პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიანემიური პრეპარატები

ჰემაქსი

HEMAX®

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადარგენტინა
რისთვის გამოიყენება

ჰემაქსი® ნაჩვენებია: ქრონიკული თირკმლის უკმარისობის (CRF) თანმხლები ანემიის მკურნალობა. ჰემაქსი® ნაჩვენებია დიალიზზე დამოკიდებულ ან არა დამოკიდებულ პაციენტებში და გამოიყენება სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის გაზრდის ან შენარჩუნების მიზნით (ჰემატოკრიტის ან ჰემოგლობინის განსაზღვრის მიხედვით) და ტრანსფუზიების …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
epoetin alfa
ფორმა და შეფუთვა
10.000 ს.ე./მლ 1მლ ი.ვ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი მინის ფლაკონი №1 + 1მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) ამპულა №1
მწარმოებელი
Biosidus S.A.U., არგენტინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიანემიური პრეპარტები, ანტიანემიური სხვა პრეპარატები
ATC კოდი
B03XA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-043394
რეგისტრირებულია
11 ივნისი 2025, მოქმედებს 5 აგვისტო 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Biosidus S.A.U. (არგენტინა)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაჰემაქსი და სხვა წამალი ერთად

ჰემაქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ჰემაქსი® ნაჩვენებია:

ქრონიკული თირკმლის უკმარისობის (CRF) თანმხლები ანემიის მკურნალობა.

ჰემაქსი® ნაჩვენებია დიალიზზე დამოკიდებულ ან არა დამოკიდებულ პაციენტებში და გამოიყენება სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის გაზრდის ან შენარჩუნების მიზნით (ჰემატოკრიტის ან ჰემოგლობინის განსაზღვრის მიხედვით) და ტრანსფუზიების საჭიროების შემცირების მიზნით. თუმცა, სიმპტომური ანემიის მქონე არადიალიზზე მყოფ პაციენტებში, რომლებშიც მიზანშეწონილია ჰემაქსით® მკურნალობა, ჰემოგლობინის დონე უნდა შეადგენდეს 10 გ/დლ-ზე ნაკლებს.

ჰემაქსი® არ უნდა დაინიშნოს გადაუდებელი ტრანსფუზიის ჩანაცვლების სახით იმ პაციენტებში, რომლებიც მძიმე ანემიის დაუყოვნებლივ კორექციას საჭიროებენ.

ზიდოვუდინით გამოწვეული ანემიის მკურნალობა აივ ინფიცირებულ პაციენტებში. ჰემაქსი® ნაჩვენებია აივ ინფიცირებულ პაციენტებში ზიდოვუდინით თერაპიასთან დაკავშირებული ანემიის სამკურნალოდ, რომლის მიზანია სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის გაზრდა ან შენარჩუნება (რომელიც განისაზღვრება ჰემატოკრიტის ან ჰემოგლობინის დონის მიხედვით) და სისხლის გადასხმის საჭიროების შემცირება. ის არ არის ნაჩვენები სხვა ფაქტორებით (როგორიცაა რკინის ან ფოლიუმის მჟავას დეფიციტი, ჰემოლიზი ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენა) გამოწვეული ანემიის სამკურნალოდ პაციენტთა ამ პოპულაციაში.

ქიმიოთერაპიით გამოწვეული ანემიის მკურნალობა კიბოთი დაავადებულ პაციენტებში. ანემიის მკურნალობა ქიმიოთერაპიის დროს კიბოთი დაავადებულ პაციენტებში. ჰემაქსი® ნაჩვენებია ქიმიოთერაპიის შედეგად გამოწვეული სიმპტომური ანემიის სამკურნალოდ მეტასტაზური არამიელოიდური ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე პაციენტებში. ერითროპოეტინით მკურნალობა ამცირებს სისხლის წითელი უჯრედების გადასხმის საჭიროებას იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ქიმიოთერაპიას მინიმუმ ორი თვის განმავლობაში.

ჰემაქსი® არ არის ნაჩვენები ქიმიოთერაპიის მიმღები პაციენტებისთვის განკურნების მიზნით.

ჰემაქსი® ნაჩვენებია სიმპტომური ანემიის (ჰემოგლობინის კონცენტრაცია ≤ 10 გ/დლ) სამკურნალოდ მოზრდილებში, რომლებსაც აქვთ დაბალი ან საშუალო რისკის 1 მიელოდისპლაზიური სინდრომი (MDS) და შრატში ერითროპოეტინის დაბალი დონე (< 200 mU/მლ).

ჰემაქსი® არ არის ნაჩვენები პაციენტთა ამ ჯგუფში სხვა ფაქტორებით (რკინის ან ფოლატის დეფიციტი, ჰემოლიზი, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა) გამოწვეული ანემიის სამკურნალოდ. ჰემაქსი® არ არის ნაჩვენები პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰორმონოთერაპიას, ბიოლოგიურ პროდუქტებს ან სხივურ თერაპიას ძვლის ტვინის სუპრესიული ქიმიოთერაპიის გარეშე.

ალოგენური სისხლის გადასხმის შემცირება ანემიურ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ძირითადი ორთოპედიული ოპერაცია. ჰემაქსი® ნაჩვენებია ანემიური პაციენტებისთვის (ჰემოგლობინი 10-დან ≤ 13 გ/დლ-მდე), რომლებსაც აქვთ პერიოპერაციული სისხლის დაკარგვის მაღალი რისკი გულის ან სისხლძარღვთა ოპერაციის გარდა სხვა ძირითადი ორთოპედიული ოპერაციის შემდეგ, ალოგენური სისხლის გადასხმის საჭიროების შესამცირებლად. ის ნაჩვენებია პერიოპერაციული გადასხმის მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის და მოსალოდნელია მნიშვნელოვანი სისხლის დაკარგვა.

დღენაკლულ ახალშობილებში ანემიის მკურნალობა. ჰემაქსი® ნაჩვენებია დღენაკლულ ახალშობილებში ანემიის სამკურნალოდ, რომელთა წონა დაბადებისას 750-დან 1500 გ-მდეა და გესტაციური ასაკი 34 კვირაზე ნაკლებია.

კლინიკური ფარმაკოლოგია:

ა) მოქმედების მექანიზმი:

ერითროპოეტინი არის გლიკოპროტეინის ჰორმონი, ძირითადად წარმოებული თირკმელში ჰიპოქსიის პასუხად და არის ერითროციტის წარმოების ყველაზე მნიშვნელოვანი რეგულატორი. ერითროპოეტინი აინდუცირებს ერითროპოეზს ძვლის ტვინში ერითროიდული პროგენიტორების დაყოფისა და დიფერენცირების სტიმულირებით, იწვევს რა გლობულარულის მასის და შესაბამისად, ჰემატოკრიტის გაუმჯობესებას. ერითროპოეტინი ასევე ასტიმულირებს რეტიკულოციტების გამოყოფას ძვლის ტვინიდან სისხლის ნაკადში, სადაც ხდება მათი ერითროციტებად მომწიფება.

ენდოგენური ერითროპოეტინის ნორმალური კონცენტრაცია არის 10-30 მერთ/მლ და რეგულირდება ქსოვილების ოქსიგენაციის დონეებით. ამგვარი დონეების შემცირებისას, ერითროპოეტინის კონცენტრაცია იზრდება 100-ჯერ და 1000-ჯერ. ეს ასევე აღინიშნება ანემიის მქონე პაციენტებში.

ფარამკოდინამიკური ეფექტები

ჯანმრთელი მოხალისეები

ეპოეტინ ალფას ერთჯერადო დოზების (20,000-160,000 სე) შემდეგ დოზა-დამოკიდებული პასუხი აღინიშნა გამოკვლეული ფარმაკოდინამიკური მარკერებისთვის, რეტიკულოციტების, ერითროციტების და ჰემოგლობინის ჩათვლით. განსაზღვრული კონცენტრაცია-დროის პროფილი პიკით და საწყის მაჩვენებელზე დაბრუნება აღინიშნა ცვლილებებისთვის პროცენტულ რეტიკულოტებში. ნაკლებად განსაზღვრული პროფილი აღინიშნა ერითროციტებისა და ჰემოგლობინისთვის. ზოგადად, ყველა ფარმაკოდინამიკური მარკერი გაიზარდა დოზის ლინეარულად მაქსიმალური პასუხით დოზის უმაღლეს დონეებზე.

შემდგომი ფარმაკოდინამიკური კვლევებისას შესწავლილ იქნა 40,000 სე კვირაში ერთხელ 150სე/კგ-ს საპირისპიროდ კვირაში სამჯერ. დრო-კონცენტრაციის პროფილებში სხვაობების მიუხედავად, ფარმაკოდინამიკური პასუხი (განსაზღვრული რეტიკულოტების, ჰემოგლობინის და საერთო ერითროციტების პროცენტულობის ცვლილებებით) ერთიდაიგივე იყო ამ რეჟიმებს შორის. დამატებითი კვლევებისას შედარდა ეპოეტინ ალფას 40,000 სე კვირაში ერთხელ რეჟიმი 80,000-დან 120,000-მდე სე დოზებთან ორ კვირში ერთხელ კანქვეშ. მთლიანობაში, ჯანმრთელ პირებში ამ ფარმაკოდინამიკური კვლევების შედეგების საფუძველზე, კვირაში ერთხელ 40,000 სე რეჟიმი აღმოჩნდა უფრო ეფექტიანი ერითროციტების წარმოებისთვის, ვიდრე ორ კვირაში ერთხელ რეჟიმი, მიუხედავად იმისა, რომ კვირაში ერთხელ და ორ კვირაში ერთხელ რეჟიმებში რეტიკულოციტების წარმოება ერთნაირი იყო.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობა

ეპოეტინ ალფამ აჩვენა ერითროპოეზის სტიმულირება ანემიის მქონე პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, დიალიზის და პრე-დიალიზის პაციენტებში. ეპოეტინ ალფას მიმართ პასუხის პირველი მტკიცებულება არის რეტიკულოციტების რიცხვის მომატება 10 დღეში, რასაც მოსდევს ერითროციტების რიცხვის, ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის ზრდა, როგორც წესი, 2-6 კვირაში. ჰემოგლობინის პასუხი სხვადასხვაგვარია პაციენტებში და მასზე შეიძლება გავლენას ახდენდეს რკინის მარაგები და თანმხლები სამედიცინო პრობლემების არსებობა.

ქიმიოთერაპიით ინდუცირებული ანემია

ეპოეტინ ალფამ კვირაში სამჯერ ან კვირაში ერთხელ მიღებისას აჩვენა ჰემოგლობინის გაზრდა და გადასხმის საჭიროების შემცირება თერაპიის პირველი თვის შემდეგ ანემიურ კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქიმიოთერაპიას. კვლევაში, რომლის დროსაც შედარდა 150 სე/კგ, 3-ჯერ კვირაში და 40,000 სე, კვირაში ერთხელ დოზირების რეჟიმები ჯანმრთელ პირებში და ანემიურ კიბოს მქონე პირებში, პროცენტული რეტიკულოციტების, ჰემოგლობინის და საერთო ერითროციტების ცვლილებები ერთნაირი იყო დოზირების ორ რეჟიმს შორის როგორც ჯანმრთელ, ისე ანემიურ კიბოს მქონე პირებში. შესაბამისი ფარმაკოდინამიკური პარამეტრების მრუდქვეშ ფართობი (AUC) იყო ერთნაირი 150 სე/კგ, 3-ჯერ კვირაში და 40,000 სე, ერთხელ კვირაში დოზირების რეჟიმებისას ჯანმრთელ პირებში და ანემიურ კიბოს მქონე პირებში.

მოზრდილი ქირურგიული პაციენტები აუტოლოგური პრედონაციის პროგრამაში

ეპოეტინ ალფამ აჩვენა ერითროციტების წარმოების სტიმულირება აუტოლოგური სისხლის კორექციის შესამცირებლად და ჰემოგლობინის შემცირების შესაზღუდად მოზრდილ პაციენტებში, რომლებშიც დაგეგმილია ძირითადი არჩევითი ქირურგია, რომლებშიც მოსალოდნელია სრული პერიოპერაციული სისხლის საჭიროების პრედეპონირება. უდიდესი ეფექტები ვლინდება დაბალი ჰემოგლობინის მქონე პაციენტებში (<13 გ/დლ).

მოზრდილი პაციენტების მკურნალობა, რომლებშიც დაგეგმილია ძირითადი არჩევითი ორთოპედიური ქირურგია

პაციენტებში, რომლებშიც დაგეგმილია ძირითადი არჩევითი ორთოპედიული ქირურგია და მკურნალობამდე ჰემოგლობინი არის >10 - <13 გ/დლ, ეპოეტინ ალფამ აჩვენა ალოგენური ტრანსფუზიების რისკის შემცირება და ერითროიდების აღდგენის დაჩქარება (მომატებული ჰემოგლობინის დონეები, ჰემატოკრიტების დონეები, და რეტიკულოციტების რიცხვი).

ბ) ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია

ეპოეტინ ალფა, ჰემაქსის აქტიური ინგრედიენტი, ნაჩვენებია პარენტერალური გზით (ქანქვეშ ან ვენაში) შესაყვანად. ყოველკვირეულად 600 სე/კგ-ს მრავალჯერადი დოზების კანქვეშ შეყვანის შემდეგ აკუმულაცია არ აღინიშნება.

კანქვეშ საინექციო ეპოეტინ ალფას აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 20%-ს ჯანმრთელ პირებში.

განაწილება

განაწილების საშუალო მოცულობა იყო 49.3 მლ/კგ ვენაში 50 და 100 სე/კგ დოზების ჯანმრთელ პირებში შეყვანის შემდეგ. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პირებში ეპოეტინ ალფას ვენაში შეყვანის შემდეგ განაწილების მოცულობა ერთჯერადი დოზის (12 სე/კგ) შემდეგ იყო 57-107 მლ/კგ-დან 42-46 მლ/კგ-მდე (48-192 სე/კგ), შესაბამისად. ამგვარად, განაწილების მოცულობა ოდნავ უფრო დიდია, ვიდრე პლაზმური სივრცე.

რეტიკულოციტების რიცხვის საწყისი ზრდა აღინიშნება 7-10 დღეში შეყვანის შემდეგ.

წითელი უჯრედების რიცხვი, ჰემატოკრიტის და ჰემოგლობინის დონეები მნიშვნელოვნად იზრდება ეპოეტინ ალფას მიღებიდან 2-6 კვირაში. პასუხის დიაპაზონი და ხარისხი დამოკიდებულია დოზაზე და რკინის მარაგების არსებობაზე.

მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 15 წუთში ერთჯერადი ინტრავენური დოზის შეყვანის შემდეგ და 5-24 საათი კანქვეშ შეყვანის შემდეგ ერთჯერადი დოზის სახით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, პიკური კონცენტრაციები შეიძლება დარჩეს 12-16 საათი და განსაზღვრებადი რაოდენობები შეიძლება არსებობდეს მინიმუმ 24 საათის განმავლობაში შეყვანის შემდეგ.

ელიმინაცია

ეპოეტინ ალფას ნახევარგამოყოფის პერიოდი ვენაში ან კანქვეშ შეყვანის შემდეგ არის 4-13 საათი. ნახევარგამოყოფის პერიოდი, როგორც წესი, უფრო ხანგრძლივია პირველი დოზების შეყვანის შემდეგ, ვიდრე მკურნალობის ორი ან მეტი კვირის შემდეგ. როგორც წესი, 24 საათის შემდეგ, ერითროპოეტინის პლაზმური დონეები უბრუნდება ბაზალურ დონეებს.

საშუალო აშკარა კლირენსი (Cl/F) 150 სე/კგ კვირაში სამჯერ და 40,000 სე კვირაში ერთხელ რეჟიმებისთვის ჯანმრთელ პირებში იყო 31.2 და 12.6 მლ/სთ/კგ, შესაბამისად. საშუალო აშკარა კლირენსი (Cl/F) 150 სე/კგ კვირაში სამჯერ და 40,000 სე კვირაში ერთხელ რეჟიმებისთვის ანემიურ კიბოს მქონე პირებში იყო 45.8 და 11.3 მლ/სთ/კგ, შესაბამისად. კიბოს მქონე ანემიური პირების უმრავლესობაში, რომლებიც იღებდნენ ციკლურ ქიმიოთერაპიას, აშკარა კლირენსი (Cl/F) უფრო დაბალი იყო კანქვეშ კვირაში ერთხელ 40,000 სე და კვირაში სამჯერ 150 სე/კგ დოზების შემდეგ, ჯანმრთელი პირების მნიშვნელობებთან შედარებით.

მოზრდილ ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებული კვლევებისას, ნახევარგამოყოფის პერიოდი ვენაში შეყვანის შემდეგ 20%-ით უფრო დაბალია, ვიდრე თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებული ცდის დრო, კანქვეშ შეყვანილი ჰემაქსის ნახევარგამოყფის პერიოდი იყო 20.8+6.3 საათი.

მკურნალობის შეწყვეტისას 2 კვირის შემდეგ შეიძლება დაიწყოს ჰემატოკრიტის შემცირება.

ჯანმრთელ პირებში, კვირაში 3-ჯერ 150 და 300 სე/კგ დოზების ვენაში შეყვანის შემდეგ აღინიშნა შრატში ეპოეტინ ალფას დოზა-პროპორციული მატება. 300-დან 2,400 სე/კგ-მდე ეპოეტინ ალფას ერთჯერადი დოზების კანქვეშ შეყვანის შემდეგ აღინიშნა ლინეარული კავშირი საშუალო Cmax-სა და დოზას შორის, და საშუალო AUC-სა და დოზას შორის. ინვერსიული კავშირი აშკარა კლირენსსა და დოზას შორის აღინიშნა ჯანმრთელ პირებში.

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური კორელაცია

ეპოეტინ ალფა ავლენს დოზა-დაკავშირებულ ზემოქმედებას ჰემატოლოგიურ პარამეტრებზე, რომელიც დამოკიდებული არ არის შეყვანის გზაზე.

პედიატრიული პოპულაცია

დაახლოებით 6.2-8.7 საათიანი ნახევარგამოყოფის პერიოდი აღინიშნა პედიატრიულ პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით ეპოეტინ ალფას მრავალჯერადი დოზების ვენაში შეყვანის შემდეგ. ეპოეტინ ალფას ფარმაკოკინეტიკური პროფილი ბავშვებსა და მოზარდებში ისეთივეა, როგორი მოზრდილებში.

ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ახალშობილებში შეზღუდულია.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, ვენაში შეყვანილი ეპოეტინ ალფას ნახევარგამოყოფის პერიოდი უმნიშვნელოდ ხანგრძლივდება, დაახლოებით 5 საათში, ჯანმრთელ პირებთან შედარებით.

თერაპიული გამოყენება და დოზირება:

ა) თირკმლის ქრონიკულ უკმარისობასთან ასოცირებული ანემიის მკურნალობა:

თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (CRF) არის კლინიკური მდგომარეობა, როდესაც თირკმლის ფუნქციის დაქვეითება პროგრესირებადია და ჩვეულებრივ შეუქცევადი. ეპოეტინით თერაპიამ აჩვენა ერითროპოეზის სტიმულირება ანემიურ პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, დიალიზის და პრე-დიალიზის პაციენტების ჩათვლით. ერითროპოეზის სტიმულაციის პირველი მტკიცებულბა არის რეტიკულოციტების რიცხვის ზრდა მკურნალობის 8 დღის შემდეგ, რასაც მოსდევს ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის მომატება 2-დან 6-მდე კვირაში. ასეთი მატების ხარისხი და სიჩქარე დამოკიდებულია ეპოეტინ ალფას საწყის დოზაზე, საბაზისო ჰემატოკრიტზე და ჰემოგლობინის დონეებზე, რკინის მარაგების არსებობაზე და თანმხლები სამედიცინო პრობლემების არსებობაზე, რამაც შეიძლება შეაფერხოს მკურნალობაზე პასუხი (ინფექციური/ანთებითი ეპიზოდები, სხვ.).

ჰემაქსით® მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ანემიის სხვა მიზეზები (მაგ. ფოლიუმის მჟავას ან B12 ვიტამინის დეფიციტი, ალუმინით ინტოქსიკაცია, ინფექცია ან ანთება, სისხლის დაკარგვა, ჰემოლიზი და ძვლის ტვინის ფიბროზი ნებისმიერი წარმომავლობის) და უნდა დაკორექტირდეს თანმხლები ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაამწვავონ ანემია, განსაკუთრებით, რკინის დეფიციტი. ამიტომ, უნდა ჩატარდეს გამოკვლევები რკინის მეტაბოლიზმზე, მათ შორის სისხლში რკინის კონცენტრაციაზე, საერთო სატურაციაზე, ტრანსფერინის სატურაციის პროცენტულობაზე და შრატში ფერიტინზე. ტრანსფერინის სატურაცია უნდა იყოს მინიმუმ 20%, ხოლო ფერიტინი უნდა იყოს მინიმუმ 100 ნგ/მლ ჰემაქსით მკურნალობის დაწყებამდე. აუცილებელია რკინის დონეების მონიტორინგი და შენარჩუნება ადეკვატურ დონეებზე ეპოეტინთ მკურნალობის დროს.

აუცილებელია არტერიული წნევის ადეკვატური კონტროლი თერაპიის დაწყებამდე და ზედმიწევნით მონიტორინგი თერაპიის დროს.

რეკომენდებული სასურველი ჰემოგლობინის კონცენტრაციის ფარგლები არის 10 გ/დლ-12გ/დლ (6.2-7.5 მმოლ/ლ). ჰემაქსი® შეყვანილი უნდა იყოს ჰემოგლობინის მოსამატებლად არა უმეტეს 12 გ/დლ-სა (7.5 მმლ/ლ). 2 გ/დლ-ზე მეტად (1.25 მმოლ/ლ) ჰემოგლობინის მატება ოთხ-კვირიან პერიოდში თავიდან უნდა იქნას აცილებული. თუ ეს მოხდა, საჭიროა დოზის სათანადო კორექცია.

პაციენტებს შორის განსხვავებული მაჩვენებლების გამო, ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს ჰემოგლობინის მნიშვნელობები ჰემოგლობინის სასურველი კონცენტრაციის ფარგლებს ზემოთ და ქვემოთ. ჰემოგლობინის სხვაობების რეგულარცია უნდა მოხდეს დოზების მართვით, 10გ/დლ-დან (6.2 მმოლ/ლ) 12გ/დლ-მდე (7.5 მმოლ/ლ) ჰემოგლობინის კონცენტრაციის გათვალისწინებით.

თავიდან უნდა იქნას აცილებული 12 გ/დლ-ზე მეტი (7.5 მმოლ/ლ) ჰემოგლობინის დონე მუდმივად. თუ ჰემოგლობინი მატულობს 2გ/დლ-ზე მეტად (1.25 მმოლ/ლ) თვეში, ან თუ მყარი ჰემოგლობინი აღემატება 12 გ/დლ-ს (7.5 მმოლ/ლ), ჰამაქსის დოზა უნდა შემცირდეს 25%-ით. თუ ჰემოგლობინი აღემატება 13 გ/დლ-ს (8.1 მმოლ/ლ), თერაპია უნდა შეწყდეს, ვიდრე ის არ შემცირდება 12 გ/დლ-ზე ქვემოთ (7.5 მმოლ/ლ) და შემდეგ უნდა განახლდეს ჰემაქსით თერაპია წინა დოზაზე 25%-ით დაბალი დოზით.

აუცილებელია პაციენტების მჭიდრო მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს, რომ გამოიყენება ჰემაქსის® ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა ანემიის და ანემიის სიმპტომების ადეკვატური კონტროლის უზრუნველსაყოფად, ჰემოგლობინის კონცენტრაციის შენარჩუნებით 12 გ/დლ (7.5 მმოლ/ლ)-ზე ან ქვემოთ.

ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების მიმართ ჰემოგლობინის სუსტი პასუხის მქონე პაციენტებში განხილული უნდა იყოს სუსტი პასუხის ალტერნატიული განმარტებები.

ჰემაქსით® მკურნალობა იყოფა ორ ეტაპად: კორექციისა და შენარჩუნების ფაზა.

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები

ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, სადაც უკვე არსებობს ინტრავენური შეყვანის მოწყობილობა, სასურველია ვენაში შეყვანა.

კორექციის ფაზა

რეკომენდებული საწყისი დოზა მოზრდილ ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში არის 50 სე/კგ ვენაში ან 40 სე/კგ/დოზა კანქვეშ, კვირაში 3-ჯერ. მკურნალობის ოთხი კვირის შემდეგ დოზა უნდა დაკორექტირდეს ჰემოგლობინის დონის მატების მიხედვით:

ა) თუ მატება არის 1 გ/დლ ან ზემოთ: შენარჩუნდეს იგივე დოზა.

ბ) თუ მატება არის 1გ/დლ ან ქვემოთ: დოზა იზრდება 25 სე/კგ ნაწილებით (კვირაში 3-ჯერ), ვიდრე არ მიიღწევა ჰემოგლობინის სასურველი კონცენტრაცია 10 გ/დლ-დან 12 გ/დლ-მდე (6.2-7.5 მმოლ/ლ).

რეკომენდებული საერთო ყოველკვირეული დოზა არის 75 სე/კგ და 300 სე/კგ.

პაციენტებში ყველაზე დაბალი საწყისი ჰემოგლობინით (<6გ/დლ ან <3.75 მმოლ/ლ) შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი შემანარჩუნებელი დოზები, ვიდრე პაციენტებში, რომლებშიც საწყისი ანემია ნაკლებად მძიმეა (>8გ/დლ ან >5მმოლ/ლ).

შემანარჩუნებელი დოზა

სამიზნე მაჩვენებლის მიღწევის შემდეგ, დოზა შეიძლება შემცირდეს 30%-ით და შეყვანა შესაძლებელია კანქვეშ, თუ პაციენტმა დაიწყო ინტრავენური მკურნალობა. შემანარჩუნებელი დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის. დიალიზზე მყოფი პაციენტების ათ პროცენტში საჭიროა 25 სე/კგ/დოზა კვირაში 3-ჯერ და სხვა 10%-ში საჭიროა 200 სე/კგ/დოზა კვირაში სამჯერ; საშუალო შემანარჩუნებელი დოზა არის 75 სე/კგ/დოზა კვირაში 3-ჯერ. დოზის კორექცია უნდა მოხდეს არანაკლებ 4-კვირის ინტერვალებით, რადგან დოზის ცვლილებაზე პასუხი აღინიშნება 2-6 კვირის შემდეგ.

ჰემოდიალიზზე მყოფი პედიატრიული პაციენტები

ანემიის სიმპტომები და შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს ასაკის, სქესის და სხვა სამედიცინო მდგომარეოებების მიხედვით.

პედიატრიულ პაციენტებში ჰემოგლობინის რეკომენდებული კონცენტრაციის დიაპაზონია 9.5 გ/დლ-დან 11 გ/დლ-მდე (5.9-დან 6.8 მმოლ/ლ-მდე). ჰემაქსი® უნდა იქნას მიღებული ჰემოგლობინის დონის არაუმეტეს 11 გ/დლ-მდე (6.8 მმოლ/ლ) ასაწევად. თავიდან უნდა იქნას აცილებული ჰემოგლობინის 2 გ/დლ-ზე (1.25 მმოლ/ლ) მეტად მომატება ოთხი კვირის განმავლობაში. ამ შემთხვევაში, უნდა მოხდეს დოზის შესაბამისი კორექცია ინსტრუქციის მიხედვით.

პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჰემაქსის® ყველაზე დაბალი დამტკიცებული დოზა ანემიის და ანემიის სიმპტომების ადეკვატური კონტროლის უზრუნველსაყოფად.

ჰემაქსით® მკურნალობა ორ ფაზად იყოფა: კორექციის ფაზა და შემანარჩუნებელი ფაზა.

ინტრავენური შეყვანა სასურველია ჰემოდიალიზის მქონე პედიატრიული პაციენტებისთვის, სადაც ვენაში წვდომა ადვილად ხელმისაწვდომია.

კორექციის ფაზა

საწყისი დოზა არის 50 სე/კგ ვენაში, კვირაში 3-ჯერ.

აუცილებლობისას დოზა იზრდება ან მცირდება 25 სე/კგ-ით (კვირაში სამჯერ), ვიდრე არ მიიღწევა ჰემოგლობინის სასურველი კონცენტრაცია 9.5 გ/დლ-11 გ/დლ (5.9-6.8 მმოლ/ლ) (ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად, მინიმუმ ოთხი კვირა).

შემანარჩუნებელი ფაზა

ჰემოგლობინის დონის 9.5 გ/დლ-დან 11 გ/დლ-მდე (5.9-დან 6.8 მმოლ/ლ-მდე) სასურველი კონცენტრაციის დიაპაზონში შესანარჩუნებლად, დოზა შესაბამისად უნდა დარეგულირდეს.

ზოგადად, 30 კგ-მდე წონის ბავშვებს უფრო მაღალი შემანარჩუნებელი დოზები სჭირდებათ, ვიდრე 30 კგ-ზე მეტ ბავშვებსა და მოზრდილებს.

ბავშვებში, რომლებსაც ძალიან დაბალი საწყისი ჰემოგლობინის დონე აქვთ (< 6.8 გ/დლ ან < 4.25 მმოლ/ლ), შესაძლოა უფრო მაღალი შემანარჩუნებელი დოზები დასჭირდეთ, ვიდრე პაციენტებში, რომლებსაც უფრო მაღალი საწყისი ჰემოგლობინის დონე აქვთ (> 6.8 გ/დლ ან > 4.25 მმოლ/ლ).

ქრონიკული თირკმლის უკმარისობის მქონე ზრდასრული პაციენტები, რომლებიც არ იმყოფებიან დიალიზზე

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ საჭიროებენ დიალიზს, აღინიშნება პასუხი თერაპიაზე ისევე, როგორც დიალიზზე მყოფ პაციენტებში. რეკომენდებული დოზებია 75-100 სე/კგ/კვირაში; კანქვეშა გზა რეკომენდებული არ არის.

კორექციის ფაზა

საწყისი დოზა 50 სე/კგ, კვირაში 3-ჯერ, რასაც, აუცილებლობისას, მოყვება დოზის მატება 25 სე/კგ ნაწილებით (კვირაში 3-ჯერ), ვიდრე არ მიიღწევა სასურველი მიზანი (ეს უნდა მოხდეს მინიმუმ 4-კვირიანი ეტაპებით).

შემანარჩუნებელი ფაზა

შემანარჩუნებელი ფაზის დროს ჰემაქსის® შეყვანა შეიძლება 3-ჯერ კვირაში, ხოლო კანქვეშ შეყვანისას, კვირაში ერთხელ ან ერთხელ ყოველ 2 კვირაში.

აუცილებელია დოზის და დოზის ინტერვალების სათანადო კორექცია ჰემოგლობინის მნიშვნელობების სასურველ დონეზე შენარჩუნების მიზნით: ჰემოგლობინი 10 გ/დლ-სა და 12 გ/დლ-ს შორის (6.2-7.5 მმოლ/ლ). დოზის ინტერვალების გახანგრძლივებისას შეიძლება საჭირო გახდეს დოზის გაზრდა. მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 150 სე/კგ-ს კვირაში 3-ჯერ, 240 სე/კგ-ს (მაქსიმუმ 20,000 სე) კვირაში ერთხელ ან 480 სე/კგ-ს (მაქსიმუმ 40,000 სე) ყოველ 2 კვირაში ერთხელ.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე ანემიური პედიატრიული პაციენტები დიალიზის ან პერიტონული დიალიზის დაწყებამდე

ჰემაქსის® უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ანემიით დიალიზის ან პერიტონული დიალიზის დაწყებამდე. დოზების შესახებ რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია.

მიღების გზა ქრონიკული თირკმლის უკმარისობისა და სიმპტომური ანემიის მქონე ზრდასრულ პაციენტებში.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, როდესაც ინტრავენური გზა რუტინულად ხელმისაწვდომია (ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები), ჰემაქსის® შეყვანა სასურველია ინტრავენური გზით. ხოლო სადაც ინტრავენური წვდომა არ არის ხელმისაწვდომი (პაციენტებში, რომლებსაც არ უტარდებათ დიალიზი და პერიტონული დიალიზი), მისი შეყვანა შეიძლება კანქვეშა ინექციის გზით.

შეყვანის მეთოდი ქრონიკული თირკმლის უკმარისობისა და სიმპტომური ანემიის მქონე პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის პედიატრიულ პაციენტებში, სადაც ინტრავენური წვდომა რუტინულად ხელმისაწვდომია (ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები), ჰემაქსის® შეყვანა უმჯობესია ინტრავენური გზით.

ბ) პერიტონეალურ დიალიზზე მყოფი ზრდასრული პაციენტები

იმ შემთხვევაში, თუ ვენაში წვდომა არ არის ხელმისაწვდომი, ჰემაქსის® შეყვანა შესაძლებელია კანქვეშ.

კორექციის ფაზა

საწყისი დოზა არის 50 სე/კგ, კვირაში ორჯერ.

შენარჩუნების ფაზა

რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა არის 25 სე/კგ და 50 სე/კგ, კვირაში ორჯერ, 2 თანაბარ ინექციად. …

მიღების წესი და დოზირება

ჰემაქსი® უნდა შეიყვანოთ კანქვეშა ინექციის სახით.

დ) აუტოლოგური ტრანსფუზია:

აუტოლოგიური სისხლის დონაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი გეგმიური ქირურგიული ჩარევის (ბარძაყის, მუხლის და ა.შ.) შემთხვევაში, ეპოეტინ ალფას მიღება ამცირებს ალოგენური სისხლის გადასხმის საჭიროებას. მსუბუქი ანემიის მქონე პაციენტებს (ჰემატოკრიტი 33–39%), რომლებსაც ესაჭიროებათ სისხლის გადასხმა მინიმუმ ოთხჯერ, ოპერაციამდე სამი კვირის განმავლობაში უნდა ჩაუტარდეთ ჰემაქსი® 600 სე/კგ ინტრავენურად კვირაში ორჯერ.

მკურნალობაზე რეაგირების ყველაზე მნიშვნელოვანი პროგნოზირების ფაქტორი ოპერაციამდელი ჰემოგლობინის დონეა. პაციენტები, რომელთა დონე 10-დან 13 გ/დლ-მდეა, ყველაზე მეტად სარგებლობენ ამ თერაპიით. საწყისი დოზაა 300 სე/კგ/დღეში კანქვეშ, დაწყებული ოპერაციამდე 10 დღით ადრე და გრძელდება ოპერაციიდან 4 დღემდე. ალტერნატიულად, 600 სე/კგ ერთჯერადი ყოველკვირეული დოზების კანქვეშ შეყვანა შესაძლებელია ოპერაციამდე 21-ე, 14-ე და 7-ე დღეს. მეოთხე დოზა უნდა შეიყვანოთ ოპერაციის დღეს.

ყველა პაციენტმა უნდა მიიღოს შესაბამისი რკინის დანამატი, რომელიც უნდა დაინიშნოს ჰემაქსით® მკურნალობის დაწყების შემდეგ არაუგვიანეს და გაგრძელდეს ეპოეტინით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

პედიატრიული ქირურგიული პაციენტების მკურნალობა აუტოლოგიური პრედონაციის პროგრამის ფარგლებში

ჰემაქსის® უსაფრთხოება და ეფექტურობა პედიატრიაში დადგენილი არ არის.

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

მიღების მეთოდი აუტოლოგიური სისხლის დონაციის პროგრამაში მონაწილე ზრდასრულ პაციენტებში: ჰემაქსი® უნდა შეიყვანოთ ინტრავენური გზით.

ე) მოზრდილი პაციენტების მკურნალობა, რომლებთაც უტარდებათ ფართო გეგმიური ორთოპედიული ქირურგია

ჰემაქსის® რეკომენდებული დოზაა 600 სე/კგ, რომელიც კანქვეშ შეჰყავთ კვირაში ერთხელ სამი კვირის განმავლობაში (-21, -14 და -7 დღეები) ოპერაციამდე და ოპერაციამდე იმავე დღეს. იმ შემთხვევებში, როდესაც სამედიცინო მიზეზების გამო ოპერაციამდე დარჩენილი დრო სამ კვირაზე ნაკლები უნდა იყოს, ჰემაქსი® 300 სე/კგ უნდა შეიყვანოთ კანქვეშ ყოველდღიურად ოპერაციამდე ზედიზედ ათი დღის განმავლობაში, ოპერაციის დღეს და ოპერაციის შემდეგ დაუყოვნებლივ ოთხი დღის განმავლობაში. თუ ჰემოგლობინის დონე ოპერაციამდე პერიოდში 15 გ/დლ-ს ან მეტს მიაღწევს, ჰემაქსის® მიღება უნდა შეწყდეს და შემდგომი დოზები აღარ უნდა დაინიშნოს.

პედიატრიული პაციენტების მკურნალობა, რომლებთაც უტარდებათ ფართო გეგმიური ორთოპედიული ოპერაცია

ჰემაქსის® უსაფრთხოება და ეფექტურობა პედიატრიულ პაციენტებში დადგენილი არ არის.

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

მიღების მეთოდი ზრდასრული პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ ფართო ორთოპედიული გეგმიური ოპერაცია: ჰემაქსი® უნდა შეიყვანოთ კანქვეშა ინექციის სახით.

ვ) დაბალი/საშუალო 1 რისკის კლასის მიელოდისპლაზიური სინდრომის (MDS) მქონე ზრდასრული პაციენტების მკურნალობა

ჰემაქსი® უნდა დაენიშნოს სიმპტომური ანემიის მქონე პაციენტებს (მაგ., ჰემოგლობინის კონცენტრაცია ≤10 გ/დლ (6.2 მმოლ/ლ)).

რეკომენდებული საწყისი დოზაა ჰემაქსი® 450 სე/კგ (მაქსიმალური საერთო დოზაა 40,000 სე), რომელიც შეჰყავთ კანქვეშ კვირაში ერთხელ, დოზებს შორის მინიმუმ 5 დღიანი ინტერვალით. დოზის კორექტირება უნდა მოხდეს ჰემოგლობინის კონცენტრაციის 10 გ/დლ-დან 12 გ/დლ-მდე (6.2-დან 7.5 მმოლ/ლ-მდე) სამიზნე დიაპაზონში შესანარჩუნებლად. რეკომენდებულია სისხლის წითელი უჯრედების საწყისი პასუხის შეფასება მკურნალობის დაწყებიდან 8-12 კვირის შემდეგ. დოზის გაზრდა და შემცირება უნდა მოხდეს თანდათანობით (იხილეთ დიაგრამა ქვემოთ). თავიდან უნდა იქნას აცილებული ჰემოგლობინის 12 გ/დლ-ზე (7.5 მმოლ/ლ) მეტი კონცენტრაცია.

დოზის გაზრდა: დოზა არ უნდა გაიზარდოს კვირაში მაქსიმალურ 1050 სე/კგ-ზე (საერთო დოზა 80,000 სე) მეტად. თუ დოზის შემცირების შემდეგ პაციენტი აღარ რეაგირებს მკურნალობაზე ან თუ ჰემოგლობინის კონცენტრაცია მცირდება ≥ 1 გ/დლ-ით, დოზა უნდა გაიზარდოს ერთი დოზით. დოზის გაზრდას შორის უნდა გავიდეს მინიმუმ 4 კვირა.

დოზის შეჩერება და შემცირება: ეპოეტინ ალფას მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ ჰემოგლობინის კონცენტრაცია აღემატება 12 გ/დლ-ს (7.5 მმოლ/ლ). როგორც კი ჰემოგლობინის დონე < 11 გ/დლ გახდება, ექიმის შეხედულებისამებრ, დოზის მიღება შეიძლება განახლდეს იმავე დოზით ან უფრო დაბალი დოზით. დოზის ერთი დოზით შემცირება უნდა განიხილებოდეს, თუ ჰემოგლობინის დონე სწრაფად იზრდება (> 2 გ/დლ 4 კვირის განმავლობაში).

ანემიის სიმპტომები და შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს ასაკის, სქესის და სხვა სამედიცინო მდგომარეობების მიხედვით. საჭიროა ინდივიდუალური პაციენტის კლინიკური მიმდინარეობისა და მდგომარეობის სამედიცინო შეფასება.

შეყვანის მეთოდი დაბალი/საშუალო რისკის 1 მიელოდისპლაზიური სინდრომის მქონე ზრდასრულ პაციენტებში: ჰემაქსი® უნდა შეიყვანოთ კანქვეშა ინექციის სახით.

ზ) დღენაკლულთა ანემია:

ჰემაქსის® გამოყენება დღენაკლულთა ანემიის დროს ამცირებს სისხლის გადასხმის საჭიროებას, რაც იზომება როგორც გადასხმული პაციენტების რაოდენობის, ასევე გადასხმული სისხლის მოცულობის მიხედვით.

რეკომენდებული დოზაა 250 სე/კგ, კანქვეშ შეჰყავთ კვირაში სამჯერ, სიცოცხლის მეორე კვირიდან დაწყებული და რვა კვირის განმავლობაში.

გამოყენების მეთოდი

უნდა დაიცვათ სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებამდე ან შეყვანამდე. გამოყენებამდე ჰემაქსის® შპრიცის შემცველობამ უნდა მიაღწიოს ოთახის ტემპერატურამდე. ამას, როგორც წესი, 15-დან 30 წუთამდე სჭირდება.

ინტრავენური შეყვანა

შეიყვანება სულ მცირე ერთიდან ხუთ წუთამდე, მთლიანი დოზის მიხედვით. ჰემოდიალიზის პაციენტებისთვის, ბოლუსური ინექციის გაკეთება შესაძლებელია დიალიზის სესიის დროს დიალიზის მილში შესაბამისი ვენური პორტის მეშვეობით. ალტერნატიულად, ინექციის გაკეთება შესაძლებელია დიალიზის სესიის ბოლოს ფისტულის კანულას მილის მეშვეობით, რასაც მოჰყვება 10 მლ იზოტონური ფიზიოლოგიური ხსნარი მილის გასარეცხად და პროდუქტის ადეკვატური სისხლის მიმოქცევაში შეყვანის უზრუნველსაყოფად.

უფრო ნელი შეყვანა სასურველია იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობაზე გრიპის მსგავსი სიმპტომებით რეაგირებენ.

ჰემაქსი® არ უნდა იქნას შეყვანილი ინტრავენურად ან სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ერთად.

კანქვეშა შეყვანა

ინექციის არცერთ ადგილას მაქსიმალური მოცულობა არასდროს არ უნდა აღემატებოდეს 2 მლ-ს. ინექციები უნდა გაკეთდეს კიდურებში ან მუცლის წინა კედელში.

იმ შემთხვევებში, როდესაც ექიმი დაადგენს, რომ პაციენტს ან მომვლელს შეუძლია უსაფრთხოდ და ეფექტურად შეიყვანოს ჰემაქსი® კანქვეშ, მან უნდა მისცეს ინსტრუქციები სათანადო დოზირებისა და მიღების შესახებ.

როგორც ნებისმიერი საინექციო პროდუქტის შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიექცეს იმის უზრუნველყოფას, რომ ხსნარი არ შეიცავდეს ნაწილაკებს და ადგილი არ ჰქონდეს ფერის ცვლილებას.

უკუჩვენებები

ჰემაქსი® უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშებათ:

არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია.

სისხლის წითელი უჯრედების აპლაზია ეპოეტინ ალფას მკურნალობის შემდეგ.

ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა ადამიანის ალბუმინის მიმართ.

ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა ძუძუმწოვრების უჯრედების პროდუქტების მიმართ.

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ინგრედიენტის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

აუტოლოგიური სისხლის დონაციის პროგრამებთან დაკავშირებული უკუჩვენებები.

ჰემაქსის® გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც დაგეგმილი აქვთ ფართო ორთოპედიული ოპერაცია და არ მონაწილეობენ აუტოლოგიური სისხლის დონაციის პროგრამაში, უკუნაჩვენებია პაციენტებში მძიმე კორონარული, პერიფერიული არტერიული, საძილე ან ცერებრალური სისხლძარღვთა დაავადებით, მათ შორის პაციენტებში, რომლებსაც ახლახან გადაიტანეს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ცერებრალური სისხლძარღვოვანი შემთხვევა.

პოსტოპერაციული პაციენტები, რომლებსაც რაიმე მიზეზით არ შეუძლიათ ადეკვატური ანტითრომბოზული პროფილაქტიკის მიღება.

სიფრთხილის ზომები

ზოგადი

ეპოეტინ ალფას მიმღებ ყველა პაციენტში უნდა ჩატარდეს არტერიული წნევის მონიტორინგი და გაკონტროლდეს საჭიროების მიხედვით. ეპოეტინ ალფა სიფრთხილით გამოიყენება არანამკურნალები, არასათანადოდ ნამკურნალები ან ცუდად კონტროლირებადი ჰიპერტენზიის არსებობისას. შეიძლება საჭირო გახდეს ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის დამატება ან გაზრდა. თუ არტერიული წნეის კონტროლი ვერ ხერხდება, ეპოეტინ ალფათი მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ჰიპერტენზიული კრიზი ენცეფალოპათიით და შეტევებით, რაც საჭიროებს ექიმის მყისიერ ყურადღებას და ინტენსიურ სამედიცინო თერაპიას, განვითარდა ასევე ეპოეტინ ალფათი მკურნალობისას პაციენტებში მანამდე ნორმალური ან დაბალი არტერიული წნევით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მიგრენის მსგავს უეცარ თავის ტკივილებს, როგორც შესაძლო გამაფრთხილებელ სიგნალს.

ეპოეტინ ალფა სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ეპილეფსია, ანამნეზში შეტევები, ან სამედიცინო მდგომარეობები ასოცირებული შეტევების აქტივობის მიმართ წინასწარგანწყობასთან, როგორიცაა ცნს ინფექციები და ტვინის მეტასტაზები.

ეპოეტინ ალფა სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში. ეპოეტინ ალფას უსაფრთხოება ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში დადგენილი არ არის.

ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების მიმღებ პაციენტებში აღინიშნება თრომბული ვასკულარული მოვლენების მომატებული შემთხვევები, რომლებსაც მიეკუთვნება ვენური და არტერიული თრომბოზები და ემბოლიზმი (ზოგჯერ ფატალური გამოსავლით), როგორიცაა ღრმა ვენის თრომბოზი, ფილტვის ემბოლია, რეტინალური თრომბოზი და მიოკარდიუმის ინფარქტი. გარდა ამისა, აღინიშნება ცერებროვასკულარული შემთხვევები (მათ შორის ცერებრალური ინფარქტი, ცერებრალური ჰემორაგია და ტრანზიტორული იშემიური შეტევები).

აღნიშნული თრომბული ვასკულარული მოვლენების რისკი გულდასმით უნდა შეფასდეს ეპოეტინ ალფათი მკურნალობისგან მიღებული სარგებელის საპირისპიროდ, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც მანამდე ჰქონდათ თრომბული ვასკულარული მოვლენების, მათ შორის სიმსუქნის რისკ ფაქტორები და თრომბული ვასკულარული მოვლენები ანამნეზში (მაგ. ღრმა ვენური თრომბოზი, ფილტვის ემბოლიზმი და ცერებროვასკულარული შემთხვევა).

ყველა პაციენტში, ჰემოგლობინის დონეები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს თრომბოემბოლიური მოვლენების პოტენციური მომატებული რისკის და ფატალური გამოსავლების გამო, როდესაც პაციენტები მკურნალობენ ჰემოგლობინის დონეებით, რომლებიც აღემატება გამოყენების ჩვენებისთვის კონცენტრაციის ფარგლებს.

შეიძლება არსებობდეს თრომბოციტების რიცხვის საშუალო დოზა-დამოკიდებული მომატება ნორმის ფარგლებში ეპოეტინ ალფათი მკურნალობის დროს, რაც რეგრესირებს თერაპიის გაგრძელების ფონზე. გარდა ამისა, აღინიშნა თრომბოციტები ნორმის ფარგლებს ზემოთ. რეკომენდებულია თრომბოციტების რიცხვის რეგულარული მონიტორინგი თერაპიის პირველი 8 კვირის განმავლობაში.

ანემიის ყველა სხვა მიზეზი (რკინა, ფოლატი და B12 ვიტამინი, ალუმინით ინტოქსიკაცია, ინფექცია ან ანთება, სისხლის დაკარგვა, ჰემოლიზი და ძვლის ტვინის ფიბროზი ნებისმიერი წარმოშობის) უნდა შეფასდეს და ჩატარდეს მკურნალობა ეპოეტინ ალფათი თერაპიის დაწყებამდე, და დოზის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. შემთხვევათა უმრავლესობაში, ფერიტინის მნიშვნელობები შრატში ეცემა ჰემატოკრიტის ზრდასთან ერთად. ეპოეტინ ალფაზე ოპტიმალური პასუხის უზრუნველსაყოფად, გარანტირებული უნდა იყოს საკმარისი რკინის მარაკები და აუცილებლობისას მიღებული უნდა იყოს რკინის დამატება.

თირკმლის უკმარისობა

ორი კლინიკური ცდისას, პაციენტებში აღინიშნა სიკვდილიანობის და სერიოზული კარდიოვასკულარული მოვლენების განვითარების მომატებული რისკი, როდესაც მიიღებოდა ერითროპოეზის მასტიმულირებელი საშუალებები მაღალი ჰემოგლობინის მნიშვნელობების მისაღწევად დაბალი მნიშვნელობების საპირისპიროდ (13.5 vs 11.3 გ/დლ; 14 vs 10 გ/დლ). რეკომენდებულია დოზის ინდივიდუალურად განსაზღვრა 10-12 გ/დლ ფარგლებში ჰემოგლობინის დონის მისაღწევად და შესანარჩუნებლად.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია რკინის დამატება (ელემენური რკინა 200-300 მგ/დღეში პერორალურად მოზრდილებისთვის და 100-200 მგ/დღეში პერორალურად ბავშვებისთვის), თუ ფერიტინის დონეები 100 ნგ/მლ-ზე ნაკლებია.

სიმპტომური ანემიის მკურნალობა თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე მოზრდილ და პედიატრიულ პაციენტებში

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ეპოეტინ ალფათი მკურნალობისას ჰემოგლობის დონეები რეგულარულად უნდა გაიზომოს, ვიდრე არ მიიღწევა სტაბილური დონე, და შემდეგ პერიოდულად.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, ჰემოგლობინის მომატების სიჩქარე უნდა იყოს დაახლობით 1 გ/დლ (0.62 მმოლ/ლ) თვეში და არ უნდა აღემატებოდეს 2 გ/დლ-ს (1.25 მმოლ/ლ) თვეში, არტერიული წნევის მომატების რისკების შესამცირებლად.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, ჰემოგლობინის შენარჩუნების კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს ჰემოგლობინის კონცენტრაციის დიაპაზონის უსაფრთხოების ზედა ზღვარს, როგორც ეს რეკომენდებულია პუნქტში „თერაპიული გამოყენება და დოზირება“. კლინიკურ ცდებში, აღინიშნა სიკვდილის და სერიოზული კარდიოვასკულარული მოვლენების მომატებული რისკი, როდესაც ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებები მიიღებოდა 12 გ/დლ-ზე (7.5 მმოლ/ლ) ზემოთ ჰემოგლობინის კონცენტრაციის დონის მისაღწევად.

კონტროლირებული კლინიკური ცდებისას არ იქნა ნაჩვენები ეპოეტინების მიღებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სარგებლიანობა, როდესაც ჰემოგლობინის კონცენტრაცია იზრდებოდა ანემიის სიმპტომების საკონტროლოდ და სისხლის გადასხმის თავიდან ასაცილებლად საჭირო დონის მიღმა.

აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ჰემაქსის® დოზების გაზრდისას თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, ვინაიდან მაღალი კუმულაციური დოზები შეიძლება დაკავშირებული იყოს სიკვდილიანობის მომატებულ რისკთან, სერიოზულ კარდიოვასკულარულ და ცერებროვასკულარულ მოვლენებთან. ეპოეტინებზე ჰემოგლობინის სუსტი პასუხის მქონე პაციენტებში, განხილული უნდა იყოს სუსტი პასუხის ალტერნატიული განმარტებები.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ეპოეტინ ალფათი მკურნალობისას კანქვეშ შეყვანის გზით უნდა ჩატარდეს რეგულარული მონიტორინგი ეფექტიანობის დაკარგვაზე, რაც განისაზღვრება როგორც ეპოეტინ ალფათი მკურნალობაზე პასუხის არარსებობა ან შემცირება პაციენტებში, რომლებიც ადრე რეაგირებდნენ ამგვარ თერაპიაზე. ეს ხასიათდება ჰემოგლობინის მდგრადი შემცირებით ეპოეტინ ალფას დოზირების გაზრდის მიუხედავად.

ზოგიერთ პაციენტში უფრო ხანგრძლივი ინტერვალებით დოზებს შორის (უფრო მეტი, ვიდრე კვირაში ერთხელ), შეიძლება ვერ იქნას შენარჩუნებული ჰემოგლობინის ადეკვატური დონეები და შეიძლება საჭირო გახდეს ეპოეტინ ალფას დოზის მომატება. ჰემოგლობინის დონეები რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს.

შუნტირებული ნაწილის თრომბოზები განვითარდა ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპოტენზიის მიმართ მიდრეკილება ან რომლებშიც არტერიოვენური ფისტულა ავლენს გართულებებს (მაგ. სტენოზები, ანევრიზმები, სხვ.). ამ პაციენტებში რეკომენდებულია შუნტირებული ნაწილის ადრეული რევიზია და თრომბოზის პროფილაქტიკა, მაგალითად, აცეტილსალიცილმჟავას მიღებით.

ჰიპოკალემია აღინიშნა ცალკეულ შემთხვევებში, თუმცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში უნდა გაკონტროლდეს შრატში ელექტროლიტები. თუ დადგენილია შრატში კალიუმის დონის მომატება და მატება, ჰიპერკალემიის სათანადო მკურნალობაზე დამატებით განხილული უნდა იყოს ეპოეტინ ალფას მიღების შეწყვეტა, ვიდრე შრატში კალიუმის დონე არ დაკორექტირდება.

ჰემოდილიაზის დროს ჰეპარინის დოზის გაზრდა ხშირად საჭიროა ეპოეტინ ალფათი თერაპიის დროს მომატებული უჯრედების მოცულობის შედეგად. დიალიზის სისტემის ოკლუზია შესაძლებელია, თუ ჰეპარინიზაცია არ არის ოპტიმალური.

დღეისათვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ანემიის კორექცია ეპოეტინ ალფათი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც ჯერ გადიან დიალიზს, არ აჩქარებს თირკმლის უკმარისობის პროგრესირების სიჩქარეს.

კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტები

ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების (ESAs) გამოყენება ამოკლებდა საერთო გადარჩენას და/ან სიმსივნის პროგრესირების ან რეციდივის მომატებულ რისკს ზოგიერთ კლინიკურ ცდაში ძუძუს, თავისა და კისრის, ლიმფოიდური, (არაწვრილუჯრედოვანი) ფილტვის, და საშვილოსნოს კიბოების დროს.

კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებშიც ტრანსფერინის სატურაცია 20%-ზე ნაკლებია, მიღებული უნდა იყოს რკინის დანამატი (რკინა 200-300 მგ/დღეში პერორალურად).

ამ რისკების, აგრეთვე სერიოზული კარდიოვასკულარული მოვლენების რისკის შესამცირებლად, რეკომენდებულია უფრო დაბალი დოზის გამოყენება სისხლის გადასხმის თავიდან ასაცილებლად. ამ რისკების შესამცირებლად, ჰემოგლობინის დონე არ უნდა აღემატებოდეს 12 გ/დლ-ს.

გამოიყენება მხოლოდ ანემიის სამკურნალოდ, რაც გამოწვეულია იმავდროული მიელოსუპრესიული ქიმიოთერაპიით და გამოყენება უნდა შეწყდეს ქიმიოთერაპიის კურსის დასრულების შემდეგ.

ეპოეტინი ნაჩვენები არ არის პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია, როდესაც მოსალოდნელი გამოსავალი არის განკურნება.

ქიმიოთერაპიით გამოწვეული ანემიის მქონე პაციენტების მკურნალობა

კიბოს მქონე პაციენტების მკურნალობისას ეპოეტინ ალფათი, რეგულარულად უნდა გაიზომოს ჰემოგლობინის დონეები, ვიდრე არ მიიღწევა სტაბილური დონეები, და შემდეგ პერიოდულად.

ეპოეტინები არის ზრდის ფაქტორები, რომლებიც უპირატესად ასტიმულირებენ ერითროციტების წარმოებას. ერითროპოეტინის რეცეპტორები შეიძლება გამოსახული იყოს სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე. როგორც ყველა ზრდის ფაქტორის შემთხვევაში, არსებობს წუხილი, რომ ეპოეტინებმა შეიძლება მოახდინონ სიმსივნების ზრდის სტიმულირება.

ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების როლი სიმსივნის პროგრესირებაზე ან პროგრესირების გარეშე შემცირებულ გადარჩენაზე არ გამოირიცხება. კონტროლირებული კლინიკური კვლევებისას, ეპოეტინ ალფას და სხვა ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებები გამოყენება ასოცირებული იყო ლოკორეგიონული სიმსივნის კონტროლის შემცირებასთან ან შემცირებულ საერთო გადარჩენასთან:

შემცირებული ლოკორეგიონული კონტროლი პაციენტებში გავრცელებული თავის და კისრის კიბოთი, რომლებიც იღებენ რადიაციულ თერაპიას, როდესაც მიიღება ჰემოგლობინის კონცენტრაციის დონის მისაღწევად 14 გ/დლ-ზე მეტი (8.7 მმოლ/ლ).

შემოკლებული საერთო გადარჩენა და მომატებული სიკვდილის შემთხვევები მიკუთვნებული დაავადების პროგრესირებასთან მე-4 თვეს მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ქიმიოთერაპიაზე, როდესაც მიიღება ჰემოგლობინის კონცენტრაციის დონის მისაღწევად 12-14 გ/დლ (7.5 - 8.7 მმოლ/ლ).

სიკვდილის მომატებული რისკი, როდესაც მიიღება ჰემოგლობინის კონცენტრაციის დონის მისაღწევად 12 გ/დლ (7.5 მმოლ/ლ) პაციენტებში აქტიური ავთვისებიანი დაავადებით, რომლებსაც არ უტარდებათ არც ქიმიოთერაპია და არც რადიაციული თერაპია. ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებები არ არის ნაჩვენები პაციენტთა ამ პოპულაციაში გამოსაყენებლად.

დაავადების პროგრესირების ან სიკვდილის რისკის 9%-ით მომატება ეპოეტინ ალფა პლუს სტანდარტული მკურნალობის ჯგუფში პირველადი ანალიზიდან და 15%-ით მომატებული რისკი, რომელიც სტატისტიკურად არ შეიძლება გამოირიცხოს პაციენტებში ძუძუს მეტასტაზური კიბოთი ქიმიოთერაპიაზე, როდესაც მიიღებოდა 10-12 გ.დლ (6.2-7.5 მმოლ/ლ) ჰემოგლობინის კონცენტრაციის ფარგლების მისაღწევად.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ზოგიერთ კლინიკურ სიტუაციებში სისხლის გადასხმა უნდა იყოს უპირატესი მკურნალობა კიბოს მქონე პაციენტებში ანემიის სამართავად. რეკომბინანტული ერითროპოეტინის მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს სარგებლის-რისკის შეფასების საფუძველზე პაციენტის მონაწილეობით, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს სპეციფიკური კლინიკური კონტექსტი. აღნიშნული შეფასებისას განხილული ფაქტორები უნდა იყოს სიმსივნის სახეობა და მისი სტადია; ანემიის ხარისხი; სიცოცხლის ხანგრძლივობა; გარემო, რომელშიც ტარდება პაციენტის მკურნალობა; და პაციენტის არჩევანი.

კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია, გათვალისწინებული უნდა იყოს 2-3-კვირიანი დაყოვნება ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების მიღებასა და ერითროპოეტინ-ინდუცირებული წითელი უჯრედების გამოვლენას შორის, როდესაც ფასდება ეპოეტინ ალფათი თერაპიის შესაბამისობა (პაციენტი, რომელშიც არსებობს გადასხმის რისკი).

პაციენტები, რომლებიც იღებენ ერითროპოეზის მასტიმულირებელ საშუალებებს ოპერაციამდე ალოგენური ტრანსფუზიების რაოდენობის შესამცირებლად:

აღინიშნა ღრმა ვენის თრომბოზის მომატებული შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც არ იღებდნენ პროფილაქტიკურ ანტიკოაგულაციას. პროფილაქტიკური ანტიკოაგულაცია განხილული უნდა იყოს, როდესაც ერითროპოეზის მასტიმულირებელი საშუალება ნაჩვენებია ალოგენური ტრანსფუზიების რაოდენობის შესამცირებლად.

პაციენტები, რომლებიც ჩართული არიან აუტოლოგური სისხლის პრედონაციის პროგრამაში

აუტოლოგური სისხლის პრედონაციის პროგრამაში მონაწილე პაციენტებში, რკინის დამატება (ელემენტური რკინა 200 მგ/დღეში პერორალურად) მიღებული უნდა იყოს აუტოლოგური პრედეპოზიტის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რკინის მაღალი მარაგების მისაღწევად ეპოეტინ ალფათი თერაპიის დაწყებამდე და ეპოეტინ ალფათი თერაპიის მიმდინარეობის დროს.

უნდა შესრულდეს ყველა ის სპეციალური გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები, რომლებიც დაკავშირებულია აუტოლოგური პრედონაციის პროგრამებთან, განსაკუთრებით მოცულობის რუტინული ჩანაცვლება.

პაციენტები, რომლებშიც დაგეგმილია ფართო ორთოპედიული ოპერაცია

პაციენტებში, რომლებშიც დაგეგმილია ძირითადი ორთოპედიული ოპერაცია, რკინის დამატება (ელემენტური რკინა 200 მგ/დღეში პერორალურად) მიღებული უნდა იყოს ეპოეტინ ალფათი თერაპიის მიმდინარეობისას. თუ შესაძლებელია, რკინის დამატება უნდა დაიწყოს ეპოეტინ ალფათი თერაპიის დაწყებამდე რკინის საკმარისი მარაგების მისაღწევად.

პერიქირურგიულ სქემაში ყოველთვის გამოყენებული უნდა იყოს სისხლის კარგი მართვის პრაქტიკები.

პაციენტებში, რომლებშიც დაგეგმილია ძირითადი არჩევითი ორთოპედიული ოპერაცია, უნდა ჩატარდეს ადეკვატური ანტითრომბული პროფილაქტიკა, რადგან ქირურგიულ პაციენტებში, განსაკუთრებით ძირითადი კარდიოვასკულარული დაავადების მქონე პაციენტებში, შეიძლება განვითარდეს თრომბული და ვასკულარული მოვლენები. გარდა ამისა, განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო პაციენტებში, რომლებშიც არსებობს წინასწარგანწყობა ღრმა ვენის თრომბოზის განვითარების მიმართ. უფრო მეტიც, თუ ჰემოგლობინის საბაზისო მნიშვნელობა არის >13 გ/დლ, შესაძლებლობა, რომ ეპოეტინ ალფათი მკურნალობა შეიძლება დაკავშირებული იყოს პოსტოპერაციული თრომბული/ვასკულარული მოვლენების მომატებულ რისკთან, არ გამოირიცხება. ამიტომ, ეპოეტინ ალფა არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებშიც ჰემოგლობინის საბაზისო მაჩვენებელი არის >13 გ/დლ.

სიფრთხილის ზომები

იმუნოგენურობა

როგორც ნებისმიერი პარენტერალური გზით გამოსაყენებელი პრეპარატის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი სიფრთხილის ზომების მიღება, თუ განვითარდა ალერგიული რეაქციები ჰემაქსის® მიღების შემდეგ. კლინიკურ ცდებში, აღინიშნება მცირე და ტრანზიტორული ალერგიული რეაქციები.

ეპოეტინით მკურნალობასთან დაკავშირებით აღინიშნება კანის მძიმე უარყოფითი რეაქციები (SCARs), მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), რომლებიც შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში ან ფატალური იყოს. უფრო მძიმე შემთხვევები აღინიშნება ხანგრძლივმოქმედი ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების შემთხვევაში.

დანიშვნის დროს პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ნიშნებსა და სიმპტომებზე და კანის რეაქციებზე მკაცრად დაკვირვებაზე. თუ განვითარდა ამ რეაქციების აღმნიშვნელი ნიშნები და სიმპტომები, ჰემაქსი® დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას და განხილული უნდა იყოს ალტერნატიული მკურნალობა.

თუ პაციენტს განუვითარდა კანის მძიმე რეაქცია, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ჰემაქსის გამოყენების გამო, ჰემაქსით® მკურნალობა ამ პაციენტში არასოდეს უნდა განახლდეს.

ჰემატოლოგია:

პორფირიის გამწვავება დაფიქსირდა დიალიზზე მყოფ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ეპოეტინ ალფათი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენა იშვიათია, ის გასათვალისწინებელია პორფირიის ისტორიის მქონე პაციენტებში.

ერითროპოეზის მასტიმულირებელი საშუალებების (ESA) მიკვლევადობის გასაუმჯობესებლად, პაციენტის სამედიცინო ბარათში ნათლად უნდა იყოს ჩაწერილი (ან მითითებული).

პაციენტები ერთი ESA-დან მეორეზე უნდა გადავიდნენ მხოლოდ შესაბამისი მეთვალყურეობის ქვეშ.

სუფთა წითელი უჯრედების აპლაზია

ანტისხეულებით განპირობებული ერითროციტების აპლაზია (PRCA) აღწერილია ეპოეტინის კანქვეშა შეყვანიდან რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ, ძირითადად ქრონიკული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. შემთხვევები ასევე აღწერილია C ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ინტერფერონით და რიბავირინით, როდესაც ერთდროულად იყენებდნენ ერითროციტების ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს. ეპოეტინ ალფა არ არის დამტკიცებული C ჰეპატიტთან ასოცირებული ანემიის სამკურნალოდ.

იმ პაციენტებში, რომლებშიც ვითარდება ეფექტიანობის უეცარი ნაკლებობა, რაც განისაზღვრება ჰემოგლობინის შემცირებით (1-2 გ/დლ თვეში) ტრანსფუზიების მომატებული საჭიროებებით, უნდა შემოწმდეს რეტიკულოციტების რიცხვი და გამოკვლეული იყოს პასუხის არარსებობის ტიპური მიზეზები (მაგ. რკინის, ფოლატის ან B12 ვიტამინის დეფიციტი, ალუმინით ინტოქსიკაცია, ინფექცია ან ანთება, სისხლის დაკარგვა, ჰემოლიზი და ძვლის ტვინის ფიბროზი ნებისმიერი წარმოშობის).

ჰემოგლობინის პარადოქსალური შემცირება და მძიმე ანემიის განვითარება ასოცირებული რეტიკულოციტების დაბალ რიცხვთან საჭიროებს ეპოეტინ ალფათი მკურნალობის სასწრაფოდ შეწყვეტას და ანტი-ერითროპოეტინის ანტისხეულების ტესტირების ჩატარებას. PRCA-ს დიაგნოსტირებისთვის ასევე განხილული უნდა იყოს ძვლის ტვინის გამოკვლევა.

ჯვარედინი რეაქციის რისკის გამო, სხვა ESA თერაპია არ უნდა დაიწყოს.

პასუხის არარსებობა ან დაკარგვა:

შემანარჩუნებელი დოზების მიმღებ პაციენტებში, რომლებშიც ნაჩვენებია ეპოეტინ ალფაზე პასუხის დაკარგვა ან არარსებობა, უნდა გამოირიცხოს შემდეგი მიზეზები:

რკინის დეფიციტი

ინფექცია, ანთება ან ნეოპლაზია.

განავალში სისხლის ფარული დაკარგვა.

ძვლის ტვინის დისფუნქცია ძირითადი ჰემატოლოგიური დაავადებების გამო (თალასემია, მიელოდისპლასტიური დარღვევები, სხვ.)

ჰემოლიზი

ალუმინით ინტოქსიკაცია

B12 ვიტამინის ან ფოლიუმის მჟავას დეფიციტი

კისტოზური ფიბროზი

სუფთა წითელი უჯრედების აპლაზია

რკინის დამატება:

რკინაზე მოთხოვნა შეიძლება გაიზარდოს, თუ რკინის არსებული მარაგები გამოყენებული იყო ერითროპოეზისთვის და ზოგიერთ პაციენტში შეიძლება საჭირო გახდეს რკინის დამატება. ზოგიერთ პაციენტში, შეიძლება საკმარისი იყოს პერორალური რკინის დამატება და შეიძლება მოითხოვოს რკინის საქაროზას ვენაში შეყვანა.

წამლის ურთიერთქმედება:

ჰემაქსსა® და სხვა პრეპარატებს შორის ურთიერთქმედების მტკიცებულება არ არსებობს.

ერითროპოეზის დამთრგუნველმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ ეპოეტინ ალფას მიმართ რეაქცია.

რადგან ციკლოსპორინი უკავშირდება სისხლის წითელ უჯრედებს, არსებობს წამლისმიერი ურთიერთქმედების პოტენციალი. ეპოეტინ ალფას და ციკლოსპორინის ერთდროულად მიღებისას, უნდა მოხდეს სისხლში ციკლოსპორინის დონის მონიტორინგი და ციკლოსპორინის დოზის კორექტირება, თუ ჰემატოკრიტი იზრდება.

ეპოეტინ ალფასა და G-CSF-ს ან GM-CSF-ს შორის ურთიერთქმედების მტკიცებულება არ არსებობს ბიოფსიის ნიმუშებში სიმსივნეების ჰემატოლოგიურ დიფერენციაციასთან ან პროლიფერაციასთან დაკავშირებით.

მეტასტაზური სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე ზრდასრულ პაციენტებში, 40,000 სე/მლ ეპოეტინ ალფას კანქვეშა თანადანიშვნას 6 მგ/კგ ტრასტუზუმაბთან ერთად არ მოუხდენია გავლენა ტრასტუზუმაბის ფარმაკოკინეტიკაზე.

კანცეროგენეზი და მუტაგენეზი:

ჰემაქსის® კანცეროგენული პოტენციალი შესწავლილი არ არის. ეპოეტინ ალფა არ იწვევს ბაქტერიულ გენურ მუტაციებს ან ქრომოსომულ დარღვევებს ძუძუმწოვრების უჯრედებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მდედრ ვირთაგვებში, რომლებიც მკურნალობდნენ 100-500 სე/კგ ეპოეტინ ალფას ინტრავენური დოზებით, აღინიშნა ნაყოფის დაკარგვის ოდნაც მომატებული ტენდენცია.

ორსულობა:

ორსულობის დროს ჰემაქსის® გამოყენების შესახებ ადეკვატური კვლევები არ არსებობს. ამიტომ, ეს პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი ამართლებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. ეპოეტინ ალფას გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულ ქირურგიულ პაციენტებში, რომლებიც მონაწილეობენ აუტოლოგიური სისხლის დონაციის პროგრამაში. ორსულ ვირთხებში დაფიქსირდა ნაყოფის დაკარგვის გაზრდილი რაოდენობა. 500 სე/კგ დოზით ნამკურნალებ კურდღლებში გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.

