ასეკლორი
Aseklor
ასეკლორი ნაჩვენებია ათეროთრომბოზული მოვლენების მეორადი პროფილაქტიკისთვის მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ კლოპიდოგრელს და აცეტილსალიცილის მჟავას (ასმ). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- acetylsalicylic acid + კლოპიდოგრელი (clopidogrel)
- ფორმა და შეფუთვა
- 75მგ+100მგ (18,75 მგ კლოპიდოგრელის შემცველი აპკიანი გარსით დაფარული ვარდისფერი ტაბლეტი №4 + 25 მგ აცეტილსალიცილის მჟავის შემცველი აპკიანი გარსით დაფარული თეთრი ტაბლეტი №4) მყარი კაფსულა №28 (2X14)
- მწარმოებელი
- Atlantic Pharma-Producoes Farmaceuticas, S.A., პორტუგალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტითრომბოზული საშუალებები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები გარდა ჰეპარინისა
- ATC კოდი
- B01AC30
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045883
- რეგისტრირებულია
- 14 ივლისი 2026, მოქმედებს 14 ივლისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Avita Ltd (აზერბაიჯანი)
- განმცხადებელი
- საქართველოში INPHA LLP -ის წარმომადგენლობითი ოფისი
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ასეკლორი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ასეკლორი ნაჩვენებია ათეროთრომბოზული მოვლენების მეორადი პროფილაქტიკისთვის მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ კლოპიდოგრელს და აცეტილსალიცილის მჟავას (ასმ). ასეკლორი არის ფიქსირებული დოზის კომბინირებული სამკურნალო საშუალება თერაპიის გასაგრძელებლად შემდეგ შემთხვევებში:
მწვავე კორონარული სინდრომი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან არა-Q-ტალღოვანი მიოკარდიუმის ინფარქტი), მათ შორის პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ სტენტის ჩადგმა, კანქვეშა კორონარული ჩარევის შემდეგ.
ST-სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი, პაციენტებში, რომლებმაც გაიარეს მკურნალობა და შეუძლიათ თრომბოლიზური თერაპიის გავლა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. პარაგრაფი 5.1
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები და ხანდაზმული პაციენტები
ასეკლორი მიიღება ერთჯერადი დღიური დოზით 75 მგ+100 მგ.
ასეკლორი გამოიყენება კლოპიდოგრელითა და აცეტილსალიცილის მჟავით მონოთერაპიების დაწყების შემდეგ.
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მწვავე კორონარული სინდრომი ST-სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან არა-Q-ტალღოვანი მიოკარდიუმის ინფარქტი): კლოპიდოგრელის მიღება უნდა დაიწყოს ერთჯერადი 300 მგ-იანი დატვირთვითი დოზით და შემდეგ გაგრძელდეს 75 მგ-ით დღეში ერთხელ (აცეტილსალიცილის მჟავასთან (ASA) ერთად - 75 მგ-დან 325 მგ-მდე დღეში): მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა ფორმალურად არ არის დადგენილი. კლინიკური კვლევის მონაცემების მიხედვით, რეკომენდებულია 12 თვემდე გამოყენება; მაქსიმალური სარგებელი აღინიშნება 3 თვის შემდეგ (იხ. პარაგრაფი 5.1). თუ ასეკლორის გამოყენება შეწყდება, პაციენტებმა შესაძლოა სარგებელი მიიღოს ერთი ანტითრომბოციტული სამკურნალო საშუალების მიღების გაგრძელებით.
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ST-სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი: მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე სიმპტომების გამოვლენის შემდეგ და გაგრძელდეს მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში. კლოპიდოგრელითა და აცეტილსალიცილის მჟავით კომბინირებული მკურნალობის სარგებელი 4 კვირის შემდეგ ამ კონტექსტით შესწავლილი არ არის (იხ. პარაგრაფი 5.1). თუ ასეკლორის გამოყენება შეწყდება, პაციენტებმა შესაძლოა სარგებელი მიიღოს ერთი ანტითრომბოციტული სამკურნალო საშუალების მიღების გაგრძელებით.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში:
თუ დაგეგმილი დოზის მიღების გამოტოვებიდან გასულია 12 საათზე ნაკლები: პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გამოტოვებული დოზა და შემდეგი დოზა მიიღოს ჩვეულებრივ დაგეგმილ დროში.
12 საათის შემდეგ: პაციენტმა უნდა მიიღოს შემდეგი დოზა დაგეგმილ დროს და არ უნდა მიიღოს გაორმაგებული დოზა.
პედიატრიული პოპულაცია
ასეკლორის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ჯერ არ არის დადგენილი. ასეკლორის გამოყენება ამ პოპულაციაში რეკომენდებული არ არის.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ასეკლორი არ გამოიყენება თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.3).
თერაპიული გამოცდილება შეზღუდულია თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.4). ამიტომ, ასეკლორი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ასეთ პაციენტებში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ასეკლორი არ გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.3).
თერაპიული გამოცდილება შეზღუდულია ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ჰემორაგიული დიათეზი (იხ. პარაგრაფი 4.4). ამიტომ, ასეკლორი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ასეთ პაციენტებში.
მიღების წესი
პერორალური გამოყენებისთვის.
პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია კლოპიდოგრელზე, აცეტილსალიცილის მჟავაზე (ასმ) ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).
თუ გაქვთ ალერგია სხვა საშუალებებზე, რომლებსაც ეწოდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება კუნთების ან სახსრების მტკივნეული და/ან ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.
თუ გაქვთ სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც მოიცავს ასთმის, ცხვირიდან გამონადენის (სურდო) და პოლიპების (ცხვირში წარმონაქმნის სახეობა) კომბინაციას.
თუ გაქვთ სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც ამჟამად იწვევს სისხლდენას, როგორიცაა კუჭის წყლული ან ტვინში სისხლჩაქცევა.
თუ გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დაავადება.
თუ გაწუხებთ თირკმლის მძიმე დაავადება.
თუ ხართ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.
სიფრთხილის ზომები
ასეკლორის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ რომელიმე შემდეგი სიტუაცია გეხებათ, ასეკლორის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს:
თუ გაქვთ სისხლდენის რისკი, როგორიცაა:
კლინიკური მდგომარეობა, რომელიც გულისხმობს შინაგანი სისხლდენის რისკს (როგორიცაა კუჭის წყლული);
სისხლის დაავადება, რომელიც განაპირობებს შინაგანი სისხლდენის (სისხლდენა ქსოვილებში, ორგანოებში ან სახსრებში) განვითარებას;
ბოლო დროს გადატანილი მძიმე დაზიანება;
ბოლო დროს გადატანილი ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური ოპერაცია);
მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში დაგეგმილი ქირურგიული პროცედურა (მათ შორის სტომატოლოგიური ოპერაცია);
თუ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში გქონდათ თრომბი თავის ტვინის არტერიაში (იშემიური ინსულტი);
თუ გაწუხებთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება;
თუ გაქვთ ასთმა ან ალერგიული რეაქციები ანამნეზში, მათ შორის ალერგია, თქვენი დაავადების სამკურნალოდ გამოყენებულ ნებისმიერ პრეპარატზე;
თუ გაქვთ პოდაგრა;
თუ სვამთ ალკოჰოლს, სისხლდენის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანების მომატებული რისკის გამო;
თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას (G6PD) დეფიციტი, ანემიის კონკრეტული ფორმის (სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა) რისკის გამო.
ასეკლორის მიღებისას:
აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს:
თუ დაგეგმილია ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური);
თუ გაწუხებთ კუჭის ან მუცლის ტკივილი ან სისხლდენა კუჭში ან ნაწლავებში (წითელი ან შავი განავალი);
ასევე დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ განგივითარდებათ სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა ან TTP, რომელიც მოიცავს ცხელებას და კანქვეშ სისხლჩაქცევებს, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს წითელი წერტილოვანი წერტილების სახით, აუხსნელი უკიდურესი დაღლილობით ან მის გარეშე, დაბნეულობით, კანის ან თვალების გაყვითლებით (სიყვითლე) ან მის გარეშე (იხ. ნაწილი 4);
თუ გაიჭრით რამეს ან დაიზიანებთ თავს, სისხლდენის შეჩერებას შეიძლება ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდეს. ეს დაკავშირებულია თქვენი პრეპარატის მოქმედებასთან, რადგან ის ხელს უშლის სისხლის კოლტების წარმოქმნას. მცირე ჭრილობებისა და დაზიანებების შემთხვევაში, მაგალითად, გაპარსვისას გაჭრა, ჩვეულებრივ არ არის საშიში. თუმცა, თუ გაწუხებთ სისხლდენა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს (იხ. ნაწილი 4 "შესაძლო გვერდითი მოვლენები").
თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზების ჩატარება.
ბავშვები და მოზარდები
ასეკლორი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის. არსებობს შესაძლო კავშირი აცეტილსალიცილის მჟავასა (ასმ) და რეიეს სინდრომს შორის, როდესაც ასმ-ის შემცველი საშუალებები ეძლევათ ვირუსული ინფექციის მქონე ბავშვებს ან მოზარდებს. რეიეს სინდრომი არის ძალიან იშვიათი დაავადება, რომელიც შეიძლება ლეტალური იყოს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპატატები.
ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება იმოქმედოს ასეკლორზე და პირიქით.
განსაკუთრებით უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ:
სამკურნალო საშუალებებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი, როგორიცაა:
პერორალური ანტიკოაგულანტები, სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების შესამცირებლად;
ასმ ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება კუნთების ან სახსრების მტკივნეული და/ან ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ;
ჰეპარინი ან ნებისმიერი სხვა ინექციური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების შესამცირებლად;
ტიკლოპიდინი ან სხვა ანტითრომბოციტული საშუალებები;
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორი (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ ფლუოქსეტინი ან ფლუვოქსამინი), მედიკამენტები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ;
ომეპრაზოლი ან ეზომეპრაზოლი, მედიკამენტები კუჭის აშლილობის სამკურნალოდ;
მეტოტრექსატი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სახსრების მძიმე დაავადების (რევმატოიდული ართრიტი) ან კანის დაავადების (ფსორიაზი) სამკურნალოდ;
აცეტაზოლამიდი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გლაუკომის (თვალის წნევის მომატება) ან ეპილეფსიის სამკურნალოდ ან შარდის ნაკადის გასაზრდელად;
პრობენეციდი, ბენზბრომარონი ან სულფინპირაზონი, პოდაგრის სამკურნალო პრეპარატები;
ფლუკონაზოლი ან ვორიკონაზოლი, სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები;
ეფავირენცი ან ტენოფოვირი, ან სხვა ანტირეტროვირუსული პრეპარატები (აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატები);
ვალპროის მჟავა, ვალპროატი ან კარბამაზეპინი, ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმის სამკურნალო პრეპარატები;
ჩუტყვავილას ან სარტყლისებრი ლიქენის პროფილაქტიკისთვის განკუთვნილი ჩუტყვავილას ვაქცინა, ასეკლორის მიღებიდან 6 კვირის განმავლობაში, ან თუ გაქვთ ჩუტყვავილას ან სარტყლისებრი ლიქენის აქტიური ინფექცია (იხ. მე-2 ნაწილი „ბავშვები და მოზარდები“);
მოკლობემიდი, დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი;
რეპაგლინიდი, დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი;
პაკლიტაქსელი, კიბოს სამკურნალო პრეპარატი;
ნიკორანდილი, გულმკერდის არეში კარდიოლოგიური ტკივილის სამკურნალო პრეპარატი;
ანტირეტროვირუსული პრეპარატები (აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატები).
ასეკლორის მიღების დროს უნდა შეწყვიტოთ სხვა კლოპიდოგრელით მკურნალობა.
ასმ-ის შემთხვევითი გამოყენება (არაუმეტეს 1000 მგ 24 საათის განმავლობაში) ზოგადად პრობლემას არ უნდა იწვევდეს, თუმცა სხვა შემთხვევებში ასმ-ის ხანგრძლივი გამოყენება უნდა განიხილოთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ასეკლორი ალკოჰოლთან ერთად
თუ რეგულარულად სვამთ ალკოჰოლურ სასმელებს, ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა კუჭში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
როგორ ინახება ასეკლორი
ჭარბი დოზა
კლოპიდოგრელი
კლოპიდოგრელით დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის დროის გახანგრძლივება და შემდგომი სისხლდენის გართულებები. სისხლდენის დაფიქსირების შემთხვევაში, გასათვალისწინებელია შესაბამისი მკურნალობა. კლოპიდოგრელის ფარმაკოლოგიური ეფექტისთვის ანტიდოტი არ არსებობს. თუ საჭიროა გახანგრძლივებული სისხლდენის დროის სწრაფი კორექცია, თრომბოციტების ტრანსფუზიამ შეიძლება შეცვალოს კლოპიდოგრელის მოქმედება.
აცეტილსალიცილის მჟავა
ზომიერ ინტოქსიკაციას თან ახლავს შემდეგი სიმპტომები: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტინიტუსი, დაბნეულობა და იმპტომები კუჭ-ნაწლავის სტრაქტის მხრივ (გულისრევა, ღებინება და კუჭის ტკივილი). მძიმე ინტოქსიკაციის დროს აღინიშნება მჟავა-ტუტოვანი ბალანსის სერიოზული დარღვევები. საწყისი ჰიპერვენტილაცია იწვევს რესპირატორულ ალკალოზს. შემდგომში, სუნთქვის ცენტრზე დამთრგუნველი ეფექტის შედეგად, ვითარდება რესპირატორული აციდოზი. სალიცილატების არსებობის გამო, ასევე, ვითარდება მეტაბოლური აციდოზი. იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვებში, ჩვილებსა და პატარებში ინტოქსიკაცია ხშირად მხოლოდ გვიან სტადიაზე ვლინდება, ისინი, როგორც წესი, უკვე აღწევენ აციდოზის სტადიას. ასევე შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: ჰიპერთერმია და ოფლიანობა, რაც იწვევს დეჰიდრატაციას, მოუსვენრობა, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები და ჰიპოგლიკემია. ნერვული სისტემის დათრგუნვამ შეიძლება გამოიწვიოს კომა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი და სუნთქვის გაჩერება. აცეტილსალიცილის მჟავას ლეტალური დოზაა 25-30 გ. 300 მგ/ლ-ზე (1.67 მმოლ/ლ) მეტი პლაზმური სალიცილატის კონცენტრაცია მიუთითებს ინტოქსიკაციაზე. აცეტილსალიცილის მჟავას/კლოპიდოგრელის ფიქსირებული დოზის კომბინაციით დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის მომატება და შემდგომი სისხლდენის გართულებები კლოპიდოგრელის და აცეტილსალიცილის მჟავას ფარმაკოლოგიური აქტივობის გამო. არაკარდიოგენული ფილტვისმიერი შეშუპება შეიძლება განვითარდეს აცეტილსალიცილის მჟავას დოზით მწვავე და ქრონიკული გადაჭარბებისას (იხ. პარაგრაფი 4.8). თუ მიღებულია ტოქსიკური დოზა, აუცილებელია საავადმყოფოში მოთავსება. ზომიერი ინტოქსიკაციის დროს შეიძლება ღებინების გამოწვევა; თუ ეს უშედეგო აღმოჩნდა, ნაჩვენებია კუჭის ამორეცხვა. შემდეგ შეჰყავთ აქტივირებული ნახშირი (ადსორბენტი) და ნატრიუმის სულფატი (საფაღარათო საშუალება). ნაჩვენებია შარდის ალკალიზაცია (250 მმოლ ნატრიუმის ბიკარბონატი 3 საათის განმავლობაში) შარდის pH-ის მონიტორინგით. მძიმე ინტოქსიკაციის დროს სასურველი მკურნალობაა ჰემოდიალიზი. ინტოქსიკაციის სხვა ნიშნების მკურნალობა უნდა მოხდეს სიმპტომურად.
- ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
შემადგენლობა
რას წარმოადგენს ასეკლორი და რისთვის გამოიყენება
ასეკლორი შეიცავს კლოპიდოგრელს და აცეტილსალიცილის მჟავას (ასმ) და მიეკუთვნება ანტითრომბოციტული სამკურნალო საშუალებების ჯგუფს. თრომბოციტები არის ძალიან პატარა სტრუქტურები სისხლში, რომლებიც სისხლის შედედების დროს გროვდება. ზოგიერთი ტიპის სისხლძარღვებში (რომელსაც ეწოდება არტერიები) ამ შედედების თავიდან აცილებით, ანტითრომბოციტული სამკურნალო საშუალებები ამცირებენ სისხლის კოლტების წარმოქმნის ალბათობას (პროცესი, რომელსაც ათეროთრომბოზი ეწოდება).
ასეკლორი ინიშნება მოზრდილებში გამაგრებულ არტერიებში სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ათეროთრომბოზული მოვლენები (როგორიცაა ინსულტი, გულის შეტევა ან სიკვდილი).
ასეკლორი ინიშნება ორი ცალკეული მედიკამენტის, კლოპიდოგრელის და ასმ-ის ნაცვლად, სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, რადგან:
გაწუხებთ ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც ცნობილია როგორც „არასტაბილური სტენოკარდია“ ან გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი). ამ მდგომარეობის სამკურნალოდ, თქვენმა ექიმმა შეიძლება ჩაგიდგათ სტენტი დახშულ ან შევიწროებულ არტერიაში, სისხლის ეფექტური მიმოქცევის აღსადგენად.
- რა უნდა იცოდეთ ასეკლორის მიღებამდე
ფარმაკოლოგიური თვისებები
- 3.1.3 სისხლი. ანტიკოაგულანტები და ანტითრომბოზული საშუალებები., ანტიკოაგულანტები და ანტითრომბოზული საშუალებები. ანტითრომბოციტული საშუალებები, ათქ კოდი: B01AC30
მოქმედების მექანიზმი
კლოპიდოგრელი არის პროწამალი და მისი ერთ-ერთი აქტიური მეტაბოლიტი თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას. კლოპიდოგრელი უნდა მეტაბოლიზირდეს CYP450 ფერმენტებით, რათა წარმოქმნას აქტიური მეტაბოლიტი, რომელიც თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას. კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტი შერჩევით აინჰიბირებს ადენოზინის დიფოსფატის (ადფ) შეკავშირებას მის თრომბოციტის რეცეპტორთან P2Y12-თან და ადფ-ით განპირობებული გლიკოპროტეინი GPIIb/Illa-ის კომპლექსის შემდგომ გააქტიურებას, რითაც თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას. რადგან შეკავშირება შეუქცევადია, ზემოქმედების ქვეშ მყოფი თრომბოციტები რჩებიან გავლენის ქვეშ მთელი სიცოცხლის მანძილზე (დაახლოებით 7-10 დღე) და თრომბოციტების ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა ხდება თრომბოციტების მიმოცვლის სიჩქარის შესაბამისად. სხვა აგონისტებით გამოწვეული თრომბოციტების აგრეგაცია ასევე ინჰიბირდება ადფ-ის გამოთავისუფლებით გამოწვეული თრომბოციტების აქტივაციის გაძლიერების ბლოკირებით.
რადგან აქტიური მეტაბოლიტი წარმოიქმნება CYP450-ის ფერმენტებით, რომელთაგან ზოგი პოლიმორფულია ან ექვემდებარება სხვა სამკურნალო საშუალებებით ინჰიბირებას, ყველა პაციენტში არ არის მოსალოდნელი თრომბოციტების აგრეგაციის მნიშვნელოვანი დონით დათრგუნვა.
ფარმაკოდინამიკური მოქმედება
კლოპიდოგრელის 75 მგ დღეში ერთხელ განმეორებითი დოზები იწვევს ადფ-ით ინდუცირებული თრომბოციტების აგრეგაციის მნიშვნელოვან დათრგუნვას მკურნალობის პირველივე დღიდან. ეს ინჰიბირება თანდათანობით იზრდება და აღწევს წონასწორულ მდგომარეობას მე-3-მე-7 დღეებს შორის. წონასწორული მდგომარეობის პირობებში, ინჰიბირების საშუალო დონე, რომელიც აღინიშნება 75 მგ დოზის ყოველდღიური მიღებისას, მერყეობს 40%-დან 60%-მდე. თრომბოციტების აგრეგაცია და სისხლდენის დრო თანდათანობით უბრუნდება საწყის მაჩვენებლებს, როგორც წესი, მკურნალობის შეწყვეტიდან 5 დღის განმავლობაში.
აცეტილსალიცილის მჟავა აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას პროსტაგლანდინ ციკლოოქსიგენაზას შეუქცევადი ინჰიბირებით და ამით თრგუნავს თრომბოქსან A2-ის, თრომბოციტების აგრეგაციისა და ვაზოკონსტრიქციის ინდუქტორის, წარმოქმნას. ეს ეფექტი გრძელდება თრომბოციტის სიცოცხლის განმავლობაში.
ექსპერიმენტული მონაცემები მიუთითებს, რომ იბუპროფენმა შეიძლება დათრგუნოს ასპირინის დაბალი დოზის ეფექტი თრომბოციტების აგრეგაციაზე, როდესაც ისინი ერთდროულად მიიღება. ერთ კვლევაში, როდესაც იბუპროფენის 400 მგ ერთჯერადი დოზა მიიღებოდა დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ასპირინის (81 მგ) მიღებიდან 8 საათით ადრე ან მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, დაფიქსირდა ასპირინის აცეტილსალიცილის მჟავის შემცირება თრომბოქსანის წარმოქმნაზე ან თრომბოციტების აგრეგაციაზე. თუმცა, ამ მონაცემების შეზღუდვები და ex vivo შედეგების კლინიკურ სიტუაციაზე ექსტრაპოლაციის გაურკვევლობა არ იძლევა მტკიცე დასკვნების გაკეთების საშუალებას. იბუპროფენის რეგულარული გამოყენების შემთხვევაში კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი ნაკლებად მოსალოდნელია, ხოლო მისი შემთხვევითი გამოყენება მნიშვნელოვნად არ ითვლება.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
კლოპიდოგრელის უსაფრთხოება და ეფექტურობა შეფასდა სამ ორმაგ-ბრმა კვლევაში, რომელიც მოიცავდა 61900 პაციენტზე მეტს: CURE-ის, CLARITY-ის და COMMIT-ის კვლევები, სადაც კლოპიდოგრელს+ასმ ედრებოდა ასმ-ით მონოთერაპიას; ორივე სამკურნალო საშუალების მიღება ხდებოდა სხვა სტანდარტულ თერაპიასთან კომბინაციაში.
CURE-ის კვლევაში მონაწილეობა მიიღო 12562 პაციენტმა, რომლებსაც ჰქონდათ მწვავე კორონარული სინდრომი ST-სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან არა Q-ტალღოვანი მიოკარდიუმის ინფარქტი) და გულმკერდის ტკივილის ბოლო ეპიზოდი ან იშემიის ნიშნები აღენიშნებოდათ 24 საათის განმავლობაში. პაციენტებს უნდა ჰქონოდათ ან ეკგ-ს ცვლილებები ახალი იშემიის შესაბამისად, ან გულის მომატებული ფერმენტები ან ტროპონინი I ან T, ნორმალური დიაპაზონის ზედა ზღვარზე მინიმუმ ორჯერ მეტი. პაციენტები რანდომიზირდნენ კლოპიდოგრელის (300 მგ დარტყმითი დოზა, რომელსაც მოჰყვებოდა 75 მგ/დღეში, N = 6259) პლუს ასმ (75-325 მგ დღეში ერთხელ) ან აცეტილსალიცილის მჟავის მონოთერაპიის (N = 6303), (75-325 მგ დღეში ერთხელ) მიმღებ ჯგუფებად და სხვა სტანდარტულ თერაპიებთან ერთად. პაციენტებს მკურნალობდნენ ერთ წლის განმავლობაში. CURE-ის კვლევის დროს, 823 პაციენტმა (6.6%) ერთდროულად მიიღო GPIIb/IIIa-ის რეცეპტორების ანტაგონისტური თერაპია.
ჰეპარინები მიიღეს პაციენტების 90%-ზე მეტმა და კლოპიდოგრელს პლუს აცეტილსალიცილს და მხოლოდ აცეტილსალიცილს შორის, ჰეპარინის თანმხლები თერაპია მნიშვნელოვნად არ მოქმედებდა სისხლდენის შედარებით მაჩვენებელზე.
პირველადი საბოლოო წერტილის მქონე პაციენტთა რიცხვი [გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილი, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი] იყო 582 (9.3%) კლოპიდოგრელს პლუს ასმ-ის ჯგუფისთვის და 719 (11.4%) ასმ-ის ჯგუფისთვის, ხოლო კლოპიდოგრელს პლუს ასმ-ის ჯგუფისთვის შეფარდებითი რისკის შემცირება (შრშ) იყო: 20% (95%-იანი ნი: 10% - 28%; p = 0.00009) (შეფარდებითი რისკის შემცირება: 17% პაციენტების კონსერვატიული მკურნალობის შემთხვევაში, 29%, როდესაც მათ გაუკეთდათ კანქვეშა ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა (PTCA) სტენტით ან მის გარეშე, და 10%, როდესაც მათ გაუკეთდათ აორტოკორონარული შუნტირების ოპერაცია (CABG)). მკურნალობა ახდენდა ახალი მოვლენების პროფილაქტიკას გულ-სისხლძარღვთა მხრივ (პირველადი საბოლოო წერტილი) შეფარდებითი რისკის შემცირებით: 22% (ნი: 8.6, 33.4), 32% (ნი: 12.8, 46.4), 4% (ნი: -26.9, 26.7), 6% (ნი: -33.5, 34.3) და 14% (ნი: -31.6, 44.2) შესაბამისად, კვლევის ინტერვალებით: 0-1, 1-3, 3-6, 6-9 და 9-12 თვეები. ამრიგად, მკურნალობის 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში კლოპიდოგრელს + ასმ–ით დაფიქსირებული სარგებელი აღარ გაზრდილა, მაშინ როცა სისხლდენის რისკი შენარჩუნდა (იხ. პარაგრაფი 4.4).
კლოპიდოგრელის გამოყენება CURE–ის კვლევაში უკავშირდებოდა თრომბოლიზური თერაპიის (შრშ = 43.3%;ნი: 24.3%, 57.5%) და GPIIB/IIIa-ის ინჰიბიტორების (შრშ = 18.2%; ნი: 6.5%, 28.3%) შემცირების საჭიროებას.
პაციენტთა რიცხვი, რომლებსაც აღენიშნებოდათ თანა-პირველადი საბოლოო წერტილი (გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილი, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი ან რეფრაქტერული იშემია), კლოპიდოგრელის ჯგუფში იყო 1035 (16.5%), ხოლო პლაცებოს ჯგუფში - 1187 (18.8%), შეფარდებითი რისკის შემცირება კლოპიდოგრელს + ასმ-ის ჯგუფისთვის იყპ 14% (95%-იანი ნი: 6% -ნ 21%, p = 0.0005). ეს სარგებელი ძირითადად განპირობებულია მიოკარდიუმის ინფარქტის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირების მაჩვენებლით [287 პაციენტი (4.6%) კლოპიდოგრელის ჯგუფში და 363 პაციენტი (5.8%) ასმ-ის ჯგუფში). არანაირი ზეგავლენა არ მომხდარა არასტაბილური სტენოკარდიით გამოწვეული რეჰოსპიტალიზაციის სიხშირეზე.
სხვადასხვა მახასიათებლების მქონე პოპულაციებში მიღებული შედეგები (მაგ. არასტაბილური სტენოკარდია ან არა Q-ტალღოვანი მიოკარდიუმის ინფარქტი, დაბალი ან მაღალი რისკის დონე, დიაბეტი, რევასკულარიზაციის საჭიროება, ასაკი, სქესი და ა.შ.) თანხვედრაში იყო პირველადი ანალიზის შედეგებთან. კერძოდ, 2,172 პაციენტის (CURE-ის კვლევის პოპულაციის 17%) პოსტ-ჰოქ (post-hoc) ანალიზში, რომლებსაც ჩაუტარდათ სტენტის იმპლანტაცია (CURE Stent), მონაცემებმა უჩვენეს მნიშვნელოვანი შეფარდებითი რისკის შემცირება 26.2%-ით კლოპიდოგრელისთვის პლაცებოსთან შედარებით თანა-პირველად საბოლოო წერტილზე (გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილი, მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი). ასევე, მნიშვნელოვანი შეფარდებითი რისკის შემცირება 23.9%-ით მეორე თანა-პირველადი საბოლოო წერტილისთვის (გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილი, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი ან რეფრაქტერული იშემია). უფრო მეტიც, კლოპიდოგრელის უსაფრთხოების პროფილი პაციენტების ამ ქვეჯგუფში არ იწვევდა რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს. პაციენტების ამ კონკრეტულ ქვეჯგუფში მიღებული შედეგები თანხვედრაში იყო კვლევის განმავლობაში დაფიქსირებულ შედეგებთან.
პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ ST-სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი, კლოპიდოგრელის უსაფრთხოება და ეფექტურობა შეფასდა ორ რანდომიზებულ, ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, CLARITY და COMMIT.
CLARITY-ის კვლევაში მონაწილეობდა 3491 პაციენტი, რომლებსაც ჰქონდათ ST-სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი ბოლო 12 საათის განმავლობაში და დაენიშნათ თრომბოლიზური თერაპია. პაციენტებმა მიიღეს კლოპიდოგრელს (300 მგ დარტყმითი დოზა, რასაც მოჰყვა 75 მგ დღეში, n = 1752) პლუს ასმ ან მხოლოდ ასმ (n = 1739) (150–325 მგ, დარტყმითი დოზის სახით, რასაც მოჰყვა 75–162 მგ დღეში), ფიბრინოლიზურ საშუალებასთან და ჰეპარინთან კომბინაცით, ჩვენების შემთხვევაში. პაციენტებს აკვირდებოდნენ 30 დღის განმავლობაში. პირველადი საბოლოო წერტილი მოიცავდა ინფარქტთან დაკავშირებულ არტერიის თანმხლებ ოკლუზიას ანგიოგრამაზე გაწერამდე, ან სიკვდილს ან მორეციდივე მიოკარდიუმის ინფარქტს კორონარულ ანგიოგრაფიამდე. პაციენტებში, რომლებსაც არ ჩაუტარდათ ანგიოგრაფია, ძირითადი საბოლოო წერტილი იყო სიკვდილი ან განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტი 8 დღის შემდეგ ან საავადმყოფოდან გამოწერა. კვლევის პოპულაციაში შედიოდა 19.7% ქალი და 29.2% პაციენტი 65 წლის და მეტი ასაკის. საერთო ჯამში, პაციენტთა 99.7% იღებდა ფიბრინოლიტურ საშუალებებს (ფიბრინის სპეციფიკური: 68.7%, არაფიბრინის სპეციფიკური: 31.1%), 89.5% - ჰეპარინს, 78.7% ბეტა-ბლოკატორებს, 54,7% - აგფ ინჰიბიტორებს და 63% - სტატინებს.
პირველად საბოლოო წერტილს კლოპიდოგრელის ჯგუფში მიაღწია პაციენტების თხუთმეტმა პროცენტმა (15%), ხოლო პლაცებოს ჯგუფში 21.7%-მა, რაც წარმოადგენს აბსოლუტურ შემცირებას 6.7%-ით და 36%-ით საბოლოო წერტილის მიღწევის შანსებში კლოპიდოგრელის სასარგებლოდ (95%-იანი ნი: 24,47%; p <0.001), რაც ძირითადად უკავშირდება ინფარქტთან დაკავშირებული ოკლუზირებული არტერიების შემცირებას. ეს უპირატესობა ერთნაირი იყო ყველა წინასწარ განსაზღვრულ ქვეჯგუფში, პაციენტის ასაკის და სქესის, ინფარქტის ლოკაციის და გამოყენებული ფიბრინოლიზური საშუალების ან ჰეპარინის ტიპის ჩათვლით.
2x2 ფაქტორიანი დიზაინის მქონე COMMIT–ის კვლევაში მონაწილეობა მიიღო 45852 პაციენტმა, რომლებსაც 24 საათის განმავლობაში გამოუვლინდათ მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომები ECG-ის თანმხლები ანომალიებით (მაგ. ST-სეგმენტის ელევაცია, ST-სეგმენტის დათრგუნვა ან მარცხენა ჰისის კონის ფეხების ბლოკადა). პაციენტებმა მიიღეს კლოპიდოგრელს (75 მგ/დღეში, n=22961) პლუს ასმ ან მხოლოდ ასმ (162 მგ/დღეში) (n=22998) 28 დღის განმავლობაში ან საავადმყოფოდან გაწერამდე. თანა-პირველადი საბოლოო წერტილები იყო: ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა და განმეორებითი ინფარქტის პირველი შემთხვევა, ინსულტი ან სიკვდილი. პაციენტთა პოპულაციაში შედიოდა 27.8% ქალი, 58.4% 60 წლის და მეტი ასაკის პაციენტები (26%≥70 წლის) და 54.5% პაციენტი, რომელიც იღებდა ფიბრინოლიზურ საშუალებებს.
კლოპიდოგრელს პლუს ასმ-მა მნიშვნელოვნად 7%-ით (p=0.029) შეამცირა ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სიკვდილანობის შეფარდებითი რისკი და 9%-ით (p=0.002) განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტისა და სიკვდილიანობის შეფარდებითი რისკი, რაც წარმოადგენს აბსოლუტურ შემცირებას 0.5%-ით და 0.9%-ით, შესაბამისად. ეს უპირატრსობა აღინიშნა განურჩევლად ასაკისა, სქესისა და ფიბრინოლიზური საშუალების მიღებისას ან მის გარეშე, და აღინიშნებოდა უკვე 24 საათში.
პედიატრიული პოპულაცია
ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გააუქმა კლოპიდოგრელს + აცეტილსალიცილის მჟავის გამოყენებით ჩატარებული კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულება პედიატრიული პოპულაციის ერთ ან რამდენიმე ქვეჯგუფში კორონარული ათეროსკლეროზის მკურნალობისას (იხ. პარაგრაფი 4.2 პედიატრიული გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის).
- 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
კლოპიდოგრელი
შეწოვა
ერთჯერადი და განმეორებითი პერორალური 75 მგ დღიური დოზების მიღებისას, კლოპიდოგრელი სწრაფად შეიწოვება. პლაზმაში უცვლელი კლოპიდოგრელის საშუალო პიკური კონცენტრაცია (დაახლოებით 2.2-2.5 ნგ/მლ 75 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ) აღინიშნება დოზის მიღებიდან დაახლოებით 45 წუთის შემდეგ.
შეწოვა შეადგენს მინიმუმ 50%-ს, კლოპიდოგრელის მეტაბოლიტების შარდში გამოყოფის საფუძველზე.
განაწილება
კლოპიდოგრელი და მისი მთავარი მოცირკულირე (არააქტიური) მეტაბოლიტი in vitro უკავშირდება ადამიანის პლაზმურ ცილებს (98% და 94%, შესაბამისად). შეკავშირება არ არის გაჯერებული in vitro კონცენტრაციების ფართო სპექტრში.
ბიოგარდაქმნა
კლოპიდოგრელი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლით. როგორც in vitro, ასევე in vivo, კლოპიდოგრელი მეტაბოლიზდება ორი ძირითადი მეტაბოლური გზით: გზა რომელიც განპირობებულია ესტერაზებით, რომელიც უზრუნველყოფს კლოპიდოგრელის ჰიდროლიზებას არააქტიურ კარბოქსილის მჟავას წარმოებულამდე (მოცირკულირე მეტაბოლიტების 85%) და გზა, რომელიც განპირობებულია მრავალჯერადი ციტოქრომ P450-ის იზოფერმენტებით. თავდაპირველად, კლოპიდოგრელი მეტაბოლიზდება შუალედურ მეტაბოლიტად, 2-ოქსო-კლოპიდოგრელად. 2-ოქსო-კლოპიდოგრელის შემდგომი მეტაბოლიზმი წარმოქმნის აქტიურ მეტაბოლიტს, კლოპიდოგრელის თიოლის წარმოებულს. აქტიური მეტაბოლიტი ძირითადად წარმოიქმნება CYP2C19-ით, სხვა რამდენიმე CYP-ის იზოფერმეტის მონაწილეობით, როგორიცაა CYP1A2, CYP2B6 და CYP3A4. In vitro იზოლირებული თიოლის აქტიური მეტაბოლიტი სწრაფად და შეუქცევადად უკავშირდება თრომბოციტების რეცეპტორებს, რითაც თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას.
აქტიური მეტაბოლიტის Cmax ორჯერ მაღალია ერთჯერადი 300 მგ კლოპიდოგრელის დარტყმითი დოზის მიღები შემდეგ, ვიდრე 75 მგ შემანარჩუნებელი დოზით 4 დღის მკურნალობის შემდეგ. Cmax ვლინდება დოზის მიღებიდან დაახლოებით 30-60 წუთის შემდეგ.
გამოყოფა
ადამიანებში 14C-მარკირებული კლოპიდოგრელის პერორალური დოზის მიღებიდან 120 საათში, დაახლოებით 50% გამოიყოფა შარდში და 46% - ფეკალური მასებით. 75 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ, კლოპიდოგრელის ნახევარგამოყოფის პერიოდი, დაახლოებით, შეადგენს 6 საათს. ძირითადი მოცირკულირე (არააქტიური) მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა 8 საათს ერთჯერადი და განმეორებითი მიღების შემდეგ.
ფარმაკოგენეტიკა პაციენტთა განსაკუთრებულ ჯგუფებში
CYP2C19 მონაწილეობს როგორც აქტიური მეტაბოლიტის, ისე 2-ოქსო-კლოპიდოგრელის შუალედური მეტაბოლიტის ფორმირებაში. კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა და ანტი-თრომბოციტული ეფექტი, რომელიც შეფასებულია ex vivo თრომბოციტების აგრეგაციის ანალიზით, განსხვავდება CYP2C19 გენოტიპის მიხედვით.
CYP2C19*1 ალელი სრულად შეესაბამება ფუნქციურ მეტაბოლიზმს, მაშინ როცა CYP2C19*2 და CYP2C19*3 ალელები არიან არაფუნქციურები. CYP2C19*2 და CYP2C19*3 ალელები წარმოადგენს სუსტი მეტაბოლიზმის შემთხვევების უმეტესობის მიზეზს - 85% კავკასიელ და 99% აზიელ სუბიექტებში. სხვა ალელები, რომლებიც უკავშირდება მიეტაბოლიზმის არ არსებობას ან შემცირებას, იშვიათად გვხვდება და მოიცავს CYP2C19*4-ს, *5-ს, *6-ს, *7-ს და *8-ს. სუსტ მეტაბოლიზატორებს აქვთ ზემოხსენებული ფუნქცია-დაკარგული ალელებიდან ორი. CYP2C19-ის სუსტი მეტაბოლიზატორების სიხშირესთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მონაცემები უჩვენებს დაახლოებით 4%-ს კავკასიელებში, 4%-ს შავკანიანებში და 14%-ს აზიელ პაციენტებში. ტესტები ხელმისაწვდომია პაციენტის CYP2C19 გენოტიპის დასადგენად.
ჯვარედინ კვლევაში 40 ჯანმრთელი სუბიექტის მონაწილეობით, CYP2C19-ის მეტაბოლიზატორის ოთხი ჯგუფიდან თითოეულში 10 სუბიექტით (ულტრასწრაფი, ფართო, შუალედური და სუსტი), შეფასდა ფარმაკოკინეტიკური და ანტითრობოციტული რეაქციები 300 მგ-ის გამოყენებით, რასაც მოჰყვებოდა 75 მგ/დღეში და 600 მგ-ის გამოყენებით, რასაც მოჰყვებოდა 150 მგ/დღეში, თითოეული ჯამში 5 დღის განმავლობაში (წონასწორობის მდგომარეობა).
აქტიური მეტაბოლიტის ზემოქმედების და თრომბოციტების აგრეგაციის საშუალო ინჰიბირების (IPA) თვალსაზრისით არანაირი არსებითი განსხვავება არ დაფიქსირებულა ულტრასწრაფ, ფართო და შუალედურ მეტაბოლიზატორებს შორის. სუსტ მეტაბოლიზატორებში, აქტიური მეტაბოლიტის ზემოქმედება შემცირებული იყო 63-71%-ით, ფართო მეტაბოლიზატებთან შედარებით. 300 მგ/ 75მგ დოზირების რეჟიმის შემდეგ, ანტითრომბოციტული რეაქციები შემცირდა სუსტ მეტაბოლიზატორებში, IPA-ის საშუალო მნიშვნელობით (5 მ ADP), რაც უდრიდა 24%-ს (24 საათი) და 37%-ს (დღე 5), IPA-ის მაჩვენებელთან შედრებით, რომელიც უდრიდა 39%-ს (24 საათი) და 58%-ს (დღე 5) ფართო მეტაბოლიზატორებში და 37%-ს (24 საათი) და 60%-ს (დღე 5) შუალედურ მეტაბოლიზატორებში. აქტიური მეტაბოლიტის ზემოქმედება უფრო სუსტ მეტაბოლიზატორებში იყო უფრო მაღალი 600 მგ/150 მგ რეჟიმის გამოყენებისას, ვიდრე 300 მგ/75 მგ რეჟიმით მიღებისას. გარდა ამისა, IPA შეადგენდა 32%-ს (24 საათი) და 61%-ს (დღე 5), რაც აღემატება სუსტი მეტაბოლიზატორების მაჩვენებლებს, რომლებიც იღებენ 300 მგ/ 75 მგ რეჟიმით და მსგავსი იყო სხვა CYP2C19-ის მეტაბოლიზატორების ჯგუფებისა, რომლებიც იღებდნენ 300 მგ/75 მგ რეჟიმით. კლინიკურ კვლევებში დოზირების ოპტიმალური რეჟიმი დადგენილი არ არის პაციენტთა ამ პოპულაციაში.
მსგავსი შედეგები იქნა მიღებული 6 კვლევისა და 335 პაციენტის მეტაანალიზით, რომლებიც იღებდნენ კლოპიდოგრელს წონასწორულ მდგომარეობაში; შედეგებმა აჩვენა, რომ აქტიური მეტაბოლიტის ზემოქმედება შემცირდა 28%-ით შუალედურ მეტაბოლიზატორებში და 72%-ით სუსტ მეტაბოლიზატორებში, მაშინ როცა, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირება (5 მ ADP) შემცირდა IPA–ს სხვაობებით - 5.9%-ით და 21.4%-ით შესაბამისად, ფართო მეტაბოლიზატორებთან შედარებით.
CYP2C19 გენოტიპის გავლენა კლოპიდოგრელის კლინიკურ შედეგებზე არ არის შეფასებული პროსპექტიული რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევების დროს.
თუმცა, ამ ეფექტის შესაფასებლად ჩატარდა მრავალი რეტროსპექტიული ანალიზი, კლოპიდოგრელით მკურნალ პაციენტებში, რომელთათვისაც ცნობილი იყო გენოტიპირების შედეგები: CURE (n=2721), CHARISMA (n=2428), CLARITY-TIMI 28 (n=227), TRITON-TIMI 38 (n=1477) და ACTIVE-A (n=601), აგრეთვე მრავალი გამოქვეყნებული კოჰორტული კვლევა.
TRITON-TIMI 38-სა და სამ კოჰორტულ კვლევაში (Collet, Sibbing, Giusti) შუალედური და სუსტი მეტაბოლიზატორების კომბინირებულ ჯგუფს აღენიშნებოდა გულ-სისხლძარღვთა მოვლენების უფრო მაღალი მაჩვენებელი (სიკვდილი, მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი) ან სტენტის თრომბოზი, ფართო მეტაბოლიზატებთან შედარებით.
CHARISMA–სა და ერთ-ერთ კოჰორტულ კვლევაში (Simon), მოვლენების გაზრდილი მაჩვენებელი დაფიქსირდა მხოლოდ სუსტ მეტაბოლიზატორებში, ფართო მეტაბოლიზატორებთან შედარებით.
CURE-ის, CLARITY-ის, ACTIVE-A-ის და ერთ-ერთ კოჰორტიულ კვლევებში (Trenk), მეტაბოლიზატორის სტატუსის გათვალისწინებით, არ დაფიქსირებულა მოვლენების მომატებული მაჩვენებელი.
არცერთი ეს ანალიზი არ იყო საკმარისი ზომის სუსტი მეტაბოლიზატორების შედეგების სხვაობის დემონსტრირებისთვის.
განსაკუთრებული პოპულაციები
კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბილიტის ფარმაკოკინეტიკა უცნობია განსაკუთრებულ პოპულაციებში.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
75 მგ კლოპიდოგრელის განმეორებითი დღიური დოზების მიღების შემდეგ თირკმლის მწვავე დაავადების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 5-15 მლ/წთ), ADP-ით გამოწვეული თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირება უფრო დაბალი იყო (25%), ვიდრე ჯანმრთელ პირებში, თუმცა სისხლდენის ხანგრძლივობა იყო ისეთივე, როგორიც დაფიქსირდა ჯანმრთელ სუბიექტებში, რომლებიც იღებენ კლოპიდოგრელს 75 მგ დღეში. ტოლერანტობა კარგი იყო ყველა პაციენტში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
10 დღის განმავლობაში 75 მგ განმეორებითი დღიური დოზის მიღების შემდეგ, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში, ADP-ით გამოწვეული თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირება ედრებოდა ჯანმრთელი სუბიექტების მაჩვენებლებს. სისხლდენის საშუალო დროის გახანგრძლივობა, ასევე მსგავსი იყო ორივე ჯგუფში.
რასა
CYP2C19 ალელების გავრცელება, რომლებიც გავლენას ახდენენ CYP2C19-ის შუალედურ ან სუსტ მეტაბოლიზმზე, ვარირებს რასებს/ეთნიკურ ჯგუფებს შორის (იხ. ფარმაკოგენეტიკა). ლიტერატურაში არსებული შეზღუდული მონაცემების გამო, აზიის პოპულაციაში კლოპიდოგრელით მკურნალობის შედეგად, კლინიკურ შედეგებზე CYP2C19 გენოტიპების გავლენის დადგენა შეუძლებელია.
აცეტილსალიცილის მჟავა (ასმ)
შეწოვა
შეწოვის შემდეგ, კლოპიდოგრელს + აცეტილსალიცილის მჟავას შემადგენლობაში შემავალი აცეტილსალიცილის მჟავა ჰიდროლიზდება სალიცილის მჟავად, სალიცილის მჟავას პიკური პლაზმური დონე მიიღწევა მიღებიდან 1 საათის განმავლობაში, ისე, რომ ასმ-ის პლაზმური დონე პრაქტიკულად არ ვლინდება მიღებიდან 1.5-3 საათის შემდეგ.
განაწილება
აცეტილსალიცილის მჟავა სუსტად უკავშირდება პლაზმურ ცილებს და მისი განაწილების მოცულობა დაბალია (10 ლ). მისი მეტაბოლიტი, სალიცილის მჟავა, მნიშვნელოვნად უკავშირდება პლაზმურ ცილებს, მაგრამ მისი შეკავშირება კონცენტრაცია-დამოკიდებულია (არაწრფივი). დაბალი კონცენტრაციების დროს (<100 მიკროგრამი/მლ), სალიცილის მჟავას დაახლოებით 90% უკავშირდება ალბუმინს. სალიცილის მჟავა ფართოდ ნაწილდება ორგანიზმის ყველა ქსოვილსა და სითხეში, მათ შორის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, დედის რძეში და ნაყოფის ქსოვილებში.
ბიოგარდაქმნა და გამოყოფა
კლოპიდოგრელს + აცეტილსალიცილის მჟავას შემადგენლობაში შემავალი აცეტილსალიცილის მჟავა სწრაფად ჰიდროლიზდება პლაზმაში სალიცილის მჟავად, ნახევარგამოყოფის პერიოდით 0.3-დან 0.4 საათამდე აცეტილსალიცილის მჟავას 75-დან 100 მგ-მდე დოზებისთვის. სალიცილის მჟავა ძირითადად კონიუგირებულია ღვიძლში სალიცილის მჟავას, ფენოლური გლუკურონიდის, აცილ გლუკურონიდის და რიგი მცირე მეტაბოლიტების წარმოქმნით. კლოპიდოგრელს + აცეტილსალიცილის მჟავას შემადგენლობაში შემავალი სალიცილის მჟავას პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2 საათია.
სალიცილატის მეტაბოლიზმი გაჯერებადია და ორგანიზმიდან მთლიანი კლირენსი მცირდება შრატის მაღალი კონცენტრაციების დროს, ღვიძლის შეზღუდული უნარის გამო, წარმოქმნას როგორც სალიცილის მჟავა, ასევე ფენოლური გლუკურონიდი. ტოქსიკური დოზების (10-20 გ) მიღების შემდეგ, პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გაიზარდოს 20 საათამდე. ასმ-ის …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის
ასეკლორი, 75 მგ + 100 მგ, კაფსულები
კლოპიდოგრელი (წყალბადის სულფატი)/აცეტილსალიცილის მჟავა
ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ მისცეთ იგი სხვა პირებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დაავადების ისეთივე ნიშნები აქვთ, როგორიც თქვენ.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ისეთი გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც აღწერილი არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს ასეკლორი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ასეკლორის მიღებამდე
როგორ მიიღება ასეკლორი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ ინახება ასეკლორი
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს ასეკლორი და რისთვის გამოიყენება
ასეკლორი შეიცავს კლოპიდოგრელს და აცეტილსალიცილის მჟავას (ასმ) და მიეკუთვნება ანტითრომბოციტული სამკურნალო საშუალებების ჯგუფს. თრომბოციტები არის ძალიან პატარა სტრუქტურები სისხლში, რომლებიც სისხლის შედედების დროს გროვდება. ზოგიერთი ტიპის სისხლძარღვებში (რომელსაც ეწოდება არტერიები) ამ შედედების თავიდან აცილებით, ანტითრომბოციტული სამკურნალო საშუალებები ამცირებენ სისხლის კოლტების წარმოქმნის ალბათობას (პროცესი, რომელსაც ათეროთრომბოზი ეწოდება).
ასეკლორი ინიშნება მოზრდილებში გამაგრებულ არტერიებში სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ათეროთრომბოზული მოვლენები (როგორიცაა ინსულტი, გულის შეტევა ან სიკვდილი).
ასეკლორი ინიშნება ორი ცალკეული მედიკამენტის, კლოპიდოგრელის და ასმ-ის ნაცვლად, სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, რადგან:
გაწუხებთ ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც ცნობილია როგორც „არასტაბილური სტენოკარდია“ ან გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი). ამ მდგომარეობის სამკურნალოდ, თქვენმა ექიმმა შეიძლება ჩაგიდგათ სტენტი დახშულ ან შევიწროებულ არტერიაში, სისხლის ეფექტური მიმოქცევის აღსადგენად.
- რა უნდა იცოდეთ ასეკლორის მიღებამდე
არ გამოიყენოთ ასკელორი
თუ გაქვთ ალერგია კლოპიდოგრელზე, აცეტილსალიცილის მჟავაზე (ასმ) ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).
თუ გაქვთ ალერგია სხვა საშუალებებზე, რომლებსაც ეწოდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება კუნთების ან სახსრების მტკივნეული და/ან ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.
თუ გაქვთ სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც მოიცავს ასთმის, ცხვირიდან გამონადენის (სურდო) და პოლიპების (ცხვირში წარმონაქმნის სახეობა) კომბინაციას.
თუ გაქვთ სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც ამჟამად იწვევს სისხლდენას, როგორიცაა კუჭის წყლული ან ტვინში სისხლჩაქცევა.
თუ გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დაავადება.
თუ გაწუხებთ თირკმლის მძიმე დაავადება.
თუ ხართ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ასეკლორის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ რომელიმე შემდეგი სიტუაცია გეხებათ, ასეკლორის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს:
თუ გაქვთ სისხლდენის რისკი, როგორიცაა:
კლინიკური მდგომარეობა, რომელიც გულისხმობს შინაგანი სისხლდენის რისკს (როგორიცაა კუჭის წყლული);
სისხლის დაავადება, რომელიც განაპირობებს შინაგანი სისხლდენის (სისხლდენა ქსოვილებში, ორგანოებში ან სახსრებში) განვითარებას;
ბოლო დროს გადატანილი მძიმე დაზიანება;
ბოლო დროს გადატანილი ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური ოპერაცია);
მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში დაგეგმილი ქირურგიული პროცედურა (მათ შორის სტომატოლოგიური ოპერაცია);
თუ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში გქონდათ თრომბი თავის ტვინის არტერიაში (იშემიური ინსულტი);
თუ გაწუხებთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება;
თუ გაქვთ ასთმა ან ალერგიული რეაქციები ანამნეზში, მათ შორის ალერგია, თქვენი დაავადების სამკურნალოდ გამოყენებულ ნებისმიერ პრეპარატზე;
თუ გაქვთ პოდაგრა;
თუ სვამთ ალკოჰოლს, სისხლდენის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანების მომატებული რისკის გამო;
თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას (G6PD) დეფიციტი, ანემიის კონკრეტული ფორმის (სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა) რისკის გამო.
ასეკლორის მიღებისას:
აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს:
თუ დაგეგმილია ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური);
თუ გაწუხებთ კუჭის ან მუცლის ტკივილი ან სისხლდენა კუჭში ან ნაწლავებში (წითელი ან შავი განავალი);
ასევე დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ განგივითარდებათ სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა ან TTP, რომელიც მოიცავს ცხელებას და კანქვეშ სისხლჩაქცევებს, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს წითელი წერტილოვანი წერტილების სახით, აუხსნელი უკიდურესი დაღლილობით ან მის გარეშე, დაბნეულობით, კანის ან თვალების გაყვითლებით (სიყვითლე) ან მის გარეშე (იხ. ნაწილი 4);
თუ გაიჭრით რამეს ან დაიზიანებთ თავს, სისხლდენის შეჩერებას შეიძლება ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდეს. ეს დაკავშირებულია თქვენი პრეპარატის მოქმედებასთან, რადგან ის ხელს უშლის სისხლის კოლტების წარმოქმნას. მცირე ჭრილობებისა და დაზიანებების შემთხვევაში, მაგალითად, გაპარსვისას გაჭრა, ჩვეულებრივ არ არის საშიში. თუმცა, თუ გაწუხებთ სისხლდენა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს (იხ. ნაწილი 4 "შესაძლო გვერდითი მოვლენები").
თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზების ჩატარება.
ბავშვები და მოზარდები
ასეკლორი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის. არსებობს შესაძლო კავშირი აცეტილსალიცილის მჟავასა (ასმ) და რეიეს სინდრომს შორის, როდესაც ასმ-ის შემცველი საშუალებები ეძლევათ ვირუსული ინფექციის მქონე ბავშვებს ან მოზარდებს. რეიეს სინდრომი არის ძალიან იშვიათი დაავადება, რომელიც შეიძლება ლეტალური იყოს.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ასკელორი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპატატები.
ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება იმოქმედოს ასეკლორზე და პირიქით.
განსაკუთრებით უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ:
სამკურნალო საშუალებებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი, როგორიცაა:
პერორალური ანტიკოაგულანტები, სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების შესამცირებლად;
ასმ ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება კუნთების ან სახსრების მტკივნეული და/ან ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ;
ჰეპარინი ან ნებისმიერი სხვა ინექციური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების შესამცირებლად;
ტიკლოპიდინი ან სხვა ანტითრომბოციტული საშუალებები;
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორი (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ ფლუოქსეტინი ან ფლუვოქსამინი), მედიკამენტები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ;
ომეპრაზოლი ან ეზომეპრაზოლი, მედიკამენტები კუჭის აშლილობის სამკურნალოდ;
მეტოტრექსატი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სახსრების მძიმე დაავადების (რევმატოიდული ართრიტი) ან კანის დაავადების (ფსორიაზი) სამკურნალოდ;
აცეტაზოლამიდი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გლაუკომის (თვალის წნევის მომატება) ან ეპილეფსიის სამკურნალოდ ან შარდის ნაკადის გასაზრდელად;
პრობენეციდი, ბენზბრომარონი ან სულფინპირაზონი, პოდაგრის სამკურნალო პრეპარატები;
ფლუკონაზოლი ან ვორიკონაზოლი, სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები;
ეფავირენცი ან ტენოფოვირი, ან სხვა ანტირეტროვირუსული პრეპარატები (აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატები);
ვალპროის მჟავა, ვალპროატი ან კარბამაზეპინი, ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმის სამკურნალო პრეპარატები;
ჩუტყვავილას ან სარტყლისებრი ლიქენის პროფილაქტიკისთვის განკუთვნილი ჩუტყვავილას ვაქცინა, ასეკლორის მიღებიდან 6 კვირის განმავლობაში, ან თუ გაქვთ ჩუტყვავილას ან სარტყლისებრი ლიქენის აქტიური ინფექცია (იხ. მე-2 ნაწილი „ბავშვები და მოზარდები“);
მოკლობემიდი, დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი;
რეპაგლინიდი, დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი;
პაკლიტაქსელი, კიბოს სამკურნალო პრეპარატი;
ნიკორანდილი, გულმკერდის არეში კარდიოლოგიური ტკივილის სამკურნალო პრეპარატი;
ანტირეტროვირუსული პრეპარატები (აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატები).
ასეკლორის მიღების დროს უნდა შეწყვიტოთ სხვა კლოპიდოგრელით მკურნალობა.
ასმ-ის შემთხვევითი გამოყენება (არაუმეტეს 1000 მგ 24 საათის განმავლობაში) ზოგადად პრობლემას არ უნდა იწვევდეს, თუმცა სხვა შემთხვევებში ასმ-ის ხანგრძლივი გამოყენება უნდა განიხილოთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ასეკლორი ალკოჰოლთან ერთად
თუ რეგულარულად სვამთ ალკოჰოლურ სასმელებს, ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა კუჭში.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ ასეკლორი ორსულობის მესამე ტრიმესტრში.
სასურველია, არ მიიღოთ ეს პრეპარატი ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში.
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ასეკლორის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ ასეკლორით მკურნალობის დროს დაორსულდით, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის, რადგან ასეკლორი არ უნდა მიიღოთ ორსულობის დროს.
ამ პრეპარატის გამოყენებისას არ კვებოთ ძუძუთი.
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
კლოპიდოგრელს + აცეტილსალიცილის მჟავას გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში კლოპიდოგრელის გავლენა ფერტილობაზე არ დაფიქსირებულა. უცნობია, მოქმედებს თუ არა ასეკლორში შემავალი ასმ-ის დოზა ფერტილობაზე.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეკლორი გავლენას მოახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ასეკლორი შეიცავს ლაქტოზას
თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
- როგორ მიიღება ასეკლორი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზაა ასეკლორის ერთი კაფსულა დღეში, რომელიც მიიღება პერორალურად, ერთ ჭიქა წყალთან ერთად, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
თქვენი მდგომარეობის მიხედვით, თქვენი ექიმი განსაზღვრავს, თუ რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ასეკლორი. თუ გადაიტანეთ გულის შეტევა, პრეპარატი უნდა დაგენიშნოთ მინიმუმ ოთხი კვირის განმავლობაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ის უნდა მიიღოთ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ექიმი დაგინიშნავთ.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ასეკლორი
დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების სამსახურს, სისხლდენის მომატებული რისკის გამო.
თუ დაგავიწყდათ ასეკლორის მიღება
თუ დაგავიწყდათ ასეკლორის დოზის მიღება, მაგრამ გაგახსენდებათ ჩვეული დროიდან 12 საათის განმავლობაში, დაუყოვნებლივ მიიღეთ კაფსულა და შემდეგი კაფსულა მიიღეთ უკვე ჩვეულ დროს.
თუ 12 საათზე მეტია გასული, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ასეკლორის მიღებას
არ შეწყვიტოთ მკურნალობა თქვენი ექიმის დანიშნულების გარეშე. მკურნალობის შეწყვეტამდე ან განახლებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმეს შემდეგიდან:
ცხელება, ინფექციის ნიშნები ან ძლიერი დაღლილობა. ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის ზოგიერთი უჯრედის იშვიათი შემცირებით.
ღვიძლის პრობლემების ნიშნები, როგორიცაა კანის და/ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე), სისხლდენასთან დაკავშირებული ან არ დაკავშირებული, რომელიც კანქვეშ წითელი წერტილოვანი წერტილების სახით ვლინდება და/ან დაბნეულობა (იხ. მე-2 ნაწილი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“)
პირის ღრუს შეშუპება ან კანისმიერი დარღვევები, როგორიცაა გამონაყარი და ქავილი, კანის ბუშტუკები. ეს ნიშნები შეიძლება გამოწვეული იყოს ალერგიული რეაქციით.
კლოპიდოგრელს + აცეტილსალიცილის მჟავის გამოყენებისას ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენაა სისხლდენა. სისხლდენა შეიძლება გამოვლინდეს კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენის, სისხლჩაქცევების, ჰემატომის (უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევა), ცხვირიდან სისხლდენის ან შარდში სისხლის სახით. ასევე აღწერილია თვალის, ქალასშიდა (განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში), ფილტვის და სახსრების სისხლდენის რამდენიმე შემთხვევა.
თუ ასეკლორის მიღების დროს განვითარდა ხანგრძლივი სისხლდენა
ჭრილობების ან გაჭრის შემთხვევაში, სისხლდენის შეჩერებას შესაძლოა ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდეს. ეს დაკავშირებულია პრეპარატის მოქმედების მექანიზმთან, რადგან ეს უკანასკნელი ხელს უშლის სისხლის კოლტის წარმოქმნას. მცირე გაჭრა ან ჭრილობები (მაგალითად, თუ გაპარსვის დროს გაიჭრით) შეშფოთების მიზეზს არ წარმოადგენს. თუმცა, თუ სისხლდენის გამო ღელავთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს (იხ. მე-2 ნაწილი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).
სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე პაციენტს):
დიარეა, მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა ან გულძმარვა.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-მდე პაციენტს):
თავის ტკივილი, კუჭის წყლული, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, კუჭში ან შარდის ბუშტში გაზების ჭარბი რაოდენობა, სიწითლე, ქავილი, თავბრუსხვევა, ჩხვლეტა ან დაბუჟება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-მდე პაციენტს):
თავბრუსხვევა, გადიდებული სარძევე ჯირკვლები მამაკაცებში.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნებოდეს 10000-დან 1-მდე პაციენტს):
სიყვითლე (კანის და/ან თვალების გაყვითლება), წვის შეგრძნება კუჭში და/ან საყლაპავში, ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, ზურგის ტკივილით ან მის გარეშე, ცხელება, სუნთქვის გაძნელება, ზოგჯერ ხველასთან ერთად, გენერალიზებული ალერგიული რეაქციები (მაგალითად, სიცხის ზოგადი შეგრძნება უეცარი ზოგადი დისკომფორტით, რაც იწვევს გონების დაკარგვას), პირის ღრუს შეშუპება, კანზე ბუშტუკები, კანისმიერი ალერგია, პირის ღრუს ანთება (სტომატიტი), არტერიული წნევის დაქვეითება, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, კუნთების და სახსრების ტკივილი, გემოს დარღვევა ან დაკარგვა, სისხლძარღვების ანთება.
გვერდითი მოვლენები უცნობი სიხშირით (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):
წყლულის პერფორაცია, ყურებში შუილი, სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები გულმკერდის ან მუცლის ტკივილით (კუჭის არეში), თირკმლის დაავადება, სისხლში შაქრის დაბალი დონე, პოდაგრა (მტკივნეული, შეშუპებული სახსრების მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია შარდმჟავას კრისტალებით) და საკვებისმიერი ალერგიის გაუარესება, ანემიის განსაკუთრებული ფორმა (სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა) (იხ. მე-2 ნაწილი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“), შეშუპება.
გარდა ამისა, თქვენმა ექიმმა შეიძლება აღმოაჩინოს ცვლილებები თქვენს სისხლის ან შარდის ანალიზებში.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- როგორ ინახება ასკელორი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 25°С-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია გარე კოლოფზე “VAL”-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ გაუარესების რაიმე თვალსაჩინო ნიშანს.
არ გადაყაროთ პრეპარატები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ასეკლორი
მოქმედი ნივთიერებებია: კლოპიდოგრელი და აცეტილსალიცილის მჟავა (ასმ). თითოეული კაფსულა შეიცავს 75 მგ კლოპიდოგრელს (წყალბადის სულფატის სახით) და 100 მგ აცეტილსალიცილის მჟავას;
სხვა ინგრედიენტებია:
კაფსულის შემცველობა: უწყლო ლაქტოზა, პრეჟელატინიზებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროგენიზებული მცენარეული ზეთი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაკროგოლი, ტრიაცეტინი, წითელი რკინის ოქსიდი (E172);
კაფსულის შემადგენლობა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ერითროზინი (E127), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), წითელი რკინის ოქსიდი (E172).
ასეკლორი გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
კლოპიდოგრელს + აცეტილსალიცილის მჟავას კაფსულები, 75 მგ + 100 მგ, დამზადებულია ჟელატინისგან წითელი თავსახურით და თეთრი კორპუსით, შეიცავს 4 ვარდისფერ და 4 თეთრ აპკით გარსით დაფარულ ტაბლეტს.
კაფსულები მოთავსებულია ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 28 კაფსულას.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
შპს “ავიტა”
თერბიზის ქ. 36, AZ 1008, ბაქო, აზერბაიჯანი
მწარმოებელი
Atlantic Pharma - Produções Farmacêuticas S.a. (ატლანტიკ ფარმა - პროდუკოეს ფარმაცევტიკას ს.ა.)
რუა და ტაპადა გრანდე, 2, აბრუნჰეირა, 2710-228 სინტრა, პორტუგალია
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი ბოლოს გადაიხედა 2026 წლის იანვარში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


