ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები

მონცეტინ - დუო

MONCETIN - DUO

რეცეპტით10მგ+5მგინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

მონტელუკასტი და ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი ნაჩვენებია მოზრდილებსა და 15 წლის ან უფროსი ასაკის მოზარდებში ალერგიულ რინიტთან დაკავშირებული სიმპტომების შესამსუბუქებლად.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
10მგ+5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
BAFNA PHARMACEUTICALS LIMITED, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ლეიკოტრიენული რეცეპტორების ანტაგონისტები
ATC კოდი
R03DC53
რეგისტრაციის ნომერი
რ-045740
რეგისტრირებულია
23 ივნისი 2026, მოქმედებს 23 ივნისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
SWASTHYA HEALTHCARE PVT. LTD. (ინდოეთი)
განმცხადებელი
შპს ,,ნიუ ფარმ გრუპი’’
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამონცეტინ - დუო და სხვა წამალი ერთად

მონცეტინ - დუო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მონტელუკასტი და ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი ნაჩვენებია მოზრდილებსა და 15 წლის ან უფროსი ასაკის მოზარდებში ალერგიულ რინიტთან დაკავშირებული სიმპტომების შესამსუბუქებლად.

მიღების წესი და დოზირება

რეკომენდებული დოზაა მონტელუკასტისა და ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის თითო ტაბლეტი დღეში ერთხელ.

მიღების წესი:

მიიღება პერორალურად.

დოზის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

არ არის განკუთვნილი 15 წლამდე ასაკის პაციენტებში გამოსაყენებლად.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა მონტელუკასტის, ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის, ცეტირიზინის, ჰიდროქსიზინის, პიპერაზინის სხვა წარმოებულების ან რომელიმე სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

მონტელუკასტი და ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი არ წარმოადგენენ ასთმის სამკურნალო საშუალებებს. ასთმის სამკურნალოდ მონტელუკასტის და ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის ტაბლეტები არ უნდა დაინიშნოს. თუმცა, შეიძლება დაინიშნოს ასთმის სამკურნალოდ გამოყენებულ სხვა მედიკამენტებთან ერთად.

ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი:

სიფრთხილეა რეკომენდებული ალკოჰოლის მიღებისას.

სიფრთხილეა რეკომენდებული შარდის შეკავების ხელშემწყობი ფაქტორების (მაგ., ზურგის ტვინის დაზიანება, პროსტატის ჰიპერპლაზია) არსებობისას, რადგან ლევოცეტირიზინმა შეიძლება გაზარდოს შარდის შეკავების რისკი.

ეპილეფსიის მქონე პაციენტებმა და კონვულსიების რისკის მქონე პაციენტებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რადგან ლევოცეტირიზინმა შეიძლება გაამწვავოს მდგომარეობა.

კანის ალერგიულ ტესტებზე რეაქციას ანტიჰისტამინური საშუალებები თრგუნავს და მათ ჩატარებამდე საჭიროა შესვენების პერიოდი (3 დღე).

პაციენტებმა, რომელთაც აქვთ იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები — გალაქტოზის აუტანლობა, ლაპ-ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია — არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ლევოცეტირიზინის მიღების შეწყვეტისას შეიძლება ქავილი განვითარდეს, მაშინაც კი, თუ ეს სიმპტომები მკურნალობის დაწყებამდე არ აღინიშნებოდა. სიმპტომები შეიძლება სპონტანურად გაქრეს. ზოგიერთ შემთხვევაში, სიმპტომები შეიძლება იყოს მძიმე და საჭირო გახდეს მკურნალობის თავიდან დაწყება. სიმპტომები უნდა გაქრეს მკურნალობის თავიდან დაწყების შემდეგ.

მონტელუკასტი:

პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ არასდროს გამოიყენონ პერორალური მონტელუკასტი მწვავე ასთმის შეტევების სამკურნალოდ და ყოველთვის თან ჰქონდეთ შესაბამისი გადაუდებელი დახმარების მედიკამენტები. მწვავე შეტევის განვითარების შემთხვევაში, უნდა იქნას გამოყენებული ხანმოკლე მოქმედების ინჰალაციური ბეტა-აგონისტი. პაციენტებმა რაც შეიძლება მალე უნდა მიმართონ ექიმს, თუ მათ ჩვეულებრივზე მეტი ხანმოკლე მოქმედების ბეტა-აგონისტის ინჰალაცია სჭირდებათ.

მონტელუკასტის ჩანაცვლება ინჰალაციური ან პერორალური კორტიკოსტეროიდებით უნდა მოხდეს თანდათან.

არ არსებობს მტკიცებულება, რომ პერორალური კორტიკოსტეროიდების დოზა შეიძლება შემცირდეს მონტელუკასტთან ერთად მიღებისას.

მონტელუკასტის მიღების ფონზე დაფიქსირდა ნეიროფსიქიატრიული დარღვევების შემთხვევები. პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითება, ყურადღებით იყვნენ ნეიროფსიქიატრიული დარღვევების მიმართ. ასეთი დარღვევების განვითარების შემთხვევაში უნდა შეფასდეს მონტელუკასტით მკურნალობის გაგრძელების რისკები და სარგებელი.

იშვიათ შემთხვევებში, მონტელუკასტით მკურნალობის დროს, შეიძლება განვითარდეს სისტემური ეოზინოფილია, ზოგჯერ ჩარგ-სტრაუსის სინდრომისთვის დამახასიათებელი ვასკულიტის კლინიკური გამოვლინებებით, მდგომარეობა, რომელიც ხშირად მოითხოვს სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას. ეს შემთხვევები ზოგჯერ დაკავშირებულია პერორალური კორტიკოსტეროიდების თერაპიის შეწყვეტასთან ან დოზის შემცირებასთან. მიუხედავად იმისა, რომ ლეიკოტრიენის რეცეპტორების ანტაგონიზმთან მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის, ექიმებმა ყურადღება უნდა მიაქციონ პაციენტებში ეოზინოფილიის, ვასკულიტური გამონაყარის, პულმონალური სიმპტომების გაუარესების, გულის გართულებების და/ან ნეიროპათიის გამოვლინებებს. აღნიშნული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, უნდა მოხდეს პაციენტის მდგომარეობის ხელახალი შეფასება და მკურნალობის რეჟიმის გადახედვა.

მონტელუკასტით მკურნალობისას არ იცვლება ასპირინის მიმართ მგრძნობიარე ასთმის მქონე პაციენტებისთვის ასპირინისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისგან თავის შეკავების აუცილებლობა.

აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს.

პაციენტებმა, რომელთაც აღენიშნებათ იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები — გალაქტოზის აუტანლობა, ლაპ-ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია — არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი:

ლევოცეტირიზინთან ურთიერთქმედების კვლევები (მათ შორის CYP3A4 ინდუქტორებთან დაკავშირებული კვლევები) არ ჩატარებულა; რაცემიული ნაერთის, ცეტირიზინის, კვლევებმა არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი ურთიერთქმედება (ანტიპირინთან, აზითრომიცინთან, ციმეტიდინთან, დიაზეპამთან, ერითრომიცინთან, გლიპიზიდთან, კეტოკონაზოლთან, და ფსევდოეფედრინთან). ცეტირიზინის კლირენსის მცირედი შემცირება (16%-ით) დაფიქსირდა თეოფილინის მრავალჯერადი დოზების (400მგ დღეში ერთხელ) გამოყენებით ჩატარებულ კვლევაში, ხოლო თეოფილინის განაწილება არ შეცვლილა ცეტირიზინთან ერთად მიღებისას.

რიტონავირის (600მგ დღეში ორჯერ) და ცეტირიზინის (10მგ დღეში) მრავალჯერადი დოზების კვლევაში, ცეტირიზინის ექსპოზიცია დაახლოებით 40%-ით გაიზარდა, ხოლო რიტონავირის განაწილება ოდნავ შეიცვალა (-11%) ცეტირიზინთან ერთად მიღებისას.

საკვებთან ერთად მიღებისას ლევოცეტირიზინის შეწოვის ხარისხი არ მცირდება, თუმცა შეწოვის სიჩქარე მცირდება.

მგრძნობიარე პაციენტებში, ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის ალკოჰოლთან ან სხვა ცნს-ის დამთრგუნველ საშუალებებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სიფხიზლის შემდგომი დაქვეითება და შრომისუნარიანობის დაქვეითება.

მონტელუკასტი:

მონტელუკასტი შეიძლება დაინიშნოს სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ხშირად გამოიყენება ბრონქული ასთმის პროფილაქტიკისა და ქრონიკული მკურნალობისთვის. ურთიერთქმედების კვლევებში, მონტელუკასტის რეკომენდებულ კლინიკურ დოზას კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია შემდეგი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე: თეოფილინი, პრედნიზონი, პრედნიზოლონი, პერორალური კონტრაცეპტივები (ეთინილესტრადიოლი /ნორეთინდრონი 35/1), ტერფენადინი, დიგოქსინი და ვარფარინი.

მონტელუკასტის AUC დაახლოებით 40%-ით შემცირდა ფენობარბიტალთან ერთად მიღებისას. რადგან მონტელუკასტი მეტაბოლიზდება CYP 3A4, 2C8 და 2C9 საშუალებით, მისი დანიშვნა სიფრთხილით უნდა მოხდეს, განსაკუთრებით ბავშვებში, ისეთ CYP 3A4, 2C8 და 2C9 ინდუქტორებთან ერთად, როგორიცაა ფენიტოინი, ფენობარბიტალი და რიფამპიცინი.

in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი CYP2C8-ის ძლიერი ინჰიბიტორია. თუმცა, მონტელუკასტისა და როზიგლიტაზონის (სამკურნალო პროდუქტების სუბსტრატების წარმომადგენელი, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება CYP2C8-ით) შორის ურთიერთქმედების კლინიკური კვლევის მონაცემები ცხადჰყოფს, რომ მონტელუკასტი არ აინჰიბირებს CYP 2C8-ს in vivo და შესაბამისად, მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ამ ფერმენტის მიერ მეტაბოლიზებული პრეპარატების მეტაბოლიზმზე (მაგ., პაკლიტაქსელი, როზიგლიტაზონი და რეპაგლინიდი).

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი წარმოადგენს CYP 2C8-ის სუბსტრატს და, ნაკლები ხარისხით, 2C9-ის და 3A4-ის სუბსტრატს. მონტელუკასტისა და გემფიბროზილის (როგორც CYP 2C8-ის, ასევე 2C9-ის ინჰიბიტორი) მონაწილეობით ჩატარებულ კლინიკური წამალთშორისი ურთიერთქმედების კვლევაში, გემფიბროზილმა მონტელუკასტის სისტემური ექსპოზიცია 4.4-ჯერ გაზარდა. გემფიბროზილთან ან სხვა CYP 2C8-ს ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას მონტელუკასტის დოზის კორექცია საჭირო არ არის, თუმცა ექიმმა უნდა გაითვალისწინოს არასასურველი რეაქციების მომატების რისკები.

in vitro მონაცემებზე დაყრდნობით, კლინიკურად მნიშვნელოვანი წამალთშორისი ურთიერთქმედება CYP 2C8-ის ნაკლებად ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგ., ტრიმეტოპრიმი) მოსალოდნელი არ არის. მონტელუკასტის იტრაკონაზოლთან, CYP 3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორთან, ერთად მიღებისას არ დაფიქსირდა მონტელუკასტის სისტემური ექსპოზიციის მნიშვნელოვანი ზრდა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

სიფრთხილის მიზნით, ორსულობის დროს სასურველია თავი შეიკავოთ ლევოცეტირიზინის და/ან მონტელუკასტის გამოყენებისგან.

ლაქტაცია:

ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლისა და ქალისთვის თერაპიის სარგებლის გათვალისწინებით, უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ლევოცეტირიზინით/ მონტელუკასტით თერაპიის შეწყვეტის/თავი შეკავების შესახებ.

ფერტილობა:

არ არსებობს მონაცემები მამაკაცისა და ქალის ნაყოფიერების შესახებ.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ზოგიერთ შემთხვევაში ლევოცეტირიზინით თერაპიის დროს შეიძლება განვითარდეს ძილიანობა, მომატებული დაღლილობა და ასთენია. რადგან ნებისმიერ სამკურნალო საშუალებაზე რეაქცია ინდივიდუალურია, პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი ქმედებების განხორციელებისგან, რომლებიც მოითხოვს კონცენტრაციას, როგორიცაა ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა, სანამ არ დაადგენენ საკუთარ რეაქციას მედიკამენტზე.

გვერდითი მოვლენები

ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი:

კლინიკური კვლევები:

12-დან 71 წლამდე ასაკის ქალებსა და მამაკაცებში ჩატარებულ თერაპიულ კვლევებში, 5მგ ლევოცეტირიზინის ჯგუფში პაციენტების 15.1%-ს განუვითარდა სულ მცირე ერთი წამლისმიერი გვერდითი რეაქცია, პლაცებო ჯგუფში კი ეს მაჩვენებელი 11.3%-ს შეადგენდა. ამ გვერდითი მოვლენების 91.6% მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის იყო.

თერაპიულ კვლევებში, გვერდითი მოვლენების გამო კვლევიდან მოხსნის მაჩვენებელი 5მგ ლევოცეტირიზინის შემთხვევაში იყო 1.0% (9/935), ხოლო პლაცებოს შემთხვევაში - 1.8% (14/771).

ლევოცეტირიზინის კლინიკურ თერაპიულ კვლევებში მონაწილეობდა 935 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ სამკურნალო საშუალებას რეკომენდებული დოზით 5მგ დღეში. ამ მონაცემების ანალიზის მიხედვით, 5მგ ლევოცეტირიზინის ან პლაცებოს მიღებისას წამლისმიერი გვერდითი რეაქციების სიხშირე იყო 1% ან მეტი (ხშირი: ≥1/100- <1/10):

გვერდითი რეაქცია

(WHOART)

პლაცებო

(n = 771)

5მგ ლევოცეტირიზინი

(n = 935)

თავის ტკივილი

25 (3.2%)

24 (2.6%)

ძილიანობა

11 (1.4%)

49 (5.2%)

პირის სიმშრალე

12 (1.6%)

24 (2.6%)

დაღლილობა

9 (1.2%)

23 (2.5%)

ასევე დაფიქსირდა გვერდითი რეაქციების სხვა არახშირი შემთხვევები (არახშირი ≥1/1000- <1/100), როგორიცაა ასთენია ან მუცლის ტკივილი.

სედაციურ საშუალებებთან დაკავშირებული ისეთი გვერდითი რეაქციების სიხშირე, როგორიცაა ძილიანობა, დაღლილობა და ასთენია, ზოგადად უფრო მაღალი იყო (8.1%) 5მგ ლევოცეტირიზინის მიღებისას, ვიდრე პლაცებოს მიღებისას (3.1%).

ბავშვები:

ორ პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ 6-დან 11 თვემდე და 1 წლიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, 159 სუბიექტი იღებდა ლევოცეტირიზინს დოზით 1.25მგ დღეში 2 კვირის განმავლობაში და 1.25მგ დღეში ორჯერ, შესაბამისად.

ლევოცეტირიზინის ან პლაცებოს გამოყენებისას დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები 1% ან მეტი სიხშირით.

ორგანოთა სისტემები და გვერდითი რეაქციები

პლაცებო (n=83)

ლევოცეტირიზინი (n=159)

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

დიარეა

0

3 (1.9%)

ღებინება

1 (1.2%)

1 (0.6%)

ყაბზობა

0

2 (1.3%)

ნერვული სისტემის დარღვევები

ძილიანობა

2 (2.4%)

3 (1.9%)

ფსიქიკური დარღვევები

ძილის დარღვევა

0

2 (1.3%)

6-12 წლის ასაკის ბავშვებში ჩატარდა ორმაგ- ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევები, რომლის ფარგლებშიც 243 ბავშვი იღებდა 5მგ ლევოცეტირიზინს ყოველდღიურად, სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში, 1 კვირაზე ნაკლებიდან 13 კვირამდე. ლევოცეტირიზინის ან პლაცებოს გამოყენებისას დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები 1% ან მეტი სიხშირით.

გვერდითი რეაქცია

პლაცებო (n=240)

ლევოცეტირიზინი 5 მგ (n=243)

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

თავის ტკივილი

5(2.1%)

2(0.8%)

ძილიანობა

1(0.4%)

7(2.9%)

პოსტმარკეტინგული გამოცდილება:

პოსტმარკეტინგულ პერიოდში განვითარებული გვერდითი რეაქციები მოცემულია ორგანოთა სისტემებისა და სიხშირის მიხედვით. სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1,000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000); უცნობი სიხშირის (გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).

იმუნური სისტემის დარღვევები:

უცნობი: ჰიპერმგრძნობელობა, მათ შორის ანაფილაქსია

მეტაბოლური და კვებითი დარღვევები:

უცნობი: მადის გაძლიერება

ფსიქიკური დარღვევები:

უცნობი: აგრესია, აჟიტაცია, ჰალუცინაციები, დეპრესია, უძილობა, სუიციდური აზრები, კოშმარები

ნერვული სისტემის დარღვევები:

უცნობი: კონვულსიები, პარესთეზია, თავბრუსხვევა, სინკოპე, ტრემორი, დისგევზია

დარღვევები ყურისა და ლაბირინთის მხრივ:

უცნობი: ვერტიგო

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ:

უცნობი: მხედველობის დარღვევები, მხედველობის დაბინდვა

დარღვევები გულის მხრივ:

უცნობი: პალპიტაცია, ტაქიკარდია

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის მხრივ:

უცნობი: დისპნოე

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები:

უცნობი: გულისრევა, ღებინება, დიარეა

ჰეპატობილიარული დარღვევები:

უცნობი: ჰეპატიტი

თირკმლის და საშარდე გზების დარღვევები:

უცნობი: დიზურია, შარდის შეკავება

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:

უცნობი: ანგიონევროზული შეშუპება, ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება

დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლების მხრივ:

უცნობი: მიალგია, ართრალგია

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები:

უცნობი: შეშუპება

კვლევები:

უცნობი: წონის მატება, დარღვევები ღვიძლის ფუნქციური სინჯების მხრივ.

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ლევოცეტირიზინის შეწყვეტის შემდეგ აღინიშნა ქავილი.

მონტელუკასტი:

გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი:

პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში ორგანოთა სისტემების მიხედვით. სიხშირის კატეგორიები განისაზღვრა შესაბამისი კლინიკური კვლევების საფუძველზე.

ორგანოთა სისტემები

მონტელუკასტის გამოყენებისას დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები

სიხშირის კატეგორია

ინფექციები და ინფესტაციები

ზედა სასუნთქი გზების ინფექცია†

ძალიან ხშირი

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

სისხლდენისადმი მიდრეკილების გაზრდა

იშვიათი

იმუნური სისტემის დარღვევა

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია

არახშირი

ღვიძლის ეოზინოფილური ინფილტრაცია

ძალიან იშვიათი

ფსიქიკური დარღვევები

ძილის დარღვევები, მათ შორის კოშმარები, უძილობა, სომნამბულიზმი, გაღიზიანებადობა, შფოთვა, მოუსვენრობა, აჟიტაცია, მათ შორის აგრესიული ქცევა ან მტრული დამოკიდებულება, დეპრესია, ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა (მათ შორის გაღიზიანებადობა, მოუსვენრობა, ტრემორი§)

არახშირი

ყურადღების დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება

იშვიათი

ჰალუცინაციები, დეზორიენტაცია, სუიციდური აზრები და ქცევა

ძალიან იშვიათი

ნერვული სისტემის დარღვევები

თავბრუსხვევა, ძილიანობა, პარესთეზია/ ჰიპოესთეზია, კრუნჩხვები

არახშირი

დარღვევები გულის მხრივ

პალპიტაცია

იშვიათი

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის მხრივ

ეპისტაქსისი

არახშირი

ჩარგ-სტრაუსის სინდრომი (CSS), ფილტვის ეოზინოფილია

ძალიან იშვიათი

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

დიარეა‡, გულისრევა‡, ღებინება‡

ხშირი

პირის სიმშრალე, დისპეფსია

არახშირი

ჰეპატობილიარული დარღვევები

შრატის ტრანსამინაზების (ALT, AST) მომატება

ხშირი

ჰეპატიტი (მათ შორის ქოლესტაზური, ჰეპატოცელულარული და შერეული ტიპის ღვიძლის დაზიანება).

ძალიან იშვიათი

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

გამონაყარი‡

ხშირი

სისხლჩაქცევები, ჭინჭრის ციება, ქავილი

არახშირი

ანგიონევროზული შეშუპება

იშვიათი

კვანძოვანი ერითემა, მულტიფორმული ერითემა

ძალიან იშვიათი

დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლების მხრივ

ართრალგია, მიალგია, მათ შორის კუნთების სპაზმები

არახშირი

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

პირექსია‡

ხშირი

ასთენია/დაღლილობა, სისუსტე, შეშუპება

არახშირი

  • სიხშირის კატეგორია: განისაზღვრება თითოეული გვერდითი მოვლენისთვის კლინიკური კვლევის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1,000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000).

† კლინიკურ კვლევებში, ეს გვერდითი მოვლენა, რომელიც „ძალიან ხშირად“ აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ასევე „ძალიან ხშირად“ დაფიქსირდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

‡ კლინიკურ კვლევებში, ეს გვერდითი მოვლენა, რომელიც „ხშირად“ აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ასევე „ხშირად“ დაფიქსირდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

§ სიხშირის კატეგორია: იშვიათი

ჭარბი დოზა

ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი:

დოზის გადაჭარბების სიმპტომები:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოზრდილებში შეიძლება განვითარდეს ძილიანობა, ხოლო ბავშვებში თავდაპირველად შესაძლოა გამოვლინდეს აჟიტაცია და მოუსვენრობა, რასაც შემდგომში მოჰყვება ძილიანობა.

დოზის გადაჭარბების მართვა:

ლევოცეტირიზინის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, რეკომენდებულია სიმპტომური ან დამხმარე მკურნალობა. პრეპარატის მიღებიდან მალევე შეიძლება რეკომენდებული იყოს კუჭის ამორეცხვა. ლევოცეტირიზინი ეფექტურად არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით.

მონტელუკასტი:

მონტელუკასტის პოსტმარკეტინგული დაკვირვებისა და კლინიკური კვლევების დროს აღინიშნა დოზის გადაჭარბების მწვავე შემთხვევები. ეს მოიცავს ცნობებს პრეპარატის გამოყენების შესახებ მოზრდილებსა და ბავშვებში 1000 მგ-მდე დოზით (დაახლოებით 61 მგ/კგ 42 თვის ბავშვში). კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები შეესაბამებოდა მოზრდილებსა და ბავშვებში უსაფრთხოების პროფილს.

დოზის გადაჭარბების სიმპტომები:

დოზის გადაჭარბების უმეტეს შემთხვევებში გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები შეესაბამებოდა მონტელუკასტის უსაფრთხოების პროფილს და მოიცავდა მუცლის ტკივილს, ძილიანობას, წყურვილს, თავის ტკივილს, ღებინებასა და ფსიქომოტორულ ჰიპერაქტიურობას.

დოზის გადაჭარბების მართვა

მონტელუკასტის დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს. უცნობია, გამოიდევნება თუ არა მონტელუკასტი პერიტონეალური დიალიზით ან ჰემოდიალიზით.

შემადგენლობა

მონცეტინ-დუო

მონტელუკასტისა და ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის ტაბლეტები 10მგ/5მგ

თითო შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის:

ნატრიუმის მონტელუკასტი BP, 10მგ მონტელუკასტის ეკვივალენტური

ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი USP 5მგ

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი მოცემულია 6.1 პუნქტში.

წამლის ფორმა

თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი, შემოგარსული ტაბლეტები, ორივე მხრიდან გლუვი.

კლინიკური მონაცემები

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შეფუთვა

10 ტაბლეტი დაფასოებულია ბლისტერულ შეფუთვაში (შეფუთვის ზომა: 3X10 ტაბლეტი).

ნარჩენების განკარგვა

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

რეგისტრანტი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Swasthya Healthcare Pvt.Ltd.

ტექსტის გადახედვის თარიღი: 31/07/26წ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ათქ კოდი: R03DC53

ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი:

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები, პიპერაზინის წარმოებულები.

მოქმედების მექანიზმი:

ლევოცეტირიზინი, ცეტირიზინის (R) ენანტიომერი, წარმოადგენს პერიფერიული H1 რეცეპტორების ძლიერ და შერჩევით ანტაგონისტს.

შეკავშირების კვლევებმა აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინს აქვს მაღალი აფინურობა ადამიანის H1 რეცეპტორების მიმართ (Ki=3.2ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინს გააჩნია ცეტირიზინზე 2-ჯერ მაღალი აფინობა (Ki=6.3 ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინი დისოცირდება H1 რეცეპტორებისგან 115 ± 38 წუთის ნახევარგამოყოფის პერიოდით.

ერთჯერადი მიღების შემდეგ, ლევოცეტირიზინი იკავებს რეცეპტორების 90%-ს 4 საათის შემდეგ, ხოლო 24 საათის შემდეგ - 57%-ს.

ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებული ფარმაკოდინამიკური კვლევები აჩვენებს, რომ ლევოცეტირიზინის ნახევარი დოზის აქტივობა უდრის ცეტირიზინის აქტივობას როგორც კანზე, ასევე ცხვირში.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები:

ლევოცეტირიზინის ფარმაკოდინამიკური აქტივობა შესწავლილია რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევებში:

ჰისტამინით ინდუცირებულ კანის შეშუპებასა და სიწითლეზე (wheal and flare) 5მგ ლევოცეტირიზინის, 5მგ დესლორატადინისა და პლაცებოს ეფექტების შესწავლისას, ლევოცეტირიზინით მკურნალობამ, პლაცებოსა და დესლორატადინთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეამცირა შეშუპება და სიწითლე, რომელიც ყველაზე მძიმე იყო პირველი 12 საათის განმავლობაში და გაგრძელდა 24 საათის განმავლობაში (p<0.001).

პლაცებო-კონტროლირებად კვლებებში, რომელიც ტარდებოდა ალერგენების შემცველ საკნებში, 5 მგ-იანი ლევოცეტირიზინის ეფექტი ალერგიური სიმპტომების კონტროლზე, რომელიც გამოწვეული იყო მცენარეთა მტვრის შესუნთქვით, გამოვლინდა პრეპარატის მიღებიდან 1 საათის შემდეგ.

in vitro კვლევებმა (Boyden საკნებში და უჯრედული შრის მეთოდით) აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინი თრგუნავს ეოტაქსინით გამოწვეული ეოზინოფილების ტრანსენდოთელიალურ მიგრაციას, როგორც კანის, ასევე ფილტვების უჯრედებიდან. ფარმაკოდინამიურმა ექსპერიმენტმა in vivo (კანის საკნის მეთოდი) 14 ზრდასრულ პაციენტში გამოავლინა, რომ 5მგ ლევოცეტირიზინი, პლაცებოსთან შედარებით, ყვავილის მტვერზე იწვევს 3 ძირითად მაინჰიბირებელ ეფექტს პირველი 6 საათის განმავლობაში: VCAM -1 გამოთავისუფლების დათრგუნვა, სისხლძარღვთა გამტარობის მოდულაცია და ეოზინოფილების ინფილტრაციის შემცირება.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება:

ლევოცეტირიზინის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებულია რამდენიმე ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, რომელიც ჩატარდა სეზონური ალერგიული რინიტის, პერენიალური ალერგიული რინიტის ან პერსისტენტული ალერგიული რინიტის მქონე ზრდასრულ პაციენტებში. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ალერგიული რინიტის სიმპტომებს, მათ შორის ცხვირის გაჭედვას.

6-თვიანმა კლინიკურმა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობდა 551 ზრდასრული პაციენტი (მათ შორის 276 პაციენტი მკურნალობდა ლევოცეტირიზინით), რომლებსაც აღენიშნებოდათ პერსისტენტული ალერგიული რინიტი (სიმპტომები გრძელდება კვირაში 4 დღეს ან 4 კვირაზე მეტი პერიოდით) და რომლებიც მგრძნობიარენი იყვნენ ოთახის მტვრის ტკიპებისა და ბალახის მტვრის მიმართ, აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინი 5მგ დოზით კლინიკურად და სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო ეფექტური იყო, ვიდრე პლაცებო, ალერგიული რინიტის სიმპტომების საერთო რაოდენობის შემცირების მხრივ კვლევის მთელი პერიოდის განმავლობაში, ტაქიფილაქსიის გარეშე. კვლევის მთელი პერიოდის განმავლობაში, ლევოცეტირიზინმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პაციენტების ცხოვრების ხარისხი.

პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციებით (CIU) დაავადებული 166 პაციენტი, 85 პაციენტი ღებულობდა პლაცებოს, ხოლო 81 პაციენტი - ლევოცეტირიზინს 5მგ დღეში ერთხელ ექვსი კვირის განმავლობაში.

ლევოცეტირიზინით მკურნალობამ გამოიწვია ქავილის სიმძიმის მნიშვნელოვანი შემცირება პირველი კვირის განმავლობაში და მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში, პლაცებოსთან შედარებით. ლევოცეტირიზინმა, პლაცებოსთან შედარებით, ასევე გამოიწვია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც შეფასდა დერმატოლოგიური ცხოვრების ხარისხის ინდექსით (DLQI).

ჭინჭრის ციების კლასიკური მოდელის სახით, ხდებოდა ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების შესწავლა. იმის გამო, რომ ჰისტამინის გამოყოფა წარმოადგენს მიზეზობრივ ფაქტორს ჭინჭრის ციების ყველა დაავადებაში, მოსალოდნელია, რომ ლევოცეტირიზინი ეფექტიანი საშუალება იქნება ჭინჭრის ციების სხვა სახეობების სიმპტომების კუპირებაში, მათ შორის ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციებისას.

ელექტროკარდიოგრამამ არ გამოავლინა ლევოცეტირიზინის მნიშვნელოვანი გავლენა QT ინტერვალზე.

ბავშვები:

ლევოცეტირიზინის ტაბლეტების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებისთვის შესწავლილი იქნა ორ პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ 6-დან 12 წლამდე ასაკის პაციენტები, შესაბამისად, სეზონური და პერენიალური ალერგიული რინიტით. ორივე კვლევაში ლევოცეტირიზინმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სიმპტომები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხი.

6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების კლინიკური უსაფრთხოება დადგინდა რამდენიმე მოკლევადიანი და გრძელვადიანი თერაპიული კვლევის შედეგად:

ერთი კლინიკური კვლევა, რომლის ფარგლებშიც ალერგიული რინიტის მქონე 2-დან 6 წლამდე ასაკის 29 ბავშვი იღებდა ლევოცეტირიზინს 1.25 მგ დოზით დღეში ორჯერ 4 კვირის განმავლობაში.

ერთი კლინიკური კვლევა, რომლის ფარგლებშიც ალერგიული რინიტის ან ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების მქონე 1-დან 5 წლამდე ასაკის 114 ბავშვი იღებდა ლევოცეტირიზინს 1.25 მგ დოზით დღეში ორჯერ 2 კვირის განმავლობაში.

ერთი კლინიკური კვლევა, რომლის ფარგლებშიც ალერგიული რინიტის ან ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების მქონე 6-დან 11 თვემდე ასაკის 45 ბავშვი იღებდა ლევოცეტირიზინს 1.25 მგ დოზით დღეში ერთხელ 2 კვირის განმავლობაში.

ერთი გრძელვადიანი (18 თვიანი) კლინიკური კვლევა, რომლის ფარგლებშიც ატოპიური მდგომარეობების მქონე 12-დან 24 თვემდე ასაკის (კვლევაში ჩართვის მომენტისათვის) 255 პაციენტი იღებდა ლევოცეტირიზინს.

უსაფრთხოების პროფილი მსგავსი იყო 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩატარებული მოკლევადიანი კვლევების დროს დაფიქსირებული პროფილისა.

მონტელუკასტი:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ლეიკოტრიენის რეცეპტორების ანტაგონისტები.

მოქმედების მექანიზმი:

ალერგიული რინიტის დროს CysLTs ალერგენის ზემოქმედების შემდეგ ცხვირის ლორწოვანი გარსიდან თავისუფლდება რეაქციის ადრეული და მოგვიანებითი ფაზების მიმდინარეობისას, იგი ასოცირებულია ალერგიული რინიტის სიმპტომებთანაც. CysLTs-ის ინტრანაზალური სინჯით გამოვლინდა ცხვირის სასუნთქი გზების რეზისტენტობის მომატება და ცხვირით სუნთქვის გაძნელების სიმპტომები.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება:

ჩატარდა კლინიკური კვლევა, რომლის მიზანი იყო მონტელუკასტის გამოყენების შეფასება სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომური მკურნალობისას 15 წლის და უფროსი ასაკის, ასთმისა და თანმხლები სეზონური რინიტის მქონე პაციენტებში. ამ კვლევაში მონტელუკასტმა (10მგ ტაბლეტების დღეში ერთხელ მიღებისას), პლაცებოსთან შედარებით, გამოავლინა რინიტის სადღეღამისო სიმპტომების მაჩვენებლის /Daily Rhinitis Symptoms Score/ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. რინიტის სადღეღამისო სიმპტომების მაჩვენებელი რინიტის დღის სიმპტომების (ცხვირით სუნთქვის გაძნელების, რინორეის, ცემინების, ცხვირის ქავილის საშუალო მაჩვენებლები) და ღამის სიმპტომების (ცხვირით სუნთქვის გაძნელების, დაძინების სირთულის, ღამით გამოღვიძებების საშუალო მაჩვენებლები) საშუალო მაჩვენებელია. პაციენტთა და ექიმთა ზოგადი შეფასებები, რომლებიც ალერგიულ რინიტს შეეხება, პლაცებოსთან შედარებით, სტატისტიკურად უკეთესი იყო. ასთმის დროს ეფექტურობის შეფასება ამ კვლევის პირველადი მიზანი არ ყოფილა.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი:

ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკა წრფივია, არ არის დამოკიდებული დოზასა და მიღების დროზე და ხასიათდება მცირე ცვალებადობით სუბიექტებს შორის. ფარმაკოკინეტიკური პროფილი ერთნაირია, როგორც ერთი ენანტიომერის, ასევე ცეტირიზინის სახით გამოყენებისას. ქირალური ინვერსია არ აღინიშნება შეწოვის (აბსორბციის) და გამოყოფის (ელიმინაციის) დროს.

შეწოვა:

ლევოცეტირიზინი სწრაფად და ფართოდ შეიწოვება პერორალურად მიღების შემდეგ. მოზრდილებში სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 0.9 საათში. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა ორი დღის შემდეგ. მაქსიმალური კონცენტრაციები, როგორც წესი, შეადგენს 270 ნგ/მლ-ს და 308 ნგ/მლ-ს, შესაბამისად, ერთჯერადი და განმეორებითი (5მგ დღეში ერთხელ) მიღების შემდეგ. შეწოვის ხარისხი არ არის დამოკიდებული დოზაზე და არ იცვლება საკვების მიღებისას, თუმცა მაქსიმალური კონცენტრაცია მცირდება და ყოვნდება.

განაწილება:

არ არსებობს მონაცემები ლევოცეტირიზინის ადამიანის ქსოვილებში განაწილების ან ლევოცეტირიზინის ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვის შესახებ. ვირთხებსა და ძაღლებში კი ყველაზე მაღალი კონცენტრაციები აღინიშნება ღვიძლსა და თირკმლებში, ხოლო ყველაზე დაბალი — ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.

ადამიანებში ლევოცეტირიზინის 90% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ლევოცეტირიზინის განაწილება შეზღუდულია, რადგან განაწილების მოცულობა შეადგენს 0.4 ლ/კგ-ს.

ბიოტრანსფორმაცია:

ადამიანებში ლევოცეტირიზინის მეტაბოლიზმის ხარისხი მიღებული დოზის 14%-ზე ნაკლებია და, შესაბამისად, გენეტიკური პოლიმორფიზმებით ან ფერმენტის ინჰიბიტორების თანმხლები მიღებით გამოწვეული განსხვავებები, სავარაუდოდ, უმნიშვნელოა. მეტაბოლური გზები მოიცავს არომატული ნაერთების დაჟანგვას, N - და O -დეალკილირებას და ტაურინთან კონიუგაციას. დეალკილირება ძირითადად ეფუძნება CYP3A4-ს, ხოლო არომატული ნაერთების დაჟანგვაში მონაწილეობენ მრავლობითი და/ან არაიდენტიფიცირებული CYP იზოფორმები. ლევოცეტირიზინი არ მოქმედებს CYP 1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4 იზოენზიმების აქტივობაზე 5მგ-ს პერორალური დოზის მიღების შემდეგ მიღწეულ პიკურ კონცენტრაციებზე მნიშვნელოვნად მაღალი კონცენტრაციების დროს.

მეტაბოლიზმის დაბალი ხარისხისა და მეტაბოლური ინჰიბირების პოტენციალის არარსებობის გამო, ლევოცეტირიზინის ურთიერთქმედება სხვა ნივთიერებებთან, ან პირიქით, ნაკლებად სავარაუდოა.

ელიმინაცია:

პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში შეადგენს 7.9 ± 1.9 საათს. მცირეწლოვან ბავშვებში ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ხანმოკლეა. მოზრდილებში საშუალო საერთო კლირენსი შეადგენს 0.63მლ/წთ/კგ-ს. ლევოცეტირიზინი და მისი მეტაბოლიტები ორგანიზმიდან ძირითადად შარდით გამოიყოფა, რაც დოზის საშუალოდ 85.4%-ს შეადგენს. განავალთან ერთად გამოყოფა შეადგენს მიღებული დოზის მხოლოდ 12.9%-ს. ლევოცეტირიზინი გამოიყოფა როგორც გლომერულური ფილტრაციის, ასევე აქტიური მილაკოვანი სეკრეციის გზით.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები:

თირკმლის ფუნქციის დარღვევა:

ლევოცეტირიზინის სავარაუდო კლირენსი კორელირებს კრეატინინის კლირენსთან. ამიტომ, რეკომენდებულია ლევოცეტირიზინის დოზირების ინტერვალების კორექცია თირკმლის ფუნქციის სშუალო და მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში. თირკმლის დაავადებების ტერმინალური, ანურიის სტადიის დროს საერთო კლირენსი მცირდება დაახლოებით 80%-ით, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. სტანდარტული 4-საათიანი ჰემოდიალიზის პროცედურის საშუალებით გამოიყოფა ლევოცეტირიზინის 10%-ზე ნაკლები.

ბავშვები:

ფარმაკოკინეტიკური კვლევის მონაცემებით, რომელიც ჩატარდა 6-დან 11 წლამდე ასაკის 14 ბავშვში, რომელთა სხეულის წონა 20- 40კგ იყო, ლევოცეტირიზინის 5მგ ერთჯერადი დოზის პერორალური მიღებისას, Cmax და AUC მაჩვენებლები დაახლოებით 2-ჯერ მაღალი იყო, ჯანმრთელ ზრდასრულ სუბიექტებში ჯვარედინი კვლევის დროს დაფიქსირებულ მაჩვენებლებთან შედარებით. საშუალო Cmax იყო 450ნგ/მლ, საშუალოდ 1.2 საათის შემდეგ, სხეულის წონის ნორმალიზებასთან ერთად, ორგანიზმიდან საერთო კლირენსი 30%-ით მეტი იყო, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი - 24%-ით ნაკლები აღნიშნულ პოპულაციაში, ვიდრე მოზრდილებში. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში სპეციალური ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა. რეტროსპექტული ფარმაკოკინეტიკური ანალიზი ჩაუტარდა 323 პაციენტს (181 ბავშვი 1-დან 5 წლამდე, 18 ბავშვი 6-დან 11 წლამდე და 124 ზრდასრული 18-დან 55 წლამდე), რომლებიც იღებდნენ ლევოცეტირიზინის 1.25 მგ - 30 მგ ერთჯერად ან მრავალჯერად დოზებს. ამ ანალიზის მონაცემებმა აჩვენა, რომ 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში დღეში ერთხელ 1.25 მგ დოზის მიღებისას მოსალოდნელია ისეთივე პლაზმური კონცენტრაციები, როგორიც აღინიშნება მოზრდილებში დღეში ერთხელ 5 მგ დოზის მიღებისას.

ხანდაზმულები:

ხანდაზმულ პაციენტებში ფარმაკოკინეტიკური მონაცემები შეზღუდულია. 9 ხანდაზმულ სუბიექტში (65-74 წლის) 6 დღის განმავლობაში დღეში ერთხელ 30მგ ლევოცეტირიზინის განმეორებითი პერორალური მიღებისას, ლევოცეტირიზინის საერთო კლირენსი დაახლოებით 33%-ით დაბალი იყო ახალგაზრდებთან შედარებით. რაცემიული ცეტირიზინის განაწილება ასაკზე კი არა, თირკმლის ფუნქციაზეა დამოკიდებული. ეს დასკვნა ასევე ეხება ლევოცეტირიზინს, რადგან როგორც ლევოცეტირიზინი, ასევე ცეტირიზინი ძირითადად გამოიყოფა შარდით. ამიტომ, ხანდაზმულ პაციენტებში ლევოცეტირიზინის დოზა უნდა დარეგულირდეს თირკმლის ფუნქციის მიხედვით.

სქესი:

77 პაციენტის (40 მამაკაცი, 37 ქალი) ფარმაკოკინეტიკური შედეგები შეფასდა სქესის პოტენციური ეფექტების თვალსაზრისით. ნახევარგამოყოფის პერიოდი ქალებში ოდნავ უფრო მოკლე იყო (7.08 ± 1.72სთ), ვიდრე მამაკაცებში (8.62 ± 1.84სთ). თუმცა, სხეულის წონის მიხედვით კორექტირებული პერორალური კლირენსი ქალებში (0.67 ± 0.16მლ/წთ/კგ) შედარებადი აღმოჩნდა მამაკაცებში მიღებულ მაჩვენებელთან (0.59 ± 0.12მლ/წთ/კგ). თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე მამაკაცებისა და ქალებისთვის გამოიყენება იგივე დღიური დოზები და დოზებს შორის ინტერვალები.

რასა:

რასის გავლენა ლევოცეტირიზინზე შესწავლილი არ არის. ვინაიდან ლევოცეტირიზინი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა და არ არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი რასობრივი განსხვავება კრეატინინის კლირენსში, ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები რასებს შორის განსხვავებული არ არის. რაცემიული ცეტირიზინის კინეტიკაში რასობრივი განსხვავებები არ დაფიქსირებულა.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:

ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არ არის შესწავლილი. ქრონიკული ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში (ჰეპატოცელულარული, ქოლესტაზური და ბილიარული ციროზი), რომლებიც იღებდნენ 10 ან 20მგ რაცემიულ ცეტირიზინს ერთჯერადი დოზის სახით, ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 50%-ით და კლირენსი შემცირდა 40%-ით ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით.

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთობა:

ჰისტამინით ინდუცირებულ კანის რეაქციებზე მოქმედება არ შეესაბამება (არ ემთხვევა ფაზის მხრივ) კონცენტრაციებს პლაზმაში.

მონტელუკასტი:

შეწოვა:

მონტელუკასტი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. მოზრდილებში 10მგ შემოგარსული ტაბლეტის უზმოზე მიღების შემდეგ, მონტელუკასტის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) მიიღწევა 3 საათში (Tmax). პერორალური მიღების შემდეგ საშუალო ბიოშეღწევადობა 64%-ია. ჩვეულებრივი კვება გავლენას არ ახდენს პრეპარატის ბიოშეღწევადობასა და Cmax-ზე პერორალურად მიღებისას. გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურდა კლინიკური კვლევებით, რომლის ფარგლებშიც პაციენტები იღებდნენ 10მგ შემოგარსულ ტაბლეტებს კვების დროის მიუხედავად.

განაწილება:

მონტელუკასტის 99%-ზე მეტი უკავშირდება პლაზმის ცილებს. მონტელუკასტის განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში საშუალოდ 8-11 ლიტრს შეადგენს. რადიომარკირებული მონტელუკასტის გამოყენებით ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ მისი განაწილება ჰემატოენცეფალურ ბარიერზე მინიმალურია. გარდა ამისა, რადიომარკირებული ნივთიერების კონცენტრაციები დოზის მიღებიდან 24 საათის შემდეგ ყველა სხვა ქსოვილში მინიმალური იყო.

ბიოტრანსფორმაცია:

მონტელუკასტი ინტენსიურად მეტაბოლიზდება. თერაპიული დოზების გამოყენებით ჩატარებულ კვლევებში, მონტელუკასტის მეტაბოლიტების კონცენტრაცია პლაზმაში წონასწორულ მდგომარეობაში მოზრდილებსა და ბავშვებში არ განისაზღვრა.

ციტოქრომ P4502C8 არის მთავარი ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს მონტელუკასტის მეტაბოლიზმში. გარდა ამისა, CYP 3A4, 2C9 ფერმენტებს შესაძლოა ჰქონდეთ მცირე გავლენა მონტელუკასტის მეტაბოლიზმზე, თუმცა იტრაკონაზოლი, CYP3A4-ის ინჰიბიტორი, კლინიკურად მნიშვნელოვნად არ ცვლის მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკას ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც იღებენ 10მგ მონტელუკასტს დღეში. ადამიანის ღვიძლის მიკროსომებზე ჩატარებული in vitro კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, მონტელუკასტის თერაპიული პლაზმური კონცენტრაციები არ აინჰიბირებს P450 3A4, 2C9, 1A2, 2A6, 2C19 ან 2D6 ციტოქრომებს. მეტაბოლიტების წვლილი მონტელუკასტის თერაპიულ ეფექტში მინიმალურია.

ელიმინაცია:

ჯანმრთელ მოზრდილებში მონტელუკასტის პლაზმური კლირენსი საშუალოდ 45მლ/წთ-ს შეადგენს. რადიომარკირებული მონტელუკასტის პერორალური მიღების შემდეგ, 5 დღის განმავლობაში რადიოაქტიურობის 86% განავალთან ერთად გამოიყოფა, <0,2% კი - შარდთან ერთად. პერორალური მიღების შემდეგ მონტელუკასტის ბიოშეღწევადობის გათვალისწინებით, აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები, პრაქტიკულად სრულად, ნაღველთან ერთად გამოიყოფა.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები:

ხანდაზმულებში ან ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში კვლევები არ ჩატარებულა. რადგან მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ნაღველთან ერთად, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. არ არსებობს მონაცემები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მძიმე ფორმის (Child-Pugh ქულა >9) მქონე პაციენტებში მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკის შესახებ.

მონტელუკასტის დიდი დოზებით მიღებისას (რეკომენდებულ ზრდასრულთა დოზაზე 20 და 60-ჯერ მეტი) აღინიშნა პლაზმური თეოფილინის კონცენტრაციის შემცირება. ეს ეფექტი არ დაფიქსირებულა რეკომენდებული დოზის - 10 მგ-ის დღეში ერთხელ მიღებისას.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

ლევოცეტირიზინი:

უსაფრთხო ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზების ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალისა და რეპროდუქციული ტოქსიკურობის ტრადიციული კვლევების საფუძველზე არაკლინიკურმა მონაცემებმა ადამიანისთვის რაიმე განსაკუთრებული საფრთხე არ გამოავლინა.

მონტელუკასტი:

ცხოველებზე ჩატარებულ ტოქსიკურობის კვლევებში დაფიქსირდა შრატში ALT-ის, გლუკოზის, ფოსფორისა და ტრიგლიცერიდების დონის მცირე ბიოქიმიური ცვლილებები, რაც გარდამავალ ხასიათს ატარებდა. ცხოველებში ტოქსიკურობის ნიშნები მოიცავდა გაძლიერებულ ნერწყვდენას, კუჭ-ნაწლავის სიმპტომებს, თხევად განავალსა და იონური დისბალანსს. ყოველივე ეს აღინიშნა იმ დოზებზე, რომლებიც >17-ჯერ უფრო მაღალ სისტემურ ზემოქმედებას უზრუნველყოფდა კლინიკურ დოზებთან შედარებით. მაიმუნებში გვერდითი ეფექტები გამოვლინდა 150 მგ/კგ/დღეში დოზებიდან (კლინიკურ დოზებზე >232-ჯერ უფრო მაღალი სისტემური ზემოქმედება). ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, მონტელუკასტი ზეგავლენას არ ახდენდა ფერტილობასა თუ რეპროდუქციულ ფუნქციაზე იმ სისტემური ზემოქმედებით, რომელიც კლინიკურ სისტემურ ზემოქმედებას 24-ჯერ აღემატებოდა. ნაშიერის სხეულის წონის ოდნავ შემცირება აღინიშნა მდედრი ვირთხების ფერტილობის კვლევაში 200 მგ/კგ/დღეში დოზაზე (კლინიკურ სისტემურ ექსპოზციაზე >69-ჯერ მაღალი). ბოცვრებზე ჩატარებულ კვლევებში, არასრული გაძვალების უფრო მაღალი სიხშირე, შესაბამის საკონტროლო ცხოველებთან შედარებით, აღინიშნა იმ სისტემურ ზემოქმედებაზე, რომელიც >24-ჯერ აღემატებოდა კლინიკურ სისტემურ ექსპოზიციას კლინიკურ დოზაზე. ვირთხებში რაიმე დარღვევები არ აღინიშნა. მონტელუკასტი კვეთს პლაცენტის ბარიერს და გამოიყოფა ცხოველების რძეში.

თაგვებსა და ვირთხებში ნატრიუმის მონტელუკასტის 5000 მგ/კგ-მდე დოზის ერთჯერადი პერორალური შეყვანის შემდეგ (15,000 მგ/მ2 და 30,000 მგ/მ2 თაგვებსა და ვირთხებში, შესაბამისად), მაქსიმალურ ტესტირებულ დოზაზე სიკვდილის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. აღნიშნული დოზა ზრდასრული ადამიანის რეკომენდებული დღიური 25,000-ჯერადი დოზის ეკვივალენტურია (ზრდასრული პაციენტის 50 კგ წონის გათვალისწინებით).

მონტელუკოასტი არ არის ფოტოტოქსიკური თაგვებში UVA, UVB ან სინათლის ხილული სპექტრის მიმართ <500 მგ/კგ/დღეში დოზებზე (დაახლოებით >200-ჯერ აღემატება სისტემურ ექსპოზიციას).

მონტელუკასტი არ იყო მუტაგენური in vitro და in vivo კვლევებში, არც ტუმოროგენული მღრღნელების სახეობებში.

ფარმაცევტული მონაცემები

შემავსებლების ჩამონათვალი:

მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი (ფხვნილის სახით), ნატრიუმის კროსკარმელოზა (Ac-di-sol)-SD-711, ჰიდროქსიპროპილცელულოზა (Klucel-LF), იზოპროპილის სპირტი, დიქლორმეთანი, მაგნიუმის სტეარატი, Opadry 03B580012 White, დისტილირებული წყალი.

არათავსებადობა

არ გამოიყენება.

ვარგისიანობის ვადა

24თვე

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელი ანგარიში

სამკურნალო საშუალების დასახელება

სამკურნალო საშუალების დასახელება

მონცეტინ-დუო / MONCETIN-DUO/

მონტელუკასტისა და ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის ტაბლეტები 10მგ/5მგ

დოზა

10მგ/5მგ

წამლის ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები.

თვისებრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

მონცეტინ-დუო

მონტელუკასტისა და ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის ტაბლეტები 10მგ/5მგ

თითო შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის:

ნატრიუმის მონტელუკასტი BP, 10მგ მონტელუკასტის ეკვივალენტური

ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი USP 5მგ

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი მოცემულია 6.1 პუნქტში.

წამლის ფორმა

თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი, შემოგარსული ტაბლეტები, ორივე მხრიდან გლუვი.

კლინიკური მონაცემები

თერაპიული ჩვენებები:

მონტელუკასტი და ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი ნაჩვენებია მოზრდილებსა და 15 წლის ან უფროსი ასაკის მოზარდებში ალერგიულ რინიტთან დაკავშირებული სიმპტომების შესამსუბუქებლად.

დოზირება და მიღების წესი

დოზირება:

რეკომენდებული დოზაა მონტელუკასტისა და ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის თითო ტაბლეტი დღეში ერთხელ.

მიღების წესი:

მიიღება პერორალურად.

დოზის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

არ არის განკუთვნილი 15 წლამდე ასაკის პაციენტებში გამოსაყენებლად.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა მონტელუკასტის, ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის, ცეტირიზინის, ჰიდროქსიზინის, პიპერაზინის სხვა წარმოებულების ან რომელიმე სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

მონტელუკასტი და ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი არ წარმოადგენენ ასთმის სამკურნალო საშუალებებს. ასთმის სამკურნალოდ მონტელუკასტის და ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის ტაბლეტები არ უნდა დაინიშნოს. თუმცა, შეიძლება დაინიშნოს ასთმის სამკურნალოდ გამოყენებულ სხვა მედიკამენტებთან ერთად.

ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი:

სიფრთხილეა რეკომენდებული ალკოჰოლის მიღებისას.

სიფრთხილეა რეკომენდებული შარდის შეკავების ხელშემწყობი ფაქტორების (მაგ., ზურგის ტვინის დაზიანება, პროსტატის ჰიპერპლაზია) არსებობისას, რადგან ლევოცეტირიზინმა შეიძლება გაზარდოს შარდის შეკავების რისკი.

ეპილეფსიის მქონე პაციენტებმა და კონვულსიების რისკის მქონე პაციენტებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რადგან ლევოცეტირიზინმა შეიძლება გაამწვავოს მდგომარეობა.

კანის ალერგიულ ტესტებზე რეაქციას ანტიჰისტამინური საშუალებები თრგუნავს და მათ ჩატარებამდე საჭიროა შესვენების პერიოდი (3 დღე).

პაციენტებმა, რომელთაც აქვთ იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები — გალაქტოზის აუტანლობა, ლაპ-ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია — არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ლევოცეტირიზინის მიღების შეწყვეტისას შეიძლება ქავილი განვითარდეს, მაშინაც კი, თუ ეს სიმპტომები მკურნალობის დაწყებამდე არ აღინიშნებოდა. სიმპტომები შეიძლება სპონტანურად გაქრეს. ზოგიერთ შემთხვევაში, სიმპტომები შეიძლება იყოს მძიმე და საჭირო გახდეს მკურნალობის თავიდან დაწყება. სიმპტომები უნდა გაქრეს მკურნალობის თავიდან დაწყების შემდეგ.

მონტელუკასტი:

პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ არასდროს გამოიყენონ პერორალური მონტელუკასტი მწვავე ასთმის შეტევების სამკურნალოდ და ყოველთვის თან ჰქონდეთ შესაბამისი გადაუდებელი დახმარების მედიკამენტები. მწვავე შეტევის განვითარების შემთხვევაში, უნდა იქნას გამოყენებული ხანმოკლე მოქმედების ინჰალაციური ბეტა-აგონისტი. პაციენტებმა რაც შეიძლება მალე უნდა მიმართონ ექიმს, თუ მათ ჩვეულებრივზე მეტი ხანმოკლე მოქმედების ბეტა-აგონისტის ინჰალაცია სჭირდებათ.

მონტელუკასტის ჩანაცვლება ინჰალაციური ან პერორალური კორტიკოსტეროიდებით უნდა მოხდეს თანდათან.

არ არსებობს მტკიცებულება, რომ პერორალური კორტიკოსტეროიდების დოზა შეიძლება შემცირდეს მონტელუკასტთან ერთად მიღებისას.

მონტელუკასტის მიღების ფონზე დაფიქსირდა ნეიროფსიქიატრიული დარღვევების შემთხვევები. პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითება, ყურადღებით იყვნენ ნეიროფსიქიატრიული დარღვევების მიმართ. ასეთი დარღვევების განვითარების შემთხვევაში უნდა შეფასდეს მონტელუკასტით მკურნალობის გაგრძელების რისკები და სარგებელი.

იშვიათ შემთხვევებში, მონტელუკასტით მკურნალობის დროს, შეიძლება განვითარდეს სისტემური ეოზინოფილია, ზოგჯერ ჩარგ-სტრაუსის სინდრომისთვის დამახასიათებელი ვასკულიტის კლინიკური გამოვლინებებით, მდგომარეობა, რომელიც ხშირად მოითხოვს სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას. ეს შემთხვევები ზოგჯერ დაკავშირებულია პერორალური კორტიკოსტეროიდების თერაპიის შეწყვეტასთან ან დოზის შემცირებასთან. მიუხედავად იმისა, რომ ლეიკოტრიენის რეცეპტორების ანტაგონიზმთან მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის, ექიმებმა ყურადღება უნდა მიაქციონ პაციენტებში ეოზინოფილიის, ვასკულიტური გამონაყარის, პულმონალური სიმპტომების გაუარესების, გულის გართულებების და/ან ნეიროპათიის გამოვლინებებს. აღნიშნული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, უნდა მოხდეს პაციენტის მდგომარეობის ხელახალი შეფასება და მკურნალობის რეჟიმის გადახედვა.

მონტელუკასტით მკურნალობისას არ იცვლება ასპირინის მიმართ მგრძნობიარე ასთმის მქონე პაციენტებისთვის ასპირინისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისგან თავის შეკავების აუცილებლობა.

აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს.

პაციენტებმა, რომელთაც აღენიშნებათ იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები — გალაქტოზის აუტანლობა, ლაპ-ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია — არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი:

ლევოცეტირიზინთან ურთიერთქმედების კვლევები (მათ შორის CYP3A4 ინდუქტორებთან დაკავშირებული კვლევები) არ ჩატარებულა; რაცემიული ნაერთის, ცეტირიზინის, კვლევებმა არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი ურთიერთქმედება (ანტიპირინთან, აზითრომიცინთან, ციმეტიდინთან, დიაზეპამთან, ერითრომიცინთან, გლიპიზიდთან, კეტოკონაზოლთან, და ფსევდოეფედრინთან). ცეტირიზინის კლირენსის მცირედი შემცირება (16%-ით) დაფიქსირდა თეოფილინის მრავალჯერადი დოზების (400მგ დღეში ერთხელ) გამოყენებით ჩატარებულ კვლევაში, ხოლო თეოფილინის განაწილება არ შეცვლილა ცეტირიზინთან ერთად მიღებისას.

რიტონავირის (600მგ დღეში ორჯერ) და ცეტირიზინის (10მგ დღეში) მრავალჯერადი დოზების კვლევაში, ცეტირიზინის ექსპოზიცია დაახლოებით 40%-ით გაიზარდა, ხოლო რიტონავირის განაწილება ოდნავ შეიცვალა (-11%) ცეტირიზინთან ერთად მიღებისას.

საკვებთან ერთად მიღებისას ლევოცეტირიზინის შეწოვის ხარისხი არ მცირდება, თუმცა შეწოვის სიჩქარე მცირდება.

მგრძნობიარე პაციენტებში, ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის ალკოჰოლთან ან სხვა ცნს-ის დამთრგუნველ საშუალებებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სიფხიზლის შემდგომი დაქვეითება და შრომისუნარიანობის დაქვეითება.

მონტელუკასტი:

მონტელუკასტი შეიძლება დაინიშნოს სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ხშირად გამოიყენება ბრონქული ასთმის პროფილაქტიკისა და ქრონიკული მკურნალობისთვის. ურთიერთქმედების კვლევებში, მონტელუკასტის რეკომენდებულ კლინიკურ დოზას კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია შემდეგი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე: თეოფილინი, პრედნიზონი, პრედნიზოლონი, პერორალური კონტრაცეპტივები (ეთინილესტრადიოლი /ნორეთინდრონი 35/1), ტერფენადინი, დიგოქსინი და ვარფარინი.

მონტელუკასტის AUC დაახლოებით 40%-ით შემცირდა ფენობარბიტალთან ერთად მიღებისას. რადგან მონტელუკასტი მეტაბოლიზდება CYP 3A4, 2C8 და 2C9 საშუალებით, მისი დანიშვნა სიფრთხილით უნდა მოხდეს, განსაკუთრებით ბავშვებში, ისეთ CYP 3A4, 2C8 და 2C9 ინდუქტორებთან ერთად, როგორიცაა ფენიტოინი, ფენობარბიტალი და რიფამპიცინი.

in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი CYP2C8-ის ძლიერი ინჰიბიტორია. თუმცა, მონტელუკასტისა და როზიგლიტაზონის (სამკურნალო პროდუქტების სუბსტრატების წარმომადგენელი, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება CYP2C8-ით) შორის ურთიერთქმედების კლინიკური კვლევის მონაცემები ცხადჰყოფს, რომ მონტელუკასტი არ აინჰიბირებს CYP 2C8-ს in vivo და შესაბამისად, მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ამ ფერმენტის მიერ მეტაბოლიზებული პრეპარატების მეტაბოლიზმზე (მაგ., პაკლიტაქსელი, როზიგლიტაზონი და რეპაგლინიდი).

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი წარმოადგენს CYP 2C8-ის სუბსტრატს და, ნაკლები ხარისხით, 2C9-ის და 3A4-ის სუბსტრატს. მონტელუკასტისა და გემფიბროზილის (როგორც CYP 2C8-ის, ასევე 2C9-ის ინჰიბიტორი) მონაწილეობით ჩატარებულ კლინიკური წამალთშორისი ურთიერთქმედების კვლევაში, გემფიბროზილმა მონტელუკასტის სისტემური ექსპოზიცია 4.4-ჯერ გაზარდა. გემფიბროზილთან ან სხვა CYP 2C8-ს ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას მონტელუკასტის დოზის კორექცია საჭირო არ არის, თუმცა ექიმმა უნდა გაითვალისწინოს არასასურველი რეაქციების მომატების რისკები.

in vitro მონაცემებზე დაყრდნობით, კლინიკურად მნიშვნელოვანი წამალთშორისი ურთიერთქმედება CYP 2C8-ის ნაკლებად ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგ., ტრიმეტოპრიმი) მოსალოდნელი არ არის. მონტელუკასტის იტრაკონაზოლთან, CYP 3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორთან, ერთად მიღებისას არ დაფიქსირდა მონტელუკასტის სისტემური ექსპოზიციის მნიშვნელოვანი ზრდა.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა:

სიფრთხილის მიზნით, ორსულობის დროს სასურველია თავი შეიკავოთ ლევოცეტირიზინის და/ან მონტელუკასტის გამოყენებისგან.

ლაქტაცია:

ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლისა და ქალისთვის თერაპიის სარგებლის გათვალისწინებით, უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ლევოცეტირიზინით/ მონტელუკასტით თერაპიის შეწყვეტის/თავი შეკავების შესახებ.

ფერტილობა:

არ არსებობს მონაცემები მამაკაცისა და ქალის ნაყოფიერების შესახებ.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ზოგიერთ შემთხვევაში ლევოცეტირიზინით თერაპიის დროს შეიძლება განვითარდეს ძილიანობა, მომატებული დაღლილობა და ასთენია. რადგან ნებისმიერ სამკურნალო საშუალებაზე რეაქცია ინდივიდუალურია, პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი ქმედებების განხორციელებისგან, რომლებიც მოითხოვს კონცენტრაციას, როგორიცაა ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა, სანამ არ დაადგენენ საკუთარ რეაქციას მედიკამენტზე.

გვერდითი მოვლენები

ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი:

კლინიკური კვლევები:

12-დან 71 წლამდე ასაკის ქალებსა და მამაკაცებში ჩატარებულ თერაპიულ კვლევებში, 5მგ ლევოცეტირიზინის ჯგუფში პაციენტების 15.1%-ს განუვითარდა სულ მცირე ერთი წამლისმიერი გვერდითი რეაქცია, პლაცებო ჯგუფში კი ეს მაჩვენებელი 11.3%-ს შეადგენდა. ამ გვერდითი მოვლენების 91.6% მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის იყო.

თერაპიულ კვლევებში, გვერდითი მოვლენების გამო კვლევიდან მოხსნის მაჩვენებელი 5მგ ლევოცეტირიზინის შემთხვევაში იყო 1.0% (9/935), ხოლო პლაცებოს შემთხვევაში - 1.8% (14/771).

ლევოცეტირიზინის კლინიკურ თერაპიულ კვლევებში მონაწილეობდა 935 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ სამკურნალო საშუალებას რეკომენდებული დოზით 5მგ დღეში. ამ მონაცემების ანალიზის მიხედვით, 5მგ ლევოცეტირიზინის ან პლაცებოს მიღებისას წამლისმიერი გვერდითი რეაქციების სიხშირე იყო 1% ან მეტი (ხშირი: ≥1/100- <1/10):

გვერდითი რეაქცია

(WHOART)

პლაცებო

(n = 771)

5მგ ლევოცეტირიზინი

(n = 935)

თავის ტკივილი

25 (3.2%)

24 (2.6%)

ძილიანობა

11 (1.4%)

49 (5.2%)

პირის სიმშრალე

12 (1.6%)

24 (2.6%)

დაღლილობა

9 (1.2%)

23 (2.5%)

ასევე დაფიქსირდა გვერდითი რეაქციების სხვა არახშირი შემთხვევები (არახშირი ≥1/1000- <1/100), როგორიცაა ასთენია ან მუცლის ტკივილი.

სედაციურ საშუალებებთან დაკავშირებული ისეთი გვერდითი რეაქციების სიხშირე, როგორიცაა ძილიანობა, დაღლილობა და ასთენია, ზოგადად უფრო მაღალი იყო (8.1%) 5მგ ლევოცეტირიზინის მიღებისას, ვიდრე პლაცებოს მიღებისას (3.1%).

ბავშვები:

ორ პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ 6-დან 11 თვემდე და 1 წლიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, 159 სუბიექტი იღებდა ლევოცეტირიზინს დოზით 1.25მგ დღეში 2 კვირის განმავლობაში და 1.25მგ დღეში ორჯერ, შესაბამისად.

ლევოცეტირიზინის ან პლაცებოს გამოყენებისას დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები 1% ან მეტი სიხშირით.

ორგანოთა სისტემები და გვერდითი რეაქციები

პლაცებო (n=83)

ლევოცეტირიზინი (n=159)

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

დიარეა

0

3 (1.9%)

ღებინება

1 (1.2%)

1 (0.6%)

ყაბზობა

0

2 (1.3%)

ნერვული სისტემის დარღვევები

ძილიანობა

2 (2.4%)

3 (1.9%)

ფსიქიკური დარღვევები

ძილის დარღვევა

0

2 (1.3%)

6-12 წლის ასაკის ბავშვებში ჩატარდა ორმაგ- ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევები, რომლის ფარგლებშიც 243 ბავშვი იღებდა 5მგ ლევოცეტირიზინს ყოველდღიურად, სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში, 1 კვირაზე ნაკლებიდან 13 კვირამდე. ლევოცეტირიზინის ან პლაცებოს გამოყენებისას დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები 1% ან მეტი სიხშირით.

გვერდითი რეაქცია

პლაცებო (n=240)

ლევოცეტირიზინი 5 მგ (n=243)

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

თავის ტკივილი

5(2.1%)

2(0.8%)

ძილიანობა

1(0.4%)

7(2.9%)

პოსტმარკეტინგული გამოცდილება:

პოსტმარკეტინგულ პერიოდში განვითარებული გვერდითი რეაქციები მოცემულია ორგანოთა სისტემებისა და სიხშირის მიხედვით. სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1,000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000); უცნობი სიხშირის (გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).

იმუნური სისტემის დარღვევები:

უცნობი: ჰიპერმგრძნობელობა, მათ შორის ანაფილაქსია

მეტაბოლური და კვებითი დარღვევები:

უცნობი: მადის გაძლიერება

ფსიქიკური დარღვევები:

უცნობი: აგრესია, აჟიტაცია, ჰალუცინაციები, დეპრესია, უძილობა, სუიციდური აზრები, კოშმარები

ნერვული სისტემის დარღვევები:

უცნობი: კონვულსიები, პარესთეზია, თავბრუსხვევა, სინკოპე, ტრემორი, დისგევზია

დარღვევები ყურისა და ლაბირინთის მხრივ:

უცნობი: ვერტიგო

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ:

უცნობი: მხედველობის დარღვევები, მხედველობის დაბინდვა

დარღვევები გულის მხრივ:

უცნობი: პალპიტაცია, ტაქიკარდია

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის მხრივ:

უცნობი: დისპნოე

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები:

უცნობი: გულისრევა, ღებინება, დიარეა

ჰეპატობილიარული დარღვევები:

უცნობი: ჰეპატიტი

თირკმლის და საშარდე გზების დარღვევები:

უცნობი: დიზურია, შარდის შეკავება

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:

უცნობი: ანგიონევროზული შეშუპება, ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება

დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლების მხრივ:

უცნობი: მიალგია, ართრალგია

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები:

უცნობი: შეშუპება

კვლევები:

უცნობი: წონის მატება, დარღვევები ღვიძლის ფუნქციური სინჯების მხრივ.

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ლევოცეტირიზინის შეწყვეტის შემდეგ აღინიშნა ქავილი.

მონტელუკასტი:

გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი:

პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში ორგანოთა სისტემების მიხედვით. სიხშირის კატეგორიები განისაზღვრა შესაბამისი კლინიკური კვლევების საფუძველზე.

ორგანოთა სისტემები

მონტელუკასტის გამოყენებისას დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები

სიხშირის კატეგორია

ინფექციები და ინფესტაციები

ზედა სასუნთქი გზების ინფექცია†

ძალიან ხშირი

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

სისხლდენისადმი მიდრეკილების გაზრდა

იშვიათი

იმუნური სისტემის დარღვევა

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია

არახშირი

ღვიძლის ეოზინოფილური ინფილტრაცია

ძალიან იშვიათი

ფსიქიკური დარღვევები

ძილის დარღვევები, მათ შორის კოშმარები, უძილობა, სომნამბულიზმი, გაღიზიანებადობა, შფოთვა, მოუსვენრობა, აჟიტაცია, მათ შორის აგრესიული ქცევა ან მტრული დამოკიდებულება, დეპრესია, ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა (მათ შორის გაღიზიანებადობა, მოუსვენრობა, ტრემორი§)

არახშირი

ყურადღების დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება

იშვიათი

ჰალუცინაციები, დეზორიენტაცია, სუიციდური აზრები და ქცევა

ძალიან იშვიათი

ნერვული სისტემის დარღვევები

თავბრუსხვევა, ძილიანობა, პარესთეზია/ ჰიპოესთეზია, კრუნჩხვები

არახშირი

დარღვევები გულის მხრივ

პალპიტაცია

იშვიათი

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის მხრივ

ეპისტაქსისი

არახშირი

ჩარგ-სტრაუსის სინდრომი (CSS), ფილტვის ეოზინოფილია

ძალიან იშვიათი

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

დიარეა‡, გულისრევა‡, ღებინება‡

ხშირი

პირის სიმშრალე, დისპეფსია

არახშირი

ჰეპატობილიარული დარღვევები

შრატის ტრანსამინაზების (ALT, AST) მომატება

ხშირი

ჰეპატიტი (მათ შორის ქოლესტაზური, ჰეპატოცელულარული და შერეული ტიპის ღვიძლის დაზიანება).

ძალიან იშვიათი

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

გამონაყარი‡

ხშირი

სისხლჩაქცევები, ჭინჭრის ციება, ქავილი

არახშირი

ანგიონევროზული შეშუპება

იშვიათი

კვანძოვანი ერითემა, მულტიფორმული ერითემა

ძალიან იშვიათი

დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლების მხრივ

ართრალგია, მიალგია, მათ შორის კუნთების სპაზმები

არახშირი

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

პირექსია‡

ხშირი

ასთენია/დაღლილობა, სისუსტე, შეშუპება

არახშირი

  • სიხშირის კატეგორია: განისაზღვრება თითოეული გვერდითი მოვლენისთვის კლინიკური კვლევის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1,000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000).

† კლინიკურ კვლევებში, ეს გვერდითი მოვლენა, რომელიც „ძალიან ხშირად“ აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ასევე „ძალიან ხშირად“ დაფიქსირდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

‡ კლინიკურ კვლევებში, ეს გვერდითი მოვლენა, რომელიც „ხშირად“ აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ასევე „ხშირად“ დაფიქსირდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

§ სიხშირის კატეგორია: იშვიათი

დოზის გადაჭარბება

ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი:

დოზის გადაჭარბების სიმპტომები:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოზრდილებში შეიძლება განვითარდეს ძილიანობა, ხოლო ბავშვებში თავდაპირველად შესაძლოა გამოვლინდეს აჟიტაცია და მოუსვენრობა, რასაც შემდგომში მოჰყვება ძილიანობა.

დოზის გადაჭარბების მართვა:

ლევოცეტირიზინის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, რეკომენდებულია სიმპტომური ან დამხმარე მკურნალობა. პრეპარატის მიღებიდან მალევე შეიძლება რეკომენდებული იყოს კუჭის ამორეცხვა. ლევოცეტირიზინი ეფექტურად არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით.

მონტელუკასტი:

მონტელუკასტის პოსტმარკეტინგული დაკვირვებისა და კლინიკური კვლევების დროს აღინიშნა დოზის გადაჭარბების მწვავე შემთხვევები. ეს მოიცავს ცნობებს პრეპარატის გამოყენების შესახებ მოზრდილებსა და ბავშვებში 1000 მგ-მდე დოზით (დაახლოებით 61 მგ/კგ 42 თვის ბავშვში). კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები შეესაბამებოდა მოზრდილებსა და ბავშვებში უსაფრთხოების პროფილს.

დოზის გადაჭარბების სიმპტომები:

დოზის გადაჭარბების უმეტეს შემთხვევებში გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები შეესაბამებოდა მონტელუკასტის უსაფრთხოების პროფილს და მოიცავდა მუცლის ტკივილს, ძილიანობას, წყურვილს, თავის ტკივილს, ღებინებასა და ფსიქომოტორულ ჰიპერაქტიურობას.

დოზის გადაჭარბების მართვა

მონტელუკასტის დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს. უცნობია, გამოიდევნება თუ არა მონტელუკასტი პერიტონეალური დიალიზით ან ჰემოდიალიზით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ათქ კოდი: R03DC53

ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი:

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები, პიპერაზინის წარმოებულები.

მოქმედების მექანიზმი:

ლევოცეტირიზინი, ცეტირიზინის (R) ენანტიომერი, წარმოადგენს პერიფერიული H1 რეცეპტორების ძლიერ და შერჩევით ანტაგონისტს.

შეკავშირების კვლევებმა აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინს აქვს მაღალი აფინურობა ადამიანის H1 რეცეპტორების მიმართ (Ki=3.2ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინს გააჩნია ცეტირიზინზე 2-ჯერ მაღალი აფინობა (Ki=6.3 ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინი დისოცირდება H1 რეცეპტორებისგან 115 ± 38 წუთის ნახევარგამოყოფის პერიოდით.

ერთჯერადი მიღების შემდეგ, ლევოცეტირიზინი იკავებს რეცეპტორების 90%-ს 4 საათის შემდეგ, ხოლო 24 საათის შემდეგ - 57%-ს.

ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებული ფარმაკოდინამიკური კვლევები აჩვენებს, რომ ლევოცეტირიზინის ნახევარი დოზის აქტივობა უდრის ცეტირიზინის აქტივობას როგორც კანზე, ასევე ცხვირში.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები:

ლევოცეტირიზინის ფარმაკოდინამიკური აქტივობა შესწავლილია რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევებში:

ჰისტამინით ინდუცირებულ კანის შეშუპებასა და სიწითლეზე (wheal and flare) 5მგ ლევოცეტირიზინის, 5მგ დესლორატადინისა და პლაცებოს ეფექტების შესწავლისას, ლევოცეტირიზინით მკურნალობამ, პლაცებოსა და დესლორატადინთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეამცირა შეშუპება და სიწითლე, რომელიც ყველაზე მძიმე იყო პირველი 12 საათის განმავლობაში და გაგრძელდა 24 საათის განმავლობაში (p<0.001).

პლაცებო-კონტროლირებად კვლებებში, რომელიც ტარდებოდა ალერგენების შემცველ საკნებში, 5 მგ-იანი ლევოცეტირიზინის ეფექტი ალერგიური სიმპტომების კონტროლზე, რომელიც გამოწვეული იყო მცენარეთა მტვრის შესუნთქვით, გამოვლინდა პრეპარატის მიღებიდან 1 საათის შემდეგ.

in vitro კვლევებმა (Boyden საკნებში და უჯრედული შრის მეთოდით) აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინი თრგუნავს ეოტაქსინით გამოწვეული ეოზინოფილების ტრანსენდოთელიალურ მიგრაციას, როგორც კანის, ასევე ფილტვების უჯრედებიდან. ფარმაკოდინამიურმა ექსპერიმენტმა in vivo (კანის საკნის მეთოდი) 14 ზრდასრულ პაციენტში გამოავლინა, რომ 5მგ ლევოცეტირიზინი, პლაცებოსთან შედარებით, ყვავილის მტვერზე იწვევს 3 ძირითად მაინჰიბირებელ ეფექტს პირველი 6 საათის განმავლობაში: VCAM -1 გამოთავისუფლების დათრგუნვა, სისხლძარღვთა გამტარობის მოდულაცია და ეოზინოფილების ინფილტრაციის შემცირება.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება:

ლევოცეტირიზინის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებულია რამდენიმე ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, რომელიც ჩატარდა სეზონური ალერგიული რინიტის, პერენიალური ალერგიული რინიტის ან პერსისტენტული ალერგიული რინიტის მქონე ზრდასრულ პაციენტებში. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ალერგიული რინიტის სიმპტომებს, მათ შორის ცხვირის გაჭედვას.

6-თვიანმა კლინიკურმა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობდა 551 ზრდასრული პაციენტი (მათ შორის 276 პაციენტი მკურნალობდა ლევოცეტირიზინით), რომლებსაც აღენიშნებოდათ პერსისტენტული ალერგიული რინიტი (სიმპტომები გრძელდება კვირაში 4 დღეს ან 4 კვირაზე მეტი პერიოდით) და რომლებიც მგრძნობიარენი იყვნენ ოთახის მტვრის ტკიპებისა და ბალახის მტვრის მიმართ, აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინი 5მგ დოზით კლინიკურად და სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო ეფექტური იყო, ვიდრე პლაცებო, ალერგიული რინიტის სიმპტომების საერთო რაოდენობის შემცირების მხრივ კვლევის მთელი პერიოდის განმავლობაში, ტაქიფილაქსიის გარეშე. კვლევის მთელი პერიოდის განმავლობაში, ლევოცეტირიზინმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პაციენტების ცხოვრების ხარისხი.

პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციებით (CIU) დაავადებული 166 პაციენტი, 85 პაციენტი ღებულობდა პლაცებოს, ხოლო 81 პაციენტი - ლევოცეტირიზინს 5მგ დღეში ერთხელ ექვსი კვირის განმავლობაში.

ლევოცეტირიზინით მკურნალობამ გამოიწვია ქავილის სიმძიმის მნიშვნელოვანი შემცირება პირველი კვირის განმავლობაში და მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში, პლაცებოსთან შედარებით. ლევოცეტირიზინმა, პლაცებოსთან შედარებით, ასევე გამოიწვია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც შეფასდა დერმატოლოგიური ცხოვრების ხარისხის ინდექსით (DLQI).

ჭინჭრის ციების კლასიკური მოდელის სახით, ხდებოდა ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების შესწავლა. იმის გამო, რომ ჰისტამინის გამოყოფა წარმოადგენს მიზეზობრივ ფაქტორს ჭინჭრის ციების ყველა დაავადებაში, მოსალოდნელია, რომ ლევოცეტირიზინი ეფექტიანი საშუალება იქნება ჭინჭრის ციების სხვა სახეობების სიმპტომების კუპირებაში, მათ შორის ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციებისას.

ელექტროკარდიოგრამამ არ გამოავლინა ლევოცეტირიზინის მნიშვნელოვანი გავლენა QT ინტერვალზე.

ბავშვები:

ლევოცეტირიზინის ტაბლეტების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებისთვის შესწავლილი იქნა ორ პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ 6-დან 12 წლამდე ასაკის პაციენტები, შესაბამისად, სეზონური და პერენიალური ალერგიული რინიტით. ორივე კვლევაში ლევოცეტირიზინმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სიმპტომები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხი.

6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების კლინიკური უსაფრთხოება დადგინდა რამდენიმე მოკლევადიანი და გრძელვადიანი თერაპიული კვლევის შედეგად:

ერთი კლინიკური კვლევა, რომლის ფარგლებშიც ალერგიული რინიტის მქონე 2-დან 6 წლამდე ასაკის 29 ბავშვი იღებდა ლევოცეტირიზინს 1.25 მგ დოზით დღეში ორჯერ 4 კვირის განმავლობაში.

ერთი კლინიკური კვლევა, რომლის ფარგლებშიც ალერგიული რინიტის ან ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების მქონე 1-დან 5 წლამდე ასაკის 114 ბავშვი იღებდა ლევოცეტირიზინს 1.25 მგ დოზით დღეში ორჯერ 2 კვირის განმავლობაში.

ერთი კლინიკური კვლევა, რომლის ფარგლებშიც ალერგიული რინიტის ან ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების მქონე 6-დან 11 თვემდე ასაკის 45 ბავშვი იღებდა ლევოცეტირიზინს 1.25 მგ დოზით დღეში ერთხელ 2 კვირის განმავლობაში.

ერთი გრძელვადიანი (18 თვიანი) კლინიკური კვლევა, რომლის ფარგლებშიც ატოპიური მდგომარეობების მქონე 12-დან 24 თვემდე ასაკის (კვლევაში ჩართვის მომენტისათვის) 255 პაციენტი იღებდა ლევოცეტირიზინს.

უსაფრთხოების პროფილი მსგავსი იყო 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩატარებული მოკლევადიანი კვლევების დროს დაფიქსირებული პროფილისა.

მონტელუკასტი:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ლეიკოტრიენის რეცეპტორების ანტაგონისტები.

მოქმედების მექანიზმი:

ალერგიული რინიტის დროს CysLTs ალერგენის ზემოქმედების შემდეგ ცხვირის ლორწოვანი გარსიდან თავისუფლდება რეაქციის ადრეული და მოგვიანებითი ფაზების მიმდინარეობისას, იგი ასოცირებულია ალერგიული რინიტის სიმპტომებთანაც. CysLTs-ის ინტრანაზალური სინჯით გამოვლინდა ცხვირის სასუნთქი გზების რეზისტენტობის მომატება და ცხვირით სუნთქვის გაძნელების სიმპტომები.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება:

ჩატარდა კლინიკური კვლევა, რომლის მიზანი იყო მონტელუკასტის გამოყენების შეფასება სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომური მკურნალობისას 15 წლის და უფროსი ასაკის, ასთმისა და თანმხლები სეზონური რინიტის მქონე პაციენტებში. ამ კვლევაში მონტელუკასტმა (10მგ ტაბლეტების დღეში ერთხელ მიღებისას), პლაცებოსთან შედარებით, გამოავლინა რინიტის სადღეღამისო სიმპტომების მაჩვენებლის /Daily Rhinitis Symptoms Score/ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. რინიტის სადღეღამისო სიმპტომების მაჩვენებელი რინიტის დღის სიმპტომების (ცხვირით სუნთქვის გაძნელების, რინორეის, ცემინების, ცხვირის ქავილის საშუალო მაჩვენებლები) და ღამის სიმპტომების (ცხვირით სუნთქვის გაძნელების, დაძინების სირთულის, ღამით გამოღვიძებების საშუალო მაჩვენებლები) საშუალო მაჩვენებელია. პაციენტთა და ექიმთა ზოგადი შეფასებები, რომლებიც ალერგიულ რინიტს შეეხება, პლაცებოსთან შედარებით, სტატისტიკურად უკეთესი იყო. ასთმის დროს ეფექტურობის შეფასება ამ კვლევის პირველადი მიზანი არ ყოფილა.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი:

ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკა წრფივია, არ არის დამოკიდებული დოზასა და მიღების დროზე და ხასიათდება მცირე ცვალებადობით სუბიექტებს შორის. ფარმაკოკინეტიკური პროფილი ერთნაირია, როგორც ერთი ენანტიომერის, ასევე ცეტირიზინის სახით გამოყენებისას. ქირალური ინვერსია არ აღინიშნება შეწოვის (აბსორბციის) და გამოყოფის (ელიმინაციის) დროს.

შეწოვა:

ლევოცეტირიზინი სწრაფად და ფართოდ შეიწოვება პერორალურად მიღების შემდეგ. მოზრდილებში სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 0.9 საათში. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა ორი დღის შემდეგ. მაქსიმალური კონცენტრაციები, როგორც წესი, შეადგენს 270 ნგ/მლ-ს და 308 ნგ/მლ-ს, შესაბამისად, ერთჯერადი და განმეორებითი (5მგ დღეში ერთხელ) მიღების შემდეგ. შეწოვის ხარისხი არ არის დამოკიდებული დოზაზე და არ იცვლება საკვების მიღებისას, თუმცა მაქსიმალური კონცენტრაცია მცირდება და ყოვნდება.

განაწილება:

არ არსებობს მონაცემები ლევოცეტირიზინის ადამიანის ქსოვილებში განაწილების ან ლევოცეტირიზინის ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვის შესახებ. ვირთხებსა და ძაღლებში კი ყველაზე მაღალი კონცენტრაციები აღინიშნება ღვიძლსა და თირკმლებში, ხოლო ყველაზე დაბალი — ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.

ადამიანებში ლევოცეტირიზინის 90% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ლევოცეტირიზინის განაწილება შეზღუდულია, რადგან განაწილების მოცულობა შეადგენს 0.4 ლ/კგ-ს.

ბიოტრანსფორმაცია:

ადამიანებში ლევოცეტირიზინის მეტაბოლიზმის ხარისხი მიღებული დოზის 14%-ზე ნაკლებია და, შესაბამისად, გენეტიკური პოლიმორფიზმებით ან ფერმენტის ინჰიბიტორების თანმხლები მიღებით გამოწვეული განსხვავებები, სავარაუდოდ, უმნიშვნელოა. მეტაბოლური გზები მოიცავს არომატული ნაერთების დაჟანგვას, N - და O -დეალკილირებას და ტაურინთან კონიუგაციას. დეალკილირება ძირითადად ეფუძნება CYP3A4-ს, ხოლო არომატული ნაერთების დაჟანგვაში მონაწილეობენ მრავლობითი და/ან არაიდენტიფიცირებული CYP იზოფორმები. ლევოცეტირიზინი არ მოქმედებს CYP 1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4 იზოენზიმების აქტივობაზე 5მგ-ს პერორალური დოზის მიღების შემდეგ მიღწეულ პიკურ კონცენტრაციებზე მნიშვნელოვნად მაღალი კონცენტრაციების დროს.

მეტაბოლიზმის დაბალი ხარისხისა და მეტაბოლური ინჰიბირების პოტენციალის არარსებობის გამო, ლევოცეტირიზინის ურთიერთქმედება სხვა ნივთიერებებთან, ან პირიქით, ნაკლებად სავარაუდოა.

ელიმინაცია:

პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში შეადგენს 7.9 ± 1.9 საათს. მცირეწლოვან ბავშვებში ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ხანმოკლეა. მოზრდილებში საშუალო საერთო კლირენსი შეადგენს 0.63მლ/წთ/კგ-ს. ლევოცეტირიზინი და მისი მეტაბოლიტები ორგანიზმიდან ძირითადად შარდით გამოიყოფა, რაც დოზის საშუალოდ 85.4%-ს შეადგენს. განავალთან ერთად გამოყოფა შეადგენს მიღებული დოზის მხოლოდ 12.9%-ს. ლევოცეტირიზინი გამოიყოფა როგორც გლომერულური ფილტრაციის, ასევე აქტიური მილაკოვანი სეკრეციის გზით.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები:

თირკმლის ფუნქციის დარღვევა:

ლევოცეტირიზინის სავარაუდო კლირენსი კორელირებს კრეატინინის კლირენსთან. ამიტომ, რეკომენდებულია ლევოცეტირიზინის დოზირების ინტერვალების კორექცია თირკმლის ფუნქციის სშუალო და მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში. თირკმლის დაავადებების ტერმინალური, ანურიის სტადიის დროს საერთო კლირენსი მცირდება დაახლოებით 80%-ით, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. სტანდარტული 4-საათიანი ჰემოდიალიზის პროცედურის საშუალებით გამოიყოფა ლევოცეტირიზინის 10%-ზე ნაკლები.

