ცისატრაკურიუმი 2 მგ/მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარი შეიცავს სამკურნალო საშუალებას, რომელსაც ეწოდება ცისატრაკურიუმი. ის მიეკუთვნება მედიკამენტთა ჯგუფს, რომლებსაც ეწოდებათ მიორელაქსანტები. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ცისატრაკურიუმი (cisatracurium)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ/5მლ (2მგ/მლ) 5მლ ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ხსნარი ამპულა №5
- მწარმოებელი
- HBM Pharma s.r.o., სლოვაკეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- მიორელაქსანტები, პერიფერიული მოქმედების მიორელაქსანტები
- ATC კოდი
- M03AC11
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042056
- რეგისტრირებულია
- 23 სექტემბერი 2024, მოქმედებს 23 სექტემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს გრინდეკსი-ს წარმომადგენლობა (ფილიალი)
- GMP
- -
ცისატრაკურიუმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ცისატრაკურიუმი 2 მგ/მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარი შეიცავს სამკურნალო საშუალებას, რომელსაც ეწოდება ცისატრაკურიუმი. ის მიეკუთვნება მედიკამენტთა ჯგუფს, რომლებსაც ეწოდებათ მიორელაქსანტები.
ცისატრაკურიუმი გამოიყენება:
მოზრდილებსა და 1 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში ოპერაციების დროს, გულზე ოპერაციის ჩათვლით, კუნთების მოსადუნებლად;
ტრაქეაში მილის შეყვანის ხელშეწყობისთვის (ტრაქეის ინტუბაცია) თუ პიროვნებას სჭირდება დახმარება სუნთქვასთან დაკავშირებით;
რეანიმაციაში მოზრდილების კუნთების მოსადუნებლად.
ჰკითხეთ თქვენს ექიმს, თუ გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება ამ წამლის შესახებ.
მიღების წესი და დოზირება
თქვენ არ უნდა მიიღოთ ეს წამალი დამოუკიდებლად. მას ყოველთვის მიგაღებინებთ კვალიფიცირებული პირი.
ცისატრაკურიუმი შეიძლება მიიღოთ:
ერთჯერადი ინექციის სახით ვენაში (ინტრავენური ბოლუს-ინიექცია);
ვენაში უწყვეტი ინფუზიის სახით. როდესაც წამალი ნელა მიგეწოდებათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ რა მეთოდითა და რა დოზით მიიღებთ ამ წამალს. ეს დამოკიდებული იქნება:
თქვენი სხეულის წონაზე;
კუნთების საჭირო მოდუნების მოცულობასა და ხანგრძლივობაზე;
წამლისადმი თქვენს სავარაუდო რეაქციაზე.
ერთ თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებს ეს წამალი არ უნდა მიეცეთ.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ცისატრაკურიუმი
ეს წამალი ყოველთვის მიიღება ზედმიწევნით კონტროლირებულ პირობებში. თუმცა, თუ ფიქრობთ, რომ საჭიროზე მეტი გაქვთ მიღებული, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ექთანს.
სიფრთხილის ზომები
თქვენ არ უნდა მიიღოთ ცისატრაკურიუმი:
თუ გაქვთ ალერგია ცისატრაკურიუმის ან ნებისმიერი სხვა მიორელაქსანტის ან ამ წამლის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);
თუ მანამდე ცუდი რეაქცია გქონდათ საანესთეზიო საშუალებაზე.
არ მიიღოთ ცისატრაკურიუმი, თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ დარწმუნებული, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს ცისატრაკურიუმის მიღებამდე.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, სანამ მიიღებთ ცისატრაკურიუმს:
თუ გაქვთ კუნთების სისუსტე, დაღლილობა ან მოძრაობის კოორდინაციის გართულება (myasthenia gravis);
გაქვთ ნერვ-კუნთოვანი დაავადება, როგორიცაა კუნთების ატროფიით მიმდინარე დაავადება, დამბლა, მოტორული ნეირონის დაავადება ან ცერებრალური დამბლა;
თუ გაქვთ დამწვრობა, რომელიც საჭიროებს სამედიცინო მკურნალობას;
თუ ოდესმე გქონდათ ალერგიული რეაქცია ნებისმიერი მიორელაქსანტის მიმართ, რომელიც გამოყენებული იყო ოპერაციის დროს.
თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ აღნიშნულიდან ნებისმიერი, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, სანამ მიიღებთ ცისატრაკურიუმს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
უთხარით თქვენს ექიმს, თუ თქვენ იყენებთ, ცოტა ხნის წინ გამოიყენეთ ან შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა წამლები. ეს მოიცავს ნებისმიერ მცენარეულ პროდუქციას ან წამალს, გაცემულს რეცეპტის გარეშე.
კერძოდ, უთხარით თქვენს ექიმს, თუ იყენებთ ნებისმიერ შემდეგ წამალს:
ანესთეტიკები (გამოყენებული ქირურგიული პროცედურების დროს მგრძნობელობისა და ტკივილის შესამცირებლად);
ანტიბიოტიკები (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ);
პრეპარატები გულის რითმის დარღვევის დროს (ანტიარითმიული აგენტები);
მაღალი წნევის სამკურნალო წამლები;
წყლის ტაბლეტები (დიურეტიკები), როგორიცაა ფუროსემიდი;
წამლები სახსრების ანთებისთვის, როგორიცაა ქლოროქვინი ან Dპენიცილამინი;
სტეროიდები;
კრუნჩხვების (ეპილეფსიის) სამკურნალო წამლები, როგორიცაა ფენიტოინი ან კარბამაზეპინი;
ფსიქიური დაავადებების სამკურნალო წამლები, როგორიცაა ლითიუმი ან ქლორპრომაზინი (რომელიც ასევე გამოიყენება დაავადების დროს);
მაგნიუმის შემცველი წამლები;
ალცჰეიმერის დაავადების სამკურნალო წამლები (ანტიქოლინესტერაზები, მაგ. დონეპეზილი).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ წამლის მიღებამდე ჰკითხეთ რჩევა ექიმს.
არ კვებოთ ძუძუთი ბავშვი ბოლო დოზის მიღებიდან მინიმუმ 3 საათის განმავლობაში, როდესაც ცისატრაკურიუმის ეფექტი გაქრება.
მანქანების ტარება და გამოყენება
თუ თქვენ საავადმყოფოში რჩებით მხოლოდ ერთი დღე, თქვენი ექიმი გეტყვით, თუ რამდენი ხანი უნდა ელოდოთ, სანამ დატოვებთ საავადმყოფოს ან დაჯდებით საჭესთან. ოპერაციის შემდეგ მანქანის მალევე მართვა შეიძლება საშიში იყოს.
გვერდითი მოვლენები
ყველა წამლის მსგავსად, ამ წამალსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელში.
ალერგიული რეაქციები (ვლინდება 10,000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებში)
ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უთხარით ამის შესახებ თქვენს ექიმს ან მედდას. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:
უცაბედი ქოშინი, ტკივილი ან დაძაბულობის შეგრძნება გულმკერდის არეში;
ქუთუთოების, სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება;
კვანძოვანი გამონაყარი კანზე ან ჭინჭრის ციება თქვენი სხეულის ნებისმიერ ნაწილში;
კოლაფსი და შოკი.
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერს:
ხსირად (ვლინდება 10-დან ერთზე ნაკლებ ადამიანში)
გულისცემის სიჩქარის შენელება;
სისხლის წნევის დაქვეითება.
ნაკლებად ხშირად (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
კანზე გამონაყარი ან კანის გაწითლება;
ქოშინი ან ხველება.
ძალიან იშვიათი (ვლინდება 10.000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
კუნთების სისუსტე ან ქავილი.
მოხსენება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში უთხარით ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ან ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოახსენოთ გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ “ყვითელი ბარათის სქემით” (Yellow Card Scheme), ვებგვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard ან მოძებნეთ MHRA Yellow Card Google Play-ში ან Apple App Store-ში. გვერდითი მოვლენების შესახებ მოხსენებით დაგვეხმარებით ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში.
- როგორ უნდა შეინახოთ ცისატრაკურიუმი
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ და მოახდინეთ ტრანსპორტირება მაცივრით (2°C 8°C). არ გაყინოთ.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ამპულის ეტიკეტზე და კოლოფზე EXP-ს გვერდით აღნიშნული თარიღის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთთ ნებისმიერი წამალი გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ ნებისმიერი წამალი, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.
შემადგენლობა
აქტიური სუბსტანცია არის ცისატრაკურიუმი (ბეზილატის სახით).
ხსნარის თითო მლ შეიცავს 2 მგ ცისატრაკურიუმს (ცისატრაკურიუმის ბეზილატის სახით).
ყოველი 2.5 მლ ამპულა შეიცავს 5 მგ ცისატრაკურიუმს.
ყოველი 5 მლ ამპულა შეიცავს 10 მგ ცისატრაკურიუმს.
ყოველი 10 მლ ამპულა შეიცავს 20 მგ ცისატრაკურიუმს.
სხვა ინგრედიენტებია ბენზოლსულფონის მჟავა (pH რეგულირებისთვის), საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება ცისატრაკურიუმი და შეფუთვის შიგთავსი
სუფთა, უფერო ან მოყვითალო ხსნარი, ხილული ნაწილაკების გარეშე.
- 5 მლ, 5 მლ ან 10 მლ ხსნარი განთავსებულია უფერო შუშის ამპულებში.
ამპულები მონიშნულია სპეციალური ფერადი რგოლის კოდით ყოველი მოცულობისთვის.
ხუთი ამპულა განთავსებულია PVC ლაინერში. ლაინერი განთავსებულია მუყაოს ყუთში.
შეფუთვის ყველა ზომა არ იქნება გატანილი ბაზარზე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე.
შენახვის პირობები
ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოყენებისას გამოვლენილი იყო 24 საათის განმავლობაში 5°C და 25°C-ზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით ეს პროდუქცია დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოყენებული. დაუყოვნებლივ არ-გამოყენების შემთხვევაში, გამოყენებამდე შენახვის დროსა და პირობებზე პასუხს აგებს მომხმარებელი, ყოველ შემთხვევაში შენახვის დრო არ უნდა იყოს 24 საათზე მეტი 2 -დან 8°C ტემპერატურაზე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
შეფუთვის ფურცელი: მომხმარებლის ინფორმაცია
ცისატრაკურიუმი 2 მგ/მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარი
Cisatracurium
ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ფურცელი, სანამ მიიღებთ ამ წამალს, ვინაიდან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახალი წაკითხვა.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
თუ გამოგივლინდათ გვერდითი მოვლენები მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელში. იხილეთ პარაგრაფი 4.
რა არის ამ ფურცელში
- რა არის ცისატრაკურიუმი და რისთვის გამოიყენება იგი
- რა უნდა იცოდეთ ცისატრაკურიუმის მიღებამდე
- როგორ უნდა მიიღოთ ცისატრაკურიუმი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ უნდა შეინახოთ ცისატრაკურიუმი
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის ცისატრაკურიუმი და რისთვის გამოიყენება იგი
ცისატრაკურიუმი 2 მგ/მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარი შეიცავს სამკურნალო საშუალებას, რომელსაც ეწოდება ცისატრაკურიუმი. ის მიეკუთვნება მედიკამენტთა ჯგუფს, რომლებსაც ეწოდებათ მიორელაქსანტები.
ცისატრაკურიუმი გამოიყენება:
მოზრდილებსა და 1 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში ოპერაციების დროს, გულზე ოპერაციის ჩათვლით, კუნთების მოსადუნებლად;
ტრაქეაში მილის შეყვანის ხელშეწყობისთვის (ტრაქეის ინტუბაცია) თუ პიროვნებას სჭირდება დახმარება სუნთქვასთან დაკავშირებით;
რეანიმაციაში მოზრდილების კუნთების მოსადუნებლად.
ჰკითხეთ თქვენს ექიმს, თუ გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება ამ წამლის შესახებ.
- რა უნდა იცოდეთ ცისატრაკურიუმის მიღებამდე
თქვენ არ უნდა მიიღოთ ცისატრაკურიუმი:
თუ გაქვთ ალერგია ცისატრაკურიუმის ან ნებისმიერი სხვა მიორელაქსანტის ან ამ წამლის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);
თუ მანამდე ცუდი რეაქცია გქონდათ საანესთეზიო საშუალებაზე.
არ მიიღოთ ცისატრაკურიუმი, თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ დარწმუნებული, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს ცისატრაკურიუმის მიღებამდე.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, სანამ მიიღებთ ცისატრაკურიუმს:
თუ გაქვთ კუნთების სისუსტე, დაღლილობა ან მოძრაობის კოორდინაციის გართულება (myasthenia gravis);
გაქვთ ნერვ-კუნთოვანი დაავადება, როგორიცაა კუნთების ატროფიით მიმდინარე დაავადება, დამბლა, მოტორული ნეირონის დაავადება ან ცერებრალური დამბლა;
თუ გაქვთ დამწვრობა, რომელიც საჭიროებს სამედიცინო მკურნალობას;
თუ ოდესმე გქონდათ ალერგიული რეაქცია ნებისმიერი მიორელაქსანტის მიმართ, რომელიც გამოყენებული იყო ოპერაციის დროს.
თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ აღნიშნულიდან ნებისმიერი, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, სანამ მიიღებთ ცისატრაკურიუმს.
სხვა წამლები და ცისატრაკურიუმი
უთხარით თქვენს ექიმს, თუ თქვენ იყენებთ, ცოტა ხნის წინ გამოიყენეთ ან შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა წამლები. ეს მოიცავს ნებისმიერ მცენარეულ პროდუქციას ან წამალს, გაცემულს რეცეპტის გარეშე.
კერძოდ, უთხარით თქვენს ექიმს, თუ იყენებთ ნებისმიერ შემდეგ წამალს:
ანესთეტიკები (გამოყენებული ქირურგიული პროცედურების დროს მგრძნობელობისა და ტკივილის შესამცირებლად);
ანტიბიოტიკები (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ);
პრეპარატები გულის რითმის დარღვევის დროს (ანტიარითმიული აგენტები);
მაღალი წნევის სამკურნალო წამლები;
წყლის ტაბლეტები (დიურეტიკები), როგორიცაა ფუროსემიდი;
წამლები სახსრების ანთებისთვის, როგორიცაა ქლოროქვინი ან Dპენიცილამინი;
სტეროიდები;
კრუნჩხვების (ეპილეფსიის) სამკურნალო წამლები, როგორიცაა ფენიტოინი ან კარბამაზეპინი;
ფსიქიური დაავადებების სამკურნალო წამლები, როგორიცაა ლითიუმი ან ქლორპრომაზინი (რომელიც ასევე გამოიყენება დაავადების დროს);
მაგნიუმის შემცველი წამლები;
ალცჰეიმერის დაავადების სამკურნალო წამლები (ანტიქოლინესტერაზები, მაგ. დონეპეზილი).
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ წამლის მიღებამდე ჰკითხეთ რჩევა ექიმს.
არ კვებოთ ძუძუთი ბავშვი ბოლო დოზის მიღებიდან მინიმუმ 3 საათის განმავლობაში, როდესაც ცისატრაკურიუმის ეფექტი გაქრება.
მანქანების ტარება და გამოყენება
თუ თქვენ საავადმყოფოში რჩებით მხოლოდ ერთი დღე, თქვენი ექიმი გეტყვით, თუ რამდენი ხანი უნდა ელოდოთ, სანამ დატოვებთ საავადმყოფოს ან დაჯდებით საჭესთან. ოპერაციის შემდეგ მანქანის მალევე მართვა შეიძლება საშიში იყოს.
- როგორ უნდა მიიღოთ ცისატრაკურიუმი
თქვენ არ უნდა მიიღოთ ეს წამალი დამოუკიდებლად. მას ყოველთვის მიგაღებინებთ კვალიფიცირებული პირი.
ცისატრაკურიუმი შეიძლება მიიღოთ:
ერთჯერადი ინექციის სახით ვენაში (ინტრავენური ბოლუს-ინიექცია);
ვენაში უწყვეტი ინფუზიის სახით. როდესაც წამალი ნელა მიგეწოდებათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ რა მეთოდითა და რა დოზით მიიღებთ ამ წამალს. ეს დამოკიდებული იქნება:
თქვენი სხეულის წონაზე;
კუნთების საჭირო მოდუნების მოცულობასა და ხანგრძლივობაზე;
წამლისადმი თქვენს სავარაუდო რეაქციაზე.
ერთ თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებს ეს წამალი არ უნდა მიეცეთ.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ცისატრაკურიუმი
ეს წამალი ყოველთვის მიიღება ზედმიწევნით კონტროლირებულ პირობებში. თუმცა, თუ ფიქრობთ, რომ საჭიროზე მეტი გაქვთ მიღებული, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ექთანს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა წამლის მსგავსად, ამ წამალსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელში.
ალერგიული რეაქციები (ვლინდება 10,000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებში)
ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უთხარით ამის შესახებ თქვენს ექიმს ან მედდას. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:
უცაბედი ქოშინი, ტკივილი ან დაძაბულობის შეგრძნება გულმკერდის არეში;
ქუთუთოების, სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება;
კვანძოვანი გამონაყარი კანზე ან ჭინჭრის ციება თქვენი სხეულის ნებისმიერ ნაწილში;
კოლაფსი და შოკი.
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერს:
ხსირად (ვლინდება 10-დან ერთზე ნაკლებ ადამიანში)
გულისცემის სიჩქარის შენელება;
სისხლის წნევის დაქვეითება.
ნაკლებად ხშირად (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
კანზე გამონაყარი ან კანის გაწითლება;
ქოშინი ან ხველება.
ძალიან იშვიათი (ვლინდება 10.000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
კუნთების სისუსტე ან ქავილი.
მოხსენება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში უთხარით ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ან ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოახსენოთ გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ “ყვითელი ბარათის სქემით” (Yellow Card Scheme), ვებგვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard ან მოძებნეთ MHRA Yellow Card Google Play-ში ან Apple App Store-ში. გვერდითი მოვლენების შესახებ მოხსენებით დაგვეხმარებით ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში.
- როგორ უნდა შეინახოთ ცისატრაკურიუმი
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ და მოახდინეთ ტრანსპორტირება მაცივრით (2°C 8°C). არ გაყინოთ.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ამპულის ეტიკეტზე და კოლოფზე EXP-ს გვერდით აღნიშნული თარიღის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთთ ნებისმიერი წამალი გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ ნებისმიერი წამალი, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ცისატრაკურიუმი
აქტიური სუბსტანცია არის ცისატრაკურიუმი (ბეზილატის სახით).
ხსნარის თითო მლ შეიცავს 2 მგ ცისატრაკურიუმს (ცისატრაკურიუმის ბეზილატის სახით).
ყოველი 2.5 მლ ამპულა შეიცავს 5 მგ ცისატრაკურიუმს.
ყოველი 5 მლ ამპულა შეიცავს 10 მგ ცისატრაკურიუმს.
ყოველი 10 მლ ამპულა შეიცავს 20 მგ ცისატრაკურიუმს.
სხვა ინგრედიენტებია ბენზოლსულფონის მჟავა (pH რეგულირებისთვის), საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება ცისატრაკურიუმი და შეფუთვის შიგთავსი
სუფთა, უფერო ან მოყვითალო ხსნარი, ხილული ნაწილაკების გარეშე.
- 5 მლ, 5 მლ ან 10 მლ ხსნარი განთავსებულია უფერო შუშის ამპულებში.
ამპულები მონიშნულია სპეციალური ფერადი რგოლის კოდით ყოველი მოცულობისთვის.
ხუთი ამპულა განთავსებულია PVC ლაინერში. ლაინერი განთავსებულია მუყაოს ყუთში.
შეფუთვის ყველა ზომა არ იქნება გატანილი ბაზარზე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი.
AS KALCEKS
კრუსტპილსის ქუჩა 71E, რიგა, LV1057, ლატვია
ტელ.: +371 67083320
Email: [email protected]
მწარმოებელი
AS KALCEKS
კრუსტპილსის ქუჩა 71E, რიგა, LV1057, ლატვია
მოცემული ფურცელი ბოლოს შემოწმებული იყო 04/2022
- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის:
შეუთავსებობლები
ცისატრაკურიუმის ბეზილატის დაშლა უფრო სწრაფი იყო რინგერ ლაქტატის ინექციაში, 5% დექსტროზასა და რინგერ ლაქტატის ინექციაში, ვიდრე 6.6 პარაგრაფში ჩამოთვლილ საინფუზიო ხსნარებში. მაშასადამე, არ არის რეკომენდირებული რინგერ ლაქტატის ინექციის და 5% დექსტროზას და რინგერ ლაქტატის ინექციის განზავებული სახით გამოყენება ცისატრაკურიუმის საინფუზიო ხსნარების მომზადებისას.
ვინაიდან ცისატრაკურიუმი სტაბილურია მხოლოდ მჟავე ხსნარებში, იგი არ უნდა იყოს შერეული იგივე შპრიცში ან ერთდროულად მიღებული იგივე ნემსით, რითაც ტუტე ხსნარები (მაგ. ნატრიუმის თიოპენტონი).
ცისატრაკურიუმი არ არის შეთავსებადი კეტოროლაკის ტრომეტამოლთან ან პროპოფოლის საინექციო ემულსიასთან.
გამოყენების, გადაგდებისა და სხვა მოპყრობის ინსტრუქცია
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
სამედიცინო პროდუქცია გამოყენებული უნდა იყოს ამპულის გახსნისთანავე.
სამედიცინო პროდუქცია გამოყენებამდე ვიზუალურად უნდა დაათვალიეროთ. წამალი არ გამოიყენოთ, თუ მას აღმოაჩნდა დაზიანების ნებისმიერი ხილული ნიშნები (მაგ. ნაწილაკები).
განზავებული ცისატრაკურიუმის ხსნარი ფიზიკურად და ქიმიურად სტაბილურია 24 საათის განმავლობაში 5°C და 25°C-ზე, 0.1 მგ/მლ-დან და 1.5 მგ/მლ-დე კონცენტრაციით შემდეგ საინფუზიო სითხეებში პოლიპროპილენის ან პოლიკარბონატის შპრიცებთან, პოლიეთილენის ან PVC სისტემებთან, და პოლიპროპილენის ან PVC საინფუზიო ტომრებთან კონტაქტისას:
ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარი;
გლუკოზის 5% ხსნარი;
ნატრიუმის ქლორიდის 0.18% და გლუკოზის 4% ხსნარი;
ნატრიუმის ქლორიდის 0.45% და გლუკოზის 2.5% ხსნარი.
ცისატრაკურიუმი შეთავსებადია შემდეგ ზოგადად გამოსაყენებელ პერიოპერაციულ პრეპარატებთან, თუ მას Yგვერდიანი საინექციო პორტიდან ინტრავენური ინფუზიის სახით მიწოდებისთვის შეურევთ: ალფენტანილის ჰიდროქლორიდთან, დროპერიდოლთან, ფენტანილის ციტრატთან, მიდაზოლამის ჰიდროქლორიდთან და სუფენტანილის ციტრატთან.
თუ სხვა წამლები გადაისხმება იგივე ნემსით ან კანულით, რითაც ცისატრაკურიუმი რეკომენდირებულია, რომ ყოველი წამალი ჩაირეცხოს სათანადოდ ინტრავენური სითხის ადეკვატური მოცულობით, მაგ. ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარით.
ისევე, როგორც ინტრავენურად მიღებულ სხვა წამლებთან, ინექციის ადგილას ერთი და იგივე ვენის შერჩევისას ცისატრაკურიუმი ვენაში უნდა შევიდეს სათანადო ინტრავენურ სითხესთან ერთად, მაგალითად, ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნართან.
ამპულის გახსნის ინსტრუქცია
დაიჭირეთ ამპულა ფერადი წერტილიანი წვერით ზედა მიმართულებით. თუ ამპულის ზედა ნაწილში იქნება ნებისმიერი ხსნარი, ოდნავ მიაკაკუნეთ თითით, რომ მთელი ხსნარი ჩავიდეს ამპულის ქვედა ნაწილში.
გასახსნელად გამოიყენეთ ორივე ხელი; დაიჭირეთ ერთ ხელში ამპულის ქვედა ნაწილი, მეორე ხელი გამოიყენეთ ამპულის ზედა ნაწილის მოსამტვრევად ფერადი წერტილის საწინააღმდეგო მიმართულებით დაწოლით (იხილეთ ქვემოთ სურათები).
ნებისმიერი გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქცია ან ნარჩენი გადაგდებული უნდა იყოს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
ვარგისობის ვადა განზავების შემდეგ
ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოყენებისას გამოვლენილი იყო 24 საათის განმავლობაში 5°C და 25°C-ზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით ეს პროდუქცია დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოყენებული. დაუყოვნებლივ არ-გამოყენების შემთხვევაში, გამოყენებამდე შენახვის დროსა და პირობებზე პასუხს აგებს მომხმარებელი, ყოველ შემთხვევაში შენახვის დრო არ უნდა იყოს 24 საათზე მეტი 2 -დან 8°C ტემპერატურაზე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


