ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის

მეთილდროლი

METILDROL

რეცეპტით16მგინსტრუქცია ქართულადიტალია
მოქმედი ნივთიერება
მეთილპრედნიზოლონი (methylprednisolone)
ფორმა და შეფუთვა
16მგ ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
Special Product’s Line S.p.A., იტალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები
ATC კოდი
H02AB04
რეგისტრაციის ნომერი
რ-045943
რეგისტრირებულია
17 ივლისი 2026, მოქმედებს 17 ივლისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „იმპექსფარმი“
ურთიერთქმედების შემოწმებამეთილდროლი და სხვა წამალი ერთად

მეთილდროლი — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

მიიღეთ/მიეცით ბავშვს პრეპარატი ყოველთვის ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული საწყისი დოზა მერყეობს 4 მგ-დან 48 მგ-მდე დღეში.

თქვენი ან თქვენი შვილის მდგომარეობიდან და დაავადების სახეობიდან გამომდინარე, ექიმი მოგცემთ რჩევას დოზის, თუ რამდენჯერ უნდა მიიღოთ/მიცეთ თქვენს შვილს დღეში პრეპარატი, და მეთილდროლით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ. როდესაც თქვენი ექიმი კმაყოფილი იქნება დაავადების გაუმჯობესებით, ის გირჩევთ დოზის თანდათანობით შემცირებას, რათა მიაღწიოთ ყველაზე შესაფერის მინიმალურ დოზას (შემანარჩუნებელი დოზა).

გადაყლაპეთ ტაბლეტები მთლიანად წყლის ყლუპით. არ დაღეჭოთ ან არ გატეხოთ ტაბლეტები.

თუ მიიღეთ მეთილდროლი საჭირო დოზაზე მეტი

მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ან თქვენმა შვილმა არასოდეს მიიღოთ დანიშნულზე მეტი ტაბლეტი.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენმა შვილმა შემთხვევით მიიღეთ მეთილდროლის საჭირო დოზაზე მეტი.

თუ დაგავიწყდათ მეთილდროლის მიღება

გამოტოვებული დოზის შესავსებად არ მიიღოთ ორმაგი დოზა. თუ მიხვდით, რომ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიმართეთ ექიმს.

თუ შეწყვეტთ მეთილდროლის მიღებას

თქვენ ან თქვენმა შვილმა არ უნდა შეწყვიტოთ მეთილდროლის მიღება უეცრად. მეთილდროლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციონირების დაქვეითება, რომლებიც წარმოქმნიან ბუნებრივ კორტიკოსტეროიდებს და უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.

ასევე, თუ მოულოდნელად შეწყვეტთ მეთილდროლის მიღებას, თქვენ ან თქვენს შვილს შეიძლება განგივითარდეთ მოხსნის სიმპტომები, როგორიცაა: გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, თავის ტკივილი, ცხელება, ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, კანის აქერცვლა, წონის კლება, არტერიული წნევის დაქვეითება და ფსიქიკური აშლილობა. შეჩერების შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს თანდათან. ექიმი გირჩევთ მიღების სწორ მეთოდს.

ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები

მეთილდროლის მიღებამდე/ბავშვისთვის მის მიცემამდე მიმართეთ ექიმს თუ:

  • თქვენ გაქვთ ან წარსულში გქონდათ ტუბერკულოზი;
  • მგრძნობიარე ხართ სტრესული სიტუაციების მიმართ. ამ შემთხვევაში ექიმი დაგინიშნავთ თქვენ ან თქვენს შვილს ამ პრეპარატის უფრო მაღალ დოზას;
  • გაქვთ კუშინგის სინდრომი, დაავადება, რომელიც ხასიათდება ორგანიზმში ბუნებრივი კორტიკოსტეროიდების გადაჭარბებული წარმოებით. მეთილდროლმა შეიძლება გააუარესოს თქვენი ან თქვენი შვილის მდგომარეობა;
  • თქვენი ფარისებრი ჯირკვალი ჩვეულებრივზე ნაკლებად ფუნქციონირებს (ჰიპოთირეოზი). ამ შემთხვევაში მეთილდროლის დოზა უნდა შემცირდეს;
  • გაქვთ დიაბეტი;
  • გაქვთ მიასთენია გრავისი (miastenia gravis), დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების სისუსტეს და დაღლილობას, ან გჭირდებათ ქირურგიული ჩარევა ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, რომელიც გულისხმობს კუნთების დამბლოკავი პრეპარატების გამოყენებას (მაგ. პანკურონიუმი). ამ შემთხვევაში, მეთილდროლის მიერ კუნთების პრობლემების გამოწვევის რისკი უფრო მაღალია.
  • გაწუხებთ კრუნჩხვები;
  • გაქვთ ჰერპეს სიმპლექსის (Herpes Simplex) ვირუსით გამოწვეული თვალის ინფექცია;
  • გაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);
  • გაქვთ სისხლში ცხიმის მაღალი დონე (დისლიპიდემია);
  • გაქვთ გულის პრობლემები (გულის უკმარისობა);
  • გაწუხებთ ან მიდრეკილი ხართ ვენებში სისხლის შედედებაზე;
  • გაქვთ კუჭის წყლული ან კუჭის ან ნაწლავის სხვა სერიოზული პრობლემები;
  • გაქვთ ღვიძლის ციროზი, ღვიძლის დაავადება;
  • გაქვთ თირკმელების პრობლემები;
  • გაქვთ სკლეროდერმია (ასევე ცნობილია როგორც სისტემური სკლეროზი, აუტოიმუნური დაავადება), რადგან კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სერიოზული გართულების რისკი, რომელსაც ეწოდება თირკმელების სკლეროდერმიული კრიზისი;
  • გაქვთ ტრავმით გამოწვეული თავის ტვინის დაზიანება;
  • მკურნალობთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა) (იხ. პარაგრაფი „სხვა მედიკამენტები და მეთილდროლი“);
  • უნდა ჩაიტაროთ მგრძნობელობის ტესტები კანზე;
  • გაქვთ სიმსივნის ტიპი, რომელსაც ეწოდება ფეოქრომოციტომა;
  • გაწუხებთ პერიტონიტი ან კუჭ-ნაწლავის სხვა დაავადებები, რადგან გლუკოკორტიკოიდულმა თერაპიამ შეიძლება შენიღბოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა პერფორაცია, ობსტრუქცია ან პანკრეატიტი;

აცნობეთ თქვენს ექიმს ან თქვენი შვილის მკურნალ ექიმს თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა გამოვლინდება ან გაუარესდება მეთილდროლით მკურნალობის დროს (ასევე იხილეთ პარაგრაფი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“):

  • ინფექციები. ამ პრეპარატმა შესაძლოა გაზარდოს ინფექციებისადმი მგრძნობელობა ან გააუარესოს არსებული ინფექციები. მაგალითად, ჩუტყვავილას და წითელას შეიძლება ჰქონდეს უფრო სერიოზული მიმდინარეობა, ზოგჯერ ფატალურიც;
  • კაპოშის სარკომა, კანის კიბო. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ მეთილდროლით მკურნალობა;
  • მძიმე ალერგიული რეაქციები;
  • სხეულის სხვადასხვა ნაწილების შეშუპება, განსაკუთრებით ფეხებსა და ტერფებზე, ან სისხლში მინერალური მარილების ნორმალური დონის ცვლილება;
  • ფსიქიკური აშლილობის გამოვლენა ან გაუარესება (მაგ. დეპრესია).

უთხარით თქვენთან ერთად მცხოვრებ ადამიანებს ამ პრეპარატის შესაძლო ეფექტების შესახებ;

  • თვალის პრობლემები;
  • პანკრეასის მძიმე ანთება;
  • ოსტეოპოროზი (მყიფე ძვლები);
  • ცხიმის დაგროვება, რომელიც კუმშავს ზურგის ტვინს;
  • ჰეპატობილიარული პათოლოგიები (შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ);
  • მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები.

მეთილდროლით მკურნალობის დროს თქვენ ან თქვენმა შვილმა არ უნდა ჩაიტაროთ "ცოცხალი" ან "ცოცხალი შესუსტებული" ვაქცინები (იხილეთ პარაგრაფი არ მიიღოთ/არ მიცეთ თქვენ შვილს მეთილდროლი“). ამის სანაცვლოდ შეგიძლიათ ჩაიტაროთ ვაქცინაცია მკვდარი ან არააქტიური ვაქცინებით, თუმცა ამ ვაქცინების ეფექტურობა შესაძლოა შემცირდეს.

მათთვის, ვინც მისდევს სპორტულ აქტივობებს

პრეპარატის გამოყენება თერაპიული საჭიროების გარეშე წარმოადგენს დოპინგს და შეიძლება გამოიწვიოს დოპინგის საწინააღმდეგო ტესტის დადებითი შედეგების ჩვენება.

ახალშობილები და ბავშვები

მეთილდროლით ხანგრძლივი ან მაღალი დოზებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდის შეფერხება, შიდა თავის ქალის წნევის მომატება და პანკრეასის ანთება ახალშობილებსა და ბავშვებში.

ხანდაზმულები

თუ ხანდაზმული ხართ, მეთილდროლის ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის განვითარების რისკი, ორგანიზმში სითხის ჭარბი შეკავება და არტერიული წნევის მომატება. ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგინიშნავთ ამ პრეპარატს სიფრთხილით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ ან თქვენი შვილი იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, მათ შორის ურეცეპტოდ მიღებული მედიკამენტების ჩათვლით.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მეთილდროლის მოქმედებაზე და ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოს თქვენი ყურადღებით მონიტორინგი, თუ იღებთ ამ პრეპარატებს.

შემდეგმა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ მეთილდროლის აქტივობაზე, ან პირიქით მეთილდროლმა მოახდინოს გავლენა შემდეგი მედიკამენტების ეფექტურობაზე და/ან ტოქსიკურობაზე:

  • იზონიაზიდი, ტროლეანდომიცინი, კლარითრომიცინი და ერითრომიცინი (ანტიბიოტიკები);
  • რიფამპიცინი (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი);
  • ფენობარბიტალი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი (კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები);
  • აპრეპიტანტი და ფოსაპრეპიტანტი (ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები);
  • იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი და ამფოტერიცინი B (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები);
  • აივ-ის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ინდინავირი, რიტონავირი და კობიცისტატი (აივ ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები);
  • ამინოგლუტეტიმიდი (ბუნებრივი კორტიკოსტეროიდების გადაჭარბებული რაოდენობის წარმოქმნის საწინააღმდეგო პრეპარატი);
  • დილთიაზემი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულის პრობლემების ან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ);
  • ეთინილესტრადიოლი/ნორეთინდრონი (ჰორმონები, რომლებიც გამოიყენება კომბინაციაში, როგორც პერორალური კონტრაცეპტივები);
  • ციკლოსპორინი, ციკლოფოსფამიდი და ტაკროლიმუსი, ორგანოთა გადანერგვის შემდეგ უკურეაქციისა და აუტოიმუნური დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატები;
  • პერორალური ანტიკოაგულანტები, სისხლის გამათხელებელი პრეპარატები;
  • ნერვ-კუნთოვანი ბლოკატორები (პრეპარატები, რომლებიც იწვევენ კუნთების მოდუნებას);
  • ანტიქოლინესთერაზები (კუნთების დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა მიასთენია გრავისი და ალცჰეიმერი);
  • ანტიდიაბეტური საშუალებები (დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები);
  • ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა);
  • შარდმდენები (პრეპარატები, რომლებიც ზრდის შარდის წარმოქმნას);
  • ქსანტინი და ბეტა-2-აგონისტები (ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატები);

მეთილდროლი სასმელთან ერთად

მეთილდროლის მიღებისას თქვენ ან თქვენმა შვილმა არ უნდა დალიოთ გრეიფრუტის წვენი, რადგან შეიძლება გაიზარდოს ამ პრეპარატის ეფექტურობა და ტოქსიკურობა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას ან ძუძუთი კვებავთ, პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

თუ ორსულობის პერიოდში იღებთ ამ პრეპარატს, განსაკუთრებით კი დიდი ხნის განმავლობაში, დაბადებისას თქვენს ბავშვს შესაძლოა გამოუვლინდეს გვერდითი მოვლენები. ამიტომ, თუ ორსულად ხართ, ექიმი დაგინიშნავთ მეთილდროლს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

ძუძუთი კვება

მეთილდროლი გადადის დედის რძეში და ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ბავშვში. თუ თქვენ ძუძუთი კვებავთ, ექიმი დაგინიშნავთ მეთილდროლს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

ნაყოფიერება (ფერტილობა)

არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ პრეპარატმა შესაძლოა შეამციროს ნაყოფიერება.

მანქანების მართვა და სატრანსპორტო საშუალებები

არ მართოთ მანქანები და სატრანსპორტო საშუალებები თუ მეთილდროლით მკურნალობის დროს გამოგივლინდათ გაბრუება, თავბრუსხვევა, მხედველობის პრობლემები და დაღლილობა.

მეთილდროლი შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას

მეთილდროლი შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას, შაქრის ორ სახეობას. თუ ექიმმა დაგიდგინათ ზოგიერთი შაქრის მიმართ შეუწყნარებლობა, პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ მას.

გვერდითი მოვლენები

  • როგორ შევინახოთ მეთილდროლი
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.
  • რა არის მეთილდროლი და რა შემთხვევაში გამოიყენება

მეთილდროლი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას მეთილპრედნიზოლონს. მეთილპრედნიზოლონი მიეკუთვნება მედიკამენტების კატეგორიას, სახელწოდებით კორტიკოსტეროიდები. კორტიკოსტეროიდები ორგანიზმის მიერ ბუნებრივად წარმოქმნილი ნივთიერებებია და მნიშვნელოვანია სხეულის მრავალი ფუნქციონირებისთვის.

მეთილდროლი გამოიყენება სამკურნალოდ:

  • დაავადებები, როცა ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ბუნებრივ კორტიკოსტეროიდებს, მაგალითად, თირკმელზედა ჯირკვლებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, როგორიცაა თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა;
  • სახსრების დაავადებები (მაგ. რევმატოიდული ართრიტი ან ფსორიაზული ართრიტი);
  • კანის დაავადებები (მაგ. პემფიგუსი და მძიმე ფსორიაზი);
  • ალერგიული დაავადებები (მაგ. ალერგიული რინიტი და ბრონქული ასთმა);
  • თვალის დაავადებები (მაგ. დიფუზური უკანა უვეიტი, ოპტიკური ნევრიტი, ირიტი და ირიდოციკლიტი);
  • ფილტვების დაავადებები (მაგ. სარკოიდოზი და ემფიზემა);
  • სისხლის დაავადებები (მაგ. ლეიკემია);
  • ნაწლავის დაავადებები (მაგ. რეგიონული ენტერიტი და წყლულოვანი კოლიტი);
  • ტვინის დაავადებები (მაგ. ტუბერკულოზური მენინგიტი).

მეთილდროლი შეიძლება დაინიშნოს ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა სხვადასხვა პათოლოგიების სამკურნალოდ.

მიმართეთ ექიმს, თუ არ ხართ დარწმუნებული რატომ დაგენიშნათ ეს პრეპარატი თქვენ ან თქვენ ბავშვს.

  • რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ მეთილდროლის მიღებამდე/ბავშვისთვის მის მიცემამდე

არ მიიღოთ/არ მიცეთ მეთილდროლი ბავშვს:

  • თუ ალერგიული ხართ მეთილპრედნიზოლონის ან ამ პრეპარატში შემავალი რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
  • თუ თქვენ გაქვთ სოკოვანი ინფექცია, რომელიც გავრცელებულია ზოგიერთ ორგანოზე ან მთელ სხეულზე.

მეთილდროლით მკურნალობის დროს თქვენ ან თქვენმა შვილმა არ უნდა ჩაიტაროთ "ცოცხალი" ან "ცოცხალი შესუსტებული" ვაქცინები.

შემადგენლობა

  • რა არის მეთილდროლი და რა შემთხვევაში გამოიყენება ის
  • რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ მეთილდროლის მიღებამდე/ბავშვისთვის მის მიცემამდე

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

მეთილდროლი, 4 მგ-იანი ტაბლეტი

მეთილდროლი, 16 მგ-იანი ტაბლეტი

მეთილპრედნიზოლონი

შპს So.Se PHARM

ფარმაცევტული მრეწველობა

პრეპარატის მიღებამდე/ბავშვისთვის მიცემამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა ხელმეორედ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
  • ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან თქვენი შვილის მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • პრეპარატი დანიშნულია თქვენთვის ან თქვენი შვილისთვის, ნუ მისცემთ მას სხვებს მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი, რადგან ეს შეიძლება საშიში იყოს მათთვის.
  • თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს გამოგივლინდათ ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთი, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან თქვენი შვილის მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ რუბრიკა 4.

რას შეიცავს ინსტრუქცია:

  • რა არის მეთილდროლი და რა შემთხვევაში გამოიყენება ის
  • რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ მეთილდროლის მიღებამდე/ბავშვისთვის მის მიცემამდე
  • როგორ მივიღოთ/მივცეთ მეთილდროლი ბავშვს
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ შევინახოთ მეთილდროლი
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.
  • რა არის მეთილდროლი და რა შემთხვევაში გამოიყენება

მეთილდროლი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას მეთილპრედნიზოლონს. მეთილპრედნიზოლონი მიეკუთვნება მედიკამენტების კატეგორიას, სახელწოდებით კორტიკოსტეროიდები. კორტიკოსტეროიდები ორგანიზმის მიერ ბუნებრივად წარმოქმნილი ნივთიერებებია და მნიშვნელოვანია სხეულის მრავალი ფუნქციონირებისთვის.

მეთილდროლი გამოიყენება სამკურნალოდ:

  • დაავადებები, როცა ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ბუნებრივ კორტიკოსტეროიდებს, მაგალითად, თირკმელზედა ჯირკვლებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, როგორიცაა თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა;
  • სახსრების დაავადებები (მაგ. რევმატოიდული ართრიტი ან ფსორიაზული ართრიტი);
  • კანის დაავადებები (მაგ. პემფიგუსი და მძიმე ფსორიაზი);
  • ალერგიული დაავადებები (მაგ. ალერგიული რინიტი და ბრონქული ასთმა);
  • თვალის დაავადებები (მაგ. დიფუზური უკანა უვეიტი, ოპტიკური ნევრიტი, ირიტი და ირიდოციკლიტი);
  • ფილტვების დაავადებები (მაგ. სარკოიდოზი და ემფიზემა);
  • სისხლის დაავადებები (მაგ. ლეიკემია);
  • ნაწლავის დაავადებები (მაგ. რეგიონული ენტერიტი და წყლულოვანი კოლიტი);
  • ტვინის დაავადებები (მაგ. ტუბერკულოზური მენინგიტი).

მეთილდროლი შეიძლება დაინიშნოს ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა სხვადასხვა პათოლოგიების სამკურნალოდ.

მიმართეთ ექიმს, თუ არ ხართ დარწმუნებული რატომ დაგენიშნათ ეს პრეპარატი თქვენ ან თქვენ ბავშვს.

  • რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ მეთილდროლის მიღებამდე/ბავშვისთვის მის მიცემამდე

არ მიიღოთ/არ მიცეთ მეთილდროლი ბავშვს:

  • თუ ალერგიული ხართ მეთილპრედნიზოლონის ან ამ პრეპარატში შემავალი რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
  • თუ თქვენ გაქვთ სოკოვანი ინფექცია, რომელიც გავრცელებულია ზოგიერთ ორგანოზე ან მთელ სხეულზე.

მეთილდროლით მკურნალობის დროს თქვენ ან თქვენმა შვილმა არ უნდა ჩაიტაროთ "ცოცხალი" ან "ცოცხალი შესუსტებული" ვაქცინები.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

მეთილდროლის მიღებამდე/ბავშვისთვის მის მიცემამდე მიმართეთ ექიმს თუ:

  • თქვენ გაქვთ ან წარსულში გქონდათ ტუბერკულოზი;
  • მგრძნობიარე ხართ სტრესული სიტუაციების მიმართ. ამ შემთხვევაში ექიმი დაგინიშნავთ თქვენ ან თქვენს შვილს ამ პრეპარატის უფრო მაღალ დოზას;
  • გაქვთ კუშინგის სინდრომი, დაავადება, რომელიც ხასიათდება ორგანიზმში ბუნებრივი კორტიკოსტეროიდების გადაჭარბებული წარმოებით. მეთილდროლმა შეიძლება გააუარესოს თქვენი ან თქვენი შვილის მდგომარეობა;
  • თქვენი ფარისებრი ჯირკვალი ჩვეულებრივზე ნაკლებად ფუნქციონირებს (ჰიპოთირეოზი). ამ შემთხვევაში მეთილდროლის დოზა უნდა შემცირდეს;
  • გაქვთ დიაბეტი;
  • გაქვთ მიასთენია გრავისი (miastenia gravis), დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების სისუსტეს და დაღლილობას, ან გჭირდებათ ქირურგიული ჩარევა ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, რომელიც გულისხმობს კუნთების დამბლოკავი პრეპარატების გამოყენებას (მაგ. პანკურონიუმი). ამ შემთხვევაში, მეთილდროლის მიერ კუნთების პრობლემების გამოწვევის რისკი უფრო მაღალია.
  • გაწუხებთ კრუნჩხვები;
  • გაქვთ ჰერპეს სიმპლექსის (Herpes Simplex) ვირუსით გამოწვეული თვალის ინფექცია;
  • გაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);
  • გაქვთ სისხლში ცხიმის მაღალი დონე (დისლიპიდემია);
  • გაქვთ გულის პრობლემები (გულის უკმარისობა);
  • გაწუხებთ ან მიდრეკილი ხართ ვენებში სისხლის შედედებაზე;
  • გაქვთ კუჭის წყლული ან კუჭის ან ნაწლავის სხვა სერიოზული პრობლემები;
  • გაქვთ ღვიძლის ციროზი, ღვიძლის დაავადება;
  • გაქვთ თირკმელების პრობლემები;
  • გაქვთ სკლეროდერმია (ასევე ცნობილია როგორც სისტემური სკლეროზი, აუტოიმუნური დაავადება), რადგან კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სერიოზული გართულების რისკი, რომელსაც ეწოდება თირკმელების სკლეროდერმიული კრიზისი;
  • გაქვთ ტრავმით გამოწვეული თავის ტვინის დაზიანება;
  • მკურნალობთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა) (იხ. პარაგრაფი „სხვა მედიკამენტები და მეთილდროლი“);
  • უნდა ჩაიტაროთ მგრძნობელობის ტესტები კანზე;
  • გაქვთ სიმსივნის ტიპი, რომელსაც ეწოდება ფეოქრომოციტომა;
  • გაწუხებთ პერიტონიტი ან კუჭ-ნაწლავის სხვა დაავადებები, რადგან გლუკოკორტიკოიდულმა თერაპიამ შეიძლება შენიღბოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა პერფორაცია, ობსტრუქცია ან პანკრეატიტი;

აცნობეთ თქვენს ექიმს ან თქვენი შვილის მკურნალ ექიმს თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა გამოვლინდება ან გაუარესდება მეთილდროლით მკურნალობის დროს (ასევე იხილეთ პარაგრაფი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“):

  • ინფექციები. ამ პრეპარატმა შესაძლოა გაზარდოს ინფექციებისადმი მგრძნობელობა ან გააუარესოს არსებული ინფექციები. მაგალითად, ჩუტყვავილას და წითელას შეიძლება ჰქონდეს უფრო სერიოზული მიმდინარეობა, ზოგჯერ ფატალურიც;
  • კაპოშის სარკომა, კანის კიბო. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ მეთილდროლით მკურნალობა;
  • მძიმე ალერგიული რეაქციები;
  • სხეულის სხვადასხვა ნაწილების შეშუპება, განსაკუთრებით ფეხებსა და ტერფებზე, ან სისხლში მინერალური მარილების ნორმალური დონის ცვლილება;
  • ფსიქიკური აშლილობის გამოვლენა ან გაუარესება (მაგ. დეპრესია).

უთხარით თქვენთან ერთად მცხოვრებ ადამიანებს ამ პრეპარატის შესაძლო ეფექტების შესახებ;

  • თვალის პრობლემები;
  • პანკრეასის მძიმე ანთება;
  • ოსტეოპოროზი (მყიფე ძვლები);
  • ცხიმის დაგროვება, რომელიც კუმშავს ზურგის ტვინს;
  • ჰეპატობილიარული პათოლოგიები (შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ);
  • მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები.

მეთილდროლით მკურნალობის დროს თქვენ ან თქვენმა შვილმა არ უნდა ჩაიტაროთ "ცოცხალი" ან "ცოცხალი შესუსტებული" ვაქცინები (იხილეთ პარაგრაფი არ მიიღოთ/არ მიცეთ თქვენ შვილს მეთილდროლი“). ამის სანაცვლოდ შეგიძლიათ ჩაიტაროთ ვაქცინაცია მკვდარი ან არააქტიური ვაქცინებით, თუმცა ამ ვაქცინების ეფექტურობა შესაძლოა შემცირდეს.

მათთვის, ვინც მისდევს სპორტულ აქტივობებს

პრეპარატის გამოყენება თერაპიული საჭიროების გარეშე წარმოადგენს დოპინგს და შეიძლება გამოიწვიოს დოპინგის საწინააღმდეგო ტესტის დადებითი შედეგების ჩვენება.

ახალშობილები და ბავშვები

მეთილდროლით ხანგრძლივი ან მაღალი დოზებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდის შეფერხება, შიდა თავის ქალის წნევის მომატება და პანკრეასის ანთება ახალშობილებსა და ბავშვებში.

ხანდაზმულები

თუ ხანდაზმული ხართ, მეთილდროლის ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის განვითარების რისკი, ორგანიზმში სითხის ჭარბი შეკავება და არტერიული წნევის მომატება. ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგინიშნავთ ამ პრეპარატს სიფრთხილით.

სხვა პრეპარატები და მეთილდროლი

აცნობეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ ან თქვენი შვილი იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, მათ შორის ურეცეპტოდ მიღებული მედიკამენტების ჩათვლით.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მეთილდროლის მოქმედებაზე და ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოს თქვენი ყურადღებით მონიტორინგი, თუ იღებთ ამ პრეპარატებს.

შემდეგმა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ მეთილდროლის აქტივობაზე, ან პირიქით მეთილდროლმა მოახდინოს გავლენა შემდეგი მედიკამენტების ეფექტურობაზე და/ან ტოქსიკურობაზე:

  • იზონიაზიდი, ტროლეანდომიცინი, კლარითრომიცინი და ერითრომიცინი (ანტიბიოტიკები);
  • რიფამპიცინი (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი);
  • ფენობარბიტალი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი (კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები);
  • აპრეპიტანტი და ფოსაპრეპიტანტი (ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები);
  • იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი და ამფოტერიცინი B (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები);
  • აივ-ის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ინდინავირი, რიტონავირი და კობიცისტატი (აივ ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები);
  • ამინოგლუტეტიმიდი (ბუნებრივი კორტიკოსტეროიდების გადაჭარბებული რაოდენობის წარმოქმნის საწინააღმდეგო პრეპარატი);
  • დილთიაზემი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულის პრობლემების ან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ);
  • ეთინილესტრადიოლი/ნორეთინდრონი (ჰორმონები, რომლებიც გამოიყენება კომბინაციაში, როგორც პერორალური კონტრაცეპტივები);
  • ციკლოსპორინი, ციკლოფოსფამიდი და ტაკროლიმუსი, ორგანოთა გადანერგვის შემდეგ უკურეაქციისა და აუტოიმუნური დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატები;
  • პერორალური ანტიკოაგულანტები, სისხლის გამათხელებელი პრეპარატები;
  • ნერვ-კუნთოვანი ბლოკატორები (პრეპარატები, რომლებიც იწვევენ კუნთების მოდუნებას);
  • ანტიქოლინესთერაზები (კუნთების დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა მიასთენია გრავისი და ალცჰეიმერი);
  • ანტიდიაბეტური საშუალებები (დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები);
  • ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა);
  • შარდმდენები (პრეპარატები, რომლებიც ზრდის შარდის წარმოქმნას);
  • ქსანტინი და ბეტა-2-აგონისტები (ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატები);

მეთილდროლი სასმელთან ერთად

მეთილდროლის მიღებისას თქვენ ან თქვენმა შვილმა არ უნდა დალიოთ გრეიფრუტის წვენი, რადგან შეიძლება გაიზარდოს ამ პრეპარატის ეფექტურობა და ტოქსიკურობა.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება (ფერტილობა)

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას ან ძუძუთი კვებავთ, პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

თუ ორსულობის პერიოდში იღებთ ამ პრეპარატს, განსაკუთრებით კი დიდი ხნის განმავლობაში, დაბადებისას თქვენს ბავშვს შესაძლოა გამოუვლინდეს გვერდითი მოვლენები. ამიტომ, თუ ორსულად ხართ, ექიმი დაგინიშნავთ მეთილდროლს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

ძუძუთი კვება

მეთილდროლი გადადის დედის რძეში და ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ბავშვში. თუ თქვენ ძუძუთი კვებავთ, ექიმი დაგინიშნავთ მეთილდროლს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

ნაყოფიერება (ფერტილობა)

არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ პრეპარატმა შესაძლოა შეამციროს ნაყოფიერება.

მანქანების მართვა და სატრანსპორტო საშუალებები

არ მართოთ მანქანები და სატრანსპორტო საშუალებები თუ მეთილდროლით მკურნალობის დროს გამოგივლინდათ გაბრუება, თავბრუსხვევა, მხედველობის პრობლემები და დაღლილობა.

მეთილდროლი შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას

მეთილდროლი შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას, შაქრის ორ სახეობას. თუ ექიმმა დაგიდგინათ ზოგიერთი შაქრის მიმართ შეუწყნარებლობა, პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ მას.

  • როგორ მივიღოთ/მივცეთ მეთილდროლი ბავშვს

მიიღეთ/მიეცით ბავშვს პრეპარატი ყოველთვის ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული საწყისი დოზა მერყეობს 4 მგ-დან 48 მგ-მდე დღეში.

თქვენი ან თქვენი შვილის მდგომარეობიდან და დაავადების სახეობიდან გამომდინარე, ექიმი მოგცემთ რჩევას დოზის, თუ რამდენჯერ უნდა მიიღოთ/მიცეთ თქვენს შვილს დღეში პრეპარატი, და მეთილდროლით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ. როდესაც თქვენი ექიმი კმაყოფილი იქნება დაავადების გაუმჯობესებით, ის გირჩევთ დოზის თანდათანობით შემცირებას, რათა მიაღწიოთ ყველაზე შესაფერის მინიმალურ დოზას (შემანარჩუნებელი დოზა).

გადაყლაპეთ ტაბლეტები მთლიანად წყლის ყლუპით. არ დაღეჭოთ ან არ გატეხოთ ტაბლეტები.

თუ მიიღეთ მეთილდროლი საჭირო დოზაზე მეტი

მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ან თქვენმა შვილმა არასოდეს მიიღოთ დანიშნულზე მეტი ტაბლეტი.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენმა შვილმა შემთხვევით მიიღეთ მეთილდროლის საჭირო დოზაზე მეტი.

თუ დაგავიწყდათ მეთილდროლის მიღება

გამოტოვებული დოზის შესავსებად არ მიიღოთ ორმაგი დოზა. თუ მიხვდით, რომ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიმართეთ ექიმს.

თუ შეწყვეტთ მეთილდროლის მიღებას

თქვენ ან თქვენმა შვილმა არ უნდა შეწყვიტოთ მეთილდროლის მიღება უეცრად. მეთილდროლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციონირების დაქვეითება, რომლებიც წარმოქმნიან ბუნებრივ კორტიკოსტეროიდებს და უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.

ასევე, თუ მოულოდნელად შეწყვეტთ მეთილდროლის მიღებას, თქვენ ან თქვენს შვილს შეიძლება განგივითარდეთ მოხსნის სიმპტომები, როგორიცაა: გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, თავის ტკივილი, ცხელება, ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, კანის აქერცვლა, წონის კლება, არტერიული წნევის დაქვეითება და ფსიქიკური აშლილობა. შეჩერების შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს თანდათან. ექიმი გირჩევთ მიღების სწორ მეთოდს.

ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ამ მედიკამენტსაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში სისტემატიურად არ იჩენს თავს.

დაუყოვნებლივ მიმართეთ თუ გამოგივლინდათ ერთ-ერთი შემდეგი გვერდითი მოვლენა:

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):

  • ინფექციები, მათ შორის ინფექციები, რომლებიც წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ადამიანის ორგანიზმის იმუნური დაცვა ძალიან დაბალია;
  • სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის ზრდა;
  • მუცლის ღრუს ანთება (პერიტონიტი);
  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
  • მწვავე ალერგიული რეაქცია, მაგ. სახის, ენისა და ყელის შეშუპება ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელებით (ანგიოედემა);
  • მომრგვალო ან სავსე მთვარის ფორმის სახე (კუშინგოიდური გარეგნობა);
  • ჰიპოფიზის ჯირკვლის მიერ ჰორმონების სეკრეციის დაქვეითება (თავის ტვინის ბაზაზე მდებარე ჯირკვალი);
  • მკურნალობის მოხსნის (გაყვანის) სინდრომი (იხ. პარაგრაფი 3 „თუ შეწყვეტთ მეთილდროლის მიღებას“);
  • დარღვევები ჰიპოფიზის ჯირკვლისა და თირკმელზედა ჯირკვლების მიერ წარმოქმნილ ჰორმონებს შორის ბალანსში ჩარევის გამო;
  • ორგანიზმიდან მჟავე ნივთიერებების დაკარგვა ან მატება;
  • სითხისა და ნატრიუმის შეკავება ორგანიზმში;
  • სისხლში ცხიმის მარალი რაოდენობა;
  • კალიუმის დონის შემცირება სისხლში;
  • გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევა (გლუკოზის ტოლერანტობის დაქვეითება);
  • არსებული დიაბეტის გაუარესება;
  • ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება სხეულის ლოკალიზებულ ნაწილებში;
  • მადისა და სხეულის წონის მატება;
  • ფსიქიკური დარღვევები, როგორიცაა: დარღვევები ცხოვრებისეულ ემოციებში (დეპრესია, ეიფორია, ემოციური და წამალზე დამოკიდებულება, სუიციდური აზრები), მანიაკალური ქცევა, დელირიუმი, ჰალუცინაციები, შიზოფრენია, აზროვნების დარღვევები, პიროვნული ცვლილება, დაბნეულობა, შფოთვა, გუნება-განწყობის ცვალებადობა, ანომალიური ქცევა, უძილობა, გაღიზიანება;
  • ცხიმის დაგროვება, რომელიც კუმშავს ზურგის ტვინს;
  • თავის ქალაში არსებული სითხის (ქალასშიგა) წნევის მატება;
  • კრუნჩხვები;
  • მეხსიერების დარღვევები;
  • აზროვნების დარღვევები, რაც რეალობის გაცნობიერების საშუალებას იძლევა;
  • თავბრუ;
  • თავბრუსხვევა;
  • თავის ტკივილი;
  • კატარაქტა;
  • დასიებული თვალები;
  • თვალის შიდა წნევის მატება (გლაუკომა);
  • მხედველობის დაქვეითება მხედველობის ველის ცენტრალურ ნაწილში;
  • ბადურისა და ქოროიდული გარსის დაავადებები;
  • არტერიული წნევის მატება და შემცირება;
  • სისხლის კოაგულაციის ზრდა;
  • სლოკინი;
  • სისხლის კოლტების წარმოქმნა ვენებსა და ფილტვებში;
  • კუჭისა და ნაწლავების დარღვევები, როგორიცაა კუჭის წყლული შესაძლო სისხლდენით და პერფორაციით;
  • მუცლის დაჭიმულობა და ტკივილი;
  • დიარეა, გულისრევა;
  • საჭმლის მონელების გაძნელება;
  • სისხლდენა კუჭიდან;
  • ნაწლავის პერფორაცია;
  • საყლაპავის ანთება წყლულით ან წყლულის გარეშე;
  • პანკრეასის ანთება;
  • სისხლჩაქცევები;
  • კანის სიწითლე, გამონაყარი კანზე;
  • თმის ზრდა (ჭარბთმიანობა);
  • ჭარბი ოფლიანობა;
  • წვრილი წითელი ლაქების ან წვრილი იასამნისფერი ზოლების გაჩენა კანზე;
  • ქავილი;
  • ჭინჭრის ციება;
  • აკნე;
  • კანის ატროფია;
  • წყლისა და მინერალური მარილის დონის ცვლილება. ამ მდგომარეობამ შეიძლება იშვიათად გამოიწვიოს მაღალი წნევა და გულის პრობლემები (გულის უკმარისობა;
  • კუნთების სისუსტე;
  • კუნთებისა და სახსრების ტკივილი, კუნთების დაავადებები, კუნთების მასის შემცირება;
  • ძვლების სიმყიფე (ოსტეოპოროზი), სიკვდილი და ძვლოვანი ქსოვილის დაკარგვა;
  • სახსრების მოტეხილობა (განსაკუთრებით ფეხის), რაც იწვევს ტკივილს და/ან შეშუპებას;
  • ხერხემლის მოტეხილობა (ტრავმის ან სპონტანური მოტეხილობის გამო), მყესების, კერძოდ აქილევსის მყესის დაზიანება;
  • არარეგულარული მენსტრუაცია;
  • ჭრილობის დაგვიანებით შეხორცება;
  • დაღლილობა;
  • უგუნებობა;
  • ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად ცვლილებები ლაბორატორიულ კვლევებში;
  • ღვიძლის ფერმენტების მატება;
  • კალციუმის დონის მომატება შარდში;
  • კანის ტესტებზე რეაქციის დაქვეითება;
  • შარდოვანას მომატებული რაოდენობა სისხლში;
  • ორგანიზმიდან მეტი ცილის დაკარგვის მიდრეკილება, ვიდრე დიეტისას (მეტაბოლური აციდოზი);
  • დაბინდული მხედველობა;

დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებში

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):

  • ზრდის შეფერხება;
  • ცვლილებები ზრდაში;

ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთი გვერდით მოვლენები, რომელიც აღნიშნული არაა ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

გვერდითი მოვლენების შესახებ განცხადება პირდაპირ შეგიძლიათ გააკეთოთ ასევე ეროვნული განცხადებების სისტემის გზით მისამართზე: https://www.aifa.gov.it/content/segnalazioni-reazioni-avverse. გვერდითი მოვლენების მითითებით, თქვენ მიიღებთ მეტ ინფორმაციას მედიკამენტის უსაფრთხოებაზე.

  • როგორ შევინახოთ მეთილდროლი

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ ჩაყაროთ არანაირი პრეპარატი საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალიზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ ვადაგასული მედიკამენტი. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.

რას შეიცავს მეთილდროლი

აქტიური ნივთიერებაა მეთილპრედნიზოლონი

მეთილდროლის 4მგ-იანი თითოეული ტაბლეტი შეიცავს 4მგ მეთილპრედნიზოლონს.

სხვა კომპონენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, საქაროზა (იხ. პარაგრაფი 2 „მეთილდროლი შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას“), სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კალციუმის სტეარატი.

მეთილდროლის 16მგ-იანი თითოეული ტაბლეტი შეიცავს 16მგ მეთილპრედნიზოლონს.

სხვა კომპონენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, საქაროზა (იხ. პარაგრაფი 2 „მეთილდროლი შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას“), სიმინდის სახამებელი, თხევადი პარაფინი, კალციუმის სტეარატი.

მეთილდროლის გარეგნული აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა.

მეთილდროლის 4მგ ტაბლეტები არის ბრტყელი, ელიფსური, თეთრი ფერის, ერთ მხარეს ჯვარედინი (ჯვრის ფორმის) ჭრილით; სიგრძე 7,9მმ და სიგანე 5,7მმ. ტაბლეტები ხელმისაწვდომია გაუმჭვირვალე PVC/PVDC და ალუმინის ბლისტერებში 30 ტაბლეტის შემცველ პაკეტებში.

მეთილდროლის 16მგ ტაბლეტები არის ბრტყელი, ელიფსური, თეთრი ფერის, ერთ მხარეს ამოტვიფრულია "H" და მეორე მხარეს ჯვარედინი (ჯვრის ფორმის) ჭრილით; სიგრძე 10,2მმ და სიგანე 7,3მმ. ტაბლეტები ხელმისაწვდომია გაუმჭვირვალე PVC/PVDC და ალუმინის ბლისტერებში 20 ან 30 ტაბლეტის შემცველ პაკეტებში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

შპს So.Se PHARM

კასტელი რომანის ქ. 22

00071 პომეცია (რომი)

მწარმოებელი

სს Special Product's Line (პროდუქტების სპეციალური ხაზი)

ფრატა როტონდა ვადო ლარგოს ქ. 1

03012 ანანი (ფლორენცია)

ინსტრუქციის განახლების ბოლო თარიღია 2022 წლის მარტი

SOS5686.21

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა