გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული დაავადებებისა (ჰიპერთერმია, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ცრემლდენა, სურდო, ციება და ციებ-ცხელება, ცემინება) და გრიპის სიმპტომების მოსახსნელად.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფენილეფრინი (phenylephrine) + პარაცეტამოლი (paracetamol) + ასკორბინის მჟავა (ascorbic acid) + ქლორფენირამინი (chlorpheniramine)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ+4მგ+10მგ+120მგ ფხვნილი ჟოლოს ნატურალური ექსტრაქტით შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10
- მწარმოებელი
- S.C. Slavia Pharm S.R.L., რუმინეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
- ATC კოდი
- N02BE51
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040660
- რეგისტრირებულია
- 3 აპრილი 2024, მოქმედებს 3 აპრილი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- S.C. Slavia Pharm S.R.L. (რუმინეთი)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ჰერბექსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული დაავადებებისა (ჰიპერთერმია, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ცრემლდენა, სურდო, ციება და ციებ-ცხელება, ცემინება) და გრიპის სიმპტომების მოსახსნელად.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებსა და 15 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებს ენიშნებათ 1 პაკეტი ყოველ 4-6 საათში, მაგრამ არაუმეტეს 8 პაკეტისა დღე-ღამეში. მიღების წინ 1 პაკეტის შემცველობა იხსნება 1 ჭიქა ცხელ, ანადუღარ წყალში. შეიძლება შაქრის დამატება გემოვნების მიხედვით, მიიღება დღის ნებისმიერ დროს, მაგრამ საუკეთესო ეფექტს იძლევა პრეპარატის მიღება ძილის წინ ღამით.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარტის ცალკეული კომპონენტების მიმართ, ორსულობისა და ძუძუთა კვების პერიოდი. 15 წლამდე ბავშვები. ფრთხილად გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დაავადებების, ფილტვების დაავადებების (მათ შორის ბრონქული ასთმა), შარდის შეკავების, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, სისხლის დაავადებების, ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს.
სიფრთხილის ზომები
ექიმის მითითების გარეშე პრეპარატი არ მიიღება იმ ავადმყოფებში, რომლებიც გადიან მკურნალობის კურსს სხვა პრეპარატებით.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
პრეპარატის მიღებისას არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, ალკოჰოლის მიღება, აგრეთვე ცნს-ის დამრთგუნველი საშუალებების მიღება.
განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის ხანგრძლივობა – არა უმეტეს 5 დღე. საკმარისი თერაპიული ეფექტის არარსებობის, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, რომელიც ნარჩუნდება 5 დღის განმავლობაში და აგრეთვე სხვა სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები გამონაყარისა და ქავილის სახით, ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დაქვეითება, დაღლილობის შეგრძნება, პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, გულისრევა, იშვიათად-სისხლის პერიფერიული სურათის შეცვლა: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი.
ჭარბი დოზა
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია შემდეგი სიმპტომები: სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში. მძიმე შემთხვევების დროს ვითარდება ღვიძლის დაზიანების ნიშნები, თირკმლის უკმარისობა, ენცეფალოპათია და კომატოზური მდგომარეობა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ნაწლავების გაწმენდა, ადსორბენტების (აქტივირებული ნახშირი) დანიშვნა და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამისი ანტიდოტები: მეთიონინი ჭარბი დოზის მიღებიდან 8-9 სთ-ის შემდეგ და აცეტილცისტეინი _ 12 სთ-ის შემდეგ.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: პარაცეტამოლი - 500 მგ, ქლორფენამინის მალეატი - 4 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი - 10 მგ, ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) - 120 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა (უწყლო), ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, აზორუბინი (E 122) ტიტანის ორჟანგი, საქაროზა, ჟოლოს არომატი, ჟოლოს ექსტრაქტი, კალციუმის ფოსფატის დიჰიდრატი.
ATC კოდი: N02BE51
კლინიკურ_ფარმაკოლოგიური ჯგუფი.
გაცივებისა და გრიპის საწინააღმდეგო საშუალება C ვიტამინით.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა
2 წელი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ანტიალერგიული საშუალება.
სწრაფად ხსნის:
თავისა და კუნთების ტკივილს;
სიცხეს;
ყელის ტკივილს;
სურდოს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ჰერბექსი
(ნატურალური ჟოლოს ექსტრაქტით)
HERBEX
სამკურნალო საშუალების დასახელება
ჰერბექსი
გენერიკული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება.
Paracetamol, Chlorphenamine Maleate, Phenylephrine Hydrochloride, Ascorbic Acid.
გამოშვების ფორმა
დოზირებული ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტში #10.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: პარაცეტამოლი - 500 მგ, ქლორფენამინის მალეატი - 4 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი - 10 მგ, ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) - 120 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა (უწყლო), ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, აზორუბინი (E 122) ტიტანის ორჟანგი, საქაროზა, ჟოლოს არომატი, ჟოლოს ექსტრაქტი, კალციუმის ფოსფატის დიჰიდრატი.
ATC კოდი: N02BE51
კლინიკურ_ფარმაკოლოგიური ჯგუფი.
გაცივებისა და გრიპის საწინააღმდეგო საშუალება C ვიტამინით.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ანტიალერგიული საშუალება.
სწრაფად ხსნის:
თავისა და კუნთების ტკივილს;
სიცხეს;
ყელის ტკივილს;
სურდოს.
ჩვენებები
გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული დაავადებებისა (ჰიპერთერმია, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ცრემლდენა, სურდო, ციება და ციებ-ცხელება, ცემინება) და გრიპის სიმპტომების მოსახსნელად.
მიღების წესი და დოზები
მოზრდილებსა და 15 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებს ენიშნებათ 1 პაკეტი ყოველ 4-6 საათში, მაგრამ არაუმეტეს 8 პაკეტისა დღე-ღამეში. მიღების წინ 1 პაკეტის შემცველობა იხსნება 1 ჭიქა ცხელ, ანადუღარ წყალში. შეიძლება შაქრის დამატება გემოვნების მიხედვით, მიიღება დღის ნებისმიერ დროს, მაგრამ საუკეთესო ეფექტს იძლევა პრეპარატის მიღება ძილის წინ ღამით.
ჭარბი დოზა
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია შემდეგი სიმპტომები: სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში. მძიმე შემთხვევების დროს ვითარდება ღვიძლის დაზიანების ნიშნები, თირკმლის უკმარისობა, ენცეფალოპათია და კომატოზური მდგომარეობა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ნაწლავების გაწმენდა, ადსორბენტების (აქტივირებული ნახშირი) დანიშვნა და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამისი ანტიდოტები: მეთიონინი ჭარბი დოზის მიღებიდან 8-9 სთ-ის შემდეგ და აცეტილცისტეინი _ 12 სთ-ის შემდეგ.
სიფრთხილის ზომები
ექიმის მითითების გარეშე პრეპარატი არ მიიღება იმ ავადმყოფებში, რომლებიც გადიან მკურნალობის კურსს სხვა პრეპარატებით.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
პრეპარატის მიღებისას არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, ალკოჰოლის მიღება, აგრეთვე ცნს-ის დამრთგუნველი საშუალებების მიღება.
განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის ხანგრძლივობა – არა უმეტეს 5 დღე. საკმარისი თერაპიული ეფექტის არარსებობის, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, რომელიც ნარჩუნდება 5 დღის განმავლობაში და აგრეთვე სხვა სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები გამონაყარისა და ქავილის სახით, ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დაქვეითება, დაღლილობის შეგრძნება, პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, გულისრევა, იშვიათად-სისხლის პერიფერიული სურათის შეცვლა: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარტის ცალკეული კომპონენტების მიმართ, ორსულობისა და ძუძუთა კვების პერიოდი. 15 წლამდე ბავშვები. ფრთხილად გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დაავადებების, ფილტვების დაავადებების (მათ შორის ბრონქული ასთმა), შარდის შეკავების, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, სისხლის დაავადებების, ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს.
გამოშვების ფორმა
დოზირებული ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტში, #10.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა
2 წელი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
S.C. Slavia Pharm S.R.L, Theodor Pallady 44C, ბუქარესტი, რუმინეთი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


