ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

არიპიპრაზოლი ნორმონი 15მგ ტაბლეტები EFG

Aripiprazol Normon 15mg comprimidos EFG

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა არიპიპრაზოლი ნორმონის მიღებამდე

სრულად
მოქმედი ნივთიერება
არიპიპრაზოლი (aripiprazole)
ფორმა და შეფუთვა
15მგ ტაბლეტი №28
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, ანტიფსიქოზური სხვა საშუალებები
ATC კოდი
N05AX12
რეგისტრაციის ნომერი
რ-045443
რეგისტრირებულია
14 მაისი 2026, მოქმედებს 14 მაისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
ურთიერთქმედების შემოწმებაარიპიპრაზოლი ნორმონი 15მგ ტაბლეტები EFG და სხვა წამალი ერთად

არიპიპრაზოლი ნორმონი 15მგ ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • რა უნდა იცოდეს პაციენტმა არიპიპრაზოლი ნორმონის მიღებამდე

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ზრდასრულებისათვის რეკომენდებული დოზაა 15 მგ ერთხელ დღეში. თუმცა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი ან მაღალი დოზა, მაქსიმუმ 30 მგ ერთხელ დღეში.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოეყნება

მედიკამენტის მიღება უნდა დაიწყოს დაბალი დოზით შიგნით მისაღები ხსნარის (სითხის) სახით. დოზა შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს მოზარდების რეკომენდებულ დოზამდე - 10 მგ ერთხელ დღეში. თუმცა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი ან მაღალი დოზა, მაქსიმუმ 30 მგ ერთხელ დღეში.

თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ არიპიპრაზოლი ნორმონის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

სასურველია, რომ არიპიპრაზოლი ნორმონის მიღება მოხდეს ერთსა და იმავე დროს, ყოველდღე. არ აქვს მნიშვნელობა მისი მიღება ხდება ჭამის დროს, თუ ჭამის შემდეგ. ტაბლეტი ყოველთვის უნდა გადაიყლაპოს წყალთან ერთად და მთლიანად.

მიუხედავად პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისა, არ შეიძლება არიპიპრაზოლი ნორმონის დღიური დოზის შეცვლა, ან მისი მიღების შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

არიპიპრაზოლი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

თუ პაციენტი აცნობიერებს, რომ მიიღო არიპიპრაზოლი ნორმონის ექიმის მიერ რეკომენდებულზე მეტი დოზა (ან სხვა პირმა მიიღო პაციენტის არიპიპრაზოლი ნორმონის ტაბლეტები), საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. თუ ექიმთნ მისვლა ვერ ხერხდება, საჭიროა უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა, პაციენტმა თან უნდა იქონიოს პრეპარატის კოლოფი.

პაციენტებს, რომლებმაც მიიღეს არიპიპრაზოლის ჭარბი დოზა, აღენიშნებოდათ შემდეგი სიმპტომები:

აჩქარებული გულისცემა, აგზნება/აგრესიულობა. მეტყველების დარღვევები;

უჩვეულო მოძრაობები (განსაკუთრებით, სახის ან ენის) და დაქვეითებული ცნობიერება.

სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს:

ცნობიერების მწვავე დაბინდვა (ეპილეფსია), კომა; ცხელების, სწრაფი სუნთქვისა და ოფლიანობის კომბინაცია;

კუნთების რიგიდობა და ძილიანობა, სუნთქვის შენელება, მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა, გულის რითმის დარღვევა.

საჭიროა ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი.

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით მიღებისას, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსხურში დარეკვა, ტელ.: (+34) 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

არიპიპრაზოლი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

დოზის გამოტოვებისას საჭიროა გამოტოვებული დოზის მიღება გახსენებისათანავე, მაგრამ დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

არიპიპრაზოლი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას

დაუშვებელია მკურნალობის შეწყვეტა პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად. მნიშვნელოვანია, რომ არიპიპრაზოლი ნორმონის ტაბლეტების მიღება გაგრძელდეს ექიმის დანიშნული ხანგრძლივობის მიხედვით.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია არიპიპრაზოლის ან მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).

სიფრთხილის ზომები

არიპიპრაზოლი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

სუიციდური აზრები და ქცევა აღინიშნა არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს. ექიმს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, თუ პაციენტს აქვს თვითდაზიანების აზრები ან შეგრძნებები.

არიპიპრაზოლი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება:

სისხლში შაქრის მაღალი დონე (ხასიათდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა: ჭარბი წყურვილი, ხშირი შარდვა, მადის გაზრდა და სისუსტის შეგრძნება) ან დიაბეტის ოჯახური ანამნეზი;

გულყრები, რადგან ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს პაციენტის უფრო ყურადღებითი კონტროლი;

კუნთების უნებლიე, არარეგულარული მოძრაობა, განსაკუთრებით, სახის კუნთების;

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (გულისა და სისხლის ცირკულაციის დაავადებები), გულ-სისხლძარღვთა დაავადების ოჯახური ანამნეზი, ინსულტი ან „მინიინსულტი“, არტერიული წნევის პათოლოგია;

სისხლის თრომბები ან სისხლის თრომბოზის ოჯახური ანამნეზი, რადგან ანტიფსიქოზური საშუალებები დაკავშირებულია სისხლის თრომბების ფორმირებასთან;

ჭარბი აზარტული თამაშების გამოცდილება წარსულში.

თუ პაციენტს აღენიშნება წონის მატება, უჩვეულო მოძრაობების განვითარება, ძილიანობა, რომელიც ხელს უშლის დღიურ ნორმალურ აქტივობას, ყლაპვის გაძნელება ან ალერგიული სიმპტომები, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

თუ პაციენტს აღენიშნება დემენცია (მეხსიერების ან სხვა მენტალური შესაძლებლობების დაკარგვა), პაციენტმა ან მომვლელმა/ნათესავმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, თუ მას ანამნეზში აქვს ინსულტი ან „მინიინსულტი“.

მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება თვითდაზიანების აზრები ან შეგრძნებები. სუიციდური აზრები და ქცევა აღინიშნა არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს.

მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების რიგიდობა ან არადრეკადობა მაღალი ცხელებით, ოფლიანობით, მენტალური სტატუსის ცვლილებით ან ძალიან სწრაფი ან არარეგულარული გულისცემით.

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი, ოჯახის წევრები ან მომვლელი აღნიშნავს, რომ პაციენტს განუვითარდა უჩვეულო ქცევის იმპულსები ან შფოთვა და არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს სურვილს, ინსტინქტს ან ცდუნებას, ჩაიდინოს ისეთი ქმედება, რომელიც ავნებს მას ან გარშემომყოფებს. ამას ეწოდება კონტროლის იმპულსური დარღვევა და შეიძლება მოიცავდეს ისეთ საქციელს, როგორიცაა აზარტული თამაშების მანია, ზედმეტად დაგროვება ან ფლანგვა, პათოლოგიურად მაღალი სექსუალური ლტოლვა ან სექსუალური ფიქრებისა და შეგრძნებების შემაწუხებელი მომატება.

ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს დოზის კორექცია, ან მისი შეწყვეტა.

არიპიპრაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, არტერიული წნევის დაცემა ადგომისას, თავბრუსხვევა და მოძრაობისა და კოორდინაციის შენარჩუნების დარღვევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დავარდნა. სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, ან თუ პაციენტს აღენიშნება სისუსტე.

ბავშვები და მოზარდები

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება 13 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, თუ არ არის ცნობილი, რომ ის ეფექტიანი და უსაფრთხოა ასეთ პაციენტებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

არტერიული წნევის დამაქვეითებელი მედიკამენტები: არიპიპრაზოლმა ნორმონმა შეიძლება გააძლიეროს ამ მედიკამენტების არტერიული წნევის დამწევი ეფექტი. ექიმს უნდა ეცნობოს აუცილებლად, თუ პაციენტი იღებს ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებს.

არიპიპრაზოლი ნორმონის მიღებამ სხვა მედიკამენტებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს არიპიპრაზოლი ნორმონის ან სხვა მედიკამენტების დოზის ცვლილების საჭიროება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეცნობოს მკურნალ ექიმს შემდეგი მედიკამენტების შესახებ:

არითმიის საწინააღმდეგო მედიკამენტები (როგორიცაა: ქინიდინი, ამიოდარონი, ფლეკაინიდი);

ანტიდეპრესანტები ან მცენარეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიისა და შფოთვის დროს (როგორიცაა: ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, ვენლაფაქსინი, კრაზანა);

სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები) (როგორიცაა: კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი);

აივ ინფექციის სამკურნალო გარკვეული მედიკამენტები (როგორიცაა: ეფავირენცი, ნევირაპინი და პროტეაზის ინჰიბიტორები, მაგ.: ინდინავირი, რიტონავირი);

ეპილეფსიის სამკურნალო ანტიკონვულსანტები (როგორიცაა: კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი);

ტუბერკულოზის სამკურნალო გარკვეული ანტიბიოტიკები (რიფაბუტინი, რიფამპიცინი);

ამ მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდონ არიპიპრაზოლი ნორმონის გვერდითი მოვლენები ან შეამცირონ მისი ეფექტი. თუ პაციენტს აღენიშნება რაიმე უჩვეულო სიმპტომი რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტის მიღებისას არიპიპრაზოლთან ერთად, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან სეროტონინის დონეს, ჩვეულებრივ გამოიყენება ისეთი დაავადებებს დროს, როგორიცაა: დეპრესია, გენერალიზებული შფოთვითი დარღვევა, ობსესიურ-კომპულსური დარღვევა (ოკდ) და სოციალური ფობია, ასევე, გამოიყენება შაკიკისა და ტკივილის დროს:

ტრიფტანები, ტრამადოლი და ტრიპტოფანი - გამოიყენება დეპრესიის, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის, ობსესიურ-კომპულსური დარღვევის (ოკდ) და სოციალური ფობიის, ასევე, შაკიკისა და ტკივილის დროს:

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (სუსი) (როგორიცაა პაროქსეტინი და ფლუოქსეტინი) - გამოიყენება დეპრესიის, ოკდ-ს, პანიკისა და შფოთვის დროს;

სხვა ანტიდეპრესანტები (როგორიცაა: ვენლაფაქსინი და ტრიპტოფანი) - გამოიყენება მძიმე დეპრესიის დროს;

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (როგორიცაა: კლომიპრამინი და ამიტრიპტილინი) - გამოიყენება დეპრესიული დაავადებების დროს;

კრაზანა (hypericum perforatum) - შედის მედიკამენტების შემადგენლობაში, რომლებიც გამოიყენება სუსტი დეპრესიის დროს;

ტკივილგამაყუჩებლები (როგორიცაა ტრამატოლი და პეტიდინი) - გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად;

ტრიფტანები (როგორიცაა სუმატრიპტანი და ზოლმიტრიპტანი) - გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ.

ამ მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდონ გვერდითი მოვლენების რისკი. თუ პაციენტს აღენიშნება რაიმე უჩვეულო სიმპტომი რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტის მიღებისას არიპიპრაზოლ ნორმონთან ერთად, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

არიპიპრაზოლი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

მედიკამენტის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე.

არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის მიღებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს პაციენტის ორსულობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შესახებ.

ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება განვითარდეს ახალშობილებში, რომელთა დედები იღებდნენ არიპიპრაზოლ ნორმონს ფეხმძიმობის ბოლო ტრიმესტრში (ორსულობის ბოლო სამი თვე): კანკალი, კუნთების რიგიდობა და/ან სისუსტე, ძილიანობა აგზნება, სუნთქვის პრობლემები და კვების გაძნელება. თუ ბავშვს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

თუ პაციენტი იღებს არიპიპრაზოლ ნორმონს, მკურნალი ექიმი პაციენტთან ერთად განიხილავს ძუძუთი კვების შესაძლებლობას დედისთვის მკურნალობის სარგებლის და ბავშვისათვის ძუძუთი კვების სარგებლის გათვალისწინებით. არ შეიძლება ძუძუთი კვება, თუ პაციენტი იღებს არიპიპრაზოლ ნორმონს. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს ბავშვის კვება მედიკამენტის მკურნალობის დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს, შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა და მხედველობის პრობლემები (იხ. პარაგრაფი 4). ეს გასათვალიწინებელია, როცა საჭიროა მაქსიმალური ყურადღება, მაგალითად, ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.

არიპიპრაზოლი ნორმონი შეიცავს ლაქტოზას

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად ამ მედიკამენტმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

შაქრიანი დიაბეტი;

დაძინების გაძნელება;

შფოთვა;

მოუსვენრობა და წყნარად ყოფნის შეუძლებლობა, წყნარად ჯდომის გაძნელება;

აკატიზია (შინაგანი მოუსვენრობის არაკომფორტული შეგრძნება და მუდმივად მოძრაობის სურვილი);

კუნთების უკონტროლო, უნებლიე შეკუმშვა და მოძრაობა;

კანკალი;

თავის ტკივილი;

დაღლილობა;

ძილიანობა;

თავბრუსხვევა;

რხევა და მხედველობის დაბინდვა;

ნაწლავების მოტორიკის დაქვეითება და გაძნელება (ყაბზობა);

დისპეფსია;

გულისრევა;

ჭარბნერწყვიანობა;

ღებინება;

დაღლილობის შეგრძნება.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

სისხლში ჰორმონ პროლაქტინის დონის მომატება;

სისხლში შაქრის დონის მომატება;

დეპრესია;

სექსუალური ლტოლვის ცვლილება ან გაძლიერება;

პირის, ენის და კიდურების უკონტროლო მოძრაობები (ტარდიული დისკინეზია);

კუნთების პათოლოგია, რომელიც იწვევს ბრუნვით მოძრაობებს (დისტონია);

მოუსვენარი ფეხების სინდრომი;

მხედველობის გაორება;

აჩქარებული გულისცემა;

არტერიული წნევის დაცემა ადგომისას, რომელიც იწვევს თავბრუსხვევას, გაბრუებას ან გულისწასვლას;

სლოკინი;

თვალების სინათლეზე მგრძნობელობა.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები აღინიშნა შიგნით მისაღები არიპიპრაზოლის პოსტმარკეტინგულ პერიოდში, მაგრამ მათი განვითარების სიხშირე უცნობია:

ლეიკოციტების დაბალი დონე;

თრომბოციტების დაბალი დონე;

ალერგიული რეაქციები (მაგ.: პირის, ენის, სახის და ხორხის შეშუპება, ქავილი და ჭინჭრის ციება);

დიაბეტის, კეტოაციდოზის (კეტონები სისხლსა და შარდში) განვითარება ან მიმდინარეობის გაუარესება ან კომა;

სისხლში შაქრის მაღალი დონე;

სისხლში ნატრიუმის არასაკმარისი დონე;

დაქვეითებული მადა (ანორექსია);

წონის კლება;

წონის მომატება;

სუიციდური აზრები, სუიციდის მცდელობა ან სუიციდი;

აგრესიულობა;

აგზნება;

ნევროზულობა;

ცხელების, კუნთების რიგიდობის, აჩქარებული სუნთქვის, ოფლიანობის, დაქვეითებული ცნობიერების, არტერიული წნევისა და გულისცემის სიხშირის უეცარი ცვლილების, და გულისწასვლის კომბინაცია (ნეიროლეფსური ავთვისებიანი სინდრომი);

გულყრები;

სეროტონინის სინდრომი (იშვიათი რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ინტენსიური ბედნიერების შეგრძნება, ძილიანობა, დაძაბულობა, მოუსვენრობა, სიმთვრალის შეგრძნება, ცხელება, ოფლიანობა ან კუნთების რიგიდობა);

მეტყველების დარღვევა;

უეცარი აუხსნელი სიკვდილი;

სიცოცხლისათვის სახიფათო არარეგულარული გულისცემა;

მიოკარდიუმის ინფარქტი;

შენელებული გულისცემა;

სისხლის თრომბები ვენებში, განსკუთრებით ქვედა კიდურებში (სიმპტომები მოიცავს: შეშუპებას, ტკივილს და ფეხების სიწითლეს), რომელიც სისხლძარღვების გავლით შეიძლება მოხვდეს ფილტვებში და გამოიწვიოს ტკივილი და სუნთქვის გაძნელება (თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, უნდა მიმართოს ექიმს დაუყოვნებლივ);

მაღალი არტერიული წნევა;

გულისწასვლა;

საკვების შემთხვევით გდაცდომა პნევმონიის რისკით (ფილტვების ინფექცია);

ხმოვანი იოგების (ხორხის ნაწილი) ირგვლივ კუნთების სპაზმი;

პანკრეასის ანთება;

ყლაპვის გაძნელება;

დიარეა;

აბდომინური დისკომფორტი;

კუჭის არეში დისკომფორტი;

ღვიძლის უკმარისობა;

ღვიძლის ანთება;

კანისა და თვალის სკლერების გაყვითლება;

ღვიძლის ანალიზების შედეგების ცვლილებები;

გამონაყარი კანზე;

სინათლეზე მგრძნობელობა;

სიმელოტე;

ჭარბი ოფლიანობა;

სერიოზული ალერგიული რეაქცია, როგორიცაა წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS). DRESS თავიდან ვლინდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და გამონაყარით სახეზე და შემდეგ გავრცელებული გამონაყარით, მაღალი ტემპერატურით, გადიდებული ლიმფური კვანძებით, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებით, რომელიც ჩანს სისხლის ანალიზებში და ლეიკოციტების ტიპის რაოდენობის მომატებით (ეოზინოფილია);

კუნთების პათოლოგიური დაშლა, რაც იწვევს თირკმლის პრობლემებს;

კუნთების ტკივილი;

რიგიდობა;

შარდის შეუკავებლობა;

შარდვის გაძნელება;

მოხსნის სიმპტომები ახალშობილებში, რომელთა დედები ორსულობის დროს იღებდნენ ამ მედიკამენტს;

გახანგრძლივებული და/ან მტკივნეული ერექცია;

სხეულის ტემპერატურის გაკონტროლების გართულება ან ორგანიზმის გადახურება;

ტკივილი მკერდის არეში;

ხელების, კოჭების ან ტერფების შეშუპება;

სისხლის ანალიზებში: სისხლში შაქრის დონის მერყეობა, გლიკოლიზებული ჰემოგლობინის დონის გაზრდა;

მოთხოვნილებისადმი, სურვილისადმი ან ცდუნებისადმი, რომ შესრულდეს ქმედება, რომელიც საზიანოა პაციენტისათვის ან გარშემომყოფთათვის, წინაღმდეგობის გაწევის შეუძლებლობა, რომელიც მოიცავს:

აზარტული თამაშის ძლიერ მოთხოვნილებას, მიუხედავად პერსონალური ან ოჯახური მძიმე შედეგებისა;

სექსუალური ლტოლვის ცვლილებას ან გაზრდას და შემაწუხებელ ქცევას თვითონ პაციენტისათვის ან სხვებისთვის, მაგ.: გაზრდილი სექსუალური ლტოლვა;

უკონტროლო, ჭარბ ყიდვას;

ზედმეტი ჭამას (დიდი რაოდენობით საკვების მიღება ხანმოკლე პერიოდში) ან კომპულსურ ჭამას (საკვების მიღება ნორმალურზე მეტად და ვიდრე საჭიროა შიმშილის დასაკმაყოფილებლად,);

ხეტიალისადმი მიდრეკილებას.

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება, რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ქცევა. მკურნალი ექიმი პაციენტს აუხსნის, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სიმპტომებთან გამკლავება ან მათი შემცირება. თვალის კაკლების ფიქსირება ერთ პოზიციაში.

ფატალური შემთხვევების გაზრდილი რაოდენობა აღინიშნა დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში არიპიპრაზოლის მიღებისას. გარდა ამისა, აღინიშნა ინსულტის ან „მინიინსულტის“ შემთხვევები.

სხვა გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში

13 წლის და მეტის ასაკის მოზარდებში აღინიშნა გვერდითი მოვლენები იმავე სიხშირით და იმავე ტიპის, რაც მოზრდილებში, გარდა ძილიანობისა, უნებლიე შეკუმშვებისა ან სპაზმებისა, მოუსვენრობისა და დაღლილობისა, რომელიც იყო ძალიან ხშირი (აღინიშნა 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში). ხოლო, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, პირის სიმშრალე, გულისცემის გახშირება, წონის მატება, გაზრდილი მადა, კუნთების ფასციკულაცია, კიდურების უნებლიე მოძრაობები და თავბრუსხვევა - ძირითადად, მჯდომარე ან წოლითი პოზიციიდან ადგომისას - იყო ხშირი (აღინიშნა 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaRAM.es

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა არიპიპრაზოლი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ არიპიპრაზოლს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ინდიგო კარმინი (E-132).

რას შეიცავს არიპიპრაზოლი ნორმონი 10 მგ

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ არიპიპრაზოლს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, რკინის წითელი ოქსიდი (E-172).

რას შეიცავს არიპიპრაზოლი ნორმონი 15 მგ

აქტიური ნივთიერებაა არიპიპრაზოლი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 15 მგ არიპიპრაზოლს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E-172).

არიპიპრაზოლი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

არიპიპრაზოლი ნორმონი 5 მგ ტაბლეტები არის ლურჯი ფერის, მოგრძო და ორმხრივამობურცული ტაბლეტები, აღნიშვნით „5“ ცალ მხარეს და მეორე მხარე სადა ზედაპირით. შეფუთვა შეიცავს 28 და 100 ტაბლეტს.

არიპიპრაზოლი ნორმონი 10 მგ ტაბლეტები არის ვარდისფერი, მოგრძო და ორმხრივამობურცული ტაბლეტები, აღნიშვნით „10“ ცალ მხარეს და მეორე მხარე სადა ზედაპირით. შეფუთვა შეიცავს 28 და 100 ტაბლეტს.

არიპიპრაზოლი ნორმონი 15 მგ ტაბლეტები არის ყვითელი ფერის, მოგრძო და ორმხრივამობურცული ტაბლეტები, აღნიშვნით „15“ ცალ მხარეს და მეორე მხარე სადა ზედაპირით. შეფუთვა შეიცავს 28 და 100 ტაბლეტს.

ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6

28760 Tres Cantos, Madrid

Spain

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6

28760 ტრეს კანტოსი,

ესპანეთი

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2021 წლის აპრილი

ინფორმაციის სხვა წყაროები:

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება ორიგინალური შეფუთვით ნესტისაგან დასაცავად.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის და შეფუთვის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცვლეობა და სხვა ინფორმაცია

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

არიპიპრაზოლი ნორმონი 5 მგ ტაბლეტები

არიპიპრაზოლი ნორმონი 10 მგ ტაბლეტები

არიპიპრაზოლი ნორმონი 15 მგ ტაბლეტები

არიპიპრაზოლი

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა;

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა;

ეს მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი მიცემა სხვა პირებისათვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის;

თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაზლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

  • რას წარმოადგენს არიპიპრაზოლი ნორმონი და მისი გამოყენება
  • რა უნდა იცოდეს პაციენტმა არიპიპრაზოლი ნორმონის მიღებამდე
  • არიპიპრაზოლი ნორმონის მიღების წესი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • არიპიპრაზოლი ნორმონის შენახვის წესი
  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს არიპიპრაზოლი ნორმონი და მისი გამოყენება

არიპიპრაზოლი ნორმონი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას არიპიპრაზოლს, რომელიც მიეკუთვნება ანტიფსიქოზური მედიკამენტების ჯგუფს. ის გამოიყენება მოზრდილებსა და 15 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვებში დაავადების სამკურნალოდ, რომელიც ხასიათდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა სმენითი, მხედველობითი ან შეგრძნებითი ჰალუცინაციები, ეჭვიანობა, მცდარი წარმოდგენები, დაუკავშირებელი მეტყველება და ქცევა და უემოციობა. ასეთი მდგომარეობის მქონე ადამიანები თავს გრძნობენ დეპრესიულად, დამნაშავედ, აგზნებულად ან დაძაბულად.

არიპიპრაზოლი ნორმონი გამოიყენება მოზრდილებისა და 13 წლის და ზემოთ ასაკის პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც აღენიშნებათ მდგომარეობა ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა: ამაღლებულ განწყობაზე ყოფნა, მოჭარბებული ენერგიის ქონა, ჩვეულებრივზე ნაკლების ძილის მოთხოვნილება, ძალიან სწრაფი საუბარი სწრაფი იდეებით და ზოგჯერ ძლიერი გაღიზიანებადობით. მოზრდილებში ის ასევე ახდენს იმ მდგომარეობის რეციდივის პრევენციას, რომელიც დაექვემდებარა არიპიპრაზოლი ნორმონით მკურნალობას.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა არიპიპრაზოლი ნორმონის მიღებამდე

დაუშვებელია არიპიპრაზოლი ნორმონის მიღება

თუ პაციენტი ალერგიულია არიპიპრაზოლის ან მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

არიპიპრაზოლი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

სუიციდური აზრები და ქცევა აღინიშნა არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს. ექიმს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, თუ პაციენტს აქვს თვითდაზიანების აზრები ან შეგრძნებები.

არიპიპრაზოლი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება:

სისხლში შაქრის მაღალი დონე (ხასიათდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა: ჭარბი წყურვილი, ხშირი შარდვა, მადის გაზრდა და სისუსტის შეგრძნება) ან დიაბეტის ოჯახური ანამნეზი;

გულყრები, რადგან ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს პაციენტის უფრო ყურადღებითი კონტროლი;

კუნთების უნებლიე, არარეგულარული მოძრაობა, განსაკუთრებით, სახის კუნთების;

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (გულისა და სისხლის ცირკულაციის დაავადებები), გულ-სისხლძარღვთა დაავადების ოჯახური ანამნეზი, ინსულტი ან „მინიინსულტი“, არტერიული წნევის პათოლოგია;

სისხლის თრომბები ან სისხლის თრომბოზის ოჯახური ანამნეზი, რადგან ანტიფსიქოზური საშუალებები დაკავშირებულია სისხლის თრომბების ფორმირებასთან;

ჭარბი აზარტული თამაშების გამოცდილება წარსულში.

თუ პაციენტს აღენიშნება წონის მატება, უჩვეულო მოძრაობების განვითარება, ძილიანობა, რომელიც ხელს უშლის დღიურ ნორმალურ აქტივობას, ყლაპვის გაძნელება ან ალერგიული სიმპტომები, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

თუ პაციენტს აღენიშნება დემენცია (მეხსიერების ან სხვა მენტალური შესაძლებლობების დაკარგვა), პაციენტმა ან მომვლელმა/ნათესავმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, თუ მას ანამნეზში აქვს ინსულტი ან „მინიინსულტი“.

მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება თვითდაზიანების აზრები ან შეგრძნებები. სუიციდური აზრები და ქცევა აღინიშნა არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს.

მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების რიგიდობა ან არადრეკადობა მაღალი ცხელებით, ოფლიანობით, მენტალური სტატუსის ცვლილებით ან ძალიან სწრაფი ან არარეგულარული გულისცემით.

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი, ოჯახის წევრები ან მომვლელი აღნიშნავს, რომ პაციენტს განუვითარდა უჩვეულო ქცევის იმპულსები ან შფოთვა და არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს სურვილს, ინსტინქტს ან ცდუნებას, ჩაიდინოს ისეთი ქმედება, რომელიც ავნებს მას ან გარშემომყოფებს. ამას ეწოდება კონტროლის იმპულსური დარღვევა და შეიძლება მოიცავდეს ისეთ საქციელს, როგორიცაა აზარტული თამაშების მანია, ზედმეტად დაგროვება ან ფლანგვა, პათოლოგიურად მაღალი სექსუალური ლტოლვა ან სექსუალური ფიქრებისა და შეგრძნებების შემაწუხებელი მომატება.

ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს დოზის კორექცია, ან მისი შეწყვეტა.

არიპიპრაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, არტერიული წნევის დაცემა ადგომისას, თავბრუსხვევა და მოძრაობისა და კოორდინაციის შენარჩუნების დარღვევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დავარდნა. სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, ან თუ პაციენტს აღენიშნება სისუსტე.

ბავშვები და მოზარდები

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება 13 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, თუ არ არის ცნობილი, რომ ის ეფექტიანი და უსაფრთხოა ასეთ პაციენტებში.

სხვა მედიკამენტები და არიპიპრაზოლი ნორმონი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

არტერიული წნევის დამაქვეითებელი მედიკამენტები: არიპიპრაზოლმა ნორმონმა შეიძლება გააძლიეროს ამ მედიკამენტების არტერიული წნევის დამწევი ეფექტი. ექიმს უნდა ეცნობოს აუცილებლად, თუ პაციენტი იღებს ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებს.

არიპიპრაზოლი ნორმონის მიღებამ სხვა მედიკამენტებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს არიპიპრაზოლი ნორმონის ან სხვა მედიკამენტების დოზის ცვლილების საჭიროება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეცნობოს მკურნალ ექიმს შემდეგი მედიკამენტების შესახებ:

არითმიის საწინააღმდეგო მედიკამენტები (როგორიცაა: ქინიდინი, ამიოდარონი, ფლეკაინიდი);

ანტიდეპრესანტები ან მცენარეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიისა და შფოთვის დროს (როგორიცაა: ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, ვენლაფაქსინი, კრაზანა);

სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები) (როგორიცაა: კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი);

აივ ინფექციის სამკურნალო გარკვეული მედიკამენტები (როგორიცაა: ეფავირენცი, ნევირაპინი და პროტეაზის ინჰიბიტორები, მაგ.: ინდინავირი, რიტონავირი);

ეპილეფსიის სამკურნალო ანტიკონვულსანტები (როგორიცაა: კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი);

ტუბერკულოზის სამკურნალო გარკვეული ანტიბიოტიკები (რიფაბუტინი, რიფამპიცინი);

ამ მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდონ არიპიპრაზოლი ნორმონის გვერდითი მოვლენები ან შეამცირონ მისი ეფექტი. თუ პაციენტს აღენიშნება რაიმე უჩვეულო სიმპტომი რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტის მიღებისას არიპიპრაზოლთან ერთად, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან სეროტონინის დონეს, ჩვეულებრივ გამოიყენება ისეთი დაავადებებს დროს, როგორიცაა: დეპრესია, გენერალიზებული შფოთვითი დარღვევა, ობსესიურ-კომპულსური დარღვევა (ოკდ) და სოციალური ფობია, ასევე, გამოიყენება შაკიკისა და ტკივილის დროს:

ტრიფტანები, ტრამადოლი და ტრიპტოფანი - გამოიყენება დეპრესიის, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის, ობსესიურ-კომპულსური დარღვევის (ოკდ) და სოციალური ფობიის, ასევე, შაკიკისა და ტკივილის დროს:

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (სუსი) (როგორიცაა პაროქსეტინი და ფლუოქსეტინი) - გამოიყენება დეპრესიის, ოკდ-ს, პანიკისა და შფოთვის დროს;

სხვა ანტიდეპრესანტები (როგორიცაა: ვენლაფაქსინი და ტრიპტოფანი) - გამოიყენება მძიმე დეპრესიის დროს;

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (როგორიცაა: კლომიპრამინი და ამიტრიპტილინი) - გამოიყენება დეპრესიული დაავადებების დროს;

კრაზანა (hypericum perforatum) - შედის მედიკამენტების შემადგენლობაში, რომლებიც გამოიყენება სუსტი დეპრესიის დროს;

ტკივილგამაყუჩებლები (როგორიცაა ტრამატოლი და პეტიდინი) - გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად;

ტრიფტანები (როგორიცაა სუმატრიპტანი და ზოლმიტრიპტანი) - გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ.

ამ მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდონ გვერდითი მოვლენების რისკი. თუ პაციენტს აღენიშნება რაიმე უჩვეულო სიმპტომი რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტის მიღებისას არიპიპრაზოლ ნორმონთან ერთად, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

არიპიპრაზოლი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

მედიკამენტის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე.

არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.

ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა

ამ მედიკამენტის მიღებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს პაციენტის ორსულობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შესახებ.

ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება განვითარდეს ახალშობილებში, რომელთა დედები იღებდნენ არიპიპრაზოლ ნორმონს ფეხმძიმობის ბოლო ტრიმესტრში (ორსულობის ბოლო სამი თვე): კანკალი, კუნთების რიგიდობა და/ან სისუსტე, ძილიანობა აგზნება, სუნთქვის პრობლემები და კვების გაძნელება. თუ ბავშვს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

თუ პაციენტი იღებს არიპიპრაზოლ ნორმონს, მკურნალი ექიმი პაციენტთან ერთად განიხილავს ძუძუთი კვების შესაძლებლობას დედისთვის მკურნალობის სარგებლის და ბავშვისათვის ძუძუთი კვების სარგებლის გათვალისწინებით. არ შეიძლება ძუძუთი კვება, თუ პაციენტი იღებს არიპიპრაზოლ ნორმონს. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს ბავშვის კვება მედიკამენტის მკურნალობის დროს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს, შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა და მხედველობის პრობლემები (იხ. პარაგრაფი 4). ეს გასათვალიწინებელია, როცა საჭიროა მაქსიმალური ყურადღება, მაგალითად, ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.

არიპიპრაზოლი ნორმონი შეიცავს ლაქტოზას

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა.

არიპიპრაზოლი ნორმონის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ზრდასრულებისათვის რეკომენდებული დოზაა 15 მგ ერთხელ დღეში. თუმცა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი ან მაღალი დოზა, მაქსიმუმ 30 მგ ერთხელ დღეში.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოეყნება

მედიკამენტის მიღება უნდა დაიწყოს დაბალი დოზით შიგნით მისაღები ხსნარის (სითხის) სახით. დოზა შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს მოზარდების რეკომენდებულ დოზამდე - 10 მგ ერთხელ დღეში. თუმცა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი ან მაღალი დოზა, მაქსიმუმ 30 მგ ერთხელ დღეში.

თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ არიპიპრაზოლი ნორმონის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

სასურველია, რომ არიპიპრაზოლი ნორმონის მიღება მოხდეს ერთსა და იმავე დროს, ყოველდღე. არ აქვს მნიშვნელობა მისი მიღება ხდება ჭამის დროს, თუ ჭამის შემდეგ. ტაბლეტი ყოველთვის უნდა გადაიყლაპოს წყალთან ერთად და მთლიანად.

მიუხედავად პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისა, არ შეიძლება არიპიპრაზოლი ნორმონის დღიური დოზის შეცვლა, ან მისი მიღების შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

არიპიპრაზოლი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

თუ პაციენტი აცნობიერებს, რომ მიიღო არიპიპრაზოლი ნორმონის ექიმის მიერ რეკომენდებულზე მეტი დოზა (ან სხვა პირმა მიიღო პაციენტის არიპიპრაზოლი ნორმონის ტაბლეტები), საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. თუ ექიმთნ მისვლა ვერ ხერხდება, საჭიროა უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა, პაციენტმა თან უნდა იქონიოს პრეპარატის კოლოფი.

პაციენტებს, რომლებმაც მიიღეს არიპიპრაზოლის ჭარბი დოზა, აღენიშნებოდათ შემდეგი სიმპტომები:

აჩქარებული გულისცემა, აგზნება/აგრესიულობა. მეტყველების დარღვევები;

უჩვეულო მოძრაობები (განსაკუთრებით, სახის ან ენის) და დაქვეითებული ცნობიერება.

სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს:

ცნობიერების მწვავე დაბინდვა (ეპილეფსია), კომა; ცხელების, სწრაფი სუნთქვისა და ოფლიანობის კომბინაცია;

კუნთების რიგიდობა და ძილიანობა, სუნთქვის შენელება, მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა, გულის რითმის დარღვევა.

საჭიროა ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი.

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით მიღებისას, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსხურში დარეკვა, ტელ.: (+34) 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

არიპიპრაზოლი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

დოზის გამოტოვებისას საჭიროა გამოტოვებული დოზის მიღება გახსენებისათანავე, მაგრამ დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

არიპიპრაზოლი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას

დაუშვებელია მკურნალობის შეწყვეტა პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად. მნიშვნელოვანია, რომ არიპიპრაზოლი ნორმონის ტაბლეტების მიღება გაგრძელდეს ექიმის დანიშნული ხანგრძლივობის მიხედვით.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად ამ მედიკამენტმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

შაქრიანი დიაბეტი;

დაძინების გაძნელება;

შფოთვა;

მოუსვენრობა და წყნარად ყოფნის შეუძლებლობა, წყნარად ჯდომის გაძნელება;

აკატიზია (შინაგანი მოუსვენრობის არაკომფორტული შეგრძნება და მუდმივად მოძრაობის სურვილი);

კუნთების უკონტროლო, უნებლიე შეკუმშვა და მოძრაობა;

კანკალი;

თავის ტკივილი;

დაღლილობა;

ძილიანობა;

თავბრუსხვევა;

რხევა და მხედველობის დაბინდვა;

ნაწლავების მოტორიკის დაქვეითება და გაძნელება (ყაბზობა);

დისპეფსია;

გულისრევა;

ჭარბნერწყვიანობა;

ღებინება;

დაღლილობის შეგრძნება.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

სისხლში ჰორმონ პროლაქტინის დონის მომატება;

სისხლში შაქრის დონის მომატება;

დეპრესია;

სექსუალური ლტოლვის ცვლილება ან გაძლიერება;

პირის, ენის და კიდურების უკონტროლო მოძრაობები (ტარდიული დისკინეზია);

კუნთების პათოლოგია, რომელიც იწვევს ბრუნვით მოძრაობებს (დისტონია);

მოუსვენარი ფეხების სინდრომი;

მხედველობის გაორება;

აჩქარებული გულისცემა;

არტერიული წნევის დაცემა ადგომისას, რომელიც იწვევს თავბრუსხვევას, გაბრუებას ან გულისწასვლას;

სლოკინი;

თვალების სინათლეზე მგრძნობელობა.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები აღინიშნა შიგნით მისაღები არიპიპრაზოლის პოსტმარკეტინგულ პერიოდში, მაგრამ მათი განვითარების სიხშირე უცნობია:

ლეიკოციტების დაბალი დონე;

თრომბოციტების დაბალი დონე;

ალერგიული რეაქციები (მაგ.: პირის, ენის, სახის და ხორხის შეშუპება, ქავილი და ჭინჭრის ციება);

დიაბეტის, კეტოაციდოზის (კეტონები სისხლსა და შარდში) განვითარება ან მიმდინარეობის გაუარესება ან კომა;

სისხლში შაქრის მაღალი დონე;

სისხლში ნატრიუმის არასაკმარისი დონე;

დაქვეითებული მადა (ანორექსია);

წონის კლება;

წონის მომატება;

სუიციდური აზრები, სუიციდის მცდელობა ან სუიციდი;

აგრესიულობა;

აგზნება;

ნევროზულობა;

ცხელების, კუნთების რიგიდობის, აჩქარებული სუნთქვის, ოფლიანობის, დაქვეითებული ცნობიერების, არტერიული წნევისა და გულისცემის სიხშირის უეცარი ცვლილების, და გულისწასვლის კომბინაცია (ნეიროლეფსური ავთვისებიანი სინდრომი);

გულყრები;

სეროტონინის სინდრომი (იშვიათი რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ინტენსიური ბედნიერების შეგრძნება, ძილიანობა, დაძაბულობა, მოუსვენრობა, სიმთვრალის შეგრძნება, ცხელება, ოფლიანობა ან კუნთების რიგიდობა);

მეტყველების დარღვევა;

უეცარი აუხსნელი სიკვდილი;

სიცოცხლისათვის სახიფათო არარეგულარული გულისცემა;

მიოკარდიუმის ინფარქტი;

შენელებული გულისცემა;

სისხლის თრომბები ვენებში, განსკუთრებით ქვედა კიდურებში (სიმპტომები მოიცავს: შეშუპებას, ტკივილს და ფეხების სიწითლეს), რომელიც სისხლძარღვების გავლით შეიძლება მოხვდეს ფილტვებში და გამოიწვიოს ტკივილი და სუნთქვის გაძნელება (თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, უნდა მიმართოს ექიმს დაუყოვნებლივ);

მაღალი არტერიული წნევა;

გულისწასვლა;

საკვების შემთხვევით გდაცდომა პნევმონიის რისკით (ფილტვების ინფექცია);

ხმოვანი იოგების (ხორხის ნაწილი) ირგვლივ კუნთების სპაზმი;

პანკრეასის ანთება;

ყლაპვის გაძნელება;

დიარეა;

აბდომინური დისკომფორტი;

კუჭის არეში დისკომფორტი;

ღვიძლის უკმარისობა;

ღვიძლის ანთება;

კანისა და თვალის სკლერების გაყვითლება;

ღვიძლის ანალიზების შედეგების ცვლილებები;

გამონაყარი კანზე;

სინათლეზე მგრძნობელობა;

სიმელოტე;

ჭარბი ოფლიანობა;

სერიოზული ალერგიული რეაქცია, როგორიცაა წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS). DRESS თავიდან ვლინდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და გამონაყარით სახეზე და შემდეგ გავრცელებული გამონაყარით, მაღალი ტემპერატურით, გადიდებული ლიმფური კვანძებით, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებით, რომელიც ჩანს სისხლის ანალიზებში და ლეიკოციტების ტიპის რაოდენობის მომატებით (ეოზინოფილია);

კუნთების პათოლოგიური დაშლა, რაც იწვევს თირკმლის პრობლემებს;

კუნთების ტკივილი;

რიგიდობა;

შარდის შეუკავებლობა;

შარდვის გაძნელება;

მოხსნის სიმპტომები ახალშობილებში, რომელთა დედები ორსულობის დროს იღებდნენ ამ მედიკამენტს;

გახანგრძლივებული და/ან მტკივნეული ერექცია;

სხეულის ტემპერატურის გაკონტროლების გართულება ან ორგანიზმის გადახურება;

ტკივილი მკერდის არეში;

ხელების, კოჭების ან ტერფების შეშუპება;

სისხლის ანალიზებში: სისხლში შაქრის დონის მერყეობა, გლიკოლიზებული ჰემოგლობინის დონის გაზრდა;

მოთხოვნილებისადმი, სურვილისადმი ან ცდუნებისადმი, რომ შესრულდეს ქმედება, რომელიც საზიანოა პაციენტისათვის ან გარშემომყოფთათვის, წინაღმდეგობის გაწევის შეუძლებლობა, რომელიც მოიცავს:

აზარტული თამაშის ძლიერ მოთხოვნილებას, მიუხედავად პერსონალური ან ოჯახური მძიმე შედეგებისა;

სექსუალური ლტოლვის ცვლილებას ან გაზრდას და შემაწუხებელ ქცევას თვითონ პაციენტისათვის ან სხვებისთვის, მაგ.: გაზრდილი სექსუალური ლტოლვა;

უკონტროლო, ჭარბ ყიდვას;

ზედმეტი ჭამას (დიდი რაოდენობით საკვების მიღება ხანმოკლე პერიოდში) ან კომპულსურ ჭამას (საკვების მიღება ნორმალურზე მეტად და ვიდრე საჭიროა შიმშილის დასაკმაყოფილებლად,);

ხეტიალისადმი მიდრეკილებას.

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება, რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ქცევა. მკურნალი ექიმი პაციენტს აუხსნის, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სიმპტომებთან გამკლავება ან მათი შემცირება. თვალის კაკლების ფიქსირება ერთ პოზიციაში.

ფატალური შემთხვევების გაზრდილი რაოდენობა აღინიშნა დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში არიპიპრაზოლის მიღებისას. გარდა ამისა, აღინიშნა ინსულტის ან „მინიინსულტის“ შემთხვევები.

სხვა გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში

13 წლის და მეტის ასაკის მოზარდებში აღინიშნა გვერდითი მოვლენები იმავე სიხშირით და იმავე ტიპის, რაც მოზრდილებში, გარდა ძილიანობისა, უნებლიე შეკუმშვებისა ან სპაზმებისა, მოუსვენრობისა და დაღლილობისა, რომელიც იყო ძალიან ხშირი (აღინიშნა 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში). ხოლო, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, პირის სიმშრალე, გულისცემის გახშირება, წონის მატება, გაზრდილი მადა, კუნთების ფასციკულაცია, კიდურების უნებლიე მოძრაობები და თავბრუსხვევა - ძირითადად, მჯდომარე ან წოლითი პოზიციიდან ადგომისას - იყო ხშირი (აღინიშნა 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaRAM.es

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

არიპიპრაზოლი ნორმონის შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება ორიგინალური შეფუთვით ნესტისაგან დასაცავად.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის და შეფუთვის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცვლეობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს არიპიპრაზოლი ნორმონი 5 მგ

აქტიური ნივთიერებაა არიპიპრაზოლი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ არიპიპრაზოლს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ინდიგო კარმინი (E-132).

რას შეიცავს არიპიპრაზოლი ნორმონი 10 მგ

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ არიპიპრაზოლს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, რკინის წითელი ოქსიდი (E-172).

რას შეიცავს არიპიპრაზოლი ნორმონი 15 მგ

აქტიური ნივთიერებაა არიპიპრაზოლი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 15 მგ არიპიპრაზოლს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E-172).

არიპიპრაზოლი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

არიპიპრაზოლი ნორმონი 5 მგ ტაბლეტები არის ლურჯი ფერის, მოგრძო და ორმხრივამობურცული ტაბლეტები, აღნიშვნით „5“ ცალ მხარეს და მეორე მხარე სადა ზედაპირით. შეფუთვა შეიცავს 28 და 100 ტაბლეტს.

არიპიპრაზოლი ნორმონი 10 მგ ტაბლეტები არის ვარდისფერი, მოგრძო და ორმხრივამობურცული ტაბლეტები, აღნიშვნით „10“ ცალ მხარეს და მეორე მხარე სადა ზედაპირით. შეფუთვა შეიცავს 28 და 100 ტაბლეტს.

არიპიპრაზოლი ნორმონი 15 მგ ტაბლეტები არის ყვითელი ფერის, მოგრძო და ორმხრივამობურცული ტაბლეტები, აღნიშვნით „15“ ცალ მხარეს და მეორე მხარე სადა ზედაპირით. შეფუთვა შეიცავს 28 და 100 ტაბლეტს.

ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6

28760 Tres Cantos, Madrid

Spain

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6

28760 ტრეს კანტოსი,

ესპანეთი

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2021 წლის აპრილი

ინფორმაციის სხვა წყაროები:

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა