ცინესეტი მოქმედებს ორგანიზმში პარათიროიდული ჰორმონის (PTH), კალციუმისა და ფოსფორის დონეების კონტროლის გზით. ის გამოიყენება პარათიროიდულ ჯირკვალთან დაკავშირებული დარღვევების სამკურნალოდ. პარათიროიდები არის ოთხი პატარა ჯირკვალი კისერში, ფარისებრი ჯირკვლის მახლობლად, რომლებიც პარათიროიდულ ჰორმონს (PTH) გამოიმუშავებენ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ცინაკალი (cinacalcet)
- ფორმა და შეფუთვა
- 60მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
- მწარმოებელი
- NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კალციუმის ჰემოსტაზზე მოქმედი საშუალებები, ანტიპარათირეოიდული სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- H05BX01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036103
- რეგისტრირებულია
- 5 აგვისტო 2022, მოქმედებს 5 აგვისტო 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სოფია შუბლაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ცინესეტი 60მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ცინესეტი მოქმედებს ორგანიზმში პარათიროიდული ჰორმონის (PTH), კალციუმისა და ფოსფორის დონეების კონტროლის გზით. ის გამოიყენება პარათიროიდულ ჯირკვალთან დაკავშირებული დარღვევების სამკურნალოდ. პარათიროიდები არის ოთხი პატარა ჯირკვალი კისერში, ფარისებრი ჯირკვლის მახლობლად, რომლებიც პარათიროიდულ ჰორმონს (PTH) გამოიმუშავებენ.
ცინესეტი გამოიყენება მოზრდილებში:
მეორადი ჰიპერპარათიროიდიზმის სამკურნალოდ თირკმელების მძიმე დაავადების მქონე მოზრდილებში, რომლებსაც ესაჭიროებათ დიალიზი სისხლის ნარჩენი პროდუქტებისგან გასაწმენდად.
სისხლში კალციუმის მაღალი დონის შესამცირებლად (ჰიპერკალციემია) პარათიროიდული კიბოს მქონე მოზრდილ პაციენტებში.
სისხლში კალციუმის მაღალი დონის (ჰიპერკალციემია) შესამცირებლად პირველადი ჰიპერპარათიროიდიზმის მქონე მოზრდილ პაციენტებში, როდესაც ჯირკვლის მოცილება შეუძლებელია.
ცინესეტი გამოიყენება 3 წლიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში:
მეორადი ჰიპერპარათიროიდიზმის სამკურნალოდ თირკმლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ დიალიზი სისხლის ნარჩენი პორდუქტებისგან გასაწმენდად და რომელთა მდგომარეობა არ კონტროლდება სხვა სამკურნალო საშუალებებით.
პირველადი და მეორადი ჰიპერპარათიროიდიზმის დროს, პარათიროიდული ჯირკვლები გამოიმუშავებს ძალიან ბევრ პარათიროიდულ ჰორმონს (PTH). „პირველადი“ ნიშნავს, რომ ჰიპერპარათიროიდიზმი არ არის გამოწვეული ნებისმიერი სხვა მდგომარეობით, ხოლო „მეორადი“ ნიშნავს, რომ ჰიპერპარათიროიდიზმი გამოწვეულია სხვა მდგომარეობით, მაგალითად, თირკმელების დაავადებით. პირველადმა და მეორადმა ჰიპერპარათიროიდიზმმა შეიძლება გამოიწვიოს ძვლებში კალციუმის დაკარგვა, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს ძვლების ტკივილი და მოტეხილობები, სისხლისა და გულის სისხლძარღვების პრობლემები, თირკმელებში კენჭები, ფსიქიკური დაავადება და კომა.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. ექიმი გეტყვით, თუ რამდენი ცინესეტი უნდა მიიღოთ.
ცინესეტის მიიღება პერორალურად, ჭამის დროს ან ჭამიდან ცოტა ხანში. ტაბლეტები მიიღება მთლიანად და არ იყოფა.
თქვენი ექიმი რეგულარულად აიღებს სისხლის ანალიზებს მკურნალობის დროს, რათა დააკვირდეს თქვენს პროგრესს და, საჭიროების შემთხვევაში, დაარეგულიროს დოზა.
თუ მკურნალობთ მეორად ჰიპერპარათიროიდიზმს
ცინესეტის ჩვეულებრივი საწყისი დოზა მოზრდილებში არის 30 მგ (ერთი ტაბლეტი) დღეში ერთხელ.
ცინესეტის ჩვეულებრივი საწყისი დოზა 3 წლიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არის არაუმეტეს 0.20 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში.
თუ მკურნალობთ პარათიროიდულ კიბოს ან პირველად ჰიპერპარათიროიდიზმს
ცინესეტის ჩვეულებრივი საწყისი დოზა მოზრდილებში არის 30 მგ (ერთი ტაბლეტი) დღეში ორჯერ.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ცინესეტი
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ცინესეტი, სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს. ჭარბი დოზირების შესაძლო ნიშნები მოიცავს დაბუჟებას ან ჩხვლეტას პირის გარშემო, კუნთების ტკივილს ან სპაზმებს და კრუნჩხვებს.
თუ დაგავიწყდათ ცინესეტის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
თუ დაგავიწყდათ ცინესეტის დოზის მიღება, მომდევნო დოზა ჩვეულებისამებრ უნდა მიიღოთ.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატში შემავალი, 6.1 პუნქტში ჩამოთვლილი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ჰიპოკალციემია (იხილეთ პუნქტები 4.2 და 4.4).
სიფრთხილის ზომები
არ მიიღოთ ცინესეტი, თუ ხართ ალერიული ცინაკალცეტის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის (ჩამონათვალი იხილეთ მე-6 პუნქტში) მიმართ.
არ მიიღოთ ცინესეტი, თუ თქვენს სისხლში კალციუმის დაბალი დონე გაქვთ. თქვენი ექიმი გააკონტროლებს სისხლში კალციუმის დონეს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ცინესეტის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ცინესეტის მიღების დაწყებამდე, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ:
კრუნჩხვები (შეტევები ან კონვულსიები). კრუნჩხვების განვითარების რისკი უფრო მაღალია, თუ ადრე გქონდათ ისინი;
ღვიძლის მხრივ დარღვევები;
გულის უკმარისობა.
ცინესეტი ამცირებს კალციუმის დონეს. კალციუმის დაბალ დონესთან (ჰიპოკალციემია) ასოცირებული სიცოცხლისათვის სახიფათო მოვლენები და ფატალური შედეგები ფიქსირდება ცინაკალცეტით ნამკურნალებ მოზრდილებსა და ბავშვებში.
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ გაწუხებთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე, რაც შეიძლება იყოს კალციუმის დაბალი დონის ნიშნები: სპაზმები, კრუნჩხვები ან კუნთების სპაზმები, ან დაბუჟება ან ჩხვლეტა ხელისა და ფეხის თითებში ან პირის გარშემო ან კრუნჩხვები, ცნობიერების დარღვევა ან დაკარგვა ცინესეტით მკურნალობის დროს.
კალციუმის დაბალმა დონემ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი გულის რიტმზე. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ გაქვთ უჩვეულოდ სწრაფი ან აჩქარებული გულისცემა, თუ გაქვთ გულის რითმის დარღვევები, ან თუ ღებულობთ ისეთ პრეპარატებს, რომლებიც ცინესეტის მიღებისას იწვევს გულის რითმის პრობლემებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ პუნქტი 4.
ცინესეტით მკურნალობის დროს, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ:
დაიწყეთ ან შეწყვიტეთ თამბაქოს მოწევა, რადგან მან შეიძლება გავლენა მოახდინოს ცინესეტის მოქმედებაზე.
ბავშვები და მოზარდები
პარათიროიდული კიბოს ან პირველადი ჰიპერპარათიროიდიზმის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა არ უნდა მიიღონ ცინესეტი.
თუ თქვენ მკურნალობთ მეორადი ჰიპერპარათიროიდიზმის გამო, თქვენმა ექიმმა უნდა აკონტროლოს თქვენი კალციუმის დონე ცინესეტით მკურნალობის დაწყებამდე და ცინესეტით მკურნალობის დროს. თქვენ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ აღინიშნება კალციუმის დაბალი დონის რომელიმე ნიშანი, როგორც ეს ზემოთ იყო აღწერილი.
მნიშვნელოვანია, ცინესეტის დოზა მიიღოთ თქვენი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ახლახანს მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, განსაკუთრებით ეთელკალცეტიდი ან სხვა პრეპარატი, რომელიც ამცირებს კალციუმის დონეს თქვენს სისხლში.
ცინესეტის მიღება არ შეიძლება ეთელკალცეტიდთან ერთად.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს.
შემდეგმა პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ცინესეტის მოქმედებაზე:
კანისა და სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და ვორიკონაზოლი);
ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (ტელითრომიცინი, რიფამპიცინი და ციპროფლოქსაცინი);
აივ ინფექციისა და შიდსის სამკურნალო პრეპარატი (რიტონავირი);
დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი (ფლუვოქსამინი).
ცინესეტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ისეთი პრეპარატების მოქმედებაზე, როგორიცაა:
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ (ამიტრიპტილინი, დესიპრამინი, ნორტრიპტილინი და კლომიპრამინი);
პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ხველის შესამსუბუქებლად (დექსტრომეთორფანი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის ცვლილების სამკურნალოდ (ფლეკაინიდი და პროპაფენონი);
პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის სამკურნალოდ (მეტოპროლოლი).
ცინესეტი საკვებთან და სასმელებთან ერთად
ცინესეტის მიღება შეიძლება ჭამის დროს ან ჭამიდან ცოტა ხანში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე.
ცინაკალცეტი არ არის შესწავლილ ორსულ ქალებში. ორსულობის შემთხვევაში, თქვენმა ექიმმა შეიძლება განიხილოს თქვენი მკურნალობის შეცვლა, რადგან ცინესეტმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ჯერ არდაბადებულ ბავშვს.
არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა ცინესეტი დედის რძეში. თქვენი ექიმი განიხილავს თქვენთან ერთად, უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება თუ ცინესეტით მკურნალობა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ცინაკალცეტს, დაფიქსირდა თავბრუსხვევა და კრუნჩხვები. აღნიშნული გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, ავტომობილის მართვა ან მანქანა-დანადგარების გამოყენება არ შეიძლება.
ცინესეტი შეიცავს ლაქტოზას
თუ ექიმს გაცნობებთ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ცინესეტი შეიცავს ტარტრაზინს (E102) და სანსეტ ყვითელს FCF (E110). მათ შეუძლიათ ალერგიული რეაქციების გამოწვევა.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.
გთხოვთ სასწრაფოდ აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ:
გამოვლინდება დაბუჟება ან ჩხვლეტა პირის გარშემო, კუნთების ტკივილი ან სპაზმები და კრუნჩხვები. ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ თქვენი კალციუმის დონე ძალიან დაბალია (ჰიპოკალციემია).
გამოვლინდება სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება).
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში
გულისრევა და პირღებინება, აღნიშნული გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ არის საკმაოდ მსუბუქი და დიდხანს არ გრძელდება.
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-მდე პაციენტში
თავბრუსხვევა
დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია)
მადის დაკარგვა (ანორექსია) ან დაქვეითება
კუნთების ტკივილი (მიალგია)
სისუსტე (ასთენია)
გამონაყარი
ტესტოსტერონის დონის დაქვეითება
სისხლში კალიუმის მაღალი დონე (ჰიპერკალიემია)
ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა)
თავის ტკივილი
კრუნჩხვები (კონვულსიები ან შეტევები)
დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია)
ზედა სასუნთქი გზები ინფექცია
სუნთქვის გაძნელება (დისპნოე)
ხველა
მონელების დარღვევა (დისპეფსია)
დიარეა
მუცლის ტკივილი, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი
შეკრულობა
კუნთების სპაზმები
ზურგის ტკივილი
სისხლში კალციუმის დაბალი დონე (ჰიპოკალციემია)
უცნობი: არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია
ჭინჭრის ციება (ურტიკარია)
სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლპავის ან სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება)
უჩვეულოდ სწრაფი ან ძლიერი გულისცემა, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლში კალციუმის დაბალ დონესთან (QT გახანგრძლივება და პარკუჭოვანი არითმია გამოწვეული ჰიპოკალციემიით).
ცინაკალცეტის მიღების შემდეგ გულის უკმარისობის მქონე პაციენტების ძალიან მცირე რაოდენობას აღენიშნა მათი მდგომარეობის გაუარესება და/ან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია).
ჭარბი დოზა
300 მგ-მდე ტიტრირებული დოზები დღეში ერთხელ იქნა გამოყენებული მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ დიალიზს არასასურველი შედეგის გარეშე. დღიური დოზა 3.9 მგ/კგ დაენიშნა იმ პედიატრიულ პაციენტს, რომელიც იტარებდა დიალიზს კლინიკურ კვლევაში, რასაც თან ახლდა კუჭის მსუბუქი ტკივილი, გულისრევა და პირღებინება.
ცინაკალცეტით ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოკალციემია. ჭარბი დოზირების შემთხვევაში, აუცილებელია პაციენტების მონიტორინგი ჰიპოკალციემიის ნიშნებსა და სიმპტომებზე, და მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და დამხმარე. გამომდინარე იქიდან, რომ ცინაკალცეტი ძლიერ არის ცილებთან შეკავშირებული, ჭარბი დოზირებისათვის ჰემოდიალიზი არ არის ეფექტიანი მკურნალობა.
შემადგენლობა
30 მგ
აქტიური ნივთიერება არის ცინაკალცეტი. ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 30 მგ ცინაკალცეტს (ჰიდროქლორიდის სახით).
სხვა კომპონენტებია:
პრეჟელატინიზებული სახამებელი
მიკროკრისტალური ცელულოზა PH102
L-ჰიდროქსიპროპილცელულოზა-LH11
კროსპოვიდონი (პოლიპლასდონი XL 10)
კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი
მაგნიუმის სტეარატი
ტაბლეტები შემოგარსულია შემდეგით:
Opadry მწვანე (რომელშიც შედის HPMC 2910/ჰიპრომელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი/PEG, ინდიგო კარმინი (E132) ალუმინის ლეიქი, ტარტრაზინი (E102) ალუმინის ლეიქი, სანსეტ ყვითელი (E110) FCF ალუმინის ლეიქი).
Opadry გამჭვირვალე (რომელშიც შედის HPMC 2910/ჰიპრომელოზა, მაკროგოლი/PEG).
60 მგ
აქტიური ნივთიერება არის ცინაკალცეტი. ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 60 მგ ცინაკალცეტს (ჰიდროქლორიდის სახით).

ცინესეტის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა
ცინესეტი 30 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოდგენილია მწვანე ფერის, ოვალური, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით, ერთ მხარეს ტვიფრით „30“, რომელიც შეიცავს 30 მგ ცინაკალცეტს.
ცინესეტი ხელმისაწვდომია 30 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების შემცველ ბლისტერებში. ყოველი ბლისტერული შეფუთვა შეიცავს 28 ტაბლეტს და მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ცინესეტი 60 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოდგენილია მწვანე ფერის, ოვალური, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით, ერთ მხარეს ტვიფრით „60“, რომელიც შეიცავს 60 მგ ცინაკალცეტს.
ცინესეტი ხელმისაწვდომია 60 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების შემცველ ბლისტერებში. ყოველი ბლისტერული შეფუთვა შეიცავს 28 ტაბლეტს და მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფიII, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო უფლების მფლობელი
NOBEL ILAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş.
სარაი მაჰ. დოქ. ადნან ბუიუქდენიზის ქ. №14
34768 უმრანიე, სტამბოლი
ტელ.: +90 (216) 633 60 00
ფაქსი: +90 (216) 633 60 01
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე EXP ნიშნის შემდეგ მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის თარიღი ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ეს სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობას.
არ გადააგდოთ პრეპარატი საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ პრეპარატი, რომელსაც აღარ იყენებთ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კალციუმის ჰომეოსტაზი, ანტიპარათიროიდული საშუალებები.
ათქ კოდი: H05BX01.
მოქმედების მექანიზმი
კალციუმის სენსორული რეცეპტორი პარათიროიდული ჯირკვლის მთავარი უჯრედის ზედაპირზე არის პარათიროიდული ჰორმონის (PTH) სეკრეციის მთავარი რეგულატორი. ცინაკალცეტი არის კალციმიმეტური საშუალება, რომელიც პირდაპირ აქვეითებს პარათიროიდული ჰორმონის (PTH) დონეს კალციუმის სენსორული რეცეპტორების მგრძნობელობის გაზრდით უჯრედგარე კალციუმზე. პარათიროიდული ჰორმონის (PTH) შემცირება დაკავშირებულია შრატში კალციუმის დონის ერთდროულ შემცირებასთან.
პარათიროიდული ჰორმონის (PTH) დონის შემცირება კორელირდება ცინაკალცეტის კონცენტრაციასთან.
წონასწორული მდგომარეობის მიღწევის შემდეგ, შრატში კალციუმის კონცენტრაცია რჩება უცვლელი დოზირების ინტერვალის განმავლობაში.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
ცინაკალცეტის პერორალური მიღების შემდეგ, ცინაკალცეტის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 2-6 საათში. კვლევებს შორის შედარებების საფუძველზე, ცინაკალცეტის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა უზმოზე მყოფ სუბიექტებში შეფასდა დაახლოებით 20-25%-ზე. ცინაკალცეტის საკვებთან ერთად მიღება იწვევს ცინაკალცეტის ბიოშეღწევადობის დაახლოებით 50-80%-ით ზრდას. პლაზმაში ცინაკალცეტის კონცენტრაციის მატება მსგავსია, საკვების ცხიმის შემცველობის მიუხედავად.
200 მგ-ზე მაღალ დოზებზე, აბსორბცია ნაჯერი იყო, სავარაუდოდ, ცუდი ხსნადობის გამო.
განაწილება
განაწილების მოცულობა არის მაღალი (დაახლოებით 1000 ლიტრი), რაც ინტენსიურ განაწილებაზე მიუთითებს. ცინაკალცეტი დაახლობით 97%-ით შეკავშირებულია პლაზმის ცილებთან და მინიმალურად ნაწილდება სისხლის წითელ უჯრედებში.
შეწოვის შემდეგ, ცინაკალცეტის კონცენტრაცია მცირდება ორფაზიანი გზით, საწყისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6 საათს, ხოლო საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი - 30-დან 40 საათამდე. ცინაკალცეტის სტაბილური დონეები მიიღწევა 7 დღის განმავლობაში მინიმალური დაგროვებით. ცინაკალცეტის ფარმაკოკინეტიკა დროთა განმავლობაში არ იცვლება.
ბიოტრანსფორმაცია
ცინაკალცეტი მეტაბოლიზდება მრავალი ფერმენტით, ძირითადად CYP3A4 და CYP1A2-ით (CYP1A2-ის წვლილი კლინიკურად არ ხასიათდება). მთავარი მოცირკულირე მეტაბოლიტი არის ინაქტიური.
In vitro მონაცემების საფუძველზე, ცინაკალცეტი არის CYP2D6-ის ძლიერი ინჰიბიტორი, თუმცა არ არის სხვა CYP ფერმენტების ინჰიბიტორი კლინიკურად მიღწეულ კონცენტრაციებში, მათ შორის CYP1A2, CYP2C8, CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 და არც CYP1A2, CYP2C19 და CYP3A4 ინდუქტორი.
გამოყოფა
75 მგ რადიომარკირებული დოზის ჯანმრთელ მოხალისეებში გამოყენების შემდეგ, ცინაკალცეტი სწრაფად და ინტენსიურად მეტაბოლიზდება ოქსიდაციით და შემდგომი კონიუგაციით. მეტაბოლიტების თირკმლისმიერი ექსკრეცია იყო რადიოაქტივობის ელიმინაციის ძირითადი გზა. დოზის დაახლოებით 80% აღდგა შარდში, ხოლო 15% - განავალში.
წრფივობა/არაწრფივობა
ცინაკალცეტის AUC და Cmax იზრდება დაახლოებით წრფივად დღეში ერთხელ 30-დან 180 მგ-მდე დოზის დიაპაზონში.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური კავშირ(ებ)ი
დოზის მიღებიდან მალევე, პარათიროიდული ჰორმონი (PTH) იწყებს დაქვეითებას ყველაზე დაბალ დოზებზე დოზირებიდან დაახლოებით 2-6 საათის შემდეგ, რაც შეესაბამება ცინაკალცეტის Cmax-ს. ამის შემდეგ, როდესაც ცინაკალცეტის დონე იწყებს კლებას, პარათიროიდული ჰორმონის (PTH) დონე იზრდება დოზის მიღებიდან 12 საათამდე, შემდეგ კი პარათიროიდული ჰორმონის (PTH) სუპრესია დაახლოებით მუდმივი რჩება დღეში ერთხელ დოზირების ინტერვალის ბოლომდე. პარათიროიდული ჰორმონის (PTH) დონეები ცინაკალცეტის კლინიკურ კვლევებში განისაზღვრა დოზირების ინტერვალის ბოლოს.
ხანდაზმულები: ცინაკალცეტის ფარმაკოკინეტიკაში არ აღინიშნება კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ასაკის გამო.
თირკმლის უკმარისობა: ცინაკალცეტის ფარმაკოკინეტიკური პროფილი პაციენტებში თირკმლის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე უკმარისობით, აგრეთვე იმ პაციენტებში, რომლებიც არიან ჰემოდიალიზზე ან პერიტონეალურ დიალიზზე, ისეთივეა, როგორც ჯანმრთელ მოხალისეებში.
ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის მსუბუქი უკმარისობა მნიშვნელოვან ზეგავლენას არ ახდენს ცინაკალცეტის ფარმაკოკინეტიაზე. ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით, ცინაკალცეტის საშუალო AUC დაახლოებით 2-ჯერ უფრო მაღალი იყო სუბიექტებში ზომიერი უკმარისობით და დაახლოებით 4-ჯერ უფრო მაღალი - მძიმე უკმარისობის მქონე სუბიექტებში. ცინაკალცეტის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივდა 33%-ით და 70%-ით პაციენტებში ღვიძლის ზომიერი და მძიმე უკმარისობით, შესაბამისად. ცინაკალცეტის ცილებთან შეკავშირება არ იცვლება ღვიძლის ფუნქციის დარღვევით. ვინაიდან თითოეული პირისათვის ხდება დოზების ტიტრაცია უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის პარამეტრების მიხედვით, ღვიძლის უკმარისობის მქონე სუბიექტებში დოზის დამატებითი კორექცია საჭირო არ არის (იხილეთ პუნქტები 4.2 და 4.4).
სქესი: ცინაკალცეტის კლირენსი შეიძლება უფრო დაბალი იყოს ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. ვინაიდან დოზის ტიტრაცია ინდივიდუალურია, სქესის მიხედვით დოზის დამატებითი კორექცია საჭირო არ არის.
პედიატრიული პოპულაცია: ცინაკალცეტის ფარმაკოკინეტიკა შეისწავლეს თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადიის (ESRD) მქონე, დიალიზზე მყოფ, 3-17 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებში. ცინაკალცეტის პერორალური ერთჯერადი და მრავალჯერადი, დღეში ერთხელ დოზირების შემდეგ, ცინაკალცეტის პლაზმური კონცენტრაციები (Cmax და AUC მაჩვენებლები დოზისა და წონის მიხედვით ნორმალიზაციის შემდეგ) ისეთივე იყო, რაც მოზრდილ პაციენტებში.
ჩატარდა პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზი, რომელშიც შეფასდა დემოგრაფიული მახასიათებლების გავლენა. ანალიზმა არ გამოავლინა ასაკის, სქესის, რასის, სხეულის ზედაპირის ფართისა და სხეულის წონის მნიშვნელოვანი გავლენა ცინაკალცეტის ფარმაკოკინეტიკაზე.
თამბაქოს მოწევა: ცინაკალცეტის კლირენსი უფრო მაღალია მწეველებში, ვიდრე არამწეველებში, სავარაუდოდ CYP1A2-განპირობებული მეტაბოლიზმის ინდუქციის გამო. თუ პაციენტს წყვეტს ან იწყებს თამბაქოს მოწევას, ცინაკალცეტის პლაზმური დონე შეიძლება შეიცვალოს და საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისათვის
ცინესეტი 30 მგ
ცინესეტი 60 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ცინაკალცეტი
ამ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე შეფუთვის ჩანართს, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
შეინახეთ ეს შეფუთვის ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ეს პრეპარატი დაგინიშნეს მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვას. სხვას შეიძლება ზიანი მიაყენოს მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში. იხილეთ პუნქტი 4.
შეფუთვის ჩანართის შინაარსი
რა არის ცინესეტი და რისთვის გამოიყენება იგი
რა უნდა იცოდეთ ცინესეტის მიღებამდე
ცინესეტის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ცინესეტის შენახვის პირობები
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის ცინესეტი და რისთვის გამოიყენება იგი
ცინესეტი მოქმედებს ორგანიზმში პარათიროიდული ჰორმონის (PTH), კალციუმისა და ფოსფორის დონეების კონტროლის გზით. ის გამოიყენება პარათიროიდულ ჯირკვალთან დაკავშირებული დარღვევების სამკურნალოდ. პარათიროიდები არის ოთხი პატარა ჯირკვალი კისერში, ფარისებრი ჯირკვლის მახლობლად, რომლებიც პარათიროიდულ ჰორმონს (PTH) გამოიმუშავებენ.
ცინესეტი გამოიყენება მოზრდილებში:
მეორადი ჰიპერპარათიროიდიზმის სამკურნალოდ თირკმელების მძიმე დაავადების მქონე მოზრდილებში, რომლებსაც ესაჭიროებათ დიალიზი სისხლის ნარჩენი პროდუქტებისგან გასაწმენდად.
სისხლში კალციუმის მაღალი დონის შესამცირებლად (ჰიპერკალციემია) პარათიროიდული კიბოს მქონე მოზრდილ პაციენტებში.
სისხლში კალციუმის მაღალი დონის (ჰიპერკალციემია) შესამცირებლად პირველადი ჰიპერპარათიროიდიზმის მქონე მოზრდილ პაციენტებში, როდესაც ჯირკვლის მოცილება შეუძლებელია.
ცინესეტი გამოიყენება 3 წლიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში:
მეორადი ჰიპერპარათიროიდიზმის სამკურნალოდ თირკმლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ დიალიზი სისხლის ნარჩენი პორდუქტებისგან გასაწმენდად და რომელთა მდგომარეობა არ კონტროლდება სხვა სამკურნალო საშუალებებით.
პირველადი და მეორადი ჰიპერპარათიროიდიზმის დროს, პარათიროიდული ჯირკვლები გამოიმუშავებს ძალიან ბევრ პარათიროიდულ ჰორმონს (PTH). „პირველადი“ ნიშნავს, რომ ჰიპერპარათიროიდიზმი არ არის გამოწვეული ნებისმიერი სხვა მდგომარეობით, ხოლო „მეორადი“ ნიშნავს, რომ ჰიპერპარათიროიდიზმი გამოწვეულია სხვა მდგომარეობით, მაგალითად, თირკმელების დაავადებით. პირველადმა და მეორადმა ჰიპერპარათიროიდიზმმა შეიძლება გამოიწვიოს ძვლებში კალციუმის დაკარგვა, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს ძვლების ტკივილი და მოტეხილობები, სისხლისა და გულის სისხლძარღვების პრობლემები, თირკმელებში კენჭები, ფსიქიკური დაავადება და კომა.
- რა უნდა იცოდეთ ცინესეტის მიღებამდე
არ მიიღოთ ცინესეტი, თუ ხართ ალერიული ცინაკალცეტის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის (ჩამონათვალი იხილეთ მე-6 პუნქტში) მიმართ.
არ მიიღოთ ცინესეტი, თუ თქვენს სისხლში კალციუმის დაბალი დონე გაქვთ. თქვენი ექიმი გააკონტროლებს სისხლში კალციუმის დონეს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ცინესეტის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ცინესეტის მიღების დაწყებამდე, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ:
კრუნჩხვები (შეტევები ან კონვულსიები). კრუნჩხვების განვითარების რისკი უფრო მაღალია, თუ ადრე გქონდათ ისინი;
ღვიძლის მხრივ დარღვევები;
გულის უკმარისობა.
ცინესეტი ამცირებს კალციუმის დონეს. კალციუმის დაბალ დონესთან (ჰიპოკალციემია) ასოცირებული სიცოცხლისათვის სახიფათო მოვლენები და ფატალური შედეგები ფიქსირდება ცინაკალცეტით ნამკურნალებ მოზრდილებსა და ბავშვებში.
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ გაწუხებთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე, რაც შეიძლება იყოს კალციუმის დაბალი დონის ნიშნები: სპაზმები, კრუნჩხვები ან კუნთების სპაზმები, ან დაბუჟება ან ჩხვლეტა ხელისა და ფეხის თითებში ან პირის გარშემო ან კრუნჩხვები, ცნობიერების დარღვევა ან დაკარგვა ცინესეტით მკურნალობის დროს.
კალციუმის დაბალმა დონემ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი გულის რიტმზე. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ გაქვთ უჩვეულოდ სწრაფი ან აჩქარებული გულისცემა, თუ გაქვთ გულის რითმის დარღვევები, ან თუ ღებულობთ ისეთ პრეპარატებს, რომლებიც ცინესეტის მიღებისას იწვევს გულის რითმის პრობლემებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ პუნქტი 4.
ცინესეტით მკურნალობის დროს, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ:
დაიწყეთ ან შეწყვიტეთ თამბაქოს მოწევა, რადგან მან შეიძლება გავლენა მოახდინოს ცინესეტის მოქმედებაზე.
ბავშვები და მოზარდები
პარათიროიდული კიბოს ან პირველადი ჰიპერპარათიროიდიზმის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა არ უნდა მიიღონ ცინესეტი.
თუ თქვენ მკურნალობთ მეორადი ჰიპერპარათიროიდიზმის გამო, თქვენმა ექიმმა უნდა აკონტროლოს თქვენი კალციუმის დონე ცინესეტით მკურნალობის დაწყებამდე და ცინესეტით მკურნალობის დროს. თქვენ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ აღინიშნება კალციუმის დაბალი დონის რომელიმე ნიშანი, როგორც ეს ზემოთ იყო აღწერილი.
მნიშვნელოვანია, ცინესეტის დოზა მიიღოთ თქვენი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ცინესეტი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ახლახანს მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, განსაკუთრებით ეთელკალცეტიდი ან სხვა პრეპარატი, რომელიც ამცირებს კალციუმის დონეს თქვენს სისხლში.
ცინესეტის მიღება არ შეიძლება ეთელკალცეტიდთან ერთად.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს.
შემდეგმა პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ცინესეტის მოქმედებაზე:
კანისა და სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და ვორიკონაზოლი);
ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (ტელითრომიცინი, რიფამპიცინი და ციპროფლოქსაცინი);
აივ ინფექციისა და შიდსის სამკურნალო პრეპარატი (რიტონავირი);
დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი (ფლუვოქსამინი).
ცინესეტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ისეთი პრეპარატების მოქმედებაზე, როგორიცაა:
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ (ამიტრიპტილინი, დესიპრამინი, ნორტრიპტილინი და კლომიპრამინი);
პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ხველის შესამსუბუქებლად (დექსტრომეთორფანი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის ცვლილების სამკურნალოდ (ფლეკაინიდი და პროპაფენონი);
პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის სამკურნალოდ (მეტოპროლოლი).
ცინესეტი საკვებთან და სასმელებთან ერთად
ცინესეტის მიღება შეიძლება ჭამის დროს ან ჭამიდან ცოტა ხანში.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე.
ცინაკალცეტი არ არის შესწავლილ ორსულ ქალებში. ორსულობის შემთხვევაში, თქვენმა ექიმმა შეიძლება განიხილოს თქვენი მკურნალობის შეცვლა, რადგან ცინესეტმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ჯერ არდაბადებულ ბავშვს.
არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა ცინესეტი დედის რძეში. თქვენი ექიმი განიხილავს თქვენთან ერთად, უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება თუ ცინესეტით მკურნალობა.
ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარებუს გამოყენება
იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ცინაკალცეტს, დაფიქსირდა თავბრუსხვევა და კრუნჩხვები. აღნიშნული გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, ავტომობილის მართვა ან მანქანა-დანადგარების გამოყენება არ შეიძლება.
ცინესეტი შეიცავს ლაქტოზას
თუ ექიმს გაცნობებთ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ცინესეტი შეიცავს ტარტრაზინს (E102) და სანსეტ ყვითელს FCF (E110). მათ შეუძლიათ ალერგიული რეაქციების გამოწვევა.
- ცინესეტის მიღების წესი
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. ექიმი გეტყვით, თუ რამდენი ცინესეტი უნდა მიიღოთ.
ცინესეტის მიიღება პერორალურად, ჭამის დროს ან ჭამიდან ცოტა ხანში. ტაბლეტები მიიღება მთლიანად და არ იყოფა.
თქვენი ექიმი რეგულარულად აიღებს სისხლის ანალიზებს მკურნალობის დროს, რათა დააკვირდეს თქვენს პროგრესს და, საჭიროების შემთხვევაში, დაარეგულიროს დოზა.
თუ მკურნალობთ მეორად ჰიპერპარათიროიდიზმს
ცინესეტის ჩვეულებრივი საწყისი დოზა მოზრდილებში არის 30 მგ (ერთი ტაბლეტი) დღეში ერთხელ.
ცინესეტის ჩვეულებრივი საწყისი დოზა 3 წლიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არის არაუმეტეს 0.20 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში.
თუ მკურნალობთ პარათიროიდულ კიბოს ან პირველად ჰიპერპარათიროიდიზმს
ცინესეტის ჩვეულებრივი საწყისი დოზა მოზრდილებში არის 30 მგ (ერთი ტაბლეტი) დღეში ორჯერ.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ცინესეტი
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ცინესეტი, სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს. ჭარბი დოზირების შესაძლო ნიშნები მოიცავს დაბუჟებას ან ჩხვლეტას პირის გარშემო, კუნთების ტკივილს ან სპაზმებს და კრუნჩხვებს.
თუ დაგავიწყდათ ცინესეტის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
თუ დაგავიწყდათ ცინესეტის დოზის მიღება, მომდევნო დოზა ჩვეულებისამებრ უნდა მიიღოთ.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.
გთხოვთ სასწრაფოდ აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ:
გამოვლინდება დაბუჟება ან ჩხვლეტა პირის გარშემო, კუნთების ტკივილი ან სპაზმები და კრუნჩხვები. ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ თქვენი კალციუმის დონე ძალიან დაბალია (ჰიპოკალციემია).
გამოვლინდება სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება).
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში
გულისრევა და პირღებინება, აღნიშნული გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ არის საკმაოდ მსუბუქი და დიდხანს არ გრძელდება.
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-მდე პაციენტში
თავბრუსხვევა
დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია)
მადის დაკარგვა (ანორექსია) ან დაქვეითება
კუნთების ტკივილი (მიალგია)
სისუსტე (ასთენია)
გამონაყარი
ტესტოსტერონის დონის დაქვეითება
სისხლში კალიუმის მაღალი დონე (ჰიპერკალიემია)
ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა)
თავის ტკივილი
კრუნჩხვები (კონვულსიები ან შეტევები)
დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია)
ზედა სასუნთქი გზები ინფექცია
სუნთქვის გაძნელება (დისპნოე)
ხველა
მონელების დარღვევა (დისპეფსია)
დიარეა
მუცლის ტკივილი, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი
შეკრულობა
კუნთების სპაზმები
ზურგის ტკივილი
სისხლში კალციუმის დაბალი დონე (ჰიპოკალციემია)
უცნობი: არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია
ჭინჭრის ციება (ურტიკარია)
სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლპავის ან სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება)
უჩვეულოდ სწრაფი ან ძლიერი გულისცემა, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლში კალციუმის დაბალ დონესთან (QT გახანგრძლივება და პარკუჭოვანი არითმია გამოწვეული ჰიპოკალციემიით).
ცინაკალცეტის მიღების შემდეგ გულის უკმარისობის მქონე პაციენტების ძალიან მცირე რაოდენობას აღენიშნა მათი მდგომარეობის გაუარესება და/ან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია).
- ცინესეტის შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე EXP ნიშნის შემდეგ მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის თარიღი ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ეს სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობას.
არ გადააგდოთ პრეპარატი საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ პრეპარატი, რომელსაც აღარ იყენებთ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ცინესეტი
30 მგ
აქტიური ნივთიერება არის ცინაკალცეტი. ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 30 მგ ცინაკალცეტს (ჰიდროქლორიდის სახით).
სხვა კომპონენტებია:
პრეჟელატინიზებული სახამებელი
მიკროკრისტალური ცელულოზა PH102
L-ჰიდროქსიპროპილცელულოზა-LH11
კროსპოვიდონი (პოლიპლასდონი XL 10)
კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი
მაგნიუმის სტეარატი
ტაბლეტები შემოგარსულია შემდეგით:
Opadry მწვანე (რომელშიც შედის HPMC 2910/ჰიპრომელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი/PEG, ინდიგო კარმინი (E132) ალუმინის ლეიქი, ტარტრაზინი (E102) ალუმინის ლეიქი, სანსეტ ყვითელი (E110) FCF ალუმინის ლეიქი).
Opadry გამჭვირვალე (რომელშიც შედის HPMC 2910/ჰიპრომელოზა, მაკროგოლი/PEG).
60 მგ
აქტიური ნივთიერება არის ცინაკალცეტი. ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 60 მგ ცინაკალცეტს (ჰიდროქლორიდის სახით).
სხვა კომპონენტებია:
პრეჟელატინიზებული სახამებელი
მიკროკრისტალური ცელულოზა PH102
L-ჰიდროქსიპროპილცელულოზა-LH11
კროსპოვიდონი (პოლიპლასდონი XL 10)
კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი
მაგნიუმის სტეარატი
ტაბლეტები შემოგარსულია შემდეგით:
Opadry მწვანე (რომელშიც შედის HPMC 2910/ჰიპრომელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი/PEG, ინდიგო კარმინი (E132) ალუმინის ლეიქი, ტარტრაზინი (E102) ალუმინის ლეიქი, სანსეტ ყვითელი (E110) FCF ალუმინის ლეიქი).
Opadry გამჭვირვალე (რომელშიც შედის HPMC 2910/ჰიპრომელოზა, მაკროგოლი/PEG).
ცინესეტის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა
ცინესეტი 30 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოდგენილია მწვანე ფერის, ოვალური, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით, ერთ მხარეს ტვიფრით „30“, რომელიც შეიცავს 30 მგ ცინაკალცეტს.
ცინესეტი ხელმისაწვდომია 30 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების შემცველ ბლისტერებში. ყოველი ბლისტერული შეფუთვა შეიცავს 28 ტაბლეტს და მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ცინესეტი 60 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოდგენილია მწვანე ფერის, ოვალური, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით, ერთ მხარეს ტვიფრით „60“, რომელიც შეიცავს 60 მგ ცინაკალცეტს.
ცინესეტი ხელმისაწვდომია 60 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების შემცველ ბლისტერებში. ყოველი ბლისტერული შეფუთვა შეიცავს 28 ტაბლეტს და მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფიII, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო უფლების მფლობელი
NOBEL ILAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş.
სარაი მაჰ. დოქ. ადნან ბუიუქდენიზის ქ. №14
34768 უმრანიე, სტამბოლი
ტელ.: +90 (216) 633 60 00
ფაქსი: +90 (216) 633 60 01
მწარმოებელი:
NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş.
სანჯაკლარის რაიონი, ესკი აქჩაკოჯას ქუჩა № 299
81100 დუზჯე/თურქეთი
ტელ.: 90 380 526 30 60
ფაქსი: 90 380 526 30 43
ეს შეფუთვის ჩანართი ბოლოს განახლდა 2021 წლის სექტემბერში.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.