ქსილასპრი ხელმისაწვდომია 10 მლ ფლაკონში დოზირებული გამფრქვევით. ქსილასპრი არის ნაზალური სპრეი. პრეპარატის ყოველი 1 მლ შეიცავს 1 მგ (0.1%) ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს აქტიური ინგრედიენტის სახით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ქსილომეტაზოლინი (xylometazoline)
- ფორმა და შეფუთვა
- 0.1% (1მგ/მლ) 10მლ ნაზალური სპრეი, ხსნარი პოლიეთილენის ბოთლი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
- მწარმოებელი
- Abdi İbrahim İlaç Sa. Ve Tic. A.S, თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ნაზალური პრეპარატები, სიმპათომიმეტური საშუალებები
- ATC კოდი
- R01AA07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040786
- რეგისტრირებულია
- 17 აპრილი 2024, მოქმედებს 17 აგვისტო 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Avixa İlaç San. ve Tic. A.Ş. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „იმპექსფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ქსილასპრი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ქსილასპრი ხელმისაწვდომია 10 მლ ფლაკონში დოზირებული გამფრქვევით.
ქსილასპრი არის ნაზალური სპრეი. პრეპარატის ყოველი 1 მლ შეიცავს 1 მგ (0.1%) ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს აქტიური ინგრედიენტის სახით.
ქსილასპრი წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც სწრაფად ამსუბუქებს ცხვირის შეგუბებას, მოქმედებს ცხვირის სისხლძარღვების შევიწროვების გზით და მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც ეწოდება დეკონგესტანტები.
ქსილასპრი სწრაფად ამსუბუქებს ცხვირის შეგუბებას და აიოლებს სუნთქვას. იგი გამოიყენება გაციებით, თივის ცხელებით ან სხვა ალერგიული გამონადენით და სინუსიტით გამოწვეული ცხვირის შეგუბების შესამსუბუქებლად.
მისი ეფექტი იწყება რამდენიმე წუთში და გრძელდება 12 სთ-მდე. იგი ადვილად გადაიტანება ინტრანაზალური მგრძნობელობის მქონე პირების მიერ.
მიღების წესი და დოზირება
გამოყენების ინსტრუქცია და დოზები/გამოყენების სიხშირე:
არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული, მიიღეთ შემდეგი დოზები:
მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში:
შეისხურეთ თითოჯერ ყოველ ნესტოში 2-3-ჯერ დღეში საჭიროების მიხედვით. ბოლო დოზის მიღება რეკომენდებულია ყოველდღე ძილის წინ. არ გადააჭარბოთ ყოველ ნესტოში 3 აპლიკაციას დღეში.
გამოყენების წესი და მეთოდი:
მოხსენით სპრეის დამცავი თავსახური.
პირველი მოხმარების წინ მოამზადეთ გამფრქვევი რამდენჯერმე დაჭერით, სპრეის ჰაერში გამოფრქვევამდე. ეს არ გჭირდებათ მომდევნო აპლიკაციებისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპრეი მაშინვე.
გამოიწმინდეთ ცხვირი. ოდნავ გადმოიხარეთ წინ და შეიყვანეთ გამფრქვევი ნესტოში.
დააჭირეთ გამფრქვევს ცხვირით შესუნთქვისას, რათა უზრუნველყოთ ყველაზე შესაფერისი დისპერსია.
გაიმეორეთ იგივე პროცედურა მეორე ნესტოსთვის.
გამოყენების შემდეგ დაახურეთ თავსახური.
დოზირებული გამფრქვევი ზუსტი დოზირების საშუალებას იძლევა ყოველი გამოყენებისას და ქსილასპრი კარგად განაწილდება ცხვირის შიგნით ზედაპირზე.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
ქსილასპრი გამოიყენება 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
მონაცემები ქსილასპრის ხანდაზმულებში გამოყენებაზე არ არსებობს.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
არ არსებობს არანაირი განსკუთრებული გამოყენების შემთხვევა.
თუ შეგექმნათ წარმოდგენა, რომ ქსილასპრის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ქსილასპრი:
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ქსილასპრი, მომართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ქსილასპრის გამოყენება:
თუ გამოტოვეთ ქსილასპრის დოზა და გაგახსენდათ ერთი საათის განმავლობაში, გამოიყენეთ დაუყოვნებლივ. მაგრამ, თუ გაგახსენდათ უფრო ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ, გამოტოვეთ დოზა და გამოიყენეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივად.
არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა დავიწყებული დოზის შესავსებად.
თუ შეწყვიტეთ ქსილასპრის გამოყენება
არ არის ცნობილი სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა გამოვლინდეს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდის, სხვა ნაზალური დეკონგესანტების (ადრენერგიული პრეპარატები) ან ქსილასპრის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ,
თუ ახლახანს გადაიტანეთ ოპერაცია ცხვირზე (ტრანსნაზალური),
თუ გაქვთ თვალის წნევა (გლაუკომა),
თუ თქვენ გაქვთ ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელსაც ეწოდება ცხვირის სიმშრალე
არ შეიძლება მისი გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სიფრთხილის ზომები
გამოიყენეთ სიფრთხილით, თუ:
გაქვთ მაღალი არტერიული წნევა,
გაქვთ გულის დაავადება,
გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობა (ჰიპერთირეოიდიზმი),
გაქვთ დიაბეტი,
გაქვთ ფეოქრომოციტომა,
გაქვთ გადიდებული პროსტატა
როგორც სხვა ნაზალურმა დეკონგესტანტებმა, ძალიან მგრძნობიარე პაციენტებში ქსილასპრიმ შესაძლოა გამოიწვიოს ძილის დარღვევა, თავბრუსხვევა ან ტრემორი. ასეთ სიტუაციაში ყოფნის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.
ქსილასპრის ყოველი ფლაკონი უნდა გამოყენებული იქნას ერთი პირის მიერ ჯვარედინი ინფექციის თავიდან ასაცილებლად.
როგორც სხვა ნაზალური დეკონგესტანტები, ქსილასპრის გამოყენება არ შეიძლება 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ სიმპტომები ნარჩუნდება, მიმართეთ თქვენს ექიმს. ხანგრძლივად ან ჭარბად გამოყენებამ შესაძლოა თავიდან გამოიწვიოს ცხვირის დაგუბება.
ქსილასპრის გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება, განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებში.
ჰიგიენური თვალსაზრისით, არ არის რეკომენდებული ქსილასპრის გამოყენება გახსნიდან 28 დღის შემდეგ.
თუ თქვენ გეხებათ ეს გაფრთხილებები, როდესმე წარსულშიც კი, მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის.
ქსილასპრი საკვებთან და სასმელთან ერთად
გამოყენების წესიდან გამომდინარე, არ გააჩნია ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
თუ თქვენ იღებთ ზოგიერთ სამკურნალო საშუალებას, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ (მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები, ტრიციკლური ან ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები), უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს, ვინაიდან ამ პრეპარატებმა შესაძლებელია გაზარდონ ქსილასპრის ეფექტი.
თუ თქვენ ამჟამად იღებთ ან ახლახან მიიღეთ რაიმე რეცეპტურული ან არარეცეპტურული სამკურნალო საშუალება, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამის შესახებ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ ქსილასპრი თუ ხართ ორსულად.
მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ გაიგეთ რომ ხართ ორსულად მკურნალობის პერიოდში.
ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ძუძუთი კვებავთ, მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ გააჩნია ცნობილი გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქსილასპრის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ქსილასპრი შეიცავს 10 მგ-ზე ნაკლებ ბენზალკონიუმის ქლორიდს ყოველ მიღებულ დოზაზე. ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალების გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები იმ პირებში, რომლებიც მგრძნობიარეები არიან ქსილასპრიში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
შეწყვიტეთ ქსილასპრის გამოყენება და დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას თუ შენიშნეთ რომელიმე შემდეგი:
ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიული) რეაქციები (როგორიცაა სახის და ხორხის შეშუპება (ანგიოედემა), გამონაყარი კანზე, ქავილი).
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ თქვენ განიცდით რომელიმეს ამ გვერდითი ეფექტებიდან, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ძლიერი ალერგია ქსილასპრიზე. შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი ძალიან იშვიათია.
დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას თუ შენიშნეთ რომელიმე შემდეგი:
არარეგულარული ან გახშირებული გულისცემა
მხედველობის დროებით გაუარესება
ეს სერიოზული გვერდითი ეფექტებია. შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია.
შეატყობინეთ თქვენს ექიმს თუ შენიშნეთ რომელიმე შემდეგი:
თავის ტკივილი
გულისრევა
ცხვირის ლორწოვანის სიმშრალე ან დისკომფორტი, წვის შეგრძნება.
ეს არის ქსილასპრის მსუბუქი გვერდითი ეფექტები.
თუ შენიშნეთ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღწერილი ამ ჩანართში,
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ
შეატყობინეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიუხედავად იმისა, აღწერილია თუ არა ამ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ უშუალოდ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) გამოსახულებაზე “შეტყობინება გვერდით ეფექტებზე“ დაჭერით ან გვერდით ეფექტებზე შეტყობინების ხაზით 0 800 314 00 08. თქვენს მიერ გამოცდილ გვერდით ეფექტებზე შეტყობინებით შეგიშლიათ წვლილი შეიტანოთ ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მიღებაში.
ჭარბი დოზა
შემთხვევითი მოწამვლის შემთხვევაში, რომელიც იშვიათად გვხვდება ბავშვებში, კლინიკური სურათი ძირითადად შედგება ისეთი სიმპტომებისგან, როგორიცაა სწრაფი და არარეგულარული გულისცემა, მაღალი არტერიული წნევა და, ზოგჯერ, ცნობიერების დაბინდვა.
სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. უნდა დაიწყოს შესაბამისი შემანარჩუნებელი თერაპია და სიმპტომური თერაპია უნდა ჩატარდეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება(ები):
ხსნარის ყოველი 1 მლ შეიცავს 1 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერება(ები):
ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.11მგ/მლ
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ თავში 6.1
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს სამკურნალო საშუალება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას თავის შეფუთვაში.
დაიცავით სიცხისგან. ინახება 25ºC-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
არ გადაადგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად! მიიტანეთ იგი შეგროვების სისტემაში როგორც დადგენილია გარემოს დაცვის და ურბანული დაგეგმარების სამინისტროს მიერ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
დეკონგესტანტები და სხვა ადგილობრივი ნაზალური პრეპარატები, სიმპატომიმეტიკები.
ათქ კოდი: R01AA07
მოქმედების მექანიზმი:
ქსილომეტაზოლინი წარმოადგენს სიმპატომიმეტიკურ საშალებას, რომელიც მოქმედებს ალფა ადრენერგიულ რეცეპტორებზე.
ქსილასპრი, რომელიც განკუთვნილია ცხვირში გამოყენებისთვის, ცხვირის სისხლძარღვების შევიწროებით ავლენს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას ცხვირის ლორწოვანზე და ხახის მიმდებარე ნაწილზე. ამგვარად, ვინაიდან ცხვირის არხებში მიიღწევა შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება, ცხვირის დაგუბების მქონე პაციენტს უმსუბუქდება ცხვირით სუნთქვა.
ქსილასპრი კარგად აიტანება მგრძნობიარე ლორწოვანი გარსის მქონე პაციენტებშიც კი და არ არღვევს მუკოცილიარულ ფუნქციას. გარდა ამისა, ქსილასპრის გააჩნია ცხვირის ღრუს рН-ის დიაპაზონთან დაბალანსებული рН.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ადგილობრივი ნაზალური გამოყენების შემდეგ ქსილომეტაზოლინის კონცენტრაცია პლაზმაში ძალიან დაბალია და უახლოვდება რაოდენობრივი განსაზღვრის ზღვარს.
განაწილება
ქსილასპრის მოქმედება იწყება რამდენიმე წუთში და გრძელდება დაახლოებით 12 სთ. ჩვეულებრივი გაციების მქონე პაციენტების მონაწილეობით ჩატარებულ ორმაგ ბრმა კონტროლირებად კვლევაში (ფიზიოლოგიური ხსნარი) გამოჩნდა, რომ ქსილომეტაზოლინის შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტი მნიშვნელოვნად (р<0,0001) მაღალია, ვიდრე ფიზიოლოგიური ხსნარის, როგორც განისაზღვრა რინომეტრიით. მისი მოქმედება, ფიზიოლოგიურ ხსნართან შედარებით, ორჯერ სწრაფია მკურნალობიდან 5 წთ-ის შემდეგ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი
ქსილასპრი 0.1% ნაზალური სპრეი, ხსნარი
ცხვირში შესასხურებლად
აქტიური ნივთიერება(ები): ხსნარის ყოველი 1 მლ შეიცავს 1 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერება(ები): ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ჰიდროგენფოსფატი, EDTA დინატრიუმი, ნატრიუმის დიჰიდროგენფოსფატი და დეიონიზირებული წყალი.
სამკურნალო საშუალების მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი სრულად, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი თავიდან წაკითხვა.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს სამკურნალო საშუალება დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს.
თუ მოგიწიათ ექიმთან ვიზიტი ან საავადმყოფოში მისვლა ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში, შეატყობინეთ თქვენს ექიმს რომ იღებთ ამ სამკურნალო საშუალებას.
მიყევით ყველა მითითებას, რომელიც მოგეწოდებათ ამ ჩანართის საშუალებით. არ გამოიყენოთ ამ პრეპარატის რეკომენდებულზე მეტი ან ნაკლები დოზა.
რას შეიცავს ეს ფურცელი-ჩანართი:
რა არის ქსილასპრი და რისთვის გამოიყენება?
რა უნდა იცოდეთ ქსილასპრის გამოყენებამდე?
როგორ უნდა გამოიყენოთ ქსილასპრი?
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორ ინახება ქსილასპრი?
რა არის ქსილასპრი და რისთვის გამოიყენება?
ქსილასპრი ხელმისაწვდომია 10 მლ ფლაკონში დოზირებული გამფრქვევით.
ქსილასპრი არის ნაზალური სპრეი. პრეპარატის ყოველი 1 მლ შეიცავს 1 მგ (0.1%) ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს აქტიური ინგრედიენტის სახით.
ქსილასპრი წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც სწრაფად ამსუბუქებს ცხვირის შეგუბებას, მოქმედებს ცხვირის სისხლძარღვების შევიწროვების გზით და მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც ეწოდება დეკონგესტანტები.
ქსილასპრი სწრაფად ამსუბუქებს ცხვირის შეგუბებას და აიოლებს სუნთქვას. იგი გამოიყენება გაციებით, თივის ცხელებით ან სხვა ალერგიული გამონადენით და სინუსიტით გამოწვეული ცხვირის შეგუბების შესამსუბუქებლად.
მისი ეფექტი იწყება რამდენიმე წუთში და გრძელდება 12 სთ-მდე. იგი ადვილად გადაიტანება ინტრანაზალური მგრძნობელობის მქონე პირების მიერ.
რა უნდა იცოდეთ ქსილასპრის გამოყენებამდე?
არ გამოიყენოთ ქსილასპრი:
თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდის, სხვა ნაზალური დეკონგესანტების (ადრენერგიული პრეპარატები) ან ქსილასპრის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ,
თუ ახლახანს გადაიტანეთ ოპერაცია ცხვირზე (ტრანსნაზალური),
თუ გაქვთ თვალის წნევა (გლაუკომა),
თუ თქვენ გაქვთ ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელსაც ეწოდება ცხვირის სიმშრალე
არ შეიძლება მისი გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გამოიყენეთ სიფრთხილით, თუ:
გაქვთ მაღალი არტერიული წნევა,
გაქვთ გულის დაავადება,
გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობა (ჰიპერთირეოიდიზმი),
გაქვთ დიაბეტი,
გაქვთ ფეოქრომოციტომა,
გაქვთ გადიდებული პროსტატა
როგორც სხვა ნაზალურმა დეკონგესტანტებმა, ძალიან მგრძნობიარე პაციენტებში ქსილასპრიმ შესაძლოა გამოიწვიოს ძილის დარღვევა, თავბრუსხვევა ან ტრემორი. ასეთ სიტუაციაში ყოფნის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.
ქსილასპრის ყოველი ფლაკონი უნდა გამოყენებული იქნას ერთი პირის მიერ ჯვარედინი ინფექციის თავიდან ასაცილებლად.
როგორც სხვა ნაზალური დეკონგესტანტები, ქსილასპრის გამოყენება არ შეიძლება 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ სიმპტომები ნარჩუნდება, მიმართეთ თქვენს ექიმს. ხანგრძლივად ან ჭარბად გამოყენებამ შესაძლოა თავიდან გამოიწვიოს ცხვირის დაგუბება.
ქსილასპრის გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება, განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებში.
ჰიგიენური თვალსაზრისით, არ არის რეკომენდებული ქსილასპრის გამოყენება გახსნიდან 28 დღის შემდეგ.
თუ თქვენ გეხებათ ეს გაფრთხილებები, როდესმე წარსულშიც კი, მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის.
ქსილასპრი საკვებთან და სასმელთან ერთად
გამოყენების წესიდან გამომდინარე, არ გააჩნია ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ ქსილასპრი თუ ხართ ორსულად.
მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ გაიგეთ რომ ხართ ორსულად მკურნალობის პერიოდში.
ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ძუძუთი კვებავთ, მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა:
არ გააჩნია ცნობილი გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქსილასპრის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ქსილასპრი შეიცავს 10 მგ-ზე ნაკლებ ბენზალკონიუმის ქლორიდს ყოველ მიღებულ დოზაზე. ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ქსილასპრი
თუ თქვენ იღებთ ზოგიერთ სამკურნალო საშუალებას, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ (მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები, ტრიციკლური ან ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები), უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს, ვინაიდან ამ პრეპარატებმა შესაძლებელია გაზარდონ ქსილასპრის ეფექტი.
თუ თქვენ ამჟამად იღებთ ან ახლახან მიიღეთ რაიმე რეცეპტურული ან არარეცეპტურული სამკურნალო საშუალება, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამის შესახებ.
როგორ უნდა გამოიყენოთ ქსილასპრი?
გამოყენების ინსტრუქცია და დოზები/გამოყენების სიხშირე:
არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული, მიიღეთ შემდეგი დოზები:
მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში:
შეისხურეთ თითოჯერ ყოველ ნესტოში 2-3-ჯერ დღეში საჭიროების მიხედვით. ბოლო დოზის მიღება რეკომენდებულია ყოველდღე ძილის წინ. არ გადააჭარბოთ ყოველ ნესტოში 3 აპლიკაციას დღეში.
გამოყენების წესი და მეთოდი:
მოხსენით სპრეის დამცავი თავსახური.
პირველი მოხმარების წინ მოამზადეთ გამფრქვევი რამდენჯერმე დაჭერით, სპრეის ჰაერში გამოფრქვევამდე. ეს არ გჭირდებათ მომდევნო აპლიკაციებისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპრეი მაშინვე.
გამოიწმინდეთ ცხვირი. ოდნავ გადმოიხარეთ წინ და შეიყვანეთ გამფრქვევი ნესტოში.
დააჭირეთ გამფრქვევს ცხვირით შესუნთქვისას, რათა უზრუნველყოთ ყველაზე შესაფერისი დისპერსია.
გაიმეორეთ იგივე პროცედურა მეორე ნესტოსთვის.
გამოყენების შემდეგ დაახურეთ თავსახური.
დოზირებული გამფრქვევი ზუსტი დოზირების საშუალებას იძლევა ყოველი გამოყენებისას და ქსილასპრი კარგად განაწილდება ცხვირის შიგნით ზედაპირზე.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
ქსილასპრი გამოიყენება 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
მონაცემები ქსილასპრის ხანდაზმულებში გამოყენებაზე არ არსებობს.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
არ არსებობს არანაირი განსკუთრებული გამოყენების შემთხვევა.
თუ შეგექმნათ წარმოდგენა, რომ ქსილასპრის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ქსილასპრი:
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ქსილასპრი, მომართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ქსილასპრის გამოყენება:
თუ გამოტოვეთ ქსილასპრის დოზა და გაგახსენდათ ერთი საათის განმავლობაში, გამოიყენეთ დაუყოვნებლივ. მაგრამ, თუ გაგახსენდათ უფრო ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ, გამოტოვეთ დოზა და გამოიყენეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივად.
არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა დავიწყებული დოზის შესავსებად.
თუ შეწყვიტეთ ქსილასპრის გამოყენება
არ არის ცნობილი სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა გამოვლინდეს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.
შესაძლო გვერდითი ეფექტები?
როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალების გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები იმ პირებში, რომლებიც მგრძნობიარეები არიან ქსილასპრიში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
შეწყვიტეთ ქსილასპრის გამოყენება და დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას თუ შენიშნეთ რომელიმე შემდეგი:
ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიული) რეაქციები (როგორიცაა სახის და ხორხის შეშუპება (ანგიოედემა), გამონაყარი კანზე, ქავილი).
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ თქვენ განიცდით რომელიმეს ამ გვერდითი ეფექტებიდან, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ძლიერი ალერგია ქსილასპრიზე. შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი ძალიან იშვიათია.
დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას თუ შენიშნეთ რომელიმე შემდეგი:
არარეგულარული ან გახშირებული გულისცემა
მხედველობის დროებით გაუარესება
ეს სერიოზული გვერდითი ეფექტებია. შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია.
შეატყობინეთ თქვენს ექიმს თუ შენიშნეთ რომელიმე შემდეგი:
თავის ტკივილი
გულისრევა
ცხვირის ლორწოვანის სიმშრალე ან დისკომფორტი, წვის შეგრძნება.
ეს არის ქსილასპრის მსუბუქი გვერდითი ეფექტები.
თუ შენიშნეთ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღწერილი ამ ჩანართში,
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ
შეატყობინეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიუხედავად იმისა, აღწერილია თუ არა ამ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ უშუალოდ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) გამოსახულებაზე “შეტყობინება გვერდით ეფექტებზე“ დაჭერით ან გვერდით ეფექტებზე შეტყობინების ხაზით 0 800 314 00 08. თქვენს მიერ გამოცდილ გვერდით ეფექტებზე შეტყობინებით შეგიშლიათ წვლილი შეიტანოთ ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მიღებაში.
როგორ ინახება ქსილასპრი?
შეინახეთ ეს სამკურნალო საშუალება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას თავის შეფუთვაში.
დაიცავით სიცხისგან. ინახება 25ºC-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
არ გადაადგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად! მიიტანეთ იგი შეგროვების სისტემაში როგორც დადგენილია გარემოს დაცვის და ურბანული დაგეგმარების სამინისტროს მიერ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
Avixa İlaç San. ve Tic. A.Ş.
Başakşehir / სტამბული - თურქეთი
მწარმოებელი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Esenyurt / სტამბული - თურქეთი
ეს ფურცელ-ჩანართი დამტკიცდა 17/08/2023.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


