ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები

ატროპინის სულფატი

Atropine sulfate

რეცეპტით1მგ/მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

გამოიყენება როგორც სიმპათომიმეტური საშუალება პილოროსპაზმის, მწვავე პანკრეატიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადების, შარდგამომყოფი გზების სპაზმების, ბრონქული ასთმის, ცთომილი ნერვის ტონუსის მომატების შედეგად განვითარებული ბრადიკარდიის დროს, სანერწყვე, კუჭის, ბრონქული, ზოგჯერ - საოფლე ჯირკვლების სეკრეციის შესამცირებლად, საჭმლის …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ატროპინი (atropine)
ფორმა და შეფუთვა
1მგ/მლ 1მლ ი.ვ., ი.მ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი მინის (ტიპი-ИП-1) ამპულა №10
მწარმოებელი
«CORPORATION «ZDOROVYA» LLC, უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, ბელადონას ალკალოიდები, მესამეული ამინები
ATC კოდი
A03BA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-045620
რეგისტრირებულია
3 ივნისი 2026, მოქმედებს 5 მაისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«CORPORATION «ZDOROVYA» LLC (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „კვადრიუმ ფარმჰაუსი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაატროპინის სულფატი და სხვა წამალი ერთად

ატროპინის სულფატი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გამოიყენება როგორც სიმპათომიმეტური საშუალება პილოროსპაზმის, მწვავე პანკრეატიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადების, შარდგამომყოფი გზების სპაზმების, ბრონქული ასთმის, ცთომილი ნერვის ტონუსის მომატების შედეგად განვითარებული ბრადიკარდიის დროს, სანერწყვე, კუჭის, ბრონქული, ზოგჯერ - საოფლე ჯირკვლების სეკრეციის შესამცირებლად, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩასატარებლად (ორგანოთა ტონუსის და სამოძრაო აქტივობის შემცირება).

პრეპარატის გამოყენება ასევე შესაძლებელია ნარკოზის და ოპერაციის წინ და ქირურგიული ოპერაციის დროს, როგორც საშუალება, რომელიც ხელს უშლის ბრონქო- და ლარინგოსპაზმების განვითარებას, ამცირებს ჯირკვლების სეკრეციას, რეფლექსურ რეაქციებს და ცთომილი ნერვის აგზნებით გამოწვეულ გვერდით ეფექტებს.

გამოიყენება როგორც სპეციფიკური ანტიდოტი ქოლინომიმეტური ნაერთებით და ანტიქოლინესთერაზული (მათ შორის, ფოსფორორგანული) ნივთიერებებით მოწამვლის დროს.

გამოყენების წესი და დოზები.

ატროპინის სულფატი შეჰყავთ კანქვეშ, კუნთში, ვენაში. საწყისი ნარკოზის დროს, ვაგუსის მიერ გულის შეკუმშვათა სიხშირის დათრგუნვის და სანერწყვე და ბრონქული ჯირკვლების სეკრეციის დაქვეითების რისკის შემცირების მიზნით – 0,3-0,6 მგ კანქვეშ ან კუნთში ანესთეზიამდე 30-60 წუთით ადრე; მორფინთან კომბინაციაში (10 მგ მორფინის სულფატი) – ანესთეზიამდე 1 საათით ადრე.

ანტიქოლინესთერაზული პრეპარატებით მოწამვლისას ატროპინის სულფატი შეჰყავთ 2 მგ კუნთში ყოველ 20-30 წუთში, კანის გაწითლების და სიმშრალის, გუგების გაფართოების და ტაქიკარდიის განვითარებამდე, სუნთქვის ნორმალიზებამდე.

ზომიერი და მძიმე მოწამვლისას ატროპინის შეყვანა შეიძლება 2 დღის განმავლობაში („ჭარბი ატროპინიზაციის“ ნიშნების განვითარებამდე).

ბავშვებისთვის უმაღლესი ერთჯერადი დოზა, ასაკის მიხედვით, შეადგენს:

6 თვემდე ასაკში – 0,02 მგ;

6 თვიდან 1 წლამდე – 0,05 მგ;

1-დან 2 წლამდე – 0,2 მგ;

3-დან 4 წლამდე – 0,25 მგ;

5-დან 6 წლამდე – 0,3 მგ;

7-დან 9 წლამდე – 0,4 მგ;

10-დან 14 წლამდე – 0,5 მგ.

უმაღლესი დოზები მოზრდილებისთვის კანქვეშ: ერთჯერადი – 1 მგ, სადღერამისო – 3 მგ.

ატროპინის სულფატი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში.

ბავშვები. ატროპინის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან სიცოცხლის პირველი სამი თვის ასაკის ბავშვები. პრეპარატი ბავშვებთან გამოიყენება დოზებით, რომლებიც მითითებულია ნაწილში „გამოყენების წესი და დოზირება“.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომელთა დროსაც გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდა შეიძლება არასასურველი იყოს: მოციმციმე არითმია, ტაქიკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, მიტრალური სტენოზი, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია; მწვავე სისხლდენა; თირეოტოქსიკოზი; ჰიპერთერმიული სინდრომი; საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები, რომლებიც გაუვალობის თანხლებით მიმდინარეობს (საყლაპავის აქალაზია, პილორუსის სტენოზი, ნაწლავის ატონია); გლაუკომა; ღვიძლის და თირკმლის უკმარისობა; მიასთენია gravis; შარდის შეკავება ან მისდამი მიდრეკილება; ტვინის დაზიანება.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები.

სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია შარდგამომტანი გზების ობსტრუქციის გარეშე, დაუნის დაავადების, ბავშვთა ცერებრული დამბლის, რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს, რეფლუქს-ეზოფაგიტის თანხლებით მიმდინარე დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის დროს, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის, მეგაკოლონის, ქსეროსტომიის მქონე პაციენტებში, ასევე, ხანდაზმულ ან დასუსტებულ ავადმყოფებში, ფილტვის ქრონიკული დაავადების დროს შექცევადი ობსტრუქციის გარეშე, სქელი, ძნელად ამოსახველებელი ნახველის დაბალი პროდუქციით მიმდინარე ფილტვის ქრონიკული დაავადებების დროს, განსაკუთრებით, უმცროსი ასაკის ბავშვებში და დასუსტებულ ავადმყოფებში, ვეგეტაციური (ავტონომიური) ნეიროპათიის დროს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ატროპინის სულფატის მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას, ვითარდება გულის არითმიები, ქინიდინთან, ნოვოკაინამიდთან – აღინიშნება ქოლინოლიზური ეფექტის სუმაცია. შროშანას პრეპარატებთან, ტანინთან ერთად შიგნით მიღებისას, აღინიშნება ფიზიკურ-ქიმიური ურთიერთქმედება, რაც ეფექტების ორმხრივ დასუსტებას იწვევს.

ატროპინის სულფატი ამცირებს ნარკოტიკული საშუალებების მოქმედების ხანგრძლიობას და სიღრმეს, ასუსტებს ოპიატების ანალგეზიურ მოქმედებას.

დიმედროლთან ან დიპრაზინთან ერთად გამოყენებისას ატროპინის მოქმედება ძლიერდება, ნიტრატებთან, ჰალოპერიდოლთან, სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდებთან – იზრდება თვალშიგა წნევის მომატების ალბათობა, სერტრალინთან – ძლიერდება ორივე პრეპარატის დეპრესიული ეფექტი, სპირონოლაქტონთან, მინოქსიდილთან – მცირდება სპირონოლაქტონის და მინოქსიდილის ეფექტი, პენიცილინებთან – ძლიერდება ორივე პრეპარატის ეფექტი, ნიზატიდინთან – ძლიერდება ნიზატიდინის მოქმედება, კეტოკონაზოლთან – მცირდება კეტოკონაზოლის შეწოვა, ასკორბინის მჟავასთან და ატაპულგიტთან – მცირდება ატროპინის მოქმედება, პილოკარპინთან – მცირდება პილოკარპინის ეფექტი გლაუკომის მკურნალობისას, ოქსპრენოლოლთან – მცირდება პრეპარატის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. ოქტადინის ზემოქმედებით შეიძლება შემცირდეს ატროპინის ჰიპოსეკრეტორული მოქმედება, რომელიც მ-ქოლინომიმეტური და ანტიქოლინესთერაზული საშუალებების მოქმედებას ასუსტებს. სულფანილამიდურ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას იზრდება თირკმლის დაზიანების რისკი, კალიუმის შემცველ პრეპარატებთან – შესაძლებელია ნაწლავებში წყლულების წარმოქმნა, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან – მატულობს კუჭის წყლულების და სისხლდენების განვითარების რისკი.

ატროპინის სულფატის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ანტიმუსკარინული ეფექტის მქონე სხვა პრეპარატებთან (მ-ქოლინობლოკატორები, სპაზმოლიზური საშუალებები, ამანტადინი, ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალებები, ბუტიროფენონების, ფენოთიაზინების, დიზოპირამიდების, ქინიდინის, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, მონოამინების ნეირონული უკუმიტაცების არასელექციური ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატები) ერთდროული გამოყენებისას. ატროპინის ზემოქმედებით პერისტალტიკის დათრგუნვამ შეიძლება სხვა სამკურნალო საშუალებების შეწოვის ცვლილება გამოიწვოს.

გამოყენების თავისებურებები. სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია შარდგამომტანი გზების ობსტრუქციის გარეშე, დაუნის დაავადების, ბავშვთა ცერებრული დამბლის, რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს, რეფლუქს-ეზოფაგიტის თანხლებით მიმდინარე დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის დროს, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის, მეგაკოლონის, ქსეროსტომიის მქონე პაციენტებში, ასევე, ხანდაზმულ ან დასუსტებულ ავადმყოფებში, ფილტვის ქრონიკული დაავადების დროს შექცევადი ობსტრუქციის გარეშე, სქელი, ძნელად ამოსახველებელი ნახველის დაბალი პროდუქციით მიმდინარე ფილტვის ქრონიკული დაავადებების დროს, განსაკუთრებით, უმცროსი ასაკის ბავშვებში და დასუსტებულ ავადმყოფებში, ვეგეტაციური (ავტონომიური) ნეიროპათიის დროს.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში.

ატროპინის სულფატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია, ბავშვზე ტოქსიკური ზემოქმედების საშიშროების გამო.

რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტის მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.

ისეთი გვერდითი რეაქციების განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინებით, როგორიცაა თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები, აკომოდაციის დარღვევა, პრეპარატის გამოყენების პერიოდში საჭიროა თავის შეკავება ავტოტრანსპორტის მართვისგან ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისგან.

გამოყენების წესი და დოზები. ატროპინის სულფატი შეჰყავთ კანქვეშ, კუნთში, ვენაში. საწყისი ნარკოზის დროს, ვაგუსის მიერ გულის შეკუმშვათა სიხშირის დათრგუნვის და სანერწყვე და ბრონქული ჯირკვლების სეკრეციის დაქვეითების რისკის შემცირების მიზნით – 0,3-0,6 მგ კანქვეშ ან კუნთში ანესთეზიამდე 30-60 წუთით ადრე; მორფინთან კომბინაციაში (10 მგ მორფინის სულფატი) – ანესთეზიამდე 1 საათით ადრე.

ანტიქოლინესთერაზული პრეპარატებით მოწამვლისას ატროპინის სულფატი შეჰყავთ 2 მგ კუნთში ყოველ 20-30 წუთში, კანის გაწითლების და სიმშრალის, გუგების გაფართოების და ტაქიკარდიის განვითარებამდე, სუნთქვის ნორმალიზებამდე.

ზომიერი და მძიმე მოწამვლისას ატროპინის შეყვანა შეიძლება 2 დღის განმავლობაში („ჭარბი ატროპინიზაციის“ ნიშნების განვითარებამდე).

ბავშვებისთვის უმაღლესი ერთჯერადი დოზა, ასაკის მიხედვით, შეადგენს:

6 თვემდე ასაკში – 0,02 მგ;

6 თვიდან 1 წლამდე – 0,05 მგ;

1-დან 2 წლამდე – 0,2 მგ;

3-დან 4 წლამდე – 0,25 მგ;

5-დან 6 წლამდე – 0,3 მგ;

7-დან 9 წლამდე – 0,4 მგ;

10-დან 14 წლამდე – 0,5 მგ.

უმაღლესი დოზები მოზრდილებისთვის კანქვეშ: ერთჯერადი – 1 მგ, სადღერამისო – 3 მგ.

ატროპინის სულფატი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში.

ბავშვები.

ატროპინის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან სიცოცხლის პირველი სამი თვის ასაკის ბავშვები.

პრეპარატი ბავშვებთან გამოიყენება დოზებით, რომლებიც მითითებულია ნაწილში „გამოყენების წესი და დოზირება“.

ჭარბი დოზა

სიმპტომები: უმნიშვნელო ჭარბი დოზირებისას – პირის სიმშრალე, გუგების გაფართოება, აკომოდაციის დარღვევა, ტაქიკარდია, შარდვის გაძნელება, ნაწლავის ატონია, თავბრუსხვევა, სითბოს გაცემის დარღვევა, ოფლის გამოყოფის შემცირება.

მოწამვლისას – გუგების გაფართოება, თვალშიგა წნევის მომატება, ლორწოვანი გარსების და კანის სიმშრალე, სხეულის ტემპერატურის მომატება, შარდის შეკავება, ტაქიკარდია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები, ორიენტაციის სრული დაკარგვა, უეცარი ფსიქომოტორული აგზნება; შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვები ცნობიერების დაკარგვის თანხლებით, არტერიული წნევის დაქვეითება, კომა.

მკურნალობა: ანტიდოტის – პროზერინის (1 მლ 0,05%-იანი ხსნარი კანქვეშ) ან ფიზოსტიგმინის (0,5-1 მლ 0,1%-იანი ხსნარი კანქვეშ) შეყვანა. ფსიქომოტორული აგზნების დროს – ამინაზინი კუნთში (2,5%-იანი ხსნარის 2 მლ); კრუნჩხვების დროს – ბარბიტურატები (5-10 მლ ნატრიუმის თიოპენტალის 2,5%-იანი ხსნარი ვენაში ან 10-15 მლ-მდე 2,5%-იანი ჰექსენალის ხსნარი ვენაში, შეჰყავთ 3-4 მლ 30 წამიანი შუალედებით); უეცრად გამოხატული ჰიპერთერმიის დროს – ყინული თავზე, საზარდულის არეში, ნოტიო საფენები; ტაქიკარდიის დროს – ინდერალი; შარდის შეკავების დროს – კათეტერიზაცია; გამოხატული ინტოქსიკაციის დროს – ფორსირებული დიურეზი, სისხლის გატუტიანება. ნაჩვენებია გლუკოზის ინტრავენური შეყვანა ასკორბინის მჟავასთან ერთად.

გვერდითი რეაქციები. პრეპარატის გვერდითი მოქმედება, ძირითადად, ატროპინის მ-ქოლინოლიზურ მოქმედებას უკავშირდება.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, წყურვილის შეგრძნება, გემოს შეგრძნების დარღვევა, დისფაგია, ნაწლავის მოტორიკის დაქვეითება ატონიამდე, სანაღვლე გზების და ნაღვლის ბუშტის ტონუსის დაქვეითება.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: შარდვის გაძნელება და შეკავება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არითმია, ექსტრასისტოლიის ჩათვლით, მიოკარდიუმის იშემია, სახის სიწითლე, სიმხურვალის შეგრძნება.

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნევროზულობა, უძილობა.

მხედველობის ორგანოების მხრივ: გუგების გაფართოება, ფოტოფობია, აკომოდაციის დამბლა, თვალშიგა წნევის მომატება, მხედველობის დარღვევა.

სუნთქვის სისტემის მხრივ: ბრონქების სეკრეტორული აქტიობის და ტონუსის შემცირება, რაც ბლანტი, ძნელად ამოსახველებელი ნახველის წარმოქმნას იწვევს.

კანის მხრივ: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ექსფოლიაციური დერმატიტი.

იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი.

სხვა: ოფლის გამოყოფის შემცირება, კანის სიმშრალე, დიზართრია, ცვლილებები შეყვანის ადგილას, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

ვარგისობის ვადა. 5 წელი.

შენახვის პირობები. ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეუთავსებლობა. არ შეურიოთ სხვა სამკურნალო საშუალებებს.

შეფუთვა. 1 მლ ამპულებში №10 (10×1), ბლისტერი ამპულებით მოთავსებული კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კორპორაცია „ზდოროვიე“.

მწარმოებლის და განმცხადებლის ადგილმდებარეობა.

უკრაინა, 61013, ხარკოვის ოლქი, ქ. ხარკოვი, შევჩენკოს ქ., 22

ბოლო გადახედვის თარიღი. 22.01.2026

/ბეჭედდასმულია, ხელმოწერილია/

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: atropine;

1 მლ ხსნარი შეიცავს 1 მგ ატროპინის სულფატს;

დამხმარე ნივთიერებები: 0.1 M ქლორწყალბადმჟავა, საინიექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა. საინიექციო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ფუნქციური გასტროინტერსტიციული დარღვევების სამკურნალო საშუალებები. შმაგას (ბელადონას) ალკალოიდები, მესამეული ამინები.

ათქ კოდი: A03BA01.

ფარმაკოლოგიური თვისებები

მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ატროპინის მიერ მ-ქოლინორეცეპტორების (ნაკლებად მოქმედებს ნ-ქოლინორეცეპტორებზე) შერჩევითი ბლოკადით, რის შედეგადაც ისინი კარგავენ მგრძნობელობას აცეტილქოლინის მიმართ, რომელიც პოსტგანგლიური პარასიმპათიკური ნერვული დაბოლოებების უბანში წარმოიქნება. ატროპინის ქოლინორეცეპტორებთან დაკავშირების უნარი მის მოლეკულაში ისეთი ფრაგმენტის არსებობით აიხსნება, რომელიც ენდოგენური ლიგანდის –აცეტილქოლინის მოლეკულასთან აფინობას ანიჭებს. ატროპინის სულფატი ამცირებს სანერწყვე, ბრონქული, კუჭის და საოფლე ჯირკვლების სეკრეციას, ზრდის ბრონქული სეკრეტის სიბლანტეს, თრგუნავს ბრონქების მოციმციმე ეპითელიუმის წამწამების აქტიურობას, რითაც მუკოცილიარულ ტრანსპორტს აქვეითებს, აჩქარებს გულის შეკუმშვას, ზრდის AV-გამტარობას, ამცირებს გლუვკუნთოვანი ორგანოების ტონუსს, ამცირებს კუჭის წვენის რაოდენობას და საერთო მჟავიანობას (განსაკუთრებით, სეკრეციის ქოლინერგული რეგულაციის სიჭარბისას), ამცირებს კუჭის წვენის ბაზალურ და ღამის სეკრეციას, ნაკლები ხარისხით აქვეითებს სტიმულირებულ სეკრეციას, გამოხატულად აფართოებს გუგას (ამასთან, შესაძლებელია თვალშიგა წნევის მომატება). ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლის შედეგად, ატროპინი, თერაპიულ დოზებში, სუნთქვის ცენტრის აგზნებას იწვევს.

ფარმაკოკინეტიკა. ინტრავენური შეყვანის შემდეგ, მაქსიმალური ეფექტი 2-4 წუთში ვლინდება. ატროპინის სულფატი სწრაფად შეიწოვება შეყვანის უბნიდან სისხლის მიმოქცევაში. სწრაფად ნაწილდება ორგანიზმში, გაივლის ჰემატოენცეფალურ, პლაცენტის ბარიერებს, გადადის დედის რძეში. სისხლში ატროპინის ცილებთან კავშირი 50%-ს შეადგენს, მისი განაწილების მოცულობა, დაახლოებით, 3 ლ/კგ-ს უდრის. ინტრავენური შეყვანის შემდეგ სისხლის პლაზმაში ატროპინის კონცენტრაცია ორ ეტაპად მცირდება. პირველი ეტაპი – სწრაფი – ახასიათებს ნახევარგამოყოფის პერიოდი, რომელიც 2 საათს უდრის. ამ დროისთვის შარდთან ერთად ატროპინის შეყვანილი დოზის, დაახლოებით, 80% გამოიყოფა. მეორე ეტაპი – პრეპარატის მეორე ნაწილი შარდთან ერთად გამოიყოფა ნახევარგამოყოფის პერიოდით, რომელიც 13-36 საათს შეადგენს. ატროპინი მეტაბოლიზდება ღვიძლში, ფერმენტული ჰიდროლიზის გზით. დოზის დაახლოებით 50% უცვლელი სახით თირკმლებით გამოიყოფა.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები. გამოიყენება როგორც სიმპათომიმეტური საშუალება პილოროსპაზმის, მწვავე პანკრეატიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადების, შარდგამომყოფი გზების სპაზმების, ბრონქული ასთმის, ცთომილი ნერვის ტონუსის მომატების შედეგად განვითარებული ბრადიკარდიის დროს, სანერწყვე, კუჭის, ბრონქული, ზოგჯერ - საოფლე ჯირკვლების სეკრეციის შესამცირებლად, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩასატარებლად (ორგანოთა ტონუსის და სამოძრაო აქტივობის შემცირება).

პრეპარატის გამოყენება ასევე შესაძლებელია ნარკოზის და ოპერაციის წინ და ქირურგიული ოპერაციის დროს, როგორც საშუალება, რომელიც ხელს უშლის ბრონქო- და ლარინგოსპაზმების განვითარებას, ამცირებს ჯირკვლების სეკრეციას, რეფლექსურ რეაქციებს და ცთომილი ნერვის აგზნებით გამოწვეულ გვერდით ეფექტებს.

გამოიყენება როგორც სპეციფიკური ანტიდოტი ქოლინომიმეტური ნაერთებით და ანტიქოლინესთერაზული (მათ შორის, ფოსფორორგანული) ნივთიერებებით მოწამვლის დროს.

უკუჩვენებები. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომელთა დროსაც გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდა შეიძლება არასასურველი იყოს: მოციმციმე არითმია, ტაქიკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, მიტრალური სტენოზი, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია; მწვავე სისხლდენა; თირეოტოქსიკოზი; ჰიპერთერმიული სინდრომი; საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები, რომლებიც გაუვალობის თანხლებით მიმდინარეობს (საყლაპავის აქალაზია, პილორუსის სტენოზი, ნაწლავის ატონია); გლაუკომა; ღვიძლის და თირკმლის უკმარისობა; მიასთენია gravis; შარდის შეკავება ან მისდამი მიდრეკილება; ტვინის დაზიანება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

ატროპინის სულფატი

(ATROPINE SULFATE)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: atropine;

1 მლ ხსნარი შეიცავს 1 მგ ატროპინის სულფატს;

დამხმარე ნივთიერებები: 0.1 M ქლორწყალბადმჟავა, საინიექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა. საინიექციო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ფუნქციური გასტროინტერსტიციული დარღვევების სამკურნალო საშუალებები. შმაგას (ბელადონას) ალკალოიდები, მესამეული ამინები.

ათქ კოდი: A03BA01.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ატროპინის მიერ მ-ქოლინორეცეპტორების (ნაკლებად მოქმედებს ნ-ქოლინორეცეპტორებზე) შერჩევითი ბლოკადით, რის შედეგადაც ისინი კარგავენ მგრძნობელობას აცეტილქოლინის მიმართ, რომელიც პოსტგანგლიური პარასიმპათიკური ნერვული დაბოლოებების უბანში წარმოიქნება. ატროპინის ქოლინორეცეპტორებთან დაკავშირების უნარი მის მოლეკულაში ისეთი ფრაგმენტის არსებობით აიხსნება, რომელიც ენდოგენური ლიგანდის –აცეტილქოლინის მოლეკულასთან აფინობას ანიჭებს. ატროპინის სულფატი ამცირებს სანერწყვე, ბრონქული, კუჭის და საოფლე ჯირკვლების სეკრეციას, ზრდის ბრონქული სეკრეტის სიბლანტეს, თრგუნავს ბრონქების მოციმციმე ეპითელიუმის წამწამების აქტიურობას, რითაც მუკოცილიარულ ტრანსპორტს აქვეითებს, აჩქარებს გულის შეკუმშვას, ზრდის AV-გამტარობას, ამცირებს გლუვკუნთოვანი ორგანოების ტონუსს, ამცირებს კუჭის წვენის რაოდენობას და საერთო მჟავიანობას (განსაკუთრებით, სეკრეციის ქოლინერგული რეგულაციის სიჭარბისას), ამცირებს კუჭის წვენის ბაზალურ და ღამის სეკრეციას, ნაკლები ხარისხით აქვეითებს სტიმულირებულ სეკრეციას, გამოხატულად აფართოებს გუგას (ამასთან, შესაძლებელია თვალშიგა წნევის მომატება). ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლის შედეგად, ატროპინი, თერაპიულ დოზებში, სუნთქვის ცენტრის აგზნებას იწვევს.

ფარმაკოკინეტიკა. ინტრავენური შეყვანის შემდეგ, მაქსიმალური ეფექტი 2-4 წუთში ვლინდება. ატროპინის სულფატი სწრაფად შეიწოვება შეყვანის უბნიდან სისხლის მიმოქცევაში. სწრაფად ნაწილდება ორგანიზმში, გაივლის ჰემატოენცეფალურ, პლაცენტის ბარიერებს, გადადის დედის რძეში. სისხლში ატროპინის ცილებთან კავშირი 50%-ს შეადგენს, მისი განაწილების მოცულობა, დაახლოებით, 3 ლ/კგ-ს უდრის. ინტრავენური შეყვანის შემდეგ სისხლის პლაზმაში ატროპინის კონცენტრაცია ორ ეტაპად მცირდება. პირველი ეტაპი – სწრაფი – ახასიათებს ნახევარგამოყოფის პერიოდი, რომელიც 2 საათს უდრის. ამ დროისთვის შარდთან ერთად ატროპინის შეყვანილი დოზის, დაახლოებით, 80% გამოიყოფა. მეორე ეტაპი – პრეპარატის მეორე ნაწილი შარდთან ერთად გამოიყოფა ნახევარგამოყოფის პერიოდით, რომელიც 13-36 საათს შეადგენს. ატროპინი მეტაბოლიზდება ღვიძლში, ფერმენტული ჰიდროლიზის გზით. დოზის დაახლოებით 50% უცვლელი სახით თირკმლებით გამოიყოფა.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები. გამოიყენება როგორც სიმპათომიმეტური საშუალება პილოროსპაზმის, მწვავე პანკრეატიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადების, შარდგამომყოფი გზების სპაზმების, ბრონქული ასთმის, ცთომილი ნერვის ტონუსის მომატების შედეგად განვითარებული ბრადიკარდიის დროს, სანერწყვე, კუჭის, ბრონქული, ზოგჯერ - საოფლე ჯირკვლების სეკრეციის შესამცირებლად, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩასატარებლად (ორგანოთა ტონუსის და სამოძრაო აქტივობის შემცირება).

პრეპარატის გამოყენება ასევე შესაძლებელია ნარკოზის და ოპერაციის წინ და ქირურგიული ოპერაციის დროს, როგორც საშუალება, რომელიც ხელს უშლის ბრონქო- და ლარინგოსპაზმების განვითარებას, ამცირებს ჯირკვლების სეკრეციას, რეფლექსურ რეაქციებს და ცთომილი ნერვის აგზნებით გამოწვეულ გვერდით ეფექტებს.

გამოიყენება როგორც სპეციფიკური ანტიდოტი ქოლინომიმეტური ნაერთებით და ანტიქოლინესთერაზული (მათ შორის, ფოსფორორგანული) ნივთიერებებით მოწამვლის დროს.

უკუჩვენებები. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომელთა დროსაც გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდა შეიძლება არასასურველი იყოს: მოციმციმე არითმია, ტაქიკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, მიტრალური სტენოზი, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია; მწვავე სისხლდენა; თირეოტოქსიკოზი; ჰიპერთერმიული სინდრომი; საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები, რომლებიც გაუვალობის თანხლებით მიმდინარეობს (საყლაპავის აქალაზია, პილორუსის სტენოზი, ნაწლავის ატონია); გლაუკომა; ღვიძლის და თირკმლის უკმარისობა; მიასთენია gravis; შარდის შეკავება ან მისდამი მიდრეკილება; ტვინის დაზიანება.

ურთიერთქმედება სხვა სამკუნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.

ატროპინის სულფატის მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას, ვითარდება გულის არითმიები, ქინიდინთან, ნოვოკაინამიდთან – აღინიშნება ქოლინოლიზური ეფექტის სუმაცია. შროშანას პრეპარატებთან, ტანინთან ერთად შიგნით მიღებისას, აღინიშნება ფიზიკურ-ქიმიური ურთიერთქმედება, რაც ეფექტების ორმხრივ დასუსტებას იწვევს.

ატროპინის სულფატი ამცირებს ნარკოტიკული საშუალებების მოქმედების ხანგრძლიობას და სიღრმეს, ასუსტებს ოპიატების ანალგეზიურ მოქმედებას.

დიმედროლთან ან დიპრაზინთან ერთად გამოყენებისას ატროპინის მოქმედება ძლიერდება, ნიტრატებთან, ჰალოპერიდოლთან, სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდებთან – იზრდება თვალშიგა წნევის მომატების ალბათობა, სერტრალინთან – ძლიერდება ორივე პრეპარატის დეპრესიული ეფექტი, სპირონოლაქტონთან, მინოქსიდილთან – მცირდება სპირონოლაქტონის და მინოქსიდილის ეფექტი, პენიცილინებთან – ძლიერდება ორივე პრეპარატის ეფექტი, ნიზატიდინთან – ძლიერდება ნიზატიდინის მოქმედება, კეტოკონაზოლთან – მცირდება კეტოკონაზოლის შეწოვა, ასკორბინის მჟავასთან და ატაპულგიტთან – მცირდება ატროპინის მოქმედება, პილოკარპინთან – მცირდება პილოკარპინის ეფექტი გლაუკომის მკურნალობისას, ოქსპრენოლოლთან – მცირდება პრეპარატის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. ოქტადინის ზემოქმედებით შეიძლება შემცირდეს ატროპინის ჰიპოსეკრეტორული მოქმედება, რომელიც მ-ქოლინომიმეტური და ანტიქოლინესთერაზული საშუალებების მოქმედებას ასუსტებს. სულფანილამიდურ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას იზრდება თირკმლის დაზიანების რისკი, კალიუმის შემცველ პრეპარატებთან – შესაძლებელია ნაწლავებში წყლულების წარმოქმნა, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან – მატულობს კუჭის წყლულების და სისხლდენების განვითარების რისკი.

ატროპინის სულფატის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ანტიმუსკარინული ეფექტის მქონე სხვა პრეპარატებთან (მ-ქოლინობლოკატორები, სპაზმოლიზური საშუალებები, ამანტადინი, ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალებები, ბუტიროფენონების, ფენოთიაზინების, დიზოპირამიდების, ქინიდინის, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, მონოამინების ნეირონული უკუმიტაცების არასელექციური ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატები) ერთდროული გამოყენებისას. ატროპინის ზემოქმედებით პერისტალტიკის დათრგუნვამ შეიძლება სხვა სამკურნალო საშუალებების შეწოვის ცვლილება გამოიწვოს.

გამოყენების თავისებურებები. სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია შარდგამომტანი გზების ობსტრუქციის გარეშე, დაუნის დაავადების, ბავშვთა ცერებრული დამბლის, რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს, რეფლუქს-ეზოფაგიტის თანხლებით მიმდინარე დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის დროს, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის, მეგაკოლონის, ქსეროსტომიის მქონე პაციენტებში, ასევე, ხანდაზმულ ან დასუსტებულ ავადმყოფებში, ფილტვის ქრონიკული დაავადების დროს შექცევადი ობსტრუქციის გარეშე, სქელი, ძნელად ამოსახველებელი ნახველის დაბალი პროდუქციით მიმდინარე ფილტვის ქრონიკული დაავადებების დროს, განსაკუთრებით, უმცროსი ასაკის ბავშვებში და დასუსტებულ ავადმყოფებში, ვეგეტაციური (ავტონომიური) ნეიროპათიის დროს.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში.

ატროპინის სულფატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია, ბავშვზე ტოქსიკური ზემოქმედების საშიშროების გამო.

რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტის მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.

ისეთი გვერდითი რეაქციების განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინებით, როგორიცაა თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები, აკომოდაციის დარღვევა, პრეპარატის გამოყენების პერიოდში საჭიროა თავის შეკავება ავტოტრანსპორტის მართვისგან ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისგან.

გამოყენების წესი და დოზები. ატროპინის სულფატი შეჰყავთ კანქვეშ, კუნთში, ვენაში. საწყისი ნარკოზის დროს, ვაგუსის მიერ გულის შეკუმშვათა სიხშირის დათრგუნვის და სანერწყვე და ბრონქული ჯირკვლების სეკრეციის დაქვეითების რისკის შემცირების მიზნით – 0,3-0,6 მგ კანქვეშ ან კუნთში ანესთეზიამდე 30-60 წუთით ადრე; მორფინთან კომბინაციაში (10 მგ მორფინის სულფატი) – ანესთეზიამდე 1 საათით ადრე.

ანტიქოლინესთერაზული პრეპარატებით მოწამვლისას ატროპინის სულფატი შეჰყავთ 2 მგ კუნთში ყოველ 20-30 წუთში, კანის გაწითლების და სიმშრალის, გუგების გაფართოების და ტაქიკარდიის განვითარებამდე, სუნთქვის ნორმალიზებამდე.

ზომიერი და მძიმე მოწამვლისას ატროპინის შეყვანა შეიძლება 2 დღის განმავლობაში („ჭარბი ატროპინიზაციის“ ნიშნების განვითარებამდე).

ბავშვებისთვის უმაღლესი ერთჯერადი დოზა, ასაკის მიხედვით, შეადგენს:

6 თვემდე ასაკში – 0,02 მგ;

6 თვიდან 1 წლამდე – 0,05 მგ;

1-დან 2 წლამდე – 0,2 მგ;

3-დან 4 წლამდე – 0,25 მგ;

5-დან 6 წლამდე – 0,3 მგ;

7-დან 9 წლამდე – 0,4 მგ;

10-დან 14 წლამდე – 0,5 მგ.

უმაღლესი დოზები მოზრდილებისთვის კანქვეშ: ერთჯერადი – 1 მგ, სადღერამისო – 3 მგ.

ატროპინის სულფატი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში.

ბავშვები.

ატროპინის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან სიცოცხლის პირველი სამი თვის ასაკის ბავშვები.

პრეპარატი ბავშვებთან გამოიყენება დოზებით, რომლებიც მითითებულია ნაწილში „გამოყენების წესი და დოზირება“.

ჭარბი დოზირება.

სიმპტომები: უმნიშვნელო ჭარბი დოზირებისას – პირის სიმშრალე, გუგების გაფართოება, აკომოდაციის დარღვევა, ტაქიკარდია, შარდვის გაძნელება, ნაწლავის ატონია, თავბრუსხვევა, სითბოს გაცემის დარღვევა, ოფლის გამოყოფის შემცირება.

მოწამვლისას – გუგების გაფართოება, თვალშიგა წნევის მომატება, ლორწოვანი გარსების და კანის სიმშრალე, სხეულის ტემპერატურის მომატება, შარდის შეკავება, ტაქიკარდია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები, ორიენტაციის სრული დაკარგვა, უეცარი ფსიქომოტორული აგზნება; შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვები ცნობიერების დაკარგვის თანხლებით, არტერიული წნევის დაქვეითება, კომა.

მკურნალობა: ანტიდოტის – პროზერინის (1 მლ 0,05%-იანი ხსნარი კანქვეშ) ან ფიზოსტიგმინის (0,5-1 მლ 0,1%-იანი ხსნარი კანქვეშ) შეყვანა. ფსიქომოტორული აგზნების დროს – ამინაზინი კუნთში (2,5%-იანი ხსნარის 2 მლ); კრუნჩხვების დროს – ბარბიტურატები (5-10 მლ ნატრიუმის თიოპენტალის 2,5%-იანი ხსნარი ვენაში ან 10-15 მლ-მდე 2,5%-იანი ჰექსენალის ხსნარი ვენაში, შეჰყავთ 3-4 მლ 30 წამიანი შუალედებით); უეცრად გამოხატული ჰიპერთერმიის დროს – ყინული თავზე, საზარდულის არეში, ნოტიო საფენები; ტაქიკარდიის დროს – ინდერალი; შარდის შეკავების დროს – კათეტერიზაცია; გამოხატული ინტოქსიკაციის დროს – ფორსირებული დიურეზი, სისხლის გატუტიანება. ნაჩვენებია გლუკოზის ინტრავენური შეყვანა ასკორბინის მჟავასთან ერთად.

გვერდითი რეაქციები. პრეპარატის გვერდითი მოქმედება, ძირითადად, ატროპინის მ-ქოლინოლიზურ მოქმედებას უკავშირდება.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, წყურვილის შეგრძნება, გემოს შეგრძნების დარღვევა, დისფაგია, ნაწლავის მოტორიკის დაქვეითება ატონიამდე, სანაღვლე გზების და ნაღვლის ბუშტის ტონუსის დაქვეითება.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: შარდვის გაძნელება და შეკავება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არითმია, ექსტრასისტოლიის ჩათვლით, მიოკარდიუმის იშემია, სახის სიწითლე, სიმხურვალის შეგრძნება.

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნევროზულობა, უძილობა.

მხედველობის ორგანოების მხრივ: გუგების გაფართოება, ფოტოფობია, აკომოდაციის დამბლა, თვალშიგა წნევის მომატება, მხედველობის დარღვევა.

სუნთქვის სისტემის მხრივ: ბრონქების სეკრეტორული აქტიობის და ტონუსის შემცირება, რაც ბლანტი, ძნელად ამოსახველებელი ნახველის წარმოქმნას იწვევს.

კანის მხრივ: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ექსფოლიაციური დერმატიტი.

იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი.

სხვა: ოფლის გამოყოფის შემცირება, კანის სიმშრალე, დიზართრია, ცვლილებები შეყვანის ადგილას, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

ვარგისობის ვადა. 5 წელი.

შენახვის პირობები. ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეუთავსებლობა. არ შეურიოთ სხვა სამკურნალო საშუალებებს.

შეფუთვა. 1 მლ ამპულებში №10 (10×1), ბლისტერი ამპულებით მოთავსებული კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კორპორაცია „ზდოროვიე“.

მწარმოებლის და განმცხადებლის ადგილმდებარეობა.

უკრაინა, 61013, ხარკოვის ოლქი, ქ. ხარკოვი, შევჩენკოს ქ., 22

ბოლო გადახედვის თარიღი. 22.01.2026

/ბეჭედდასმულია, ხელმოწერილია/

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა