პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

Cetirizine dihydrochloride 10 mg film-coated tablets

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ცეტირიზინს. ცეტირიზინი წარმოადგენს ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტს (ანტიჰისტამინს). მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკიდან, ცეტირიზინი გამოიყენება: სეზონური და წლიური ალერგიული რინიტის ნაზალური და ოკულარული სიმპტომების მოხსნის მიზნით; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ცეტირიზინი (cetirizine)
ფორმა და შეფუთვა
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
მწარმოებელი
Sri Krishna Pharmaceuticals Limited, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პიპერაზინის წარმოებულები
ATC კოდი
R06AE07
რეგისტრაციის ნომერი
რ-042416
რეგისტრირებულია
20 ნოემბერი 2024, მოქმედებს 20 ნოემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები და სხვა წამალი ერთად

ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ცეტირიზინს. ცეტირიზინი წარმოადგენს ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტს (ანტიჰისტამინს).

მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკიდან, ცეტირიზინი გამოიყენება:

სეზონური და წლიური ალერგიული რინიტის ნაზალური და ოკულარული სიმპტომების მოხსნის მიზნით;

ქრონიკული ჭინჭრის ციების (ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია) სამკურნალოდ.

პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სახეზეა გაუარესების ნიშნები.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ამ ინსტრუქციის მიხედვით ან მკურნალი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითების გათვალისწინებით. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ ღებულობს პრეპარატს.

ტაბლეტები იყლაპება ჭიქა წყალთან ერთად.

რეკომენდებული დოზები:

მოზრდილები:

10 მგ (1 ტაბლეტი) ერთხელ დღეში.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები:

5 მგ (ნახევარი ტაბლეტი) ორჯერ დღეში.

მოზარდები 12 წლის ასაკიდან:

10 მგ (1 ტაბლეტი) ერთხელ დღეში.

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების საშუალოდან მძიმე ხარისხის პრობლემები:

პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების საშუალო ხარისხის პრობლემები, რეკომენდებულ დოზას შეადგენს 5 მგ, ერთხელ დღეში.

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ ფიქრობს, რომ ცეტირიზინის მოქმედება ზედმეტად ძლიერი ან უჩვეულოდ სუსტია.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი და დამოკიდებულია ჩივილების ტიპზე, ხანგრძლივობასა და მიზეზზე.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია ცეტირიზინის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 სექციაში);

თუ პაციენტი ალერგიულია ჰიდროქსიზინის ან პიპერაზინისგან წარმოებული ნივთიერებების მიმართ (ცეტირიზინთან მათი მსგავსების გამო);

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმელების მხრივ სერიოზული დარღვევები.

სიფრთხილის ზომები

ცეტირიზინის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ:

აღენიშნება თირკმელებთან ასოცირებული პრობლემები. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება. საჭირო ახალ დოზას შეარჩევს მკურნალი ექიმი.

თუ პაციენტს აქვს ეპილეფსია ან იმყოფება გულყრების განვითარების მოამტებული რისკის ქვეშ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში.

ცეტირიზინის პროფილიდან გამომდინარე, წამალთშორისი ურთიერთქმედებები სხვა პრეპარატებთან მოსალოდნელი არ არის.

ურთიერთქმედება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან

ცეტირიზინის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ასევე მის გარეშე.

ალკოჰოლთან ურთიერთქმედების დამადასტურებელი ცნობები არ მოიპოვება (როდესაც სისხლში ალკოჰოლის დონე არის 0.5 პერ მილი, რაც ერთ ჭიქა ღვინის შესაბამისი რაოდენობაა) ცეტირიზინის სტანდარტული დოზების გამოყენებისას. თუმცა, ყველა სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატის მსგავსად, ცეტირიზინით მკურნალობის პერიოდშიც რეკომენდებულია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად, აპირებს დაორსულებას ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.

სხვა პრეპარატების მსგავსად, ცეტირიზინის მიღება ორსულობის პერიოდში არ უნდა მოხდეს. ორსულობის პერიოდში, პრეპარატის უნებლიე მიღებისას, მოსალოდნელი არ არის საზიანო მოვლენების განვითარება, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ცეტირიზინის გამოყენება უნდა შეწყდეს ორსულობის განმავლობაში.

ვინაიდან ცეტირიზინი გამოიყოფა დედის რძეში, მისი მიღება არ არის მიზანშეწონილი ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

უმეტეს შემთხვევაში, ცეტირიზინი არ იწვევს ძილიანობას. თუმცა, არსებობს იშვიათი გამონაკლისები და პრეპარატის გამოყენების პერიოდში საჭიროა სიფრთხილე და დაკვირვება.

პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი და სხვა მექანიზმები თუ პრეპარატის მიღების შემდეგ ვითარდება ძილიანობა.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ნიშნების განვითარებისთანავე, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს ცეტირიზინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს ან მიაკითხოს კლინიკას.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის ნიშნები მოიცავს შემდეგს: პირის ღრუს, სახის და/ან ხახის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება (მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში ან ვიზინგი), არტერიული წნევის უეცარი ვარდნა, რასაც შესაძლოა მოჰყვეს გულისწასვლა ან შოკი.

ასევე შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 შემთხვევაში)

  • დაღლილობა.
  • პირის სიმშრალე, გულისრევა, დიარეა.
  • თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
  • ძილიანობა.
  • ფარინგიტი (ყელის ტკივილი), რინიტი (ცხვირის ღრუს შეშუპება და გაღიზიანება).

ნაკლებად ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 შემთხვევაში)

  • ფაღარათი.
  • ასთენია (უკიდურესი დაღლილობა), სისუსტე (ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება).
  • პარესთეზია (კანის პათოლოგიური შეგრძნებები).
  • მოუსვენრობა.
  • ქავილი, გამონაყარი.

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 შემთხვევაში)

  • ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა).
  • ედემა (შეშუპება).
  • ალერგიული რეაქციები, ზოგჯერ მძიმე (ძალიან იშვიათად).
  • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
  • კრუნჩხვები, მოძრაობის დარღვევები.
  • აგრესია, დაბნეულობა, დეპრესია, ჰალუცინაციები, უძილობა.
  • ჭინჭრის ციება.

ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე შემთხვევაში)

  • თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების დაბალი რაოდენობა; ვლინდება სისხლდენით ან სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილებით).
  • აკომოდაციის დარღვევა, ბუნდოვანი მხედველობა, ოკულოგირული კრიზი (თვალების უკონტროლო წრიული მოძრაობები).
  • სინკოპე, ტრემორი, დისგევზია (გემოვნების შეცვლა), დისტონია, დისკინეზია (მოძრაობის გაძნელება).
  • ტიკები.
  • შარდის გამოყოფის დარღვევა.
  • შეშუპება, წამლისმიერი გამონაყარი.
  • ანაფილაქსიური შოკი.

უცნობი სიხშირის (სიხშირის დაზუსტება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)

  • წონის მატება.
  • ამნეზია, მეხსიერების დაქვეითება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მონლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მოცემული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ ყვითელი ბარათის სქემის გამოყენებით შემდეგ ვებ-გვერდზე: HYPERLINK "http://www.mhra.gov.uk/yellowcard" www.mhra.gov.uk/yellowcard

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით პაციენტს შეუძლია წვლილი შეიტანოს პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში.

ჭარბი დოზა

საჭიროზე მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში ან ბავშვის მიერ პრეპარატის შემთხვევით ჩაყლაპვისას, საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან დაკავშირება ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენთან მიმართვა.

ჭარბი დოზირების შემდეგ, ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები შესაძლოა განვითარდეს შედარებით ძლიერი ინტენსივობით. არსებობს ცნობები ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შესახებ, როგორიცაა კონფუზია, ფაღარათი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, სისუსტე, გუგების გაფართოვება, ქავილი, მოუსვენრობის შეგრძნება, სედაცია, სომნოლენცია, სტუპორი, უჩვეულოდ აჩქარებული გულისცემა, ტრემორი და შარდვის გაძნელება.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

შემადგენლობა

ცეტირიზინის შემადგენლობა

პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები: კროსკარმელოზას ნატრიუმი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმი (უწყლო), მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა და ტიტანის დიოქსიდი (E171).

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ეტიკეტზე. შენახვის ვადაში იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

ინახება 25°C-მდე ტემპერატურაზე.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის გადაგდების შესახებ ინფორმაციისთვის უნდა მიემართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

პრეპარატის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ამ ინსტრუქციის მიხედვით ან მკურნალი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითების გათვალისწინებით.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვებისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. იხ. ნაწილი 4.

პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სახეზეა გაუარესების ნიშნები.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ცეტირიზინი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ცეტირიზინის გამოყენებამდე

ცეტირიზინის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ცეტირიზინის შენახვის წესი

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს ცეტირიზინი და მისი გამოყენება

ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ცეტირიზინს. ცეტირიზინი წარმოადგენს ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტს (ანტიჰისტამინს).

მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკიდან, ცეტირიზინი გამოიყენება:

სეზონური და წლიური ალერგიული რინიტის ნაზალური და ოკულარული სიმპტომების მოხსნის მიზნით;

ქრონიკული ჭინჭრის ციების (ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია) სამკურნალოდ.

პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სახეზეა გაუარესების ნიშნები.

  • რა უნდა იცოდეს პაციენტმა ცეტირიზინის გამოყენებამდე

ცეტირიზინი არ მიიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია ცეტირიზინის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 სექციაში);

თუ პაციენტი ალერგიულია ჰიდროქსიზინის ან პიპერაზინისგან წარმოებული ნივთიერებების მიმართ (ცეტირიზინთან მათი მსგავსების გამო);

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმელების მხრივ სერიოზული დარღვევები.

გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები

ცეტირიზინის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ:

აღენიშნება თირკმელებთან ასოცირებული პრობლემები. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება. საჭირო ახალ დოზას შეარჩევს მკურნალი ექიმი.

თუ პაციენტს აქვს ეპილეფსია ან იმყოფება გულყრების განვითარების მოამტებული რისკის ქვეშ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში.

ცეტირიზინის პროფილიდან გამომდინარე, წამალთშორისი ურთიერთქმედებები სხვა პრეპარატებთან მოსალოდნელი არ არის.

ურთიერთქმედება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან

ცეტირიზინის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ასევე მის გარეშე.

ალკოჰოლთან ურთიერთქმედების დამადასტურებელი ცნობები არ მოიპოვება (როდესაც სისხლში ალკოჰოლის დონე არის 0.5 პერ მილი, რაც ერთ ჭიქა ღვინის შესაბამისი რაოდენობაა) ცეტირიზინის სტანდარტული დოზების გამოყენებისას. თუმცა, ყველა სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატის მსგავსად, ცეტირიზინით მკურნალობის პერიოდშიც რეკომენდებულია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად, აპირებს დაორსულებას ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.

სხვა პრეპარატების მსგავსად, ცეტირიზინის მიღება ორსულობის პერიოდში არ უნდა მოხდეს. ორსულობის პერიოდში, პრეპარატის უნებლიე მიღებისას, მოსალოდნელი არ არის საზიანო მოვლენების განვითარება, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ცეტირიზინის გამოყენება უნდა შეწყდეს ორსულობის განმავლობაში.

ვინაიდან ცეტირიზინი გამოიყოფა დედის რძეში, მისი მიღება არ არის მიზანშეწონილი ლაქტაციის პერიოდში.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა

უმეტეს შემთხვევაში, ცეტირიზინი არ იწვევს ძილიანობას. თუმცა, არსებობს იშვიათი გამონაკლისები და პრეპარატის გამოყენების პერიოდში საჭიროა სიფრთხილე და დაკვირვება.

პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი და სხვა მექანიზმები თუ პრეპარატის მიღების შემდეგ ვითარდება ძილიანობა.

  • ცეტირიზინის გამოყენების წესი

პრეპარატის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ამ ინსტრუქციის მიხედვით ან მკურნალი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითების გათვალისწინებით. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ ღებულობს პრეპარატს.

ტაბლეტები იყლაპება ჭიქა წყალთან ერთად.

რეკომენდებული დოზები:

მოზრდილები:

10 მგ (1 ტაბლეტი) ერთხელ დღეში.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები:

5 მგ (ნახევარი ტაბლეტი) ორჯერ დღეში.

მოზარდები 12 წლის ასაკიდან:

10 მგ (1 ტაბლეტი) ერთხელ დღეში.

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების საშუალოდან მძიმე ხარისხის პრობლემები:

პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების საშუალო ხარისხის პრობლემები, რეკომენდებულ დოზას შეადგენს 5 მგ, ერთხელ დღეში.

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ ფიქრობს, რომ ცეტირიზინის მოქმედება ზედმეტად ძლიერი ან უჩვეულოდ სუსტია.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი და დამოკიდებულია ჩივილების ტიპზე, ხანგრძლივობასა და მიზეზზე.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

საჭიროზე მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში ან ბავშვის მიერ პრეპარატის შემთხვევით ჩაყლაპვისას, საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან დაკავშირება ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენთან მიმართვა.

ჭარბი დოზირების შემდეგ, ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები შესაძლოა განვითარდეს შედარებით ძლიერი ინტენსივობით. არსებობს ცნობები ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შესახებ, როგორიცაა კონფუზია, ფაღარათი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, სისუსტე, გუგების გაფართოვება, ქავილი, მოუსვენრობის შეგრძნება, სედაცია, სომნოლენცია, სტუპორი, უჩვეულოდ აჩქარებული გულისცემა, ტრემორი და შარდვის გაძნელება.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ნიშნების განვითარებისთანავე, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს ცეტირიზინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს ან მიაკითხოს კლინიკას.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის ნიშნები მოიცავს შემდეგს: პირის ღრუს, სახის და/ან ხახის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება (მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში ან ვიზინგი), არტერიული წნევის უეცარი ვარდნა, რასაც შესაძლოა მოჰყვეს გულისწასვლა ან შოკი.

ასევე შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 შემთხვევაში)

  • დაღლილობა.
  • პირის სიმშრალე, გულისრევა, დიარეა.
  • თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
  • ძილიანობა.
  • ფარინგიტი (ყელის ტკივილი), რინიტი (ცხვირის ღრუს შეშუპება და გაღიზიანება).

ნაკლებად ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 შემთხვევაში)

  • ფაღარათი.
  • ასთენია (უკიდურესი დაღლილობა), სისუსტე (ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება).
  • პარესთეზია (კანის პათოლოგიური შეგრძნებები).
  • მოუსვენრობა.
  • ქავილი, გამონაყარი.

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 შემთხვევაში)

  • ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა).
  • ედემა (შეშუპება).
  • ალერგიული რეაქციები, ზოგჯერ მძიმე (ძალიან იშვიათად).
  • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
  • კრუნჩხვები, მოძრაობის დარღვევები.
  • აგრესია, დაბნეულობა, დეპრესია, ჰალუცინაციები, უძილობა.
  • ჭინჭრის ციება.

ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე შემთხვევაში)

  • თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების დაბალი რაოდენობა; ვლინდება სისხლდენით ან სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილებით).
  • აკომოდაციის დარღვევა, ბუნდოვანი მხედველობა, ოკულოგირული კრიზი (თვალების უკონტროლო წრიული მოძრაობები).
  • სინკოპე, ტრემორი, დისგევზია (გემოვნების შეცვლა), დისტონია, დისკინეზია (მოძრაობის გაძნელება).
  • ტიკები.
  • შარდის გამოყოფის დარღვევა.
  • შეშუპება, წამლისმიერი გამონაყარი.
  • ანაფილაქსიური შოკი.

უცნობი სიხშირის (სიხშირის დაზუსტება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)

  • წონის მატება.
  • ამნეზია, მეხსიერების დაქვეითება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მონლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მოცემული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ ყვითელი ბარათის სქემის გამოყენებით შემდეგ ვებ-გვერდზე: HYPERLINK "http://www.mhra.gov.uk/yellowcard" www.mhra.gov.uk/yellowcard

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით პაციენტს შეუძლია წვლილი შეიტანოს პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში.

  • ცეტირიზინის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ეტიკეტზე. შენახვის ვადაში იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

ინახება 25°C-მდე ტემპერატურაზე.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის გადაგდების შესახებ ინფორმაციისთვის უნდა მიემართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

ცეტირიზინის შემადგენლობა

პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები: კროსკარმელოზას ნატრიუმი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმი (უწყლო), მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა და ტიტანის დიოქსიდი (E171).

გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

თეთრი ან მოთეთრო ფერის, ოვალური ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები კვადრატული კიდეებით, რომელთა ცალ მხარეს ამოტვიფრულია “10”, ხოლო მეორე მხარეს დატანილია გამყოფი ხაზი.

შეფუთვაში მოთავსებულია 7, 14 ან 30 ცალი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

შეფუთვის ყველა ზომა შესაძლოა არ იყოს სარეალიზაციოდ წარმოდგენილი.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Somex Pharma

Ilford, Essex, IG3 8BS

სომექს ფარმა

ილფორდი, ესექსი, IG3 8BS

მწარმოებელი

Somex Pharma

Ilford, Essex, IG3 8RA

სომექს ფარმა

ილფორდი, ესექსი, IG3 8RA

სამედიცინო პრეპარატი ევროპის ეკონომიური ზონის წევრ სახელმწიფოებში ავტორიზებულია შემდეგი სახელწოდებებით:

ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ინსტრუქციის ბოლო განახლების თარიღი: 06/2014

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა