ცისატრაკურიუმი შეიცავს მედიკამენტს რომელსაც ეწოდება ცისატრაკურიუმი. იგი მიეკუთვნება მედიკამენტთა ჯგუფს, რომლებსაც ეწოდებათ მიორელაქსანტები. ცისატრაკურიუმი გამოიყენება: მოზრდილებსა და 1 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში ოპერაციების დროს კუნთების მოდუნებისთვის, გულზე ოპერაციის ჩათვლით; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ცისატრაკურიუმი (cisatracurium)
- ფორმა და შეფუთვა
- (2მგ/მლ) 5მგ/2,5მლ 2,5მლ ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ხსნარი ამპულა №5
- მწარმოებელი
- HBM Pharma s.r.o., სლოვაკეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- მიორელაქსანტები, პერიფერიული მოქმედების მიორელაქსანტები
- ATC კოდი
- M03AC11
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041769
- რეგისტრირებულია
- 2 აგვისტო 2024, მოქმედებს 2 აგვისტო 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გრინდეკსი”-ს წარმომადგენლობა (ფილიალი)
- GMP
- -
ცისატრაკურიუმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ცისატრაკურიუმი შეიცავს მედიკამენტს რომელსაც ეწოდება ცისატრაკურიუმი. იგი მიეკუთვნება მედიკამენტთა ჯგუფს, რომლებსაც ეწოდებათ მიორელაქსანტები.
ცისატრაკურიუმი გამოიყენება:
მოზრდილებსა და 1 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში ოპერაციების დროს კუნთების მოდუნებისთვის, გულზე ოპერაციის ჩათვლით;
ტრაქეაში მილის შეყვანის ხელშეწყობისთვის (ტრაქეის ინტუბაცია) თუ პიროვნებას სჭირდება დახმარება სუნთქვასთან დაკავშირებით;
რეანიმაციაში მოზრდილების კუნთების მოსადუნებლად.
ჰკითხეთ თქვენს ექიმს, თუ გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება ამ წამლის შესახებ.
მიღების წესი და დოზირება
თქვენ არასოდეს არ მიიღებთ ამ წამალს დამოუკიდებლად. მას ყოველთვის მიგაღებინებთ კვალიფიცირებული პირი.
ცისატრაკურიუმი შეიძლება მიიღოთ:
ერთჯერადი ინექციის სახით ვენაში (ინტრავენური ბოლუს-ინიექცია);
ვენაში უწყვეტი ინფუზიის სახით. როდესაც წამალი ნელა მიგეწოდებათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ რა მეთოდით და რა დოზით მიიღებთ ამ წამალს. ეს დამოკიდებული იქნება:
თქვენი სხეულის წონაზე;
კუნთების საჭირო მოდუნების მოცულობასა და ხანგრძლივობაზე;
წამლისადმი თქვენს სავარაუდო რეაქციაზე.
ერთ თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებს ეს წამალი არ უნდა მიეცეთ.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ცისატრაკურიუმი
ეს წამალი ყოველთვის მიიღება ზედმიწევნით კონტროლირებულ პირობებში. თუმცა, თუ ფიქრობთ, რომ საჭიროზე მეტი გაქვთ მიღებული, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ექთანს.
სიფრთხილის ზომები
თქვენ არ უნდა მიიღოთ ცისატრაკურიუმი
თუ გაქვთ ალერგია ცისატრაკურიუმის, ატრაკურიუმის ან ბენზოლსულფონის მჟავას ან ამ წამლის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).
თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული გეხებათ თქვენ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს ცისატრაკურიუმის მიღებამდე.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, სანამ მიიღებთ ცისატრაკურიუმს:
თუ გაქვთ კუნთების სისუსტე, დაღლილობა ან მოძრაობის კოორდინაციის გართულება (myasthenia gravis);
გაქვთ ნერვ-კუნთოვანი დაავადება, როგორიცაა კუნთების ატროფიით მიმდინარე დაავადება, დამბლა, მოტორული ნეირონის დაავადება ან ცერებრალური დამბლა;
თუ გაქვთ დამწვრობა, რომელიც საჭიროებს სამედიცინო მკურნალობას;
თუ გაქვთ მწვავე მჟავა - ტუტოვანი და/ან ელექტროლიტური დისბალანსი;
თუ ოდესმე გქონდათ ალერგიული რეაქცია ნებისმიერი მიორელაქსანტის მიმართ, რომელიც გამოყენებული იყო ოპერაციის დროს.
თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ აღნიშნულიდან ნებისმიერი, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, სანამ მიიღებთ ცისატრაკურიუმს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
უთხარით თქვენს ექიმს, თუ თქვენ იყენებთ, ცოტა ხნის წინ გამოიყენეთ ან შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა წამლები.
კერძოდ, უთხარით თქვენს ექიმს, თუ იყენებთ ნებისმიერ შემდეგ წამალს:
ანესთეტიკები (გამოყენებული ქირურგიული პროცედურების დროს მგრძნობელობისა და ტკივილის შესამცირებლად);
გარკვეული სხვა მედიკამენტები კუნთების მოდუნების მიზნით;
ანტიბიოტიკები (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ);
პრეპარატები გულის რითმის დარღვევის დროს (ანტიარითმიული აგენტები);
მაღალი წნევის სამკურნალო წამლები;
წყლის ტაბლეტები (დიურეტიკები), როგორიცაა ფუროსემიდი;
წამლები სახსრების ანთებისთვის, როგორიცაა ქლოროქვინი ან Dპენიცილამინი;
სტეროიდები;
კრუნჩხვების (ეპილეფსიის) სამკურნალო წამლები, როგორიცაა ფენიტოინი ან კარბამაზეპინი;
მენტალური დაავადებების სამკურნალო წამლები, როგორიცაა ლითიუმი ან ქლორპრომაზინი (რომელიც ასევე გამოიყენება დაავადების დროს);
მაგნიუმის შემცველი წამლები;
ალცჰეიმერის დაავადების სამკურნალო წამლები (ანტიქოლინესტერაზები, მაგ. დონეპეზილი).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ წამლის მიღებამდე ჰკითხეთ რჩევა ექიმს.
ცისატრაკურიუმის არასასურველი ზემოქმედება ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე არ არის გამორიცხული, თუმცა არ არის მოსალოდნელი, თუ ძუძუთი კვება განახლდება ნივთიერების ეფექტის გაქრობის შემდეგ. ცისატრაკურიუმი სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ქალებმა თავი უნდა შეიკავონ ძუძუთი კვებისგან 3 საათის განმავლობაში.
მანქანების ტარება და გამოყენება
თუ თქვენ საავადმყოფოში რჩებით მხოლოდ ერთი დღე, თქვენი ექიმი გეტყვით, თუ რამდენი ხანი უნდა ელოდოთ, სანამ დატოვებთ საავადმყოფოს ან დაჯდებით საჭესთან. ოპერაციის შემდეგ მანქანის მალევე მართვა შეიძლება საშიში იყოს.
გვერდითი მოვლენები
ყველა წამლის მსგავსად, ამ წამალსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.
ალერგიული რეაქციები (ვლინდება 10,000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებში)
ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უთხარით ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ექთანს. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:
უცაბედი ქოშინი, ტკივილი ან დაძაბულობის შეგრძნება გულმკერდის არეში;
ქუთუთოების, სახის, ტუჩების ან ენის გასიება;
კვანძოვანი გამონაყარი კანზე ან ჭინჭრის ციება თქვენი სხეულის ნებისმიერ ნაწილში;
კოლაფსი და შოკი.
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერს:
ხშირად (ვლინდება 10-დან ერთზე ნაკლებ ადამიანში)
გულისცემის სიჩქარის შენელება;
წნევის დაწევა.
ნაკლებად ხშირად (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
კანზე გამონაყარი ან კანის გაწითლება;
ქოშინი ან ხველება.
ძალიან იშვიათი (ვლინდება 10.000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
კუნთების სისუსტე ან ქავილი.
მოხსენება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში უთხარით თქვენს ექიმს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოახსენოთ გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ HPRA Pharmacovigilance, Earlsfort Terrace, IRL - Dublin 2, Tel: +353 1 6764971, Fax: +353 1 6762517, Website: www.hpra.ie, e-mail: [email protected]. გვერდითი მოვლენების შესახებ მოხსენებით დაგვეხმარებით ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში.
- როგორ უნდა შეინახოთ ცისატრაკურიუმი
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ და მოახდინეთ ტრანსპორტირება მაცივრით (2°C 8°C). არ გაყინოთ.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
შემადგენლობა
აქტიური სუბსტანცია არის ცისატრაკურიუმი (ბეზილატის სახით).
ხსნარის თითო მლ შეიცავს 2 მგ ცისატრაკურიუმს (ცისატრაკურიუმის ბეზილატის სახით).
ყოველი 2.5 მლ ამპულა შეიცავს 5 მგ ცისატრაკურიუმს.
ყოველი 5 მლ ამპულა შეიცავს 10 მგ ცისატრაკურიუმს.
ყოველი 10 მლ ამპულა შეიცავს 20 მგ ცისატრაკურიუმს.
სხვა ინგრედიენტებია ბენზოლსულფონის მჟავა (pH რეგულირებისთვის), საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება ცისატრაკურიუმი და შეფუთვის შიგთავსი
სუფთა, უფერო ან მოყვითალო ხსნარი, ხილული ნაწილაკების გარეშე.
- 5 მლ, 5 მლ ან 10 მლ ხსნარი განთავსებულია უფერო შუშის ამპულებში ერთი გასატეხი წერტილით.
ამპულები მონიშნულია სპეციალური ფერადი რგოლის კოდით ყოველი მოცულობისთვის.
ხუთი ამპულა განთავსებულია PVC ლაინერში. ლაინერი განთავსებულია მუყაოს ყუთში.
შეფუთვის ყველა ზომა არ იქნება გატანილი ბაზარზე.
შენახვის პირობები
გამოყენებისას ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 24 საათის განმავლობაში 2- 8°C და 25°C ტემპერატურაზე. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ გახსნის/განზავების მეთოდი არ გამორიცხავს მიკრობული დაბინძურების რისკს, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ იქნა გამოყენებული, შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ამპულის ეტიკეტზე და კოლოფზე EXP-ს გვერდით აღნიშნული თარიღის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
არ გადაღვაროთ ნებისმიერი წამალი გამდინარე წყლებში ან არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ ნებისმიერი წამალი, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ფურცელი: მომხმარებლის ინფორმაცია
ცისატრაკურიუმი 2 მგ/მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარი
Cisatracurium
ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ფურცელი, სანამ მიიღებთ ამ წამალს, ვინაიდან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახალი წაკითხვა.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელში. იხილეთ პარაგრაფი 4.
რა არის ამ ფურცელში
- რა არის ცისატრაკურიუმი და რისთვის გამოიყენება იგი
- რა უნდა იცოდეთ ცისატრაკურიუმის მიღებამდე
- როგორ უნდა მიიღოთ ცისატრაკურიუმი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ უნდა შეინახოთ ცისატრაკურიუმი
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რა არის ცისატრაკურიუმი და რისთვის გამოიყენება იგი
ცისატრაკურიუმი შეიცავს მედიკამენტს რომელსაც ეწოდება ცისატრაკურიუმი. იგი მიეკუთვნება მედიკამენტთა ჯგუფს, რომლებსაც ეწოდებათ მიორელაქსანტები.
ცისატრაკურიუმი გამოიყენება:
მოზრდილებსა და 1 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში ოპერაციების დროს კუნთების მოდუნებისთვის, გულზე ოპერაციის ჩათვლით;
ტრაქეაში მილის შეყვანის ხელშეწყობისთვის (ტრაქეის ინტუბაცია) თუ პიროვნებას სჭირდება დახმარება სუნთქვასთან დაკავშირებით;
რეანიმაციაში მოზრდილების კუნთების მოსადუნებლად.
ჰკითხეთ თქვენს ექიმს, თუ გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება ამ წამლის შესახებ.
- რა უნდა იცოდეთ ცისატრაკურიუმის მიღებამდე
თქვენ არ უნდა მიიღოთ ცისატრაკურიუმი
თუ გაქვთ ალერგია ცისატრაკურიუმის, ატრაკურიუმის ან ბენზოლსულფონის მჟავას ან ამ წამლის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).
თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული გეხებათ თქვენ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს ცისატრაკურიუმის მიღებამდე.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, სანამ მიიღებთ ცისატრაკურიუმს:
თუ გაქვთ კუნთების სისუსტე, დაღლილობა ან მოძრაობის კოორდინაციის გართულება (myasthenia gravis);
გაქვთ ნერვ-კუნთოვანი დაავადება, როგორიცაა კუნთების ატროფიით მიმდინარე დაავადება, დამბლა, მოტორული ნეირონის დაავადება ან ცერებრალური დამბლა;
თუ გაქვთ დამწვრობა, რომელიც საჭიროებს სამედიცინო მკურნალობას;
თუ გაქვთ მწვავე მჟავა - ტუტოვანი და/ან ელექტროლიტური დისბალანსი;
თუ ოდესმე გქონდათ ალერგიული რეაქცია ნებისმიერი მიორელაქსანტის მიმართ, რომელიც გამოყენებული იყო ოპერაციის დროს.
თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ აღნიშნულიდან ნებისმიერი, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, სანამ მიიღებთ ცისატრაკურიუმს.
სხვა წამლები და ცისატრაკურიუმი
უთხარით თქვენს ექიმს, თუ თქვენ იყენებთ, ცოტა ხნის წინ გამოიყენეთ ან შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა წამლები.
კერძოდ, უთხარით თქვენს ექიმს, თუ იყენებთ ნებისმიერ შემდეგ წამალს:
ანესთეტიკები (გამოყენებული ქირურგიული პროცედურების დროს მგრძნობელობისა და ტკივილის შესამცირებლად);
გარკვეული სხვა მედიკამენტები კუნთების მოდუნების მიზნით;
ანტიბიოტიკები (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ);
პრეპარატები გულის რითმის დარღვევის დროს (ანტიარითმიული აგენტები);
მაღალი წნევის სამკურნალო წამლები;
წყლის ტაბლეტები (დიურეტიკები), როგორიცაა ფუროსემიდი;
წამლები სახსრების ანთებისთვის, როგორიცაა ქლოროქვინი ან Dპენიცილამინი;
სტეროიდები;
კრუნჩხვების (ეპილეფსიის) სამკურნალო წამლები, როგორიცაა ფენიტოინი ან კარბამაზეპინი;
მენტალური დაავადებების სამკურნალო წამლები, როგორიცაა ლითიუმი ან ქლორპრომაზინი (რომელიც ასევე გამოიყენება დაავადების დროს);
მაგნიუმის შემცველი წამლები;
ალცჰეიმერის დაავადების სამკურნალო წამლები (ანტიქოლინესტერაზები, მაგ. დონეპეზილი).
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ წამლის მიღებამდე ჰკითხეთ რჩევა ექიმს.
ცისატრაკურიუმის არასასურველი ზემოქმედება ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე არ არის გამორიცხული, თუმცა არ არის მოსალოდნელი, თუ ძუძუთი კვება განახლდება ნივთიერების ეფექტის გაქრობის შემდეგ. ცისატრაკურიუმი სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ქალებმა თავი უნდა შეიკავონ ძუძუთი კვებისგან 3 საათის განმავლობაში.
მანქანების ტარება და გამოყენება
თუ თქვენ საავადმყოფოში რჩებით მხოლოდ ერთი დღე, თქვენი ექიმი გეტყვით, თუ რამდენი ხანი უნდა ელოდოთ, სანამ დატოვებთ საავადმყოფოს ან დაჯდებით საჭესთან. ოპერაციის შემდეგ მანქანის მალევე მართვა შეიძლება საშიში იყოს.
- როგორ უნდა მიიღოთ ცისატრაკურიუმი
თქვენ არასოდეს არ მიიღებთ ამ წამალს დამოუკიდებლად. მას ყოველთვის მიგაღებინებთ კვალიფიცირებული პირი.
ცისატრაკურიუმი შეიძლება მიიღოთ:
ერთჯერადი ინექციის სახით ვენაში (ინტრავენური ბოლუს-ინიექცია);
ვენაში უწყვეტი ინფუზიის სახით. როდესაც წამალი ნელა მიგეწოდებათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ რა მეთოდით და რა დოზით მიიღებთ ამ წამალს. ეს დამოკიდებული იქნება:
თქვენი სხეულის წონაზე;
კუნთების საჭირო მოდუნების მოცულობასა და ხანგრძლივობაზე;
წამლისადმი თქვენს სავარაუდო რეაქციაზე.
ერთ თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებს ეს წამალი არ უნდა მიეცეთ.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ცისატრაკურიუმი
ეს წამალი ყოველთვის მიიღება ზედმიწევნით კონტროლირებულ პირობებში. თუმცა, თუ ფიქრობთ, რომ საჭიროზე მეტი გაქვთ მიღებული, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ექთანს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა წამლის მსგავსად, ამ წამალსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.
ალერგიული რეაქციები (ვლინდება 10,000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებში)
ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უთხარით ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ექთანს. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:
უცაბედი ქოშინი, ტკივილი ან დაძაბულობის შეგრძნება გულმკერდის არეში;
ქუთუთოების, სახის, ტუჩების ან ენის გასიება;
კვანძოვანი გამონაყარი კანზე ან ჭინჭრის ციება თქვენი სხეულის ნებისმიერ ნაწილში;
კოლაფსი და შოკი.
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერს:
ხშირად (ვლინდება 10-დან ერთზე ნაკლებ ადამიანში)
გულისცემის სიჩქარის შენელება;
წნევის დაწევა.
ნაკლებად ხშირად (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
კანზე გამონაყარი ან კანის გაწითლება;
ქოშინი ან ხველება.
ძალიან იშვიათი (ვლინდება 10.000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
კუნთების სისუსტე ან ქავილი.
მოხსენება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში უთხარით თქვენს ექიმს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოახსენოთ გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ HPRA Pharmacovigilance, Earlsfort Terrace, IRL - Dublin 2, Tel: +353 1 6764971, Fax: +353 1 6762517, Website: www.hpra.ie, e-mail: [email protected]. გვერდითი მოვლენების შესახებ მოხსენებით დაგვეხმარებით ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში.
- როგორ უნდა შეინახოთ ცისატრაკურიუმი
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ და მოახდინეთ ტრანსპორტირება მაცივრით (2°C 8°C). არ გაყინოთ.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
შენახვის ვადა განზავების შემდეგ
გამოყენებისას ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 24 საათის განმავლობაში 2- 8°C და 25°C ტემპერატურაზე. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ გახსნის/განზავების მეთოდი არ გამორიცხავს მიკრობული დაბინძურების რისკს, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ იქნა გამოყენებული, შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ამპულის ეტიკეტზე და კოლოფზე EXP-ს გვერდით აღნიშნული თარიღის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
არ გადაღვაროთ ნებისმიერი წამალი გამდინარე წყლებში ან არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ ნებისმიერი წამალი, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ცისატრაკურიუმი
აქტიური სუბსტანცია არის ცისატრაკურიუმი (ბეზილატის სახით).
ხსნარის თითო მლ შეიცავს 2 მგ ცისატრაკურიუმს (ცისატრაკურიუმის ბეზილატის სახით).
ყოველი 2.5 მლ ამპულა შეიცავს 5 მგ ცისატრაკურიუმს.
ყოველი 5 მლ ამპულა შეიცავს 10 მგ ცისატრაკურიუმს.
ყოველი 10 მლ ამპულა შეიცავს 20 მგ ცისატრაკურიუმს.
სხვა ინგრედიენტებია ბენზოლსულფონის მჟავა (pH რეგულირებისთვის), საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება ცისატრაკურიუმი და შეფუთვის შიგთავსი
სუფთა, უფერო ან მოყვითალო ხსნარი, ხილული ნაწილაკების გარეშე.
- 5 მლ, 5 მლ ან 10 მლ ხსნარი განთავსებულია უფერო შუშის ამპულებში ერთი გასატეხი წერტილით.
ამპულები მონიშნულია სპეციალური ფერადი რგოლის კოდით ყოველი მოცულობისთვის.
ხუთი ამპულა განთავსებულია PVC ლაინერში. ლაინერი განთავსებულია მუყაოს ყუთში.
შეფუთვის ყველა ზომა არ იქნება გატანილი ბაზარზე.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
AS KALCEKS
კრუსტპილსის ქუჩა 71E, რიგა, LV1057, ლატვია
ტელ.: +371 67083320
Email: [email protected]
ეს წამალი ავტორიზებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში შემდეგი სახელწოდებით:
Latvia Cisatracurium Kalceks 2 mg/ml šķīdums injekcijām/infūzijām
Austria Cisatracurium Kalceks 2 mg/ml Injektions-/Infusionslösung
Belgium Cisatracurium Kalceks 2 mg/ml, solution injectable/pour perfusion
Cisatracurium Kalceks 2 mg/ml, oplossing voor injectie/infusie
Cisatracurium Kalceks 2 mg/ml, Injektions-/Infusionslösung
Czech Republic Cisatracurium Kalceks
Denmark Cisatracurium Kalceks
Estonia Cisatracurium Kalceks
France CISATRACURIUM KALCEKS 2 mg/ml, solution injectable/pour perfusion
Germany Cisatracurium Kalceks 2 mg/ml Injektions-/Infusionslösung
Hungary Cisatracurium Kalceks 2 mg/ml oldatos injekció/infúzió
Ireland Cisatracurium 2 mg/ml solution for injection/infusion
Italy Cisatracurio Kalceks
Lithuania Cisatracurium Kalceks 2 mg/ml injekcinis ar infuzinis tirpalas
Norway Cisatracurium Kalceks
Poland Cisatracurium Kalceks
Spain Cisatracurio Kalceks 2 mg/ml soluciόn inyectable y para perfusiόn EFG
მოცემული ფურცელი ბოლოს შემოწმებული იყო 02/2022
- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის:
შეუთავსებობლები
ვინაიდან ცისატრაკურიუმი სტაბილურია მხოლოდ მჟავე ხსნარებში, ის არ უნდა იყოს შერეული ერთსა და იმავე შპრიცში ან ერთდროულად მიღებული იგივე ნემსით ტუტე ხსნარებთან (მაგ. ნატრიუმის თიოპენტონი).
ცისატრაკურიუმი არ არის შეთავსებადი კეტოროლაკის ტრომეტამოლთან ან პროპოფოლის საინექციო ემულსიასთან.
გამოყენების, გადაგდებისა და სხვა მოპყრობის ინსტრუქცია
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
სამედიცინო პროდუქცია გამოყენებული უნდა იყოს ამპულის გახსნისთანავე.
სამედიცინო პროდუქცია გამოყენებამდე ვიზუალურად უნდა დაათვალიეროთ. წამალი არ გამოიყენოთ, თუ მას აღმოაჩნდა დაზიანების ნებისმიერი ხილული ნიშნები (მაგ. ნაწილაკები).
განზავებული ცისატრაკურიუმი ფიზიკურად და ქიმიურად სტაბილურია 24 საათის განმავლობაში 2- 8°C და 25°C-ზე, 0.1 მგ/მლ კონცენტრაციით შემდეგ საინფუზიო სითხეებში პოლიპროპილენის ან პოლიკარბონატის შპრიცებთან, პოლიეთილენის ან PVC სისტემებთან, და პოლიპროპილენის ან PVC საინფუზიო ტომრებთან კონტაქტისას:
ნატრიუმის ქლორიდის 9მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარი;
გლუკოზის 50მგ/მლ (5%) საინექციო ხსნარი;
ნატრიუმის ქლორიდის 1,8მგ/მლ (0.18%) და გლუკოზის 40მგ/მლ (4%) საინექციო ხსნარი;
ნატრიუმის ქლორიდის 4,5მგ/მლ (0.45%) და გლუკოზის 25მგ/მლ (2.5%) საინექციო ხსნარი.
ცისატრაკურიუმი შეთავსებადია შემდეგ ზოგადად გამოსაყენებელ პერიოპერაციულ პრეპარატებთან, თუ მას Yგვერდიანი საინექციო პორტიდან ინტრავენური ინფუზიის სახით მიწოდებისთვის შეურევთ: ალფენტანილის ჰიდროქლორიდთან, დროპერიდოლთან, ფენტანილის ციტრატთან, მიდაზოლამის ჰიდროქლორიდთან და სუფენტანილის ციტრატთან.
თუ სხვა წამლები გადაისხმება იგივე ნემსით ან კანულით, რითაც ცისატრაკურიუმი რეკომენდირებულია, რომ ყოველი წამალი გამოირეცხოს სათანადოდ ინტრავენური სითხის ადეკვატური მოცულობით, მაგ. ნატრიუმის ქლორიდის 9მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარით.
ინტრავენურად შეყვანილი სხვა პრეპარატების მსგავსად, როდესაც ინექციის ადგილად შეირჩევა მცირე ვენა, ცისატრაკურიუმი უნდა ჩაირეცხოს ვენაში შესაბამისი ინტრავენური სითხით, მაგ. ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარი.
ამპულის გახსნის ინსტრუქცია
დაიჭირეთ ამპულა ფერადი წერტილიანი წვერით ზედა მიმართულებით. თუ ამპულის ზედა ნაწილში იქნება ნებისმიერი ხსნარი, ოდნავ მიაკაკუნეთ თითით, რომ მთელი ხსნარი გადავიდეს ამპულის ქვედა ნაწილში.
გასახსნელად გამოიყენეთ ორივე ხელი; დაიჭირეთ ერთ ხელში ამპულის ქვედა ნაწილი, მეორე ხელი გამოიყენეთ ამპულის ზედა ნაწილის მოსატეხად ფერადი წერტილის საწინააღმდეგო მიმართულებით დაწოლით (იხილეთ ქვემოთ სურათები).
ნებისმიერი გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქცია ან ნარჩენი გადაგდებული უნდა იყოს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