ლაქტაცია:

ადამიანის ერითროპოეტინი დედის რძის ნორმალური კომპონენტია, თუმცა მისი როლი ჯერ კიდევ ბოლომდე შესწავლილი არ არის. უცნობია, გამოიყოფა თუ არა ჰემაქსი® დედის რძეში. რადგან ეს ეხება ბევრ მედიკამენტს, მეძუძური ქალებისთვის ჰემაქსის® დანიშვნისას სიფრთხილეა საჭირო.

პედიატრიული გამოყენება:

მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილებზე, ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებსა და უფროსი ასაკის ბავშვებზე ჩატარებული მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ჰემაქსი® ეფექტური და უსაფრთხოა ანემიის პრევენციისა და მკურნალობისთვის, ამ პროდუქტის გრძელვადიანი უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

ლაბორატორიული მონიტორინგი:

მკურნალობის დაწყების შემდეგ, ჰემოგლობინი ან ჰემატოკრიტი უნდა განისაზღვროს კვირაში ორჯერ, სანამ არ მიიღწევა სასურველი დიაპაზონი (10-დან 12 გ/დლ-მდე ან 30-დან 36%-მდე). ამ დონის მიღწევის შემდეგ, სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად, ოთხი კვირის განმავლობაში უნდა ჩატარდეს ყოველკვირეული შემოწმება. შემდეგ ჰემოგლობინი უნდა გაკონტროლდეს რეგულარული ინტერვალებით. თრომბოციტების, ლეიკოციტების და ერითროციტების რაოდენობა, ასევე ჰემოგლობინის კონცენტრაცია, რეგულარულად უნდა განისაზღვროს (ყოველ ოთხ კვირაში ერთხელ). ჰემაქსით® ნამკურნალებ პაციენტებში დაფიქსირებულია თრომბოციტების რაოდენობის ზომიერი, კლინიკურად უმნიშვნელო მატება. ქრონიკული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს შარდოვანა, კრეატინინი, კალიუმი, ფოსფორი და შარდმჟავა, რადგან ამ პარამეტრების უმნიშვნელო მატება დაფიქსირდა როგორც დიალიზზე მყოფ, ასევე დიალიზამდე მყოფ პაციენტებში.

კვება:

ჰემატოკრიტის მატების ფონზე იზრდება პაციენტთა მადა. ამიტომ, ჰემაქსით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში იზრდება საკვების მიღება. ასეთ დროს სიფრთხილეა საჭირო კალიუმის დონესთან დაკავშირებით, რადგან ის შეიძლება გაიზარდოს საკვების დიდი რაოდენობით მიღების გამო.

დიალიზის მართვა:

ჰემაქსით® თერაპია იწვევს ჰემატოკრიტის მატებას და პლაზმის მოცულობის შემცირებას, რამაც შეიძლება შეამციროს დიალიზის ეფექტურობა. შარდოვანას, ფოსფორის, კალიუმის და კრეატინინის დონის მომატების თავიდან ასაცილებლად, უნდა მოხდეს დიალიზის რეჟიმის კორექტირება. ზოგიერთ შემთხვევაში, დიალიზის დროს შეიძლება საჭირო გახდეს ჰეპარინის დოზის გაზრდა ფისტულის ობსტრუქციის თავიდან ასაცილებლად.

ეფექტები ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე

კვლევები ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების შესახებ ჩატარებული არ არის.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

ეპოეტინ ალფათი მკურნალობის დროს ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქცია არის არტერიული წნევის დოზა დამოკიდებული მომატება ან არსებული ჰიპერტენზიის გამწვავება. უნდა ჩატარდეს არტერიული წნევის მონიტორინგი, განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში.

ეპოეტინ ალფათი ჩატარებული კლინიკური ცდებისას ყველაზე ხშირად გამოვლენილი წამლის უარყოფითი რეაქციებია დიარეა, გულისრევა, ღებინება, პირექსია და თავის ტკივილი. შეიძლება განვითარდეს გრიპისმაგვარი ავადობა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.

სასუნთქი გზების შეგუბება, განსაკუთრებით ზემო სასუნთქ გზებში, ცხვირში შეგუბება და ნაზოფარინგიტი, აღინიშნა დოზებს შორის გახანგრძლივებული ინტერვალებით ჩატარებული კვლევებისას თირკმლის უკმარისობის მქონე მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც ჯერ არ გადიოდნენ დიალიზს.

ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების ეპოეტინ ალფას სახით მიმღებ პაციენტებში აღინიშნა თრომბული ვასკულარული მოვლენების მომატებული შემთხვევები.

გვერდითი რეაქციების ტაბელარული ჩამონათვალი

სიხშირის შეფასება: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100-<1/10), არახშირი (>1/1,000 - <1/100), იშვიათი (>1/10,000 - <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობია სიხშირე (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).

MedDRA სისტემურ ორგანოთა კლასი

გვერდითი რეაქცია

სიხშირე

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

სუფთა წითელი უჯრედების აპლაზია, თრომბოციტოპენია

იშვიათი

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ჰიპერკალემია1

არახშირი

იმუნური სისტემის დარღვევები

ჰიპერმგრძნობელობა

არახშირი

ანაფილაქსური რეაქცია

იშვიათი

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი

ხშირი

კრუნჩხვა

არახშირი

ვასკულარული დარღვევები

ჰიპერტენზია, ვენური და არტერიული თრომბოზები2

ხშირი

ჰიპერტენზიული კრიზი

უცნობია

სუნთქვის, გულ-მკერდის ორგანოებისა და შუასაყარის დარღვევები

ხველა

ხშირი

სასუნთქი გზების შეგუბება

არახშირი

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

დიარეა, გულისრევა, ღებინება

ძალიან ხშირი

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები

გამონაყარი

ხშირი

ჭინჭრის ციება

არახშირი

ანგიონევროტული შეშუპება

უცნობია

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ართრალგია, ძვლების ტკივილი, მიალგია, კიდურების ტკივილი

ხშირი

თანდაყოლილი, ოჯახურ ანამნეზში არსებული და გენეტიკური დარღვევები

მწვავე პორფირია

იშვიათი

ზოგადი დარღვევები და გართულებები გამოყენების ადგილას

პირექსია

ძალიან ხშირი

შემცივნება, გრიპის მსგავსი დაავადება, ინექციის ადგილას რეაქცია, პერიფერიული შეშუპება

ხშირი

პრეპარატის არაეფექტიანობა

უცნობია

კვლევები

დადებითი ანტი-ერითროპოეტინის ანტისხეული

იშვიათი

  • ხშირია დიალიზის დროს
  • მოიცავს ლეტალურ და არალეტალურ არტერიულ და ვენურ მოვლენებს, როგორიცაა ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის ემბოლია, ბადურას თრომბოზი, არტერიული თრომბოზი (მიოკარდიუმის ინფარქტის ჩათვლით), ცერებროვასკულური შემთხვევები (მათ შორის ცერებრალური ინფარქტი და ცერებრალური სისხლდენა), გარდამავალი იშემიური შეტევები და შუნტის თრომბოზი (მათ შორის დიალიზის აპარატები), თრომბოზი არტერიოვენურ შუნტირებული ნაწილის ანევრიზმებში.

შერჩეული უარყოფითი რეაქციების აღწერა

აღინიშნება მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის გამონაყარი (ჭინჭრის ციების ჩათვლით), ანაფილაქსური რეაქციები და ანგიოშეშუპება.

ჰიპერტენზიული კრიზი ენცეფალოპათიით და შეტევებით, რაც საჭიროებს ექიმის მყისიერ ყურადღებას და ინტენსიურ სამედიცინო თერაპიას, ასევე აღინიშნა ეპოეტინ ალფათი მკურნალობის დროს პაციენტებში, რომლებსაც მანამდე ჰქონდათ ნორმალური ან დაბალი არტერიული წნევა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მიგრენის მსგავს უეცარ თავის ტკივილბს, როგორც შესაძლო გამაფრთხილებელ სიგნალს.

ეპოეტინთ მკურნალობასთან დაკავშირებით აღინიშნა კანის მძიმე არასასურველი რეაქციები (SCARs), მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), რომლებიც შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში ან ფატალური იყოს.

ანტისხეულით განპირობებული სუფთა წითელი უჯრედების აპლაზია ძალიან იშვიათად აღინიშნა <1/10,000 შემთხვევაში ყოველ პაციენტზე წელიწადში ეპოეტინ ალფათი მკურნალობიდან რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე პერიოდში.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტები:

ა) ჰიპერტენზია:

ჰემოდიალიზზმე მყოფი პაციენტების 80%-ზე მეტს აქვს არტერიული ჰიპერტენზიის ისტორია. ეპოეტინ ალფათი თერაპიის დაწყებისას პაციენტთა არტერიული წნევა ადეკვატურად უნდა გაკონტროლდეს და უნდა დაკორექტირდეს ანტიჰიპერტენზიული თერაპია და კვებითი შეზღუდვები. ეპოეტინ ალფას მიმღებ პაციენტთა დაახლოებით 25%-ში აღინიშნება არტერიული წნევის მომატება, რაც მოითხოვს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის კორექციას. არსებობს შესაძლო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჰემატოკრიტის მომატების სიჩქარესა და არტერიული წნევის გამწვავებას შორის, ამვარად, რეკომენდებულია, რომ ჰემაქსის® დოზა შემცირდეს, თუ ჰემატოკრიტი იზრდება 2 პუნქტზე მეტად 4-კვირიან პერიოდში.

ბ) სუფთა წითელი უჯრედების აპლაზია

რადგან ეპოეტინ ალფა წარმოადგენს ცილას, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ჰემაქსის® მიმართ ანტისხეულები. ერითროციტების აპლაზიის ზოგიერთი შემთხვევა დაკავშირებულია ეპოეტინ ალფას შემცველი პროდუქტების მიმართ ნეიტრალიზებადი ანტისხეულების არსებობასთან. ეს აღწერილია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებმაც პრეპარატი კანქვეშ მიიღეს. ამ პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ჰემაქსი® ან სხვა ეპოეტინის შემცველი პროდუქტები.

გ) თრომბული მოვლენები:

თრომბოზული მოვლენების ზრდა დაფიქსირდა დიალიზზე მყოფ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ აშკარა გულ-სისხლძარღვთა დაავადება და იღებდნენ ეპოეტინ ალფას. ეს მოვლენები მოიცავდა სისხლძარღვთა მიდგომის თრომბოზს, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტს და სხვა. თრომბოზული მოვლენები დაფიქსირდა პაციენტებში, რომელთა ჰემატოკრიტის სამიზნე მაჩვენებლები 40%-ზე მეტი იყო. გარდა ამისა, ამ ჯგუფს უფრო მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჰქონდა.

დიალიზის დროს, პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ ჰეპარინის დოზების გაზრდა ვენური მიდგომის თრომბოზის თავიდან ასაცილებლად.

12 გ/დლ-ზე მეტი ჰემოგლობინის დონე შეიძლება დაკავშირებული იყოს გულ-სისხლძარღვთა მოვლენების მაღალ რისკთან.

დ) კრუნჩხვები:

ეპოეტინ ალფას კლინიკურ კვლევებში, კრუნჩხვები, რომლებიც ზოგადად არტერიულ ჰიპერტენზიასთან ასოცირდება, დიალიზზე მყოფი ზრდასრული პაციენტების 2.5%-ში დაფიქსირდა. მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს არტერიული წნევა მჭიდროდ უნდა გაკონტროლდეს. სიფრთხილეა საჭირო ეპოეტინ ალფას დანიშვნისას იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ კრუნჩხვები.

ჰემოდიალიზზე მყოფი პედიატრიული პაციენტები თირკმლის ქრონიკული უკმარისობით

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე ჰემოდიალიზზე მყოფი პედიატრიული პაციენტების ექსპოზიცია კლინიკურ ცდებსა და პოსტ-მარკეტინგულ გამოცდილებაში შეზღუდულია. ამ პოპულაციაში არ გამოვლენილა ბავშვებისთვის სპეციფიკური უარყოფითი რეაქციები, გარდა იმ რეაქციებისა, რომლებიც ზემოთ ცხრილში არის მითითებული, ან რეაქციები, რომლებიც არ შეესაბამება ძირითად დაავადებას.

მოზრდილი პაციენტები დაბალი/საშუალო-1-რისკის მიელოდისპლასტიური სინდრომით

კლინიკური ცდებისას, პირებში (4.7%) აღინიშნა თრომბული ვასკულარული მოვლენები (უეცარი სიკვდილი, იშემიური ინსულტი, ემბოლიზმი და ფლებიტი). თრომბული ვასკულარული მოვლენები განვითარდა ეპოეტინ ალფას ჯგუფში და კვლევის პირველი 24 კვირის განმავლობაში. სამი იყო დადასტურებული თრომბული ვასკულარული მოვლენა და დანარჩენ შემთხვევაში (უეცარი სიკვდილი), თრომბოემბოლიური მოვლენა არ დადასტურდა. ორ პირს ჰქონდა მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორები (წინა გულის ფიბრილაცია, გულის უკმარისობა და თრომბოფლებიტი).

ზიდოვუდინით მკურნალობაზე მყოფი აივ-ინფიცირებული პაციენტები

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების საპირისპიროდ, ამ ჯგუფში არ აღინიშნა არტერიული ჰიპერტენზიის გამწვავება, შეტევები და თრომბული მოვლენები.

კიბოს მქონე პაციენტები ქიმიოთერაპიაზე:

თრომბული მოვლენების უფრო მაღალი შემთხვევები და სიკვდილიანობის ზრდა აღინიშნა ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში ქიმიოთერაპიაზე, რომლებსაც დაენიშნათ ეპოეტინ ალფათი მკურნალობა ჰემოგლობინის მაღალი დონების (12-14 გ/დლ) შესანარჩუნებლად.

ალბუმინი (ადამიანის)

ჰემაქსი® შეიცავს ალბუმინს, ადამიანის სისხლის წარმოებულს. ვირუსული დაავადებების გადაცემის რისკი ძალიან შორეულია ალბუმინის მიღებისა და პრეპარატის წარმოების პროცესის გათვალისწინებით. ასევე უკიდურესად შორეულად მიიჩნევა კრეიტცფელდ-იაკობის დააავდების გადაცემის თეორიული რისკი. დადგენილი არ არის ალბუმინისთვის ვირუსული დაავადებების გადაცემის შემთხვევები.

ჭარბი დოზა

ჰემაქსის® მაქსიმალური დოზა, რომლის მიღებაც შესაძლებელია ბოლუსის ან ინფუზიის სახით, ჯერ არ არის დადგენილი. მოზრდილებში კვირაში სამჯერ 1500 ერთ/კგ-მდე ან კვირაში 60,000 სე-მდე დოზები პირდაპირი ტოქსიკური ეფექტების გარეშე იქნა მიღებული. ჰემაქსით® თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს პოლიციტემია და პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ პოლიციტემიასთან დაკავშირებული სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, ძილიანობა, ტინიტუსი, თავბრუსხვევა და ა.შ. ამ შემთხვევაში, ჰემატოკრიტის შესამცირებლად რეკომენდებულია ფლებოტომია.

ჭარბი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს ან დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიურ ცენტრს.

შეფუთვის ფორმა:

ლიოფილიზებული საინექციო წამლის ფორმა

ჰემაქსი® 1000 სე/მლ, ჰემაქსი® 2000 სე/მლ, ჰემაქსი® 3000 სე/მლ, ჰემაქსი® 4000 სე/მლ, ჰემაქსი® 10000 სე/მლ, ჰემაქსი® 20000 სე/მლ, ჰემაქსი® 40000 სე/მლ.

შემადგენლობა

ლიოფილიზებული ფხვნილის თითოეული ფლაკონი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ჰემაქსი®

1000 სე/მლ

2000 სე/მლ

2000 სე/2მლ

3000 სე/მლ

3000 სე/2მლ

4000 სე/მლ

4000 სე/2მლ

10000 სე/მლ

20000 სე/მლ

40000 სე/მლ

რეკომბინანტული ადამიანის ერითროპოეტინი

1000 სე

2000 სე

2000 სე

3000 სე

3000 სე

4000 სე

4000 სე

10000 სე

20000 სე

40000 სე

დამხმარე ნივთიერებები:

მანიტოლი

  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ

ნატრიუმის ქლორიდი

  • 2 მგ
  • 2 მგ
  • 4 მგ
  • 2 მგ
  • 4 მგ
  • 2 მგ
  • 4 მგ
  • 2 მგ
  • 2 მგ
  • 2 მგ

ერთფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი

  • 4 მგ
  • 4 მგ
  • 8 მგ
  • 4 მგ
  • 8 მგ
  • 4 მგ
  • 8 მგ
  • 4 მგ
  • 4 მგ
  • 4 მგ

ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი

  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ

ადამიანის ალბუმინი

  • 5 მგ
  • 5 მგ
  • 0 მგ
  • 5 მგ
  • 0 მგ
  • 5 მგ
  • 0 მგ
  • 5 მგ
  • 5 მგ
  • 5 მგ

ყოველი ფლაკონი/წინასწარ შევსებული შპრიცი გამხსნელით შეიცავს:

ჰემაქსი®

1000 სე/მლ

2000 სე/მლ

2000 სე/

2 მლ

3000 სე/მლ

3000 სე/2მლ

4000 სე/მლ

4000 სე/2 მლ

10000 სე/მლ

20000 სე/მლ

40000

სე/მლ

საინექციო წყალი

1 მლ

1 მლ

2 მლ

1 მლ

2 მლ

1 მლ

2 მლ

1 მლ

1 მლ

1 მლ

ყოველი ფლაკონი/წინასწარ შევსებული შპრიცი ხსნარით შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ჰემაქსი® 2000 სე

ჰემაქსი® 4000 სე

ადამიანის რეკომბინანტური ერითროპოეტინი

2000 სე

4000 სე

დამხმარე ნივთიერებები:

მანიტოლი

  • 0 მგ
  • 0 მგ

ნატრიუმის ქლორიდი

  • 2 მგ
  • 2 მგ

ერთფუძიანი ფოსფატი

  • 4 მგ
  • 4 მგ

ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, დოდეკაჰიდრატი

  • 0 მგ
  • 0 მგ

ადამიანის ალბუმინი

  • 5 მგ
  • 5 მგ

საინექციო წყალი

  • 00 მლ
  • 00 მლ

თერაპიული მოქმედება:

ათქ კოდი: B03AX01. ანემიის საწინააღმდეგო. ერითროპოეზის მასტიმულირებელი საშუალება.

შენახვის პირობები

ლიოფილიზირებული საინექციო დოზირების ფორმა: შეინახეთ სუფთა, მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

საინექციო ხსნარი: შეინახეთ არაუმეტეს 2°C-დან 8°C ტემპერატურაზე.

დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისგან.

არ გაყინოთ.

მოამზადეთ სტერილური ინექციისთვის განკუთვნილი წყლით (USP).

მომზადებული ხსნარი გამოიყენეთ დაუყოვნებლივ.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

BIOSIDUS

ჰემაქსი®

ადამიანის რეკომბინანტური ერითროპოეტინი

ლიოფილიზებული საინექციო წამლის ფორმა/საინექციო ხსნარი

დამზადებულია არგენტინაში - გაიცემა რეცეპტით

აღწერა:

პრეპარატი ჰემაქსი® შეიცავს ერითროპოეტინ ალფას (რეკომბინანტული ადამიანის ერითროპოეტინი, ეპოეტინ ალფა) აქტიური ნივთიერების სახით. ეპოეტინი არის 165 ამინომჟავისგან წარმოებული გლიკოპროტეინი, რომელიც მიიღება გენეტიკურად მოდიფიცირებული ძუძუმწოვრების უჯრედული ხაზიდან რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიის გამოყენებით. ეპოეტინს ახასიათებს უმაღლესი სისუფთავის ხარისხი და არ განსხვავდება ბუნებრივი ადამიანის ერითროპოეტინისგან.

შემადგენლობა

ლიოფილიზებული ფხვნილის თითოეული ფლაკონი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ჰემაქსი®

1000 სე/მლ

2000 სე/მლ

2000 სე/2მლ

3000 სე/მლ

3000 სე/2მლ

4000 სე/მლ

4000 სე/2მლ

10000 სე/მლ

20000 სე/მლ

40000 სე/მლ

რეკომბინანტული ადამიანის ერითროპოეტინი

1000 სე

2000 სე

2000 სე

3000 სე

3000 სე

4000 სე

4000 სე

10000 სე

20000 სე

40000 სე

დამხმარე ნივთიერებები:

მანიტოლი

  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ

ნატრიუმის ქლორიდი

  • 2 მგ
  • 2 მგ
  • 4 მგ
  • 2 მგ
  • 4 მგ
  • 2 მგ
  • 4 მგ
  • 2 მგ
  • 2 მგ
  • 2 მგ

ერთფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი

  • 4 მგ
  • 4 მგ
  • 8 მგ
  • 4 მგ
  • 8 მგ
  • 4 მგ
  • 8 მგ
  • 4 მგ
  • 4 მგ
  • 4 მგ

ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი

  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ
  • 0 მგ

ადამიანის ალბუმინი

  • 5 მგ
  • 5 მგ
  • 0 მგ
  • 5 მგ
  • 0 მგ
  • 5 მგ
  • 0 მგ
  • 5 მგ
  • 5 მგ
  • 5 მგ

ყოველი ფლაკონი/წინასწარ შევსებული შპრიცი გამხსნელით შეიცავს:

ჰემაქსი®

1000 სე/მლ

2000 სე/მლ

2000 სე/

2 მლ

3000 სე/მლ

3000 სე/2მლ

4000 სე/მლ

4000 სე/2 მლ

10000 სე/მლ

20000 სე/მლ

40000

სე/მლ

საინექციო წყალი

1 მლ

1 მლ

2 მლ

1 მლ

2 მლ

1 მლ

2 მლ

1 მლ

1 მლ

1 მლ

ყოველი ფლაკონი/წინასწარ შევსებული შპრიცი ხსნარით შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ჰემაქსი® 2000 სე

ჰემაქსი® 4000 სე

ადამიანის რეკომბინანტური ერითროპოეტინი

2000 სე

4000 სე

დამხმარე ნივთიერებები:

მანიტოლი

  • 0 მგ
  • 0 მგ

ნატრიუმის ქლორიდი

  • 2 მგ
  • 2 მგ

ერთფუძიანი ფოსფატი

  • 4 მგ
  • 4 მგ

ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, დოდეკაჰიდრატი

  • 0 მგ
  • 0 მგ

ადამიანის ალბუმინი

  • 5 მგ
  • 5 მგ

საინექციო წყალი

  • 00 მლ
  • 00 მლ

თერაპიული მოქმედება:

ათქ კოდი: B03AX01. ანემიის საწინააღმდეგო. ერითროპოეზის მასტიმულირებელი საშუალება.

ჩვენებები:

ჰემაქსი® ნაჩვენებია:

ქრონიკული თირკმლის უკმარისობის (CRF) თანმხლები ანემიის მკურნალობა.

ჰემაქსი® ნაჩვენებია დიალიზზე დამოკიდებულ ან არა დამოკიდებულ პაციენტებში და გამოიყენება სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის გაზრდის ან შენარჩუნების მიზნით (ჰემატოკრიტის ან ჰემოგლობინის განსაზღვრის მიხედვით) და ტრანსფუზიების საჭიროების შემცირების მიზნით. თუმცა, სიმპტომური ანემიის მქონე არადიალიზზე მყოფ პაციენტებში, რომლებშიც მიზანშეწონილია ჰემაქსით® მკურნალობა, ჰემოგლობინის დონე უნდა შეადგენდეს 10 გ/დლ-ზე ნაკლებს.

ჰემაქსი® არ უნდა დაინიშნოს გადაუდებელი ტრანსფუზიის ჩანაცვლების სახით იმ პაციენტებში, რომლებიც მძიმე ანემიის დაუყოვნებლივ კორექციას საჭიროებენ.

ზიდოვუდინით გამოწვეული ანემიის მკურნალობა აივ ინფიცირებულ პაციენტებში. ჰემაქსი® ნაჩვენებია აივ ინფიცირებულ პაციენტებში ზიდოვუდინით თერაპიასთან დაკავშირებული ანემიის სამკურნალოდ, რომლის მიზანია სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის გაზრდა ან შენარჩუნება (რომელიც განისაზღვრება ჰემატოკრიტის ან ჰემოგლობინის დონის მიხედვით) და სისხლის გადასხმის საჭიროების შემცირება. ის არ არის ნაჩვენები სხვა ფაქტორებით (როგორიცაა რკინის ან ფოლიუმის მჟავას დეფიციტი, ჰემოლიზი ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენა) გამოწვეული ანემიის სამკურნალოდ პაციენტთა ამ პოპულაციაში.

ქიმიოთერაპიით გამოწვეული ანემიის მკურნალობა კიბოთი დაავადებულ პაციენტებში. ანემიის მკურნალობა ქიმიოთერაპიის დროს კიბოთი დაავადებულ პაციენტებში. ჰემაქსი® ნაჩვენებია ქიმიოთერაპიის შედეგად გამოწვეული სიმპტომური ანემიის სამკურნალოდ მეტასტაზური არამიელოიდური ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე პაციენტებში. ერითროპოეტინით მკურნალობა ამცირებს სისხლის წითელი უჯრედების გადასხმის საჭიროებას იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ქიმიოთერაპიას მინიმუმ ორი თვის განმავლობაში.

ჰემაქსი® არ არის ნაჩვენები ქიმიოთერაპიის მიმღები პაციენტებისთვის განკურნების მიზნით.

ჰემაქსი® ნაჩვენებია სიმპტომური ანემიის (ჰემოგლობინის კონცენტრაცია ≤ 10 გ/დლ) სამკურნალოდ მოზრდილებში, რომლებსაც აქვთ დაბალი ან საშუალო რისკის 1 მიელოდისპლაზიური სინდრომი (MDS) და შრატში ერითროპოეტინის დაბალი დონე (< 200 mU/მლ).

ჰემაქსი® არ არის ნაჩვენები პაციენტთა ამ ჯგუფში სხვა ფაქტორებით (რკინის ან ფოლატის დეფიციტი, ჰემოლიზი, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა) გამოწვეული ანემიის სამკურნალოდ. ჰემაქსი® არ არის ნაჩვენები პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰორმონოთერაპიას, ბიოლოგიურ პროდუქტებს ან სხივურ თერაპიას ძვლის ტვინის სუპრესიული ქიმიოთერაპიის გარეშე.

ალოგენური სისხლის გადასხმის შემცირება ანემიურ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ძირითადი ორთოპედიული ოპერაცია. ჰემაქსი® ნაჩვენებია ანემიური პაციენტებისთვის (ჰემოგლობინი 10-დან ≤ 13 გ/დლ-მდე), რომლებსაც აქვთ პერიოპერაციული სისხლის დაკარგვის მაღალი რისკი გულის ან სისხლძარღვთა ოპერაციის გარდა სხვა ძირითადი ორთოპედიული ოპერაციის შემდეგ, ალოგენური სისხლის გადასხმის საჭიროების შესამცირებლად. ის ნაჩვენებია პერიოპერაციული გადასხმის მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის და მოსალოდნელია მნიშვნელოვანი სისხლის დაკარგვა.

დღენაკლულ ახალშობილებში ანემიის მკურნალობა. ჰემაქსი® ნაჩვენებია დღენაკლულ ახალშობილებში ანემიის სამკურნალოდ, რომელთა წონა დაბადებისას 750-დან 1500 გ-მდეა და გესტაციური ასაკი 34 კვირაზე ნაკლებია.

კლინიკური ფარმაკოლოგია:

ა) მოქმედების მექანიზმი:

ერითროპოეტინი არის გლიკოპროტეინის ჰორმონი, ძირითადად წარმოებული თირკმელში ჰიპოქსიის პასუხად და არის ერითროციტის წარმოების ყველაზე მნიშვნელოვანი რეგულატორი. ერითროპოეტინი აინდუცირებს ერითროპოეზს ძვლის ტვინში ერითროიდული პროგენიტორების დაყოფისა და დიფერენცირების სტიმულირებით, იწვევს რა გლობულარულის მასის და შესაბამისად, ჰემატოკრიტის გაუმჯობესებას. ერითროპოეტინი ასევე ასტიმულირებს რეტიკულოციტების გამოყოფას ძვლის ტვინიდან სისხლის ნაკადში, სადაც ხდება მათი ერითროციტებად მომწიფება.

ენდოგენური ერითროპოეტინის ნორმალური კონცენტრაცია არის 10-30 მერთ/მლ და რეგულირდება ქსოვილების ოქსიგენაციის დონეებით. ამგვარი დონეების შემცირებისას, ერითროპოეტინის კონცენტრაცია იზრდება 100-ჯერ და 1000-ჯერ. ეს ასევე აღინიშნება ანემიის მქონე პაციენტებში.

ფარამკოდინამიკური ეფექტები

ჯანმრთელი მოხალისეები

ეპოეტინ ალფას ერთჯერადო დოზების (20,000-160,000 სე) შემდეგ დოზა-დამოკიდებული პასუხი აღინიშნა გამოკვლეული ფარმაკოდინამიკური მარკერებისთვის, რეტიკულოციტების, ერითროციტების და ჰემოგლობინის ჩათვლით. განსაზღვრული კონცენტრაცია-დროის პროფილი პიკით და საწყის მაჩვენებელზე დაბრუნება აღინიშნა ცვლილებებისთვის პროცენტულ რეტიკულოტებში. ნაკლებად განსაზღვრული პროფილი აღინიშნა ერითროციტებისა და ჰემოგლობინისთვის. ზოგადად, ყველა ფარმაკოდინამიკური მარკერი გაიზარდა დოზის ლინეარულად მაქსიმალური პასუხით დოზის უმაღლეს დონეებზე.

შემდგომი ფარმაკოდინამიკური კვლევებისას შესწავლილ იქნა 40,000 სე კვირაში ერთხელ 150სე/კგ-ს საპირისპიროდ კვირაში სამჯერ. დრო-კონცენტრაციის პროფილებში სხვაობების მიუხედავად, ფარმაკოდინამიკური პასუხი (განსაზღვრული რეტიკულოტების, ჰემოგლობინის და საერთო ერითროციტების პროცენტულობის ცვლილებებით) ერთიდაიგივე იყო ამ რეჟიმებს შორის. დამატებითი კვლევებისას შედარდა ეპოეტინ ალფას 40,000 სე კვირაში ერთხელ რეჟიმი 80,000-დან 120,000-მდე სე დოზებთან ორ კვირში ერთხელ კანქვეშ. მთლიანობაში, ჯანმრთელ პირებში ამ ფარმაკოდინამიკური კვლევების შედეგების საფუძველზე, კვირაში ერთხელ 40,000 სე რეჟიმი აღმოჩნდა უფრო ეფექტიანი ერითროციტების წარმოებისთვის, ვიდრე ორ კვირაში ერთხელ რეჟიმი, მიუხედავად იმისა, რომ კვირაში ერთხელ და ორ კვირაში ერთხელ რეჟიმებში რეტიკულოციტების წარმოება ერთნაირი იყო.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობა

ეპოეტინ ალფამ აჩვენა ერითროპოეზის სტიმულირება ანემიის მქონე პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, დიალიზის და პრე-დიალიზის პაციენტებში. ეპოეტინ ალფას მიმართ პასუხის პირველი მტკიცებულება არის რეტიკულოციტების რიცხვის მომატება 10 დღეში, რასაც მოსდევს ერითროციტების რიცხვის, ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის ზრდა, როგორც წესი, 2-6 კვირაში. ჰემოგლობინის პასუხი სხვადასხვაგვარია პაციენტებში და მასზე შეიძლება გავლენას ახდენდეს რკინის მარაგები და თანმხლები სამედიცინო პრობლემების არსებობა.

ქიმიოთერაპიით ინდუცირებული ანემია

ეპოეტინ ალფამ კვირაში სამჯერ ან კვირაში ერთხელ მიღებისას აჩვენა ჰემოგლობინის გაზრდა და გადასხმის საჭიროების შემცირება თერაპიის პირველი თვის შემდეგ ანემიურ კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქიმიოთერაპიას. კვლევაში, რომლის დროსაც შედარდა 150 სე/კგ, 3-ჯერ კვირაში და 40,000 სე, კვირაში ერთხელ დოზირების რეჟიმები ჯანმრთელ პირებში და ანემიურ კიბოს მქონე პირებში, პროცენტული რეტიკულოციტების, ჰემოგლობინის და საერთო ერითროციტების ცვლილებები ერთნაირი იყო დოზირების ორ რეჟიმს შორის როგორც ჯანმრთელ, ისე ანემიურ კიბოს მქონე პირებში. შესაბამისი ფარმაკოდინამიკური პარამეტრების მრუდქვეშ ფართობი (AUC) იყო ერთნაირი 150 სე/კგ, 3-ჯერ კვირაში და 40,000 სე, ერთხელ კვირაში დოზირების რეჟიმებისას ჯანმრთელ პირებში და ანემიურ კიბოს მქონე პირებში.

მოზრდილი ქირურგიული პაციენტები აუტოლოგური პრედონაციის პროგრამაში

ეპოეტინ ალფამ აჩვენა ერითროციტების წარმოების სტიმულირება აუტოლოგური სისხლის კორექციის შესამცირებლად და ჰემოგლობინის შემცირების შესაზღუდად მოზრდილ პაციენტებში, რომლებშიც დაგეგმილია ძირითადი არჩევითი ქირურგია, რომლებშიც მოსალოდნელია სრული პერიოპერაციული სისხლის საჭიროების პრედეპონირება. უდიდესი ეფექტები ვლინდება დაბალი ჰემოგლობინის მქონე პაციენტებში (<13 გ/დლ).

მოზრდილი პაციენტების მკურნალობა, რომლებშიც დაგეგმილია ძირითადი არჩევითი ორთოპედიური ქირურგია

პაციენტებში, რომლებშიც დაგეგმილია ძირითადი არჩევითი ორთოპედიული ქირურგია და მკურნალობამდე ჰემოგლობინი არის >10 - <13 გ/დლ, ეპოეტინ ალფამ აჩვენა ალოგენური ტრანსფუზიების რისკის შემცირება და ერითროიდების აღდგენის დაჩქარება (მომატებული ჰემოგლობინის დონეები, ჰემატოკრიტების დონეები, და რეტიკულოციტების რიცხვი).

ბ) ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია

ეპოეტინ ალფა, ჰემაქსის აქტიური ინგრედიენტი, ნაჩვენებია პარენტერალური გზით (ქანქვეშ ან ვენაში) შესაყვანად. ყოველკვირეულად 600 სე/კგ-ს მრავალჯერადი დოზების კანქვეშ შეყვანის შემდეგ აკუმულაცია არ აღინიშნება.

კანქვეშ საინექციო ეპოეტინ ალფას აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 20%-ს ჯანმრთელ პირებში.

განაწილება

განაწილების საშუალო მოცულობა იყო 49.3 მლ/კგ ვენაში 50 და 100 სე/კგ დოზების ჯანმრთელ პირებში შეყვანის შემდეგ. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პირებში ეპოეტინ ალფას ვენაში შეყვანის შემდეგ განაწილების მოცულობა ერთჯერადი დოზის (12 სე/კგ) შემდეგ იყო 57-107 მლ/კგ-დან 42-46 მლ/კგ-მდე (48-192 სე/კგ), შესაბამისად. ამგვარად, განაწილების მოცულობა ოდნავ უფრო დიდია, ვიდრე პლაზმური სივრცე.

რეტიკულოციტების რიცხვის საწყისი ზრდა აღინიშნება 7-10 დღეში შეყვანის შემდეგ.

წითელი უჯრედების რიცხვი, ჰემატოკრიტის და ჰემოგლობინის დონეები მნიშვნელოვნად იზრდება ეპოეტინ ალფას მიღებიდან 2-6 კვირაში. პასუხის დიაპაზონი და ხარისხი დამოკიდებულია დოზაზე და რკინის მარაგების არსებობაზე.

მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 15 წუთში ერთჯერადი ინტრავენური დოზის შეყვანის შემდეგ და 5-24 საათი კანქვეშ შეყვანის შემდეგ ერთჯერადი დოზის სახით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, პიკური კონცენტრაციები შეიძლება დარჩეს 12-16 საათი და განსაზღვრებადი რაოდენობები შეიძლება არსებობდეს მინიმუმ 24 საათის განმავლობაში შეყვანის შემდეგ.

ელიმინაცია

ეპოეტინ ალფას ნახევარგამოყოფის პერიოდი ვენაში ან კანქვეშ შეყვანის შემდეგ არის 4-13 საათი. ნახევარგამოყოფის პერიოდი, როგორც წესი, უფრო ხანგრძლივია პირველი დოზების შეყვანის შემდეგ, ვიდრე მკურნალობის ორი ან მეტი კვირის შემდეგ. როგორც წესი, 24 საათის შემდეგ, ერითროპოეტინის პლაზმური დონეები უბრუნდება ბაზალურ დონეებს.

საშუალო აშკარა კლირენსი (Cl/F) 150 სე/კგ კვირაში სამჯერ და 40,000 სე კვირაში ერთხელ რეჟიმებისთვის ჯანმრთელ პირებში იყო 31.2 და 12.6 მლ/სთ/კგ, შესაბამისად. საშუალო აშკარა კლირენსი (Cl/F) 150 სე/კგ კვირაში სამჯერ და 40,000 სე კვირაში ერთხელ რეჟიმებისთვის ანემიურ კიბოს მქონე პირებში იყო 45.8 და 11.3 მლ/სთ/კგ, შესაბამისად. კიბოს მქონე ანემიური პირების უმრავლესობაში, რომლებიც იღებდნენ ციკლურ ქიმიოთერაპიას, აშკარა კლირენსი (Cl/F) უფრო დაბალი იყო კანქვეშ კვირაში ერთხელ 40,000 სე და კვირაში სამჯერ 150 სე/კგ დოზების შემდეგ, ჯანმრთელი პირების მნიშვნელობებთან შედარებით.

მოზრდილ ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებული კვლევებისას, ნახევარგამოყოფის პერიოდი ვენაში შეყვანის შემდეგ 20%-ით უფრო დაბალია, ვიდრე თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებული ცდის დრო, კანქვეშ შეყვანილი ჰემაქსის ნახევარგამოყფის პერიოდი იყო 20.8+6.3 საათი.

მკურნალობის შეწყვეტისას 2 კვირის შემდეგ შეიძლება დაიწყოს ჰემატოკრიტის შემცირება.

ჯანმრთელ პირებში, კვირაში 3-ჯერ 150 და 300 სე/კგ დოზების ვენაში შეყვანის შემდეგ აღინიშნა შრატში ეპოეტინ ალფას დოზა-პროპორციული მატება. 300-დან 2,400 სე/კგ-მდე ეპოეტინ ალფას ერთჯერადი დოზების კანქვეშ შეყვანის შემდეგ აღინიშნა ლინეარული კავშირი საშუალო Cmax-სა და დოზას შორის, და საშუალო AUC-სა და დოზას შორის. ინვერსიული კავშირი აშკარა კლირენსსა და დოზას შორის აღინიშნა ჯანმრთელ პირებში.

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური კორელაცია

ეპოეტინ ალფა ავლენს დოზა-დაკავშირებულ ზემოქმედებას ჰემატოლოგიურ პარამეტრებზე, რომელიც დამოკიდებული არ არის შეყვანის გზაზე.

პედიატრიული პოპულაცია

დაახლოებით 6.2-8.7 საათიანი ნახევარგამოყოფის პერიოდი აღინიშნა პედიატრიულ პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით ეპოეტინ ალფას მრავალჯერადი დოზების ვენაში შეყვანის შემდეგ. ეპოეტინ ალფას ფარმაკოკინეტიკური პროფილი ბავშვებსა და მოზარდებში ისეთივეა, როგორი მოზრდილებში.

ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ახალშობილებში შეზღუდულია.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, ვენაში შეყვანილი ეპოეტინ ალფას ნახევარგამოყოფის პერიოდი უმნიშვნელოდ ხანგრძლივდება, დაახლოებით 5 საათში, ჯანმრთელ პირებთან შედარებით.

თერაპიული გამოყენება და დოზირება:

ა) თირკმლის ქრონიკულ უკმარისობასთან ასოცირებული ანემიის მკურნალობა:

თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (CRF) არის კლინიკური მდგომარეობა, როდესაც თირკმლის ფუნქციის დაქვეითება პროგრესირებადია და ჩვეულებრივ შეუქცევადი. ეპოეტინით თერაპიამ აჩვენა ერითროპოეზის სტიმულირება ანემიურ პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, დიალიზის და პრე-დიალიზის პაციენტების ჩათვლით. ერითროპოეზის სტიმულაციის პირველი მტკიცებულბა არის რეტიკულოციტების რიცხვის ზრდა მკურნალობის 8 დღის შემდეგ, რასაც მოსდევს ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის მომატება 2-დან 6-მდე კვირაში. ასეთი მატების ხარისხი და სიჩქარე დამოკიდებულია ეპოეტინ ალფას საწყის დოზაზე, საბაზისო ჰემატოკრიტზე და ჰემოგლობინის დონეებზე, რკინის მარაგების არსებობაზე და თანმხლები სამედიცინო პრობლემების არსებობაზე, რამაც შეიძლება შეაფერხოს მკურნალობაზე პასუხი (ინფექციური/ანთებითი ეპიზოდები, სხვ.).

ჰემაქსით® მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ანემიის სხვა მიზეზები (მაგ. ფოლიუმის მჟავას ან B12 ვიტამინის დეფიციტი, ალუმინით ინტოქსიკაცია, ინფექცია ან ანთება, სისხლის დაკარგვა, ჰემოლიზი და ძვლის ტვინის ფიბროზი ნებისმიერი წარმომავლობის) და უნდა დაკორექტირდეს თანმხლები ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაამწვავონ ანემია, განსაკუთრებით, რკინის დეფიციტი. ამიტომ, უნდა ჩატარდეს გამოკვლევები რკინის მეტაბოლიზმზე, მათ შორის სისხლში რკინის კონცენტრაციაზე, საერთო სატურაციაზე, ტრანსფერინის სატურაციის პროცენტულობაზე და შრატში ფერიტინზე. ტრანსფერინის სატურაცია უნდა იყოს მინიმუმ 20%, ხოლო ფერიტინი უნდა იყოს მინიმუმ 100 ნგ/მლ ჰემაქსით მკურნალობის დაწყებამდე. აუცილებელია რკინის დონეების მონიტორინგი და შენარჩუნება ადეკვატურ დონეებზე ეპოეტინთ მკურნალობის დროს.

აუცილებელია არტერიული წნევის ადეკვატური კონტროლი თერაპიის დაწყებამდე და ზედმიწევნით მონიტორინგი თერაპიის დროს.

რეკომენდებული სასურველი ჰემოგლობინის კონცენტრაციის ფარგლები არის 10 გ/დლ-12გ/დლ (6.2-7.5 მმოლ/ლ). ჰემაქსი® შეყვანილი უნდა იყოს ჰემოგლობინის მოსამატებლად არა უმეტეს 12 გ/დლ-სა (7.5 მმლ/ლ). 2 გ/დლ-ზე მეტად (1.25 მმოლ/ლ) ჰემოგლობინის მატება ოთხ-კვირიან პერიოდში თავიდან უნდა იქნას აცილებული. თუ ეს მოხდა, საჭიროა დოზის სათანადო კორექცია.

პაციენტებს შორის განსხვავებული მაჩვენებლების გამო, ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს ჰემოგლობინის მნიშვნელობები ჰემოგლობინის სასურველი კონცენტრაციის ფარგლებს ზემოთ და ქვემოთ. ჰემოგლობინის სხვაობების რეგულარცია უნდა მოხდეს დოზების მართვით, 10გ/დლ-დან (6.2 მმოლ/ლ) 12გ/დლ-მდე (7.5 მმოლ/ლ) ჰემოგლობინის კონცენტრაციის გათვალისწინებით.

თავიდან უნდა იქნას აცილებული 12 გ/დლ-ზე მეტი (7.5 მმოლ/ლ) ჰემოგლობინის დონე მუდმივად. თუ ჰემოგლობინი მატულობს 2გ/დლ-ზე მეტად (1.25 მმოლ/ლ) თვეში, ან თუ მყარი ჰემოგლობინი აღემატება 12 გ/დლ-ს (7.5 მმოლ/ლ), ჰამაქსის დოზა უნდა შემცირდეს 25%-ით. თუ ჰემოგლობინი აღემატება 13 გ/დლ-ს (8.1 მმოლ/ლ), თერაპია უნდა შეწყდეს, ვიდრე ის არ შემცირდება 12 გ/დლ-ზე ქვემოთ (7.5 მმოლ/ლ) და შემდეგ უნდა განახლდეს ჰემაქსით თერაპია წინა დოზაზე 25%-ით დაბალი დოზით.

აუცილებელია პაციენტების მჭიდრო მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს, რომ გამოიყენება ჰემაქსის® ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა ანემიის და ანემიის სიმპტომების ადეკვატური კონტროლის უზრუნველსაყოფად, ჰემოგლობინის კონცენტრაციის შენარჩუნებით 12 გ/დლ (7.5 მმოლ/ლ)-ზე ან ქვემოთ.

ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების მიმართ ჰემოგლობინის სუსტი პასუხის მქონე პაციენტებში განხილული უნდა იყოს სუსტი პასუხის ალტერნატიული განმარტებები.

ჰემაქსით® მკურნალობა იყოფა ორ ეტაპად: კორექციისა და შენარჩუნების ფაზა.

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები

ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, სადაც უკვე არსებობს ინტრავენური შეყვანის მოწყობილობა, სასურველია ვენაში შეყვანა.

კორექციის ფაზა

რეკომენდებული საწყისი დოზა მოზრდილ ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში არის 50 სე/კგ ვენაში ან 40 სე/კგ/დოზა კანქვეშ, კვირაში 3-ჯერ. მკურნალობის ოთხი კვირის შემდეგ დოზა უნდა დაკორექტირდეს ჰემოგლობინის დონის მატების მიხედვით:

ა) თუ მატება არის 1 გ/დლ ან ზემოთ: შენარჩუნდეს იგივე დოზა.

ბ) თუ მატება არის 1გ/დლ ან ქვემოთ: დოზა იზრდება 25 სე/კგ ნაწილებით (კვირაში 3-ჯერ), ვიდრე არ მიიღწევა ჰემოგლობინის სასურველი კონცენტრაცია 10 გ/დლ-დან 12 გ/დლ-მდე (6.2-7.5 მმოლ/ლ).

რეკომენდებული საერთო ყოველკვირეული დოზა არის 75 სე/კგ და 300 სე/კგ.

პაციენტებში ყველაზე დაბალი საწყისი ჰემოგლობინით (<6გ/დლ ან <3.75 მმოლ/ლ) შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი შემანარჩუნებელი დოზები, ვიდრე პაციენტებში, რომლებშიც საწყისი ანემია ნაკლებად მძიმეა (>8გ/დლ ან >5მმოლ/ლ).

შემანარჩუნებელი დოზა

სამიზნე მაჩვენებლის მიღწევის შემდეგ, დოზა შეიძლება შემცირდეს 30%-ით და შეყვანა შესაძლებელია კანქვეშ, თუ პაციენტმა დაიწყო ინტრავენური მკურნალობა. შემანარჩუნებელი დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის. დიალიზზე მყოფი პაციენტების ათ პროცენტში საჭიროა 25 სე/კგ/დოზა კვირაში 3-ჯერ და სხვა 10%-ში საჭიროა 200 სე/კგ/დოზა კვირაში სამჯერ; საშუალო შემანარჩუნებელი დოზა არის 75 სე/კგ/დოზა კვირაში 3-ჯერ. დოზის კორექცია უნდა მოხდეს არანაკლებ 4-კვირის ინტერვალებით, რადგან დოზის ცვლილებაზე პასუხი აღინიშნება 2-6 კვირის შემდეგ.

ჰემოდიალიზზე მყოფი პედიატრიული პაციენტები

ანემიის სიმპტომები და შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს ასაკის, სქესის და სხვა სამედიცინო მდგომარეოებების მიხედვით.

პედიატრიულ პაციენტებში ჰემოგლობინის რეკომენდებული კონცენტრაციის დიაპაზონია 9.5 გ/დლ-დან 11 გ/დლ-მდე (5.9-დან 6.8 მმოლ/ლ-მდე). ჰემაქსი® უნდა იქნას მიღებული ჰემოგლობინის დონის არაუმეტეს 11 გ/დლ-მდე (6.8 მმოლ/ლ) ასაწევად. თავიდან უნდა იქნას აცილებული ჰემოგლობინის 2 გ/დლ-ზე (1.25 მმოლ/ლ) მეტად მომატება ოთხი კვირის განმავლობაში. ამ შემთხვევაში, უნდა მოხდეს დოზის შესაბამისი კორექცია ინსტრუქციის მიხედვით.

პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჰემაქსის® ყველაზე დაბალი დამტკიცებული დოზა ანემიის და ანემიის სიმპტომების ადეკვატური კონტროლის უზრუნველსაყოფად.

ჰემაქსით® მკურნალობა ორ ფაზად იყოფა: კორექციის ფაზა და შემანარჩუნებელი ფაზა.

ინტრავენური შეყვანა სასურველია ჰემოდიალიზის მქონე პედიატრიული პაციენტებისთვის, სადაც ვენაში წვდომა ადვილად ხელმისაწვდომია.

კორექციის ფაზა

საწყისი დოზა არის 50 სე/კგ ვენაში, კვირაში 3-ჯერ.

აუცილებლობისას დოზა იზრდება ან მცირდება 25 სე/კგ-ით (კვირაში სამჯერ), ვიდრე არ მიიღწევა ჰემოგლობინის სასურველი კონცენტრაცია 9.5 გ/დლ-11 გ/დლ (5.9-6.8 მმოლ/ლ) (ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად, მინიმუმ ოთხი კვირა).

შემანარჩუნებელი ფაზა

ჰემოგლობინის დონის 9.5 გ/დლ-დან 11 გ/დლ-მდე (5.9-დან 6.8 მმოლ/ლ-მდე) სასურველი კონცენტრაციის დიაპაზონში შესანარჩუნებლად, დოზა შესაბამისად უნდა დარეგულირდეს.

ზოგადად, 30 კგ-მდე წონის ბავშვებს უფრო მაღალი შემანარჩუნებელი დოზები სჭირდებათ, ვიდრე 30 კგ-ზე მეტ ბავშვებსა და მოზრდილებს.

ბავშვებში, რომლებსაც ძალიან დაბალი საწყისი ჰემოგლობინის დონე აქვთ (< 6.8 გ/დლ ან < 4.25 მმოლ/ლ), შესაძლოა უფრო მაღალი შემანარჩუნებელი დოზები დასჭირდეთ, ვიდრე პაციენტებში, რომლებსაც უფრო მაღალი საწყისი ჰემოგლობინის დონე აქვთ (> 6.8 გ/დლ ან > 4.25 მმოლ/ლ).

ქრონიკული თირკმლის უკმარისობის მქონე ზრდასრული პაციენტები, რომლებიც არ იმყოფებიან დიალიზზე

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ საჭიროებენ დიალიზს, აღინიშნება პასუხი თერაპიაზე ისევე, როგორც დიალიზზე მყოფ პაციენტებში. რეკომენდებული დოზებია 75-100 სე/კგ/კვირაში; კანქვეშა გზა რეკომენდებული არ არის.

კორექციის ფაზა

საწყისი დოზა 50 სე/კგ, კვირაში 3-ჯერ, რასაც, აუცილებლობისას, მოყვება დოზის მატება 25 სე/კგ ნაწილებით (კვირაში 3-ჯერ), ვიდრე არ მიიღწევა სასურველი მიზანი (ეს უნდა მოხდეს მინიმუმ 4-კვირიანი ეტაპებით).

შემანარჩუნებელი ფაზა

შემანარჩუნებელი ფაზის დროს ჰემაქსის® შეყვანა შეიძლება 3-ჯერ კვირაში, ხოლო კანქვეშ შეყვანისას, კვირაში ერთხელ ან ერთხელ ყოველ 2 კვირაში.

აუცილებელია დოზის და დოზის ინტერვალების სათანადო კორექცია ჰემოგლობინის მნიშვნელობების სასურველ დონეზე შენარჩუნების მიზნით: ჰემოგლობინი 10 გ/დლ-სა და 12 გ/დლ-ს შორის (6.2-7.5 მმოლ/ლ). დოზის ინტერვალების გახანგრძლივებისას შეიძლება საჭირო გახდეს დოზის გაზრდა. მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 150 სე/კგ-ს კვირაში 3-ჯერ, 240 სე/კგ-ს (მაქსიმუმ 20,000 სე) კვირაში ერთხელ ან 480 სე/კგ-ს (მაქსიმუმ 40,000 სე) ყოველ 2 კვირაში ერთხელ.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე ანემიური პედიატრიული პაციენტები დიალიზის ან პერიტონული დიალიზის დაწყებამდე

ჰემაქსის® უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ანემიით დიალიზის ან პერიტონული დიალიზის დაწყებამდე. დოზების შესახებ რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია.

მიღების გზა ქრონიკული თირკმლის უკმარისობისა და სიმპტომური ანემიის მქონე ზრდასრულ პაციენტებში.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, როდესაც ინტრავენური გზა რუტინულად ხელმისაწვდომია (ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები), ჰემაქსის® შეყვანა სასურველია ინტრავენური გზით. ხოლო სადაც ინტრავენური წვდომა არ არის ხელმისაწვდომი (პაციენტებში, რომლებსაც არ უტარდებათ დიალიზი და პერიტონული დიალიზი), მისი შეყვანა შეიძლება კანქვეშა ინექციის გზით.

შეყვანის მეთოდი ქრონიკული თირკმლის უკმარისობისა და სიმპტომური ანემიის მქონე პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის პედიატრიულ პაციენტებში, სადაც ინტრავენური წვდომა რუტინულად ხელმისაწვდომია (ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები), ჰემაქსის® შეყვანა უმჯობესია ინტრავენური გზით.

ბ) პერიტონეალურ დიალიზზე მყოფი ზრდასრული პაციენტები

იმ შემთხვევაში, თუ ვენაში წვდომა არ არის ხელმისაწვდომი, ჰემაქსის® შეყვანა შესაძლებელია კანქვეშ.

კორექციის ფაზა

საწყისი დოზა არის 50 სე/კგ, კვირაში ორჯერ.

შენარჩუნების ფაზა

რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა არის 25 სე/კგ და 50 სე/კგ, კვირაში ორჯერ, 2 თანაბარ ინექციად.

დოზის სათანადო კორექცია არის აუცილებელი ჰემოგლობინის მნიშვნელობების სასურველ დონეზე შესანარჩუნებლად 10გ/დლ-12გ/დლ-ს შორის (6.2-7.5 მმოლ/ლ).

გ) აივ-ინფიცირებული პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ზიდოვუდინით:

ჰემაქსი® ამცირებს გადასხმაზე მოთხოვნას და ზრდის ჰემატოკრიტის დონეს ზიდოვუდინით მკურნალობაზე მყოფ აივ-ინფიცირებულ პაციენტებში, რაც იწვევს ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. პაციენტები ენდოგენური ერითროპოეტინის დონეებით ≤500 მე/მლ რეაგირებენ უკეთ მკურნალობაზე, ამგვარად თერაპიის დაწყებამდე რეკომენდებულია ერითროპოეტინის დოზირება.

რეკომენდებული საწყისი დოზა არის 100 სე/კგ/დოზა მოზრდილებში და 150 სე/კგ/დოზა ბავშვებში, კვირაში 3-ჯერ, ვენაში ან კანქვეშ, 8 კვირის განმავლობაში. პასუხი შეიძლება შეფასდეს მკურნალობის 4 კვირის შემდეგ. თუ არ მიიღება დამაკმაყოფილებელი პასუხი, ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 სე/კგ-ით მაქსიმუმ 300 სე/კგ-მდე კვირაში 3-ჯერ.

ეპოეტინთ მკურნალობაზე პასუხი შეიძლება შემცირდეს ინფექციური ან ანთებითი მდგომარეობების შემთხვევაში.

თუ ჰემატოკრიტი არის 40%-ზე ზემოთ, ჰემაქსის შეყვანა უნდა შეწყდეს, ვიდრე ასეთი მნიშვნელობა არ მიაღწევს 36%-ს. დოზა უნდა შემცირდეს 25%-ით, როდესაც ხდება მკურნალობის განახლება და შემდეგ, ჰემატოკრიტის სამიზნე დონის მეშვეობით შემდგომი შეფასებით.

დ) ანემია ქიმიოთერაპიაზე მყოფ კიბოს პაციენტებში:

ანემიის სიმპტომები და შედეგები განსხვავდება ასაკის, სქესისა და სხვა სამედიცინო მდგომარეობების მიხედვით; აუცილებელია ექიმის მიერ ინდივიდუალური პაციენტის კლინიკური პასუხისა და მდგომარეობის შეფასება. პაციენტთა ამ პოპულაციაში, ეპოეტინ ალფა ზრდის ჰემატოკრიტს და ამცირებს ტრანსფუზიებზე მოთხოვნებს მკურნალობის პირველ და მეოთხე თვეს შორის.

საჭიროა დოზის სათანადო კორექცია ჰემოგლობინის კონცენტრაციების სასურველ ფარგლებში შესანარჩუნებლად 10გ/დლ-12გ/დლ-ს შორის (6.2-7.5 მმოლ/ლ).

პაციენტებში ინდივიდუალური ცვალებადობის გამო, ჰემოგლობინის ინდივიდუალური კონცენტრაციები ზოგჯერ შეიძლება აღემატებოდეს ან დაბლა იყოს ჰემოგლობინის სასურველ კონცენტრაციის დიაპაზონზე. ჰემოგლობინის ცვალებადობა უნდა იქნას დარეგულირებული დოზის კორექტირებით, ჰემოგლობინის სასურველი კონცენტრაციის დიაპაზონის გათვალისწინებით 10 გ/დლ-სა (6.2 მმოლ/ლ) და 12 გ/დლ-ს (7.5 მმოლ/ლ) შორის. თავიდან უნდა იქნას აცილებული ჰემოგლობინის 12 გ/დლ-ზე (7.5 მმოლ/ლ) მაღალი კონცენტრაციების შენარჩუნება. 12 გ/დლ-ზე (7.5 მმოლ/ლ) მაღალი ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემთხვევაში დოზის შესაბამისი კორექტირების ინსტრუქციები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

თუ ჰემოგლობინის კონცენტრაცია მატულობს 1გ/დლ-ზე მეტად (0.62 მმოლ/ლ) ან თუ რეტიკულოციტის რიცხვი მატულობს >40,000 უჯრედი/µლ საბაზისოზე ზემოთ მკურნალობის 4 კვირის შემდეგ, დოზა უნდა დარჩეს 150 სე/კგ-ზე კვირაში სამჯერ ან 450 სე/კგ-ზე კვირაში ერთხელ.

თუ ჰემოგლობინის კონცენტრაცია მატულობს 1გ/დლ-ზე მეტად (0.62 მმოლ/ლ) და რეტიკულოციტის რიცხვი მატულობს <40,000 უჯრედი/µლ საბაზისოზე ზემოთ, დოზა იზრდება 300 სე/კგ-მდე კვირაში 3-ჯერ. თუ თერაპიის დამატებითი 4 კვირის შემდეგ დოზით 300 სე/კგ კვირაში სამჯერ, ჰემოგლობინის კონცენტრაცია მატულობს >1გ/დლ (>0.62 მმოლ/ლ) ან თუ რეტიკულოციტის რიცხვი მატულობს >40,000 უჯრედი/µლ, დოზა უნდა დარჩეს 300 სე/კგ-ზე კვირაში სამჯერ.

თუ ჰემოგლობინის კონცენტრაცია მატულობს 1გ/დლ-ზე მეტად (0.62 მმოლ/ლ) ან თუ რეტიკულოციტის რიცხვი მატულობს <40,000 უჯრედი/µლ საბაზისოზე ზემოთ, პასუხი სავარაუდოდ არ იქნება, და მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ჰემაქსით® თერაპია უნდა შეწყდეს, თუ ჰემოგლობინის კონცენტრაციის დონე აღემატება 13 გ/დლ-ს და განახლდეს დოზით, რომელიც 25%-ით ნაკლებია წინა დოზაზე, როდესაც ის დაეცა 12 გ/დლ-ზე ქვემოთ. ჰემაქსით თერაპია უნდა გაგრძელდეს ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ დაახლოებით 4 კვირამდე.

თუ პაციენტებში არ აღინიშნება დამაკმაყოფილებელი პასუხის 60,000 სე ყოველკვირეულ დოზაზე ოთხი კვირა, მოსალოდნელი არ არის, რომ პასუხი აღინიშნოს ჰემაქსის® უფრო მაღალ დოზებზე. ამიტომ, თერაპია უნდა შეწყდეს.

ქიმიოთერაპიით გამოწვეული ანემიის მქონე პედიატრიული პაციენტების მკურნალობა

ჰემაქსის® უსაფრთხოება და ეფექტიანობა პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ქიმიოთერაპიას, დადგენილი არ არის.

დოზის კორექცია ჰემოგლობინის კონცენტრაციის 10 გ/დლ-დან 12 გ/დლ-მდე შესანარჩუნებლად

თუ ჰემოგლობინის კონცენტრაცია იზრდება 2 გ/დლ-ზე მეტად (1.25 მმოლ/ლ) თვეში, ან თუ ჰემოგლობინის კონცენტრაციის დონე აღემატება 12 გ/დლ-ს (7.5 მმოლ/ლ), ჰემაქსის® დოზა უნდა შემცირდეს დაახლოებით 25-50%-ით.

თუ ჰემოგლობინის კონცენტრაციის დონე აღემატება 13 გ/დლ-ს (8.1 მმოლ/ლ), თერაპია უნდა შეწყდეს, ვიდრე ის დაეცემა 12 გ/დლ-მდე (7.5 მმოლ/ლ) და შემდეგ უნდა განახლდეს ჰემაქსით® თერაპია წინა დოზაზე 25%-ით დაბალი დოზით.

რეკომენდებული დოზის რეჟიმი აღწერილია შემდეგ დიაგრამაში:

მიღების მეთოდი ქიმიოთერაპიით გამოწვეული ანემიის მქონე პაციენტებში: ჰემაქსი® უნდა შეიყვანოთ კანქვეშა ინექციის სახით.

დ) აუტოლოგური ტრანსფუზია:

აუტოლოგიური სისხლის დონაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი გეგმიური ქირურგიული ჩარევის (ბარძაყის, მუხლის და ა.შ.) შემთხვევაში, ეპოეტინ ალფას მიღება ამცირებს ალოგენური სისხლის გადასხმის საჭიროებას. მსუბუქი ანემიის მქონე პაციენტებს (ჰემატოკრიტი 33–39%), რომლებსაც ესაჭიროებათ სისხლის გადასხმა მინიმუმ ოთხჯერ, ოპერაციამდე სამი კვირის განმავლობაში უნდა ჩაუტარდეთ ჰემაქსი® 600 სე/კგ ინტრავენურად კვირაში ორჯერ.

მკურნალობაზე რეაგირების ყველაზე მნიშვნელოვანი პროგნოზირების ფაქტორი ოპერაციამდელი ჰემოგლობინის დონეა. პაციენტები, რომელთა დონე 10-დან 13 გ/დლ-მდეა, ყველაზე მეტად სარგებლობენ ამ თერაპიით. საწყისი დოზაა 300 სე/კგ/დღეში კანქვეშ, დაწყებული ოპერაციამდე 10 დღით ადრე და გრძელდება ოპერაციიდან 4 დღემდე. ალტერნატიულად, 600 სე/კგ ერთჯერადი ყოველკვირეული დოზების კანქვეშ შეყვანა შესაძლებელია ოპერაციამდე 21-ე, 14-ე და 7-ე დღეს. მეოთხე დოზა უნდა შეიყვანოთ ოპერაციის დღეს.

ყველა პაციენტმა უნდა მიიღოს შესაბამისი რკინის დანამატი, რომელიც უნდა დაინიშნოს ჰემაქსით® მკურნალობის დაწყების შემდეგ არაუგვიანეს და გაგრძელდეს ეპოეტინით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

პედიატრიული ქირურგიული პაციენტების მკურნალობა აუტოლოგიური პრედონაციის პროგრამის ფარგლებში

ჰემაქსის® უსაფრთხოება და ეფექტურობა პედიატრიაში დადგენილი არ არის.

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

მიღების მეთოდი აუტოლოგიური სისხლის დონაციის პროგრამაში მონაწილე ზრდასრულ პაციენტებში: ჰემაქსი® უნდა შეიყვანოთ ინტრავენური გზით.

ე) მოზრდილი პაციენტების მკურნალობა, რომლებთაც უტარდებათ ფართო გეგმიური ორთოპედიული ქირურგია

ჰემაქსის® რეკომენდებული დოზაა 600 სე/კგ, რომელიც კანქვეშ შეჰყავთ კვირაში ერთხელ სამი კვირის განმავლობაში (-21, -14 და -7 დღეები) ოპერაციამდე და ოპერაციამდე იმავე დღეს. იმ შემთხვევებში, როდესაც სამედიცინო მიზეზების გამო ოპერაციამდე დარჩენილი დრო სამ კვირაზე ნაკლები უნდა იყოს, ჰემაქსი® 300 სე/კგ უნდა შეიყვანოთ კანქვეშ ყოველდღიურად ოპერაციამდე ზედიზედ ათი დღის განმავლობაში, ოპერაციის დღეს და ოპერაციის შემდეგ დაუყოვნებლივ ოთხი დღის განმავლობაში. თუ ჰემოგლობინის დონე ოპერაციამდე პერიოდში 15 გ/დლ-ს ან მეტს მიაღწევს, ჰემაქსის® მიღება უნდა შეწყდეს და შემდგომი დოზები აღარ უნდა დაინიშნოს.

პედიატრიული პაციენტების მკურნალობა, რომლებთაც უტარდებათ ფართო გეგმიური ორთოპედიული ოპერაცია

ჰემაქსის® უსაფრთხოება და ეფექტურობა პედიატრიულ პაციენტებში დადგენილი არ არის.

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

მიღების მეთოდი ზრდასრული პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ ფართო ორთოპედიული გეგმიური ოპერაცია: ჰემაქსი® უნდა შეიყვანოთ კანქვეშა ინექციის სახით.

ვ) დაბალი/საშუალო 1 რისკის კლასის მიელოდისპლაზიური სინდრომის (MDS) მქონე ზრდასრული პაციენტების მკურნალობა

ჰემაქსი® უნდა დაენიშნოს სიმპტომური ანემიის მქონე პაციენტებს (მაგ., ჰემოგლობინის კონცენტრაცია ≤10 გ/დლ (6.2 მმოლ/ლ)).

რეკომენდებული საწყისი დოზაა ჰემაქსი® 450 სე/კგ (მაქსიმალური საერთო დოზაა 40,000 სე), რომელიც შეჰყავთ კანქვეშ კვირაში ერთხელ, დოზებს შორის მინიმუმ 5 დღიანი ინტერვალით. დოზის კორექტირება უნდა მოხდეს ჰემოგლობინის კონცენტრაციის 10 გ/დლ-დან 12 გ/დლ-მდე (6.2-დან 7.5 მმოლ/ლ-მდე) სამიზნე დიაპაზონში შესანარჩუნებლად. რეკომენდებულია სისხლის წითელი უჯრედების საწყისი პასუხის შეფასება მკურნალობის დაწყებიდან 8-12 კვირის შემდეგ. დოზის გაზრდა და შემცირება უნდა მოხდეს თანდათანობით (იხილეთ დიაგრამა ქვემოთ). თავიდან უნდა იქნას აცილებული ჰემოგლობინის 12 გ/დლ-ზე (7.5 მმოლ/ლ) მეტი კონცენტრაცია.

დოზის გაზრდა: დოზა არ უნდა გაიზარდოს კვირაში მაქსიმალურ 1050 სე/კგ-ზე (საერთო დოზა 80,000 სე) მეტად. თუ დოზის შემცირების შემდეგ პაციენტი აღარ რეაგირებს მკურნალობაზე ან თუ ჰემოგლობინის კონცენტრაცია მცირდება ≥ 1 გ/დლ-ით, დოზა უნდა გაიზარდოს ერთი დოზით. დოზის გაზრდას შორის უნდა გავიდეს მინიმუმ 4 კვირა.

დოზის შეჩერება და შემცირება: ეპოეტინ ალფას მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ ჰემოგლობინის კონცენტრაცია აღემატება 12 გ/დლ-ს (7.5 მმოლ/ლ). როგორც კი ჰემოგლობინის დონე < 11 გ/დლ გახდება, ექიმის შეხედულებისამებრ, დოზის მიღება შეიძლება განახლდეს იმავე დოზით ან უფრო დაბალი დოზით. დოზის ერთი დოზით შემცირება უნდა განიხილებოდეს, თუ ჰემოგლობინის დონე სწრაფად იზრდება (> 2 გ/დლ 4 კვირის განმავლობაში).

ანემიის სიმპტომები და შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს ასაკის, სქესის და სხვა სამედიცინო მდგომარეობების მიხედვით. საჭიროა ინდივიდუალური პაციენტის კლინიკური მიმდინარეობისა და მდგომარეობის სამედიცინო შეფასება.

შეყვანის მეთოდი დაბალი/საშუალო რისკის 1 მიელოდისპლაზიური სინდრომის მქონე ზრდასრულ პაციენტებში: ჰემაქსი® უნდა შეიყვანოთ კანქვეშა ინექციის სახით.

ზ) დღენაკლულთა ანემია:

ჰემაქსის® გამოყენება დღენაკლულთა ანემიის დროს ამცირებს სისხლის გადასხმის საჭიროებას, რაც იზომება როგორც გადასხმული პაციენტების რაოდენობის, ასევე გადასხმული სისხლის მოცულობის მიხედვით.

რეკომენდებული დოზაა 250 სე/კგ, კანქვეშ შეჰყავთ კვირაში სამჯერ, სიცოცხლის მეორე კვირიდან დაწყებული და რვა კვირის განმავლობაში.

გამოყენების მეთოდი

უნდა დაიცვათ სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებამდე ან შეყვანამდე. გამოყენებამდე ჰემაქსის® შპრიცის შემცველობამ უნდა მიაღწიოს ოთახის ტემპერატურამდე. ამას, როგორც წესი, 15-დან 30 წუთამდე სჭირდება.

ინტრავენური შეყვანა

შეიყვანება სულ მცირე ერთიდან ხუთ წუთამდე, მთლიანი დოზის მიხედვით. ჰემოდიალიზის პაციენტებისთვის, ბოლუსური ინექციის გაკეთება შესაძლებელია დიალიზის სესიის დროს დიალიზის მილში შესაბამისი ვენური პორტის მეშვეობით. ალტერნატიულად, ინექციის გაკეთება შესაძლებელია დიალიზის სესიის ბოლოს ფისტულის კანულას მილის მეშვეობით, რასაც მოჰყვება 10 მლ იზოტონური ფიზიოლოგიური ხსნარი მილის გასარეცხად და პროდუქტის ადეკვატური სისხლის მიმოქცევაში შეყვანის უზრუნველსაყოფად.

უფრო ნელი შეყვანა სასურველია იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობაზე გრიპის მსგავსი სიმპტომებით რეაგირებენ.

ჰემაქსი® არ უნდა იქნას შეყვანილი ინტრავენურად ან სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ერთად.

კანქვეშა შეყვანა

ინექციის არცერთ ადგილას მაქსიმალური მოცულობა არასდროს არ უნდა აღემატებოდეს 2 მლ-ს. ინექციები უნდა გაკეთდეს კიდურებში ან მუცლის წინა კედელში.

