პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ფუტარონი

Futaron

ურეცეპტოდ1%ინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ფუტარონი ნაჩვენებია თვალის ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ფუზიდის მჟავისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
fusidic acid
ფორმა და შეფუთვა
1% 5გ თვალის წვეთები, სუსპენზია დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანტიბიოტიკები
ATC კოდი
S01AA13
რეგისტრაციის ნომერი
რ-034828
რეგისტრირებულია
31 მარტი 2022, მოქმედებს 31 მარტი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაფუტარონი და სხვა წამალი ერთად

ფუტარონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფუტარონი ნაჩვენებია თვალის ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ფუზიდის მჟავისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის ოფთალმოლოგიაში. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.

პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილებსა და ბავშვებში გამოსაყენებლად.

უნდა იქნას ჩაწვეთებული 1 წვეთი დაზიანებულ თვალში 2-ჯერ დღეში.

ჩვეულებრივ კლინიკური სურათი საგრძნობლად უმჯობესდება 2-4 დღეში, სრული განკურნება მიიღწევა 6-10 დღეში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დაავადების სიმპტომების გაქრობიდან სულ მცირე 48 საათის განმავლობაში.

გამოყენების ინსტრუქცია

  • პრეპარატის გამოყენებამდე კარგად დაიბანეთ ხელები.
  • მოხსენით ფლაკონს თავსახური, დაჯექით ან დადექით კომფორტულად, თავი უკან გადაწიეთ და დაიკავეთ ფლაკონი თვალის დონეზე მაღლა.
  • ფრთხილად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო და ჩაიწვეთეთ პრეპარატის 1 წვეთი კონიუნქტივალურ პარკში (პროცედურის ჩატარება შესაძლებელია სარკის წინ).
  • არ შეეხოთ თვალს ან სხვა ზედაპირებს საწვეთურის წვერით, რათა თავიდან იქნას აცილებული ფლაკონის შიგთავსის მიკროორგანიზმებით დაბინძურება.
  • საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ პროცედურა მეორე თვალისთვის და შემდეგ დაახურეთ ფლაკონს თავსახური.

ბლანტი თვალის წვეთები თვალში ჩაწვეთების შემდეგ სწრაფად გარდაიქმნება სითხედ.

ბავშვებში პრეპარატის თვალში ჩაწვეთებისას შეიძლება იწვენ (შეგიძლიათ ჩაატაროთ ინსტილაცია მძინარე ბავშვებისთვის).

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ფუზიდის მჟავას ან პრეპარატის სხვა ნივთიერებების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატის გამოყენებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ოფიციალური რეკომენდაციები ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.

იყო შეტყობინებები მიკროორგანიზმების რეზისტენტობის განვითარების შემთხვევების შესახებ ფუზიდის მჟავას მიმართ.

ისევე, როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებისას, სამკურნალო საშუალების ხანგრძლივი ან განმეორებითი გამოყენებისას, მიკროორგანიზმებში რეზისტენტობის განვითარების რისკი იზრდება.

არ არის რეკომენდირებული კონტაქტური ლინზების ტარება ფუტარონით მკურნალობის პერიოდში, ვინაიდან ფუზიდის მჟავას მიკროკრისტალებმა შეიძლება გამოიწვიონ ნაკაწრები ლინზებზე ან რქოვანაზე. კონტაქტური ლინზების ტარება შესაძლებელია თერაპიის შეწყვეტიდან 12 საათის შემდეგ.

თუ საჭიროა ფუტარონის ერთობლივი გამოყენება სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან, ინსტილაციებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 წუთს. თვალის მალამოები ბოლოს უნდა იქნას გამოყენებული.

თავი უნდა იქნას არიდებული საწვეთურის წვერის კონტაქტს ნებისმიერ ზედაპირთან, მიკროორგანიზმებით ხსნარის დაბინძურების პრევენციის მიზნით.

ფუტარონი შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება, განსაკუთრებით პაციენტებში მშრალი თვალის სინდრომით ან რქოვანას დაზიანებით. პრეპარატის გამოყენების შემდეგ თვალებში უჩვეულო შეგრძნებების, ჩხვლეტის ან ტკივილის აღნიშვნის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ბენზალკონიუმის ქლორიდი შეიძლება აბსირბირდებოდეს რბილი კონტაქტური ლინზებით და შეცვალოს კონტაქტური ლინზების ფერი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მედიკამენტური ურთიერთქმედებების კვლევები არ ჩატარებულა. თვალის წვეთების სახით ადგილობრივად გამოყენებისას, სისხლის პლაზმაში აღინიშნება ფუზიდის მჟავას უმნიშვნელო კონცენტრაციები, ამიტომ სისტემური მედიკამენტური ურთიერთქმედებები ნაკლებად სავარაუდოა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს ქალებში ფუზიდის მჟავას გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგები და კლინიკური სისტემური და ადგილობრივი გამოყენების მრავალწლიანი გამოცდილება მიუთითებს, რომ ფუზიდის მჟავას არ გააჩნია ტერატოგენული პოტენციალი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნაყოფისთვის საშიშროება არსებობდეს ფუზიდის მჟავის ადგილობრივი გამოყენებისას თვალის წვეთების სახით, ვინაიდან ამასთან სამკურნალო საშუალების სისტემური შეწოვა უმნიშვნელოა.

სამკურნალო საშუალების გამოყენება შესაძლებელია ორსულ ქალებში.

ლაქტაცია

იმისთან დაკავშირებით, რომ მეძუძურ ქალებში სისხლის პლაზმაში ადგილობრივად გამოყენებისას თვალის წვეთების სახით, ფუზიდის მჟავას მხოლოდ უმნიშვნელო კონცენტრაციებიები შეინიშნება, მოსალოდნელი არ არის, რომ სამკურნალო საშუალება ბავშვზე გავლენას მოახდენს.

სამკურნალო პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში.

ფერტილობა

ფერტილობაზე პრეპარატის გავლენის კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. მოსალოდნელი არ არის, რომ ფუზიდის მჟავას ექნება გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე, ვინაიდან ფუზიდის მჟავას ადგილობრივი გამოყენებისას თვალის წვეთების სახით, სამკურნალო საშუალების სისტემური აბსორბცია უმნიშვნელოა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება დაირღვეს მხედველობის მკაფიოობა, რაც გასათვალისწინებელია.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

გვერდითი მოვლენები

გვერდითი რეაქციების აღნიშვნის სიხშირე გამოითვლება კლინიკური კვლევებისა და სპონტანური შეტყობინებების ჯამური მონაცემების ანალიზის საფუძველზე.

კლინიკური კვლევების თანახმად (2499 პაციენტი თვალის ინფექციებით, მწვავე კონიუნქტივიტის ჩათვლით), ფუზიდის მჟავას ადგილობრივი გამოყენებისას თვალის წვეთების სახით, გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა პაციენტების 11,3%-ში.

ფუზიდის მჟავით თერაპიის დროს თვალის წვეთების სახით, ყველაზე ხშირად დარეგისტრირებული იყო თვალების მხრივ ისეთი ადგილობრივი გვერდითი რეაქციები, როგორიცაა ტკივილი, ქავილი, გაღიზიანება და დისკომფორტი თვალებში და პერიოკულარულ არეში. მსგავსი რეაქციები დაფიქსირდა პაციენტთა 8,5%-ში, პაციენტთა 1,2%-ში შემდგომში დაფიქსირდა მხედველობის მკაფიოობის დარღვევა. პოსტმარკეტინგულ პერიოდში იყო შეტყობინებები ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რამდენიმე შემთხვევის შესახებ.

გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA სისტემის მიხედვით სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად. გვერდითი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით). სიხშირის თითოეულ ჯგუფში, გვერდითი რეაქციები წარმოდგენილიამათი სიმძიმის შემცირების მიხედვით.

იმუნური სისტემის მხრივ: არახშირად - ჰიპერმგრძნობელობა.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირად - მხედველობის მკაფიოობის დაქვეითება (გარდამავალი); არახშირად - ქუთუთოების შეშუპება, ცრემლდენა; იშვიათად - კონიუნქტივიტის გამწვავება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: არახშირად - ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი; იშვიათად - ჭინჭრის ციება.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: ხშირად - თვალების ტკივილი (წვისა და ჩხვლეტის ჩათვლით), თვალების ქავილი; გაღიზიანება/დისკომფორტი თვალებში.

ბავშვები

ბავშვებში სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების პროფილი მსგავსია ასეთისა მოზრდილებში.

შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს აღმოაჩნდა სერიოზული გვერდითი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან აღინიშნა ახალი გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

ფუზიდის მჟავას ჯამური რაოდენობა ერთ ფლაკონში შეადგენს 50 მგ-ს, რაც არ აღემატება რეკომენდირებულ დღიურ პერორალურ დოზას. პრეპარატი შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს მცირე რაოდენობით, რაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საფრთხე შეუქმნას პაციენტის უსაფრთხოებას. ამასთან დაკავშირებით, პრეპარატის დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 გ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ფუზიდის მჟავა (ჰემიჰიდრატის ფორმით) 10,0 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი, კარბომერი 980 NF, მანიტი, ტრომეტამოლი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი S01AА13

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენეთ პრეპარატი 28 დღის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. № 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.“, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. ანტიმიკრობული საშუალებები. ანტიბიოტიკები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ფუზიდის მჟავა წარმოადგენს მოქმედების ვიწრო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკს, ის უფრო დიდი ხარისხით აქტიურია Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Corynebacterium diphtheriae, Neisseria meningitidis, Neisseria gonorrhoeae და Clostridium spp. მიმართ. ფუზიდის მჟავა ასევე აქტიურია Streptococcus spp., Haemophilus spp., Moraxella spp. და Corynebacteria spp. მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა

თვალის წვეთების სახით ადგილობრივად გამოყენებისას ფუზიდის მჟავა მცირე რაოდენობით აღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში.

პრეპარატის 1 წვეთის ინსტილაციის შემდეგ საცრემლე სითხეში და თვალის წინა საკნის წყალწყალა ნამში მინიმუმ 12 საათის განმავლობაში ფუზიდის მჟავას ეფექტური კონცენტრაცია შეინიშნება. პრეპარატის 1 წვეთის ჩაწვეთებიდან 1, 3, 6 და 12 საათის შემდეგ, ფუზიდის მჟავის საშუალო კონცენტრაცია საცრემლე სითხეში შეადგენს 15,7, 15,2, 10,5 და 5,6 მგ/ლ, შესაბამისად. სამკურნალო საშუალება აღწევს თვალის წინა საკანში როგორც დაზიანებული, ისე რქოვანას ინტაქტური ეპითელიუმის მეშვეობით.

პრეპარატის 1 წვეთის ინსტილაციის შემდეგ თვალის წინა საკნის წყალწყალა ნამში მინიმუმ 12 საათის განმავლობაში აღინიშნება ფუზიდის მჟავის საშუალო კონცენტრაცია 0,3 მგ/ლ, რომელიც აღემატება მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციას (MIC) მგრძნობიარე მიკროორგანიზმების უმეტესობისთვის (MIC90 Staphylococcus aureus-ისთვის შეადგენსს 0,06 მგ/ლ). სამკურნალო ფორმა (ბლანტი თვალის წვეთები) უზრუნველყოფს პრეპარატის ხანგრძლივ კონტაქტს კონიუნქტივალურ პარკთან.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

ფუტარონი

სავაჭრო დასახელება

ფუტარონი, Futaron

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ფუზიდის მჟავა, Fusidic acid

სამკურნალო ფორმა

თვალის წვეთები 1%.

აღწერილობა: ბლანტი, ერთგვაროვანი სუსპენზია თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 გ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ფუზიდის მჟავა (ჰემიჰიდრატის ფორმით) 10,0 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი, კარბომერი 980 NF, მანიტი, ტრომეტამოლი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი S01AА13

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. ანტიმიკრობული საშუალებები. ანტიბიოტიკები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ფუზიდის მჟავა წარმოადგენს მოქმედების ვიწრო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკს, ის უფრო დიდი ხარისხით აქტიურია Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Corynebacterium diphtheriae, Neisseria meningitidis, Neisseria gonorrhoeae და Clostridium spp. მიმართ. ფუზიდის მჟავა ასევე აქტიურია Streptococcus spp., Haemophilus spp., Moraxella spp. და Corynebacteria spp. მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა

თვალის წვეთების სახით ადგილობრივად გამოყენებისას ფუზიდის მჟავა მცირე რაოდენობით აღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში.

პრეპარატის 1 წვეთის ინსტილაციის შემდეგ საცრემლე სითხეში და თვალის წინა საკნის წყალწყალა ნამში მინიმუმ 12 საათის განმავლობაში ფუზიდის მჟავას ეფექტური კონცენტრაცია შეინიშნება. პრეპარატის 1 წვეთის ჩაწვეთებიდან 1, 3, 6 და 12 საათის შემდეგ, ფუზიდის მჟავის საშუალო კონცენტრაცია საცრემლე სითხეში შეადგენს 15,7, 15,2, 10,5 და 5,6 მგ/ლ, შესაბამისად. სამკურნალო საშუალება აღწევს თვალის წინა საკანში როგორც დაზიანებული, ისე რქოვანას ინტაქტური ეპითელიუმის მეშვეობით.

პრეპარატის 1 წვეთის ინსტილაციის შემდეგ თვალის წინა საკნის წყალწყალა ნამში მინიმუმ 12 საათის განმავლობაში აღინიშნება ფუზიდის მჟავის საშუალო კონცენტრაცია 0,3 მგ/ლ, რომელიც აღემატება მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციას (MIC) მგრძნობიარე მიკროორგანიზმების უმეტესობისთვის (MIC90 Staphylococcus aureus-ისთვის შეადგენსს 0,06 მგ/ლ). სამკურნალო ფორმა (ბლანტი თვალის წვეთები) უზრუნველყოფს პრეპარატის ხანგრძლივ კონტაქტს კონიუნქტივალურ პარკთან.

გამოყენების ჩვენებები

ფუტარონი ნაჩვენებია თვალის ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ფუზიდის მჟავისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.

გამოყენების წესი და დოზირება

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის ოფთალმოლოგიაში. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.

პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილებსა და ბავშვებში გამოსაყენებლად.

უნდა იქნას ჩაწვეთებული 1 წვეთი დაზიანებულ თვალში 2-ჯერ დღეში.

ჩვეულებრივ კლინიკური სურათი საგრძნობლად უმჯობესდება 2-4 დღეში, სრული განკურნება მიიღწევა 6-10 დღეში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დაავადების სიმპტომების გაქრობიდან სულ მცირე 48 საათის განმავლობაში.

გამოყენების ინსტრუქცია

  • პრეპარატის გამოყენებამდე კარგად დაიბანეთ ხელები.
  • მოხსენით ფლაკონს თავსახური, დაჯექით ან დადექით კომფორტულად, თავი უკან გადაწიეთ და დაიკავეთ ფლაკონი თვალის დონეზე მაღლა.
  • ფრთხილად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო და ჩაიწვეთეთ პრეპარატის 1 წვეთი კონიუნქტივალურ პარკში (პროცედურის ჩატარება შესაძლებელია სარკის წინ).
  • არ შეეხოთ თვალს ან სხვა ზედაპირებს საწვეთურის წვერით, რათა თავიდან იქნას აცილებული ფლაკონის შიგთავსის მიკროორგანიზმებით დაბინძურება.
  • საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ პროცედურა მეორე თვალისთვის და შემდეგ დაახურეთ ფლაკონს თავსახური.

ბლანტი თვალის წვეთები თვალში ჩაწვეთების შემდეგ სწრაფად გარდაიქმნება სითხედ.

ბავშვებში პრეპარატის თვალში ჩაწვეთებისას შეიძლება იწვენ (შეგიძლიათ ჩაატაროთ ინსტილაცია მძინარე ბავშვებისთვის).

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ფუზიდის მჟავას ან პრეპარატის სხვა ნივთიერებების მიმართ.

გვერდითი რეაქციები

გვერდითი რეაქციების აღნიშვნის სიხშირე გამოითვლება კლინიკური კვლევებისა და სპონტანური შეტყობინებების ჯამური მონაცემების ანალიზის საფუძველზე.

კლინიკური კვლევების თანახმად (2499 პაციენტი თვალის ინფექციებით, მწვავე კონიუნქტივიტის ჩათვლით), ფუზიდის მჟავას ადგილობრივი გამოყენებისას თვალის წვეთების სახით, გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა პაციენტების 11,3%-ში.

ფუზიდის მჟავით თერაპიის დროს თვალის წვეთების სახით, ყველაზე ხშირად დარეგისტრირებული იყო თვალების მხრივ ისეთი ადგილობრივი გვერდითი რეაქციები, როგორიცაა ტკივილი, ქავილი, გაღიზიანება და დისკომფორტი თვალებში და პერიოკულარულ არეში. მსგავსი რეაქციები დაფიქსირდა პაციენტთა 8,5%-ში, პაციენტთა 1,2%-ში შემდგომში დაფიქსირდა მხედველობის მკაფიოობის დარღვევა. პოსტმარკეტინგულ პერიოდში იყო შეტყობინებები ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რამდენიმე შემთხვევის შესახებ.

გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA სისტემის მიხედვით სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად. გვერდითი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით). სიხშირის თითოეულ ჯგუფში, გვერდითი რეაქციები წარმოდგენილიამათი სიმძიმის შემცირების მიხედვით.

იმუნური სისტემის მხრივ: არახშირად - ჰიპერმგრძნობელობა.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირად - მხედველობის მკაფიოობის დაქვეითება (გარდამავალი); არახშირად - ქუთუთოების შეშუპება, ცრემლდენა; იშვიათად - კონიუნქტივიტის გამწვავება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: არახშირად - ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი; იშვიათად - ჭინჭრის ციება.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: ხშირად - თვალების ტკივილი (წვისა და ჩხვლეტის ჩათვლით), თვალების ქავილი; გაღიზიანება/დისკომფორტი თვალებში.

ბავშვები

ბავშვებში სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების პროფილი მსგავსია ასეთისა მოზრდილებში.

შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს აღმოაჩნდა სერიოზული გვერდითი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან აღინიშნა ახალი გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის გამოყენებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ოფიციალური რეკომენდაციები ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.

იყო შეტყობინებები მიკროორგანიზმების რეზისტენტობის განვითარების შემთხვევების შესახებ ფუზიდის მჟავას მიმართ.

ისევე, როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებისას, სამკურნალო საშუალების ხანგრძლივი ან განმეორებითი გამოყენებისას, მიკროორგანიზმებში რეზისტენტობის განვითარების რისკი იზრდება.

არ არის რეკომენდირებული კონტაქტური ლინზების ტარება ფუტარონით მკურნალობის პერიოდში, ვინაიდან ფუზიდის მჟავას მიკროკრისტალებმა შეიძლება გამოიწვიონ ნაკაწრები ლინზებზე ან რქოვანაზე. კონტაქტური ლინზების ტარება შესაძლებელია თერაპიის შეწყვეტიდან 12 საათის შემდეგ.

თუ საჭიროა ფუტარონის ერთობლივი გამოყენება სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან, ინსტილაციებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 წუთს. თვალის მალამოები ბოლოს უნდა იქნას გამოყენებული.

თავი უნდა იქნას არიდებული საწვეთურის წვერის კონტაქტს ნებისმიერ ზედაპირთან, მიკროორგანიზმებით ხსნარის დაბინძურების პრევენციის მიზნით.

ფუტარონი შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება, განსაკუთრებით პაციენტებში მშრალი თვალის სინდრომით ან რქოვანას დაზიანებით. პრეპარატის გამოყენების შემდეგ თვალებში უჩვეულო შეგრძნებების, ჩხვლეტის ან ტკივილის აღნიშვნის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ბენზალკონიუმის ქლორიდი შეიძლება აბსირბირდებოდეს რბილი კონტაქტური ლინზებით და შეცვალოს კონტაქტური ლინზების ფერი.

გავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება დაირღვეს მხედველობის მკაფიოობა, რაც გასათვალისწინებელია.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ორსულობა

ორსულობის დროს ქალებში ფუზიდის მჟავას გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგები და კლინიკური სისტემური და ადგილობრივი გამოყენების მრავალწლიანი გამოცდილება მიუთითებს, რომ ფუზიდის მჟავას არ გააჩნია ტერატოგენული პოტენციალი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნაყოფისთვის საშიშროება არსებობდეს ფუზიდის მჟავის ადგილობრივი გამოყენებისას თვალის წვეთების სახით, ვინაიდან ამასთან სამკურნალო საშუალების სისტემური შეწოვა უმნიშვნელოა.

სამკურნალო საშუალების გამოყენება შესაძლებელია ორსულ ქალებში.

ლაქტაცია

იმისთან დაკავშირებით, რომ მეძუძურ ქალებში სისხლის პლაზმაში ადგილობრივად გამოყენებისას თვალის წვეთების სახით, ფუზიდის მჟავას მხოლოდ უმნიშვნელო კონცენტრაციებიები შეინიშნება, მოსალოდნელი არ არის, რომ სამკურნალო საშუალება ბავშვზე გავლენას მოახდენს.

სამკურნალო პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში.

ფერტილობა

ფერტილობაზე პრეპარატის გავლენის კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. მოსალოდნელი არ არის, რომ ფუზიდის მჟავას ექნება გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე, ვინაიდან ფუზიდის მჟავას ადგილობრივი გამოყენებისას თვალის წვეთების სახით, სამკურნალო საშუალების სისტემური აბსორბცია უმნიშვნელოა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

მედიკამენტური ურთიერთქმედებების კვლევები არ ჩატარებულა. თვალის წვეთების სახით ადგილობრივად გამოყენებისას, სისხლის პლაზმაში აღინიშნება ფუზიდის მჟავას უმნიშვნელო კონცენტრაციები, ამიტომ სისტემური მედიკამენტური ურთიერთქმედებები ნაკლებად სავარაუდოა.

ჭარბი დოზირება

ფუზიდის მჟავას ჯამური რაოდენობა ერთ ფლაკონში შეადგენს 50 მგ-ს, რაც არ აღემატება რეკომენდირებულ დღიურ პერორალურ დოზას. პრეპარატი შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს მცირე რაოდენობით, რაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საფრთხე შეუქმნას პაციენტის უსაფრთხოებას. ამასთან დაკავშირებით, პრეპარატის დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა.

გამოშვების ფორმა

5 გ თვალის წვეთები პლასტმასის ფლაკონში საწვეთური-საცობით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენეთ პრეპარატი 28 დღის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. № 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.“, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა