ჰელპოგენი
Helpogen®
ჰელპოგენის® კრემი ნაჩვენებია ეგზემური და სხვა ალერგიული ან ანთებითი დერმატოზების სამკურნალოდ, რომლებიც გართულებულია ან არსებობს საფრთხე, რომ გართულდეს ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციებით, მათ შორისაა: საზარდულის დერმატიტი, ხელების და ტერფების დერმატიტი, ერითრაზმა, ბალანოპოსტიტი, ეგზემური დერმატიტი, კონტაქტური …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- tolnaftate + betamethazone 17 + iodochlorhydroxyquin + gentamycin
- ფორმა და შეფუთვა
- (0,61მგ+1მგ+10მგ+10მგ)/გ 15გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- HELP S.A., საბერძნეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კორტიკოსტეროიდები, დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები მაღალი აქტივობით, კომბინაციები ანტიბიოტიკებთან
- ATC კოდი
- D07CC01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046267
- რეგისტრირებულია
- 8 სექტემბერი 2026, მოქმედებს 8 სექტემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- HELP S.A. (საბერძნეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ენ.თი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ჰელპოგენი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ჰელპოგენის® კრემი ნაჩვენებია ეგზემური და სხვა ალერგიული ან ანთებითი დერმატოზების სამკურნალოდ, რომლებიც გართულებულია ან არსებობს საფრთხე, რომ გართულდეს ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციებით, მათ შორისაა: საზარდულის დერმატიტი, ხელების და ტერფების დერმატიტი, ერითრაზმა, ბალანოპოსტიტი, ეგზემური დერმატიტი, კონტაქტური დერმატიტი, მიკრობული დერმატიტი, ფოლიკულური დერმატიტი, პარაკერატოზი, ანალური ქავილი, სებორეული ეგზემა, ინტერტრიგო, სებორეული დერმატიტი, იმპეტიგო, ნეიროდერმატიტი, ფოტოსენსიტიური დერმატიტი, საზარდულის დერმატოფიტოზის ლიქენიზაცია, ტერფის, ბარძაყის და ტანის სარტყლისებური ლიქენი.
მიღების წესი და დოზირება
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
მცირე რაოდენობის ჰელპოგენის® კრემი წაისვით და ნაზად შეიზილეთ დაზიანებულ უბანზე, დღეში ორჯერ ან სამჯერ ან ექიმის მითითებით.
გამოყენების სიხშირე და თერაპიის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს მკურნალი ექიმის მიერ მდგომარეობის სიმძიმისა და პაციენტის პასუხის მიხედვით. ლიქენის ინფექციების შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს უფრო ხანგრძლივი მკურნალობა (2-4 კვირა).
უკუჩვენებები
მედიკამენტებს შეუძლიათ დაეხმაროს პაციენტებს, მაგრამ მათ ასევე შეუძლიათ პრობლემები შეუქმნან მათ, როდესაც ისინი არ გამოიყენება ინსტრუქციის მიხედვით.
ჰელპოგენის® კრემი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მგრძნობელობის რეაქციები მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდული პრეპარატების გამოყენება დაუშვებელია კანის არადიაგნოსტირებული დაავადებების დროს.
მათი გამოყენება ასევე თავიდან უნდა იქნას აცილებული აკნეს, პერიორალური დერმატიტის, წყლულების და დამწვრობის შემთხვევაში, რადგან ისინი თრგუნავენ შეხორცებას.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები და გაფრთხილებები გამოყენებისას:
ჰელპოგენის® კრემი გამოიყენება მხოლოდ დანიშნულებით და ექიმის მითითებების შესაბამისად
თვალებთან შეხება თავიდან უნდა იქნას აცილებული
ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომელიც ვლინდება კორტიკოსტეროიდების სისტემური გამოყენების შემდეგ, მათ შორის, თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვა, შეიძლება ასევე განვითარდეს ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, განსაკუთრებით ჩვილებსა და ბავშვებში. ადგილობრივი სტეროიდების სისტემური აბსორბცია იზრდება სხეულის ფართო ზედაპირის დამუშავებისას. ჩვილები და ბავშვები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი კორტიკალური სტეროიდების სისტემური შეწოვისკენ კანის ზედაპირის დიდი ფართობისა და სხეულის წონის თანაფარდობის გამო. სათანადო სიფრთხილის ზომები უნდა იქნას მიღებული ამ შემთხვევებში ან როდესაც მოსალოდნელია ხანგრძლივი გამოყენება, განსაკუთრებით ჩვილებში და ბავშვებში, ასევე პაციენტებში თირკმელების მძიმე დაავადებით, სისხლდენით ან მოსალოდნელი ვაქცინაციისას.
კორტიკალური სტეროიდები არ უნდა იქნას გამოყენებული 3 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმის მიერ მდგომარეობის ხელახალი შეფასების გარეშე.
ადგილობრივად გამოყენებული გენტამიცინის სისტემური აბსორბცია შეიძლება გაიზარდოს სხეულის ფართო ზედაპირის დამუშავების შემთხვევაში, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას ან კანის მთლიანობის დარღვევის არსებობისას. ამ შემთხვევებში, შესაძლოა განვითარდეს არასასურველი ეფექტები, რომლებიც ვლინდება გენტამიცინის სისტემური გამოყენების შემდეგ. ასეთი მდგომარეობებისას რეკომენდებულია სიფრთხილე გამოყენებისას, განსაკუთრებით ჩვილებსა და ბავშვებში.
ადგილობრივი ანტიბიოტიკების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა. თუ ეს მოხდა, ან თუ აღინიშნა გაღიზიანება, სენსიბილიზაცია ან სუპერინფექცია, ჰელპოგენის® კრემით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი თერაპია.
იოდოქლორჰიდროქსიქვინის სისტემურმა შეწოვამ შეიძლება ხელი შეუშალოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტესტებს.
რკინის ქლორიდის ტესტი ფენილკეტონურიისთვის იძლევა ცრუ დადებით შედეგებს, თუ შარდში არის იოდოქლორჰიდროქსიქვინი.
იოდოქლორჰიდროქსიქვინმა შეიძლება გამოიწვიოს თეთრეულზე ან ტანსაცმელზე მცირე ლაქები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ამ პრეპარატის მიღებამდე უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს ნებისმიერი სხვა პრეპარატის შესახებ, რომელსაც იყენებთ. პრეპარატები შეიძლება ასევე იყოს ნივთიერებები, რომლებიც მიიღება სამედიცინო დანიშნულების გარეშე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ადამიანის ორსულობისას უსაფრთხოების შესახებ მტკიცებულება საკმარისი არ არის. ორსულ ცხოველებში კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენება იწვევს ნაყოფის განვითარების ანომალიებს. ამ მიზეზით, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები ორსულობის დროს გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი ამართლებს პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის. ამ კლასის პრეპარატები ფართოდ არ უნდა იქნას გამოყენებული დიდი რაოდენობით ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ორსულ პაციენტებში. როდესაც საჭიროდ მიიჩნევა ლაქტაციის დროს ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენება, თერაპიის დოზა და ხანგრძლივობა უნდა შემოიფარგლოს ყველაზე მცირე ეფექტურით.
ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: უცნობია.
გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი გვერდითი რეაქციები, რომლებიც მოხსენებულია ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, არ არის ხშირი, მაგრამ უფრო ხშირად შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ან ოკლუზიური სახვევების ქვეშ გამოყენებისას და მოიცავს შემდეგ მოვლენებს: წვა, ქავილი, გაღიზიანება, სიმშრალე, ფოლიკულიტი, დეპიგმენტაცია, კანის ატროფია, ჰიპერტრიქოზი, აკნეს ფორმის გამონაყარი, პერიორალური დერმატიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, კანის მაცერაცია, სტრიები, ზედაპირული სისხლძარღვების გაფართოება, მილიარია, პუსტურალური ფსორიაზი, ერითემა, კანის გამონაყარი, მეორადი ინფექცია და მიკრობული ანთებების შესაძლო გაფართოება.
ისევე როგორც სხვა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების შემთხვევაში, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების დიდი რაოდენობით ხანგრძლივმა გამოყენებამ ან ფართო უბნების მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს საკმარისი სისტემური აბსორბცია, რომ აღინიშნოს ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ღერძის დათრგუნვა და კუშინგის სინდრომის კლინიკური მახასიათებლები.
თუ განვითარდა ჰიპერმგრძნობელობის ნიშნები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
გამონაყარი, გაღიზიანება და ჰიპერმგრძნობელობა აღინიშნა გენტამიცინის სულფატის, ტოლნაფტატის და იოდოქლორჰიდროქსიქვინის ადგილობრივი გამოყენებისას.
უნდა აცნობოთ ექიმს, თუ განვითარდა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი ან რაიმე სხვა სიმპტომი, რომელიც შეიძლება შეამჩნიოთ და არ იყო მოსალოდნელი.
პროდუქტის ვარგისიანობის ვადა,
ჭარბი დოზა
მწვავე დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა.
სიმპტომები: ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გადაჭარბებული ან გახანგრძლივებული გამოყენება თრგუნავს ჰიპოფიზის თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციას, რაც იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის მეორად უკმარისობას და ჰიპერკორტიციზმის გამოვლინებებს, კუშინგის დაავადების ჩათვლით.
მოსალოდნელი არ არის, რომ გენტამიცინის დოზის ერთჯერადი გადაჭარბება გამოიწვევს სიმპტომებს. ადგილობრივი ანტიბიოტიკების გადაჭარბებულმა ან ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების მიერ დაზიანებების ჭარბი ზრდა. სისტემურად, ტოლნაფტატი ფარმაკოლოგიურად არააქტიურია, იოდოქლორჰიდროქსიქვინი იშვიათად იწვევს იოდიზმს.
მკურნალობა: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, აცნობეთ თქვენს ექიმს. ნაჩვენებია შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა. მწვავე ჰიპერკორტიკოიდული სიმპტომები ჩვეულებრივ შექცევადია. აუცილებლობისას, უნდა ჩატარდეს ელექტროლიტური დისბალანსის მკურნალობა. ქრონიკული ტოქსიკურობის შემთხვევაში, რეკომენდებულია კორტიკოსტეროიდების ნელი მოხსნა. თუ ვითარდება არამგრძნობიარე ორგანიზმების გადაჭარბებული ზრდა, ჰელპოგენით® მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი თერაპია.
შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტები: ბეტამეთაზონის 17-ვალერატი, გენტამიცინი (სულფატის სახით), ტოლნაფტატი და იოდოქლორჰიდროქსიქვინი.
დამხმარე ნივთიერებები: პორაფინის მსუბუქი სითხე, თეთრი რბილი პარაფინი, ცეტოსტეარილის სპირტი, მაკროგოლის ცეტოსტეარილის ეთერი 12, მაკროგოლის ცეტოსტეარილის ეთერი 20, ქლოროკრეზოლი, ნატრიუმის დიჰიდროგენ ფოსფატის დიჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ლიმონმჟავა, გაწმენდილი წყალი.
წამლის ფორმა: კრემი გარეგანი გამოყენებისთვის.
კონცენტრაცია აქტიურ ინგრედიენტებში:
ჰელპოგენის® კრემის ყოველი გრამი შეიცავს:
ბეტამეთაზონის 17-ვალერატი 0.61 მგ
გენტამიცინი (სულფატის სახით) 1.00 მგ
ტოლნაფტატი 10.00 მგ
იოდოქლორჰიდროქსიქვინი 10.00 მგ
აღწერა - ფორმულირება:
მუყაოს ყუთი, რომელიც შეიცავს 15 გ ჰელპოგენის® კრემის ალუმინის ტუბს პაციენტის საინფორმაციო ფურცელთან ერთად.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
HELP S.A., 10, ვალაორიტუს ქ, 144 52 მეტამორფოზი. საბერძნეთი. T. +30 210 281 5353
მწარმოებელი: HELP S.A.
რა უნდა იცოდეთ თქვენი ექიმის მიერ დანიშნულ პრეპარატთან დაკავშირებით
ზოგადი ინფორმაცია:
ჰელპოგენი® კრემი არის უაღრესად ეფექტური დერმატოლოგიური პრეპარატი, რომელიც უზრუნველყოფს კანის დაავადებების ფართო სპექტრის სრულ მკურნალობას. განსაკუთრებით სასარგებლოა კანის ისეთი მდგომარეობებისას, როდესაც პათოგენის იოლად დადგენა შეუძლებელია. ჰელპოგენის® კრემი, როგორც ოთხი აქტიური ინგრედიენტის კომბინაცია, უზრუნველყოფს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ ეფექტებს კანის ანთებითი და ალერგიული დაავადებების მართვისას, რომლებიც გართულებულია სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციებით, მათ შორის კანდიდას ინფექციით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
VK Design Lab
ზომები: 98 მმ x 210 მმ
ფერი: შავი
კოდი: 700421-2
ჰელპოგენი® ინსტრუქციის ფურცელი
ჰელპოგენი®
კრემი გარეგანი გამოყენებისთვის
ბეტამეთაზონის 17-ვალერატი, გენტამიცინის სულფატი, ტოლნაფტატი, იოდოქლორჰიდროქსიქვინი
შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტები: ბეტამეთაზონის 17-ვალერატი, გენტამიცინი (სულფატის სახით), ტოლნაფტატი და იოდოქლორჰიდროქსიქვინი.
დამხმარე ნივთიერებები: პორაფინის მსუბუქი სითხე, თეთრი რბილი პარაფინი, ცეტოსტეარილის სპირტი, მაკროგოლის ცეტოსტეარილის ეთერი 12, მაკროგოლის ცეტოსტეარილის ეთერი 20, ქლოროკრეზოლი, ნატრიუმის დიჰიდროგენ ფოსფატის დიჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ლიმონმჟავა, გაწმენდილი წყალი.
წამლის ფორმა: კრემი გარეგანი გამოყენებისთვის.
კონცენტრაცია აქტიურ ინგრედიენტებში:
ჰელპოგენის® კრემის ყოველი გრამი შეიცავს:
ბეტამეთაზონის 17-ვალერატი 0.61 მგ
გენტამიცინი (სულფატის სახით) 1.00 მგ
ტოლნაფტატი 10.00 მგ
იოდოქლორჰიდროქსიქვინი 10.00 მგ
აღწერა - ფორმულირება:
მუყაოს ყუთი, რომელიც შეიცავს 15 გ ჰელპოგენის® კრემის ალუმინის ტუბს პაციენტის საინფორმაციო ფურცელთან ერთად.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
HELP S.A., 10, ვალაორიტუს ქ, 144 52 მეტამორფოზი. საბერძნეთი. T. +30 210 281 5353
მწარმოებელი: HELP S.A.
რა უნდა იცოდეთ თქვენი ექიმის მიერ დანიშნულ პრეპარატთან დაკავშირებით
ზოგადი ინფორმაცია:
ჰელპოგენი® კრემი არის უაღრესად ეფექტური დერმატოლოგიური პრეპარატი, რომელიც უზრუნველყოფს კანის დაავადებების ფართო სპექტრის სრულ მკურნალობას. განსაკუთრებით სასარგებლოა კანის ისეთი მდგომარეობებისას, როდესაც პათოგენის იოლად დადგენა შეუძლებელია. ჰელპოგენის® კრემი, როგორც ოთხი აქტიური ინგრედიენტის კომბინაცია, უზრუნველყოფს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ ეფექტებს კანის ანთებითი და ალერგიული დაავადებების მართვისას, რომლებიც გართულებულია სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციებით, მათ შორის კანდიდას ინფექციით.
ჩვენებები:
ჰელპოგენის® კრემი ნაჩვენებია ეგზემური და სხვა ალერგიული ან ანთებითი დერმატოზების სამკურნალოდ, რომლებიც გართულებულია ან არსებობს საფრთხე, რომ გართულდეს ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციებით, მათ შორისაა: საზარდულის დერმატიტი, ხელების და ტერფების დერმატიტი, ერითრაზმა, ბალანოპოსტიტი, ეგზემური დერმატიტი, კონტაქტური დერმატიტი, მიკრობული დერმატიტი, ფოლიკულური დერმატიტი, პარაკერატოზი, ანალური ქავილი, სებორეული ეგზემა, ინტერტრიგო, სებორეული დერმატიტი, იმპეტიგო, ნეიროდერმატიტი, ფოტოსენსიტიური დერმატიტი, საზარდულის დერმატოფიტოზის ლიქენიზაცია, ტერფის, ბარძაყის და ტანის სარტყლისებური ლიქენი.
უკუჩვენებები:
მედიკამენტებს შეუძლიათ დაეხმაროს პაციენტებს, მაგრამ მათ ასევე შეუძლიათ პრობლემები შეუქმნან მათ, როდესაც ისინი არ გამოიყენება ინსტრუქციის მიხედვით.
ჰელპოგენის® კრემი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მგრძნობელობის რეაქციები მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდული პრეპარატების გამოყენება დაუშვებელია კანის არადიაგნოსტირებული დაავადებების დროს.
მათი გამოყენება ასევე თავიდან უნდა იქნას აცილებული აკნეს, პერიორალური დერმატიტის, წყლულების და დამწვრობის შემთხვევაში, რადგან ისინი თრგუნავენ შეხორცებას.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები და გაფრთხილებები გამოყენებისას:
ჰელპოგენის® კრემი გამოიყენება მხოლოდ დანიშნულებით და ექიმის მითითებების შესაბამისად
თვალებთან შეხება თავიდან უნდა იქნას აცილებული
ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომელიც ვლინდება კორტიკოსტეროიდების სისტემური გამოყენების შემდეგ, მათ შორის, თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვა, შეიძლება ასევე განვითარდეს ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, განსაკუთრებით ჩვილებსა და ბავშვებში. ადგილობრივი სტეროიდების სისტემური აბსორბცია იზრდება სხეულის ფართო ზედაპირის დამუშავებისას. ჩვილები და ბავშვები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი კორტიკალური სტეროიდების სისტემური შეწოვისკენ კანის ზედაპირის დიდი ფართობისა და სხეულის წონის თანაფარდობის გამო. სათანადო სიფრთხილის ზომები უნდა იქნას მიღებული ამ შემთხვევებში ან როდესაც მოსალოდნელია ხანგრძლივი გამოყენება, განსაკუთრებით ჩვილებში და ბავშვებში, ასევე პაციენტებში თირკმელების მძიმე დაავადებით, სისხლდენით ან მოსალოდნელი ვაქცინაციისას.
კორტიკალური სტეროიდები არ უნდა იქნას გამოყენებული 3 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმის მიერ მდგომარეობის ხელახალი შეფასების გარეშე.
ადგილობრივად გამოყენებული გენტამიცინის სისტემური აბსორბცია შეიძლება გაიზარდოს სხეულის ფართო ზედაპირის დამუშავების შემთხვევაში, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას ან კანის მთლიანობის დარღვევის არსებობისას. ამ შემთხვევებში, შესაძლოა განვითარდეს არასასურველი ეფექტები, რომლებიც ვლინდება გენტამიცინის სისტემური გამოყენების შემდეგ. ასეთი მდგომარეობებისას რეკომენდებულია სიფრთხილე გამოყენებისას, განსაკუთრებით ჩვილებსა და ბავშვებში.
ადგილობრივი ანტიბიოტიკების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა. თუ ეს მოხდა, ან თუ აღინიშნა გაღიზიანება, სენსიბილიზაცია ან სუპერინფექცია, ჰელპოგენის® კრემით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი თერაპია.
იოდოქლორჰიდროქსიქვინის სისტემურმა შეწოვამ შეიძლება ხელი შეუშალოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტესტებს.
რკინის ქლორიდის ტესტი ფენილკეტონურიისთვის იძლევა ცრუ დადებით შედეგებს, თუ შარდში არის იოდოქლორჰიდროქსიქვინი.
იოდოქლორჰიდროქსიქვინმა შეიძლება გამოიწვიოს თეთრეულზე ან ტანსაცმელზე მცირე ლაქები.
ორსულობა და ლაქტაცია:
ადამიანის ორსულობისას უსაფრთხოების შესახებ მტკიცებულება საკმარისი არ არის. ორსულ ცხოველებში კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენება იწვევს ნაყოფის განვითარების ანომალიებს. ამ მიზეზით, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები ორსულობის დროს გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი ამართლებს პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის. ამ კლასის პრეპარატები ფართოდ არ უნდა იქნას გამოყენებული დიდი რაოდენობით ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ორსულ პაციენტებში. როდესაც საჭიროდ მიიჩნევა ლაქტაციის დროს ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენება, თერაპიის დოზა და ხანგრძლივობა უნდა შემოიფარგლოს ყველაზე მცირე ეფექტურით.
ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: უცნობია.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან ან ნივთიერებებთან:
ამ პრეპარატის მიღებამდე უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს ნებისმიერი სხვა პრეპარატის შესახებ, რომელსაც იყენებთ. პრეპარატები შეიძლება ასევე იყოს ნივთიერებები, რომლებიც მიიღება სამედიცინო დანიშნულების გარეშე.
დოზირება და მიღების წესი:
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
მცირე რაოდენობის ჰელპოგენის® კრემი წაისვით და ნაზად შეიზილეთ დაზიანებულ უბანზე, დღეში ორჯერ ან სამჯერ ან ექიმის მითითებით.
გამოყენების სიხშირე და თერაპიის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს მკურნალი ექიმის მიერ მდგომარეობის სიმძიმისა და პაციენტის პასუხის მიხედვით. ლიქენის ინფექციების შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს უფრო ხანგრძლივი მკურნალობა (2-4 კვირა).
დოზის გადაჭარბების მართვა:
მწვავე დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა.
სიმპტომები: ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გადაჭარბებული ან გახანგრძლივებული გამოყენება თრგუნავს ჰიპოფიზის თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციას, რაც იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის მეორად უკმარისობას და ჰიპერკორტიციზმის გამოვლინებებს, კუშინგის დაავადების ჩათვლით.
მოსალოდნელი არ არის, რომ გენტამიცინის დოზის ერთჯერადი გადაჭარბება გამოიწვევს სიმპტომებს. ადგილობრივი ანტიბიოტიკების გადაჭარბებულმა ან ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების მიერ დაზიანებების ჭარბი ზრდა. სისტემურად, ტოლნაფტატი ფარმაკოლოგიურად არააქტიურია, იოდოქლორჰიდროქსიქვინი იშვიათად იწვევს იოდიზმს.
მკურნალობა: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, აცნობეთ თქვენს ექიმს. ნაჩვენებია შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა. მწვავე ჰიპერკორტიკოიდული სიმპტომები ჩვეულებრივ შექცევადია. აუცილებლობისას, უნდა ჩატარდეს ელექტროლიტური დისბალანსის მკურნალობა. ქრონიკული ტოქსიკურობის შემთხვევაში, რეკომენდებულია კორტიკოსტეროიდების ნელი მოხსნა. თუ ვითარდება არამგრძნობიარე ორგანიზმების გადაჭარბებული ზრდა, ჰელპოგენით® მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი თერაპია.
არასასურველი ეფექტები:
ადგილობრივი გვერდითი რეაქციები, რომლებიც მოხსენებულია ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, არ არის ხშირი, მაგრამ უფრო ხშირად შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ან ოკლუზიური სახვევების ქვეშ გამოყენებისას და მოიცავს შემდეგ მოვლენებს: წვა, ქავილი, გაღიზიანება, სიმშრალე, ფოლიკულიტი, დეპიგმენტაცია, კანის ატროფია, ჰიპერტრიქოზი, აკნეს ფორმის გამონაყარი, პერიორალური დერმატიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, კანის მაცერაცია, სტრიები, ზედაპირული სისხლძარღვების გაფართოება, მილიარია, პუსტურალური ფსორიაზი, ერითემა, კანის გამონაყარი, მეორადი ინფექცია და მიკრობული ანთებების შესაძლო გაფართოება.
ისევე როგორც სხვა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების შემთხვევაში, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების დიდი რაოდენობით ხანგრძლივმა გამოყენებამ ან ფართო უბნების მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს საკმარისი სისტემური აბსორბცია, რომ აღინიშნოს ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ღერძის დათრგუნვა და კუშინგის სინდრომის კლინიკური მახასიათებლები.
თუ განვითარდა ჰიპერმგრძნობელობის ნიშნები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
გამონაყარი, გაღიზიანება და ჰიპერმგრძნობელობა აღინიშნა გენტამიცინის სულფატის, ტოლნაფტატის და იოდოქლორჰიდროქსიქვინის ადგილობრივი გამოყენებისას.
უნდა აცნობოთ ექიმს, თუ განვითარდა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი ან რაიმე სხვა სიმპტომი, რომელიც შეიძლება შეამჩნიოთ და არ იყო მოსალოდნელი.
პროდუქტის ვარგისიანობის ვადა,
არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი შიდა და გარე შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ამ პროდუქტის შენახვის ინსტრუქციები:
ეს პრეპარატი უნდა ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე (30°-ზე ქვემოთ).
ამ მონაცემთა ფურცლის ბოლო გადახედვით თარიღი: 2003 წლის 7 თებერვალი.
ინფორმაცია პრეპარატების რაციონალური გამოყენების შესახებ
ეს პრეპარატი გამოწერილია თქვენი ექიმის მიერ მხოლოდ თქვენი კონკრეტული სამედიცინო პრობლემისთვის. არ უნდა მისცეთ ის სხვა პირებს და არ გამოიყენოთ ის რაიმე სხვა მდგომარეობისთვის ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
თუ თერაპიის დროს რაიმე პრობლემა შეგექმნათ მედიკამენტთან დაკავშირებით. უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა პრეპარატთან დაკავშირებული ინფორმაციის შესახებ ან თუ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია თქვენი სამედიცინო პრობლემის შესახებ, ნუ დააყოვნებთ და მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეფექტურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოწერილი პრეპარატი გამოყენებული უნდა იყოს ინსტრუქციის მიხედვით. თქვენი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის ყურადღებით უნდა წაიკითხოთ ყველა ინფორმაცია იმ პრეპარატის შესახებ, რომელიც გამოწერილი გაქვთ.
არ შეინახოთ პრეპარატები აბაზანის კარადებში; სიცხემ და ტენიანობამ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები და ისინი გახდეს სახიფათო თქვენი ჯანმრთელობისთვის.
არ შეინახოთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ, ან რომლებსაც ვადა გაუვიდა.
მეტი უსაფრთხოებისთვის შეინახეთ ყველა პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Help Pharmaceuticals
HELP S.A.,
10 ვალაორიტუს ქ. 144 52 მეტამორფოზი, საბერძნეთი
ტელ: +30 210 281 5353, +30 210 284 3479
ქარხანა: პედინი იოანინა, საბერძნეთი
[email protected] www.help.com.gr
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


