ციტალოპრამი 10მგ ტაბლეტები
Citalopram 10mg Tablets
ციტალოპრამი არის სეროტონინის შერჩევითი უკუმიტაცების ინჰიბიტორი (SSRI) და მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებთაც ეწოდებათ ანტიდეპრესანტები. ეს მედიკამენტები ხელს უწყობს ტვინში დაავადების სიმპტომების გამომწვევი გარკვეული ქიმიური დისბალანსის კორექციას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ციტალოპრამი (citalopram)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ ტაბლეტი №28
- მწარმოებელი
- MEDREICH PLC, დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოანალეფსური საშუალებები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- N06AB04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044123
- რეგისტრირებულია
- 9 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 9 ოქტომბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
ციტალოპრამი 10მგ ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ციტალოპრამი არის სეროტონინის შერჩევითი უკუმიტაცების ინჰიბიტორი (SSRI) და მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებთაც ეწოდებათ ანტიდეპრესანტები. ეს მედიკამენტები ხელს უწყობს ტვინში დაავადების სიმპტომების გამომწვევი გარკვეული ქიმიური დისბალანსის კორექციას. ციტალოპრამი გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ, ხოლო როდესაც აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება, იგი ახდენს ამ სიმპტომების რეციდივის პრევენციას. ციტალოპრამი ასევე გამოიყენება ხანგრძლივი მკურნალობისთვის, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ახალი დეპრესიული ეპიზოდების პრევენცია მორეციდივე დეპრესიის შემთხვევებში. ციტალოპრამი ასევე სასარგებლოა პანიკური შეტევების მქონე ადამიანების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ციტალოპრამის ტაბლეტები ზუსტად ექიმსი დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთიანად. არ გატეხოთ ისინი. ტაბლეტები შეგიძლიათ მიიღოთ დილით ან საღამოს, საკვების მიღებამდე ან ჭამის შემდეგ.
რეკომენდებული დოზა შეადგენს:
უფროსები
დეპრესია: ზოგადი დოზირება არის 20 მგ დღეში. ეს დოზა შესაძლოა ექიმმა გაზარდოს მაქსიმუმ 40 მგ-მდე დღეში.
პანიკური დარღვევები: საწყისი დოზა არის 10 მგ დღეში ერთჯერ პირველი კვირის განმავლობაში დოზირების 20-30 მგ დღეში გაზრდამდე. ეს დოზა შესაძლოა გაიზარდოს ექიმის მიერ მაქსიმუმ 40 მგ-მდე დღეში.
ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე უფროსი ასაკის): საწყისი დოზა უნდა შემცირდეს რეკომენდებული დოზის ნახევრამდე, მაგ., 10-20 მგ დღეში. ჩვეულებრივ ხანდაზმულებში არ უნდა იქნეს გამოყენებული 20 მგ-დღეში მეტი დოზირება.
ბავშვები და მოზარდები (<18 წლის): ეს მედიკამენტი არ არის რეკომენდებული ბავშვებისათვის. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ნაწილში 2. ,,ინფორმაცია ციტალოპრამის ტაბლეტების გამოყენებამდე“).
განსაკუთრებული რისკის მქონე პაციენტები: ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ შეიძლება დღეში 20 მგ-ზე მეტი დოზის გამოყენება.
თირკმლის დარღვევების მქონე პაციენტები: თირკმლის მსუბუქი ან საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის საჭირო დოზირების კორექცია. თირკმლის მწვავე უკმაროსბის შემთხვევაში, ექიმი მოახდენს დოზირების კორექციას.
ციტალოპრამის ტაბლეტების მიღების წესი: ციტალოპრამის ტაბლეტები უნდა მიიღოთ ყოველდღე ერთჯერადი დოზირების სახით. ციტალოპრამის ტაბლეტები შეგიძლიათ მიიღოთ დღის ნებისმიერ დროს საკვებთან ერთად ან კვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ წყლის მიყოლებით. არ დაღეჭოთ ტაბლეტი (აქვს მწარე გემო).
მკურნალობის ხანგრძლივობა: დეპრესიისა და პანიკური აშლილობის სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ ტაბლეტების მიღებისას შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს მდგომარეობის გაუმჯობესებას. განაგრძეთ ციტალოპრამის ტაბლეტების მიღება, მაშინაც კი, თუ მდგომარეობის გაუმჯობესებას გარკვეული დრო დასჭირდება. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, ჩვეულებრივ, მინიმუმ 6 თვე. განაგრძეთ ტაბლეტების მიღება იმ ხანგრძლივობით, როგორ დაგინიშნათ ექიმმა. არ შეწყვიტოთ მათი მიღება, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ იგრძნობთ, ექიმის რეკომენდაციის გარეშე. ძირითადი დაავადება შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს და თუ მკურნალობას ნაადრევად შეწყვეტთ, შესაძლოა აღინიშნოს სიმპტომების რეციდივი. რეციდიული დეპრესიის მქონე პაციენტებისთვის სასარგებლოა მკურნალობის გაგრძელება ახალი დეპრესიული ეპიზოდების თავიდან ასაცილებლად, ზოგჯერ რამდენიმე წლის განმავლობაშიც კი. არასდროს შეცვალოთ პრეპარატის დოზა ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
თუ მიიღეთ ციტალოპრამის ტაბლეტების საჭიროზე მეტი დოზა: თუ მიიღეთ ტაბლეტების ზედმეტი რაოდენობა ან თუ სხვამ მიიღო თქვენი ტაბელტები, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს ან კლინიკის სასწრაფო დახმარების განყოფილებას. ეს უნდა გააკეთოთ მაშინაც კი, თუ არ ვლინდება დისკომფორტის ან ინტოქსიკაციის ნიშნები. შეეცადეთ თან წაიღოთ დარჩენილი ტაბლეტები და ასევე შეფუთვის კოლოფი, რათა ექიმმა მოახდინოს ტაბლეტების ადვილად იდენტიფიცირება. ზედოზირების ზოგიერთი სიმპტომი შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის საშიში. ზედოზირების სიმპტომები მოიცავენ:
არარეგულარული გულისცემა
გულის რითმის ცვლილება
ღებინება
ძილიანობა
გულისცემის აჩქარება
სისხლის წნევის ცვლილებები
აჟიტირება
თვალის გუგების გაფართოვება
სუნთქვის გახშირება
კრუნჩხვები
შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა)
ოფლიანობა
გულყრა
კანკალი
სეროტონინის სინდრომი (იხ. ნაწილი 4)
თავბრუსხვევა
მოლურჯო კანი
თუ დაგავიწყდათ ციტალოპრამის ტაბლეტების მიღება: თუ დაგავიწყდათ საჭირო დოზის მიღება, მიიღეთ ის გახსენებისთანავე, შემდეგ განაგრძეთ მიღება ჩვეულებრივ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ შეწყვეტთ ციტალოპრამის ტაბლეტების მიღებას: არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე. მკურნალობის სწრაფმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს ზოგიერთი გვერდითი ეფექტი. ამ მედიკამენტის სწრაფი მოხსნა იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა თავბრუსხვევა, გულისრევა და ხელ-ფეხში დაბუჟების და ჩხვლეტის შეგრძნება, ძილის დარღვევები (უჩვეულო სიზმრები, ღამის კოშმარი, უძილობა), შფოთვის შეგრძნება, თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება, ოფლიანობა, მოუსვენრობის ან აგზნების შეგრძნება, ტრემორი, დაბნეულობის ან დეზორიენტაციის შეგრძნება, ემოციური ან გაღიზიანებული მდგომარეობა, დიარეა (თხიერი განავალი), მხედველობის დარღვევები, ფრიალი ან გულისცემის აჩქარება (გულისცემის შეგრძნება). ეს სიმპტომები, როგორც წესი, არ არის სერიოზული და ქრება რამდენიმე დღეში. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, ციალოპრამის ტაბლეტების დოზა, როგორც წესი, თანდათან მცირდება რამდენიმე კვირის განმავლობაში. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ან ალერგია ციტალოპრამის ჰიდრობრომიდის ან ამ პროდუქტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
თუ ასევე იღებთ პიმოზიდის შემცველ პრეპარატს. მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.
თუკი პარალელურად იღებთ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების (MOAIs) სახელით ცნობილ მედიკამენტებს. MOAIs მოიცავს ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა ფენელზინი, იპრონიაზიდი, იზოკარბოქსაზიდი, ნიალამიდი, ტრანილციპრომინი და მოკლობემიდი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ), სელეგილინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ) და ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი). მაშინაც კი, თუ დაასრულეთ შემდეგი MAOI-ებიდან ერთ-ერთის მიღება, როგორიცაა ფენელზინი, იპრონიაზიდი, იზოკარბოქსაზიდი, ნიალამიდი ან ტრანილციპრომინი, ციტალოპრამის ტაბლეტების მიღებამდე უნდა დაიცვათ 2 კვირიანი ინტერვალი. მოკლობემიდის მიღების დასრულებიდან უნდა გავიდეს ერთი დღე. ციტალოპრამის ტაბლეტების მიღების შეწყვეტის შემდეგ, ნებისმიერი MAOI-ის მიღებამდე უნდა დაიცვათ 1 კვირიანი ინტერვალი.
თუ თქვენ დაბადებიდან გაქვთ ან გქონიათ გულის რიტმის დარღვევის ეპიზოდი (ნაჩვენებია EGG-ზე; გამოკვლევა გულის ფუნქციონირების შესაფასებლად).
თუ იღებთ გულის რიტმის პრობლემების სამკურნალო მედიკამენტებს ან მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ გულის რიტმზე. (იხილეთ ნაწილი „სხვა მედიკამენტები და ციტალოპრამი“ ქვემოთ).
სიფრთხილის ზომები
გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, თუ გაქვთ რაიმე სახის დაავადება, განსაკუთრებით თუ გაქვთ
ღვიძლის ან თირკმელების დარღევები
დიაბეტი (შესაძლოა დაგჭირდეთ ანტიდიაბეტური თერაპიის კორექტირება).
ეპილეფსია ან კრუნჩხვების ან კრუნჩხვების ისტორია.
სისხლდენის დარღვევა ან ოდესმე გქონიათ სისხლდენა კუჭში ან ნაწლავებში, ან თუ ხართ ორსულად (იხილეთ „ორსულობა“).
მანია ან პანიკური აშლილობა.
სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე.
ელექტროკონვულსიური თერაპია (ETC).
თვალების პრობლემები, როგორიცაა გლაუკომის გარკვეული სახეობები.
გაქვთ ან გაქვთ გულის პრობლემები ან ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ გულის შეტევა.
დაბალი პულსი მოსვენების მდგომარეობაში და/ან იცით, რომ შეიძლება გქონდეთ მარილის დეფიციტი ხანგრძლივი მძიმე დიარეის და ღებინების (ღებინების) ან შარდმდენების (შარდმდენი ტაბლეტების) გამოყენების შედეგად.
თუ წამოდგომისას აღინიშნება გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა, გონების დაკარგვა, კოლაფსი ან თავბრუსხვევა, რაც შეიძლება მიუთითებდეს გულისცემის ფუნქციის დარღვევაზე.
გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, მაშინაც კი, თუ ეს ეფექტები გამოვლინდა წარსულში.
ციტალოპრამის ტაბლეტების (ე.წ. SSRI) მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხ. ნაწილი 4). ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც გაგრძელდა.
მანიაკალურ-დეპრესიული დაავადების მქონე ზოგიერთ პაციენტს შეიძლება მანიაკალურ ფაზაში გადავიდეს. ეს ხასიათდება უჩვეულო და სწრაფად ცვალებადი იდეებით, შეუსაბამო აჟიტირებით და გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობით. თუ ამას განიცდით, მიმართეთ ექიმს.
მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში შეიძლება ასევე გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მოუსვენრობა ან უძრავად ჯდომის ან დგომის გაძნელება. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომებს.
სპეციალური ინფორმაცია თქვენს დაავადებასთან დაკავშირებით
სხვა მედიკამენტების მსგავსად, რომლებიც გამოიყენებიან დეპრესიის ან მსგავსი მდგომარეობის სამკურნალოდ, არ მიიღწევა გაუმჯობესებული შედეგი სწრაფად. ციტალოპრამის ტაბლეტებით მკურნალობის დაწყების შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს რამოდენიმე კვირის გასვლა სანამ შეინშნება გაუმჯობესება. ზოგიერთ პაციენტებში მკურნალობის დასაწყისში აღინიშნა შფოთვის მომატებაც კი, რომელიც ქრება მკურნალობის გაგრძელებისას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიცვათ ექიმის დანიშნულება და არ შეწყვიტოთ მკურნალობა ან არ შეცვალოთ დოზა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
სუიციდური აზრები და თქვენი დეპრესიის ან შფოთვით აშლილობის გაუარესება
თუ თქვენ გაქვთ დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობები, ზოგჯერ შეიძლება გაგიჩნდეთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები. ეს ფიქრები შეიძლება გაძლიერდეს ანტიდეპრესანტების მიღების დაწყებისას, რადგან ამ პრეპარატების მოქმედებისთვის დრო სჭირდება, ჩვეულებრივ, დაახლოებით ორი კვირა, მაგრამ ზოგჯერ უფრო მეტიც.
ამ ფიქრების გამოვლენის უფრო მეტი რისკი მოსალოდნელია, თუ:
წარსულში გახასიათებდათ სუიციდის ან თვითდაზიანების აზრები.
თუ ხართ ახალგაზრდა მოზრდილი. კლინიკური კვლევებიდან მიღებულმა მონაცემებმა აჩვენეს, რომ სუიციდური საქციელის რისკის გაზრდა აღინიშნება 25 წლამდე ასაკის მოზრდილებში, რომლებთაც ახასიათებთ ფსიქიური დარღვევები და გადიოდნენ ანტიდეპრესიულებით მკურნალობას.
ნებისმიერ დროს, თუკი აღინიშნება თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების ფიქრები, მიმართეთ ექიმს ან ახლომდებარე კლინიკას დაუყონებლივ. ასევე სასარგებლოა, თუკი თქვენს ნათესავებს ან ახლო მეგობრებს გააფრთხილებთ თქვენი დეპრესიის ან შფოთვური აშლილობის შესახებ და სთხოვთ მათ ამ ფურცელჩანართის წაკითხვას. ასევე შეგიძლიათ სთხოვოთ მათ გაგაფრთხილონ, თუკი შენიშნავენ თქვენი დეპრესიული მდგომარეობის ან შფოთვური აშლილობის გაუარესებას, ან თუკი მათ შეაშფოთებს თქვენი საქციელის ცვლილება.
გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში
ციტალოპრამის ტაბლეტები ჩვეულებრივ არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში. ასევე, უნდა იცოდეთ, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ამ კლასის მედიკამენტების მიღებისას ვლინდება გაზრდილი რისკი გვერდითი მოვლენების მხრივ, როგორიცაა სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და მტრული განწყობა (ძირითადად აგრესია, ოპოზიციური ქცევა და ბრაზი). ამის მიუხედავად, ექიმმა შეიძლება დანიშოს 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ციტალოპრამი, თუკი ის მიიჩნევს, რომ ეს მათ ინტერესებში შედის. თუ ექიმმა 18 წლამდე ასაკის პაციენტებს ციტალოპრამის ტაბლეტები დაუნიშნა და გსურთ ამ საკითხის განხილვა, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს. თუ 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ციტალოპრამის ტაბლეტების მიღებისას განვითარდა ან გაუარესდა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე, ამის შესახებ უნდა აცნობოთ ექიმს. ასევე, ამ ასაკობრივ ჯგუფში ციტალოპრამის ტაბლეტების ხანგრძლივი უსაფრთხოების ეფექტები ზრდაზე, მომწიფებაზე, კოგნიტურ და ქცევით განვითარებაზე ჯერ არ არის დადასტურებული.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მედიკამენტებს შორის შესაძლოა გამოვლინდეს ურთიერთქმედებები და ამან შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი რეაქციები. გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს ან მიიღეთ სხვა სამკურნალო საშუალებები (მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილი პრეპარატებიც) ბოლო 14 დღის განმავლობაში. ეს ეხება ასევე სხვა დეპრესიის სამკურნალო საშუალებებსაც (იხილეთ ნაწილი ზემოთ, არ შეიძლება ციტალოპრამის ტაბლეტების გამოყენება).
წმ. ვორტის (Hypericum perforatum) მცენარეული პრეპარატები. ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება არ შეიძლება ციტალოპრამის ტაბლეტებთან ერთდროულად.
მონიამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOIs). ამ პრეპარატების გამოყენება არ შეიძლება ციტალოპრამის ტაბლეტებთან ერთდროულად (იხ. ნაწილი ზემოთ, არ შეიძლება ციტალოპრამის ტაბლეტების გამოყენება).
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგი მედიკამენტებიდან რომელიმეს:
ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი).
სუმატრიპტანი (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ) ან ტრამადოლი (ტკივილგამაყუჩებელი). თუ ამ მედიკამენტების გამოყენებისას ციტალოპრამის ტაბლეტებთან ერთად თავს იგრძნობთ შეუძლოდ, მიმართეთ ექიმს.
ლითიუმი (გამოიყენება მანიის პრევენციისთვის ან სამკურნალოდ) და ტრიპტოფანი (ანტიდეპრესიული).
პიმოზიდი (ნეიროლეპტიური). ამ პრეპარატის მიღება არ შეიძლება ციტალოპრამის ტაბლეტებთან ერთად (იხ. ნაწილი ზემოთ, არ შეიძლება ციტალოპრამის ტაბლეტების მიღება).
იმიპრამინი და დეზიპრამინი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).
სელეგილინის შემცველი მედიკამენტები (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ)
ციმეტიდინი, ლანზოპრაზოლი და ომეპრაზოლი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ), ფლუკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) და ტიკლოპიდინი (გამოიყენება ინსულტის რისკის შესამცირებლად). ამან შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში ციტალოპრამის კონცენტრაციის გაზრდა.
მეფლოქინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ).
ბუპროპიონი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).
მედიკამენტები, რომლებიც ცნობილია, რომ ზემოქმედებენ თრომბოციტებზე (მაგ., ანტიკოაგულური მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენებიან სისხლის კოლტის წარმოქმნის პრევენციისათვის: ასპირინი ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAIDs), ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა იბუპროფენი და დიკლოფენაკი, ზოგიერთი ანტიფსიზოქური მედიკამენტები და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები).
მეტოპროლოლი, რომელიც არის ბეტა-ბლოკატორი და გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ, ზოგიერთი გულის მდგომარეობების და მაღალი სისხლის წნევის სამკურნალოდ. შესაძლოა აღნიშნოს სხვა სამკურნალო საშუალებების ეფექტის გაზრდა, შემცირება ან შეცვლა.
ნეიროლეპტიურები (გამოიყენება შიზოფრენიის სამკურნალოდ).
არ მიიღოთ ციტალოპრამი, თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის სამკურნალოდ ან პრეპარატებს, რომლებმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ გულის რითმზე, მაგალითად IA და III კლასის ანტიარითმიულები, ანტიფსიქოზურები (მაგ., ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესიულები, ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ., სპარფლოქსაცინი, მოხიფლოქსაცინი, ერითრომიცინი ინტრავენური გამოყენებისათვის, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალებები (ასტემიზოლი, მიზოლასტინი). დამატებითი კითხვების შემთხვევაში აღნიშნული მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ციტალოპრამის ტაბლეტების მიღება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან
ციტალოპრამი შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად (იხ. ნაწილი 3 ,,ციტალოპრამის ტაბლეტების მიღების წესი“).
როგორც ნებისმიერი ანტიდეპრესანტის გამოყენების შემთხვევაში, მკურნალობის დროს გონივრულია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება, თუმცა ციტალოპრამი არ აძლიერებს ალკოჰოლის ეფექტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე. თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, აცნობეთ მკურნალ ექიმს ამის შესახებ. არ მიიღოთ ციტალოპრამის ტაბლეტები, თუ ხართ ორსულად გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენი ექიმი განიხილავს თქვენთან ერთად მკურნალობის რისკებსა და სარგებელს.
დარწმუნდით, რომ თქვენი ბებიაქალი და/ან ექიმი ინფორმირებულია, რომ იღებთ ციტალოპრამის ტაბლეტებს. ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, ციტალოპრამის ტაბლეტების მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდოს ახალშობილებში სერიოზული მდგომარეობის, ახალშობილის მუდმივი პულმონალური ჰიპერტენზიის (PPHN) განვითარების რისკი, რაც იწვევს ბავშვის სუნთქვის გახშირებას და მოლურჯო ელფერის შეფერილობას. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება დაბადებიდან 24 საათის განმავლობაში. ამ ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდეთ ბებიაქალს და /ან ექიმს. ასევე, თუ ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში და დაბადებამდე იღებთ ციტალოპრამის ტაბლეტებს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ახალშობილში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ეფექტები: კრუნჩხვები, ხურვება ან ციება, კვების გაძნელება, ღებინება, სისხლში შაქრის დაბალი დონე, კუნთების სიმყიფე ან მოდუნება, რეფლექსების ჰიპერაქტიურობა, კანკალი, შფოთვა, გაღიზიანება, ლეთარგია, მუდმივი ტირილი, ძილიანობა ან ძილის გაძნელება. თუ თქვენს ახალშობილს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ბებიაქალს და/ან ექიმს. თუ ციტალოპრამის ტაბლეტებს ორსულობის ბოლოს იღებთ, შესაძლოა მშობიარობის შემდეგ მალევე გაიზარდოს ძლიერი ვაგინალური სისხლდენის რისკი, განსაკუთრებით თუ გაქვთ სისხლდენის დარღვევების ისტორია. თქვენმა ექიმმა ან ბებიაქალმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ იღებთ ციტალოპრამის ტაბლეტებს, რათა შეძლონ თქვენი კონსულტაცია.
ლაქტაცია: მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.
თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის. არ შეიძლება ჩვილის ძუძუთი კვება ციტალოპრამის ტაბლეტების მიღების პერიოდში, რადგან მედიკამენტის მცირე რაოდენობა შესაძლოა გადავიდეს დედის რძეში.
ფერტილობა: ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ციტალოპრამი ამცირებს სპერმის ხარისხს. თეორიულად, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაყოფიერებაზე, თუმცა ადამიანის ნაყოფიერებაზე გავლენა ჯერ არ დაფიქსირებულა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ციტალოპრამმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, როგორიცაა თავბრუსხვევა და კონცენტრაციის უნარის დასუსტება. თუ ვლინდება ეს ეფექტები, არ უნდა მართოთ ავტომობილი და მექანიზმები.
ციტალოპრამის ტაბლეტები შეიცავენ ლაქტოზას: ეს ტაბლეტები შეიცავენ ლაქტოზას. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათებთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მიმართეთ ექიმს ამ ტაბლეტების გამოყენებამდე.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ციტალოპრამის ტაბლეტებმაც შესაძლოა გამოიწვიონ გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
სერიოზული გვერდითი ეფექტები
შეწყვიტეთ ციტალოპრამის ტაბლეტების მიღება და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს რჩევისთვის, თუ გამოვლინდება შემდეგი სიმპტომები:
სუნთქვის გართულება.
სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის და სუნთქვის გართულებას.
კანის ძლიერი ქავილი (ამობურცული წარმონაქმნებით).
აჩქარებული, არარეგულარული გულისცემა, გულყრა, რაც შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის სიმპტომები, რომელიც ცნობილია, როგორც torsades de pointes.
მდგომარეობა, რომელიც ცნობილია, როგორც SIADH (ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეციის სინდრომი).
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
სისხლდენა (ვაგინალური, კუჭ-ნაწლავიდან, კანისა და რბილი ქსოვილის სისხლდენა).
თუ შენიშნევათ შემდეგი სიმპტომებიდან ნებისმიერს, უნდა მიმართოთ ექიმს სასწრაფოდ, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება ან მიღების შეწყვეტა:
პირველად გეწყებათ კრუნჩხვები, ან უფრო ხშირი ხდება წარსულში გადატანილი კრუნჩხვები.
თუ ვლინდება საქციელის ცვლილება, როგორიცაა აჟიტირება ან ზედმეტად აღგზნება.
გაქვთ მაღალი სიცხე, აგზნებადობა, დაბნეულობა, კანკალი ან კუნთების მკვეთრი შეკუმშვა. ეს შეიძლება იყოს იშვიათი მდგომარეობის, სეროტონინის სინდრომის, ნიშნები.
დაღლილობა, დაბნეულობა და კუნთების კანკალი. ეს შეიძლება იყოს სისხლში ნატრიუმის დაბალი დონის ნიშანი.
თუ ნებისმიერ დროს გაგიჩნდებათ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს. გვერდითი მოვლენები, ძირითადად, მკურნალობის დასაწყისში ვლინდება და დროთა განმავლობაში ქრება.
ძალიან ხშირი (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში)
ძილიანობა
ძილის გაძნელება
მომატებული ოფლიანობა
გულისრევის შეგრძნება
თავის ტკივილი
პირის სიმშრალე (პირის სიმშრალე ზრდის კბილების კარიესის რისკს, ამიტომ კბილები ჩვეულებრივზე უფრო ხშირად უნდა გაიხეხოთ)
ხშირი (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-მდე)
მადის დაკარგვა
ლიბიდოს დაქვეითება
ნევროზულობა
ანომალიური სიზმრები
კონცენტრირების დარღვევა
ჩხვლეტის, ჟრიალის ან დაბუჟების შეგრძნება ხელ-ფეხში
დიარეა
ყაბზობა
კუნთებისა და სახსრების ტკივილი
ქალებში ორგაზმის გართულება
წონის დაკლება
აჟიტირება
შფოთი
დაბნეულობა
თავბრუსხვევა
კანკალი
ყურებში ხმაური (ტინიტუსი)
მთქნარება
გულისრევა
ქავილი
მამაკაცებში ეაკულაციის და ერექციის პრობლემები
დაღლილობა
არახშირი (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-მდე)
სისხლჩაქცევების მიმართ მიდრეკილება
აგრესიულობა
ჰალუცინაციები
გულყრა
აჩქარებული გულისცემა
შენელებული გულისცემა
თმისცვენა
მზის სინათლის მიმართ მგრძნობელობა
რთული მენსტრუაციის პერიოდი (მენორაგია)
მადის მომატება
ემოციის დაქვეითება, გულგრილობა
მანია
გუგების გაფართოვება (თვალის მუქი ცენტრი)
ჭინჭრის ციება
გამონაყარი
შარდვის გართულება
ხელ-ფეხის შეშუპება
წონის მატება
იშვიათი (ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-მდე)
კრუნჩვა
გემოს დარღვევები
ცხელება
უნებლიე მოძრაობები
სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე (ჰიპონატრიემია)
ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა (სიხშირე უცნობია)
თვითდაზიანების ან სუიციდური აზრები
გამონაყარი (ჰიპერმგრძნობელობა)
სისხლში კალიუმის დაბალი დონე (ჰიპოკალიემია), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, ჩხვლეტა ან გულის ანომალიური რითმი
მოუსვენრობა
კუნთების უნებლიე მოძრაობა (აკათიზია)
თავბრუსხვევა ფეხზე სწრაფად წამოდგომისას სისხლის დაბალი წნევის გამო (ორთოსტაზული ჰიპოტენზია)
კანისა და ლორწოვანი გარსის სწრაფი შეშუპება
მამაკაცებში მტკივნეული ერექცია
ძვლის მოტეხილობის რისკის გაზრდა აღინიშნა პაციენტებში ამ სახეობის მედიკამენტის მიღებისას
ძლიერი ვაგინალური სისხლდენა მშობიარობის შემდეგ (postpartum haemorrhage), იხ. ნაწილი 2 ,,ორსულობა”.
სისხლდენის ან სისხლჩაქცევების გაზრდა თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო
ძირითადად ხანდაზმულებში
მხედველობის დარღვევა
პანიკური შეტევები
კბილების ჭრიალი
კუნთების უჩვეულო მოძრაობა ან რიგიდულობა
ცხვირიდან სისხლდენა
სისხლდენის დარღვევები კანისა და ლორწოვანი გარსის სისხლდენების ჩათვლით (ecchymosis)s
ანომალიური რძის გამოყოფა მამაკაცებში მკერდიდან (გალაქტორეა)
ღვიძლის ფუნქციის ანომალიური ტესტები
არარეგულარული მენსტრუალური სისხლდენა (მეტრორაგია)
ძალიან იშვიათად, სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებმა (SSRI) შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი, მათ შორის კუჭის ან ნაწლავების სისხლდენის. აცნობეთ ექიმს, თუ აღებინებთ სისხლს ან გაგიჩნდებათ შავი ან სისხლით შეღებილი განავალი.
ასევე აცნობეთ ექიმს, თუ კვლავ გაქვთ დეპრესიასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები. ეს შეიძლება მოიცავდეს ჰალუცინაციებს, შფოთვას, მანიას ან დაბნეულობას.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომელიც გამოვლინდა, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღის შემდეგ გაქრება. თუ ისინი შემაწუხებელი ან მუდმივია, ან თუ ციტალოპრამის ტაბლეტების მიღების დროს განგივითარდებათ სხვა უჩვეულო გვერდითი მოვლენები, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს.
გვერდითი მოვლენების შეტყობიენება: თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ეხება ასევე მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინების გაგზავნა ყვითელი ბარათის სისტემის მეშვეობით ბმულზე: http://www.mhra.gov.uk/yellowcard. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ, 20 მგ ან 40 მგ ციტალოპრამს (ციტალოპრამის ჰიდრობრომიდის სახით). დამხმარე ნივთიერებებია სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონიჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, გლიცეროლი, კოპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 400 და ტიტანის დიოქსიდი (E171).
ციტალოპრამის ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ციტალოპრამი 10 მგ ტაბლეტები არის მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, თეთრი ფერის, გარსით დაფარული ტაბლეტები ერთ მხარეს ამოტვიფრული ნაბეჭდით “10“.
ციტალოპრამი 20 მგ ტაბლეტები არის ოვალური, ორმხრივამოზნექილი, გამყოფი ზოლით, თეთრი ფერის, შემოგარსული ტაბლეტები ერთ მხარეს ამოტვიფრული ნაბეჭდით “20“.
ციტალოპრამი 40 მგ ტაბლეტები არის ოვალური, ორმხრივამოზნექილი, გამყოფი ზოლით, თეთრი ფერის, შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრული ნაბეჭდით “40“.
ციტალოპრამის ტაბლეტების შეფუთვა შეიცავს 28 ტაბლეტს ბლისტერულ შეფუთვაში.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ საწყის შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ ციტალოპრამის ტაბლეტები შეფუთვის კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
არ გადააგდოთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მედიკამენტების სწორი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
ციტალოპრამი 10 მგ, 20 მგ & 40 მგ ტაბლეტები
(ციტალოპრამის ჰიდრობრომიდი)
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია.
ციტალოპრამის ტაბლეტები გამოიყენება დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობების სამკურნალოდ. ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ თქვენ და თქვენმა ექიმმა მკურნალობის დაწყებამდე შეაფასოთ მკურნალობის სარგებელი შესაძლო არასასურველი ეფექტების გათვალისწინებით.
ციტალოპრამის ტაბლეტები არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. იხილეთ ნაწილი 2, გამოყენება 8-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
ციტალოპრამის ტაბლეტები არ მოქმედებს მყისიერად. ანტიდეპრესანტების მიღებისას ზოგიერთ პაციენტში მკურნალობის დასაწყისში აღნიშნება გაუარესება, სანამ არ დასტაბილურდება მდგომარეობა. ექიმი მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში კვლავ გირჩევთ მასთან ვიზიტს. თუ თავს უკეთ არ გრძნობთ, აცნობეთ ექიმს. იხილეთ ნაწილი 3, „ციტალოპრამის ტაბლეტების მიღების წესი“.
დეპრესიის ან შფოთვის მქონე ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა აღენიშნოს სუიციდური აზრები. თუ აღინშნება მდგომარეობის გაუარესება ან გამოვლინდება თვითდაზიანებისა და თვითმკვლელობის აზრები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს. იხილეთ ნაწილი 2.
არ შეწყვიტოთ ციტალოპრამის ტაბლეტებით მკურნალობა თვითნებურად ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ შეწყვეტთ ციტალოპრამის ტაბლეტების მიღებას სწრაფად ან გამოტოვებთ დოზას, შესაძლოა აღინიშნოს მოხსნის ეფექტი. იხილეთ ნაწილი 3 დამატებითი ინფორმაციები.
თუ თავს გრძნობთ მოუსვენრად და ვერ ჩედებით ან დგახართ ერთ ადგილზე, აცნობეთ ექიმს. ციტალოპრამის ტაბლეტის დოზის გაზრდამ შეიძლება გააუარესოს ეს შეგრძნებები. იხილეთ ნაწილი 4, „შესაძლო გვერდითი მოვლენები“.
სხვა ზოგიერთი მედიკამენტების მიღებამ ციტალოპრამის ტაბლეტებთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს პრობლემები. მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის. იხილეთ ნაწილი 2, სხვა მედიკამენტების მიღება.
თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს. იხილეთ ნაწილი 2 ორსულობა და ლაქტაცია.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას სხვას. პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს სხვას იმ შემთხვევაშიც, თუ მასაც აღენიშნება თქვენი დაავადების მსგავსი სიმპტომები.
თუ განვითარდება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ეფექტებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს
- რას წარმაოდგენს ციტალოპრამის ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
- ინფორმაცია ციტალოპრამის ტაბლეტების გამოყენებამდე
- ციტალოპრამის ტაბლეტების მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ციტალოპრამის ტაბლეტების შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
- რას წარმოადგენს ციტალოპრამის ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
ციტალოპრამი არის სეროტონინის შერჩევითი უკუმიტაცების ინჰიბიტორი (SSRI) და მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებთაც ეწოდებათ ანტიდეპრესანტები. ეს მედიკამენტები ხელს უწყობს ტვინში დაავადების სიმპტომების გამომწვევი გარკვეული ქიმიური დისბალანსის კორექციას. ციტალოპრამი გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ, ხოლო როდესაც აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება, იგი ახდენს ამ სიმპტომების რეციდივის პრევენციას. ციტალოპრამი ასევე გამოიყენება ხანგრძლივი მკურნალობისთვის, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ახალი დეპრესიული ეპიზოდების პრევენცია მორეციდივე დეპრესიის შემთხვევებში. ციტალოპრამი ასევე სასარგებლოა პანიკური შეტევების მქონე ადამიანების სამკურნალოდ.
- ინფორმაცია ციტალოპრამის ტაბლეტების გამოყენებამდე
არ შეიძლება ციტალოპრამის ტაბლეტების მიღება
თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ან ალერგია ციტალოპრამის ჰიდრობრომიდის ან ამ პროდუქტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
თუ ასევე იღებთ პიმოზიდის შემცველ პრეპარატს. მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.
თუკი პარალელურად იღებთ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების (MOAIs) სახელით ცნობილ მედიკამენტებს. MOAIs მოიცავს ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა ფენელზინი, იპრონიაზიდი, იზოკარბოქსაზიდი, ნიალამიდი, ტრანილციპრომინი და მოკლობემიდი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ), სელეგილინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ) და ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი). მაშინაც კი, თუ დაასრულეთ შემდეგი MAOI-ებიდან ერთ-ერთის მიღება, როგორიცაა ფენელზინი, იპრონიაზიდი, იზოკარბოქსაზიდი, ნიალამიდი ან ტრანილციპრომინი, ციტალოპრამის ტაბლეტების მიღებამდე უნდა დაიცვათ 2 კვირიანი ინტერვალი. მოკლობემიდის მიღების დასრულებიდან უნდა გავიდეს ერთი დღე. ციტალოპრამის ტაბლეტების მიღების შეწყვეტის შემდეგ, ნებისმიერი MAOI-ის მიღებამდე უნდა დაიცვათ 1 კვირიანი ინტერვალი.
თუ თქვენ დაბადებიდან გაქვთ ან გქონიათ გულის რიტმის დარღვევის ეპიზოდი (ნაჩვენებია EGG-ზე; გამოკვლევა გულის ფუნქციონირების შესაფასებლად).
თუ იღებთ გულის რიტმის პრობლემების სამკურნალო მედიკამენტებს ან მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ გულის რიტმზე. (იხილეთ ნაწილი „სხვა მედიკამენტები და ციტალოპრამი“ ქვემოთ).
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, თუ გაქვთ რაიმე სახის დაავადება, განსაკუთრებით თუ გაქვთ
ღვიძლის ან თირკმელების დარღევები
დიაბეტი (შესაძლოა დაგჭირდეთ ანტიდიაბეტური თერაპიის კორექტირება).
ეპილეფსია ან კრუნჩხვების ან კრუნჩხვების ისტორია.
სისხლდენის დარღვევა ან ოდესმე გქონიათ სისხლდენა კუჭში ან ნაწლავებში, ან თუ ხართ ორსულად (იხილეთ „ორსულობა“).
მანია ან პანიკური აშლილობა.
სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე.
ელექტროკონვულსიური თერაპია (ETC).
თვალების პრობლემები, როგორიცაა გლაუკომის გარკვეული სახეობები.
გაქვთ ან გაქვთ გულის პრობლემები ან ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ გულის შეტევა.
დაბალი პულსი მოსვენების მდგომარეობაში და/ან იცით, რომ შეიძლება გქონდეთ მარილის დეფიციტი ხანგრძლივი მძიმე დიარეის და ღებინების (ღებინების) ან შარდმდენების (შარდმდენი ტაბლეტების) გამოყენების შედეგად.
თუ წამოდგომისას აღინიშნება გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა, გონების დაკარგვა, კოლაფსი ან თავბრუსხვევა, რაც შეიძლება მიუთითებდეს გულისცემის ფუნქციის დარღვევაზე.
გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, მაშინაც კი, თუ ეს ეფექტები გამოვლინდა წარსულში.
ციტალოპრამის ტაბლეტების (ე.წ. SSRI) მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხ. ნაწილი 4). ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც გაგრძელდა.
მანიაკალურ-დეპრესიული დაავადების მქონე ზოგიერთ პაციენტს შეიძლება მანიაკალურ ფაზაში გადავიდეს. ეს ხასიათდება უჩვეულო და სწრაფად ცვალებადი იდეებით, შეუსაბამო აჟიტირებით და გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობით. თუ ამას განიცდით, მიმართეთ ექიმს.
მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში შეიძლება ასევე გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მოუსვენრობა ან უძრავად ჯდომის ან დგომის გაძნელება. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომებს.
სპეციალური ინფორმაცია თქვენს დაავადებასთან დაკავშირებით
სხვა მედიკამენტების მსგავსად, რომლებიც გამოიყენებიან დეპრესიის ან მსგავსი მდგომარეობის სამკურნალოდ, არ მიიღწევა გაუმჯობესებული შედეგი სწრაფად. ციტალოპრამის ტაბლეტებით მკურნალობის დაწყების შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს რამოდენიმე კვირის გასვლა სანამ შეინშნება გაუმჯობესება. ზოგიერთ პაციენტებში მკურნალობის დასაწყისში აღინიშნა შფოთვის მომატებაც კი, რომელიც ქრება მკურნალობის გაგრძელებისას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიცვათ ექიმის დანიშნულება და არ შეწყვიტოთ მკურნალობა ან არ შეცვალოთ დოზა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
სუიციდური აზრები და თქვენი დეპრესიის ან შფოთვით აშლილობის გაუარესება
თუ თქვენ გაქვთ დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობები, ზოგჯერ შეიძლება გაგიჩნდეთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები. ეს ფიქრები შეიძლება გაძლიერდეს ანტიდეპრესანტების მიღების დაწყებისას, რადგან ამ პრეპარატების მოქმედებისთვის დრო სჭირდება, ჩვეულებრივ, დაახლოებით ორი კვირა, მაგრამ ზოგჯერ უფრო მეტიც.
ამ ფიქრების გამოვლენის უფრო მეტი რისკი მოსალოდნელია, თუ:
წარსულში გახასიათებდათ სუიციდის ან თვითდაზიანების აზრები.
თუ ხართ ახალგაზრდა მოზრდილი. კლინიკური კვლევებიდან მიღებულმა მონაცემებმა აჩვენეს, რომ სუიციდური საქციელის რისკის გაზრდა აღინიშნება 25 წლამდე ასაკის მოზრდილებში, რომლებთაც ახასიათებთ ფსიქიური დარღვევები და გადიოდნენ ანტიდეპრესიულებით მკურნალობას.
ნებისმიერ დროს, თუკი აღინიშნება თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების ფიქრები, მიმართეთ ექიმს ან ახლომდებარე კლინიკას დაუყონებლივ. ასევე სასარგებლოა, თუკი თქვენს ნათესავებს ან ახლო მეგობრებს გააფრთხილებთ თქვენი დეპრესიის ან შფოთვური აშლილობის შესახებ და სთხოვთ მათ ამ ფურცელჩანართის წაკითხვას. ასევე შეგიძლიათ სთხოვოთ მათ გაგაფრთხილონ, თუკი შენიშნავენ თქვენი დეპრესიული მდგომარეობის ან შფოთვური აშლილობის გაუარესებას, ან თუკი მათ შეაშფოთებს თქვენი საქციელის ცვლილება.
გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში
ციტალოპრამის ტაბლეტები ჩვეულებრივ არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში. ასევე, უნდა იცოდეთ, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ამ კლასის მედიკამენტების მიღებისას ვლინდება გაზრდილი რისკი გვერდითი მოვლენების მხრივ, როგორიცაა სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და მტრული განწყობა (ძირითადად აგრესია, ოპოზიციური ქცევა და ბრაზი). ამის მიუხედავად, ექიმმა შეიძლება დანიშოს 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ციტალოპრამი, თუკი ის მიიჩნევს, რომ ეს მათ ინტერესებში შედის. თუ ექიმმა 18 წლამდე ასაკის პაციენტებს ციტალოპრამის ტაბლეტები დაუნიშნა და გსურთ ამ საკითხის განხილვა, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს. თუ 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ციტალოპრამის ტაბლეტების მიღებისას განვითარდა ან გაუარესდა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე, ამის შესახებ უნდა აცნობოთ ექიმს. ასევე, ამ ასაკობრივ ჯგუფში ციტალოპრამის ტაბლეტების ხანგრძლივი უსაფრთხოების ეფექტები ზრდაზე, მომწიფებაზე, კოგნიტურ და ქცევით განვითარებაზე ჯერ არ არის დადასტურებული.
სხვა მედიკამენტები და ციტალოპრამი
მედიკამენტებს შორის შესაძლოა გამოვლინდეს ურთიერთქმედებები და ამან შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი რეაქციები. გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს ან მიიღეთ სხვა სამკურნალო საშუალებები (მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილი პრეპარატებიც) ბოლო 14 დღის განმავლობაში. ეს ეხება ასევე სხვა დეპრესიის სამკურნალო საშუალებებსაც (იხილეთ ნაწილი ზემოთ, არ შეიძლება ციტალოპრამის ტაბლეტების გამოყენება).
წმ. ვორტის (Hypericum perforatum) მცენარეული პრეპარატები. ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება არ შეიძლება ციტალოპრამის ტაბლეტებთან ერთდროულად.
მონიამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOIs). ამ პრეპარატების გამოყენება არ შეიძლება ციტალოპრამის ტაბლეტებთან ერთდროულად (იხ. ნაწილი ზემოთ, არ შეიძლება ციტალოპრამის ტაბლეტების გამოყენება).
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგი მედიკამენტებიდან რომელიმეს:
ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი).
სუმატრიპტანი (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ) ან ტრამადოლი (ტკივილგამაყუჩებელი). თუ ამ მედიკამენტების გამოყენებისას ციტალოპრამის ტაბლეტებთან ერთად თავს იგრძნობთ შეუძლოდ, მიმართეთ ექიმს.
ლითიუმი (გამოიყენება მანიის პრევენციისთვის ან სამკურნალოდ) და ტრიპტოფანი (ანტიდეპრესიული).
პიმოზიდი (ნეიროლეპტიური). ამ პრეპარატის მიღება არ შეიძლება ციტალოპრამის ტაბლეტებთან ერთად (იხ. ნაწილი ზემოთ, არ შეიძლება ციტალოპრამის ტაბლეტების მიღება).
იმიპრამინი და დეზიპრამინი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).
სელეგილინის შემცველი მედიკამენტები (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ)
ციმეტიდინი, ლანზოპრაზოლი და ომეპრაზოლი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ), ფლუკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) და ტიკლოპიდინი (გამოიყენება ინსულტის რისკის შესამცირებლად). ამან შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში ციტალოპრამის კონცენტრაციის გაზრდა.
მეფლოქინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ).
ბუპროპიონი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).
მედიკამენტები, რომლებიც ცნობილია, რომ ზემოქმედებენ თრომბოციტებზე (მაგ., ანტიკოაგულური მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენებიან სისხლის კოლტის წარმოქმნის პრევენციისათვის: ასპირინი ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAIDs), ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა იბუპროფენი და დიკლოფენაკი, ზოგიერთი ანტიფსიზოქური მედიკამენტები და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები).
მეტოპროლოლი, რომელიც არის ბეტა-ბლოკატორი და გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ, ზოგიერთი გულის მდგომარეობების და მაღალი სისხლის წნევის სამკურნალოდ. შესაძლოა აღნიშნოს სხვა სამკურნალო საშუალებების ეფექტის გაზრდა, შემცირება ან შეცვლა.
ნეიროლეპტიურები (გამოიყენება შიზოფრენიის სამკურნალოდ).
არ მიიღოთ ციტალოპრამი, თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის სამკურნალოდ ან პრეპარატებს, რომლებმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ გულის რითმზე, მაგალითად IA და III კლასის ანტიარითმიულები, ანტიფსიქოზურები (მაგ., ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესიულები, ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ., სპარფლოქსაცინი, მოხიფლოქსაცინი, ერითრომიცინი ინტრავენური გამოყენებისათვის, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალებები (ასტემიზოლი, მიზოლასტინი). დამატებითი კითხვების შემთხვევაში აღნიშნული მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ციტალოპრამის ტაბლეტების მიღება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან
ციტალოპრამი შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად (იხ. ნაწილი 3 ,,ციტალოპრამის ტაბლეტების მიღების წესი“).
როგორც ნებისმიერი ანტიდეპრესანტის გამოყენების შემთხვევაში, მკურნალობის დროს გონივრულია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება, თუმცა ციტალოპრამი არ აძლიერებს ალკოჰოლის ეფექტს.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
ორსულობა: მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე. თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, აცნობეთ მკურნალ ექიმს ამის შესახებ. არ მიიღოთ ციტალოპრამის ტაბლეტები, თუ ხართ ორსულად გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენი ექიმი განიხილავს თქვენთან ერთად მკურნალობის რისკებსა და სარგებელს.
დარწმუნდით, რომ თქვენი ბებიაქალი და/ან ექიმი ინფორმირებულია, რომ იღებთ ციტალოპრამის ტაბლეტებს. ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, ციტალოპრამის ტაბლეტების მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდოს ახალშობილებში სერიოზული მდგომარეობის, ახალშობილის მუდმივი პულმონალური ჰიპერტენზიის (PPHN) განვითარების რისკი, რაც იწვევს ბავშვის სუნთქვის გახშირებას და მოლურჯო ელფერის შეფერილობას. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება დაბადებიდან 24 საათის განმავლობაში. ამ ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდეთ ბებიაქალს და /ან ექიმს. ასევე, თუ ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში და დაბადებამდე იღებთ ციტალოპრამის ტაბლეტებს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ახალშობილში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ეფექტები: კრუნჩხვები, ხურვება ან ციება, კვების გაძნელება, ღებინება, სისხლში შაქრის დაბალი დონე, კუნთების სიმყიფე ან მოდუნება, რეფლექსების ჰიპერაქტიურობა, კანკალი, შფოთვა, გაღიზიანება, ლეთარგია, მუდმივი ტირილი, ძილიანობა ან ძილის გაძნელება. თუ თქვენს ახალშობილს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ბებიაქალს და/ან ექიმს. თუ ციტალოპრამის ტაბლეტებს ორსულობის ბოლოს იღებთ, შესაძლოა მშობიარობის შემდეგ მალევე გაიზარდოს ძლიერი ვაგინალური სისხლდენის რისკი, განსაკუთრებით თუ გაქვთ სისხლდენის დარღვევების ისტორია. თქვენმა ექიმმა ან ბებიაქალმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ იღებთ ციტალოპრამის ტაბლეტებს, რათა შეძლონ თქვენი კონსულტაცია.
ლაქტაცია: მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.
თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის. არ შეიძლება ჩვილის ძუძუთი კვება ციტალოპრამის ტაბლეტების მიღების პერიოდში, რადგან მედიკამენტის მცირე რაოდენობა შესაძლოა გადავიდეს დედის რძეში.
ფერტილობა: ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ციტალოპრამი ამცირებს სპერმის ხარისხს. თეორიულად, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაყოფიერებაზე, თუმცა ადამიანის ნაყოფიერებაზე გავლენა ჯერ არ დაფიქსირებულა.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა: ციტალოპრამმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, როგორიცაა თავბრუსხვევა და კონცენტრაციის უნარის დასუსტება. თუ ვლინდება ეს ეფექტები, არ უნდა მართოთ ავტომობილი და მექანიზმები.
ციტალოპრამის ტაბლეტები შეიცავენ ლაქტოზას: ეს ტაბლეტები შეიცავენ ლაქტოზას. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათებთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მიმართეთ ექიმს ამ ტაბლეტების გამოყენებამდე.
- ციტალოპრამის ტაბლეტების მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ ციტალოპრამის ტაბლეტები ზუსტად ექიმსი დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთიანად. არ გატეხოთ ისინი. ტაბლეტები შეგიძლიათ მიიღოთ დილით ან საღამოს, საკვების მიღებამდე ან ჭამის შემდეგ.
რეკომენდებული დოზა შეადგენს:
უფროსები
დეპრესია: ზოგადი დოზირება არის 20 მგ დღეში. ეს დოზა შესაძლოა ექიმმა გაზარდოს მაქსიმუმ 40 მგ-მდე დღეში.
პანიკური დარღვევები: საწყისი დოზა არის 10 მგ დღეში ერთჯერ პირველი კვირის განმავლობაში დოზირების 20-30 მგ დღეში გაზრდამდე. ეს დოზა შესაძლოა გაიზარდოს ექიმის მიერ მაქსიმუმ 40 მგ-მდე დღეში.
ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე უფროსი ასაკის): საწყისი დოზა უნდა შემცირდეს რეკომენდებული დოზის ნახევრამდე, მაგ., 10-20 მგ დღეში. ჩვეულებრივ ხანდაზმულებში არ უნდა იქნეს გამოყენებული 20 მგ-დღეში მეტი დოზირება.
ბავშვები და მოზარდები (<18 წლის): ეს მედიკამენტი არ არის რეკომენდებული ბავშვებისათვის. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ნაწილში 2. ,,ინფორმაცია ციტალოპრამის ტაბლეტების გამოყენებამდე“).
განსაკუთრებული რისკის მქონე პაციენტები: ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ შეიძლება დღეში 20 მგ-ზე მეტი დოზის გამოყენება.
თირკმლის დარღვევების მქონე პაციენტები: თირკმლის მსუბუქი ან საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის საჭირო დოზირების კორექცია. თირკმლის მწვავე უკმაროსბის შემთხვევაში, ექიმი მოახდენს დოზირების კორექციას.
ციტალოპრამის ტაბლეტების მიღების წესი: ციტალოპრამის ტაბლეტები უნდა მიიღოთ ყოველდღე ერთჯერადი დოზირების სახით. ციტალოპრამის ტაბლეტები შეგიძლიათ მიიღოთ დღის ნებისმიერ დროს საკვებთან ერთად ან კვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ წყლის მიყოლებით. არ დაღეჭოთ ტაბლეტი (აქვს მწარე გემო).
მკურნალობის ხანგრძლივობა: დეპრესიისა და პანიკური აშლილობის სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ ტაბლეტების მიღებისას შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს მდგომარეობის გაუმჯობესებას. განაგრძეთ ციტალოპრამის ტაბლეტების მიღება, მაშინაც კი, თუ მდგომარეობის გაუმჯობესებას გარკვეული დრო დასჭირდება. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, ჩვეულებრივ, მინიმუმ 6 თვე. განაგრძეთ ტაბლეტების მიღება იმ ხანგრძლივობით, როგორ დაგინიშნათ ექიმმა. არ შეწყვიტოთ მათი მიღება, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ იგრძნობთ, ექიმის რეკომენდაციის გარეშე. ძირითადი დაავადება შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს და თუ მკურნალობას ნაადრევად შეწყვეტთ, შესაძლოა აღინიშნოს სიმპტომების რეციდივი. რეციდიული დეპრესიის მქონე პაციენტებისთვის სასარგებლოა მკურნალობის გაგრძელება ახალი დეპრესიული ეპიზოდების თავიდან ასაცილებლად, ზოგჯერ რამდენიმე წლის განმავლობაშიც კი. არასდროს შეცვალოთ პრეპარატის დოზა ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
თუ მიიღეთ ციტალოპრამის ტაბლეტების საჭიროზე მეტი დოზა: თუ მიიღეთ ტაბლეტების ზედმეტი რაოდენობა ან თუ სხვამ მიიღო თქვენი ტაბელტები, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს ან კლინიკის სასწრაფო დახმარების განყოფილებას. ეს უნდა გააკეთოთ მაშინაც კი, თუ არ ვლინდება დისკომფორტის ან ინტოქსიკაციის ნიშნები. შეეცადეთ თან წაიღოთ დარჩენილი ტაბლეტები და ასევე შეფუთვის კოლოფი, რათა ექიმმა მოახდინოს ტაბლეტების ადვილად იდენტიფიცირება. ზედოზირების ზოგიერთი სიმპტომი შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის საშიში. ზედოზირების სიმპტომები მოიცავენ:
არარეგულარული გულისცემა
გულის რითმის ცვლილება
ღებინება
ძილიანობა
გულისცემის აჩქარება
სისხლის წნევის ცვლილებები
აჟიტირება
თვალის გუგების გაფართოვება
სუნთქვის გახშირება
კრუნჩხვები
შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა)
ოფლიანობა
გულყრა
კანკალი
სეროტონინის სინდრომი (იხ. ნაწილი 4)
თავბრუსხვევა
მოლურჯო კანი
თუ დაგავიწყდათ ციტალოპრამის ტაბლეტების მიღება: თუ დაგავიწყდათ საჭირო დოზის მიღება, მიიღეთ ის გახსენებისთანავე, შემდეგ განაგრძეთ მიღება ჩვეულებრივ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ შეწყვეტთ ციტალოპრამის ტაბლეტების მიღებას: არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე. მკურნალობის სწრაფმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს ზოგიერთი გვერდითი ეფექტი. ამ მედიკამენტის სწრაფი მოხსნა იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა თავბრუსხვევა, გულისრევა და ხელ-ფეხში დაბუჟების და ჩხვლეტის შეგრძნება, ძილის დარღვევები (უჩვეულო სიზმრები, ღამის კოშმარი, უძილობა), შფოთვის შეგრძნება, თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება, ოფლიანობა, მოუსვენრობის ან აგზნების შეგრძნება, ტრემორი, დაბნეულობის ან დეზორიენტაციის შეგრძნება, ემოციური ან გაღიზიანებული მდგომარეობა, დიარეა (თხიერი განავალი), მხედველობის დარღვევები, ფრიალი ან გულისცემის აჩქარება (გულისცემის შეგრძნება). ეს სიმპტომები, როგორც წესი, არ არის სერიოზული და ქრება რამდენიმე დღეში. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, ციალოპრამის ტაბლეტების დოზა, როგორც წესი, თანდათან მცირდება რამდენიმე კვირის განმავლობაში. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ციტალოპრამის ტაბლეტებმაც შესაძლოა გამოიწვიონ გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
სერიოზული გვერდითი ეფექტები
შეწყვიტეთ ციტალოპრამის ტაბლეტების მიღება და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს რჩევისთვის, თუ გამოვლინდება შემდეგი სიმპტომები:
სუნთქვის გართულება.
სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის და სუნთქვის გართულებას.
კანის ძლიერი ქავილი (ამობურცული წარმონაქმნებით).
აჩქარებული, არარეგულარული გულისცემა, გულყრა, რაც შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის სიმპტომები, რომელიც ცნობილია, როგორც torsades de pointes.
მდგომარეობა, რომელიც ცნობილია, როგორც SIADH (ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეციის სინდრომი).
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
სისხლდენა (ვაგინალური, კუჭ-ნაწლავიდან, კანისა და რბილი ქსოვილის სისხლდენა).
თუ შენიშნევათ შემდეგი სიმპტომებიდან ნებისმიერს, უნდა მიმართოთ ექიმს სასწრაფოდ, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება ან მიღების შეწყვეტა:
პირველად გეწყებათ კრუნჩხვები, ან უფრო ხშირი ხდება წარსულში გადატანილი კრუნჩხვები.
თუ ვლინდება საქციელის ცვლილება, როგორიცაა აჟიტირება ან ზედმეტად აღგზნება.
გაქვთ მაღალი სიცხე, აგზნებადობა, დაბნეულობა, კანკალი ან კუნთების მკვეთრი შეკუმშვა. ეს შეიძლება იყოს იშვიათი მდგომარეობის, სეროტონინის სინდრომის, ნიშნები.
დაღლილობა, დაბნეულობა და კუნთების კანკალი. ეს შეიძლება იყოს სისხლში ნატრიუმის დაბალი დონის ნიშანი.
თუ ნებისმიერ დროს გაგიჩნდებათ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს. გვერდითი მოვლენები, ძირითადად, მკურნალობის დასაწყისში ვლინდება და დროთა განმავლობაში ქრება.
ძალიან ხშირი (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში)
ძილიანობა
ძილის გაძნელება
მომატებული ოფლიანობა
გულისრევის შეგრძნება
თავის ტკივილი
პირის სიმშრალე (პირის სიმშრალე ზრდის კბილების კარიესის რისკს, ამიტომ კბილები ჩვეულებრივზე უფრო ხშირად უნდა გაიხეხოთ)
ხშირი (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-მდე)
მადის დაკარგვა
ლიბიდოს დაქვეითება
ნევროზულობა
ანომალიური სიზმრები
კონცენტრირების დარღვევა
ჩხვლეტის, ჟრიალის ან დაბუჟების შეგრძნება ხელ-ფეხში
დიარეა
ყაბზობა
კუნთებისა და სახსრების ტკივილი
ქალებში ორგაზმის გართულება
წონის დაკლება
აჟიტირება
შფოთი
დაბნეულობა
თავბრუსხვევა
კანკალი
ყურებში ხმაური (ტინიტუსი)
მთქნარება
გულისრევა
ქავილი
მამაკაცებში ეაკულაციის და ერექციის პრობლემები
დაღლილობა
არახშირი (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-მდე)
სისხლჩაქცევების მიმართ მიდრეკილება
აგრესიულობა
ჰალუცინაციები
გულყრა
აჩქარებული გულისცემა
შენელებული გულისცემა
თმისცვენა
მზის სინათლის მიმართ მგრძნობელობა
რთული მენსტრუაციის პერიოდი (მენორაგია)
მადის მომატება
ემოციის დაქვეითება, გულგრილობა
მანია
გუგების გაფართოვება (თვალის მუქი ცენტრი)
ჭინჭრის ციება
გამონაყარი
შარდვის გართულება
ხელ-ფეხის შეშუპება
წონის მატება
იშვიათი (ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-მდე)
კრუნჩვა
გემოს დარღვევები
ცხელება
უნებლიე მოძრაობები
სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე (ჰიპონატრიემია)
ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა (სიხშირე უცნობია)
თვითდაზიანების ან სუიციდური აზრები
გამონაყარი (ჰიპერმგრძნობელობა)
სისხლში კალიუმის დაბალი დონე (ჰიპოკალიემია), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, ჩხვლეტა ან გულის ანომალიური რითმი
მოუსვენრობა
კუნთების უნებლიე მოძრაობა (აკათიზია)
თავბრუსხვევა ფეხზე სწრაფად წამოდგომისას სისხლის დაბალი წნევის გამო (ორთოსტაზული ჰიპოტენზია)
კანისა და ლორწოვანი გარსის სწრაფი შეშუპება
მამაკაცებში მტკივნეული ერექცია
ძვლის მოტეხილობის რისკის გაზრდა აღინიშნა პაციენტებში ამ სახეობის მედიკამენტის მიღებისას
ძლიერი ვაგინალური სისხლდენა მშობიარობის შემდეგ (postpartum haemorrhage), იხ. ნაწილი 2 ,,ორსულობა”.
სისხლდენის ან სისხლჩაქცევების გაზრდა თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო
ძირითადად ხანდაზმულებში
მხედველობის დარღვევა
პანიკური შეტევები
კბილების ჭრიალი
კუნთების უჩვეულო მოძრაობა ან რიგიდულობა
ცხვირიდან სისხლდენა
სისხლდენის დარღვევები კანისა და ლორწოვანი გარსის სისხლდენების ჩათვლით (ecchymosis)s
ანომალიური რძის გამოყოფა მამაკაცებში მკერდიდან (გალაქტორეა)
ღვიძლის ფუნქციის ანომალიური ტესტები
არარეგულარული მენსტრუალური სისხლდენა (მეტრორაგია)
ძალიან იშვიათად, სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებმა (SSRI) შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი, მათ შორის კუჭის ან ნაწლავების სისხლდენის. აცნობეთ ექიმს, თუ აღებინებთ სისხლს ან გაგიჩნდებათ შავი ან სისხლით შეღებილი განავალი.
ასევე აცნობეთ ექიმს, თუ კვლავ გაქვთ დეპრესიასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები. ეს შეიძლება მოიცავდეს ჰალუცინაციებს, შფოთვას, მანიას ან დაბნეულობას.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომელიც გამოვლინდა, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღის შემდეგ გაქრება. თუ ისინი შემაწუხებელი ან მუდმივია, ან თუ ციტალოპრამის ტაბლეტების მიღების დროს განგივითარდებათ სხვა უჩვეულო გვერდითი მოვლენები, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს.
გვერდითი მოვლენების შეტყობიენება: თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ეხება ასევე მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინების გაგზავნა ყვითელი ბარათის სისტემის მეშვეობით ბმულზე: http://www.mhra.gov.uk/yellowcard. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- ციტალოპრამის ტაბლეტების შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ საწყის შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ ციტალოპრამის ტაბლეტები შეფუთვის კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
არ გადააგდოთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მედიკამენტების სწორი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
რას შეიცავს ციტალოპრამის ტაბლეტები
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ, 20 მგ ან 40 მგ ციტალოპრამს (ციტალოპრამის ჰიდრობრომიდის სახით). დამხმარე ნივთიერებებია სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონიჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, გლიცეროლი, კოპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 400 და ტიტანის დიოქსიდი (E171).
ციტალოპრამის ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ციტალოპრამი 10 მგ ტაბლეტები არის მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, თეთრი ფერის, გარსით დაფარული ტაბლეტები ერთ მხარეს ამოტვიფრული ნაბეჭდით “10“.
ციტალოპრამი 20 მგ ტაბლეტები არის ოვალური, ორმხრივამოზნექილი, გამყოფი ზოლით, თეთრი ფერის, შემოგარსული ტაბლეტები ერთ მხარეს ამოტვიფრული ნაბეჭდით “20“.
ციტალოპრამი 40 მგ ტაბლეტები არის ოვალური, ორმხრივამოზნექილი, გამყოფი ზოლით, თეთრი ფერის, შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრული ნაბეჭდით “40“.
ციტალოპრამის ტაბლეტების შეფუთვა შეიცავს 28 ტაბლეტს ბლისტერულ შეფუთვაში.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
MEDREICH PLC / მედრაიხ პლც
უორვიკ ჰაუსი, პლანერ ტრი კრესენტი, ფელტჰემი TW13 7HF, დიდი ბრიტანეთი
Warwick House, Plane Tree Crescent, Feltham TW13 7HF, UK
ელ-ფოსტა: [email protected]
PL 21880/0060
PL 21880/0061
PL 21880/0062
POM
წინამდებარე ინსტრუქციის ბოლო შემოწმების თარიღია 2020 წლის ნოემბერი.
0060-62 O/PIL/001/I
- 54610130175
ხელმოწერა/ფირმის ბეჭედი (მედრაიხ პლც, ინგლისი)
თარგმანი სწორია:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