იმ შემთხვევებში, როდესაც ექიმი დაადგენს, რომ პაციენტს ან მომვლელს შეუძლია უსაფრთხოდ და ეფექტურად შეიყვანოს ჰემაქსი® კანქვეშ, მან უნდა მისცეს ინსტრუქციები სათანადო დოზირებისა და მიღების შესახებ.

როგორც ნებისმიერი საინექციო პროდუქტის შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიექცეს იმის უზრუნველყოფას, რომ ხსნარი არ შეიცავდეს ნაწილაკებს და ადგილი არ ჰქონდეს ფერის ცვლილებას.

უკუჩვენებები

ჰემაქსი® უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშებათ:

არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია.

სისხლის წითელი უჯრედების აპლაზია ეპოეტინ ალფას მკურნალობის შემდეგ.

ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა ადამიანის ალბუმინის მიმართ.

ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა ძუძუმწოვრების უჯრედების პროდუქტების მიმართ.

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ინგრედიენტის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

აუტოლოგიური სისხლის დონაციის პროგრამებთან დაკავშირებული უკუჩვენებები.

ჰემაქსის® გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც დაგეგმილი აქვთ ფართო ორთოპედიული ოპერაცია და არ მონაწილეობენ აუტოლოგიური სისხლის დონაციის პროგრამაში, უკუნაჩვენებია პაციენტებში მძიმე კორონარული, პერიფერიული არტერიული, საძილე ან ცერებრალური სისხლძარღვთა დაავადებით, მათ შორის პაციენტებში, რომლებსაც ახლახან გადაიტანეს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ცერებრალური სისხლძარღვოვანი შემთხვევა.

პოსტოპერაციული პაციენტები, რომლებსაც რაიმე მიზეზით არ შეუძლიათ ადეკვატური ანტითრომბოზული პროფილაქტიკის მიღება.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

ეპოეტინ ალფათი მკურნალობის დროს ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქცია არის არტერიული წნევის დოზა დამოკიდებული მომატება ან არსებული ჰიპერტენზიის გამწვავება. უნდა ჩატარდეს არტერიული წნევის მონიტორინგი, განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში.

ეპოეტინ ალფათი ჩატარებული კლინიკური ცდებისას ყველაზე ხშირად გამოვლენილი წამლის უარყოფითი რეაქციებია დიარეა, გულისრევა, ღებინება, პირექსია და თავის ტკივილი. შეიძლება განვითარდეს გრიპისმაგვარი ავადობა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.

სასუნთქი გზების შეგუბება, განსაკუთრებით ზემო სასუნთქ გზებში, ცხვირში შეგუბება და ნაზოფარინგიტი, აღინიშნა დოზებს შორის გახანგრძლივებული ინტერვალებით ჩატარებული კვლევებისას თირკმლის უკმარისობის მქონე მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც ჯერ არ გადიოდნენ დიალიზს.

ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების ეპოეტინ ალფას სახით მიმღებ პაციენტებში აღინიშნა თრომბული ვასკულარული მოვლენების მომატებული შემთხვევები.

გვერდითი რეაქციების ტაბელარული ჩამონათვალი

სიხშირის შეფასება: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100-<1/10), არახშირი (>1/1,000 - <1/100), იშვიათი (>1/10,000 - <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობია სიხშირე (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).

MedDRA სისტემურ ორგანოთა კლასი

გვერდითი რეაქცია

სიხშირე

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

სუფთა წითელი უჯრედების აპლაზია, თრომბოციტოპენია

იშვიათი

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ჰიპერკალემია1

არახშირი

იმუნური სისტემის დარღვევები

ჰიპერმგრძნობელობა

არახშირი

ანაფილაქსური რეაქცია

იშვიათი

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი

ხშირი

კრუნჩხვა

არახშირი

ვასკულარული დარღვევები

ჰიპერტენზია, ვენური და არტერიული თრომბოზები2

ხშირი

ჰიპერტენზიული კრიზი

უცნობია

სუნთქვის, გულ-მკერდის ორგანოებისა და შუასაყარის დარღვევები

ხველა

ხშირი

სასუნთქი გზების შეგუბება

არახშირი

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

დიარეა, გულისრევა, ღებინება

ძალიან ხშირი

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები

გამონაყარი

ხშირი

ჭინჭრის ციება

არახშირი

ანგიონევროტული შეშუპება

უცნობია

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ართრალგია, ძვლების ტკივილი, მიალგია, კიდურების ტკივილი

ხშირი

თანდაყოლილი, ოჯახურ ანამნეზში არსებული და გენეტიკური დარღვევები

მწვავე პორფირია

იშვიათი

ზოგადი დარღვევები და გართულებები გამოყენების ადგილას

პირექსია

ძალიან ხშირი

შემცივნება, გრიპის მსგავსი დაავადება, ინექციის ადგილას რეაქცია, პერიფერიული შეშუპება

ხშირი

პრეპარატის არაეფექტიანობა

უცნობია

კვლევები

დადებითი ანტი-ერითროპოეტინის ანტისხეული

იშვიათი

  • ხშირია დიალიზის დროს
  • მოიცავს ლეტალურ და არალეტალურ არტერიულ და ვენურ მოვლენებს, როგორიცაა ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის ემბოლია, ბადურას თრომბოზი, არტერიული თრომბოზი (მიოკარდიუმის ინფარქტის ჩათვლით), ცერებროვასკულური შემთხვევები (მათ შორის ცერებრალური ინფარქტი და ცერებრალური სისხლდენა), გარდამავალი იშემიური შეტევები და შუნტის თრომბოზი (მათ შორის დიალიზის აპარატები), თრომბოზი არტერიოვენურ შუნტირებული ნაწილის ანევრიზმებში.

შერჩეული უარყოფითი რეაქციების აღწერა

აღინიშნება მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის გამონაყარი (ჭინჭრის ციების ჩათვლით), ანაფილაქსური რეაქციები და ანგიოშეშუპება.

ჰიპერტენზიული კრიზი ენცეფალოპათიით და შეტევებით, რაც საჭიროებს ექიმის მყისიერ ყურადღებას და ინტენსიურ სამედიცინო თერაპიას, ასევე აღინიშნა ეპოეტინ ალფათი მკურნალობის დროს პაციენტებში, რომლებსაც მანამდე ჰქონდათ ნორმალური ან დაბალი არტერიული წნევა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მიგრენის მსგავს უეცარ თავის ტკივილბს, როგორც შესაძლო გამაფრთხილებელ სიგნალს.

ეპოეტინთ მკურნალობასთან დაკავშირებით აღინიშნა კანის მძიმე არასასურველი რეაქციები (SCARs), მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), რომლებიც შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში ან ფატალური იყოს.

ანტისხეულით განპირობებული სუფთა წითელი უჯრედების აპლაზია ძალიან იშვიათად აღინიშნა <1/10,000 შემთხვევაში ყოველ პაციენტზე წელიწადში ეპოეტინ ალფათი მკურნალობიდან რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე პერიოდში.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტები:

ა) ჰიპერტენზია:

ჰემოდიალიზზმე მყოფი პაციენტების 80%-ზე მეტს აქვს არტერიული ჰიპერტენზიის ისტორია. ეპოეტინ ალფათი თერაპიის დაწყებისას პაციენტთა არტერიული წნევა ადეკვატურად უნდა გაკონტროლდეს და უნდა დაკორექტირდეს ანტიჰიპერტენზიული თერაპია და კვებითი შეზღუდვები. ეპოეტინ ალფას მიმღებ პაციენტთა დაახლოებით 25%-ში აღინიშნება არტერიული წნევის მომატება, რაც მოითხოვს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის კორექციას. არსებობს შესაძლო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჰემატოკრიტის მომატების სიჩქარესა და არტერიული წნევის გამწვავებას შორის, ამვარად, რეკომენდებულია, რომ ჰემაქსის® დოზა შემცირდეს, თუ ჰემატოკრიტი იზრდება 2 პუნქტზე მეტად 4-კვირიან პერიოდში.

ბ) სუფთა წითელი უჯრედების აპლაზია

რადგან ეპოეტინ ალფა წარმოადგენს ცილას, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ჰემაქსის® მიმართ ანტისხეულები. ერითროციტების აპლაზიის ზოგიერთი შემთხვევა დაკავშირებულია ეპოეტინ ალფას შემცველი პროდუქტების მიმართ ნეიტრალიზებადი ანტისხეულების არსებობასთან. ეს აღწერილია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებმაც პრეპარატი კანქვეშ მიიღეს. ამ პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ჰემაქსი® ან სხვა ეპოეტინის შემცველი პროდუქტები.

გ) თრომბული მოვლენები:

თრომბოზული მოვლენების ზრდა დაფიქსირდა დიალიზზე მყოფ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ აშკარა გულ-სისხლძარღვთა დაავადება და იღებდნენ ეპოეტინ ალფას. ეს მოვლენები მოიცავდა სისხლძარღვთა მიდგომის თრომბოზს, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტს და სხვა. თრომბოზული მოვლენები დაფიქსირდა პაციენტებში, რომელთა ჰემატოკრიტის სამიზნე მაჩვენებლები 40%-ზე მეტი იყო. გარდა ამისა, ამ ჯგუფს უფრო მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჰქონდა.

დიალიზის დროს, პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ ჰეპარინის დოზების გაზრდა ვენური მიდგომის თრომბოზის თავიდან ასაცილებლად.

12 გ/დლ-ზე მეტი ჰემოგლობინის დონე შეიძლება დაკავშირებული იყოს გულ-სისხლძარღვთა მოვლენების მაღალ რისკთან.

დ) კრუნჩხვები:

ეპოეტინ ალფას კლინიკურ კვლევებში, კრუნჩხვები, რომლებიც ზოგადად არტერიულ ჰიპერტენზიასთან ასოცირდება, დიალიზზე მყოფი ზრდასრული პაციენტების 2.5%-ში დაფიქსირდა. მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს არტერიული წნევა მჭიდროდ უნდა გაკონტროლდეს. სიფრთხილეა საჭირო ეპოეტინ ალფას დანიშვნისას იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ კრუნჩხვები.

ჰემოდიალიზზე მყოფი პედიატრიული პაციენტები თირკმლის ქრონიკული უკმარისობით

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე ჰემოდიალიზზე მყოფი პედიატრიული პაციენტების ექსპოზიცია კლინიკურ ცდებსა და პოსტ-მარკეტინგულ გამოცდილებაში შეზღუდულია. ამ პოპულაციაში არ გამოვლენილა ბავშვებისთვის სპეციფიკური უარყოფითი რეაქციები, გარდა იმ რეაქციებისა, რომლებიც ზემოთ ცხრილში არის მითითებული, ან რეაქციები, რომლებიც არ შეესაბამება ძირითად დაავადებას.

მოზრდილი პაციენტები დაბალი/საშუალო-1-რისკის მიელოდისპლასტიური სინდრომით

კლინიკური ცდებისას, პირებში (4.7%) აღინიშნა თრომბული ვასკულარული მოვლენები (უეცარი სიკვდილი, იშემიური ინსულტი, ემბოლიზმი და ფლებიტი). თრომბული ვასკულარული მოვლენები განვითარდა ეპოეტინ ალფას ჯგუფში და კვლევის პირველი 24 კვირის განმავლობაში. სამი იყო დადასტურებული თრომბული ვასკულარული მოვლენა და დანარჩენ შემთხვევაში (უეცარი სიკვდილი), თრომბოემბოლიური მოვლენა არ დადასტურდა. ორ პირს ჰქონდა მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორები (წინა გულის ფიბრილაცია, გულის უკმარისობა და თრომბოფლებიტი).

ზიდოვუდინით მკურნალობაზე მყოფი აივ-ინფიცირებული პაციენტები

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების საპირისპიროდ, ამ ჯგუფში არ აღინიშნა არტერიული ჰიპერტენზიის გამწვავება, შეტევები და თრომბული მოვლენები.

კიბოს მქონე პაციენტები ქიმიოთერაპიაზე:

თრომბული მოვლენების უფრო მაღალი შემთხვევები და სიკვდილიანობის ზრდა აღინიშნა ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში ქიმიოთერაპიაზე, რომლებსაც დაენიშნათ ეპოეტინ ალფათი მკურნალობა ჰემოგლობინის მაღალი დონების (12-14 გ/დლ) შესანარჩუნებლად.

ალბუმინი (ადამიანის)

ჰემაქსი® შეიცავს ალბუმინს, ადამიანის სისხლის წარმოებულს. ვირუსული დაავადებების გადაცემის რისკი ძალიან შორეულია ალბუმინის მიღებისა და პრეპარატის წარმოების პროცესის გათვალისწინებით. ასევე უკიდურესად შორეულად მიიჩნევა კრეიტცფელდ-იაკობის დააავდების გადაცემის თეორიული რისკი. დადგენილი არ არის ალბუმინისთვის ვირუსული დაავადებების გადაცემის შემთხვევები.

გაფრთხილებები:

ზოგადი

ეპოეტინ ალფას მიმღებ ყველა პაციენტში უნდა ჩატარდეს არტერიული წნევის მონიტორინგი და გაკონტროლდეს საჭიროების მიხედვით. ეპოეტინ ალფა სიფრთხილით გამოიყენება არანამკურნალები, არასათანადოდ ნამკურნალები ან ცუდად კონტროლირებადი ჰიპერტენზიის არსებობისას. შეიძლება საჭირო გახდეს ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის დამატება ან გაზრდა. თუ არტერიული წნეის კონტროლი ვერ ხერხდება, ეპოეტინ ალფათი მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ჰიპერტენზიული კრიზი ენცეფალოპათიით და შეტევებით, რაც საჭიროებს ექიმის მყისიერ ყურადღებას და ინტენსიურ სამედიცინო თერაპიას, განვითარდა ასევე ეპოეტინ ალფათი მკურნალობისას პაციენტებში მანამდე ნორმალური ან დაბალი არტერიული წნევით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მიგრენის მსგავს უეცარ თავის ტკივილებს, როგორც შესაძლო გამაფრთხილებელ სიგნალს.

ეპოეტინ ალფა სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ეპილეფსია, ანამნეზში შეტევები, ან სამედიცინო მდგომარეობები ასოცირებული შეტევების აქტივობის მიმართ წინასწარგანწყობასთან, როგორიცაა ცნს ინფექციები და ტვინის მეტასტაზები.

ეპოეტინ ალფა სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში. ეპოეტინ ალფას უსაფრთხოება ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში დადგენილი არ არის.

ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების მიმღებ პაციენტებში აღინიშნება თრომბული ვასკულარული მოვლენების მომატებული შემთხვევები, რომლებსაც მიეკუთვნება ვენური და არტერიული თრომბოზები და ემბოლიზმი (ზოგჯერ ფატალური გამოსავლით), როგორიცაა ღრმა ვენის თრომბოზი, ფილტვის ემბოლია, რეტინალური თრომბოზი და მიოკარდიუმის ინფარქტი. გარდა ამისა, აღინიშნება ცერებროვასკულარული შემთხვევები (მათ შორის ცერებრალური ინფარქტი, ცერებრალური ჰემორაგია და ტრანზიტორული იშემიური შეტევები).

აღნიშნული თრომბული ვასკულარული მოვლენების რისკი გულდასმით უნდა შეფასდეს ეპოეტინ ალფათი მკურნალობისგან მიღებული სარგებელის საპირისპიროდ, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც მანამდე ჰქონდათ თრომბული ვასკულარული მოვლენების, მათ შორის სიმსუქნის რისკ ფაქტორები და თრომბული ვასკულარული მოვლენები ანამნეზში (მაგ. ღრმა ვენური თრომბოზი, ფილტვის ემბოლიზმი და ცერებროვასკულარული შემთხვევა).

ყველა პაციენტში, ჰემოგლობინის დონეები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს თრომბოემბოლიური მოვლენების პოტენციური მომატებული რისკის და ფატალური გამოსავლების გამო, როდესაც პაციენტები მკურნალობენ ჰემოგლობინის დონეებით, რომლებიც აღემატება გამოყენების ჩვენებისთვის კონცენტრაციის ფარგლებს.

შეიძლება არსებობდეს თრომბოციტების რიცხვის საშუალო დოზა-დამოკიდებული მომატება ნორმის ფარგლებში ეპოეტინ ალფათი მკურნალობის დროს, რაც რეგრესირებს თერაპიის გაგრძელების ფონზე. გარდა ამისა, აღინიშნა თრომბოციტები ნორმის ფარგლებს ზემოთ. რეკომენდებულია თრომბოციტების რიცხვის რეგულარული მონიტორინგი თერაპიის პირველი 8 კვირის განმავლობაში.

ანემიის ყველა სხვა მიზეზი (რკინა, ფოლატი და B12 ვიტამინი, ალუმინით ინტოქსიკაცია, ინფექცია ან ანთება, სისხლის დაკარგვა, ჰემოლიზი და ძვლის ტვინის ფიბროზი ნებისმიერი წარმოშობის) უნდა შეფასდეს და ჩატარდეს მკურნალობა ეპოეტინ ალფათი თერაპიის დაწყებამდე, და დოზის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. შემთხვევათა უმრავლესობაში, ფერიტინის მნიშვნელობები შრატში ეცემა ჰემატოკრიტის ზრდასთან ერთად. ეპოეტინ ალფაზე ოპტიმალური პასუხის უზრუნველსაყოფად, გარანტირებული უნდა იყოს საკმარისი რკინის მარაკები და აუცილებლობისას მიღებული უნდა იყოს რკინის დამატება.

თირკმლის უკმარისობა

ორი კლინიკური ცდისას, პაციენტებში აღინიშნა სიკვდილიანობის და სერიოზული კარდიოვასკულარული მოვლენების განვითარების მომატებული რისკი, როდესაც მიიღებოდა ერითროპოეზის მასტიმულირებელი საშუალებები მაღალი ჰემოგლობინის მნიშვნელობების მისაღწევად დაბალი მნიშვნელობების საპირისპიროდ (13.5 vs 11.3 გ/დლ; 14 vs 10 გ/დლ). რეკომენდებულია დოზის ინდივიდუალურად განსაზღვრა 10-12 გ/დლ ფარგლებში ჰემოგლობინის დონის მისაღწევად და შესანარჩუნებლად.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია რკინის დამატება (ელემენური რკინა 200-300 მგ/დღეში პერორალურად მოზრდილებისთვის და 100-200 მგ/დღეში პერორალურად ბავშვებისთვის), თუ ფერიტინის დონეები 100 ნგ/მლ-ზე ნაკლებია.

სიმპტომური ანემიის მკურნალობა თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე მოზრდილ და პედიატრიულ პაციენტებში

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ეპოეტინ ალფათი მკურნალობისას ჰემოგლობის დონეები რეგულარულად უნდა გაიზომოს, ვიდრე არ მიიღწევა სტაბილური დონე, და შემდეგ პერიოდულად.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, ჰემოგლობინის მომატების სიჩქარე უნდა იყოს დაახლობით 1 გ/დლ (0.62 მმოლ/ლ) თვეში და არ უნდა აღემატებოდეს 2 გ/დლ-ს (1.25 მმოლ/ლ) თვეში, არტერიული წნევის მომატების რისკების შესამცირებლად.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, ჰემოგლობინის შენარჩუნების კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს ჰემოგლობინის კონცენტრაციის დიაპაზონის უსაფრთხოების ზედა ზღვარს, როგორც ეს რეკომენდებულია პუნქტში „თერაპიული გამოყენება და დოზირება“. კლინიკურ ცდებში, აღინიშნა სიკვდილის და სერიოზული კარდიოვასკულარული მოვლენების მომატებული რისკი, როდესაც ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებები მიიღებოდა 12 გ/დლ-ზე (7.5 მმოლ/ლ) ზემოთ ჰემოგლობინის კონცენტრაციის დონის მისაღწევად.

კონტროლირებული კლინიკური ცდებისას არ იქნა ნაჩვენები ეპოეტინების მიღებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სარგებლიანობა, როდესაც ჰემოგლობინის კონცენტრაცია იზრდებოდა ანემიის სიმპტომების საკონტროლოდ და სისხლის გადასხმის თავიდან ასაცილებლად საჭირო დონის მიღმა.

აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ჰემაქსის® დოზების გაზრდისას თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, ვინაიდან მაღალი კუმულაციური დოზები შეიძლება დაკავშირებული იყოს სიკვდილიანობის მომატებულ რისკთან, სერიოზულ კარდიოვასკულარულ და ცერებროვასკულარულ მოვლენებთან. ეპოეტინებზე ჰემოგლობინის სუსტი პასუხის მქონე პაციენტებში, განხილული უნდა იყოს სუსტი პასუხის ალტერნატიული განმარტებები.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ეპოეტინ ალფათი მკურნალობისას კანქვეშ შეყვანის გზით უნდა ჩატარდეს რეგულარული მონიტორინგი ეფექტიანობის დაკარგვაზე, რაც განისაზღვრება როგორც ეპოეტინ ალფათი მკურნალობაზე პასუხის არარსებობა ან შემცირება პაციენტებში, რომლებიც ადრე რეაგირებდნენ ამგვარ თერაპიაზე. ეს ხასიათდება ჰემოგლობინის მდგრადი შემცირებით ეპოეტინ ალფას დოზირების გაზრდის მიუხედავად.

ზოგიერთ პაციენტში უფრო ხანგრძლივი ინტერვალებით დოზებს შორის (უფრო მეტი, ვიდრე კვირაში ერთხელ), შეიძლება ვერ იქნას შენარჩუნებული ჰემოგლობინის ადეკვატური დონეები და შეიძლება საჭირო გახდეს ეპოეტინ ალფას დოზის მომატება. ჰემოგლობინის დონეები რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს.

შუნტირებული ნაწილის თრომბოზები განვითარდა ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპოტენზიის მიმართ მიდრეკილება ან რომლებშიც არტერიოვენური ფისტულა ავლენს გართულებებს (მაგ. სტენოზები, ანევრიზმები, სხვ.). ამ პაციენტებში რეკომენდებულია შუნტირებული ნაწილის ადრეული რევიზია და თრომბოზის პროფილაქტიკა, მაგალითად, აცეტილსალიცილმჟავას მიღებით.

ჰიპოკალემია აღინიშნა ცალკეულ შემთხვევებში, თუმცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში უნდა გაკონტროლდეს შრატში ელექტროლიტები. თუ დადგენილია შრატში კალიუმის დონის მომატება და მატება, ჰიპერკალემიის სათანადო მკურნალობაზე დამატებით განხილული უნდა იყოს ეპოეტინ ალფას მიღების შეწყვეტა, ვიდრე შრატში კალიუმის დონე არ დაკორექტირდება.

ჰემოდილიაზის დროს ჰეპარინის დოზის გაზრდა ხშირად საჭიროა ეპოეტინ ალფათი თერაპიის დროს მომატებული უჯრედების მოცულობის შედეგად. დიალიზის სისტემის ოკლუზია შესაძლებელია, თუ ჰეპარინიზაცია არ არის ოპტიმალური.

დღეისათვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ანემიის კორექცია ეპოეტინ ალფათი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც ჯერ გადიან დიალიზს, არ აჩქარებს თირკმლის უკმარისობის პროგრესირების სიჩქარეს.

კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტები

ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების (ESAs) გამოყენება ამოკლებდა საერთო გადარჩენას და/ან სიმსივნის პროგრესირების ან რეციდივის მომატებულ რისკს ზოგიერთ კლინიკურ ცდაში ძუძუს, თავისა და კისრის, ლიმფოიდური, (არაწვრილუჯრედოვანი) ფილტვის, და საშვილოსნოს კიბოების დროს.

კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებშიც ტრანსფერინის სატურაცია 20%-ზე ნაკლებია, მიღებული უნდა იყოს რკინის დანამატი (რკინა 200-300 მგ/დღეში პერორალურად).

ამ რისკების, აგრეთვე სერიოზული კარდიოვასკულარული მოვლენების რისკის შესამცირებლად, რეკომენდებულია უფრო დაბალი დოზის გამოყენება სისხლის გადასხმის თავიდან ასაცილებლად. ამ რისკების შესამცირებლად, ჰემოგლობინის დონე არ უნდა აღემატებოდეს 12 გ/დლ-ს.

გამოიყენება მხოლოდ ანემიის სამკურნალოდ, რაც გამოწვეულია იმავდროული მიელოსუპრესიული ქიმიოთერაპიით და გამოყენება უნდა შეწყდეს ქიმიოთერაპიის კურსის დასრულების შემდეგ.

ეპოეტინი ნაჩვენები არ არის პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია, როდესაც მოსალოდნელი გამოსავალი არის განკურნება.

ქიმიოთერაპიით გამოწვეული ანემიის მქონე პაციენტების მკურნალობა

კიბოს მქონე პაციენტების მკურნალობისას ეპოეტინ ალფათი, რეგულარულად უნდა გაიზომოს ჰემოგლობინის დონეები, ვიდრე არ მიიღწევა სტაბილური დონეები, და შემდეგ პერიოდულად.

ეპოეტინები არის ზრდის ფაქტორები, რომლებიც უპირატესად ასტიმულირებენ ერითროციტების წარმოებას. ერითროპოეტინის რეცეპტორები შეიძლება გამოსახული იყოს სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე. როგორც ყველა ზრდის ფაქტორის შემთხვევაში, არსებობს წუხილი, რომ ეპოეტინებმა შეიძლება მოახდინონ სიმსივნების ზრდის სტიმულირება.

ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების როლი სიმსივნის პროგრესირებაზე ან პროგრესირების გარეშე შემცირებულ გადარჩენაზე არ გამოირიცხება. კონტროლირებული კლინიკური კვლევებისას, ეპოეტინ ალფას და სხვა ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებები გამოყენება ასოცირებული იყო ლოკორეგიონული სიმსივნის კონტროლის შემცირებასთან ან შემცირებულ საერთო გადარჩენასთან:

შემცირებული ლოკორეგიონული კონტროლი პაციენტებში გავრცელებული თავის და კისრის კიბოთი, რომლებიც იღებენ რადიაციულ თერაპიას, როდესაც მიიღება ჰემოგლობინის კონცენტრაციის დონის მისაღწევად 14 გ/დლ-ზე მეტი (8.7 მმოლ/ლ).

შემოკლებული საერთო გადარჩენა და მომატებული სიკვდილის შემთხვევები მიკუთვნებული დაავადების პროგრესირებასთან მე-4 თვეს მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ქიმიოთერაპიაზე, როდესაც მიიღება ჰემოგლობინის კონცენტრაციის დონის მისაღწევად 12-14 გ/დლ (7.5 - 8.7 მმოლ/ლ).

სიკვდილის მომატებული რისკი, როდესაც მიიღება ჰემოგლობინის კონცენტრაციის დონის მისაღწევად 12 გ/დლ (7.5 მმოლ/ლ) პაციენტებში აქტიური ავთვისებიანი დაავადებით, რომლებსაც არ უტარდებათ არც ქიმიოთერაპია და არც რადიაციული თერაპია. ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებები არ არის ნაჩვენები პაციენტთა ამ პოპულაციაში გამოსაყენებლად.

დაავადების პროგრესირების ან სიკვდილის რისკის 9%-ით მომატება ეპოეტინ ალფა პლუს სტანდარტული მკურნალობის ჯგუფში პირველადი ანალიზიდან და 15%-ით მომატებული რისკი, რომელიც სტატისტიკურად არ შეიძლება გამოირიცხოს პაციენტებში ძუძუს მეტასტაზური კიბოთი ქიმიოთერაპიაზე, როდესაც მიიღებოდა 10-12 გ.დლ (6.2-7.5 მმოლ/ლ) ჰემოგლობინის კონცენტრაციის ფარგლების მისაღწევად.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ზოგიერთ კლინიკურ სიტუაციებში სისხლის გადასხმა უნდა იყოს უპირატესი მკურნალობა კიბოს მქონე პაციენტებში ანემიის სამართავად. რეკომბინანტული ერითროპოეტინის მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს სარგებლის-რისკის შეფასების საფუძველზე პაციენტის მონაწილეობით, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს სპეციფიკური კლინიკური კონტექსტი. აღნიშნული შეფასებისას განხილული ფაქტორები უნდა იყოს სიმსივნის სახეობა და მისი სტადია; ანემიის ხარისხი; სიცოცხლის ხანგრძლივობა; გარემო, რომელშიც ტარდება პაციენტის მკურნალობა; და პაციენტის არჩევანი.

კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია, გათვალისწინებული უნდა იყოს 2-3-კვირიანი დაყოვნება ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების მიღებასა და ერითროპოეტინ-ინდუცირებული წითელი უჯრედების გამოვლენას შორის, როდესაც ფასდება ეპოეტინ ალფათი თერაპიის შესაბამისობა (პაციენტი, რომელშიც არსებობს გადასხმის რისკი).

პაციენტები, რომლებიც იღებენ ერითროპოეზის მასტიმულირებელ საშუალებებს ოპერაციამდე ალოგენური ტრანსფუზიების რაოდენობის შესამცირებლად:

აღინიშნა ღრმა ვენის თრომბოზის მომატებული შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც არ იღებდნენ პროფილაქტიკურ ანტიკოაგულაციას. პროფილაქტიკური ანტიკოაგულაცია განხილული უნდა იყოს, როდესაც ერითროპოეზის მასტიმულირებელი საშუალება ნაჩვენებია ალოგენური ტრანსფუზიების რაოდენობის შესამცირებლად.

პაციენტები, რომლებიც ჩართული არიან აუტოლოგური სისხლის პრედონაციის პროგრამაში

აუტოლოგური სისხლის პრედონაციის პროგრამაში მონაწილე პაციენტებში, რკინის დამატება (ელემენტური რკინა 200 მგ/დღეში პერორალურად) მიღებული უნდა იყოს აუტოლოგური პრედეპოზიტის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რკინის მაღალი მარაგების მისაღწევად ეპოეტინ ალფათი თერაპიის დაწყებამდე და ეპოეტინ ალფათი თერაპიის მიმდინარეობის დროს.

უნდა შესრულდეს ყველა ის სპეციალური გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები, რომლებიც დაკავშირებულია აუტოლოგური პრედონაციის პროგრამებთან, განსაკუთრებით მოცულობის რუტინული ჩანაცვლება.

პაციენტები, რომლებშიც დაგეგმილია ფართო ორთოპედიული ოპერაცია

პაციენტებში, რომლებშიც დაგეგმილია ძირითადი ორთოპედიული ოპერაცია, რკინის დამატება (ელემენტური რკინა 200 მგ/დღეში პერორალურად) მიღებული უნდა იყოს ეპოეტინ ალფათი თერაპიის მიმდინარეობისას. თუ შესაძლებელია, რკინის დამატება უნდა დაიწყოს ეპოეტინ ალფათი თერაპიის დაწყებამდე რკინის საკმარისი მარაგების მისაღწევად.

პერიქირურგიულ სქემაში ყოველთვის გამოყენებული უნდა იყოს სისხლის კარგი მართვის პრაქტიკები.

პაციენტებში, რომლებშიც დაგეგმილია ძირითადი არჩევითი ორთოპედიული ოპერაცია, უნდა ჩატარდეს ადეკვატური ანტითრომბული პროფილაქტიკა, რადგან ქირურგიულ პაციენტებში, განსაკუთრებით ძირითადი კარდიოვასკულარული დაავადების მქონე პაციენტებში, შეიძლება განვითარდეს თრომბული და ვასკულარული მოვლენები. გარდა ამისა, განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო პაციენტებში, რომლებშიც არსებობს წინასწარგანწყობა ღრმა ვენის თრომბოზის განვითარების მიმართ. უფრო მეტიც, თუ ჰემოგლობინის საბაზისო მნიშვნელობა არის >13 გ/დლ, შესაძლებლობა, რომ ეპოეტინ ალფათი მკურნალობა შეიძლება დაკავშირებული იყოს პოსტოპერაციული თრომბული/ვასკულარული მოვლენების მომატებულ რისკთან, არ გამოირიცხება. ამიტომ, ეპოეტინ ალფა არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებშიც ჰემოგლობინის საბაზისო მაჩვენებელი არის >13 გ/დლ.

სიფრთხილის ზომები

იმუნოგენურობა

როგორც ნებისმიერი პარენტერალური გზით გამოსაყენებელი პრეპარატის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი სიფრთხილის ზომების მიღება, თუ განვითარდა ალერგიული რეაქციები ჰემაქსის® მიღების შემდეგ. კლინიკურ ცდებში, აღინიშნება მცირე და ტრანზიტორული ალერგიული რეაქციები.

ეპოეტინით მკურნალობასთან დაკავშირებით აღინიშნება კანის მძიმე უარყოფითი რეაქციები (SCARs), მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), რომლებიც შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში ან ფატალური იყოს. უფრო მძიმე შემთხვევები აღინიშნება ხანგრძლივმოქმედი ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების შემთხვევაში.

დანიშვნის დროს პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ნიშნებსა და სიმპტომებზე და კანის რეაქციებზე მკაცრად დაკვირვებაზე. თუ განვითარდა ამ რეაქციების აღმნიშვნელი ნიშნები და სიმპტომები, ჰემაქსი® დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას და განხილული უნდა იყოს ალტერნატიული მკურნალობა.

თუ პაციენტს განუვითარდა კანის მძიმე რეაქცია, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ჰემაქსის გამოყენების გამო, ჰემაქსით® მკურნალობა ამ პაციენტში არასოდეს უნდა განახლდეს.

ჰემატოლოგია:

პორფირიის გამწვავება დაფიქსირდა დიალიზზე მყოფ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ეპოეტინ ალფათი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენა იშვიათია, ის გასათვალისწინებელია პორფირიის ისტორიის მქონე პაციენტებში.

ერითროპოეზის მასტიმულირებელი საშუალებების (ESA) მიკვლევადობის გასაუმჯობესებლად, პაციენტის სამედიცინო ბარათში ნათლად უნდა იყოს ჩაწერილი (ან მითითებული).

პაციენტები ერთი ESA-დან მეორეზე უნდა გადავიდნენ მხოლოდ შესაბამისი მეთვალყურეობის ქვეშ.

სუფთა წითელი უჯრედების აპლაზია

ანტისხეულებით განპირობებული ერითროციტების აპლაზია (PRCA) აღწერილია ეპოეტინის კანქვეშა შეყვანიდან რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ, ძირითადად ქრონიკული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. შემთხვევები ასევე აღწერილია C ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ინტერფერონით და რიბავირინით, როდესაც ერთდროულად იყენებდნენ ერითროციტების ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს. ეპოეტინ ალფა არ არის დამტკიცებული C ჰეპატიტთან ასოცირებული ანემიის სამკურნალოდ.

იმ პაციენტებში, რომლებშიც ვითარდება ეფექტიანობის უეცარი ნაკლებობა, რაც განისაზღვრება ჰემოგლობინის შემცირებით (1-2 გ/დლ თვეში) ტრანსფუზიების მომატებული საჭიროებებით, უნდა შემოწმდეს რეტიკულოციტების რიცხვი და გამოკვლეული იყოს პასუხის არარსებობის ტიპური მიზეზები (მაგ. რკინის, ფოლატის ან B12 ვიტამინის დეფიციტი, ალუმინით ინტოქსიკაცია, ინფექცია ან ანთება, სისხლის დაკარგვა, ჰემოლიზი და ძვლის ტვინის ფიბროზი ნებისმიერი წარმოშობის).

ჰემოგლობინის პარადოქსალური შემცირება და მძიმე ანემიის განვითარება ასოცირებული რეტიკულოციტების დაბალ რიცხვთან საჭიროებს ეპოეტინ ალფათი მკურნალობის სასწრაფოდ შეწყვეტას და ანტი-ერითროპოეტინის ანტისხეულების ტესტირების ჩატარებას. PRCA-ს დიაგნოსტირებისთვის ასევე განხილული უნდა იყოს ძვლის ტვინის გამოკვლევა.

ჯვარედინი რეაქციის რისკის გამო, სხვა ESA თერაპია არ უნდა დაიწყოს.

პასუხის არარსებობა ან დაკარგვა:

შემანარჩუნებელი დოზების მიმღებ პაციენტებში, რომლებშიც ნაჩვენებია ეპოეტინ ალფაზე პასუხის დაკარგვა ან არარსებობა, უნდა გამოირიცხოს შემდეგი მიზეზები:

რკინის დეფიციტი

ინფექცია, ანთება ან ნეოპლაზია.

განავალში სისხლის ფარული დაკარგვა.

ძვლის ტვინის დისფუნქცია ძირითადი ჰემატოლოგიური დაავადებების გამო (თალასემია, მიელოდისპლასტიური დარღვევები, სხვ.)

ჰემოლიზი

ალუმინით ინტოქსიკაცია

B12 ვიტამინის ან ფოლიუმის მჟავას დეფიციტი

კისტოზური ფიბროზი

სუფთა წითელი უჯრედების აპლაზია

რკინის დამატება:

რკინაზე მოთხოვნა შეიძლება გაიზარდოს, თუ რკინის არსებული მარაგები გამოყენებული იყო ერითროპოეზისთვის და ზოგიერთ პაციენტში შეიძლება საჭირო გახდეს რკინის დამატება. ზოგიერთ პაციენტში, შეიძლება საკმარისი იყოს პერორალური რკინის დამატება და შეიძლება მოითხოვოს რკინის საქაროზას ვენაში შეყვანა.

წამლის ურთიერთქმედება:

ჰემაქსსა® და სხვა პრეპარატებს შორის ურთიერთქმედების მტკიცებულება არ არსებობს.

ერითროპოეზის დამთრგუნველმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ ეპოეტინ ალფას მიმართ რეაქცია.

რადგან ციკლოსპორინი უკავშირდება სისხლის წითელ უჯრედებს, არსებობს წამლისმიერი ურთიერთქმედების პოტენციალი. ეპოეტინ ალფას და ციკლოსპორინის ერთდროულად მიღებისას, უნდა მოხდეს სისხლში ციკლოსპორინის დონის მონიტორინგი და ციკლოსპორინის დოზის კორექტირება, თუ ჰემატოკრიტი იზრდება.

ეპოეტინ ალფასა და G-CSF-ს ან GM-CSF-ს შორის ურთიერთქმედების მტკიცებულება არ არსებობს ბიოფსიის ნიმუშებში სიმსივნეების ჰემატოლოგიურ დიფერენციაციასთან ან პროლიფერაციასთან დაკავშირებით.

მეტასტაზური სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე ზრდასრულ პაციენტებში, 40,000 სე/მლ ეპოეტინ ალფას კანქვეშა თანადანიშვნას 6 მგ/კგ ტრასტუზუმაბთან ერთად არ მოუხდენია გავლენა ტრასტუზუმაბის ფარმაკოკინეტიკაზე.

კანცეროგენეზი და მუტაგენეზი:

ჰემაქსის® კანცეროგენული პოტენციალი შესწავლილი არ არის. ეპოეტინ ალფა არ იწვევს ბაქტერიულ გენურ მუტაციებს ან ქრომოსომულ დარღვევებს ძუძუმწოვრების უჯრედებში.

ფერტილურობა, ორსულობა და ლაქტაცია

ფერტილურობა:

მდედრ ვირთაგვებში, რომლებიც მკურნალობდნენ 100-500 სე/კგ ეპოეტინ ალფას ინტრავენური დოზებით, აღინიშნა ნაყოფის დაკარგვის ოდნაც მომატებული ტენდენცია.

ორსულობა:

ორსულობის დროს ჰემაქსის® გამოყენების შესახებ ადეკვატური კვლევები არ არსებობს. ამიტომ, ეს პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი ამართლებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. ეპოეტინ ალფას გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულ ქირურგიულ პაციენტებში, რომლებიც მონაწილეობენ აუტოლოგიური სისხლის დონაციის პროგრამაში. ორსულ ვირთხებში დაფიქსირდა ნაყოფის დაკარგვის გაზრდილი რაოდენობა. 500 სე/კგ დოზით ნამკურნალებ კურდღლებში გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.

ლაქტაცია:

ადამიანის ერითროპოეტინი დედის რძის ნორმალური კომპონენტია, თუმცა მისი როლი ჯერ კიდევ ბოლომდე შესწავლილი არ არის. უცნობია, გამოიყოფა თუ არა ჰემაქსი® დედის რძეში. რადგან ეს ეხება ბევრ მედიკამენტს, მეძუძური ქალებისთვის ჰემაქსის® დანიშვნისას სიფრთხილეა საჭირო.

პედიატრიული გამოყენება:

მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილებზე, ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებსა და უფროსი ასაკის ბავშვებზე ჩატარებული მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ჰემაქსი® ეფექტური და უსაფრთხოა ანემიის პრევენციისა და მკურნალობისთვის, ამ პროდუქტის გრძელვადიანი უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

ლაბორატორიული მონიტორინგი:

მკურნალობის დაწყების შემდეგ, ჰემოგლობინი ან ჰემატოკრიტი უნდა განისაზღვროს კვირაში ორჯერ, სანამ არ მიიღწევა სასურველი დიაპაზონი (10-დან 12 გ/დლ-მდე ან 30-დან 36%-მდე). ამ დონის მიღწევის შემდეგ, სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად, ოთხი კვირის განმავლობაში უნდა ჩატარდეს ყოველკვირეული შემოწმება. შემდეგ ჰემოგლობინი უნდა გაკონტროლდეს რეგულარული ინტერვალებით. თრომბოციტების, ლეიკოციტების და ერითროციტების რაოდენობა, ასევე ჰემოგლობინის კონცენტრაცია, რეგულარულად უნდა განისაზღვროს (ყოველ ოთხ კვირაში ერთხელ). ჰემაქსით® ნამკურნალებ პაციენტებში დაფიქსირებულია თრომბოციტების რაოდენობის ზომიერი, კლინიკურად უმნიშვნელო მატება. ქრონიკული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს შარდოვანა, კრეატინინი, კალიუმი, ფოსფორი და შარდმჟავა, რადგან ამ პარამეტრების უმნიშვნელო მატება დაფიქსირდა როგორც დიალიზზე მყოფ, ასევე დიალიზამდე მყოფ პაციენტებში.

კვება:

ჰემატოკრიტის მატების ფონზე იზრდება პაციენტთა მადა. ამიტომ, ჰემაქსით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში იზრდება საკვების მიღება. ასეთ დროს სიფრთხილეა საჭირო კალიუმის დონესთან დაკავშირებით, რადგან ის შეიძლება გაიზარდოს საკვების დიდი რაოდენობით მიღების გამო.

დიალიზის მართვა:

ჰემაქსით® თერაპია იწვევს ჰემატოკრიტის მატებას და პლაზმის მოცულობის შემცირებას, რამაც შეიძლება შეამციროს დიალიზის ეფექტურობა. შარდოვანას, ფოსფორის, კალიუმის და კრეატინინის დონის მომატების თავიდან ასაცილებლად, უნდა მოხდეს დიალიზის რეჟიმის კორექტირება. ზოგიერთ შემთხვევაში, დიალიზის დროს შეიძლება საჭირო გახდეს ჰეპარინის დოზის გაზრდა ფისტულის ობსტრუქციის თავიდან ასაცილებლად.

ეფექტები ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე

კვლევები ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების შესახებ ჩატარებული არ არის.

ჭარბი დოზირება

ჰემაქსის® მაქსიმალური დოზა, რომლის მიღებაც შესაძლებელია ბოლუსის ან ინფუზიის სახით, ჯერ არ არის დადგენილი. მოზრდილებში კვირაში სამჯერ 1500 ერთ/კგ-მდე ან კვირაში 60,000 სე-მდე დოზები პირდაპირი ტოქსიკური ეფექტების გარეშე იქნა მიღებული. ჰემაქსით® თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს პოლიციტემია და პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ პოლიციტემიასთან დაკავშირებული სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, ძილიანობა, ტინიტუსი, თავბრუსხვევა და ა.შ. ამ შემთხვევაში, ჰემატოკრიტის შესამცირებლად რეკომენდებულია ფლებოტომია.

ჭარბი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს ან დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიურ ცენტრს.

შეფუთვის ფორმა:

ლიოფილიზებული საინექციო წამლის ფორმა

ჰემაქსი® 1000 სე/მლ, ჰემაქსი® 2000 სე/მლ, ჰემაქსი® 3000 სე/მლ, ჰემაქსი® 4000 სე/მლ, ჰემაქსი® 10000 სე/მლ, ჰემაქსი® 20000 სე/მლ, ჰემაქსი® 40000 სე/მლ.

შეფუთვის შემცველობა:

1, 3, 6, 10, 12, 24 და 25 ფლაკონი ლიოფილიზირებული ფხვნილით + 1, 3, 6, 10, 12, 24 და 25 ამპულა/წინასწარ შევსებული შპრიცი 1 მლ გამხსნელით ან 1, 3, 6, 10, 12, 24 და 25 ფლაკონი ლიოფილიზირებული ფხვნილით + 1, 3, 6, 10, 12, 24 და 25 ამპულა/წინასწარ შევსებული შპრიცი 1 მლ გამხსნელით + 2, 6, 12, 20, 24, 48 და 50 სტერილური ერთჯერადი ნემსი + 1, 3, 6, 10, 12, 24 და 25 იზოპროპილის სპირტის ხელსახოცები ან 1, 3, 6, 10, 12, 24 და 25 ფლაკონი ლიოფილიზირებული ფხვნილით + 3, 6, 10, 12, 24 და 25 ამპულა/წინასწარ შევსებული შპრიცი 1 მლ გამხსნელით + 2, 6, 12, 20, 24, 48 და 50 სტერილური ერთჯერადი ნემსი.

ჰემაქსი® 2000 სე/2მლ, ჰემაქსი® 3000 სე/2მლ, ჰემაქსი® 4000 სე/2მლ

შეფუთვის შემცველობა:

1, 3, 6, 10, 12, 24 და 25 ფლაკონი ლიოფილიზირებული ფხვნილით + 1, 3, 6, 10, 12, 24 და 25 ამპულა/წინასწარ შევსებული შპრიცი 2 მლ გამხსნელით ან 1, 3, 6, 10, 12, 24 და 25 ფლაკონი ლიოფილიზირებული ფხვნილით + 1, 3, 6, 10, 12, 24 და 25 ამპულა/წინასწარ შევსებული შპრიცი 2 მლ გამხსნელით + 2, 6, 12, 20, 24, 48 და 50 სტერილური ერთჯერადი ნემსი + 1, 3, 6, 10, 12, 24 და 25 იზოპროპილის სპირტის ხელსახოცები ან 1, 3, 6, 10, 12, 24 და 25 ფლაკონი ლიოფილიზირებული ფხვნილით + 3, 6, 10, 12, 24 და 25 ამპულა/წინასწარ შევსებული შპრიცი 2 მლ გამხსნელით + 2, 6, 12, 20, 24, 48 და 50 სტერილური ერთჯერადი ნემსი.

საინექციო ხსნარი

ჰემაქსი® 2000 სე/მლ, ჰემაქსი® 4000 სე/მლ

1, 5 და 10 ფლაკონის/წინასწარ შევსებული შპრიცის შეფუთვა, რომელიც შეიცავს 1 მლ საინექციო ხსნარს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის წესი

ლიოფილიზირებული საინექციო დოზირების ფორმა: შეინახეთ სუფთა, მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

საინექციო ხსნარი: შეინახეთ არაუმეტეს 2°C-დან 8°C ტემპერატურაზე.

დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისგან.

არ გაყინოთ.

მოამზადეთ სტერილური ინექციისთვის განკუთვნილი წყლით (USP).

მომზადებული ხსნარი გამოიყენეთ დაუყოვნებლივ.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: BIOSIDUS S.A.U.

კონსტიტუციის №4234, (1254) ბუენოს-აირესი, არგენტინა

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ავტორიზებული სამედიცინო პროდუქტი

სერტიფიკატის №38.777

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა