ცეფოპერაზონი
CEFOPERAZONE
ცეფოპერაზონისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების მკურნალობა: ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები; ზედა და ქვედა საშარდე გზების ინფექციები; მუცლის ღრუს ორგანოთა ინფექციები (მათ შორის პერიტონიტი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი); სეპტიცემია; მენინგიტი; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ცეფოპერაზონი (cefoperazone)
- ფორმა და შეფუთვა
- 1გ ფხვნილი ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- AbiPharm LLC, საქართველო
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
- ATC კოდი
- J01DD12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036480
- რეგისტრირებულია
- 22 სექტემბერი 2022, მოქმედებს 22 სექტემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- AbiPharm LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „აბიფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ცეფოპერაზონი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ცეფოპერაზონისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების მკურნალობა:
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები;
ზედა და ქვედა საშარდე გზების ინფექციები;
მუცლის ღრუს ორგანოთა ინფექციები (მათ შორის პერიტონიტი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი);
სეპტიცემია;
მენინგიტი;
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
მენჯის ღრუს ორგანოთა ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, ენდომეტრიტი;
გონორეა;
სასქესო გზების ინფექციები.
მუცლის ღრუს, გინეკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა და ორთოპედიული ოპერაციების შემდგომი გართულებების პროფილაქტიკა.
ცეფოპერაზონის მოქმედების ფართო სპექტრი საშუალებას იძლევა უმრავლესი ინფექციების დროს პრეპარატი დაინიშნოს მონოთერაპიაში, თუმცა მისი დანიშვნა შესაძლებელია სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებში ცეფოპერაზონის საშუალო დღე-ღამური დოზა შეადგენს 2-4 გ-ს; დოზა უნდა განაწილდეს 2 მიღებაზე ყოველ 12 საათში ერთხელ.
მძიმე ფორმის ინფექციების დროს ყოველდღიური დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 8 გ-მდე (2 მიღებაზე ყოველ 12 საათში ერთხელ). ცეფოპერაზონის სადღეღამისო დოზის 12 გ და 16 გ, ინექციის შემთხვევაშიც კი, როცა მთლიანი დოზა განაწილებული იყო თანაბარ დოზებად ყოველ 8 საათში ერთხელ, გართულებები არ გამოვლენილა. ცეფოპერაზონით მკურნალობის დაწყება დასაშვებია მიკროორგანიზმების მგრძნობელობის ტესტების შედეგების მიღებამდე.
გაურთულებელი გონოკოკური ურეთრიტის დროს რეკომენდებულია ერთჯერადად 500 მგ ცეფოპერაზონის კუნთში ინექცია.
ოპერაციის შემდგომი ინფექციური გართულებების პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება - ცეფოპერაზონი 1 გ ან 2 გ ვენაში საინექციოდ, ოპერაციამდე 30-90 წუთით ადრე. დასაშვებია დოზის გამეორება ყოველ 12 საათში ერთხელ, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში საკმარისია 24 საათის განმავლობაში. ინფიცირების მაღალი რისკით ოპერაციების დროს (მაგ.: ოპერაცია კოლორექტალურ არეში) ან ინფიცირების განვითარების შემთხვევაში განსაკუთრებული ზიანის მიყენების ალბათობის დროს (მაგ.: ოპერაციები ღია გულზე ან სახსრების პროტეზირება), შესაძლებელია ცეფოპერაზონი დაინიშნოს ოპერაციის დამთავრებიდან 72 საათის განმავლობაში.
ღვიძლის ფუნქციების დარღვევების დროს დოზის კორექცია საჭიროა სანაღვლე გზების გამოხატული ობსტრუქციის, ღვიძლის მძიმე დაავადებების ან თირკმლის ფუნქციების დარღვევის დროს. სადღეღამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 2 გ-ს და ამ შემთხვევაში, არ არის აუცილებელი სისხლის პლაზმაში ცეფოპერაზონის კონცენტრაციის კონტროლი.
პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, პრეპარატის საშუალო სადღეღამისო დოზა (2-4 გ) ინიშნება კორექციის გარეშე. პაციენტებში, 18 მლ/წთ-ზე ნაკლები გორგლოვანი ფილტრაციით ან თუ პლაზმის კრეატინინის დონე მეტია 3,5 მგ/დლ, პრეპარატის სადღერამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 4 გ-ს. ჰემოდილალიზის დროს ცეფოპერაზონის ნახევარგამოყოფის პერიოდი რამდენადმე მცირდება, ამიტომ პრეპარატი უნდა დაინიშნოს დიალიზის დამთავრების შემდეგ.
ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების ერთდროულად დარღვევისას აუცილებელია სისხლის შრატში ცეფოპერაზონის კონცენტრაციის კონტროლი და საჭიროებისას - დოზის კორექცია.
თუ სადღეღამისო დოზა არ გადააჭარბებს 2 გ-ს, შრატში ცეფოპერაზონის კონცენტრაციის კონტროლი აუცილებეელი არ არის.
ბავშვებში ცეფოპერაზონის სადღეღამისო დოზა შეადგენს 50-200 მგ/კგ სხეულის წონაზე; ინიშნება ყოველ 8-12 საათში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 12 გ.
ვენაში ნაკადის სახით ნელა შეყვანისას მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 50 მგ/კგ სხეულის წონაზე; პრეპარატის შეყვანის ხანგრძლივობა - არანაკლებ 3-5 წუთი.
ახალშობილებში (8 დღემდე) სადღეღამისო დოზა შეადგენს 50-200 მგ/კგ სხეულის წონაზე; პრეპარატი ინიშნება ყოველ 12 საათში.
კუნთში საინექციო ხსნარის მომზადების და შეყვანის წესები
კუნთში შესაყვანი ხსნარი მოსამზადებლად გამოიყენება სტერილური წყალი ან საინექციო ბაქტერიოსტატიკური წყალი. თუ შესაყვანი ხსნარის მოსალოდნელი კონცენტრაცია აჭარბებს 250 მგ/მლ, გამხსნელის სახით რეკომენდებულია ლიდოკაინის ხსნარი. აღნიშნული ხსნარი შესაძლებელია მომზადდეს სტერილური საინექციო წყლით და 2% ლიდოკაინით, რაც 0,5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარს უახლოვდება.
რეკომენდებულია პრეპარატი გაიხსნას 2 ეტაპად: თავდაპირველად პრეპარატს უმატებენ საჭირო რაოდენობის სტერილურ საინექციო წყალს და ანჯღრევენ ფხვნილის სრულ გახსნამდე, შემდეგ ამატებენ საჭირო რაოდენობის 2% ლიდოკაინის ხსნარს და ურევენ.
ცეფოპერაზონის საბოლოო კონცენტრაცია
სტერილური წყლის რაოდენობა
2% ლიდოკაინის ხსნარი
შესაყვანი ხსნარის მოცულობა*
250 მგ/მლ
- 6 მლ
- 9 მლ
- 0 მლ
333 მგ/მლ
- 8 მლ
- 6 მლ
- 0 მლ
- ფლაკონში მიღებული ხსნარის ჭარბი მოცულობა საშუალებას იძლევა შპრიცი შეივსოს მითითებული მოცულობით
კუნთში ინექცია უნდა მოხდეს ღრმად დიდ დუნდულა კუნთში ან თეძოს წინა ზედაპირზე.
ვენაში შესაყვანი ხსნარის მომზადების და შეყვანის წესები
ფლაკონის შიგთავსი თავდაპირველად უნდა გაიხსნას ნებისმიერ თავსებად ინტრავენურ გამხსნელთან (თანაფარდობით მინიმუმ 2,8 მლ/1 გ ცეფოპერაზონი). გახსნის გამარტივების მიზნით, რეკომენდებულია 5 მლ გამხსნელი 1 გ ცეფოპერაზონზე.
თავდაპირველი გახსნისთვის გამოიყენება შემდეგი ხსნარები: 5% დექსტროზის საინექციო ხსნარი, 10% დექსტროზის ხსნარი, 0,9% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი, 5% დექსტროზის ხსნარი და 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, 5% დექსტროზის და 0,2% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, სტერილური საინექციო წყალი, ნორმოსოლი R, ნორმოსოლი М და 5% დექსტროზის ხსნარი.
შემდეგ, მიღებული ხსნარი უნდა გაზავდეს ერთ-ერთი შეთავსებადი ინტრავენური ხსნარით: 5% დექსტროზის საინექციო ხსნარი, 10% დექსტროზის საინექციო ხსნარი, 5% დექსტროზის და რინგერის ლაქტატის საინექციო ხსნარი, რინგერის ლაქტატის ხსნარი, 5% დექსტროზის და 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, ნორმოსოლი R, ნორმოსოლი М და 5% დექსტროზის ხსნარი, 5% დექსტროზის და 0,2% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი.
ვენაში წვეთოვნად შესაყვანი ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონის შიგთავსი (ცეფოპერაზონი 1გ) უნდა გაიხსნას 20-100 მლ შეთავსებად სტერილურ ვენაში საინექციო ხსნარში და ვენაში შეყავთ 15 წთ-დან 1 საათის განმავლობაში. თუ გამხსნელის სახით გამოიყენება სტერილური წყალი, ფლაკონის შიგთავსს უნდა დაემატოს არა უმეტეს 20 მლ.
ვენაში ხანგრძლივი ინფუზიისთვის საჭირო ხსნარის მოსამზადებლად, ფლაკონის შიგთავსი (ცეფოპერაზონი 1 გ) უნდა გაიხსნას 5 მლ სტერილურ საინექციო წყალში ან 5 მლ ბაქტერიოსტატიკურ საინექციო წყალში; მიღებული ხსნარი უნდა დაემატოს შესაბამის ინტრავენურ გამხსნელს.
ვენაში ნაკადურად ნელა შესაყვანი ხსნარის მოსამზადებლად პრეპარატი უნდა გაიხსნას შესაბამის გამხსნელში, საბოლოო კონცენტრაციით 100 მგ/მლ და შეყავთ არა ნაკლებ 3-5 წუთის განმავლობაში.
უკუჩვენებები
ცეფოპერაზონისა და სხვა ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
სიფრთხილის ზომები
ცეფოპერაზონის მოქმედების ფართო სპექტრი საშუალებას იძლევა ინფექციების უმრავლესობის სამკურნალოდ დაინიშნოს მონოთერაპიის სახით. თუმცა, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მისი გამოყენება სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად კომბინაციაში. ამინოგლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას საჭიროა თირკმლის ფუნქციის კონტროლი.
უსაფრთხოების თვალსაზრისით, ცეფოპერაზონის დანიშვნამდე აუცილებელია გამოკვლეულ იქნას, აღენიშნებოდა თუ არა პაციენტს ცეფალოსპორინებისადმი, პენიცილინებისა და სხვა სამკურნალო საშუალებებისადმი მომატებული მგრძნობელობა. პენიცილინისადმი მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება დიდი სიფრთხილით. ყველა პაციენტში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ სხვადასხვა სახის ალერგიული რეაქცია და განსაკუთრებით წამლისმიერი ალერგია, ანტიბიოტიკები ინიშნება სიფრთხილით.
ალერგიული რეაქციის გამოვლინებისას, აუცილებელია ცეფოპერაზონით მკურნალობის შეწყვეტა და სათანადო მკურნალობის დანიშვნა. ანაფილაქსიური რეაქციის განვითარებისას აუცილებელია, დაუყოვნებლივ ეპინეფრინის (ადრენალინის) შეყვანა. საჭიროებისას - ჟანგბადის გამოყენება, ვენაში კორტიკოსტეროიდების შეყვანა და ნორმალური სუნთქვის შენარჩუნება (ინტუბაციის ჩათვლით).
სანაღვლე გზების მძიმე ფორმის ობსტრუქციის დროს, ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს, ცეფოპერაზონის Т1/2 ხანგრძლივდება, ხოლო შარდის გზით პრეპარატის ორგანიზმიდან გამოდევნა იზრდება.
ცეფოპერაზონით მკურნალობის დროს, ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებისას, შესაძლებელია ორგანიზმში ვიტამინ К-ს დეფიციტი განვითარდეს, რაც სავარაუდოდ, ნაწლავის ფლორის დათრგუნვით არის გამოწვეული, რომელიც მონაწილეობას იღებს აღნიშნული ვიტამინის სინთეზში. რისკის ჯგუფს შეადგენენ პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად იმყოფებიან დიეტაზე ან პარენტერალურ კვებაზე ან დარღვეული აქვთ საკვების შეწოვის პროცესი (მაგ.: პაციენტები მუკოვისციდოზით). რისკის ჯგუფის პაციენტებში აუცილებელია პროთრომბინის დროის კონტროლი და საჭიროებისას, ეგზოგენურად ვიტამინ К-ს დანიშვნა.
ცეფოპერაზონის ხანგრძლივად გამოყენებამ შესაძლოა რეზისტენტული მიკროორგანიზმების ზრდა გამოიწვიოს (ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებისას), ამიტომ მკურნალობის პერიოდში აუცილებელია პაციენტზე მუდმივი დაკვირვება.
ცეფოპერაზონის მკურნალობისას შესაძლებელია დაფიქსირდეს შარდში გლუკოზაზე ცრუ-დადებითი რეაქცია, ბენედიქტის ან ფელინგის ხსნარის გამოყენებისას.
ცეფოპერაზონით მკურნალობის პერიოდში ან მკურნალობიდან 5 დღის განმავლობაში ალკოჰოლის გამოყენებისას გამოვლენილია უეცარი წამოხურება, ოფლდენის გაძლიერება, თავის ტკივილი და ტაქიკარდია. ამიტომ ცეფოპერაზონით მკურნალობის დროს პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ალკოჰოლისა და ეთანოლის შემცველი პრეპარატებისგან.
გამოყენება პედიატრიაში
ცეფოპერაზონი წარმატებით გამოიყენება ჩვილ ბავშვებში. თუმცა ახალშობილებში და დღენაკლულებში მისი გამოყენების შესახებ ფართომაშტაბიანი კვლევები არ ჩატარებულა. ამიტომ აღნიშნულ ჯგუფში პრეპარატის დანიშვნამდე უნდა გაითვალისწინონ მკურნალობასთან დაკავშირებული დადებითი ეფექტებიც და მოსალოდნელი რისკიც.

პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, პრეპარატის საშუალო სადღეღამისო დოზა (2-4გ) ინიშნება კორექციის გარეშე. პაციენტებში, 18 მლ/წთ-ზე ნაკლები გორგლოვანი ფილტრაციით ან თუ პლაზმის კრეატინინის დონე მეტია 3,5 მგ/დლ, პრეპარატის სადღერამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 4 გ-ს. ჰემოდილალიზის დროს ცეფოპერაზონის ნახევარგამოყოფის პერიოდი რამდენადმე მცირდება, ამიტომ პრეპარატი უნდა დაინიშნოს დიალიზის დამთავრების შემდეგ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ერთდროული გამოყენებისას პრობენეციდი გავლენას არ ახდენს სისხლის პლაზმაში ცეფოპერაზონის კონცენტრაციაზე.
ფარმაცევტული ურთიერთქმედება
ცეფოპერაზონის და ამინოგლიკოზიდების ხსნარების ერთმანეთში არევა არ შეიძლება, რადგან მათ შორის არსებობს ფიზიკური შეუთავსებლობა.
ცეფოპერაზონით და ამინოგლიკოზიდებით კომბინირებული თერაპიის აუცილებლობისას, ვენაში ორივე პრეპარატი შეყავთ ცალ-ცალკე დოზების სახით. ამასთან, უნდა გამოიყენონ განცალკევებული კათეტერები და განმეორებითი დოზების ინექციებს შორის, სათანადოდ უნდა გამოირეცხოს ისინი შესაბამისი გამხსნელებით. რეკომენდებულია ამინოგლიკოზიდის შეყვანამდე მოხდეს ცეფოპერაზონის შეყვანა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის დროს პრეპარატის დანიშვნის პოტენციური სარგებელი დედისთვის უნდა აჭარბებდეს ნაყოფზე უარყოფითი გავლენის რისკს.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას, საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
გვერდითი მოვლენები
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ნეიტროფილების მცირედი შემცირება, შექცევადი ნეიტროპენია (ხანგრძლივი მკურნალობის დროს), დადებითი პირდაპირი ანტიგლობულინური კუმბსის სინჯი, ჰემატოკრიტის და ჰემოგლობინის შემცირება; ერთეულ შემთხვევაში - ეოზინოფილია და ჰიპოთრომბინემია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მსუბუქი და ზომიერად გამოხატული დისპეფსიური მოვლენები (მოვლენები ქრებოდა პრეპარატის მოხსნის ან სიმპტომური თერაპიის შემდეგ), ასპარტატამინოტრანსფერაზას, ალანინამინოტრანსფერაზას და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის ზომიერად გამოხატული ტრანზიტორული მატება.
ალერგიული რეაქციები: მაკულო-პაპულოზური გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ეოზინოფილია და წამლისმიერი ცხელება (ხშირად აღნიშნული რეაქციები ვლინდება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ მიდრეკილება ალერგიული რეაქციებისკენ, განსაკუთრებით პენიცილინებისადმი).
ადგილობრივი რეაქციები: კუნთში ინექციის დროს ზოგჯერ აღინიშნება ტკივილი ინექციის ადგილზე; ვენაში ინექციის დროს, ზოგიერთ პაციენტს, ინექციის ადგილზე უვითარდება ფლებიტი.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ღებინება, ფსევდომემბრანოზული კოლიტი.
სხვადასხვა: ალერგიული რეაქციები, ანაფილაქტოიდური რეაქციები (მათ შორის შოკი), ქავილი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, სისხლდენა.
ჭარბი დოზა
ცეფოპერაზონის დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არასაკმარისია და შეზღუდული.
სიმპტომები: შესაძლებელია აღწერილი გვერდითი მოვლენების გაძლიერება. ცეფალოსპორინების დიდი დოზით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსიური გულყრა.
მკურნალობა: ეპილეფსიური გულყრების სამკურნალოდ ინიშნება სედატიური თერაპია დიაზეპამის გამოყენებით. ცეფოპერაზონი გამოიდევნება ჰემოდიალიზით, ამიტომ პაციენტებში თირკმლის უკმარისობით აღნიშნული პროცედურის გამოყენება დასაშვებია.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
მონაცემები არ არსებობს.
შემადგენლობა
ერთი ფლაკონი შეიცავს 1 გ ცეფოპერაზონის ეკვივალენტურ ცეფოპერაზონის ნატრიუმის მარილს.
აღწერილობა
თეთრი ან მოყვითალო ფერის კრისტალური ფხვნილი
შენახვის პირობები
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
ცეფოპერაზონის მომზადებული ხსნარის სტაბილურობას განსაზღვრავს გამხსნელის სახეობა, კონცენტრაცია, შენახვის პირობები. შენახვის ვადები მოცემულია ცხრილში. შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ ცეფოპერაზონის გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.
გამხსნელის სახეობა
კონცენტრაცია
24 საათის განმავლობაში 15-25°С ტემპერატურაზე
5% დექსტროზის ხსნარი და რინგერის ლაქტატის ხსნარი
2-50 მგ/მლ
10% დექსტროზის ხსნარი
2-50 მგ/მლ
24 საათის განმავლობაში 15-25°С ტემპერატურაზე ან 5 დღიის განმავლობაში მაცივარში (2-8°С ტემპერატურაზე)
საინექციო ბაქტერიოსტატიკური წყალი
300 მგ/მლ
5% დექსტროზის ხსნარი
2-50 მგ/მლ
5% დექსტროზის ხსნარი და 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი
2-50 მგ/მლ
5%დექსტროზისა და 0.2% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი
2-50 მგ/მლ
რინგერის ლაქტატის ხსნარი
2 მგ/მლ
- 5% ლიდოკაინის ხსნარი
300 მგ/მლ
- 9% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი
2-300 მგ/მლ
ნორმოსოლი М 5% დექსტროზის ხსნართან ერთად
2-50 მგ/მლ
ნორმოსოლი R
2-50 მგ/მლ
საინექციო სტერილური წყალი
300 მგ/მლ
ცეფოპერაზონის ხსნარი ინახება პარენტერალური ხსნარებისთვის განკუთვნილ შუშის ან პლასტიკის შპრიცებში ან კონტეინერში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები.
ATC Code: J01DD12
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ფარმაკოდინამიკა
პარენტერალური გამოყენების, ნახევრადსინთეზური ცეფალოსპორინების ჯგუფის ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკი.
ცეფოპერაზონის ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია ბაქტერიის უჯრედული კედლის სინთეზის ინჰიბირებით.
in vitro ცეფოპერაზონი აქტიურია მრავალი კლინიკური მნიშვნელობის მიკროორგანიზმისადმი, ამავე დროს რეზისტენტობას ავლენს მრავალი β-ლაქტამაზას მიმართ.
ცეფოპერაზონი აქტიურია აერობული გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Staphylococcus aureus (პენიცილინაზას მაპროდუსირებელი და არამაპროდუსირებელი შტამები), Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae (Diplococcus pneumoniae), Streptococcus pyogenes (А ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი), Streptococcus agalactiae (B ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი), Enterococcus faecalis მრავალი შტამი, ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკების სხვა მრავალი შტამი;
აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Escherichia coli, Klebsiella spp., Enterobacter spp., Citrobacter spp., Haemophilus influenzae, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Morganella morganii (Proteus morganii), Providencia spp. (მათ შორის Providencia rettgeri), Serratia spp. (მათ შორის Serratia marcescens), Salmonella spp., Shigella spp., Pseudomonas spp. (მათ შორის Pseudomonas aeruginosa), Acinetobacter calcoaceticus, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Bordetella pertussis, Yersinia enterocolitica;
ანაერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Peptococcus spp., Peptostreptococcus spp., Clostridium spp., Eubacterium spp., Lactobacillus spp.;
ანაერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Veillonella spp., Fusobacterium spp., Bacteroides spp. (მათ შორის Bacteroides fragilis მრავალი შტამი).
ფარმაკოკინეტიკა
ცეფოპერაზონის თერაპიული დოზა აღმოჩენილია ორგანიზმის გამოკვლეულ ყველა ქსოვილსა და ბიოლოგიურ სითხეში, მათ შორის ასციტურ და თავ-ზურგტვინის სითხეში (მენინგიტის დროს), შარდში, ნაღვლის წვენში, ნაღვლის ბუშტის კედელში, ფილტვებში, ნახველში, ნუშისებრ ჯირკვლებში და სინუსების ლორწოვან გარსებში, წინაგულში, თირკმელში, წინამდებარე ჯირკვალში, საკვერცხეში, საშვილისნოში, ფალოპის მილებში, ძვლებში, ჭიპლარის სისხლში და ამნიოზურ სითხეში.
ცეფოპერაზონის T1/2 შეადგენს დაახლოებით 2 საათს. ორგანიზმიდან გამოიდევნება ნაღვლის და შარდის საშუალებით. ნაღვლის წვენში ცეფოპერაზონის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-3 საათში, რაც ამავე პერიოდში სისხლში კონცენტრაციას 100-ჯერ აღემატება.
ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები პაციენტებში თირკმლის უკმარისობით არ განსხვავდება მაჩვენებლებისგან თირკმლის ნორმალური ფუნქციით.
პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით პლაზმიდან ცეფოპერაზონის T1/2 ხანგრძლივდება და ერთდროულად იზრდება შარდით ექსკრეცია.
პაციენტებში ღვიძლის და თირკმლის უკმარისობით შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ცეფოპერაზონის დაგროვება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ცეფოპერაზონი
CEFOPERAZONE
საერთაშორისო დასახელება
ცეფოპერაზონი (Cefoperazone)
წამლის ფორმა
სტერილური ფხვნილი კუნთში და ვენაში საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
შემადგენლობა
ერთი ფლაკონი შეიცავს 1 გ ცეფოპერაზონის ეკვივალენტურ ცეფოპერაზონის ნატრიუმის მარილს.
აღწერილობა
თეთრი ან მოყვითალო ფერის კრისტალური ფხვნილი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები.
ATC Code: J01DD12
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ფარმაკოდინამიკა
პარენტერალური გამოყენების, ნახევრადსინთეზური ცეფალოსპორინების ჯგუფის ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკი.
ცეფოპერაზონის ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია ბაქტერიის უჯრედული კედლის სინთეზის ინჰიბირებით.
in vitro ცეფოპერაზონი აქტიურია მრავალი კლინიკური მნიშვნელობის მიკროორგანიზმისადმი, ამავე დროს რეზისტენტობას ავლენს მრავალი β-ლაქტამაზას მიმართ.
ცეფოპერაზონი აქტიურია აერობული გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Staphylococcus aureus (პენიცილინაზას მაპროდუსირებელი და არამაპროდუსირებელი შტამები), Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae (Diplococcus pneumoniae), Streptococcus pyogenes (А ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი), Streptococcus agalactiae (B ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი), Enterococcus faecalis მრავალი შტამი, ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკების სხვა მრავალი შტამი;
აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Escherichia coli, Klebsiella spp., Enterobacter spp., Citrobacter spp., Haemophilus influenzae, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Morganella morganii (Proteus morganii), Providencia spp. (მათ შორის Providencia rettgeri), Serratia spp. (მათ შორის Serratia marcescens), Salmonella spp., Shigella spp., Pseudomonas spp. (მათ შორის Pseudomonas aeruginosa), Acinetobacter calcoaceticus, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Bordetella pertussis, Yersinia enterocolitica;
ანაერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Peptococcus spp., Peptostreptococcus spp., Clostridium spp., Eubacterium spp., Lactobacillus spp.;
ანაერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Veillonella spp., Fusobacterium spp., Bacteroides spp. (მათ შორის Bacteroides fragilis მრავალი შტამი).
ფარმაკოკინეტიკა
ცეფოპერაზონის თერაპიული დოზა აღმოჩენილია ორგანიზმის გამოკვლეულ ყველა ქსოვილსა და ბიოლოგიურ სითხეში, მათ შორის ასციტურ და თავ-ზურგტვინის სითხეში (მენინგიტის დროს), შარდში, ნაღვლის წვენში, ნაღვლის ბუშტის კედელში, ფილტვებში, ნახველში, ნუშისებრ ჯირკვლებში და სინუსების ლორწოვან გარსებში, წინაგულში, თირკმელში, წინამდებარე ჯირკვალში, საკვერცხეში, საშვილისნოში, ფალოპის მილებში, ძვლებში, ჭიპლარის სისხლში და ამნიოზურ სითხეში.
ცეფოპერაზონის T1/2 შეადგენს დაახლოებით 2 საათს. ორგანიზმიდან გამოიდევნება ნაღვლის და შარდის საშუალებით. ნაღვლის წვენში ცეფოპერაზონის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-3 საათში, რაც ამავე პერიოდში სისხლში კონცენტრაციას 100-ჯერ აღემატება.
ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები პაციენტებში თირკმლის უკმარისობით არ განსხვავდება მაჩვენებლებისგან თირკმლის ნორმალური ფუნქციით.
პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით პლაზმიდან ცეფოპერაზონის T1/2 ხანგრძლივდება და ერთდროულად იზრდება შარდით ექსკრეცია.
პაციენტებში ღვიძლის და თირკმლის უკმარისობით შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ცეფოპერაზონის დაგროვება.
ჩვენება
ცეფოპერაზონისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების მკურნალობა:
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები;
ზედა და ქვედა საშარდე გზების ინფექციები;
მუცლის ღრუს ორგანოთა ინფექციები (მათ შორის პერიტონიტი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი);
სეპტიცემია;
მენინგიტი;
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
მენჯის ღრუს ორგანოთა ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, ენდომეტრიტი;
გონორეა;
სასქესო გზების ინფექციები.
მუცლის ღრუს, გინეკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა და ორთოპედიული ოპერაციების შემდგომი გართულებების პროფილაქტიკა.
ცეფოპერაზონის მოქმედების ფართო სპექტრი საშუალებას იძლევა უმრავლესი ინფექციების დროს პრეპარატი დაინიშნოს მონოთერაპიაში, თუმცა მისი დანიშვნა შესაძლებელია სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად.
უკუჩვენება
ცეფოპერაზონისა და სხვა ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
დოზირება და მიღების წესი
მოზრდილებში ცეფოპერაზონის საშუალო დღე-ღამური დოზა შეადგენს 2-4 გ-ს; დოზა უნდა განაწილდეს 2 მიღებაზე ყოველ 12 საათში ერთხელ.
მძიმე ფორმის ინფექციების დროს ყოველდღიური დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 8 გ-მდე (2 მიღებაზე ყოველ 12 საათში ერთხელ). ცეფოპერაზონის სადღეღამისო დოზის 12 გ და 16 გ, ინექციის შემთხვევაშიც კი, როცა მთლიანი დოზა განაწილებული იყო თანაბარ დოზებად ყოველ 8 საათში ერთხელ, გართულებები არ გამოვლენილა. ცეფოპერაზონით მკურნალობის დაწყება დასაშვებია მიკროორგანიზმების მგრძნობელობის ტესტების შედეგების მიღებამდე.
გაურთულებელი გონოკოკური ურეთრიტის დროს რეკომენდებულია ერთჯერადად 500 მგ ცეფოპერაზონის კუნთში ინექცია.
ოპერაციის შემდგომი ინფექციური გართულებების პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება - ცეფოპერაზონი 1 გ ან 2 გ ვენაში საინექციოდ, ოპერაციამდე 30-90 წუთით ადრე. დასაშვებია დოზის გამეორება ყოველ 12 საათში ერთხელ, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში საკმარისია 24 საათის განმავლობაში. ინფიცირების მაღალი რისკით ოპერაციების დროს (მაგ.: ოპერაცია კოლორექტალურ არეში) ან ინფიცირების განვითარების შემთხვევაში განსაკუთრებული ზიანის მიყენების ალბათობის დროს (მაგ.: ოპერაციები ღია გულზე ან სახსრების პროტეზირება), შესაძლებელია ცეფოპერაზონი დაინიშნოს ოპერაციის დამთავრებიდან 72 საათის განმავლობაში.
ღვიძლის ფუნქციების დარღვევების დროს დოზის კორექცია საჭიროა სანაღვლე გზების გამოხატული ობსტრუქციის, ღვიძლის მძიმე დაავადებების ან თირკმლის ფუნქციების დარღვევის დროს. სადღეღამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 2 გ-ს და ამ შემთხვევაში, არ არის აუცილებელი სისხლის პლაზმაში ცეფოპერაზონის კონცენტრაციის კონტროლი.
პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, პრეპარატის საშუალო სადღეღამისო დოზა (2-4 გ) ინიშნება კორექციის გარეშე. პაციენტებში, 18 მლ/წთ-ზე ნაკლები გორგლოვანი ფილტრაციით ან თუ პლაზმის კრეატინინის დონე მეტია 3,5 მგ/დლ, პრეპარატის სადღერამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 4 გ-ს. ჰემოდილალიზის დროს ცეფოპერაზონის ნახევარგამოყოფის პერიოდი რამდენადმე მცირდება, ამიტომ პრეპარატი უნდა დაინიშნოს დიალიზის დამთავრების შემდეგ.
ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების ერთდროულად დარღვევისას აუცილებელია სისხლის შრატში ცეფოპერაზონის კონცენტრაციის კონტროლი და საჭიროებისას - დოზის კორექცია.
თუ სადღეღამისო დოზა არ გადააჭარბებს 2 გ-ს, შრატში ცეფოპერაზონის კონცენტრაციის კონტროლი აუცილებეელი არ არის.
ბავშვებში ცეფოპერაზონის სადღეღამისო დოზა შეადგენს 50-200 მგ/კგ სხეულის წონაზე; ინიშნება ყოველ 8-12 საათში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 12 გ.
ვენაში ნაკადის სახით ნელა შეყვანისას მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 50 მგ/კგ სხეულის წონაზე; პრეპარატის შეყვანის ხანგრძლივობა - არანაკლებ 3-5 წუთი.
ახალშობილებში (8 დღემდე) სადღეღამისო დოზა შეადგენს 50-200 მგ/კგ სხეულის წონაზე; პრეპარატი ინიშნება ყოველ 12 საათში.
კუნთში საინექციო ხსნარის მომზადების და შეყვანის წესები
კუნთში შესაყვანი ხსნარი მოსამზადებლად გამოიყენება სტერილური წყალი ან საინექციო ბაქტერიოსტატიკური წყალი. თუ შესაყვანი ხსნარის მოსალოდნელი კონცენტრაცია აჭარბებს 250 მგ/მლ, გამხსნელის სახით რეკომენდებულია ლიდოკაინის ხსნარი. აღნიშნული ხსნარი შესაძლებელია მომზადდეს სტერილური საინექციო წყლით და 2% ლიდოკაინით, რაც 0,5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარს უახლოვდება.
რეკომენდებულია პრეპარატი გაიხსნას 2 ეტაპად: თავდაპირველად პრეპარატს უმატებენ საჭირო რაოდენობის სტერილურ საინექციო წყალს და ანჯღრევენ ფხვნილის სრულ გახსნამდე, შემდეგ ამატებენ საჭირო რაოდენობის 2% ლიდოკაინის ხსნარს და ურევენ.
ცეფოპერაზონის საბოლოო კონცენტრაცია
სტერილური წყლის რაოდენობა
2% ლიდოკაინის ხსნარი
შესაყვანი ხსნარის მოცულობა*
250 მგ/მლ
- 6 მლ
- 9 მლ
- 0 მლ
333 მგ/მლ
- 8 მლ
- 6 მლ
- 0 მლ
- ფლაკონში მიღებული ხსნარის ჭარბი მოცულობა საშუალებას იძლევა შპრიცი შეივსოს მითითებული მოცულობით
კუნთში ინექცია უნდა მოხდეს ღრმად დიდ დუნდულა კუნთში ან თეძოს წინა ზედაპირზე.
ვენაში შესაყვანი ხსნარის მომზადების და შეყვანის წესები
ფლაკონის შიგთავსი თავდაპირველად უნდა გაიხსნას ნებისმიერ თავსებად ინტრავენურ გამხსნელთან (თანაფარდობით მინიმუმ 2,8 მლ/1 გ ცეფოპერაზონი). გახსნის გამარტივების მიზნით, რეკომენდებულია 5 მლ გამხსნელი 1 გ ცეფოპერაზონზე.
თავდაპირველი გახსნისთვის გამოიყენება შემდეგი ხსნარები: 5% დექსტროზის საინექციო ხსნარი, 10% დექსტროზის ხსნარი, 0,9% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი, 5% დექსტროზის ხსნარი და 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, 5% დექსტროზის და 0,2% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, სტერილური საინექციო წყალი, ნორმოსოლი R, ნორმოსოლი М და 5% დექსტროზის ხსნარი.
შემდეგ, მიღებული ხსნარი უნდა გაზავდეს ერთ-ერთი შეთავსებადი ინტრავენური ხსნარით: 5% დექსტროზის საინექციო ხსნარი, 10% დექსტროზის საინექციო ხსნარი, 5% დექსტროზის და რინგერის ლაქტატის საინექციო ხსნარი, რინგერის ლაქტატის ხსნარი, 5% დექსტროზის და 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, ნორმოსოლი R, ნორმოსოლი М და 5% დექსტროზის ხსნარი, 5% დექსტროზის და 0,2% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი.
ვენაში წვეთოვნად შესაყვანი ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონის შიგთავსი (ცეფოპერაზონი 1გ) უნდა გაიხსნას 20-100 მლ შეთავსებად სტერილურ ვენაში საინექციო ხსნარში და ვენაში შეყავთ 15 წთ-დან 1 საათის განმავლობაში. თუ გამხსნელის სახით გამოიყენება სტერილური წყალი, ფლაკონის შიგთავსს უნდა დაემატოს არა უმეტეს 20 მლ.
ვენაში ხანგრძლივი ინფუზიისთვის საჭირო ხსნარის მოსამზადებლად, ფლაკონის შიგთავსი (ცეფოპერაზონი 1 გ) უნდა გაიხსნას 5 მლ სტერილურ საინექციო წყალში ან 5 მლ ბაქტერიოსტატიკურ საინექციო წყალში; მიღებული ხსნარი უნდა დაემატოს შესაბამის ინტრავენურ გამხსნელს.
ვენაში ნაკადურად ნელა შესაყვანი ხსნარის მოსამზადებლად პრეპარატი უნდა გაიხსნას შესაბამის გამხსნელში, საბოლოო კონცენტრაციით 100 მგ/მლ და შეყავთ არა ნაკლებ 3-5 წუთის განმავლობაში.
უსაფრთხოების ზომები
ცეფოპერაზონის მოქმედების ფართო სპექტრი საშუალებას იძლევა ინფექციების უმრავლესობის სამკურნალოდ დაინიშნოს მონოთერაპიის სახით. თუმცა, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მისი გამოყენება სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად კომბინაციაში. ამინოგლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას საჭიროა თირკმლის ფუნქციის კონტროლი.
უსაფრთხოების თვალსაზრისით, ცეფოპერაზონის დანიშვნამდე აუცილებელია გამოკვლეულ იქნას, აღენიშნებოდა თუ არა პაციენტს ცეფალოსპორინებისადმი, პენიცილინებისა და სხვა სამკურნალო საშუალებებისადმი მომატებული მგრძნობელობა. პენიცილინისადმი მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება დიდი სიფრთხილით. ყველა პაციენტში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ სხვადასხვა სახის ალერგიული რეაქცია და განსაკუთრებით წამლისმიერი ალერგია, ანტიბიოტიკები ინიშნება სიფრთხილით.
ალერგიული რეაქციის გამოვლინებისას, აუცილებელია ცეფოპერაზონით მკურნალობის შეწყვეტა და სათანადო მკურნალობის დანიშვნა. ანაფილაქსიური რეაქციის განვითარებისას აუცილებელია, დაუყოვნებლივ ეპინეფრინის (ადრენალინის) შეყვანა. საჭიროებისას - ჟანგბადის გამოყენება, ვენაში კორტიკოსტეროიდების შეყვანა და ნორმალური სუნთქვის შენარჩუნება (ინტუბაციის ჩათვლით).
სანაღვლე გზების მძიმე ფორმის ობსტრუქციის დროს, ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს, ცეფოპერაზონის Т1/2 ხანგრძლივდება, ხოლო შარდის გზით პრეპარატის ორგანიზმიდან გამოდევნა იზრდება.
ცეფოპერაზონით მკურნალობის დროს, ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებისას, შესაძლებელია ორგანიზმში ვიტამინ К-ს დეფიციტი განვითარდეს, რაც სავარაუდოდ, ნაწლავის ფლორის დათრგუნვით არის გამოწვეული, რომელიც მონაწილეობას იღებს აღნიშნული ვიტამინის სინთეზში. რისკის ჯგუფს შეადგენენ პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად იმყოფებიან დიეტაზე ან პარენტერალურ კვებაზე ან დარღვეული აქვთ საკვების შეწოვის პროცესი (მაგ.: პაციენტები მუკოვისციდოზით). რისკის ჯგუფის პაციენტებში აუცილებელია პროთრომბინის დროის კონტროლი და საჭიროებისას, ეგზოგენურად ვიტამინ К-ს დანიშვნა.
ცეფოპერაზონის ხანგრძლივად გამოყენებამ შესაძლოა რეზისტენტული მიკროორგანიზმების ზრდა გამოიწვიოს (ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებისას), ამიტომ მკურნალობის პერიოდში აუცილებელია პაციენტზე მუდმივი დაკვირვება.
ცეფოპერაზონის მკურნალობისას შესაძლებელია დაფიქსირდეს შარდში გლუკოზაზე ცრუ-დადებითი რეაქცია, ბენედიქტის ან ფელინგის ხსნარის გამოყენებისას.
ცეფოპერაზონით მკურნალობის პერიოდში ან მკურნალობიდან 5 დღის განმავლობაში ალკოჰოლის გამოყენებისას გამოვლენილია უეცარი წამოხურება, ოფლდენის გაძლიერება, თავის ტკივილი და ტაქიკარდია. ამიტომ ცეფოპერაზონით მკურნალობის დროს პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ალკოჰოლისა და ეთანოლის შემცველი პრეპარატებისგან.
გამოყენება პედიატრიაში
ცეფოპერაზონი წარმატებით გამოიყენება ჩვილ ბავშვებში. თუმცა ახალშობილებში და დღენაკლულებში მისი გამოყენების შესახებ ფართომაშტაბიანი კვლევები არ ჩატარებულა. ამიტომ აღნიშნულ ჯგუფში პრეპარატის დანიშვნამდე უნდა გაითვალისწინონ მკურნალობასთან დაკავშირებული დადებითი ეფექტებიც და მოსალოდნელი რისკიც.
ღვიძლის ფუნქციების დარღვევების დროს დოზის კორექცია საჭიროა სანაღვლე გზების გამოხატული ობსტრუქციის, ღვიძლის მძიმე დაავადებების ან თირკმლის ფუნქციების დარღვევის დროს. სადღეღამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 2 გ-ს და ამ შემთხვევაში, არ არის აუცილებელი სისხლის პლაზმაში ცეფოპერაზონის კონცენტრაციის კონტროლი.
პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, პრეპარატის საშუალო სადღეღამისო დოზა (2-4გ) ინიშნება კორექციის გარეშე. პაციენტებში, 18 მლ/წთ-ზე ნაკლები გორგლოვანი ფილტრაციით ან თუ პლაზმის კრეატინინის დონე მეტია 3,5 მგ/დლ, პრეპარატის სადღერამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 4 გ-ს. ჰემოდილალიზის დროს ცეფოპერაზონის ნახევარგამოყოფის პერიოდი რამდენადმე მცირდება, ამიტომ პრეპარატი უნდა დაინიშნოს დიალიზის დამთავრების შემდეგ.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობის დროს პრეპარატის დანიშვნის პოტენციური სარგებელი დედისთვის უნდა აჭარბებდეს ნაყოფზე უარყოფითი გავლენის რისკს.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას, საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
დოზის გადაჭარბება
ცეფოპერაზონის დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არასაკმარისია და შეზღუდული.
სიმპტომები: შესაძლებელია აღწერილი გვერდითი მოვლენების გაძლიერება. ცეფალოსპორინების დიდი დოზით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსიური გულყრა.
მკურნალობა: ეპილეფსიური გულყრების სამკურნალოდ ინიშნება სედატიური თერაპია დიაზეპამის გამოყენებით. ცეფოპერაზონი გამოიდევნება ჰემოდიალიზით, ამიტომ პაციენტებში თირკმლის უკმარისობით აღნიშნული პროცედურის გამოყენება დასაშვებია.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
მონაცემები არ არსებობს.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ერთდროული გამოყენებისას პრობენეციდი გავლენას არ ახდენს სისხლის პლაზმაში ცეფოპერაზონის კონცენტრაციაზე.
ფარმაცევტული ურთიერთქმედება
ცეფოპერაზონის და ამინოგლიკოზიდების ხსნარების ერთმანეთში არევა არ შეიძლება, რადგან მათ შორის არსებობს ფიზიკური შეუთავსებლობა.
ცეფოპერაზონით და ამინოგლიკოზიდებით კომბინირებული თერაპიის აუცილებლობისას, ვენაში ორივე პრეპარატი შეყავთ ცალ-ცალკე დოზების სახით. ამასთან, უნდა გამოიყენონ განცალკევებული კათეტერები და განმეორებითი დოზების ინექციებს შორის, სათანადოდ უნდა გამოირეცხოს ისინი შესაბამისი გამხსნელებით. რეკომენდებულია ამინოგლიკოზიდის შეყვანამდე მოხდეს ცეფოპერაზონის შეყვანა.
გვერდითი მოვლენები
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ნეიტროფილების მცირედი შემცირება, შექცევადი ნეიტროპენია (ხანგრძლივი მკურნალობის დროს), დადებითი პირდაპირი ანტიგლობულინური კუმბსის სინჯი, ჰემატოკრიტის და ჰემოგლობინის შემცირება; ერთეულ შემთხვევაში - ეოზინოფილია და ჰიპოთრომბინემია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მსუბუქი და ზომიერად გამოხატული დისპეფსიური მოვლენები (მოვლენები ქრებოდა პრეპარატის მოხსნის ან სიმპტომური თერაპიის შემდეგ), ასპარტატამინოტრანსფერაზას, ალანინამინოტრანსფერაზას და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის ზომიერად გამოხატული ტრანზიტორული მატება.
ალერგიული რეაქციები: მაკულო-პაპულოზური გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ეოზინოფილია და წამლისმიერი ცხელება (ხშირად აღნიშნული რეაქციები ვლინდება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ მიდრეკილება ალერგიული რეაქციებისკენ, განსაკუთრებით პენიცილინებისადმი).
ადგილობრივი რეაქციები: კუნთში ინექციის დროს ზოგჯერ აღინიშნება ტკივილი ინექციის ადგილზე; ვენაში ინექციის დროს, ზოგიერთ პაციენტს, ინექციის ადგილზე უვითარდება ფლებიტი.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ღებინება, ფსევდომემბრანოზული კოლიტი.
სხვადასხვა: ალერგიული რეაქციები, ანაფილაქტოიდური რეაქციები (მათ შორის შოკი), ქავილი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, სისხლდენა.
გამოშვების ფორმა
სტერილური ფხვნილი კუნთში და ვენაში საინექციო ხსნარის მოსამზადებლად - 1 გ ცეფოპერაზონი, შუშის ფლაკონში, დახურული რეზინის საცობით, ალუმინის ჩაჩით და პლასტმასის თავსახურით.
1 ფლაკონი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ან ჰოსპიტალური შეფუთვა - 50 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისობა
ვარგისობის ვადა - 2 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
ცეფოპერაზონის მომზადებული ხსნარის სტაბილურობას განსაზღვრავს გამხსნელის სახეობა, კონცენტრაცია, შენახვის პირობები. შენახვის ვადები მოცემულია ცხრილში. შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ ცეფოპერაზონის გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.
გამხსნელის სახეობა
კონცენტრაცია
24 საათის განმავლობაში 15-25°С ტემპერატურაზე
5% დექსტროზის ხსნარი და რინგერის ლაქტატის ხსნარი
2-50 მგ/მლ
10% დექსტროზის ხსნარი
2-50 მგ/მლ
24 საათის განმავლობაში 15-25°С ტემპერატურაზე ან 5 დღიის განმავლობაში მაცივარში (2-8°С ტემპერატურაზე)
საინექციო ბაქტერიოსტატიკური წყალი
300 მგ/მლ
5% დექსტროზის ხსნარი
2-50 მგ/მლ
5% დექსტროზის ხსნარი და 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი
2-50 მგ/მლ
5%დექსტროზისა და 0.2% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი
2-50 მგ/მლ
რინგერის ლაქტატის ხსნარი
2 მგ/მლ
- 5% ლიდოკაინის ხსნარი
300 მგ/მლ
- 9% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი
2-300 მგ/მლ
ნორმოსოლი М 5% დექსტროზის ხსნართან ერთად
2-50 მგ/მლ
ნორმოსოლი R
2-50 მგ/მლ
საინექციო სტერილური წყალი
300 მგ/მლ
ცეფოპერაზონის ხსნარი ინახება პარენტერალური ხსნარებისთვის განკუთვნილ შუშის ან პლასტიკის შპრიცებში ან კონტეინერში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი კომპანია:
შპს “აბიფარმი”
მისამართი:
საქართველო, მცხეთის რაიონი,
3319, წილკანი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.