ბავშვები:

ფარმაკოკინეტიკური კვლევის მონაცემებით, რომელიც ჩატარდა 6-დან 11 წლამდე ასაკის 14 ბავშვში, რომელთა სხეულის წონა 20- 40კგ იყო, ლევოცეტირიზინის 5მგ ერთჯერადი დოზის პერორალური მიღებისას, Cmax და AUC მაჩვენებლები დაახლოებით 2-ჯერ მაღალი იყო, ჯანმრთელ ზრდასრულ სუბიექტებში ჯვარედინი კვლევის დროს დაფიქსირებულ მაჩვენებლებთან შედარებით. საშუალო Cmax იყო 450ნგ/მლ, საშუალოდ 1.2 საათის შემდეგ, სხეულის წონის ნორმალიზებასთან ერთად, ორგანიზმიდან საერთო კლირენსი 30%-ით მეტი იყო, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი - 24%-ით ნაკლები აღნიშნულ პოპულაციაში, ვიდრე მოზრდილებში. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში სპეციალური ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა. რეტროსპექტული ფარმაკოკინეტიკური ანალიზი ჩაუტარდა 323 პაციენტს (181 ბავშვი 1-დან 5 წლამდე, 18 ბავშვი 6-დან 11 წლამდე და 124 ზრდასრული 18-დან 55 წლამდე), რომლებიც იღებდნენ ლევოცეტირიზინის 1.25 მგ - 30 მგ ერთჯერად ან მრავალჯერად დოზებს. ამ ანალიზის მონაცემებმა აჩვენა, რომ 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში დღეში ერთხელ 1.25 მგ დოზის მიღებისას მოსალოდნელია ისეთივე პლაზმური კონცენტრაციები, როგორიც აღინიშნება მოზრდილებში დღეში ერთხელ 5 მგ დოზის მიღებისას.

ხანდაზმულები:

ხანდაზმულ პაციენტებში ფარმაკოკინეტიკური მონაცემები შეზღუდულია. 9 ხანდაზმულ სუბიექტში (65-74 წლის) 6 დღის განმავლობაში დღეში ერთხელ 30მგ ლევოცეტირიზინის განმეორებითი პერორალური მიღებისას, ლევოცეტირიზინის საერთო კლირენსი დაახლოებით 33%-ით დაბალი იყო ახალგაზრდებთან შედარებით. რაცემიული ცეტირიზინის განაწილება ასაკზე კი არა, თირკმლის ფუნქციაზეა დამოკიდებული. ეს დასკვნა ასევე ეხება ლევოცეტირიზინს, რადგან როგორც ლევოცეტირიზინი, ასევე ცეტირიზინი ძირითადად გამოიყოფა შარდით. ამიტომ, ხანდაზმულ პაციენტებში ლევოცეტირიზინის დოზა უნდა დარეგულირდეს თირკმლის ფუნქციის მიხედვით.

სქესი:

77 პაციენტის (40 მამაკაცი, 37 ქალი) ფარმაკოკინეტიკური შედეგები შეფასდა სქესის პოტენციური ეფექტების თვალსაზრისით. ნახევარგამოყოფის პერიოდი ქალებში ოდნავ უფრო მოკლე იყო (7.08 ± 1.72სთ), ვიდრე მამაკაცებში (8.62 ± 1.84სთ). თუმცა, სხეულის წონის მიხედვით კორექტირებული პერორალური კლირენსი ქალებში (0.67 ± 0.16მლ/წთ/კგ) შედარებადი აღმოჩნდა მამაკაცებში მიღებულ მაჩვენებელთან (0.59 ± 0.12მლ/წთ/კგ). თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე მამაკაცებისა და ქალებისთვის გამოიყენება იგივე დღიური დოზები და დოზებს შორის ინტერვალები.

რასა:

რასის გავლენა ლევოცეტირიზინზე შესწავლილი არ არის. ვინაიდან ლევოცეტირიზინი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა და არ არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი რასობრივი განსხვავება კრეატინინის კლირენსში, ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები რასებს შორის განსხვავებული არ არის. რაცემიული ცეტირიზინის კინეტიკაში რასობრივი განსხვავებები არ დაფიქსირებულა.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:

ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არ არის შესწავლილი. ქრონიკული ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში (ჰეპატოცელულარული, ქოლესტაზური და ბილიარული ციროზი), რომლებიც იღებდნენ 10 ან 20მგ რაცემიულ ცეტირიზინს ერთჯერადი დოზის სახით, ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 50%-ით და კლირენსი შემცირდა 40%-ით ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით.

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთობა:

ჰისტამინით ინდუცირებულ კანის რეაქციებზე მოქმედება არ შეესაბამება (არ ემთხვევა ფაზის მხრივ) კონცენტრაციებს პლაზმაში.

მონტელუკასტი:

შეწოვა:

მონტელუკასტი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. მოზრდილებში 10მგ შემოგარსული ტაბლეტის უზმოზე მიღების შემდეგ, მონტელუკასტის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) მიიღწევა 3 საათში (Tmax). პერორალური მიღების შემდეგ საშუალო ბიოშეღწევადობა 64%-ია. ჩვეულებრივი კვება გავლენას არ ახდენს პრეპარატის ბიოშეღწევადობასა და Cmax-ზე პერორალურად მიღებისას. გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურდა კლინიკური კვლევებით, რომლის ფარგლებშიც პაციენტები იღებდნენ 10მგ შემოგარსულ ტაბლეტებს კვების დროის მიუხედავად.

განაწილება:

მონტელუკასტის 99%-ზე მეტი უკავშირდება პლაზმის ცილებს. მონტელუკასტის განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში საშუალოდ 8-11 ლიტრს შეადგენს. რადიომარკირებული მონტელუკასტის გამოყენებით ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ მისი განაწილება ჰემატოენცეფალურ ბარიერზე მინიმალურია. გარდა ამისა, რადიომარკირებული ნივთიერების კონცენტრაციები დოზის მიღებიდან 24 საათის შემდეგ ყველა სხვა ქსოვილში მინიმალური იყო.

ბიოტრანსფორმაცია:

მონტელუკასტი ინტენსიურად მეტაბოლიზდება. თერაპიული დოზების გამოყენებით ჩატარებულ კვლევებში, მონტელუკასტის მეტაბოლიტების კონცენტრაცია პლაზმაში წონასწორულ მდგომარეობაში მოზრდილებსა და ბავშვებში არ განისაზღვრა.

ციტოქრომ P4502C8 არის მთავარი ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს მონტელუკასტის მეტაბოლიზმში. გარდა ამისა, CYP 3A4, 2C9 ფერმენტებს შესაძლოა ჰქონდეთ მცირე გავლენა მონტელუკასტის მეტაბოლიზმზე, თუმცა იტრაკონაზოლი, CYP3A4-ის ინჰიბიტორი, კლინიკურად მნიშვნელოვნად არ ცვლის მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკას ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც იღებენ 10მგ მონტელუკასტს დღეში. ადამიანის ღვიძლის მიკროსომებზე ჩატარებული in vitro კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, მონტელუკასტის თერაპიული პლაზმური კონცენტრაციები არ აინჰიბირებს P450 3A4, 2C9, 1A2, 2A6, 2C19 ან 2D6 ციტოქრომებს. მეტაბოლიტების წვლილი მონტელუკასტის თერაპიულ ეფექტში მინიმალურია.

ელიმინაცია:

ჯანმრთელ მოზრდილებში მონტელუკასტის პლაზმური კლირენსი საშუალოდ 45მლ/წთ-ს შეადგენს. რადიომარკირებული მონტელუკასტის პერორალური მიღების შემდეგ, 5 დღის განმავლობაში რადიოაქტიურობის 86% განავალთან ერთად გამოიყოფა, <0,2% კი - შარდთან ერთად. პერორალური მიღების შემდეგ მონტელუკასტის ბიოშეღწევადობის გათვალისწინებით, აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები, პრაქტიკულად სრულად, ნაღველთან ერთად გამოიყოფა.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები:

ხანდაზმულებში ან ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში კვლევები არ ჩატარებულა. რადგან მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ნაღველთან ერთად, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. არ არსებობს მონაცემები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მძიმე ფორმის (Child-Pugh ქულა >9) მქონე პაციენტებში მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკის შესახებ.

მონტელუკასტის დიდი დოზებით მიღებისას (რეკომენდებულ ზრდასრულთა დოზაზე 20 და 60-ჯერ მეტი) აღინიშნა პლაზმური თეოფილინის კონცენტრაციის შემცირება. ეს ეფექტი არ დაფიქსირებულა რეკომენდებული დოზის - 10 მგ-ის დღეში ერთხელ მიღებისას.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

ლევოცეტირიზინი:

უსაფრთხო ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზების ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალისა და რეპროდუქციული ტოქსიკურობის ტრადიციული კვლევების საფუძველზე არაკლინიკურმა მონაცემებმა ადამიანისთვის რაიმე განსაკუთრებული საფრთხე არ გამოავლინა.

მონტელუკასტი:

ცხოველებზე ჩატარებულ ტოქსიკურობის კვლევებში დაფიქსირდა შრატში ALT-ის, გლუკოზის, ფოსფორისა და ტრიგლიცერიდების დონის მცირე ბიოქიმიური ცვლილებები, რაც გარდამავალ ხასიათს ატარებდა. ცხოველებში ტოქსიკურობის ნიშნები მოიცავდა გაძლიერებულ ნერწყვდენას, კუჭ-ნაწლავის სიმპტომებს, თხევად განავალსა და იონური დისბალანსს. ყოველივე ეს აღინიშნა იმ დოზებზე, რომლებიც >17-ჯერ უფრო მაღალ სისტემურ ზემოქმედებას უზრუნველყოფდა კლინიკურ დოზებთან შედარებით. მაიმუნებში გვერდითი ეფექტები გამოვლინდა 150 მგ/კგ/დღეში დოზებიდან (კლინიკურ დოზებზე >232-ჯერ უფრო მაღალი სისტემური ზემოქმედება). ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, მონტელუკასტი ზეგავლენას არ ახდენდა ფერტილობასა თუ რეპროდუქციულ ფუნქციაზე იმ სისტემური ზემოქმედებით, რომელიც კლინიკურ სისტემურ ზემოქმედებას 24-ჯერ აღემატებოდა. ნაშიერის სხეულის წონის ოდნავ შემცირება აღინიშნა მდედრი ვირთხების ფერტილობის კვლევაში 200 მგ/კგ/დღეში დოზაზე (კლინიკურ სისტემურ ექსპოზციაზე >69-ჯერ მაღალი). ბოცვრებზე ჩატარებულ კვლევებში, არასრული გაძვალების უფრო მაღალი სიხშირე, შესაბამის საკონტროლო ცხოველებთან შედარებით, აღინიშნა იმ სისტემურ ზემოქმედებაზე, რომელიც >24-ჯერ აღემატებოდა კლინიკურ სისტემურ ექსპოზიციას კლინიკურ დოზაზე. ვირთხებში რაიმე დარღვევები არ აღინიშნა. მონტელუკასტი კვეთს პლაცენტის ბარიერს და გამოიყოფა ცხოველების რძეში.

თაგვებსა და ვირთხებში ნატრიუმის მონტელუკასტის 5000 მგ/კგ-მდე დოზის ერთჯერადი პერორალური შეყვანის შემდეგ (15,000 მგ/მ2 და 30,000 მგ/მ2 თაგვებსა და ვირთხებში, შესაბამისად), მაქსიმალურ ტესტირებულ დოზაზე სიკვდილის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. აღნიშნული დოზა ზრდასრული ადამიანის რეკომენდებული დღიური 25,000-ჯერადი დოზის ეკვივალენტურია (ზრდასრული პაციენტის 50 კგ წონის გათვალისწინებით).

მონტელუკოასტი არ არის ფოტოტოქსიკური თაგვებში UVA, UVB ან სინათლის ხილული სპექტრის მიმართ <500 მგ/კგ/დღეში დოზებზე (დაახლოებით >200-ჯერ აღემატება სისტემურ ექსპოზიციას).

მონტელუკასტი არ იყო მუტაგენური in vitro და in vivo კვლევებში, არც ტუმოროგენული მღრღნელების სახეობებში.

ფარმაცევტული მონაცემები

შემავსებლების ჩამონათვალი:

მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი (ფხვნილის სახით), ნატრიუმის კროსკარმელოზა (Ac-di-sol)-SD-711, ჰიდროქსიპროპილცელულოზა (Klucel-LF), იზოპროპილის სპირტი, დიქლორმეთანი, მაგნიუმის სტეარატი, Opadry 03B580012 White, დისტილირებული წყალი.

არათავსებადობა

არ გამოიყენება.

ვარგისიანობის ვადა

24თვე

შენახვის განსაკუთრებული პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შეფუთვა

10 ტაბლეტი დაფასოებულია ბლისტერულ შეფუთვაში (შეფუთვის ზომა: 3X10 ტაბლეტი).

ნარჩენების განკარგვა

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

რეგისტრანტი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Swasthya Healthcare Pvt.Ltd.

ტექსტის გადახედვის თარიღი: 31/07/26წ.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა