პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის

ჰიდროკორტიზონი-რიხტერი

HYDROCORTISONE-RICHTER

რეცეპტით(125მგ + 25მგ)ინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

ოსტეოართრიტი, რომელიც გავლენას ახდენს რამდენიმე სახსარზე; ზოგიერთი სახსრების მონოართრიტი (მუხლის, იდაყვის, თეძოს). რევმატიული ან სხვა ეთიოლოგიის ართრიტი (გარდა ტუბერკულოზური და გონორეული ართრიტებისა). მხარ-ბეჭის პერიართრიტი; ბურსიტი; ეპიკონდილიტი; ტენდოვაგინიტი. ანკილოზირებულ სახსრებზე ოპერაციულ ჩარევამდე; …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(125მგ + 25მგ)/5მლ 5მლ ინტრაარტიკულარული და პერიარტიკულარული საინექციო მიკროკრისტალური სუსპენზია მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
«Gedeon Richter» Plc, უნგრეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები
ATC კოდი
H02BX
რეგისტრაციის ნომერი
რ-043826
რეგისტრირებულია
14 აგვისტო 2025, მოქმედებს 14 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Gedeon Richter» Plc (უნგრეთი)
განმცხადებელი
ღსს გედეონ რიხტერის წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაჰიდროკორტიზონი-რიხტერი და სხვა წამალი ერთად

ჰიდროკორტიზონი-რიხტერი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ოსტეოართრიტი, რომელიც გავლენას ახდენს რამდენიმე სახსარზე; ზოგიერთი სახსრების მონოართრიტი (მუხლის, იდაყვის, თეძოს).

რევმატიული ან სხვა ეთიოლოგიის ართრიტი (გარდა ტუბერკულოზური და გონორეული ართრიტებისა).

მხარ-ბეჭის პერიართრიტი; ბურსიტი; ეპიკონდილიტი; ტენდოვაგინიტი.

ანკილოზირებულ სახსრებზე ოპერაციულ ჩარევამდე; ან სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდული თერაპიის დამატებად ადგილობრივი თერაპიის სახით.

მიღების წესი და დოზირება

ადგილობრივი გამოყენებისათვის.

პრეპარატი არ არის განკუთვნილი სისტემური გამოყენებისათვის.

პრეპარატი ჰიდროკორტიზონ-რიხტერი შეყვანილი უნდა იქნას ინტრა- და პერიარტიკულურად, სახსრის ზომისა და დაავადების სიმძიმის მიხედვით.

ტენდინიტის დროს ინექცია უნდა გაკეთდეს მყესების გარსში; პრეპარატის შეყვანა უშუალოდ მყესში არ შეიძლება. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული აქილევსის მყესის დაავადებების სამკურნალოდ.

გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ფლაკონი.

ფლაკონის გახსნის შემდეგ სუსპენზია უნდა იქნას გამოყენებული 1 საათის განმავლობაში, ამ ხნის განმავლობაში რეზინის საცობი შეიძლება გაჩხვლეტილი იქნას არაუმეტეს 3-ჯერ.

რეზინის საცობი დეზინფიცირებული უნდა იქნას ყოველი გაჩხვლეტის წინ. პრეპარატის შეყვანა სახსარში უნდა განხორციელდეს ასეპტიკური პირობებში.

მოზრდილები

5-50 მგ ჰიდროკორტიზონის აცეტატი, სახსრის ზომის და დაავადების სიმძიმის მიხედვით.

ბავშვები

დღეში 5–30 მგ ჰიდროკორტიზონის აცეტატი, დაყოფილი რამდენიმე დოზად.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წელზე უფროსი ასაკის)

ხანდაზმული ასაკის პირებში არასასურველი ეფექტები შეიძლება უფრო გამოხატული იყოს.

ერთ დღეში პრეპარატის ინექცია შეიძლება გაკეთდეს არაუმეტეს 3 სახსარში; განმეორებითი ინექცია შესაძლებელია 3-კვირიანი ინტერვალის დაცვის შემთხვევაში. პრეპარატის უშუალოდ სახსარში შეყვანამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ჰიალინის ხრტილზე, ამიტომ პრეპარატის შეყვანა ერთსა და იმავე სახსარში შეიძლება არაუმეტეს წელიწადში 3-ჯერ.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა ლიდოკაინის, ჰიდროკორტიზონისა და პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
  • სახსარშიდა ინფექცია.
  • ორსულობის I ტრიმესტრი.
  • იცენკო-კუშინგის სინდრომი.
  • მიდერკილება თრომბოზის წარმოქმნისადმი.
  • სისტემური ინფექცია (სეფსისი) სპეციფიკური ანტიბაქტერიული მკურნალობის გარეშე.
  • აქილევსის მყესის დაავადებების მკურნალობა.

სიფრთხილის ზომები

გლუკოკორტიკოსტეროიდების სახსარშიდა შეყვანისას აღინიშნება სახსარში ანთებითი რეაქციის მომატებული რისკი. ბაქტერიული დაინფიცირების განვითარების თავიდან ასაცილებლად, პრეპარატის შეყვანა სახსარში უნდა განხორციელდეს ასეპტიკურ პირობებში.

გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს (განსაკუთრებით დიდ დოზებში) უკუნაჩვენებია ნებისმიერი ვაქცინაცია, ნევროლოგიური გართულებების რისკის და ანტისხეულების გამომუშავების დათრგუნვის გამო. მკურნალობის დროს შეიძლება დაირღვეს იმუნური რეაქცია და ინფექციური პროცესის ლოკალიზაციისადმი უნარი. ჰიდროკორტიზონით მკურნალობამ სტანდარტული ან მაღალი დოზებით შეიძლება მოახდინოს არტერიული წნევის მომატების, წყალისა და მარილების შეკავების პროვოცირება, ასევე გაზარდოს კალიუმის გამოყოფა. ყველა გლუკოკორტიკოსტეროიდი ზრდის კალციუმის გამოყოფას.

გაძლიერებული კატაბოლიზმის რისკის და ოსტეოპოროზის რისკის შესამცირებლად უნდა დაინიშნოს საბაზისო თერაპია (კალციუმი, ვიტამინი D), ბისფოსფონატები ან ანაბოლური პრეპარატები.

ლატენტური ტუბერკულოზის დროს ჰიდროკორტიზონი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად. სისტემური ინფექციის გაჩენის შემთხვევაში ჰიდროკორტიზონი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სპეციფიკურ (მაგალითად, ანტიბიოტიკურ) თერაპიასთან ერთად.

კორტიკოსტეროიდებს, მათ შორის ჰიდროკორტიზონს, შეუძლიათ გაზარდონ სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია, გააუარესონ არსებული შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობა ან გაზარდონ შაქრიანი დიაბეტის განვითარებისადმი წინასწარგანწყობა მათი ხანგრძლივი გამოყენებისას.

გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებისას მიზანშეწონილია ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების და ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია.

შარდმდენებთან კომბინაციაში გამოყენებისას, ელექტროლიტების ბალანსი სათანადოდ უნდა იყოს გაკონტროლებული. გლუკოკორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობისას, ჰიპოკალიემიის პროფილაქტიკის მიზნით, კალიუმის პრეპარატების დამატება თერაპიაში გამართლებულია.

იზოფერმენტის CYP3A ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენება, მათ შორის კობიციტატის შემცველ პრეპარატებთან, ზრდის სისტემური გვერდითი ეფექტების რისკს. თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატების მითითებული კომბინაცია. გამონაკლის წარმოედგენენ შემთხვევები, როდესაც გამოყენების შესაძლო სარგებელი აჭარბებს გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემური გვერდითი ეფექტების მომატებულ რისკს. ასეთ შემთხვევებში პაციენტზე უნდა განხორციელდეს სათანადო დაკვირვება გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემური გვერდითი მოვლენების გამოსავლენად.

მხედველობის დარღვევები

სისტემური და ადგილობრივი გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს მხედველობის დარღვევები. თუ პაციენტს განუვითარდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები, პაციენტმა უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს შესაძლო მიზეზების დასადგენად, კატარაქტის, გლაუკომის ან იშვიათი დაავადებების ჩათვლით, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია, რომლის შემთხვევებიც დარეგისტრირებული იყო გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.

მკურნალობის დროს რეკომენდირებულია რეგულარულად არტერიული წნევის გაზომვა, შარდის ანალიზი და განავლის ანალიზი „ფარული“ სისხლდენის დასადგენად. გვერდითი ეფექტების სიხშირე უფრო მაღალია ხანდაზმულ პაციენტებში.

შემდეგ შემთხვევებში, გლუკოკორტიკოსტეროიდები უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით:

შაქრიანი დიაბეტი (ან ამ დაავადების დამძიმებული ოჯახური ანამნეზი); ოსტეოპოროზი (პოსტმენოპაუზის პერიოდში ქალებში იზრდება ოსტეოპოროზის რისკი); არტერიული ჰიპერტენზია; ქრონიკული ფსიქოზური რეაქციები; ანამნეზში ტუბერკულოზი; გლაუკომა; სტეროიდული მიოპათია; კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; ეპილეფსია; მარტივი ჰერპესი, მათ შორის თვალების (რქოვანის პერფორაციის შესაძლებლობა); ჩუტყვავილა.

ბავშვები

გლუკოკორტიკოსტეროიდები ანელებენ ზრდას ბავშვებსა და მოზარდებში. რეკომენდირებულია პრეპარატის დანიშვნა ყველაზე დაბალი თერაპიული დოზებით და, თუ ეს შესაძლებელია, მოკლე პერიოდის განმავლობაში. გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზა თანდათან უნდა შემცირდეს პრეპარატის სრულ შეწყვეტამდე.

დამხმარე ნივთიერებები

ჰიდროკორტიზონ-რიხტერი, საინექციო მიკროკრისტალური სუსპენზია, შეიცავს პარაჰიდროქსიბენზოატებს. ასეთმა ნივთიერებებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა, დაგვიანებული) და იშვიათ შემთხვევებში, ბრონქოსპაზმი.

ეს პრეპარატი შეიცავს 30,48 მგ ნატრიუმს ერთ მინის ფლაკონში (5 მლ), რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოზრდილებისათვის რეკომენდირებული ნატრიუმის მოხმარების დღიური დოზის 1,5%-ის ექვივალენტურია (2გ).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ადისონის დაავადების მქონე პაციენტებში არ შეიძლება ჰიდროკორტიზონის შეყვანა სახსრების არეში ერთდროულად ბარბიტურატების მიღებასთან, ვინაიდან ამ კომბინაციამ შეიძლება მოახდინოს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობის პროვოცირება.

გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენებისას ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთად, საჭიროა სიფრთხილის დაცვა:

  • ბარბიტურატები, ფენილბუტაზონი, ფენიტოინი, რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, პირიმიდონი, ამინოგლუტატემიდი (ამ პრეპარატებს შეუძლიათ შეამცირონ გლუკოკორტიკოსტეროიდების თერაპიული მოქმედება);
  • იზოფერმენტის CYP3A ინჰიბიტორები (მათ შორის აივ ინფექციის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი, მაგალითად, რიტონავირი, კობიცისტატი) ხელს უწყობენ სისტემური გვერდითი მოვლენების რისკის ზრდას;
  • პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები (შეიძლება საჭირო გახდეს პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის გაზრდა, ვინაიდან გლუკოკორტიკოსტეროიდები იწვევენ ჰიპერგლიკემიას);
  • ანტიკოაგულანტები (გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, ანტიკოაგულანტების ეფექტურობა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს);
  • სალიცილატები (გლუკოკორტიკოსტეროიდების მოხსნისას სალიცილატების კონცენტრაცია სისხლის შრატში იზრდება და ინტოქსიკაციის რისკი იზრდება. ვინადიან სალიცილატებსაც და გლუკოკორტიკოსტეროიდებსაც გააჩნიათ ულცეროგენული მოქმედება, ამ პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენისა და წყლულის წარმოქმნის რისკი);
  • ამფოტერიცინი, შარდმდენები, თეოფილინი, დიგოქსინი, გულის გლიკოზიდები (მომატებულია ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი);
  • პერორალური კონტრაცეპტივები (გლუკოკორტიკოსტეროიდების კონცენტრაციის მომატება სისხლის შრატში);
  • ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (გლუკოკორტიკოსტეროიდები ამცირებენ ამ პრეპარატების ეფექტურობას);
  • მიფეპრისტონი (გლუკოკორტიკოსტეროიდების ეფექტურობის შემცირება).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგენილია, რომ გლუკოკორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენება საზიანო გავლენას ახდენს ნაყოფზე (მაგალითად, მგლის ხახის ფორმირება და თანდაყოლილი მანკების განვითარება).

ორსულ ქალებში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო, პირველ ტრიმესტრში უკუნაჩვენებია ორსულთათვის ჰიდროკორტიზონის დანიშვნა. ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში შესაძლებელია ჰიდროკორტიზონის გამოყენება, როდესაც დედისთვის სავარაუდო სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის (მგლის ხახის ფორმირების და საშვილოსნოსშიდა ზრდის და ნაყოფის განვითარების შეფერხების რისკი დაბალია).

ძუძუთი კვება

ჰიდროკორტიზონი და ლიდოკაინი აღწევენ დედის რძეში. გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებამ ძუძუთი კვების პერიოდში შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა და ზრდის შეფერხება მეძუძურ ბავშვებში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ჰიდროკორტიზონ-რიხტერი, საინექციო მიკროკრისტალური სუსპენზია, გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

არ არსებობს მონაცემები გვერდითი რეაქციების განვითარების შესახებ. ამგვარად, სიხშირე უცნობია (სიხშირე ვერ იქნება დადგენილი არსებული მონაცემების საფუძველზე).

გარკვეულ პირობებში, კერძოდ, ჰიდროკორტიზონისა და ლიდოკაინის ხანგრძლივად გამოყენებისას და/ან დიდი დოზების გამოყენებისას, ორივე პრეპარატმა შეიძლება შეაღწიოს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში და გამოიწვიოს სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარება.

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

ოპორტუნისტული ინფექციები; ლატენტური ტუბერკულოზის გამწვავება.

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

ლეიკოციტოზი.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ჰიპერმგრძნობელობა.

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ

ხანგრძლივი მკურნალობისას და/ან დიდი დოზების გამოყენებისას შესაძლებელია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა.

დარღვევები ნივთიერებების ცვლის და კვების მხრივ

ცილების გაძლიერებული კატაბოლიზი შეიძლება გახდეს უარყოფითი აზოტური ბალანსის მიზეზი. გლუკოკორტიკოსტეროიდები ამცირებენ გლუკოზისადმი ტოლერანტობას და ზრდიან ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებზე მოთხოვნილებას.

მადის მომატება; სითხის და ნატრიუმის შეკავება; ჰიპოკალემიური ალკალოზი.

ფსიქიკის დარღვევები

უძილობა; ფსიქიკური აშლილობები.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ქალასშიდა წნევის მომატება მხედველობითი ნერვის დვრილის შეშუპებით; ეპილეპტიფორმული კრუნჩხვები; თავბრუსხვევა; თავის ტკივილი.

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

რქოვანის დაწყლულება; გლაუკომა; ეგზოფთალმი; ქორიორეტინოპათია; ბუნდოვანი ხედვა (იხ. ნაწილი ”სიფრთხილის ზომები”).

დარღვევები გულის მხრივ

სახსრის მიდამოში შეყვანილი ლიდოკაინის სისტემურ მიმოქცევაში მოხვედრამ (საკმარისი დოზებით) შეიძლება გამოიწვიოს გამტარობის დარღვევა და პერიფერიული ვაზოდილატაცია; გულის უკმარისობა.

დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ

თრომბოემბოლია; არტერიული ჰიპერტენზია.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

პეპტიური წყლული (ცალკეულ შემთხვევებში პერფორაციითა და სისხლდენით); კუჭიდან სისხლდენა; პანკრეატიტი; ეზოფაგიტი; გულისრევა.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ჭრილობების შეხორცების შენელება; კანის ატროფია; სტრიები კანზე; აკნე; ქავილი; ფოლიკულიტი; ჰირსუტიზმი; კანის ჰიპოპიგმენტაცია; კანის გაღიზიანება; მშრალი კანი; გათხელებული და მგრძნობიარე კანი (ჰიპერესთეზია); ტელანგიექტაზია.

დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

გლუკოკორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გამოიწვიონ ოსტეოპოროზი; სტეროიდული მიოპათია; სეპტიური ოსტეონეკროზი; მიალგია; ართრალგია.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას

ცხელება; შეუძლოდ ყოფნა.

სხვა ადგილობრივი ინექციების მსგავსად, სახსარში ჰიდროკორტიზონის შეყვანისას, ტკივილი და შეშუპება შეიძლება განვითარდეს ინექციის ადგილზე. როგორც წესი, ასეთი რეაქციები სპონტანურად ქრება, რამდენიმე საათის შემდეგ.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

სისხლში კალიუმის შემცველობის შემცირება; თვალშიდა წნევის მომატება.

გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ აღინიშნება „მოხსნის“ სინდრომი:

ცხელება, მიალგია, ართრალგია, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა.

ბავშვები

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ

ბავშვთა და მოზარდთა ზრდის შენელება.

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

ბავშვებსა და მოზარდებში უფრო მაღალია კატარაქტის განვითარების ალბათობა.

შეტყობინებები სავარაუდო მედიკამენტური გვერდითი რეაქციების შესახებ

მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ, სამკურნალო პრეპარატის „სარგებელი-რისკის“ თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით. მედიცინის მუშაკებისათვის რეკომენდირებულია ინფორმირება სამკურნალო პრეპარატის ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ, გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებების ეროვნული სისტემის საშუალებით.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

გლუკოკორტიკოსტეროიდისა და ლიდოკაინის რაოდენობის მიხედვით, რომელიც შედის სისხლის სისტემურ მიმოქცევაში, შეიძლება აღინიშნოს ადგილობრივი ან სისტემური გამოვლინებები.

მკურნალობა

არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი. მკურნალობა სიმპტომურია.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისგან დასაცავად.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

2 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შეფუთვა

5 მლ სუსპენზია I ჰიდროლიზური კლასის გამჭვირვალე, უფერო შუშის ფლაკონში, ნაცრისფერი რეზინის ბრომბუტილის საცობით, რომელიც დაფიქსირებულია კომბინირებული ალუმინის თავსახურით პოლიპროპილენის დისკით (flipp-off).

1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში თანდართულ გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ

ღსს „გედეონ რიხტერი“

Н-1103 ბუდაპეშტი, დამრეის ქ. 19-21, უნგრეთი

ფარმაკოლოგიური თვისებები

გლუკოკორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისათვის, მარტივი, გლუკოკორტიკოსტეროიდები.

ათქ კოდი: H02BX

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ჰიდროკორტიზონი - გლუკოკორტიკოსტეროიდული საშუალება. ახდენს უმნიშვნელო გლუკოკორტიკოსტეროიდულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ლიდოკაინი - ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება მემბრანომასტაბილიზირებელი ეფექტით, ახდენს ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას მოკლე დროში.

ფარმაკოკინეტიკა

ჰიდროკორტიზონი

შეწოვა

სახსარშიდა და პერიარტიკულარული შეყვანისას პრეპარატის შეწოვა ხდება ნელა. სახსარშიდა შეყვანისას ჰიდროკორტიზონი ნელა აღწევს სისტემურ სისხლის მიმოქცევაში.

განაწილება და შეკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან, მეტაბოლიზმი, გამოყოფა

ჰიდროკორტიზონის 90%-ზე მეტი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. ჰიდროკორტიზონი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში.

მეტაბოლიზდება ღვიძლში ტეტრაჰიდროკორტიზონამდე და ტეტრაჰიდროკორტიზოლამდე. მეტაბოლიტები, ძირითადად გლუკურონიდების სახით, აგრეთვე უცვლელი ჰიდროკორტიზონის მცირე რაოდენობა გამოიყოფა თირკმელებით.

ლიდოკაინი

ლიდოკაინი კარგად და სწრაფად შეიწოვება ლორწოვანი გარსის და დაზიანებული კანის ზედაპირიდან. ლიდოკაინი ინტენსიურად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-2 საათს. მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში. ლიდოკაინი აღწევს დედის რძეში, პლაცენტარული და ჰემატოენცეფალური ბარიერების გავლით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქცია

სპეციალისტებისათვის

სავაჭრო დასახელება: ჰიდროკორტიზონ-რიხტერი (Hydrocortison-Richter)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ჰიდროკორტიზონი / ლიდოკაინი

(Hydrocortisone/Lidocaine)

აღწერა

საინექციო მიკროკრისტალური სუსპენზია.

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ადვილად შენჯღრევადი სუსპენზია დამახასიათებელი სუნით.

გამოშვების ფორმა: მიკროკრისტალური სუსპენზია ინექციისთვის

შემადგენობა

თითოეული ფლაკონი (5 მლ) შეიცავს:

მოქმედი ნივთიერებები:

125 მგ ჰიდროკორტიზონის აცეტატი და 25 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი (ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატის სახით - 26,66 მგ).

დამხმარე ნივთიერებები:

პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ფოსფატ დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროგენფოსფატ დიჰიდრატი, პოვიდონი, პოლისორბატი 80, N,N-დიმეთილაცეტამიდი, საინექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

გლუკოკორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისათვის, მარტივი, გლუკოკორტიკოსტეროიდები.

ათქ კოდი: H02BX

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ჰიდროკორტიზონი - გლუკოკორტიკოსტეროიდული საშუალება. ახდენს უმნიშვნელო გლუკოკორტიკოსტეროიდულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ლიდოკაინი - ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება მემბრანომასტაბილიზირებელი ეფექტით, ახდენს ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას მოკლე დროში.

ფარმაკოკინეტიკა

ჰიდროკორტიზონი

შეწოვა

სახსარშიდა და პერიარტიკულარული შეყვანისას პრეპარატის შეწოვა ხდება ნელა. სახსარშიდა შეყვანისას ჰიდროკორტიზონი ნელა აღწევს სისტემურ სისხლის მიმოქცევაში.

განაწილება და შეკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან, მეტაბოლიზმი, გამოყოფა

ჰიდროკორტიზონის 90%-ზე მეტი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. ჰიდროკორტიზონი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში.

მეტაბოლიზდება ღვიძლში ტეტრაჰიდროკორტიზონამდე და ტეტრაჰიდროკორტიზოლამდე. მეტაბოლიტები, ძირითადად გლუკურონიდების სახით, აგრეთვე უცვლელი ჰიდროკორტიზონის მცირე რაოდენობა გამოიყოფა თირკმელებით.

ლიდოკაინი

ლიდოკაინი კარგად და სწრაფად შეიწოვება ლორწოვანი გარსის და დაზიანებული კანის ზედაპირიდან. ლიდოკაინი ინტენსიურად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-2 საათს. მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში. ლიდოკაინი აღწევს დედის რძეში, პლაცენტარული და ჰემატოენცეფალური ბარიერების გავლით.

გამოყენების ჩვენებები

ოსტეოართრიტი, რომელიც გავლენას ახდენს რამდენიმე სახსარზე; ზოგიერთი სახსრების მონოართრიტი (მუხლის, იდაყვის, თეძოს).

რევმატიული ან სხვა ეთიოლოგიის ართრიტი (გარდა ტუბერკულოზური და გონორეული ართრიტებისა).

მხარ-ბეჭის პერიართრიტი; ბურსიტი; ეპიკონდილიტი; ტენდოვაგინიტი.

ანკილოზირებულ სახსრებზე ოპერაციულ ჩარევამდე; ან სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდული თერაპიის დამატებად ადგილობრივი თერაპიის სახით.

გამოყენების წესი და დოზირება

ადგილობრივი გამოყენებისათვის.

პრეპარატი არ არის განკუთვნილი სისტემური გამოყენებისათვის.

პრეპარატი ჰიდროკორტიზონ-რიხტერი შეყვანილი უნდა იქნას ინტრა- და პერიარტიკულურად, სახსრის ზომისა და დაავადების სიმძიმის მიხედვით.

ტენდინიტის დროს ინექცია უნდა გაკეთდეს მყესების გარსში; პრეპარატის შეყვანა უშუალოდ მყესში არ შეიძლება. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული აქილევსის მყესის დაავადებების სამკურნალოდ.

გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ფლაკონი.

ფლაკონის გახსნის შემდეგ სუსპენზია უნდა იქნას გამოყენებული 1 საათის განმავლობაში, ამ ხნის განმავლობაში რეზინის საცობი შეიძლება გაჩხვლეტილი იქნას არაუმეტეს 3-ჯერ.

რეზინის საცობი დეზინფიცირებული უნდა იქნას ყოველი გაჩხვლეტის წინ. პრეპარატის შეყვანა სახსარში უნდა განხორციელდეს ასეპტიკური პირობებში.

მოზრდილები

5-50 მგ ჰიდროკორტიზონის აცეტატი, სახსრის ზომის და დაავადების სიმძიმის მიხედვით.

ბავშვები

დღეში 5–30 მგ ჰიდროკორტიზონის აცეტატი, დაყოფილი რამდენიმე დოზად.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წელზე უფროსი ასაკის)

ხანდაზმული ასაკის პირებში არასასურველი ეფექტები შეიძლება უფრო გამოხატული იყოს.

ერთ დღეში პრეპარატის ინექცია შეიძლება გაკეთდეს არაუმეტეს 3 სახსარში; განმეორებითი ინექცია შესაძლებელია 3-კვირიანი ინტერვალის დაცვის შემთხვევაში. პრეპარატის უშუალოდ სახსარში შეყვანამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ჰიალინის ხრტილზე, ამიტომ პრეპარატის შეყვანა ერთსა და იმავე სახსარში შეიძლება არაუმეტეს წელიწადში 3-ჯერ.

შეუთავსებლობა

პრეპარატის ჰიდროკორტიზონ-რიხტერი, საინექციო სუსპენზია, სამკურნალო ფორმა არის მიკროკრისტალური სუსპენზია, ამიტომ იგი არ არის განკუთვნილი ინტრავენური შეყვანისთვის. მკაცრად აკრძალულია სუსპენზიის შერევა საინფუზიო ხსნარებთან.

გვერდითი მოქმედება

არ არსებობს მონაცემები გვერდითი რეაქციების განვითარების შესახებ. ამგვარად, სიხშირე უცნობია (სიხშირე ვერ იქნება დადგენილი არსებული მონაცემების საფუძველზე).

გარკვეულ პირობებში, კერძოდ, ჰიდროკორტიზონისა და ლიდოკაინის ხანგრძლივად გამოყენებისას და/ან დიდი დოზების გამოყენებისას, ორივე პრეპარატმა შეიძლება შეაღწიოს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში და გამოიწვიოს სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარება.

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

ოპორტუნისტული ინფექციები; ლატენტური ტუბერკულოზის გამწვავება.

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

ლეიკოციტოზი.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ჰიპერმგრძნობელობა.

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ

ხანგრძლივი მკურნალობისას და/ან დიდი დოზების გამოყენებისას შესაძლებელია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა.

დარღვევები ნივთიერებების ცვლის და კვების მხრივ

ცილების გაძლიერებული კატაბოლიზი შეიძლება გახდეს უარყოფითი აზოტური ბალანსის მიზეზი. გლუკოკორტიკოსტეროიდები ამცირებენ გლუკოზისადმი ტოლერანტობას და ზრდიან ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებზე მოთხოვნილებას.

მადის მომატება; სითხის და ნატრიუმის შეკავება; ჰიპოკალემიური ალკალოზი.

ფსიქიკის დარღვევები

უძილობა; ფსიქიკური აშლილობები.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ქალასშიდა წნევის მომატება მხედველობითი ნერვის დვრილის შეშუპებით; ეპილეპტიფორმული კრუნჩხვები; თავბრუსხვევა; თავის ტკივილი.

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

რქოვანის დაწყლულება; გლაუკომა; ეგზოფთალმი; ქორიორეტინოპათია; ბუნდოვანი ხედვა (იხ. ნაწილი ”სიფრთხილის ზომები”).

დარღვევები გულის მხრივ

სახსრის მიდამოში შეყვანილი ლიდოკაინის სისტემურ მიმოქცევაში მოხვედრამ (საკმარისი დოზებით) შეიძლება გამოიწვიოს გამტარობის დარღვევა და პერიფერიული ვაზოდილატაცია; გულის უკმარისობა.

დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ

თრომბოემბოლია; არტერიული ჰიპერტენზია.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

პეპტიური წყლული (ცალკეულ შემთხვევებში პერფორაციითა და სისხლდენით); კუჭიდან სისხლდენა; პანკრეატიტი; ეზოფაგიტი; გულისრევა.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ჭრილობების შეხორცების შენელება; კანის ატროფია; სტრიები კანზე; აკნე; ქავილი; ფოლიკულიტი; ჰირსუტიზმი; კანის ჰიპოპიგმენტაცია; კანის გაღიზიანება; მშრალი კანი; გათხელებული და მგრძნობიარე კანი (ჰიპერესთეზია); ტელანგიექტაზია.

დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

გლუკოკორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გამოიწვიონ ოსტეოპოროზი; სტეროიდული მიოპათია; სეპტიური ოსტეონეკროზი; მიალგია; ართრალგია.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას

ცხელება; შეუძლოდ ყოფნა.

სხვა ადგილობრივი ინექციების მსგავსად, სახსარში ჰიდროკორტიზონის შეყვანისას, ტკივილი და შეშუპება შეიძლება განვითარდეს ინექციის ადგილზე. როგორც წესი, ასეთი რეაქციები სპონტანურად ქრება, რამდენიმე საათის შემდეგ.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

სისხლში კალიუმის შემცველობის შემცირება; თვალშიდა წნევის მომატება.

გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ აღინიშნება „მოხსნის“ სინდრომი:

ცხელება, მიალგია, ართრალგია, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა.

ბავშვები

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ

ბავშვთა და მოზარდთა ზრდის შენელება.

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

ბავშვებსა და მოზარდებში უფრო მაღალია კატარაქტის განვითარების ალბათობა.

შეტყობინებები სავარაუდო მედიკამენტური გვერდითი რეაქციების შესახებ

მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ, სამკურნალო პრეპარატის „სარგებელი-რისკის“ თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით. მედიცინის მუშაკებისათვის რეკომენდირებულია ინფორმირება სამკურნალო პრეპარატის ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ, გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებების ეროვნული სისტემის საშუალებით.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა ლიდოკაინის, ჰიდროკორტიზონისა და პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
  • სახსარშიდა ინფექცია.
  • ორსულობის I ტრიმესტრი.
  • იცენკო-კუშინგის სინდრომი.
  • მიდერკილება თრომბოზის წარმოქმნისადმი.
  • სისტემური ინფექცია (სეფსისი) სპეციფიკური ანტიბაქტერიული მკურნალობის გარეშე.
  • აქილევსის მყესის დაავადებების მკურნალობა.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები

გლუკოკორტიკოსტეროიდისა და ლიდოკაინის რაოდენობის მიხედვით, რომელიც შედის სისხლის სისტემურ მიმოქცევაში, შეიძლება აღინიშნოს ადგილობრივი ან სისტემური გამოვლინებები.

მკურნალობა

არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი. მკურნალობა სიმპტომურია.

სიფრთხილის ზომები

გლუკოკორტიკოსტეროიდების სახსარშიდა შეყვანისას აღინიშნება სახსარში ანთებითი რეაქციის მომატებული რისკი. ბაქტერიული დაინფიცირების განვითარების თავიდან ასაცილებლად, პრეპარატის შეყვანა სახსარში უნდა განხორციელდეს ასეპტიკურ პირობებში.

გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს (განსაკუთრებით დიდ დოზებში) უკუნაჩვენებია ნებისმიერი ვაქცინაცია, ნევროლოგიური გართულებების რისკის და ანტისხეულების გამომუშავების დათრგუნვის გამო. მკურნალობის დროს შეიძლება დაირღვეს იმუნური რეაქცია და ინფექციური პროცესის ლოკალიზაციისადმი უნარი. ჰიდროკორტიზონით მკურნალობამ სტანდარტული ან მაღალი დოზებით შეიძლება მოახდინოს არტერიული წნევის მომატების, წყალისა და მარილების შეკავების პროვოცირება, ასევე გაზარდოს კალიუმის გამოყოფა. ყველა გლუკოკორტიკოსტეროიდი ზრდის კალციუმის გამოყოფას.

გაძლიერებული კატაბოლიზმის რისკის და ოსტეოპოროზის რისკის შესამცირებლად უნდა დაინიშნოს საბაზისო თერაპია (კალციუმი, ვიტამინი D), ბისფოსფონატები ან ანაბოლური პრეპარატები.

ლატენტური ტუბერკულოზის დროს ჰიდროკორტიზონი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად. სისტემური ინფექციის გაჩენის შემთხვევაში ჰიდროკორტიზონი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სპეციფიკურ (მაგალითად, ანტიბიოტიკურ) თერაპიასთან ერთად.

კორტიკოსტეროიდებს, მათ შორის ჰიდროკორტიზონს, შეუძლიათ გაზარდონ სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია, გააუარესონ არსებული შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობა ან გაზარდონ შაქრიანი დიაბეტის განვითარებისადმი წინასწარგანწყობა მათი ხანგრძლივი გამოყენებისას.

გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებისას მიზანშეწონილია ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების და ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია.

შარდმდენებთან კომბინაციაში გამოყენებისას, ელექტროლიტების ბალანსი სათანადოდ უნდა იყოს გაკონტროლებული. გლუკოკორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობისას, ჰიპოკალიემიის პროფილაქტიკის მიზნით, კალიუმის პრეპარატების დამატება თერაპიაში გამართლებულია.

იზოფერმენტის CYP3A ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენება, მათ შორის კობიციტატის შემცველ პრეპარატებთან, ზრდის სისტემური გვერდითი ეფექტების რისკს. თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატების მითითებული კომბინაცია. გამონაკლის წარმოედგენენ შემთხვევები, როდესაც გამოყენების შესაძლო სარგებელი აჭარბებს გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემური გვერდითი ეფექტების მომატებულ რისკს. ასეთ შემთხვევებში პაციენტზე უნდა განხორციელდეს სათანადო დაკვირვება გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემური გვერდითი მოვლენების გამოსავლენად.

მხედველობის დარღვევები

სისტემური და ადგილობრივი გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს მხედველობის დარღვევები. თუ პაციენტს განუვითარდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები, პაციენტმა უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს შესაძლო მიზეზების დასადგენად, კატარაქტის, გლაუკომის ან იშვიათი დაავადებების ჩათვლით, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია, რომლის შემთხვევებიც დარეგისტრირებული იყო გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.

მკურნალობის დროს რეკომენდირებულია რეგულარულად არტერიული წნევის გაზომვა, შარდის ანალიზი და განავლის ანალიზი „ფარული“ სისხლდენის დასადგენად. გვერდითი ეფექტების სიხშირე უფრო მაღალია ხანდაზმულ პაციენტებში.

შემდეგ შემთხვევებში, გლუკოკორტიკოსტეროიდები უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით:

შაქრიანი დიაბეტი (ან ამ დაავადების დამძიმებული ოჯახური ანამნეზი); ოსტეოპოროზი (პოსტმენოპაუზის პერიოდში ქალებში იზრდება ოსტეოპოროზის რისკი); არტერიული ჰიპერტენზია; ქრონიკული ფსიქოზური რეაქციები; ანამნეზში ტუბერკულოზი; გლაუკომა; სტეროიდული მიოპათია; კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; ეპილეფსია; მარტივი ჰერპესი, მათ შორის თვალების (რქოვანის პერფორაციის შესაძლებლობა); ჩუტყვავილა.

ბავშვები

გლუკოკორტიკოსტეროიდები ანელებენ ზრდას ბავშვებსა და მოზარდებში. რეკომენდირებულია პრეპარატის დანიშვნა ყველაზე დაბალი თერაპიული დოზებით და, თუ ეს შესაძლებელია, მოკლე პერიოდის განმავლობაში. გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზა თანდათან უნდა შემცირდეს პრეპარატის სრულ შეწყვეტამდე.

დამხმარე ნივთიერებები

ჰიდროკორტიზონ-რიხტერი, საინექციო მიკროკრისტალური სუსპენზია, შეიცავს პარაჰიდროქსიბენზოატებს. ასეთმა ნივთიერებებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა, დაგვიანებული) და იშვიათ შემთხვევებში, ბრონქოსპაზმი.

ეს პრეპარატი შეიცავს 30,48 მგ ნატრიუმს ერთ მინის ფლაკონში (5 მლ), რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოზრდილებისათვის რეკომენდირებული ნატრიუმის მოხმარების დღიური დოზის 1,5%-ის ექვივალენტურია (2გ).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგენილია, რომ გლუკოკორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენება საზიანო გავლენას ახდენს ნაყოფზე (მაგალითად, მგლის ხახის ფორმირება და თანდაყოლილი მანკების განვითარება).

ორსულ ქალებში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო, პირველ ტრიმესტრში უკუნაჩვენებია ორსულთათვის ჰიდროკორტიზონის დანიშვნა. ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში შესაძლებელია ჰიდროკორტიზონის გამოყენება, როდესაც დედისთვის სავარაუდო სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის (მგლის ხახის ფორმირების და საშვილოსნოსშიდა ზრდის და ნაყოფის განვითარების შეფერხების რისკი დაბალია).

ძუძუთი კვება

ჰიდროკორტიზონი და ლიდოკაინი აღწევენ დედის რძეში. გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებამ ძუძუთი კვების პერიოდში შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა და ზრდის შეფერხება მეძუძურ ბავშვებში.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ჰიდროკორტიზონ-რიხტერი, საინექციო მიკროკრისტალური სუსპენზია, გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ადისონის დაავადების მქონე პაციენტებში არ შეიძლება ჰიდროკორტიზონის შეყვანა სახსრების არეში ერთდროულად ბარბიტურატების მიღებასთან, ვინაიდან ამ კომბინაციამ შეიძლება მოახდინოს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობის პროვოცირება.

გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენებისას ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთად, საჭიროა სიფრთხილის დაცვა:

  • ბარბიტურატები, ფენილბუტაზონი, ფენიტოინი, რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, პირიმიდონი, ამინოგლუტატემიდი (ამ პრეპარატებს შეუძლიათ შეამცირონ გლუკოკორტიკოსტეროიდების თერაპიული მოქმედება);
  • იზოფერმენტის CYP3A ინჰიბიტორები (მათ შორის აივ ინფექციის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი, მაგალითად, რიტონავირი, კობიცისტატი) ხელს უწყობენ სისტემური გვერდითი მოვლენების რისკის ზრდას;
  • პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები (შეიძლება საჭირო გახდეს პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის გაზრდა, ვინაიდან გლუკოკორტიკოსტეროიდები იწვევენ ჰიპერგლიკემიას);
  • ანტიკოაგულანტები (გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, ანტიკოაგულანტების ეფექტურობა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს);
  • სალიცილატები (გლუკოკორტიკოსტეროიდების მოხსნისას სალიცილატების კონცენტრაცია სისხლის შრატში იზრდება და ინტოქსიკაციის რისკი იზრდება. ვინადიან სალიცილატებსაც და გლუკოკორტიკოსტეროიდებსაც გააჩნიათ ულცეროგენული მოქმედება, ამ პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენისა და წყლულის წარმოქმნის რისკი);
  • ამფოტერიცინი, შარდმდენები, თეოფილინი, დიგოქსინი, გულის გლიკოზიდები (მომატებულია ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი);
  • პერორალური კონტრაცეპტივები (გლუკოკორტიკოსტეროიდების კონცენტრაციის მომატება სისხლის შრატში);
  • ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (გლუკოკორტიკოსტეროიდები ამცირებენ ამ პრეპარატების ეფექტურობას);
  • მიფეპრისტონი (გლუკოკორტიკოსტეროიდების ეფექტურობის შემცირება).

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისგან დასაცავად.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

2 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შეფუთვა

5 მლ სუსპენზია I ჰიდროლიზური კლასის გამჭვირვალე, უფერო შუშის ფლაკონში, ნაცრისფერი რეზინის ბრომბუტილის საცობით, რომელიც დაფიქსირებულია კომბინირებული ალუმინის თავსახურით პოლიპროპილენის დისკით (flipp-off).

1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში თანდართულ გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ

ღსს „გედეონ რიხტერი“

Н-1103 ბუდაპეშტი, დამრეის ქ. 19-21, უნგრეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა