მგ, დღე-ღამეში ერთხელ. დოზა ექიმის მიერ შეიძლება გაზრდილი იყოს მაქსიმალურ 20მგ-მდე დღე-ღამეში.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები
ჩვეულებრივ პრეპარატ აციპრექსის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეში. ექიმს შეუძლია დოზის მაქსიმალურამდე გაზრდა, ანუ 20 მგ-მდე დღეღამეში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წელზე უფროსი)
პრეპარატ აციპრექსის საწყისი რეკომენდებული დოზა შეადგენს 5 მგ-ს ერთხელ დღეღამეში. ექიმს შეუძლია დოზის დღეღამეში 10 მგ-მდე გაზრდა.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
როგორც წესი, პრეპარატი აციპრექსი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და მოზარდებში. დამატებითი ინფორმაცია - იხილეთ ნაწილი 2 “ბავშვები და მოზარდები (18 წელზე უმცროსი ასაკის)”.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
საჭიროა სიფრთხილე თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში.Pპრეპარატი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად უნდა იყოს მიღებული.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევვის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ 10 მგ-ზე მეტი რაოდენობა დღე-ღამეში. Pპრეპარატი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად უნდა იყოს მიღებული.
პაციენტები, პრეპარატების ნელი მეტაბოლიზმით იზოფერმენტ CYP2C19 მონაწილეობით
პაციენტებმა ამ ცნობილი გენოტიპით არ შეიძლება გადააჭარბონ 10მგ-ს დღე-ღამეში. Pრეპარატი უნდა იყოს მიღებული ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
გვერდითი მოვლენები
თქვენი შეტყობინებების წყალობით შესაძლებელი იქნება უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვება პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით.
- პრეპარატი აციპრექსის შენახვის პირობები.
პრეპარატი აუცილებლად შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ არსებობს სპეციალური რეკომენდაციები, რომლებიც ეხება შენახვის პირობებს.
ნუ გამოიყენებთ ამ პრეპარატს ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე სიტყვების “ვარგისობის ვადა” შემდეგ.
ვარგისობის ვადა არის მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გადააგდოთ სამკურნალო პრეპარატები კანალიზაციაში ან კონტეინერში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის.
შეეკითხეთ თქვენს ფარმაცევტს იმ სამკურნალო პრეპარატების უტილიზაციის შესახებ, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
შემადგენლობა
- პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ესციტალოპრამი.
Pპრეპარატი აციპრექსის თითოეული ტაბლეტი, გარსით დაფარული შეიცავს 10 მგ ესციტალოპრამს (ოქსალატის ფორმით).
- დანარჩენი კომპონენტები:
ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი: OOpadry White Y-1-7000 (ჰიპრომელოზა 6cP, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი 400).
პრეპარატ აციპრექსის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
პრეპარატი აციპრექსი ხელმისაწვდომია გარსით დაფარული ტაბლეტების ფორმით, აღწერილობა მოყვანილია ქვემოთ:
აციპრექსი, 10 მგ
თეთრი, ოვალური (დაახლოებით 8,1 X 5,6 მმ) გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს განივი ნაზოლით.
შეიძლება ტაბლეტის გაყოფა ორ თანაბარ დოზად.
პრეპარატი აციპრექსი ხელმისაწვდომია შემდეგი ზომის შეფუთვებით:
7, 10, 14, 20, 28, 30 ან 56 გარსით დაფარული ტაბლეტი.
ბრუნვაში შეიძლება არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა.
პასუხისმგებელი სუბიექტი
შპს ბიოფარმა
ვალბჟისკის ქ. 13
60-198 პოზნანი
მწარმოებელი
შპს ბიოფარმი
ვალბჟისკის ქ. 13
60-198 პოზნანი
ინსტრუქციის ბოლო აქტუალიზაციის თარიღი: 15.03.2021
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
აციპრექსი, 10 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
Escitalopramum
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, ვინაიდან იგი შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ინსტრუქცია, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლოთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
- რაიმე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი გამოწერილი იქნა მკაცრად განსაზღვრული პირისათვის. არ შეიძლება მისი გადაცემა სხვა პირებისათვის.
პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვა პირს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი დაავადების სიმტომები იგივეა.
- თუ პაციენტს აღენიშნა რომელიმე გვერდითი რეაქცია, მათ შორის სხვადასხვა გვერდითი სიმპტომები, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, ამის შესახებ აუცილებლად უნდა იქნას ინფორმირებული ექიმი ან ფარმაცევტი. იხ. პუნქტი 4.
ინსტრუქციის შინაარსი:
- რას წარმოადგენს პრეპარატი აციპრექსი და რისთვის გამოიყენება იგი.
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი აციპრექსის გამოყენებამდე.
- პრეპარატი აციპრექსის გამოყენების წესი.
- შესაძლო გვერდითი რეაქციები.
- პრეპარატი აციპრექსის შენახვის პირობები.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.
- რას წარმოადგენს პრეპარატი აციპრექსი და რისთვის გამოიყენება იგი
პრეპარატი აციპრექსი შეიცავს ესციტალოპრამს და გამოიყენება დეპრესიის (ბევრ დეპრესიულ ეპიზოდში), შფოთვითი ნევროზების (როგორიცაა პანიკური აშლილობა აგროფობიით ან აგროფობიის გარეშე (შიში იმ ადგილებში ყოფნისადმი, სადაც შესაძლებელია ვერ მოხერხდეს დახმარების მიღება)), სოციალური შფოთვის (ადამიანებთან კონტაქტის შიში) და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მკურნალობის დროს.
ესციტალოპრამი მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების ჯგუფს, რომლებსაც უწოდებენ სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებს (SSRI). ეს პრეპარატები მოქმედებენ თავის ტვინის სეროტონინერგული სისტემის ფუნქიონირებაზე, სეროტონინის კონცენტრაციის მომატებით. სეროტონინერგული სისტემის ფუნქიის დარღვევა ითვლება დეპრესიის და მასთან დაკავშირებული დარღვევების განვითარების მთავარ მიზეზად.
გაუმჯობესების დადგომამდე შეიძლება გავიდეს მკურნალობის რამდენიმე კვირა.
საჭიროა პრეპარატ აციპრექსის მიღების გაგრძელება, პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე გარკვეული დროის გავლის შემთხვევაშიც კი.
გაუმჯობესების არარსებობის შემთხვევაში ან თუ პაციენტი თავს უარესად იგრძნობს, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ აციპრექსის გამოყენებამდე.
როდის არ უნდა იქნას მიღებული პრეპარატი აციპრექსი
- თუ პაციენტს აღენიშნა მომატებული მგრძნობელობა (სენსიბილიზაცია) ესციტალოპრამის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის (ჩამოთვლილის მე-6 პუნქტში) მიმართ;
- თუ პაციენტი იღებს სხვა პრეპარატებს, რომლებიც მიეკუთვნება მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების ჯგუფს (IMAO), მათ შორის სელეგილინს (რომელიც გამოიყენება პარკინსონის დაავადების მკურნალობისას), მოკლობემიდს (რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) ან ლინეზოლიდს (ანტიბიოტიკი);
- თუ პაციენტს გააჩნია თანდაყოლილი არითმია ან წარსულში აღენიშნებოდა (დამტკიცებული ეკგ-კვლევით, რომელიც ემსახურება გულის ფუნქციის შეფასებას);
- თუ პაციენტი იღებს პრეპარატს, რომელიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევისას, ან პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლიათ გულის რითმზე ზეგავლენის მოხდენა (იხ. პუნქტი 2 “აციპრექსი და სხვა პრეპარატები”).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ აციპრექსის მიღებამდე ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან.
მოახდინეთ მკურნალი ექიმის ინფორმირება ნებისმიერი სხვა შეუძლოდ ყოფნის და ყველა დაავადების შესახებ, რადგანაც შეიძლება საჭირო გახდეს მათი გათვალისწინება. განსაკუთრებით საჭიროა ექიმის ინფორმირება:
- თუ პაციენტი ეპილეფსიით არის დაავადებული. პირველ ჯერზე მიღებისთანავე კრუნჩხვითი შეტევების აღნიშვნის ან მათი სიხშირის ზრდის შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატ აციპრექსის მიღების შეწყვეტა (იხ. ასევე პუნქტი 4 “შესაძლო გვერდითი რეაქციები”);
- თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევები. შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის შერჩევა;
- თუ პაციენტს შაქრიანი დიაბეტი აქვს. პრეპარატ აციპრექსის მიღებამ შეიძლება იმოქმედოს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის დონეზე. შესაძლებელია საჭირო გახდეს ინსულინის და (ან) პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების დოზის შერჩევა;
- თუ პაციენტს სისხლში გააჩნია ნატრიუმის დაქვეითებული კონცენტრაცია;
- თუ პაციენტს გააჩნია მომატებული მიდრეკილება სისხლდენებისა ან სისხლჩაქცევებისადმი;
- თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება სისხლის შედედების დარღვევები ან პაციენტი ორსულია (იხ. “ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა”)
- თუ პაციენტს უტარდება ელექტროშოკით თერაპია;
- თუ პაციენტს აქვს იშემიური დაავადება;
- თუ პაციენტს გააჩნია ან გააჩნდა პრობლემები გულთან, ან ახლახან გადაიტანა მიოკარდის ინფარქტი;
- თუ პაციენტს მოსვენებულ მდგომარეობაში აქვს გულის შეკუმშვათა დაბალი სიხშირე, და (ან) იცის იმის შესახებ, რომ აქვს მარილის დეფიციტი მუდმივი და გამოხატული დიარეის და ღებინების, ან დიურეზულების (პრეპარატების, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას) გამოყენების შედეგად,
- თუ პაციენტს აქვს სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, სისუსტე, გულისწასვლა ან თავბრუსხვევა ადგომისას, რაც შეიძლება მიუთითებდეს გულის ფუნქციის დარღვევაზე;
- თუ პაციენტს აქვს ან წარსულში ჰქონდა პრობლემები თვალების მხრივ, როგორიცაა გლაუკომის ზოგიერთი სახეობა (თვალშიდა წნევის ზრდა).
ყურადღება
ისევე, როგორც სხვა პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, რომლებიც ინიშნება დეპრესიის ან ანალოგიური დაავადებების მკურნალობის შემთხვევაში, პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება არ დგება მკურნალობის დაწყებისთანავე. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლება აღინიშნოს პრეპარატ აციპრექსის გამოყენებისას მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ.
პანიკური შეტევების დროს გაუმჯობესება აღინიშნება ჩვეულებრივ მკურნალობის 2-4 კვირის შემდეგ. თერაპიის საწყის პერიოდში ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება შეიგრძნოს შიშის გაძლიერება, რაც გადის, თუ მკურნალობა გაგრძელებული იქნება. ამასთან დაკავშირებით უცილებელია მკურნალი ექიმის რეკომენდაციების მკაცრი დაცვა და მკურნალობა არ უნდა იქნას შეწყვეტილი და დოზა არ უნდა იქნას შემცირებული ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
სუიციდური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი ნევროზის სიმპტომების გაძლიერება
დეპრესიას და (ან) შფოთვით ნევროზს შეიძლება ახლდეს თვითდაზიანებასთან ან სუიციდთან დაკავშირებული აზრები. ეს სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს ანტიდეპრესანტებით თერაპიის საწყის ფაზაზე, ვინაიდან ეს პრეპარატები არ იწყებენ მოქმედებას მაშინათვე, არამედ დაახლოებით ორი კვირის შემდეგ. ხანდახან ეს პერიოდი უფრო ხანგრძლივია.
ამ ტიპის სიმპტომებს უფრო დაქვემდებარებულნი არიან:
- პირები, რომლებსაც უკვე ადრე აწუხებდათ აზრები თვითმკვლელობის შესახებ, ან აზრები, დაკავშირებული თვითდაზიანებასთან;
- ზრდასრული პაციენტები ახალგაზრდა ასაკში. კლინიკური კვლევების დროს მიღებული მონაცემები აჩვენებენ სუიციდური ქცევის მომატებულ რისკს ანტიდეპრესანტებით ნამკურნალებ 25 წელზე უმცროსი ასაკის მოზრდილ პაციენტებში ფსიქიკური დარღვევებით.
თვითდაზიანების ან სუიციდის შესახებ აზრების გაჩენის შემთხვევაში, აუცილებელია სასწრაფოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის ჩატარება ან საავადმყოფოში მიმართვა.
პაციენტისათვის შეიძლება სასარგებლო იყოს შეტყობინება ნათესავებისა და მეგობრებისათვის იმის შესახებ, რომ მას აქვს დეპრესია ან შფოთვითი ნევროზი, ასევე სთხოვოს მათ წინამდებარე ინსტრუქციის წაკითხვა. პაციენტმა შეუძლია სთხოვოს ამ პირებს, რომ მათ შეატყობინონ მას, თუ დაინახავენ, რომ დეპრესიის ან შიშის სიმპტომები გაძლიერდა ან მის ქცევაში აღინიშნა ცვლილებები, რომლებიც მათ აშფოთებს.
ზოგიერთ პაციენტს მანიაკალურ-დეპრესიული დარღვევებით შეიძლება აღენიშნოს მანიაკალური ფაზა. იგი ხასიათდება ატიპიური და სწრაფად ცვლადი იდეებით, ბედნიერების უსაფუძვლო განცდით და გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობით. ასეთ შემთხვევებში აბსოლუტურად აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ასევე შეიძლება აღინიშნოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: ფსიქომოტორული აგზნება ან მოძრაობის გარეშე ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა. ასეთი სიმპტომების აღნიშვნის შემთხვევაში, აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.
პაციენტები ვერ აცნობიერებენ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების სერიოზულობას.
ამასთან დაკავშირებით შეიძლება გამოსადეგი იქნას მეგობრის ან ოჯახის წევრის თხოვნა ქცევაში შესაძლო ცვლილებებზე ყურადღების მიქცევის შესახებ.
მშფოთვარე აზრების ან განცდების შემთხვევაში, ასევე რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომის აღნიშვნის შემთხვევაში, აუცილებელია სასწრაფოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის ჩატარება ან უხლოეს საავადმყოფოში მიმართვა.
ისეთმა პრეპარატებმა, როგორიცაა აციპრექსი (ეგრეთ წოდებული SSRI ან SNRI) შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური ფუნქციის დარღვევასთან დაკავშირებული სიმპტომები (იხ. პუნქტი 4). ზოგიერთ შემთხვევაში ეს სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც ნარჩუნდება.
ბავშვები და მოზარდები
ჩვეულებრივ პრეპარატი აციპრპექსი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში და 18 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდებში. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ამ ჯგუფის პრეპარატების მიღებისას 18 წელზე ახალგაზრდა ასაკის პაციენტები, დაქვემდებარებულნი არიან გვერდითი რეაქციების გაჩენის რისკს, როგორიცაა თვითმკვლელობის მცდელობები, სუიციდური აზრები და მტრული განწყობა (განსაკუთრებით აგრესია, ოპოზიციური ქცევა და რისხვა). მაგრამ ექიმს შეუძლია პრეპარატ აციპრექსის გამოწერა ამ ასაკის პაციენტებისათვის, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის. თუ ექიმმა მისცა რეკომენდაცია ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტს პრეპარატ აციპრექსის თაობაზე, თქვენ კი გაქვთ რაიმე ეჭვი ამასთან დაკავშირებით, აუცილებელია ექიმთან ხელმეორედ მიმართვა. გარდა ამისა აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაციის ჩატარება, თუ ზემოთ მითითებული სიმპტომები აღინიშნება ან გაუარესდება 18 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტებში, რომლებიც იღებენ აციპრექსს. დღემდე არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ეხება უსაფრთხოებას პრეპარატ აციპრექსის ხანგრძლივი გამოყენებისას ამ ასაკობრივ ჯგუფში, განსაკუთრებით ზრდის, მომწიფების, კოგნიტიური და ბიჰევიორალური განვითარების პროცესში.
აციპრექსი და სხვა პრეპარატები
აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება ყველა პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებს პაციენტი დღეს ან იღებდა ბოლო დროს, ასევე ყველა პრეპარატის შესახებ, რომლის მიღებასაც გეგმავს.
აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება ნებისმიერი შემდეგი პრეპარატის გამოყენების შესახებ:
- მონოამინოოქსიდაზას არასელექტიური ინჰიბიტორები (IMAO), მათ შორის: ფენელზინი, იპრონიაზიდი, იზოკარბოქსაზიდი, ნიალამიდი ან ტრანილციპრომინი. რომელიმე მათგანის მიღების შემთხვევაში საჭიროა 14 დღე დაცდა პრეპარატ აციპრექსის მიღების დაწყებამდე. პრეპარატ აციპრექსის მიღების შეწყვეტის შემდეგ საჭიროა 7 დღე დაცდა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატის მიღების დაწყებამდე.
- MAO-A-ს სელექტიური შექცევადი ინჰიბიტორები, მათ შორის მოკლობემიდი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).
- MAO-B-ს შეუქცევადი ინჰიბიტორები, მათ შორის სელეგილინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება პარკინსონის დაავადების მკურნალობისას). ეს პრეპატები ზრდიან გვერდითი რეაქციების რისკს.
- ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი)
- ლითიუმი (რომელიც გამოიყენება მანიაკალურ-დეპრესიული დარღვევების მკურნალობისას) და ტრიპტოფანი.
- იმიპრამინი და დეზიპრამინი (ანტიდეპრესანტები).
- სუმატრიპტანი და მსგავსი პრეპარატები (რომლებიც გამოიყენება შაკიკის მკურნალობისა) და ტრამადოლი (რომელიც გამოიყენება ძლიერი ტკივილების დროს). ეს პრეპარატები ზრდიან გვერდითი მოქმედებების რისკს.
- ციმეტიდინი, ლანსოპრაზოლი და ომეპრაზოლი (რომლებიც გამოიყენება კუჭის წყლულოვანი დაავადების მკურნალობისას), ფლუკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატი), ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) და ტიკლოპიდინი (რომელიც გამოიყენება ინსულტის რისკის დაქვეითების მიზნით). ამ პრეპარატებს შეუძლიათ სისხლში პრეპარატ აციპრექსის კონცენტრაციის ზრდა.
- კრაზანა (HHypericum perforatum) – მცენარეული ანტიდეპრესანტი.
- აცეტილსალიცილის მჟავა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (რომლებიც გამოიყენება ანალგეტიკის სახით სისხლის გათხელების მიზნით, ეგრეთ წოდებული ანტიკოაგულანტები). ამ პრეპარატებს შეუძლიათ გაზარდონ სისხლდენისადმი მიდრეკილება.
- ვარფარინი, დიპირიდამოლი და ფენპროკუმონი (პრეპარატები სისხლის გათხელების თვისებებით, ეგრეთ წოდებული ანტიკოაგულანტები). პრეპარატ აციპრექსის მიღების საფუძველზე და მიღების შეწყვეტის შემდეგ მკურნალი ექიმი შეამოწმებს სისხლის შედედების დროს, რათა დარწმუნდეს სწორად არის თუ არა შერჩეული გამოყენებული ანტიკოაგულანტის დოზა.
- მეფლოქსინი (მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატი), ბუპროპიონი (ანტიდეპრესანტი) და ტრამადოლი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გამოხატული ტკივილის დროს) კრუნჩხვის ზღვარის შემცირების რისკთან დაკავშირებით.
- ნეიროლეპტიკები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შიზოფრენიის და ფსიქოზის მკურნალობის დროს) კრუნჩხვის ზღვარის შემცირების რისკთან დაკავშირებით და ანტიდეპრესანტები.
- ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი (რომლებიც გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობისას), ასევე დეზიპრამინი, კლომიპრამინი და ნორტრიპტილინი (ანტიდეპრესანტები) და რისპერიდონი, თიორიდაზინი და გალოპერიდოლი (ანტიფსიქოზური პრეპარატები). ზემოთ მითითებული პრეპარატების მიღებისას შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატ აციპრექსის დოზირების მოდიფიკაცია.
- პრეპარატები, რომლების ამცირებენ სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის კონცენტრაციას, ზრდიან სიცოცხლისათვის საშიშ გულის რითმის დარღვევების აღნიშვნის რისკს.
არ გამოიყენოთ პრეპარატი აციპრექსი, თუ პაციენტი იღებს პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევების მკურნალობისას ან პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ გულის რითმზე, როგორიცაა: IA და III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები, ნეიროლეპტიკები (მაგალითად, ფენოთიაზიდის წარმოებულები, პიმოზიდი, გალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესიული პრეპარატები, ზოგიერთი ანტიბაქტერიული პრეპარატები (მაგალითად, სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქტაცინი, ერითრომიცინი IV, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები - განსაკუთრებით გალოფანტრინი) და ზოგიერთი ანტიჰისტამინური პრეპარატები (ასთემიზოლი, მიზოლასტინი).
ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
აციპრექსი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
აციპრექსის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების მიუხედავად (იხ. ნაწილი 3 “პრეპარატის აციპრექსის გამოყენების წესი”).
არ არის მოსალოდნელი პრეპარატ აციპრექსის ურთიერთქმედება (ზემოქმედება) ალკოჰოლთან.
მიუხედავად ამისა, ისევე, როგორც სხვა მრავალი პრეპარატის შემთხვევაში, არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება პრეპარატ აციპრექსით მკურნალობის დროს.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ზემოქმედება ფერტილობაზე
თუ პაციენტი ორსულადაა ან კვებავს ძუძუთი, ეჭვი აქვს ორსულობაზე ან გეგმავს ბავშვის ყოლას, მან უნდა ჩაიტაროს კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან ამ პრეპარატის გამოყენების წინ.
ორსულობა
ორსულმა ქალებმა არ უნდა მიიღონ პრეპარატი აციპრექსი, სანამ არ ჩაიტარებენ ექიმთან კონსულტაციას ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებულ საფრთხისა და სარგებელის თაობაზე.
პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ პრეპარატ აციპრექსის მიღებამ ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილში შემდეგი სიმპტომები: გაძნელებული სუნთქვა, ციანოზი, კრუნჩხვები, სხეულის ტემპერატურის ცვლილება, სიძნელეები კვების დროს, ღებინება, სისხლში შაქრის დაბალი კონცენტრაცია, მომატებული ტონუსი ან კუნთების პარეზი, რეფლექსების გაძლიერება, ტრემორი, შემცივნება, გაღიზიანებადობა, მოთენთილობა, მუდმივი ტირილი, ძილიანობა, ძილის პრობლემები. თუ ახალშობილს აღენიშნა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.
აუცილენელია დარწმუნება იმაში, რომ მეანმა და (ან) ექიმმა იციან იმის შესახებ, რომ პაციენტი იღებს პრეპარატ აციპრექსს. ისეთი პრეპარატების მიღებამ, როგორიცაა აციპრექსი, ორსულობის დროს, განსაკუთრებით ბოლო სამი თვის განმავლობაში, შეიძლება გაზარდოს ბავშვში მძიმე დარღვევების აღნიშვნის რისკი, ეგრეთ წოდებული Fფილტვის მდგრადი ჰიპერტენზიისა ახალშობილებში (PPHN), რომელსაც ახასიათებს გახშირებული სუნთქვა და ახალშობილის კანის სილურჯე. ეს სიმპტომები, ჩვეულებრივ, აღინიშნება დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ ახალშობილს აღენიშნა რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომებიდან, საჭიროა დაუყოვნებლოვ მეანთან და (ან) ექიმთან მიმართვა.
არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს პრეპარატ აციპრექსით მკურნალობის მოულოდნელად შეწყვეტა.
Pპრეპარატ აციპრექსისი მიღებამ ორსულობის ბოლოს შეიძლება გაზარდოს სერიოზული ვაგინალური სისხლდენის რისკი, მშობიარობისთანავე გამოვლინებადი, მით უფრო თუ პაციენტის ანამნეზში აღნიშნული იყო სისხლის შედედების დარღვევები. თუ პაციენტი იღებს პრეპარატ აციპრექსს, მან აუცილებლად უნდა აცნობოს ამის შესახებ ექიმს ან მეანს, რომ მათ შესძლონ მისცენ პაციენტს შესაბამისი რეკომენდაცები.
ძუძუთი კვება
არ არის რეკომენდირებული პრეპარატ აციპრექსის მიღება ძუძუთი კვების დროს, სანამ ექიმთან არ იქნება განხილული ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული საფრთხეები და სარგებელი.
არის მოსაზრება რომ ესციტალოპრამი გამოიყოფა დედის რძეში.
ზეგავლენა ფერტილობაზე
ცხოველებზე კვლევისას დამტკიცებული იყო, რომ ციტალოპრამი, ესციტალოპრამის მსგავსი პრეპარატი, ამცირებს სპერმის ხარისხს. თეორიულად ამან შეიძლება იმოქმედოს ფერტილობაზე, თუმცა დღემდე არ არის დერეგისტრირებული ზეგავლენა ადამიანის ფერტილობაზე.
სატრანსპორტო საშულებების მართვა და მანქანების მომსახურება
არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანების მომსახურება, ვიდრე პაციენტი არ გაარკვევს, თუ როგორ მოქმედებს მასზე პრეპარატი აციპრექსი.
პრეპარატი შეიცავს 1მმოლზე (23მგ) ნაკლებ ნატრიუმის მაქსიმალურ დღიურ დოზაში, რაც ნიშნავს რომ პრეპარატი აღიარებულია “ნატრიუმისგან თავისუფლად”
- პრეპარატი აციპრექსის გამოყენების წესი.
ეს პრეპარატი ყოველთვის უნდა იქნას მიღებული ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.
ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები
დეპრესია
ჩვეულებრივ პრეპარატ აციპრექსის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეღამეში. მკურნალ ექიმს შეუძლია დოზის მაქსიმალურამდე გაზრდა, ანუ 20 მგ დღეღამეში.
პანიკური აშლილობები (პანიკის შეტევა)
პრეპარატ აციპრექსის საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს ერთხელ დღეღამეში მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში. დოზას თანდათან ზრდიან 10 მგ-მდე დღეღამეში. მკურნალ ექიმს შეუძლია მაქსიმალურამდე დოზის შემდგომი ზრდის რეკომენდირება, ანუ 20 მგ დღეში.
სოციალური შფოთვა
ჩვეულებრივ პრეპარატ აციპრექსის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეღამეში. მკურნალობაზე პაციენტის რეაქციის მიხედვით, ექიმს შეუძლია დოზის დღეღამეში 5 მგ-მდე შემცირება ან მაქსიმალურ დოზამდე გაზრდა, ანუ 20 მგ დღეღამეში.
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზა პრეპარატ აციპრექსის არის 10მგ, დღე-ღამეში ერთხელ. დოზა ექიმის მიერ შეიძლება გაზრდილი იყოს მაქსიმალურ 20მგ-მდე დღე-ღამეში.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები
ჩვეულებრივ პრეპარატ აციპრექსის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეში. ექიმს შეუძლია დოზის მაქსიმალურამდე გაზრდა, ანუ 20 მგ-მდე დღეღამეში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წელზე უფროსი)
პრეპარატ აციპრექსის საწყისი რეკომენდებული დოზა შეადგენს 5 მგ-ს ერთხელ დღეღამეში. ექიმს შეუძლია დოზის დღეღამეში 10 მგ-მდე გაზრდა.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
როგორც წესი, პრეპარატი აციპრექსი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და მოზარდებში. დამატებითი ინფორმაცია - იხილეთ ნაწილი 2 “ბავშვები და მოზარდები (18 წელზე უმცროსი ასაკის)”.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
საჭიროა სიფრთხილე თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში.Pპრეპარატი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად უნდა იყოს მიღებული.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევვის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ 10 მგ-ზე მეტი რაოდენობა დღე-ღამეში. Pპრეპარატი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად უნდა იყოს მიღებული.
პაციენტები, პრეპარატების ნელი მეტაბოლიზმით იზოფერმენტ CYP2C19 მონაწილეობით
პაციენტებმა ამ ცნობილი გენოტიპით არ შეიძლება გადააჭარბონ 10მგ-ს დღე-ღამეში. Pრეპარატი უნდა იყოს მიღებული ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
როგორ მივიღოთ პრეპარატი აციპრექსი
პრეპარატ აციპრექსის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი უნდა იქნას გადაყლაპული, წყლის დაყოლებით. არ არის რეკომენდებული ტაბლეტის დაღეჭვა, რადგან მას მწარე გემო აქვს.
საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ტაბლეტის ორ თანაბარ ნაწილად გაყოფა. ამ მიზნით ტაბლეტი უნდა დაიდოს ბრტყელ ზედაპირზე ისე, რომ ტაბლეტის ერთი ნაწილი გამყოფი ნაზოლით იყოს ზევით. შემდეგ საჭიროა ტაბლეტის გაყოფა, მის ორივე ბოლოზე საჩვენებელი თითებით ქვემოთ დაჭერით.
მკურნალობის ხანგრძლივობა
გაუმჯობესება შეიძლება აღინიშნოს მხოლოდ მკურნალობის რამდენიმე კვირის შემდეგ. ამიტომ საჭიროა პრეპარატ აციპრექსის მიღება, თუნდაც დასაწყისში არ აღინიშნებოდეს ჯანმრთელობის გაუმჯობესება.
არ შეიძლება პრეპარატის დოზის შეცვლა მკურნალ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
პრეპარატი აციპრექსი უნდა გამოიყენებოდეს ისეთი ხანგრძლივობით, როგორ ამას დანიშნავს ექიმი.
მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტის შემთხვევაში, დაავადების სიმპტომები შეიძლება განმეორდეს. რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება გაუმჯობესების აღნიშვნიდან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.
პრეპარატ აციპრექსის რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღება
პრეპარატ აციპრექსის რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღებისას, აუცილებელია სასწრაფოდ ექიმთან ან უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში მიმართვა. ეს უცილებელია მაშინაც კი, თუ არ აღინიშნება არანაირი სიმპტომები. ჭარბი დოზირების სიმპტომებს მიეკუთვნება: თავბრუსხვევა, კანკალი, აგზნებადობა, კრუნჩხვები, ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, გულის რითმის დარღვევა, არტერიული წნევის დაქვეითება, წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა. ექიმთან ან საავადმყოფოში მიმართვისას, საჭიროა პრეპარატ აციპრექსის შეფუთვის თან წაღება.
პრეპარატ აციპრექსის მიღების გამოტოვება
არ არის რეკომენდებული ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის ანაზღაურების მიზნით.
პრეპარატის დოზის გამოტოვების შემთხვევაში და თუ პაციენტს გაახსენდება ამის შესახებ დაძინებამდე, საჭიროა სასწრაფოდ ამ პრეპარატის გამოტოვებული დოზის მიღება. მეორე დღეს პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს პრეპარატის მიღების სქემის შესაბამისად. თუ პაციენტს გაახსენდება გამოტოვებული დოზის შესახებ მხოლოდ ღამით ან მომდევნო დღეს, არ არის რეკომენდებული გამოტოვებული დოზის მიღება, მხოლოდ უნდა იქნას მიღებული მომდევნო დოზა ჩვეულებრივ დროს.
პრეპარატ აციპრექსის მიღების შეწყვეტა
არ არის რეკომენდებული პრეპარატ აციპრექსის მიღების შეწყვეტა ექიმის რეკომენდაციამდე.
მკურნალობის გეგმიური დასრულების შემთხვევაში, რეკომენდებულია პრეპარატ აციპრექსის დოზის თანდათან შემცირება რამდენიმე კვირის განმავლობაში.
პრეპარატ აციპრექსის მიღების შეწყვეტის შემდეგ, განსაკუთრებით თუ მკურნალობა მოულოდნელად იყო შეწყვეტილი, შეიძლება აღინიშნოს მოხსნის სიმპტომები. ეს ხშირად აღინიშნება პრეპარატ აციპრექსით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. რისკი მნიშვნელოვნად იზრდება პრეპარატის ხანგრძლივი მიღების, დიდი დოზების მიღების ან დოზის ძალიან სწრაფად შემცირების შემთხვევაში. პაციენტთა უმეტესობაში სიმპტომები სუსტადაა გამოხატული და დამოუკიდებლად ქრება ორი კვირის განმავლობაში. ზოგიერთ პაციენტს მოხსნის სიმპტომები შეიძლება უფრო გამოხატული ჰქონდეს ან ნარჩუნდებოდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში (2-3 თვე და უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც კი). პრეპარატ აციპრექსის მიღების შეწყვეტის შემდეგ მოხსნის მძიმე სიმპტომების აღნიშვნის შემთხვევაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა. ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია მისცეს პაციენტს თავიდან დაიწყოს პრეპარატის მიღება, შემდეგ კი თანდათან შეწყვიტოს მისი მიღება.
მოხსნის სიმპტომებს მიეკუთვნება: თავბრუსხვევა (წონასწორობის დაცვის პრობლემები), ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება და (იშვიათად) ელექტრო შოკის შეგრძნება, ასევე თავის არეში, ძილის დარღვევა (ძალიან გამომხატველი სიზმრები, კოშმარული სიზმრები, უძილობა), შიში, თავის ტკივილი, გულისრევა, ჭარბი ოფლიანობა (მათ შორის ღამის ოფლიანობა), შფოთვის ან აგზნების შეგრძნება, კანკალი, არეული ცნობიერება ან დეზორიენტაცია, ემოციური სისუსტე ან გაღიზიანებადობა, ფაღარათი, მხედველობის დარღვევა, გულის ფრიალი ან გახშირებული გულისცემა (ტაქიკარდია).
ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი რეაქციები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოქმედებების გამოწვევა, თუმცა არა ყველა პაციენტში.
გვერდითი მოქმედებები ქრება ჩვეულებრივ მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. უნდა გვახსოვდეს, რომ უმეტესი აღნიშნული მოქმედება შეიძლება იყოს ნამკურნალები დაავადების სიმპტომები და ქრება ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან ერთად.
მკურნალობის დროს რომელიმე შემდეგი გვერდითი მოქმედების აღნიშვნის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს:
არც ძალიან ხშირი (აღენიშნება 100-დან 1 პაციენტს):
- ანომალური სისხლდენები, მათ შორის სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
იშვიათი (აღენიშნება 1000-დან 1-10-მდე პაციენტს):
- კანის, ენის, ტუჩების ან სახის შეშუპება, ჭინჭრის ციება ან სუნთქვის გაძნელება, ან ყლაპვის გაძნელება (ალერგიული რეაქცია) - საჭიროა ექიმთან ან უახლოეს საავადმყოფოში მიმართვა;
- მაღალი სიცხე, აგზნება, დეზორიენტაცია, კანკალი ან კუნთების უეცარი კრუნჩხვები შეიძლება იყოს სიმპტომები დარღვევისა, რომელიც იშვიათად გვხვდება, მას უწოდებენ სეროტონინულ სინდრომს.
სიხშირე უცნობია (ვერ განისაზღვრება ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე):
- შარდვის სიძნელეები;
- კრუნჩხვები (შეტევები) - იხ. პუნქტი 2 “გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები”;
- კანის და თვალების ყვითლად შეფერვა (რაც არის ღვიძლის ფუნქციის დარღვევის და (ან) ჰეპატიტის სიმპტომი);
- სწრაფი არარეგულარული გულისცემა, გულისწასვლა - ეს შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში სიმპტომი, ცნობილი როგორც ტორსადე დე პოინტეს ტიპის დარღვევა;
- სუიციდური აზრები და ქცევა (ეს შემთხვევები დარეგისტრირებული იყო ესციტალოპრამით თერაპიის პროცესში და ცოტა ხნის განმავლობაში მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, იხ. ასევე პუნქტი 2 “გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები”).
- კანის და ლორწოვანი გარსის უეცარი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება)
ასევე იყო შეტყობინებები შემდეგი გვერდითი რეაქციების შესახებ:
ძალიან ხშირი (აღინიშნება უფრო ხშირად, ვიდრე 10-დან 1 პაციენტში):
- გულისრევა
- თავის ტკივილი
ხშირი (აღინიშნება არაუმეტეს 10-დან 1 პაციენტში):
- ცხვირის გაჭედვა ან კატარი (ჰაიმორიტი);
- მადის მომატება ან დაქვეითება;
- შიში, მოუსვენრობა (განსაკუთრებით მოძრაობითი), ანომალური ოცნებები, დაძინების გაძნელება, ძილიანობა, თავბრუსხვევა, მთქნარება, კანკალი, ჩხვლეტის შეგრძნება;
- დიარეა, შეკრულობა, გულისრევა, სიმშრალე პირის ღრუში;
- ჭარბი ოფლიანობა;
- კუნთების და სახსრების ტკივილი;
- სექსუალური დარღვევები (ეაკულაციის შეფერხება, ერექტილური დისფუნქცია, სქესობრივი ლტოლვის შესუსტება, ქალებში ორგაზმის მიღწევის სიძნელეები);
- დაღლილობა, ცხელება;
- სხეულის მასის მომატება.
არც ძალიან ხშირი (აღენიშნება არაუმეტეს 100-დან 1 პაციენტს):
- ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი, ქავილი;
- კბილების ღრჭენა, აგზნებადობა, ნევროზი, პანიკის შეტევები, დაბნეულობა;
- ძილის დარღვევები, გემოვნების დარღვევა, გულისწასვლა;
- გუგების გაფართოვება, არამკაფიო მხედველობა, ხმაური ყურებში;
- თმის ცვენა;
- ჭარბი მენსტრუალური სისხლდენები;
- არარეგულარული მენსტრუალური სისხლდენები;
- სხეულის მასის შემცირება;
- აჩქარებული გულისცემა;
- ხელების და ფეხების შეშუპება;
- სისხლდენა ცხვირიდან.
იშვიათი (აღენიშნება 10000-დან 1 პაციენტს):
- აგრესია, დეპერსონალიზაცია (თვითიდენტიფიკაციის დაკარგვის შეგრძნება), ჰალუცინაციები;
- გულის მუშაობის შენელება.
Uუცნობი სიხშირით (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე):
- სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება (იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა: გულისრევა, ცუდად ყოფნა, კუნთების სისუსტე ან ორიენტაცის დარღვევა);
- თავბრუსხვევა მდგომარე პოზიციაში მდგომარეობის სწრაფად შეცვლისას არტერიული წნევის დაქვეითების შედეგად (ორთოსტატური ჰიპოტონია);
- ღვიძლის ფუნქციის კვლევის ანომალური შედეგები (სისხლში ღვიძლის ენზიმების აქტივობის შემცირება);
- მოძრაობითი დარღვევები (კუნთების უნებლიე მოძრაობები);
- მუდმივი და მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი);
- სისხლის შედედების დარღვევები, კანსა და ლორწოვან გარსებში სისხლდენისა (პეტექიები) და თრომბოციტების უკმარისობის (თრომბოციტოპენია) ჩათვლით;
- მომატებული სეკრეცია ანტიდიურეზული ჰორმონის (ადჰ), რაც იწვევს ორგანიზმში წყლის შეკავებას, სისხლის გათხელება, ნატრიუმის რაოდენობის შემცირება (ანომალური სეკრეცია ადჰ);
- რძის გამოყოფა კაცებში და ქალებში, რომლებიც არ კვებავენ ძუძუთი;
- მანიები;
- ძვლების მოტეხილობების რისკის ზრდა აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამ ტიპის პრეპარატებს (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები);
- გულის რითმის ცვლილებები (ეგრეთ წოდებული “Qთ მონაკვეთის გახანგრძლივება, ეკგ-ზე გულის ელექტრული აქტივობის ჩანაწერები).
- ჭარბი ვაგინალური სისხლდენა, მშობიარობის შემდეგ მალევე გამოვლინებადი( მშობიარობის შემდგომი სისხლდენა), დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ნაწილში “ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა”, პუნქტი 2.
ცნობილია ასევე გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღინიშნება პრეპარატების მიღებისას, რომელთა მოქმედების მექანიზმი ესციტალოპრამის (პრეპარატ აციპრექსის მოქმედი ნივთიერების) მსგავსია, როგორიცაა:
- მოუსვენრობა (აკატიზია);
- საკვებისადმი ზიზღი.
შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ
თუ აღინიშნება გვერდითი მოქმედების რომელიმე სიმპტომები, მათ შორის ნებისმიერი გვერდითი სიმპტომები, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, აუცილებელია ამის შესახებ ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება. გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება შეიძლება უშუალოდ სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო დანიშნულების ნაწარმის და ბაქტერიციდული პროდუქტების რეგისტრაციის სამმართველოს სამკურნალო პროდუქტების გვერდითი მოქმედებების მონიტორირების დეპარტამენტში
იერუსალიმის ხეივანი 181C
02-222 ვარშავა
ტელ.: + 48 22 49 21 301
ფაქსი: + 48 22 49 21 309
ინტერნეტ საიტი : https://smz.ezdrowie.gov.pl
გვერდითი მოქმედებების შესახებ შეტყობინება შეიძლება ასევე პასუხისმგებელი სუბიექტისათვის.
თქვენი შეტყობინებების წყალობით შესაძლებელი იქნება უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვება პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით.
- პრეპარატი აციპრექსის შენახვის პირობები.
პრეპარატი აუცილებლად შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ არსებობს სპეციალური რეკომენდაციები, რომლებიც ეხება შენახვის პირობებს.
ნუ გამოიყენებთ ამ პრეპარატს ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე სიტყვების “ვარგისობის ვადა” შემდეგ.
ვარგისობის ვადა არის მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გადააგდოთ სამკურნალო პრეპარატები კანალიზაციაში ან კონტეინერში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის.
შეეკითხეთ თქვენს ფარმაცევტს იმ სამკურნალო პრეპარატების უტილიზაციის შესახებ, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პრეპარატი აციპრექსი
- პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ესციტალოპრამი.
Pპრეპარატი აციპრექსის თითოეული ტაბლეტი, გარსით დაფარული შეიცავს 10 მგ ესციტალოპრამს (ოქსალატის ფორმით).
- დანარჩენი კომპონენტები:
ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი: OOpadry White Y-1-7000 (ჰიპრომელოზა 6cP, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი 400).
პრეპარატ აციპრექსის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
პრეპარატი აციპრექსი ხელმისაწვდომია გარსით დაფარული ტაბლეტების ფორმით, აღწერილობა მოყვანილია ქვემოთ:
აციპრექსი, 10 მგ
თეთრი, ოვალური (დაახლოებით 8,1 X 5,6 მმ) გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს განივი ნაზოლით.
შეიძლება ტაბლეტის გაყოფა ორ თანაბარ დოზად.
პრეპარატი აციპრექსი ხელმისაწვდომია შემდეგი ზომის შეფუთვებით:
7, 10, 14, 20, 28, 30 ან 56 გარსით დაფარული ტაბლეტი.
ბრუნვაში შეიძლება არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა.
პასუხისმგებელი სუბიექტი
შპს ბიოფარმა
ვალბჟისკის ქ. 13
60-198 პოზნანი
მწარმოებელი
შპს ბიოფარმი
ვალბჟისკის ქ. 13
60-198 პოზნანი
ინსტრუქციის ბოლო აქტუალიზაციის თარიღი: 15.03.2021
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


