მომატებული თვალშიდა წნევის (თშწ) შემცირება ღიაკუთხოვანი გლაუკომის ან თვალის ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, როდესაც მონოთერაპია პრეპარატის ცალკეული კომპონენტებით არასაკმარისად ეფექტურია.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- თიმოლოლი (timolol) + ლატანოპროსტი (latanoprost)
- ფორმა და შეფუთვა
- 0,005% + 0,5% (50მკგ + 5მგ)/მლ 2,5მლ თვალის წვეთები, ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Pfizer Manufacturing Belgium, ბელგია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, ბეტა-ბლოკატორები
- ATC კოდი
- S01ED51
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041207
- რეგისტრირებულია
- 6 ივნისი 2024, მოქმედებს 6 ივნისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- CRATIA LTD (უკრაინა)
- განმცხადებელი
- მაკა მოდებაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ქსალაკომი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მომატებული თვალშიდა წნევის (თშწ) შემცირება ღიაკუთხოვანი გლაუკომის ან თვალის ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, როდესაც მონოთერაპია პრეპარატის ცალკეული კომპონენტებით არასაკმარისად ეფექტურია.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებში (მათ შორის ხანდაზმულებში) - თითო წვეთი დაზიანებულ თვალ(ებ)ში დღეში ერთხელ.
ისევე, როგორც ნებისმიერი თვალის წვეთების გამოყენებისას, პრეპარატის შესაძლო სისტემური ეფექტის შესამცირებლად, ყოველი წვეთის ინსტილაციისთანავე რეკომენდებულია თითის დაჭერა ქვედა საცრემლე ხვრელზე, რომელიც ქვედა ქუთუთოზე თვალის შიდა კუთხეში მდებარეობს. ეს უნდა გაკეთდეს 2 წუთის განმავლობაში.
უკუჩვენებები
სასუნთქი გზების რეაქტიული დაავადებები, მათ შორის ბრონქული ასთმა (ან მითითება ბრონქულ ასთმაზე ანამნეზში), მძიმე მიმდინარეობის ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ); სინუსური ბრადიკარდია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიული ბლოკადა, II-III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა ელექტროკარდიოსტიმულატორის კონტროლის გარეშე, კლინიკურად გამოხატული გულის უკმარისობა, კარდიოგენური შოკი;
ჰიპერმგრძნობელობა ლატანოპროსტის, თიმოლოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, 18 წლამდე ასაკის ბავშვები (უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის).
გამოყენება სიფრთხილით
ანთებითი, ნეოვასკულარული, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ღიაკუთხოვანი გლაუკომა ფსევდოფაკიასთან ერთად, პიგმენტური გლაუკომა (პრეპარატის გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო); აფაკია, ფსევდოფაკია ბროლის უკანა კაფსულის გასკდომით, პაციენტები მაკულური შეშუპების ცნობილი რისკ-ფაქტორებით (ლატანოპროსტით მკურნალობისას აღწერილია მაკულური შეშუპების, მათ შორის ცისტოიდური შეშუპების განვითარების შემთხვევები); ჰერპესული კერატიტი ანამნეზში; I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (β-ადრენობლოკერები უარყოფითად მოქმედებს გულის კუნთში იმპულსის გატარების დროზე); პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევები (მაგალითად, რეინოს სინდრომის ან რეინოს დაავადების მძიმე ფორმები).
თავიდან უნდა იქნას აცილებული ქსალაკომის® გამოყენება ჰერპესული კერატიტის აქტიური ფორმის და მორეციდივე ჰერპესული კერატიტს მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ამ დაავადებებისთვის პროსტაგლანდინ-F2α-ს ანალოგებს იყენებს.
საჭიროა თიმოლოლის სიფრთხილით გამოყენება ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში და მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტისთვის პრეპარატის გამოყენების პოტენციური სარგებელი რისკს აღემატება.
ქსალაკომი® სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული რქოვანას დაავადებების მქონე პაციენტებში, ვინაიდან პრეპარატმა შესაძლოა თვალის ლორწოვანი გარსის სიმშრალე გამოიწვიოს.
სიფრთხილის ზომები
დაუშვებელია პრეპარატ ქსალაკომის® გამოყენება დღეში ერთ ჯერზე მეტად, ვინაიდან ლატანოპროსტის უფრო ხშირი შეყვანა იწვევს თვალშიგა წნევის შემცირების ეფექტის შესუსტებას.
ერთი დოზის გამოტოვების შემთხვევაში მომდევნო დოზის შეყვანა საჭიროა ჩვეულებრივ დროს.
თუ პაციენტი ერთდროულად იყენებს თვალის სხვა წვეთებს, ისინი გამოყენებული უნდა იყოს მინიმუმ 5-წუთიანი ინტერვალით.
პრეპარატ ქსალაკომის® შემადგენლობაში შედის ბენზალკონიუმის ქლორიდი, რომელიც შეიძლება კონტაქტურმა ლინზებმა შეიწოვოს. მოხსენებულია წერტილოვანი კერატოპათიის და/ან ტოქსიკური წყლულოვანი კერატოპათიის განვითარების შესახებ, გარდა ამისა, ბენზალკონიუმის ქლორიდის გამოყენების ფონზე შეიძლება მოხდეს თვალების გაღიზიანება და რბილი კონტაქტური ლინზების გაუფერულება. რეკომენდირებულია იმ პაციენტების მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგი, რომლებიც ქსალაკომს® ხშირად ან ხანგრძლივად იყენებენ, რომლებსაც აქვთ თვალის ლორწოვანი გარსის სიმშრალე ან მდგომარეობები, რომლებიც აზიანებს რქოვანას. წვეთების ჩაწვეთებამდე აუცილებელია კონტაქტური ლინზების მოხსნა და ხელახლა ჩასმა 15 წუთის შემდეგ.
ლატანოპროსტი
ყავისფერი პიგმენტის შემცველობის ცვლილება
ლატანოპროსტმა შეიძლება გამოიწვიოს ყავისფერი პიგმენტის შემცველობის თანდათანობითი მომატება ფერად გარსში. ისევე როგორც ლატანოპროსტის თვალის წვეთების სახით გამოყენებისას, ფერადი გარსის პიგმენტაციის გაძლიერება პრეპარატ ქსალაკომის® გამოყენებისას აღინიშნა შემთხვევათა 16-20 %-ში ყველა პაციენტში, რომელიც ღებულობდა ქსალაკომს® ერთი წლის განმავლობაში (შეფასება ფოტოების საფუძველზე). თვალის ფერის ცვლილება გამოწვეულია ფერადი გარსის სტრომულ მელანოციტებში მელანინის შემცველობის მომატებით, და არა თავად მელანოციტების რაოდენობის ზრდით.
ტიპურ შემთხვევებში ყავისფერი პიგმენტაცია ჩნდება გუგის ირგვლივ და კონცენტრულად ვრცელდება ფერადი გარსის პერიფერიაზე. ამასთან, მთელი ფერადი გარსი ან მისი ნაწილები ხდება ყავისფერი. შემთხვევათა უმეტესობაში ფერის ცვლილება უმნიშვნელოა და შეიძლება კლინიკურად არ დადგინდეს. ერთი ან ორივე თვალის ფერადი გარსის პიგმენტაციის გაძლიერება შეინიშნება ძირითადად პაციენტებში ფერადი გარსის შერეული შეფერილობით, რომლის საფუძველია ყავისფერი. პრეპარატი არ ახდენს გავლენას ფერადი გარსის ნევუსებზე და პიგმენტურ ლაქებზე (ლენტიგო); არ აღინიშნა პიგმენტის დაგროვება ტრაბეკულურ ბადეში ან თვალის წინა ნაწილში.
ფერადი გარსის პიგმენტაციის ხარისხის განსაზღვრისას 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პიგმენტაციის გაძლიერების არასასურველი შედეგები ლატანოპროსტით მკურნალობის გაგრძელების შემთხვევაშიც კი არ გამოვლინდა. პაციენტებში თვალშიგა წნევის შემცირების ხარისხი ერთი და იგივე იყო ფერადი გარსის გაძლიერებული პიგმენტაციის არსებობის ან არარსებობის მიუხედავად. ამიტომ ფერადი გარსის პიგმენტაციის გაძლიერების შემთხვევაში ლატანოპროსტით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს. ასეთი პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ და კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მკურნალობა შეიძლება შეწყდეს.
ფერადი გარსის პიგმენტაციის გაძლიერება ჩვეულებრივ აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში, იშვიათად - მეორე ან მესამე წლის განმავლობაში. მკურნალობის მეოთხე წლის შემდეგ ეს ეფექტი არ იყო აღნიშნული. პიგმენტაციის პროგრესირების სიჩქარე დროთა განმავლობაში ქვეითდება და 5 წლის შემდეგ ხდება სტაბილური. ფერადი გარსის მომატებული პიგმენტაციის ეფექტი შედარებით შორეულ პერიოდებში შესწავლილი არ არის. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ფერადი გარსის ყავისფერი პიგმენტაციის გაძლიერება არ აღნიშნულა, მაგრამ თვალის ფერის ცვლილება შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს.
პაციენტებს, რომლებიც წვეთებს მხოლოდ ერთ თვალში იყენებენ, შეიძლება განუვითარდეთ ჰეტეროქრომია, რომელიც შეიძლება ასევე შეუქცევადი იყოს.
წამწამების და ბუსუსოვანი თმის ცვლილებები
ლატანოპროსტის გამოყენებასთან დაკავშირებით აღწერილია ქუთუთოების კანის გამუქების შემთხვევები, რაც შესაძლოა შექცევადი იყოს.
ლატანოპროსტმა შეიძლება გამოიწვიოს წამწამების და ბუსუსოვანი თმის თანდათანობითი ცვლილებები, როგორიცაა დაგრძელება, გასქელება, პიგმენტაციის გაძლიერება, გახშირება და წამწამების ზრდის მიმართულების შეცვლა.
წამწამებში ცვლილებები შექცევადია და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ გაივლის.
თიმოლოლი
β-ადრენობლოკერების ადგილობრივად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს იგივე გვერდითი მოვლენები, რაც მათ სისტემური გამოყენებისას აღინიშნება. პაციენტები ანამნეზში გულის მძიმე დაავადებებით უნდა იყვნენ უწყვეტი დაკვირვების ქვეშ გულის უკმარისობის სიმპტომების ადრეული გამოვლინების მიზნით. თიმოლოლის ადგილობრივად გამოყენებისას შესაძლოა გულის და სასუნთქი სისტემის მხრივ შემდეგი რეაქციები განვითარდეს: პრინცმეტალის სტენოკარდიის, ასევე სისხლის მიმოქცევის ცენტრალური და პერიფერიული დარღვევების პროგრესირება, ჰიპოტენზია, გულის უკმარისობა ლეტალური გამოსავლით, მძიმე რეაქციები სასუნთქი სისტემის მხრივ, მათ შორის ბრონქოსპაზმი ლეტალური გამოსავლით ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში, ბრადიკარდია.
ვრცელი ქირურგიული ოპერაციის ჩატარებამდე საჭიროა განხილული იყოს β-ადრენობლოკერების თანდათანობითი მოხსნის მიზანშეწონილობა. ამ ჯგუფის მედიკამენტები იწვევენ რეფლექსურ β-ადრენერგულ სტიმულაციაზე გულის საპასუხო რეაქციის უნარის დარღვევას, რამაც შესაძლოა გაზარდოს რისკი ზოგადი ნარკოზის დროს. აღწერილია არტერიული წნევის გახანგრძლივებული მძიმე დაქვეითების შემთხვევები ნარკოზის დროს და სირთულეები გულის შეკუმშვების აღდგენის და შენარჩუნების დროს. ოპერაციის დროს β-ადრენობლოკერების ეფექტების ლიკვიდირება შესაძლებელია ადრენორეცეპტორთა აგონისტების საკმარისი დოზებით.
β-ადრენომაბლოკირებელი ეფექტის მქონე პრეპარატებმა შეიძლება დაბლოკოს სისტემური აგონისტური ეფექტი, მაგალითად, ეპინეფრინის ეფექტი. აუცილებელია ანესთეზიოლოგის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ პაციენტი თიმოლოლს ღებულობს.
β-ადრენობლოერებს შეუძლია გააძლიერონ დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებების ჰიპოგლიკემიური მოქმედება და შენიღბონ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები და გამოვლინებები. ისინი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული პაციენტებში სპონტანური ჰიპოგლიკემიით ან შაქრიანი დიაბეტით (განსაკუთრებით ლაბილური მიმდინარეობის დროს), რომლებიც ღებულობენ ინსულინს ან პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს.
β-ადრენობლოკერებით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს ჰიპერთირეოზის ზოგიერთი ძირითადი სიმპტომი და გამოვლინება. მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა ამ დაავადების გამწვავება გამოიწვიოს.
β-ადრენობლოკერებით მკურნალობისას იმ პაციენტებს, რომელთაც აქვთ ატოპია ან მძიმე ანაფილაქსიური რეაქციები სხვადასხვა ალერგენებზე ანამნეზში, შესაძლოა გაუძლიერდეთ პასუხი ამ ალერგენებთან განმეორებითი კონტაქტის დროს. ამავე დროს ეპინეფრინი ჩვეულებრივი დოზებით, რომლებიც გამოიყენება ანაფილაქსიური რეაქციების კუპირების მიზნით, შეიძლება არაეფექტური აღმოჩნდეს.
იშვიათ შემთხვევებში თიმოლოლი იწვევდა კუნთების გაძლიერებულ სისუსტეს მიასთენიის ან მიასთენიური სიმპტომების (მაგ. დიპლოპია, ფტოზი, გენერალიზებული სისუსტე) მქონე პაციენტებში.
თვალშიგა წნევის შემამცირებელი მედიკამენტების გამოყენებისას, აღწერილია სისხლძარღვოვანი გარსის აშრევების შემთხვევები ფილტრაციული პროცედურების შემდეგ, როგორიცაა ოპერაციები ფისტულის წარმოქმნით (ტრაბეკულექტომია და მისი მოდიფიკაციები, სინუსოტომია დიათერმოტრაბეკულოსპაზისით, ღრმა არაშემღწევი სკლერექტომია და სხვა ოპერაციები ფისტულის წარმოქმნით, რომლებიც ქმნიან ახალ ან ასტიმულირებენ არსებულ გზებს თვალშიგა სითხის გადინებისთვის).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ქსალაკომის® ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან სპეციალურად შესწავლილი არ არის.
პრეპარატ ქსალაკომის® გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც პერორალურად ღებულობენ β-ადრენობლოკერს, შესაძლებელია თვალშიგა წნევის უფრო გამოხატული დაქვეითება ან β-ადრენობლოკერების სისტემური გამოვლინებების გაძლიერება. ამიტომ არ არის რეკომენდებული ადგილობრივად ორი ან მეტი β-ადრენობლოკერის ერთდროული გამოყენება.
პროსტაგლანდინის ორი ანალოგის თვალებში ერთდროულად ჩაწვეთებისას აღწერილია თვალშიგა წნევის პარადოქსული მატება, ამიტომ ორი ან მეტი პროსტაგლანდინის, მათი ანალოგების ან მათგან წარმოებული პრეპარატების ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის.
თიმოლოლის ეპინეფრინთან ერთდროული გამოყენებისას ზოგჯერ ვითარდებოდა მიდრიაზი.
თიმოლოლის და ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების კომბინირების დროს შესაძლებელია განვითარდეს დამატებითი ეფექტი არტერიული წნევის დაქვეითებით და/ან მძიმე ბრადიკარდიით:
- „ნელი“ კალციუმის არხების ბლოკერები;
- საშუალებები, რომლებიც იწვევენ კატექოლამინების შემცველობის დაქვეითებას, ან β-ადრენობლოკერები;
- ანტიარითმიული პრეპარატები (ამიოდარონის ჩათვლით);
- საგულე გლიკოზიდები;
- გუანეტიდინი.
მოწოდებული იყო ინფორმაცია სისტემური β-ადრენობლოკერების მოქმედების გაძლიერების შესახებ (მაგ., გულისცემის სიხშირის შემცირება, დეპრესია) იზოფერმენტ CYP2D6-ის ინჰიბიტორების (მაგ. ქინიდინი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი) და თიმოლოლის ერთდროული გამოყენებისას.
β-ადრენობლოკერებს შეუძლიათ გააძლიერონ ჰიპოგლიკემიური პრეპარატების ჰიპოგლიკემიური მოქმედება.
კლონიდინის მოულოდნელად მოხსნისას აღინიშნება არტერიული წნევის მომატება. ეს რეაქცია შეიძლება გაძლიერდეს კლონიდინის და β-ადრენობლოკერების ერთდროული გამოყენებისას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულ ქალებში ადეკვატური კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა.
β-ადრენობლოკერების შინაგანად გამოყენებით ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარებისას ნაყოფის განვითარების მანკების შემთხვევები არ აღნიშნულა, მაგრამ გაიზარდა საშვილოსნოს შიდა ზრდის შეფერხების რისკი. გარდა ამისა, გამოვლენილი იქნა β-ადრენომაბლოკირებელი მოქმედების სიმპტომები (კერძოდ, ბრადიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის ფუნქციის მოშლა და ჰიპოგლიკემია) ახალშობილებში, რომელთა დედები ორსულობის დროს β-ადრენობლოკერებს ღებულობდნენ. თუ ორსულ ქალს უტარდებოდა მკურნალობა β-ადრენობლოკერებით, აუცილებელია ახალშობილის მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგი დაბადებიდან პირველი დღეების განმავლობაში. ამის გამო პრეპარატ ქსალაკომის® გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება ნაყოფისთვის ან ბავშვისთვის არსებულ პოტენციურ რისკს.
ლატანოპროსტი და მისი მეტაბოლიტები შესაძლოა გამოიყოს დედის რძეში. თიმოლოლი თვალის წვეთების სახით გამოყენებისას ასევე აღმოჩენილია დედის რძეში. ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებში სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის, ასევე დედისთვის პრეპარატის გამოყენების მნიშვნელობის გათვალისწინებით, საჭიროა ან ძუძუთი კვების შეწყვეტა, ან პრეპარატის მოხსნა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თვალის წვეთების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის გარდამავალი დაბინდვა. ამ ეფექტის უკუგანვითარებამდე პაციენტების მიერ ავტომანქანის მართვა ან რთული მექანიზმების გამოყენება დაუშვებელია.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი
≥ 10 %
ხშირი
≥ 1 % და < 10 %
არახშირი
≥ 0,1 % და < 1 %
იშვიათი
≥ 0,01 % და < 0,1 %
ძალიან იშვიათი
< 0,01 %
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ: ძალიან ხშირი - ფერადი გარსის პიგმენტაციის გაძლიერება, კატარაქტა; ხშირი: მხედველობის დარღვევა, ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კონიუნქტივის დაზიანება (ფოლიკულები, კონიუნქტივის პაპილარული რეაქციები, წერტილოვანი სისხლჩაქცევები და ა. შ.), რქოვანას დაზიანებები (ეროზიები, პიგმენტაცია, კერატიტი, წერტილოვანი კერატიტი და ა. შ.), რეფრაქციის დარღვევები, კონიუნქტივის ჰიპერემია, თვალის გაღიზიანება (მათ შორის წვის შეგრძნება და ქავილი თვალებში), თვალების ტკივილი, ფოტოფობია, მხედველობის ველების გამოვარდნა, ცრემლის მომატებული წარმოქმნა; არახშირი: ჰიპერტრიქოზი (წამწამების და ბუსუსოვანი თმის ცვლილებები, დაგრძელება, გასქელება, პიგმენტაციის გაძლიერება, გახშირება და წამწამების ზრდის მიმართულების შეცვლა); უცნობია: რეფრაქციის ცვლილებები.
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ხშირი - სინუსიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები და სხვა ინფექციები.
ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევები: ხშირი - შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერქოლესტერინემია.
დარღვევები ფსიქიკის მხრივ: ხშირი - დეპრესია.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი - თავის ტკივილი.
დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირი - არტერიული წნევის მომატება.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირი - გამონაყარი, კანის ქავილი და კანის ცვლილებები (გაღიზიანება, დერმატოქალაზიონი და სხვ.), კანის დაავადებები.
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირი - ართრიტი.
ქვემოთ ჩამოთვლილია სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა პრეპარატ ქსალაკომის® ცალკეული კომპონენტებით მონოთერაპიის დროს (ზემოთ ჩამოთვლილის გარდა).
ლატანოპროსტი:
დარღვევები მხედველობის ორგანოს მიხრივ: თვალის გაღიზიანება (წვის შეგრძნება, ქვიშის შეგრძნება თვალებში, ქავილი, ჩხვლეტა და უცხო სხეულის შეგრძნება); რქოვანას ეპითელიუმის გარდამავალი წერტილოვანი ეროზიები*, ქუთუთოების შეშუპება, კერატიტი, წერტილოვანი კერატიტი*; რქოვანას შეშუპება*, წამწამების და ბუსუსოვანი თმის დაგრძელება, გასქელება, გახშირება და პიგმენტაციის გაძლიერება; ირიტი/უვეიტი*; მაკულური შეშუპება (პაციენტებში აფაკიით, ფსევდოაფაკიის მქონე პაციენტებში გამსკდარი ბროლის უკანა კაფსულით, ან მაკულური შეშუპების განვითარების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში) ცისტოიდური შეშუპების* ჩათვლით; ტრიქიაზი*; მხედველობის დაბინდვა*, ფოტოფობია*, ცვლილებები პერიორბიტალურ მიდამოში და ქუთუთოებში, რაც იწვევს ზედა ქუთუთოს ნაოჭის გაღრმავებას*, პერიორბიტალური შეშუპება, ფერადი გარსის კისტები*.
დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: სტენოკარდიის გამწვავება გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში, სტენოკარდია, არასტაბილური სტენოკარდია, გულისცემის შეგრძნება.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: გამონაყარი კანზე, ქავილი*, ქუთუთოების კანის გამუქება და კანის ადგილობრივი რეაქციები ქუთუთოებზე.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ასთმა (მათ შორის - მწვავე შეტევები ან დაავადების გამწვავება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ბრონქული ასთმა)*, ქოშინი*.
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: მიალგია*, ართრალგია*.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები პრეპარატის შეყვანის ადგილზე: არასპეციფიკური ტკივილი გულმკერდის არეში*.
ინფექციები: ჰერპესული კერატიტი.
- პოსტმარკეტინგულ პერიოდში რეგისტრირებული გვერდითი მოვლენები.
თიმოლოლი (თვალის წვეთების ფორმით):
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: სისტემური ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები, ჭინჭრის ციება, კანის ქავილი, ლოკალიზებული და გენერალიზებული გამონაყარი.
ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევები: ანორექსია, ჰიპოგლიკემიის ფარული სიმპტომები შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
დარღვევები ფსიქიკის მხრივ: ქცევითი ცვლილებები და ფსიქიკური დარღვევები, მათ შორის ცნობიერების დარღვევა, ჰალუცინაციები, შფოთვა, დეზორიენტაცია, ნევროზული მდგომარეობა, მეხსიერების დაკარგვა, უძილობა, დეპრესია და ღამის კოშმარები.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტვინის იშემია, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, თავბრუსხვევა, მიასთენიის სიმპტომების გაძლიერება, პარესთეზია, ძილიანობა, თავის ტკივილი, გონების დაკარგვა.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ: ცისტოიდური მაკულური შეშუპება, რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება; თვალის გაღიზიანების სიმპტომები და ნიშნები (მაგ., წვის შეგრძნება, ქავილი, თვალებში ქვიშის შეგრძნება, გაძლიერებული ცრემლდენა, სიწითლე), ბლეფარიტი, კერატიტი, მხედველობის დაბინდვა, თვალის ლორწოვანი გარსის სიმშრალე, რქოვანას ეროზიები, სისხლძარღვოვანი გარსის აშრევება ფილტრაციული ქირურგიული ჩარევების შემდეგ; ფტოზი, მხედველობის დარღვევები, რეფრაქციის ცვლილების და დიპლოპიის ჩათვლით.
დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ: ხმაური ყურებში.
დარღვევები გულის მხრივ: არითმია, ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის გაჩერება, გულის გამტარობის ბლოკადა, გულისცემის შეგრძნება, სტენოკარდიის პროგრესირება.
დარღვევები სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ: გარდამავალი კოჭლობა, ხელების და ფეხების გაცივება, არტერიული წნევის დაქვეითება, რეინოს სინდრომი.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ბრონქოსპაზმი (ძირითადად იმ პაციენტებში, ვისაც ანამნეზში ჰქონდა ბრონქოსპაზმით მიმდინარე დაავადებების), ხველა, ქოშინი, ცხვირის ღრუს დახშობა, ფილტვების შეშუპება და სუნთქვის უკმარისობა.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, გემოს შეგრძნებების დაქვეითება, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, რეტროპერიტონიული ფიბროზი.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ალოპეცია, ფსევდოპემფიგოიდი, კანზე გამონაყარი, ფსორიაზის მაგვარი გამონაყარი ან ფსორიაზის გამწვავება.
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: სისტემური წითელი მგლურა და მიალგია.
დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის მხრივ: ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია, სექსუალური დისფუნქცია და პეირონის დაავადება.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები პრეპარატის შეყვანის ადგილზე: ასთენია/დაღლილობა, ტკივილი გულმკერდის არეში, შეშუპებები.
რქოვანას სერიოზული დაზიანების მქონე ზოგიერთ პაციენტში რეგისტრირებული იყო რქოვანას კალციფიკაციის ძალიან იშვიათი შემთხვევები, რაც უკავშირდებოდა ფოსფატის შემცველი თვალის წვეთების გამოყენებას.
ჭარბი დოზა
ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია პრეპარატის ორი კომპონენტის დოზის გადაჭარბების შესახებ:
ლატანოპროსტი
თვალის გაღიზიანების და კონიუნქტივის ჰიპერემიის გარდა, ლატანოპროსტის დოზის გადაჭარბების დროს სხვა არასასურველი ცვლილებები მხედველობის ორგანოს მხრივ არ არის ცნობილი.
ლატანოპროსტი შემთხვევით დალევის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ერთი ფლაკონი 2,5 მლ ხსნარით შეიცავს 125 მიკროგრამ ლატანოპროსტს. ლატანოპროსტის 90 %-ზე მეტი მეტაბოლიზდება ღვიძლში პირველად გავლისას. ინტრავენურმა ინფუზიამ 3 მიკროგრამი/კგ დოზით ჯანმრთელ მოხალისეებში არ გამოიწვია რაიმე სიმპტომები, მაგრამ 5,510 მიკროგრამი/კგ დოზის შეყვანისას აღინიშნა გულისრევა, მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, „ცხელების შეგრძნება“ და ოფლიანობა. ეს სიმპტომები ქრება ინფუზიის შეწყვეტიდან 4 საათის შემდეგ. საშუალო სიმძიმის ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში ლატანოპროსტის თვალში შეყვანა დოზით, რომელიც 7-ჯერ აღემატებოდა თერაპიულ დოზას, არ იწვევდა ბრონქოსპაზმს.
თიმოლოლი
აღწერილია თიმოლოლის თვალის წვეთების დოზის უნებლიე გადაჭარბების შემთხვევები, რამაც გამოიწვია სისტემური ეფექტები, რომლებიც β-ადრენობლოკერების სისტემური გამოყენებისას განვითარებული სისტემური ეფექტების მსგავსია: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ქოშინი, ბრადიკარდია, ბრონქოსპაზმი და გულის გაჩერება (იხ. თავი „გვერდითი მოვლენები“).
In vitro კვლევაში ნაჩვენები იყო, რომ დიალიზის დროს თიმოლოლი ადვილად გამოიყოფა პლაზმიდან ან მთლიანი სისხლიდან.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში თიმოლოლის დიალიზი უარესად მიმდინარეობდა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური მკურნალობა.
შემადგენლობა
1 მლ ხსნარი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერებები: ლატანოპროსტი - 0,050 მგ, თიმოლოლის მალეატი - 6,83 მგ (5 მგ თიმოლოლის ეკვივალენტი);
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი (50 %-იანი ხსნარის სახით) 0,200 მგ, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი უწყლო 2,89 მგ, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი 6,39 მგ, ნატრიუმის ქლორიდი 4,10 მგ, საინექციო წყალი 1 მლ-მდე.
აღწერა:
გამჭვირვალე, უფერო ხსნარი, რომელიც პრაქტიკულად არ შეიცავს ხილულ ნაწილაკებს.
შენახვის პირობები
ინახება 2-დან 8 °C-მდე ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას. გახსნილი ფლაკონი ინახება არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შენახვის ვადა
2 წელი
გახსნილი ფლაკონის გამოყენება შესაძლებელია 4 კვირის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
გლაუკომის საწინააღმდეგო კომბინირებული საშუალება (პროსტაგლანდინ F2α-ს სინთეზური ანალოგი + β-ადრენობლოკერი)
ათქ კოდი: S01ED51
ფარმაკოლოგიური თავისებურებები
ფარმაკოდინამიკა
პრეპარატ ქსალაკომის® შემადგენლობაში შედის ორი აქტიური კომპონენტი - ლატანოპროსტი და თიმოლოლი. ამ კომპონენტების მომატებული თვალშიგა წნევის (თშწ) შემცირების მექანიზმი განსხვავებულია, რაც უზრუნველყოფს თვალშიგა წნევის დამატებით შემცირებას იმ ეფექტთან შედარებით, რომელიც მიიღწევა თითოეული ამ კომპონენტის მონოთერაპიის სახით გამოყენებისას.
ლატანოპროსტი - პროსტაგლანდინ F2α-ს ანალოგი - პროსტანოიდ FP რეცეპტორების სელექტიური აგონისტია და ამცირებს თვალშიგა წნევას წყალწყალა ნამის გაძლიერებული გადინებით, ძირითადად უვეო-სკლერული გზით, მაგრამ ასევე ტრაბეკულური ქსელის საშუალებით. დადგენილია, რომ ლატანოპროსტი არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას წყალწყალა ნამის გამომუშავებაზე და ჰემატო-ოფთალმოლოგიური ბარიერის შეღწევადობაზე. ხანმოკლე მკურნალობის განმავლობაში ლატანოპროსტი არ იწვევს ფლუორესცინის გაჟონვას თვალის უკანა სეგმენტში ფსევდოფაკიის დროს. თერაპიულ დოზებში გამოყენებისას ლატანოპროსტს არ ახდენს მნიშვნელოვან ფარმაკოლოგიურ გავლენას გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებზე.
თიმოლოლი არის არასელექტიური β1- და β2-ადრენობლოკერი, რომელსაც არ ახასიათებს მნიშვნელოვანი შინაგანი სიმპათომიმეტური აქტივობა, არ ახდენს პირდაპირ დამთრგუნველ მოქმედებას მიოკარდიუმზე და არა აქვს ადგილობრივი ანესთეზიის (მემბრანის სტაბილიზაციის) ეფექტი.
β-ადრენორეცეპტორების ბლოკადა იწვევს გულის წუთმოცულობის შემცირებას ჯანმრთელ ადამიანებში და გულის დაავადებების მქონე პაციენტებში. მიოკარდიუმის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში β-ადრენიბლოკერებმა შეიძლება დათრგუნონ სიმპათიკური ნერვული სისტემის მასტიმულირებელი მოქმედება, რომელიც აუცილებელია გულის ადეკვატური ფუნქციონირებისთვის.
β-ადრენორეცეპტორების ბლოკადა ბრონქებში და ბრონქიოლებში იწვევს სასუნთქი გზების წინააღმდეგობის გაზრდას პარასიმპათიკური ნერვული სისტემის გავლენით. ასეთი ეფექტი შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ბრონქული ასთმა და ბრონქოსპაზმით მიმდინარე სხვა დაავადებები (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“ და „განსაკუთრებული მითითებები“).
თიმოლოლის გამოყენება თვალის წვეთების სახით იწვევს მომატებული და ნორმალური თვალშიგა წნევის შემცირებას გლაუკომის არსებობის ან არარსებობის მიუხედავად. მომატებული თვალშიგა წნევა წარმოადგენს მხედველობის ველების გლაუკომური გამოვარდნის მთავარ რისკ-ფაქტორს. რაც უფრო მაღალია თვალშიგა წნევა, მით უფრო მაღალია მხედველობის ველების გლაუკომური გამოვარდნის და მხედველობის ნერვის დაზიანების ალბათობა.
თიმოლოლის ზემოქმედებით თვალშიგა წნევის შემცირების ზუსტი მექანიზმი დადგენილი არ არის. ტონოგრაფიის და ფლუოროფოტომეტრიის შედეგები მოწმობს, რომ მოქმედების ძირითადი მექანიზმი შესაძლოა უკავშირდებოდეს წყალწყალა ნამის წარმოქმნის შემცირებას. თუმცა, ზოგიერთმა კვლევამ ასევე აჩვენა მისი გადინების უმნიშვნელო მომატება. გარდა ამისა, შესაძლებელია აგრეთვე ციკლური ამფ-ის გაძლიერებული სინთეზის დათრგუნვის მექანიზმი, გამოწვეული ენდოგენური β-ადრენერგული სტიმულაციით. არ იყო აღნიშნული თიმოლოლის რაიმე სახის გავლენა ჰემატო-ოფთალმოლოგიური ბარიერის შეღწევადობაზე.
ლატანოპროსტის და თიმოლოლის კომბინირებული ეფექტი იწყება ერთი საათის განმავლობაში, ხოლო მაქსიმალური ეფექტი 68 საათის განმავლობაში აღინიშნება.
მრავალჯერადი გამოყენებისას თვალშიგა წნევის ადექვატური შემცირება შენარჩუნებულია მიღებიდან 24 საათის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ლატანოპროსტს და თიმოლოლს შორის არ არის დადგენილი, თუმცა კომბინირებული პრეპარატის მიღებიდან 14 საათის შემდეგ ლატანოპროსტის მჟავის კონცენტრაცია წყალწყალა ნამში დაახლოებით ორჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე მონოთერაპიის შემთხვევაში.
ლატანოპროსტი:
შეწოვა
ლატანოპროსტი, რომელიც პროწამლის ფორმას წარმოადგენს, შეიწოვება რქოვანადან, სადაც ხდება მისი ჰიდროლიზი ბიოლოგიურად აქტიურ მჟავად. დადგენილია, რომ წყალწყალა ნამში მისი კონცენტრაცია აღწევს მაქსიმუმს ადგილობრივად გამოყენებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ.
განაწილება
განაწილების მოცულობა შეადგენს 0,16 ± 0,02 ლ/კგ-ს. ლატანოპროსტის მჟავის განსაზღვრა წყალწყალა ნამში შესაძლებელია პირველი 4 საათის განმავლობაში, ხოლო პლაზმაში - მხოლოდ პირველი საათის განმავლობაში ადგილობრივად გამოყენების შემდეგ.
მეტაბოლიზმი
რქოვანაში ესტერაზების მოქმედებით ლატანოპროსტი გადის ჰიდროლიზს ბიოლოგიურად აქტიური მჟავის წარმოქმნით. სისხლის სისტემურ მიმოქცევაში მოხვედრის შემდეგ ლატანოპროსტის მჟავა მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში ცხიმოვანი მჟავების β-დაჟანგვით და წარმოქმნის 1,2-დინორ- და 1,2,3,4-ტეტრანორ-მეტაბოლიტებს.
გამოყოფა
ლატანოპროსტის მჟავა სწრაფად გამოიყოფა პლაზმიდან - ნახევარგამოყოფის პერიოდი (t1/2) = 17 წუთს. პლაზმური კლირენსი 0,40 ლ/სთ/კგ-ს შეადგენს. სისტემური კლირენსი არის დაახლოებით 7 მლ/წთ/კგ. თვალის წვეთების ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ლატანოპროსტის მჟავის სისტემური ბიოხელმისაწვდომობა 45 %-ს შეადგენს.
კავშირი სისხლის პლაზმის ცილებთან არის 87 %. მეტაბოლიტები ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა: ადგილობრივი გამოყენების შემდეგ გამოყენებული დოზის დაახლოებით 88 % შარდით გამოიყოფა.
თიმოლოლი:
თიმოლოლის კონცენტრაცია წყალწყალა ნამში მაქსიმუმს აღწევს თვალის წვეთების გამოყენებიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ. დოზის ნაწილი ექვემდებარება სისტემურ შეწოვას და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია, რომელიც 1 ნგ/მლ-ს შეადგენს, მიიღწევა 1020 წუთის შემდეგ პრეპარატის თითო წვეთის გამოყენებიდან თითოეულ თვალში დღეში ერთხელ (300 მიკროგრამი/დღეში). პლაზმიდან თიმოლოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 6 საათია. თიმოლოლი აქტიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. მეტაბოლიტები, ისევე როგორც უცვლელი თიმოლოლის გარკვეული რაოდენობა, შარდით გამოიყოფა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
иგამოყენების ინსტრუქცია
ქსალაკომი®
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ქსალაკომი®
საერთაშორისო დაუპატენტებელი დასახელება ან ჯგუფის დასახელება: ლატანოპროსტი + თიმოლოლი
სამკურნალწამლო ფორმა: თვალის წვეთები
შემადგენლობა:
1 მლ ხსნარი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერებები: ლატანოპროსტი - 0,050 მგ, თიმოლოლის მალეატი - 6,83 მგ (5 მგ თიმოლოლის ეკვივალენტი);
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი (50 %-იანი ხსნარის სახით) 0,200 მგ, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი უწყლო 2,89 მგ, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი 6,39 მგ, ნატრიუმის ქლორიდი 4,10 მგ, საინექციო წყალი 1 მლ-მდე.
აღწერა:
გამჭვირვალე, უფერო ხსნარი, რომელიც პრაქტიკულად არ შეიცავს ხილულ ნაწილაკებს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გლაუკომის საწინააღმდეგო კომბინირებული საშუალება (პროსტაგლანდინ F2α-ს სინთეზური ანალოგი + β-ადრენობლოკერი)
ათქ კოდი: S01ED51
ფარმაკოლოგიური თავისებურებები
ფარმაკოდინამიკა
პრეპარატ ქსალაკომის® შემადგენლობაში შედის ორი აქტიური კომპონენტი - ლატანოპროსტი და თიმოლოლი. ამ კომპონენტების მომატებული თვალშიგა წნევის (თშწ) შემცირების მექანიზმი განსხვავებულია, რაც უზრუნველყოფს თვალშიგა წნევის დამატებით შემცირებას იმ ეფექტთან შედარებით, რომელიც მიიღწევა თითოეული ამ კომპონენტის მონოთერაპიის სახით გამოყენებისას.
ლატანოპროსტი - პროსტაგლანდინ F2α-ს ანალოგი - პროსტანოიდ FP რეცეპტორების სელექტიური აგონისტია და ამცირებს თვალშიგა წნევას წყალწყალა ნამის გაძლიერებული გადინებით, ძირითადად უვეო-სკლერული გზით, მაგრამ ასევე ტრაბეკულური ქსელის საშუალებით. დადგენილია, რომ ლატანოპროსტი არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას წყალწყალა ნამის გამომუშავებაზე და ჰემატო-ოფთალმოლოგიური ბარიერის შეღწევადობაზე. ხანმოკლე მკურნალობის განმავლობაში ლატანოპროსტი არ იწვევს ფლუორესცინის გაჟონვას თვალის უკანა სეგმენტში ფსევდოფაკიის დროს. თერაპიულ დოზებში გამოყენებისას ლატანოპროსტს არ ახდენს მნიშვნელოვან ფარმაკოლოგიურ გავლენას გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებზე.
თიმოლოლი არის არასელექტიური β1- და β2-ადრენობლოკერი, რომელსაც არ ახასიათებს მნიშვნელოვანი შინაგანი სიმპათომიმეტური აქტივობა, არ ახდენს პირდაპირ დამთრგუნველ მოქმედებას მიოკარდიუმზე და არა აქვს ადგილობრივი ანესთეზიის (მემბრანის სტაბილიზაციის) ეფექტი.
β-ადრენორეცეპტორების ბლოკადა იწვევს გულის წუთმოცულობის შემცირებას ჯანმრთელ ადამიანებში და გულის დაავადებების მქონე პაციენტებში. მიოკარდიუმის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში β-ადრენიბლოკერებმა შეიძლება დათრგუნონ სიმპათიკური ნერვული სისტემის მასტიმულირებელი მოქმედება, რომელიც აუცილებელია გულის ადეკვატური ფუნქციონირებისთვის.
β-ადრენორეცეპტორების ბლოკადა ბრონქებში და ბრონქიოლებში იწვევს სასუნთქი გზების წინააღმდეგობის გაზრდას პარასიმპათიკური ნერვული სისტემის გავლენით. ასეთი ეფექტი შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ბრონქული ასთმა და ბრონქოსპაზმით მიმდინარე სხვა დაავადებები (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“ და „განსაკუთრებული მითითებები“).
თიმოლოლის გამოყენება თვალის წვეთების სახით იწვევს მომატებული და ნორმალური თვალშიგა წნევის შემცირებას გლაუკომის არსებობის ან არარსებობის მიუხედავად. მომატებული თვალშიგა წნევა წარმოადგენს მხედველობის ველების გლაუკომური გამოვარდნის მთავარ რისკ-ფაქტორს. რაც უფრო მაღალია თვალშიგა წნევა, მით უფრო მაღალია მხედველობის ველების გლაუკომური გამოვარდნის და მხედველობის ნერვის დაზიანების ალბათობა.
თიმოლოლის ზემოქმედებით თვალშიგა წნევის შემცირების ზუსტი მექანიზმი დადგენილი არ არის. ტონოგრაფიის და ფლუოროფოტომეტრიის შედეგები მოწმობს, რომ მოქმედების ძირითადი მექანიზმი შესაძლოა უკავშირდებოდეს წყალწყალა ნამის წარმოქმნის შემცირებას. თუმცა, ზოგიერთმა კვლევამ ასევე აჩვენა მისი გადინების უმნიშვნელო მომატება. გარდა ამისა, შესაძლებელია აგრეთვე ციკლური ამფ-ის გაძლიერებული სინთეზის დათრგუნვის მექანიზმი, გამოწვეული ენდოგენური β-ადრენერგული სტიმულაციით. არ იყო აღნიშნული თიმოლოლის რაიმე სახის გავლენა ჰემატო-ოფთალმოლოგიური ბარიერის შეღწევადობაზე.
ლატანოპროსტის და თიმოლოლის კომბინირებული ეფექტი იწყება ერთი საათის განმავლობაში, ხოლო მაქსიმალური ეფექტი 68 საათის განმავლობაში აღინიშნება.
მრავალჯერადი გამოყენებისას თვალშიგა წნევის ადექვატური შემცირება შენარჩუნებულია მიღებიდან 24 საათის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ლატანოპროსტს და თიმოლოლს შორის არ არის დადგენილი, თუმცა კომბინირებული პრეპარატის მიღებიდან 14 საათის შემდეგ ლატანოპროსტის მჟავის კონცენტრაცია წყალწყალა ნამში დაახლოებით ორჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე მონოთერაპიის შემთხვევაში.
ლატანოპროსტი:
შეწოვა
ლატანოპროსტი, რომელიც პროწამლის ფორმას წარმოადგენს, შეიწოვება რქოვანადან, სადაც ხდება მისი ჰიდროლიზი ბიოლოგიურად აქტიურ მჟავად. დადგენილია, რომ წყალწყალა ნამში მისი კონცენტრაცია აღწევს მაქსიმუმს ადგილობრივად გამოყენებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ.
განაწილება
განაწილების მოცულობა შეადგენს 0,16 ± 0,02 ლ/კგ-ს. ლატანოპროსტის მჟავის განსაზღვრა წყალწყალა ნამში შესაძლებელია პირველი 4 საათის განმავლობაში, ხოლო პლაზმაში - მხოლოდ პირველი საათის განმავლობაში ადგილობრივად გამოყენების შემდეგ.
მეტაბოლიზმი
რქოვანაში ესტერაზების მოქმედებით ლატანოპროსტი გადის ჰიდროლიზს ბიოლოგიურად აქტიური მჟავის წარმოქმნით. სისხლის სისტემურ მიმოქცევაში მოხვედრის შემდეგ ლატანოპროსტის მჟავა მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში ცხიმოვანი მჟავების β-დაჟანგვით და წარმოქმნის 1,2-დინორ- და 1,2,3,4-ტეტრანორ-მეტაბოლიტებს.
გამოყოფა
ლატანოპროსტის მჟავა სწრაფად გამოიყოფა პლაზმიდან - ნახევარგამოყოფის პერიოდი (t1/2) = 17 წუთს. პლაზმური კლირენსი 0,40 ლ/სთ/კგ-ს შეადგენს. სისტემური კლირენსი არის დაახლოებით 7 მლ/წთ/კგ. თვალის წვეთების ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ლატანოპროსტის მჟავის სისტემური ბიოხელმისაწვდომობა 45 %-ს შეადგენს.
კავშირი სისხლის პლაზმის ცილებთან არის 87 %. მეტაბოლიტები ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა: ადგილობრივი გამოყენების შემდეგ გამოყენებული დოზის დაახლოებით 88 % შარდით გამოიყოფა.
თიმოლოლი:
თიმოლოლის კონცენტრაცია წყალწყალა ნამში მაქსიმუმს აღწევს თვალის წვეთების გამოყენებიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ. დოზის ნაწილი ექვემდებარება სისტემურ შეწოვას და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია, რომელიც 1 ნგ/მლ-ს შეადგენს, მიიღწევა 1020 წუთის შემდეგ პრეპარატის თითო წვეთის გამოყენებიდან თითოეულ თვალში დღეში ერთხელ (300 მიკროგრამი/დღეში). პლაზმიდან თიმოლოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 6 საათია. თიმოლოლი აქტიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. მეტაბოლიტები, ისევე როგორც უცვლელი თიმოლოლის გარკვეული რაოდენობა, შარდით გამოიყოფა.
გამოყენების ჩვენებები
მომატებული თვალშიდა წნევის (თშწ) შემცირება ღიაკუთხოვანი გლაუკომის ან თვალის ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, როდესაც მონოთერაპია პრეპარატის ცალკეული კომპონენტებით არასაკმარისად ეფექტურია.
უკუჩვენებები
სასუნთქი გზების რეაქტიული დაავადებები, მათ შორის ბრონქული ასთმა (ან მითითება ბრონქულ ასთმაზე ანამნეზში), მძიმე მიმდინარეობის ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ); სინუსური ბრადიკარდია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიული ბლოკადა, II-III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა ელექტროკარდიოსტიმულატორის კონტროლის გარეშე, კლინიკურად გამოხატული გულის უკმარისობა, კარდიოგენური შოკი;
ჰიპერმგრძნობელობა ლატანოპროსტის, თიმოლოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, 18 წლამდე ასაკის ბავშვები (უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის).
გამოყენება სიფრთხილით
ანთებითი, ნეოვასკულარული, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ღიაკუთხოვანი გლაუკომა ფსევდოფაკიასთან ერთად, პიგმენტური გლაუკომა (პრეპარატის გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო); აფაკია, ფსევდოფაკია ბროლის უკანა კაფსულის გასკდომით, პაციენტები მაკულური შეშუპების ცნობილი რისკ-ფაქტორებით (ლატანოპროსტით მკურნალობისას აღწერილია მაკულური შეშუპების, მათ შორის ცისტოიდური შეშუპების განვითარების შემთხვევები); ჰერპესული კერატიტი ანამნეზში; I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (β-ადრენობლოკერები უარყოფითად მოქმედებს გულის კუნთში იმპულსის გატარების დროზე); პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევები (მაგალითად, რეინოს სინდრომის ან რეინოს დაავადების მძიმე ფორმები).
თავიდან უნდა იქნას აცილებული ქსალაკომის® გამოყენება ჰერპესული კერატიტის აქტიური ფორმის და მორეციდივე ჰერპესული კერატიტს მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ამ დაავადებებისთვის პროსტაგლანდინ-F2α-ს ანალოგებს იყენებს.
საჭიროა თიმოლოლის სიფრთხილით გამოყენება ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში და მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტისთვის პრეპარატის გამოყენების პოტენციური სარგებელი რისკს აღემატება.
ქსალაკომი® სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული რქოვანას დაავადებების მქონე პაციენტებში, ვინაიდან პრეპარატმა შესაძლოა თვალის ლორწოვანი გარსის სიმშრალე გამოიწვიოს.
გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულ ქალებში ადეკვატური კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა.
β-ადრენობლოკერების შინაგანად გამოყენებით ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარებისას ნაყოფის განვითარების მანკების შემთხვევები არ აღნიშნულა, მაგრამ გაიზარდა საშვილოსნოს შიდა ზრდის შეფერხების რისკი. გარდა ამისა, გამოვლენილი იქნა β-ადრენომაბლოკირებელი მოქმედების სიმპტომები (კერძოდ, ბრადიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის ფუნქციის მოშლა და ჰიპოგლიკემია) ახალშობილებში, რომელთა დედები ორსულობის დროს β-ადრენობლოკერებს ღებულობდნენ. თუ ორსულ ქალს უტარდებოდა მკურნალობა β-ადრენობლოკერებით, აუცილებელია ახალშობილის მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგი დაბადებიდან პირველი დღეების განმავლობაში. ამის გამო პრეპარატ ქსალაკომის® გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება ნაყოფისთვის ან ბავშვისთვის არსებულ პოტენციურ რისკს.
ლატანოპროსტი და მისი მეტაბოლიტები შესაძლოა გამოიყოს დედის რძეში. თიმოლოლი თვალის წვეთების სახით გამოყენებისას ასევე აღმოჩენილია დედის რძეში. ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებში სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის, ასევე დედისთვის პრეპარატის გამოყენების მნიშვნელობის გათვალისწინებით, საჭიროა ან ძუძუთი კვების შეწყვეტა, ან პრეპარატის მოხსნა.
გამოყენების მეთოდი და დოზები
მოზრდილებში (მათ შორის ხანდაზმულებში) - თითო წვეთი დაზიანებულ თვალ(ებ)ში დღეში ერთხელ.
ისევე, როგორც ნებისმიერი თვალის წვეთების გამოყენებისას, პრეპარატის შესაძლო სისტემური ეფექტის შესამცირებლად, ყოველი წვეთის ინსტილაციისთანავე რეკომენდებულია თითის დაჭერა ქვედა საცრემლე ხვრელზე, რომელიც ქვედა ქუთუთოზე თვალის შიდა კუთხეში მდებარეობს. ეს უნდა გაკეთდეს 2 წუთის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენების სიხშირე წარმოდგენილია შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით:
ძალიან ხშირი
≥ 10 %
ხშირი
≥ 1 % და < 10 %
არახშირი
≥ 0,1 % და < 1 %
იშვიათი
≥ 0,01 % და < 0,1 %
ძალიან იშვიათი
< 0,01 %
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ: ძალიან ხშირი - ფერადი გარსის პიგმენტაციის გაძლიერება, კატარაქტა; ხშირი: მხედველობის დარღვევა, ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კონიუნქტივის დაზიანება (ფოლიკულები, კონიუნქტივის პაპილარული რეაქციები, წერტილოვანი სისხლჩაქცევები და ა. შ.), რქოვანას დაზიანებები (ეროზიები, პიგმენტაცია, კერატიტი, წერტილოვანი კერატიტი და ა. შ.), რეფრაქციის დარღვევები, კონიუნქტივის ჰიპერემია, თვალის გაღიზიანება (მათ შორის წვის შეგრძნება და ქავილი თვალებში), თვალების ტკივილი, ფოტოფობია, მხედველობის ველების გამოვარდნა, ცრემლის მომატებული წარმოქმნა; არახშირი: ჰიპერტრიქოზი (წამწამების და ბუსუსოვანი თმის ცვლილებები, დაგრძელება, გასქელება, პიგმენტაციის გაძლიერება, გახშირება და წამწამების ზრდის მიმართულების შეცვლა); უცნობია: რეფრაქციის ცვლილებები.
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ხშირი - სინუსიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები და სხვა ინფექციები.
ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევები: ხშირი - შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერქოლესტერინემია.
დარღვევები ფსიქიკის მხრივ: ხშირი - დეპრესია.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი - თავის ტკივილი.
დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირი - არტერიული წნევის მომატება.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირი - გამონაყარი, კანის ქავილი და კანის ცვლილებები (გაღიზიანება, დერმატოქალაზიონი და სხვ.), კანის დაავადებები.
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირი - ართრიტი.
ქვემოთ ჩამოთვლილია სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა პრეპარატ ქსალაკომის® ცალკეული კომპონენტებით მონოთერაპიის დროს (ზემოთ ჩამოთვლილის გარდა).
ლატანოპროსტი:
დარღვევები მხედველობის ორგანოს მიხრივ: თვალის გაღიზიანება (წვის შეგრძნება, ქვიშის შეგრძნება თვალებში, ქავილი, ჩხვლეტა და უცხო სხეულის შეგრძნება); რქოვანას ეპითელიუმის გარდამავალი წერტილოვანი ეროზიები*, ქუთუთოების შეშუპება, კერატიტი, წერტილოვანი კერატიტი*; რქოვანას შეშუპება*, წამწამების და ბუსუსოვანი თმის დაგრძელება, გასქელება, გახშირება და პიგმენტაციის გაძლიერება; ირიტი/უვეიტი*; მაკულური შეშუპება (პაციენტებში აფაკიით, ფსევდოაფაკიის მქონე პაციენტებში გამსკდარი ბროლის უკანა კაფსულით, ან მაკულური შეშუპების განვითარების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში) ცისტოიდური შეშუპების* ჩათვლით; ტრიქიაზი*; მხედველობის დაბინდვა*, ფოტოფობია*, ცვლილებები პერიორბიტალურ მიდამოში და ქუთუთოებში, რაც იწვევს ზედა ქუთუთოს ნაოჭის გაღრმავებას*, პერიორბიტალური შეშუპება, ფერადი გარსის კისტები*.
დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: სტენოკარდიის გამწვავება გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში, სტენოკარდია, არასტაბილური სტენოკარდია, გულისცემის შეგრძნება.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: გამონაყარი კანზე, ქავილი*, ქუთუთოების კანის გამუქება და კანის ადგილობრივი რეაქციები ქუთუთოებზე.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ასთმა (მათ შორის - მწვავე შეტევები ან დაავადების გამწვავება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ბრონქული ასთმა)*, ქოშინი*.
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: მიალგია*, ართრალგია*.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები პრეპარატის შეყვანის ადგილზე: არასპეციფიკური ტკივილი გულმკერდის არეში*.
ინფექციები: ჰერპესული კერატიტი.
- პოსტმარკეტინგულ პერიოდში რეგისტრირებული გვერდითი მოვლენები.
თიმოლოლი (თვალის წვეთების ფორმით):
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: სისტემური ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები, ჭინჭრის ციება, კანის ქავილი, ლოკალიზებული და გენერალიზებული გამონაყარი.
ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევები: ანორექსია, ჰიპოგლიკემიის ფარული სიმპტომები შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
დარღვევები ფსიქიკის მხრივ: ქცევითი ცვლილებები და ფსიქიკური დარღვევები, მათ შორის ცნობიერების დარღვევა, ჰალუცინაციები, შფოთვა, დეზორიენტაცია, ნევროზული მდგომარეობა, მეხსიერების დაკარგვა, უძილობა, დეპრესია და ღამის კოშმარები.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტვინის იშემია, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, თავბრუსხვევა, მიასთენიის სიმპტომების გაძლიერება, პარესთეზია, ძილიანობა, თავის ტკივილი, გონების დაკარგვა.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ: ცისტოიდური მაკულური შეშუპება, რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება; თვალის გაღიზიანების სიმპტომები და ნიშნები (მაგ., წვის შეგრძნება, ქავილი, თვალებში ქვიშის შეგრძნება, გაძლიერებული ცრემლდენა, სიწითლე), ბლეფარიტი, კერატიტი, მხედველობის დაბინდვა, თვალის ლორწოვანი გარსის სიმშრალე, რქოვანას ეროზიები, სისხლძარღვოვანი გარსის აშრევება ფილტრაციული ქირურგიული ჩარევების შემდეგ; ფტოზი, მხედველობის დარღვევები, რეფრაქციის ცვლილების და დიპლოპიის ჩათვლით.
დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ: ხმაური ყურებში.
დარღვევები გულის მხრივ: არითმია, ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის გაჩერება, გულის გამტარობის ბლოკადა, გულისცემის შეგრძნება, სტენოკარდიის პროგრესირება.
დარღვევები სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ: გარდამავალი კოჭლობა, ხელების და ფეხების გაცივება, არტერიული წნევის დაქვეითება, რეინოს სინდრომი.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ბრონქოსპაზმი (ძირითადად იმ პაციენტებში, ვისაც ანამნეზში ჰქონდა ბრონქოსპაზმით მიმდინარე დაავადებების), ხველა, ქოშინი, ცხვირის ღრუს დახშობა, ფილტვების შეშუპება და სუნთქვის უკმარისობა.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, გემოს შეგრძნებების დაქვეითება, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, რეტროპერიტონიული ფიბროზი.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ალოპეცია, ფსევდოპემფიგოიდი, კანზე გამონაყარი, ფსორიაზის მაგვარი გამონაყარი ან ფსორიაზის გამწვავება.
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: სისტემური წითელი მგლურა და მიალგია.
დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის მხრივ: ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია, სექსუალური დისფუნქცია და პეირონის დაავადება.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები პრეპარატის შეყვანის ადგილზე: ასთენია/დაღლილობა, ტკივილი გულმკერდის არეში, შეშუპებები.
რქოვანას სერიოზული დაზიანების მქონე ზოგიერთ პაციენტში რეგისტრირებული იყო რქოვანას კალციფიკაციის ძალიან იშვიათი შემთხვევები, რაც უკავშირდებოდა ფოსფატის შემცველი თვალის წვეთების გამოყენებას.
დოზის გადაჭარბება
ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია პრეპარატის ორი კომპონენტის დოზის გადაჭარბების შესახებ:
ლატანოპროსტი
თვალის გაღიზიანების და კონიუნქტივის ჰიპერემიის გარდა, ლატანოპროსტის დოზის გადაჭარბების დროს სხვა არასასურველი ცვლილებები მხედველობის ორგანოს მხრივ არ არის ცნობილი.
ლატანოპროსტი შემთხვევით დალევის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ერთი ფლაკონი 2,5 მლ ხსნარით შეიცავს 125 მიკროგრამ ლატანოპროსტს. ლატანოპროსტის 90 %-ზე მეტი მეტაბოლიზდება ღვიძლში პირველად გავლისას. ინტრავენურმა ინფუზიამ 3 მიკროგრამი/კგ დოზით ჯანმრთელ მოხალისეებში არ გამოიწვია რაიმე სიმპტომები, მაგრამ 5,510 მიკროგრამი/კგ დოზის შეყვანისას აღინიშნა გულისრევა, მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, „ცხელების შეგრძნება“ და ოფლიანობა. ეს სიმპტომები ქრება ინფუზიის შეწყვეტიდან 4 საათის შემდეგ. საშუალო სიმძიმის ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში ლატანოპროსტის თვალში შეყვანა დოზით, რომელიც 7-ჯერ აღემატებოდა თერაპიულ დოზას, არ იწვევდა ბრონქოსპაზმს.
თიმოლოლი
აღწერილია თიმოლოლის თვალის წვეთების დოზის უნებლიე გადაჭარბების შემთხვევები, რამაც გამოიწვია სისტემური ეფექტები, რომლებიც β-ადრენობლოკერების სისტემური გამოყენებისას განვითარებული სისტემური ეფექტების მსგავსია: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ქოშინი, ბრადიკარდია, ბრონქოსპაზმი და გულის გაჩერება (იხ. თავი „გვერდითი მოვლენები“).
In vitro კვლევაში ნაჩვენები იყო, რომ დიალიზის დროს თიმოლოლი ადვილად გამოიყოფა პლაზმიდან ან მთლიანი სისხლიდან.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში თიმოლოლის დიალიზი უარესად მიმდინარეობდა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური მკურნალობა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ქსალაკომის® ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან სპეციალურად შესწავლილი არ არის.
პრეპარატ ქსალაკომის® გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც პერორალურად ღებულობენ β-ადრენობლოკერს, შესაძლებელია თვალშიგა წნევის უფრო გამოხატული დაქვეითება ან β-ადრენობლოკერების სისტემური გამოვლინებების გაძლიერება. ამიტომ არ არის რეკომენდებული ადგილობრივად ორი ან მეტი β-ადრენობლოკერის ერთდროული გამოყენება.
პროსტაგლანდინის ორი ანალოგის თვალებში ერთდროულად ჩაწვეთებისას აღწერილია თვალშიგა წნევის პარადოქსული მატება, ამიტომ ორი ან მეტი პროსტაგლანდინის, მათი ანალოგების ან მათგან წარმოებული პრეპარატების ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის.
თიმოლოლის ეპინეფრინთან ერთდროული გამოყენებისას ზოგჯერ ვითარდებოდა მიდრიაზი.
თიმოლოლის და ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების კომბინირების დროს შესაძლებელია განვითარდეს დამატებითი ეფექტი არტერიული წნევის დაქვეითებით და/ან მძიმე ბრადიკარდიით:
- „ნელი“ კალციუმის არხების ბლოკერები;
- საშუალებები, რომლებიც იწვევენ კატექოლამინების შემცველობის დაქვეითებას, ან β-ადრენობლოკერები;
- ანტიარითმიული პრეპარატები (ამიოდარონის ჩათვლით);
- საგულე გლიკოზიდები;
- გუანეტიდინი.
მოწოდებული იყო ინფორმაცია სისტემური β-ადრენობლოკერების მოქმედების გაძლიერების შესახებ (მაგ., გულისცემის სიხშირის შემცირება, დეპრესია) იზოფერმენტ CYP2D6-ის ინჰიბიტორების (მაგ. ქინიდინი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი) და თიმოლოლის ერთდროული გამოყენებისას.
β-ადრენობლოკერებს შეუძლიათ გააძლიერონ ჰიპოგლიკემიური პრეპარატების ჰიპოგლიკემიური მოქმედება.
კლონიდინის მოულოდნელად მოხსნისას აღინიშნება არტერიული წნევის მომატება. ეს რეაქცია შეიძლება გაძლიერდეს კლონიდინის და β-ადრენობლოკერების ერთდროული გამოყენებისას.
განსაკუთრებული მითითებები
დაუშვებელია პრეპარატ ქსალაკომის® გამოყენება დღეში ერთ ჯერზე მეტად, ვინაიდან ლატანოპროსტის უფრო ხშირი შეყვანა იწვევს თვალშიგა წნევის შემცირების ეფექტის შესუსტებას.
ერთი დოზის გამოტოვების შემთხვევაში მომდევნო დოზის შეყვანა საჭიროა ჩვეულებრივ დროს.
თუ პაციენტი ერთდროულად იყენებს თვალის სხვა წვეთებს, ისინი გამოყენებული უნდა იყოს მინიმუმ 5-წუთიანი ინტერვალით.
პრეპარატ ქსალაკომის® შემადგენლობაში შედის ბენზალკონიუმის ქლორიდი, რომელიც შეიძლება კონტაქტურმა ლინზებმა შეიწოვოს. მოხსენებულია წერტილოვანი კერატოპათიის და/ან ტოქსიკური წყლულოვანი კერატოპათიის განვითარების შესახებ, გარდა ამისა, ბენზალკონიუმის ქლორიდის გამოყენების ფონზე შეიძლება მოხდეს თვალების გაღიზიანება და რბილი კონტაქტური ლინზების გაუფერულება. რეკომენდირებულია იმ პაციენტების მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგი, რომლებიც ქსალაკომს® ხშირად ან ხანგრძლივად იყენებენ, რომლებსაც აქვთ თვალის ლორწოვანი გარსის სიმშრალე ან მდგომარეობები, რომლებიც აზიანებს რქოვანას. წვეთების ჩაწვეთებამდე აუცილებელია კონტაქტური ლინზების მოხსნა და ხელახლა ჩასმა 15 წუთის შემდეგ.
ლატანოპროსტი
ყავისფერი პიგმენტის შემცველობის ცვლილება
ლატანოპროსტმა შეიძლება გამოიწვიოს ყავისფერი პიგმენტის შემცველობის თანდათანობითი მომატება ფერად გარსში. ისევე როგორც ლატანოპროსტის თვალის წვეთების სახით გამოყენებისას, ფერადი გარსის პიგმენტაციის გაძლიერება პრეპარატ ქსალაკომის® გამოყენებისას აღინიშნა შემთხვევათა 16-20 %-ში ყველა პაციენტში, რომელიც ღებულობდა ქსალაკომს® ერთი წლის განმავლობაში (შეფასება ფოტოების საფუძველზე). თვალის ფერის ცვლილება გამოწვეულია ფერადი გარსის სტრომულ მელანოციტებში მელანინის შემცველობის მომატებით, და არა თავად მელანოციტების რაოდენობის ზრდით.
ტიპურ შემთხვევებში ყავისფერი პიგმენტაცია ჩნდება გუგის ირგვლივ და კონცენტრულად ვრცელდება ფერადი გარსის პერიფერიაზე. ამასთან, მთელი ფერადი გარსი ან მისი ნაწილები ხდება ყავისფერი. შემთხვევათა უმეტესობაში ფერის ცვლილება უმნიშვნელოა და შეიძლება კლინიკურად არ დადგინდეს. ერთი ან ორივე თვალის ფერადი გარსის პიგმენტაციის გაძლიერება შეინიშნება ძირითადად პაციენტებში ფერადი გარსის შერეული შეფერილობით, რომლის საფუძველია ყავისფერი. პრეპარატი არ ახდენს გავლენას ფერადი გარსის ნევუსებზე და პიგმენტურ ლაქებზე (ლენტიგო); არ აღინიშნა პიგმენტის დაგროვება ტრაბეკულურ ბადეში ან თვალის წინა ნაწილში.
ფერადი გარსის პიგმენტაციის ხარისხის განსაზღვრისას 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პიგმენტაციის გაძლიერების არასასურველი შედეგები ლატანოპროსტით მკურნალობის გაგრძელების შემთხვევაშიც კი არ გამოვლინდა. პაციენტებში თვალშიგა წნევის შემცირების ხარისხი ერთი და იგივე იყო ფერადი გარსის გაძლიერებული პიგმენტაციის არსებობის ან არარსებობის მიუხედავად. ამიტომ ფერადი გარსის პიგმენტაციის გაძლიერების შემთხვევაში ლატანოპროსტით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს. ასეთი პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ და კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მკურნალობა შეიძლება შეწყდეს.
ფერადი გარსის პიგმენტაციის გაძლიერება ჩვეულებრივ აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში, იშვიათად - მეორე ან მესამე წლის განმავლობაში. მკურნალობის მეოთხე წლის შემდეგ ეს ეფექტი არ იყო აღნიშნული. პიგმენტაციის პროგრესირების სიჩქარე დროთა განმავლობაში ქვეითდება და 5 წლის შემდეგ ხდება სტაბილური. ფერადი გარსის მომატებული პიგმენტაციის ეფექტი შედარებით შორეულ პერიოდებში შესწავლილი არ არის. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ფერადი გარსის ყავისფერი პიგმენტაციის გაძლიერება არ აღნიშნულა, მაგრამ თვალის ფერის ცვლილება შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს.
პაციენტებს, რომლებიც წვეთებს მხოლოდ ერთ თვალში იყენებენ, შეიძლება განუვითარდეთ ჰეტეროქრომია, რომელიც შეიძლება ასევე შეუქცევადი იყოს.
წამწამების და ბუსუსოვანი თმის ცვლილებები
ლატანოპროსტის გამოყენებასთან დაკავშირებით აღწერილია ქუთუთოების კანის გამუქების შემთხვევები, რაც შესაძლოა შექცევადი იყოს.
ლატანოპროსტმა შეიძლება გამოიწვიოს წამწამების და ბუსუსოვანი თმის თანდათანობითი ცვლილებები, როგორიცაა დაგრძელება, გასქელება, პიგმენტაციის გაძლიერება, გახშირება და წამწამების ზრდის მიმართულების შეცვლა.
წამწამებში ცვლილებები შექცევადია და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ გაივლის.
თიმოლოლი
β-ადრენობლოკერების ადგილობრივად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს იგივე გვერდითი მოვლენები, რაც მათ სისტემური გამოყენებისას აღინიშნება. პაციენტები ანამნეზში გულის მძიმე დაავადებებით უნდა იყვნენ უწყვეტი დაკვირვების ქვეშ გულის უკმარისობის სიმპტომების ადრეული გამოვლინების მიზნით. თიმოლოლის ადგილობრივად გამოყენებისას შესაძლოა გულის და სასუნთქი სისტემის მხრივ შემდეგი რეაქციები განვითარდეს: პრინცმეტალის სტენოკარდიის, ასევე სისხლის მიმოქცევის ცენტრალური და პერიფერიული დარღვევების პროგრესირება, ჰიპოტენზია, გულის უკმარისობა ლეტალური გამოსავლით, მძიმე რეაქციები სასუნთქი სისტემის მხრივ, მათ შორის ბრონქოსპაზმი ლეტალური გამოსავლით ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში, ბრადიკარდია.
ვრცელი ქირურგიული ოპერაციის ჩატარებამდე საჭიროა განხილული იყოს β-ადრენობლოკერების თანდათანობითი მოხსნის მიზანშეწონილობა. ამ ჯგუფის მედიკამენტები იწვევენ რეფლექსურ β-ადრენერგულ სტიმულაციაზე გულის საპასუხო რეაქციის უნარის დარღვევას, რამაც შესაძლოა გაზარდოს რისკი ზოგადი ნარკოზის დროს. აღწერილია არტერიული წნევის გახანგრძლივებული მძიმე დაქვეითების შემთხვევები ნარკოზის დროს და სირთულეები გულის შეკუმშვების აღდგენის და შენარჩუნების დროს. ოპერაციის დროს β-ადრენობლოკერების ეფექტების ლიკვიდირება შესაძლებელია ადრენორეცეპტორთა აგონისტების საკმარისი დოზებით.
β-ადრენომაბლოკირებელი ეფექტის მქონე პრეპარატებმა შეიძლება დაბლოკოს სისტემური აგონისტური ეფექტი, მაგალითად, ეპინეფრინის ეფექტი. აუცილებელია ანესთეზიოლოგის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ პაციენტი თიმოლოლს ღებულობს.
β-ადრენობლოერებს შეუძლია გააძლიერონ დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებების ჰიპოგლიკემიური მოქმედება და შენიღბონ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები და გამოვლინებები. ისინი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული პაციენტებში სპონტანური ჰიპოგლიკემიით ან შაქრიანი დიაბეტით (განსაკუთრებით ლაბილური მიმდინარეობის დროს), რომლებიც ღებულობენ ინსულინს ან პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს.
β-ადრენობლოკერებით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს ჰიპერთირეოზის ზოგიერთი ძირითადი სიმპტომი და გამოვლინება. მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა ამ დაავადების გამწვავება გამოიწვიოს.
β-ადრენობლოკერებით მკურნალობისას იმ პაციენტებს, რომელთაც აქვთ ატოპია ან მძიმე ანაფილაქსიური რეაქციები სხვადასხვა ალერგენებზე ანამნეზში, შესაძლოა გაუძლიერდეთ პასუხი ამ ალერგენებთან განმეორებითი კონტაქტის დროს. ამავე დროს ეპინეფრინი ჩვეულებრივი დოზებით, რომლებიც გამოიყენება ანაფილაქსიური რეაქციების კუპირების მიზნით, შეიძლება არაეფექტური აღმოჩნდეს.
იშვიათ შემთხვევებში თიმოლოლი იწვევდა კუნთების გაძლიერებულ სისუსტეს მიასთენიის ან მიასთენიური სიმპტომების (მაგ. დიპლოპია, ფტოზი, გენერალიზებული სისუსტე) მქონე პაციენტებში.
თვალშიგა წნევის შემამცირებელი მედიკამენტების გამოყენებისას, აღწერილია სისხლძარღვოვანი გარსის აშრევების შემთხვევები ფილტრაციული პროცედურების შემდეგ, როგორიცაა ოპერაციები ფისტულის წარმოქმნით (ტრაბეკულექტომია და მისი მოდიფიკაციები, სინუსოტომია დიათერმოტრაბეკულოსპაზისით, ღრმა არაშემღწევი სკლერექტომია და სხვა ოპერაციები ფისტულის წარმოქმნით, რომლებიც ქმნიან ახალ ან ასტიმულირებენ არსებულ გზებს თვალშიგა სითხის გადინებისთვის).
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
თვალის წვეთების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის გარდამავალი დაბინდვა. ამ ეფექტის უკუგანვითარებამდე პაციენტების მიერ ავტომანქანის მართვა ან რთული მექანიზმების გამოყენება დაუშვებელია.
გამოშვების ფორმა
თვალის წვეთები 0,005 % + 0,5 %
2,5 მლ ხსნარი (თვალის წვეთები) საწვეთურიან ფლაკონში (დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენი) ხრახნიანი თავსახურით და დამცავი თავსახურით ხრახნის გარეშე პირველი გახსნის კონტროლისთვის; თითო-თითო საწვეთურიანი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს პაკეტში. მუყაოს პაკეტის წინა მხარეს, პირველი გახსნის კონტროლის მიზნით, გაკეთებულია ნახევარრკალების მოხაზულობის პერფორირებული ნაკერი; პაკეტის გვერდითი ზედაპირები პრეპარატის შეფუთვისას მჭიდროდ ეწებება ერთმანეთს.
შენახვის პირობები
ინახება 2-დან 8 °C-მდე ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას. გახსნილი ფლაკონი ინახება არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შენახვის ვადა
2 წელი
გახსნილი ფლაკონის გამოყენება შესაძლებელია 4 კვირის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი
პფაიზერ მანუფაქტურინგ ბელგია (Pfizer Manufacturing Belgium )
რიიკსვეგი 12, პუურს-სინტ-ამანდსი, 2870, ბელგია
სარეგისტრაციო ნებართვის მფლობელი
შპს ვიატრის სპეშიალთი, (Viatris Specialty LLC)
3711 კოლინზ ფერი როუდი, მორგანტაუნი, WV 26505, აშშ
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



