ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები

როვასტატ დუო

ROVASTAT DUO

რეცეპტით10მგ + 10მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

პირველადი ჰიპერქოლესტერინემია როვასტატ დუო ნაჩვენებია პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის სამკურნალოდ დიეტასთან ერთად, ჩანაცვლებითი თერაპიის სახით მოზრდილ პაციენტებში, რომლებშიც მიღწეულია ადეკვატური კონტროლი ცალკეული ნივთიერებებით, რომლებიც ერთდროულად მიიღება იმავე დოზებით, როგორიც ფიქსირებული დოზის კომბინაციაშია, მაგრამ …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
rosuvastatin + ეზეტიმიბი (ezetimibe)
ფორმა და შეფუთვა
10მგ + 10მგ ტაბლეტი №30 (2X15)
მწარმოებელი
Adamed Pharma S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი სხვადასხვა საშუალებების კომბინაციები
ATC კოდი
C10BA06
რეგისტრაციის ნომერი
რ-045908
რეგისტრირებულია
15 ივლისი 2026, მოქმედებს 23 თებერვალი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Adamed Pharma S.A. (პოლონეთი)
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაროვასტატ დუო და სხვა წამალი ერთად

როვასტატ დუო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პირველადი ჰიპერქოლესტერინემია

როვასტატ დუო ნაჩვენებია პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის სამკურნალოდ დიეტასთან ერთად, ჩანაცვლებითი თერაპიის სახით მოზრდილ პაციენტებში, რომლებშიც მიღწეულია ადეკვატური კონტროლი ცალკეული ნივთიერებებით, რომლებიც ერთდროულად მიიღება იმავე დოზებით, როგორიც ფიქსირებული დოზის კომბინაციაშია, მაგრამ ცალკეული პროდუქტების სახით.

გულ-სისხლძარღვთა მოვლენების პროფილაქტიკა

როვასტატ დუო ნაჩვენებია გულ-სისხლძარღვთა მოვლენების რისკის შესამცირებლად, ჩანაცვლებითი თერაპიის სახით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის კორონარული დაავადები (CHD) და მწვავე კორონარული სინდრომი (ACS) ანამნეზში, რომლებშიც მიღწეულია ადეკვატური კონტროლი ცალკეული ნივთიერებებით, რომლებიც ერთდროულად მიიღება იმავე დოზებით, როგორიც ფიქსირებული დოზის კომბინაციაშია, მაგრამ ცალკეული პროდუქტების სახით.

მიღების წესი და დოზირება

როვასტატ დუო ნაჩვენებია ჰიპერქოლესტერინემიის მქონე მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ საკმარისი კონტროლი, ცალკეული ნივთიერების ერთად მიღებისას იმავე დოზებით, რაც რეკომენდებულ კომბინაციაშია მოცემული.

პაციენტმა უნდა დაიცვას შესაბამისი ჰიპოლიპიდემიური დიეტა და გააგრძელოს მოცემული დიეტის დაცვა როვასტატ დუოს ტაბლეტებით მკურნალობისას.

რეკომენდებული დღიური დოზაა ერთი ტაბლეტი რომლის მიღებაც ხდება საკვებისგან დამოუკიდებლად.

როვასტატ დუო არ გამოიყენება საწყისი თერაპიის სახით. მკურნალობის დაწყება ან დოზის კორექცია, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს მხოლოდ მონოკომპონენტებით და შესაბამისი დოზების დადგენის შემდეგ. შემდეგ ეტაპზე შესაძლებელია გადასვლა შესაბამისი სიძლიერის ფიქსირებული დოზის კომბინაციაზე. როვასტატ დუოს ტაბლეტები 5მგ/10მგ, 10მგ/10მგ და 20მგ/10მგ არ ინიშნება პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ როზუვასტატინს დოზას, რომელიც უდრის 40მგ-ს.

როვასტატ დუო მიიღება სანაღვლე მჟავების სეკვესტრანტის მიღებამდე ≥2 სთ ადრე ან მიღებიდან ≥4 სთ-ს შემდეგ.

პედიატრიული ასაკის პაციენეტები

როვასტატ დუოს უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ დადგენილა. ამჟამად არსებული მონაცემები აღწერილია პუნქტებში 4.8, 5.1 და 5.2 მაგრამ დოზირების შესახებ რეკომენდაციის მიცემა შეუძლებელია.

გამოყენება ხანდაზმულ პირებში

> 70 წლის პაციენტებში რეკომენდებულია როზუვასტატინის საწყისი დოზა 5მგ (იხ. პუნქტი 4.4). პრეპრატების მოცემული კომბინაცია არ ინიშნება პირველი რიგის თერაპიის სახით. მკურნალობის დაწყება ან დოზის კორექცია, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს მხოლოდ მონოკომპონენტებით და შესაბამისი დოზების დადგენის შემდეგ. შემდეგ ეტაპზე შესაძლებელია გადასვლა შესაბამისი სიძლიერის ფიქსირებული დოზის კომბინაციაზე.

დოზირება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში არ არის საჭირო დოზის კორექცია.

თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <60მლ/წთ) როზუვასტატინის რეკომენდებული საწყისი დოზაა 5მგ. დოზების ფიქსირებული კომბინაცია არ ინიშნება პირველი რიგის თერაპიის სახით. მკურნალობის დასაწყებად ან დოზის შესაცვლელად გამოყენებული უნდა იქნას მონოკომპონენტიანი პრეპარატები.

როზუვასტატინის ნებისმიერი დოზების გამოყენება თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში უკუაჩვენებია (იხ. პუნქტები 4.3 და 5.2).

დოზირება ღვიძლის უკმაროსიბის მქონე პაციენტებში

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის მქონე პაციენტებში (5-6 ქულა ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით) დოზის კორექცია არ არის საჭირო. როვასტატ დუოთი მკურნალობა არ არის რეკომენდებული ღვიძლის ფუნქციის ზომიერი (7-9 ქულა ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით) ან მწვავე დარღვევის (>9 ქულა ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით) მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტები 4.4 და 5.2). როვასტატ დუო უკუნაჩვენებია ღვიძლის მწვავე დაავადებების მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.3).

რასა

აზიური წარმოშობის პაციენტებში შიენიშნებოდა როზუვასტატინის მომატებული სისტემური მოქმედება (იხ. პუნქტები 4.4 და 5.2). აზიური წარმოშობის პაციენტებში როზუვასტატინის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 5მგ. დოზების ფიქსირებული კომბინაცია არ არის შესაფერისი პირველი რიგის თერაპიისთვის. მკურნალობის დასაწყებად ან დოზის შესაცვლელად გამოყენებული უნდა იქნას მონოკომპონენტიანი პრეპარატები.

გენეტიკური პოლიმორფიზმი

ცნობილია, რომ გენეტიკური პოლიმორფიზმის ზოგიერთი ტიპი ზრდის როზუვასტატინის სისტემურ ზემოქმედებას (იხ. პუნქტი 5.2). პოლიმორფიზმის კონკრეტული ტიპის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია როვასტატ დუოს უფრო დაბალი დღიური დოზის მიღება.

დოზირება მიოპათიის მიმართ წინასწარგანწყობის ფაქტორების მქონე პაციენტებში

როზუვასტატინის რეკომენდებული საწყისი დოზა მიოპათიის მიმართ წინასწარგანწყობის ფაქტორების მქონე პაციენტებში, არის 5მგ (იხ. პუნქტი 4.4). ფიქსირებული დოზების კომბინაცია არ გამოიყენება პირველი რიგის თერაპიის სახით. მკურნალობის დასაწყებად ან დოზის შესაცვლელად გამოყენებული უნდა იქნას მონოკომპონენტიანი პრეპარატები.

ერთობილივი თერაპია

როზუვასტატინი არის სხვადასხვა სატრანსპორტო ცილების სუბსტრატი (მაგ. OATP1B1 და BCRP). მიოპათიის (მათ შორის რაბდომიოლიზის) განვითარების რისკი იზრდება პრეპარატ როვასტატ დუოს და ზოგიერთი პრეპარატის (მაგალითად ციკლოსპორინი და პროტეაზას ზოგიერთი ინჰიბიტორი, მათ შორის რიტონავირის კომბინაცია ატაზანავირთან, ლიპონავირთან და/ან ტიპრანავირთან; იხ.პუნქტები 4.4 და 4.5) ერთად მიღებისას, რომელთაც შეუძლიათ გაზარდონ როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაცია, ზემოხსენებულ სატრანსპორტო ცილებთან ურთიერთქმედების შედეგად.

როცა შესაძლებელია, განხულული უნდა იყოს ალტერნატიული თერაპია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, როვასტატ დუოს ტაბლეტებით თერაპიის დროებითი შეწყვეტა. თუ შეუძლებელია ასეთი პრეპარტების და როვასტატ დუოს ერთად გამოყენების თავიდან აცილება, საგულდაგულოდ უნდა შეფასდეს ასეთი კომბინირებული თერაპიის სარგებელი და რისკი და საჭიროა თუ არა როზუვასტატინის დოზის კორექცია (იხ. პუნქტი 4.5).

მიღების წესი

განკუთვნილია პერორალურად მისაღებად.

როვასტატ დუოს ტაბლეტები მიიღება დღის ერთსადაიმავე მონაკვეთში, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად და წყალის დაყოლებით.

უკუჩვენებები

გაქვთ ალერგია როზუვასტატინზე, ეზეტიმიბზე ან ამ პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე (კომპონენტები ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).

გაქვთ ღვიძლის დაავადება.

გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.

აღგენიშნებათ განმეორებითი, აუხსნელი ტკივილი კუნთებში (მიოპათია).

იღებთ პრეპარატს, რომელსაც ეწოდება ციკლოსპორინი (გამოიყენება მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ).

ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღების დროს დაორსულდებით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს. ქალები უნდა მოერიდონ დაორსულებას როვასტატ დუოს ტაბლეტების გამოყენების პერიოდში და ამ მიზნით გამოიყენონ კონტრაცეფციის შესაბამისი საშუალებები (იხ. ქვემოთ: ორსულობა და ძუძუთი კვება).

თუ რომელიმე ზემოთ მითითებული მდგომარეობა გეხებათ თქვენ (ან თუ გეპარებათ ეჭვი), აცნობეთ თქვენს ექიმს ამის თაობაზე.

სიფრთხილის ზომები

როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

გაქვთ თირკმელების დაავადება.

გაქვთ ღვიძლის დაავადება.

გაქვთ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები კუნთებში, კუნთების დაავადებები პირადად ან ოჯახურ ანამნეზში ან გქონიათ პრობლემები კუნთებთან დაკავშირებით ქოლესტერინის დამწევი სხვა პრეაპრატების მიღებისას. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ განგივითარდათ კუნთების აუხსნელი ტკივილი, განსაკუთრებით, თუ ცუდად გრძნობთ თავს ან თუ გაქვთ ცხელება. აგრეთვე უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ განგივითარდათ კუნთების მუდმივი სისუსტე.

ხართ აზიური წარმომავლობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი). თქვენმა ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენთვის შესაფერისი როვასტატ დუოს ტაბლეტების დოზა.

იღებთ ინფექციის სამკურნალო პრეპარატს, მათ შორის აივ-ინფექციის ან C ჰეპატიტის, მაგ.

ლოპინავირს/რიტონავირს და/ან ატაზანავირს, სიმეპრევირს, იხ. „სხვა პრეპარატები და როვასტატ დუოს ტაბლეტები“.

გაქვთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა.

იღებთ სხვა მედიკამენტებს, სახელწოდებით ფიბრატებს ქოლესტერინის დონის დასაწევად. იხ. „სხვა პრეპარატები და როვასტატ დუოს ტაბლეტები“.

რეგულარულად მოიხმართ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.

დარღვეული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი).

ხართ 70 წლის ზემოთ ასაკის (თქვენმა ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენი ასაკისათვის შესაფერისი როვასტატ დუოს ტაბლეტების დოზა).

იღებთ ან მიიღეთ პრეპარატი სახელწოდებით ფუზიდის მჟავა (სამკურნალო საშუალებები ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ) პერორალურად ან ინექციის სახით, ბოლო 7 დღის განმავლობაში. ფუზიდიუმის მჟავისა და როვასტატ დუოს კომბინირებული გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სერიოზული გართულებები კუნთების მხრივ (რაბდომიოლიზი).

თუ თქვენ გეხებათ რომელიმე ზემოთ მითითებული (ან თუ არ ხართ დარწმუნებული): როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პაციენტთა მცირე რაოდენობაში სტატინებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ღვიძლის ფუნქციაზე. ეს ცვლილებები ვლინდება სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებით მარტივი გაზომვისას. ამიტომ ექიმი დაგინიშნავთ სისხლის ამგვარი გამოკვლევის რეგულარულად ჩატარებას (ღვიძლის ფუნქციური სინჯები) როვასტატ დუოს ტაბლეტებით მკურნალობის დროს. აუცილებელია ექიმთან ვიზიტი მის მიერ დანიშნული ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად.

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან მისი განვითარების რისკი, თქვენი მკურნალი ექიმი ყურადღებით დააკვირდება თქვენს მდგომარეობას ამ პრეპარატის მიღების დროს. სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი, თუ სისხლში მაღალია შაქრისა და ცხიმების დონეები, გაქვთ ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა.

თუ საავადმყოფოში მოხვდებით ან მკურნალობთ სხვა დაავადების გამო, უთხარით სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ როვასტატ დუოს ტაბლეტებს.

ბავშვები და მოზარდები

რეკომენდებული არ არის როვასტატ დუოს ტაბლეტების გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

ციკლოსპორინი (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოების გადანერგვის შემდეგ, გადანერგილი ორგანოს უკუგდების თავიდან ასაცილებლად. ერთდროული გამოყენება აძლიერებს როზუვასტატინის მოქმედებას). არ მიიღოთ როვასტატ დუოს ტაბლეტები, თუ იღებთ ციკლოსპორინს.

სისხლის გამათხელებელი პრეპარატები, მაგალითად, ვარფარინი, აცენოკუმაროლი ან ფლუინდიონი (როვასტატ დუოს ტაბლეტებთან ერთად მიღება ზრდის მათ მოქმედებას სისხლის შედედებაზე და სისხლდენის რისკს), ან კლოპიდოგრელი.

სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც ეწოდებათ ფიბრატები და გამოიყენება ქოლესტერინის დონის დასაწევად, აგრეთვე სისხლში ტრიგლიცერიდების დონის კორექციისათვის (მაგ. გემფიბროზილი და სხვა ფიბრატები). როზუვასტატინის მოქმედება ძლიერდება ფიბრატებთან ერთად მიღებისას.

ქოლესტირამინი (ქოლესტერინის დამწევი პრეპარატი) – გავლენას ახდენს ეზეტიმიბის მოქმედების მექანიზმზე.

რეგორაფენიბი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ).

ნებისმიერი ანტივირუსული საშუალება, როგორც მონოთერაპიის, ასევე კომბინაციის სახით რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის ან C ჰეპატიტის სამკურნალოდ (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები): რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, სიმეპრევირი, ომბიტასვირი, პარიტაპრევირი, დასაბუვირი, ველპატასვირი, გრაზოპრევირი, ელბასვირი, გლეკაპრევირი, პიბრენტასვირი. იხ. პუნქტი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.

ალუმინისა და მაგნიუმის შემცველი კუჭის აშალილობის სამკურნალო საშუალებები (გამოიყენება კუჭში მჟავის გასანეიტრალებლად; ისინი ამცირებენ როზუვასტატინის პლაზმურ დონეს.) ეს ეფექტი შეიძლება შემცირდეს თუ ეს პრეპარატები მიიღება როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი). ამგვარი კომბინაცია იწვევს როზუვასტატინის ეფექტის შემცირება.

ფუზიდის მჟავა. თუ იღებთ ფუზიდის მჟავას, ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, პერორალურად, მაშინ დროებით უნდა შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება. თქვენი ექიმი აგიხსნით როდის არის უსაფრთხო როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღების განახლება. როვასტატ დუოს ტაბლეტების კომბინირებულმა გამოყენებამ ფუზიდის მჟავასთან ერთად იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, დაავადება ან ტკივილი (რაბდომიოლიზი). დამატებითი ინფორმაცია რაბდომიოლიზის შესახებ იხ. მე-4 პუნქტში.

პერორალური კონტრაცეპტივები (აბები). ხდება კონტრაცეფციული ტაბლეტებიდან სასქესო ჰორმონების შეწოვის მომატება.

ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (ზრდის სისხლში ჰორმომების დონეს).

თუ საავადმყოფოში მოხვდებით ან მკურნალობთ სხვა დაავადების გამო, უთხარით სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ როვასტატ დუოს ტაბლეტებს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ცდილობთ დაორსულებას ან ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.

ორსულობა

არ მიიღოთ როვასტატ დუოს ტაბლეტები, თუ ხართ ორსულად, ცდილობთ დაორსულებას ან ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად. თუ როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღების დროს დაორსულდებით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს ამის თაობაზე. როვასტატ დუოს ტაბლეტებით მკურნალობისას ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციული საშუალებები.

ძუძუთი კვება

მიიღოთ როვასტატ დუოს ტაბლეტები, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ვინაიდან, ცნობილი არ არის, აღწევს თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

მოსალოდნელი არ არის, რომ როვასტატ დუოს ტაბლეტებმა უარყოფითად იმოქმედონ სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა, მხედვლობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ზოგიერთ ადამიანში როვასტატ დუოს ტაბლეტების გამოყენების შემდეგ შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა. თავბსრუსხვევის განვითარებისას, სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმების გამოყენების წინ კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

როვასტატ დუოს ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან როვასტატ დუოს ტაბლეტების გამოყენებამდე.

  • როგორ მიიღება როვასტატ დუო ტაბლეტები

ეს პრეპარატი მიიღეთ ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღებისას უნდა გააგრძელოთ დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცველობით და საკმარისი ფიზიკური დატვირთვა.

მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზა შეადგენს დღეში ერთ ტაბლეტს

მიიღეთ როვასტატ დუოს ტაბლეტები დღეში ერთხელ.

ეს პრეპარატი შეგიძლიათ მიიღოთ დღის ნებისმიერ დროს, საკვების მიღების მიუხედავად. გადაყლაპეთ ყოველი ტაბლეტი მთლიანად წყლის დაყოლებით.

პრეპარატი უნდა მიიღოთ ყოველ დღე, ერთსადაიმავე დროს.

როვასტატ დუოს ტაბლეტები არ არის შესაფერისი საწყისი მკურნალობისთვის. მკურნალობის დაწყება ან დოზის კორექცია, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს მხოლოდ მოქმედი ნივთიერებების ცალკე მიღებით და შესაბამისი დოზების დადგენის შემდეგ შესაძლებელია გადასვლა შესაბამისი დოზის როვასტატ დუოს ტაბლეტებზე.

ქოლესტერინის დონის რეგულარული შემოწმებები

მნიშვნელოვანია ექიმთან რეგულარული ვიზიტი ქოლესტერინის დონის გასაზომად და იმის დადასტურება, რომ მიღწეული და შენარჩუნებულია ქოლესტერინის საჭირო დონე.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის როვასტატ დუოს ტაბლეტები

მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოესი საავადყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფლებას, ვინაიდან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.

თუ დაგავიწყდათ როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღება

ნუ იღელვებთ, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და მიიღეთ შემდეგი დაგეგმილი დოზა სწორ დროს. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით, არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

თუ შეწყვიტეთ როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღება

უთხარით თქვენს ექიმს, რომ გსურთ როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღების შეწყვეტა. როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღების შეწყვეტის შემდეგ ქოლესტერინის დონე შეიძლება ისევ გაიზარდოს.

ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

  • როგორ ინახება როვასტატ დუო ტაბლეტები
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს როვასტატ დუო ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება

როვასტატ დუოს ტაბლეტები შეიცავს ორ მოქმედ ნივთიერებას ერთ ტაბლეტში. პირველი მოქმედი ნივთიერება არის როზუვასტატინი, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ სტატინების ჯგუფს. მეორე მოქმედი ნივთიერება არის ეზეტიმიბი.

როვასტატ დუოს ტაბლეტები ეს არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, „მავნე“ ქოლესტერინის (დსლპ ქოლესტერინის) და ცხიმების (ტრიგლიცერიდების) დონეების დასაწევად სისხლში. გარდა ამისა, პრეპარატი ზრდის „სასარგებლო“ ქოლესტერინის (მსლპ ქოლესტერინის) დონეს. პრეპარატი იწვევს სისხლში ქოლესტერინის დონეების დაწევას ორმაგი მოქმედებით: ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ასევე, ამცირებს ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზში.

ადამიანთა უმრავლესობაში ქოლესტერინის მაღალი დონე გავლენას არ ახდენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რადგან არ იწვევს არავითარ სიმპტომს. თუმცა, თუ არ მოხდა მომატებული ქოლესტერინის დონის მქონე პაციენტების მკურნალობა, ეს გამოიწვევს სისხლძარღვების კედლებში ცხიმების დაგროვებას და შედეგად, სისხლძარღვების შევიწროვებას.

ზოგჯერ შეიძლება მოხდეს ამგვარად შევიწროვებული სისხლძარღვების დაცობა და სისხლი აღარ მიეწოდოს გულს ან თავის ტვინს, რაც გამოიწვევს ინფარქტს ან ინსულტს. ქოლესტერინის დონის დაწევამ შეიძლება შეამციროს ინფარქტის, ინსულტის და ანალოგიური ჯანმრთელობის პრობლემების რისკი.

როვასტატ დუოს ტაბლეტები გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც ქოლესტერინის დონის დაწევა ვერ მიიღწევა მხოლოდ დიეტით. ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დაწევისაკენ მიმართული დიეტის დაცვა.

თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ როვასტატ დუოს ტაბლეტები, თუ უკვე იღებთ როზუვასტატინსა და ეზეტიმიბს ამავე დოზებით.

როვასტატ დუოს ტაბლეტები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ:

სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე (პირველადი ჰიპერქოლესტერინემია);

გულის დაავადება, როვასტატ დუო ამცირებს გულის შეტევის, ინსულტის, გულის სისხლის ნაკადის გაზრდის მიზნით გაკეთებული ოპერაციის რისკს ან გულმკერდის ტკივილით განპირობებულ ჰოსპიტალიზაციას.

როვასტატ დუოს ტაბლეტები ხელს არ უწყობს წონაში დაკლებას.

  • რა უნდა იცოდეთ როვასტატ დუო ტაბლეტების მიღებამდე

ჭარბი დოზა

ლიტერატურაში არ არსებობს მონაცემები როზუვასტატინით დოზის გადაჭარბების შესახებ.

როზუვასტატინით დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სპეციფიკური თერაპია არ არსებობს.

კლინიკურ კვლევებში ეზეტიმიბის მიღება 50მგ/დღეში დოზით, 15 ჯანმრთელ სუბიექტში 14 დღის განმავლობაში ან 40 მგ/დღეში დოზით პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 18 პაციენტში 56 დღემდე, როგროც წესი კარგად გადაიტანებოდა. ცხოველებში არ შეინიშნებოდა ტოქსიკურობა ეზეტიმიბის ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ - 5,000 მგ/კგ ვირთაგვებში და თაგვებში და 3,000მ გ/კგ ძაღლებში.

მიღებულია რამდენიმე შეტყობინება ეზეტიმიბით დოზის გადაჭარბების შესახებ: ისინი, როგორც წესი არ უკავშირდებოდა არასასურველი მოვლენების განვითარებას. შეტყობინებული არასასურველი მოვლენები არ იყო სერიოზული.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. უნდა მოხდეს ღვიძლის ფუნქციის და კკ-ის დონის მონიტორინგი. ჰემოდიალიზის გამოყენება ნაკლებად სარგებლის მომტანია.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებებია როზუვასტატინი (როზუვასტატინის კალციუმის სახით) და ეზეტიმიბი. ტაბლეტები შეიცავს როზუვასტატინის კალციუმის ექვივალენტს ან 10 მგ ან 20 მგ როზუვასტატინს. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ეზეტიმიბს.

სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კროსპოვიდონის ტიპი A, პოვიდონი K-30, ნატრიუმის ლაურილსულფატი და მაგნიუმის სტეარატი.

როვასტატ დუოს ტაბლეტები გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

როვასტატ დუო, 20 მგ/10 მგ ტაბლეტი: თეთრი-მონაცრისფრო, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, შემოუგარსავი ტაბლეტი. ტაბლეტის დიამეტრი 11 მმ.

როვასტატ დუო, 10 მგ/10 მგ ტაბლეტი: თეთრი-მონაცრისფრო, ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი, შემოუგარსავი ტაბლეტი, ერთ მხარეს გრავირებულია „E1“ და „1“ მეორე მხარეს. ტაბლეტის ზომებია: 15 მმ x 7 მმ.

30 ცალი დაფასოებულია ბლისტერში (პა/ალ/პვქ // ალ) მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, პაციენტის საინფორმაციო ინსტრუქციათან ერთად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი

Adamed Pharma S.A

პიენკოვი, მ. ადამიკიევიჩის ქ 6ა

05-152 ჩოსნოვი

მწარმოებელი

Adamed Pharma S.A

მარშალ იოზეფ პილსუდსკის ქ,5

95-200 პაბიანიცე, პოლონეთი

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰიპოლიპიდემიური საშუალებები; ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორები სხვა ჰიპოლიპიდემიურ საშუალებებთან კომბინაციაში. ათქ კოდი: C10BA06

როვასტატ დუო არის ლიპიდების შემამცირებელი საშუალება, რომელიც შერჩევითად აინჰიბირებს ქოლესტერინის და მასთან დაკავშირებული მცენარეული სტეროლების ნაწლავებში შეწოვას და თრგუნავს ქოლესტერინის ენდოგენურ სინთეზს.

მოქმედების მექანიზმი

როზუვასტატინი

როზუვასტატინი - არის სელექტიური და კონკურენტული ინჰიბიტორი ჰმგ-კოა-რედუქტაზასი - შეზღუდული სიჩქარის მქონე ფერმენტი, რომელიც პასუხისმგებელია 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოფერმენტ ა-ს მევალონატად გარდაქმნაზე, რომელიც წარმოადგენს ქოლესტერინის წინამორბედს. როზუვასტატინის მოქმედების ძირითად ობიექტს ქოლესტერინის დონის შესამცირებლად, წარმოადგენს ღვიძლი.

როზუვასტატინი ზრდის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ) რეცეპტორების რაოდენობას ღვიძლის უჯრედების ზედაპირზე, რის ხარჯზეც ხდება დსლპ-ის მიტაცება და კატაბოლიზმი, ასევე, ითრგუნება ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ძდსლპ) სინთეზი ღვიძლში. შედეგად, მცირდება ძდსლპ-ის და დსლპ-ის ნაწილაკების საერთო რაოდენობა.

ეზეტიმიბი

ეზეტიმიბი - არის ახალი კლასის ჰიპოლიპიდემიური ნაერთების წარმომადგენელი, რომელიც სელექტიურად თრგუნავს ქოლესტერინის და მისი მონათესავე მცენარეული სტეროლების შეწოვას ნაწლავში. ეზეტიმიბი აქტიურია პერორალური მიღებისას და მისი მოქმედების მექანიზმი გასნხვავდება სხვა კლასის ნაერთების მექანიზმისგან, რომლებიც ამცირებენ ქოლესტერინის დონეებს (მაგ. სტატინები, ნაღვლის მჟავების სეკვსეტრანტები [სმოლები], ფიბროის მჟავების და მცენარეული სტანოლების წარმოებულები). ეზეტიმიბის მოლეკულური სამიზნე არის სტეროლების, ცილების ნაიმან-პიკის ცილით C1 ტიპის ტრანსპორტერი ((NPC1L1 -Niemann-Pick C1-Like 1), რომელიც პასუხისმეგებლია ნაწლავში ქოლესტერინის და ფიტოსტეროლების მიტაცებაზე.

ფარმაკოდინამიკური მოქმედება

როზუვასტატინი

როზუვასტატინი ამცირებს ქოლესტერინის დსლპ-ის (ქს-დსლპ), საერთო ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მომატებულ დონეს, ასევე, ზრდის ქოლესტერინის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (მსლპ) დონეს. გარდა ამისა, იგი ამცირებს აპოლიპროტეინ B-ის (აპოB), ქოლესტერინის არა მსლპ-ის, ქოლესტერინის ძდსლპ-ის (ქს-ძდსლპ), ტრიგლიცერიდების ძდსლპ-ის (ტგ-ძდსლპ) კონცენტრაციას და ზრდის აპოლიპოპროტეინი A-I-ის (აპოA-I) შემცველობას (იხ. ცხრილი 1). ასევე, როზუვასტატინი ამცირებს შემდეგ თანაფარდობებს: ქს-დსლპ/ქს-მსლპ, საერთო ქოლესტერინი/ქს-დსლპ, ქს-არა მსლპ/ქს-მსლპ და აპოB/აპოA-I.

ცხრილი 1: “დოზა-პასუხის” დამოკიდებულება პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში (ტიპი IIა და IIბ)

(საწყისი დონის დაკორექტირებული საშუალო ცვლილება)

დოზა

N

ქს-დსლპ

საერთო ქოლესტერინი

ქს-მსლპ

ტრიგლიცერიდები

ქს-არა მსლპ

აპოB

აპოA-I

პლაცებო

13

  • 7
  • 5

3

  • 3
  • 7
  • 3

0

5მგ

17

  • 45
  • 33

13

  • 35
  • 44
  • 38

4

10მგ

17

  • 52
  • 36

14

  • 10
  • 48
  • 42

4

20მგ

17

  • 55
  • 40

8

  • 23
  • 51
  • 46

5

40მგ

18

  • 63
  • 46

10

  • 28
  • 60
  • 54

0

თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში, ხოლო მაქსიმალური შედეგის 90% ვლინდება ორკვირიანი თერაპიის შემდეგ. მაქსიმალური ეფექტურობა, ჩვეულებრივ, მიიღწევა თერაპიის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ და ნარჩუნდება შემდგომშიც.

ეზეტიმიბი

ეზეტიმიბი ლოკალიზდება წვრილი ნაწლავის ეპითელიუმის ჯაგრისებრ ზღვარზე და თრგუნავს იქ ქოლესტერინის შეწოვას, რითაც ამცირებს ქოლესტერინის შესვლას ნაწლავიდან ღვიძლში. ამავე დროს, სტატინები ამცირებენ ქოლესტერინის სინთეზს ღვიძლში და ამ სხვადასხვა მოქმედების მექანიზმების ერთობლიობა ავსებს ერთმანეთს ქოლესტერინის დონის დაწევაში. 2-კვირიან კვლევაში, რომელიც ჩატარდა ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 18 პაციენტში, ეზეტიმიბი ამცირებდა ქოლესტერინის შეწოვას ნაწლავში 54%-ით პლაცებოსთან შდარებით.

მთელი რიგი პრეკლინიკური კვლევები ჩატარდა ეზეტიმიბის სელექტიურობის დასადგენად ქოლესტერინის შეწოვის ინჰიბირებისას. ეზეტიმიბმა დათრგუნა [14C]-ქოლესტერინის შეწოვა, რითაც არ ახდენდა გავლენას ტრიგლიცერიდების, ცხიმოვანი მჟავების, ნაღვლის მჟავების, პროგესტერონის, ეთინილ ესტრადიოლის ან ცხიმში ხსნადი A და D ვიტამინების შეწოვაზე.

როზუვასტატინი-ეზეტიმიბის კომბინირებული მიღება

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა დაადგინა, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადება და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობა პირდაპირ იცვლება მთლიანი ქოლეატერინის და ქს-დსლპ-ის დონის და საპირისპიროდ ქს-მსლპ-ის დონის მიხედვით.

სტატინი/ეზეტიმიბის კომბინაციის გამოყენება ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა მოვლენების რისკის შესამცირებლად გულის კორონარული დაავადების და ანამნეზში მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

პირველადი ჰიპერქოლესტერინემია

კვირიან რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა კლინიკურ კვლევაში მონაწილე პარალელურ ჯგუფებში შეფასდა ეზეტიმიბის (10მგ) უსაფრთხოება და ეფექტურობა, რაც დამატებული იყო როზუვასტატინის მუდმივი დოზის თერაპიაზე, როზუვასტატინის დოზის მომატებასთან შედარებით - 5-დან 10მგ-მდე ან 10-დამ 20მგ-მდე (N=440). გაერთიანებული მონაცემების მიხედვით ეზეტიმიბის დამატება 5 ან 10მგ როზუვასტატინის თერაპიაზე ამცირებდა დსლპ ქოლესტერინის დონეს 21%-ით. ამის საპირისპიროდ, როზუვასტატინის დოზების მომატება 10-დან 20მგ-მდე იწვევდა დსლპ ქოლესტერინის შემცირებას 5.7%-ით (ჯგუფებს შორის განსხვავებაა 15.2%, P<0,001). ინდივიდუალურ ანალიზში ნაჩვენებია, რომ ეზეტიმიბი+როზუვასტატინი 5მგ უფრო მეტად ამიცრებდა დსლპ ქოლესტერინის დონეს 10მგ როზუვასტატინის მიღებასთან შედარებით (განსახვავება 12.3%-ით, P<0.001), ხოლო ეზეტიმიბი+როზუვასტატინი 10მგ უფრო მნიშვნელოვნად ამცირებდა დსლპ ქოლესტერინის დონეს 20მგ როზუვასტატინის მიღებასთან შედარებით (განსხვავება 17.5% , P<0,001).

6-კვირიანი რანდომიზებული კვლევა შეიქმნა 40მგ როზუვასტატინის (მონოთერაპიის სახით ან 10მგ ეზეტიმიბთან კომბინაციით) ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად გულ-სისხლძარღვთა მაღალი რისკის მქონე პაციენტებში გულის იშემიური დაავადების დროს (n=469). დსლპ ქოლესტერინის სამიზნე დონეების მიღწევა ATP III–ის პირობებში (<100მგ/დლ), მნიშვნელოვნად უფრო ხშირი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ როვასტატ დუოს, როზუვასტატინის მონოთერაპიასთან შედარებით (94.0% და 79.1%, შესაბამისად, p<0.001). როზუვასტატინი 40მგ დოზით ეფექტურად აუმჯობესებდა ლიპიდების პროფილს ამ მაღალი რისკის მქონე პაციენტებთა პოპულაციებში.

ღია-ეტიკეტურ რანდომიზებულ 12-კვირიან კვლევაში აფასებდნენ დსლპ-ის შემცირების დონეს მკურნალობის თითოეულ ჯგუფში (როზუვასტატინი 10მგ + ეზეტიმიბი 10მგ, როზუვასტატინი 20მგ / ეზეტიმიბი 10მგ, სიმვასტატინი 40მგ / ეზეტიმიბი 10მგ, სიმვასტატინი 80მგ / ეზეტიმიბი 10 მგ). ქოლესტერინის შემცირება საწყის დონესთან შედარებით, შეადგენდა 59.7%-ს როზუვასტატინის დაბალი დოზის კომბინაციის მიღებისას, რაც ოდნავ მეტია, ვიდრე სიმვასტატინის დაბალი დოზის კომბინაციის გამოყენებისას: 55.2% (p <0.05). როზუვასტატინის მაღალ დოზის კომბინაციის გამოყენება ამცირებდა ქოლესტერინის დონეს 63.5-ით, სიმვასტატინის მაღალ დოზის კომბინაციის გამოყენებასთან შედარებით (p <0.001), სადაც შემცირება შეადგენდა 57.4%-ს.

პედიატრიული პოპულაცია

სამკურნალო საშუალებების ევროპულმა სააგენტომ გააუქმა როზუვასტატინის შემცველი საშუალებების და ეზეტიმიბის შემცველი საშუალებების კვლევების შედეგების წარადგენის ვალდებულება ჰიპერქოლესტერინემიის მკურანლობისთვის პედიატრიული ასაკის პაციენტების ყველა ქვეჯგუფებში (ინფორმაცია ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ იხ. პუნქტში 4.2).

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

თერაპია როზუვასტატინით და ეზეტიმიბით

10მგ როზუვასტატინის და 10მგ ეზეტიმიბის ერთად გამოყენება იწვევდა როზუვასტატინის AUC-ის მომატებას 1.2-ჯერ ჰიპერქოლესტერინემიის მქონე სუბიექტებში. არ შეიძლება გამოირიცხოს ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება როზუვასტატინსა და ეზეტიმიბს შორის გვერდითი მოვლენების მხრივ.

როზუვასტატინი

შეწოვა: როზუვასტატინის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა პერორალური მიღებიდან დაახლოებით 5 სთ-ის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 20%-ს.

განაწილება: როზუვასტატინის ინტენსიური მიტაცება ხდება ღვიძლით, რომელიც წარმოადგენს ქოლესტერინის სინთეზის და დსლპ ქოლესტერინის კლირენსის ძირითად ადგილს. როზუვასტატინის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 134 ლ-ს. როზუვასტატინის დაახლოებით 90% უკავშირდება პლზმურ ცილებს, უპირატესად ალბუმინს.

ბიოგარდაქმნა: როზუვასტატინი განიცდის მეტაბოლიზმს შეზღუდული ხარისხით (დაახლოებით 10%). მეტაბოლიზმის in vitro კვლევებში ადამიანის ჰეპატოციტების გამოყენებით, ვლინდება, რომ როზუვასტატინი წარმოადგენს მეტაბოლიზმის ცუდ სუბსტრატს, რაც განპირობებულია ციტოქრომ P450-ით. CYP2C9 წარმოადგენს ძირითად იზოფერმენტს, მცირე როლით 2C19, 3A4 და 2D6. ძირითადი გამოვლენილი მეტაბოლიტია N-დესმეთილური- და ლაქტონური მეტაბოლიტები. N-დესმეთილური მეტაბოლიტი დაახლებით 50%-ით ნაკლებად აქტიურია, ვიდრე როზუვასტატინი, ხოლო ლაქტონური ფორმა მიიჩნევა კლინიკურად არააქტიურად. როზუვასტატინი შეადგენს ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორის საერთო აქტივობის 90%-ზე მეტს სისხლის მიმოქცევაში.

გამოყოფა: როზუვასტატინის დოზის დაახლოებით 90% გამოიყოფა ფეკალური მასებით შეუცვლელი სახით (როგორც შეწოვილი ისე არშეწოვილი მოქმედი ნივთიერება), ხოლო ნარჩენი გამოიყოფა შარდში.

როზუვასტატინის დაახლოებით 5% გამოიყოფა უცვლელად შარდში. პლაზმადან ნახევარგამოყოფის პეიროდი შეადგენს დაახლოებით 19 სთ-ს. ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იზრდება დოზის მომატებასთან ერთად. პლაზმური კლირენსის საშუალო გეომეტრიული მნიშვნელობა შეადგენს დაახლოებით 50 ლ/სთ-ს (ვარიაციის კოეფიციენტი: 21.7%).

ღვიძლის მიერ როზუვასტატინის მიტაცებაში, ისევე როგორც ჰმგ-კოა-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების შემთხვევაში, მონაწილეობს OATP-C მემბრანული ტრანსპორტერი. მოცემული ტრანსპორტერი მთავარ როლს თამაშობს როზუვასტატინის ღვიძლით გამოყოფაში.

ხაზოვანება: როზუვასტატინის სისტემური ზემოქმედება იზრდება დოზის პროპორციულად. ყოველდღიური გამოყენება რამოდენიმე დღის მანძილზე არ ახდენს გავლენას ფარმაკოკინეტიკურ პარპამეტრებზე.

განსაკუთრებული პოპულაციები

ასაკი და სექსი: პაციენტების ასაკი და სქესი არ ახდენა კლინიკურად მნიშვნელოვან ეფექტს როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე მოზრდილებში. როზუვასტატინის ექსპოზიცია ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში, იყო მსგავსი ან უფრო დაბალი ვიდრე მოზრდილ მოხალისეებში (იხ. ქვემოთ „პედიატრიული პოპულაცია“).

რასა: ფარმაკოკინეტიკური კვლევები უჩვენებს, რომ აზიური წარმოშობის სუბიექტებში (იაპონელები, ჩინელები, ფილიპინელები, ვიეტნამელები და კორეელები) AUC-ის და Cmax-ის მედიანური მნიშვნელობები დაახლოებით 2-ჯერ მაღალი იყო ევროპეიდული რასის წარმომადგენლებთან შედარებით; აზიელ ინდიელებში აღინიშნება AUC-ის და Cmax-ის მედიანის მომატება დაახლოებით 1.3-ჯერ.

ფარმაკოკინეტიკის პოპულაციური ანალიზი არ ავლენდა კლინიკურად მნიშვენლოვან განსხვავებას ფარმაკოკინეტიკაში ევროპეიდული და ნეგროიდული რასის მონაწილეებს შორის.

თირკმლის უკმაროსობა: სხვადასხვა ხარისხის თირკმლის უკმრისობის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევაში ზომიერად ან მცირედით გამოხატული თირკმლის დაავადებები არ ზემოქმედებდა როზუვასტატინის ან მისი N-დემეთილური მეტაბოლიტის პლაზმურ კოცნენტრაციებზე. თირკლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით შეინიშნებოდა პრეპარატის კონცენტრაციის 3-მაგი მომატება პლაზმაში და 9-მაგი N-დესმეთილური მეტაბოლიტის კონცენტრაციის მომატება. როზუვასტატინის წონასწორული პლაზმური კონცენტრაციები პირებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, 50%-ით მაღალი იყო ჯანმრთელ მოახლისეებთან შედარებით.

ღვიძლის უკმარისობა: სხვადასხვა ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევებში არ არსებობდა მონაცემები როზუვასტატინის მომატებული ზემოქმედების შესახებ პირებში, რომელთაც ჰქონდათ 7 ქულაზე ნაკლები ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით. თუმცა, 2 მონაწილეში 8 და 9 ქულით ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით, შეინიშნებოდა როზუვასტატინის სისტემური ზემოქმედება მინიმუმ 2-ჯერ მეტად ვიდრე მონაწილეებში, რომელთაც ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით ჰქონდათ უფრო დაბალი ქულები.

არ არსებობს როზუვასტატინის გამოყენების გამოცდილება პირებში 9 ქულაზე მეტი მნიშვნელობით ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით.

გენეტიკური პოლიმორფიზმი: ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორების, მათ შორის როზუვასტატინის გამოდევნაში მონაწილეობენ OATP1B1 და BCRP ცილა-ტრანპსორტერები. SLCO1B1 (PATR1B1) და/ან ABCG2 (BCRP) პოლიმორფიზმის მქონე პაციენტებში არსებობს როზუვასტატინის ზემოქმედების მომატების რისკი. პოლიმორფიზმის ინდივიდუალური სახეობები - SCLO1B1 c.521CC და ABCG2 c.421AA - უკავშირდება როზუვასტატინის (AUC) გაზრდილ ზემოქმედებას SLCO1B1 c.521TT ან ABCG2 c.421CC გენოტიპებთან შედარებით. ამ ტიპის გენოტიპირება არ ხორციელდება კლინიკურ პრაქტიკაში, მაგრამ თუ ცნობილია პაციენტში პოლიმორფიზმის ასეთი ტიპების არსებობის შესახებ, რეკომენდებულია როვასტატ დუოს უფრო დაბალი დღიური დოზის გამოყენება.

პედიატრიული პოპულაცია: ჩატარდა როზუვასტატინის (ტაბლეტების სახით) ორი ფარმაკოკინეტიკური კვლევა პედიატრიული ასაკის პაციენტებში (10-17 წლის და 6-17 წლის, სულ 214 პაციენტი), რომელთაც ჰქონდათ ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია. კვლევებმა აჩვენა, რომ როზუვასტატინის ზემოქმედება პედიატრიული ასაკის პაციენტებში არის მოზრდილების მაჩვენებლის მსგავსი ან დაბალი. გარდა ამისა, 2 წლიანი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ როზუვასტატინის ზემოქმედება დამოკიდებულია დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე.

ეზეტიმიბი

შეწოვა: პერორალურად მიღების შემდეგ ეზეტიმიბი სწრაფად შეიწოვება, მნიშვნელოვანი ხარისხით კონიუგირდება და ქმნის ფარმაკოლოგიურად აქტიურ ფენოლურ გლუკურონიდს (ეზეტიმიბის გლუკურონიდი). ეზეტიმიბის მაქსიმალური კონცენტრაციის საშუალო მნიშვნელობა პლაზმაში (Cmax) შიენიშნება მიღებიდან 1-2 სთ-ის ეზეტიმიბის გლუკურონიდისთვის და 4-12 საათის შემდეგ - ეზეტიმიბისთვის. ეზეტიმიბის აბსოლუტური ბიოშეღწევადობის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან მოცემული ნივთიერება პრაქტიკულარ არ იხსნება ინექციისთვის შესაფერის წყალში.

საკვების ერთდროული მიღება (ცხიმების მაღალი შემცველობით და უცხიმო) არ ზემოქმედებდა ეზეტიმიბის ბიოშეღწევადობაზე პერორალური მიღების შემდეგ. ეზეტიმიბის მიღება შესაძლებელია საკვებისგან დამოუკიდებლად.

განაწილება: ეზეტიმიბის და ეზეტიმიბის გლუკურონიდის შეკავშირება ადამიანის პლაზმურ ცილებთან შეადგენს 99.7%-ს და 88-92%-ს, შესაბამისად.

ბიოგარდაქმნა: ეზეტიმიბის მეტაბოლიზმი მიმდინარეობს უპირატესად წვრილ ნაწლავში და ღვიძლში, გლუკურონირების გზით (II ფაზის რეაქცია) და საბოლოოდ ნაღველში გამოყოფით. ყველა გამოკვლეულ სახეობაში შეინიშნებოდა მინიმალურად გამოხატული ეზეტიმიბის ჟანგვითი მეტაბოლიზმი (I ფაზის რეაქცია). ეზეტიმიბი და ეზეტიმიბის გლუკურონიდი არის სამკურნალო საშუალების ძირითადი წარმოებული, რომლებიც ვლინდება პლაზმაში. შესაბამისად, ისინი შეადგენენ პლაზმაში პრეპარატის საერთო შემცველობის 10-20%-ს და 80-90%-ს. ეზეტიმიბიც და ეზეტიმიბის გლუკურონიდიც ნელა გამოიყოფა პლაზმადან; არსებობს მოცემული ნაერთების არსებითი ენტეროჰეპატური ცირკულაციის ნიშნები. ეზეტიმიბის და მისი გლუკურონიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 22სთ-ს.

გამოყოფა: ადამიანებში მარკირებული 14C-ეზეტიმიბის (20მგ) პერორალური მიღების შემდეგ, სუმარული ეზეტიმიბის დონე შეადგენდა შრატში საერთო რადიოაქტივობის 93%-ს. მიღებული დოზის დაახლოებით 78% და 11% გამოიყოფოდა ნაწლავებისა და თირკმელების მეშვეობით 10 დღის განმავლობაში, შესაბამისად. 48 საათის შემდეგ, შრატში პრეპარატის რადიოაქტიური კვალი არ გამოვლენილა.

განსაკუთრებული პოპულაციები

ასაკი და სქესი: საერთო ეზეტიმიბის კონცენტრაციები პლაზმაში დაახლოებით 2-ჯერ მაღალია ხანდაზმულებში (≥65 წლის) ვიდრე ახალგაზრდა პირებში (18-45 წლის). დსლპ ქოლესტერინის შემცირება და ეზეტიმიბის უსაფრთხოების პროფილი შედარებადია საშუალო და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. ამიტომ, ხანდაზმულებში დოზების კორექცია არ არის საჭირო. ყველა ფორმის ეზეტიმიბის ჯამური პლაზმური კოცნენტრაციები ოდნავ მაღალია ქალებში ვიდრე მამაკაცებში (დაახლოებით 20%-ით). დსლპ ქოლესტერინის შემცირება და ეზეტიმიბის თერაპიის უსაფრთხოების პროფილი შედარებადია ქალებსა და მამაკაცებში. ამიტომ დოზის კორექცია პაციენტის სქესის მიხედვით საჭირო არ არის.

