პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

ქსიგდუო XR

Xigduo™ XR

რეცეპტით10მგ+1000მგინსტრუქცია ქართულადაშშ
რისთვის გამოიყენება

ქსიგდუო XR წარმოადგენს დაპაგლიფლოზინისა და გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინის ჰიდროქლორიდის (HCl) კომბინაციას, რომელიც ნაჩვენებია დიეტის და ვარჯიშის დროს დამხმარე საშუალების სახით გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად მოზრდილებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
dapagliflozin propanediol + მეტფორმინ (metformin)
ფორმა და შეფუთვა
10მგ+1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი მეტფორმინის გახანგრძლივებული გამოთავისუფლებით №30 (5X6)
მწარმოებელი
AstraZeneca Pharmaceuticals LP, აშშ
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სისხლში გლუკოზის შემცველობის დამაქვეითებელი პერორალური პრეპარატების კომბინაციები
ATC კოდი
A10BD15
რეგისტრაციის ნომერი
რ-037574
რეგისტრირებულია
16 მარტი 2023, მოქმედებს 16 მარტი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
AstraZeneca Pharmaceuticals LP (აშშ)
განმცხადებელი
„ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედ“-ის წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაქსიგდუო XR და სხვა წამალი ერთად

ქსიგდუო XR — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ქსიგდუო XR წარმოადგენს დაპაგლიფლოზინისა და გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინის ჰიდროქლორიდის (HCl) კომბინაციას, რომელიც ნაჩვენებია დიეტის და ვარჯიშის დროს დამხმარე საშუალების სახით გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად მოზრდილებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით.

დაპაგლიფლოზინი, ქსიგდუო XR -ის კომპონენტად გამოყენების დროს, ნაჩვენებია ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილებში შემდეგი რისკების შესამცირებლად:

მდგრადი eGFR-ის დაქვეითება, თირკმლის ქრონიკული დაავადების ბოლო სტადია, , გულ-სისხლძარღვთა სიკვდილობა და გულის უკმარისობით გამოწვეული ჰოსპიტალიზაცია თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებსაც დაავადების პროგრესირების რისკი აქვთ.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილი, გულის უკმარისობით გამოწვეული ჰოსპიტალიზაცია და გულის უკმარისობის გამო გადაუდებელი ვიზიტი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

გულის უკმარისობით ჰოსპიტალიზაცია ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დადასტურებული გულ-სისხლძარღვთა დაავადება (CVD) ან მრავლობითი გულ-სისხლძარღვთა (CV) რისკ-ფაქტორი.

მიღების წესი და დოზირება

ტესტირება ქსიგდუო XR-ის მიღების დაწყებამდე

ქსიგდუო XR -ით მკურნალობის დაწყებამდე და შემდგომში, კლინიკური ჩვენების მიხედვით უნდა შეფასდეს თირკმლის ფუნქცია [იხ. „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები"]

საჭიროა მოცულობის სტატუსის შეფასება პაციენტებში, მოცირკულირე სითხის მოცულობის დაქვეითების შემთხვევაში, და მდგომარეობის კორექტირება ქსიგდუო XR -ის დაწყებამდე [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“ , „გამოყენება სპეციფიურ პოპულაციებში“ ].

რეკომენდაცია პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით

მიიღეთ ქსიგდუო XR პერორალურად დღეში ერთხელ, დილით საკვებთან ერთად.

გადაყლაპეთ ქსიგდუო XR-ის ტაბლეტები მთლიანად და არ დაფშვნათ, გაჭრათ ან დაღეჭოთ.

რეკომენდებული დოზირება

ქსიგდუო XR-ის საწყისი დოზირება შეარჩიეთ ინდივიდუალურად პაციენტის მიმდინარე მკურნალობიდან გამომდინარე. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინს დოზას საღამოს , უნდა გამოტოვონ მათი ბოლო დოზა ქსიგდუო XR -ის მიღების დაწყებამდე.

გულის უკმარისობასა და თირკმლის ქრონიკულდაავადებასთან დაკავშირებული ქსიგდუო XR -ის ჩვენებებისათვის მოზრდილებში, ქსიგდუო XR -ში დაპაგლიფლოზინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს პერორალურად ერთხელ დღეში.

ქსიგდუო XR -ის ყველა ჩვენებისათვის, დოზა შესაძლებელია დარეგულირდეს ეფექტურობისა და ამტანობის მიხედვით. დაპაგლიფლოზინის მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ-ს, ხოლო მეტფორმინის ჰიდროქლორიდის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 2000 მგ-ს, დოზის თანდათანობითი გაზრდით მეტფორმინის ჰიდროქლორიდთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის არასასურველი რეაქციების შესამცირებლად [იხილეთ „გვერდითი მოვლენები“].

რეკომენდებული დოზირება პაციენტებისთვის თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით

პაციენტებში, რომელთაც გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე (გფს) მეტი ან ტოლია 45 მლ/წთ/1.73 მ2 ქსიგდუო XR-ის რეკომენდებული დოზა იგივეა, რაც თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებისთვის.

ქსიგდუო XR-ის დაწყება არ არის რეკომენდებული პაციენტებში გფს 30-დან 45 მლ/წთ/1,73 მ2-მდე. შეაფასეთ თერაპიის გაგრძელების სარგებელი და რისკი, თუ გფს მუდმივად ხვდება ამ დონის ქვემოთ.

დაპაგლიფლოზინი, სავარაუდოდ, არაეფექტურია გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად პაციენტებში, რომლებსაც გფს აქვთ 45 მლ/წთ/1.73 მ2-ზე ნაკლები.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდის დაწყება არ არის რეკომენდებული პაციენტებისთვის, რომლებსაც გფს აქვთ 45 მლ/წთ/1,73 მ2-ზე ნაკლები.

ქსიგდუო XR უკუნაჩვენებია პაციენტებში 30 მლ/წთ/1.73 მ2-ზე ნაკლები გლომერულური ფილტრაციის სიჩქარით (გფს) და თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიით მეტფორმინის ჰიდროქლორიდის კომპონენტის გამო [იხილეთ „უკუჩვენებები “, „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები “, და „გამოყენება სპეციფიურ პოპულაციებში“]

შეწყვეტა იოდიზებული კონტრასტული ნივთიერებებით ჩატარებული ვიზუალიზაციის პროცედურებისთვის

შეწყვიტეთ ქსიგდუო XR-ის მიღება იოდიზებული ნივთიერებებით ჩატარებული ვიზუალიზაციის პოცედურებამდე ან მათი მიმდინარეობისას პაციენტებში eGFR-ით 60მლ/წთ/1.73მ2-ზე ნაკლებით, პაციენტებში ღვიძლის დაავადების ანამნეზით, ალკოჰოლიზმით ან გულის უკმარისობით; ან პაციენტებში, რომელთაც უნდა ჩაუტარდეთ იოდიზებული კონტრასტული საშუალების ინტრა-არტერიული ინექცია. გადაამოწმეთ გფსს ვიზუალიზაციის პროცედურის ჩატარებიდან 48 საათის შემდეგ; თუ თირკმლის ფუნქცია სტაბილურია, განაახლეთ ქსიგდუო XR-ის მიღება [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები “].

დროებითი შეწყვეტა ქირურგიული ოპერაციის გამო

შეაჩერეთ ქსიგდუო XR -ის მიღება, თუ ეს შესაძლებელია, ოპერაციამდე ან ხანგრძლივ შიმშილთან დაკავშირებულ პროცედურებამდე სულ მცირე 3 დღით ადრე. განაახლეთ ქსიგდუო XR -ის მიღება, როდესაც პაციენტი იქნება კლინიკურად სტაბილური და აღუდგება პერორალური საკვების მიღება [იხილეთ „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ და „კლინიკური ფარმაკოლოგია“ ]

უკუჩვენებები

ქსიგდუო XR უკუნაჩვენებია პაციენტებში ქვემოთ მითითებული პათოლოგიებით:

თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (გფსს 30 მლ/წთ/1.73 მ2-ზე ნაკლები) ან თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადია [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“ ].

დაპაგლიფლოზინის მიმართ სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის, ან მეტფორმინის HCl-ის, ან ქსიგდუო XR-ის ნებისმიერი შემავსებლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ანამნეზი. სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიისა და ანგიოედემის ჩათვლით აღწერილია დაპაგლიფლოზინთან მიმართებაში [იხილეთ „გვერდითი რეაქციები“ ].

მწვავე ან ქრონიკული მეტაბოლური აციდოზი, დიაბეტური კეტოაციდოზის ჩათვლით, კომით ან მის გარეშე. დიაბეტური კეტოაციდოზისთვის უნდა ჩატარდეს მკურნალობა ინსულინით [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“ ].

სიფრთხილის ზომები

რძემჟავა აციდოზი

დაფიქსირებულია მეტფორმინთან-დაკავშირებული რძემჟავა აციდოზის შემთხვევები პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან, ზოგიერთი შემთხვევაში ფატალური გამოსავლით. ამ შემთხვევებში დასაწყისი ძირითადად შეუმჩნეველი იყო და ახლავდა მხოლოდ არასპეციფიური სიმპტომები, როგორიცაა ზოგადი დისკომფორტი, მიალგიები, მუცლის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა, ან მომატებული ძილიანობა; თუმცა, მძიმე აციდოზის ფონზე აგრეთვე აღინიშნებოდა ჰიპოთერმია, ჰიპოტენზია და რეზისტენტული ბრადიარითმიები.

მეტფორმინთან-დაკავშირებული რძემჟავა აციდოზი ხასიათდებოდა სისხლში ლაქტატის კონცენტრაციების მატებით (>5 მმოლ/ლ.), ანიონური სხვაობის აციდოზით (კეტონურიის ან კეტონემიის ნიშნების გარეშე), და ლაქტატ პირუვატის ფარდობის მატებით; მეტფორმინის ზოგადი დონე პლაზმაში >5 მკგ/მლ. მეტფორმინი ამცირებს ლაქტატის ათვისებას ღვიძლის მიერ და იწვევს სისხლში ლაქტატის დონის მატებას, რამაც შესაძლოა გაზარდოს რძემჟავა აციდოზის განვითარების ალბათობა, განსაკუთრებით, რისკის მქონე პაციენტებში.

თუ არსებობს ეჭვი მეტფორმინთან დაკავშირებული რძემჟავა აციდოზის არსებობაზე, სწრაფად უნდა მოხდეს ზოგადი მხარდამჭერი ზომების მიღება საავადმყოფოს პირობებში და დაუყოვნებლივ შეწყდეს ქსიგდუო XR-ის მიღება.

ქსიგდუო XR-ით ნამკურნალებ პაციენტებში რძემჟავა აციდოზის დიაგნოზით ან მასზე საფუძვლიანი ეჭვით, რეკომენდებულია დიალიზის სწრაფად დაწყება, რათა მოხდეს აციდოზის კორექცია და დაგროვებული მეტფორმინის გამოძევება (მეტფორმინ HCl დიალიზს ექვემდებარება, კლირენსით 170 მლ/წთ-მდე კარგი ჰემოდინამიკის პირობებში). ჰემოდიალიზი ხშირად იწვევს სიმპტომების წარმატებულ ალაგებას და მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მიაწოდეთ ინფორმაცია პაციენტებს და მათ ოჯახის წევრებს რძემჟავა აციდოზის სიმპტომების შესახებ და ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში დაარიგეთ ისინი შეწყვიტონ ქსიგდუო XR-ის მიღება და შეატყობინონ მათ მკურნალ ექიმს სიმპტომების შესახებ.

მეტფორმინთან დაკავშირებული რძემჟავა აციდოზის თითოეული დადგენილი და შესაძლო რისკ ფაქტორისთვის, მეტფორმინთან დაკავშირებული რძემჟავა აციდოზის რისკის შემცირების და მართვის რეკომენდაციები მოცემულია ქვემოთ:

თირკმლის ფუნქციის დარღვევა: მეტფორმინთან-დაკავშირებული რძემჟავა აციდოზის პოსტმარკეტინგული შემთხვევები ძირითადად ვითარდებოდა თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში. მეტფორმინის დაგროვების და მეტფორმინთან დაკავშირებული რძემჟავა აციდოზის რისკი იზრდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის სიმძიმის ზრდასთან ერთად, რადგან მეტფორმინის გამოყოფა ძირითადად თირკმლის საშუალებით ხორციელდება. კლინიკური რეკომენდაციები პაციენტის თირკმლის ფუნქციის მიხედვით არის შემდგომი [იხილეთ „დოზირება და მიღება“ და „კლინიკური ფარმაკოლოგია“ ]:

ქსიგდუო XR-ის მიღების დაწყებამდე, განსაზღვრეთ გლომერულური ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარე (გფსს).

ქსიგდუო XR უკუნაჩვენებია პაციენტებში გფსს სიდიდით 30 მლ/წთ/1.73 მ2-ზე ნაკლები [იხილეთ „უკუჩვენებები“ ].

განსაზღვრეთ გფსს მინიმუმ წელიწადში ერთხელ ყველა პაციენტში, რომელიც იღებს ქსიგდუო XR-ს. პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან თირკმლის ფუნქციის დარღვევის განვითარების რისკის ქვეშ (მაგ. ხანდაზმულები), თირკმლის ფუნქცია უფრო ხშირად უნდა შეფასდეს.

მედიკამენტთაშორისი ურთიერთქმედებები: ქსიგდუო XR-ის ზოგიერთ მედიკამენტთან თანმხლებმა გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს მეტფორმინთან-დაკავშირებული რძემჟავა აციდოზის განვითარების რისკი: ის მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ თირკმლის ფუნქციის დარღვევას, იწვევენ მნიშვნელოვან ჰემოდინამიკურ ცვლილებებს, არღვევენ მჟავა-ტუტოვან ბალანსს ან ზრდიან მეტფორმინის დაგროვებას (მაგ. კათიონური მედიკამენტები) [იხილეთ „HYPERLINK \l "page16"მედიკამენტთაშორისი ურთიერთქმედებები“ ]. შესაბამისად უნდა განიხილოთ პაციენტების უფრო ხშირი მონიტორინგი.

ასაკი 65 წელი ან მეტი: მეტფორმინთან-დაკავშირებული რძემჟავა აციდოზის რისკი იმატებს პაციენტის ასაკის ზრდასთან ერთად, რადგან ხანდაზმულ პაციენტებში უფრო ხშირად აღინიშნება ღვიძლის, თირკმლის, ან გულის ფუნქციების დარღვევები ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით. ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის ფუნქცია უფრო ხშირად უნდა შეფასდეს [იხილეთ „გამოყენება სპეციფიურ პოპულაციებში “].

საკონტრასტო ნივთიერებების გამოყენებით ჩატარებული რადიოლოგიური კვლევები: იოდიზებული საკონტრასტო საშუალებების ინტრავასკულური მიღება მეტფორმინით ნამკურნალებ პაციენტებში იწვევდა თირკმლის ფუნქციის მწვავე დაქვეითებას და რძემჟავა აციდოზის განვითარებას. შეწყვიტეთ ქსიგდუო XR-ის მიღება იოდიზებული კონტრასტით ჩატარებული ვიზუალიზაციის პროცედურის ჩატარებამდე და მისი მიმდინარეობისას ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, ალკოჰოლიზმის, ან გულის უკმარისობის ანამნეზის მქონე პაციენტებში; ან პაციენტებში, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ იოდიზებული საკონტრასტო ნივთიერების ინტრა-არტერიული ინექცია. გადაამოწმეთ გფსს ვიზუალიზაციის პროცედურის ჩატარებიდან 48 საათის შემდეგ, და თირკმლის ფუნქციის სტაბილურობის შემთხვევაში განაახლეთ ქსიგდუო XR-ის მიღება.

ქირურგიული ჩარევები და სხვა პროცედურები: საკვებისა და სითხეების მიღებისგან თავის შეკავებამ ქირურგიული ან სხვა პროცედურების დროს შესაძლოა გამოიწვიოს მოცულობითი გამოფიტვის, ჰიპოტენზიის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკის მომატება. ქსიგდუო XR-ის მიღება დროებით უნდა შეწყდეს იმ პერიოდში, როდესაც პაციენტები შეზღუდულად იღებენ საკვებსა და სითხეს.

ჰიპოქსიური მდგომარეობები: მეტფორმინთან დაკავშირებული რძემჟავა აციდოზის რამდენიმე პოსტმარკეტინგული შემთხვევა განვითარდა გულის მწვავე შეგუბებითი უკმარისობის არსებობის პირობებში (კერძოდ, როცა ის დაკავშირებული იყო ჰიპოპერფუზიასა და ჰიპოქსემიასთან). რძემჟავა აციდოზთან დაკავშირებული იყო კარდიოვასკულური კოლაფსი (შოკი), მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, სეფსისი, და ჰიპოქსემიასთან დაკავშირებული სხვა პათოლოგიები და მათ შესაძლოა აგრეთვე გამოიწვიონ პრერენული აზოტემია. ასეთი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ ქსიგდუო XR-ის მიღება.

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება: ალკოჰოლი აძლიერებს მეტფორმინის ლაქტატის მეტაბოლიზმზე ეფექტებს და ამან შესაძლოა გამოიწვიოს მეტფორმინთან დაკავშირებული რძემჟავა აციდოზის განვითარების რისკის მომატება. გააფრთხილეთ პაციენტები თავი შეიკავონ ალკოჰოლის ჭარბი გამოყენებისგან ქსიგდუო XR-ის მიღებისას.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დაფიქსირებულია მეტფორმინთან დაკავშირებული რძემჟავა აციდოზის განვითარების შემთხვევები. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ლაქტატის კლირენსის შემცირებით, რაც იწვევს სისხლში ლაქტატის დონის მომატებას. შესაბამისად, პაციენტებმა ღვიძლის დაავადების კლინიკური ან ლაბორატორიული ნიშნებით, ქსიგდუო XR-ის გამოყენებისგან თავი უნდა შევიკავონ.

დიაბეტური კეტოაციდოზი პაციენტებში ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით და სხვა კეტოაციდოზი

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, დაპაგლიფლოზინი, ქსიგდუო XR-ის კომპონენტი, მნიშვნელოვნად ზრდის დიაბეტური კეტოაციდოზის, სიცოცხლისათვის საშიში მოვლენის რისკს, საბაზისო მაჩვენებელს მიღმა. ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ჩატარებულ პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში, კეტოაციდოზის რისკი მნიშვნელოვნად გაიზარდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერ 2-ის (SGLT2) ინჰიბიტორებს, პლაცებოს მიმღებ პაციენტებთან შედარებით. ქსიგდუო XR არ არის ნაჩვენები ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში გლიკემიური კონტროლისთვის. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი და პანკრეასის დარღვევები (მაგ., პანკრეატიტის ან პანკრეასის ოპერაციის ანამნეზი) ასევე წარმოადგენს კეტოაციდოზის რისკ-ფაქტორებს. პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში SGLT2 ინჰიბიტორების, მათ შორის დაპაგლიფლოზინის გამოყენებისას კეტოაციდოზის ფატალური შემთხვევები. დიაბეტური კეტოაციდოზის ან სხვა კეტოაციდოზის ხელშემწყობი მდგომარეობები მოიცავს ინსულინის არასაკმარის მიღებას ინსულინის დოზის შემცირების ან გამოტოვებული დოზების გამო, მწვავე ფებრილურ დაავადებას, კალორიების შემცირებულ მიღებას, კეტოგენურ დიეტას, ქირურგიულ ჩარევას, მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტს და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებას. ნიშნები და სიმპტომები შეესაბამება დეჰიდრატაციასა და მძიმე მეტაბოლურ აციდოზს და მოიცავს გულისრევას, ღებინებას, მუცლის ტკივილს, ზოგად სისუსტესა და ქოშინს. წარდგენისას სისხლში გლუკოზის დონე შეიძლება იყოს დიაბეტური კეტოაციდოზისთვის ტიპურად მოსალოდნელზე დაბალი (მაგ., 250 მგ/დლ-ზე ნაკლები). კეტოაციდოზი და გლუკოზურია შეიძლება გაგრძელდეს ტიპურად მოსალოდნელზე ხანგრძლივად. შარდით გლუკოზის ექსკრეცია გრძელდება ქსიგდუო XR-ის შეწყვეტიდან 3 დღის განმავლობაში [იხილეთ „კლინიკური ფარმაკოლოგია“]; თუმცა, პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა კეტოაციდოზისა და/ან გლუკოზურიის შემთხვევები, რომლებიც გრძელდებოდა 6 დღეზე მეტ ხანს და ზოგიერთ შემთხვევაში 2 კვირამდე SGLT2 ინჰიბიტორების შეწყვეტის შემდეგ. კეტოაციდოზის რისკის მქონე პაციენტებში, კლინიკური სიტუაციიდან გამომდინარე, განიხილეთ კეტონების მონიტორინგი. მძიმე მეტაბოლური აციდოზისთვის დამახასიათებელი ნიშნებისა და სიმპტომების მქონე პაციენტებში შეაფასეთ კეტოაციდოზის არსებობა სისხლში გლუკოზის დონის მიუხედავად. თუ კეტოაციდოზზეა ეჭვი, შეწყვიტეთ ქსიგდუო XR-ის მიღება, დაუყოვნებლივ ჩაატარეთ შეფასება და მკურნალობა, თუ დიაგნოზი დადასტურდება. ქსიგდუო XR-ის ხელახლა დაწყებამდე აკონტროლეთ პაციენტებში კეტოაციდოზის მოხსნა. შეაჩერეთ XIGDUO XR-ის მიღება, თუ ეს შესაძლებელია, დროებით კლინიკურ სიტუაციებში, რომლებმაც შეიძლება შეუქმნან პაციენტებს კეტოაციდოზის განვითარების წინაპირობები. განაახლეთ ქსიგდუო XR-ის მიღება, როდესაც პაციენტი იქნება კლინიკურად სტაბილური და აღუდგება პერორალური საკვების მიღება [იხილეთ „დოზირება და მიღების წესი“].

გააფრთხილეთ ყველა პაციენტი კეტოაციდოზის ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და გააფრთხილეთ პაციენტები, რომ შეწყვიტონ ქსიგდუო XR-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ გამოვლინდება ნიშნები და სიმპტომები.

მოცირკულირე სითხის მოცულობის შემცირება

დაპაგლიფლოზინმა შეიძლება გამოიწვიოს ინტრავასკულური სითხის მოცულობის შემცირება, რაც შეიძლება გამოვლინდეს სიმპტომური ჰიპოტენზიის ან კრეატინინის მაჩვენებლის ცვლილებით, რაც მნიშვნელოვანი, მაგრამ გარდამავალია. არსებობს პოსტ-მარკეტინგული ანგარიშები თირკმლის მწვავე უკმარისობის შესახებ, ზოგიერთ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის და დიალიზის საჭიროებით პაციენტებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით და რომლებიც იღებენ SGLT2 ინჰიბიტორებს, დაპაგლიფლოზინის ჩათვლით. პაციენტები, რომელთაც აღენიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევები (გფს 60 მლ/წთ/1.73 მ2-ზე ნაკლები), ასაკოვანი პაციენტები, ან პაციენტები, რომლებიც იღებენ მარყუჟოვან დიურეტიკებს, შესაძლოა იყვნენ მოცირკულირე სითხის მოცულობის შემცირების ან ჰიპოტენზიის მომატებული რისკის ქვეშ. ქსიგდუო XR-ის მიღების დაწყებამდე პაციენტებში, რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლით, უნდა შეფასდეს მოცირკულირე სითხის მოცულობის სტატუსი და თირკმლის ფუნქცია. მკურნალობის დაწყების შემდეგ საჭიროა ჰიპოტენზიის და თირკმლის ფუნქციის ნიშნებისა და სიმპტომების მონიტორინგი.

უროსეფსისი და პიელონეფრიტი

აღწერილია საშარდე გზების სერიოზული ინფექციის შემთხვევები, მათ შორის უროსეფსისი და პიელონეფრიტი, რა მიზეზითაც საჭირო გახდა იმ პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, რომლებიც იღებდნენ SGLT2 ინჰიბიტორებს, მათ შორის დაპაგლიფლოზინს. SGLT2-ის ინჰიბიტორებით მკურნალობა ზრდის საშარდე გზების ინფექციების განვითარების რისკს. უნდა მოხდეს პაციენტების გამოკვლელვა საშარდე გზების ინფექციის ნიშნებისა და სიმპტომების არსებობაზე და მკურნალობა უნდა ჩატარდეს ჩვენების მიხედვით [იხილეთ „გვერდითი რეაქციები“ ].

ჰიპოგლიკემია ინსულინთან ან ინსულინის გამომყოფ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას

დაპაგლიფლოზინი

დადგენილია, რომ ინსულინი და ინსულინის გამომყოფი საშუალებები იწვევენ ჰიპოგლიკემიას. დაპაგლიფლოზინმა შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის მომატება ინსულინთან ან ინსულინის გამომყოფ საშუალებასთან კომბინაციაში მიღებისას [იხილეთ „გვერდითი რეაქციები“ ].

სულფონილურეას (ან სხვა თანმხლებად გამოყენებული ინსულინის სეკრეტორების) ან ინსულინის დოზის შემცირებით შესაძლებელია ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირება. აცნობეთ პაციენტებს, რომლებიც იყენებენ ამ თანმხლებ მედიკამენტებს ჰიპოგლიკემიის რისკის შესახებ და აუხსენით მათ ჰიპოგლიკემიის ნიშნები და სიმპტომები.

ვიტამინ B12-ის კონცენტრაცია

მეტფორმინის 29-კვირიან კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა შრატის მანამდე ნორმალური ვიტამინ B12-ის დონის დაქვეითება სუბნორმულ დონეებამდე, კლინიკური გამოვლინებების გარეშე, პაციენტების დაახლოებით 7%-ში. ასეთი დაქვეითება, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს B12-შინაგანი ფაქტორის კომპლექსის საშუალებით B12-ის აბსორბციის პროცესის დარღვევით, შესაძლოა ანემიასთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში სწრაფად შექცევადია მეტფორმინის შეწყვეტის ფონზე ან ვიტამინ B12-ის დამატებით.

ზოგიერთ ინდივიდს (რომლებიც იღებენ არასაკმარის ვიტამინ B12-ს ან კალციუმს ან აღენიშნებათ შეწოვის დაქვეითება) აღენიშნება ვიტამინ B12-ის სუბნორმულ დონემდე დაქვეითებისკენ მიდრეკილება. ქსიგდუო XR-ზე მყოფ პაციენტებში ჰემატოლოგიური პარამეტრები ყოველწლიურად, ხოლო B12-ს დონე 2-დან 3- წლამდე შუალედებით უნდა აკონტროლოთ და გამოვლენილი პათოლოგიები შესაბამისად უნდა მართოთ [იხილეთ „გვერდითი რეაქციები“].

სასქესო ორგანოების სოკოვანი ინფექციები

დაპაგლიფლოზინი ზრდის სასქესო ორგანოების სოკოვანი ინფექციების რისკს. პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ სასქესო ორგანოების სოკოვანი ინფექციები, უფრო ხშირად უვითარდებოდათ სასქესო ორგანოების სოკოვანი ინფექციები [იხილეთ „გვერდითი რეაქციები“]. მოახდინეთ მონიტორინგი და ჩაატარეთ შესაბამისი მკურნალობა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ცხრილი 5: კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ქსიგდუო XR -თან

კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები

კლინიკური გავლენა

ტოპირამატი ან კარბოანჰიდრაზას სხვა ინჰიბიტორები (მაგ., ზონისამიდი, აცეტაზოლამიდი ან დიქლორფენამიდი) ხშირად იწვევს შრატში ბიკარბონატის შემცირებას და იწვევს არაანიონურ სხვაობა, ჰიპერქლორემიულ მეტაბოლურ აციდოზს. ამ პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ ქსიგდუო XR-თან ერთად შეიძლება გაზარდოს ლაქტოაციდოზის რისკი.

ინტერვენცია

განიხილეთ ამ პაციენტების უფრო ხშირი მონიტორინგი.

პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ მეტფორმინის კლირენსს

კლინიკური გავლენა

იმ პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ, რომლებიც აფერხებენ მეტფორმინის თირკმლისმიერი ელიმინაციის პროცესში ჩართულ თირკმლის მილაკოვან სატრანსპორტო სისტემებს (მაგ., ორგანული კათიონური გადამტანი-2 [OCT2]/მულტი-წამლისა და ტოქსინის ექსტრუზიის [MATE] ინჰიბიტორები, როგორიცაა რანოლაზინი, ვანდეტანიბი, დოლუტეგრავირი და ციმედიტიდინი. ) შეიძლება გაზარდოს მეტფორმინის სისტემური ზემოქმედება და ლაქტოაციდოზის რისკი [იხილეთ კლინიკური ფარმაკოლოგია].

ინტერვენცია

განიხილეთ ერთდროული გამოყენების სარგებელი და რისკი.

ალკოჰოლი

კლინიკური გავლენა

ცნობილია, რომ ალკოჰოლი აძლიერებს მეტფორმინის მოქმედებას ლაქტატის მეტაბოლიზმზე.

ინტერვენცია

საჭიროა პაციენტების გაფრთხილება, რომ ისინი მოერიდონ ალკოჰოლის ჭარბ გამოყენებას ქსიგდუო XR-ის მიღებისას.

პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ გლიკემიურ კონტროლზე

კლინიკური გავლენა

ზოგიერთი პრეპარატი მიდრეკილია განავითაროს ჰიპერგლიკემია და შესაძლებელია შედეგად მოიტანოს გლიკემიური კონტროლის დაკარგვა. ეს მედიკამენტები მოიცავს თიაზიდებს და სხვა დიურეტიკებს, კორტიკოსტეროიდებს, ფენოთიაზინებს, ფარისებრი ჯირკვლის პროდუქტებს, ესტროგენებს, პერორალურ კონტრაცეპტივებს, ფენიტოინს, ნიკოტინის მჟავას, სიმპატომიმეტიკურ საშუალებებს, კალციუმის არხების ბლოკატორებსა და იზონიაზიდს.

ინტერვენცია

ასეთი პრეპარატების მიღებისას საჭიროა პაციენტზე დაკვირვება, რომელიც ღებულობს ქსიგდუო XR-ს სისხლში გლუკოზის კონტროლის დაკარგვის გამო. როდესაც ასეთი პრეპარატების ამოღება ხდება ისეთი პაციენტის სამკურნალო რეჟიმიდან, რომელიც იღებს ქსიგდუო XR-ს, საჭიროა პაციენტის ჰიპოგლიკემიის მონიტორინგი.

შარდის გლუკოზის ტესტის დადებითი შედეგი

კლინიკური გავლენა

SGLT2 ინჰიბიტორები ზრდის შარდში გლუკოზის ექსკრეციას და გამოიწვევს შარდში გლუკოზის ტესტების დადებით შედეგს.

ინტერვენცია

არ არის რეკომენდებული გლიკემიური კონტროლის მონიტორინგი შარდში გლუკოზის ტესტებით ისეთ პაციენტებში, რომლებიც იღებენ SGLT2 ინჰიბიტორებს. გამოიყენეთ ალტერნატიული მეთოდები გლიკემიური კონტროლის მონიტორინგისთვის.

1,5-ანჰიდროგლუციტოლთან (1,5-AG) ანალიზზე უარყოფითი ზემოქმედება

კლინიკური გავლენა

1,5-AG-ის მაჩვენებლები არასანდოა გლიკემიური კონტროლის შესაფასებლად იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ SGLT2 ინჰიბიტორებს.

ინტერვენცია

არ არის რეკომენდებული გლიკემიური კონტროლის მონიტორინგი 1.5-AG ანალიზით. გამოიყენეთ ალტერნატიული მეთოდები გლიკემიური კონტროლის მონიტორინგისთვის.

გამოყენება სპეციფიურ პოპულაციებში

ორსულობა და ძუძუთი კვება

რისკების შეჯამება

ცხოველთა მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც აჩვენებს თირკმლისმიერ გვერდით მოვლენებს, ქსიგდუო XR არ არის რეკომენდბული ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში.

შეზღუდული მონაცემები ქსიგდუო XR-თან ან დაპაგლიფლოზინთან დაკავშირებით, არ არის საკმარისი ორსულ ქალებში წამალთან დაკავშირებული რისკის დასადგენად თანდაყოლილი დეფექტების ან მუცლის მოშლისთვის. ორსულობის დროს მეტფორმინის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული კვლევებით არ არის აღწერილი აშკარა კავშირი მეტფორმინსა და ძირითადი თანდაყოლილი დეფექტის და მუცლის მოშლის რისკს შორის. ორსულობის დროს ცუდად კონტროლირებულ დიაბეტთან დაკავშირებით არსებობს რისკები დედისთვის და ნაყოფისთვის.

ცხოველთა კვლევებში, თირკმლის მენჯის და ტუბულების გაფართოების გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ იყო სრულად შექცევადი, ნანახი იქნა ვირთხებში როდესაც დაპაგლიფლოზინის მიღება მოხდა თირკმლის განვითარების დროს, რომელიც შეესაბამება ადამიანის ორსულობის გვიან მეორე და მესამე ტრიმესტრს, ყველა ტესტირებულ დოზაზე. მათ შორის ყველაზე დაბალმა უზრუნველყო 10 მგ-იანი კლინიკური დოზის 15-ჯერ მეტი ექსპოზიცია.

ძირითადი თანდაყოლილი დეფექტების გამოთვლილი ფონური რისკი არის 6% - 10% პრე-გესტაციური დიაბეტის მქონე ქალებში 7%-ზე მაღალი HbA1c-ით, ხოლო ქალებში, 10%-ზე მაღალი HbA1c -ით - ეს რისკი შეადგენდა 20%- 25%-ს . მუცლის მოშლის ფონური რისკი ნაჩვენები პოპულაციისთვის უცნობია. შეერთებულ შტატებში ძირითადი პოპულაცია, ძირითადი თანდაყოლილი დეფექტების და მუცლის მოშლის გამოთვლილი ფონური რისკი კლინიკურად აღიარებულ ორსულობებში არის 2%- 4% და 15%- 20%, შესაბამისად.

კლინიკური მოსაზრებანი

დაავადებასთან დაკავშირებული დედის და/ან ემბრიფეტალური რისკი

ორსულობის დროს ცუდად კონტროლირებული დიაბეტი ზრდის დედის დიაბეტური კეტოაციდოზის, პრე-ეკლამპსიის, სპონტანური აბორტის, ნაადრევი მშობიარობის და მშობიარობის გართულებების რისკს. ცუდად კონტროლირებული დიაბეტი ზრდის ჩანასახის რისკს ძირითად თანდაყოლილ დეფექტებთან, დღენაკლულობასთან და მაკროსომიასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის რისკს.

მონაცემები

ადამიანის მონაცემები

პოსტ-მარკეტული კვლევებიდან გამოქვეყნებულ მონაცემებში არ არის აღწერილი აშკარა კავშირი მეტფორმინსა და ძირითად თანდაყოლილ დეფექტებს, მუცლად მოშლას, ან დედის ან ნაყოფის გვერდით შედეგებს შორის როდესაც მეტფორმინის გამოყენება ხდებოდა ორსულობის დროს. თუმცა, ამ კვლევებს არ შეუძლიათ დანამდვილებით დაამტკიცონ მეტფორმინთან დაკავშირებული რაიმე რისკის არარსებობა მეთოდოლოგიური შეზღუდვების გამო, მათ შორის ნიმუშის მცირე ზომა და არაშესაფერისი შესადარებელი ჯგუფები.

ცხოველთა მონაცემები

დაპაგლიფლოზინი

ახალგაზრდა ვირთხებში პოსტნატალური დღე 21-დან (PND) PND 90-მდე პირდაპი შეყვანილ დოზებზე 1, 15, ან 75 მგ/კგ/დღე, მოიმატა თირკმლის წონამ და თირკმლის მენჯის და ტუბულარული დილატაციის შემთხვევებმა დოზის ყველა საფეხურზე. ყველაზე დაბალ დოზაზე ტესტირებულის ექსპოზიცია იყო 10 მგ კლინიკურ დოზაზე 15-ჯერ მეტი (AUC-ზე დაყრდნობით). ახალგაზრდა ცხოველებში ნანახი თირკმლის მენჯის და ტუბულარული დილატაცია სრულად არ აღდგა გამოჯანმრთელების 1-თვიან პერიოდში.

პრენატალური და პოსტნატალური განვითარების კვლევაში, დაპაგლიფლოზინი მიაღებინეს დედა ვირთხებს ორსულობის მე-6 დღიდან ლაქტაციის 21-ე დღის ჩათვლით 1, 15, ან 75 მგ/კგ/დღე დოზებით, ხოლო ნაყოფის ექსპოზიცია მოხდა in utero და შემდგომ ჩვილების - მთელი ლაქტაციის განმავლობაში. თირკმლის მენჯის გაფართოების მომატებული შემთხვევები და სიმწვავე ნანახი იქნა დამუშავებული მრუდის ქვეშ ფართობის 21 დღის ლეკვების ნაშიერებში 75 მგ/კგ/დღეზე (დედის და ლეკვის დაპაგლიფლოზინის ექსპოზიციები იყო 1415-ჯერ და 137-ჯერ მეტი, შესაბამისად, ადამიანის დოზის მაჩვენებელი 10 მგ კლინიკურ დოზაზე, AUC-ის საფუძველზე). ლეკვებში დოზასთან დაკავშირებული წონის შემცირებები ნანახი იქნა 10 მგ კლინიკურ დოზაზე 29-ჯერ მეტად და მასზე მეტად (AUC-ის მიხედვიღთ). განვითარების საბოლოო პუნქტებზე გვერდითი ეფექტები არ აღინიშნა 1 მგ/კგ/დღეზე (10 მგ კლინიკურ დოზაზე 19-ჯერ AUC-ის საფუძველზე). ეს შედეგები მოხდა წამლის ექსპოზიციასთან ერთად ვირთხებში თირკმლის განვითარების პერიოდებში, რომლებიც შეესაბამება ადამიანის განვითარების გვიან მეორე და მესამე ტრიმესტრს

ემბრიოფეტალური განვითარების კვლევებში ვირთხებში და კურდღლებში, დაპაგლიფლოზინის მიღება მოხდა მთელი ორგანოგენეზის განმავლობაში, რომელიც შეესაბამება ადამიანის ორსულობის პირველ ტრიმესტრს. ვირთხებში დაპაგლიფლოზინი იყო არც ემბრიოლეტალური არც ტერატოგენული 75 მგ /კგ/დღე დოზამდე (10 მგ კლინიკურ დოზაზე 1441-ჯერ მეტი, AUC-ის საფუძველზე) დოზასთან დაკავშირებული ეფექტები ვირთხის ნაყოფზე (სტრუქტურული დარღვევები და სხეულის შემცირებული წონა) მოხდა მხოლოდ მაღალ დოზებზე, რომელიც ტოლია ან მეტია 150 მგ/კგ (10 მგ კლინიკური დოზაზე 2344 ჯერ მეტი, AUC-ის საფუძველზე), რომელიც უკავშირდებოდა დედის ტოქსიურობას. განვითარების ტოქსიურობები არ იქნა ნანახი კურდღლებში 180 მგ/კგ/დღის დოზებამდე (10 მგ კლინიკური დოზაზე მეტად)

მეტფორმინის HCl

მეტფორმინის HCl-მა არ გამოიწვია გვერდითი განვითარებითი მოვლენები, როდესაც ის მიაღებინეს ორსულ Sprague Dawley ვირთხებს და კურდღელებს 600 მგ/კგ/დღემდე ორგანოგენეზის პერიოდში. ეს წარმოადგენს 2000 მგ კლინიკურ დოზაზე დაახლოებით 2-ჯერ და 6-ჯერ მეტ ექსპოზიციას, გააჩნია სხეულის ზედაპირის ფართობს (მგ/მ2) ვირთხებისთვის და კურდღლებისთვის, შესაბამისად. ფეტალური კონცენტრაციის განსაზღვრამ გამოავლინა ნაწილობრივ პლაცენტური ბარიერი მეტფორმინის მიმართ.

ლაქტაცია

რისკების მიმოხილვა

არ არსებობს ინფორმაცია ქსიგდუო XR-ის ან დაპაგლიფლოზინის არსებობაზე ადამიანის რძეში, ასევე მათ ეფექტზე ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილზე, ან რძის წარმოქმნაზე.

შეზღუდული გამოქვეყნებული კვლევები აჩვენებს, რომ მეტფორმინი წარმოდგენილია ადამიანის რძეში. თუმცა, არის არასაკმარისი ინფორმაცია მეტფორმინის ეფექტებზე ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილზე და არ არსებობს ხელმისაწვდომი ინფორმაცია მეტფორმინის ეფექტებზე რძის წარმოებაზე. დაპაგლიფლოზინი წარმოდგენილია ლაქტაციური ვირთხების რძეში. თუმცა, სახეობასთა დაკავშირებული სპეციფიური განსხვავების გამო ლაქტაციის ფიზიოლოგიაში, ამ მონაცემების კლინიკური რელევანტობა არ არის ნათელი. რადგან თირკმლის მომწიფება ხდება in utero და ცხოვრების პირველი 2 წლის განმავლობაში როდესაც შესაძლოა მოხდეს ლაქტაციური ექსპოზიცია, შესაძლო იყოს რისკი ადამიანის განვითარებადი თირკმლის მიმართ.

სერიოზული გვერდითი რეაქციების პოტენციალის გამო ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში, რჩევა ქალების მიმართ, რომ გამოიყენონ ქსიგდუო XR არ არის რეკომენდებული.

მონაცემები

დაპაგლიფლოზინი

დაპაგლიფლოზინი წარმოდგენილი იყო ვირთხის რძეში 0.49 რძე/პლაზმა შეფარდებით, რაც მიუთითებს, რომ დაპაგლიფლოზინი და მისი მეტაბოლიტები გადადიან რძეში კონცენტრაციით, რომელიც დედის პლაზმაში არსებულის დაახლოებით 50%-ია. ახალგაზრდა ვირთხებმა, რომელთა ექსპოზიცია მოხდა დაპაგლიფლოზინის მიმართ, გამოავლინეს რისკი განვითარებადი თირკმლის მიმართ (თირკმლის მენჯი და ტუბულარული დილატაცია) მომწიფების დროს.

მეტფორმინის HCl

გამოქვეყნებული კლინიკური ლაქტაციის კვლევები გადმოსცემენ, რომ მეტფორმინი წარმოდგენილი არის დედის რძეში, რომელმაც შედეგად გამოიღო ჩვილის დოზები დაახლოებით 0.11%-დან 1%-მდე დედის წონა-მორგებული დოზირების და რძე/პლაზმა შეფარდების მაჩვენებელი მერყეობს 0.13 და 1. თუმცა, კვლევები არ იყო შედგენილი ლაქტაციის დროს მეტფორმინის გამოყენების რისკის გამოსათვლელად ნიმუშის მცირე ზომის გამო და შეზღუდული გვერდითი მოვლენების მონაცემები, რომელიც შეგროვებულია ჩვილებში.

რეპროდუქციული პოტენციალის ქალები და მამაკაცები

იმსჯელეთ დაუგეგმავი ორსულობის პოტენციალზე პრემენოპაუზურ ქალებში , რადგან მეტფორმინით თერაპიამ შესაძლოა გამოიწვიოს ოვულაცია ზოგიერთ ანოვულატორულ ქალში.

გერიატრიული გამოყენება

ქსიგდუო XR

არ არის რეკომენდებული ქსიგდუო XR-ის დოზირების რაიმე ცვლილება ასაკიდან გამომდინარე. ასაკოვან პაციენტებში რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის უფრო ხშირი შეფასება.

დაპაგლიფლოზინი

21 ორმაგად ბრმა, კონტროლირებადი, კლინიკური კვლევის გაერთიანებულ მონაცემებში, რომლებიც აფასებდნენ დაპაგლიფლოზინის ეფექტურობას გლიკემიური კონტროლის გაუმჯობესებაში, სულ 5936 დაპაგლიფლოზინით ნამკურნალები პაციენტიდან 1424 (24%) იყო 65 წლის და უფროსი ასაკის, ხოლო 207 (3.5%) პაციენტი იყო 75 წლის და უფროსი ასაკის. თირკმლის ფუნქციის დონის (eGFR) კონტროლის შემდეგ, ეფექტურობა მსგავსი იყო 65 წლამდე ასაკის და 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის. 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში, დაპაგლიფლოზინით ნამკურნალებ პაციენტთა უფრო მაღალ პროპორციას ჰქონდა ჰიპოტენზიის გვერდითი რეაქციები [იხილეთ „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ და „გვერდითი რეაქციები“].

DAPA-HF, DELIVER და DAPA-CKD კვლევებში, უსაფრთხოება და ეფექტურობა მსგავსი იყო 65 წლის და უმცროსი ასაკის პაციენტებისთვის და 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის როგორც მთლიან პოპულაციაში, ასევე ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. DAPA-HF კვლევაში, 4744 პაციენტიდან 2714 (57%), რომლებსაც ჰქონდათ გულის უკმარისობა შემცირებული განდევნის ფრაქციით (HFrEF), იყვნენ 65 წელზე უფროსი ასაკის. 2139 HFrEF-ით და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტიდან 1211 (57%) იყო 65 წელზე უფროსი ასაკის. DELIVER კვლევაში, 6263 პაციენტიდან 4759 (76%), რომლებსაც ჰქონდათ გულის უკმარისობა (LVEF >40%), იყვნენ 65 წელზე უფროსი ასაკის. 2806 პაციენტიდან, რომლებსაც ჰქონდათ LVEF >40% და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, 2072 (74%) იყო 65 წელზე უფროსი ასაკის. DAPA-CKD კვლევაში, 4304 პაციენტიდან 1818 (42%), რომლებსაც ჰქონდათ ქრონიკული თირკმლის დაავადება, იყვნენ 65 წელზე უფროსი ასაკის. 2906 პაციენტიდან, რომლებსაც ჰქონდათ ქრონიკული თირკმლის დაავადება და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, 1399 (48%) იყო 65 წელზე უფროსი ასაკის.

მეტფორმინის HCl

მეტფორმინის კონტროლირებადი კლინიკური კვლევები არ მოიცავდა საკმარისი რაოდენობის ხანდაზმულ პაციენტებს იმის დასადგენად, რეაგირებენ თუ არა ისინი ახალგაზრდა პაციენტებისგან განსხვავებულად. ზოგადად, ხანდაზმული პაციენტისთვის დოზის შერჩევა სიფრთხილით უნდა მოხდეს, ჩვეულებრივ, დოზირების დიაპაზონის ქვედა ზღვრიდან დაწყებული, რაც ასახავს ღვიძლის, თირკმლის ან გულის ფუნქციის შემცირების უფრო მაღალ სიხშირეს, თანმხლებ დაავადებებს ან სხვა მედიკამენტურ თერაპიას და რძემჟავა აციდოზის უფრო მაღალ რისკს. შეაფასეთ თირკმლის ფუნქცია უფრო ხშირად ხანდაზმულ პაციენტებში [იხილეთ „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“].

თირკმლის დაზიანება

ქსიგდუო XR-ის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომელთა გფს ნაკლებია 45 მლ/წთ/1.73 მ2 და უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აქვთ თირკმლის მწვავე დაზიანება (გფს ნაკლებია 30 მლ/წთ/1.73 მ2) ანთირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადია [იხილეთ „დოზირება და მიღება“, „უკუჩვენებები“ და, „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“]

დაპაგლიფლოზინი

დაპაგლიფლოზინი 10 მგ შეფასებული იყო 4304 მოზრდილ პაციენტში თირკმლის ქრონიკული დაავადებით (გფს 25-დან 75 მლ/წთ/1.73 მ2) DAPA-CKD კვლევაში. დაპაგლიფლოზინი 10 მგ ასევე შეფასებული იყო 1926 მოზრდილ პაციენტში გფს-ით 30-დან 60 მლ/წთ/1.73 მ2 DAPA-HF კვლევაში. დაპაგლიფლოზინის უსაფრთხოების პროფილი eGFR ქვეჯგუფებში შეესაბამებოდა უსაფრთხოების ცნობილ პროფილს [იხილეთ „გვერდითი რეაქციები“ და „კლინიკური კვლევები“].

დაპაგლიფლოზინი 10მგ შეფასდა გლიკემიური კონტროლის ორ კვლევაში, რომელიც მოიცავდა პაციენტებს თირკმლის ზომიერი დაზიანებით ( გფს 45 ნაკლები ვიდრე 60 მლ/წთ/1.73 მ2-მდე, და გფს 30 ნაკლები ვიდრე 60 მლ/წთ/1.73 მ2) [იხილეთ „კლინიკური კვლევები“]. პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით რომლებიც გლიკემიური კონტროლისთვის 10მგ დაპაგლიფლოზინს იყენებენ შესაძლოა უფრო მიდრეკილნი იყვნენ ჰიპოტენზიისკენ და შესაძლოა იყონ თირკმლის მწვავე დაზიანების უფრო მაღალი რისკის ქვეშ, გამომდინარე მოცირკულირე სითხის მოცულობის შემცირებიდან. გფს 30-დან 60 მლ/წთ/1.73მ2-მდე მაჩვენებლების მქონე მოზრდილი პაციენტების კვლევაში, დაპაგლიფლოზინის თერაპიაზე მყოფ 13 პაციენტს აღენიშნა ძვლის მოტეხილობა, ხოლო პლაცებოს ჯგუფში არ გამოვლინდა არცერთი შემთხვევა. დაპაგლიფლოზინის 10 მგ გამოყენება გლიკემიის კონტროლისთვის პაციენტებში დადგენილი კარდიოვასკულური დაავადების ან კარდიოვასკულური რისკის ფაქტორების გარეშე არ არის რეკომენდებული, როდესაც გფს არის 45 მლ/წთ/1.73 მ2-ზე ნაკლები [იხ. „დოზირება და მიღების წესი“].

მეტფორმინის HCl

მეტფორმინი არსებითად გამოიყოფა თირკმლის მიერ, და მეტფორმინის დაგროვების და რძემჟავა-აციდოზის რისკი იზრდება თირკმლის დაზიანების ხარისხთან ერთად. ქსიგდუო XR უკუნაჩვენებია თირკმლის მწვავე დაზიანების დროს, გამოთვლილი გლომერულური ფილტრაციის სიჩქარით (eGFR) 30 მლ/წთ/1.73 მ2-ის ქვემოთ [იხილეთ დოზირება და მიღება , უკუჩვენებები , გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები , და კლინიკური ფარმაკოლოგია ].

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

მეტფორმინის გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დაკავშირებული იყო რძემჟავა აციდოზის განვითარების რამდენიმე შემთხვევასთან.

ქსიგდუო XR-ით მკურნალობა არ არის რეკომენდებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“].

გვერდითი მოვლენები

ქვემოთ აღწერილია შემდგომი მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები:

რძემჟავა აციდოზი [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“ ]

დიაბეტური კეტოაციდოზი პაციენტებში ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით და სხვა კეტოაციდოზი [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“ ]

მოცირკულირე სითხის მოცულობის შემცირება [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“

უროსეფსისი და პიელონეფრიტი [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები “]

ჰიპოგლიკემია ინსულინის ან ინსულინის სეკროტების თანმხლები გამოყენებისას [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები “]

ვიტამინ B12-ის კონცენტრაციები [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“ ]

გენიტალური სოკოვანი ინფექციები [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“ ]

კლინიკური კვლევების გამოცდილება

რადგან კლინიკური კვლევები ტარდება ფართოდ ვარიაბელურ პირობებში, მედიკამენტთან დაკავშირებულ კლინიკურ კვლევებში გამოვლენილი გვერდითი რეაქციების სიხშირეები შეუძლებელია პირდაპირ შევადაროთ სხვა მედიკამენტის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებულ სიხშირეებს და ის შესაძლოა არ ასახავდეს კლინიკურ პრაქტიკაში არსებულ სიხშირეებს.

კლინიკური კვლევები გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინ HCl-ით ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილებში

გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინის პლაცებო-კონტროლირებად მონოთერაპიულ კვლევებში, მეტფორმინით ნამკურნალები პაციენტების >5%-ში აღინიშნა დიარეა და გულისრევა/ღებინება და ისინი უფრო ხშირი იყო პლაცებოთი ნამკურნალებ პაციენტებთან შედარებით (დიარეასთვის 9.6% და 2.6% და გულისრევა/ღებინებისთვის 6.5% და 1.5%). დიარეა იწვევდა საკვლევი მედიკამენტის მიღების შეწყვეტას გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინით ნამკურნალები პაციენტების 0.6%-ში.

კლინიკური კვლევები დაპაგლიფლოზინით მოზრდილებში

დაპაგლიფლოზინი

დაპაგლიფლოზინი შესწავლილ იქნა კლინიკურ კვლევებში უფროსი ასაკის პაციენტებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში და თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში. დაპაგლიფლოზინის საერთო უსაფრთხოების პროფილი თანმიმდევრული იყო შესწავლილ ჩვენებებში. DAPA-HF, DELIVER და DAPA-CKD კვლევებში ახალი არასასურველი რეაქციები არ გამოვლენილა.

პლაცებო-კონტროლირებული კლინიკური კვლევების ჯგუფები გლიკემიური კონტროლისთვის მოზრდილებში

დაპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის HCl-ის 8 პლაცებო-კონტროლირებული კვლევის ჯგუფი გლიკემიური კონტროლისთვის მოზრდილებში

უსაფრთხოების შესაფასებლად გამოყენებული იქნა მონაცემები დაპაგლიფლოზინის დაუყოვნებელი ან გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინთან ერთად მიღების 8 მოკლევადიანი, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევიდან წინასწარ არჩეული პაციენტების ჯგუფიდან. ეს ჯგუფი მოიცავდა რამდენიმე დამატებით კვლევას (მხოლოდ მეტფორმინი ან დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4-ის [DPP4] ინჰიბიტორთან კომბინაციაში, და მეტფორმინი, ან ინსულინი და მეტფორმინი, 2 მეტფორმინთან საწყისი კომბინაციის მეტფორმინის კვლევა და CVD და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების 2 კვლევა, რომლებშიც სუბიექტები იღებდნენ მათ ჩვეულ მკურნალობას [მეტფორმინის ფონური თერაპიით]). კვლევებისთვის, რომლებიც მოიცავდნენ ფონურ თერაპიას მეტფორმინით ან მის გარეშე, მხოლოდ ის პაციენტები, რომლებიც იღებდნენ მეტფორმინს იქნენ შეყვანილი 8-კვლევიან პლაცებო-კონტროლირებად ჯგუფში. ამ 8 კვლევის მასშტაბით 983 პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა დღეში ერთხელ დაპაგლიფლოზინის 10 მგ-ით და მეტფორმინით და 1185 პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა პლაცებოთი და მეტფორმინით. ამ 8 კვლევაში ექსპოზიციის საშუალო ხანგრძლივობა იყო 23 კვირა. პოპულაციის საშუალო ასაკი იყო 57 წელი, ხოლო 2% იყო 75 წელზე უფროსი ასაკის. პოპულაციის ორმოცდათოთხმეტი პროცენტი (54%) იყო მამრობითი სქესის; 88% იყო თეთრკანიანი, 6% იყო აზიური რასის, და 3% იყო შავკანიანი ან აფროამერიკელი. საბაზისო დონეზე, პოპულაციას აღენიშნებოდა დიაბეტი საშუალოდ 8 წლის განმავლობაში, ჰემოგლობინ A1c-ს (HbA1c) საშუალო სიდიდე იყო 8.4%, და თირკმლის ფუნქცია ნორმალური ან მცირედ დაქვეითებული იყო პაციენტების 90%-ში და საშუალოდ დაქვეითებული იყო პაციენტების 10%-ში.

გვერდითი მოვლენების საერთო სიხშირე 8-კვლევიან, მოკლევადიან, პლაცებოთი-კონტროლირებად ჯგუფში 10 მგ დაპაგლიფლოზინით და მეტფორმინით ნამკურნალებ პაციენტებში იყო 60.3% პლაცებოს და მეტფორმინის ჯგუფის 58.2% სიხშირესთან შედარებით. გვერდითი მოვლენების გამო მკურნალობის შეწყვეტის სიხშირე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დაპაგლიფლოზინის 10 მგ-ს და მეტფორმინს იყო 4% პლაცებოს და მეტფორმინის ჯგუფის 3.3%-თან შედარებით. ყველაზე ხშირად აღწერილი მოვლენები, რომლებიც იწვევდნენ მიღების შეწყვეტას და გამოვლინდნენ მინიმუმ 3 პაციენტში, რომლებიც იღებდნენ დაპაგლიფლოზინის 10 მგ-ს და მეტფორმინს, იყო თირკმლის ფუნქციის დარღვევა (0.7%), სისხლში კრეატინინის დონის მომატება (0.2%), კრეატინინის თირკმლისმიერი კლირენსის დაქვეითება (0.2%), და საშარდე გზების ინფექცია (0.2%).

ცხრილში 1 წარმოდგენილია დაპაგლიფლოზინის და მეტფორმინის გამოყენებასთან დაკავშირებული ხშირი გვერდითი რეაქციები. ეს გვერდითი რეაქციები არ აღინიშნებოდა საბაზისო დონეზე, ვითარდებოდა უფრო ხშირად დაპაგლიფლოზინის და მეტფორმინის ფონზე პლაცებოსთან შედარებით, და ვითარდებოდა პაციენტების მინიმუმ 2%-ში, რომელთაც უტარდებოდათ მკურნალობა დაპაგლიფლოზინის 5 მგ ან 10 მგ-ით.

ცხრილი 1: დაპაგლიფლოზინით და მეტფორმინით ნამკურნალები პაციენტების ≥2%-ში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები პლაცებოთი-კონტროლირებად კვლევებში

გვერდითი რეაქცია

პაციენტების %

8 პლაცებოთი-კონტროლირებადი კვლევის ჯგუფი

პლაცებო და მეტფორმინი

N=1185

დაპაგლიფლოზინი 5 მგ და მეტფორმინი

N=410

დაპაგლიფლოზინი 10 მგ და მეტფორმინი

N=983

გენიტალური სოკოვანი ინფექციები ქალებში*

  • 5
  • 4
  • 3

ნაზოფარინგიტი

  • 9
  • 3
  • 2

საშარდე გზების ინფექციები†

  • 6
  • 1
  • 5

ფაღარათი

  • 6
  • 9
  • 2

თავის ტკივილი

  • 8
  • 4
  • 3

გენიტალური სოკოვანი ინფექციები მამაკაცებში‡

0

  • 3
  • 6

გრიპი

  • 4
  • 1
  • 6

გულისრევა

  • 0
  • 9
  • 6

ზურგის ტკივილი

  • 2
  • 4
  • 5

თავბრუსხვევა

  • 2
  • 2
  • 8

ხველა

  • 9
  • 2
  • 4

შეკრულობა

  • 6
  • 9
  • 9

დისლიპიდემია

  • 4
  • 7
  • 5

ფარინგიტი

  • 1
  • 7
  • 5

შარდის მომატებული გამოყოფა§

  • 4
  • 4
  • 6

დისკომფორტი მოშარდვისას

  • 1
  • 3
  • 6
  • გენიტალური სოკოვანი ინფექციები მოიცავს შემდეგ არასასურველ რეაქციებს, ქალებში გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ვულვოვაგინალური სოკოვანი ინფექცია, ვაგინალური ინფექცია, გენიტალური ინფექცია, ვულვოვაგინიტი, გენიტალური სოკოვანი ინფექცია, ვულვოვაგინალური კანდიდიაზი, ვულვარული აბსცესი, გენიტალური კანდიდიაზი, და ბაქტერიული ვაგინიტი. (N ქალებისთვის: პლაცებო და მეტფორმინი=534, დაპაგლიფლოზინი 5 მგ და მეტფორმინი=223, დაპაგლიფლოზინი 10 მგ და მეტფორმინი=430).
  • საშარდე გზების ინფექციები მოიცავს შემდგომ არასასურველ რეაქციებს, გამოვლენის სიხშირის მიხედვით: საშარდე გზების ინფექცია, ცისტიტი, პიელონეფრიტი, ურეთრიტი, და პროსტატიტი.

‡გენიტალური სოკოვანი ინფექციები მოიცავს შემდეგ არასასურველ რეაქციებს, მამაკაცებში გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ბალანიტი, გენიტალური სოკოვანი ინფექცია, კანდიდოზური ბალანიტი, გენიტალური კანდიიაზი, გენიტალური ინფექცია, პოსთიტი, ბალანოპოსთიტი. (N მამაკაცებისთვის: პლაცებო და მეტფორმინი=651, დაპაგლიფლოზინი 5 მგ და მეტფორმინი=187, დაპაგლიფლოზინი 10 მგ და მეტფორმინი=553).

§შარდის მომატებული გამოყოფა მოიცავს შემდგომ არასასურველ რეაქციებს, გამოვლენის სიხშირის მიხედვით: პოლაკიურია, პოლიურია, და შარდის გამოყოფის მატება.

მოზრდილებში გლიკემიური კონტროლისთვის დაპაგლიფლოზინის 5 და 10 მგ-ის 12 პლაცებო-კონტროლირებადი 12 კვლევის ჯგუფი

ცხრილში 2 წარმოდგენილია მონაცემები 12-დან 24 კვირამდე ხანგრძლივობის გლიკემიური კონტროლის მოზრდილთა 12 პლაცებო-კონტროლირებადი კვლევიდან. 4 კვლევაში დაპაგლიფლოზინი გამოიყენებოდა მონოთერაპიის სახით, და 8 კვლევაში დაპაგლიფლოზინი მიიღებოდა დიაბეტის საწინააღმდეგო ფონური თერაპიის დამატებითი საშუალების ან მეტფორმინ HCl-თან კომბინაციური თერაპიის სახით.

ეს მონაცემები ასახავს 2338 მოზრდილი პაციენტის ექსპოზიციას დაპაგლიფლოზინთან ექსპოზიციის საშუალო ხანგრძლივობით 21 კვირა. პაციენტები იღებდნენ პლაცებოს (N=1393), დაპაგლიფლოზინის 5 მგ-ს (N=1145), ან დაპაგლიფლოზინის 10 მგ-ს (N=1193) დღეში ერთხელ. პოპულაციის საშუალო ასაკი იყო 55 წელი და 2% იყო 75-ზე უფროსი ასაკის. პოპულაციის ორმოცდაათი პროცენტი (50%) იყო მამრობითი სქესის; 81% იყო თეთრკანიანი, 14% იყო აზიური რასის, და 3% იყო შავკანიანი ან აფროამერიკელი. საბაზისო დონეზე პოპულაციას აღენიშნებოდა დიაბეტის არსებობა საშუალოდ 6 წლის განმავლობაში, HbA1c-ის საშუალო მაჩვენებელი იყო 8.3%, და 21%-ს დადგენილი ქონდა დიაბეტის მიკროვასკულური გართულებების განვითარება. თირკმლის საბაზისო ფუნქცია ნორმალური ან მცირედ დაქვეითებული იყო პაციენტების 92%-ში და საშუალოდ დაქვეითებული იყო პაციენტების 8%-ში (საშუალო გფსს 86 მლ/წთ /1.73 მ2).

ცხრილში 2 წარმოდგენილია მოზრდილებში დაპაგლიფლოზინის გამოყენებასთან დაკავშირებული ხშირი გვერდითი რეაქციები. ეს გვერდითი რეაქციები არ აღინიშნებოდა საბაზისო დონეზე, უფრო ხშირად ვითარდებოდა დაპაგლიფლოზინის ფონზე პლაცებოსთან შედარებით, და ვითარდებოდა პაციენტების მინიმუმ 2%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ დაპაგლიფლოზინის 5 ან 10 მგ-ით.

ცხრილი 2: დაპაგლიფლოზინით ნამკურნალები პაციენტების ≥2%-ში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები გლიკემიური კონტროლის პლაცებოთი-კონტროლირებად მოზრდილთა კვლევებში

გვერდითი რეაქცია

პაციენტების %

12 პლაცებოთი-კონტროლირებადი კვლევის ჯგუფი

პლაცებო

N=1393

დაპაგლიფლოზინი 5 მგ

N=1145

დაპაგლიფლოზინი 10 მგ

N=1193

გენიტალური სოკოვანი ინფექციები ქალებში*

  • 5
  • 4
  • 9

ნაზოფარინგიტი

  • 2
  • 6
  • 3

საშარდე გზების ინფექციები†

  • 7
  • 7
  • 3

ზურგის ტკივილი

  • 2
  • 1
  • 2

შარდის მომატებული გამოყოფა‡

  • 7
  • 9
  • 8

გენიტალური სოკოვანი ინფექციები მამაკაცებში§

  • 3
  • 8
  • 7

გულისრევა

  • 4
  • 8
  • 5

გრიპი

  • 3
  • 7
  • 3

დისლიპიდემია

  • 5
  • 1
  • 5

შეკრულობა

  • 5
  • 2
  • 9

დისკომფორტი მოშარდვისას

  • 7
  • 6
  • 1

კიდურის ტკივილი

  • 4
  • 0
  • 7
  • გენიტალური სოკოვანი ინფექციები მოიცავს შემდეგ არასასურველ რეაქციებს, ქალებში გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ვულვოვაგინალური სოკოვანი ინფექცია, ვაგინალური ინფექცია, ვულვოვაგინალური კანდიდიაზი, ვულვოვაგინიტი, გენიტალური ინფექცია, გენიტალური კანდიდიაზი, გენიტალური სოკოვანი ინფექცია, ვულვიტი, შარდ-სასქესო გზების ინფექცია, ვულვარული აბსცესი, და ბაქტერიული ვაგინიტი. (N ქალებისთვის: პლაცებო=677, დაპაგლიფლოზინი 5 მგ=581, დაპაგლიფლოზინი 10 მგ=598).

†საშარდე გზების ინფექციები მოიცავს შემდგომ არასასურველ რეაქციებს, გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ცისტიტი, ეშერიხიათი გამოწვეული საშარდე გზების ინფექცია, პიელონეფრიტი, ტრიგონიტი, ურეთრიტი, თირკმლის ინფექცია და პროსტატიტი.

‡შარდის მომატებული გამოყოფა მოიცავს შემდგომ არასასურველ რეაქციებს, გამოვლენის სიხშირის მიხედვით: პოლაკიურია, პოლიურია, და შარდის გამოყოფის მატება.

§გენიტალური სოკოვანი ინფექციები მოიცავს შემდეგ არასასურველ რეაქციებს, მამაკაცებში გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ბალანიტი, გენიტალური სოკოვანი ინფექცია, კანდიდოზური ბალანიტი, გენიტალური კანდიიაზი, გენიტალური ინფექცია მამაკაცებში, პენისის ინფექცია, პალანოპოსთიტი, ინფექციური პალანოპოსთიტი, გენიტალური ინფექცია, პოსთიტი. (N მამაკაცებისთვის: პლაცებო=716, დაპაგლიფლოზინი 5 მგ=564, დაპაგლიფლოზინი 10 მგ=595).

გლიკემიური კონტროლისთვის დაპაგლიფლოზინის 10 მგ-ის 13 პლაცებო-კონტროლირებადი მოზრდილთა კვლევის ჯგუფი

დაპაგლიფლოზინი 10 მგ აგრეთვე შეფასდა გლიკემიური კონტროლის უფრო დიდ პლაცებო-კონტროლირებად მოზრდილთა ჯგუფში. ეს ჯგუფი აერთიანებდა 13 პლაცებო კონტროლირებად კვლევას, მათ შორის 3 მონოთერაპიულ კვლევას, 9 კვლევას, სადაც დაპაგლიფლოზინი გამოიყენებოდა დამხმარე საშუალებად დიაბეტის საწინააღმდეგო ფონურ მკურნალობზე, და მეტფორმინ HCl-თან საწყისი კომბინაციის კვლევას. ამ 13 კვლევაში, 2360 პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა დაპაგლიფლოზინის 10 მგ-ით დღეში ერთხელ, ექსპოზიციის საშუალო ხანგრძლივობით 22 კვირა. პოპულაციის საშუალო ასაკი იყო 59 წელი და 4% იყო 75 წელზე უფროსი ასაკის. პოპულაციის ორმოცდათვრამეტი პროცენტი (58%) იყო მამრობითი სქესის; 84% იყო თეთრკანიანი, 9% იყო აზიური რასის, და 3% იყო შავკანიანი ან აფროამერიკელი. საბაზისო დონეზე პოპულაციას აღენიშნებოდა დიაბეტის არსებობა საშუალოდ 9 წლის მანძილზე, HbA1c-ის საშუალო მაჩვენებელი იყო 8.2%, და 30%-ს ქონდა დადგენილი მიკროვასკულური დაავადება. თირკმლის საბაზისო ფუნქცია ნორმალური ან მცირედ დაქვეითებული იყო პაციენტების 88%-ში და საშუალოდ დაქვეითებული იყო პაციენტების 11%-ში (საშუალო გფსს 82 მლ/წთ/1.73 მ2).

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილებში დაპაგლიფლოზინის სხვა არასასურველი რეაქციები

სითხის მოცულობის დაქვეითება

დაპაგლიფლოზინი იწვევს ოსმოსურ დიურეზს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სითხის ინტრავასკულური მოცულობის დაქვეითება. სითხის მოცულობის დაქვეითებასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები (დეჰიდრატაციის, ჰიპოვოლემიის, ორთოსტატული ჰიპოტენზიის, ან ჰიპოტენზიის შემთხვევების ჩათვლით) 12-კვლევიანი და 13-კვლევიანი, მოკლევადიანი, პლაცებოთი კონტროლირებადი ჯგუფებისთვის და DECLARE კვლევისთვის წარმოდგენილია „ცხრილში 3“ [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები “].

ცხრილი 3: სითხის მოცულობის დაქვეითებასთან დაკავშირებული* გვერდითი რეაქციები დაპაგლიფლოზინის მოზრდილთა კლინიკურ კვლევებში

13 პლაცებოთი-კონტროლირებადი კვლევის ჯგუფი

DECLARE კვლევა

პლაცებო

დაპაგლიფლოზინი

5 მგ

დაპაგლიფლოზინი

10 მგ

პლაცებო

დაპაგლიფლოზინი

10 მგ

პლაცებო

დაპაგლიფლოზინი

10 მგ

ზოგადი პოპულაციის N (%)

N=1393

5 (0.4%)

N=1145

7 (0.6%)

N=1193

9 (0.8%)

N=2295

17 (0.7%)

N=2360

27 (1.1%)

N=8569

207 (2.4%)

N=8574

213 (2.5%)

პაციენტების ქვეჯგუფის n (%)

მარყუჟოვან დიურეტიკებზე მყოფი პაციენტები

n=55

1 (1.8%)

n=40

0

n=31

3 (9.7%)

n=267

4 (1.5%)

n=236

6 (2.5%)

n=934

57 (6.1%)

n=866

57 (6.6%)

პაციენტები თირკმლის ფუნქციის საშუალო დაზიანებით გფსს სიდიდით ≥30

და <60 მლ/წთ/1.73 მ2

n=107

2 (1.9%)

n=107

1 (0.9%)

n=89

1 (1.1%)

n=268

4 (1.5%)

n=265

5 (1.9%)

n=658

30 (4.6%)

n=604

35 (5.8%)

≥65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები

n=276

1 (0.4%)

n=216

1 (0.5%)

n=204

3 (1.5%)

n=711

6 (0.8%)

n=665

11 (1.7%)

n=3950

121 (3.1%)

n=3948

117 (3.0%)

  • სითხის მოცულობის დაქვეითება მოიცავს დეჰიდრატაციის, ჰიპოვოლემიის, ორთოსტატული ჰიპოტენზიის, ან ჰიპოტენზიის შემთხვევებს.

ჰიპოგლიკემია

მოზრდილ პაციენტებში ჰიპოგლიკემიის სიხშირე კვლევის მიხედვით [იხილეთ „კლინიკური კვლევები“ ] წარმოდგენილია ცხრილში 4. ჰიპოგლიკემია უფრო ხშირი იყო, როდესაც დაპაგლიფლოზინი მიიღებოდა სულფონილურეასთან ან ინსულინთან ერთად [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“ ].

ცხრილი 4: მძიმე ჰიპოგლიკემიის* და <54 მგ/დლ გლუკოზის მაჩვენებლის ჰიპოგლიკემიის† განვითარების სიხშირე გლიკემიური კონტროლის კონტროლირებად მოზრდილთა კლინიკურ კვლევებში

პლაცებო

დაპაგლიფლოზინი 5 მგ

დაპაგლიფლოზინი 10 მგ

მეტფორმინ HCl-ზე დამატება* (24 კვირა)

N=137

N=137

მძიმე [n (%)]

0

0

0

გლუკოზა < 54 მგ/დლ [n (%)]

0

0

0

DPP4 ინჰიბიტორზე დამატება (მეტფორმინ HCl-ით ან მის გარეშე) (24 კვირა)

N=226

–

N=225

მძიმე [n (%)]

0

–

1(0.4)

გლუკოზა < 54 მგ/დლ [n (%)]

1 (0.4)

–

1(0.4)

ინსულინზე დამატება სხვა დსოს‡-ებით ან მათ გარეშე‡ (24 კვირა)

N=197

N=212

N=196

მძიმე [n (%)]

1 (0.5)

2 (0.9)

2(1.0)

გლუკოზა < 54 მგ/დლ [n (%)]

43 (21.8)

55 (25.9)

45 (23.0)

  • მძიმე ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები განისაზღვრებოდა როგორც ცნობიერების ან ქცევის მძიმე დარღვევის ეპიზოდები, რომლებიც საჭიროებდნენ გარე (მესამე მხარის) დახმარებას, და მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესება ჩარევის ფონზე გლუკოზის დონის მიუხედავად.

†ჰიპოგლიკემია გლუკოზის დონით < 54 მ/დლ (3 მმოლ/ლ) განისაზღვრებოდა როგორც ჰიპოგლიკემიის აღწერილი ეპიზოდები რომლებიც აკმაყოფილებდნენ გლუკოზის კრიტერიუმებს მაგრამ ამასთან არ კლასიფიცირდებოდნენ მძიმე ეპიზოდებად.

‡დსოს = დიაბეტის საწინააღმდეგო ორალური საშუალება.

DECLARE კვლევაში [იხილეთ „კლინიკური კვლევები“ ], ჰიპოგლიკემიის მძიმე მოვლენები აღიწერა დაპაგლიფოლოზინის 10 მგ-ით ნამკურნალები 8574 მოზრდილი პაციენტიდან 58-ში (0.7%) და პლაცებოთი ნამკურნალები 8569 პაციენტიდან 83-ში (1.0%).

გენიტალური სოკოვანი ინფექციები

გლიკემიური კონტროლის მოზრდილთა კვლევებში, გენიტალური სოკოვანი ინფექციები უფრო ხშირი იყო დაპაგლიფლოზინით მკურნალობის ფონზე. პლაცებო კონტროლირებადი 12 კვლევის ჯგუფში გენიტალური სოკოვანი ინფექციები აღინიშნა პლაცებოზე მყოფი პაციენტების 0.9%-ში, 5 მგ დაპაგლიფლოზინზე მყოფი პაციენტების 5.7%-ში, და 10 მგ დაპაგლიფლოზინზე მყოფი პაციენტების 4.8%-ში. კვლევიდან გამოთიშვა გენიტალური ინფექციის მიზეზით მოხდა პლაცებოთი ნამკურნალები პაციენტების 0%-ში და 10 მგ დაპაგლიფლოზინით ნამკურნალები პაციენტების 0.2%-ში. ინფექციები უფრო ხშირად აღინიშნებოდა ქალებში მამაკაცებთან შედარებით (იხილეთ ცხრილი 2). ყველაზე ხშირად დაფიქსირებულ გენიტალურ სოკოვან ინფექციას წარმოადგენდა ვულვოვაგინალური სოკოვანი ინფექციები ქალებში და ბალანიტი მამაკაცებში. პაციენტები გენიტალური სოკოვანი ინფექციების ანამნეზით უფრო მეტად იყვნენ მიდრეკილები კვლევის მიმდინარეობისას გენიტალური სოკოვანი ინფექციების განვითარებისკენ, ვიდრე პაციენტები ანამნეზის გარეშე (10.0%, 23.1%, და 25.0% - 0.8%, 5.9%, და 5.0% პლაცებოსთვის, დაპაგლიფლოზინის 5 მგ-თვის, და დაპაგლიფლოზინის 10 მგ-თვის, შესაბამისად). DECLARE კვლევაში [იხილეთ „კლინიკური კვლევები“ ], სერიოზული გენიტალური სოკოვანი ინფექციები დადგინდა 10 მგ დაპაგლიფლოზინით ნამკურნალები პაციენტების <0.1%-ში და პლაცებოთი ნამკურნალები პაციენტების <0.1%-ში. გენიტალური სოკოვანი ინფექციები რომელთაც საკვლევი მედიკამენტის მიღების შეწყვეტა გამოიწვიერ აღიწერა 10 მგ დაპაგლიფლოზინით ნამკურნალები პაციენტების 0.9%-ში და პლაცებოთი ნამკურნალები პაციენტების <0.1%-ში.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ., ანგიოედემა, ურტიკარია, ჰიპერმგრძნობელობა) დაპაგლიფლოზინით მკურნალობის ფონზე დაფიქსირებულია. გლიკემიური კონტროლის მოზრდილთა კვლევებში, სერიოზული ანაფილაქსიური რეაქციების და კანის სერიოზული გვერდითი რეაქციების და ანგიოედემის შემთხვევები აღინიშნა შესადარებელი ნივთიერებით ნამკურნალები პაციენტების 0.2%-ში და დაპაგლიფლოზინით-ნამკურნალები პაციენტების 0.3%-ში. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების შემთხვევაში უნდა მოხდეს დაპაგლიფლოზინის მიღების შეწყვეტა; ჩაატარდეს სტანდარტული მკურნალობა და მოხდეს პაციენტის მდგომარეობის კონტროლი ნიშნებისა და სიმპტომების ალაგებამდე.

კეტოაციდოზი

DECLARE კვლევაში [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“ „კლინიკური კვლევები“ ], დიაბეტური კეტოაციდოზის მოვლენები აღიწერა დაპაგლიფლოზინით ნამკურნალებ ჯგუფში 8574 მოზრდილი პაციენტიდან 27-ში და პლაცებოს ჯგუფში 8569 მოზრდილი პაციენტიდან 12-ში. მოვლენები კვლევის მთლიანი პერიოდისთვის თანაბარი სიხშირით ვითარდებოდა.

ლაბორატორიული კვლევები მოზრდილებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით, რომლებსაც მკურნალობდნენ დაპაგლიფლოზინით ან მეტფორმინ HCl-ით.

შრატში კრეატინინის მომატება და გფსს მაჩვენებლის დაქვეითება

დაპაგლიფლოზინი

შრატის კრეატინინის მომატება და eGFR-ის დაქვეითება

SGLT2 ინჰიბიტორების, მათ შორის დაპაგლიფლოზინის დაწყება, იწვევს შრატის კრეატინინის მცირე ზრდას და გფს-ს შემცირებას. შრატის კრეატინინის და გფს-ს ეს ცვლილებები ჩვეულებრივ ხდება თერაპიის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში და შემდეგ სტაბილიზდება თირკმელების საწყისი ფუნქციის მიუხედავად.

ცვლილებები, რომლებიც არ შეესაბამება ამ ნიმუშს, უნდა გახდეს შემდგომი შეფასების საფუძველი, რათა გამოირიცხოს თირკმლის მწვავე დაზიანების შესაძლებლობა [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები]. მოზრდილთა ორ კვლევაში, რომელიც მოიცავდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს თირკმლის ზომიერი უკმარისობით, გფს-ს ეს ცვლილება დაუბრუნდა ნორმას მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მწვავე ჰემოდინამიკურმა ცვლილებებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს დაპაგლიფლოზინთან დაკავშირებით დაფიქსირებულ თირკმლის ფუნქციის ცვლილებებში.

ჰემატოკრიტის მომატება

მოზრდილთა 13 პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის ჯგუფში დაპაგლიფლოზინით ნამკურნალებ პაციენტებში დადგინდა ჰემატოკრიტის საშუალო საბაზისო მაჩვენებლის ზრდა 1-ლი კვირიდან დაწყებული მე-16 კვირამდე, რომლის დროსაც გამოვლინდა მაქსიმალური სხვაობა საბაზისო დონესთან შედარებით. 24-ე კვირაზე, ჰემატოკრიტის საშუალო დონის ცვლილებები საბაზისო დონიდან იყო −0.33% პლაცებოს ჯგუფში და 2.30% 10 მგ დაპაგლიფლოზინის ჯგუფში. 24-ე კვირაზე ჰემატოკრიტის >55% მაჩვენებელი აღინიშნა პლაცებოთი ნამკურნალები პაციენტების 0.4%-ში და 10 მგ დაპაგლიფლოზინით ნამკურნალები პაციენტების 1.3%-ში.

დაბალი სიმკვირივის ლიპოპროტეინის ქოლესტერინის დაპაგლიფლოზინთან დაკავშირებული მატება

გლიკემიური კონტროლის 13 პლაცებოთი კონტროლირებადი მოზრდილთა კვლევის ჯგუფში დადგინდა ლიპიდების საშუალო დონის ცვლილებები საბაზისო დონესთან შედარებით დაპაგლიფლოზინით ნამკურნალებ პაციენტებში პლაცებოთი ნამკურნალებ პაციენტებთან შედარებით. საბაზისო დონიდან საშუალო პროცენტული ცვლილება 24-ე კვირაზე იყო 0.0% და 2.5% ქოლესტერინის საერთო დონისთვის და −1.0% და 2.9% LDL ქოლესტერინისთვის პლაცებოს და 10 მგ დაპაგლიფლოზინის ჯგუფებისთვის, შესაბამისად. DECLARE კვლევაში [იხილეთ „კლინიკური კვლევები“], 4 წლის შემდეგ საბაზისო დონესთან შედარებით საშუალო ცვლილებები საერთო ქოლესტერინისთვის იყო 0.4 მგ/დლ -4.1 მგ/დლ-თან შედარებით, და LDL ქოლესტერინისთვის -2.5 მგ/დლ -4.4 მგ/დლ-თან შედარებით, 10 მგ დაპაგლიფლოზინით ნამკურნალებ და პლაცებოს ჯგუფებში, შესაბამისად.

შრატის ბიკარბონატის შემცირება

მოზრდილებში დაპაგლიფლოზინის 10 მგ-ისა და გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ეგზენატიდის (მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ფონზე) ერთდროული თერაპიის კვლევაში, ოთხ პაციენტს (1.7%), რომლებიც იტარებდნენ კომბინირებულ თერაპიას, აღენიშნებოდათ შრატის ბიკარბონატის დონე 13 მEq/L-ზე ნაკლები ან ტოლი, შედარებისთვის, დაპაგლიფლოზინისა და გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ეგზენატიდის მკურნალობის ჯგუფებში თითოეულში დაფიქსირდა …

ჭარბი დოზა

დაპაგლიფლოზინი

ზედოზირების შემთხვევაში, განიხილეთ მოწამვლის კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზისთვის მიმართვა (1-800-222-1222) ან ექიმ ტოქსიკოლოგს ზედოზირების მართვის დამატებითი რეკომენდაციებისთვის. დაპაგლიფლოზინის გამოდევნა ჰემოდიალიზის საშუალებით შესწავლილი არ არის.

მეტფორმინ HCl

დადგენილია მეტფორმინ HCl-ით ზედოზირების შემთხვევები, მათ შორის >50გრამზე მეტის მიღების შემთხვევა. რძემჟავა აციდოზი დაფიქსირდა მეტფორმინით ზედოზირების შემთხვევების დაახლოებით 32%-ში [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“]. მეტფორმინი ექვემდებარება დიალიზს კლირენსის მაჩვენებლით 170 მლ/წთ სიდიდემდე კარგი ჰემოდინამიკის პირობებში. შესაბამისად, ჰემოდიალიზი შესაძლოა სასარგებლო საშუალებას წარმოადგენდეს დაგროვებული მედიკამენტის გამოსაყოფად პაციენტებში, რომლებშიც არსებობს მეტფორმინის ზედოზირებაზე ეჭვი.

დახასიათება

ქსიგდუო XR-ის ტაბლეტები შეიცავს: დაპაგლიფლოზინს SGLT2 ინჰიბიტორს და მეტფორმინ ჰიდროქლორიდს, ბიგუანიდს.

დაპაგლიფლოზინი

დაპაგლიფლოზინი ქიმიურად აღიწერება, როგორც D-გლუციტოლ, 1,5-ანჰიდრო-1-C-[4-ქლორო-3-[(4-ეთოქსიფენილ) მეთილ] ფენილ]-, (1S)-ის შენაერთი (2S)-1,2-პროპანედიოლის ჰიდრატთან (1:1:1). მისი ემპირიული ფორმულა არის C21H25ClO6•C3H8O2•H2O და ფორმულის მასა არის 502.98. სტრუქტურული ფორმულა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეტფორმინ HCl

მეტფორმინ HCl (N, N-დიმეთილიმიდოდიკარბონიმიდის დიამიდის HCl) წარმოადგენს თეთრ ან მოთეთრო კრისტალურ ნაერთს მოლეკულური ფორმულით C4H11N5•HCl და მოლეკულური მასით 165.63. მეტფორმინ HCl წყალში თავისუფლად ხსნადია, მცირედ ხსნადია ალკოჰოლში, და პრაქტიკულად უხსნადია აცეტონში, ეთერში, და ქლოროფორმში. მეტფორმინის pKa არის 12.4. მეტფორმინ HCl -ის 1%-იანი წყალხსნარის pH არის 6.68. მისი სტრუქტურული ფორმულა შემდეგნაირად გამოიყურება:

ქსიგდუო XR

ქსიგდუო XR ხელმისაწვდომია პერორალური მიღებისთვის ტაბლეტების სახით, რომლებიც შეიცავენ 10 მგ დაპაგლიფლოზინის ეკვივალენტს დაპაგლიფლოზინ პროპანედიოლის სახით და 1,000 მგ მეტფორმინ HCl -ს, რაც 779.86 მგ მეტფორმინის ფუძის ეკვივალენტია (ქსიგდუო XR 10 მგ/1,000 მგ).

ქსიგდუო XR-ის თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს შემდეგ არააქტიურ ნივთიერებებს: ანჰიდროზული ლაქტოზა, კარბოქსიმეთილცელულოზა ნატრიუმი, კროსპოვიდონი, ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა და სილიკონის დიოქსიდი.

მფარავი გარსები შეიცავს შემდგომ არააქტიურ ნივთიერებებს: პოლიეთილენ გლიკოლი, პოლივინილის სპირტი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი,. ამას გარდა, 10 მგ/1,000 მგ ტაბლეტების გარსი შეიცავს რკინის ოქსიდებს.

კლინიკური ფარმაკოლოგია

მოქმედების მექანიზმი

დაპაგლიფლოზინი

ნატრიუმ-გლუკოზას კოტრანსპორტერი 2 (SGLT2), რომელიც ექსპრესირდება თირკმლის პროქსიმალურ ტუბულებში, პასუხისმგებელია ფილტრირებული გლუკოზის უმეტესობის რეაბსორბციაზე ტუბულარული სანათურიდან. დაპაგლიფლოზინი წარმოადაგენს SGLT2-ის ინჰიბიტორს. SGLT2-ის ინჰიბიციით, დაპაგლიფლოზინი ამცირებს ფილტრირებული გლუკოზის რეაბსორბციას, და შესაბამისად ხელს უწყობს შარდში გლუკოზის ექსკრეციას. დაპაგლიფლოზინი აგრეთვე ამცირებს ნატრიუმის რეაბსორბციას და ზრდის დისტალურ მილაკში ნატრიუმის მიწოდებას. ამან შესაძლოა რამდენიმე ფიზიოლოგიურ ფუნქციაზე მოახდინოს გავლენა, მათ შორის, და არამხოლოდ, გულის როგორც პრე-, აგრეთვე პოსტდატვირთვის დაქვეითება და სიმპათიკური აქტივობის დაქვეითება და შემცირებული ინტრაგლომერულური წნევა, რომელიც, სავარაუდოდ, გამოწვეულია ტუბულოგლომერულური უკუკავშირის გაზრდით.

მეტფორმინ HCl

მეტფორმინი წარმოადგენს ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო საშუალებას რომელიც აუმჯობესებს გლუკოზის ტოლერანტობას ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში, ამცირებს რა გლუკოზის როგორც ბაზალურ, ისე პოსტპრანდიალურ დონეს. მეტფორმინი ამცირებს გლუკოზის ღვიძლისმიერ პროდუქციას, ამცირებს გლუკოზის შეწოვას ნაწლავებით, და აუმჯობესებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობას პერიფერიულად გლუკოზის შეთვისების და მოხმარების გაზრდის გზით. მეტფორმინის თერაპიის ფონზე ინსულინის სეკრეცია უცვლელი რჩება, მაშინ როცა ინსულინის დონე უზმოზე და დღის განმავლობაში პლაზმის ინსულინური პასუხი შესაძლოა შემცირდეს.

შემადგენლობა

ქსიგდუო XR წარმოადგენს დაპაგლიფლოზინის და გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინ HCl-ის კომბინაციურ საშუალებას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ზოგადი

დაპაგლიფლოზინი

დაპაგლიფლოზინის მიღების შემდეგ დაფიქსირდა შარდში გამოყოფილი გლუკოზის რაოდენობის მატება ჯანმრთელ სუბიექტებში და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. დაპაგლიფლოზინის 5 ან 10 მგ დღიური დოზები ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში 12 კვირის განმავლობაში იწვევდა შარდში გლუკოზის დაახლოებით 70 გრამის ექსკრეციას დღეში. გლუკოზის თითქმის მაქსიმალური ექსკრეცია დაფიქსირდა დაპაგლიფლოზინის 20 მგ დღიურ დოზაზე. დაპაგლიფლოზინთან დაკავშირებული გლუკოზის ეს გამოყოფა აგრეთვე იწვევს შარდის მოცულობის ზრდას [იხილეთ „გვერდითი რეაქციები“].

გულის ელექტროფიზიოლოგია

დაპაგლიფლოზინი არ იყო დაკავშირებული QTc ინტერვალის კლინიკურად მნიშვნელოვან პროლონგირებასთან 150მგ-მდე დღიური დოზისთვის (მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზაზე 15-ჯერ მეტი) ჯანმრთელ სუბიექტებში ჩატარებულ კვლევებში. ამას გარდა, არ იქნა ნანახი QTc ინტერვალზე კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა დაპაგლიფლოზინის 500 მგ-მდე ერთჯერადი დოზების მიღების შემდეგ (მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზაზე 50-ჯერ მეტი) ჯანმრთელ სუბიექტებში.

ფარმაკოკინეტიკა

ქსიგდუო XR

ქსიგდუო XR-ის მიღება ჯანმრთელ სუბიექტებში სტანდარტული საკვების შემდეგ, უზმო მიღებასთან შედარებით იძლეოდა ექსპოზიციის იგივე სიდიდეს როგორც დაპაგლიფლოზინისთვის, ისე გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინისთვის. უზმოსთან შედარებით, სტანდარტული საკვების პირობებში ხდებოდა დაპაგლიფლოზინის პიკური პლაზმური კონცენტრაციის 35%-ით შემცირება და მისი მიღწევის 1-დან 2 საათამდე დაგვიანება. საკვების ეს ეფექტი არ ითვლება კლინიკურად თვალსაჩინოდ. საკვებს არ აქვს მეტფორმინის ფარმაკოკინეტიკაზე მნიშვნელოვანი ეფექტი ქსიგდუო XR -ის კომბინაციური ტაბლეტების სახით მიღებისას.

აბსორბცია

დაპაგლიფლოზინი

დაპაგლიფლოზინის პერორალური მიღების შემდეგ მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) როგორც წესი მიიღწევა 2 საათში შიმშილის პირობებში. Cmax და მრუდის ქვეშ ფართობის სიდიდეები იზრდება დოზის პროპორციულად დაპაგლიფლოზინის დოზის თერაპიულ დიაპაზონში გაზრდისას. პერორალური დაპაგლიფლოზინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 10 მგ დოზის მიღების შემდეგ არის 78%. დაპაგლიფლოზინის მიღება ცხიმის მაღალი შემცველობის საკვებთან ერთად ამცირებს მის Cmax-ს 50%-მდე სიდიდით და ახანგრძლივებს Tmax-ს დაახლოებით 1 საათით, მაგრამ არ ცვლის მრუდის ქვეშ ფართობს უზმოს დონესთან შედარებით. ეს ცვლილებები არ ითვლება კლინიკურად თვალსაჩინოდ და დაპაგლიფლოზინი შეიძლება მიღებული იქნას საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

მეტფორმინ HCl

გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინ HCl -ის ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ, Cmax მიიღწევა მედიანური სიდიდით 7 საათი და დიაპაზონით 4-დან 8 საათამდე. მეტფორმინის აბსორბციის სიდიდე (განსაზღვრული მრუდის ქვეშ ფართობით (AUC)) მეტფორმინ HCl -ის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტიდან იზრდებოდა დაახლოებით 50%-ით საკვებთან ერთად მიღებისას. საკვებს არ ქონდა გავლენა მეტფორმინის Cmax და Tmax მაჩვენებლებზე. მეტფორმინის HCl-ის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტებსა და მეტფორმინის HCl-ის დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ტაბლეტებს აქვთ აბსორბციის მსგავსი ხარისხი (AUC-ით გაზომილი), მაშინ როდესაც მეტფორმინის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტების პიკური პლაზმური დონე დაახლოებით 20%-ით დაბალია მეტფორმინის დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ტაბლეტების იმავე დოზასთან შედარებით

განაწილება

დაპაგლიფლოზინი

დაპაგლიფლოზინს ახასიათებს დაახლოებით 91%-იანი პროტეინთან დაკავშირება. პროტეინთან დაკავშირება არ იცვლება თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

მეტფორმინ HCl

გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინთან დაკავშირებით დისტრიბუციის კვლევები არ არის ჩატარებული; თუმცა, მეტფორმინის განაწილების სავარაუდო მოცულობა (V/F) დაუყოვნებელი გამოთავისუფლების მეტფორმინის 850 მგ-ის ერთჯერადი ორალური დოზების შემდეგ საშუალოდ შეადგენდა 654 ± 358 ლ-ს. მეტფორმინის პლაზმის პროტეინებთან დაკავშირება უმნიშვნელოა, სულფონილურეებთან შედარებით, რომლებსაც 90%-ზე მაღალი პროტეინებთან დაკავშირება ახასიათებთ. მეტფორმინი ნაწილდება ერითროციტებში.

მეტაბოლიზმი

დაპაგლიფლოზინი

დაპაგლიფლოზინის მეტაბოლიზმი უპირატესად ხდება UGT1A9-ის საშუალებით; ადამიანებში CYP-ით გაშუალებული მეტაბოლიზმი კლირენსის ნაკლებ მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს. დაპაგლიფლოზინი განიცდის მნიშვნელოვან მეტაბოლიზმს, უპირატესად დაპაგლიფლოზინის 3-O-გლუკურონიდის წარმოქმნით, რომელიც არააქტიურ მეტაბოლიტს წარმოაგენს. დაპაგლიფლოზინის 3 -O-გლუკურონიდი [14C]-დაპაგლიფლოზინის 50 მგ დოზის 61%-ს შეადგენდა და ის წარმოადგენს ადამიანის პლაზმაში მედიკამენტთან დაკავშირებულ მთავარ კომპონენტს.

მეტფორმინ HCl

ჯანმრთელ სუბიექტებში ჩატარებული ერთჯერადი ინტრავენური დოზების კვლევები აჩვენებს, რომ მეტფორმინი გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში და არ განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში (ადამიანებში არ არის დადგენილი მეტაბოლიტების არსებობა) ან ბილიარულ ექსკრეციას.

გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინთან დაკავშირებით მეტაბოლიზმის კვლევები ჩატარებული არ არის.

ელიმინაცია

დაპაგლიფლოზინი

დაპაგლიფლოზინი და მასთან დაკავშირებული მეტაბოლიტები უპირატესად ელიმინირდება თირკმლის გზით. [14C]-დაპაგლიფლოზინის 50 მგ დოზის ერთჯერადი დოზის შემდეგ, საერთო რადიოაქტივობის 75% და 21% გამოიყოფა შარდისა და განავლის საშუალებით, შესაბამისად. შარდში დოზის 2%-ზე ნაკლები გამოიყოფა საწყისი მედიკამენტის სახით. პლაზმის საშუალო ტერმინალური ნახევარდაშლის პერიოდი (t½) დაპაგლიფლოზინისთვის შეადგენს დაახლოებით 12.9 საათს დაპაგლიფლოზინის 10 მგ-ის ერთჯერადი ორალური დოზის შემდეგ.

მეტფორმინ HCl

თირკმლისმიერი კლირენსი კრეატინინის კლირენსზე დაახლოებით 3.5-ჯერ მეტია, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ტუბულარული სეკრეცია წარმოადგენს მეტფორმინის ელიმინაციის მთავარ გზას. ორალური მიღების შედეგ, შეწოვილი მედიკამენტის დაახლოებით 90% ელიმინირდება თირკმლის გზით პირველ 24 საათში, პლაზმის ელიმინაციის ნახევარდაშლის პერიოდით დაახლოებით 6.2 საათი. სისხლში, ელიმინაციის ნახევარდაშლის პერიოდი არის დაახლოებით 17.6 საათი, რაც იმას მოწმობს, რომ ერითროციტული მასა შესაძლოა განაწილების კომპარტმენტს წარმოადგენდეს.

სპეციფიური პოპულაციები

ხანდაზმული პაციენტები

დაპაგლიფლოზინი

პოპულაციურ ფარმაკოკინეტიკურ ანალიზზე დაყრდნობით, ასაკს კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს დაპაგლიფლოზინის სისტემურ ექსპოზიციაზე.

მეტფორმინ HCl

ჯანმრთელ ხანდაზმულ პირებში მეტფორმინის კონტროლირებული ფარმაკოკინეტიკური კვლევების შეზღუდული მონაცემები მიუთითებს, რომ მეტფორმინის საერთო პლაზმური კლირენსი მცირდება, ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივდება და Cmax იზრდება ჯანმრთელ ახალგაზრდა პირებთან შედარებით. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ დაბერებასთან ერთად მეტფორმინის ფარმაკოკინეტიკის ცვლილება ძირითადად თირკმლის ფუნქციის ცვლილებით არის განპირობებული.

მეტფორმინ HCl

საკვებთან ერთად 500 მგ მეტფორმინის ერთჯერადი პერორალური ტაბლეტის მიღების შემდეგ, მეტფორმინის გეომეტრიული საშუალო Cmax და AUC 5%-ზე ნაკლებად განსხვავდებოდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პედიატრიულ პაციენტებში (12-16 წლის) და სქესისა და წონის მიხედვით შესაბამის ჯანმრთელ მოზრდილებში (20-45 წლის), რომელთაც ჰქონდათ თირკმლის ნორმალური ფუნქცია.

მამრობითი და მდედრობითი სქესის პაციენტები

დაპაგლიფლოზინი

პოპულაციურ ფარმაკოკინეტიკურ ანალიზზე დაყრდნობით, სქესს კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს დაპაგლიფლოზინის სისტემურ ექსპოზიციაზე.

მეტფორმინ HCl

მეტფორმინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ჯანმრთელ პირებსა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში სქესის მიხედვით ანალიზისას (მამაკაცი=19, ქალი=16). ანალოგიურად, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში მეტფორმინის ანტიჰიპერგლიკემიური ეფექტი შედარებადი იყო მამაკაცებსა და ქალებში.

რასობრივი ან ეთნიკური ჯგუფები

დაპაგლიფლოზინი

პოპულაციურ ფარმაკოკინეტიკურ ანალიზზე დაყრდნობით, რასას (თეთრი, შავი ან აფროამერიკელი, ან აზიელი) კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს დაპაგლიფლოზინის სისტემურ ექსპოზიციაზე.

მეტფორმინ HCl

რასის მიხედვით მეტფორმინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების კვლევები არ ჩატარებულა. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში მეტფორმინის კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში ანტიჰიპერგლიკემიური ეფექტი შედარებადი იყო თეთრკანიანებში (n=249), შავკანიან ან აფროამერიკელებში (n=51) და ესპანურ ან ლათინურ წარმოშობის პირებში (n=24).

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

დაპაგლიფლოზინი

წონასწორულ მდგომარეობაში (დაპაგლიფლოზინის 20 მგ დღეში ერთხელ 7 დღის განმავლობაში), ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილ პაციენტებს თირკმლის ფუნქციის მსუბუქი, საშუალო, ან მძიმე დარღვევებით (გფს-ს მიხედვით) ჰქონდათ დაპაგლიფლოზინის გეომეტრიული საშუალო სისტემური ექსპოზიციები, რომლებიც იყო 45%-ით, 100%-ით და 200%-ით უფრო მაღალი, შესაბამისად, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში დაპაგლიფლოზინის მაღალი სისტემური ექსპოზიცია არ იწვევდა შარდში გლუკოზის შესაბამისად მაღალ 24 საათიან ექსკრეციას. წონასწორულ მდგომარეობაში გლუკოზის 24 საათიანი ექსკრეცია შარდში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და თირკმლის ფუნქციის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში იყო 42%, 80%, და 90%-ით დაბალი, შესაბამისად, ვიდრე ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით. დაპაგლიფლოზინის ექსპოზიციაზე ჰემოდიალიზის გავლენა უცნობია [იხილეთ „დოზირება და მიღება“ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“ , და „გამოყენება სპეციფიურ პოპულაციებში“, „კლინიკური კვლევები“ ].

მეტფორმინ HCl

პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით, მეტფორმინის პლაზმის და სისხლის ნახევარდაშლის პერიოდები პროლონგირებულია და თირკმლისმიერი კლირენსი დაქვეითებულია [იხილეთ „უკუჩვენებები “ და „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები “].

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

დაპაგლიფლოზინი

მოზრდილ პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო დარღვევით (ჩაილდ-პიუს კლასები A და B), დაპაგლიფლოზინის საშუალო Cmax და AUC სიდიდეები იყო შესაბამისად 12% და 36%-ით უფრო მაღალი, ვიდრე კონტროლის ჯგუფის ჯანმრთელი სუბიექტების ეს მაჩვენებლები 10 მგ დაპაგლიფლოზინის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ. ეს განსხვავებები არ ითვლებოდა კლინიკურად მნიშვნელოვნად. მოზრდილ პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით (ჩაილდ-პიუს კლასი C), დაპაგლიფლოზინის საშუალო Cmax და AUC იყო 40%-ით და 67%-ით უფრო მაღალი, შესაბამისად, შესაბამის ჯანმრთელ კონტროლებთან შედარებით.

მეტფორმინ HCl

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში მეტფორმინის ფარმაკოკინეტიკური კვლევები ჩატარებული არ არის [იხილეთ: „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“ ]

სხეულის მასა

დაპაგლიფლოზინი

პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, სხეულის მასას დაპაგლიფლოზინის სისტემურ ექსპოზიციაზე კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს.

მედიკამენტთაშორისი ურთიერთქმედებები

ქსიგდუო XR-თან დაკავშირებით რაიმე სპეციფიური მედიკამენტთაშორისი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევა ჩატარებული არ არის, თუმცა, ასეთი კვლევები ჩატარებულია დაპაგლიფლოზინის და მეტფორმინის ინდივიდუალურ კომპონენტებთან დაკავშირებით.

მედიკამენტთაშორისი ურთიერთქმედებების In vitro შეფასება

დაპაგლიფლოზინი

In vitro კვლევებში, დაპაგლიფლოზინი და დაპაგლიფლოზინის 3-O-გლუკურონიდი არ იწვევდნენ არც CYP 1A2-ის, 2C9-ის, 2C19-ის, 2D6-ის, ან 3A4-ის ინჰიბირებას, და არც CYP 1A2-ის, 2B6-ის, ან 3A4-ის ინდუქციას. დაპაგლიფლოზინი წარმოადგენს P-გლიკოპროტეინული (P-gp) აქტიური ტრანსპორტერის სუსტ სუბსტრატს, და დაპაგლიფლოზინის 3-O-გლუკურონიდი წარმოადგენს OAT3 აქტიური ტრანსპორტერის სუბსტრატს. დაპაგლიფლოზინი ან დაპაგლიფლოზინის 3-O-გლუკურონიდი არ იწვევდნენ P-gp, OCT2, OAT1, ან OAT3 აქტიური ტრანსპორტერების მნიშვნელოვან ინჰიბირებას. ზოგადად, ნაკლებ სავარაუდოა დაპაგლიფლოზინმა იმოქმედოს თანმხლებად მიღებული მედიკამენტების ფარმაკოკინეტიკაზე, რომლებიც წარმოადგენენ P-gp-ის, OCT2-ის, OAT1-ის, ან OAT3-ის სუბსტრატებს.

სხვა მედიკამენტების გავლენა მეტფორმინზე

ცხრილში 6 ნაჩვენებია თანმხლები მედიკამენტების გავლენა მეტფორმინის ფარმაკოკინეტიკაზე მოზრდილებში.

ცხრილი 6: თანმხლები მედიკამენტების გავლენა პლაზმის მეტფორმინის სისტემურ ექსპოზიციაზე

თანმხლები მედიკამენტი

(დოზირების რეჟიმი)*

მეტფორმინი

(დოზირების რეჟიმი)*

მეტფორმინი

AUC-ის‡ ცვლილება†

Cmax-ის ცვლილება†

შემდგომისთვის დოზის ცვლილებები საჭირო არ არის:

გლიბურიდი (5 მგ)

850 მგ

↓9%§

↓7%§

ფუროსემიდი (40 მგ)

850 მგ

↑15%§

↑22%§

ნიფედიპინი (10 მგ)

850 მგ

↑9%

↑20%

პროპრანოლოლი (40 მგ)

850 მგ

↓10%

↓6%

იბუპროფენი (400 მგ)

850 მგ

↑5%§

↑7%§

ტუბულური სეკრეციით ელიმინირებადმა მედიკამენტებმა შესაძლოა გამოიწვიონ მეტფორმინის დაგროვების მომატება [იხილეთ „მედიკამენტთაშორისი ურთერთქმედებები“ ].

ციმეტიდინი (400 მგ)

850 მგ

↑40%

↑60%

  • ყველა შემთხვევაში მეტფორმინი და თანმხლები მედიკამენტები მიიღებოდა ერთჯერადი დოზების სახით.

†პროცენტული ცვლილება (თანმხლები მედიკამენტით/მის გარეშე და ცვლილებების გარეშე = 0%); ↑ და ↓ აჩვენებს ექსპოზიციის მომატებას და დაქვეითებას, შესაბამისად.

‡AUC = AUC(უსასრ).

§საშუალო არითმეტიკული მნიშვნელობების შეფარდება.

მეტფორმინის გავლენა სხვა მედიკამენტებზე

ცხრილში 7 ნაჩვენებია მეტფორმინის გავლენა მოზრდილებში სხვა თანმხლები მედიკამენტების ფარმაკოკინეტიკაზე

ცხრილი 7: მეტფორმინის გავლენა თანმხლები მედიკამენტების სისტემურ ექსპოზიციაზე

↓22%§

↓37%§

ფუროსემიდი (40 მგ)

850 მგ

↓12%§

↓31%§

ნიფედიპინი (10 მგ)

850 მგ

↑10%¶

↑8%

პროპრანოლოლი (40 მგ)

850 მგ

↑1%¶

↑2%

იბუპროფენი (400 მგ)

850 მგ

↓3%#

↑1%#

ციმეტიდინი (400 მგ)

850 მგ

↓5%¶

↑1%

‡ AUC = AUC(უსასრ), თუ სხვაგვარად არ არის მითითებული.

§საშუალო არითმეტიკულების ფარდობა, სხვაობის p-მაჩვენებელი <0.05.

¶ დაფიქსირებული AUC(0-24 სთ).

# საშუალო არითმეტიკულების ფარდობა.

სხვა მედიკამენტების გავლენა დაპაგლიფლოზინზე

ცხრილში 8 ნაჩვენებია თანმხლები მედიკამენტების ეფექტები დაპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკაზე მოზრდილებში. დაპაგლიფლოზინისთვის დოზის რაიმე ცვლილება რეკომენდებული არ არის.

ცხრილი 7: თანმხლები მედიკამენტების გავლენა დაპაგლიფლოზინის სისტემურ ექსპოზიციაზე

დიაბეტის საწინააღმდეგო ორალური საშუალებები

მეტფორმინი (1000 მგ)

20 მგ

↓1%

↓7%

პიოგლიტაზონი (45 მგ)

50 მგ

0%

↑9%

სიტაგლიპტინი (100 მგ)

20 მგ

↑8%

↓4%

გლიმპირიდი (4 მგ)

10 მგ

↓1%

↑1%

ვოგლიბოზი (0.2 მგ დღეში სამჯერ)

10 მგ

↑1%

↑4%

სხვა მედიკამენტები

ბუმეტანიდი (1 მგ)

10 მგ დღეში ერთხელ 7 დღის განმავლობაში

↑5%

↑8%

ვალსარტანი (320 მგ)

20 მგ

↑2%

↓12%

სიმვასტატინი (40 მგ)

20 მგ

↓1%

↓2%

ინფექციის საწინააღმდეგო საშუალება

რიფამპინი (600 მგ დღეში ერთხელ 6 დღე)

10 მგ

↓22%

↓7%

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება

მეფენამის მჟავა (500 მგ საწყისი დოზა შემდგომი 14 დოზით 250 მგ ყოველ 6 საათში)

10 მგ

↑51%

↑13%

  • ერთჯერადი დოზა, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული.

‡AUC = AUC(უსასრ) მედიკამენტებისთვის, რომლებიც ერთჯერადი დოზების სახით მიიღება და AUC = AUC(ტაუ) მედიკამენტებისთვის, რომლებიც მრავალჯერადი დოზების სახით მიიღება.

დაპაგლიფლოზინის ეფექტი სხვა მედიკამენტებზე

ცხრილში 9 წარმოდგენილია დაპაგლიფლოინის ეფექტი სხვა თანმხლებ მედიკამენტებზე მოზრდილებში. დაპაგლიფლოზინი მნიშვნელოვნად არ მოქმედებდა თანმხლები მედიკამენტების ფარმაკოკინეტიკაზე.

ცხრილი 9: დაპაგლიფლოზინის ეფექტი თანმხლები მედიკამენტების სისტემურ ექსპოზიციებზე

↓5%

პიოგლიტაზონი (45 მგ)

50 მგ

0%

↓7%

სიტაგლიპტინი (100 მგ)

20 მგ

↑1%

↓11%

გლიმპირიდი (4 მგ)

20 მგ

↑13%

↑4%

სხვა მედიკამენტები

ჰიდროქლორთიაზიდი (25 მგ)

50 მგ

↓1%

↓5%

ბუმეტანიდი (1 მგ)

10 მგ დღეში ერთხელ 7 დღის განმავლობაში

↑13%

↑13%

ვალსარტანი (320 მგ)

20 მგ

↑5%

↓6%

სიმვასტატინი (40 მგ)

20 მგ

↑19%

↓6%

დიგოქსინი (0.25 მგ)

20 მგ საწყისი დოზა

შემდეგ 10 მგ დღეში ერთხელ 7 დღის განმავლობაში

0%

↓1%

ვარფარინი (25 მგ)

S-ვარფარინი

R-ვარფარინი

↑3%

↑6%

↑7%

↑8%

  • ერთჯერადი დოზა, თუ სხვაგვარად მითითებული არ არის.

კლინიკური კვლევები

გლიკემიური კონტროლის კვლევები მოზრდილებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით

ქსიგდუო XR-ის ეფექტურობა დადგენილია დაპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტების პერორალური თანაადმინისტრირების კლინიკურ კვლევებში არანამკურნალევ მოზრდილ პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა არასაკმარისად კონტროლდებოდა მხოლოდ დიეტითა და ვარჯიშით. დაპაგლიფლოზინის და მეტფორმინის HCl დაუყოვნებელი გამოთავისუფლების და გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტების თანმხლები გამოყენება შესწავლილი იქნა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილ პაციენტებში, რომლებშიც მეტფორმინ HCl-ის ფორზე ადეკვატური კონტროლი არ იქნა მიღწეული და შედარებული იქნა სულფონილურეას (გლიპიზიდი) მეტფორმინ HCl-თან კომბინაციასთან. დაპაგლიფლოზინი პლუს მეტფორმინ HCl-ით მკურნალობა ყველა დოზაზე იძლეოდა კლინიკურად მნიშვნელოვან და სტატისტიკურად თვალსაჩინო გაუმჯობესებას HbA1c-ის და უზმოზე პლაზმის გლუკოზის (FPG) დონეში პლაცებოს მეტფორმინ HCl-თან კომბინაციასთან შედარებით (საწყისი ან დამატებითი თერაპია). HbA1c-ის დონის დაქვეითება ნანახი იქნა ყველა ქვეჯგუფში სქესის, ასაკის, რასის, დაავადების ხანგრძლივობის, და საბაზისო სხეულის მასის ინდექსის (სმი) ჩათვლით.

გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინ HCl-თან დაპაგლიფლოზინის საწყისი კომბინაციური თერაპია

2 აქტიური ნივთიერებით კონტროლირებად 24-კვირიანი ხანგრძლივობის მოზრდილთა კვლევაში, რომელშიც ფასდებოდა დაპაგლიფლოზინის 5 მგ ან 10 მგ-ით საწყისი თერაპია მეტფორმინის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ფორმულაციასთან კომბინაციაში, ჯამში მონაწილეობდა 1236 არანამკურნალები პაციენტი არაადეკვატურად კონტროლირებული ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით (HbA1c ≥7.5% და ≤12%).

ერთ კვლევაში, 3-დან 1 მკურნალობის ფრთაში რანდომიზებულმა 638 პაციენტმა 1-კვირიანი შესავლის პერიოდის შემდეგ მიიღო: დაპაგლიფლოზინი 10 მგ პლუს გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინი HCl (2000 მგ-მდე/დღეში), დაპაგლიფლოზინი 10 მგ პლუს პლაცებო, ან მეტფორმინი XR (2000 მგ-მდე/დღეში) პლუს პლაცებო. ხდებოდა გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინი HClის დოზის მზარდი ტიტრაცია ყოველკვირეულად 500 მგ მატებით, ამტანობის გათვალისწინებით, და საშუალო მიღწეული დოზა იყო 2000 მგ.

დაპაგლიფლოზინის 10 მგ-ით და მეტფორმინ HCl-ის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტებით კომბინაციური თერაპიის შედეგად ხდებოდა HbA1c-ის და უზმოზე პლაზმის გლუკოზის დონეების სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ორივე მონოთერაპიულ მკურნალობასთან შედარებით და სხეულის მასის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება იზოლირებულად გახანგძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინ HCl-ით მკურნალობასთან შედარებით (იხილეთ ცხრილი 10). დაპაგლიფლოზინის 10 მგ-ის მიღება მონოთერაპიის სახით აგრეთვე იძლეოდა უზმოზე პლაზმის გლუკოზის დონის სტატისტიკურად თვალსაჩინო გაუმჯობესებას და სხეულის მასის სტატისტიკურად მნიშვნელოვან შემცირებას მეტფორმინით იზოლირებულ მკურნალობასთან შედარებით და HbA1c-ის შემცირების თვალსაზრისით არ ჩამოუვარდებოდა გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინ HCl-ით მონოთერაპიას.

ცხრილი 10: დაპაგლიფლოზინის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინ HClთან საწყისი კომბინაციური თერაპიის აქტიური ნივთიერებით კონტროლირებადი კვლევის შედეგები 24-ე კვირაზე (ბჩშ*), ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილებში

ეფექტურობის პარამეტრი

დაპაგლიფლოზინი 10 მგ+ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინი HCl N=211†

დაპაგლიფლოზინი 10 მგ

N=219†

გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინი HCl

N=208†

HbA1c (%)

საბაზისო (საშუალო)

  • 1
  • 0
  • 0

ცვლილება საბაზისო დონიდან (მოდიფიცირებული საშუალო სიდიდე‡)

−2.0

−1.5

−1.4

სხვაობა დაპაგლიფლოზინთან შედარებით (მოდიფიცირებული საშუალო სიდიდე‡)(95% სი)

−0.5§

(−0.7, −0.3)

სხვაობა გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინ HCl-თან შედარებით (მოდიფიცირებული საშუალო სიდიდე‡)

(95% სი)

−0.5§

(−0.8, −0.3)

  • 0¶

(−0.2, 0.2)

პაციენტების პროცენტი, რომელთაც მიაღწიეს HbA1c-ის <7% მაჩვენებელს საბაზისო დონესთან შედარებით

  • 6%
  • 7%
  • 2%

FPG (მგ/დლ)

საბაზისო (საშუალო)

189.6

197.5

189.9

−60.4

−46.4

−34.8

სხვაობა დაპაგლიფლოზინთან შედარებით (მოდიფიცირებული საშუალო სიდიდე‡) (95% სი)

−13.9§

(−20.9, −7.0)

სხვაობა …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

ფარმაცევტული პროდუქტის სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

ქსიგდუო XR

Xigduo XR

სამედიცინო პროდუქტის დასახელება

ქსიგდუო XR 10მგ/1000მგ

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ქსიგდუო XR წარმოადგენს დაპაგლიფლოზინის და გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინ HCl-ის კომბინაციურ საშუალებას.

ფარმაცევტული ფორმა

ქსიგდუო XR 10 მგ/1000 მგ წარმოადგენს ყვითელ ან მუქ ყვითელ, ორმხრივ ამოზნექილ, ოვალური ფორმის, და აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს "1073" და "10/1000" ტვიფრით ცალ მხარეზე და გლუვი ზედაპირით საპირისპირო ზედაპირზე.-91440-153098500

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენებები და გამოყენება

ქსიგდუო XR წარმოადგენს დაპაგლიფლოზინისა და გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინის ჰიდროქლორიდის (HCl) კომბინაციას, რომელიც ნაჩვენებია დიეტის და ვარჯიშის დროს დამხმარე საშუალების სახით გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად მოზრდილებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით.

დაპაგლიფლოზინი, ქსიგდუო XR -ის კომპონენტად გამოყენების დროს, ნაჩვენებია ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილებში შემდეგი რისკების შესამცირებლად:

მდგრადი eGFR-ის დაქვეითება, თირკმლის ქრონიკული დაავადების ბოლო სტადია, , გულ-სისხლძარღვთა სიკვდილობა და გულის უკმარისობით გამოწვეული ჰოსპიტალიზაცია თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებსაც დაავადების პროგრესირების რისკი აქვთ.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილი, გულის უკმარისობით გამოწვეული ჰოსპიტალიზაცია და გულის უკმარისობის გამო გადაუდებელი ვიზიტი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

გულის უკმარისობით ჰოსპიტალიზაცია ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დადასტურებული გულ-სისხლძარღვთა დაავადება (CVD) ან მრავლობითი გულ-სისხლძარღვთა (CV) რისკ-ფაქტორი.

გამოყენების შეზღუდვები

ქსიგდუო XR-ის მიღება არ არის რეკომენდებული გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში. [იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები].

მეტფორმინის ჰიდროქლორიდის კომპონენტის გამო, ქსიგდუო XR -ის გამოყენება შეზღუდულია ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ყველა ჩვენების შემთხვევაში.

ქსიგდუო XR არ არის რეკომენდებული თირკმლის ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ თირკმლის პოლიკისტოზური დაავადების მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ ან აქვთ ანამნეზში იმუნოსუპრესიული თერაპია თირკმელების დაავადების გამო. მოსალოდნელია, რომ ქსიგდუო XR არ იქნება ეფექტური ამ პოპულაციებში.

დოზირება და მიღება

ტესტირება ქსიგდუო XR-ის მიღების დაწყებამდე

ქსიგდუო XR -ით მკურნალობის დაწყებამდე და შემდგომში, კლინიკური ჩვენების მიხედვით უნდა შეფასდეს თირკმლის ფუნქცია [იხ. „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები"]

საჭიროა მოცულობის სტატუსის შეფასება პაციენტებში, მოცირკულირე სითხის მოცულობის დაქვეითების შემთხვევაში, და მდგომარეობის კორექტირება ქსიგდუო XR -ის დაწყებამდე [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“ , „გამოყენება სპეციფიურ პოპულაციებში“ ].

რეკომენდაცია პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით

მიიღეთ ქსიგდუო XR პერორალურად დღეში ერთხელ, დილით საკვებთან ერთად.

გადაყლაპეთ ქსიგდუო XR-ის ტაბლეტები მთლიანად და არ დაფშვნათ, გაჭრათ ან დაღეჭოთ.

რეკომენდებული დოზირება

ქსიგდუო XR-ის საწყისი დოზირება შეარჩიეთ ინდივიდუალურად პაციენტის მიმდინარე მკურნალობიდან გამომდინარე. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინს დოზას საღამოს , უნდა გამოტოვონ მათი ბოლო დოზა ქსიგდუო XR -ის მიღების დაწყებამდე.

გულის უკმარისობასა და თირკმლის ქრონიკულდაავადებასთან დაკავშირებული ქსიგდუო XR -ის ჩვენებებისათვის მოზრდილებში, ქსიგდუო XR -ში დაპაგლიფლოზინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს პერორალურად ერთხელ დღეში.

ქსიგდუო XR -ის ყველა ჩვენებისათვის, დოზა შესაძლებელია დარეგულირდეს ეფექტურობისა და ამტანობის მიხედვით. დაპაგლიფლოზინის მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ-ს, ხოლო მეტფორმინის ჰიდროქლორიდის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 2000 მგ-ს, დოზის თანდათანობითი გაზრდით მეტფორმინის ჰიდროქლორიდთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის არასასურველი რეაქციების შესამცირებლად [იხილეთ „გვერდითი მოვლენები“].

რეკომენდებული დოზირება პაციენტებისთვის თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით

პაციენტებში, რომელთაც გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე (გფს) მეტი ან ტოლია 45 მლ/წთ/1.73 მ2 ქსიგდუო XR-ის რეკომენდებული დოზა იგივეა, რაც თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებისთვის.

ქსიგდუო XR-ის დაწყება არ არის რეკომენდებული პაციენტებში გფს 30-დან 45 მლ/წთ/1,73 მ2-მდე. შეაფასეთ თერაპიის გაგრძელების სარგებელი და რისკი, თუ გფს მუდმივად ხვდება ამ დონის ქვემოთ.

დაპაგლიფლოზინი, სავარაუდოდ, არაეფექტურია გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად პაციენტებში, რომლებსაც გფს აქვთ 45 მლ/წთ/1.73 მ2-ზე ნაკლები.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდის დაწყება არ არის რეკომენდებული პაციენტებისთვის, რომლებსაც გფს აქვთ 45 მლ/წთ/1,73 მ2-ზე ნაკლები.

ქსიგდუო XR უკუნაჩვენებია პაციენტებში 30 მლ/წთ/1.73 მ2-ზე ნაკლები გლომერულური ფილტრაციის სიჩქარით (გფს) და თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიით მეტფორმინის ჰიდროქლორიდის კომპონენტის გამო [იხილეთ „უკუჩვენებები “, „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები “, და „გამოყენება სპეციფიურ პოპულაციებში“]

შეწყვეტა იოდიზებული კონტრასტული ნივთიერებებით ჩატარებული ვიზუალიზაციის პროცედურებისთვის

შეწყვიტეთ ქსიგდუო XR-ის მიღება იოდიზებული ნივთიერებებით ჩატარებული ვიზუალიზაციის პოცედურებამდე ან მათი მიმდინარეობისას პაციენტებში eGFR-ით 60მლ/წთ/1.73მ2-ზე ნაკლებით, პაციენტებში ღვიძლის დაავადების ანამნეზით, ალკოჰოლიზმით ან გულის უკმარისობით; ან პაციენტებში, რომელთაც უნდა ჩაუტარდეთ იოდიზებული კონტრასტული საშუალების ინტრა-არტერიული ინექცია. გადაამოწმეთ გფსს ვიზუალიზაციის პროცედურის ჩატარებიდან 48 საათის შემდეგ; თუ თირკმლის ფუნქცია სტაბილურია, განაახლეთ ქსიგდუო XR-ის მიღება [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები “].

დროებითი შეწყვეტა ქირურგიული ოპერაციის გამო

შეაჩერეთ ქსიგდუო XR -ის მიღება, თუ ეს შესაძლებელია, ოპერაციამდე ან ხანგრძლივ შიმშილთან დაკავშირებულ პროცედურებამდე სულ მცირე 3 დღით ადრე. განაახლეთ ქსიგდუო XR -ის მიღება, როდესაც პაციენტი იქნება კლინიკურად სტაბილური და აღუდგება პერორალური საკვების მიღება [იხილეთ „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ და „კლინიკური ფარმაკოლოგია“ ]

უკუჩვენებები

ქსიგდუო XR უკუნაჩვენებია პაციენტებში ქვემოთ მითითებული პათოლოგიებით:

თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (გფსს 30 მლ/წთ/1.73 მ2-ზე ნაკლები) ან თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადია [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“ ].

დაპაგლიფლოზინის მიმართ სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის, ან მეტფორმინის HCl-ის, ან ქსიგდუო XR-ის ნებისმიერი შემავსებლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ანამნეზი. სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიისა და ანგიოედემის ჩათვლით აღწერილია დაპაგლიფლოზინთან მიმართებაში [იხილეთ „გვერდითი რეაქციები“ ].

მწვავე ან ქრონიკული მეტაბოლური აციდოზი, დიაბეტური კეტოაციდოზის ჩათვლით, კომით ან მის გარეშე. დიაბეტური კეტოაციდოზისთვის უნდა ჩატარდეს მკურნალობა ინსულინით [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“ ].

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

რძემჟავა აციდოზი

დაფიქსირებულია მეტფორმინთან-დაკავშირებული რძემჟავა აციდოზის შემთხვევები პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან, ზოგიერთი შემთხვევაში ფატალური გამოსავლით. ამ შემთხვევებში დასაწყისი ძირითადად შეუმჩნეველი იყო და ახლავდა მხოლოდ არასპეციფიური სიმპტომები, როგორიცაა ზოგადი დისკომფორტი, მიალგიები, მუცლის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა, ან მომატებული ძილიანობა; თუმცა, მძიმე აციდოზის ფონზე აგრეთვე აღინიშნებოდა ჰიპოთერმია, ჰიპოტენზია და რეზისტენტული ბრადიარითმიები.

მეტფორმინთან-დაკავშირებული რძემჟავა აციდოზი ხასიათდებოდა სისხლში ლაქტატის კონცენტრაციების მატებით (>5 მმოლ/ლ.), ანიონური სხვაობის აციდოზით (კეტონურიის ან კეტონემიის ნიშნების გარეშე), და ლაქტატ პირუვატის ფარდობის მატებით; მეტფორმინის ზოგადი დონე პლაზმაში >5 მკგ/მლ. მეტფორმინი ამცირებს ლაქტატის ათვისებას ღვიძლის მიერ და იწვევს სისხლში ლაქტატის დონის მატებას, რამაც შესაძლოა გაზარდოს რძემჟავა აციდოზის განვითარების ალბათობა, განსაკუთრებით, რისკის მქონე პაციენტებში.

თუ არსებობს ეჭვი მეტფორმინთან დაკავშირებული რძემჟავა აციდოზის არსებობაზე, სწრაფად უნდა მოხდეს ზოგადი მხარდამჭერი ზომების მიღება საავადმყოფოს პირობებში და დაუყოვნებლივ შეწყდეს ქსიგდუო XR-ის მიღება.

ქსიგდუო XR-ით ნამკურნალებ პაციენტებში რძემჟავა აციდოზის დიაგნოზით ან მასზე საფუძვლიანი ეჭვით, რეკომენდებულია დიალიზის სწრაფად დაწყება, რათა მოხდეს აციდოზის კორექცია და დაგროვებული მეტფორმინის გამოძევება (მეტფორმინ HCl დიალიზს ექვემდებარება, კლირენსით 170 მლ/წთ-მდე კარგი ჰემოდინამიკის პირობებში). ჰემოდიალიზი ხშირად იწვევს სიმპტომების წარმატებულ ალაგებას და მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მიაწოდეთ ინფორმაცია პაციენტებს და მათ ოჯახის წევრებს რძემჟავა აციდოზის სიმპტომების შესახებ და ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში დაარიგეთ ისინი შეწყვიტონ ქსიგდუო XR-ის მიღება და შეატყობინონ მათ მკურნალ ექიმს სიმპტომების შესახებ.

მეტფორმინთან დაკავშირებული რძემჟავა აციდოზის თითოეული დადგენილი და შესაძლო რისკ ფაქტორისთვის, მეტფორმინთან დაკავშირებული რძემჟავა აციდოზის რისკის შემცირების და მართვის რეკომენდაციები მოცემულია ქვემოთ:

თირკმლის ფუნქციის დარღვევა: მეტფორმინთან-დაკავშირებული რძემჟავა აციდოზის პოსტმარკეტინგული შემთხვევები ძირითადად ვითარდებოდა თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში. მეტფორმინის დაგროვების და მეტფორმინთან დაკავშირებული რძემჟავა აციდოზის რისკი იზრდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის სიმძიმის ზრდასთან ერთად, რადგან მეტფორმინის გამოყოფა ძირითადად თირკმლის საშუალებით ხორციელდება. კლინიკური რეკომენდაციები პაციენტის თირკმლის ფუნქციის მიხედვით არის შემდგომი [იხილეთ „დოზირება და მიღება“ და „კლინიკური ფარმაკოლოგია“ ]:

ქსიგდუო XR-ის მიღების დაწყებამდე, განსაზღვრეთ გლომერულური ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარე (გფსს).

ქსიგდუო XR უკუნაჩვენებია პაციენტებში გფსს სიდიდით 30 მლ/წთ/1.73 მ2-ზე ნაკლები [იხილეთ „უკუჩვენებები“ ].

განსაზღვრეთ გფსს მინიმუმ წელიწადში ერთხელ ყველა პაციენტში, რომელიც იღებს ქსიგდუო XR-ს. პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან თირკმლის ფუნქციის დარღვევის განვითარების რისკის ქვეშ (მაგ. ხანდაზმულები), თირკმლის ფუნქცია უფრო ხშირად უნდა შეფასდეს.

მედიკამენტთაშორისი ურთიერთქმედებები: ქსიგდუო XR-ის ზოგიერთ მედიკამენტთან თანმხლებმა გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს მეტფორმინთან-დაკავშირებული რძემჟავა აციდოზის განვითარების რისკი: ის მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ თირკმლის ფუნქციის დარღვევას, იწვევენ მნიშვნელოვან ჰემოდინამიკურ ცვლილებებს, არღვევენ მჟავა-ტუტოვან ბალანსს ან ზრდიან მეტფორმინის დაგროვებას (მაგ. კათიონური მედიკამენტები) [იხილეთ „HYPERLINK \l "page16"მედიკამენტთაშორისი ურთიერთქმედებები“ ]. შესაბამისად უნდა განიხილოთ პაციენტების უფრო ხშირი მონიტორინგი.

ასაკი 65 წელი ან მეტი: მეტფორმინთან-დაკავშირებული რძემჟავა აციდოზის რისკი იმატებს პაციენტის ასაკის ზრდასთან ერთად, რადგან ხანდაზმულ პაციენტებში უფრო ხშირად აღინიშნება ღვიძლის, თირკმლის, ან გულის ფუნქციების დარღვევები ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით. ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის ფუნქცია უფრო ხშირად უნდა შეფასდეს [იხილეთ „გამოყენება სპეციფიურ პოპულაციებში “].

საკონტრასტო ნივთიერებების გამოყენებით ჩატარებული რადიოლოგიური კვლევები: იოდიზებული საკონტრასტო საშუალებების ინტრავასკულური მიღება მეტფორმინით ნამკურნალებ პაციენტებში იწვევდა თირკმლის ფუნქციის მწვავე დაქვეითებას და რძემჟავა აციდოზის განვითარებას. შეწყვიტეთ ქსიგდუო XR-ის მიღება იოდიზებული კონტრასტით ჩატარებული ვიზუალიზაციის პროცედურის ჩატარებამდე და მისი მიმდინარეობისას ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, ალკოჰოლიზმის, ან გულის უკმარისობის ანამნეზის მქონე პაციენტებში; ან პაციენტებში, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ იოდიზებული საკონტრასტო ნივთიერების ინტრა-არტერიული ინექცია. გადაამოწმეთ გფსს ვიზუალიზაციის პროცედურის ჩატარებიდან 48 საათის შემდეგ, და თირკმლის ფუნქციის სტაბილურობის შემთხვევაში განაახლეთ ქსიგდუო XR-ის მიღება.

ქირურგიული ჩარევები და სხვა პროცედურები: საკვებისა და სითხეების მიღებისგან თავის შეკავებამ ქირურგიული ან სხვა პროცედურების დროს შესაძლოა გამოიწვიოს მოცულობითი გამოფიტვის, ჰიპოტენზიის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკის მომატება. ქსიგდუო XR-ის მიღება დროებით უნდა შეწყდეს იმ პერიოდში, როდესაც პაციენტები შეზღუდულად იღებენ საკვებსა და სითხეს.

ჰიპოქსიური მდგომარეობები: მეტფორმინთან დაკავშირებული რძემჟავა აციდოზის რამდენიმე პოსტმარკეტინგული შემთხვევა განვითარდა გულის მწვავე შეგუბებითი უკმარისობის არსებობის პირობებში (კერძოდ, როცა ის დაკავშირებული იყო ჰიპოპერფუზიასა და ჰიპოქსემიასთან). რძემჟავა აციდოზთან დაკავშირებული იყო კარდიოვასკულური კოლაფსი (შოკი), მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, სეფსისი, და ჰიპოქსემიასთან დაკავშირებული სხვა პათოლოგიები და მათ შესაძლოა აგრეთვე გამოიწვიონ პრერენული აზოტემია. ასეთი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ ქსიგდუო XR-ის მიღება.

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება: ალკოჰოლი აძლიერებს მეტფორმინის ლაქტატის მეტაბოლიზმზე ეფექტებს და ამან შესაძლოა გამოიწვიოს მეტფორმინთან დაკავშირებული რძემჟავა აციდოზის განვითარების რისკის მომატება. გააფრთხილეთ პაციენტები თავი შეიკავონ ალკოჰოლის ჭარბი გამოყენებისგან ქსიგდუო XR-ის მიღებისას.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დაფიქსირებულია მეტფორმინთან დაკავშირებული რძემჟავა აციდოზის განვითარების შემთხვევები. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ლაქტატის კლირენსის შემცირებით, რაც იწვევს სისხლში ლაქტატის დონის მომატებას. შესაბამისად, პაციენტებმა ღვიძლის დაავადების კლინიკური ან ლაბორატორიული ნიშნებით, ქსიგდუო XR-ის გამოყენებისგან თავი უნდა შევიკავონ.

დიაბეტური კეტოაციდოზი პაციენტებში ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით და სხვა კეტოაციდოზი

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, დაპაგლიფლოზინი, ქსიგდუო XR-ის კომპონენტი, მნიშვნელოვნად ზრდის დიაბეტური კეტოაციდოზის, სიცოცხლისათვის საშიში მოვლენის რისკს, საბაზისო მაჩვენებელს მიღმა. ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ჩატარებულ პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში, კეტოაციდოზის რისკი მნიშვნელოვნად გაიზარდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერ 2-ის (SGLT2) ინჰიბიტორებს, პლაცებოს მიმღებ პაციენტებთან შედარებით. ქსიგდუო XR არ არის ნაჩვენები ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში გლიკემიური კონტროლისთვის. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი და პანკრეასის დარღვევები (მაგ., პანკრეატიტის ან პანკრეასის ოპერაციის ანამნეზი) ასევე წარმოადგენს კეტოაციდოზის რისკ-ფაქტორებს. პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში SGLT2 ინჰიბიტორების, მათ შორის დაპაგლიფლოზინის გამოყენებისას კეტოაციდოზის ფატალური შემთხვევები. დიაბეტური კეტოაციდოზის ან სხვა კეტოაციდოზის ხელშემწყობი მდგომარეობები მოიცავს ინსულინის არასაკმარის მიღებას ინსულინის დოზის შემცირების ან გამოტოვებული დოზების გამო, მწვავე ფებრილურ დაავადებას, კალორიების შემცირებულ მიღებას, კეტოგენურ დიეტას, ქირურგიულ ჩარევას, მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტს და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებას. ნიშნები და სიმპტომები შეესაბამება დეჰიდრატაციასა და მძიმე მეტაბოლურ აციდოზს და მოიცავს გულისრევას, ღებინებას, მუცლის ტკივილს, ზოგად სისუსტესა და ქოშინს. წარდგენისას სისხლში გლუკოზის დონე შეიძლება იყოს დიაბეტური კეტოაციდოზისთვის ტიპურად მოსალოდნელზე დაბალი (მაგ., 250 მგ/დლ-ზე ნაკლები). კეტოაციდოზი და გლუკოზურია შეიძლება გაგრძელდეს ტიპურად მოსალოდნელზე ხანგრძლივად. შარდით გლუკოზის ექსკრეცია გრძელდება ქსიგდუო XR-ის შეწყვეტიდან 3 დღის განმავლობაში [იხილეთ „კლინიკური ფარმაკოლოგია“]; თუმცა, პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა კეტოაციდოზისა და/ან გლუკოზურიის შემთხვევები, რომლებიც გრძელდებოდა 6 დღეზე მეტ ხანს და ზოგიერთ შემთხვევაში 2 კვირამდე SGLT2 ინჰიბიტორების შეწყვეტის შემდეგ. კეტოაციდოზის რისკის მქონე პაციენტებში, კლინიკური სიტუაციიდან გამომდინარე, განიხილეთ კეტონების მონიტორინგი. მძიმე მეტაბოლური აციდოზისთვის დამახასიათებელი ნიშნებისა და სიმპტომების მქონე პაციენტებში შეაფასეთ კეტოაციდოზის არსებობა სისხლში გლუკოზის დონის მიუხედავად. თუ კეტოაციდოზზეა ეჭვი, შეწყვიტეთ ქსიგდუო XR-ის მიღება, დაუყოვნებლივ ჩაატარეთ შეფასება და მკურნალობა, თუ დიაგნოზი დადასტურდება. ქსიგდუო XR-ის ხელახლა დაწყებამდე აკონტროლეთ პაციენტებში კეტოაციდოზის მოხსნა. შეაჩერეთ XIGDUO XR-ის მიღება, თუ ეს შესაძლებელია, დროებით კლინიკურ სიტუაციებში, რომლებმაც შეიძლება შეუქმნან პაციენტებს კეტოაციდოზის განვითარების წინაპირობები. განაახლეთ ქსიგდუო XR-ის მიღება, როდესაც პაციენტი იქნება კლინიკურად სტაბილური და აღუდგება პერორალური საკვების მიღება [იხილეთ „დოზირება და მიღების წესი“].

გააფრთხილეთ ყველა პაციენტი კეტოაციდოზის ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და გააფრთხილეთ პაციენტები, რომ შეწყვიტონ ქსიგდუო XR-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ გამოვლინდება ნიშნები და სიმპტომები.

მოცირკულირე სითხის მოცულობის შემცირება

დაპაგლიფლოზინმა შეიძლება გამოიწვიოს ინტრავასკულური სითხის მოცულობის შემცირება, რაც შეიძლება გამოვლინდეს სიმპტომური ჰიპოტენზიის ან კრეატინინის მაჩვენებლის ცვლილებით, რაც მნიშვნელოვანი, მაგრამ გარდამავალია. არსებობს პოსტ-მარკეტინგული ანგარიშები თირკმლის მწვავე უკმარისობის შესახებ, ზოგიერთ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის და დიალიზის საჭიროებით პაციენტებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით და რომლებიც იღებენ SGLT2 ინჰიბიტორებს, დაპაგლიფლოზინის ჩათვლით. პაციენტები, რომელთაც აღენიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევები (გფს 60 მლ/წთ/1.73 მ2-ზე ნაკლები), ასაკოვანი პაციენტები, ან პაციენტები, რომლებიც იღებენ მარყუჟოვან დიურეტიკებს, შესაძლოა იყვნენ მოცირკულირე სითხის მოცულობის შემცირების ან ჰიპოტენზიის მომატებული რისკის ქვეშ. ქსიგდუო XR-ის მიღების დაწყებამდე პაციენტებში, რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლით, უნდა შეფასდეს მოცირკულირე სითხის მოცულობის სტატუსი და თირკმლის ფუნქცია. მკურნალობის დაწყების შემდეგ საჭიროა ჰიპოტენზიის და თირკმლის ფუნქციის ნიშნებისა და სიმპტომების მონიტორინგი.

უროსეფსისი და პიელონეფრიტი

აღწერილია საშარდე გზების სერიოზული ინფექციის შემთხვევები, მათ შორის უროსეფსისი და პიელონეფრიტი, რა მიზეზითაც საჭირო გახდა იმ პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, რომლებიც იღებდნენ SGLT2 ინჰიბიტორებს, მათ შორის დაპაგლიფლოზინს. SGLT2-ის ინჰიბიტორებით მკურნალობა ზრდის საშარდე გზების ინფექციების განვითარების რისკს. უნდა მოხდეს პაციენტების გამოკვლელვა საშარდე გზების ინფექციის ნიშნებისა და სიმპტომების არსებობაზე და მკურნალობა უნდა ჩატარდეს ჩვენების მიხედვით [იხილეთ „გვერდითი რეაქციები“ ].

ჰიპოგლიკემია ინსულინთან ან ინსულინის გამომყოფ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას

დაპაგლიფლოზინი

დადგენილია, რომ ინსულინი და ინსულინის გამომყოფი საშუალებები იწვევენ ჰიპოგლიკემიას. დაპაგლიფლოზინმა შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის მომატება ინსულინთან ან ინსულინის გამომყოფ საშუალებასთან კომბინაციაში მიღებისას [იხილეთ „გვერდითი რეაქციები“ ].

სულფონილურეას (ან სხვა თანმხლებად გამოყენებული ინსულინის სეკრეტორების) ან ინსულინის დოზის შემცირებით შესაძლებელია ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირება. აცნობეთ პაციენტებს, რომლებიც იყენებენ ამ თანმხლებ მედიკამენტებს ჰიპოგლიკემიის რისკის შესახებ და აუხსენით მათ ჰიპოგლიკემიის ნიშნები და სიმპტომები.

ვიტამინ B12-ის კონცენტრაცია

მეტფორმინის 29-კვირიან კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა შრატის მანამდე ნორმალური ვიტამინ B12-ის დონის დაქვეითება სუბნორმულ დონეებამდე, კლინიკური გამოვლინებების გარეშე, პაციენტების დაახლოებით 7%-ში. ასეთი დაქვეითება, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს B12-შინაგანი ფაქტორის კომპლექსის საშუალებით B12-ის აბსორბციის პროცესის დარღვევით, შესაძლოა ანემიასთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში სწრაფად შექცევადია მეტფორმინის შეწყვეტის ფონზე ან ვიტამინ B12-ის დამატებით.

ზოგიერთ ინდივიდს (რომლებიც იღებენ არასაკმარის ვიტამინ B12-ს ან კალციუმს ან აღენიშნებათ შეწოვის დაქვეითება) აღენიშნება ვიტამინ B12-ის სუბნორმულ დონემდე დაქვეითებისკენ მიდრეკილება. ქსიგდუო XR-ზე მყოფ პაციენტებში ჰემატოლოგიური პარამეტრები ყოველწლიურად, ხოლო B12-ს დონე 2-დან 3- წლამდე შუალედებით უნდა აკონტროლოთ და გამოვლენილი პათოლოგიები შესაბამისად უნდა მართოთ [იხილეთ „გვერდითი რეაქციები“].

სასქესო ორგანოების სოკოვანი ინფექციები

დაპაგლიფლოზინი ზრდის სასქესო ორგანოების სოკოვანი ინფექციების რისკს. პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ სასქესო ორგანოების სოკოვანი ინფექციები, უფრო ხშირად უვითარდებოდათ სასქესო ორგანოების სოკოვანი ინფექციები [იხილეთ „გვერდითი რეაქციები“]. მოახდინეთ მონიტორინგი და ჩაატარეთ შესაბამისი მკურნალობა.

გვერდითი რეაქციები

ქვემოთ აღწერილია შემდგომი მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები:

რძემჟავა აციდოზი [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“ ]

დიაბეტური კეტოაციდოზი პაციენტებში ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით და სხვა კეტოაციდოზი [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“ ]

მოცირკულირე სითხის მოცულობის შემცირება [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“

უროსეფსისი და პიელონეფრიტი [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები “]

ჰიპოგლიკემია ინსულინის ან ინსულინის სეკროტების თანმხლები გამოყენებისას [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები “]

ვიტამინ B12-ის კონცენტრაციები [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“ ]

გენიტალური სოკოვანი ინფექციები [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“ ]

კლინიკური კვლევების გამოცდილება

რადგან კლინიკური კვლევები ტარდება ფართოდ ვარიაბელურ პირობებში, მედიკამენტთან დაკავშირებულ კლინიკურ კვლევებში გამოვლენილი გვერდითი რეაქციების სიხშირეები შეუძლებელია პირდაპირ შევადაროთ სხვა მედიკამენტის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებულ სიხშირეებს და ის შესაძლოა არ ასახავდეს კლინიკურ პრაქტიკაში არსებულ სიხშირეებს.

კლინიკური კვლევები გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინ HCl-ით ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილებში

გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინის პლაცებო-კონტროლირებად მონოთერაპიულ კვლევებში, მეტფორმინით ნამკურნალები პაციენტების >5%-ში აღინიშნა დიარეა და გულისრევა/ღებინება და ისინი უფრო ხშირი იყო პლაცებოთი ნამკურნალებ პაციენტებთან შედარებით (დიარეასთვის 9.6% და 2.6% და გულისრევა/ღებინებისთვის 6.5% და 1.5%). დიარეა იწვევდა საკვლევი მედიკამენტის მიღების შეწყვეტას გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინით ნამკურნალები პაციენტების 0.6%-ში.

კლინიკური კვლევები დაპაგლიფლოზინით მოზრდილებში

დაპაგლიფლოზინი

დაპაგლიფლოზინი შესწავლილ იქნა კლინიკურ კვლევებში უფროსი ასაკის პაციენტებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში და თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში. დაპაგლიფლოზინის საერთო უსაფრთხოების პროფილი თანმიმდევრული იყო შესწავლილ ჩვენებებში. DAPA-HF, DELIVER და DAPA-CKD კვლევებში ახალი არასასურველი რეაქციები არ გამოვლენილა.

პლაცებო-კონტროლირებული კლინიკური კვლევების ჯგუფები გლიკემიური კონტროლისთვის მოზრდილებში

დაპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის HCl-ის 8 პლაცებო-კონტროლირებული კვლევის ჯგუფი გლიკემიური კონტროლისთვის მოზრდილებში

უსაფრთხოების შესაფასებლად გამოყენებული იქნა მონაცემები დაპაგლიფლოზინის დაუყოვნებელი ან გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინთან ერთად მიღების 8 მოკლევადიანი, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევიდან წინასწარ არჩეული პაციენტების ჯგუფიდან. ეს ჯგუფი მოიცავდა რამდენიმე დამატებით კვლევას (მხოლოდ მეტფორმინი ან დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4-ის [DPP4] ინჰიბიტორთან კომბინაციაში, და მეტფორმინი, ან ინსულინი და მეტფორმინი, 2 მეტფორმინთან საწყისი კომბინაციის მეტფორმინის კვლევა და CVD და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების 2 კვლევა, რომლებშიც სუბიექტები იღებდნენ მათ ჩვეულ მკურნალობას [მეტფორმინის ფონური თერაპიით]). კვლევებისთვის, რომლებიც მოიცავდნენ ფონურ თერაპიას მეტფორმინით ან მის გარეშე, მხოლოდ ის პაციენტები, რომლებიც იღებდნენ მეტფორმინს იქნენ შეყვანილი 8-კვლევიან პლაცებო-კონტროლირებად ჯგუფში. ამ 8 კვლევის მასშტაბით 983 პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა დღეში ერთხელ დაპაგლიფლოზინის 10 მგ-ით და მეტფორმინით და 1185 პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა პლაცებოთი და მეტფორმინით. ამ 8 კვლევაში ექსპოზიციის საშუალო ხანგრძლივობა იყო 23 კვირა. პოპულაციის საშუალო ასაკი იყო 57 წელი, ხოლო 2% იყო 75 წელზე უფროსი ასაკის. პოპულაციის ორმოცდათოთხმეტი პროცენტი (54%) იყო მამრობითი სქესის; 88% იყო თეთრკანიანი, 6% იყო აზიური რასის, და 3% იყო შავკანიანი ან აფროამერიკელი. საბაზისო დონეზე, პოპულაციას აღენიშნებოდა დიაბეტი საშუალოდ 8 წლის განმავლობაში, ჰემოგლობინ A1c-ს (HbA1c) საშუალო სიდიდე იყო 8.4%, და თირკმლის ფუნქცია ნორმალური ან მცირედ დაქვეითებული იყო პაციენტების 90%-ში და საშუალოდ დაქვეითებული იყო პაციენტების 10%-ში.

გვერდითი მოვლენების საერთო სიხშირე 8-კვლევიან, მოკლევადიან, პლაცებოთი-კონტროლირებად ჯგუფში 10 მგ დაპაგლიფლოზინით და მეტფორმინით ნამკურნალებ პაციენტებში იყო 60.3% პლაცებოს და მეტფორმინის ჯგუფის 58.2% სიხშირესთან შედარებით. გვერდითი მოვლენების გამო მკურნალობის შეწყვეტის სიხშირე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დაპაგლიფლოზინის 10 მგ-ს და მეტფორმინს იყო 4% პლაცებოს და მეტფორმინის ჯგუფის 3.3%-თან შედარებით. ყველაზე ხშირად აღწერილი მოვლენები, რომლებიც იწვევდნენ მიღების შეწყვეტას და გამოვლინდნენ მინიმუმ 3 პაციენტში, რომლებიც იღებდნენ დაპაგლიფლოზინის 10 მგ-ს და მეტფორმინს, იყო თირკმლის ფუნქციის დარღვევა (0.7%), სისხლში კრეატინინის დონის მომატება (0.2%), კრეატინინის თირკმლისმიერი კლირენსის დაქვეითება (0.2%), და საშარდე გზების ინფექცია (0.2%).

ცხრილში 1 წარმოდგენილია დაპაგლიფლოზინის და მეტფორმინის გამოყენებასთან დაკავშირებული ხშირი გვერდითი რეაქციები. ეს გვერდითი რეაქციები არ აღინიშნებოდა საბაზისო დონეზე, ვითარდებოდა უფრო ხშირად დაპაგლიფლოზინის და მეტფორმინის ფონზე პლაცებოსთან შედარებით, და ვითარდებოდა პაციენტების მინიმუმ 2%-ში, რომელთაც უტარდებოდათ მკურნალობა დაპაგლიფლოზინის 5 მგ ან 10 მგ-ით.

ცხრილი 1: დაპაგლიფლოზინით და მეტფორმინით ნამკურნალები პაციენტების ≥2%-ში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები პლაცებოთი-კონტროლირებად კვლევებში

გვერდითი რეაქცია

პაციენტების %

8 პლაცებოთი-კონტროლირებადი კვლევის ჯგუფი

პლაცებო და მეტფორმინი

N=1185

დაპაგლიფლოზინი 5 მგ და მეტფორმინი

N=410

დაპაგლიფლოზინი 10 მგ და მეტფორმინი

N=983

გენიტალური სოკოვანი ინფექციები ქალებში*

  • 5
  • 4
  • 3

ნაზოფარინგიტი

  • 9
  • 3
  • 2

საშარდე გზების ინფექციები†

  • 6
  • 1
  • 5

ფაღარათი

  • 6
  • 9
  • 2

თავის ტკივილი

  • 8
  • 4
  • 3

გენიტალური სოკოვანი ინფექციები მამაკაცებში‡

0

  • 3
  • 6

გრიპი

  • 4
  • 1
  • 6

გულისრევა

  • 0
  • 9
  • 6

ზურგის ტკივილი

  • 2
  • 4
  • 5

თავბრუსხვევა

  • 2
  • 2
  • 8

ხველა

  • 9
  • 2
  • 4

შეკრულობა

  • 6
  • 9
  • 9

დისლიპიდემია

  • 4
  • 7
  • 5

ფარინგიტი

  • 1
  • 7
  • 5

შარდის მომატებული გამოყოფა§

  • 4
  • 4
  • 6

დისკომფორტი მოშარდვისას

  • 1
  • 3
  • 6
  • გენიტალური სოკოვანი ინფექციები მოიცავს შემდეგ არასასურველ რეაქციებს, ქალებში გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ვულვოვაგინალური სოკოვანი ინფექცია, ვაგინალური ინფექცია, გენიტალური ინფექცია, ვულვოვაგინიტი, გენიტალური სოკოვანი ინფექცია, ვულვოვაგინალური კანდიდიაზი, ვულვარული აბსცესი, გენიტალური კანდიდიაზი, და ბაქტერიული ვაგინიტი. (N ქალებისთვის: პლაცებო და მეტფორმინი=534, დაპაგლიფლოზინი 5 მგ და მეტფორმინი=223, დაპაგლიფლოზინი 10 მგ და მეტფორმინი=430).
  • საშარდე გზების ინფექციები მოიცავს შემდგომ არასასურველ რეაქციებს, გამოვლენის სიხშირის მიხედვით: საშარდე გზების ინფექცია, ცისტიტი, პიელონეფრიტი, ურეთრიტი, და პროსტატიტი.

‡გენიტალური სოკოვანი ინფექციები მოიცავს შემდეგ არასასურველ რეაქციებს, მამაკაცებში გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ბალანიტი, გენიტალური სოკოვანი ინფექცია, კანდიდოზური ბალანიტი, გენიტალური კანდიიაზი, გენიტალური ინფექცია, პოსთიტი, ბალანოპოსთიტი. (N მამაკაცებისთვის: პლაცებო და მეტფორმინი=651, დაპაგლიფლოზინი 5 მგ და მეტფორმინი=187, დაპაგლიფლოზინი 10 მგ და მეტფორმინი=553).

§შარდის მომატებული გამოყოფა მოიცავს შემდგომ არასასურველ რეაქციებს, გამოვლენის სიხშირის მიხედვით: პოლაკიურია, პოლიურია, და შარდის გამოყოფის მატება.

მოზრდილებში გლიკემიური კონტროლისთვის დაპაგლიფლოზინის 5 და 10 მგ-ის 12 პლაცებო-კონტროლირებადი 12 კვლევის ჯგუფი

ცხრილში 2 წარმოდგენილია მონაცემები 12-დან 24 კვირამდე ხანგრძლივობის გლიკემიური კონტროლის მოზრდილთა 12 პლაცებო-კონტროლირებადი კვლევიდან. 4 კვლევაში დაპაგლიფლოზინი გამოიყენებოდა მონოთერაპიის სახით, და 8 კვლევაში დაპაგლიფლოზინი მიიღებოდა დიაბეტის საწინააღმდეგო ფონური თერაპიის დამატებითი საშუალების ან მეტფორმინ HCl-თან კომბინაციური თერაპიის სახით.

ეს მონაცემები ასახავს 2338 მოზრდილი პაციენტის ექსპოზიციას დაპაგლიფლოზინთან ექსპოზიციის საშუალო ხანგრძლივობით 21 კვირა. პაციენტები იღებდნენ პლაცებოს (N=1393), დაპაგლიფლოზინის 5 მგ-ს (N=1145), ან დაპაგლიფლოზინის 10 მგ-ს (N=1193) დღეში ერთხელ. პოპულაციის საშუალო ასაკი იყო 55 წელი და 2% იყო 75-ზე უფროსი ასაკის. პოპულაციის ორმოცდაათი პროცენტი (50%) იყო მამრობითი სქესის; 81% იყო თეთრკანიანი, 14% იყო აზიური რასის, და 3% იყო შავკანიანი ან აფროამერიკელი. საბაზისო დონეზე პოპულაციას აღენიშნებოდა დიაბეტის არსებობა საშუალოდ 6 წლის განმავლობაში, HbA1c-ის საშუალო მაჩვენებელი იყო 8.3%, და 21%-ს დადგენილი ქონდა დიაბეტის მიკროვასკულური გართულებების განვითარება. თირკმლის საბაზისო ფუნქცია ნორმალური ან მცირედ დაქვეითებული იყო პაციენტების 92%-ში და საშუალოდ დაქვეითებული იყო პაციენტების 8%-ში (საშუალო გფსს 86 მლ/წთ /1.73 მ2).

ცხრილში 2 წარმოდგენილია მოზრდილებში დაპაგლიფლოზინის გამოყენებასთან დაკავშირებული ხშირი გვერდითი რეაქციები. ეს გვერდითი რეაქციები არ აღინიშნებოდა საბაზისო დონეზე, უფრო ხშირად ვითარდებოდა დაპაგლიფლოზინის ფონზე პლაცებოსთან შედარებით, და ვითარდებოდა პაციენტების მინიმუმ 2%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ დაპაგლიფლოზინის 5 ან 10 მგ-ით.

ცხრილი 2: დაპაგლიფლოზინით ნამკურნალები პაციენტების ≥2%-ში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები გლიკემიური კონტროლის პლაცებოთი-კონტროლირებად მოზრდილთა კვლევებში

გვერდითი რეაქცია

პაციენტების %

12 პლაცებოთი-კონტროლირებადი კვლევის ჯგუფი

პლაცებო

N=1393

დაპაგლიფლოზინი 5 მგ

N=1145

დაპაგლიფლოზინი 10 მგ

N=1193

გენიტალური სოკოვანი ინფექციები ქალებში*

  • 5
  • 4
  • 9

ნაზოფარინგიტი

  • 2
  • 6
  • 3

საშარდე გზების ინფექციები†

  • 7
  • 7
  • 3

ზურგის ტკივილი

  • 2
  • 1
  • 2

შარდის მომატებული გამოყოფა‡

  • 7
  • 9
  • 8

გენიტალური სოკოვანი ინფექციები მამაკაცებში§

  • 3
  • 8
  • 7

გულისრევა

  • 4
  • 8
  • 5

გრიპი

  • 3
  • 7
  • 3

დისლიპიდემია

  • 5
  • 1
  • 5

შეკრულობა

  • 5
  • 2
  • 9

დისკომფორტი მოშარდვისას

  • 7
  • 6
  • 1

კიდურის ტკივილი

  • 4
  • 0
  • 7
  • გენიტალური სოკოვანი ინფექციები მოიცავს შემდეგ არასასურველ რეაქციებს, ქალებში გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ვულვოვაგინალური სოკოვანი ინფექცია, ვაგინალური ინფექცია, ვულვოვაგინალური კანდიდიაზი, ვულვოვაგინიტი, გენიტალური ინფექცია, გენიტალური კანდიდიაზი, გენიტალური სოკოვანი ინფექცია, ვულვიტი, შარდ-სასქესო გზების ინფექცია, ვულვარული აბსცესი, და ბაქტერიული ვაგინიტი. (N ქალებისთვის: პლაცებო=677, დაპაგლიფლოზინი 5 მგ=581, დაპაგლიფლოზინი 10 მგ=598).

†საშარდე გზების ინფექციები მოიცავს შემდგომ არასასურველ რეაქციებს, გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ცისტიტი, ეშერიხიათი გამოწვეული საშარდე გზების ინფექცია, პიელონეფრიტი, ტრიგონიტი, ურეთრიტი, თირკმლის ინფექცია და პროსტატიტი.

‡შარდის მომატებული გამოყოფა მოიცავს შემდგომ არასასურველ რეაქციებს, გამოვლენის სიხშირის მიხედვით: პოლაკიურია, პოლიურია, და შარდის გამოყოფის მატება.

§გენიტალური სოკოვანი ინფექციები მოიცავს შემდეგ არასასურველ რეაქციებს, მამაკაცებში გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ბალანიტი, გენიტალური სოკოვანი ინფექცია, კანდიდოზური ბალანიტი, გენიტალური კანდიიაზი, გენიტალური ინფექცია მამაკაცებში, პენისის ინფექცია, პალანოპოსთიტი, ინფექციური პალანოპოსთიტი, გენიტალური ინფექცია, პოსთიტი. (N მამაკაცებისთვის: პლაცებო=716, დაპაგლიფლოზინი 5 მგ=564, დაპაგლიფლოზინი 10 მგ=595).

გლიკემიური კონტროლისთვის დაპაგლიფლოზინის 10 მგ-ის 13 პლაცებო-კონტროლირებადი მოზრდილთა კვლევის ჯგუფი

დაპაგლიფლოზინი 10 მგ აგრეთვე შეფასდა გლიკემიური კონტროლის უფრო დიდ პლაცებო-კონტროლირებად მოზრდილთა ჯგუფში. ეს ჯგუფი აერთიანებდა 13 პლაცებო კონტროლირებად კვლევას, მათ შორის 3 მონოთერაპიულ კვლევას, 9 კვლევას, სადაც დაპაგლიფლოზინი გამოიყენებოდა დამხმარე საშუალებად დიაბეტის საწინააღმდეგო ფონურ მკურნალობზე, და მეტფორმინ HCl-თან საწყისი კომბინაციის კვლევას. ამ 13 კვლევაში, 2360 პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა დაპაგლიფლოზინის 10 მგ-ით დღეში ერთხელ, ექსპოზიციის საშუალო ხანგრძლივობით 22 კვირა. პოპულაციის საშუალო ასაკი იყო 59 წელი და 4% იყო 75 წელზე უფროსი ასაკის. პოპულაციის ორმოცდათვრამეტი პროცენტი (58%) იყო მამრობითი სქესის; 84% იყო თეთრკანიანი, 9% იყო აზიური რასის, და 3% იყო შავკანიანი ან აფროამერიკელი. საბაზისო დონეზე პოპულაციას აღენიშნებოდა დიაბეტის არსებობა საშუალოდ 9 წლის მანძილზე, HbA1c-ის საშუალო მაჩვენებელი იყო 8.2%, და 30%-ს ქონდა დადგენილი მიკროვასკულური დაავადება. თირკმლის საბაზისო ფუნქცია ნორმალური ან მცირედ დაქვეითებული იყო პაციენტების 88%-ში და საშუალოდ დაქვეითებული იყო პაციენტების 11%-ში (საშუალო გფსს 82 მლ/წთ/1.73 მ2).

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილებში დაპაგლიფლოზინის სხვა არასასურველი რეაქციები

სითხის მოცულობის დაქვეითება

დაპაგლიფლოზინი იწვევს ოსმოსურ დიურეზს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სითხის ინტრავასკულური მოცულობის დაქვეითება. სითხის მოცულობის დაქვეითებასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები (დეჰიდრატაციის, ჰიპოვოლემიის, ორთოსტატული ჰიპოტენზიის, ან ჰიპოტენზიის შემთხვევების ჩათვლით) 12-კვლევიანი და 13-კვლევიანი, მოკლევადიანი, პლაცებოთი კონტროლირებადი ჯგუფებისთვის და DECLARE კვლევისთვის წარმოდგენილია „ცხრილში 3“ [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები “].

ცხრილი 3: სითხის მოცულობის დაქვეითებასთან დაკავშირებული* გვერდითი რეაქციები დაპაგლიფლოზინის მოზრდილთა კლინიკურ კვლევებში

12 პლაცებოთი-კონტროლირებადი კვლევის ჯგუფი

13 პლაცებოთი-კონტროლირებადი კვლევის ჯგუფი

DECLARE კვლევა

პლაცებო

დაპაგლიფლოზინი

5 მგ

დაპაგლიფლოზინი

10 მგ

პლაცებო

დაპაგლიფლოზინი

10 მგ

პლაცებო

დაპაგლიფლოზინი

10 მგ

ზოგადი პოპულაციის N (%)

N=1393

5 (0.4%)

N=1145

7 (0.6%)

N=1193

9 (0.8%)

N=2295

17 (0.7%)

N=2360

27 (1.1%)

N=8569

207 (2.4%)

N=8574

213 (2.5%)

პაციენტების ქვეჯგუფის n (%)

მარყუჟოვან დიურეტიკებზე მყოფი პაციენტები

n=55

1 (1.8%)

n=40

0

n=31

3 (9.7%)

n=267

4 (1.5%)

n=236

6 (2.5%)

n=934

57 (6.1%)

n=866

57 (6.6%)

პაციენტები თირკმლის ფუნქციის საშუალო დაზიანებით გფსს სიდიდით ≥30

და <60 მლ/წთ/1.73 მ2

n=107

2 (1.9%)

n=107

1 (0.9%)

n=89

1 (1.1%)

n=268

4 (1.5%)

n=265

5 (1.9%)

n=658

30 (4.6%)

n=604

35 (5.8%)

≥65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები

n=276

1 (0.4%)

n=216

1 (0.5%)

n=204

3 (1.5%)

n=711

6 (0.8%)

n=665

11 (1.7%)

n=3950

121 (3.1%)

n=3948

117 (3.0%)

  • სითხის მოცულობის დაქვეითება მოიცავს დეჰიდრატაციის, ჰიპოვოლემიის, ორთოსტატული ჰიპოტენზიის, ან ჰიპოტენზიის შემთხვევებს.

ჰიპოგლიკემია

მოზრდილ პაციენტებში ჰიპოგლიკემიის სიხშირე კვლევის მიხედვით [იხილეთ „კლინიკური კვლევები“ ] წარმოდგენილია ცხრილში 4. ჰიპოგლიკემია უფრო ხშირი იყო, როდესაც დაპაგლიფლოზინი მიიღებოდა სულფონილურეასთან ან ინსულინთან ერთად [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“ ].

ცხრილი 4: მძიმე ჰიპოგლიკემიის* და <54 მგ/დლ გლუკოზის მაჩვენებლის ჰიპოგლიკემიის† განვითარების სიხშირე გლიკემიური კონტროლის კონტროლირებად მოზრდილთა კლინიკურ კვლევებში

პლაცებო

დაპაგლიფლოზინი 5 მგ

დაპაგლიფლოზინი 10 მგ

მეტფორმინ HCl-ზე დამატება* (24 კვირა)

N=137

N=137

მძიმე [n (%)]

0

0

0

გლუკოზა < 54 მგ/დლ [n (%)]

0

0

0

DPP4 ინჰიბიტორზე დამატება (მეტფორმინ HCl-ით ან მის გარეშე) (24 კვირა)

N=226

–

N=225

მძიმე [n (%)]

0

–

1(0.4)

გლუკოზა < 54 მგ/დლ [n (%)]

1 (0.4)

–

1(0.4)

ინსულინზე დამატება სხვა დსოს‡-ებით ან მათ გარეშე‡ (24 კვირა)

N=197

N=212

N=196

მძიმე [n (%)]

1 (0.5)

2 (0.9)

2(1.0)

გლუკოზა < 54 მგ/დლ [n (%)]

43 (21.8)

55 (25.9)

45 (23.0)

  • მძიმე ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები განისაზღვრებოდა როგორც ცნობიერების ან ქცევის მძიმე დარღვევის ეპიზოდები, რომლებიც საჭიროებდნენ გარე (მესამე მხარის) დახმარებას, და მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესება ჩარევის ფონზე გლუკოზის დონის მიუხედავად.

†ჰიპოგლიკემია გლუკოზის დონით < 54 მ/დლ (3 მმოლ/ლ) განისაზღვრებოდა როგორც ჰიპოგლიკემიის აღწერილი ეპიზოდები რომლებიც აკმაყოფილებდნენ გლუკოზის კრიტერიუმებს მაგრამ ამასთან არ კლასიფიცირდებოდნენ მძიმე ეპიზოდებად.

‡დსოს = დიაბეტის საწინააღმდეგო ორალური საშუალება.

DECLARE კვლევაში [იხილეთ „კლინიკური კვლევები“ ], ჰიპოგლიკემიის მძიმე მოვლენები აღიწერა დაპაგლიფოლოზინის 10 მგ-ით ნამკურნალები 8574 მოზრდილი პაციენტიდან 58-ში (0.7%) და პლაცებოთი ნამკურნალები 8569 პაციენტიდან 83-ში (1.0%).

გენიტალური სოკოვანი ინფექციები

გლიკემიური კონტროლის მოზრდილთა კვლევებში, გენიტალური სოკოვანი ინფექციები უფრო ხშირი იყო დაპაგლიფლოზინით მკურნალობის ფონზე. პლაცებო კონტროლირებადი 12 კვლევის ჯგუფში გენიტალური სოკოვანი ინფექციები აღინიშნა პლაცებოზე მყოფი პაციენტების 0.9%-ში, 5 მგ დაპაგლიფლოზინზე მყოფი პაციენტების 5.7%-ში, და 10 მგ დაპაგლიფლოზინზე მყოფი პაციენტების 4.8%-ში. კვლევიდან გამოთიშვა გენიტალური ინფექციის მიზეზით მოხდა პლაცებოთი ნამკურნალები პაციენტების 0%-ში და 10 მგ დაპაგლიფლოზინით ნამკურნალები პაციენტების 0.2%-ში. ინფექციები უფრო ხშირად აღინიშნებოდა ქალებში მამაკაცებთან შედარებით (იხილეთ ცხრილი 2). ყველაზე ხშირად დაფიქსირებულ გენიტალურ სოკოვან ინფექციას წარმოადგენდა ვულვოვაგინალური სოკოვანი ინფექციები ქალებში და ბალანიტი მამაკაცებში. პაციენტები გენიტალური სოკოვანი ინფექციების ანამნეზით უფრო მეტად იყვნენ მიდრეკილები კვლევის მიმდინარეობისას გენიტალური სოკოვანი ინფექციების განვითარებისკენ, ვიდრე პაციენტები ანამნეზის გარეშე (10.0%, 23.1%, და 25.0% - 0.8%, 5.9%, და 5.0% პლაცებოსთვის, დაპაგლიფლოზინის 5 მგ-თვის, და დაპაგლიფლოზინის 10 მგ-თვის, შესაბამისად). DECLARE კვლევაში [იხილეთ „კლინიკური კვლევები“ ], სერიოზული გენიტალური სოკოვანი ინფექციები დადგინდა 10 მგ დაპაგლიფლოზინით ნამკურნალები პაციენტების <0.1%-ში და პლაცებოთი ნამკურნალები პაციენტების <0.1%-ში. გენიტალური სოკოვანი ინფექციები რომელთაც საკვლევი მედიკამენტის მიღების შეწყვეტა გამოიწვიერ აღიწერა 10 მგ დაპაგლიფლოზინით ნამკურნალები პაციენტების 0.9%-ში და პლაცებოთი ნამკურნალები პაციენტების <0.1%-ში.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ., ანგიოედემა, ურტიკარია, ჰიპერმგრძნობელობა) დაპაგლიფლოზინით მკურნალობის ფონზე დაფიქსირებულია. გლიკემიური კონტროლის მოზრდილთა კვლევებში, სერიოზული ანაფილაქსიური რეაქციების და კანის სერიოზული გვერდითი რეაქციების და ანგიოედემის შემთხვევები აღინიშნა შესადარებელი ნივთიერებით ნამკურნალები პაციენტების 0.2%-ში და დაპაგლიფლოზინით-ნამკურნალები პაციენტების 0.3%-ში. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების შემთხვევაში უნდა მოხდეს დაპაგლიფლოზინის მიღების შეწყვეტა; ჩაატარდეს სტანდარტული მკურნალობა და მოხდეს პაციენტის მდგომარეობის კონტროლი ნიშნებისა და სიმპტომების ალაგებამდე.

კეტოაციდოზი

DECLARE კვლევაში [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“ „კლინიკური კვლევები“ ], დიაბეტური კეტოაციდოზის მოვლენები აღიწერა დაპაგლიფლოზინით ნამკურნალებ ჯგუფში 8574 მოზრდილი პაციენტიდან 27-ში და პლაცებოს ჯგუფში 8569 მოზრდილი პაციენტიდან 12-ში. მოვლენები კვლევის მთლიანი პერიოდისთვის თანაბარი სიხშირით ვითარდებოდა.

ლაბორატორიული კვლევები მოზრდილებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით, რომლებსაც მკურნალობდნენ დაპაგლიფლოზინით ან მეტფორმინ HCl-ით.

შრატში კრეატინინის მომატება და გფსს მაჩვენებლის დაქვეითება

დაპაგლიფლოზინი

შრატის კრეატინინის მომატება და eGFR-ის დაქვეითება

SGLT2 ინჰიბიტორების, მათ შორის დაპაგლიფლოზინის დაწყება, იწვევს შრატის კრეატინინის მცირე ზრდას და გფს-ს შემცირებას. შრატის კრეატინინის და გფს-ს ეს ცვლილებები ჩვეულებრივ ხდება თერაპიის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში და შემდეგ სტაბილიზდება თირკმელების საწყისი ფუნქციის მიუხედავად.

ცვლილებები, რომლებიც არ შეესაბამება ამ ნიმუშს, უნდა გახდეს შემდგომი შეფასების საფუძველი, რათა გამოირიცხოს თირკმლის მწვავე დაზიანების შესაძლებლობა [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები]. მოზრდილთა ორ კვლევაში, რომელიც მოიცავდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს თირკმლის ზომიერი უკმარისობით, გფს-ს ეს ცვლილება დაუბრუნდა ნორმას მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მწვავე ჰემოდინამიკურმა ცვლილებებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს დაპაგლიფლოზინთან დაკავშირებით დაფიქსირებულ თირკმლის ფუნქციის ცვლილებებში.

ჰემატოკრიტის მომატება

მოზრდილთა 13 პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის ჯგუფში დაპაგლიფლოზინით ნამკურნალებ პაციენტებში დადგინდა ჰემატოკრიტის საშუალო საბაზისო მაჩვენებლის ზრდა 1-ლი კვირიდან დაწყებული მე-16 კვირამდე, რომლის დროსაც გამოვლინდა მაქსიმალური სხვაობა საბაზისო დონესთან შედარებით. 24-ე კვირაზე, ჰემატოკრიტის საშუალო დონის ცვლილებები საბაზისო დონიდან იყო −0.33% პლაცებოს ჯგუფში და 2.30% 10 მგ დაპაგლიფლოზინის ჯგუფში. 24-ე კვირაზე ჰემატოკრიტის >55% მაჩვენებელი აღინიშნა პლაცებოთი ნამკურნალები პაციენტების 0.4%-ში და 10 მგ დაპაგლიფლოზინით ნამკურნალები პაციენტების 1.3%-ში.

დაბალი სიმკვირივის ლიპოპროტეინის ქოლესტერინის დაპაგლიფლოზინთან დაკავშირებული მატება

გლიკემიური კონტროლის 13 პლაცებოთი კონტროლირებადი მოზრდილთა კვლევის ჯგუფში დადგინდა ლიპიდების საშუალო დონის ცვლილებები საბაზისო დონესთან შედარებით დაპაგლიფლოზინით ნამკურნალებ პაციენტებში პლაცებოთი ნამკურნალებ პაციენტებთან შედარებით. საბაზისო დონიდან საშუალო პროცენტული ცვლილება 24-ე კვირაზე იყო 0.0% და 2.5% ქოლესტერინის საერთო დონისთვის და −1.0% და 2.9% LDL ქოლესტერინისთვის პლაცებოს და 10 მგ დაპაგლიფლოზინის ჯგუფებისთვის, შესაბამისად. DECLARE კვლევაში [იხილეთ „კლინიკური კვლევები“], 4 წლის შემდეგ საბაზისო დონესთან შედარებით საშუალო ცვლილებები საერთო ქოლესტერინისთვის იყო 0.4 მგ/დლ -4.1 მგ/დლ-თან შედარებით, და LDL ქოლესტერინისთვის -2.5 მგ/დლ -4.4 მგ/დლ-თან შედარებით, 10 მგ დაპაგლიფლოზინით ნამკურნალებ და პლაცებოს ჯგუფებში, შესაბამისად.

შრატის ბიკარბონატის შემცირება

მოზრდილებში დაპაგლიფლოზინის 10 მგ-ისა და გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ეგზენატიდის (მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ფონზე) ერთდროული თერაპიის კვლევაში, ოთხ პაციენტს (1.7%), რომლებიც იტარებდნენ კომბინირებულ თერაპიას, აღენიშნებოდათ შრატის ბიკარბონატის დონე 13 მEq/L-ზე ნაკლები ან ტოლი, შედარებისთვის, დაპაგლიფლოზინისა და გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ეგზენატიდის მკურნალობის ჯგუფებში თითოეულში დაფიქსირდა ერთ პაციენტში (0.4%) [იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები].

მეტფორმინ HCl

ვიტამინ B12-ის კონცენტრაცია

მეტფორმინის 29-კვირის ხანგრძლივობის კლინიკურ კვლევებში, შრატში მანამდე ნორმალური ვიტამინ B12-ის დონეების დაქვეითება ნორმის ქვედა ზღვარზე დაბალ მაჩვენებლებამდე პაციენტების დაახლოებით 7%-ში აღინიშნა.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

მეტფორმინის ჰიდროქლორიდის დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ტაბლეტებით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პედიატრიულ პაციენტებში, არასასურველი რეაქციების პროფილი მსგავსი იყო მოზრდილებში დაკვირვებულისა.

პოსტმარკეტინგული გამოცდილება

ქსიგდუო XR-ის, დაპაგლიფლოზინის ან მეტფორმინ HCl-ის დამტკიცების-შემდგომი გამოყენებიდან დადგინდა დამატებითი გვერდითი რეაქციები. რადგან ეს რეაქციები შეტყობინებულია საკუთარი ნების საფუძველზე უცნობი სიდიდის პოპულაციიდან, ზოგადად შეუძლებელია მათ სიხშირის სწორად განსაზღვრა ან მათი საკვლევი მედიკამენტის ექსპოზიციასთან კავშირის დადგენა.

დაპაგლიფლოზინი

ინფექციები: პერინეუმის ნეკროზული ფასციიტი (ფურნიეს განგრენა), უროსეფსისი და პიელონეფრიტი

ნივთიერებათა ცვლისა და კვების დარღვევები: კეტოაციდოზი

თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები: თირკმლის მწვავე დაზიანება

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები: გამონაყარი

მეტფორმინ HCl

ჰეპატობილიარული დარღვევები: ქოლესტაზური, ჰეპატოცელულური, და ღვიძლის შერეული ჰეპატოცელულური დაზიანება

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ცხრილი 5: კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ქსიგდუო XR -თან

კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები

კლინიკური გავლენა

ტოპირამატი ან კარბოანჰიდრაზას სხვა ინჰიბიტორები (მაგ., ზონისამიდი, აცეტაზოლამიდი ან დიქლორფენამიდი) ხშირად იწვევს შრატში ბიკარბონატის შემცირებას და იწვევს არაანიონურ სხვაობა, ჰიპერქლორემიულ მეტაბოლურ აციდოზს. ამ პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ ქსიგდუო XR-თან ერთად შეიძლება გაზარდოს ლაქტოაციდოზის რისკი.

ინტერვენცია

განიხილეთ ამ პაციენტების უფრო ხშირი მონიტორინგი.

პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ მეტფორმინის კლირენსს

კლინიკური გავლენა

იმ პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ, რომლებიც აფერხებენ მეტფორმინის თირკმლისმიერი ელიმინაციის პროცესში ჩართულ თირკმლის მილაკოვან სატრანსპორტო სისტემებს (მაგ., ორგანული კათიონური გადამტანი-2 [OCT2]/მულტი-წამლისა და ტოქსინის ექსტრუზიის [MATE] ინჰიბიტორები, როგორიცაა რანოლაზინი, ვანდეტანიბი, დოლუტეგრავირი და ციმედიტიდინი. ) შეიძლება გაზარდოს მეტფორმინის სისტემური ზემოქმედება და ლაქტოაციდოზის რისკი [იხილეთ კლინიკური ფარმაკოლოგია].

ინტერვენცია

განიხილეთ ერთდროული გამოყენების სარგებელი და რისკი.

ალკოჰოლი

კლინიკური გავლენა

ცნობილია, რომ ალკოჰოლი აძლიერებს მეტფორმინის მოქმედებას ლაქტატის მეტაბოლიზმზე.

ინტერვენცია

საჭიროა პაციენტების გაფრთხილება, რომ ისინი მოერიდონ ალკოჰოლის ჭარბ გამოყენებას ქსიგდუო XR-ის მიღებისას.

პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ გლიკემიურ კონტროლზე

კლინიკური გავლენა

ზოგიერთი პრეპარატი მიდრეკილია განავითაროს ჰიპერგლიკემია და შესაძლებელია შედეგად მოიტანოს გლიკემიური კონტროლის დაკარგვა. ეს მედიკამენტები მოიცავს თიაზიდებს და სხვა დიურეტიკებს, კორტიკოსტეროიდებს, ფენოთიაზინებს, ფარისებრი ჯირკვლის პროდუქტებს, ესტროგენებს, პერორალურ კონტრაცეპტივებს, ფენიტოინს, ნიკოტინის მჟავას, სიმპატომიმეტიკურ საშუალებებს, კალციუმის არხების ბლოკატორებსა და იზონიაზიდს.

ინტერვენცია

ასეთი პრეპარატების მიღებისას საჭიროა პაციენტზე დაკვირვება, რომელიც ღებულობს ქსიგდუო XR-ს სისხლში გლუკოზის კონტროლის დაკარგვის გამო. როდესაც ასეთი პრეპარატების ამოღება ხდება ისეთი პაციენტის სამკურნალო რეჟიმიდან, რომელიც იღებს ქსიგდუო XR-ს, საჭიროა პაციენტის ჰიპოგლიკემიის მონიტორინგი.

შარდის გლუკოზის ტესტის დადებითი შედეგი

კლინიკური გავლენა

SGLT2 ინჰიბიტორები ზრდის შარდში გლუკოზის ექსკრეციას და გამოიწვევს შარდში გლუკოზის ტესტების დადებით შედეგს.

ინტერვენცია

არ არის რეკომენდებული გლიკემიური კონტროლის მონიტორინგი შარდში გლუკოზის ტესტებით ისეთ პაციენტებში, რომლებიც იღებენ SGLT2 ინჰიბიტორებს. გამოიყენეთ ალტერნატიული მეთოდები გლიკემიური კონტროლის მონიტორინგისთვის.

1,5-ანჰიდროგლუციტოლთან (1,5-AG) ანალიზზე უარყოფითი ზემოქმედება

კლინიკური გავლენა

1,5-AG-ის მაჩვენებლები არასანდოა გლიკემიური კონტროლის შესაფასებლად იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ SGLT2 ინჰიბიტორებს.

ინტერვენცია

არ არის რეკომენდებული გლიკემიური კონტროლის მონიტორინგი 1.5-AG ანალიზით. გამოიყენეთ ალტერნატიული მეთოდები გლიკემიური კონტროლის მონიტორინგისთვის.

გამოყენება სპეციფიურ პოპულაციებში

ორსულობა

რისკების შეჯამება

ცხოველთა მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც აჩვენებს თირკმლისმიერ გვერდით მოვლენებს, ქსიგდუო XR არ არის რეკომენდბული ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში.

შეზღუდული მონაცემები ქსიგდუო XR-თან ან დაპაგლიფლოზინთან დაკავშირებით, არ არის საკმარისი ორსულ ქალებში წამალთან დაკავშირებული რისკის დასადგენად თანდაყოლილი დეფექტების ან მუცლის მოშლისთვის. ორსულობის დროს მეტფორმინის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული კვლევებით არ არის აღწერილი აშკარა კავშირი მეტფორმინსა და ძირითადი თანდაყოლილი დეფექტის და მუცლის მოშლის რისკს შორის. ორსულობის დროს ცუდად კონტროლირებულ დიაბეტთან დაკავშირებით არსებობს რისკები დედისთვის და ნაყოფისთვის.

ცხოველთა კვლევებში, თირკმლის მენჯის და ტუბულების გაფართოების გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ იყო სრულად შექცევადი, ნანახი იქნა ვირთხებში როდესაც დაპაგლიფლოზინის მიღება მოხდა თირკმლის განვითარების დროს, რომელიც შეესაბამება ადამიანის ორსულობის გვიან მეორე და მესამე ტრიმესტრს, ყველა ტესტირებულ დოზაზე. მათ შორის ყველაზე დაბალმა უზრუნველყო 10 მგ-იანი კლინიკური დოზის 15-ჯერ მეტი ექსპოზიცია.

ძირითადი თანდაყოლილი დეფექტების გამოთვლილი ფონური რისკი არის 6% - 10% პრე-გესტაციური დიაბეტის მქონე ქალებში 7%-ზე მაღალი HbA1c-ით, ხოლო ქალებში, 10%-ზე მაღალი HbA1c -ით - ეს რისკი შეადგენდა 20%- 25%-ს . მუცლის მოშლის ფონური რისკი ნაჩვენები პოპულაციისთვის უცნობია. შეერთებულ შტატებში ძირითადი პოპულაცია, ძირითადი თანდაყოლილი დეფექტების და მუცლის მოშლის გამოთვლილი ფონური რისკი კლინიკურად აღიარებულ ორსულობებში არის 2%- 4% და 15%- 20%, შესაბამისად.

კლინიკური მოსაზრებანი

დაავადებასთან დაკავშირებული დედის და/ან ემბრიფეტალური რისკი

ორსულობის დროს ცუდად კონტროლირებული დიაბეტი ზრდის დედის დიაბეტური კეტოაციდოზის, პრე-ეკლამპსიის, სპონტანური აბორტის, ნაადრევი მშობიარობის და მშობიარობის გართულებების რისკს. ცუდად კონტროლირებული დიაბეტი ზრდის ჩანასახის რისკს ძირითად თანდაყოლილ დეფექტებთან, დღენაკლულობასთან და მაკროსომიასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის რისკს.

მონაცემები

ადამიანის მონაცემები

პოსტ-მარკეტული კვლევებიდან გამოქვეყნებულ მონაცემებში არ არის აღწერილი აშკარა კავშირი მეტფორმინსა და ძირითად თანდაყოლილ დეფექტებს, მუცლად მოშლას, ან დედის ან ნაყოფის გვერდით შედეგებს შორის როდესაც მეტფორმინის გამოყენება ხდებოდა ორსულობის დროს. თუმცა, ამ კვლევებს არ შეუძლიათ დანამდვილებით დაამტკიცონ მეტფორმინთან დაკავშირებული რაიმე რისკის არარსებობა მეთოდოლოგიური შეზღუდვების გამო, მათ შორის ნიმუშის მცირე ზომა და არაშესაფერისი შესადარებელი ჯგუფები.

ცხოველთა მონაცემები

დაპაგლიფლოზინი

ახალგაზრდა ვირთხებში პოსტნატალური დღე 21-დან (PND) PND 90-მდე პირდაპი შეყვანილ დოზებზე 1, 15, ან 75 მგ/კგ/დღე, მოიმატა თირკმლის წონამ და თირკმლის მენჯის და ტუბულარული დილატაციის შემთხვევებმა დოზის ყველა საფეხურზე. ყველაზე დაბალ დოზაზე ტესტირებულის ექსპოზიცია იყო 10 მგ კლინიკურ დოზაზე 15-ჯერ მეტი (AUC-ზე დაყრდნობით). ახალგაზრდა ცხოველებში ნანახი თირკმლის მენჯის და ტუბულარული დილატაცია სრულად არ აღდგა გამოჯანმრთელების 1-თვიან პერიოდში.

პრენატალური და პოსტნატალური განვითარების კვლევაში, დაპაგლიფლოზინი მიაღებინეს დედა ვირთხებს ორსულობის მე-6 დღიდან ლაქტაციის 21-ე დღის ჩათვლით 1, 15, ან 75 მგ/კგ/დღე დოზებით, ხოლო ნაყოფის ექსპოზიცია მოხდა in utero და შემდგომ ჩვილების - მთელი ლაქტაციის განმავლობაში. თირკმლის მენჯის გაფართოების მომატებული შემთხვევები და სიმწვავე ნანახი იქნა დამუშავებული მრუდის ქვეშ ფართობის 21 დღის ლეკვების ნაშიერებში 75 მგ/კგ/დღეზე (დედის და ლეკვის დაპაგლიფლოზინის ექსპოზიციები იყო 1415-ჯერ და 137-ჯერ მეტი, შესაბამისად, ადამიანის დოზის მაჩვენებელი 10 მგ კლინიკურ დოზაზე, AUC-ის საფუძველზე). ლეკვებში დოზასთან დაკავშირებული წონის შემცირებები ნანახი იქნა 10 მგ კლინიკურ დოზაზე 29-ჯერ მეტად და მასზე მეტად (AUC-ის მიხედვიღთ). განვითარების საბოლოო პუნქტებზე გვერდითი ეფექტები არ აღინიშნა 1 მგ/კგ/დღეზე (10 მგ კლინიკურ დოზაზე 19-ჯერ AUC-ის საფუძველზე). ეს შედეგები მოხდა წამლის ექსპოზიციასთან ერთად ვირთხებში თირკმლის განვითარების პერიოდებში, რომლებიც შეესაბამება ადამიანის განვითარების გვიან მეორე და მესამე ტრიმესტრს

ემბრიოფეტალური განვითარების კვლევებში ვირთხებში და კურდღლებში, დაპაგლიფლოზინის მიღება მოხდა მთელი ორგანოგენეზის განმავლობაში, რომელიც შეესაბამება ადამიანის ორსულობის პირველ ტრიმესტრს. ვირთხებში დაპაგლიფლოზინი იყო არც ემბრიოლეტალური არც ტერატოგენული 75 მგ /კგ/დღე დოზამდე (10 მგ კლინიკურ დოზაზე 1441-ჯერ მეტი, AUC-ის საფუძველზე) დოზასთან დაკავშირებული ეფექტები ვირთხის ნაყოფზე (სტრუქტურული დარღვევები და სხეულის შემცირებული წონა) მოხდა მხოლოდ მაღალ დოზებზე, რომელიც ტოლია ან მეტია 150 მგ/კგ (10 მგ კლინიკური დოზაზე 2344 ჯერ მეტი, AUC-ის საფუძველზე), რომელიც უკავშირდებოდა დედის ტოქსიურობას. განვითარების ტოქსიურობები არ იქნა ნანახი კურდღლებში 180 მგ/კგ/დღის დოზებამდე (10 მგ კლინიკური დოზაზე მეტად)

მეტფორმინის HCl

მეტფორმინის HCl-მა არ გამოიწვია გვერდითი განვითარებითი მოვლენები, როდესაც ის მიაღებინეს ორსულ Sprague Dawley ვირთხებს და კურდღელებს 600 მგ/კგ/დღემდე ორგანოგენეზის პერიოდში. ეს წარმოადგენს 2000 მგ კლინიკურ დოზაზე დაახლოებით 2-ჯერ და 6-ჯერ მეტ ექსპოზიციას, გააჩნია სხეულის ზედაპირის ფართობს (მგ/მ2) ვირთხებისთვის და კურდღლებისთვის, შესაბამისად. ფეტალური კონცენტრაციის განსაზღვრამ გამოავლინა ნაწილობრივ პლაცენტური ბარიერი მეტფორმინის მიმართ.

ლაქტაცია

რისკების მიმოხილვა

არ არსებობს ინფორმაცია ქსიგდუო XR-ის ან დაპაგლიფლოზინის არსებობაზე ადამიანის რძეში, ასევე მათ ეფექტზე ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილზე, ან რძის წარმოქმნაზე.

შეზღუდული გამოქვეყნებული კვლევები აჩვენებს, რომ მეტფორმინი წარმოდგენილია ადამიანის რძეში. თუმცა, არის არასაკმარისი ინფორმაცია მეტფორმინის ეფექტებზე ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილზე და არ არსებობს ხელმისაწვდომი ინფორმაცია მეტფორმინის ეფექტებზე რძის წარმოებაზე. დაპაგლიფლოზინი წარმოდგენილია ლაქტაციური ვირთხების რძეში. თუმცა, სახეობასთა დაკავშირებული სპეციფიური განსხვავების გამო ლაქტაციის ფიზიოლოგიაში, ამ მონაცემების კლინიკური რელევანტობა არ არის ნათელი. რადგან თირკმლის მომწიფება ხდება in utero და ცხოვრების პირველი 2 წლის განმავლობაში როდესაც შესაძლოა მოხდეს ლაქტაციური ექსპოზიცია, შესაძლო იყოს რისკი ადამიანის განვითარებადი თირკმლის მიმართ.

სერიოზული გვერდითი რეაქციების პოტენციალის გამო ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში, რჩევა ქალების მიმართ, რომ გამოიყენონ ქსიგდუო XR არ არის რეკომენდებული.

მონაცემები

დაპაგლიფლოზინი

დაპაგლიფლოზინი წარმოდგენილი იყო ვირთხის რძეში 0.49 რძე/პლაზმა შეფარდებით, რაც მიუთითებს, რომ დაპაგლიფლოზინი და მისი მეტაბოლიტები გადადიან რძეში კონცენტრაციით, რომელიც დედის პლაზმაში არსებულის დაახლოებით 50%-ია. ახალგაზრდა ვირთხებმა, რომელთა ექსპოზიცია მოხდა დაპაგლიფლოზინის მიმართ, გამოავლინეს რისკი განვითარებადი თირკმლის მიმართ (თირკმლის მენჯი და ტუბულარული დილატაცია) მომწიფების დროს.

მეტფორმინის HCl

გამოქვეყნებული კლინიკური ლაქტაციის კვლევები გადმოსცემენ, რომ მეტფორმინი წარმოდგენილი არის დედის რძეში, რომელმაც შედეგად გამოიღო ჩვილის დოზები დაახლოებით 0.11%-დან 1%-მდე დედის წონა-მორგებული დოზირების და რძე/პლაზმა შეფარდების მაჩვენებელი მერყეობს 0.13 და 1. თუმცა, კვლევები არ იყო შედგენილი ლაქტაციის დროს მეტფორმინის გამოყენების რისკის გამოსათვლელად ნიმუშის მცირე ზომის გამო და შეზღუდული გვერდითი მოვლენების მონაცემები, რომელიც შეგროვებულია ჩვილებში.

რეპროდუქციული პოტენციალის ქალები და მამაკაცები

იმსჯელეთ დაუგეგმავი ორსულობის პოტენციალზე პრემენოპაუზურ ქალებში , რადგან მეტფორმინით თერაპიამ შესაძლოა გამოიწვიოს ოვულაცია ზოგიერთ ანოვულატორულ ქალში.

გერიატრიული გამოყენება

ქსიგდუო XR

არ არის რეკომენდებული ქსიგდუო XR-ის დოზირების რაიმე ცვლილება ასაკიდან გამომდინარე. ასაკოვან პაციენტებში რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის უფრო ხშირი შეფასება.

დაპაგლიფლოზინი

21 ორმაგად ბრმა, კონტროლირებადი, კლინიკური კვლევის გაერთიანებულ მონაცემებში, რომლებიც აფასებდნენ დაპაგლიფლოზინის ეფექტურობას გლიკემიური კონტროლის გაუმჯობესებაში, სულ 5936 დაპაგლიფლოზინით ნამკურნალები პაციენტიდან 1424 (24%) იყო 65 წლის და უფროსი ასაკის, ხოლო 207 (3.5%) პაციენტი იყო 75 წლის და უფროსი ასაკის. თირკმლის ფუნქციის დონის (eGFR) კონტროლის შემდეგ, ეფექტურობა მსგავსი იყო 65 წლამდე ასაკის და 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის. 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში, დაპაგლიფლოზინით ნამკურნალებ პაციენტთა უფრო მაღალ პროპორციას ჰქონდა ჰიპოტენზიის გვერდითი რეაქციები [იხილეთ „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ და „გვერდითი რეაქციები“].

DAPA-HF, DELIVER და DAPA-CKD კვლევებში, უსაფრთხოება და ეფექტურობა მსგავსი იყო 65 წლის და უმცროსი ასაკის პაციენტებისთვის და 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის როგორც მთლიან პოპულაციაში, ასევე ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. DAPA-HF კვლევაში, 4744 პაციენტიდან 2714 (57%), რომლებსაც ჰქონდათ გულის უკმარისობა შემცირებული განდევნის ფრაქციით (HFrEF), იყვნენ 65 წელზე უფროსი ასაკის. 2139 HFrEF-ით და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტიდან 1211 (57%) იყო 65 წელზე უფროსი ასაკის. DELIVER კვლევაში, 6263 პაციენტიდან 4759 (76%), რომლებსაც ჰქონდათ გულის უკმარისობა (LVEF >40%), იყვნენ 65 წელზე უფროსი ასაკის. 2806 პაციენტიდან, რომლებსაც ჰქონდათ LVEF >40% და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, 2072 (74%) იყო 65 წელზე უფროსი ასაკის. DAPA-CKD კვლევაში, 4304 პაციენტიდან 1818 (42%), რომლებსაც ჰქონდათ ქრონიკული თირკმლის დაავადება, იყვნენ 65 წელზე უფროსი ასაკის. 2906 პაციენტიდან, რომლებსაც ჰქონდათ ქრონიკული თირკმლის დაავადება და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, 1399 (48%) იყო 65 წელზე უფროსი ასაკის.

მეტფორმინის HCl

მეტფორმინის კონტროლირებადი კლინიკური კვლევები არ მოიცავდა საკმარისი რაოდენობის ხანდაზმულ პაციენტებს იმის დასადგენად, რეაგირებენ თუ არა ისინი ახალგაზრდა პაციენტებისგან განსხვავებულად. ზოგადად, ხანდაზმული პაციენტისთვის დოზის შერჩევა სიფრთხილით უნდა მოხდეს, ჩვეულებრივ, დოზირების დიაპაზონის ქვედა ზღვრიდან დაწყებული, რაც ასახავს ღვიძლის, თირკმლის ან გულის ფუნქციის შემცირების უფრო მაღალ სიხშირეს, თანმხლებ დაავადებებს ან სხვა მედიკამენტურ თერაპიას და რძემჟავა აციდოზის უფრო მაღალ რისკს. შეაფასეთ თირკმლის ფუნქცია უფრო ხშირად ხანდაზმულ პაციენტებში [იხილეთ „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“].

თირკმლის დაზიანება

ქსიგდუო XR-ის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომელთა გფს ნაკლებია 45 მლ/წთ/1.73 მ2 და უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აქვთ თირკმლის მწვავე დაზიანება (გფს ნაკლებია 30 მლ/წთ/1.73 მ2) ანთირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადია [იხილეთ „დოზირება და მიღება“, „უკუჩვენებები“ და, „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“]

დაპაგლიფლოზინი

დაპაგლიფლოზინი 10 მგ შეფასებული იყო 4304 მოზრდილ პაციენტში თირკმლის ქრონიკული დაავადებით (გფს 25-დან 75 მლ/წთ/1.73 მ2) DAPA-CKD კვლევაში. დაპაგლიფლოზინი 10 მგ ასევე შეფასებული იყო 1926 მოზრდილ პაციენტში გფს-ით 30-დან 60 მლ/წთ/1.73 მ2 DAPA-HF კვლევაში. დაპაგლიფლოზინის უსაფრთხოების პროფილი eGFR ქვეჯგუფებში შეესაბამებოდა უსაფრთხოების ცნობილ პროფილს [იხილეთ „გვერდითი რეაქციები“ და „კლინიკური კვლევები“].

დაპაგლიფლოზინი 10მგ შეფასდა გლიკემიური კონტროლის ორ კვლევაში, რომელიც მოიცავდა პაციენტებს თირკმლის ზომიერი დაზიანებით ( გფს 45 ნაკლები ვიდრე 60 მლ/წთ/1.73 მ2-მდე, და გფს 30 ნაკლები ვიდრე 60 მლ/წთ/1.73 მ2) [იხილეთ „კლინიკური კვლევები“]. პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით რომლებიც გლიკემიური კონტროლისთვის 10მგ დაპაგლიფლოზინს იყენებენ შესაძლოა უფრო მიდრეკილნი იყვნენ ჰიპოტენზიისკენ და შესაძლოა იყონ თირკმლის მწვავე დაზიანების უფრო მაღალი რისკის ქვეშ, გამომდინარე მოცირკულირე სითხის მოცულობის შემცირებიდან. გფს 30-დან 60 მლ/წთ/1.73მ2-მდე მაჩვენებლების მქონე მოზრდილი პაციენტების კვლევაში, დაპაგლიფლოზინის თერაპიაზე მყოფ 13 პაციენტს აღენიშნა ძვლის მოტეხილობა, ხოლო პლაცებოს ჯგუფში არ გამოვლინდა არცერთი შემთხვევა. დაპაგლიფლოზინის 10 მგ გამოყენება გლიკემიის კონტროლისთვის პაციენტებში დადგენილი კარდიოვასკულური დაავადების ან კარდიოვასკულური რისკის ფაქტორების გარეშე არ არის რეკომენდებული, როდესაც გფს არის 45 მლ/წთ/1.73 მ2-ზე ნაკლები [იხ. „დოზირება და მიღების წესი“].

მეტფორმინის HCl

მეტფორმინი არსებითად გამოიყოფა თირკმლის მიერ, და მეტფორმინის დაგროვების და რძემჟავა-აციდოზის რისკი იზრდება თირკმლის დაზიანების ხარისხთან ერთად. ქსიგდუო XR უკუნაჩვენებია თირკმლის მწვავე დაზიანების დროს, გამოთვლილი გლომერულური ფილტრაციის სიჩქარით (eGFR) 30 მლ/წთ/1.73 მ2-ის ქვემოთ [იხილეთ დოზირება და მიღება , უკუჩვენებები , გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები , და კლინიკური ფარმაკოლოგია ].

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

მეტფორმინის გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დაკავშირებული იყო რძემჟავა აციდოზის განვითარების რამდენიმე შემთხვევასთან.

ქსიგდუო XR-ით მკურნალობა არ არის რეკომენდებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“].

დოზის გადაჭარბება

დაპაგლიფლოზინი

ზედოზირების შემთხვევაში, განიხილეთ მოწამვლის კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზისთვის მიმართვა (1-800-222-1222) ან ექიმ ტოქსიკოლოგს ზედოზირების მართვის დამატებითი რეკომენდაციებისთვის. დაპაგლიფლოზინის გამოდევნა ჰემოდიალიზის საშუალებით შესწავლილი არ არის.

მეტფორმინ HCl

დადგენილია მეტფორმინ HCl-ით ზედოზირების შემთხვევები, მათ შორის >50გრამზე მეტის მიღების შემთხვევა. რძემჟავა აციდოზი დაფიქსირდა მეტფორმინით ზედოზირების შემთხვევების დაახლოებით 32%-ში [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“]. მეტფორმინი ექვემდებარება დიალიზს კლირენსის მაჩვენებლით 170 მლ/წთ სიდიდემდე კარგი ჰემოდინამიკის პირობებში. შესაბამისად, ჰემოდიალიზი შესაძლოა სასარგებლო საშუალებას წარმოადგენდეს დაგროვებული მედიკამენტის გამოსაყოფად პაციენტებში, რომლებშიც არსებობს მეტფორმინის ზედოზირებაზე ეჭვი.

დახასიათება

ქსიგდუო XR-ის ტაბლეტები შეიცავს: დაპაგლიფლოზინს SGLT2 ინჰიბიტორს და მეტფორმინ ჰიდროქლორიდს, ბიგუანიდს.

დაპაგლიფლოზინი

დაპაგლიფლოზინი ქიმიურად აღიწერება, როგორც D-გლუციტოლ, 1,5-ანჰიდრო-1-C-[4-ქლორო-3-[(4-ეთოქსიფენილ) მეთილ] ფენილ]-, (1S)-ის შენაერთი (2S)-1,2-პროპანედიოლის ჰიდრატთან (1:1:1). მისი ემპირიული ფორმულა არის C21H25ClO6•C3H8O2•H2O და ფორმულის მასა არის 502.98. სტრუქტურული ფორმულა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეტფორმინ HCl

მეტფორმინ HCl (N, N-დიმეთილიმიდოდიკარბონიმიდის დიამიდის HCl) წარმოადგენს თეთრ ან მოთეთრო კრისტალურ ნაერთს მოლეკულური ფორმულით C4H11N5•HCl და მოლეკულური მასით 165.63. მეტფორმინ HCl წყალში თავისუფლად ხსნადია, მცირედ ხსნადია ალკოჰოლში, და პრაქტიკულად უხსნადია აცეტონში, ეთერში, და ქლოროფორმში. მეტფორმინის pKa არის 12.4. მეტფორმინ HCl -ის 1%-იანი წყალხსნარის pH არის 6.68. მისი სტრუქტურული ფორმულა შემდეგნაირად გამოიყურება:

ქსიგდუო XR

ქსიგდუო XR ხელმისაწვდომია პერორალური მიღებისთვის ტაბლეტების სახით, რომლებიც შეიცავენ 10 მგ დაპაგლიფლოზინის ეკვივალენტს დაპაგლიფლოზინ პროპანედიოლის სახით და 1,000 მგ მეტფორმინ HCl -ს, რაც 779.86 მგ მეტფორმინის ფუძის ეკვივალენტია (ქსიგდუო XR 10 მგ/1,000 მგ).

ქსიგდუო XR-ის თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს შემდეგ არააქტიურ ნივთიერებებს: ანჰიდროზული ლაქტოზა, კარბოქსიმეთილცელულოზა ნატრიუმი, კროსპოვიდონი, ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა და სილიკონის დიოქსიდი.

მფარავი გარსები შეიცავს შემდგომ არააქტიურ ნივთიერებებს: პოლიეთილენ გლიკოლი, პოლივინილის სპირტი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი,. ამას გარდა, 10 მგ/1,000 მგ ტაბლეტების გარსი შეიცავს რკინის ოქსიდებს.

კლინიკური ფარმაკოლოგია

მოქმედების მექანიზმი

დაპაგლიფლოზინი

ნატრიუმ-გლუკოზას კოტრანსპორტერი 2 (SGLT2), რომელიც ექსპრესირდება თირკმლის პროქსიმალურ ტუბულებში, პასუხისმგებელია ფილტრირებული გლუკოზის უმეტესობის რეაბსორბციაზე ტუბულარული სანათურიდან. დაპაგლიფლოზინი წარმოადაგენს SGLT2-ის ინჰიბიტორს. SGLT2-ის ინჰიბიციით, დაპაგლიფლოზინი ამცირებს ფილტრირებული გლუკოზის რეაბსორბციას, და შესაბამისად ხელს უწყობს შარდში გლუკოზის ექსკრეციას. დაპაგლიფლოზინი აგრეთვე ამცირებს ნატრიუმის რეაბსორბციას და ზრდის დისტალურ მილაკში ნატრიუმის მიწოდებას. ამან შესაძლოა რამდენიმე ფიზიოლოგიურ ფუნქციაზე მოახდინოს გავლენა, მათ შორის, და არამხოლოდ, გულის როგორც პრე-, აგრეთვე პოსტდატვირთვის დაქვეითება და სიმპათიკური აქტივობის დაქვეითება და შემცირებული ინტრაგლომერულური წნევა, რომელიც, სავარაუდოდ, გამოწვეულია ტუბულოგლომერულური უკუკავშირის გაზრდით.

მეტფორმინ HCl

მეტფორმინი წარმოადგენს ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო საშუალებას რომელიც აუმჯობესებს გლუკოზის ტოლერანტობას ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში, ამცირებს რა გლუკოზის როგორც ბაზალურ, ისე პოსტპრანდიალურ დონეს. მეტფორმინი ამცირებს გლუკოზის ღვიძლისმიერ პროდუქციას, ამცირებს გლუკოზის შეწოვას ნაწლავებით, და აუმჯობესებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობას პერიფერიულად გლუკოზის შეთვისების და მოხმარების გაზრდის გზით. მეტფორმინის თერაპიის ფონზე ინსულინის სეკრეცია უცვლელი რჩება, მაშინ როცა ინსულინის დონე უზმოზე და დღის განმავლობაში პლაზმის ინსულინური პასუხი შესაძლოა შემცირდეს.

ფარმაკოდინამიკა

ზოგადი

დაპაგლიფლოზინი

დაპაგლიფლოზინის მიღების შემდეგ დაფიქსირდა შარდში გამოყოფილი გლუკოზის რაოდენობის მატება ჯანმრთელ სუბიექტებში და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. დაპაგლიფლოზინის 5 ან 10 მგ დღიური დოზები ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში 12 კვირის განმავლობაში იწვევდა შარდში გლუკოზის დაახლოებით 70 გრამის ექსკრეციას დღეში. გლუკოზის თითქმის მაქსიმალური ექსკრეცია დაფიქსირდა დაპაგლიფლოზინის 20 მგ დღიურ დოზაზე. დაპაგლიფლოზინთან დაკავშირებული გლუკოზის ეს გამოყოფა აგრეთვე იწვევს შარდის მოცულობის ზრდას [იხილეთ „გვერდითი რეაქციები“].

გულის ელექტროფიზიოლოგია

დაპაგლიფლოზინი არ იყო დაკავშირებული QTc ინტერვალის კლინიკურად მნიშვნელოვან პროლონგირებასთან 150მგ-მდე დღიური დოზისთვის (მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზაზე 15-ჯერ მეტი) ჯანმრთელ სუბიექტებში ჩატარებულ კვლევებში. ამას გარდა, არ იქნა ნანახი QTc ინტერვალზე კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა დაპაგლიფლოზინის 500 მგ-მდე ერთჯერადი დოზების მიღების შემდეგ (მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზაზე 50-ჯერ მეტი) ჯანმრთელ სუბიექტებში.

ფარმაკოკინეტიკა

ქსიგდუო XR

ქსიგდუო XR-ის მიღება ჯანმრთელ სუბიექტებში სტანდარტული საკვების შემდეგ, უზმო მიღებასთან შედარებით იძლეოდა ექსპოზიციის იგივე სიდიდეს როგორც დაპაგლიფლოზინისთვის, ისე გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინისთვის. უზმოსთან შედარებით, სტანდარტული საკვების პირობებში ხდებოდა დაპაგლიფლოზინის პიკური პლაზმური კონცენტრაციის 35%-ით შემცირება და მისი მიღწევის 1-დან 2 საათამდე დაგვიანება. საკვების ეს ეფექტი არ ითვლება კლინიკურად თვალსაჩინოდ. საკვებს არ აქვს მეტფორმინის ფარმაკოკინეტიკაზე მნიშვნელოვანი ეფექტი ქსიგდუო XR -ის კომბინაციური ტაბლეტების სახით მიღებისას.

აბსორბცია

დაპაგლიფლოზინი

დაპაგლიფლოზინის პერორალური მიღების შემდეგ მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) როგორც წესი მიიღწევა 2 საათში შიმშილის პირობებში. Cmax და მრუდის ქვეშ ფართობის სიდიდეები იზრდება დოზის პროპორციულად დაპაგლიფლოზინის დოზის თერაპიულ დიაპაზონში გაზრდისას. პერორალური დაპაგლიფლოზინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 10 მგ დოზის მიღების შემდეგ არის 78%. დაპაგლიფლოზინის მიღება ცხიმის მაღალი შემცველობის საკვებთან ერთად ამცირებს მის Cmax-ს 50%-მდე სიდიდით და ახანგრძლივებს Tmax-ს დაახლოებით 1 საათით, მაგრამ არ ცვლის მრუდის ქვეშ ფართობს უზმოს დონესთან შედარებით. ეს ცვლილებები არ ითვლება კლინიკურად თვალსაჩინოდ და დაპაგლიფლოზინი შეიძლება მიღებული იქნას საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

მეტფორმინ HCl

გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინ HCl -ის ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ, Cmax მიიღწევა მედიანური სიდიდით 7 საათი და დიაპაზონით 4-დან 8 საათამდე. მეტფორმინის აბსორბციის სიდიდე (განსაზღვრული მრუდის ქვეშ ფართობით (AUC)) მეტფორმინ HCl -ის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტიდან იზრდებოდა დაახლოებით 50%-ით საკვებთან ერთად მიღებისას. საკვებს არ ქონდა გავლენა მეტფორმინის Cmax და Tmax მაჩვენებლებზე. მეტფორმინის HCl-ის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტებსა და მეტფორმინის HCl-ის დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ტაბლეტებს აქვთ აბსორბციის მსგავსი ხარისხი (AUC-ით გაზომილი), მაშინ როდესაც მეტფორმინის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტების პიკური პლაზმური დონე დაახლოებით 20%-ით დაბალია მეტფორმინის დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ტაბლეტების იმავე დოზასთან შედარებით

განაწილება

დაპაგლიფლოზინი

დაპაგლიფლოზინს ახასიათებს დაახლოებით 91%-იანი პროტეინთან დაკავშირება. პროტეინთან დაკავშირება არ იცვლება თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

მეტფორმინ HCl

გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინთან დაკავშირებით დისტრიბუციის კვლევები არ არის ჩატარებული; თუმცა, მეტფორმინის განაწილების სავარაუდო მოცულობა (V/F) დაუყოვნებელი გამოთავისუფლების მეტფორმინის 850 მგ-ის ერთჯერადი ორალური დოზების შემდეგ საშუალოდ შეადგენდა 654 ± 358 ლ-ს. მეტფორმინის პლაზმის პროტეინებთან დაკავშირება უმნიშვნელოა, სულფონილურეებთან შედარებით, რომლებსაც 90%-ზე მაღალი პროტეინებთან დაკავშირება ახასიათებთ. მეტფორმინი ნაწილდება ერითროციტებში.

მეტაბოლიზმი

დაპაგლიფლოზინი

დაპაგლიფლოზინის მეტაბოლიზმი უპირატესად ხდება UGT1A9-ის საშუალებით; ადამიანებში CYP-ით გაშუალებული მეტაბოლიზმი კლირენსის ნაკლებ მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს. დაპაგლიფლოზინი განიცდის მნიშვნელოვან მეტაბოლიზმს, უპირატესად დაპაგლიფლოზინის 3-O-გლუკურონიდის წარმოქმნით, რომელიც არააქტიურ მეტაბოლიტს წარმოაგენს. დაპაგლიფლოზინის 3 -O-გლუკურონიდი [14C]-დაპაგლიფლოზინის 50 მგ დოზის 61%-ს შეადგენდა და ის წარმოადგენს ადამიანის პლაზმაში მედიკამენტთან დაკავშირებულ მთავარ კომპონენტს.

მეტფორმინ HCl

ჯანმრთელ სუბიექტებში ჩატარებული ერთჯერადი ინტრავენური დოზების კვლევები აჩვენებს, რომ მეტფორმინი გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში და არ განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში (ადამიანებში არ არის დადგენილი მეტაბოლიტების არსებობა) ან ბილიარულ ექსკრეციას.

გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინთან დაკავშირებით მეტაბოლიზმის კვლევები ჩატარებული არ არის.

ელიმინაცია

დაპაგლიფლოზინი

დაპაგლიფლოზინი და მასთან დაკავშირებული მეტაბოლიტები უპირატესად ელიმინირდება თირკმლის გზით. [14C]-დაპაგლიფლოზინის 50 მგ დოზის ერთჯერადი დოზის შემდეგ, საერთო რადიოაქტივობის 75% და 21% გამოიყოფა შარდისა და განავლის საშუალებით, შესაბამისად. შარდში დოზის 2%-ზე ნაკლები გამოიყოფა საწყისი მედიკამენტის სახით. პლაზმის საშუალო ტერმინალური ნახევარდაშლის პერიოდი (t½) დაპაგლიფლოზინისთვის შეადგენს დაახლოებით 12.9 საათს დაპაგლიფლოზინის 10 მგ-ის ერთჯერადი ორალური დოზის შემდეგ.

მეტფორმინ HCl

თირკმლისმიერი კლირენსი კრეატინინის კლირენსზე დაახლოებით 3.5-ჯერ მეტია, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ტუბულარული სეკრეცია წარმოადგენს მეტფორმინის ელიმინაციის მთავარ გზას. ორალური მიღების შედეგ, შეწოვილი მედიკამენტის დაახლოებით 90% ელიმინირდება თირკმლის გზით პირველ 24 საათში, პლაზმის ელიმინაციის ნახევარდაშლის პერიოდით დაახლოებით 6.2 საათი. სისხლში, ელიმინაციის ნახევარდაშლის პერიოდი არის დაახლოებით 17.6 საათი, რაც იმას მოწმობს, რომ ერითროციტული მასა შესაძლოა განაწილების კომპარტმენტს წარმოადგენდეს.

სპეციფიური პოპულაციები

ხანდაზმული პაციენტები

დაპაგლიფლოზინი

პოპულაციურ ფარმაკოკინეტიკურ ანალიზზე დაყრდნობით, ასაკს კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს დაპაგლიფლოზინის სისტემურ ექსპოზიციაზე.

მეტფორმინ HCl

ჯანმრთელ ხანდაზმულ პირებში მეტფორმინის კონტროლირებული ფარმაკოკინეტიკური კვლევების შეზღუდული მონაცემები მიუთითებს, რომ მეტფორმინის საერთო პლაზმური კლირენსი მცირდება, ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივდება და Cmax იზრდება ჯანმრთელ ახალგაზრდა პირებთან შედარებით. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ დაბერებასთან ერთად მეტფორმინის ფარმაკოკინეტიკის ცვლილება ძირითადად თირკმლის ფუნქციის ცვლილებით არის განპირობებული.

მეტფორმინ HCl

საკვებთან ერთად 500 მგ მეტფორმინის ერთჯერადი პერორალური ტაბლეტის მიღების შემდეგ, მეტფორმინის გეომეტრიული საშუალო Cmax და AUC 5%-ზე ნაკლებად განსხვავდებოდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პედიატრიულ პაციენტებში (12-16 წლის) და სქესისა და წონის მიხედვით შესაბამის ჯანმრთელ მოზრდილებში (20-45 წლის), რომელთაც ჰქონდათ თირკმლის ნორმალური ფუნქცია.

მამრობითი და მდედრობითი სქესის პაციენტები

დაპაგლიფლოზინი

პოპულაციურ ფარმაკოკინეტიკურ ანალიზზე დაყრდნობით, სქესს კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს დაპაგლიფლოზინის სისტემურ ექსპოზიციაზე.

მეტფორმინ HCl

მეტფორმინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ჯანმრთელ პირებსა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში სქესის მიხედვით ანალიზისას (მამაკაცი=19, ქალი=16). ანალოგიურად, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში მეტფორმინის ანტიჰიპერგლიკემიური ეფექტი შედარებადი იყო მამაკაცებსა და ქალებში.

რასობრივი ან ეთნიკური ჯგუფები

დაპაგლიფლოზინი

პოპულაციურ ფარმაკოკინეტიკურ ანალიზზე დაყრდნობით, რასას (თეთრი, შავი ან აფროამერიკელი, ან აზიელი) კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს დაპაგლიფლოზინის სისტემურ ექსპოზიციაზე.

მეტფორმინ HCl

რასის მიხედვით მეტფორმინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების კვლევები არ ჩატარებულა. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში მეტფორმინის კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში ანტიჰიპერგლიკემიური ეფექტი შედარებადი იყო თეთრკანიანებში (n=249), შავკანიან ან აფროამერიკელებში (n=51) და ესპანურ ან ლათინურ წარმოშობის პირებში (n=24).

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

დაპაგლიფლოზინი

წონასწორულ მდგომარეობაში (დაპაგლიფლოზინის 20 მგ დღეში ერთხელ 7 დღის განმავლობაში), ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილ პაციენტებს თირკმლის ფუნქციის მსუბუქი, საშუალო, ან მძიმე დარღვევებით (გფს-ს მიხედვით) ჰქონდათ დაპაგლიფლოზინის გეომეტრიული საშუალო სისტემური ექსპოზიციები, რომლებიც იყო 45%-ით, 100%-ით და 200%-ით უფრო მაღალი, შესაბამისად, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში დაპაგლიფლოზინის მაღალი სისტემური ექსპოზიცია არ იწვევდა შარდში გლუკოზის შესაბამისად მაღალ 24 საათიან ექსკრეციას. წონასწორულ მდგომარეობაში გლუკოზის 24 საათიანი ექსკრეცია შარდში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და თირკმლის ფუნქციის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში იყო 42%, 80%, და 90%-ით დაბალი, შესაბამისად, ვიდრე ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით. დაპაგლიფლოზინის ექსპოზიციაზე ჰემოდიალიზის გავლენა უცნობია [იხილეთ „დოზირება და მიღება“ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“ , და „გამოყენება სპეციფიურ პოპულაციებში“, „კლინიკური კვლევები“ ].

მეტფორმინ HCl

პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით, მეტფორმინის პლაზმის და სისხლის ნახევარდაშლის პერიოდები პროლონგირებულია და თირკმლისმიერი კლირენსი დაქვეითებულია [იხილეთ „უკუჩვენებები “ და „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები “].

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

დაპაგლიფლოზინი

მოზრდილ პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო დარღვევით (ჩაილდ-პიუს კლასები A და B), დაპაგლიფლოზინის საშუალო Cmax და AUC სიდიდეები იყო შესაბამისად 12% და 36%-ით უფრო მაღალი, ვიდრე კონტროლის ჯგუფის ჯანმრთელი სუბიექტების ეს მაჩვენებლები 10 მგ დაპაგლიფლოზინის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ. ეს განსხვავებები არ ითვლებოდა კლინიკურად მნიშვნელოვნად. მოზრდილ პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით (ჩაილდ-პიუს კლასი C), დაპაგლიფლოზინის საშუალო Cmax და AUC იყო 40%-ით და 67%-ით უფრო მაღალი, შესაბამისად, შესაბამის ჯანმრთელ კონტროლებთან შედარებით.

მეტფორმინ HCl

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში მეტფორმინის ფარმაკოკინეტიკური კვლევები ჩატარებული არ არის [იხილეთ: „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“ ]

სხეულის მასა

დაპაგლიფლოზინი

პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, სხეულის მასას დაპაგლიფლოზინის სისტემურ ექსპოზიციაზე კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს.

მედიკამენტთაშორისი ურთიერთქმედებები

ქსიგდუო XR-თან დაკავშირებით რაიმე სპეციფიური მედიკამენტთაშორისი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევა ჩატარებული არ არის, თუმცა, ასეთი კვლევები ჩატარებულია დაპაგლიფლოზინის და მეტფორმინის ინდივიდუალურ კომპონენტებთან დაკავშირებით.

მედიკამენტთაშორისი ურთიერთქმედებების In vitro შეფასება

დაპაგლიფლოზინი

In vitro კვლევებში, დაპაგლიფლოზინი და დაპაგლიფლოზინის 3-O-გლუკურონიდი არ იწვევდნენ არც CYP 1A2-ის, 2C9-ის, 2C19-ის, 2D6-ის, ან 3A4-ის ინჰიბირებას, და არც CYP 1A2-ის, 2B6-ის, ან 3A4-ის ინდუქციას. დაპაგლიფლოზინი წარმოადგენს P-გლიკოპროტეინული (P-gp) აქტიური ტრანსპორტერის სუსტ სუბსტრატს, და დაპაგლიფლოზინის 3-O-გლუკურონიდი წარმოადგენს OAT3 აქტიური ტრანსპორტერის სუბსტრატს. დაპაგლიფლოზინი ან დაპაგლიფლოზინის 3-O-გლუკურონიდი არ იწვევდნენ P-gp, OCT2, OAT1, ან OAT3 აქტიური ტრანსპორტერების მნიშვნელოვან ინჰიბირებას. ზოგადად, ნაკლებ სავარაუდოა დაპაგლიფლოზინმა იმოქმედოს თანმხლებად მიღებული მედიკამენტების ფარმაკოკინეტიკაზე, რომლებიც წარმოადგენენ P-gp-ის, OCT2-ის, OAT1-ის, ან OAT3-ის სუბსტრატებს.

სხვა მედიკამენტების გავლენა მეტფორმინზე

ცხრილში 6 ნაჩვენებია თანმხლები მედიკამენტების გავლენა მეტფორმინის ფარმაკოკინეტიკაზე მოზრდილებში.

ცხრილი 6: თანმხლები მედიკამენტების გავლენა პლაზმის მეტფორმინის სისტემურ ექსპოზიციაზე

თანმხლები მედიკამენტი

(დოზირების რეჟიმი)*

მეტფორმინი

(დოზირების რეჟიმი)*

მეტფორმინი

AUC-ის‡ ცვლილება†

Cmax-ის ცვლილება†

შემდგომისთვის დოზის ცვლილებები საჭირო არ არის:

გლიბურიდი (5 მგ)

850 მგ

↓9%§

↓7%§

ფუროსემიდი (40 მგ)

850 მგ

↑15%§

↑22%§

ნიფედიპინი (10 მგ)

850 მგ

↑9%

↑20%

პროპრანოლოლი (40 მგ)

850 მგ

↓10%

↓6%

იბუპროფენი (400 მგ)

850 მგ

↑5%§

↑7%§

ტუბულური სეკრეციით ელიმინირებადმა მედიკამენტებმა შესაძლოა გამოიწვიონ მეტფორმინის დაგროვების მომატება [იხილეთ „მედიკამენტთაშორისი ურთერთქმედებები“ ].

ციმეტიდინი (400 მგ)

850 მგ

↑40%

↑60%

  • ყველა შემთხვევაში მეტფორმინი და თანმხლები მედიკამენტები მიიღებოდა ერთჯერადი დოზების სახით.

†პროცენტული ცვლილება (თანმხლები მედიკამენტით/მის გარეშე და ცვლილებების გარეშე = 0%); ↑ და ↓ აჩვენებს ექსპოზიციის მომატებას და დაქვეითებას, შესაბამისად.

‡AUC = AUC(უსასრ).

§საშუალო არითმეტიკული მნიშვნელობების შეფარდება.

მეტფორმინის გავლენა სხვა მედიკამენტებზე

ცხრილში 7 ნაჩვენებია მეტფორმინის გავლენა მოზრდილებში სხვა თანმხლები მედიკამენტების ფარმაკოკინეტიკაზე

ცხრილი 7: მეტფორმინის გავლენა თანმხლები მედიკამენტების სისტემურ ექსპოზიციაზე

თანმხლები მედიკამენტი

(დოზირების რეჟიმი)*

მეტფორმინი

(დოზირების რეჟიმი)*

თანმხლები მედიკამენტი

AUC-ის‡ ცვლილება†

Cmax-ის ცვლილება†

შემდგომისთვის დოზის ცვლილებები საჭირო არ არის:

გლიბურიდი (5 მგ)

850 მგ

↓22%§

↓37%§

ფუროსემიდი (40 მგ)

850 მგ

↓12%§

↓31%§

ნიფედიპინი (10 მგ)

850 მგ

↑10%¶

↑8%

პროპრანოლოლი (40 მგ)

850 მგ

↑1%¶

↑2%

იბუპროფენი (400 მგ)

850 მგ

↓3%#

↑1%#

ციმეტიდინი (400 მგ)

850 მგ

↓5%¶

↑1%

  • ყველა შემთხვევაში მეტფორმინი და თანმხლები მედიკამენტები მიიღებოდა ერთჯერადი დოზების სახით.

†პროცენტული ცვლილება (თანმხლები მედიკამენტით/მის გარეშე და ცვლილებების გარეშე = 0%); ↑ და ↓ აჩვენებს ექსპოზიციის მომატებას და დაქვეითებას, შესაბამისად.

‡ AUC = AUC(უსასრ), თუ სხვაგვარად არ არის მითითებული.

§საშუალო არითმეტიკულების ფარდობა, სხვაობის p-მაჩვენებელი <0.05.

¶ დაფიქსირებული AUC(0-24 სთ).

# საშუალო არითმეტიკულების ფარდობა.

სხვა მედიკამენტების გავლენა დაპაგლიფლოზინზე

ცხრილში 8 ნაჩვენებია თანმხლები მედიკამენტების ეფექტები დაპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკაზე მოზრდილებში. დაპაგლიფლოზინისთვის დოზის რაიმე ცვლილება რეკომენდებული არ არის.

ცხრილი 7: თანმხლები მედიკამენტების გავლენა დაპაგლიფლოზინის სისტემურ ექსპოზიციაზე

თანმხლები მედიკამენტი

(დოზირების რეჟიმი)*

დაპაგლიფლოზინი

(დოზირების რეჟიმი)*

დაპაგლიფლოზინი

AUC-ის‡ ცვლილება†

Cmax-ის ცვლილება†

შემდგომისთვის დოზის ცვლილებები საჭირო არ არის:

დიაბეტის საწინააღმდეგო ორალური საშუალებები

მეტფორმინი (1000 მგ)

20 მგ

↓1%

↓7%

პიოგლიტაზონი (45 მგ)

50 მგ

0%

↑9%

სიტაგლიპტინი (100 მგ)

20 მგ

↑8%

↓4%

გლიმპირიდი (4 მგ)

10 მგ

↓1%

↑1%

ვოგლიბოზი (0.2 მგ დღეში სამჯერ)

10 მგ

↑1%

↑4%

სხვა მედიკამენტები

ბუმეტანიდი (1 მგ)

10 მგ დღეში ერთხელ 7 დღის განმავლობაში

↑5%

↑8%

ვალსარტანი (320 მგ)

20 მგ

↑2%

↓12%

სიმვასტატინი (40 მგ)

20 მგ

↓1%

↓2%

ინფექციის საწინააღმდეგო საშუალება

რიფამპინი (600 მგ დღეში ერთხელ 6 დღე)

10 მგ

↓22%

↓7%

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება

მეფენამის მჟავა (500 მგ საწყისი დოზა შემდგომი 14 დოზით 250 მგ ყოველ 6 საათში)

10 მგ

↑51%

↑13%

  • ერთჯერადი დოზა, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული.

†პროცენტული ცვლილება (თანმხლები მედიკამენტით/მის გარეშე და ცვლილებების გარეშე = 0%); ↑ და ↓ აჩვენებს ექსპოზიციის მომატებას და დაქვეითებას, შესაბამისად.

‡AUC = AUC(უსასრ) მედიკამენტებისთვის, რომლებიც ერთჯერადი დოზების სახით მიიღება და AUC = AUC(ტაუ) მედიკამენტებისთვის, რომლებიც მრავალჯერადი დოზების სახით მიიღება.

დაპაგლიფლოზინის ეფექტი სხვა მედიკამენტებზე

ცხრილში 9 წარმოდგენილია დაპაგლიფლოინის ეფექტი სხვა თანმხლებ მედიკამენტებზე მოზრდილებში. დაპაგლიფლოზინი მნიშვნელოვნად არ მოქმედებდა თანმხლები მედიკამენტების ფარმაკოკინეტიკაზე.

ცხრილი 9: დაპაგლიფლოზინის ეფექტი თანმხლები მედიკამენტების სისტემურ ექსპოზიციებზე

თანმხლები მედიკამენტი

(დოზირების რეჟიმი)*

დაპაგლიფლოზინი

(დოზირების რეჟიმი)*

თანმხლები მედიკამენტი

AUC-ის‡ ცვლილება†

Cmax-ის ცვლილება†

შემდგომისთვის დოზის ცვლილებები საჭირო არ არის:

დიაბეტის საწინააღმდეგო ორალური საშუალებები

მეტფორმინი (1000 მგ)

20 მგ

0%

↓5%

პიოგლიტაზონი (45 მგ)

50 მგ

0%

↓7%

სიტაგლიპტინი (100 მგ)

20 მგ

↑1%

↓11%

გლიმპირიდი (4 მგ)

20 მგ

↑13%

↑4%

სხვა მედიკამენტები

ჰიდროქლორთიაზიდი (25 მგ)

50 მგ

↓1%

↓5%

ბუმეტანიდი (1 მგ)

10 მგ დღეში ერთხელ 7 დღის განმავლობაში

↑13%

↑13%

ვალსარტანი (320 მგ)

20 მგ

↑5%

↓6%

სიმვასტატინი (40 მგ)

20 მგ

↑19%

↓6%

დიგოქსინი (0.25 მგ)

20 მგ საწყისი დოზა

შემდეგ 10 მგ დღეში ერთხელ 7 დღის განმავლობაში

0%

↓1%

ვარფარინი (25 მგ)

S-ვარფარინი

R-ვარფარინი

20 მგ საწყისი დოზა

შემდეგ 10 მგ დღეში ერთხელ 7 დღის განმავლობაში

↑3%

↑6%

↑7%

↑8%

  • ერთჯერადი დოზა, თუ სხვაგვარად მითითებული არ არის.

†პროცენტული ცვლილება (თანმხლები მედიკამენტით/მის გარეშე და ცვლილებების გარეშე = 0%); ↑ და ↓ აჩვენებს ექსპოზიციის მომატებას და დაქვეითებას, შესაბამისად.

‡AUC = AUC(უსასრ) მედიკამენტებისთვის, რომლებიც ერთჯერადი დოზების სახით მიიღება და AUC = AUC(ტაუ) მედიკამენტებისთვის, რომლებიც მრავალჯერადი დოზების სახით მიიღება.

კლინიკური კვლევები

გლიკემიური კონტროლის კვლევები მოზრდილებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით

ქსიგდუო XR-ის ეფექტურობა დადგენილია დაპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტების პერორალური თანაადმინისტრირების კლინიკურ კვლევებში არანამკურნალევ მოზრდილ პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა არასაკმარისად კონტროლდებოდა მხოლოდ დიეტითა და ვარჯიშით. დაპაგლიფლოზინის და მეტფორმინის HCl დაუყოვნებელი გამოთავისუფლების და გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტების თანმხლები გამოყენება შესწავლილი იქნა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილ პაციენტებში, რომლებშიც მეტფორმინ HCl-ის ფორზე ადეკვატური კონტროლი არ იქნა მიღწეული და შედარებული იქნა სულფონილურეას (გლიპიზიდი) მეტფორმინ HCl-თან კომბინაციასთან. დაპაგლიფლოზინი პლუს მეტფორმინ HCl-ით მკურნალობა ყველა დოზაზე იძლეოდა კლინიკურად მნიშვნელოვან და სტატისტიკურად თვალსაჩინო გაუმჯობესებას HbA1c-ის და უზმოზე პლაზმის გლუკოზის (FPG) დონეში პლაცებოს მეტფორმინ HCl-თან კომბინაციასთან შედარებით (საწყისი ან დამატებითი თერაპია). HbA1c-ის დონის დაქვეითება ნანახი იქნა ყველა ქვეჯგუფში სქესის, ასაკის, რასის, დაავადების ხანგრძლივობის, და საბაზისო სხეულის მასის ინდექსის (სმი) ჩათვლით.

გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინ HCl-თან დაპაგლიფლოზინის საწყისი კომბინაციური თერაპია

2 აქტიური ნივთიერებით კონტროლირებად 24-კვირიანი ხანგრძლივობის მოზრდილთა კვლევაში, რომელშიც ფასდებოდა დაპაგლიფლოზინის 5 მგ ან 10 მგ-ით საწყისი თერაპია მეტფორმინის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ფორმულაციასთან კომბინაციაში, ჯამში მონაწილეობდა 1236 არანამკურნალები პაციენტი არაადეკვატურად კონტროლირებული ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით (HbA1c ≥7.5% და ≤12%).

ერთ კვლევაში, 3-დან 1 მკურნალობის ფრთაში რანდომიზებულმა 638 პაციენტმა 1-კვირიანი შესავლის პერიოდის შემდეგ მიიღო: დაპაგლიფლოზინი 10 მგ პლუს გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინი HCl (2000 მგ-მდე/დღეში), დაპაგლიფლოზინი 10 მგ პლუს პლაცებო, ან მეტფორმინი XR (2000 მგ-მდე/დღეში) პლუს პლაცებო. ხდებოდა გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინი HClის დოზის მზარდი ტიტრაცია ყოველკვირეულად 500 მგ მატებით, ამტანობის გათვალისწინებით, და საშუალო მიღწეული დოზა იყო 2000 მგ.

დაპაგლიფლოზინის 10 მგ-ით და მეტფორმინ HCl-ის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტებით კომბინაციური თერაპიის შედეგად ხდებოდა HbA1c-ის და უზმოზე პლაზმის გლუკოზის დონეების სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ორივე მონოთერაპიულ მკურნალობასთან შედარებით და სხეულის მასის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება იზოლირებულად გახანგძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინ HCl-ით მკურნალობასთან შედარებით (იხილეთ ცხრილი 10). დაპაგლიფლოზინის 10 მგ-ის მიღება მონოთერაპიის სახით აგრეთვე იძლეოდა უზმოზე პლაზმის გლუკოზის დონის სტატისტიკურად თვალსაჩინო გაუმჯობესებას და სხეულის მასის სტატისტიკურად მნიშვნელოვან შემცირებას მეტფორმინით იზოლირებულ მკურნალობასთან შედარებით და HbA1c-ის შემცირების თვალსაზრისით არ ჩამოუვარდებოდა გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინ HCl-ით მონოთერაპიას.

ცხრილი 10: დაპაგლიფლოზინის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინ HClთან საწყისი კომბინაციური თერაპიის აქტიური ნივთიერებით კონტროლირებადი კვლევის შედეგები 24-ე კვირაზე (ბჩშ*), ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილებში

ეფექტურობის პარამეტრი

დაპაგლიფლოზინი 10 მგ+ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინი HCl N=211†

დაპაგლიფლოზინი 10 მგ

N=219†

გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინი HCl

N=208†

HbA1c (%)

საბაზისო (საშუალო)

  • 1
  • 0
  • 0

ცვლილება საბაზისო დონიდან (მოდიფიცირებული საშუალო სიდიდე‡)

−2.0

−1.5

−1.4

სხვაობა დაპაგლიფლოზინთან შედარებით (მოდიფიცირებული საშუალო სიდიდე‡)(95% სი)

−0.5§

(−0.7, −0.3)

სხვაობა გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინ HCl-თან შედარებით (მოდიფიცირებული საშუალო სიდიდე‡)

(95% სი)

−0.5§

(−0.8, −0.3)

  • 0¶

(−0.2, 0.2)

პაციენტების პროცენტი, რომელთაც მიაღწიეს HbA1c-ის <7% მაჩვენებელს საბაზისო დონესთან შედარებით

  • 6%
  • 7%
  • 2%

FPG (მგ/დლ)

საბაზისო (საშუალო)

189.6

197.5

189.9

ცვლილება საბაზისო დონიდან (მოდიფიცირებული საშუალო სიდიდე‡)

−60.4

−46.4

−34.8

სხვაობა დაპაგლიფლოზინთან შედარებით (მოდიფიცირებული საშუალო სიდიდე‡) (95% სი)

−13.9§

(−20.9, −7.0)

სხვაობა გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინ HCl-თან შედარებით (მოდიფიცი-

რებული საშუალო სიდიდე‡)(95% სი)

−25.5§

(−32.6, −18.5)

−11.6#

(−18.6, −4.6)

სხეულის მასა (კგ)

საბაზისო (საშუალო)

  • 6
  • 5
  • 2

ცვლილება საბაზისო დონიდან (მოდიფიცირებული საშუალო სიდიდე‡)

−3.3

−2.7

−1.4

სხვაობა გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინ HCl-თან შედარებით (მოდიფიცირებული საშუალო სიდიდე‡)(95% სი)

−2.0§

(−2.6, −1.3)

−1.4§

(−2.0, −0.7)

  • ბჩშ: ბოლო ჩატარებული (აღგენის წინ აღდგენილი პაციენტებისთვის) შეფასება.

†ყველა რანდომიზებული პაციენტი, რომელმაც მიიღო ორმაგად-ბრმა საკვლევი მედიკამენტის მინიმუმ ერთი დოზა მოკლევადიან ორმაგად-ბრმა პერიოდში.

‡ მინიმალური კვადრატების საშუალო არითმეტიკული მოდიფიცირებული საბაზისო სიდიდისთვის.

§ p-მაჩვენებელი <0.0001.

¶ არ ჩამოუვარდება გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინ HCl-ს.

# p-მაჩვენებელი <0.05.

მეორე კვლევაში (NCT00643851) მოხდა 603 პაციენტის რანდომიზება მკურნალობის 3-დან ერთ-ერთ ფრთაში 1-კვირიანი შესავალი პერიოდის შემდეგ: დაპაგლიფლოზინის 5 მგ პლუს გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინ HCl (200

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა