მომეტაზონი ბიოგარანი
MOMÉTASONE BIOGARAN®
- მოქმედი ნივთიერება
- mometasone
- ფორმა და შეფუთვა
- 50მკგ/დოზა 120 დოზა ნაზალური სპრეი, სუსპენზია ბოთლი №1 (გამფრქვევი მოწყობილობით)
- მწარმოებელი
- Farmea, საფრანგეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ნაზალური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები
- ATC კოდი
- R01AD09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045663
- რეგისტრირებულია
- 9 ივნისი 2026, მოქმედებს 9 ივნისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
მომეტაზონი ბიოგარანი — ინსტრუქცია ქართულად
სიფრთხილის ზომები
მომეტაზონ ბიოგარანი®-ს გამოყენებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
- თუ გაქვთ ან გქონდათ ტუბერკულოზი;
- თუ გაქვთ ნებისმიერი სხვა სახის ინფექცია;
- თუ იღებთ სხვა კორტიკოსტეროიდებს, პერორალურად ან ინექციის სახით;
- თუ გაქვთ მუკოვისციდოზი (კისტური ფიბროზი);
მომეტაზონ ბიოგარანი®-თ მკურნალობისას აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
- თუ თქვენი იმუნური სისტემა არ ფუნქციონირებს კარგად (ანუ თქვენს ორგანიზმს უჭირს ინფექციებთან ბრძოლა) და თუ კონტაქტში ხართ წითელას ან ჩუტყვავილას მქონე ადამიანთან. უნდა მოერიდოთ ამ ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტს;
- თუ გაქვთ ცხვირის ან ყელის ინფექცია;
- თუ იღებთ მედიკამენტს რამდენიმე თვე ან მეტი ხნის განმავლობაში;
- თუ გაქვთ ცხვირის ან ყელის მუდმივი გაღიზიანება
ცხვირის გზით კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, ორგანიზმის მიერ პრეპარატის შეწოვის გამო. თვალების ქავილის ან გაღიზიანების შემთხვევაში, თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატებითი მკურნალობა მომეტაზონ ბიოგარანი®-ს გარდა.
მხედველობის დაბინდვის ან მხედველობის სხვა დარღვევების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ბავშვები
ცხვირის გზით კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, როგორიცაა ზრდის ჩამორჩენა ბავშვებში. რეკომენდებულია იმ ბავშვების ზრდის რეგულარული მონიტორინგი, რომლებიც ხანგრძლივი ნაზალური კორტიკოსტეროიდებით თერაპიას იტარებენ. თუ რაიმე დარღვევას შეამჩნევთ, მიმართეთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტები.
თუ ალერგიის გამო იღებთ სხვა კორტიკოსტეროიდებს, იქნება ეს პერორალურად თუ ინექციის გზით, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ მათი მიღების შეწყვეტა მომეტაზონ ბიოგარანი®-ს მიღების დაწყებისთანავე. პერორალური ან საინექციო კორტიკოსტეროიდების შეწყვეტისას ზოგიერთ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს გარკვეული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სახსრების ან კუნთების ტკივილი, ზოგადი სისუსტე და დეპრესია. შეიძლება გამოვლინდეს ალერგიის სხვა სიმპტომები, როგორიცაა თვალების ქავილი და ცრემლდენა, ან წითელი ლაქები და კანის ქავილი. აცნობეთ ექიმს თუ გამოგივლინდათ ერთი რომელიმე სიმპტომი. ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გააძლიეროს მომეტაზონ ბიოგარანი®-ს ეფექტი და თუ იღებთ ამ მედიკამენტებს (მათ შორის აივ ინფექციის სამკურნალო გარკვეულ მედიკამენტებს: რიტონავირი, კობიცისტალი), ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენი მკაცრი მონიტორინგი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის დროს მომეტაზონ ბიოგარანი®-ს გამოყენების შესახებ ინფორმაცია მცირეა ან საერთოდ არ არსებობს. უცნობია, გამოიყოფა თუ არა მომეტაზონის ფუროატი ადამიანის დედის რძეში.
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ, თუ ფიქრობთ რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მანქანების მართვა და სატრანსპორტო საშუალებები
არ არსებობს ინფორმაცია მომეტაზონ ბიოგარანი®-ს ზემოქმედების შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მომეტაზონ ბიოგარანი® 50 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეის სუსპენზია შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს.
მომეტაზონ ბიოგარანი® შეიცავს 0.20 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს ერთ გრამზე, რაც 0.02 მგ დოზის ექვივალენტურია. ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის გაღიზიანება ან შეშუპება, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში.
- როგორ მიიღება მომეტაზონ ბიოგარანი® 50 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეის სუსპენზია?
პრეპარატის გამოყენებისას ყოველთვის ზუსტად დაიცვათ თქვენი ექიმის მიერ მოცემული მითითებები. ეჭვის შემთხვევაში გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ გაზარდოთ ექიმის მიერ დანიშნული დოზა, გამოყენების სიხშირე ან მიღების ხანგრძლივობა.
თივის ცხელების (ალერგიული რინიტის) და პერენიული რინიტის მკურნალობა
გამოყენება მოზრდილებისა და 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში.
ჩვეულებრივი დოზაა თითოეულ ნესტოში ორი შესხურება, დღეში ერთხელ.
- როდესაც თქვენი სიმპტომები კონტროლქვეშ იქნება, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოზის შემცირება.
- თუ ვერ იგრძნობთ რაიმე გაუმჯობესებას, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს, რომელმაც შესაძლოა გირჩიოთ დოზის გაზრდა. ყოველდღიური მაქსიმალური დოზაა ოთხი შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ.
გამოყენება 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში
ჩვეულებრივი დოზაა თითოეულ ნესტოში ერთი შესხურება დღეში ერთხელ.
ზოგიერთ პაციენტში მომეტაზონ ბიოგარანი® იწყებს სიმპტომების შემსუბუქებას პირველი დოზის მიღებიდან დაახლოებით 12 საათის განმავლობაში. თუმცა, მკურნალობის ყველა სარგებელი შეიძლება პირველი ორი დღის განმავლობაში არ გამოვლინდეს. ამიტომ, სრული თერაპიული ეფექტის მისაღწევად აუცილებელია მკურნალობის რეგულარული გაგრძელება.
თუ თქვენ ან თქვენს შვილს თივის ცხელების დროს აღენიშნებათ მძიმე სიმპტომები, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ მომეტაზონ ბიოგარანი®-თ მკურნალობის დაწყება მტვრის სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. ეს ხელს შეუწყობს თივის ცხელების სიმპტომების გამოვლენის თავიდან აცილებას.
ცხვირის პოლიპები
გამოყენება ზრდასრულებში 18 წლის ასაკიდან
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა თითოეულ ნესტოში ორი შესხურება დღეში ერთხელ.
- თუ სიმპტომები არ კონტროლდება 5–6 კვირის შემდეგ, დოზა შეიძლება გაიზარდოს თითოეულ ნესტოში ორ შესხურებამდე დღეში ორჯერ. როდესაც თქვენი სიმპტომები 5-6 კვირის შემდეგ კონტროლს დაექვემდებარება, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოზის შემცირება.
- თუ სიმპტომები არ კონტროლდება 5–6 კვირის განმავლობაში დღეში ორჯერ გამოყენების შემდეგ, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.
მოამზადეთ ცხვირის სპრეი გამოსაყენებლად
თქვენი მომეტაზონ ბიოგარანი® ცხვირის სპრეი აღჭურვილია თავსახურით, რომელიც იცავს შესასხურებელს (წვერს) მტვრისგან და ინარჩუნებს მის სისუფთავეს. არ დაგავიწყდეთ ამ თავსახურის მოხსნა წვერის გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ ისევ დაახურეთ.
თუ პირველად იყენებთ სპრეის, ტუმბოს დატენვა უნდა მოხდეს მასზე 10-ჯერ დაჭერით მანამ, სანამ არ წარმოიქმნება წვრილი ნისლი:
- ნაზად შეანჯღრიეთ ფლაკონი.
- საჩვენებელი და შუა თითები ამოსაფრქვევის ორივე მხარეს მოათავსეთ, ხოლო ცერა თითი ფლაკონის ქვეშ.
არ გახვრიტოთ ცხვირის აპლიკატორი.
- გადაწიეთ წვერი გვერდზე და შემდეგ თითებით 10-ჯერ დააჭირეთ ქვევით ტუმბოს გასააქტიურებლად, სანამ წვრილი ნისლი არ დაიწყებს წარმოქმნას.
თუ სპრეი არ გამოგიყენებიათ 14 დღის განმავლობაში ან უფრო მეტხანს, უნდა ხელახლა მოამზადოთ ტუმბო 2 დაჭერით, სანამ არ წარმოიქმნება წვრილი ნისლი.
როგორ გამოიყენება თქვენი ცხვირის სპრეი
- ნაზად შეანჯღრიეთ ფლაკონი და მოხსენით თავსახური (სურათი 1).
- ნაზად მოიხოცეთ ცხვირი.
- დაიხშვეთ ერთი ნესტო და მოათავსეთ წვერი მეორე ნესტოში (სურათი 2).
თავი ოდნავ წინ გადახარეთ, ფლაკონი გეჭიროთ სწორ (ვერტიკალურ) მდგომარეობაში.
- დაიწყეთ ცხვირით ნაზად ან ნელა სუნთქვა და ჩასუნთქვისას თითით ერთხელ დაჭერით ნაზად შეისხურეთ ცხვირში თხელი სპრეი.
- ამოისუნთქეთ პირით. საჭიროების შემთხვევაში, გაიმეორეთ მე-4 ეტაპი იმავე ნესტოში მეორე შესხურებისთვის.
- გამოიღეთ წვერი (სასხურებელი) ნესტოდან და ამოისუნთქეთ პირით.
- გაიმეორეთ 3-დან 6-მდე ეტაპი მეორე ნესტოსთვის (სურათი 3).
გამოყენების შემდეგ ფრთხილად გაწმინდეთ სასხურებელი (წვერი) სუფთა ქსოვილით ან ქაღალდის ხელსახოცით და დაახურეთ თავსახური.
გაწმინდეთ ცხვირის წვერი (სასხურებელი)
- მნიშვნელოვანია თქვენი ცხვირის სასხურებელის გაწმენდა, რათა უზრუნველყოთ მისი სწორად ფუნქციონირება.
- მოხსენით თავსახური და ფრთხილად მოაცილეთ წვერი.
- გარეცხეთ წვერი (სასხურებელი) და თავსახური თბილი წყლით, შემდეგ კი გაავლეთ გამდინარე წყლის ქვეშ.
- არ სცადოთ ცხვირის აპლიკატორის გაწმენდა ნემსის ან სხვა ბასრი საგნის გამოყენებით, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს აპლიკატორი და ხელი შეუშალოს მედიკამენტის სწორი დოზის შეყვანას.
- გააშრეთ წვერი (სასხურებელი) და თავსახური თბილ და მშრალ ადგილას.
- დააბრუნეთ წვერი (სასხურებელი) ფლაკონზე და კვლავ დაახურეთ თავსახური.
- გაწმენდის შემდეგ, ყოველი ახალი გამოყენების წინ წვერი უნდა ხელახლა მომზადდეს 2 გაფრქვევით.
თუ მიიღეთ მომეტაზონ ბიოგარანი® 50 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეის სუსპენზია საჭირო დოზაზე მეტი
თუ შემთხვევით მიიღეთ მომეტაზონ ბიოგარანი®-ს საჭირო დოზაზე მეტი, აცნობეთ ექიმს.
თუ თქვენ იყენებთ სტეროიდებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან დიდი რაოდენობით, იშვიათ შემთხვევებში, ამან შეიძლება თქვენი ჰორმონალური სისტემა დაარღვიოს. ბავშვებში შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ ზრდასა და განვითარებაზე.
თუ დაგავიწყდათ მომეტაზონ ბიოგარანი® 50 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეის სუსპენზიის გამოყენება
თუ დაგავიწყდათ ცხვირის სპრეის გამოყენება საჭირო დროს, გამოიყენეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულ რეჟიმში. გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
თუ შეწყვეტთ მომეტაზონ ბიოგარანი® 50 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეის სუსპენზიის გამოყენებას
ზოგიერთ პაციენტში მომეტაზონ ბიოგარანი®-მ შეიძლება დაიწყოს სიმპტომების შემსუბუქება პირველი დოზის მიღებიდან 12 საათის შემდეგ, თუმცა მკურნალობის სრული ეფექტი შესაძლოა ორი დღის შემდეგ გამოვლინდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ცხვირის სპრეის რეგულარული გამოყენება. არ შეწყვიტოთ მკურნალობა, თუნდაც თავს უკეთ გრძნობდეთ, ექიმის რჩევის გარეშე.
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში სისტემატიურად არ იჩენს თავს.
ამ პროდუქტის გამოყენების შემდეგ შეიძლება განვითარდეს დაუყოვნებელი ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიული) რეაქციები. ეს რეაქციები შეიძლება იყოს მწვავე. უნდა შეწყვიტოთ მომეტაზონ ბიოგარანი®-ს გამოყენება და რჩევისათვის მიმართოთ ექიმს თუ გამოგივლინდათ შემდეგი სიმპტომები:
- სახის, ენის ან ხახის შეშუპება;
- ყლაპვის გაძნელება;
- ჭინჭრის ციება;
- ხიხინი ან სუნთქვის გაძნელება;
ნაზალური კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ორგანიზმის მიერ პრეპარატის შეწოვის გამო.
სხვა გვერდითი მოვლენები
უმეტეს შემთხვევაში, ცხვირის სპრეის გამოყენება პრობლემას არ წარმოადგენს.
თუმცა, ზოგიერთ ადამიანს, მომეტაზონ ბიოგარანი®-ს ან სხვა ნაზალური კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ, შეიძლება განუვითარდეს:
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1 ადამიანს):
- თავის ტკივილი;
- ცემინება;
- ცხვირიდან სისხლდენა [ძალიან ხშირად აღინიშნება (შეიძლება შეეხოს 10-დან 1-ზე მეტს) ცხვირის პოლიპების მქონე პაციენტებში, რომლებიც იყენებენ მომეტაზონის ფუროატის ორ შესხურებას თითოეულ ნესტოში დღეში ორჯერ];
- ტკივილი ცხვირის ან ყელის არეში;
- წყლულები ცხვირში;
- სასუნთქი გზების ინფექციები;
სიხშირეები განუსაზღვრელია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია):
- თვალის შიგნით მომატებული წნევა (გლაუკომა) და/ან კატარაქტა, რაც მხედველობის დარღვევას იწვევს;
- ცხვირის ძგიდის დაზიანება, რომელიც ჰყოფს ნესტოებს;
- გემოსა და სუნის შეცვლა;
- სუნთქვის გაძნელება და/ან ბრონქული ხიხინი;
- მხედველობის დაბინდვა
ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ყველა იმ გვერდით მოვლენებს, რომელის აღნიშნული არაა ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ განცხადება პირდაპირ შეგიძლიათ გააკეთოთ ასევე ეროვნული განცხადებების სისტემის გზით: მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების (ANSM) უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო და Pharmacovigilance რეგიონული ცენტრების ქსელი. ინტერნეტ საიტი: https://signalement-sante.gouv.fr/.
გვერდითი მოვლენები
- როგორ შევინახოთ მომეტაზონ ბიოგარანი® 50 მიკროგრამი/დოზა ცხვირში შესასხურებელი სუსპენზია?
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ ზომებს.
არ ჩაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალიზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ ვადაგასული მედიკამენტი. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.
შემადგენლობა
- რა არის მომეტაზონ ბიოგარანი® 50 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეის სუსპენზია და რა შემთხვევაში გამოიყენება ის?
- რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ მომეტაზონ ბიოგარანი® 50 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეის სუსპენზიის გამოყენებამდე?
- როგორ გამოიყენება მომეტაზონ ბიოგარანი® 50 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეის სუსპენზია?
- რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?
- როგორ შევინახოთ მომეტაზონ ბიოგარანი® 50 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეის სუსპენზია?

ფარმაკოთერაპიული კატეგორია: შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებები და სხვა ნაზალური პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის - კორტიკოსტეროიდები, ATC (ათქ) კოდი: R01AD09
რა არის მომეტაზონ ბიოგარანი®?
მომეტაზონ ბიოგარანი® შეიცავს მომეტაზონის ფუროატს, რომელიც მიეკუთვნება კორტიკოსტეროიდების სახელით ცნობილი მედიკამენტების ჯგუფს. მომეტაზონის ფუროატის ცხვირში შესხურება ხელს უწყობს ანთების (ცხვირის შეშუპება და გაღიზიანება), ცემინების, ქავილის და ცხვირის გაჭედვის ან ცხვირიდან გამონადენის შემსუბუქებას.
რა შემთხვევაში გამოიყენება მომეტაზონ ბიოგარანი®?
თივის ცხელება (ალერგიული რინიტი) და პერენიული რინიტი
მომეტაზონ ბიოგარანი® გამოიყენება თივის ცხელების სიმპტომების (ასევე ცნობილი როგორც სეზონური ალერგიული რინიტი) და პერენიული (მუდმივი) რინიტის სამკურნალოდ, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში 3 წლის ასაკიდან.
თივის ცხელება (ალერგიული რინიტი), რომელიც ჩნდება გარკვეულ პერიოდებში, არის ალერგიული რეაქცია, გამოწვეული ხეების, ბალახების, სარეველების, ასევე ობისა და სოკოვანი სპორების მტვრის ჩასუნთქვით. პერენიული რინიტი ვლინდება მთელი წლის განმავლობაში და მისი სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორების მიმართ მგრძნობელობით, როგორიცაა მტვრის ტკიპები, შინაური ცხოველების ბეწვი (ან ქერტლი), ბუმბული და ზოგიერთი საკვები. მომეტაზონ ბიოგარანი® ამცირებს ცხვირის შეშუპებასა და გაღიზიანებას და ამით ამსუბუქებს ცემინებას, ქავილს და ცხვირის გაჭედვას ან გამონადენს, რომლებიც გამოწვეულია თივის ცხელებით (ალერგიული რინიტი) ან პერენიული რინიტით.
ცხვირის პოლიპები
მომეტაზონ ბიოგარანი® გამოიყენება 18 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილებში ცხვირის პოლიპების სამკურნალოდ.
ცხვირის პოლიპები არის მცირე ზომის წარმონაქმნები ცხვირის ლორწოვან გარსზე, რომლებიც, როგორც წესი, ორივე ნესტოს აზიანებს. მომეტაზონ ბიოგარანი® ამცირებს ცხვირის ანთებას, რაც თანდათან ამცირებს პოლიპების ზომას და ამით ამსუბუქებს ცხვირის გაჭედვის შეგრძნებას, რომელიც შეიძლება აფერხებდეს ცხვირით სუნთქვას.

არასოდეს გამოიყენოთ მომეტაზონ ბიოგარანი® 50 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეის სუსპენზია
- თუ ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობა) ხარტ მომეტაზონის ფუროატის ან ამ პრეპარატში შემავალი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია რუბრიკა 6-ში;
- თუ გაქვთ არანამკურნალევი ცხვირის ინფექცია. მომეტაზონ ბიოგარანი®-ს გამოყენებამ ცხვირში არსებული არანამკურნალევი ინფექციის, მაგალითად ჰერპესის, დროს შეიძლება გაამწვავოს ეს ინფექცია. ცხვირის სპრეის გამოყენების დაწყებამდე უნდა დაელოდოთ ინფექციის განკურნებას;
- თუ ცოტა ხნის წინ გაიკეთეთ ცხვირის ოპერაცია. ცხვირის სპრეი არ უნდა გამოიყენოთ მანამ, სანამ ცხვირზე არსებული ჭრილობები არ შეხორცდება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
მომეტაზონ ბიოგარანი® 50 მიკროგრამი/დოზა
ცხვირის სპრეის სუსპენზია
ბიოგარანი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია, რადგანაც შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ გადაკითხვა.
ნებისმიერი სახის რჩევის ან ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
პრეპარატი დანიშნულია პირადად თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვა ადამიანებს. ეს შეიძლება საზიანო იყოს მათთვის მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.
რაიმე სახის გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.
რას შეიცავს ეს ინსტრუქცია?
- რა არის მომეტაზონ ბიოგარანი® 50 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეის სუსპენზია და რა შემთხვევაში გამოიყენება ის?
- რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ მომეტაზონ ბიოგარანი® 50 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეის სუსპენზიის გამოყენებამდე?
- როგორ გამოიყენება მომეტაზონ ბიოგარანი® 50 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეის სუსპენზია?
- რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?
- როგორ შევინახოთ მომეტაზონ ბიოგარანი® 50 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეის სუსპენზია?
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.
- რა არის მომეტაზონ ბიოგარანი® 50 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეის სუსპენზია და რა შემთხვევაში გამოიყენება ის?
ფარმაკოთერაპიული კატეგორია: შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებები და სხვა ნაზალური პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის - კორტიკოსტეროიდები, ATC (ათქ) კოდი: R01AD09
რა არის მომეტაზონ ბიოგარანი®?
მომეტაზონ ბიოგარანი® შეიცავს მომეტაზონის ფუროატს, რომელიც მიეკუთვნება კორტიკოსტეროიდების სახელით ცნობილი მედიკამენტების ჯგუფს. მომეტაზონის ფუროატის ცხვირში შესხურება ხელს უწყობს ანთების (ცხვირის შეშუპება და გაღიზიანება), ცემინების, ქავილის და ცხვირის გაჭედვის ან ცხვირიდან გამონადენის შემსუბუქებას.
რა შემთხვევაში გამოიყენება მომეტაზონ ბიოგარანი®?
თივის ცხელება (ალერგიული რინიტი) და პერენიული რინიტი
მომეტაზონ ბიოგარანი® გამოიყენება თივის ცხელების სიმპტომების (ასევე ცნობილი როგორც სეზონური ალერგიული რინიტი) და პერენიული (მუდმივი) რინიტის სამკურნალოდ, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში 3 წლის ასაკიდან.
თივის ცხელება (ალერგიული რინიტი), რომელიც ჩნდება გარკვეულ პერიოდებში, არის ალერგიული რეაქცია, გამოწვეული ხეების, ბალახების, სარეველების, ასევე ობისა და სოკოვანი სპორების მტვრის ჩასუნთქვით. პერენიული რინიტი ვლინდება მთელი წლის განმავლობაში და მისი სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორების მიმართ მგრძნობელობით, როგორიცაა მტვრის ტკიპები, შინაური ცხოველების ბეწვი (ან ქერტლი), ბუმბული და ზოგიერთი საკვები. მომეტაზონ ბიოგარანი® ამცირებს ცხვირის შეშუპებასა და გაღიზიანებას და ამით ამსუბუქებს ცემინებას, ქავილს და ცხვირის გაჭედვას ან გამონადენს, რომლებიც გამოწვეულია თივის ცხელებით (ალერგიული რინიტი) ან პერენიული რინიტით.
ცხვირის პოლიპები
მომეტაზონ ბიოგარანი® გამოიყენება 18 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილებში ცხვირის პოლიპების სამკურნალოდ.
ცხვირის პოლიპები არის მცირე ზომის წარმონაქმნები ცხვირის ლორწოვან გარსზე, რომლებიც, როგორც წესი, ორივე ნესტოს აზიანებს. მომეტაზონ ბიოგარანი® ამცირებს ცხვირის ანთებას, რაც თანდათან ამცირებს პოლიპების ზომას და ამით ამსუბუქებს ცხვირის გაჭედვის შეგრძნებას, რომელიც შეიძლება აფერხებდეს ცხვირით სუნთქვას.
- რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ მომეტაზონ ბიოგარანი® 50 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეის სუსპენზიის გამოყენებამდე?
არასოდეს გამოიყენოთ მომეტაზონ ბიოგარანი® 50 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეის სუსპენზია
- თუ ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობა) ხარტ მომეტაზონის ფუროატის ან ამ პრეპარატში შემავალი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია რუბრიკა 6-ში;
- თუ გაქვთ არანამკურნალევი ცხვირის ინფექცია. მომეტაზონ ბიოგარანი®-ს გამოყენებამ ცხვირში არსებული არანამკურნალევი ინფექციის, მაგალითად ჰერპესის, დროს შეიძლება გაამწვავოს ეს ინფექცია. ცხვირის სპრეის გამოყენების დაწყებამდე უნდა დაელოდოთ ინფექციის განკურნებას;
- თუ ცოტა ხნის წინ გაიკეთეთ ცხვირის ოპერაცია. ცხვირის სპრეი არ უნდა გამოიყენოთ მანამ, სანამ ცხვირზე არსებული ჭრილობები არ შეხორცდება.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
მომეტაზონ ბიოგარანი®-ს გამოყენებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
- თუ გაქვთ ან გქონდათ ტუბერკულოზი;
- თუ გაქვთ ნებისმიერი სხვა სახის ინფექცია;
- თუ იღებთ სხვა კორტიკოსტეროიდებს, პერორალურად ან ინექციის სახით;
- თუ გაქვთ მუკოვისციდოზი (კისტური ფიბროზი);
მომეტაზონ ბიოგარანი®-თ მკურნალობისას აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
- თუ თქვენი იმუნური სისტემა არ ფუნქციონირებს კარგად (ანუ თქვენს ორგანიზმს უჭირს ინფექციებთან ბრძოლა) და თუ კონტაქტში ხართ წითელას ან ჩუტყვავილას მქონე ადამიანთან. უნდა მოერიდოთ ამ ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტს;
- თუ გაქვთ ცხვირის ან ყელის ინფექცია;
- თუ იღებთ მედიკამენტს რამდენიმე თვე ან მეტი ხნის განმავლობაში;
- თუ გაქვთ ცხვირის ან ყელის მუდმივი გაღიზიანება
ცხვირის გზით კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, ორგანიზმის მიერ პრეპარატის შეწოვის გამო. თვალების ქავილის ან გაღიზიანების შემთხვევაში, თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატებითი მკურნალობა მომეტაზონ ბიოგარანი®-ს გარდა.
მხედველობის დაბინდვის ან მხედველობის სხვა დარღვევების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ბავშვები
ცხვირის გზით კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, როგორიცაა ზრდის ჩამორჩენა ბავშვებში. რეკომენდებულია იმ ბავშვების ზრდის რეგულარული მონიტორინგი, რომლებიც ხანგრძლივი ნაზალური კორტიკოსტეროიდებით თერაპიას იტარებენ. თუ რაიმე დარღვევას შეამჩნევთ, მიმართეთ ექიმს.
სხვა პრეპარატები და მომეტაზონ ბიოგარანი® 50 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეის სუსპენზია
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტები.
თუ ალერგიის გამო იღებთ სხვა კორტიკოსტეროიდებს, იქნება ეს პერორალურად თუ ინექციის გზით, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ მათი მიღების შეწყვეტა მომეტაზონ ბიოგარანი®-ს მიღების დაწყებისთანავე. პერორალური ან საინექციო კორტიკოსტეროიდების შეწყვეტისას ზოგიერთ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს გარკვეული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სახსრების ან კუნთების ტკივილი, ზოგადი სისუსტე და დეპრესია. შეიძლება გამოვლინდეს ალერგიის სხვა სიმპტომები, როგორიცაა თვალების ქავილი და ცრემლდენა, ან წითელი ლაქები და კანის ქავილი. აცნობეთ ექიმს თუ გამოგივლინდათ ერთი რომელიმე სიმპტომი. ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გააძლიეროს მომეტაზონ ბიოგარანი®-ს ეფექტი და თუ იღებთ ამ მედიკამენტებს (მათ შორის აივ ინფექციის სამკურნალო გარკვეულ მედიკამენტებს: რიტონავირი, კობიცისტალი), ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენი მკაცრი მონიტორინგი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის დროს მომეტაზონ ბიოგარანი®-ს გამოყენების შესახებ ინფორმაცია მცირეა ან საერთოდ არ არსებობს. უცნობია, გამოიყოფა თუ არა მომეტაზონის ფუროატი ადამიანის დედის რძეში.
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ, თუ ფიქრობთ რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მანქანების მართვა და სატრანსპორტო საშუალებები
არ არსებობს ინფორმაცია მომეტაზონ ბიოგარანი®-ს ზემოქმედების შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მომეტაზონ ბიოგარანი® 50 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეის სუსპენზია შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს.
მომეტაზონ ბიოგარანი® შეიცავს 0.20 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს ერთ გრამზე, რაც 0.02 მგ დოზის ექვივალენტურია. ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის გაღიზიანება ან შეშუპება, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში.
- როგორ მიიღება მომეტაზონ ბიოგარანი® 50 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეის სუსპენზია?
პრეპარატის გამოყენებისას ყოველთვის ზუსტად დაიცვათ თქვენი ექიმის მიერ მოცემული მითითებები. ეჭვის შემთხვევაში გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ გაზარდოთ ექიმის მიერ დანიშნული დოზა, გამოყენების სიხშირე ან მიღების ხანგრძლივობა.
თივის ცხელების (ალერგიული რინიტის) და პერენიული რინიტის მკურნალობა
გამოყენება მოზრდილებისა და 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში.
ჩვეულებრივი დოზაა თითოეულ ნესტოში ორი შესხურება, დღეში ერთხელ.
- როდესაც თქვენი სიმპტომები კონტროლქვეშ იქნება, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოზის შემცირება.
- თუ ვერ იგრძნობთ რაიმე გაუმჯობესებას, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს, რომელმაც შესაძლოა გირჩიოთ დოზის გაზრდა. ყოველდღიური მაქსიმალური დოზაა ოთხი შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ.
გამოყენება 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში
ჩვეულებრივი დოზაა თითოეულ ნესტოში ერთი შესხურება დღეში ერთხელ.
ზოგიერთ პაციენტში მომეტაზონ ბიოგარანი® იწყებს სიმპტომების შემსუბუქებას პირველი დოზის მიღებიდან დაახლოებით 12 საათის განმავლობაში. თუმცა, მკურნალობის ყველა სარგებელი შეიძლება პირველი ორი დღის განმავლობაში არ გამოვლინდეს. ამიტომ, სრული თერაპიული ეფექტის მისაღწევად აუცილებელია მკურნალობის რეგულარული გაგრძელება.
თუ თქვენ ან თქვენს შვილს თივის ცხელების დროს აღენიშნებათ მძიმე სიმპტომები, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ მომეტაზონ ბიოგარანი®-თ მკურნალობის დაწყება მტვრის სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. ეს ხელს შეუწყობს თივის ცხელების სიმპტომების გამოვლენის თავიდან აცილებას.
ცხვირის პოლიპები
გამოყენება ზრდასრულებში 18 წლის ასაკიდან
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა თითოეულ ნესტოში ორი შესხურება დღეში ერთხელ.
- თუ სიმპტომები არ კონტროლდება 5–6 კვირის შემდეგ, დოზა შეიძლება გაიზარდოს თითოეულ ნესტოში ორ შესხურებამდე დღეში ორჯერ. როდესაც თქვენი სიმპტომები 5-6 კვირის შემდეგ კონტროლს დაექვემდებარება, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოზის შემცირება.
- თუ სიმპტომები არ კონტროლდება 5–6 კვირის განმავლობაში დღეში ორჯერ გამოყენების შემდეგ, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.
მოამზადეთ ცხვირის სპრეი გამოსაყენებლად
თქვენი მომეტაზონ ბიოგარანი® ცხვირის სპრეი აღჭურვილია თავსახურით, რომელიც იცავს შესასხურებელს (წვერს) მტვრისგან და ინარჩუნებს მის სისუფთავეს. არ დაგავიწყდეთ ამ თავსახურის მოხსნა წვერის გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ ისევ დაახურეთ.
თუ პირველად იყენებთ სპრეის, ტუმბოს დატენვა უნდა მოხდეს მასზე 10-ჯერ დაჭერით მანამ, სანამ არ წარმოიქმნება წვრილი ნისლი:
- ნაზად შეანჯღრიეთ ფლაკონი.
- საჩვენებელი და შუა თითები ამოსაფრქვევის ორივე მხარეს მოათავსეთ, ხოლო ცერა თითი ფლაკონის ქვეშ.
არ გახვრიტოთ ცხვირის აპლიკატორი.
- გადაწიეთ წვერი გვერდზე და შემდეგ თითებით 10-ჯერ დააჭირეთ ქვევით ტუმბოს გასააქტიურებლად, სანამ წვრილი ნისლი არ დაიწყებს წარმოქმნას.
თუ სპრეი არ გამოგიყენებიათ 14 დღის განმავლობაში ან უფრო მეტხანს, უნდა ხელახლა მოამზადოთ ტუმბო 2 დაჭერით, სანამ არ წარმოიქმნება წვრილი ნისლი.
როგორ გამოიყენება თქვენი ცხვირის სპრეი
- ნაზად შეანჯღრიეთ ფლაკონი და მოხსენით თავსახური (სურათი 1).
- ნაზად მოიხოცეთ ცხვირი.
- დაიხშვეთ ერთი ნესტო და მოათავსეთ წვერი მეორე ნესტოში (სურათი 2).
თავი ოდნავ წინ გადახარეთ, ფლაკონი გეჭიროთ სწორ (ვერტიკალურ) მდგომარეობაში.
- დაიწყეთ ცხვირით ნაზად ან ნელა სუნთქვა და ჩასუნთქვისას თითით ერთხელ დაჭერით ნაზად შეისხურეთ ცხვირში თხელი სპრეი.
- ამოისუნთქეთ პირით. საჭიროების შემთხვევაში, გაიმეორეთ მე-4 ეტაპი იმავე ნესტოში მეორე შესხურებისთვის.
- გამოიღეთ წვერი (სასხურებელი) ნესტოდან და ამოისუნთქეთ პირით.
- გაიმეორეთ 3-დან 6-მდე ეტაპი მეორე ნესტოსთვის (სურათი 3).
გამოყენების შემდეგ ფრთხილად გაწმინდეთ სასხურებელი (წვერი) სუფთა ქსოვილით ან ქაღალდის ხელსახოცით და დაახურეთ თავსახური.
გაწმინდეთ ცხვირის წვერი (სასხურებელი)
- მნიშვნელოვანია თქვენი ცხვირის სასხურებელის გაწმენდა, რათა უზრუნველყოთ მისი სწორად ფუნქციონირება.
- მოხსენით თავსახური და ფრთხილად მოაცილეთ წვერი.
- გარეცხეთ წვერი (სასხურებელი) და თავსახური თბილი წყლით, შემდეგ კი გაავლეთ გამდინარე წყლის ქვეშ.
- არ სცადოთ ცხვირის აპლიკატორის გაწმენდა ნემსის ან სხვა ბასრი საგნის გამოყენებით, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს აპლიკატორი და ხელი შეუშალოს მედიკამენტის სწორი დოზის შეყვანას.
- გააშრეთ წვერი (სასხურებელი) და თავსახური თბილ და მშრალ ადგილას.
- დააბრუნეთ წვერი (სასხურებელი) ფლაკონზე და კვლავ დაახურეთ თავსახური.
- გაწმენდის შემდეგ, ყოველი ახალი გამოყენების წინ წვერი უნდა ხელახლა მომზადდეს 2 გაფრქვევით.
თუ მიიღეთ მომეტაზონ ბიოგარანი® 50 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეის სუსპენზია საჭირო დოზაზე მეტი
თუ შემთხვევით მიიღეთ მომეტაზონ ბიოგარანი®-ს საჭირო დოზაზე მეტი, აცნობეთ ექიმს.
თუ თქვენ იყენებთ სტეროიდებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან დიდი რაოდენობით, იშვიათ შემთხვევებში, ამან შეიძლება თქვენი ჰორმონალური სისტემა დაარღვიოს. ბავშვებში შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ ზრდასა და განვითარებაზე.
თუ დაგავიწყდათ მომეტაზონ ბიოგარანი® 50 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეის სუსპენზიის გამოყენება
თუ დაგავიწყდათ ცხვირის სპრეის გამოყენება საჭირო დროს, გამოიყენეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულ რეჟიმში. გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
თუ შეწყვეტთ მომეტაზონ ბიოგარანი® 50 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეის სუსპენზიის გამოყენებას
ზოგიერთ პაციენტში მომეტაზონ ბიოგარანი®-მ შეიძლება დაიწყოს სიმპტომების შემსუბუქება პირველი დოზის მიღებიდან 12 საათის შემდეგ, თუმცა მკურნალობის სრული ეფექტი შესაძლოა ორი დღის შემდეგ გამოვლინდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ცხვირის სპრეის რეგულარული გამოყენება. არ შეწყვიტოთ მკურნალობა, თუნდაც თავს უკეთ გრძნობდეთ, ექიმის რჩევის გარეშე.
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში სისტემატიურად არ იჩენს თავს.
ამ პროდუქტის გამოყენების შემდეგ შეიძლება განვითარდეს დაუყოვნებელი ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიული) რეაქციები. ეს რეაქციები შეიძლება იყოს მწვავე. უნდა შეწყვიტოთ მომეტაზონ ბიოგარანი®-ს გამოყენება და რჩევისათვის მიმართოთ ექიმს თუ გამოგივლინდათ შემდეგი სიმპტომები:
- სახის, ენის ან ხახის შეშუპება;
- ყლაპვის გაძნელება;
- ჭინჭრის ციება;
- ხიხინი ან სუნთქვის გაძნელება;
ნაზალური კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ორგანიზმის მიერ პრეპარატის შეწოვის გამო.
სხვა გვერდითი მოვლენები
უმეტეს შემთხვევაში, ცხვირის სპრეის გამოყენება პრობლემას არ წარმოადგენს.
თუმცა, ზოგიერთ ადამიანს, მომეტაზონ ბიოგარანი®-ს ან სხვა ნაზალური კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ, შეიძლება განუვითარდეს:
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1 ადამიანს):
- თავის ტკივილი;
- ცემინება;
- ცხვირიდან სისხლდენა [ძალიან ხშირად აღინიშნება (შეიძლება შეეხოს 10-დან 1-ზე მეტს) ცხვირის პოლიპების მქონე პაციენტებში, რომლებიც იყენებენ მომეტაზონის ფუროატის ორ შესხურებას თითოეულ ნესტოში დღეში ორჯერ];
- ტკივილი ცხვირის ან ყელის არეში;
- წყლულები ცხვირში;
- სასუნთქი გზების ინფექციები;
სიხშირეები განუსაზღვრელია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია):
- თვალის შიგნით მომატებული წნევა (გლაუკომა) და/ან კატარაქტა, რაც მხედველობის დარღვევას იწვევს;
- ცხვირის ძგიდის დაზიანება, რომელიც ჰყოფს ნესტოებს;
- გემოსა და სუნის შეცვლა;
- სუნთქვის გაძნელება და/ან ბრონქული ხიხინი;
- მხედველობის დაბინდვა
ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ყველა იმ გვერდით მოვლენებს, რომელის აღნიშნული არაა ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ განცხადება პირდაპირ შეგიძლიათ გააკეთოთ ასევე ეროვნული განცხადებების სისტემის გზით: მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების (ANSM) უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო და Pharmacovigilance რეგიონული ცენტრების ქსელი. ინტერნეტ საიტი: https://signalement-sante.gouv.fr/.
გვერდითი მოვლენების მითითებით, თქვენ მიიღებთ მეტ ინფორმაციას პრეპარატის უსაფრთხოებაზე.
- როგორ შევინახოთ მომეტაზონ ბიოგარანი® 50 მიკროგრამი/დოზა ცხვირში შესასხურებელი სუსპენზია?
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ ზომებს.
არ ჩაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალიზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ ვადაგასული მედიკამენტი. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.
რას შეიცავს მომეტაზონ ბიოგარანი® 50 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეის სუსპენზია
- აქტიური ნივთიერებაა:
უწყლო მომეტაზონის ფუროატი -------------------------------------------- 50 მიკროგრამი
მომეტაზონის ფუროატის მონოჰიდრატის სახით
მიწოდებული დოზისთვის.
- სხვა კომპონენტებია:
ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი, გლიცეროლი, პოლისორბატი 80, მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარმელოზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატი, გამოხდილი წყალი.
რა არის მომეტაზონ ბიოგარანი® 50 მიკროგრამი/დოზა ცხვირის სპრეის სუსპენზია და გარე შეფუთვის შემადგენლობა
მომეტაზონი ბიოგარანი არის ცხვირის სპრეის სუსპენზია.
ფლაკონი შეიცავს 120 დოზას (16 გ).
120 დოზიანი ბოთლი მოთავსებულია კოლოფში, რომელიც შეიცავს ერთ ფლაკონს.
მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი/ოპერატორი
ბიოგარანის ლაბორატორია
შარლ დე გოლის ბულვარი 15
92707 კოლომბი სედექსი
მწარმოებელი
Farmea (ფარმეა)
ბუშ ტომასის ქ. 10
Z.A.C. d'Orgemont
49000 ანჟე
ინსტრუქციის გადასინჯვის ბოლო თარიღია 2021 წლის სექტემბერი
სხვა
დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ პრეპარატზე ხელმისაწვდომია ANSM-ის (საფრანგეთი) ინტერნეტ საიტზე.
ფარმბრაილი: ბრაილის შრიფტით, გაზრდილი შრიფტით და აუდიო ფორმატში ხელმისაწვდომი ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ handicapzero.org-ზე, „მისაწვდომი მედიკამენტების ინსტრუქციები“-ს განყოფილებაში და ასევე შემდეგ მისამართზე:
0 800 39 39 51 მომსახურება და ზარი უფასოა.
ბიოგარანი
შარლ დე გოლის ბულვარი 15
92707 კოლომბი სედექსი
405 113 598 RCS/ნანტი
25139
FG0038180-112-01. Indd 2
08/02/2022 16:24
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.