თირკმლის უკმარისობა: 10მგ ეზეტიმიბის ერთჯერადი მიღების შემდეგ, თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (N=8; საშუალო კრეატინინის კლირენსი ≤30 მლ/წთ/1,73მ2) AUC-ის საშუალო მნიშვნელობა მთლიანი ეზეტიმიბისთვის დაახლოებით 1,5-ჯერ მაღალი იყო ჯანმრთელ მონაწილეებთან შედარებით (N=9). მოცემული შედეგი არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად. თირკმლის ფუქნციის დარღვევის მქონე პაციეტებს დოზის კორექცია არ სჭირდებათ.

მოცემულ კვლევაში კიდევ ერთ პაციენტში (გადაიტანა თირკმლის ტრანსპლანტაცია, იღებდა სხვადასხვა პრეპარატს, მათ შორის ციკლოსპორინს) მთლიანი ეზეტიმიბის ზემოქმედება მოამტებული იყო 12-ჯერ.

ღვიძლის უკმარისობა: 10მგ ეზეტიმიბის ერთჯერადი მიღების შემდეგ, AUC-ის საშუალო მნიშვნელობა ეზეტიმიბის ყველა ფორმისთვის დაახლოებით იყო 1.7-ჯერ მაღალი პაციენტებში ღვიძლის უკმარისობის მსუბუქი გამოხატულებით (5 ან 6 ქულა ჩაილდ პიუს შკალით) ჯანმრთელ პირებთან შედარებით. 14-დღიან კვლევაში, ეზეტიმიბის მრავალჯერადი დოზების (დღიური 10მგ) მიღებით, ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (7-9 ქულა ჩაილდ პიუს შკალით) საშუალო AUC მთლიანი ეზეტიმიბისთვის იყო დაახლოებით 4-ჯერ უფრო მაღალი ჯანმრთელ მონაწილეებთან შედარებით, კვლევის 1-ლ და მე-14 დღეს. ღვიძლის ფუნქციის უმნიშვნელო უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. ეზეტიმიბის მომატებული ზემოქმედების უცნობი ეფექტების გათვალისწინებით, ღვიძლის ზომიერი ან მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (>9 ქულა ჩაილდ-პის შკალით) როვასტატ დუოს მიღება რეკომენდებული არ არის (იხ.პუნქტი 4.4).

პედიატრიული პოპულაცია: ეზეტიმიბის ფარმაკოკინეტიკა მსგავსია ≥6 წლის ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის. ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება მოიცავს პაციენტებს ჰომო- ან ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით ან სიტოსტროლემიით.

  • 3. უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

ეზეტიმიბის და სტატინების ერთად გამოყენების კვლევებში განვითარებული ტოქსიკური ეფექტები შეესაბამებოდა სტატინების გამოყენებისას განვითარებულს. ზოგიერთი ტოქსიკური ეფექტი უფრო მეტად გამოხატული იყო, ვიდრე მხოლოდ სტატინების გამოყენებისას, რაც უკავშირდება ორივე პრეპარატის ფარმაკოკინეტიკურ და ფარმაკოდინამიკურ ურთიერთქმედებას. კლინიკურ კვლევებში არ შეინიშნებოდა ასეთი ურთიერთქმედება. მიოპათია განვითარდა ვირთაგვებში მხოლოდ იმ დოზებით ზემოქმედებისას, რომლებიც რამოდენიმეჯერ აჭარბებდა ადამიანის თერაპიულ დოზას (დაახლოებით 20-ჯერ მაღალი AUC სტატინებისთვის და 500-2000-ჯერ მაღალი AUC აქტიური მეტაბოლიტებისთვის).

ეზეტიმიბი (მონოთერაპიით და კომბინაციაში სტატინებთან) არ ავლენდა პოტენციურ გენოტოქსიკურობას in vivo და in vitro ტესტებში. ეზეტიმიბი არ ავლენდა კანცეროგენულ მოქმედებას ხანგრძლივ კვლევებში.

ეზეტიმიბის და სტატინების ერთდროული შეყვანა არ ახდენდა ტერატოგენულ ეფექტს ბოცვრებში. ორსული ბოცვრების შთამომავლობაში შიენიშნებოდა ჩონჩხის დეფორმაციების მცირე რაოდენობა (გულმკერდის და კუდის ხერხემლის შეერთება, კურდის მალების რიცხვის შემცირება).

როზუვასტატინი: პრეკლინიკური მონაცემები, ფარმაკოლოგიის უსაფრთხოების, გენოტოქსიურობის და კანცეროგენულობის პოტენციალის კვლევების საფუძველზე, არ ავლენდა ადამიანისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს. hERG ცილაზე გავლენის სპეციფიკური კვლევები არ შეფასებულა. არასასურველი რეაქციები რაც არ გამოვლინდა კლინიკურ კვლევებში მაგრამ შიენიშნებოდა ცხოველებში, რომლებშიც პრეპარატის დონე მსგავსი იყო კლინიკური გამოყენების დონისა, შემდეგია: ტოქსიკურობის კვლევებში მრავალჯერადი გამოყენებისას - ღვიძლის ჰისტოპათოლიგური ცვლილებები, სავარაუდოდ გამოწვეული როზუვასტატინის ფარმაკოლოგიური მოქმედებით - აღინიშნა თაგვებსა და ვირთაგვებში, ასევე, ნაკლებად ცვლილებები ნაღვლის ბუშტში - ძაღლებში , მაგრამ არა მაიმუნებში. ამას გარდა, მაიმუნებში და ძაღლებში უფრო მაღალი დოზების გამოყენებისას შეინიშნებოდა ტოქსიკური ზემოქმედება სათესლეებზე. ვირთაგვებში შეინიშნებოდა აშკარა რეპროდუქციული ტოქსიკურობა: დოზების შეყვანისას, რომელიც ტოქსიკური იყო დედისთვის, შეინიშნებოდა შთამომავლობის რაოდენობის, შთამომავლობის მასის და პატარა ვირთაგვების გადარჩების შემცირება. ამასთან, სისტემური ზემოქმედება რამოდენიმეჯერ მაღალი იყო თერაპიულ დონეებზე.

ეზეტიმიბი: ეზეტიმიბის ტოქსიკურობის კვლევები ცხოველებში ხანგრძლივი გამოყენებისას არ ავლენდა ეზეტიმიბის ტოქსიკურობას სამიზნე ორგანოებზე. ძაღლებში ეზეტიმიბის გამოყენებისას 4 კვირის განმავლობაში (≥0.03 მგ/კგ დღეში), ქოლესტერინის კონცენტრაცია ნაღვლის ბუშტში იზრდებოდა 2.5-3.5-ჯერ. თუმცა, ძაღლებში ჩატარებულ კვლევებში, სადაც 1 წლის მანძილზე ძაღლები იღებდნენ ეზეტიმიბის დოზებს 300მგ/კგ-მდე დღეში არ შეინიშნებოდა ქოლესტაზის ან ღვიძლის და სანაღვლე გზების სხვა ცვლილებების სიხშირის მომატება. მოცემული მონაცემების მნიშვენლობები ადამიანისთვის უცნობია. არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ ეზეტიმიბის თერაპიული გამოყენება უკავშირდება ნაღვლკენჭოვანი დაავადების განვითარების რისკს.

ეზეტიმიბი არ ახდენდა გავლენას მდედრი ან მამრი ვირთაგვების ნაყოფიერებაზე, არ გამოვლინდა ტერატოგენულობა ვირთაგვებში ან ბოცვრებში, ასევე გავლენა პრე- ან პოსტნანტალურ განვითარებაზე. ეზეტიმიბი კვეთდა პლაცენტას ორსულ ვირთაგვებსა და ბოცვრებში იმ დოზების მრავალჯერადი შეყვანისას, რომელიც უდრიდა 1000მგ/კგ-ს დღეში, ეზეტიმიბის და ლოვასტატინის ერთდროული შეყვანა იწვევდა ემბრიონების სიკვდილს.

ფარმაცევტული მონაცემები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

  • ლაქტოზას მონოჰიდრატი,
  • მიკროკრისტალური ცელულოზა,
  • ნატრიუმის კროსკარმელოზა,
  • კროსპოვიდონი, ტიპი A,
  • პოვიდონი K-30
  • ნატრიუმის ლაურილსულფატი და მაგნიუმის სტეარატი

შეუთავსებლობა

არ …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

როვასტატ დუო, 20მგ/10მგ ტაბლეტი

როვასტატ დუო, 10მგ/10მგ ტაბლეტი

როზუვასტატინი და ეზეტიმიბი

ამ პრეპარატის გამოყენებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმტომები გავს თქვენსას.

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას რომელიც არ არის მოცემული წინამდებარე ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.

წინამდებარე ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:

  • რას წარმოადგენს როვასტატ დუო ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ როვასტატ დუო ტაბლეტების მიღებამდე
  • როგორ მიიღება როვასტატ დუო ტაბლეტები
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ ინახება როვასტატ დუო ტაბლეტები
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს როვასტატ დუო ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება

როვასტატ დუოს ტაბლეტები შეიცავს ორ მოქმედ ნივთიერებას ერთ ტაბლეტში. პირველი მოქმედი ნივთიერება არის როზუვასტატინი, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ სტატინების ჯგუფს. მეორე მოქმედი ნივთიერება არის ეზეტიმიბი.

როვასტატ დუოს ტაბლეტები ეს არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, „მავნე“ ქოლესტერინის (დსლპ ქოლესტერინის) და ცხიმების (ტრიგლიცერიდების) დონეების დასაწევად სისხლში. გარდა ამისა, პრეპარატი ზრდის „სასარგებლო“ ქოლესტერინის (მსლპ ქოლესტერინის) დონეს. პრეპარატი იწვევს სისხლში ქოლესტერინის დონეების დაწევას ორმაგი მოქმედებით: ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ასევე, ამცირებს ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზში.

ადამიანთა უმრავლესობაში ქოლესტერინის მაღალი დონე გავლენას არ ახდენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რადგან არ იწვევს არავითარ სიმპტომს. თუმცა, თუ არ მოხდა მომატებული ქოლესტერინის დონის მქონე პაციენტების მკურნალობა, ეს გამოიწვევს სისხლძარღვების კედლებში ცხიმების დაგროვებას და შედეგად, სისხლძარღვების შევიწროვებას.

ზოგჯერ შეიძლება მოხდეს ამგვარად შევიწროვებული სისხლძარღვების დაცობა და სისხლი აღარ მიეწოდოს გულს ან თავის ტვინს, რაც გამოიწვევს ინფარქტს ან ინსულტს. ქოლესტერინის დონის დაწევამ შეიძლება შეამციროს ინფარქტის, ინსულტის და ანალოგიური ჯანმრთელობის პრობლემების რისკი.

როვასტატ დუოს ტაბლეტები გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც ქოლესტერინის დონის დაწევა ვერ მიიღწევა მხოლოდ დიეტით. ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დაწევისაკენ მიმართული დიეტის დაცვა.

თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ როვასტატ დუოს ტაბლეტები, თუ უკვე იღებთ როზუვასტატინსა და ეზეტიმიბს ამავე დოზებით.

როვასტატ დუოს ტაბლეტები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ:

სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე (პირველადი ჰიპერქოლესტერინემია);

გულის დაავადება, როვასტატ დუო ამცირებს გულის შეტევის, ინსულტის, გულის სისხლის ნაკადის გაზრდის მიზნით გაკეთებული ოპერაციის რისკს ან გულმკერდის ტკივილით განპირობებულ ჰოსპიტალიზაციას.

როვასტატ დუოს ტაბლეტები ხელს არ უწყობს წონაში დაკლებას.

  • რა უნდა იცოდეთ როვასტატ დუო ტაბლეტების მიღებამდე

არ მიიღოთ როვასტატ დუო, თუ:

გაქვთ ალერგია როზუვასტატინზე, ეზეტიმიბზე ან ამ პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე (კომპონენტები ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).

გაქვთ ღვიძლის დაავადება.

გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.

აღგენიშნებათ განმეორებითი, აუხსნელი ტკივილი კუნთებში (მიოპათია).

იღებთ პრეპარატს, რომელსაც ეწოდება ციკლოსპორინი (გამოიყენება მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ).

ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღების დროს დაორსულდებით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს. ქალები უნდა მოერიდონ დაორსულებას როვასტატ დუოს ტაბლეტების გამოყენების პერიოდში და ამ მიზნით გამოიყენონ კონტრაცეფციის შესაბამისი საშუალებები (იხ. ქვემოთ: ორსულობა და ძუძუთი კვება).

თუ რომელიმე ზემოთ მითითებული მდგომარეობა გეხებათ თქვენ (ან თუ გეპარებათ ეჭვი), აცნობეთ თქვენს ექიმს ამის თაობაზე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

გაქვთ თირკმელების დაავადება.

გაქვთ ღვიძლის დაავადება.

გაქვთ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები კუნთებში, კუნთების დაავადებები პირადად ან ოჯახურ ანამნეზში ან გქონიათ პრობლემები კუნთებთან დაკავშირებით ქოლესტერინის დამწევი სხვა პრეაპრატების მიღებისას. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ განგივითარდათ კუნთების აუხსნელი ტკივილი, განსაკუთრებით, თუ ცუდად გრძნობთ თავს ან თუ გაქვთ ცხელება. აგრეთვე უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ განგივითარდათ კუნთების მუდმივი სისუსტე.

ხართ აზიური წარმომავლობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი). თქვენმა ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენთვის შესაფერისი როვასტატ დუოს ტაბლეტების დოზა.

იღებთ ინფექციის სამკურნალო პრეპარატს, მათ შორის აივ-ინფექციის ან C ჰეპატიტის, მაგ.

ლოპინავირს/რიტონავირს და/ან ატაზანავირს, სიმეპრევირს, იხ. „სხვა პრეპარატები და როვასტატ დუოს ტაბლეტები“.

გაქვთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა.

იღებთ სხვა მედიკამენტებს, სახელწოდებით ფიბრატებს ქოლესტერინის დონის დასაწევად. იხ. „სხვა პრეპარატები და როვასტატ დუოს ტაბლეტები“.

რეგულარულად მოიხმართ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.

დარღვეული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი).

ხართ 70 წლის ზემოთ ასაკის (თქვენმა ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენი ასაკისათვის შესაფერისი როვასტატ დუოს ტაბლეტების დოზა).

იღებთ ან მიიღეთ პრეპარატი სახელწოდებით ფუზიდის მჟავა (სამკურნალო საშუალებები ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ) პერორალურად ან ინექციის სახით, ბოლო 7 დღის განმავლობაში. ფუზიდიუმის მჟავისა და როვასტატ დუოს კომბინირებული გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სერიოზული გართულებები კუნთების მხრივ (რაბდომიოლიზი).

თუ თქვენ გეხებათ რომელიმე ზემოთ მითითებული (ან თუ არ ხართ დარწმუნებული): როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პაციენტთა მცირე რაოდენობაში სტატინებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ღვიძლის ფუნქციაზე. ეს ცვლილებები ვლინდება სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებით მარტივი გაზომვისას. ამიტომ ექიმი დაგინიშნავთ სისხლის ამგვარი გამოკვლევის რეგულარულად ჩატარებას (ღვიძლის ფუნქციური სინჯები) როვასტატ დუოს ტაბლეტებით მკურნალობის დროს. აუცილებელია ექიმთან ვიზიტი მის მიერ დანიშნული ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად.

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან მისი განვითარების რისკი, თქვენი მკურნალი ექიმი ყურადღებით დააკვირდება თქვენს მდგომარეობას ამ პრეპარატის მიღების დროს. სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი, თუ სისხლში მაღალია შაქრისა და ცხიმების დონეები, გაქვთ ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა.

თუ საავადმყოფოში მოხვდებით ან მკურნალობთ სხვა დაავადების გამო, უთხარით სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ როვასტატ დუოს ტაბლეტებს.

ბავშვები და მოზარდები

რეკომენდებული არ არის როვასტატ დუოს ტაბლეტების გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

სხვა პრეპარატები და როვასტატ დუოს ტაბლეტები

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

ციკლოსპორინი (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოების გადანერგვის შემდეგ, გადანერგილი ორგანოს უკუგდების თავიდან ასაცილებლად. ერთდროული გამოყენება აძლიერებს როზუვასტატინის მოქმედებას). არ მიიღოთ როვასტატ დუოს ტაბლეტები, თუ იღებთ ციკლოსპორინს.

სისხლის გამათხელებელი პრეპარატები, მაგალითად, ვარფარინი, აცენოკუმაროლი ან ფლუინდიონი (როვასტატ დუოს ტაბლეტებთან ერთად მიღება ზრდის მათ მოქმედებას სისხლის შედედებაზე და სისხლდენის რისკს), ან კლოპიდოგრელი.

სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც ეწოდებათ ფიბრატები და გამოიყენება ქოლესტერინის დონის დასაწევად, აგრეთვე სისხლში ტრიგლიცერიდების დონის კორექციისათვის (მაგ. გემფიბროზილი და სხვა ფიბრატები). როზუვასტატინის მოქმედება ძლიერდება ფიბრატებთან ერთად მიღებისას.

ქოლესტირამინი (ქოლესტერინის დამწევი პრეპარატი) – გავლენას ახდენს ეზეტიმიბის მოქმედების მექანიზმზე.

რეგორაფენიბი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ).

ნებისმიერი ანტივირუსული საშუალება, როგორც მონოთერაპიის, ასევე კომბინაციის სახით რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის ან C ჰეპატიტის სამკურნალოდ (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები): რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, სიმეპრევირი, ომბიტასვირი, პარიტაპრევირი, დასაბუვირი, ველპატასვირი, გრაზოპრევირი, ელბასვირი, გლეკაპრევირი, პიბრენტასვირი. იხ. პუნქტი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.

ალუმინისა და მაგნიუმის შემცველი კუჭის აშალილობის სამკურნალო საშუალებები (გამოიყენება კუჭში მჟავის გასანეიტრალებლად; ისინი ამცირებენ როზუვასტატინის პლაზმურ დონეს.) ეს ეფექტი შეიძლება შემცირდეს თუ ეს პრეპარატები მიიღება როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი). ამგვარი კომბინაცია იწვევს როზუვასტატინის ეფექტის შემცირება.

ფუზიდის მჟავა. თუ იღებთ ფუზიდის მჟავას, ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, პერორალურად, მაშინ დროებით უნდა შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება. თქვენი ექიმი აგიხსნით როდის არის უსაფრთხო როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღების განახლება. როვასტატ დუოს ტაბლეტების კომბინირებულმა გამოყენებამ ფუზიდის მჟავასთან ერთად იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, დაავადება ან ტკივილი (რაბდომიოლიზი). დამატებითი ინფორმაცია რაბდომიოლიზის შესახებ იხ. მე-4 პუნქტში.

პერორალური კონტრაცეპტივები (აბები). ხდება კონტრაცეფციული ტაბლეტებიდან სასქესო ჰორმონების შეწოვის მომატება.

ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (ზრდის სისხლში ჰორმომების დონეს).

თუ საავადმყოფოში მოხვდებით ან მკურნალობთ სხვა დაავადების გამო, უთხარით სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ როვასტატ დუოს ტაბლეტებს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ცდილობთ დაორსულებას ან ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.

ორსულობა

არ მიიღოთ როვასტატ დუოს ტაბლეტები, თუ ხართ ორსულად, ცდილობთ დაორსულებას ან ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად. თუ როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღების დროს დაორსულდებით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს ამის თაობაზე. როვასტატ დუოს ტაბლეტებით მკურნალობისას ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციული საშუალებები.

ძუძუთი კვება

მიიღოთ როვასტატ დუოს ტაბლეტები, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ვინაიდან, ცნობილი არ არის, აღწევს თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

მოსალოდნელი არ არის, რომ როვასტატ დუოს ტაბლეტებმა უარყოფითად იმოქმედონ სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა, მხედვლობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ზოგიერთ ადამიანში როვასტატ დუოს ტაბლეტების გამოყენების შემდეგ შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა. თავბსრუსხვევის განვითარებისას, სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმების გამოყენების წინ კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

როვასტატ დუოს ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან როვასტატ დუოს ტაბლეტების გამოყენებამდე.

  • როგორ მიიღება როვასტატ დუო ტაბლეტები

ეს პრეპარატი მიიღეთ ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღებისას უნდა გააგრძელოთ დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცველობით და საკმარისი ფიზიკური დატვირთვა.

მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზა შეადგენს დღეში ერთ ტაბლეტს

მიიღეთ როვასტატ დუოს ტაბლეტები დღეში ერთხელ.

ეს პრეპარატი შეგიძლიათ მიიღოთ დღის ნებისმიერ დროს, საკვების მიღების მიუხედავად. გადაყლაპეთ ყოველი ტაბლეტი მთლიანად წყლის დაყოლებით.

პრეპარატი უნდა მიიღოთ ყოველ დღე, ერთსადაიმავე დროს.

როვასტატ დუოს ტაბლეტები არ არის შესაფერისი საწყისი მკურნალობისთვის. მკურნალობის დაწყება ან დოზის კორექცია, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს მხოლოდ მოქმედი ნივთიერებების ცალკე მიღებით და შესაბამისი დოზების დადგენის შემდეგ შესაძლებელია გადასვლა შესაბამისი დოზის როვასტატ დუოს ტაბლეტებზე.

ქოლესტერინის დონის რეგულარული შემოწმებები

მნიშვნელოვანია ექიმთან რეგულარული ვიზიტი ქოლესტერინის დონის გასაზომად და იმის დადასტურება, რომ მიღწეული და შენარჩუნებულია ქოლესტერინის საჭირო დონე.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის როვასტატ დუოს ტაბლეტები

მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოესი საავადყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფლებას, ვინაიდან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.

თუ დაგავიწყდათ როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღება

ნუ იღელვებთ, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და მიიღეთ შემდეგი დაგეგმილი დოზა სწორ დროს. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით, არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

თუ შეწყვიტეთ როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღება

უთხარით თქვენს ექიმს, რომ გსურთ როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღების შეწყვეტა. როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღების შეწყვეტის შემდეგ ქოლესტერინის დონე შეიძლება ისევ გაიზარდოს.

ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატმა, ამ სამკურნალო საშუალებამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

მნიშვნელოვანია, იცოდეთ, თუ რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს.

შეწყვიტეთ როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს:

ალერგიული რეაქციები: სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება;

მგლურას მსგავსი სინდრომი (მათ შორის გამონაყარი, სახსრების დარღვევები და სისხლის უჯრედებზე ზემოქმედება);

კუნთის გაწყვეტა.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რაიმე უჩვეულო კუნთების ტკივილი, რომელიც გრძელდება იმაზე მეტ ხანს, ვიდრე თქვენ ელოდით. იშვიათად ეს შეიძლება გადაიზარდოს სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიშ კუნთების დაზიანებაში, რომელიც ცნობილია როგორც რაბდომიოლიზი, რაც იწვევს სისუსტეს, ცხელებას და თირკმლის უკმარისობას.

შემდეგი ტერმინები გამოიყენება გვერდითი მოვლენების სიხშირის აღსაწერად:

ძალიან ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 -ზე მეტ პაციენტზე);

ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე);

არახშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე);

იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე);

ძალიან იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით).

ხშირი გვერდითი მოვლენები

თავის ტკივილი;

ყაბზობა;

შეუძლოდ ყოფნა;

კუნთების ტკივილი;

სისუსტის შეგრძნება;

თავბრუსხვევა;

დიაბეტი. მისი ალბათობა უფრო მაღალია, თუ თქვენ გაქვთ სისხლში შაქრისა და ცხიმების მომატებული დონეები, ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა. თქვენი ექიმი აწარმოებს თქვენზე დაკვირვებას; ამასთან, უნდა გაგრძელდეს ამ პრეპარატის მიღება.

მუცლის ტკივილი;

ფაღარათი;

მეტეორიზმი (ნაწლავებში გაზების მომატებული რაოდენობა);

დაღლილობის შეგრძნება;

ღვიძლის ფუნქციის ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის მომატება (ტრანსამინაზების).

არახშირი გვერდითი მოვლენები

გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება;

შეიძლება აღინიშნოს შარდში ცილის რაოდენობის მომატება - აღნიშნული ჩვეულებრივ უბრუნდება ნორმას როზუვასტატინის მიღების შეწყვეტის გარეშე;

სისხლის ტესტებში კუნთოვანი ფუნქციის (CK) ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის მომატება;

ხველა;

კუჭის მიერ საკვების გადამუშავების გაძნელება;

გულძმარვა;

ტკივილი სახსრებში;

კუნთოვანი სპაზმები;

ტკივილი კისრის არეში;

მადის დაქვეითება;

ტკივილი;

ტკივილი მკერდის არეში;

სისხლის მოწოლა;

მომატებული არტერიული წნევა;

ჩხვლეტის შეგრძნება;

პირის სიმშრალე;

კუჭის ანთება;

ზურგის ტკივილი;

კუნთების სისუსტე;

ტკივილი ხელებისა და ფეხების არეში;

შეშუპება, განსაკუთრებით ტერფებისა და ხელის მტევნების.

იშვიათი გვერდითი მოვლენები

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელიც იწვევს ძლიერ ტკივილს კუჭის არეში, რომელიც გადადის ზურგის არეში; თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:

სიყვითლე (კანის და თვალების გაყვითლება); ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი); შარდში სისხლის კვალი; ხელებსა და ფეხებში ნერვების დაზიანება (როგორიცაა დაბუჟება); მეხსიერების დაკარგვა; მამაკაცებში მკერდის ჯირკვლების გაზრდა (გინეკომასტია).

უცნობი:

ქოშინი; შეშუპება; ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და ღამის კოშმარები; სასქესო ფუნქციის დარღვევა; დეპრესია; სუნთქვის დარღვევა, მათ შორის მდგრადი ხველა და/ან ქოშინი და ცხელება; მყესების დაზიანება; კუნთების მუდმივი სისუსტე; სანაღვლე გზებში კენჭების წარმოქმნა ან ნაღვლის ბუშტის ანთება (შეიძლება გამოვლინდეს მუცელში ტკივილის, გულისრევის და ღებინების სახით).

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

გვერდითი მოვლენების შეტყობინება. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით.

  • როგორ ინახება როვასტატ დუო ტაბლეტები

ინახება ორიგინალი შეფუთვით სინათლისგან დასაცავად. ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს შენახვისას.

ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე. ვარგისიანობის ვადად მიიჩნევა მითითებული თვის ბოლო დღე.

არც ერთი პრეპარატი არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოახდინოთ იმ პრეპარატების უტილიზაცია, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს როვასტატ დუოს ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერებებია როზუვასტატინი (როზუვასტატინის კალციუმის სახით) და ეზეტიმიბი. ტაბლეტები შეიცავს როზუვასტატინის კალციუმის ექვივალენტს ან 10 მგ ან 20 მგ როზუვასტატინს. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ეზეტიმიბს.

სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კროსპოვიდონის ტიპი A, პოვიდონი K-30, ნატრიუმის ლაურილსულფატი და მაგნიუმის სტეარატი.

როვასტატ დუოს ტაბლეტები გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

როვასტატ დუო, 20 მგ/10 მგ ტაბლეტი: თეთრი-მონაცრისფრო, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, შემოუგარსავი ტაბლეტი. ტაბლეტის დიამეტრი 11 მმ.

როვასტატ დუო, 10 მგ/10 მგ ტაბლეტი: თეთრი-მონაცრისფრო, ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი, შემოუგარსავი ტაბლეტი, ერთ მხარეს გრავირებულია „E1“ და „1“ მეორე მხარეს. ტაბლეტის ზომებია: 15 მმ x 7 მმ.

30 ცალი დაფასოებულია ბლისტერში (პა/ალ/პვქ // ალ) მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, პაციენტის საინფორმაციო ინსტრუქციათან ერთად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი

Adamed Pharma S.A

პიენკოვი, მ. ადამიკიევიჩის ქ 6ა

05-152 ჩოსნოვი

მწარმოებელი

Adamed Pharma S.A

მარშალ იოზეფ პილსუდსკის ქ,5

95-200 პაბიანიცე, პოლონეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა