ცინესეტი 30 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოადგენს მწვანე ფერის, ოვალურ, ორმაგად ამოზნექილ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს, რომელთა ცალ მხარეს ამოტვიფრულია “30”, ხოლო მეორე მხარეს ზედაპირი გლუვია. ცინესეტი 30 მგ შეფუთულია ფირფიტებში, თითოეულ ფირფიტაში 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ცინაკალი (cinacalcet)
- ფორმა და შეფუთვა
- 30მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 28
- მწარმოებელი
- _
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კალციუმის ჰემოსტაზზე მოქმედი საშუალებები, ანტიპარათირეოიდული სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- H05BX01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0281
- რეგისტრირებულია
- 3 ივნისი 2022, მოქმედებს 3 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
ცინესეტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ცინესეტი 30 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოადგენს მწვანე ფერის, ოვალურ, ორმაგად ამოზნექილ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს, რომელთა ცალ მხარეს ამოტვიფრულია “30”, ხოლო მეორე მხარეს ზედაპირი გლუვია.
ცინესეტი 30 მგ შეფუთულია ფირფიტებში, თითოეულ ფირფიტაში 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით. ფირფიტები მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ცინესეტი მოქმედებს ორგანიზმში პარათიროიდული ჰორმონის, კალციუმის და ფოსფორის დონის კონტროლის გზით. ცინესეტი გამოიყენება პარათიროიდულ (ფარისებრახლო) ჯირკვლებთან ასოცირებული დარღვევების სამკურნალოდ. პარათიროიდული ჯირკვლები შედგება 4 პატარა ზომის ჯირკვლისგან, რომლებიც მოთავსებულია კისრის მიდამოში, ფარისებრ ჯირკვალთან. ისინი გამოიმუშავებენ პარათიროიდულ ჰორმონს (პარათჰორმონი).
ცინესეტი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
მეორადი ჰიპერპარათირეოზის სამკურნალოდ თირკმელების მძიმე ხარისხის დაზიანების მქონე პაციენტებში, რომლებიც სისხლის დეტოქსიკაციის მიზნით იმყოფებიან დიალიზზე;
სისხლში ჭარბი რაოდენობის კალციუმის (ჰიპერკალცემია) შესამცირებლად პარათიროიდული კიბოს მქონე პაციენტებში;
სისხლში ჭარბი რაოდენობის კალციუმის (ჰიპერკალცემია) შესამცირებლად, როდესაც პარათიროიდული ჯირკვლების ქირურგიული მოცილება ვერ ხერხდება ან პირველადი ჰიპერპარათირეოზის მქონე პაციენტებში, რომლებსაც პარათიროიდული ჯირკვლების ქირურგიული მეთოდით მოცილების მიუხედავად კვლავ აღენიშნებათ ჰიპერკალცემია.
პირველადი და მეორადი ჰიპერპარათირეოზის დროს პარათიროიდულ ჯირკვლებში გამომუშავდება ჭარბი რაოდენობის პარათჰორმონს. “პირველადი” ნიშნავს, რომ ჰიპერპარათირეოზი არ არის გამოწვეული სხვა მიზეზით, ხოლო “მეორადი” ნიშნავს, რომ ჰიპერპარათირეოზი გამოწვეულია სხვა ძირითადი დაავადებით (მაგ. თირკმლის დაავადებით). პირველადმა და მეორადმა ჰიპერპარათირეოზმა შესაძლოა განაპირობონ კალციუმის კარგვა ძვლოვანი ქსოვილიდან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ძვლების ტკივილი და მოტეხილობები, პრობლემები სისხლის და გულის მკვებავი სისხძარღვების მხრივ, კენჭები თირკმელებში, ფსიქიკური აშლილობები და კომა.
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/მიღების სიხშირე:
ამ პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მითითებების გათვალისწინებით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ იღებს პრეპარატს, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
საჭირო დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
მიღების გზა და მეთოდი:
ცინესეტი მიიღება პერორალურად, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, მალევე. ტაბლეტები მიიღება მთლიანად, გაყოფის გარეშე.
მეორადი ჰიპერპარათირეოზის სამკურნალოდ, სტანდარტულ საწყის დოზას შეადგენს 30 მგ (ერთი ტაბლეტი) ერთხელ დღეში. მკურნალი ექიმი რეგულარულად ჩაატარებს სისხლის ანალიზებს და დააკვირდება თუ როგორ რეაგირებს ორგანიზმი ცინესეტზე. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალი ექიმი მოახდენს ცინესეტის დოზის კორექციას ორგანიზმში პარათიროიდული ჰორმონის, კალციუმის და ფოსფატის დონის მიხედვით.
მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ, მკურნალი ექიმი გააგრძელებს მონიტორინგს სისხლის რეგულარული ანალიზებით და საჭიროების შემთხვევაში მოახდენს დოზის დამატებით კორექციას გრძელვადიან პერიოდში პარათიროიდული ჰორმონის, კალციუმის და ფოსფატის დონეზე კონტროლის შესანარჩუნებლად.
პარათიროიდული კიბოს ან პირველადი ჰიპერპარათირეოზის სამკურნალოდ, სტანდარტულ საწყის დოზას შეადგენს 30 მგ (ერთი ტაბლეტი) ორჯერ დღეში. მკურნალი ექიმი რეგულარულად ჩაატარებს სისხლის ანალიზებს, დააკვირდება თუ როგორ რეაგირებს ორგანიზმი ცინესეტზე და შესაბამისად მოახდენს დოზის კორექციას კალციუმის სამიზნე დონის მისაღწევად.
მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ, მკურნალი ექიმი გააგრძელებს მონიტორინგს სისხლის რეგულარული ანალიზებით და საჭიროების შემთხვევაში მოახდენს დოზის დამატებით კორექციას გრძელვადიან პერიოდში კალციუმის დონეზე კონტროლის შესანარჩუნებლად.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
ცინესეტის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადასტურებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში:
ცინესეტის გამოყენება დასაშვებია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.
გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:
ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობა:
ცინესეტის გამოყენება დასაშვებია ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობის დროს, თუმცა განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო საშუალო და მძიმე ხარისხის ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობის არსებობის შემთხვევაში.
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს შესაბამის დოზას, რაც დამოკიდებული იქნება დაზიანების ხარისხზე.
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ ტემოდალის მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრნობიარეა) ცინაკალცეტის (აქტიური ნივთიერება) ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (დამხმარე ნივთიერებები მოცემულია ინსტრუქციის დასაწყისში, გრაფაში – “დამხმარე ნივთიერებები”).
პრეპარატი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
შემდეგ შემთხვევებში, ცინესეტი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით:
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს თუ მას აქვს ნებისმიერი სახის ჯანმრთელობის პრობლემა, მათ შორის გულყრები (კრუნჩხვები); წარსულში გულყრების არსებობა ზრდის მომავალში გულყრების განვითარების რისკს. კალციუმის რაოდენობის ზედმეტად დაქვეითებამ ასევე შესაძლოა გაზარდოს გულყრების განვითარების რისკი. პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს გულყრის განვითარების შემთხვევაში.
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს თუ მას დაქვეითებული აქვს ღვიძლის ფუნქცია, აქვს ან ოდესმე ჰქონია გულთან დაკავშირებული პრობლემები ან ცინესეტით მკურნალობის პერიოდში დაიწყო ან შეწყვიტა თამბაქოს მოწევა, ვინაიდან აღნიშნულმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ცინესეტის მოქმედებაზე.
ცინესეტით მკურნალობის პერიოდში არსებობს ცნობები ჰიპოკალცემიასთან ასოცირებული სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების (მათ შორის ლეტალური გამოსავლით) განვითარების შესახებ.
ჰიპოკალცემიამ შესაძლოა განაპირობობს გულის რითმის დარღვევები. უჩვეულოდ სწრაფი გულისცემის ან პალპიტაციების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს.
პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას ან ეხებოდა წარსულში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. მე-4 პუნქტი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ქვემოთ მოცემულმა პრეპარატებმა შესაძლოა გავლენა იქონიონ ცილესეტის მოქმედებაზე:
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და ვერიკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
ტელიტრომიცინი, რიფამპიცინი და ციპროფლოქსაცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ);
რიტონავირი (გამოიყენება აივ-ინფექციის და შიდს-ის სამკურნალოდ);
ფლუვოქსამინი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);
ცინესეტმა შესაძლოა გავლენა ინქონიოს შემდეგი პრეპარატების მოქმედებაზე:
ამიტრიპტილინი, დესიპრამინი, ნოტრიპტილინი და კლომიპრამინი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);
ფლეკაინიდი და პროპაფენონი (გამოიყენება გულის რიტმის დარღვევების სამკურნალოდ);
მეტოპროლოლი (გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ).
პაციენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს თუ იგი ღებულობს ზემოთ მოცემული პრეპარატებიდან რომელიმეს.
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში, მათ შორის რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე, პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ცინესეტის გავლენა ორსულობაზე შესწავლილი არ არის. ორსულობის შემთხვევაში, ექიმმა შესაძლოა შეცვალოს ცინესეტი სხვა მედიკამენტით, რადგან, ცინესეტმა შესაძლოა დააზიანოს ნაყოფი. ამიტომ, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად ან აპირებს დაორსულებას.
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ცინესეტით მკურნალობის პერიოდში შეიტყობს დაორსულების შესახებ.
ლაქტაცია
პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უცნობია ხვდება თუ არა ცინესეტი დედის რძეში. ექიმი გადაწყვეტს შეწყდება თუ არა ლაქტაციის პერიოდში ცინესეტით მკურნალობა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის გავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. ცინაკალცეტით მკურნალობის პერიოდში არსებობს ცნობები თავბრუსხვევის და გულყრების განვითარების შესახებ. აღნიშნულმა მოვლენებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ცინესეტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ცინესეტი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ლაქტოზას. ზოგიერთი ტიპის შაქრის აუთვისებლობის შემთხვევაში, პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
დამხმარე ნივთიერებებმა - ტარტაზინმა (E102) და მზის ჩასვლისფერმა ყვითელმა საღებავმა (E110) შესაძლოა განაპირობოს ალერგიული რეაქციების განვითარება.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ცინესეტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
პირის მიდამოში დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნების, კუნთების კრამპების და ტკივილის ან გულყრების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს ჰიპოკალცემიის (კალციუმის დონის დაქვეითება) გამოვლინებებს.
გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ძალიან იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში
უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება
ძალიან ხშირი:
გულისრევა;
ღებინება.
ხშირი:
თავბრუსხვევა;
დაბუჟების და ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია);
უმადობა (ანორექსია) ან მადის დაქვეითება;
კუნთების ტკივილი (მიალგია);
სისუსტე (ასთენია);
გამონაყარი;
ტესტოსტერონის რაოდენობის დაქვეითება;
კალიუმის რაოდენობის მომატება სისხლში (ჰიპერკალემია);
ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები);
თავის ტკივილი;
გულყრები (კონვულსიები);
დაბალი არტერიული წნევა (არტერტიული ჰიპოტენზია);
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები;
სუნთქვის გაძნელება (ქოშინი);
ხველა;
მოუნელებლობა (დისპეპსია);
ფაღარათი;
მუცლის ტკივილი, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში;
ყაბზობა;
კუნთების კრთომები;
წელის ტკივილი;
კალიუმის რაოდენობის დაქვეითება სისხლში (ჰიპოკალემია).
უცნობი სიხშირის:
ჭინჭრის ციება (ურტიკარია);
სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ხახის შეშუპება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (ანგიოშეშუპება);
უჩვეულოდ აჩქარებული გულისცემა ან პალპიტაციები, რაც შესაძლოა ასოცირებული იყოს სისხლში კალციუმის რაოდენიბის დაქვეითებასთან (ჰიპოკალცემიასთან ასოცირებული QT ინტერვალის გახანგრძლივება ან პარკუჭოვანი არითმია).
ცინესეტი ამცირებს კალციუმის დონეს სისხლში. კალციუმის დონის მკვეთრმა შემცირებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოკალცემიის განვითარება. ჰიპოკალცემიის სიმპტომება: დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება პირის მიდამოში, კუნთების კრამპები და ტკივილი, გულყრები. მათგან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს.
გულის თანმხლები დაავადების მქონე ძალიან მცირე რაოდენობის პაციენტებში, ცინესეტით მკურნალობის დაწყებისას გაუარესდა თანმხლები მდგომარეობა და/ან განვითარა არტერიული ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა).
ბავშვები და მოზარდები
ცინესეტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში. მოზარდებში ჩატარებული კლინიკური კვლევის ფარგლებში, არსებობს ცნობა კალციუმის უკიდურესად დაბალ დონესთან (ჰიპოკალცემიასთან) ასოცირებული ლეტალური გამოსავლის შესახებ.
ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არის ან არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრის (TÜFAM) მეშვეობით, ვებ-გვერდზე - www.titck.gov.tr არსებულ “Reporting Drug Side Effects” გრაფაზე მიყოლით ან სატელეფონო ზარით ნომერზე - 0 800 314 00 08.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გადაჭარბებასთან ასოცირებული შესაძლო გვერდითი მოვლენებია: დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება პირის მიდამოში, კუნთების კრამპები და ტკივილი, გულყრები.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.
გამოტოვებული დოზის მიღება აღარ უნდა მოხდეს და მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მომდევნო დოზით.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
მკურნალობის შეწყვეტასთან ასოცირებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ცინაკალცეტს არ ახასიათებს პრეპარატის მოხსნასთან ასოცირებული არასასურველი მოვლენები.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, თავისივე კოლოფში.
ინახება ოთახის (არაუმეტეს 25C) ტემპერატურაზე.
გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე. იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.
დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.
ლიცენზიის მფლობელი:
NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş.
Ümraniye 34768 İstanbul
ნობელ ილაკ სანაიი ვე ტიკარეტ ა.ს
უმრანიე 34768 სტამბული
წარმოების ადგილი:
NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş.
Sancaklar 81100 დუზჯე
ნობელ ილაკ სანაიი ვე ტიკარეტ ა.ს
სანცაკლარი 81100
ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 12/09/2017
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ცინესეტი 30 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
პერორალური გამოყენებისთვის
აქტიური ნივთიერება: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 33.06 მგ ცინაკალცეტის ჰიდროქლორიდს, რაც 30 მგ ცინაკალცეტის ექვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატიზინებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა PH 102, L-ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა-LH-11, კროსპოვიდონი (პოლიპლასდონი XL 10), კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი;
გარსის შემადგენლობა: ოპადრი II მწვანე 32F210000 (ჰიპრომელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი (მიღებული ძროხის რძისგან), ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი/PEG, ინდიგო კარმინი, ტარტაზინი (E102), საღებავი მზის ჩასვლისფერი ყვითელი (E110)), ოპადრი სუფთა 03F190003 (ჰიპრომელოზა, მაკროგოლი/ PEG).
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი.
მოხმარებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა.
კლინიკაში ვიზიტისას ან ექიმთან კონსულტაციისას, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ.
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ინსტრუქციაში მოცემული წესით. დაუშვებელია რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზის გამოყენება.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ცინესეტი და რისთვის გამოიყენება იგი
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ცინესეტის გამოყენებამდე
ცინესეტის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ცინესეტის შენახვის წესი
სათაურები მოცემულია.
რას წარმოადგენს ცინესეტი და რისთვის გამოიყენება იგი
ცინესეტი 30 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოადგენს მწვანე ფერის, ოვალურ, ორმაგად ამოზნექილ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს, რომელთა ცალ მხარეს ამოტვიფრულია “30”, ხოლო მეორე მხარეს ზედაპირი გლუვია.
ცინესეტი 30 მგ შეფუთულია ფირფიტებში, თითოეულ ფირფიტაში 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით. ფირფიტები მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ცინესეტი მოქმედებს ორგანიზმში პარათიროიდული ჰორმონის, კალციუმის და ფოსფორის დონის კონტროლის გზით. ცინესეტი გამოიყენება პარათიროიდულ (ფარისებრახლო) ჯირკვლებთან ასოცირებული დარღვევების სამკურნალოდ. პარათიროიდული ჯირკვლები შედგება 4 პატარა ზომის ჯირკვლისგან, რომლებიც მოთავსებულია კისრის მიდამოში, ფარისებრ ჯირკვალთან. ისინი გამოიმუშავებენ პარათიროიდულ ჰორმონს (პარათჰორმონი).
ცინესეტი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
მეორადი ჰიპერპარათირეოზის სამკურნალოდ თირკმელების მძიმე ხარისხის დაზიანების მქონე პაციენტებში, რომლებიც სისხლის დეტოქსიკაციის მიზნით იმყოფებიან დიალიზზე;
სისხლში ჭარბი რაოდენობის კალციუმის (ჰიპერკალცემია) შესამცირებლად პარათიროიდული კიბოს მქონე პაციენტებში;
სისხლში ჭარბი რაოდენობის კალციუმის (ჰიპერკალცემია) შესამცირებლად, როდესაც პარათიროიდული ჯირკვლების ქირურგიული მოცილება ვერ ხერხდება ან პირველადი ჰიპერპარათირეოზის მქონე პაციენტებში, რომლებსაც პარათიროიდული ჯირკვლების ქირურგიული მეთოდით მოცილების მიუხედავად კვლავ აღენიშნებათ ჰიპერკალცემია.
პირველადი და მეორადი ჰიპერპარათირეოზის დროს პარათიროიდულ ჯირკვლებში გამომუშავდება ჭარბი რაოდენობის პარათჰორმონს. “პირველადი” ნიშნავს, რომ ჰიპერპარათირეოზი არ არის გამოწვეული სხვა მიზეზით, ხოლო “მეორადი” ნიშნავს, რომ ჰიპერპარათირეოზი გამოწვეულია სხვა ძირითადი დაავადებით (მაგ. თირკმლის დაავადებით). პირველადმა და მეორადმა ჰიპერპარათირეოზმა შესაძლოა განაპირობონ კალციუმის კარგვა ძვლოვანი ქსოვილიდან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ძვლების ტკივილი და მოტეხილობები, პრობლემები სისხლის და გულის მკვებავი სისხძარღვების მხრივ, კენჭები თირკმელებში, ფსიქიკური აშლილობები და კომა.
- რა უნდა იცოდეს პაციენტმა ცინესეტის გამოყენებამდე
ცინესეტი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრნობიარეა) ცინაკალცეტის (აქტიური ნივთიერება) ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (დამხმარე ნივთიერებები მოცემულია ინსტრუქციის დასაწყისში, გრაფაში – “დამხმარე ნივთიერებები”).
პრეპარატი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
შემდეგ შემთხვევებში, ცინესეტი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით:
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს თუ მას აქვს ნებისმიერი სახის ჯანმრთელობის პრობლემა, მათ შორის გულყრები (კრუნჩხვები); წარსულში გულყრების არსებობა ზრდის მომავალში გულყრების განვითარების რისკს. კალციუმის რაოდენობის ზედმეტად დაქვეითებამ ასევე შესაძლოა გაზარდოს გულყრების განვითარების რისკი. პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს გულყრის განვითარების შემთხვევაში.
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს თუ მას დაქვეითებული აქვს ღვიძლის ფუნქცია, აქვს ან ოდესმე ჰქონია გულთან დაკავშირებული პრობლემები ან ცინესეტით მკურნალობის პერიოდში დაიწყო ან შეწყვიტა თამბაქოს მოწევა, ვინაიდან აღნიშნულმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ცინესეტის მოქმედებაზე.
ცინესეტით მკურნალობის პერიოდში არსებობს ცნობები ჰიპოკალცემიასთან ასოცირებული სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების (მათ შორის ლეტალური გამოსავლით) განვითარების შესახებ.
ჰიპოკალცემიამ შესაძლოა განაპირობობს გულის რითმის დარღვევები. უჩვეულოდ სწრაფი გულისცემის ან პალპიტაციების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს.
პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას ან ეხებოდა წარსულში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. მე-4 პუნქტი.
ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან
ცინესეტის მიღება უნდა მოხდეს ჭამიდან მალევე.
ორსულობა
პრეპარატის მიღებამდე, პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ცინესეტის გავლენა ორსულობაზე შესწავლილი არ არის. ორსულობის შემთხვევაში, ექიმმა შესაძლოა შეცვალოს ცინესეტი სხვა მედიკამენტით, რადგან, ცინესეტმა შესაძლოა დააზიანოს ნაყოფი. ამიტომ, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად ან აპირებს დაორსულებას.
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ცინესეტით მკურნალობის პერიოდში შეიტყობს დაორსულების შესახებ.
ლაქტაცია
პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უცნობია ხვდება თუ არა ცინესეტი დედის რძეში. ექიმი გადაწყვეტს შეწყდება თუ არა ლაქტაციის პერიოდში ცინესეტით მკურნალობა.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის გავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. ცინაკალცეტით მკურნალობის პერიოდში არსებობს ცნობები თავბრუსხვევის და გულყრების განვითარების შესახებ. აღნიშნულმა მოვლენებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ცინესეტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ცინესეტი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ლაქტოზას. ზოგიერთი ტიპის შაქრის აუთვისებლობის შემთხვევაში, პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
დამხმარე ნივთიერებებმა - ტარტაზინმა (E102) და მზის ჩასვლისფერმა ყვითელმა საღებავმა (E110) შესაძლოა განაპირობოს ალერგიული რეაქციების განვითარება.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
ქვემოთ მოცემულმა პრეპარატებმა შესაძლოა გავლენა იქონიონ ცილესეტის მოქმედებაზე:
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და ვერიკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
ტელიტრომიცინი, რიფამპიცინი და ციპროფლოქსაცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ);
რიტონავირი (გამოიყენება აივ-ინფექციის და შიდს-ის სამკურნალოდ);
ფლუვოქსამინი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);
ცინესეტმა შესაძლოა გავლენა ინქონიოს შემდეგი პრეპარატების მოქმედებაზე:
ამიტრიპტილინი, დესიპრამინი, ნოტრიპტილინი და კლომიპრამინი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);
ფლეკაინიდი და პროპაფენონი (გამოიყენება გულის რიტმის დარღვევების სამკურნალოდ);
მეტოპროლოლი (გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ).
პაციენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს თუ იგი ღებულობს ზემოთ მოცემული პრეპარატებიდან რომელიმეს.
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში, მათ შორის რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.
- ცინესეტის მიღების წესი
სწორი გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/მიღების სიხშირე:
ამ პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მითითებების გათვალისწინებით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ იღებს პრეპარატს, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
საჭირო დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
მიღების გზა და მეთოდი:
ცინესეტი მიიღება პერორალურად, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, მალევე. ტაბლეტები მიიღება მთლიანად, გაყოფის გარეშე.
მეორადი ჰიპერპარათირეოზის სამკურნალოდ, სტანდარტულ საწყის დოზას შეადგენს 30 მგ (ერთი ტაბლეტი) ერთხელ დღეში. მკურნალი ექიმი რეგულარულად ჩაატარებს სისხლის ანალიზებს და დააკვირდება თუ როგორ რეაგირებს ორგანიზმი ცინესეტზე. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალი ექიმი მოახდენს ცინესეტის დოზის კორექციას ორგანიზმში პარათიროიდული ჰორმონის, კალციუმის და ფოსფატის დონის მიხედვით.
მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ, მკურნალი ექიმი გააგრძელებს მონიტორინგს სისხლის რეგულარული ანალიზებით და საჭიროების შემთხვევაში მოახდენს დოზის დამატებით კორექციას გრძელვადიან პერიოდში პარათიროიდული ჰორმონის, კალციუმის და ფოსფატის დონეზე კონტროლის შესანარჩუნებლად.
პარათიროიდული კიბოს ან პირველადი ჰიპერპარათირეოზის სამკურნალოდ, სტანდარტულ საწყის დოზას შეადგენს 30 მგ (ერთი ტაბლეტი) ორჯერ დღეში. მკურნალი ექიმი რეგულარულად ჩაატარებს სისხლის ანალიზებს, დააკვირდება თუ როგორ რეაგირებს ორგანიზმი ცინესეტზე და შესაბამისად მოახდენს დოზის კორექციას კალციუმის სამიზნე დონის მისაღწევად.
მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ, მკურნალი ექიმი გააგრძელებს მონიტორინგს სისხლის რეგულარული ანალიზებით და საჭიროების შემთხვევაში მოახდენს დოზის დამატებით კორექციას გრძელვადიან პერიოდში კალციუმის დონეზე კონტროლის შესანარჩუნებლად.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
ცინესეტის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადასტურებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში:
ცინესეტის გამოყენება დასაშვებია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.
გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:
ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობა:
ცინესეტის გამოყენება დასაშვებია ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობის დროს, თუმცა განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო საშუალო და მძიმე ხარისხის ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობის არსებობის შემთხვევაში.
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს შესაბამის დოზას, რაც დამოკიდებული იქნება დაზიანების ხარისხზე.
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ ტემოდალის მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გადაჭარბებასთან ასოცირებული შესაძლო გვერდითი მოვლენებია: დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება პირის მიდამოში, კუნთების კრამპები და ტკივილი, გულყრები.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.
გამოტოვებული დოზის მიღება აღარ უნდა მოხდეს და მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მომდევნო დოზით.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
მკურნალობის შეწყვეტასთან ასოცირებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ცინაკალცეტს არ ახასიათებს პრეპარატის მოხსნასთან ასოცირებული არასასურველი მოვლენები.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ცინესეტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
პირის მიდამოში დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნების, კუნთების კრამპების და ტკივილის ან გულყრების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს ჰიპოკალცემიის (კალციუმის დონის დაქვეითება) გამოვლინებებს.
გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ძალიან იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში
უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება
ძალიან ხშირი:
გულისრევა;
ღებინება.
ხშირი:
თავბრუსხვევა;
დაბუჟების და ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია);
უმადობა (ანორექსია) ან მადის დაქვეითება;
კუნთების ტკივილი (მიალგია);
სისუსტე (ასთენია);
გამონაყარი;
ტესტოსტერონის რაოდენობის დაქვეითება;
კალიუმის რაოდენობის მომატება სისხლში (ჰიპერკალემია);
ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები);
თავის ტკივილი;
გულყრები (კონვულსიები);
დაბალი არტერიული წნევა (არტერტიული ჰიპოტენზია);
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები;
სუნთქვის გაძნელება (ქოშინი);
ხველა;
მოუნელებლობა (დისპეპსია);
ფაღარათი;
მუცლის ტკივილი, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში;
ყაბზობა;
კუნთების კრთომები;
წელის ტკივილი;
კალიუმის რაოდენობის დაქვეითება სისხლში (ჰიპოკალემია).
უცნობი სიხშირის:
ჭინჭრის ციება (ურტიკარია);
სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ხახის შეშუპება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (ანგიოშეშუპება);
უჩვეულოდ აჩქარებული გულისცემა ან პალპიტაციები, რაც შესაძლოა ასოცირებული იყოს სისხლში კალციუმის რაოდენიბის დაქვეითებასთან (ჰიპოკალცემიასთან ასოცირებული QT ინტერვალის გახანგრძლივება ან პარკუჭოვანი არითმია).
ცინესეტი ამცირებს კალციუმის დონეს სისხლში. კალციუმის დონის მკვეთრმა შემცირებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოკალცემიის განვითარება. ჰიპოკალცემიის სიმპტომება: დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება პირის მიდამოში, კუნთების კრამპები და ტკივილი, გულყრები. მათგან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს.
გულის თანმხლები დაავადების მქონე ძალიან მცირე რაოდენობის პაციენტებში, ცინესეტით მკურნალობის დაწყებისას გაუარესდა თანმხლები მდგომარეობა და/ან განვითარა არტერიული ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა).
ბავშვები და მოზარდები
ცინესეტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში. მოზარდებში ჩატარებული კლინიკური კვლევის ფარგლებში, არსებობს ცნობა კალციუმის უკიდურესად დაბალ დონესთან (ჰიპოკალცემიასთან) ასოცირებული ლეტალური გამოსავლის შესახებ.
ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არის ან არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრის (TÜFAM) მეშვეობით, ვებ-გვერდზე - www.titck.gov.tr არსებულ “Reporting Drug Side Effects” გრაფაზე მიყოლით ან სატელეფონო ზარით ნომერზე - 0 800 314 00 08.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
- ცინესეტის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, თავისივე კოლოფში.
ინახება ოთახის (არაუმეტეს 25C) ტემპერატურაზე.
გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე. იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.
დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.
ლიცენზიის მფლობელი:
NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş.
Ümraniye 34768 İstanbul
ნობელ ილაკ სანაიი ვე ტიკარეტ ა.ს
უმრანიე 34768 სტამბული
წარმოების ადგილი:
NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş.
Sancaklar 81100 დუზჯე
ნობელ ილაკ სანაიი ვე ტიკარეტ ა.ს
სანცაკლარი 81100
ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 12/09/2017
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


