პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვაზოპროტექტორები

ჰემორზონი

Hemorzon®

ურეცეპტოდ20მგ+10მგ+8,3მგინსტრუქცია ქართულადრუმინეთი
რისთვის გამოიყენება

ჰემორზონი®ს სუპოზიტორები მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია როგორც ანტიჰემოროიდული საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის და არის კომბინაციები. ჰემორზონი®ს სუპოზიტორები ხსნის ტკივილს და ანალურ ქავილს, განსაკუთრებით ჰემოროიდული კრიზების, ჰემოროიდული თრომბოფლებიტის, პროქტიტის, კრიპტიტის დროს. 2. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
20მგ+10მგ+8,3მგ რექტალური სუპოზიტორია №6
მწარმოებელი
Antibiotice SA, რუმინეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვაზოპროტექტორები, კორტიკოსტეროიდები
ATC კოდი
C05AA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-039599
რეგისტრირებულია
22 ნოემბერი 2023, მოქმედებს 22 ნოემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ეს ეიჩ ფარმა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაჰემორზონი და სხვა წამალი ერთად

ჰემორზონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ჰემორზონი®ს სუპოზიტორები მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია როგორც ანტიჰემოროიდული საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის და არის კომბინაციები. ჰემორზონი®ს სუპოზიტორები ხსნის ტკივილს და ანალურ ქავილს, განსაკუთრებით ჰემოროიდული კრიზების, ჰემოროიდული თრომბოფლებიტის, პროქტიტის, კრიპტიტის დროს.

  • ჰემორზონი®ს გამოყენებამდე

არ გამოყენოთ ჰემორზონი®:

თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ჰიდროკორტიზონის, ტეტრაციკლინის, ბენზოკაინის ან ჰემორზონი®ს რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).

თუ გაქვთ ბაქტერიული ანორექტალური ინფექციები (ტუბერკულოზური ინფექციების ჩათვლით), ვირუსული ინფექციები, სოკოვანი ინფექციები.

თუ გაქვთ ინფიცირებული ანორექტალური დაზიანებები.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი დაგინიშნავთ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჩვეულებრივი დოზაა ჰემორზონი®ს 1 სუპოზიტორია რექტალურად, დღეში ერთხელ, დეფეკაციისა და ადგილობრივი დაბანვის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 2-3 სუპოზიტორამდე დღეში.

გამოყენებამდე ამოიღეთ ფოლგის შეფუთვა.

ჰემორზონი®თ მკურნალობა (1 სუპოზიტორია ყოველ 2 დღეში) უნდა გაგრძელდეს ადგილობრივი სიმპტომების სრული გაქრობიდან 1 კვირის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ ჰემორზონი®ს სუპოზიტორები დიდი ხნის განმავლობაში.

თუ გამოიყენეთ ჰემორზონი® საჭიროზე მეტი რაოდენობით

ჰემორზონი®თ დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. თუმცა, თუ ეჭვი გეპარებათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

თუ დაგავიწყდათ ჰემორზონი®ს გამოყენება

თუ დაგავიწყდათ დოზა, გამოიყენეთ პრეპარატი როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ შემდეგი დოზის დროა მოახლოებული, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ ჰემორზონი®ს გამოყენებას

არ შეწყვიტოთ ჰემორზონი®თ მკურნალობა, თუ თქვენი ექიმი არ გირჩევთ.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები

ჰემორზონი®ს გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ სიმპტომები არ გაქრება 7 დღის შემდეგ ან აღინიშნება ადგილობრივი სისხლდენა, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ თქვენს ექიმს. თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ პროქტოლოგიური გამოკვლევა.

ჰემორზონი®თ მკურნალობა არ ანაცვლებს ანალური დაავადების სპეციფიკურ მკურნალობას.

ბავშვები: ჰემორზონი® არ არის რეკომენდებული ბავშვებში გამოსაყენებლად.

სპორტსმენები: ეს პრეპარატი შეიცავს ჰიდროკორტიზონს, რომელსაც შეუძლია დადებითი შედეგი აჩვენოს ანტიდოპინგ ტესტებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები.

არ არის რეკომენდებული ჰემორზონი®ს გამოყენება ინტრარექტალურად შეყვანილ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

კორტიკოსტეროიდების შემცველ სხვა ადგილობრივ ან პერორალურ პრეპარატებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სისტემური ეფექტების რისკი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვინაიდან ჰიდროკორტიზონი გამოიყოფა დედის რძეში, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული მეძუძურ ქალებში.

სატრანსპორტი საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

ჰემორზონი® არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტი საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ჰემორზონმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ უვითარდება ყველა პაციენტს.

იშვიათად შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, ადგილობრივი გამაღიზიანებელი რეაქციები და სწორი ნაწლავის ლორწოვანის ატროფია, აგრეთვე კორტიკოსტეროიდების სისტემური დონის მომატებით გამოწვეული რეაქციები (კუშინგის სინდრომი, ჰიპერგლიკემია, გლიკოზურია).

გვერდითი მოვლენები გამოვლენის სიხშირის მიხედვით კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე

ხშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე

არახშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე

იშვიათი: შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1 ადამიანზე

ძალიან იშვიათად: შეიძლება გავლენა იქონიოს 10000-დან 1 ადამიანზე

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, ან ისეთი გვერდითი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ რუმინეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო ხელსაწყოების ეროვნული სააგენტოს: Aviator Sănătescu (ავიატორ სანატესკუ) ქ. #. 48, სექტორი 1

ბუქარესტი 011478- RO

ტელ: + 4 0757 117 259

ფაქსი: +4 0213 163 497

ელ.ფოსტა: [email protected]

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებებია: 20 მგ ტეტრაციკლინი (21.64 მგ ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდის სახით), 10 მგ ჰიდროკორტიზონის აცეტატი, 8.3 მგ ბენზოკაინი.

სხვა ინგრედიენტებია: ნახევრად სინთეზური გლიცერიდები (Suppocire AM).

ჰემორზონი®ს გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ჰემორზონი®ს სუპოზიტორები ღია ყვითელი ფერისაა, ტორპედოსებური, ცხიმოვანი გლუვი ზედაპირით.

კოლოფში 2 თერმოდაცული გაუმჭვირვალე PVC/PE ფოლგა თითოეულზე 3 სუპოზიტორია.

კოლოფში 2 თერმოდაცული გაუმჭვირვალე PVC/PE ფოლგა თითოეულზე 6 სუპოზიტორია.

კოლოფში 1 თერმოდაცული გაუმჭვირვალე PVC/PE ფოლგა თითოეულზე 6 სუპოზიტორია.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

Antibiotice SA (ანტიბიოტიკ სა)

1 ვალეა ლუპულუის ქუჩა, იასი 707410, რუმინეთი

წინამდებარე ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად დამტკიცდა 2020 წლის აგვისტოში.

დეტალური ინფორმაცია ამ პრეპარატის შესახებ ხელმისაწვდომია მედიკამენტებისა და სამედიცინო ხელსაწყოების ეროვნულ სააგენტოს გვერდზე http://www.anm.ro/

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნაგავში ან გამდინარე წყლებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.

დამატებითი ინფორმაცია

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია

ანტიბიოტიკ ა+

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ჰემორზონი® 20 მგ/10 მგ/8.3 მგ სუპოზიტორები

ტეტრაციკლინი/ჰიდროკორტიზონის აცეტატი/ბენზოკაინი

ამ პრეპარატის გამოყენებამდე, ყურადღებით და სრულად გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს.

შეინახეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახალი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი განკუთვნილია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც, თუ მათი სიმპტომები არის თქვენი სიმპტომების მსგავსი.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა სერიოზულდება, ან თუ შენიშნავთ რაიმე გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემული ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

რას წარმოადგენს ჰემორზონი® და რისთვის გამოიყენება

ჰემორზონი®ს გამოყენებამდე

როგორ გამოიყენება ჰემორზონი®

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ ინახება ჰემორზონი®

დამატებითი ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს ჰემორზონი® და რისთვის გამოიყენება

ჰემორზონი®ს სუპოზიტორები მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია როგორც ანტიჰემოროიდული საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის და არის კომბინაციები. ჰემორზონი®ს სუპოზიტორები ხსნის ტკივილს და ანალურ ქავილს, განსაკუთრებით ჰემოროიდული კრიზების, ჰემოროიდული თრომბოფლებიტის, პროქტიტის, კრიპტიტის დროს.

  • ჰემორზონი®ს გამოყენებამდე

არ გამოყენოთ ჰემორზონი®:

თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ჰიდროკორტიზონის, ტეტრაციკლინის, ბენზოკაინის ან ჰემორზონი®ს რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).

თუ გაქვთ ბაქტერიული ანორექტალური ინფექციები (ტუბერკულოზური ინფექციების ჩათვლით), ვირუსული ინფექციები, სოკოვანი ინფექციები.

თუ გაქვთ ინფიცირებული ანორექტალური დაზიანებები.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ჰემორზონი®ს გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ სიმპტომები არ გაქრება 7 დღის შემდეგ ან აღინიშნება ადგილობრივი სისხლდენა, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ თქვენს ექიმს. თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ პროქტოლოგიური გამოკვლევა.

ჰემორზონი®თ მკურნალობა არ ანაცვლებს ანალური დაავადების სპეციფიკურ მკურნალობას.

ბავშვები: ჰემორზონი® არ არის რეკომენდებული ბავშვებში გამოსაყენებლად.

სპორტსმენები: ეს პრეპარატი შეიცავს ჰიდროკორტიზონს, რომელსაც შეუძლია დადებითი შედეგი აჩვენოს ანტიდოპინგ ტესტებში.

სხვა პრეპარატები და ჰემორზონი®

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები.

არ არის რეკომენდებული ჰემორზონი®ს გამოყენება ინტრარექტალურად შეყვანილ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

კორტიკოსტეროიდების შემცველ სხვა ადგილობრივ ან პერორალურ პრეპარატებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სისტემური ეფექტების რისკი.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვინაიდან ჰიდროკორტიზონი გამოიყოფა დედის რძეში, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული მეძუძურ ქალებში.

სატრანსპორტი საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

ჰემორზონი® არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტი საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

  • როგორ გამოიყენება ჰემორზონი®

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი დაგინიშნავთ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჩვეულებრივი დოზაა ჰემორზონი®ს 1 სუპოზიტორია რექტალურად, დღეში ერთხელ, დეფეკაციისა და ადგილობრივი დაბანვის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 2-3 სუპოზიტორამდე დღეში.

გამოყენებამდე ამოიღეთ ფოლგის შეფუთვა.

ჰემორზონი®თ მკურნალობა (1 სუპოზიტორია ყოველ 2 დღეში) უნდა გაგრძელდეს ადგილობრივი სიმპტომების სრული გაქრობიდან 1 კვირის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ ჰემორზონი®ს სუპოზიტორები დიდი ხნის განმავლობაში.

თუ გამოიყენეთ ჰემორზონი® საჭიროზე მეტი რაოდენობით

ჰემორზონი®თ დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. თუმცა, თუ ეჭვი გეპარებათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

თუ დაგავიწყდათ ჰემორზონი®ს გამოყენება

თუ დაგავიწყდათ დოზა, გამოიყენეთ პრეპარატი როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ შემდეგი დოზის დროა მოახლოებული, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ ჰემორზონი®ს გამოყენებას

არ შეწყვიტოთ ჰემორზონი®თ მკურნალობა, თუ თქვენი ექიმი არ გირჩევთ.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ჰემორზონმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ უვითარდება ყველა პაციენტს.

იშვიათად შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, ადგილობრივი გამაღიზიანებელი რეაქციები და სწორი ნაწლავის ლორწოვანის ატროფია, აგრეთვე კორტიკოსტეროიდების სისტემური დონის მომატებით გამოწვეული რეაქციები (კუშინგის სინდრომი, ჰიპერგლიკემია, გლიკოზურია).

გვერდითი მოვლენები გამოვლენის სიხშირის მიხედვით კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე

ხშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე

არახშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე

იშვიათი: შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1 ადამიანზე

ძალიან იშვიათად: შეიძლება გავლენა იქონიოს 10000-დან 1 ადამიანზე

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, ან ისეთი გვერდითი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ რუმინეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო ხელსაწყოების ეროვნული სააგენტოს: Aviator Sănătescu (ავიატორ სანატესკუ) ქ. #. 48, სექტორი 1

ბუქარესტი 011478- RO

ტელ: + 4 0757 117 259

ფაქსი: +4 0213 163 497

ელ.ფოსტა: [email protected]

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

როგორ ინახება ჰემორზონი®

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნაგავში ან გამდინარე წყლებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.

დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ჰემორზონი®:

მოქმედი ნივთიერებებია: 20 მგ ტეტრაციკლინი (21.64 მგ ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდის სახით), 10 მგ ჰიდროკორტიზონის აცეტატი, 8.3 მგ ბენზოკაინი.

სხვა ინგრედიენტებია: ნახევრად სინთეზური გლიცერიდები (Suppocire AM).

ჰემორზონი®ს გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ჰემორზონი®ს სუპოზიტორები ღია ყვითელი ფერისაა, ტორპედოსებური, ცხიმოვანი გლუვი ზედაპირით.

კოლოფში 2 თერმოდაცული გაუმჭვირვალე PVC/PE ფოლგა თითოეულზე 3 სუპოზიტორია.

კოლოფში 2 თერმოდაცული გაუმჭვირვალე PVC/PE ფოლგა თითოეულზე 6 სუპოზიტორია.

კოლოფში 1 თერმოდაცული გაუმჭვირვალე PVC/PE ფოლგა თითოეულზე 6 სუპოზიტორია.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

Antibiotice SA (ანტიბიოტიკ სა)

1 ვალეა ლუპულუის ქუჩა, იასი 707410, რუმინეთი

წინამდებარე ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად დამტკიცდა 2020 წლის აგვისტოში.

დეტალური ინფორმაცია ამ პრეპარატის შესახებ ხელმისაწვდომია მედიკამენტებისა და სამედიცინო ხელსაწყოების ეროვნულ სააგენტოს გვერდზე http://www.anm.ro/

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა