ჰემაქსი® ნაჩვენებია: თირკმლის ქრონიკულ უკმარისობასთან დაკავშირებული ანემიის მკურნალობა. ჰემაქსი ნაჩვენებია დიალიზზე მყოფ პაციენტებში, აგრეთვე იმ პაციენტებში, რომლებიც არ საჭიროებენ დიალიზს, წითელი უჯრედების დონის გასაძლიერებლად ან შესანარჩუნებლად (რაც დადასტურებულია ჰემატოკრიტის ან ჰემოგლობინის განსაზღვრით) და …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- epoetin alfa
- ფორმა და შეფუთვა
- 20.000 ს.ე./1მლ 1მლ ი.ვ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი მინის ფლაკონი №1 + 1მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) ამპულა №1
- მწარმოებელი
- Biosidus S.A., არგენტინა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიანემიური პრეპარტები, ანტიანემიური სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- B03XA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036099
- რეგისტრირებულია
- 5 აგვისტო 2022, მოქმედებს 5 აგვისტო 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Biosidus S.A. (არგენტინა)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ჰემაქსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ჰემაქსი® ნაჩვენებია:
თირკმლის ქრონიკულ უკმარისობასთან დაკავშირებული ანემიის მკურნალობა.
ჰემაქსი ნაჩვენებია დიალიზზე მყოფ პაციენტებში, აგრეთვე იმ პაციენტებში, რომლებიც არ საჭიროებენ დიალიზს, წითელი უჯრედების დონის გასაძლიერებლად ან შესანარჩუნებლად (რაც დადასტურებულია ჰემატოკრიტის ან ჰემოგლობინის განსაზღვრით) და ტრანსფუზიების საჭიროების შესამცირებლად. მიუხედავად ამისა, არადიალიზზე მყოფ პაციენტებში სიმპტომური ანემიით, ჰემაქსით თერაპიის განხილვისას ჰემოგლობინის დონე უნდა იყოს 10 გ/დლ-ზე ნაკლები.
ჰემაქსი არ გამოიყენება, როგორც გადაუდებელი გადასხმის შემცვლელი პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ მძიმე ანემიის მყისიერ კორექციას.
ზიდოვუდინით ინდუცირებული ანემიის მკურნალობა აივ-ინფიცირებულ პაციენტებში. ჰემაქსი® ნაჩვენებია აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ზიდოვუდინით თერაპიასთან ასოცირებული ანემიის სამკურნალოდ წითელი უჯრედების დონის გასაუმჯობესებლად ან შესანარჩუნებლად (რაც დადასტურებულია ჰემატოკრიტის ან ჰემოგლობინის განსაზღვრით) და ტრანსფუზიების საჭიროების შესამცირებლად. ნაჩვენები არ არის პაციენტთა ამ ჯგუფებში სხვა ფაქტორებით (როგორიცაა რკინის ან ფოლატის დეფიციტი, ჰემოლიზი ან კუჭ-ნაწლავური სისხლდენა) გამოწვეული ანემიის სამკურნალოდ.
ქიმიოთერაპიით ინდუცირებული ანემიის მკურნალობა კიბოს მქონე პაციენტებში./ანემიის მკურნალობა კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიას. ჰემაქსი ნაჩვენებია ქიმიოთერაპიით გამოწვეული სიმპტომური ანემიის სამკურნალოდ არამიელოიდური ავთვისებიანი მეტასტაზების მქონე პაციენტებში. ერითროპოეტინით მკურნალობამ აჩვენა სისხლის წითელი უჯრედების გადასხმის საჭიროების შემცირება იმავდროულად ქიმიოთერაპიაზე მყოფ პაციენტებში მინიმუმ 2-თვიანი პერიოდის განმავლობაში.
ჰემაქსი ნაჩვენები არ არის ქიმიოთერაპიის მიმღებ პაციენტებში, როდესაც მოსალოდნელი გამოსავალი არის განკურნება.
ჰემაქსი ნაჩვენებია სიმპტომური ანემიის (ჰემოგლობინის კონცენტრაცია <10გ/დლ) მქონე მოზრდილებში დაბალი ან საშუალო-1 რისკის მიელოდისპლასტიური სინდრომით და შრატში დაბალი ერითროპოეტინით (<200 მერთ/მლ).
ჰემაქსი ნაჩვენები არ არის სხვა ფაქტორებით (როგორიცაა რკინის ან ფოლატის დეფიციტი, ჰემოლიზი ან კუჭ-ნაწლავური სისხლდენა) გამოწვეული ანემიის სამკურნალოდ პაციენტთა ამ ჯგუფებში. ჰემაქსი ნაჩვენები არ არის ჰორმონული თერაპიის, ბიოლოგიური პროდუქტების ან რადიოთერაპიის მიმღებ პაციენტებში, იმავდროულად ძვლის ტვინის სუპრესიული ქიმიოთერაპიის გარეშე.
ალოგენური სისხლის გადასხმის შემცირება ანემიურ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ არჩევითი ძირითადი ორთოპედიული ქირურგია.
ჰემაქსი ნაჩვენებია ანემიის მქონე პაციენტებში (ჰემოგლობინი 10-<13გ/დლ), რომლებშიც მაღალია პერიოპერაციული სისხლის დაკარგვის რისკი არჩევითი ძირითადი ორთოპედიული, არაგულის, არავასკულარული ოპერაციის გამო ალოგენური სისხლის გადასხმის საჭიროების შესამცირებლად. ნაჩვენებია პაციენტებში, რომლებშიც მაღალია პერიოპერაციული გადასხმების საჭიროების რისკი სისხლის მნიშვნელოვანი მოსალოდნელი დაკარგვით.
ანემიის მკურნალობა დღენაკლულობისას
ჰემაქსი ნაჩვენებია ანემიის სამკურნალოდ დღენაკლულ ჩვილებში დაბადებისას სხეულის წონით 750-1,500 გ და 34 კვირამდე გესტაციურ ასაკზე.
კლინიკური ფარმაკოლოგია:
ა) მოქმედების მექანიზმი:
ერითროპოეტინი არის გლიკოპროტეინის ჰორმონი, ძირითადად წარმოებული თირკმელში ჰიპოქსიის პასუხად და არის ერითროციტის წარმოების ყველაზე მნიშვნელოვანი რეგულატორი. ერითროპოეტინი აინდუცირებს ერითროპოეზს ძვლის ტვინში ერითროიდული პროგენიტორების დაყოფისა და დიფერენცირების სტიმულირებით, იწვევს რა გლობულარულის მასის და შესაბამისად, ჰემატოკრიტის გაუმჯობესებას. ერითროპოეტინი ასევე ასტიმულირებს რეტიკულოციტების გამოყოფას ძვლის ტვინიდან სისხლის ნაკადში, სადაც ხდება მათი ერითროციტებად მომწიფება.
ენდოგენური ერითროპოეტინის ნორმალური კონცენტრაცია არის 10-30 მერთ/მლ და რეგულირდება ქსოვილების ოქსიგენაციის დონეებით. ამგვარი დონეების შემცირებისას, ერითროპოეტინის კონცენტრაცია იზრდება 100-ჯერ და 1000-ჯერ. ეს ასევე აღინიშნება ანემიის მქონე პაციენტებში.
ფარამკოდინამიკური ეფექტები
ჯანმრთელი მოხალისეები
ეპოეტინ ალფას ერთჯერადო დოზების (20,000-160,000 სე) შემდეგ დოზა-დამოკიდებული პასუხი აღინიშნა გამოკვლეული ფარმაკოდინამიკური მარკერებისთვის, რეტიკულოციტების, ერითროციტების და ჰემოგლობინის ჩათვლით. განსაზღვრული კონცენტრაცია-დროის პროფილი პიკით და საწყის მაჩვენებელზე დაბრუნება აღინიშნა ცვლილებებისთვის პროცენტულ რეტიკულოტებში. ნაკლებად განსაზღვრული პროფილი აღინიშნა ერითროციტებისა და ჰემოგლობინისთვის. ზოგადად, ყველა ფარმაკოდინამიკური მარკერი გაიზარდა დოზის ლინეარულად მაქსიმალური პასუხით დოზის უმაღლეს დონეებზე.
შემდგომი ფარმაკოდინამიკური კვლევებისას შესწავლილ იქნა 40,000 სე კვირაში ერთხელ 150სე/კგ-ს საპირისპიროდ კვირაში სამჯერ. დრო-კონცენტრაციის პროფილებში სხვაობების მიუხედავად, ფარმაკოდინამიკური პასუხი (განსაზღვრული რეტიკულოტების, ჰემოგლობინის და საერთო ერითროციტების პროცენტულობის ცვლილებებით) ერთიდაიგივე იყო ამ რეჟიმებს შორის. დამატებითი კვლევებისას შედარდა ეპოეტინ ალფას 40,000 სე კვირაში ერთხელ რეჟიმი 80,000-დან 120,000-მდე სე დოზებთან ორ კვირში ერთხელ კანქვეშ. მთლიანობაში, ჯანმრთელ პირებში ამ ფარმაკოდინამიკური კვლევების შედეგების საფუძველზე, კვირაში ერთხელ 40,000 სე რეჟიმი აღმოჩნდა უფრო ეფექტიანი ერითროციტების წარმოებისთვის, ვიდრე ორ კვირაში ერთხელ რეჟიმი, მიუხედავად იმისა, რომ კვირაში ერთხელ და ორ კვირაში ერთხელ რეჟიმებში რეტიკულოციტების წარმოება ერთნაირი იყო.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობა
ეპოეტინ ალფამ აჩვენა ერითროპოეზის სტიმულირება ანემიის მქონე პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, დიალიზის და პრე-დიალიზის პაციენტებში. ეპოეტინ ალფას მიმართ პასუხის პირველი მტკიცებულება არის რეტიკულოციტების რიცხვის მომატება 10 დღეში, რასაც მოსდევს ერითროციტების რიცხვის, ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის ზრდა, როგორც წესი, 2-6 კვირაში. ჰემოგლობინის პასუხი სხვადასხვაგვარია პაციენტებში და მასზე შეიძლება გავლენას ახდენდეს რკინის მარაგები და თანმხლები სამედიცინო პრობლემების არსებობა.
ქიმიოთერაპიით ინდუცირებული ანემია
ეპოეტინ ალფამ კვირაში სამჯერ ან კვირაში ერთხელ მიღებისას აჩვენა ჰემოგლობინის გაზრდა და გადასხმის საჭიროების შემცირება თერაპიის პირველი თვის შემდეგ ანემიურ კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქიმიოთერაპიას. კვლევაში, რომლის დროსაც შედარდა 150 სე/კგ, 3-ჯერ კვირაში და 40,000 სე, კვირაში ერთხელ დოზირების რეჟიმები ჯანმრთელ პირებში და ანემიურ კიბოს მქონე პირებში, პროცენტული რეტიკულოციტების, ჰემოგლობინის და საერთო ერითროციტების ცვლილებები ერთნაირი იყო დოზირების ორ რეჟიმს შორის როგორც ჯანმრთელ, ისე ანემიურ კიბოს მქონე პირებში. შესაბამისი ფარმაკოდინამიკური პარამეტრების მრუდქვეშ ფართობი იყო ერთნაირი 150 სე/კგ, 3-ჯერ კვირაში და 40,000 სე, ერთხელ კვირაში დოზირების რეჟიმებისას ჯანმრთელ პირებში და ანემიურ კიბოს მქონე პირებში.
მოზრდილი ქირურგიული პაციენტები აუტოლოგური პრედონაციის პროგრამაში
ეპოეტინ ალფამ აჩვენა ერითროციტების წარმოების სტიმულირება აუტოლოგური სისხლის კორექციის შესამცირებლად და ჰემოგლობინის შემცირების შესაზღუდად მოზრდილ პაციენტებში, რომლებშიც დაგეგმილია ძირითადი არჩევითი ქირურგია, რომლებშიც მოსალოდნელია სრული პერიოპერაციული სისხლის საჭიროების პრედეპონირება. უდიდესი ეფექტები ვლინდება დაბალი ჰემოგლობინის მქონე პაციენტებში (<13 გ/დლ).
მოზრდილი პაციენტების მკურნალობა, რომლებშიც დაგეგმილია ძირითადი არჩევითი ორთოპედიური ქირურგია
პაციენტებში, რომლებშიც დაგეგმილია ძირითადი არჩევითი ორთოპედიული ქირურგია და მკურნალობამდე ჰემოგლობინი არის >10 - <13 გ/დლ, ეპოეტინ ალფამ აჩვენა ალოგენური ტრანსფუზიების რისკის შემცირება და ერითროიდების აღდგენის დაჩქარება (მომატებული ჰემოგლობინის დონეები, ჰემატოკრიტების დონეები, და რეტიკულოციტების რიცხვი).
ბ) ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა
ეპოეტინ ალფა, ჰემაქსის აქტიური ინგრედიენტი, ნაჩვენებია პარენტერალური გზით (ქანქვეშ ან ვენაში) შესაყვანად. ყოველკვირეულად 600 სე/კგ-ს მრავალჯერადი დოზების კანქვეშ შეყვანის შემდეგ აკუმულაცია არ აღინიშნება.
კანქვეშ საინექციო ეპოეტინ ალფას აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 20%-ს ჯანმრთელ პირებში.
განაწილება
განაწილების საშუალო მოცულობა იყო 49.3 მლ/კგ ვენაში 50 და 100 სე/კგ დოზების ჯანმრთელ პირებში შეყვანის შემდეგ. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პირებში ეპოეტინ ალფას ვენაში შეყვანის შემდეგ განაწილების მოცულობა ერთჯერადი დოზის (12 სე/კგ) შემდეგ იყო 57-107 მლ/კგ-დან 42-46 მლ/კგ-მდე (48-192 სე/კგ), შესაბამისად. ამგვარად, განაწილების მოცულობა ოდნავ უფრო დიდია, ვიდრე პლაზმური სივრცე.
რეტიკულოციტების რიცხვის საწყისი ზრდა აღინიშნება 7-10 დღეში შეყვანის შემდეგ.
წითელი უჯრედების რიცხვი, ჰემატოკრიტის და ჰემოგლობინის დონეები მნიშვნელოვნად იზრდება ეპოეტინ ალფას მიღებიდან 2-6 კვირაში. პასუხის დიაპაზონი და ხარისხი დამოკიდებულია დოზაზე და რკინის მარაგების არსებობაზე.
მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 15 წუთში ერთჯერადი ინტრავენური დოზის შეყვანის შემდეგ და 5-24 საათი კანქვეშ შეყვანის შემდეგ ერთჯერადი დოზის სახით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, პიკური კონცენტრაციები შეიძლება დარჩეს 12-16 საათი და განსაზღვრებადი რაოდენობები შეიძლება არსებობდეს მინიმუმ 24 საათის განმავლობაში შეყვანის შემდეგ.
ელიმინაცია
ეპოეტინ ალფას ნახევარგამოყოფის პერიოდი ვენაში ან კანქვეშ შეყვანის შემდეგ არის 4-13 საათი. ნახევარგამოყოფის პერიოდი, როგორც წესი, უფრო ხანგრძლივია პირველი დოზების შეყვანის შემდეგ, ვიდრე მკურნალობის ორი ან მეტი კვირის შემდეგ. როგორც წესი, 24 საათის შემდეგ, ერითროპოეტინის პლაზმური დონეები უბრუნდება ბაზალურ დონეებს.
საშუალო აშკარა კლირენსი (Cl/F) 150 სე/კგ კვირაში სამჯერ და 40,000 სე კვირაში ერთხელ რეჟიმებისთვის ჯანმრთელ პირებში იყო 31.2 და 12.6 მლ/სთ/კგ, შესაბამისად. საშუალო აშკარა კლირენსი (Cl/F) 150 სე/კგ კვირაში სამჯერ და 40,000 სე კვირაში ერთხელ რეჟიმებისთვის ანემიურ კიბოს მქონე პირებში იყო 45.8 და 11.3 მლ/სთ/კგ, შესაბამისად. კიბოს მქონე ანემიური პირების უმრავლესობაში, რომლებიც იღებდნენ ციკლურ ქიმიოთერაპიას, აშკარა კლირენსი (Cl/F) უფრო დაბალი იყო კანქვეშ კვირაში ერთხელ 40,000 სე და კვირაში სამჯერ 150 სე/კგ დოზების შემდეგ, ჯანმრთელი პირების მნიშვნელობებთან შედარებით.
მოზრდილ ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებული კვლევებისას, ნახევარგამოყოფის პერიოდი ვენაში შეყვანის შემდეგ 20%-ით უფრო დაბალია, ვიდრე თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებული ცდის დრო, კანქვეშ შეყვანილი ჰემაქსის ნახევარგამოყფის პერიოდი იყო 20.8+6.3 საათი.
მკურნალობის შეწყვეტისას 2 კვირის შემდეგ შეიძლება დაიწყოს ჰემატოკრიტის შემცირება.
ჯანმრთელ პირებში, კვირაში 3-ჯერ 150 და 300 სე/კგ დოზების ვენაში შეყვანის შემდეგ აღინიშნა შრატში ეპოეტინ ალფას დოზა-პროპორციული მატება. 300-2,400 სე/კგ ეპოეტინ ალფას ერთჯერადი დოზების კანქვეშ შეყვანის შემდეგ აღინიშნა ლინეარული კავშირი საშუალო Cmax-სა და დოზას შორის, და საშუალო AUC-სა და დოზას შორის. ინვერსიული კავშირი აშკარა კლირენსსა და დოზას შორის აღინიშნა ჯანმრთელ პირებში.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური კორელაცია
ეპოეტინ ალფა ავლენს დოზა-დაკავშირებულ ზემოქმედებას ჰემატოლოგიურ პარამეტრებზე, რომელიც დამოკიდებული არ არის შეყვანის გზაზე.
პედიატრიული პოპულაცია
დაახლოებით 6.2-8.7 საათიანი ნახევარგამოყოფის პერიოდი აღინიშნა პედიატრიულ პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით ეპოეტინ ალფას მრავალჯერადი დოზების ვენაში შეყვანის შემდეგ. ეპოეტინ ალფას ფარმაკოკინეტიკური პროფილი ბავშვებსა და მოზარდებში ისეთივეა, როგორი მოზრდილებში.
ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ახალშობილებში შეზღუდულია.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, ვენაში შეყვანილი ეპოეტინ ალფას ნახევარგამოყოფის პერიოდი უმნიშვნელოდ ხანგრძლივდება, დაახლოებით 5 საათში, ჯანმრთელ პირებთან შედარებით.
თერაპიული გამოყენება და დოზირება:
ა) თირკმლის ქრონიკულ უკმარისობასთან ასოცირებული ანემიის მკურნალობა:
თირკმლის ქრონიკული უკმარისობა არის კლინიკური მდგომარეობა, როდესაც თირკმლის ფუნქციის დაქვეითება პროგრესირებადია და ჩვეულებრივ შეუქცევადი. ეპოეტინით თერაპიამ აჩვენა ერითროპოეზის სტიმულირება ანემიურ პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, დიალიზის და პრე-დიალიზის პაციენტების ჩათვლით. ერითროპოეზის სტიმულაციის პირველი მტკიცებულბა არის რეტიკულოციტების რიცხვის ზრდა მკურნალობის 8 დღის შემდეგ, რასაც მოსდევს ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის მომატება 2-6 კვირაში. ასეთი მატების ხარისხი და სიჩქარე დამოკიდებულია ეპოეტინ ალფას საწყის დოზაზე, საბაზისო ჰემატოკრიტზე და ჰემოგლობინის დონეებზე, რკინის მარაგების არსებობაზე და თანმხლები სამედიცინო პრობლემების არსებობაზე, რამაც შეიძლება შეაფერხოს მკურნალობაზე პასუხი (ინფექციური/ანთებითი ეპიზოდები, სხვ.).
ჰემაქსით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ანემიის სხვა მიზეზები (მაგ. ფოლიუმის მჟავას ან B12 ვიტამინის დეფიციტი, ალუმინით ინტოქსიკაცია, ინფექცია ან ანთება, სისხლის დაკარგვა, ჰემოლიზი და ძვლის ტვინის ფიბროზი ნებისმიერი წარმომავლობის) და უნდა დაკორექტირდეს თანმხლები ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაამწვავონ ანემია, განსაკუთრებით, რკინის დეფიციტი. ამიტომ, უნდა ჩატარდეს გამოკვლევები რკინის მეტაბოლიზმზე, მათ შორის სისხლში რკინის კონცენტრაციაზე, საერთო სატურაციაზე, ტრანსფერინის სატურაციის პროცენტულობაზე და შრატში ფერიტინზე. ტრანსფერინის სატურაცია უნდა იყოს მინიმუმ 20%, ხოლო ფერიტინი უნდა იყოს მინიმუმ 100 ნგ/მლ ჰემაქსით მკურნალობის დაწყებამდე. აუცილებელია რკინის დონეების მონიტორინგი და შენარჩუნება ადეკვატურ დონეებზე ეპოეტინთ მკურნალობის დროს.
აუცილებელია არტერიული წნევის ადეკვატური კონტროლი თერაპიის დაწყებამდე და ზედმიწევნით მონიტორინგი თერაპიის დროს.
რეკომენდებული სასურველი ჰემოგლობინის კონცენტრაციის ფარგლები არის 10 გ/დლ-12გ/დლ (6.2-7.5 მმოლ/ლ). ჰემაქსი შეყვანილი უნდა იყოს ჰემოგლობინის მოსამატებლად არა უმეტეს 12 გ/დლ-სა (7.5 მმლ/ლ). 2 გ/დლ-ზე მეტად (1.25 მმოლ/ლ) ჰემოგლობინის მატება ოთხ-კვირიან პერიოდში თავიდან უნდა იქნას აცილებული. თუ ეს მოხდა, საჭიროა დოზის სათანადო კორექცია.
პაციენტებს შორის ვარიაბელობის გამო, ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს ჰემოგლობინის მნიშვნელობები ჰემოგლობინის სასურველი კონცენტრაციის ფარგლებს ზემოთ და ქვემოთ. ჰემოგლობინის ვარიაბელობა უნდა მოხდეს დოზების მართვით, 10გ/დლ-დან (6.2 მმოლ/ლ) 12გ/დლ-მდე (7.5 მმოლ/ლ) ჰემოგლობინის კონცენტრაციის გათვალისწინებით.
თავიდან უნდა იქნას აცილებული 12 გ/დლ-ზე მეტი (7.5 მმოლ/ლ) ჰემოგლობინის დონე მუდმივად. თუ ჰემოგლობინი მატულობს 2გ/დლ-ზე მეტად (1.25 მმოლ/ლ) თვეში, ან თუ მყარი ჰმოგლობინი აღემატება 12 გ/დლ-ს (7.5 მმოლ/ლ), ჰამაქსის დოზა უნდა შემცირდეს 25%-ით. თუ ჰემოგლობინი აღემატება 13 გ/დლ-ს (8.1 მმოლ/ლ), თერაპია უნდა შეწყდეს, ვიდრე ის არ შემცირდება 12 გ/დლ-ზე ქვემოთ (7.5 მმოლ/ლ) და შემდეგ უნდა განახლდეს ჰემაქსით თერაპია წინა დოზაზე 25%-ით დაბალი დოზით.
აუცილებელია პაციენტების მონიტორინგი, რათა გარანტირებული იყოს, რომ გამოიყენება ჰემაქსის ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა ანემიის და ანემიის სიმპტომების ადეკვატური კონტროლის უზრუნველსაყოფად, ჰემოგლობინის კონცენტრაციის შენარჩუნებით 12 გ/დლ (7.5 მმოლ/ლ)-ზე ან ქვემოთ.
ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების მიმართ ჰემოგლობინის სუსტი პასუხის მქონე პაციენტებში განხილული უნდა იყოს სუსტი პასუხის ალტერნატიული განმარტებები.
ჰემაქსით მკურნალობა იყოფა ორ ეტაპად: კორექციის და შენარჩუნების ფაზა.
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები
ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, სადაც უკვე არსებობს ინტრავენური შეყვანის მოწყობილობა, სასურველია ვენაში შეყვანა.
კორექციის ფაზა
რეკომენდებული საწყისი დოზა მოზრდილ ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში არის 50 სე/კგ ვენაში ან 40 სე/კგ/დოზა კანქვეშ, კვირაში 3-ჯერ. მკურნალობის ოთხი კვირის შემდეგ დოზა უნდა დაკორექტირდეს ჰემოგლობინის დონის მატების მიხედვით:
ა) თუ მატება არის 1 გ/დლ ან ზემოთ: შენარჩუნდეს იგივე დოზა.
ბ) თუ მატება არის 1გ/დლ ან ქვემოთ: დოზა იზრდება 25 სე/კგ ნაწილებით (კვირაში 3-ჯერ), ვიდრე არ მიიღწევა ჰემოგლობინის სასურველი კონცენტრაცია 10 გ/დლ-12 გ/დლ (6.2-7.5 მმოლ/ლ). რეკომენდებული საერთო ყოველკვირეული დოზა არის 75 სე/კგ და 300 სე/კგ.
პაციენტებში ყველაზე დაბალი საწყისი ჰემოგლობინით (<6გ/დლ ან <3.75 მმოლ/ლ) შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი შემანარჩუნებელი დოზები, ვიდრე პაციენტებში, რომლებშიც საწყისი ანემია ნაკლებად მძიმეა (>8გ/დლ ან >5მმოლ/ლ).
შენარჩუნების დოზა
მიზნის მიღწევისას დოზა შეიძლება შემცირდეს 30%-ით და შეყვანა მოხდეს კანქვეშ, თუ პაციენტს დაწყებული აქვს ინტრავენური მკურნალობა. შემანარჩუნებელი დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის. დიალიზზე მყოფი პაციენტების ათ პროცენტში საჭიროა 25 სე/კგ/დოზა კვირაში 3-ჯერ და სხვა 10%-ში საჭიროა 200 სე/კგ/დოზა კვირაში სამჯერ; საშუალო შემანარჩუნებელი დოზა არის 75 სე/კგ/დოზა კვირაში 3-ჯერ. დოზის კორექცია უნდა მოხდეს არანაკლებ 4-კვირის ინტერვალებით, რადგან დოზის ცვლილებაზე პასუხი აღინიშნება 2-6 კვირის შემდეგ.
ჰემოდიალიზზე მყოფი პედიატრიული პაციენტები
ანემიის სიმპტომები და შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს ასაკის, სქესის და სხვა სამედიცინო მდგომარეოებების მიხედვით; აუცილებელია ექიმის მიერ ინდივიდუალური პაციენტის კლინიკური მიმდინარეობის და მდგომარეობის შეფასება. პედიატრიულ პაციენტებში, ჰემოგლობინის რეკომენდებული კონცენტრაციის დიაპაზონია 9.5 გ/დლ - 11 გ/დლ (5.9-6.8 მმოლ/ლ). ჰემაქსი გამოიყენება ჰემოგლობინის მოსამატებლად არაუმეტეს 11 გ.დლ-სა (6.8 მმოლ/ლ). 2 გ/დლ-ზე ზემოთ (1.25 მმოლ/ლ) ჰემოგლობინის მომატება ოთხ-კვირიან პერიოდში თავიდან უნდა იქნას აცილებული. თუ ეს ასე მოხდა, აუცილებელია დოზის კორექცია. აუცილებელია პაციენტების მონიტორინგი, რათა გარანტირებული იყოს, რომ გამოიყენება ჰემაქსის ყველაზე დაბალი დამტიცებული დოზა ანემიის და ანემიის სიმპტომების ადეკვატური კონტროლის უზრუნველსაყოფად,

ჰემოდიალიზზე მყოფ პედიატრიულ პაციენტებში, სადაც უკვე არსებობს ინტრავენური შეყვანის მოწყობილობა, სასურველია ვენაში შეყვანა.
კორექციის ფაზა
საწყისი დოზა არის 50 სე/კგ ვენაში, კვირაში 3-ჯერ.
აუცილებლობისას დოზა იზრდება ან მცირდება 25 სე/კგ-ით (კვირაში სამჯერ), ვიდრე არ მიიღწევა ჰემოგლობინის სასურველი კონცენტრაცია 9.5 გ/დლ-11 გ/დლ (5.9-6.8 მმოლ/ლ) (ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად, მინიმუმ ოთხი კვირა).
შენარჩუნების დოზა
დოზის შესაბამისი კორექცია აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ჰემოგლობინის დონეები ნარჩუნდება სასურველი კონცენტრაციის ფარგლებში 9.5 გ/დლ-11 გ/დლ (5.9-6.8 მმოლ/ლ).
ზოგადად, 30 კგ-მდე წონის ბავშვებში საჭიროა უფრო მაღალი შემანარჩუნებელი დოზები, ვიდრე 30 კგ-ზე ზემოთ წონის ბავშვებსა და მოზრდილებში.
პედიატრიულ პაციენტებში ძალიან დაბალი საწყისი ჰემოგლობინთ (<6.8 გ/დლ ან <4.25 მმოლ/ლ) შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი შემანრჩუნებელი დოზები, ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებშიც საწყისი ჰემოგლობინი უფრო მაღალია (>6.8 გ/დლ ან >4.25 მმოლ/ლ).
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე მოზრდილი პაციენტები არადიალიზზე
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ საჭიროებენ დიალიზს, აღინიშნება პასუხი თერაპიაზე ისევე, როგორც დიალიზზე მყოფ პაციენტებში. რეკომენდებული დოზებია 75-100 სე/კგ/კვირაში; კანქვეშა გზა რეკომენდებული არ არის.
კორექციის ფაზა
საწყისი დოზა 50 სე/კგ, კვირაში 3-ჯერ, რასაც, აუცილებლობისას, მოყვება დოზის მატება 25 სე/კგ ნაწილებით (კვირაში 3-ჯერ), ვიდრე არ მიიღწევა სასურველი მიზანი (ეს უნდა მოხდეს მინიმუმ 4-კვირიანი ეტაპებით).
შენარჩუნების ფაზა
შენარჩუნების ფაზის დროს ჰემაქსის შეყვანა შეიძლება 3-ჯერ კვირაში, ხოლო კანქვეშ შეყვანისას, კვირაში ერთხელ ან ერთხელ ყოველ 2 კვირაში.
აუცილებელია დოზის და დოზის ინტერვალების სათანადო კორექცია ჰემოგლობინის მნიშვნელობების სასურველ დონეზე შენარჩუნების მიზნით: ჰემოგლობინი 10 გ/დლ-სა და 12 გ/დლ-ს შორის (6.2-7.5 მმოლ/ლ). დოზის ინტერვალების გახანგრძლივებისას შეიძლება საჭირო გახდეს დოზის გაზრდა. მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 150 სე/კგ-ს კვირაში 3-ჯერ, 240 სე/კგ-ს (მაქსიმუმ 20,000 სე) კვირაში ერთხელ ან 480 სე/კგ-ს (მაქსიმუმ 40,000 სე) ყოველ 2 კვირაში ერთხელ.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე ანემიური პედიატრიული პაციენტები დიალიზის ან პერიტონული დიალიზის დაწყებამდე
ჰემაქსის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ანემიით დიალიზის ან პერიტონული დიალიზის დაწყებამდე. დოზების შესახებ რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია.
შეყვანის წესი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე მოზრდილ პაციენტებში სიმპტომური ანემიით.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, როდესაც ინტრავენური მოწყობილობა რუტინულად არის ხელმისაწვდომი (ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები), ჰემაქსის შეყვანა უმჯობესია ვენაში. სადაც ინტრავენური მოწყობილობა მზად ხელმისაწვდომი არ არის (პაციენტებში, რომლებსაც არ უტარდებათ დიალიზი და პერიტონული დიალიზი), მისი შეყვანა შეიძლება კანქვეშ ინექციით.
შეყვანის წესი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პედიატრიულ პაციენტებში ჰემოდიალიზზე სიმპტომური ანემიით.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის პედიატრიულ პაციენტებში, სადაც ინტრავენური მოწყობილობა რუტინულად ხელმისაწვდომია (ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები), ჰემაქსის შეყვანა უმჯობესია ვენაში.
ბ) მოზრდილი პაციენტები პერიტონულ დიალიზზე
სადაც ვასკულარული მოწყობილობა მზად ხელმისაწვდომი არ არის, ჰემაქსის შეყვანა შეიძლება კანქვეშ.
კორექციის ფაზა
საწყისი დოზა არის 50 სე/კგ, კვირაში ორჯერ.
შენარჩუნების ფაზა
რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა არის 25 სე/კგ და 50 სე/კგ, კვირაში ორჯერ, 2 თანაბარ ინექციად.
დოზის სათანადო კორექცია არის აუცილებელი ჰემოგლობინის მნიშვნელობების სასურველ დონეზე შესანარჩუნებლად 10გ/დლ-12გ/დლ-ს შორის (6.2-7.5 მმოლ/ლ).
გ) აინვ-ინფიცირებული პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ზიდოვუდინით:
ჰემაქსი ამცირებს გადასხმაზე მოთხოვნას და ზრდის …
უკუჩვენებები
ჰემაქსი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ:
- არაკონტროლირებული ჰიპერტენზია.
- სუფთა წითელი უჯრედების აპლაზია ეპოეტინ ალფათი მკურნალობის შემდეგ.
- დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობა ადამიანის ალბუმინზე.
- დადასტურებული მომატებული მგრძნობელობა ძუძუმწოვართა უჯრედებიდან წარმოებულ პრეპარატებზე.
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ინგრედიენტის ან ნებისმიერი სხვა დამხმარე საშუალების მიმართ.
- უკუჩვენებები დაკავშირებული აუტოლოგური სისხლის პრედონაციის პროგრამებთან.
- ჰემაქსის გამოყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც დაგეგმილია ძირითადი არჩევითი ორთოპედიული ოპერაცია და არ არის აუტოლოგური სისხლის პრედონაციის პროგრამაში, უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მძიმე კორონარული, პერიფერიული არტერიული, კაროტიდული ან ცერებროვასკულარული დაავადება, მათ შორის პაციენტებში, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გადაიტანეს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ცერებრალური ვასკულარული შემთხვევა.
- ქირურგიული პაციენტები, რომლებსაც ნებისმიერი მიზეზით არ შეუძლიათ ადეკვატური ანტითრომბული პროფილაქტიკური საშუალებების მიღება.
უარყოფითი რეაქციები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
ეპოეტინ ალფათი მკურნალობის დროს ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქცია არის არტერიული წნევის დოზა დამოკიდებული მომატება ან არსებული ჰიპერტენზიის გამწვავება. უნდა ჩატარდეს არტერიული წნევის მონიტორინგი, განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში.
ეპოეტინ ალფათი ჩატარებული კლინიკური ცდებისას ყველაზე ხშირად გამოვლენილი წამლის უარყოფითი რეაქციებია დიარეა, გულისრევა, ღებინება, პირექსია და თავის ტკივილი. შეიძლება განვითარდეს გრიპისმაგვარი ავადობა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.
სასუნთქი გზების შეგუბება, განსაკუთრებით ზემო სასუნთქ გზებში, ცხვირში შეგუბება და ნაზოფარინგიტი, აღინიშნა დოზებს შორის გახანგრძლივებული ინტერვალებით ჩატარებული კვლევებისას თირკმლის უკმარისობის მქონე მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც ჯერ არ გადიოდნენ დიალიზს.
ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების ეპოეტინ ალფას სახით მიმღებ პაციენტებში აღინიშნა თრომბული ვასკულარული მოვლენების მომატებული შემთხვევები.
უარყოფითი რეაქციების ცხრილური ჩამონათვალი
სიხშირის შეფასება: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100-<1/10), არახშირი (>1/1,000 - <1/100), იშვიათი (>1/10,000 - <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), ცნობილი არ არის (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით).
MedDRA სისტემურ ორგანოთა კლასი
უარყოფითი რეაქცია
სიხშირე
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები
სუფთა წითელი უჯრედების აპლაზია, თრომბოციტოპენია
იშვიათი
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
ჰიპერკალემია1
არახშირი
იმუნური სისტემის დარღვევები
ჰიპერმგრძნობელობა
არახშირი
ანაფილაქსური რეაქცია
იშვიათი
ნერვული სისტემის დარღვევები
თავის ტკივილი
ხშირი
კრუნჩხვა
არახშირი
ვასკულარული დარღვევები
ჰიპერტენზია, ვენური და არტერიული თრომბოზები2
ხშირი
ჰიპერტენზიული კრიზი
ცნობილი არ არის
სუნთქვის, გულ-მკერდის ორგანოებისა და შუასაყარის დარღვევები
ხველა
ხშირი
სასუნთქი გზების შეგუბება
არახშირი
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
დიარეა, გულისრევა, ღებინება
ძალიან ხშირი
კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები
გამონაყარი
ხშირი
ჭინჭრის ციება
არახშირი
ანგიონევროტული შეშუპება
ცნობილი არ არის
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
ართრალგია, ძვლების ტკივილი, მიალგია, კიდურების ტკივილი
ხშირი
თანდაყოლილი, საოჯახო და გენეტიკური დარღვევები
მწვავე პორფირია
იშვიათი
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილზე
პირექსი
ძალიან ხშირი
გაციება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, რეაქცია ინექციის ადგილზე, პერიფერიული შეშუპება
ხშირი
პრეპარატის არაეფექტიანობა
ცნობილი არ არის
კვლევები
დადებითი ანტი-ერითროპოეტინის ანტისხეული
იშვიათი
- ხშირია დიალიზის დრო
- მოიცავს არტერიულ და ვენურ, ფატალურ და არაფატალურ მოვლენებს, როგორიცაა ღრმა ვენის თრომბოზი, ფილტვის ემბოლია, რეტინალური თრომბოზი, არტერიული თრომბოზი (მიოკარდიუმის ინფარქტის ჩათვლით), ცერებროვასკულარული შემთხვევები (მათ შორის ცერებრალური ინფარქტი და ცერებრალური ჰემორაგია) ტრანზიტორული იშემიური შემთხვევები და შუნტირებული ნაწილის თრომბოზი (დიალიზის დანადგარის ჩათვლით) და თრომბოზი არტერიოვენურ შუნტირებული ნაწილის ანევრიზმებში.
შერჩეული უარყოფითი რეაქციების აღწერა
აღინიშნება მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის გამონაყარი (ჭინჭრის ციების ჩათვლით), ანაფილაქსური რეაქციები და ანგიოშეშუპება.
ჰიპერტენზიული კრიზი ენცეფალოპათიით და შეტევებით, რაც საჭიროებს ექიმის მყისიერ ყურადღებას და ინტენსიურ სამედიცინო თერაპიას, ასევე აღინიშნა ეპოეტინ ალფათი მკურნალობის დროს პაციენტებში, რომლებსაც მანამდე ჰქონდათ ნორმალური ან დაბალი არტერიული წნევა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მიგრენის მსგავს უეცარ თავის ტკივილბს, როგორც შესაძლო გამაფრთხილებელ სიგნალს.
ეპოეტინთ მკურნალობასთან დაკავშირებით აღინიშნა კანის მძიმე უარყოფითი რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, რომლებიც შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში ან ფატალური იყოს.
ანტისხეულით განპირობებული სუფთა წითელი უჯრედების აპლაზია ძალიან იშვიათად აღინიშნა <1/10,000 შემთხვევაში ყოველ პაციენტზე წელიწადში ეპოეტინ ალფათი მკურნალობიდან რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე პერიოდში.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტები:
ა) ჰიპერტენზია:
ჰემოდიალიზზმე მყოფი პაციენტების 80%-ზე მეტს აქვს არტერიული ჰიპერტენზიის ისტორია. ეპოეტინ ალფათი თერაპიის დაწყებისას პაციენტთა არტერიული წნევა ადეკვატურად უნდა გაკონტროლდეს და უნდა დაკორექტირდეს ანტიჰიპერტენზიული თერაპია და კვებითი შეზღუდვები. ეპოეტინ ალფას მიმღებ პაციენტთა დაახლოებით 25%-ში აღინიშნება არტერიული წნევის მომატება, რაც მოითხოვს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის კორექციას. არსებობს შესაძლო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჰემატოკრიტის მომატების სიჩქარესა და არტერიული წნევის გამწვავებას შორის, ამვარად, რეკომენდებულია, რომ ჰემაქსის დოზა შემცირდეს, თუ ჰემატოკრიტი იზრდება 2 პუნქტზე მეტად 4-კვირიან პერიოდში.
ბ) სუფთა წითელი უჯრედების აპლაზია
ვინაიდან ეპოეტინ ალფა არის ცილა, ზოგიერთ პაციენტში შეიძლება განვითარდეს ანტისხეულები ჰემაქსზე. სუფთა წითელი უჯრედების აპლაზიის ზოგიერთი შემთხვევა დაკავშირებულია ეპოეტინ ალფას შემცველ პროდუქტებთან ანტისხეულების ნეიტრალიზებასთან.
გ) თრომბული მოვლენები:
დიალიზზე მყოფ პაციენტებში აღინიშნა თრომბული მოვლენების მომატება დიალიზზე მყოფ პაციენტებში აშკარა კარდიოვასკულარული დაავადებით ეპოეტინ ალფას მიღებისას. მათ შორის იყო ვასკულარული თრომბოზი, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი და სხვა. თრომბული მოვლენები აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებშიც დაგეგმილი იყო სამიზნე ჰემატოკრიტების მნიშვნელობები 40%-ზე ზემოთ. გარდა ამისა, ამ ჯგუფში აღინიშნა უფრო მაღალი სიკვდილიანობა.
დიალიზის დროს პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს ჰეპარინის დოზების გაზრდა ვენური თრომბოზის თავიდან ასაცილებლად.
ჰემოგლობინის დონეები 12 გ/დლ-ზე ზემოთ შეიძლება დაკავშირებული იყოს კარდიოვასკულარული მოვლენების უფრო მაღალ რისკთან.
დ) შეტევები:
ეპოეტინ ალფათი კლინიკური ცდებისას, დიალიზზე მყოფი ნამკურნალები მოზრდილი პაციენტების 2.5%-ში აღინიშნა შეტევები, ზოგადად დაკავშირებული არტერიული ჰიპერტენზიის რისკთან. არტერიული წნევა მკაცრად უნდა გაკონტროლდეს მკურნალობის დაწყების წინ და დროს. აუცილებელია სიფრთხილე ეპოეტინ ალფას გამოყენებისას ანამნეზში შეტევების მქონე პაციენტებში.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პედიატრიული პაციენტები ჰემოდიალიზზე
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე ჰემოდიალიზზე მყოფი პედიატრიული პაციენტების ექსპოზიცია კლინიკურ ცდებსა და პოსტ-მარკეტინგულ გამოცდილებაში შეზღუდულია. ამ პოპულაციაში არ გამოვლენილა ბავშვებისთვის სპეციფიკური უარყოფითი რეაქციები, გარდა იმ რეაქციებისა, რომლებიც ზემოთ ცხრილში არის მითითებული, ან რეაქციები, რომლებიც არ შეესაბამება ძირითად დაავადებას.
მოზრდილი პაციენტები დაბალი/საშუალო-1-რისკის მიელოდისპლასტიური სინდრომით
კლინიკური ცდებისას, პირებში (4.7%) აღინიშნა თრომბული ვასკულარული მოვლენები (უეცარი სიკვდილი, იშემიური ინსულტი, ემბოლიზმი და ფლებიტი). თრომბული ვასკულარული მოვლენები განვითარდა ეპოეტინ ალფას ჯგუფში და კვლევის პირველი 24 კვირის განმავლობაში. სამი იყო დადასტურებული თრომბული ვასკულარული მოვლენა და დანარჩენ შემთხვევაში (უეცარი სიკვდილი), თრომბოემბოლიური მოვლენა არ დადასტურდა. ორ პირს ჰქონდა მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორები (წინა გულის ფიბრილაცია, გულის უკმარისობა და თრომბოფლებიტი).
ზიდოვუდინით მკურნალობაზე მყოფი აივ-ინფიცირებული პაციენტები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების საპირისპიროდ, ამ ჯგუფში არ აღინიშნა არტერიული ჰიპერტენზიის გამწვავება, შეტევები და თრომბული მოვლენები.
კიბოს მქონე პაციენტები ქიმიოთერაპიაზე:
თრომბული მოვლენების უფრო მაღალი შემთხვევები და სიკვდილიანობის ზრდა აღინიშნა ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში ქიმიოთერაპიაზე, რომლებსაც დაენიშნათ ეპოეტინ ალფათი მკურნალობა ჰემოგლობინის მაღალი დონების (12-14 გ/დლ) შესანარჩუნებლად.
ალბუმინი (ადამიანის)
ჰემაქსი შეიცავს ალბუმინს, ადამიანის სისხლის წარმოებულს. ვირუსული დაავადებების გადაცემის რისკი ძალიან შორეულია ალბუმინის მიღებისა და პრეპარატის წარმოების პროცესის გათვალისწინებით. ასევე უკიდურესად შორეულად მიიჩნევა კრეიტცფელდ-იაკობის დააავდების გადაცემის თეორიული რისკი. დადგენილი არ არის ალბუმინისთვის ვირუსული დაავადებების გადაცემის შემთხვევები.
სიფრთხილის ზომები
ზოგადი
ეპოეტინ ალფას მიმღებ ყველა პაციენტში უნდა ჩატარდეს არტერიული წნევის მონიტორინგი და გაკონტროლდეს საჭიროების მიხედვით. ეპოეტინ ალფა სიფრთხილით გამოიყენება არანამკურნალები, არასათანადოდ ნამკურნალები ან ცუდად კონტროლირებადი ჰიპერტენზიის არსებობისას. შეიძლება საჭირო გახდეს ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის დამატება ან გაზრდა. თუ არტერიული წნეის კონტროლი ვერ ხერხდება, ეპოეტინ ალფათი მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ჰიპერტენზიული კრიზი ენცეფალოპათიით და შეტევებით, რაც საჭიროებს ექიმის მყისიერ ყურადღებას და ინტენსიურ სამედიცინო თერაპიას, განვითარდა ასევე ეპოეტინ ალფათი მკურნალობისას პაციენტებში მანამდე ნორმალური ან დაბალი არტერიული წნევით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მიგრენის მსგავს უეცარ თავის ტკივილებს, როგორც შესაძლო გამაფრთხილებელ სიგნალს.
ეპოეტინ ალფა სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ეპილეფსია, ანამნეზში შეტევები, ან სამედიცინო მდგომარეობები ასოცირებული შეტევების აქტივობის მიმართ წინასწარგანწყობასთან, როგორიცაა ცნს ინფექციები და ტვინის მეტასტაზები.
ეპოეტინ ალფა სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში. ეპოეტინ ალფას უსაფრთხოება ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში დადგენილი არ არის.
ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების მიმღებ პაციენტებში აღინიშნება თრომბული ვასკულარული მოვლენების მომატებული შემთხვევები, რომლებსაც მიეკუთვნება ვენური და არტერიული თრომბოზები და ემბოლიზმი (ზოგჯერ ფატალური გამოსავლით), როგორიცაა ღრმა ვენის თრომბოზი, ფილტვის ემბოლია, რეტინალური თრომბოზი და მიოკარდიუმის ინფარქტი. გარდა ამისა, აღინიშნება ცერებროვასკულარული შემთხვევები (მათ შორის ცერებრალური ინფარქტი, ცერებრალური ჰემორაგია და ტრანზიტორული იშემიური შეტევები).
აღნიშნული თრომბული ვასკულარული მოვლენების რისკი გულდასმით უნდა შეფასდეს ეპოეტინ ალფათი მკურნალობისგან მიღებული სარგებელის საპირისპიროდ, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც მანამდე ჰქონდათ თრომბული ვასკულარული მოვლენების, მათ შორის სიმსუქნის რისკ ფაქტორები და თრომბული ვასკულარული მოვლენები ანამნეზში (მაგ. ღრმა ვენური თრომბოზი, ფილტვის ემბოლიზმი და ცერებროვასკულარული შემთხვევა).
ყველა პაციენტში, ჰემოგლობინის დონეები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს თრომბოემბოლიური მოვლენების პოტენციური მომატებული რისკის და ფატალური გამოსავლების გამო, როდესაც პაციენტები მკურნალობენ ჰემოგლობინის დონეებით, რომლებიც აღემატება გამოყენების ჩვენებისთვის კონცენტრაციის ფარგლებს.
შეიძლება არსებობდეს თრომბოციტების რიცხვის საშუალო დოზა-დამოკიდებული მომატება ნორმის ფარგლებში ეპოეტინ ალფათი მკურნალობის დროს, რაც რეგრესირებს თერაპიის გაგრძელების ფონზე. გარდა ამისა, აღინიშნა თრომბოციტები ნორმის ფარგლებს ზემოთ. რეკომენდებულია თრომბოციტების რიცხვის რეგულარული მონიტორინგი თერაპიის პირველი 8 კვირის განმავლობაში.
ანემიის ყველა სხვა მიზეზი (რკინა, ფოლატი და B12 ვიტამინი, ალუმინით ინტოქსიკაცია, ინფექცია ან ანთება, სისხლის დაკარგვა, ჰემოლიზი და ძვლის ტვინის ფიბროზი ნებისმიერი წარმოშობის) უნდა შეფასდეს და ჩატარდეს მკურნალობა ეპოეტინ ალფათი თერაპიის დაწყებამდე, და დოზის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. შემთხვევათა უმრავლესობაში, ფერიტინის მნიშვნელობები შრატში ეცემა ჰემატოკრიტის ზრდასთან ერთად. ეპოეტინ ალფაზე ოპტიმალური პასუხის უზრუნველსაყოფად, გარანტირებული უნდა იყოს საკმარისი რკინის მარაკები და აუცილებლობისას მიღებული უნდა იყოს რკინის დამატება.
თირკმლის უკმარისობა
ორი კლინიკური ცდისას, პაციენტებში აღინიშნა სიკვდილიანობის და სერიოზული კარდიოვასკულარული მოვლენების განვითარების მომატებული რისკი, როდესაც მიიღებოდა ერითროპოეზის მასტიმულირებელი საშუალებები მაღალი ჰემოგლობინის მნიშვნელობების მისაღწევად დაბალი მნიშვნელობების საპირისპიროდ (13.5 vs 11.3 გ/დლ; 14 vs 10 გ/დლ). რეკომენდებულია დოზის ინდივიდუალურად განსაზღვრა 10-12 გ/დლ ფარგლებში ჰემოგლობინის დონის მისაღწევად და შესანარჩუნებლად.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია რკინის დამატება (ელემენური რკინა 200-300 მგ/დღეში პერორალურად მოზრდილებისთვის და 100-200 მგ/დღეში პერორალურად ბავშვებისთვის), თუ ფერიტინის დონეები 100 ნგ/მლ-ზე ნაკლებია.
სიმპტომური ანემიის მკურნალობა თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე მოზრდილ და პედიატრიულ პაციენტებში
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ეპოეტინ ალფათი მკურნალობისას ჰემოგლობის დონეები რეგულარულად უნდა გაიზომოს, ვიდრე არ მიიღწევა სტაბილური დონე, და შემდეგ პერიოდულად.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, ჰემოგლობინის მომატების სიჩქარე უნდა იყოს დაახლობით 1 გ/დლ (0.62 მმოლ/ლ) თვეში და არ უნდა აღემატებოდეს 2 გ/დლ-ს (1.25 მმოლ/ლ) თვეში, არტერიული წნევის მომატების რისკების შესამცირებლად.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, ჰემოგლობინის შენარჩუნების კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს ჰემოგლობინის კონცენტრაციის დიაპაზონის უსაფრთხოების ზედა ზღვარს, როგორც ეს რეკომენდებულია პუნქტში „თერაპიული გამოყენება და დოზირება“. კლინიკურ ცდებში, აღინიშნა სიკვდილის და სერიოზული კარდიოვასკულარული მოვლენების მომატებული რისკი, როდესაც ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებები მიიღებოდა 12 გ/დლ-ზე (7.5 მმოლ/ლ) ზემოთ ჰემოგლობინის კონცენტრაციის დონის მისაღწევად.
კონტროლირებული კლინიკური ცდებისას არ იქნა ნაჩვენები ეპოეტინების მიღებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სარგებლიანობა, როდესაც ჰემოგლობინის კონცენტრაცია იზრდებოდა ანემიის სიმპტომების საკონტროლოდ და სისხლის გადასხმის თავიდან ასაცილებლად საჭირო დონის მიღმა.
აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ჰემაქსის დოზების გაზრდისას თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, ვინაიდან მაღალი კუმულაციური დოზები შეიძლება დაკავშირებული იყოს სიკვდილიანობის მომატებულ რისკთან, სერიოზულ კარდიოვასკულარულ და ცერებროვასკულარულ მოვლენებთან. ეპოეტინებზე ჰემოგლობინის სუსტი პასუხის მქონე პაციენტებში, განხილული უნდა იყოს სუსტი პასუხის ალტერნატიული განმარტებები.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ეპოეტინ ალფათი მკურნალობისას კანქვეშ შეყვანის გზით უნდა ჩატარდეს რეგულარული მონიტორინგი ეფექტიანობის დაკარგვაზე, რაც განისაზღვრება როგორც ეპოეტინ ალფათი მკურნალობაზე პასუხის არარსებობა ან შემცირება პაციენტებში, რომლებიც ადრე რეაგირებდნენ ამგვარ თერაპიაზე. ეს ხასიათდება ჰემოგლობინის მდგრადი შემცირებით ეპოეტინ ალფას დოზირების გაზრდის მიუხედავად.
ზოგიერთ პაციენტში უფრო ხანგრძლივი ინტერვალებით დოზებს შორის (უფრო მეტი, ვიდრე კვირაში ერთხელ), შეიძლება ვერ იქნას შენარჩუნებული ჰემოგლობინის ადეკვატური დონეები და შეიძლება საჭირო გახდეს ეპოეტინ ალფას დოზის მომატება. ჰემოგლობინის დონეები რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს.
შუნტირებული ნაწილის თრომბოზები განვითარდა ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპოტენზიის მიმართ მიდრეკილება ან რომლებშიც არტერიოვენური ფისტულა ავლენს გართულებებს (მაგ. სტენოზები, ანევრიზმები, სხვ.). ამ პაციენტებში რეკომენდებულია შუნტირებული ნაწილის ადრეული რევიზია და თრომბოზის პროფილაქტიკა, მაგალითად, აცეტილსალიცილმჟავას მიღებით.
ჰიპოკალემია აღინიშნა ცალკეულ შემთხვევებში, თუმცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში უნდა გაკონტროლდეს შრატში ელექტროლიტები. თუ დადგენილია შრატში კალიუმის დონის მომატება და მატება, ჰიპერკალემიის სათანადო მკურნალობაზე დამატებით განხილული უნდა იყოს ეპოეტინ ალფას მიღების შეწყვეტა, ვიდრე შრატში კალიუმის დონე არ დაკორექტირდება.
ჰემოდილიაზის დროს ჰეპარინის დოზის გაზრდა ხშირად საჭიროა ეპოეტინ ალფათი თერაპიის დროს მომატებული უჯრედების მოცულობის შედეგად. დიალიზის სისტემის ოკლუზია შესაძლებელია, თუ ჰეპარინიზაცია არ არის ოპტიმალური.
დღეისათვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ანემიის კორექცია ეპოეტინ ალფათი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც ჯერ გადიან დიალიზს, არ აჩქარებს თირკმლის უკმარისობის პროგრესირების სიჩქარეს.
კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტები
ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების გამოყენება ამოკლებდა საერთო გადარჩენას და/ან სიმსივნის პროგრესირების ან რეციდივის მომატებულ რისკს ზოგიერთ კლინიკურ ცდაში ძუძუს, თავისა და კისრის, ლიმფოიდური, (არაწვრილუჯრედოვანი) ფილტვის, და საშვილოსნოს კიბოების დროს.
კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებშიც ტრანსფერინის სატურაცია 20%-ზე ნაკლებია, მიღებული უნდა იყოს რკინის დანამატი (რკინა 200-300 მგ/დღეში პერორალურად).
ამ რისკების, აგრეთვე სერიოზული კარდიოვასკულარული მოვლენების რისკის შესამცირებლად, რეკომენდებულია უფრო დაბალი დოზის გამოყენება სისხლის გადასხმის თავიდან ასაცილებლად. ამ რისკების შესამცირებლად, ჰემოგლობინის დონე არ უნდა აღემატებოდეს 12 გ/დლ-ს.
გამოიყენება მხოლოდ ანემიის სამკურნალოდ, რაც გამოწვეულია იმავდროული მიელოსუპრესიული ქიმიოთერაპიით და გამოყენება უნდა შეწყდეს ქიმიოთერაპიის კურსის დასრულების შემდეგ.
ეპოეტინი ნაჩვენები არ არის პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია, როდესაც მოსალოდნელი გამოსავალი არის განკურნება.
ქიმიოთერაპიით გამოწვეული ანემიის მქონე პაციენტების მკურნალობა
კიბოს მქონე პაციენტების მკურნალობისას ეპოეტინ ალფათი, რეგულარულად უნდა გაიზომოს ჰემოგლობინის დონეები, ვიდრე არ მიიღწევა სტაბილური დონეები, და შემდეგ პერიოდულად.
ეპოეტინები არის ზრდის ფაქტორები, რომლებიც უპირატესად ასტიმულირებენ ერითროციტების წარმოებას. ერითროპოეტინის რეცეპტორები შეიძლება გამოსახული იყოს სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე. როგორც ყველა ზრდის ფაქტორის შემთხვევაში, არსებობს წუხილი, რომ ეპოეტინებმა შეიძლება მოახდინონ სიმსივნების ზრდის სტიმულირება.
ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების როლი სიმსივნის პროგრესირებაზე ან პროგრესირების გარეშე შემცირებულ გადარჩენაზე არ გამოირიცხება. კონტროლირებული კლინიკური კვლევებისას, ეპოეტინ ალფას და სხვა ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებები გამოყენება ასოცირებული იყო ლოკორეგიონული სიმსივნის კონტროლის შემცირებასთან ან შემცირებულ საერთო გადარჩენასთან:
შემცირებული ლოკორეგიონული კონტროლი პაციენტებში გავრცელებული თავის და კისრის კიბოთი, რომლებიც იღებენ რადიაციულ თერაპიას, როდესაც მიიღება ჰემოგლობინის კონცენტრაციის დონის მისაღწევად 14 გ/დლ-ზე მეტი (8.7 მმოლ/ლ).
შემოკლებული საერთო გადარჩენა და მომატებული სიკვდილის შემთხვევები მიკუთვნებული დაავადების პროგრესირებასთან მე-4 თვეს მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ქიმიოთერაპიაზე, როდესაც მიიღება ჰემოგლობინის კონცენტრაციის დონის მისაღწევად 12-14 გ/დლ (7.5 - 8.7 მმოლ/ლ).
სიკვდილის მომატებული რისკი, როდესაც მიიღება ჰემოგლობინის კონცენტრაციის დონის მისაღწევად 12 გ/დლ (7.5 მმოლ/ლ) პაციენტებში აქტიური ავთვისებიანი დაავადებით, რომლებსაც არ უტარდებათ არც ქიმიოთერაპია და არც რადიაციული თერაპია. ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებები არ არის ნაჩვენები პაციენტთა ამ პოპულაციაში გამოსაყენებლად.
დაავადების პროგრესირების ან სიკვდილის რისკის 9%-ით მომატება ეპოეტინ ალფა პლუს სტანდარტული მკურნალობის ჯგუფში პირველადი ანალიზიდან და 15%-ით მომატებული რისკი, რომელიც სტატისტიკურად არ შეიძლება გამოირიცხოს პაციენტებში ძუძუს მეტასტაზური კიბოთი ქიმიოთერაპიაზე, როდესაც მიიღებოდა 10-12 გ.დლ (6.2-7.5 მმოლ/ლ) ჰემოგლობინის კონცენტრაციის ფარგლების მისაღწევად.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ზოგიერთ კლინიკურ სიტუაციებში სისხლის გადასხმა უნდა იყოს უპირატესი მკურნალობა კიბოს მქონე პაციენტებში ანემიის სამართავად. რეკომბინანტული ერითროპოეტინის მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს სარგებლის-რისკის შეფასების საფუძველზე პაციენტის მონაწილეობით, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს სპეციფიკური კლინიკური კონტექსტი. აღნიშნული შეფასებისას განხილული ფაქტორები უნდა იყოს სიმსივნის სახეობა და მისი სტადია; ანემიის ხარისხი; სიცოცხლის ხანგრძლივობა; გარემო, რომელშიც ტარდება პაციენტის მკურნალობა; და პაციენტის არჩევანი.
კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია, გათვალისწინებული უნდა იყოს 2-3-კვირიანი დაყოვნება ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების მიღებასა და ერითროპოეტინ-ინდუცირებული წითელი უჯრედების გამოვლენას შორის, როდესაც ფასდება ეპოეტინ ალფათი თერაპიის შესაბამისობა (პაციენტი, რომელშიც არსებობს გადასხმის რისკი).
პაციენტები, რომლებიც იღებენ ერითროპოეზის მასტიმულირებელ საშუალებებს ოპერაციამდე ალოგენური ტრანსფუზიების რაოდენობის შესამცირებლად:
აღინიშნა ღრმა ვენის თრომბოზის მომატებული შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც არ იღებდნენ პროფილაქტიკურ ანტიკოაგულაციას. პროფილაქტიკური ანტიკოაგულაცია განხილული უნდა იყოს, როდესაც ერითროპოეზის მასტიმულირებელი საშუალება ნაჩვენებია ალოგენური ტრანსფუზიების რაოდენობის შესამცირებლად.
პაციენტები, რომლებიც ჩართული არიან აუტოლოგური სისხლის პრედონაციის პროგრამაში
აუტოლოგური სისხლის პრედონაციის პროგრამაში მონაწილე პაციენტებში, რკინის დამატება (ელემენტური რკინა 200 მგ/დღეში პერორალურად) მიღებული უნდა იყოს აუტოლოგური პრედეპოზიტის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რკინის მაღალი მარაგების მისაღწევად ეპოეტინ ალფათი თერაპიის დაწყებამდე და ეპოეტინ ალფათი თერაპიის მიმდინარეობის დროს.
უნდა შესრულდეს ყველა ის სპეციალური გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები, რომლებიც დაკავშირებულია აუტოლოგური პრედონაციის პროგრამებთან, განსაკუთრებით მოცულობის რუტინული ჩანაცვლება.
პაციენტები, რომლებშიც დაგეგმილია ძირითადი ორთოპედიული ოპერაცია
პაციენტებში, რომლებშიც დაგეგმილია ძირითადი ორთოპედიული ოპერაცია, რკინის დამატება (ელემენტური რკინა 200 მგ/დღეში პერორალურად) მიღებული უნდა იყოს ეპოეტინ ალფათი თერაპიის მიმდინარეობისას. თუ შესაძლებელია, რკინის დამატება უნდა დაიწყოს ეპოეტინ ალფათი თერაპიის დაწყებამდე რკინის საკმარისი მარაგების მისაღწევად.
პერიქირურგიულ სქემაში ყოველთვის გამოყენებული უნდა იყოს სისხლის კარგი მართვის პრაქტიკები.
პაციენტებში, რომლებშიც დაგეგმილია ძირითადი არჩევითი ორთოპედიული ოპერაცია, უნდა ჩატარდეს ადეკვატური ანტითრომბული პროფილაქტიკა, რადგან ქირურგიულ პაციენტებში, განსაკუთრებით ძირითადი კარდიოვასკულარული დაავადების მქონე პაციენტებში, შეიძლება განვითარდეს თრომბული და ვასკულარული მოვლენები. გარდა ამისა, განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო პაციენტებში, რომლებშიც არსებობს წინასწარგანწყობა ღრმა ვენის თრომბოზის განვითარების მიმართ. უფრო მეტიც, თუ ჰემოგლობინის საბაზისო მნიშვნელობა არის >13 გ/დლ, შესაძლებლობა, რომ ეპოეტინ ალფათი მკურნალობა შეიძლება დაკავშირებული იყოს პოსტოპერაციული თრომბული/ვასკულარული მოვლენების მომატებულ რისკთან, არ გამოირიცხება. ამიტომ, ეპოეტინ ალფა არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებშიც ჰემოგლობინის საბაზისო მაჩვენებელი არის >13 გ/დლ.
სიფრთხილის ზომები:
იმუნოგენურობა
როგორც ნებისმიერი პარენტერალური გზით გამოსაყენებელი პრეპარატის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი სიფრთხილის ზომების მიღება, თუ განვითარდა ალერგიული რეაქციები ჰემაქსის მიღების შემდეგ. კლინიკურ ცდებში, აღინიშნება მცირე და ტრანზიტორული ალერგიული რეაქციები.
ეპოეტინით მკურნალობასთან დაკავშირებით აღინიშნება კანის მძიმე უარყოფითი რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, რომლებიც შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში ან ფატალური იყოს. უფრო მძიმე შემთხვევები აღინიშნება ხანგრძლივმოქმედი ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების შემთხვევაში.
დანიშვნის დროს პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ნიშნებსა და სიმპტომებზე და კანის რეაქციებზე მკაცრად დაკვირვებაზე. თუ განვითარდა ამ რეაქციების აღმნიშვნელი ნიშნები და სიმპტომები, ჰემაქსი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას და განხილული უნდა იყოს ალტერნატიული მკურნალობა.
თუ პაციენტს განუვითარდა კანის მძიმე რეაქცია, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ჰემაქსის გამოყენების გამო, ჰემაქსით მკურნალობა ამ პაციენტში არასოდეს უნდა განახლდეს.
ჰემატოლოგია:
დიალიზზე მყოფ პაციენტებში ეპოეტინ ალფათი მკურნალობისას აღინიშნა პორფირიის გამწვავება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენა იშვიათია, განხილული უნდა იყოს ანამნეზში პორფირიის მქონე პაციენტებში.
ერითროპოეზის მასტიმულირებელი საშუალებების მიკვლევადობის გასაუმჯობესებლად პაციენტის ისტორიაში მკაფიოდ უნდა ჩაიწეროს გამოყენებული ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების სავაჭრო დასახელება.
სუფთა წითელი უჯრედების აპლაზია
ანტისხეულით განპირობებული სუფთა წითელი უჯრედების აპლაზია აღინიშნა კანქვეშ ეპოეტინით მკურნალობიდან რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე პერიოდში, ძირითადად თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში. შემთხვევები აღინიშნა ასევე C ჰეპატიტის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ინტერფერონით და რიბავირინით, როდესაც იმავდროულად გამოიყენებოდა ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებები. ეპოეტინ ალფა არ არის დამტკიცებული C ჰეპატიტთან დაკავშირებული ანემიის სამართავად.
იმ პაციენტებში, რომლებშიც ვითარდება ეფექტიანობის უეცარი ნაკლებობა, რაც განისაზღვრება ჰემოგლობინის შემცირებით (1-2 გ/დლ თვეში) ტრანსფუზიების მომატებული საჭიროებებით, უნდა შემოწმდეს რეტიკულოციტების რიცხვი და გამოკვლეული იყოს პასუხის არარსებობის ტიპური მიზეზები (მაგ. რკინის, ფოლატის ან B12 ვიტამინის დეფიციტი, ალუმინით ინტოქსიკაცია, ინფექცია ან ანთება, სისხლის დაკარგვა, ჰემოლიზი და ძვლის ტვინის ფიბროზი ნებისმიერი წარმოშობის).
ჰემოგლობინის პარადოქსალური შემცირება და მძიმე ანემიის განვითარება ასოცირებული რეტიკულოციტების დაბალ რიცხვთან საჭიროებს ეპოეტინ ალფათი მკურნალობის სასწრაფოდ შეწყვეტას და ანტი-ერითროპოეტინის ანტისხეულების ტესტირების ჩატარებას. PRCA-ს დიაგნოსტირებისთვის ასევე განხილული უნდა იყოს ძვლის ტვინის გამოკვლევა.
პასუხის არარსებობა ან დაკარგვა:
შემანარჩუნებელი დოზების მიმღებ პაციენტებში, რომლებშიც ნაჩვენებია ეპოეტინ ალფაზე პასუხის დაკარგვა ან არარსებობა, უნდა გამოირიცხოს შემდეგი მიზეზები:
- რკინის დეფიციტი
- ინფექცია, ანთება ან ნეოპლაზია.
- განავალში სისხლის ფარული დაკარგვა.
- ძვლის ტვინის დისფუნქცია ძირითადი ჰემატოლოგიური დაავადებების გამო (თალასემია, მიელოდისპლასტიური დარღვევები, სხვ.)
- ჰემოლიზი
- ალუმინით ინტოქსიკაცია
- B12 ვიტამინის ან ფოლიუმის მჟავას დეფიციტი
- კისტოზური ფიბროზი
- სუფთა წითელი უჯრედების აპლაზია
რკინის დამატება:
რკინაზე მოთხოვნა შეიძლება გაიზარდოს, თუ რკინის არსებული მარაგები გამოყენებული იყო ერითროპოეზისთვის და ზოგიერთ პაციენტში შეიძლება საჭირო გახდეს რკინის დამატება. ზოგიერთ პაციენტში, შეიძლება საკმარისი იყოს პერორალური რკინის დამატება და შეიძლება მოითხოვოს რკინის საქაროზას ვენაში შეყვანა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ხელმისაწვდომი არ არის ჰემაქსის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების მტკიცებულება.
პრეპარატებმა, რომლებიც ამცირებენ ერითროპოეზს, შეიძლება შეამცირონ პასუხი ეპოეტინ ალფაზე.
რადგან ციკლოსპორინის შეკავშირება ხდება სისხლის წითელი უჯრედების მიერ, არსებობს ურთიერთქმედების პოტენციალი. თუ ეპოეტინ ალფა გამოიყენება ციკლოსპორინთან ერთად, აუცილებელია სისხლში ციკლოსპორინის დონეების მონიტორინგი და ციკლოსპორინის დოზის კორექცია ჰემატოკრიტის ზრდის მიხედვით.
არ არსებობს ურთიერთქმედების მტკიცებულება ეპოეტინ ალფასა და G-CSF ან GM-CSF-ს შორის ბიოფსიის ნიმუშებში სიმსივნის ჰემატოლოგიური დიფერენციაციის ან პროლიფერაციის მხრივ.
მოზრდილ მდედრ პაციენტებში ძუძუს მეტასტაზური კიბოთი, კანქვეშ 40,000 სე/მლ ეპოეტინ ალფას 6 მგ/კგ ტრასტუზუმაბთან ერთად შეყვანისას არ აღინიშნა ზემოქმედება ტრასტუზუმაბის ფარმაკოკინეტიკაზე.
კარცინოგენეზი და მუტაგენეზი:
ჰემაქსის კარცინოგენური პოტენციალი შეფასებული არ არის. ეპოეტინ ალფა არ აინდუცირებს ბაქტერიული გენის მუტაციებს ან ქრომოსომულ აბერაციებს ძუძუმწოვართა უჯრედებში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მდედრ ვირთაგვებში, რომლებიც მკურნალობდნენ 100-500 სე/კგ ეპოეტინ ალფას ინტრავენური დოზებით, აღინიშნა ნაყოფის დაკარგვის ოდნაც მომატებული ტენდენცია.
ორსულობა:
საკმარისი ცდები ორსულობის დროს ჰემაქსის გამოყენებაზე არ არის; ამიტომ, ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი ამართლებს პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის. ეპოეტინ ალფას გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულ ქირურგიულ პაციენტებში, რომლებიც მონაწილეობენ აუტოლოგური სისხლის პრედონაციის პროგრამაში. ორსულ ვირთხებში, აღინიშნა ნაყოფის დაკარგვის შემთხვევების მომატება. უარყოფითი ეფექტები არ აღინიშნა კურდღლებში 500 სე/კგ დოზების გამოყენებისას.
ლაქტაცია:
ადამიანის ერითროპოეტინი არის ადამიანის რძის ნორმალური კომპონენტი, თუმცა, მისი როლი მკაფიოდ დადგნილი არ არის. ცნობილი არ არის, გადადის თუ არა ჰემაქსი ადამიანის რძეში. რადგან ბევრი პრეპარატი გადადის, აუცილებელია სიფრთხილე ჰემაქსის გამოყენებისას მეძუძური ქალის მიერ.
პედიატრიული გამოყენება:
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი კვლევისას ახალშობილებზე, მეძუძურ და უფრო დიდი ასაკის ბავშვებზე ნაჩვენებია, რომ ჰემაქსი არის ეფექტიანი და უსაფრთხო ანემიის პრევენციისა და მკურნალობისთვის, ამ პრეპარატის გრძელვადიანი უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
ლაბორატორიული მონიტორინგი:
მკურნალობის დაწყების შემდეგ ჰემოგლობინი ან ჰემატოკრიტი უნდა განისაზღვროს კვირაში ორჯერ, ვიდრე არ მიაღწევს სასურველ ფარგლებს (10-12 გ/დლ, ან 30-36%, შესაბამისად). ამ მნიშვნელობის მიღწევის შემდეგ უნდა ჩატარდეს ყოველკვირეული კონტროლი, ოთხი კვირის განმავლობაში, მნიშვნელობის სტაბილიზაციის დასადგენად. ამის შემდეგ ჰემოგლობინის მონიტორინგი უნდა ჩატარდეს რეგულარული ინტერვალებით. რეგულარულად უნდა ჩატარდეს თრომბოციტების, სისხლის თეთრი უჯრედების და სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის ანალიზი და ჰემოგლობინის კონცენტრაციის განსაზღვრა (ყოველ 4 კვირაში). ჰემაქსით მკურნალობისას პაციენტებში აღინიშნა თრომბოციტების რიცხვის კლინიკურად არამნიშვნელოვანი მომატება. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს შარდოვანა, კრეატინინი, კალიუმი, ფოსფორი და შარდმჟავა, რადგან ამ პარამეტრების მცირე მომატებები აღინიშნა დიალიზურ და პრედიალიზურ პაციენტებში.
კვება:
ჰემატოკრიტის მატების ფონზე იზრდება პაციენტთა მადა. ამიტომ, ჰემაქსით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში იზრდება საკვების მიღება. ასეთ დროს სიფრთხილეა საჭირო კალიუმის დონესთან დაკავშირებით, რადგან ის შეიძლება გაიზარდოს საკვების დიდი რაოდენობით მიღების გამო.
დიალიზის მართვა:
ჰემაქსით თერაპია იწვევს ჰემატოკრიტის მომატებას და პლაზმის მოცულობის შემცირებას, რამაც პოტენციურად შეიძლება გავლენა მოახდინოს დიალიზის ეფექტიანობაზე. აუცილებელია დანიშნული დიალიზის კორექცია შარდოვანას, ფოსფორის, კალიუმის და კრეატინინის მნიშვნელობების გაზრდის პრევენციის მიზნით. ზოგიერთ შემთხვევაში, დიალიზის დროს ჰეპარინის დოზის გაზრდა შეიძლება გახდეს საჭირო ფისტულის ობსტრუქციის პრევენციისთვის.
ეფექტები ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე
კვლევები ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების შესახებ ჩატარებული არ არის.
ჭარბი დოზა
ჰემაქსის მაქსიმალური დოზა, რომელიც შეიძლება შეყვანილი იყოს ბოლუსით ან ინფუზიით ჯერ დადგენილი არ არის. კვირაში სამჯერ 1500 ე/კგ-მდე ან 60,000 სე/კვირაში დოზები მოზრდილებში გამოიყენებოდა რაიმე პირდაპირი ტოქსიკური ეფექტების გარეშე. ჰემაქსით თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს პოლიგლობულია და პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს პოლიგლობულიასთან დაკავშირებული სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, ძილიანობა, ტინიტი, თავბრუსხვევა, სხვ. ასეთ შემთხვევაში, სასურველია ფლებოტომიის ჩატარება ჰემატოკრიტის შემცირების მიზნით.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს ან დაუკავშირდით ნებისმიერ ტოქსიკოლოგიის ცენტრს.
შეფუთვა:
ლიოფილიზებული საინექციო წამლის ფორმა
ჰემაქსი® 1000 სე/მლ, ჰემაქსი® 2000 სე/მლ, ჰემაქსი® 3000 სე/მლ, ჰემაქსი® 4000 სე/მლ, ჰემაქსი® 10000 სე/მლ, ჰემაქსი® 20000 სე/მლ, ჰემაქსი® 40000 სე/მლ,
შეფუთვაში:
1,3,6,10,24 და 25 ფლაკონი ლიოფილიზებული ფხვნილით + 1,3,6,10,12,24 და 25 ამპულა/წინასწარ შევსებული შპრიცი 1 მლ გამხსნელით ან
1,3,6,10,24 და 25 ფლაკონი ლიოფილიზებული ფხვნილით + 1,3,6,10,12,24 და 25 ამპულა/წინასწარ შევსებული შპრიცი 1 მლ გამხსნელით + 2,6,12,20,24,48 და 50 სტერილური ერთჯერადი ნემსი + 1,3,6,10,12,24 და 25 იზოპროპილის სპირტის საფენები ან
1,3,6,10,24 და 25 ფლაკონი ლიოფილიზებული ფხვნილით + 1,3,6,10,12,24 და 25 ამპულა/წინასწარ შევსებული შპრიცი 1 მლ გამხსნელით + 2,6,12,20,24,48 და 50 სტერილური ერთჯერადი ნემსი
ჰემაქსი® 2000 სე/2მლ, ჰემაქსი® 3000 სე/2მლ, ჰემაქსი® 4000 სე/2მლ
შეფუთვაში:
1,3,6,10,24 და 25 ფლაკონი ლიოფილიზებული ფხვნილით + 1,3,6,10,12,24 და 25 ამპულა/წინასწარ შევსებული შპრიცი 2 მლ გამხსნელით ან
1,3,6,10,24 და 25 ფლაკონი ლიოფილიზებული ფხვნილით + 1,3,6,10,12,24 და 25 ამპულა/წინასწარ შევსებული შპრიცი 2 მლ გამხსნელით + 2,6,12,20,24,48 და 50 სტერილური ერთჯერადი ნემსი + 1,3,6,10,12,24 და 25 იზოპროპილის სპირტის საფენები ან
1,3,6,10,24 და 25 ფლაკონი ლიოფილიზებული ფხვნილით + 1,3,6,10,12,24 და 25 ამპულა/წინასწარ შევსებული შპრიცი 2 მლ გამხსნელით + 2,6,12,20,24,48 და 50 სტერილური ერთჯერადი ნემსი
საინექციო ხსნარი
ჰემაქსი® 2000 სე/მლ, ჰემაქსი® 4000 სე/მლ
შეფუთვაში 1,5 და 10 ფლაკონი/წინასწარ შევსებული შპრიცები 1 მლ საინექციო ხსნარით.
შენახვა
ლიოფილიზებული საინექციო წამლის ფორმა: შეინახეთ სუფთა მშრალ ადგილას, 250C-მდე ტემპერატურაზე.
საინექციო ხსნარი: შეინახეთ 20C-დან 80C-მდე.
შეინახეთ მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. არ გაყინოთ.
უნდა გაიხსნას სტერილური საინექციო წყლით, USP. გახსნილი ხსნარი დაუყოვნებლივ გამოიყენეთ.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შემადგენლობა
ლიოფილიზებული ფხვნილის ყოველი ფლაკონი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი
ჰემაქსი
1000 სე/მლ
2000 სე/მლ
2000 სე/2მლ
3000 სე/მლ
3000 სე/2მლ
4000 სე/მლ
4000 სე/2მლ
10000 სე/მლ
20000 სე/მლ
40000 სე
1000 სე
2000 სე
2000 სე
3000 სე
3000 სე
4000 სე
4000 სე
10000 სე
20000 სე
40000 სე
დამხმარე ნივთიერებები
მანიტოლი
- 0 მგ
- 0 მგ
- 0 მგ
- 0 მგ
- 0 მგ
- 0 მგ
- 0 მგ
- 0
მგ
- 0
მგ
- 0
მგ
ნატრიუმის ქლორიდი
- 2 მგ
- 2 მგ
- 4 მგ
- 2 მგ
- 4 მგ
- 2 მგ
- 4 მგ
- 2 მგ
- 2 მგ
- 2 მგ
ერთფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი
- 4 მგ
- 4 მგ
- 8 მგ
- 4 მგ
- 8 მგ
- 4 მგ
- 8 მგ
- 4 მგ
- 4 მგ
- 4 მგ
ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი
- 0 მგ
- 0 მგ
- 0 მგ
- 0 მგ
- 0 მგ
- 0 მგ
- 0 მგ
- 0 მგ
- 0 მგ
- 0 მგ
ადამიანის ალბუმინი
- 5 მგ
- 5 მგ
- 0 მგ
- 5 მგ
- 0 მგ
- 5 მგ
- 0 მგ
- 5 მგ
- 5 მგ
- 5 მგ
ყოველი ფლაკონი/წინასწარ შევსებული შპრიცი გამხსნელით შეიცავს:
ჰემაქსი
1000 სე/მლ
2000 სე/მლ
2000 სე/2მლ
3000 სე/მლ
3000 სე/2მლ
4000 სე/მლ
4000 სე/2მლ
10000 სე/მლ
20000 სე/მლ
40000 სე
საინექციო წყალი
1 მლ
1 მლ
2 მლ
1 მლ
2 მლ
1 მლ
2 მლ
1 მლ
1 მლ
1 მლ
ყოველი ფლაკონი/წინასწარ შევსებული შპრიცი ხსნარით შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი:
ჰემაქსი® 2000 სე
ჰემაქსი® 4000 სე
ადამიანის რეკომბინანტური ერითროპოეტინი
2000 სე
4000 სე
დამხმარე საშუალებები
მანიტოლი
- 0 მგ
- 0 მგ
ნატრიუმის ქლორიდი
- 2 მგ
- 2 მგ
ერთფუძიანი ფოსფატი
- 4 მგ
- 4 მგ
ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, დოდეკაჰიდრატი
- 0 მგ
- 0 მგ
ადამიანის ალბუმინი
- 5 მგ
- 5 მგ
საინექციო წყალი
- 0 მლ
- 0 მლ
თერაპიული მოქმედება:
ათქ კოდი: B03AX01. ანემიის საწინააღმდეგო. ერითროპოეზის მასტიმულირებელი საშუალება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
BIOSIDUS
ჰემაქსი®
ადამიანის რეკომბინანტური ერითროპოეტინი
ლიოფილიზებული საინექციო წამლის ფორმა - საინექციო ხსნარი
დამზადებულია არგენტინაში - გაიცემა რეცეპტით
აღწერა:
ჰემაქსის® პრეპარატული პროდუქტი შეიცავს ერითროპოეტინ ალფას (ადამიანის რეკომბინანტური ერითროპოეტინი, ეპოეტინ ალფა) აქტიური ინგრედიენტის სახით. ეპოეტინი არის 165-ამინო-მჟავას გლიკოპროტეინი წარმოებული რეკომბინანტური დნმ ტექნოლოგიით, მიღებული გენეტიკურად მოდიფიცირებული ძუძუმწროვების უჯრედის ხაზიდან. ეპოეტინს გააჩნია მაქსიმალური სისიფთავის დონე და არ განსხვავდება ადამიანის ბუნებრივი ერითროპოეტინისგან.
შემადგენლობა
ლიოფილიზებული ფხვნილის ყოველი ფლაკონი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი
ჰემაქსი
1000 სე/მლ
2000 სე/მლ
2000 სე/2მლ
3000 სე/მლ
3000 სე/2მლ
4000 სე/მლ
4000 სე/2მლ
10000 სე/მლ
20000 სე/მლ
40000 სე
1000 სე
2000 სე
2000 სე
3000 სე
3000 სე
4000 სე
4000 სე
10000 სე
20000 სე
40000 სე
დამხმარე ნივთიერებები
მანიტოლი
- 0 მგ
- 0 მგ
- 0 მგ
- 0 მგ
- 0 მგ
- 0 მგ
- 0 მგ
- 0
მგ
- 0
მგ
- 0
მგ
ნატრიუმის ქლორიდი
- 2 მგ
- 2 მგ
- 4 მგ
- 2 მგ
- 4 მგ
- 2 მგ
- 4 მგ
- 2 მგ
- 2 მგ
- 2 მგ
ერთფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი
- 4 მგ
- 4 მგ
- 8 მგ
- 4 მგ
- 8 მგ
- 4 მგ
- 8 მგ
- 4 მგ
- 4 მგ
- 4 მგ
ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი
- 0 მგ
- 0 მგ
- 0 მგ
- 0 მგ
- 0 მგ
- 0 მგ
- 0 მგ
- 0 მგ
- 0 მგ
- 0 მგ
ადამიანის ალბუმინი
- 5 მგ
- 5 მგ
- 0 მგ
- 5 მგ
- 0 მგ
- 5 მგ
- 0 მგ
- 5 მგ
- 5 მგ
- 5 მგ
ყოველი ფლაკონი/წინასწარ შევსებული შპრიცი გამხსნელით შეიცავს:
ჰემაქსი
1000 სე/მლ
2000 სე/მლ
2000 სე/2მლ
3000 სე/მლ
3000 სე/2მლ
4000 სე/მლ
4000 სე/2მლ
10000 სე/მლ
20000 სე/მლ
40000 სე
საინექციო წყალი
1 მლ
1 მლ
2 მლ
1 მლ
2 მლ
1 მლ
2 მლ
1 მლ
1 მლ
1 მლ
ყოველი ფლაკონი/წინასწარ შევსებული შპრიცი ხსნარით შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი:
ჰემაქსი® 2000 სე
ჰემაქსი® 4000 სე
ადამიანის რეკომბინანტური ერითროპოეტინი
2000 სე
4000 სე
დამხმარე საშუალებები
მანიტოლი
- 0 მგ
- 0 მგ
ნატრიუმის ქლორიდი
- 2 მგ
- 2 მგ
ერთფუძიანი ფოსფატი
- 4 მგ
- 4 მგ
ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, დოდეკაჰიდრატი
- 0 მგ
- 0 მგ
ადამიანის ალბუმინი
- 5 მგ
- 5 მგ
საინექციო წყალი
- 0 მლ
- 0 მლ
თერაპიული მოქმედება:
ათქ კოდი: B03AX01. ანემიის საწინააღმდეგო. ერითროპოეზის მასტიმულირებელი საშუალება.
ჩვენებები:
ჰემაქსი® ნაჩვენებია:
თირკმლის ქრონიკულ უკმარისობასთან დაკავშირებული ანემიის მკურნალობა.
ჰემაქსი ნაჩვენებია დიალიზზე მყოფ პაციენტებში, აგრეთვე იმ პაციენტებში, რომლებიც არ საჭიროებენ დიალიზს, წითელი უჯრედების დონის გასაძლიერებლად ან შესანარჩუნებლად (რაც დადასტურებულია ჰემატოკრიტის ან ჰემოგლობინის განსაზღვრით) და ტრანსფუზიების საჭიროების შესამცირებლად. მიუხედავად ამისა, არადიალიზზე მყოფ პაციენტებში სიმპტომური ანემიით, ჰემაქსით თერაპიის განხილვისას ჰემოგლობინის დონე უნდა იყოს 10 გ/დლ-ზე ნაკლები.
ჰემაქსი არ გამოიყენება, როგორც გადაუდებელი გადასხმის შემცვლელი პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ მძიმე ანემიის მყისიერ კორექციას.
ზიდოვუდინით ინდუცირებული ანემიის მკურნალობა აივ-ინფიცირებულ პაციენტებში. ჰემაქსი® ნაჩვენებია აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ზიდოვუდინით თერაპიასთან ასოცირებული ანემიის სამკურნალოდ წითელი უჯრედების დონის გასაუმჯობესებლად ან შესანარჩუნებლად (რაც დადასტურებულია ჰემატოკრიტის ან ჰემოგლობინის განსაზღვრით) და ტრანსფუზიების საჭიროების შესამცირებლად. ნაჩვენები არ არის პაციენტთა ამ ჯგუფებში სხვა ფაქტორებით (როგორიცაა რკინის ან ფოლატის დეფიციტი, ჰემოლიზი ან კუჭ-ნაწლავური სისხლდენა) გამოწვეული ანემიის სამკურნალოდ.
ქიმიოთერაპიით ინდუცირებული ანემიის მკურნალობა კიბოს მქონე პაციენტებში./ანემიის მკურნალობა კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიას. ჰემაქსი ნაჩვენებია ქიმიოთერაპიით გამოწვეული სიმპტომური ანემიის სამკურნალოდ არამიელოიდური ავთვისებიანი მეტასტაზების მქონე პაციენტებში. ერითროპოეტინით მკურნალობამ აჩვენა სისხლის წითელი უჯრედების გადასხმის საჭიროების შემცირება იმავდროულად ქიმიოთერაპიაზე მყოფ პაციენტებში მინიმუმ 2-თვიანი პერიოდის განმავლობაში.
ჰემაქსი ნაჩვენები არ არის ქიმიოთერაპიის მიმღებ პაციენტებში, როდესაც მოსალოდნელი გამოსავალი არის განკურნება.
ჰემაქსი ნაჩვენებია სიმპტომური ანემიის (ჰემოგლობინის კონცენტრაცია <10გ/დლ) მქონე მოზრდილებში დაბალი ან საშუალო-1 რისკის მიელოდისპლასტიური სინდრომით და შრატში დაბალი ერითროპოეტინით (<200 მერთ/მლ).
ჰემაქსი ნაჩვენები არ არის სხვა ფაქტორებით (როგორიცაა რკინის ან ფოლატის დეფიციტი, ჰემოლიზი ან კუჭ-ნაწლავური სისხლდენა) გამოწვეული ანემიის სამკურნალოდ პაციენტთა ამ ჯგუფებში. ჰემაქსი ნაჩვენები არ არის ჰორმონული თერაპიის, ბიოლოგიური პროდუქტების ან რადიოთერაპიის მიმღებ პაციენტებში, იმავდროულად ძვლის ტვინის სუპრესიული ქიმიოთერაპიის გარეშე.
ალოგენური სისხლის გადასხმის შემცირება ანემიურ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ არჩევითი ძირითადი ორთოპედიული ქირურგია.
ჰემაქსი ნაჩვენებია ანემიის მქონე პაციენტებში (ჰემოგლობინი 10-<13გ/დლ), რომლებშიც მაღალია პერიოპერაციული სისხლის დაკარგვის რისკი არჩევითი ძირითადი ორთოპედიული, არაგულის, არავასკულარული ოპერაციის გამო ალოგენური სისხლის გადასხმის საჭიროების შესამცირებლად. ნაჩვენებია პაციენტებში, რომლებშიც მაღალია პერიოპერაციული გადასხმების საჭიროების რისკი სისხლის მნიშვნელოვანი მოსალოდნელი დაკარგვით.
ანემიის მკურნალობა დღენაკლულობისას
ჰემაქსი ნაჩვენებია ანემიის სამკურნალოდ დღენაკლულ ჩვილებში დაბადებისას სხეულის წონით 750-1,500 გ და 34 კვირამდე გესტაციურ ასაკზე.
კლინიკური ფარმაკოლოგია:
ა) მოქმედების მექანიზმი:
ერითროპოეტინი არის გლიკოპროტეინის ჰორმონი, ძირითადად წარმოებული თირკმელში ჰიპოქსიის პასუხად და არის ერითროციტის წარმოების ყველაზე მნიშვნელოვანი რეგულატორი. ერითროპოეტინი აინდუცირებს ერითროპოეზს ძვლის ტვინში ერითროიდული პროგენიტორების დაყოფისა და დიფერენცირების სტიმულირებით, იწვევს რა გლობულარულის მასის და შესაბამისად, ჰემატოკრიტის გაუმჯობესებას. ერითროპოეტინი ასევე ასტიმულირებს რეტიკულოციტების გამოყოფას ძვლის ტვინიდან სისხლის ნაკადში, სადაც ხდება მათი ერითროციტებად მომწიფება.
ენდოგენური ერითროპოეტინის ნორმალური კონცენტრაცია არის 10-30 მერთ/მლ და რეგულირდება ქსოვილების ოქსიგენაციის დონეებით. ამგვარი დონეების შემცირებისას, ერითროპოეტინის კონცენტრაცია იზრდება 100-ჯერ და 1000-ჯერ. ეს ასევე აღინიშნება ანემიის მქონე პაციენტებში.
ფარამკოდინამიკური ეფექტები
ჯანმრთელი მოხალისეები
ეპოეტინ ალფას ერთჯერადო დოზების (20,000-160,000 სე) შემდეგ დოზა-დამოკიდებული პასუხი აღინიშნა გამოკვლეული ფარმაკოდინამიკური მარკერებისთვის, რეტიკულოციტების, ერითროციტების და ჰემოგლობინის ჩათვლით. განსაზღვრული კონცენტრაცია-დროის პროფილი პიკით და საწყის მაჩვენებელზე დაბრუნება აღინიშნა ცვლილებებისთვის პროცენტულ რეტიკულოტებში. ნაკლებად განსაზღვრული პროფილი აღინიშნა ერითროციტებისა და ჰემოგლობინისთვის. ზოგადად, ყველა ფარმაკოდინამიკური მარკერი გაიზარდა დოზის ლინეარულად მაქსიმალური პასუხით დოზის უმაღლეს დონეებზე.
შემდგომი ფარმაკოდინამიკური კვლევებისას შესწავლილ იქნა 40,000 სე კვირაში ერთხელ 150სე/კგ-ს საპირისპიროდ კვირაში სამჯერ. დრო-კონცენტრაციის პროფილებში სხვაობების მიუხედავად, ფარმაკოდინამიკური პასუხი (განსაზღვრული რეტიკულოტების, ჰემოგლობინის და საერთო ერითროციტების პროცენტულობის ცვლილებებით) ერთიდაიგივე იყო ამ რეჟიმებს შორის. დამატებითი კვლევებისას შედარდა ეპოეტინ ალფას 40,000 სე კვირაში ერთხელ რეჟიმი 80,000-დან 120,000-მდე სე დოზებთან ორ კვირში ერთხელ კანქვეშ. მთლიანობაში, ჯანმრთელ პირებში ამ ფარმაკოდინამიკური კვლევების შედეგების საფუძველზე, კვირაში ერთხელ 40,000 სე რეჟიმი აღმოჩნდა უფრო ეფექტიანი ერითროციტების წარმოებისთვის, ვიდრე ორ კვირაში ერთხელ რეჟიმი, მიუხედავად იმისა, რომ კვირაში ერთხელ და ორ კვირაში ერთხელ რეჟიმებში რეტიკულოციტების წარმოება ერთნაირი იყო.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობა
ეპოეტინ ალფამ აჩვენა ერითროპოეზის სტიმულირება ანემიის მქონე პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, დიალიზის და პრე-დიალიზის პაციენტებში. ეპოეტინ ალფას მიმართ პასუხის პირველი მტკიცებულება არის რეტიკულოციტების რიცხვის მომატება 10 დღეში, რასაც მოსდევს ერითროციტების რიცხვის, ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის ზრდა, როგორც წესი, 2-6 კვირაში. ჰემოგლობინის პასუხი სხვადასხვაგვარია პაციენტებში და მასზე შეიძლება გავლენას ახდენდეს რკინის მარაგები და თანმხლები სამედიცინო პრობლემების არსებობა.
ქიმიოთერაპიით ინდუცირებული ანემია
ეპოეტინ ალფამ კვირაში სამჯერ ან კვირაში ერთხელ მიღებისას აჩვენა ჰემოგლობინის გაზრდა და გადასხმის საჭიროების შემცირება თერაპიის პირველი თვის შემდეგ ანემიურ კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქიმიოთერაპიას. კვლევაში, რომლის დროსაც შედარდა 150 სე/კგ, 3-ჯერ კვირაში და 40,000 სე, კვირაში ერთხელ დოზირების რეჟიმები ჯანმრთელ პირებში და ანემიურ კიბოს მქონე პირებში, პროცენტული რეტიკულოციტების, ჰემოგლობინის და საერთო ერითროციტების ცვლილებები ერთნაირი იყო დოზირების ორ რეჟიმს შორის როგორც ჯანმრთელ, ისე ანემიურ კიბოს მქონე პირებში. შესაბამისი ფარმაკოდინამიკური პარამეტრების მრუდქვეშ ფართობი იყო ერთნაირი 150 სე/კგ, 3-ჯერ კვირაში და 40,000 სე, ერთხელ კვირაში დოზირების რეჟიმებისას ჯანმრთელ პირებში და ანემიურ კიბოს მქონე პირებში.
მოზრდილი ქირურგიული პაციენტები აუტოლოგური პრედონაციის პროგრამაში
ეპოეტინ ალფამ აჩვენა ერითროციტების წარმოების სტიმულირება აუტოლოგური სისხლის კორექციის შესამცირებლად და ჰემოგლობინის შემცირების შესაზღუდად მოზრდილ პაციენტებში, რომლებშიც დაგეგმილია ძირითადი არჩევითი ქირურგია, რომლებშიც მოსალოდნელია სრული პერიოპერაციული სისხლის საჭიროების პრედეპონირება. უდიდესი ეფექტები ვლინდება დაბალი ჰემოგლობინის მქონე პაციენტებში (<13 გ/დლ).
მოზრდილი პაციენტების მკურნალობა, რომლებშიც დაგეგმილია ძირითადი არჩევითი ორთოპედიური ქირურგია
პაციენტებში, რომლებშიც დაგეგმილია ძირითადი არჩევითი ორთოპედიული ქირურგია და მკურნალობამდე ჰემოგლობინი არის >10 - <13 გ/დლ, ეპოეტინ ალფამ აჩვენა ალოგენური ტრანსფუზიების რისკის შემცირება და ერითროიდების აღდგენის დაჩქარება (მომატებული ჰემოგლობინის დონეები, ჰემატოკრიტების დონეები, და რეტიკულოციტების რიცხვი).
ბ) ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა
ეპოეტინ ალფა, ჰემაქსის აქტიური ინგრედიენტი, ნაჩვენებია პარენტერალური გზით (ქანქვეშ ან ვენაში) შესაყვანად. ყოველკვირეულად 600 სე/კგ-ს მრავალჯერადი დოზების კანქვეშ შეყვანის შემდეგ აკუმულაცია არ აღინიშნება.
კანქვეშ საინექციო ეპოეტინ ალფას აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 20%-ს ჯანმრთელ პირებში.
განაწილება
განაწილების საშუალო მოცულობა იყო 49.3 მლ/კგ ვენაში 50 და 100 სე/კგ დოზების ჯანმრთელ პირებში შეყვანის შემდეგ. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პირებში ეპოეტინ ალფას ვენაში შეყვანის შემდეგ განაწილების მოცულობა ერთჯერადი დოზის (12 სე/კგ) შემდეგ იყო 57-107 მლ/კგ-დან 42-46 მლ/კგ-მდე (48-192 სე/კგ), შესაბამისად. ამგვარად, განაწილების მოცულობა ოდნავ უფრო დიდია, ვიდრე პლაზმური სივრცე.
რეტიკულოციტების რიცხვის საწყისი ზრდა აღინიშნება 7-10 დღეში შეყვანის შემდეგ.
წითელი უჯრედების რიცხვი, ჰემატოკრიტის და ჰემოგლობინის დონეები მნიშვნელოვნად იზრდება ეპოეტინ ალფას მიღებიდან 2-6 კვირაში. პასუხის დიაპაზონი და ხარისხი დამოკიდებულია დოზაზე და რკინის მარაგების არსებობაზე.
მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 15 წუთში ერთჯერადი ინტრავენური დოზის შეყვანის შემდეგ და 5-24 საათი კანქვეშ შეყვანის შემდეგ ერთჯერადი დოზის სახით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, პიკური კონცენტრაციები შეიძლება დარჩეს 12-16 საათი და განსაზღვრებადი რაოდენობები შეიძლება არსებობდეს მინიმუმ 24 საათის განმავლობაში შეყვანის შემდეგ.
ელიმინაცია
ეპოეტინ ალფას ნახევარგამოყოფის პერიოდი ვენაში ან კანქვეშ შეყვანის შემდეგ არის 4-13 საათი. ნახევარგამოყოფის პერიოდი, როგორც წესი, უფრო ხანგრძლივია პირველი დოზების შეყვანის შემდეგ, ვიდრე მკურნალობის ორი ან მეტი კვირის შემდეგ. როგორც წესი, 24 საათის შემდეგ, ერითროპოეტინის პლაზმური დონეები უბრუნდება ბაზალურ დონეებს.
საშუალო აშკარა კლირენსი (Cl/F) 150 სე/კგ კვირაში სამჯერ და 40,000 სე კვირაში ერთხელ რეჟიმებისთვის ჯანმრთელ პირებში იყო 31.2 და 12.6 მლ/სთ/კგ, შესაბამისად. საშუალო აშკარა კლირენსი (Cl/F) 150 სე/კგ კვირაში სამჯერ და 40,000 სე კვირაში ერთხელ რეჟიმებისთვის ანემიურ კიბოს მქონე პირებში იყო 45.8 და 11.3 მლ/სთ/კგ, შესაბამისად. კიბოს მქონე ანემიური პირების უმრავლესობაში, რომლებიც იღებდნენ ციკლურ ქიმიოთერაპიას, აშკარა კლირენსი (Cl/F) უფრო დაბალი იყო კანქვეშ კვირაში ერთხელ 40,000 სე და კვირაში სამჯერ 150 სე/კგ დოზების შემდეგ, ჯანმრთელი პირების მნიშვნელობებთან შედარებით.
მოზრდილ ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებული კვლევებისას, ნახევარგამოყოფის პერიოდი ვენაში შეყვანის შემდეგ 20%-ით უფრო დაბალია, ვიდრე თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებული ცდის დრო, კანქვეშ შეყვანილი ჰემაქსის ნახევარგამოყფის პერიოდი იყო 20.8+6.3 საათი.
მკურნალობის შეწყვეტისას 2 კვირის შემდეგ შეიძლება დაიწყოს ჰემატოკრიტის შემცირება.
ჯანმრთელ პირებში, კვირაში 3-ჯერ 150 და 300 სე/კგ დოზების ვენაში შეყვანის შემდეგ აღინიშნა შრატში ეპოეტინ ალფას დოზა-პროპორციული მატება. 300-2,400 სე/კგ ეპოეტინ ალფას ერთჯერადი დოზების კანქვეშ შეყვანის შემდეგ აღინიშნა ლინეარული კავშირი საშუალო Cmax-სა და დოზას შორის, და საშუალო AUC-სა და დოზას შორის. ინვერსიული კავშირი აშკარა კლირენსსა და დოზას შორის აღინიშნა ჯანმრთელ პირებში.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური კორელაცია
ეპოეტინ ალფა ავლენს დოზა-დაკავშირებულ ზემოქმედებას ჰემატოლოგიურ პარამეტრებზე, რომელიც დამოკიდებული არ არის შეყვანის გზაზე.
პედიატრიული პოპულაცია
დაახლოებით 6.2-8.7 საათიანი ნახევარგამოყოფის პერიოდი აღინიშნა პედიატრიულ პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით ეპოეტინ ალფას მრავალჯერადი დოზების ვენაში შეყვანის შემდეგ. ეპოეტინ ალფას ფარმაკოკინეტიკური პროფილი ბავშვებსა და მოზარდებში ისეთივეა, როგორი მოზრდილებში.
ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ახალშობილებში შეზღუდულია.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, ვენაში შეყვანილი ეპოეტინ ალფას ნახევარგამოყოფის პერიოდი უმნიშვნელოდ ხანგრძლივდება, დაახლოებით 5 საათში, ჯანმრთელ პირებთან შედარებით.
თერაპიული გამოყენება და დოზირება:
ა) თირკმლის ქრონიკულ უკმარისობასთან ასოცირებული ანემიის მკურნალობა:
თირკმლის ქრონიკული უკმარისობა არის კლინიკური მდგომარეობა, როდესაც თირკმლის ფუნქციის დაქვეითება პროგრესირებადია და ჩვეულებრივ შეუქცევადი. ეპოეტინით თერაპიამ აჩვენა ერითროპოეზის სტიმულირება ანემიურ პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, დიალიზის და პრე-დიალიზის პაციენტების ჩათვლით. ერითროპოეზის სტიმულაციის პირველი მტკიცებულბა არის რეტიკულოციტების რიცხვის ზრდა მკურნალობის 8 დღის შემდეგ, რასაც მოსდევს ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის მომატება 2-6 კვირაში. ასეთი მატების ხარისხი და სიჩქარე დამოკიდებულია ეპოეტინ ალფას საწყის დოზაზე, საბაზისო ჰემატოკრიტზე და ჰემოგლობინის დონეებზე, რკინის მარაგების არსებობაზე და თანმხლები სამედიცინო პრობლემების არსებობაზე, რამაც შეიძლება შეაფერხოს მკურნალობაზე პასუხი (ინფექციური/ანთებითი ეპიზოდები, სხვ.).
ჰემაქსით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ანემიის სხვა მიზეზები (მაგ. ფოლიუმის მჟავას ან B12 ვიტამინის დეფიციტი, ალუმინით ინტოქსიკაცია, ინფექცია ან ანთება, სისხლის დაკარგვა, ჰემოლიზი და ძვლის ტვინის ფიბროზი ნებისმიერი წარმომავლობის) და უნდა დაკორექტირდეს თანმხლები ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაამწვავონ ანემია, განსაკუთრებით, რკინის დეფიციტი. ამიტომ, უნდა ჩატარდეს გამოკვლევები რკინის მეტაბოლიზმზე, მათ შორის სისხლში რკინის კონცენტრაციაზე, საერთო სატურაციაზე, ტრანსფერინის სატურაციის პროცენტულობაზე და შრატში ფერიტინზე. ტრანსფერინის სატურაცია უნდა იყოს მინიმუმ 20%, ხოლო ფერიტინი უნდა იყოს მინიმუმ 100 ნგ/მლ ჰემაქსით მკურნალობის დაწყებამდე. აუცილებელია რკინის დონეების მონიტორინგი და შენარჩუნება ადეკვატურ დონეებზე ეპოეტინთ მკურნალობის დროს.
აუცილებელია არტერიული წნევის ადეკვატური კონტროლი თერაპიის დაწყებამდე და ზედმიწევნით მონიტორინგი თერაპიის დროს.
რეკომენდებული სასურველი ჰემოგლობინის კონცენტრაციის ფარგლები არის 10 გ/დლ-12გ/დლ (6.2-7.5 მმოლ/ლ). ჰემაქსი შეყვანილი უნდა იყოს ჰემოგლობინის მოსამატებლად არა უმეტეს 12 გ/დლ-სა (7.5 მმლ/ლ). 2 გ/დლ-ზე მეტად (1.25 მმოლ/ლ) ჰემოგლობინის მატება ოთხ-კვირიან პერიოდში თავიდან უნდა იქნას აცილებული. თუ ეს მოხდა, საჭიროა დოზის სათანადო კორექცია.
პაციენტებს შორის ვარიაბელობის გამო, ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს ჰემოგლობინის მნიშვნელობები ჰემოგლობინის სასურველი კონცენტრაციის ფარგლებს ზემოთ და ქვემოთ. ჰემოგლობინის ვარიაბელობა უნდა მოხდეს დოზების მართვით, 10გ/დლ-დან (6.2 მმოლ/ლ) 12გ/დლ-მდე (7.5 მმოლ/ლ) ჰემოგლობინის კონცენტრაციის გათვალისწინებით.
თავიდან უნდა იქნას აცილებული 12 გ/დლ-ზე მეტი (7.5 მმოლ/ლ) ჰემოგლობინის დონე მუდმივად. თუ ჰემოგლობინი მატულობს 2გ/დლ-ზე მეტად (1.25 მმოლ/ლ) თვეში, ან თუ მყარი ჰმოგლობინი აღემატება 12 გ/დლ-ს (7.5 მმოლ/ლ), ჰამაქსის დოზა უნდა შემცირდეს 25%-ით. თუ ჰემოგლობინი აღემატება 13 გ/დლ-ს (8.1 მმოლ/ლ), თერაპია უნდა შეწყდეს, ვიდრე ის არ შემცირდება 12 გ/დლ-ზე ქვემოთ (7.5 მმოლ/ლ) და შემდეგ უნდა განახლდეს ჰემაქსით თერაპია წინა დოზაზე 25%-ით დაბალი დოზით.
აუცილებელია პაციენტების მონიტორინგი, რათა გარანტირებული იყოს, რომ გამოიყენება ჰემაქსის ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა ანემიის და ანემიის სიმპტომების ადეკვატური კონტროლის უზრუნველსაყოფად, ჰემოგლობინის კონცენტრაციის შენარჩუნებით 12 გ/დლ (7.5 მმოლ/ლ)-ზე ან ქვემოთ.
ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების მიმართ ჰემოგლობინის სუსტი პასუხის მქონე პაციენტებში განხილული უნდა იყოს სუსტი პასუხის ალტერნატიული განმარტებები.
ჰემაქსით მკურნალობა იყოფა ორ ეტაპად: კორექციის და შენარჩუნების ფაზა.
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები
ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, სადაც უკვე არსებობს ინტრავენური შეყვანის მოწყობილობა, სასურველია ვენაში შეყვანა.
კორექციის ფაზა
რეკომენდებული საწყისი დოზა მოზრდილ ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში არის 50 სე/კგ ვენაში ან 40 სე/კგ/დოზა კანქვეშ, კვირაში 3-ჯერ. მკურნალობის ოთხი კვირის შემდეგ დოზა უნდა დაკორექტირდეს ჰემოგლობინის დონის მატების მიხედვით:
ა) თუ მატება არის 1 გ/დლ ან ზემოთ: შენარჩუნდეს იგივე დოზა.
ბ) თუ მატება არის 1გ/დლ ან ქვემოთ: დოზა იზრდება 25 სე/კგ ნაწილებით (კვირაში 3-ჯერ), ვიდრე არ მიიღწევა ჰემოგლობინის სასურველი კონცენტრაცია 10 გ/დლ-12 გ/დლ (6.2-7.5 მმოლ/ლ). რეკომენდებული საერთო ყოველკვირეული დოზა არის 75 სე/კგ და 300 სე/კგ.
პაციენტებში ყველაზე დაბალი საწყისი ჰემოგლობინით (<6გ/დლ ან <3.75 მმოლ/ლ) შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი შემანარჩუნებელი დოზები, ვიდრე პაციენტებში, რომლებშიც საწყისი ანემია ნაკლებად მძიმეა (>8გ/დლ ან >5მმოლ/ლ).
შენარჩუნების დოზა
მიზნის მიღწევისას დოზა შეიძლება შემცირდეს 30%-ით და შეყვანა მოხდეს კანქვეშ, თუ პაციენტს დაწყებული აქვს ინტრავენური მკურნალობა. შემანარჩუნებელი დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის. დიალიზზე მყოფი პაციენტების ათ პროცენტში საჭიროა 25 სე/კგ/დოზა კვირაში 3-ჯერ და სხვა 10%-ში საჭიროა 200 სე/კგ/დოზა კვირაში სამჯერ; საშუალო შემანარჩუნებელი დოზა არის 75 სე/კგ/დოზა კვირაში 3-ჯერ. დოზის კორექცია უნდა მოხდეს არანაკლებ 4-კვირის ინტერვალებით, რადგან დოზის ცვლილებაზე პასუხი აღინიშნება 2-6 კვირის შემდეგ.
ჰემოდიალიზზე მყოფი პედიატრიული პაციენტები
ანემიის სიმპტომები და შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს ასაკის, სქესის და სხვა სამედიცინო მდგომარეოებების მიხედვით; აუცილებელია ექიმის მიერ ინდივიდუალური პაციენტის კლინიკური მიმდინარეობის და მდგომარეობის შეფასება. პედიატრიულ პაციენტებში, ჰემოგლობინის რეკომენდებული კონცენტრაციის დიაპაზონია 9.5 გ/დლ - 11 გ/დლ (5.9-6.8 მმოლ/ლ). ჰემაქსი გამოიყენება ჰემოგლობინის მოსამატებლად არაუმეტეს 11 გ.დლ-სა (6.8 მმოლ/ლ). 2 გ/დლ-ზე ზემოთ (1.25 მმოლ/ლ) ჰემოგლობინის მომატება ოთხ-კვირიან პერიოდში თავიდან უნდა იქნას აცილებული. თუ ეს ასე მოხდა, აუცილებელია დოზის კორექცია. აუცილებელია პაციენტების მონიტორინგი, რათა გარანტირებული იყოს, რომ გამოიყენება ჰემაქსის ყველაზე დაბალი დამტიცებული დოზა ანემიის და ანემიის სიმპტომების ადეკვატური კონტროლის უზრუნველსაყოფად,
ჰემაქსით მკურნალობა იყოფა ორ ეტაპად: კორექციის და შენარჩუნების ფაზა.
ჰემოდიალიზზე მყოფ პედიატრიულ პაციენტებში, სადაც უკვე არსებობს ინტრავენური შეყვანის მოწყობილობა, სასურველია ვენაში შეყვანა.
კორექციის ფაზა
საწყისი დოზა არის 50 სე/კგ ვენაში, კვირაში 3-ჯერ.
აუცილებლობისას დოზა იზრდება ან მცირდება 25 სე/კგ-ით (კვირაში სამჯერ), ვიდრე არ მიიღწევა ჰემოგლობინის სასურველი კონცენტრაცია 9.5 გ/დლ-11 გ/დლ (5.9-6.8 მმოლ/ლ) (ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად, მინიმუმ ოთხი კვირა).
შენარჩუნების დოზა
დოზის შესაბამისი კორექცია აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ჰემოგლობინის დონეები ნარჩუნდება სასურველი კონცენტრაციის ფარგლებში 9.5 გ/დლ-11 გ/დლ (5.9-6.8 მმოლ/ლ).
ზოგადად, 30 კგ-მდე წონის ბავშვებში საჭიროა უფრო მაღალი შემანარჩუნებელი დოზები, ვიდრე 30 კგ-ზე ზემოთ წონის ბავშვებსა და მოზრდილებში.
პედიატრიულ პაციენტებში ძალიან დაბალი საწყისი ჰემოგლობინთ (<6.8 გ/დლ ან <4.25 მმოლ/ლ) შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი შემანრჩუნებელი დოზები, ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებშიც საწყისი ჰემოგლობინი უფრო მაღალია (>6.8 გ/დლ ან >4.25 მმოლ/ლ).
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე მოზრდილი პაციენტები არადიალიზზე
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ საჭიროებენ დიალიზს, აღინიშნება პასუხი თერაპიაზე ისევე, როგორც დიალიზზე მყოფ პაციენტებში. რეკომენდებული დოზებია 75-100 სე/კგ/კვირაში; კანქვეშა გზა რეკომენდებული არ არის.
კორექციის ფაზა
საწყისი დოზა 50 სე/კგ, კვირაში 3-ჯერ, რასაც, აუცილებლობისას, მოყვება დოზის მატება 25 სე/კგ ნაწილებით (კვირაში 3-ჯერ), ვიდრე არ მიიღწევა სასურველი მიზანი (ეს უნდა მოხდეს მინიმუმ 4-კვირიანი ეტაპებით).
შენარჩუნების ფაზა
შენარჩუნების ფაზის დროს ჰემაქსის შეყვანა შეიძლება 3-ჯერ კვირაში, ხოლო კანქვეშ შეყვანისას, კვირაში ერთხელ ან ერთხელ ყოველ 2 კვირაში.
აუცილებელია დოზის და დოზის ინტერვალების სათანადო კორექცია ჰემოგლობინის მნიშვნელობების სასურველ დონეზე შენარჩუნების მიზნით: ჰემოგლობინი 10 გ/დლ-სა და 12 გ/დლ-ს შორის (6.2-7.5 მმოლ/ლ). დოზის ინტერვალების გახანგრძლივებისას შეიძლება საჭირო გახდეს დოზის გაზრდა. მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 150 სე/კგ-ს კვირაში 3-ჯერ, 240 სე/კგ-ს (მაქსიმუმ 20,000 სე) კვირაში ერთხელ ან 480 სე/კგ-ს (მაქსიმუმ 40,000 სე) ყოველ 2 კვირაში ერთხელ.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე ანემიური პედიატრიული პაციენტები დიალიზის ან პერიტონული დიალიზის დაწყებამდე
ჰემაქსის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ანემიით დიალიზის ან პერიტონული დიალიზის დაწყებამდე. დოზების შესახებ რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია.
შეყვანის წესი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე მოზრდილ პაციენტებში სიმპტომური ანემიით.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, როდესაც ინტრავენური მოწყობილობა რუტინულად არის ხელმისაწვდომი (ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები), ჰემაქსის შეყვანა უმჯობესია ვენაში. სადაც ინტრავენური მოწყობილობა მზად ხელმისაწვდომი არ არის (პაციენტებში, რომლებსაც არ უტარდებათ დიალიზი და პერიტონული დიალიზი), მისი შეყვანა შეიძლება კანქვეშ ინექციით.
შეყვანის წესი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პედიატრიულ პაციენტებში ჰემოდიალიზზე სიმპტომური ანემიით.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის პედიატრიულ პაციენტებში, სადაც ინტრავენური მოწყობილობა რუტინულად ხელმისაწვდომია (ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები), ჰემაქსის შეყვანა უმჯობესია ვენაში.
ბ) მოზრდილი პაციენტები პერიტონულ დიალიზზე
სადაც ვასკულარული მოწყობილობა მზად ხელმისაწვდომი არ არის, ჰემაქსის შეყვანა შეიძლება კანქვეშ.
კორექციის ფაზა
საწყისი დოზა არის 50 სე/კგ, კვირაში ორჯერ.
შენარჩუნების ფაზა
რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა არის 25 სე/კგ და 50 სე/კგ, კვირაში ორჯერ, 2 თანაბარ ინექციად.
დოზის სათანადო კორექცია არის აუცილებელი ჰემოგლობინის მნიშვნელობების სასურველ დონეზე შესანარჩუნებლად 10გ/დლ-12გ/დლ-ს შორის (6.2-7.5 მმოლ/ლ).
გ) აინვ-ინფიცირებული პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ზიდოვუდინით:
ჰემაქსი ამცირებს გადასხმაზე მოთხოვნას და ზრდის ჰემატოკრიტის დონეს ზიდოვუდინით მკურნალობაზე მყოფ აივ-ინფიცირებულ პაციენტებში, რაც იწვევს ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. პაციენტები ენდოგენური ერითროპოეტინის დონეებით <500 მე/მლ რეაგირებენ უკეთ მკურნალობაზე, ამგვარად თერაპიის დაწყებამდე რეკომენდებულია ერითროპოეტინის დოზირება.
რეკომენდებული საწყისი დოზა არის 100 სე/კგ/დოზა მოზრდილებში და 150 სე/კგ/დოზა ბავშვებში, კვირაში 3-ჯერ, ვენაში ან კანქვეშ, 8 კვირის განმავლობაში. პასუხი შეიძლება შეფასდეს მკურნალობის 4 კვირის შემდეგ. თუ არ მიიღება დამაკმაყოფილებელი პასუხი, ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 სე/კგ-ით მაქსიმუმ 300 სე/კგ-მდე კვირაში 3-ჯერ.
ეპოეტინთ მკურნალობაზე პასუხი შეიძლება შემცირდეს ინფექციური ან ანთებითი მდგომარეობების შემთხვევაში.
თუ ჰემატოკრიტი არის 40%-ზე ზემოთ, ჰემაქსის შეყვანა უნდა შეწყდეს, ვიდრე ასეთი მნიშვნელობა არ მიაღწევს 36%-ს. დოზა უნდა შემცირდეს 25%-ით, როდესაც ხდება მკურნალობის განახლება და შემდეგ, ჰემატოკრიტის სამიზნე დონის მეშვეობით შემდგომი შეფასებით.
დ) ანემია ქიმიოთერაპიაზე მყოფ კიბოს მქონე პაციენტებში:
ანემიის სიმპტომები და შედეგები განსხვავდება ასაკის, სქესისა და სხვა სამედიცინო მდგომარეობების მიხედვით; აუცილებელია ექიმის მიერ ინდივიდუალური პაციენტის კლინიკური პასუხისა და მდგომარეობის შეფასება. პაციენტთა ამ პოპულაციაში, ეპოეტინ ალფა ზრდის ჰემატოკრიტს და ამცირებს ტრანსფუზიებზე მოთხოვნებს მკურნალობის პირველ და მეოთხე თვეს შორის.
საჭიროა დოზის სათანადო კორექცია ჰემოგლობინის კონცენტრაციების სასურველ ფარგლებში შესანარჩუნებლად 10გ/დლ-12გ/დლ-ს შორის (6.2-7.5 მმოლ/ლ).
პაციენტებს შორის ვარიაბელობის გამო, ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს ჰემოგლობინის მნიშვნელობები ჰემოგლობინის სასურველი კონცენტრაციის ფარგლებს ზემოთ და ქვემოთ. ჰემოგლობინის ვარიაბელობისას უნდა მოხდეს დოზების მართვა, 10გ/დლ (6.2 მმოლ/ლ) - 12გ/დლ (7.5 მმოლ/ლ) ჰემოგლობინის კონცენტრაციის გათვალისწინებით. ქვემოთ აღწერილია, თუ როგორ უნდა მოხდეს დოზის სათანადო კორექცია, როდესაც ჰემოგლობინის კონცენტრაციები აღემატება 12 გ/დლ-ს (7.5 მმოლ/ლ).
თუ ჰემოგლობინის კონცენტრაცია მატულობს 1გ/დლ-ზე მეტად (0.62 მმოლ/ლ) ან თუ რეტიკულოციტის რიცხვი მატულობს >40,000 უჯრედი/µლ საბაზისოზე ზემოთ მკურნალობის 4 კვირის შემდეგ, დოზა უნდა დარჩეს 150 სე/კგ-ზე კვირაში სამჯერ ან 450 სე/კგ-ზე კვირაში ერთხელ.
თუ ჰემოგლობინის კონცენტრაცია მატულობს 1გ/დლ-ზე მეტად (0.62 მმოლ/ლ) და რეტიკულოციტის რიცხვი მატულობს <40,000 უჯრედი/µლ საბაზისოზე ზემოთ, დოზა იზრდება 300 სე/კგ-მდე კვირაში 3-ჯერ. თუ თერაპიის დამატებითი 4 კვირის შემდეგ დოზით 300 სე/კგ კვირაში სამჯერ, ჰემოგლობინის კონცენტრაცია მატულობს >1გ/დლ (>0.62 მმოლ/ლ) ან თუ რეტიკულოციტის რიცხვი მატულობს >40,000 უჯრედი/µლ, დოზა უნდა დარჩეს 300 სე/კგ-ზე კვირაში სამჯერ.
თუ ჰემოგლობინის კონცენტრაცია მატულობს 1გ/დლ-ზე მეტად (0.62 მმოლ/ლ) ან თუ რეტიკულოციტის რიცხვი მატულობს <40,000 უჯრედი/µლ საბაზისოზე ზემოთ, პასუხი სავარაუდოდ არ იქნება, და მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ჰემაქსით თერაპია უნდა შეწყდეს, თუ ჰემოგლობინის კონცენტრაციის დონე აღემატება 13 გ/დლ-ს და განახლდეს დოზით, რომელიც 25%-ით ნაკლებია წინა დოზაზე, როდესაც ის დაეცა 12 გ/დლ-ზე ქვემოთ. ჰემაქსით თერაპია უნდა გაგრძელდეს ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ დაახლოებით 4 კვირამდე.
თუ პაციენტებში არ აღინიშნება დამაკმაყოფილებელი პასუხის 60,000 სე ყოველკვირეულ დოზაზე ოთხი კვირა, მოსალოდნელი არ არის, რომ პასუხი აღინიშნოს ჰემაქსის უფრო მაღალ დოზებზე. ამიტომ, თერაპია უნდა შეწყდეს.
პედიატრიული პაციენტების მკურნალობა ქიმიოთერაპიით ინდუცირებულ ანემიაზე
ჰემაქსის უსაფრთხოება და ეფექტიანობა პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ქიმიოთერაპიას, დადგენილი არ არის.
დოზის კორექცია ჰემოგლობინის კონცენტრაციების შესანარჩუნებლად 10გ/დლ-12 გ/დლ-ს შორის
თუ ჰემოგლობინის კონცენტრაცია იზრდება 2 გ/დლ-ზე მეტად (1.25 მმოლ/ლ) თვეში, ან თუ ჰემოგლობინის კონცენტრაციის დონე აღემატება 12 გ/დლ-ს (7.5 მმოლ/ლ), ჰემაქსის დოზა უნდა შემცირდეს დაახლოებით 25-50%-ით.
თუ ჰემოგლობინის კონცენტრაციის დონე აღემატება 13 გ/დლ-ს (8.1 მმოლ/ლ), თერაპია უნდა შეწყდეს, ვიდრე ის დაეცემა 12 გ/დლ-მდე (7.5 მმოლ/ლ) და შემდეგ უნდა განახლდეს ჰემაქსით თერაპია წინა დოზაზე 25%-ით დაბალი დოზით. რეკომენდებული დოზის რეჟიმი აღწერილია შემდეგ დიაგრამაში:
რეტიკულოციტების 150 სე/კგ
რიცხვის გაზრდა 3x/კვირა ან 450 სე/კგ კვირაში ერთხელ
>40,000/µლ ან
Hb გაზრდა >1გ/დლ
4 კვირა რეტიკულოციტის სამიზნე Hb <12გ/დლ
150 სე/კგ >40,000/µლ ან
3x/კვირა ან Hb გაზრდა >1გ/დლ
450 სე/კგ კვირაში ერთხელ
რეტიკულოციტების 300 სე/კგ 4 კვირა
რიცხვის გაზრდა 3x/კვირა
<40,000/µლ ან
Hb გაზრდა <1გ/დლ
რეტიკულოციტების
რიცხვის გაზრდა - თერაპია შეწყდეს
<40,000/µლ ან
Hb გაზრდა <1გ/დლ;
შეყვანის წესი ქიმიოთერაპიით ინდუცირებული ანემიის მქონე პაციენტებისათვის
ჰემაქსის შეყვანა ხდება კანქვეშ ინექციით.
დ) აუტოლოგური ტრანსფუზია:
იმ პაციენტებში, რომლებშიც დაგეგმილია არჩევითი ქირურგია (ბარძაყი, მუხლი, სხვ.) აუტოლოგური პრედონაციის პროგრამაში, ეპოეტინ ალფას გამოყენებამ აჩვენა ალოგენური ტრანსფუზიების საჭიროების შემცირება. მსუბუქი ანემიის მქონე პაციენტებში (ჰემატოკრიტი 33-39%), რომლებიც საჭიროებენ სისხლის >4 ერთეულის პრედეპოზიტს, მკურნალობა უნდა ჩატარდეს ვენაში 600 სე/კგ ჰემაქსით, კვირაში ორჯერ 3 კვირის განმავლობაში ქირურგიულ ოპერაციამდე. ძირითადი პროგნოზირებადი ცვლადი მკურნალობის პასუხისთვის არის ჰემოგლობინის დონე ქირურგიამდე; ამ თერაპიის ყველაზე დიდი სარგებელი მიიღება 10-13 გ/დლ-ს შორის დონეებისას. საწყისი დოზა არის 300 სე/კგ/დღეში კანქვეშ, დაწყებული ქირურგიამდე 10 დღით ადრე და გრძელდება 4 დღემდე ქირურგიის შემდეგ. ალტერნატივის სახით, შეიძლება კანქვეშ 600 სე/კგ-ს გამოყენება 21-ე, მე-14 და მე-7 დღეს ქირურგიამდე და მეოთხე დოზა მიიღება ქირურგიული ოპერაციის დღეს.
ყველა პაციენტმა უნდა მიიღოს შესაბამისი რკინის დანამატი, რომელიც მიღებული უნდა იყოს არაუგვიანეს ჰემაქსით მკურნლობის დაწყებისა და უნდა გაგრძელდეს ეპოეტინით მკურნალობის კურსის განმავლობაში.
პედიატრიული ქირურგიული პაციენტების მკურნალობა აუტოლოგური პრედონაციის პროგრამაში.
ჰემაქსის უსაფრთხოება და ეფექტიანობა ბავშვებში დადგენილი არ არის.
მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.
ჰემაქსი შეჰყავთ ვენაში.
ე) მოზრდილი პაციენტების მკურნალობა, რომლებისთვისაც დაგეგმილია ძირითადი არჩევითი ორთოპედიული ქირურგია
ჰემაქსის რეკომენდებული დოზა არის 600 სე/კგ, რომელიც შეჰყავთ კანქვეშ ყოველკვირეულად სამი კვირა (დღეები - 21, -14 და -7) ოპერაციამდე და ოპერაციის დღეს. როდესაც არსებობს ოპერაციამდე მინიმუმ 3 კვირამდე დროის შემცირების სამედიცინო საჭიროება, ჰემაქსის შეყვანა დოზით 300 სე/კგ უნდა მოხდეს კანქვეშ ყოველ დღე ზედიზედ 10 დღე ოპერაციამდე, ოპერაციის დღეს და შემდეგ ოთხი დღე. თუ ჰემოგლობინის დონე აღწევს 15 გ/დლ-ს ან მეტს, პრეოპერაციულ პერიოდში, ჰემაქსის შეყვანა უნდა შეწყდეს და შემდგომი დოზები აღარ შეჰყავთ.
პედიატრიული პაციენტების მკურნალობა, რომლებისთვის დაგეგმილია ძირითადი არჩევითი ორთოპედიული ოპერაცია
ჰემაქსის უსაფრთხოება და ეფექტიანობა ბავშვებში დადგენილი არ არის.
მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.
შეყვანის წესი მოზრდილი პაციენტებისთვის, რომლებისთვისაც დაგეგმილია ძირითადი არჩევითი ორთოპედიული ოპერაცია
ჰემაქსის შეყვანა ხდება კანქვეშ ინექციით.
ვ) მოზრდილი პაციენტების მკურნალობა დაბალი/საშუალო-1-რისკის მიელოდისპლასტიური სინდრომით
ჰემაქსის შეყვანა არ შეიძლება სიმპტომური ანემიის მქონე პაციენტებში (მაგ. ჰემოგლობინის კონცენტრაცია <10 გ/დლ (6.2 მმოლ/ლ)).
ჰემაქსის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 450 სე/კგ (მაქსიმალური საერთო დოზა არის 40,000 სე), რომელიც შეჰყავთ კანქვეშ კვირაში ერთხელ, დოზებს შორის ინტერვალით არანაკლებ 5 დღე. დოზის სათანადო კორექცია საჭიროა ჰემოგლობინის კონცენტრაციების შესანარჩუნებლად სამიზნე დიაპაზონში 10გ/დლ-12გ/დლ (6.2-7.5 მმოლ/ლ). საწყისი ერითროიდის პასუხის შეფასება რეკომენდებულია მკურნალობის დაწყებიდან 8-12 კვირის შემდეგ. დოზის გაზრდა და შემცირება უნდა მოხდეს ერთ ჯერზე ერთდოზიანი საფეხურებით (იხილეთ ქვემოთ დიაგრამა). თავიდან უნდა იქნას აცილებული ჰემოგლობინის კონცენტრაცია 12 გ/დლ-ზე ზემოთ (7.5 მმოლ/ლ).
დოზის გაზრდა: დოზა არ უნდა გაიზარდოს მაქსიმუმ 1050 სე/კგ-ზე ზემოთ (საერთო დოზა 80,000 სე) ყოველ კვირაში. თუ აღინიშნება პასუხის დაკარგვა ან ჰემოგლობინის კონცენტრაცია ეცემა >1გ/დლ-თ დოზის შემცირებისას, დოზა უნდა გაიზარდოს ერთდოზიანი საფეხურით. დოზის გაზრდებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 4 კვირა.
დოზის მოხსნა და შემცირება: ეპოეტინ ალფა უნდა მოიხსნას, როდესაც ჰემოგლობინის კონცენტრაცია აღემატება 12 გ/დლ-ს (7.5 მმოლ/ლ). როგორც კი ჰემოგლობინის დონე გახდება <11 გ/დლ, დოზა შეიძლება განახლდეს იმავე დოზის საფეხურით ან ერთი დოზით ქვემოთ ფიზიკური შეფასების საფუძველზე. დოზის შემცირება ერთდოზიანი საფეხურით განხილული უნდა იყოს, თუ აღინიშნება ჰემოგლობინის სწრაფი ზრდა (>2 გ/დლ 4 კვირის განმავლობაში).
ანემიის სიმპტომები და შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს ასაკის, სქესის, და სხვა სამედიცინო მდგომარეობების მიხედვით; აუცილებელია ინდივიდუალური პაციენტის კლინიკური მიმდინარეობისა და მდგომარეობის შეფასება.
შეყვანის წესი მოზრდილი პაციენტებისთვის დაბალი/საშუალო-1-რისკის მიელოდისპლასტიური სინდრომით
ჰემაქსის შეყვანა ხდება კანქვეშ ინექციით.
ზ) დღენაკლულთა ანემია:
ჰემაქსის გამოყენება დღენაკლულთა ანემიისას ამცირებს გადასხმის საჭიროებას, რაც იზომება როგორც ტრანფსუზირებული პაციენტების რაოდენობით, ისე ტრანსფუზირებული სისხლის მოცულობით.
რეკომენდებული დოზა არის 250 სე/კგ კანქვეშ კვირაში 3-ჯერ, სიცოცხლის მეორე კვირიდან და რვა კვირის განმავლობაში.
შეყვანის წესი
სიფრთხილის ზომები სამკურნალო საშუალების დამუშავების ან შეყვანის წინ. გამოყენების წინ, ჰემაქსის შპრიცი მიყვანილი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურაზე, რასაც ჩვეულებრივ სჭირდება 15-30 წუთი.
ვენაში შეყვანა
შეჰყავთ მინიმუმ ერთიდან ხუთ წუთამდე, საერთო დოზის მიხედვით. ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, დიალიზის სეანსის დროს შეიძლება ბოლუსური ინექციის შეყვანა დიალიზის ხაზში შესაფერისი ვენის პორტის მეშვეობით. ალტერნატიულად, შეიძლება ინქციის გაკეთება დიალიზის სეანსის დროს ფისტულის ნემსის მილის საშუალებით, შემდეგ 10 მლ იზოტონური მარილხსნარი მილის გამოსარეცხად და ცირკულაციაში პრეპარატის საკმარისად ინექცირების უზრუნველსაყოფად.
უფრო ნელი შეყვანა არის რეკომენდებული იმ პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობაზე აღენიშნებათ „გრიპისმაგვარი“ სიმპტომები.
ჰემაქსის შეყვანა არ შეიძლება ვენაში ინფუზიით ან სხვა პრეპარატების ხსნარებთან ერთად.
კანქვეშ შეყვანა
ზოგადად, არ შეიძლება ერთი ინექციის ადგილას მაქსიმუმ 2 მლ მოცულობის გადამეტება. ინექციები უნდა გაკეთდეს კიდურებში ან მუცლის წინა კედელში.
ისეთ სიტუაციებში, როდესაც ექიმი დაადგენს, რომ პაციენტს ან მომვლელს შეუძლია ჰემაქსის უსაფრთხოდ და ეფექტურად შეყვანა თავად კანქვეშ, მან უნდა გასცეს მითითებები სათანადო დოზირებისა და შეყვანის შესახებ.
როგორც ნებისმიერი სხვა საინექციო პრეპარატის შემთხვევაში, შეამოწმეთ რომ ხსნარში არ იყოს ნაწილაკები ან მისი ფერი არ იყოს შეცვლილი.
უკუჩვენებები
ჰემაქსი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ:
- არაკონტროლირებული ჰიპერტენზია.
- სუფთა წითელი უჯრედების აპლაზია ეპოეტინ ალფათი მკურნალობის შემდეგ.
- დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობა ადამიანის ალბუმინზე.
- დადასტურებული მომატებული მგრძნობელობა ძუძუმწოვართა უჯრედებიდან წარმოებულ პრეპარატებზე.
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ინგრედიენტის ან ნებისმიერი სხვა დამხმარე საშუალების მიმართ.
- უკუჩვენებები დაკავშირებული აუტოლოგური სისხლის პრედონაციის პროგრამებთან.
- ჰემაქსის გამოყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც დაგეგმილია ძირითადი არჩევითი ორთოპედიული ოპერაცია და არ არის აუტოლოგური სისხლის პრედონაციის პროგრამაში, უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მძიმე კორონარული, პერიფერიული არტერიული, კაროტიდული ან ცერებროვასკულარული დაავადება, მათ შორის პაციენტებში, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გადაიტანეს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ცერებრალური ვასკულარული შემთხვევა.
- ქირურგიული პაციენტები, რომლებსაც ნებისმიერი მიზეზით არ შეუძლიათ ადეკვატური ანტითრომბული პროფილაქტიკური საშუალებების მიღება.
უარყოფითი რეაქციები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
ეპოეტინ ალფათი მკურნალობის დროს ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქცია არის არტერიული წნევის დოზა დამოკიდებული მომატება ან არსებული ჰიპერტენზიის გამწვავება. უნდა ჩატარდეს არტერიული წნევის მონიტორინგი, განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში.
ეპოეტინ ალფათი ჩატარებული კლინიკური ცდებისას ყველაზე ხშირად გამოვლენილი წამლის უარყოფითი რეაქციებია დიარეა, გულისრევა, ღებინება, პირექსია და თავის ტკივილი. შეიძლება განვითარდეს გრიპისმაგვარი ავადობა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.
სასუნთქი გზების შეგუბება, განსაკუთრებით ზემო სასუნთქ გზებში, ცხვირში შეგუბება და ნაზოფარინგიტი, აღინიშნა დოზებს შორის გახანგრძლივებული ინტერვალებით ჩატარებული კვლევებისას თირკმლის უკმარისობის მქონე მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც ჯერ არ გადიოდნენ დიალიზს.
ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების ეპოეტინ ალფას სახით მიმღებ პაციენტებში აღინიშნა თრომბული ვასკულარული მოვლენების მომატებული შემთხვევები.
უარყოფითი რეაქციების ცხრილური ჩამონათვალი
სიხშირის შეფასება: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100-<1/10), არახშირი (>1/1,000 - <1/100), იშვიათი (>1/10,000 - <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), ცნობილი არ არის (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით).
MedDRA სისტემურ ორგანოთა კლასი
უარყოფითი რეაქცია
სიხშირე
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები
სუფთა წითელი უჯრედების აპლაზია, თრომბოციტოპენია
იშვიათი
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
ჰიპერკალემია1
არახშირი
იმუნური სისტემის დარღვევები
ჰიპერმგრძნობელობა
არახშირი
ანაფილაქსური რეაქცია
იშვიათი
ნერვული სისტემის დარღვევები
თავის ტკივილი
ხშირი
კრუნჩხვა
არახშირი
ვასკულარული დარღვევები
ჰიპერტენზია, ვენური და არტერიული თრომბოზები2
ხშირი
ჰიპერტენზიული კრიზი
ცნობილი არ არის
სუნთქვის, გულ-მკერდის ორგანოებისა და შუასაყარის დარღვევები
ხველა
ხშირი
სასუნთქი გზების შეგუბება
არახშირი
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
დიარეა, გულისრევა, ღებინება
ძალიან ხშირი
კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები
გამონაყარი
ხშირი
ჭინჭრის ციება
არახშირი
ანგიონევროტული შეშუპება
ცნობილი არ არის
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
ართრალგია, ძვლების ტკივილი, მიალგია, კიდურების ტკივილი
ხშირი
თანდაყოლილი, საოჯახო და გენეტიკური დარღვევები
მწვავე პორფირია
იშვიათი
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილზე
პირექსი
ძალიან ხშირი
გაციება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, რეაქცია ინექციის ადგილზე, პერიფერიული შეშუპება
ხშირი
პრეპარატის არაეფექტიანობა
ცნობილი არ არის
კვლევები
დადებითი ანტი-ერითროპოეტინის ანტისხეული
იშვიათი
- ხშირია დიალიზის დრო
- მოიცავს არტერიულ და ვენურ, ფატალურ და არაფატალურ მოვლენებს, როგორიცაა ღრმა ვენის თრომბოზი, ფილტვის ემბოლია, რეტინალური თრომბოზი, არტერიული თრომბოზი (მიოკარდიუმის ინფარქტის ჩათვლით), ცერებროვასკულარული შემთხვევები (მათ შორის ცერებრალური ინფარქტი და ცერებრალური ჰემორაგია) ტრანზიტორული იშემიური შემთხვევები და შუნტირებული ნაწილის თრომბოზი (დიალიზის დანადგარის ჩათვლით) და თრომბოზი არტერიოვენურ შუნტირებული ნაწილის ანევრიზმებში.
შერჩეული უარყოფითი რეაქციების აღწერა
აღინიშნება მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის გამონაყარი (ჭინჭრის ციების ჩათვლით), ანაფილაქსური რეაქციები და ანგიოშეშუპება.
ჰიპერტენზიული კრიზი ენცეფალოპათიით და შეტევებით, რაც საჭიროებს ექიმის მყისიერ ყურადღებას და ინტენსიურ სამედიცინო თერაპიას, ასევე აღინიშნა ეპოეტინ ალფათი მკურნალობის დროს პაციენტებში, რომლებსაც მანამდე ჰქონდათ ნორმალური ან დაბალი არტერიული წნევა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მიგრენის მსგავს უეცარ თავის ტკივილბს, როგორც შესაძლო გამაფრთხილებელ სიგნალს.
ეპოეტინთ მკურნალობასთან დაკავშირებით აღინიშნა კანის მძიმე უარყოფითი რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, რომლებიც შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში ან ფატალური იყოს.
ანტისხეულით განპირობებული სუფთა წითელი უჯრედების აპლაზია ძალიან იშვიათად აღინიშნა <1/10,000 შემთხვევაში ყოველ პაციენტზე წელიწადში ეპოეტინ ალფათი მკურნალობიდან რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე პერიოდში.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტები:
ა) ჰიპერტენზია:
ჰემოდიალიზზმე მყოფი პაციენტების 80%-ზე მეტს აქვს არტერიული ჰიპერტენზიის ისტორია. ეპოეტინ ალფათი თერაპიის დაწყებისას პაციენტთა არტერიული წნევა ადეკვატურად უნდა გაკონტროლდეს და უნდა დაკორექტირდეს ანტიჰიპერტენზიული თერაპია და კვებითი შეზღუდვები. ეპოეტინ ალფას მიმღებ პაციენტთა დაახლოებით 25%-ში აღინიშნება არტერიული წნევის მომატება, რაც მოითხოვს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის კორექციას. არსებობს შესაძლო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჰემატოკრიტის მომატების სიჩქარესა და არტერიული წნევის გამწვავებას შორის, ამვარად, რეკომენდებულია, რომ ჰემაქსის დოზა შემცირდეს, თუ ჰემატოკრიტი იზრდება 2 პუნქტზე მეტად 4-კვირიან პერიოდში.
ბ) სუფთა წითელი უჯრედების აპლაზია
ვინაიდან ეპოეტინ ალფა არის ცილა, ზოგიერთ პაციენტში შეიძლება განვითარდეს ანტისხეულები ჰემაქსზე. სუფთა წითელი უჯრედების აპლაზიის ზოგიერთი შემთხვევა დაკავშირებულია ეპოეტინ ალფას შემცველ პროდუქტებთან ანტისხეულების ნეიტრალიზებასთან.
გ) თრომბული მოვლენები:
დიალიზზე მყოფ პაციენტებში აღინიშნა თრომბული მოვლენების მომატება დიალიზზე მყოფ პაციენტებში აშკარა კარდიოვასკულარული დაავადებით ეპოეტინ ალფას მიღებისას. მათ შორის იყო ვასკულარული თრომბოზი, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი და სხვა. თრომბული მოვლენები აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებშიც დაგეგმილი იყო სამიზნე ჰემატოკრიტების მნიშვნელობები 40%-ზე ზემოთ. გარდა ამისა, ამ ჯგუფში აღინიშნა უფრო მაღალი სიკვდილიანობა.
დიალიზის დროს პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს ჰეპარინის დოზების გაზრდა ვენური თრომბოზის თავიდან ასაცილებლად.
ჰემოგლობინის დონეები 12 გ/დლ-ზე ზემოთ შეიძლება დაკავშირებული იყოს კარდიოვასკულარული მოვლენების უფრო მაღალ რისკთან.
დ) შეტევები:
ეპოეტინ ალფათი კლინიკური ცდებისას, დიალიზზე მყოფი ნამკურნალები მოზრდილი პაციენტების 2.5%-ში აღინიშნა შეტევები, ზოგადად დაკავშირებული არტერიული ჰიპერტენზიის რისკთან. არტერიული წნევა მკაცრად უნდა გაკონტროლდეს მკურნალობის დაწყების წინ და დროს. აუცილებელია სიფრთხილე ეპოეტინ ალფას გამოყენებისას ანამნეზში შეტევების მქონე პაციენტებში.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პედიატრიული პაციენტები ჰემოდიალიზზე
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე ჰემოდიალიზზე მყოფი პედიატრიული პაციენტების ექსპოზიცია კლინიკურ ცდებსა და პოსტ-მარკეტინგულ გამოცდილებაში შეზღუდულია. ამ პოპულაციაში არ გამოვლენილა ბავშვებისთვის სპეციფიკური უარყოფითი რეაქციები, გარდა იმ რეაქციებისა, რომლებიც ზემოთ ცხრილში არის მითითებული, ან რეაქციები, რომლებიც არ შეესაბამება ძირითად დაავადებას.
მოზრდილი პაციენტები დაბალი/საშუალო-1-რისკის მიელოდისპლასტიური სინდრომით
კლინიკური ცდებისას, პირებში (4.7%) აღინიშნა თრომბული ვასკულარული მოვლენები (უეცარი სიკვდილი, იშემიური ინსულტი, ემბოლიზმი და ფლებიტი). თრომბული ვასკულარული მოვლენები განვითარდა ეპოეტინ ალფას ჯგუფში და კვლევის პირველი 24 კვირის განმავლობაში. სამი იყო დადასტურებული თრომბული ვასკულარული მოვლენა და დანარჩენ შემთხვევაში (უეცარი სიკვდილი), თრომბოემბოლიური მოვლენა არ დადასტურდა. ორ პირს ჰქონდა მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორები (წინა გულის ფიბრილაცია, გულის უკმარისობა და თრომბოფლებიტი).
ზიდოვუდინით მკურნალობაზე მყოფი აივ-ინფიცირებული პაციენტები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების საპირისპიროდ, ამ ჯგუფში არ აღინიშნა არტერიული ჰიპერტენზიის გამწვავება, შეტევები და თრომბული მოვლენები.
კიბოს მქონე პაციენტები ქიმიოთერაპიაზე:
თრომბული მოვლენების უფრო მაღალი შემთხვევები და სიკვდილიანობის ზრდა აღინიშნა ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში ქიმიოთერაპიაზე, რომლებსაც დაენიშნათ ეპოეტინ ალფათი მკურნალობა ჰემოგლობინის მაღალი დონების (12-14 გ/დლ) შესანარჩუნებლად.
ალბუმინი (ადამიანის)
ჰემაქსი შეიცავს ალბუმინს, ადამიანის სისხლის წარმოებულს. ვირუსული დაავადებების გადაცემის რისკი ძალიან შორეულია ალბუმინის მიღებისა და პრეპარატის წარმოების პროცესის გათვალისწინებით. ასევე უკიდურესად შორეულად მიიჩნევა კრეიტცფელდ-იაკობის დააავდების გადაცემის თეორიული რისკი. დადგენილი არ არის ალბუმინისთვის ვირუსული დაავადებების გადაცემის შემთხვევები.
გაფრთხილებები:
ზოგადი
ეპოეტინ ალფას მიმღებ ყველა პაციენტში უნდა ჩატარდეს არტერიული წნევის მონიტორინგი და გაკონტროლდეს საჭიროების მიხედვით. ეპოეტინ ალფა სიფრთხილით გამოიყენება არანამკურნალები, არასათანადოდ ნამკურნალები ან ცუდად კონტროლირებადი ჰიპერტენზიის არსებობისას. შეიძლება საჭირო გახდეს ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის დამატება ან გაზრდა. თუ არტერიული წნეის კონტროლი ვერ ხერხდება, ეპოეტინ ალფათი მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ჰიპერტენზიული კრიზი ენცეფალოპათიით და შეტევებით, რაც საჭიროებს ექიმის მყისიერ ყურადღებას და ინტენსიურ სამედიცინო თერაპიას, განვითარდა ასევე ეპოეტინ ალფათი მკურნალობისას პაციენტებში მანამდე ნორმალური ან დაბალი არტერიული წნევით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მიგრენის მსგავს უეცარ თავის ტკივილებს, როგორც შესაძლო გამაფრთხილებელ სიგნალს.
ეპოეტინ ალფა სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ეპილეფსია, ანამნეზში შეტევები, ან სამედიცინო მდგომარეობები ასოცირებული შეტევების აქტივობის მიმართ წინასწარგანწყობასთან, როგორიცაა ცნს ინფექციები და ტვინის მეტასტაზები.
ეპოეტინ ალფა სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში. ეპოეტინ ალფას უსაფრთხოება ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში დადგენილი არ არის.
ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების მიმღებ პაციენტებში აღინიშნება თრომბული ვასკულარული მოვლენების მომატებული შემთხვევები, რომლებსაც მიეკუთვნება ვენური და არტერიული თრომბოზები და ემბოლიზმი (ზოგჯერ ფატალური გამოსავლით), როგორიცაა ღრმა ვენის თრომბოზი, ფილტვის ემბოლია, რეტინალური თრომბოზი და მიოკარდიუმის ინფარქტი. გარდა ამისა, აღინიშნება ცერებროვასკულარული შემთხვევები (მათ შორის ცერებრალური ინფარქტი, ცერებრალური ჰემორაგია და ტრანზიტორული იშემიური შეტევები).
აღნიშნული თრომბული ვასკულარული მოვლენების რისკი გულდასმით უნდა შეფასდეს ეპოეტინ ალფათი მკურნალობისგან მიღებული სარგებელის საპირისპიროდ, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც მანამდე ჰქონდათ თრომბული ვასკულარული მოვლენების, მათ შორის სიმსუქნის რისკ ფაქტორები და თრომბული ვასკულარული მოვლენები ანამნეზში (მაგ. ღრმა ვენური თრომბოზი, ფილტვის ემბოლიზმი და ცერებროვასკულარული შემთხვევა).
ყველა პაციენტში, ჰემოგლობინის დონეები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს თრომბოემბოლიური მოვლენების პოტენციური მომატებული რისკის და ფატალური გამოსავლების გამო, როდესაც პაციენტები მკურნალობენ ჰემოგლობინის დონეებით, რომლებიც აღემატება გამოყენების ჩვენებისთვის კონცენტრაციის ფარგლებს.
შეიძლება არსებობდეს თრომბოციტების რიცხვის საშუალო დოზა-დამოკიდებული მომატება ნორმის ფარგლებში ეპოეტინ ალფათი მკურნალობის დროს, რაც რეგრესირებს თერაპიის გაგრძელების ფონზე. გარდა ამისა, აღინიშნა თრომბოციტები ნორმის ფარგლებს ზემოთ. რეკომენდებულია თრომბოციტების რიცხვის რეგულარული მონიტორინგი თერაპიის პირველი 8 კვირის განმავლობაში.
ანემიის ყველა სხვა მიზეზი (რკინა, ფოლატი და B12 ვიტამინი, ალუმინით ინტოქსიკაცია, ინფექცია ან ანთება, სისხლის დაკარგვა, ჰემოლიზი და ძვლის ტვინის ფიბროზი ნებისმიერი წარმოშობის) უნდა შეფასდეს და ჩატარდეს მკურნალობა ეპოეტინ ალფათი თერაპიის დაწყებამდე, და დოზის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. შემთხვევათა უმრავლესობაში, ფერიტინის მნიშვნელობები შრატში ეცემა ჰემატოკრიტის ზრდასთან ერთად. ეპოეტინ ალფაზე ოპტიმალური პასუხის უზრუნველსაყოფად, გარანტირებული უნდა იყოს საკმარისი რკინის მარაკები და აუცილებლობისას მიღებული უნდა იყოს რკინის დამატება.
თირკმლის უკმარისობა
ორი კლინიკური ცდისას, პაციენტებში აღინიშნა სიკვდილიანობის და სერიოზული კარდიოვასკულარული მოვლენების განვითარების მომატებული რისკი, როდესაც მიიღებოდა ერითროპოეზის მასტიმულირებელი საშუალებები მაღალი ჰემოგლობინის მნიშვნელობების მისაღწევად დაბალი მნიშვნელობების საპირისპიროდ (13.5 vs 11.3 გ/დლ; 14 vs 10 გ/დლ). რეკომენდებულია დოზის ინდივიდუალურად განსაზღვრა 10-12 გ/დლ ფარგლებში ჰემოგლობინის დონის მისაღწევად და შესანარჩუნებლად.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია რკინის დამატება (ელემენური რკინა 200-300 მგ/დღეში პერორალურად მოზრდილებისთვის და 100-200 მგ/დღეში პერორალურად ბავშვებისთვის), თუ ფერიტინის დონეები 100 ნგ/მლ-ზე ნაკლებია.
სიმპტომური ანემიის მკურნალობა თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე მოზრდილ და პედიატრიულ პაციენტებში
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ეპოეტინ ალფათი მკურნალობისას ჰემოგლობის დონეები რეგულარულად უნდა გაიზომოს, ვიდრე არ მიიღწევა სტაბილური დონე, და შემდეგ პერიოდულად.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, ჰემოგლობინის მომატების სიჩქარე უნდა იყოს დაახლობით 1 გ/დლ (0.62 მმოლ/ლ) თვეში და არ უნდა აღემატებოდეს 2 გ/დლ-ს (1.25 მმოლ/ლ) თვეში, არტერიული წნევის მომატების რისკების შესამცირებლად.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, ჰემოგლობინის შენარჩუნების კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს ჰემოგლობინის კონცენტრაციის დიაპაზონის უსაფრთხოების ზედა ზღვარს, როგორც ეს რეკომენდებულია პუნქტში „თერაპიული გამოყენება და დოზირება“. კლინიკურ ცდებში, აღინიშნა სიკვდილის და სერიოზული კარდიოვასკულარული მოვლენების მომატებული რისკი, როდესაც ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებები მიიღებოდა 12 გ/დლ-ზე (7.5 მმოლ/ლ) ზემოთ ჰემოგლობინის კონცენტრაციის დონის მისაღწევად.
კონტროლირებული კლინიკური ცდებისას არ იქნა ნაჩვენები ეპოეტინების მიღებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სარგებლიანობა, როდესაც ჰემოგლობინის კონცენტრაცია იზრდებოდა ანემიის სიმპტომების საკონტროლოდ და სისხლის გადასხმის თავიდან ასაცილებლად საჭირო დონის მიღმა.
აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ჰემაქსის დოზების გაზრდისას თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, ვინაიდან მაღალი კუმულაციური დოზები შეიძლება დაკავშირებული იყოს სიკვდილიანობის მომატებულ რისკთან, სერიოზულ კარდიოვასკულარულ და ცერებროვასკულარულ მოვლენებთან. ეპოეტინებზე ჰემოგლობინის სუსტი პასუხის მქონე პაციენტებში, განხილული უნდა იყოს სუსტი პასუხის ალტერნატიული განმარტებები.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ეპოეტინ ალფათი მკურნალობისას კანქვეშ შეყვანის გზით უნდა ჩატარდეს რეგულარული მონიტორინგი ეფექტიანობის დაკარგვაზე, რაც განისაზღვრება როგორც ეპოეტინ ალფათი მკურნალობაზე პასუხის არარსებობა ან შემცირება პაციენტებში, რომლებიც ადრე რეაგირებდნენ ამგვარ თერაპიაზე. ეს ხასიათდება ჰემოგლობინის მდგრადი შემცირებით ეპოეტინ ალფას დოზირების გაზრდის მიუხედავად.
ზოგიერთ პაციენტში უფრო ხანგრძლივი ინტერვალებით დოზებს შორის (უფრო მეტი, ვიდრე კვირაში ერთხელ), შეიძლება ვერ იქნას შენარჩუნებული ჰემოგლობინის ადეკვატური დონეები და შეიძლება საჭირო გახდეს ეპოეტინ ალფას დოზის მომატება. ჰემოგლობინის დონეები რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს.
შუნტირებული ნაწილის თრომბოზები განვითარდა ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპოტენზიის მიმართ მიდრეკილება ან რომლებშიც არტერიოვენური ფისტულა ავლენს გართულებებს (მაგ. სტენოზები, ანევრიზმები, სხვ.). ამ პაციენტებში რეკომენდებულია შუნტირებული ნაწილის ადრეული რევიზია და თრომბოზის პროფილაქტიკა, მაგალითად, აცეტილსალიცილმჟავას მიღებით.
ჰიპოკალემია აღინიშნა ცალკეულ შემთხვევებში, თუმცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში უნდა გაკონტროლდეს შრატში ელექტროლიტები. თუ დადგენილია შრატში კალიუმის დონის მომატება და მატება, ჰიპერკალემიის სათანადო მკურნალობაზე დამატებით განხილული უნდა იყოს ეპოეტინ ალფას მიღების შეწყვეტა, ვიდრე შრატში კალიუმის დონე არ დაკორექტირდება.
ჰემოდილიაზის დროს ჰეპარინის დოზის გაზრდა ხშირად საჭიროა ეპოეტინ ალფათი თერაპიის დროს მომატებული უჯრედების მოცულობის შედეგად. დიალიზის სისტემის ოკლუზია შესაძლებელია, თუ ჰეპარინიზაცია არ არის ოპტიმალური.
დღეისათვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ანემიის კორექცია ეპოეტინ ალფათი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც ჯერ გადიან დიალიზს, არ აჩქარებს თირკმლის უკმარისობის პროგრესირების სიჩქარეს.
კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტები
ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების გამოყენება ამოკლებდა საერთო გადარჩენას და/ან სიმსივნის პროგრესირების ან რეციდივის მომატებულ რისკს ზოგიერთ კლინიკურ ცდაში ძუძუს, თავისა და კისრის, ლიმფოიდური, (არაწვრილუჯრედოვანი) ფილტვის, და საშვილოსნოს კიბოების დროს.
კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებშიც ტრანსფერინის სატურაცია 20%-ზე ნაკლებია, მიღებული უნდა იყოს რკინის დანამატი (რკინა 200-300 მგ/დღეში პერორალურად).
ამ რისკების, აგრეთვე სერიოზული კარდიოვასკულარული მოვლენების რისკის შესამცირებლად, რეკომენდებულია უფრო დაბალი დოზის გამოყენება სისხლის გადასხმის თავიდან ასაცილებლად. ამ რისკების შესამცირებლად, ჰემოგლობინის დონე არ უნდა აღემატებოდეს 12 გ/დლ-ს.
გამოიყენება მხოლოდ ანემიის სამკურნალოდ, რაც გამოწვეულია იმავდროული მიელოსუპრესიული ქიმიოთერაპიით და გამოყენება უნდა შეწყდეს ქიმიოთერაპიის კურსის დასრულების შემდეგ.
ეპოეტინი ნაჩვენები არ არის პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია, როდესაც მოსალოდნელი გამოსავალი არის განკურნება.
ქიმიოთერაპიით გამოწვეული ანემიის მქონე პაციენტების მკურნალობა
კიბოს მქონე პაციენტების მკურნალობისას ეპოეტინ ალფათი, რეგულარულად უნდა გაიზომოს ჰემოგლობინის დონეები, ვიდრე არ მიიღწევა სტაბილური დონეები, და შემდეგ პერიოდულად.
ეპოეტინები არის ზრდის ფაქტორები, რომლებიც უპირატესად ასტიმულირებენ ერითროციტების წარმოებას. ერითროპოეტინის რეცეპტორები შეიძლება გამოსახული იყოს სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე. როგორც ყველა ზრდის ფაქტორის შემთხვევაში, არსებობს წუხილი, რომ ეპოეტინებმა შეიძლება მოახდინონ სიმსივნების ზრდის სტიმულირება.
ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების როლი სიმსივნის პროგრესირებაზე ან პროგრესირების გარეშე შემცირებულ გადარჩენაზე არ გამოირიცხება. კონტროლირებული კლინიკური კვლევებისას, ეპოეტინ ალფას და სხვა ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებები გამოყენება ასოცირებული იყო ლოკორეგიონული სიმსივნის კონტროლის შემცირებასთან ან შემცირებულ საერთო გადარჩენასთან:
შემცირებული ლოკორეგიონული კონტროლი პაციენტებში გავრცელებული თავის და კისრის კიბოთი, რომლებიც იღებენ რადიაციულ თერაპიას, როდესაც მიიღება ჰემოგლობინის კონცენტრაციის დონის მისაღწევად 14 გ/დლ-ზე მეტი (8.7 მმოლ/ლ).
შემოკლებული საერთო გადარჩენა და მომატებული სიკვდილის შემთხვევები მიკუთვნებული დაავადების პროგრესირებასთან მე-4 თვეს მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ქიმიოთერაპიაზე, როდესაც მიიღება ჰემოგლობინის კონცენტრაციის დონის მისაღწევად 12-14 გ/დლ (7.5 - 8.7 მმოლ/ლ).
სიკვდილის მომატებული რისკი, როდესაც მიიღება ჰემოგლობინის კონცენტრაციის დონის მისაღწევად 12 გ/დლ (7.5 მმოლ/ლ) პაციენტებში აქტიური ავთვისებიანი დაავადებით, რომლებსაც არ უტარდებათ არც ქიმიოთერაპია და არც რადიაციული თერაპია. ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებები არ არის ნაჩვენები პაციენტთა ამ პოპულაციაში გამოსაყენებლად.
დაავადების პროგრესირების ან სიკვდილის რისკის 9%-ით მომატება ეპოეტინ ალფა პლუს სტანდარტული მკურნალობის ჯგუფში პირველადი ანალიზიდან და 15%-ით მომატებული რისკი, რომელიც სტატისტიკურად არ შეიძლება გამოირიცხოს პაციენტებში ძუძუს მეტასტაზური კიბოთი ქიმიოთერაპიაზე, როდესაც მიიღებოდა 10-12 გ.დლ (6.2-7.5 მმოლ/ლ) ჰემოგლობინის კონცენტრაციის ფარგლების მისაღწევად.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ზოგიერთ კლინიკურ სიტუაციებში სისხლის გადასხმა უნდა იყოს უპირატესი მკურნალობა კიბოს მქონე პაციენტებში ანემიის სამართავად. რეკომბინანტული ერითროპოეტინის მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს სარგებლის-რისკის შეფასების საფუძველზე პაციენტის მონაწილეობით, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს სპეციფიკური კლინიკური კონტექსტი. აღნიშნული შეფასებისას განხილული ფაქტორები უნდა იყოს სიმსივნის სახეობა და მისი სტადია; ანემიის ხარისხი; სიცოცხლის ხანგრძლივობა; გარემო, რომელშიც ტარდება პაციენტის მკურნალობა; და პაციენტის არჩევანი.
კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია, გათვალისწინებული უნდა იყოს 2-3-კვირიანი დაყოვნება ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების მიღებასა და ერითროპოეტინ-ინდუცირებული წითელი უჯრედების გამოვლენას შორის, როდესაც ფასდება ეპოეტინ ალფათი თერაპიის შესაბამისობა (პაციენტი, რომელშიც არსებობს გადასხმის რისკი).
პაციენტები, რომლებიც იღებენ ერითროპოეზის მასტიმულირებელ საშუალებებს ოპერაციამდე ალოგენური ტრანსფუზიების რაოდენობის შესამცირებლად:
აღინიშნა ღრმა ვენის თრომბოზის მომატებული შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც არ იღებდნენ პროფილაქტიკურ ანტიკოაგულაციას. პროფილაქტიკური ანტიკოაგულაცია განხილული უნდა იყოს, როდესაც ერითროპოეზის მასტიმულირებელი საშუალება ნაჩვენებია ალოგენური ტრანსფუზიების რაოდენობის შესამცირებლად.
პაციენტები, რომლებიც ჩართული არიან აუტოლოგური სისხლის პრედონაციის პროგრამაში
აუტოლოგური სისხლის პრედონაციის პროგრამაში მონაწილე პაციენტებში, რკინის დამატება (ელემენტური რკინა 200 მგ/დღეში პერორალურად) მიღებული უნდა იყოს აუტოლოგური პრედეპოზიტის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რკინის მაღალი მარაგების მისაღწევად ეპოეტინ ალფათი თერაპიის დაწყებამდე და ეპოეტინ ალფათი თერაპიის მიმდინარეობის დროს.
უნდა შესრულდეს ყველა ის სპეციალური გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები, რომლებიც დაკავშირებულია აუტოლოგური პრედონაციის პროგრამებთან, განსაკუთრებით მოცულობის რუტინული ჩანაცვლება.
პაციენტები, რომლებშიც დაგეგმილია ძირითადი ორთოპედიული ოპერაცია
პაციენტებში, რომლებშიც დაგეგმილია ძირითადი ორთოპედიული ოპერაცია, რკინის დამატება (ელემენტური რკინა 200 მგ/დღეში პერორალურად) მიღებული უნდა იყოს ეპოეტინ ალფათი თერაპიის მიმდინარეობისას. თუ შესაძლებელია, რკინის დამატება უნდა დაიწყოს ეპოეტინ ალფათი თერაპიის დაწყებამდე რკინის საკმარისი მარაგების მისაღწევად.
პერიქირურგიულ სქემაში ყოველთვის გამოყენებული უნდა იყოს სისხლის კარგი მართვის პრაქტიკები.
პაციენტებში, რომლებშიც დაგეგმილია ძირითადი არჩევითი ორთოპედიული ოპერაცია, უნდა ჩატარდეს ადეკვატური ანტითრომბული პროფილაქტიკა, რადგან ქირურგიულ პაციენტებში, განსაკუთრებით ძირითადი კარდიოვასკულარული დაავადების მქონე პაციენტებში, შეიძლება განვითარდეს თრომბული და ვასკულარული მოვლენები. გარდა ამისა, განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო პაციენტებში, რომლებშიც არსებობს წინასწარგანწყობა ღრმა ვენის თრომბოზის განვითარების მიმართ. უფრო მეტიც, თუ ჰემოგლობინის საბაზისო მნიშვნელობა არის >13 გ/დლ, შესაძლებლობა, რომ ეპოეტინ ალფათი მკურნალობა შეიძლება დაკავშირებული იყოს პოსტოპერაციული თრომბული/ვასკულარული მოვლენების მომატებულ რისკთან, არ გამოირიცხება. ამიტომ, ეპოეტინ ალფა არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებშიც ჰემოგლობინის საბაზისო მაჩვენებელი არის >13 გ/დლ.
სიფრთხილის ზომები:
იმუნოგენურობა
როგორც ნებისმიერი პარენტერალური გზით გამოსაყენებელი პრეპარატის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი სიფრთხილის ზომების მიღება, თუ განვითარდა ალერგიული რეაქციები ჰემაქსის მიღების შემდეგ. კლინიკურ ცდებში, აღინიშნება მცირე და ტრანზიტორული ალერგიული რეაქციები.
ეპოეტინით მკურნალობასთან დაკავშირებით აღინიშნება კანის მძიმე უარყოფითი რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, რომლებიც შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში ან ფატალური იყოს. უფრო მძიმე შემთხვევები აღინიშნება ხანგრძლივმოქმედი ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების შემთხვევაში.
დანიშვნის დროს პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ნიშნებსა და სიმპტომებზე და კანის რეაქციებზე მკაცრად დაკვირვებაზე. თუ განვითარდა ამ რეაქციების აღმნიშვნელი ნიშნები და სიმპტომები, ჰემაქსი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას და განხილული უნდა იყოს ალტერნატიული მკურნალობა.
თუ პაციენტს განუვითარდა კანის მძიმე რეაქცია, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ჰემაქსის გამოყენების გამო, ჰემაქსით მკურნალობა ამ პაციენტში არასოდეს უნდა განახლდეს.
ჰემატოლოგია:
დიალიზზე მყოფ პაციენტებში ეპოეტინ ალფათი მკურნალობისას აღინიშნა პორფირიის გამწვავება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენა იშვიათია, განხილული უნდა იყოს ანამნეზში პორფირიის მქონე პაციენტებში.
ერითროპოეზის მასტიმულირებელი საშუალებების მიკვლევადობის გასაუმჯობესებლად პაციენტის ისტორიაში მკაფიოდ უნდა ჩაიწეროს გამოყენებული ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებების სავაჭრო დასახელება.
სუფთა წითელი უჯრედების აპლაზია
ანტისხეულით განპირობებული სუფთა წითელი უჯრედების აპლაზია აღინიშნა კანქვეშ ეპოეტინით მკურნალობიდან რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე პერიოდში, ძირითადად თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში. შემთხვევები აღინიშნა ასევე C ჰეპატიტის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ინტერფერონით და რიბავირინით, როდესაც იმავდროულად გამოიყენებოდა ერითროპოეტინის მასტიმულირებელი საშუალებები. ეპოეტინ ალფა არ არის დამტკიცებული C ჰეპატიტთან დაკავშირებული ანემიის სამართავად.
იმ პაციენტებში, რომლებშიც ვითარდება ეფექტიანობის უეცარი ნაკლებობა, რაც განისაზღვრება ჰემოგლობინის შემცირებით (1-2 გ/დლ თვეში) ტრანსფუზიების მომატებული საჭიროებებით, უნდა შემოწმდეს რეტიკულოციტების რიცხვი და გამოკვლეული იყოს პასუხის არარსებობის ტიპური მიზეზები (მაგ. რკინის, ფოლატის ან B12 ვიტამინის დეფიციტი, ალუმინით ინტოქსიკაცია, ინფექცია ან ანთება, სისხლის დაკარგვა, ჰემოლიზი და ძვლის ტვინის ფიბროზი ნებისმიერი წარმოშობის).
ჰემოგლობინის პარადოქსალური შემცირება და მძიმე ანემიის განვითარება ასოცირებული რეტიკულოციტების დაბალ რიცხვთან საჭიროებს ეპოეტინ ალფათი მკურნალობის სასწრაფოდ შეწყვეტას და ანტი-ერითროპოეტინის ანტისხეულების ტესტირების ჩატარებას. PRCA-ს დიაგნოსტირებისთვის ასევე განხილული უნდა იყოს ძვლის ტვინის გამოკვლევა.
პასუხის არარსებობა ან დაკარგვა:
შემანარჩუნებელი დოზების მიმღებ პაციენტებში, რომლებშიც ნაჩვენებია ეპოეტინ ალფაზე პასუხის დაკარგვა ან არარსებობა, უნდა გამოირიცხოს შემდეგი მიზეზები:
- რკინის დეფიციტი
- ინფექცია, ანთება ან ნეოპლაზია.
- განავალში სისხლის ფარული დაკარგვა.
- ძვლის ტვინის დისფუნქცია ძირითადი ჰემატოლოგიური დაავადებების გამო (თალასემია, მიელოდისპლასტიური დარღვევები, სხვ.)
- ჰემოლიზი
- ალუმინით ინტოქსიკაცია
- B12 ვიტამინის ან ფოლიუმის მჟავას დეფიციტი
- კისტოზური ფიბროზი
- სუფთა წითელი უჯრედების აპლაზია
რკინის დამატება:
რკინაზე მოთხოვნა შეიძლება გაიზარდოს, თუ რკინის არსებული მარაგები გამოყენებული იყო ერითროპოეზისთვის და ზოგიერთ პაციენტში შეიძლება საჭირო გახდეს რკინის დამატება. ზოგიერთ პაციენტში, შეიძლება საკმარისი იყოს პერორალური რკინის დამატება და შეიძლება მოითხოვოს რკინის საქაროზას ვენაში შეყვანა.
ურთიერთქმედება პრეპარატებთან:
ხელმისაწვდომი არ არის ჰემაქსის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების მტკიცებულება.
პრეპარატებმა, რომლებიც ამცირებენ ერითროპოეზს, შეიძლება შეამცირონ პასუხი ეპოეტინ ალფაზე.
რადგან ციკლოსპორინის შეკავშირება ხდება სისხლის წითელი უჯრედების მიერ, არსებობს ურთიერთქმედების პოტენციალი. თუ ეპოეტინ ალფა გამოიყენება ციკლოსპორინთან ერთად, აუცილებელია სისხლში ციკლოსპორინის დონეების მონიტორინგი და ციკლოსპორინის დოზის კორექცია ჰემატოკრიტის ზრდის მიხედვით.
არ არსებობს ურთიერთქმედების მტკიცებულება ეპოეტინ ალფასა და G-CSF ან GM-CSF-ს შორის ბიოფსიის ნიმუშებში სიმსივნის ჰემატოლოგიური დიფერენციაციის ან პროლიფერაციის მხრივ.
მოზრდილ მდედრ პაციენტებში ძუძუს მეტასტაზური კიბოთი, კანქვეშ 40,000 სე/მლ ეპოეტინ ალფას 6 მგ/კგ ტრასტუზუმაბთან ერთად შეყვანისას არ აღინიშნა ზემოქმედება ტრასტუზუმაბის ფარმაკოკინეტიკაზე.
კარცინოგენეზი და მუტაგენეზი:
ჰემაქსის კარცინოგენური პოტენციალი შეფასებული არ არის. ეპოეტინ ალფა არ აინდუცირებს ბაქტერიული გენის მუტაციებს ან ქრომოსომულ აბერაციებს ძუძუმწოვართა უჯრედებში.
ფერტილურობა, ორსულობა და ლაქტაცია
ფერტილურობა:
მდედრ ვირთაგვებში, რომლებიც მკურნალობდნენ 100-500 სე/კგ ეპოეტინ ალფას ინტრავენური დოზებით, აღინიშნა ნაყოფის დაკარგვის ოდნაც მომატებული ტენდენცია.
ორსულობა:
საკმარისი ცდები ორსულობის დროს ჰემაქსის გამოყენებაზე არ არის; ამიტომ, ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი ამართლებს პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის. ეპოეტინ ალფას გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულ ქირურგიულ პაციენტებში, რომლებიც მონაწილეობენ აუტოლოგური სისხლის პრედონაციის პროგრამაში. ორსულ ვირთხებში, აღინიშნა ნაყოფის დაკარგვის შემთხვევების მომატება. უარყოფითი ეფექტები არ აღინიშნა კურდღლებში 500 სე/კგ დოზების გამოყენებისას.
ლაქტაცია:
ადამიანის ერითროპოეტინი არის ადამიანის რძის ნორმალური კომპონენტი, თუმცა, მისი როლი მკაფიოდ დადგნილი არ არის. ცნობილი არ არის, გადადის თუ არა ჰემაქსი ადამიანის რძეში. რადგან ბევრი პრეპარატი გადადის, აუცილებელია სიფრთხილე ჰემაქსის გამოყენებისას მეძუძური ქალის მიერ.
პედიატრიული გამოყენება:
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი კვლევისას ახალშობილებზე, მეძუძურ და უფრო დიდი ასაკის ბავშვებზე ნაჩვენებია, რომ ჰემაქსი არის ეფექტიანი და უსაფრთხო ანემიის პრევენციისა და მკურნალობისთვის, ამ პრეპარატის გრძელვადიანი უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
ლაბორატორიული მონიტორინგი:
მკურნალობის დაწყების შემდეგ ჰემოგლობინი ან ჰემატოკრიტი უნდა განისაზღვროს კვირაში ორჯერ, ვიდრე არ მიაღწევს სასურველ ფარგლებს (10-12 გ/დლ, ან 30-36%, შესაბამისად). ამ მნიშვნელობის მიღწევის შემდეგ უნდა ჩატარდეს ყოველკვირეული კონტროლი, ოთხი კვირის განმავლობაში, მნიშვნელობის სტაბილიზაციის დასადგენად. ამის შემდეგ ჰემოგლობინის მონიტორინგი უნდა ჩატარდეს რეგულარული ინტერვალებით. რეგულარულად უნდა ჩატარდეს თრომბოციტების, სისხლის თეთრი უჯრედების და სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის ანალიზი და ჰემოგლობინის კონცენტრაციის განსაზღვრა (ყოველ 4 კვირაში). ჰემაქსით მკურნალობისას პაციენტებში აღინიშნა თრომბოციტების რიცხვის კლინიკურად არამნიშვნელოვანი მომატება. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს შარდოვანა, კრეატინინი, კალიუმი, ფოსფორი და შარდმჟავა, რადგან ამ პარამეტრების მცირე მომატებები აღინიშნა დიალიზურ და პრედიალიზურ პაციენტებში.
კვება:
ჰემატოკრიტის მატების ფონზე იზრდება პაციენტთა მადა. ამიტომ, ჰემაქსით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში იზრდება საკვების მიღება. ასეთ დროს სიფრთხილეა საჭირო კალიუმის დონესთან დაკავშირებით, რადგან ის შეიძლება გაიზარდოს საკვების დიდი რაოდენობით მიღების გამო.
დიალიზის მართვა:
ჰემაქსით თერაპია იწვევს ჰემატოკრიტის მომატებას და პლაზმის მოცულობის შემცირებას, რამაც პოტენციურად შეიძლება გავლენა მოახდინოს დიალიზის ეფექტიანობაზე. აუცილებელია დანიშნული დიალიზის კორექცია შარდოვანას, ფოსფორის, კალიუმის და კრეატინინის მნიშვნელობების გაზრდის პრევენციის მიზნით. ზოგიერთ შემთხვევაში, დიალიზის დროს ჰეპარინის დოზის გაზრდა შეიძლება გახდეს საჭირო ფისტულის ობსტრუქციის პრევენციისთვის.
ეფექტები ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე
კვლევები ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების შესახებ ჩატარებული არ არის.
ჭარბი დოზირება:
ჰემაქსის მაქსიმალური დოზა, რომელიც შეიძლება შეყვანილი იყოს ბოლუსით ან ინფუზიით ჯერ დადგენილი არ არის. კვირაში სამჯერ 1500 ე/კგ-მდე ან 60,000 სე/კვირაში დოზები მოზრდილებში გამოიყენებოდა რაიმე პირდაპირი ტოქსიკური ეფექტების გარეშე. ჰემაქსით თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს პოლიგლობულია და პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს პოლიგლობულიასთან დაკავშირებული სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, ძილიანობა, ტინიტი, თავბრუსხვევა, სხვ. ასეთ შემთხვევაში, სასურველია ფლებოტომიის ჩატარება ჰემატოკრიტის შემცირების მიზნით.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს ან დაუკავშირდით ნებისმიერ ტოქსიკოლოგიის ცენტრს.
შეფუთვა:
ლიოფილიზებული საინექციო წამლის ფორმა
ჰემაქსი® 1000 სე/მლ, ჰემაქსი® 2000 სე/მლ, ჰემაქსი® 3000 სე/მლ, ჰემაქსი® 4000 სე/მლ, ჰემაქსი® 10000 სე/მლ, ჰემაქსი® 20000 სე/მლ, ჰემაქსი® 40000 სე/მლ,
შეფუთვაში:
1,3,6,10,24 და 25 ფლაკონი ლიოფილიზებული ფხვნილით + 1,3,6,10,12,24 და 25 ამპულა/წინასწარ შევსებული შპრიცი 1 მლ გამხსნელით ან
1,3,6,10,24 და 25 ფლაკონი ლიოფილიზებული ფხვნილით + 1,3,6,10,12,24 და 25 ამპულა/წინასწარ შევსებული შპრიცი 1 მლ გამხსნელით + 2,6,12,20,24,48 და 50 სტერილური ერთჯერადი ნემსი + 1,3,6,10,12,24 და 25 იზოპროპილის სპირტის საფენები ან
1,3,6,10,24 და 25 ფლაკონი ლიოფილიზებული ფხვნილით + 1,3,6,10,12,24 და 25 ამპულა/წინასწარ შევსებული შპრიცი 1 მლ გამხსნელით + 2,6,12,20,24,48 და 50 სტერილური ერთჯერადი ნემსი
ჰემაქსი® 2000 სე/2მლ, ჰემაქსი® 3000 სე/2მლ, ჰემაქსი® 4000 სე/2მლ
შეფუთვაში:
1,3,6,10,24 და 25 ფლაკონი ლიოფილიზებული ფხვნილით + 1,3,6,10,12,24 და 25 ამპულა/წინასწარ შევსებული შპრიცი 2 მლ გამხსნელით ან
1,3,6,10,24 და 25 ფლაკონი ლიოფილიზებული ფხვნილით + 1,3,6,10,12,24 და 25 ამპულა/წინასწარ შევსებული შპრიცი 2 მლ გამხსნელით + 2,6,12,20,24,48 და 50 სტერილური ერთჯერადი ნემსი + 1,3,6,10,12,24 და 25 იზოპროპილის სპირტის საფენები ან
1,3,6,10,24 და 25 ფლაკონი ლიოფილიზებული ფხვნილით + 1,3,6,10,12,24 და 25 ამპულა/წინასწარ შევსებული შპრიცი 2 მლ გამხსნელით + 2,6,12,20,24,48 და 50 სტერილური ერთჯერადი ნემსი
საინექციო ხსნარი
ჰემაქსი® 2000 სე/მლ, ჰემაქსი® 4000 სე/მლ
შეფუთვაში 1,5 და 10 ფლაკონი/წინასწარ შევსებული შპრიცები 1 მლ საინექციო ხსნარით.
შენახვა
ლიოფილიზებული საინექციო წამლის ფორმა: შეინახეთ სუფთა მშრალ ადგილას, 250C-მდე ტემპერატურაზე.
საინექციო ხსნარი: შეინახეთ 20C-დან 80C-მდე.
შეინახეთ მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. არ გაყინოთ.
უნდა გაიხსნას სტერილური საინექციო წყლით, USP. გახსნილი ხსნარი დაუყოვნებლივ გამოიყენეთ.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი: BIOSIDUS S.A.
კონსტიტუციონ 4234, (1254), ბუენოს აირესი, არგენტინა.
ტექნიკური დირექტორი: პაოლა ოლსეზე, ფარმაცევტი.
სამკურნალო საშუალება ნებადართულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.
სერტიფიკატი N 38.777.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.