პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რისთვის გამოიყენება

იგი გამოიყენება ასთმის სიმპტომების კორექციისა და კონტროლისთვის. იგი ინიშნება ასთმის ეტაპობრივი მკურნალობის მე-3 საფეხურიდან. ამცირებს სიმპტომებს და შეტევების სიხშირეს საშუალო და მძიმე ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) დროს.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
100მკგ/6მკგ საინჰალაციო ხსნარი, 120 დოზა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ადრენერგულები კომბინაციაში კორტიკოსტეროიდებთან, ან სხვა პრეპარატები, მათ შორის ანტიქოლინერგულები
ATC კოდი
R03AK08
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0048
რეგისტრირებულია
23 მარტი 2022, მოქმედებს 23 მარტი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაფოსტერი და სხვა წამალი ერთად

ფოსტერი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

იგი გამოიყენება ასთმის სიმპტომების კორექციისა და კონტროლისთვის. იგი ინიშნება ასთმის ეტაპობრივი მკურნალობის მე-3 საფეხურიდან. ამცირებს სიმპტომებს და შეტევების სიხშირეს საშუალო და მძიმე ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) დროს.

მიღების წესი და დოზირება

ფოსტერი ნექსთჰალერი გამოიყენება მხოლოდ ინჰალაციის გზით.

დოზირება/გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა

ასთმა

ფოსტერი ნექსთჰალერი არ არის განკუთვნილი ასთმის საწყისი მკურნალობისთვის.

ფოსტერი ნექსთჰალერით მკურნალობა ინდივიდუალურია და სამკურნალო დოზა უნდა დაკორექტირდეს პაციენტის დაავადების სიმძიმის მიხედვით. აღნიშნული მიდგომა გამოყენებული უნდა იყოს არა მხოლოდ კომბინირებული თერაპიის დასაწყისში, არამედ დოზის კორექციის დროსაც. თუ პაციენტს ესაჭიროება სხვა თერაპიული დოზა, რომელიც განსხვავდება კომბინირებულ ინჰალატორში არსებული დოზებისგან, პაციენტს უნდა დაენიშნოს ინდივიდუალური ინჰალატორები, რომლებიც შეიცავენ ბეტა2-აგონისტების და/ან კორტიკოსტეროიდების შესაბამის დოზას.

ნაწილაკების არც ისე წვრილი გაფრქვევის ფორმიდან ფოსტერი ნექსთჰალერით თერაპიაზე გადასვლისას პაციენტებს ესაჭიროებათ დოზის კორექცია ნექსთჰალერის ნაწილაკების ძალიან წვრილი გაფრქვევის გამო. როდესაც იცვლება პაციენტების წინა თერაპია, საჭიროა სიფრთხილე, რათა ფოსტერი ნექსთჰალერისთვის ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის რეკომენდირებული ჯამური დღიური დოზა იყოს ნაკლები, ვიდრე ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის შემცველი ამჟამინდელი პროდუქტისთვის და არ იყოს ზედმეტად წვრილი; ასევე, დოზა უნდა დარეგულირდეს თითოეული პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. თუმცა, არ არის საჭირო დოზის კორექცია პაციენტებში, რომლებიც გადავიდნენ ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის/ფორმოტეროლის კომბინირებული დოზირებული ინჰალატორის თერაპიიდან ფოსტერი ნექსთჰალერის მშრალი ფხვნილის ინჰალატორზე.

არსებობს ფოსტერი ნექსთჰალერით მკურნალობის ორი მიდგომა:

18 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებისთვის

ა. შემანარჩუნებელი თერაპია ფოსტერი ნექსთჰალერით: სწრაფი მოქმედების ბრონქოდილატატორი გამოიყენება ფოსტერი ნექსთჰალერთან ერთად, როგორც რეგულარული შემანარჩუნებელი თერაპია.

ყოველთვის გასათვალისწინებელია ცალკეული სწრაფი მოქმედების ბრონქოდილატატორის გამოყენების აუცილებლობა და ამის შესახებ პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებულები.

იგი გამოიყენება დღეში ერთი ან ორი ინჰალაციის სახით. მაქსიმალური დღე-ღამური დოზაა ოთხი ინჰალაცია.

ბ. შემანარჩუნებელი და შემამსუბუქებელი თერაპია ფოსტერი ნექსთჰალერით: ფოსტერი ნექსთჰალერი გამოიყენება როგორც ყოველდღიური შემანარჩუნებელი თერაპია, ასევე საჭიროების შემთხვევაში, ასთმის სიმპტომების შესამსუბუქებლადაც.

პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ აუცილებელია მუდმივად თან იქონიონ ფოსტერი ნექსთჰალერი, გადაუდებელი გამოყენებისთვის.

აუცილებელია განხილულ იქნას შემანარჩუნებელი და შემამსუბუქებელი თერაპიის აუცილებლობა ფოსტერი ნექსთჰალერით პაციენტებში:

რომელთაც აქვთ არასრულად კონტროლირებადი ასთმა და აუცილებლობის შემთხვევაში ესაჭიროებათ შემამსუბუქებელი თერაპია.

ჰქონდათ ასთმის გამწვავება წარსულში, როდესაც საჭირო გახდა სამედიცინო ჩარევა.

აუცილებელია დოზადამოკიდებული გვერდითი მოვლენების საგულდაგულო მონიტორინგი პაციენტებში, რომლებიც ხშირად და დიდი რაოდენობით იყენებენ ფოსტერი ნექსთჰალერს.

ფოსტერი ნექსთჰალერის რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზაა 1 ინჰალაცია დღეში ორჯერ (1 დილით, 1 საღამოს).

საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებმა უნდა გამოიყენონ დამატებითი 1 ინჰალაცია სიმპტომების შესამსუბუქებლად. თუ რამოდენიმე წუთის შემდეგ სიმპტომები კვლავ ნარჩუნდება, მაშინ საჭიროა დამატებითი ინჰალაცია.

მაქსიმალური დღე-ღამური დოზაა 8 ინჰალაცია.

პაციენტებმა, რომელთაც ხშირად ესაჭიროებათ ყოველდღიური „გადამრჩენელი“ ინჰალაცია, რეკომენდებულია, რომ მიმართონ ექიმს კონსულტაციისთვის.

ასეთი პაციენტები ხელახლა უნდა იყვნენ გამოკვლეულები და შეიძლება გადაიხედოს მათი შემანარჩუნებელი თერაპია.

პაციენტები რეგულარულად უნდა შეაფასონ ექიმებმა მკურნალობის ეფექტურობისთვის. ამრიგად, გამოყენებული ფოსტერი ნექსთჰალერის დოზა დარჩება ყველაზე შესაფერის დოზად და შეიცვლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. სამკურნალო დოზა უნდა დაკორექტირდეს მინიმალურ დოზამდე, რომელიც უზუნველყოფს სიმპტომების ეფექტურ კონტროლს. მინიმალური რეკომენდებული დოზით სიმპტომების გაკონტროლების შემდეგ, მომდევნო ნაბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გამოყენება.

პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ რეგულარულად გამოიყენონ ფოსტერი ნექსთჰალერი, მაშინაც კი, თუ სიმპტომები არ აღინიშნება.

ფიტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)

ინიშნება ორჯერ დღეში ორი ინჰალაციის სახით.

გამოყენების წესი

ფოსტერი ნექსთჰალერი არის მშრალი ფხვნილის ინჰალატორი, რომელიც აქტიურდება შესუნთქვით. აღინიშნა, რომ პაციენტებს საშუალო და მძიმე ასთმით და ფქოდ-ით შეუძლიათ წარმოქმნან საკმარისი შესუნთქვის ნაკადი, ნექსთჰალერის დოზის გამოთავისუფლების გასააქტიურებლად (იხ. პარაგრაფი 5.1). ფოსტერი ნექსთჰალერის დოზირებისთვის საჭირო ჰაერის ნაკადის გენერაცია არ არის დამოკიდებული პაციენტების შესაბამისი ჯგუფების უნარზე, წარმოქმნან შესასუნთქი ჰაერის ნაკადი.

იმისთვის, რომ მკურნალობა ეფექტური იყოს, ნექსთჰალერის ინჰალატორი სწორად უნდა იქნას გამოყენებული. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ აუცილებელია ყურადღებით წაიკითხოს სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია და მიჰყვეს გამოყენების ინსტრუქციას. იმისათვის რომ იყოს მოსახერხებელი, გამოყენების ინსტრუქცია მოცემულია 6.6 პარაგრაფში, როგორც ფოსტერი ნექსთჰალერის სწორი გამოყენების ინსტრუქცია.

ინჰალატორიდან პრეპარატის შესუნთქვისას, პაციენტები შეძლებისდაგვარად უნდა იდგნენ ვერტიკალურ მდგომარეობაში, ან ზურგი უნდა ჰქონდეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში ჯდომისას.

ფოსტერი ნექსთჰალერის დოზის შესუნთქვა შესაძლებელია დახურული სარქველის სრულად გახსნის შემდეგ და შესუნთქვა უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად და ღრმად 7 დოზის შესუნთქვის და სარქველის დახურვის შემდეგ, დოზის მრიცხველის ფანჯარაში ციფერბლატზე გამოჩნდება დოზის რიცხობრივი შემცირება. თანმდევი დოზის მისაღებად, სარქველი ხელახლა უნდა გაიხსნას, ისე რომ შესაძლებელი იყოს განმეორებითი დოზის შესუნთქვა საინჰალაციო მუნდშტუკიდან და სარქველი უნდა დაიხუროს. პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ შესუნთქვის შემდეგ ყოველთვის მთლიანად დაახუროს სარქველი. თუ სარქველი გახსნილი დარჩება, არ მოხერხდება შესუნთქვა საინჰალაციო მუნდშტუკიდან, ხოლო თუ სარქველი დახურულია, შესასუნთქი დოზა კვლავ დაბრუნდება რეზერვუარში, ხოლო მრიცხველის ფანჯარაში არ აღინიშნება დოზის რიცხობრივი შემცირება. დოზის უსაფრთხო შესუნთქვა შესაძლებელი იქნება, როდესაც სარქველი კვლავ სრულად გაიხსნება. პაციენტებს უნდა მიეცეთ გაფრთხილება, რომ სარქველი გახსნან მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.

ფილტვებში ოპტიმალური დოზის მოხვედრის უზრუნველსაყოფად, საჭიროა სწრაფი და ღრმა ჩასუნთქვა საინჰალაციო მუნდშტუკიდან. რეკომენდებულია სუნთქვის შეკავება 5-10 წამის განმავლობაში ან სანამ პაციენტი თავს კომფორტულად არ იგრძნობს დოზის ჩასუნთქვის შემდეგ, ამის შემდეგ ამოსუნთქვა უნდა მოხდეს ნელა ცხვირით.

პაციენტებს უნდა მიეცეთ გაფრთხილება, რომ არ შეიძლება ამოსუნთქვა ამოისუნთქონ ნექსთჰალერის მოწყობილობაში ინჰალაციის წინ ან ინჰალაციის შემდეგ, რადგან ეს ზეგავლენას იქონიებს მოწყობილობის მუშაობაზე.

დოზის მიღების შემდეგ პაციენტებს უნდა შეახსენონ, რომ გამოივლონ პირში წყალი ან გაიხეხონ კბილები (იხ. პარაგრაფი 4.4).

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

არ არსებობს მონაცემები ფოსტერი ნექსთჰალერის გამოყენების შესახებ პაციენტებში თირკმლის და ღვიძლის უკმარისობით (იხ. პარაგრაფი 5.2).

პედიატრიული პოპულაცია

ფოსტერი ნექსთჰალერი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში.

ფოსტერი ნექსთჰალერის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ამჟამად შეფასების პროცესშია. 11 წლამდე ასაკის ბავშვებში კლინიკური მონაცემები არ მოიპოვება. მონაცემები ხელმისაწვდომია 12-17 წლის ასაკის მოზარდებისთვის, პარაგრაფი 4.8. და 5.1, თუმცა, დოზირების შესახებ რეკომენდაციის გაცემა არ შეიძლება.

გერიატრიული პოპულაცია

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

უკუჩვენებები

ფოსტერი ნექსთჰალერი უკუნაჩვენებია ცნობილი მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის, ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატის და/ან რომელიმე დამხმარე ნივთიერებების მიმართ (იხ. პარაგრაფი 6.1).

სიფრთხილის ზომები

თუ აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა, რეკომენდებულია სამკურნალო დოზის თანდათანობით შემცირება. არ შეიძლება მკურნალობის უეცრად შეწყვეტა.

ასთმის მკურნალობა უნდა მოხდეს ეტაპობრივი მკურნალობის პროგრამით, ხოლო პაციენტის რეაქცია მკურნალობაზე კლინიკურად უნდა შეფასდეს ფილტვის ფუნქციის ტესტირებით, რეგულარული ინტერვალებით.

თუ პაციენტი თვლის რომ მკურნალობა არაეფექტურია, მან უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. „გადამრჩენელი“ ბრონქოდილატატორების უფრო ფართო გამოყენება მიუთითებს ძირითადი დაავადების გაუარესებაზე და ასთმის თერაპია ხელახლა უნდა შეფასდეს. ასთმის კონტროლის უეცარი და პროგრესირებადი გაუარესება სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშია და პაციენტმა სასწრაფოდ უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, განისაზღვროს საინჰალაციო ან პერორალური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის გაძლიერების აუცილებლობა, ან ინფექციის არსებობის შემთხვევაში - ანტიბიოტიკების საჭიროება.

ფოსტერი ნექსთჰალერით თერაპია არ უნდა დაიწყოს დაავადების გამწვავების ან ასთმის მწვავე გაუარესების დროს. ასთმასთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენები და გამწვავებები შეიძლება აღინიშნოს ფოსტერი ნექსთჰალერით მკურნალობის დროს. პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია გააგრძელონ მკურნალობა, მაგრამ მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ ასთმის სიმპტომები ჯერ კიდევ არ ექვემდებარება კონტროლს ან გაუარესდება ფოსტერი ნექსთჰალერით მკურნალობის დაწყების შემდეგ.

სხვა საინჰალაციო თერაპიის მსგავსად, დოზის მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს პარადოქსული ბრონქოსპაზმი ხიხინის, ხველების და ქოშინის უეცარი გაძლიერებით. ამ შემთხვევაში უნდა დაინიშნოს სწრაფი მოქმედების საინჰალაციო ბრონქოდილატატორი. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ფოსტერი ნექსთჰალერის გამოყენება, უნდა მოხდეს პაციენტის გამოიკვლევა და აუცილებლობის შემთხვევაში, დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია.

ფოსტერი ნექსთჰალერი არ არის შესაფერისი ასთმის საწყისი მკურნალობისთვის.

ასთმის მწვავე შეტევების სამკურნალოდ პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ ყოველთვის თან ატარონ სწრაფი მოქმედების „გადამრჩენელი“ ბრონქოდილატატორი.

პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ რეგულარულად გამოიყენონ ფოსტერი ნექსთჰალერი დადგენილი წესით, მაშინაც კი, თუ სიმპტომები არ აღინიშნება. ფოსტერი ნექსთჰალერის სიმპტომური დოზების გამოყენება უნდა მოხდეს ასთმის სიმპტომების საპასუხოდ; მაგრამ ეს დოზები არ არის განკუთვნილი რეგულარული პროფილაქტიკური გამოყენებისთვის, მაგალითად ვარჯიშამდე. ამ მიზნით, უნდა იქნას განხილული სხვა სწრაფი მოქმედების ბრონქოდილატორის გამოყენება.

როგორც კი ასთმის სიმპტომები დაექვემდებარება კონტროლს, ფოსტერი ნექსთჰალერის დოზა თანდათან უნდა შემცირდეს. მკურნალობის საფეხუროვანი შემცირების პარალელურად, მნიშვნელოვანი ხდება პაციენტების რეგულარული შემოწმება. ამ პერიოდის განმავლობაში გამოყენებული უნდა იქნას ფოსტერი ნექსთჰალერის ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა (იხ. პარაგრაფი 4.2).

პნევმონია ფქოდ-ის მქონე პაციენტებში

ფქოდ-ის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებს, გამოვლენილია პნევმონიით დაავადების, მათ შორის ჰოსპიტალური შემთხვევების სიხშირის მომატება. არსებობს მონაცემები პნევმონიის გაზრდილი რისკის შესახებ, სტეროიდების დოზის გაზრდისას, მაგრამ ეს არ არის დადასტურებული ყველა კვლევაში.

არ არსებობს შიდაკლასობრივი განსხვავების დამაჯერებელი კლინიკური დასაბუთება პნევმონიის რისკის მაჩვენებელსა და საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებს შორის.

ექიმები ყურადღებით უნდა დააკვირდნენ ფქოდ-ის მქონე პაციენტებში პნევმონიის შესაძლო განვითარებას, ვინაიდან ასეთი ინფექციების კლინიკური თვისებები იფარება ფქოდ-ის სიმპტომების გამწვავებით.

ფქოდ-ის მქონე პაციენტებში პნევმონიის რისკ-ფაქტორები მოიცვას: მოწევას, ხანდაზმულ ასაკს, სხეულის მასის დაბალ ინდექსს და ფქოდ-ის მძიმე ფორმას.

სისტემური ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერი საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით მიღებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში. ასეთი ეფექტები ნაკლებ სავარაუდოა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მიღებისას, ვიდრე პერორალური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას. შესაძლო სისტემური ეფექტები: კუშინგის სინდრომი, კუშინგოიდური სიმპტომები, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა, ზრდის შეფერხება ბავშვებსა და მოზარდებში, ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება, კატარაქტა, გლაუკომა და იშვიათად რიგი ფსიქოლოგიური ან ქცევითი ეფექტები, მათ შორის ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა, ძილის დარღვევა, შფოთვა, დეპრესია ან აგრესია (განსაკუთრებით ბავშვებში). ამიტომ აუცილებელია საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების დოზის შემცირება მინიმალურ დოზამდე, რომელიც უზრუნველყოფს ასთმის ეფექტურ კონტროლს.

საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზების გამოყენებით მკურნალობის გაგრძელებამ შეიძლება პაციენტებში გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესია და მწვავე ადრენალური კრიზი. 16 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები, რომლებიც შეისუნთქავენ ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის რეკომენდებულ დოზაზე მეტს, იმყოფებიან პოტენციური რისკის ქვეშ. მდგომარეობები, რომლებიც პოტენციურად იწვევენ მწვავე ადრენალურ კრიზს მოიცავს: ტრავმებს, ქირურგიულ ჩარევას, ინფექციას ან პრეპარატის დოზირების უეცარ შემცირებას ნებისმიერი მიზეზით. გამოვლენილი სიმპტომები, როგორც წესი, არის განუსაზღვრელი და შეიძლება მოიცავდეს: ანორექსიას, ტკივილს მუცლის არეში, სხეულის მასის შემცირებას, დაღლილობას, თავის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, ჰიპოტენზიას, ცნობიერების შემცირებას, ჰიპოგლიკემიას და კრუნჩხვებს. სტრესის ან დაგეგმილი ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, განხილული უნდა იქნას დამატებითი სისტემური კორტიკოსტეროიდების ჩართვის აუცილებლობა.

პაციენტები, რომლებიც გადადიან პერორალური კორტიკოსტეროიდებიდან საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებზე, შეიძლება იმყოფებოდნენ თირკმელზედა ჯირკვლის მარაგის დარღვევის რისკის ქვეშ, დროის მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში. პაციენტები, რომელთაც ესაჭიროებოდათ კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზები წარსულში გადაუდებელი მკურნალობის სახით ან რომლებიც, გადიოდნენ გახანგრძლივებულ მკურნალობას საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით, ასევე შეიძლება იმყოფებოდნენ აღნიშნული რისკის ქვეშ. ნარჩენი დარღვევების ასეთი რისკის ალბათობა ყოველთვის უნდა იქნას გათვალისწინებული საგანგებო და ცალკეულ სხვა მდგომარეობებში, რომელთაც შეუძლიათ სტრესის გამოწვევა; განხილული უნდა იქნას სათანადო კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის მიზანშეწონილობა. თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის ხარისხის მიხედვით, ცალკეული პროცედურების დაწყებამდე, შეიძლება საჭირო გახდეს სპეციალისტის კონსულტაცია.

ფოსტერი ნექსთჰალერი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ფილტვის აქტიური ან ლატენტური ტუბერკულოზი, ასევე პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ სასუნთქი გზების სოკოვანი და ვირუსული ინფექციები.

ფოსტერი ნექსთჰალერი სიფრთხილით უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომელთაც აწუხებთ გული არითმია, კერძოდ მესამე ხარისხის ატრიოვენტიკულური ბლოკადა და ტაქიარითმია, იდიოპათიური სუბაორტალური სტენოზი, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია, გულის იშემიური დაავადება, გულის მწვავე უკმარისობა, მწვავე არტერიული ჰიპერტენზია და ანევრიზმა, ამასთან აუცილებელია პაციენტზე დაკვირვება.

პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს იმ პაციენტების მკურნალობისას, რომელთაც აქვთ თანდაყოლილი ან სამკურნალო პრეპარატებით გამოწვეული, დადასტურებული ან სავარაუდო გახანგრძლივებული QT ინტერვალი (QTc>0.44 წამი). ფორმოტეროლს შეუძლია გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება.

ფოსტერი ნექსთჰალერი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს თირეოტოქსიკოზის, შაქრიანი დიაბეტის, ფეოქრომოციტომის და არანამკურნალევი ჰიპოკალიემიის მქონე პაციენტების მკურნალობისას.

ბეტა2-აგონისტების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პოტენციურად ძლიერი ჰიპოკალიემია. აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, როდესაც მათი მიღება ხდება მძიმე ასთმის დროს, ვინაიდან ჰიპოკალიემიის სიმწვავე შეიძლება გაძლიერდეს ჰიპოქსიით. გამოხატული ჰიპოკალიემია, ასევე, შეიძლება გაძლიერდეს სხვა თანმხლები პრეპარატებით მკურნალობისას, როგორიცაა: ქსანტინის წარმოებულები, სტეროიდები და დიურეზული საშუალებები, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ჰიპოკალიემია (იხ. პარაგრაფი 4.5.). რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა ისეთი პაციენტების მკურნალობისას, რომელთაც აღენიშნებათ არასტაბილური ასთმა, თუ შესაძლებელია, სასურველია ერთზე მეტი „გადამრჩენელი“ ბრონქოდილატატორების მიღება. ასეთ შემთხვევაში, რეკომენდებულია კალიუმის დონის კონტროლი პაციენტის სისხლის შრატში.

ფორმოტეროლით ინჰალაციამ შეიძლება გამოიწვიოს შაქრის დონის მომატება სისხლში, ამიტომ, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის საგულდაგულო კონტროლი.

ჰალოგენური საანესთეზიო საშუალებებით ანესთეზიის დაგეგმვისას, საჭიროა დარწმუნდეთ, რომ ფოსტერი ნექსთჰალერი არ იყო გამოყენებული სულ მცირე 12 საათის განმავლობაში ანესთეზიის დაწყებამდე, ვინაიდან არსებობს გულის არითმიის რისკი.

პაციენტებს უნდა შეახსენონ, რომ ინჰალატორის გამოყენების შემდეგ საჭიროა პირში წყლის გამოვლება ან კბილების გახეხვა პირ-ხახის სოკოვანი ინფექციის და დისფონიის რისკის შესამცირებლად.

ასთმასთან დაკავშირებული სერიოზული და ზოგჯერ ლეტალური რესპირატორული პრობლემები შეიძლება აღინიშნოს, ხანგრძლივი მოქმედების ბეტა2-აგონისტების პრეპარატების გამო, თუმცა იშვიათად.

ხანგრძლივი მოქმედების ბეტა2-აგონისტების გამოყენება უნდა მოხდეს დროის მოკლე პერიოდის განმავლობაში, რაც უზრუნველყოფს ასთმის სიმპტომების კონტროლს და მათი გამოყენება უნდა შეწყდეს, თუ ეს შესაძლებელია, ასთმის კონტროლის მიღწევის შემდეგ. ამის შემდეგ, საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ პაციენტმა მიიღოს რეგულარული საკონტროლო მკურნალობა.

მოზარდებში, რომლებიც იღებენ ხანგრძლივი მოქმედების ბეტა-2-აგონისტს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდთან ერთად, რეკომენდებულია კომბინირებული პრეპარატის გამოყენება, რომელიც შეიცავს როგორც საინჰალაციო კორტიკოსტეროიდს, ასევე ხანგრძლივი მოქმედების ბეტა-აგონისტებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ორივე პრეპარატის მიღების რეჟიმის დაცვა.

ხანგრძლივი მოქმედების ბეტა2-აგონისტებით მკურნალობა არ უნდა დაიწყოს, თუ პაციენტებს აღენიშნება გამწვავება ან ასთმა, მნიშვნელოვანი ან მწვავე გართულებით.

სისტემური და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს მხედველობითი დარღვევები. თუ პაციენტს უვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიც არის: ბუნდოვანი მხედველობა ან სხვა მხედველობითი დარღვევები, პაციენტი უნდა გადამისამართდეს ოფთალმოლოგთან, რათა შეფასდეს შესაძლო მიზეზები, რომელიც შეიძლება მოიცავდეს: კატარაქტას, გლაუკომას ან იშვიათ დაავადებებს, როგორიც არის ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (CSCR), რომლის შესახებაც მიღებულია შეტყობინებები სისტემური და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.

ფოსტერი ნექსთჰალერი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, ლაპ ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი სწრაფად მეტაბოლიზდება მის აქტიურ მეტაბოლიტად -ბეკლომეტაზონის მონოპროპიონატად, ესთერაზას ფერმენტების მეშვეობით, ციტოქრომ P-450-ის სისტემის მონაწილეობის გარეშე.

ბეკლომეტაზონი ნაკლებად არის დამოკიდებული CYP3A-ის მეტაბოლიზმზე, ვიდრე ზოგიერთი სხვა კორტიკოსტეროიდი, მთლიანობაში კი ურთიერთქმედება ნაკლებ სავარაუდოა; თუმცა, შესაძლო სისტემური ეფექტები CYP3A-ის ძლიერი ინჰიბიტორების (მაგალითად რიტონავირი, კობიცისტატი) ერთად გამოყენებისას არ არის გამორიცხული, ამიტომ ასეთი პრეპარატების გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა და პაციენტის მდგომარეობის შესაბამისი მონიტორინგი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ზოგადი რეკომენდაციები

ორსულობის კატეგორია: C.

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები/შობადობის კონტროლი (კონტრაცეფცია)

არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები ფოსტერი ნექსთჰალერის გამოყენების შესახებ რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებში და შობადობის კონტროლის თვალსაზრისით.

ორსულობის პერიოდი

ორსულ ქალებში ფოსტერი ნექსთჰალერის გამოყენების ადეკვატური მონაცემები არ მოიპოვება. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხ. პარაგრაფი 5.3). პოტენციური რისკი ადამიანებისთვის უცნობია.

ცნობილია, რომ ორსულ ცხოველებში კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზები იწვევს ნაყოფის განვითარების ანომალიებს, როგორიცაა სასის ნაპრალი და საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება. ბეტა2-სიმპათომიმეტური საშუალებების ტოკოლიტური მოქმედების გამო, მშობიარობის მოახლოებისას უნდა იქნას მიღებული აუცილებელი სიფრთხილის ზომები. ფორმოტეროლის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, კერძოდ კი ორსულობის ბოლოს ან მშობიარობისას; გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც არ არსებობს ალტერნატიული დადასტურებული სამკურნალო საშუალებები.

ფოსტერი ნექსთჰალერის გამოყენება ორსულობის დროს დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პრეპარატის გამოყენების პოტენციურ რისკს.

ლაქტაციის პერიოდი

არ არსებობს კლინიკური მონაცემები ფოსტერი ნექსთჰალერის გამოყენების შესახებ ადამიანებში ძუძუთი კვების დროს.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მონაცემები ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებიდან, მიზანშეწონილია ვივარაუდოთ, რომ ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი, ისევე როგორც სხვა კორტიკოსტეროიდები, გამოიყოფა დედის რძეში.

მიუხედავად იმისა, რომ უცნობია გამოიყოფა თუ არა ფორმოტეროლი ადამიანის რძეში, ფორმოტეროლი დაფიქსირდა მეძუძური ცხოველების რძეში.

მეძუძურ ქალებში ფოსტერი ნექსთჰალერის დანიშვნა უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკებს. უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ფოსტერი ნექსთჰალერით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ, ბავშვისთვის ძუძუთი კვების და დედისთვის მკურნალობის სარგებლობის გათვალისწინებით.

რეპროდუქციული უნარი/ფერტილობა

ადამიანებთან დაკავშირებული მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის მაღალი დოზები კომბინაციაში უკავშირდებოდა მდედრი ვირთაგვების ფერტილობის დაქვეითებას და ემბრიოტოქსიკურობას (იხ. პარაგრაფი 5.3).

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ფოსტერი ნექსთჰალერი არ ახდენს ან ახდენს უმნიშვნელო ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ტრემორი არის ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა. ფოსტერი ნექსთჰალერის 12-კვირიან კლინიკურ კვლევაში, ტრემორი აღინიშნებოდა მხოლოდ მაქსიმალური დოზის მიღებისას (ორი ინჰალაცია დღეში ორჯერ), რომელიც ხშირად ვლინდებოდა მკურნალობის დასაწყისში და მიმდინარეობდა მსუბუქად. არცერთი პაციენტი არ გამოეთიშა კვლევას ტრემორის გამო.

კლინიკური კვლევები ასთმიან პაციენტებში

ფოსტერი ნექსთჰალერის უსაფრთხოება შეფასდა აქტიურ და პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც 12 წლის და უფროსი ასაკის 719 პაციენტი სხვადასხვა სიმძიმის ასთმით, ექვემდებარებოდა პრეპარატის ზემოქმედებას. ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების სიხშირე ეხება 12 წლის და უფროსი ასაკის ასთმიან პაციენტებს და ეფუძნება ორი ძირითადი კლინიკური კვლევის უსაფრთხოების შედეგებს, რომლებშიც ფოსტერი ნექსთჰალერის გამოყენება ხდებოდა რეკომენდებული დოზებით 8-12 კვირის განმავლობაში. ფსიქიკური დარღვევები არ გამოვლენილა ფოსტერი ნექსთჰალერის კლინიკურ კვლევებში, მაგრამ დაემატა, როგორც საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების კლასის პოტენციური ეფექტი.

კლინიკური კვლევებიდან მიღებული გვერდითი მოვლენების სიხშირე კლასიფიცირებულია MedDRA-ის სისტემის მიხედვით:

ძალიან ხშირი ≥1/10; ხშირი ≥1/100 - <1/10; არახშირი ≥1/1000 - <1/100) იშვიათი ≥1/10 000 - <1/1000; ძალიან იშვიათი <1/10 000, უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

პლაცებოს სიხშირე არ იყო გათვალისწინებული.

ინფექციები და ინვაზიები

ხშირი: პნევმონია (ფქოდ-ის მქონე პაციენტებში).

არახშირი: ნაზოფარინგიტი, პირის ღრუს კანდიდოზი.

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

არახშირი: ჰიპერტრიგლიცერიდემია.

ფსიქიკური დარღვევები

უცნობი: ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა, ძილის დარღვევა, შფოთვა, დეპრესია, აგრესია, ქცევითი ცვლილებები (ძირითადად ბავშვებში).

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი: ტრემორი.

არახშირი: თავის ტკივილი.

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ

უცნობია: მხედველობის დაბინდვა (იხ. პარაგრაფი 4.4)

დარღვევები გულის მხრივ

არახშირი: ტაქიკარდია, სინუსური ბრადიკარდია, სტენოკარდია, მიოკარდიუმის იშემია.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ

არახშირი: ყელის გაღიზიანება, ასთმის გამწვავება, ქოშინი, პირ-ხახის ტკივილი, დისფონია, ხველა.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

არახშირი: გულისრევა

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას

არახშირი: დაღლილობა, ნერვიულობა.

კვლევები

არახშირი: QT გახანგრძლივება ელექტროკარდიოგრამაზე, კორტიზოლის შემცველობის შემცირება შარდში, კორტიზოლის შემცირება სისხლში, სისხლში კალიუმის დონის მომატება, სისხლში გლუკოზის დონის მომატება, r-ტალღის სუსტი გავრცელება ~ ელექტროკარდიოგრაფიაზე.

ფორმოტეროლთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები მოიცავს:

ტრემორი, თავის ტკივილი, ტაქიკარდია, სინუსური ბრადიკარდია, სტენოკარდია, მიოკარდიუმის იშემია და QT ინტერვალის გახანგრძლივება.

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენებია: ნაზოფარინგიტი, პირის ღრუს კანდიდოზი, დისფონია, ყელის გაღიზიანება, შფოთვა, კორტიზოლის შემცველობის შემცირება შარდში, კორტიზოლის შემცირება სისხლში, სისხლში გლუკოზის დონის მომატება.

დამატებითი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ გამოვლენილა ფოსტერი ნექსთჰალერის კლინიკური გამოცდილებისას, მაგრამ ზოგადად უკავშირდება ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის ინჰალაციურ მიღებას, არის: პირის ღრუს სხვა სოკოვანი ინფექციები და პნევმონია. საინჰალაციო კორტიკოსტეროიდული თერაპიის დროს ზოგჯერ აღინიშნა გემოს დარღვევები.

იხ. პარაგრაფი 4.4 პირის ღრუს სოკოვანი ინფექციების, პირის ღრუს კანდიდოზისა და დისფონიის შესამცირებლად.

საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების (მაგ., ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი) სისტემური ეფექტები შეიძლება განვითარდეს განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას, რომლებიც ინიშნება ხანგრძლივი გამოყენებისთვის. ეს ეფექტებია: კუშინგის სინდრომი, კუშინგოიდური სიმპტომები, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა, ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება, ზრდის შეფერხება ბავშვებსა და მოზარდებში, კატარაქტა და გლაუკომა (იხ. პარაგრაფი 4.4.).

დამატებითი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ შეინიშნებოდა კლინიკურ გამოცდილებაში ფოსტერი ნექსთჰალერის თერაპიული დოზებით გამოყენებისას, მაგრამ ზოგადად დაკავშირებულია ხანგრძლივი მოქმედების ბეტა2-აგონისტის (როგორიცაა ფორმოტეროლი) გამოყენებასთან, არის: პალპიტაცია, მოციმციმე არითმია, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია, ტაქიარითმია, პოტენციურად მძიმე ჰიპოკალიემია და არტერიული წნევის მომატება/შემცირება. უძილობა, თავბრუსხვევა, მოუსვენრობა და შფოთვა ხანდახან აღინიშნა საინჰალაციო ფორმოტეროლით თერაპიის დროს. ფორმოტეროლს, ასევე, შეუძლია გაზარდოს კუნთების სპაზმი, მიალგია.

გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი და ერითემა, აღინიშნს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის თვალების, სახის, ტუჩებისა და ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება).

ისევე როგორც სხვა ინჰალატორით მკურნალობისას, პარადოქსული ბრონქოსპაზმი შეიძლება განვითარდეს დოზის მიღების შემდეგ ხიხინის, ხველების და ქოშინის მყისიერი მომატებით (იხ. აგრეთვე პარაგრაფი 4.4).

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ

პედიატრიული პოპულაცია

არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ფოსტერი ნექსთჰალერის უსაფრთხოების შესახებ 11 წლამდე ასაკის ბავშვებში, არსებობს მხოლოდ შეზღუდული ინფორმაცია 12-17 წლის ასაკის მოზარდებში. 12-კვირიან რანდომიზებულ კლინიკურ კვლევაში მონაწილე მოზრდილი და 12-17 წლის მოზარდი 162 პაციენტი, ზომიერი და მძიმე ასთმით, ღებულობდა 1 ან 2 ინჰალაციას დღეში ორჯერ ფოსტერი ნექსთჰალერით ან ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის/ფორმოტეროლის ხსნარის შემცველი კომბინაციის დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორით. დაფიქსირდა, რომ მოზარდებში წამლისმიერი გვერდითი მოვლენების სიხშირე, ტიპი და სიმძიმე არ განსხვავდებოდა მოზრდილებში დაფიქსირებულისგან.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

ძალიან მნიშვნელოვანია სამკურნალო საშუალების საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში, რაც იძლევა სამკურნალო პრეპარატის სარგებელი/რისკის თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას. მედიცინის მუშაკებმა უნდა შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვი გვერდითი მოვლენების შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) (www.titck.gov.tr; ელ. ფოსტა: [email protected]; ტელ: 0 800 314 00 08; ფაქსი: 0 312 218 35 99).

ჭარბი დოზა

ფოსტერი ნექსთჰალერის ყველაზე მაღალი რეკომენდებული დოზა ერთჯერადი გამოყენებისთვის არის 2 ინჰალაცია. ფოსტერი ნექსთჰალერის კუმულაციური 4 ინჰალაცია (სულ - ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი 400 მიკროგრამი, ფორმოტეროლი 24 მიკროგრამი ერთჯერადი დოზით) შესწავლილი იყო ასთმის მქონე პაციენტებში. თერაპიის კუმულატიურმა გამოყენებამ არ გამოიწვია პათოლოგიური კლინიკური ეფექტები სასიცოცხლო მაჩვენებლებზე და არ გამოვლენილა სერიოზული ან მძიმე გვერდითი მოვლენები (იხ. ასევე პარაგრაფი 4.8).

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის/ფორმოტეროლის ხსნარის შემცველი კომბინირებული დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორიდან 12-მდე ინჰალაციური დოზის კუმულაციური შესუნთქვა შესისწავლებოდა ასთმით დაავადებულ პაციენტებში (ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი მთლიანი რაოდენობა 1200 მიკროგრამი, ფორმოტეროლის - 72 მიკროგრამი). კუმულაციური მკურნალობა არ იწვევდა პათოლოგიურ ეფექტს სასიცოცხლო მაჩვენებლებზე და არ გამოვლენილა სერიოზული ან მძიმე გვერდითი მოვლენები.

ფორმოტეროლის ჭარბი დოზით მიღებისას, შეიძლება გამოვლინდეს ეფექტები, რომელიც დამახასიათებელია ბეტა2-ადრენერგიულების აგონისტებისთვის: გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ტრემორი, ძილიანობა, პალპიტაცია, ტაქიკარდია, პარკუჭოვანი არითმია, QT ინტერვალის გახანგრძლივება, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერკალიემია, ჰიპერგლიკემია.

ფორმოტეროლით დოზის გადაჭაბებისას ნაჩვენებია მხარდამჭერი და სიმპტომური მკურნალობა. სერიოზულ შემთხვევაში, აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია. ასევე, განხილული უნდა იქნას კარდიოსელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორების მიღების აუცილებლობა, მაგრამ მხოლოდ განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით, ვინაიდან ბეტა-ადრენობოკატორების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი. აუცილებელია შრატისმიერი კალიუმის დონის კონტროლი.

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის მაღალი დოზების შესუნთქვამ, რომელიც აჭარბებს რეკომენდებულს, შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დროებითი დათრგუნვა. გადაუდებელი ზომების აუცილებლობა არ არსებობს, ვინაიდან როგორც აჩვენებს კორტიზოლის დონის გაზომვა პლაზმაში, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის აღდგენა ხდება რამოდენიმე დღის განმავლობაში. ასეთ პაციენტებში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს იმ დოზებით, რომელიც საკმარისია ასთმის კონტროლისთვის.

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის რეკომენდებულზე მაღალი დოზების ქრონიკული შესუნთქვის შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი 4.4), შეიძლება გახდეს საჭირო თირკმელზედა ჯირკვლის მარაგის მონიტორინგი. პაციენტთა ამ ჯგუფში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს იმ დოზით, რომელიც საკმარისია ასთმის კონტროლისთვის.

ერთჯერადი სუპრათერაპიული დოზები - 800 მიკროგრამამდე ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი და 48 მიკროგრამი ფორმოტეროლი, ფოსტერი ნექსთჰალერის საშუალებით, ზოგადად უსაფრთხოა და კარგად გადაიტანება.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები

10 მგ ყოველი გაზომილი დოზისთვის:

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი უწყლო (BDP) 100 მიკროგრამი (81.9 მიკროგრამი ტოლერანტული დოზა)

ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატი 6 მიკროგრამი (5.0 მიკროგრამი ტოლერანტული დოზა)

დამხმარე ნივთიერება

ლაქტოზას მონოჰიდრატი (დამზადებულია მსხვილფეხა რქოსანის მაჭიკისგან) 9.874 მგ

დამხმარე ნივთიერებებისთვის იხ. 6.1 პარაგრაფი.

წამლის ფორმა

საინჰალაციო ფხვნილი.

შესასუნთქი თეთრი/მოთეთრო მშრალი ფხვნილი, მრავალჯერადი გაზომილი დოზებით.

კლინიკური თვისებები

შენახვის პირობები

24 თვე

პაკეტის პირველად გახსნის შემდეგ პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული 6 თვის განმავლობაში.

  • 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ნესტისგან დასაცავად.

ამოიღეთ ინჰალატორი ფოლგისგან დამზადებილი პაკეტიდან, უშუალოდ პირველი გამოყენების წინ.

სანამ პაკეტი პირველად გაიხსნება

ის უნდა ინახებოდეს 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

პაკეტის პირველად გახსნის შემდეგ

  • 5. შეფუთვის ტიპი და შემცველობა

თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 1 ნექსთჰალერის ინჰალატორი, რომელთაგან თითოეული შეიცავს 1.50გ საინჰალაციო ფხვნილს და უზრუნველყოფს 120 ინჰალაციას. თითოეული ინჰალატორი მოთავსებულია თერმოშედუღებულ დამცავ პაკეტში (ფოლგის შეფუთვა), რომელიც დამზადებულია PET/Al/PE-თი (პოლიეთილენის ტერეფტალატი/ ალუმინი/პოლიეთილენი) ან PA/Al/PE-თი (პოლიამიდი/ალუმინი/პოლიეთილენი).

ფოსტერი ნექსთჰალერი არის მრავალდოზიანი ინჰალატორი. მოწყობილობა შედგება ქვედა კარკასისგან, რომელსაც აქვს ფანჯარა და რომელიც აჩვენებს დარჩენილი დოზების რაოდენობას და დამატებითი სარქველისგან. როდესაც იხსნება სარქველი, რომელიც ასევე ააქტიურებს დოზის მრიცხველის მექანიზმს, ჩნდება მუნდშტუკი, საიდანაც ხდება პრეპარატის ჩასუნთქვა. ქვედა კარკასი და მუნდშტუკი დამზადებულია „აკრილონიტრილ ბუტადინსტირონისგან“, ხოლო სარქველი დამზადებულია „პოლიპროპილენისგან“.

  • 6. ადამიანის გამოყენებისთვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალების ნარჩენების განადგურება და სხვა სპეციალური ღონისძიებები

გამოუყენებელი პრეპარატები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის წესების“ და „შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის წესების“ შესაბამისად.

ქვემოთ მოცემულია ფოსტერი ნექსთჰალერის გამოყენების ინსტრუქცია ჯანდაცვის მუშაკებისთვის.

ნექსთჰალერის ინჰალატორის გამოყენების ინსტრუქცია

ა. შეფუთვის შიგთავსი

ეს შეფუთვა შეიცავს შემდეგს:

1 მომხმარებლის სახელმძღვანელოს პაციენტისთვის;

1 ნექსთჰალერის ინჰალატორს ჰერმეტულად დალუქულ პაკეტში.

თუ შეფუთვის შიგთავსი არ შეესაბამება აღნიშნულს, დაუბრუნეთ ინჰალატორი მომწოდებელს და მიიღეთ ახალი.

ბ. ზოგადი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

არ ამოიღოთ ინჰალატორი შეფუთვიდან, თუ არ აპირებთ მის დაუყოვნებლივ გამოყენებას.

გამოიყენეთ ინჰალატორი მხოლოდ დანიშნულებისამებრ.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ინჰალაციის შემდეგ დოზის მრიცხველი ერთი ერთეულით შემცირდა, დაელოდეთ შემდეგი დაგეგმილი დოზის მიღებას და მიიღეთ ჩვეულებისამებრ. არ გადააჭარბოთ დოზას.

სარქველი უნდა იყოს დახურულ მდგომარეობაში, სანამ არ დაგჭირდებათ დოზის მიღება ინჰალატორიდან.

როდესაც არ იყენებთ ინჰალატორს, შეინახეთ იგი სუფთა და მშრალ ადგილას.

არანაირი მიზეზით არ დაშალოთ ნექსთჰალერის ინჰალატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები; ადრენერგული პრეპარატები კომბინირებული კორტიკოსტეროიდებთან ან სხვა პრეპარატებთან (გარდა ანტიქოლინერგული კომბინაციებისა).

ათქ კოდი: R03AK08

მოქმედების მექანიზმი

ფოსტერი ნექსთჰალერის ზედმეტად წვრილნაწილაკებიანი ბოლი, მასის საშუალო აეროდინამიკური დიამეტრით (MMAD) – 1.4-1.5 მიკრომეტრი; ეს არის მრავალდოზიანი მშრალი ფხვნილის ინჰალატორი, რომელიც შეიცავს ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის და ფორმოტეროლის მოქმედ ნივთიერებებს კომბინაციაში. ფოსტერი ნექსთჰალერის ბოლის ნაწილაკები, საშუალოდ, ბევრად უფრო მცირეა დიამეტრით, ვიდრე ნაწილაკების ზომები, რომლებიც გამოიყოფა არც ისე წვრილ ფორმებში.

ასთმით დაავადებულ პაციენტებში რადიოაქტიურად დანიშნული პრეპარატის ფილტვების მოხვედრის კვლევაში, ნაჩვენებია, რომ ფოსტერი ნექსთჰალერი აღწევს ფილტვებში მაღალი სიჩქარით (ნომინალური დოზის დაახლოებით 42%) ჰომოგენურად სასუნთქი გზებით. ფოსტერი ნექსთჰალერის მიწოდების ეს მახასიათებლები, როგორც აღმოჩნდა, არ ჩამოუვარდება მის ანალოგ ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის/ფორმოტეროლ ფუმარატის დიჰიდრატის (BDP/FF) დოზირებულ შესასხურებელ ინჰალატორს (pMDI), ზედმეტად წვრილი ფორმით, რომელიც ამართლებს დაბალი კორტიკოსტეროიდის გამოყენებას, რომელიც გაძლიერებული იქნება ადგილობრივი ფარმაკოდინამიკური ეფექტებით (იხ. კლინიკური კვლევების გამოცდილება).

ფოსტერი ნექსთჰალერის ორ მოქმედ ნივთიერებას აქვს მოქმედების განსხვავებული მექანიზმი. როგორც საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების და ბეტა2-აგონისტების კომბინაციების შემთხვევაში, შესაბამისი კომპონენტების გამოყენებისას აღინიშნება ასთმის გამწვავებების შემცირების ადიტიური ეფექტები. ეს კომპონენტებია:

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი, მიღებული რეკომენდებული დოზებით ინჰალაციის გზით, ავლენს ადგილობრივ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ფილტვებში, რაც დამახასიათებელია გლუკოკორტიკოიდებისთვის, და იწვევს ასთმის სიმპტომების და გამწვავებების შემცირებას, პოტენციურად ნაკლები გვერდითი მოვლენებით, ვიდრე კორტიკოსტეროიდების სისტემური შეყვანისას.

ფორმოტეროლი

ფორმოტეროლი არის ხანგრძლივი მოქმედების, სელექტიური ბეტა2-ადრენერგული აგონისტი, რომელიც ადუნებს ბრონქების გლუვ კუნთებს, სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციის მქონე პაციენტებში. ბრონქოდილატორის ეფექტი მოქმედებს სწრაფად, ინჰალაციიდან 1-3 წუთის შემდეგ და გრძელდება 12 საათის განმავლობაში.

კლინიკური გამოცდილება

როგორც ფოსტერი ნექსთჰალერის მშრალი ფხვნილის ინჰალატორის, ასევე ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის/ფორმოტეროლის 100/6 მიკროგრამი კომბინირებული ხსნარის შემცველი დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორის ეფექტურობა შედარდა და შეფასდა სამ ცალკეულ კვლევაში, ზომიერი და მძიმე მდგრადი ასთმის მქონე პაციენტების მონაწილეობით. ზოგადად, კლინიკურ პრაქტიკაში, მოსალოდნელი იყო, რომ ორივე ინჰალატორის ეფექტურობა დღეში ორჯერ 1 და 2 ინჰალაციით, იქნებოდა ექვივალენტური.

პირველი კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის კომპონენტის ეფექტურობის შეფასება, რომელიც იზომებოდა ბრონქოდილატაციით (წინასწარი დოზა FEV1). ამასთან ორივე ფორმის გამოყენება ხდებოდა 1 და 2 ინჰალაციით დღეში ორჯერ; 3-თვიანი მკურნალობის ბოლოს, 696 პაციენტს ზომიერი და მძიმე სიმპტომური ასთმით ჰქონდა FEV1-ის კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება საწყის FEV1-თან შედარებით. დაფიქსირდა FEV1-ის საშუალო ზრდა საწყის დონესთან შედარებით, არანაკლებ 250 მლ-ით. არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ფოსტერის მშრალი ფხვნილის ინჰალატორის და ხსნარის შემცველი დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორის წინასწარი დოზის FEV1-ის მნიშვნელობებს შორის, ნებისმიერი დოზისთვის. მნიშვნელოვანი დოზა-პასუხის კავშირი დაფიქსირდა დილის პიკური ამოსუნთქვის სიჩქარისთვის (PEF). არ აღინიშნა სტატისტიკური მნიშვნელოვნება დოზა-პასუხის კავშირის FEV1-თვის დოზის მიღებამდე. ასთმის კონტროლის გაზმოვისას, ორივე შემადგენლობის მაღალი დოზებით გამოყენებისას, ასთმის დილის და საღამოს სიმპტომების შეფასება და სიმპტომების გარეშე დღეების პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საწყის დონესთან შედარებით, მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

მეორე კვლევის მთავარი მიზანი იყო ფოსტერის როგორც მშრალი ფხვნილის ინჰალატორში, ასევე დოზირებულ შესასხურებელ ინჰალატორში (pMDI), ხანგრძლივი მოქმედების ბეტა2-აგონისტის კომპონენტის ეფექტურობის შეფასება. ამ კვლევაში, ბრონქოდილაცია იზომებოდა საწყის ეტაპზე და ერთჯერადი დოზის მიღებიდან 12 საათის განმავლობაში FEV1-ის სპირომეტრიული შეფასებების სერიის საშუალებით (FEV1-ის AUC ედრება ფორმოტეროლის მოქმედების ხანგრძლივობის მინიმუმ 80%-ს). ფოსტერის ორივე ფორმულირებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა FEV1-ის AUC0-12 პლაცებოსთან შედარებით, ერთი და ოთხი დოზით ინჰალაციის დროს. ფოსტერი ნექსთჰალერის მშრალი ფხვნილის ინჰალატორის 1 და 4 დოზით გამოყენებისას ბრონქოდილატაციის მაჩვენებელი უდრის დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორის გამოყენებისას მიღებულ მაჩვენებელს. დოზა-პასუხის კავშირი ორივე ფორმულირების დაბალ და მაღალ დოზებს შორის, იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი.

მესამე კვლევაში, ასთმით დაავადებული ყველა 755 პაციენტი, რომელიც კონტროლდებოდა 4-კვირიანი მომზადების პერიოდის შემდეგ, ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის/ფორმოტეროლის ხსნარის შემცველი დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორით (1 ინჰალაცია დღეში ორჯერ), იგივე ინჰალატორით, რომლითაც ხდებოდა ინჰალაცია დღეში ორჯერ (pMDI), ფოსტერი ნექსთჰალერის მშრალი ფხვნილის ინჰალატორით ან 100 მიკროგრამი ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის საინჰალაციო ფხვნილით ერთ დოზაზე, რანდომიზირდნენ სამკურნალო ჯგუფებში 8 კვირის განმავლობაში. ძირითად მიზანს წარმოადგენდა დილის პიკური ამოსუნთქვის სიჩქარის (PEF) ცვლილების გამოვლენა მკურნალობის საწყის დონესთან შედარებით, მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. 8-კვირიანი მკურნალობის შემდეგ, ფოსტერის ორივე ფორმამ (pMDI-მა და მშრალი ფხვნილის ინჰალატორმა) მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დილის პიკური ამოსუნთქვის სიჩქარე (PEF), ვიდრე ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის მშრალი ფხვნილით მონოთერაპიამ, ძირითად საბოლოო წერტილებში განხვავების გარეშე ორივე კომბინირებული ინჰალატორისთვის. არ იყო განსხვავება ორ კომბინირებულ ინჰალატორს შორის სიმპტომების შეფასების მაჩვენებლების თვალსაზრისით, როგორიცაა ქულა ასთმის კონტროლის კითხვარის მიხედვით და დღეების რაოდენობა გადაუდებელი დახმარების გარეშე.

პლაცებოს ღია-ეტიკეტური კვლევის მიზანს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ ჩასუნთქვის ნაკადი, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ფოსტერი ნექსთჰალერით, არ არის დამოკიდებული პაციენტის ასაკზე, დაავადებაზე და დაავადების სიმძიმეზე, შესაბამისად, ყველა პაციენტს შეუძლია დოზის გააქტიურება და დოზის შესუნთქვა; კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი იყო იმ პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებსაც შეეძლოთ ინჰალატორის გააქტიურება, თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში და დაავადების სიმძიმის ჯგუფში. კვლევაში მონაწილეობდა 5-დან 84 წლამდე ასაკის 89 პაციენტი, მათ შორის პაციენტები ზომიერი და მძიმე ასთმით (პროგნოზირებული FEV1 >60% და £60%, შესაბამისად) და პაციენტები საშუალო და მძიმე ხარისხის ფქოდ-ით (პროგნოზირებული FEV1 ³ 50% და < 50%, შესაბამისად). ასაკის, დაავადებისა და დაავადების სიმძიმის მიუხედავად, ყველა პაციენტს შეეძლო საკმარისი რაოდენობის შესასუნთქი ნაკადის გენერირება ფოსტერი ნექსთჰალერის გასააქტიურებლად.

ფოსტერი ნექსთჰალერის 100 მკგ/6 მკგ და ფოსტერი ნექსთჰალერის 200 მკგ/6 მკგ ფხვნილის ინჰალატორების ორი განსხვავებული ერთჯერადი დოზის (1 ან 4 ინჰალაცია) ბრონქოდილატატორული ეფექტი (FEV1 AUC0-12 სთ ნორმალიზებული დროთა განმავლობაში) შეისწავლებოდა ორმაგ-ბრმა, რანდომიზებულ, 5-გზის კვეთად, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში 60 ზრდასრული პაციენტის მონაწილეობით, რომელთაც აღენიშნებოდათ ნაწილობრივ კონტროლირებადი ან უკონტროლო ასთმა. დაკორექტირებული საშუალო სხვაობა (95%-იანი ნდობის ინტერვალი) ფოსტერი ნექსთჰალერის 200 მკგ/6 მკგ-საქ და ფოსტერი ნექსთჰალერის 100 მკგ/6 მკგ-ს შორის, იყო 0.029 ლ (-0.018; 0.076) ფორმოტეროლის დაბალი დოზისთვის (1 ინჰალაცია - 6მკგ) და 0.027 ლ (-0.020; 0.073) (4 ინჰალაცია-24 მკგ) ფორმოტეროლის მაღალი დოზისთვის. შედეგებმა აჩვენა, რომ ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალის ქვედა ზღვარი მკურნალობებს შორის, საკმაოდ აღემატებოდა წონასწორული ეფექტურობის წინასწარ განსაზღვრულ ზღვარს (-0.12 ლ), რომელიც დაკორექტირებული იყო საშუალო სხვაობისთვის. ამრიგად, FEV1-ის AUC0-12სთ-ის მანამდე აღწერილი თანაბარი ეფექტურობა გამოვლინდა ფორმეტეროლის ორივე დოზისთვის (6 და 24 მკგ), დაბალ სიძლიერეს FEV1 AUC0-12სთ-თან შედარებით, რომელიც ნორმალიზებურია დროთა განმავლობაში.

გარდა ამისა, ღია-ეტიკეტურ პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, შეფასდა შესუნთქვის პროფილი ფოსტერი ნექსთჰალერის გამოყენებით და გამოვლინდა, რომ მოწყობილობა შეიძლება გააქტიურდეს და ეფექტურად იქნას გამოყენებული, ფუნქციური შეზღუდვების მიუხედავად, ზომიერი და მძიმე ფქოდ-ის მქონე პაციენტების მიერ.

პედიატრიული პოპულაცია

არ არსებობს კლინიკური გამოცდილება ფოსტერი ნექსთჰალერის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით 5-11 წლის ასაკის ბავშვებში, მხოლოდ შეზღუდული ინფორმაცია მოიპოვება 12-17 წლის ასაკის მოზარდებში.

3-თვიან რანდომიზებულ კლინიკურ კვლევაში მონაწილე 12-17 წლის ასაკის 162 მოზარდი, ზომიერი და მძიმე ასთმის დიაგნოზით, რანდომიზირდა 1 ან 2 ინჰალაციის გამოსაყენებლად დღეში ორჯერ ფოსტერი ნექსთჰალერის მშრალი ფხვნილის ინჰალატორის ან შესაბამისი ხსნარის შემცველი დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორის (pMDI) გამოყენებით. მკურნალობის ბოლოს, FEV1-ის მომატება დოზის მიღებამდე უფრო მაღალი იყო მოზარდებში, ვიდრე მოზრდილებში.

პედიატრიული გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის ასევე, იხ. პარაგრაფი 4.2. და პარაგრაფი 4.8.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი

შეწოვა

საინჰალაციო ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი სწრაფად შეიწოვება ფილტვებიდან; შეწოვამდე, იგი ინტენსიურად ჰიდროლიზდება მის აქტიურ მეტაბოლიტამდე - ბეკლომეტაზონ-17-მონოპროპიონატამდე, ესთერაზას ფერმენტების მეშვეობით, რომლებიც გვხვდება უმეტეს ქსოვილებში და მჭიდროდ უკავშირდება გლუკოკორტიკოიდულ რეცეპტორებს. აქტიური მეტაბოლიტის, ბეკლომეტაზონ-17-მონოპროპიონატის სისტემური შეღწევადობა განპირობებულია მიღებული დოზის შეწოვით ფილტვებიდან და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პერორალურად მიღებული ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის ბიოშეღწევადობა უმნიშვნელოა. თუმცა, სისტემურ სისხლისმიმოქცევაში მოხვედრის წინ ბეკლომეტაზონ-17-მონოპროპიონატად გარდაქმნა, იწვევს აქტიური მეტაბოლიტის შეწოვას.

აბსოლუტური ბიოშეღწევადობა, დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორიდან შესუნთქვის შემდეგ, შეადგენს ნომინალური დოზის დაახლოებით 2%-ს და 62%-ს, უცვლელი ბეკლომეტაზონის დიპროპიონატისთვის და ბეკლომეტაზონ-17-მონოპროპიონატისთვის, შესაბამისად.

განაწილება

დოზის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ, განაწილების წონასწორული მოცულობა ნაკლებია (20 ლ) ბეკლომეტაზონის დიპროპიონატისთვის და მეტია (424 ლ) მისი აქტიური მეტაბოლიტისთვის, თუმცა ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის და მისი აქტიური მეტაბოლიტის განაწილება დაკავშირებულია მაღალ პლაზმურ კლირენსთან (შესაბამისად, 150 და 120 ლიტრი/სთ). ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის მეტაბოლიზმი ძირითადად (82%) იწვევს აქტიურ მეტაბოლიტის - ბეკლომეტაზონ-17-მონოპროპიონატის წარმოქმნას.

პლაზმურ ცილებთან შეკავშირება ზომიერად მაღალია (87%).

ბიოგარდაქმნა

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი, რომელსაც აქვს სუსტი აფინობა გლუკოკორტიკოიდულ რეცეპტორებთან, როგორც პროწამალთან, ესტერაზას ფერმენტებით ჰიდროლიზდება ბეკლომეტაზონ-17-მონოპროპიონატად, მის აქტიურ მეტაბოლიტად, რომელსაც ახასიათებს ძლიერი ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.

გამოყოფა

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი ძირითადი გამოიყოფა ფეკალური მასებით პოლარული მეტაბოლიტების სახით. ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის და მისი მეტაბოლიტების შარდით გამოყოფა უმნიშვნელოა. ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის და ბეკლომეტაზონ-17-მონოპროპიონატის საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 0.5 და 2.7 საათს, შესაბამისად.

ხაზოვნება/არახაზოვნება

ჩატარდა კლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევა ფილტვებში ბიოშეღწევადობის და ორი დოზის მთლიანი სისტემური ექსპოზიციის შესაფასებლად საინჰალაციო ფხვნილის ორი სხვადასხვა დოზირებით (ფოსტერი ნექსთჰალერი 100 მკგ/6 მკგ და ფოსტერი ნექსთჰალერის 200 მკგ/6 მკგ).

ეს პარამეტრები შეფასდა თითოეული დოზის ერთჯერადი გამოყენების (4 ინჰალაციის) შემდეგ, როგორც აქტივირებული ნახშირით, ასევე მის გარეშე. სულ 30 ზრდასრული ასთმის მქონე პაციენტი, პროგნოზირებული FEV1 ≥70%-ით, ჩაერთო ღია-ეტიკეტურ, 6-გზის კვეთად, ერთჯერადი დოზის კვლევაში, რაც მოიცავდა ინჰალაციური კორტიკოსტეროიდების დაბალი დღიური დოზების მიღებას (მაგ., ბუდესონიდი ან ექვივალენტური ≤400 მკგ/დღეში) ან საინჰალოაციო კორტიკოსტეროიდების და ხანგრძლივი მოქმედების β2 აგონისტების ფიქსირებული კომბინაციის დაბალი დოზით მკურნალობას. ფილტვებში ბიოშეღწევადობა და ბეკლომეტაზონ დიპროპიონატის აქტიური მეტაბოლიტის B17MP-ის მთლიანი სისტემური ექსპოზიცია, იყო დოზა-პროპორციული 200/6 მკგ-ის და 100/6 მკგ-ის დოზებს შორის, ორივე საკვლევ პირობებში (აქტივირებული ნახშირით და მის გარეშე). ფორმოტეროლის ბიოექვივალენტობა ფილტვების ბიოშეღწევადობისა და მთლიანი სისტემური ექსპოზიციის კუთხით ვერ იქნა სრულად გამოვლენილი ამ კვლევაში, რადგან ორი დოზის შედარებისას, ნდობის ინტერვალი Cmax-სთვის იყო 90%-ზე დაბალი და AUCt-სთვის 80%-ზე დაბალი. ვინაიდან სისტემური ზემოქმედებისას (გლუკოზის, კალიუმის და გულ-სისხლძარღვთა პარამეტრების ჩათვლით) განსხვავებები არ შეინიშნებოდა, სისტემური ექსპოზიციის ასეთი შემცირება (20-14% Cmax-ში და AUCt-ში) აჩვენებს, რომ ფოსტერი ნექსთჰალერი 200/6 მკგ მინიმუმ ისეთივე უსაფრთხოა, როგორც ფოსტერი ნექსთჰალერი 100/6 მკგ. ფილტვებში აკუმულაციის სხვაობა იყო 20% და 22% Cmax-თვის და AUCt-თვი შესაბამისად. ორი დოზის ექვივალენტური ეფექტურობა (100/6 მიკროგრამი და 200/6 მიკროგრამი) ბრონქოდილატაციისთვის აღინიშნა სპეციფიკურ ფარმაკოდინამიკურ კვლევაში (იხ. პარაგრაფი 5.1).

პაციენტების მახასიათებლები

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის ფარმაკოკინეტიკა თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შესწავლილი არ არის. ვინაიდან ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი სწრაფად მეტაბოლიზდება ესტერაზას ფერმენტებით, რომელიც გვხვდება ნაწლავის სითხეში, შრატში, ფილტვებსა და ღვიძლში, რათა წარმოქმნას უფრო პოლარული მეტაბოლიტები: ბეკლომეტაზონ-21-მონოპროპიონატი, ბეკლომეტაზონ-17-მონოპროპიონატი და ბეკლომეტაზონი, ღვიძლის უკმარისობა მოსალოდნელი არ არის, რომ შეცვალოს ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის ფარმაკოკინეტიკა და უსაფრთხოების პროფილი.

ვინაიდან შარდში არ არის ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის ან მისი მეტაბოლიტების კვალი, სისტემური ზემოქმედების ზრდა შეუძლებელია თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

ფორმოტეროლი

შეწოვა

ინჰალაციის შემდეგ ფორმოტეროლი შეიწოვება როგორც ფილტვებიდან, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორის (pMDI) გამოყენების შემდეგ, შთანთქმული ინჰალაციური დოზის ფრაქცია შეიძლება ვარირებდეს 60%-დან 90%-მდე. შთანთქმული ნაწილის სულ მცირე 65% შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. უცვლელი პრეპარატის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღებიდან 0.5-1 საათში.

განაწილება

ფორმოტეროლის პლაზმურ ცილებთან შეკავშირების სიჩქარეა 61-64%. 34% უკავშირდება ალბუმინს. თერაპიული დოზებით მიღწეული კონცენტრაციის დიაპაზონში არ შეინიშნება შეკავშირების გაჯერება. პერორალური მიღების შემდეგ განსაზღვრული ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-3 საათს.

ბიოგარდაქმნა

ფორმოტეროლი ინტენსიურად მეტაბოლიზდება და მეტაბოლიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი გზა მოითხოვს ფენოლური ჰიდროქსილის ჯგუფის პირდაპირ კონიუგაციას. გლუკურონის მჟავის კონიუგატი არააქტიურია. მეორე მნიშვნელოვანი გზა მოითხოვს O-დემეთილირებას, რასაც მოჰყვება კონიუგაცია ფენოლური 2'-ჰიდროქსილის ჯგუფში. ციტოქრომი P450-ის იზოფერმენტები CYP2D6, CYP2C19 და CYP2C9 მონაწილეობენ ფორმოტეროლის O-დემეთილირებაში. როგორც ჩანს, ღვიძლი არის მეტაბოლიზმის მთავარი ადგილი. ფორმოტეროლი არ აინჰიბირებს CYP450-ის ფერმენტებს თერაპიულად მნიშვნელოვანი კონცენტრაციებისას.

გამოყოფა

მშრალი ფხვნილის ინჰალატორიდან ერთჯერადი ინჰალაციის შემდეგ, ფორმოტეროლის კუმულაციური გამოყოფა შარდით გაიზარდა ხაზოვნად, 12-96 მკგ დოზის დიაპაზონში. საშუალოდ, დოზის 8% და 25% რჩებოდა უცვლელი და გამოიყოფოდა მთლიანი ფორმოტეროლის სახით, შესაბამისად. 12 ჯანმრთელი მოხალისის მიერ 120 მიკროგრამის ერთჯერადი ინჰალაციის შემდეგ, გაზომილი პლაზმური კონცენტრაციების საფუძველზე, ნახევარგამოყოფის საშუალო ტერმინალური პერიოდი განისაზღვრა 10 საათით. (R,R)- და (S,S)-ენანტიომერები შეადგენენ უცვლელი პრეპარატის დაახლოებით 40%-ს და 60%-ს, შესაბამისად, რომელიც გამოიყოფა შარდით. ორი ენანტიომერის თანაფარდობა რჩებოდა უცვლელი გამოკვლეული დოზის დიაპაზონში და განმეორებითი დოზირების შემდეგ არ შეინიშნებოდა ერთი ენანტიომერის მეტი დაგროვება მეორესთან შედარებით.

პერორალურად მიღების შემდეგ (40-დან 80 მიკროგრამამდე), დოზის 6%-დან 10%-მდე გამოიყოფოდა უცვლელი სახით შარდში, ჯანმრთელ მოხალისეებში; დოზის 8%-მდე გამოიყოფოდა გლუკურონიდის სახით.

მთლიანობაში, ფორმოტეროლის პერორალური დოზის 67% გამოიყოფა შარდით (ძირითადად მისი მეტაბოლიტების სახით), ხოლო დანარჩენი ფეკალურ მასებთან ერთად.

ფორმოტეროლის თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს 150 მლ/წთ-ს.

ხაზოვნება-არხაზოვნება

ფორმოტეროლის შეწოვა ხაზოვანია 12-დან 96 მიკროგრამამდე ფორმოტეროლის ფუმარატის ინჰალაციის შემდეგ.

პაციენტების მახასიათებლები

ღვიძლის/თირკმლის უკმარისობა

ღვიძლის/თირკმლის უკმარისობა: ფორმოტეროლის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. თუმცა, ვინაიდან, ფორმოტეროლი ძირითადად გამოიყოფა ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის გზით, ღვიძლის მძიმე ციროზის მქონე პაციენტებში შეიძლება მოსალოდნელი იყოს ექსპოზიციის გაზრდა.

კლინიკური გამოცდილება

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის და ფორმოტეროლის კომბინაციის სისტემური ზემოქმედება შედარდა ცალკეული კომპონენტებისას. არ არსებობს ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური (სისტემური) ურთიერთქმედების მტკიცებულება ბეკლომეტაზონის დიპროპიონატსა და ფორმოტეროლს შორის.

ფოსტერი ნესქთჰალერის საინჰალაციო ფხვნილის ფარმაკოკინეტიკა შედარდა შესაბამისი ხსნარის შემცველი დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორის ფარმაკოკინეტიკასთან. სტეროიდული კომპონენტის ანალიზი ფოკუსირებული იყო ბეკლომეტაზონ-17-მონოპროპიონატზე, რომელიც წარმოადგენს ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის ძირითად აქტიურ მეტაბოლიტს.

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის სისტემური შეწოვა და მეტაბოლიზმი ხდება სწრაფად და ორივეს შემთხვევაში Cmax მიიღწევა დოზის მიღებიდან 5 წუთის შემდეგ, მაგრამ უფრო მაღალია ფოსტერი ნესქთჰალერის საინჰალაციო ფხვნილის გამოყენებისას (+ 68%). AUCt დაახლოებით 3-ჯერ მეტია ფოსტერი ნესქთჰალერით ინჰალაციის შემდეგ, ვიდრე ხსნარის შემცველი დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორით ინჰალაციისას. მთავარი აქტიური მეტაბოლიტისთვის - ბეკლომეტაზონ-17-მონოპროპიონატისთვის, რომელიც წარმოადგენს სისხლში საერთო კონცენტრაციის დაახლოებით 82%-ს, Cmax მიიღწევა საშუალოდ 30 წუთის შემდეგ და 15 წუთის შემდეგ, შესაბამისად, ნესქთჰალერის და ხსნარის შემცველი დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორის გამოყენების შემდეგ. ბეკლომეტაზონ-17-მონოპროპიონატის პლაზმური კონცენტრაცია საინჰალაციო ფხვნილის ინჰალაციის შემდეგ უფრო დაბალია, ხსნარის შემცველი დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორით ინჰალაციის შემდეგ (Cmax-49% და AUCt-29%). ფორმოტეროლის პიკური (მაქსიმალური) კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა ფოსტერი ნესქთჰალერით ინჰალაციის შემდეგ 5 წუთში. ფორმოტეროლის პიკური (მაქსიმალური) კონცენტრაცია უფრო მაღალია (+47%) საინჰალაციო ფხვნილისთვის, მაშინ როდესაც საერთო ექსპოზიცია (AUCt) მსგავსია ორივე სამკურნალო საშუალებისთვის.

ერთ-ერთ კვლევაში, ფილტვებთან შედარებითი წვდომა გამოკვლეული იყო AeroChamber Plus®-ის გამოყენებით, რომელიც წარმოადგენს ნახშირის ბლოკის და რეფერენს პროდუქტის (ხსნარის შემცველი დოზირებული შესასხურებელი) დადასტურებულ სპაისერს, რათა გამორიცხულიყო წამლის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

ამ სქემაში, ნესქთჰალერისთვის და ხსნარის შემცველი დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორისთვის AUCt იყო ერთნაირი როგორც ბეკლომეტაზონ-17-მონოპროპიონატის, ასევე ფორმოტეროლისთვის (საინჰალაციო ფხვნილის/ხსნარის შემცველი დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორის თანაფარდობა და 90%-იანი ნდობის ინტერვალები არის 80-125%); თუმცა, ბეკლომეტაზონ-17-მონოპროპიონატის Cmax უფრო დაბალი იყო (-38%) ინჰალაციის შემდეგ, ვიდრე ნესქთჰალერის გამოყენების შემდეგ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

ფოსტერი ნექსთჰალერი 100/6მკგ მშრალი საინჰალაციო ფხვნილი

(ჩეისი-იტალია)

ჩეისი

პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება

სამკურნალო საშუალების დასახელება

ფოსტერი ნექსთჰალერი 100/6მკგ მშრალი საინჰალაციო ფხვნილი

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები

10 მგ ყოველი გაზომილი დოზისთვის:

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი უწყლო (BDP) 100 მიკროგრამი (81.9 მიკროგრამი ტოლერანტული დოზა)

ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატი 6 მიკროგრამი (5.0 მიკროგრამი ტოლერანტული დოზა)

დამხმარე ნივთიერება

ლაქტოზას მონოჰიდრატი (დამზადებულია მსხვილფეხა რქოსანის მაჭიკისგან) 9.874 მგ

დამხმარე ნივთიერებებისთვის იხ. 6.1 პარაგრაფი.

წამლის ფორმა

საინჰალაციო ფხვნილი.

შესასუნთქი თეთრი/მოთეთრო მშრალი ფხვნილი, მრავალჯერადი გაზომილი დოზებით.

კლინიკური თვისებები

თერაპიული ჩვენება

იგი გამოიყენება ასთმის სიმპტომების კორექციისა და კონტროლისთვის. იგი ინიშნება ასთმის ეტაპობრივი მკურნალობის მე-3 საფეხურიდან. ამცირებს სიმპტომებს და შეტევების სიხშირეს საშუალო და მძიმე ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) დროს.

დოზირება და მიღების წესი

ფოსტერი ნექსთჰალერი გამოიყენება მხოლოდ ინჰალაციის გზით.

დოზირება/გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა

ასთმა

ფოსტერი ნექსთჰალერი არ არის განკუთვნილი ასთმის საწყისი მკურნალობისთვის.

ფოსტერი ნექსთჰალერით მკურნალობა ინდივიდუალურია და სამკურნალო დოზა უნდა დაკორექტირდეს პაციენტის დაავადების სიმძიმის მიხედვით. აღნიშნული მიდგომა გამოყენებული უნდა იყოს არა მხოლოდ კომბინირებული თერაპიის დასაწყისში, არამედ დოზის კორექციის დროსაც. თუ პაციენტს ესაჭიროება სხვა თერაპიული დოზა, რომელიც განსხვავდება კომბინირებულ ინჰალატორში არსებული დოზებისგან, პაციენტს უნდა დაენიშნოს ინდივიდუალური ინჰალატორები, რომლებიც შეიცავენ ბეტა2-აგონისტების და/ან კორტიკოსტეროიდების შესაბამის დოზას.

ნაწილაკების არც ისე წვრილი გაფრქვევის ფორმიდან ფოსტერი ნექსთჰალერით თერაპიაზე გადასვლისას პაციენტებს ესაჭიროებათ დოზის კორექცია ნექსთჰალერის ნაწილაკების ძალიან წვრილი გაფრქვევის გამო. როდესაც იცვლება პაციენტების წინა თერაპია, საჭიროა სიფრთხილე, რათა ფოსტერი ნექსთჰალერისთვის ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის რეკომენდირებული ჯამური დღიური დოზა იყოს ნაკლები, ვიდრე ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის შემცველი ამჟამინდელი პროდუქტისთვის და არ იყოს ზედმეტად წვრილი; ასევე, დოზა უნდა დარეგულირდეს თითოეული პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. თუმცა, არ არის საჭირო დოზის კორექცია პაციენტებში, რომლებიც გადავიდნენ ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის/ფორმოტეროლის კომბინირებული დოზირებული ინჰალატორის თერაპიიდან ფოსტერი ნექსთჰალერის მშრალი ფხვნილის ინჰალატორზე.

არსებობს ფოსტერი ნექსთჰალერით მკურნალობის ორი მიდგომა:

18 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებისთვის

ა. შემანარჩუნებელი თერაპია ფოსტერი ნექსთჰალერით: სწრაფი მოქმედების ბრონქოდილატატორი გამოიყენება ფოსტერი ნექსთჰალერთან ერთად, როგორც რეგულარული შემანარჩუნებელი თერაპია.

ყოველთვის გასათვალისწინებელია ცალკეული სწრაფი მოქმედების ბრონქოდილატატორის გამოყენების აუცილებლობა და ამის შესახებ პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებულები.

იგი გამოიყენება დღეში ერთი ან ორი ინჰალაციის სახით. მაქსიმალური დღე-ღამური დოზაა ოთხი ინჰალაცია.

ბ. შემანარჩუნებელი და შემამსუბუქებელი თერაპია ფოსტერი ნექსთჰალერით: ფოსტერი ნექსთჰალერი გამოიყენება როგორც ყოველდღიური შემანარჩუნებელი თერაპია, ასევე საჭიროების შემთხვევაში, ასთმის სიმპტომების შესამსუბუქებლადაც.

პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ აუცილებელია მუდმივად თან იქონიონ ფოსტერი ნექსთჰალერი, გადაუდებელი გამოყენებისთვის.

აუცილებელია განხილულ იქნას შემანარჩუნებელი და შემამსუბუქებელი თერაპიის აუცილებლობა ფოსტერი ნექსთჰალერით პაციენტებში:

რომელთაც აქვთ არასრულად კონტროლირებადი ასთმა და აუცილებლობის შემთხვევაში ესაჭიროებათ შემამსუბუქებელი თერაპია.

ჰქონდათ ასთმის გამწვავება წარსულში, როდესაც საჭირო გახდა სამედიცინო ჩარევა.

აუცილებელია დოზადამოკიდებული გვერდითი მოვლენების საგულდაგულო მონიტორინგი პაციენტებში, რომლებიც ხშირად და დიდი რაოდენობით იყენებენ ფოსტერი ნექსთჰალერს.

ფოსტერი ნექსთჰალერის რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზაა 1 ინჰალაცია დღეში ორჯერ (1 დილით, 1 საღამოს).

საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებმა უნდა გამოიყენონ დამატებითი 1 ინჰალაცია სიმპტომების შესამსუბუქებლად. თუ რამოდენიმე წუთის შემდეგ სიმპტომები კვლავ ნარჩუნდება, მაშინ საჭიროა დამატებითი ინჰალაცია.

მაქსიმალური დღე-ღამური დოზაა 8 ინჰალაცია.

პაციენტებმა, რომელთაც ხშირად ესაჭიროებათ ყოველდღიური „გადამრჩენელი“ ინჰალაცია, რეკომენდებულია, რომ მიმართონ ექიმს კონსულტაციისთვის.

ასეთი პაციენტები ხელახლა უნდა იყვნენ გამოკვლეულები და შეიძლება გადაიხედოს მათი შემანარჩუნებელი თერაპია.

პაციენტები რეგულარულად უნდა შეაფასონ ექიმებმა მკურნალობის ეფექტურობისთვის. ამრიგად, გამოყენებული ფოსტერი ნექსთჰალერის დოზა დარჩება ყველაზე შესაფერის დოზად და შეიცვლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. სამკურნალო დოზა უნდა დაკორექტირდეს მინიმალურ დოზამდე, რომელიც უზუნველყოფს სიმპტომების ეფექტურ კონტროლს. მინიმალური რეკომენდებული დოზით სიმპტომების გაკონტროლების შემდეგ, მომდევნო ნაბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გამოყენება.

პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ რეგულარულად გამოიყენონ ფოსტერი ნექსთჰალერი, მაშინაც კი, თუ სიმპტომები არ აღინიშნება.

ფიტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)

ინიშნება ორჯერ დღეში ორი ინჰალაციის სახით.

გამოყენების წესი

ფოსტერი ნექსთჰალერი არის მშრალი ფხვნილის ინჰალატორი, რომელიც აქტიურდება შესუნთქვით. აღინიშნა, რომ პაციენტებს საშუალო და მძიმე ასთმით და ფქოდ-ით შეუძლიათ წარმოქმნან საკმარისი შესუნთქვის ნაკადი, ნექსთჰალერის დოზის გამოთავისუფლების გასააქტიურებლად (იხ. პარაგრაფი 5.1). ფოსტერი ნექსთჰალერის დოზირებისთვის საჭირო ჰაერის ნაკადის გენერაცია არ არის დამოკიდებული პაციენტების შესაბამისი ჯგუფების უნარზე, წარმოქმნან შესასუნთქი ჰაერის ნაკადი.

იმისთვის, რომ მკურნალობა ეფექტური იყოს, ნექსთჰალერის ინჰალატორი სწორად უნდა იქნას გამოყენებული. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ აუცილებელია ყურადღებით წაიკითხოს სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია და მიჰყვეს გამოყენების ინსტრუქციას. იმისათვის რომ იყოს მოსახერხებელი, გამოყენების ინსტრუქცია მოცემულია 6.6 პარაგრაფში, როგორც ფოსტერი ნექსთჰალერის სწორი გამოყენების ინსტრუქცია.

ინჰალატორიდან პრეპარატის შესუნთქვისას, პაციენტები შეძლებისდაგვარად უნდა იდგნენ ვერტიკალურ მდგომარეობაში, ან ზურგი უნდა ჰქონდეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში ჯდომისას.

ფოსტერი ნექსთჰალერის დოზის შესუნთქვა შესაძლებელია დახურული სარქველის სრულად გახსნის შემდეგ და შესუნთქვა უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად და ღრმად 7 დოზის შესუნთქვის და სარქველის დახურვის შემდეგ, დოზის მრიცხველის ფანჯარაში ციფერბლატზე გამოჩნდება დოზის რიცხობრივი შემცირება. თანმდევი დოზის მისაღებად, სარქველი ხელახლა უნდა გაიხსნას, ისე რომ შესაძლებელი იყოს განმეორებითი დოზის შესუნთქვა საინჰალაციო მუნდშტუკიდან და სარქველი უნდა დაიხუროს. პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ შესუნთქვის შემდეგ ყოველთვის მთლიანად დაახუროს სარქველი. თუ სარქველი გახსნილი დარჩება, არ მოხერხდება შესუნთქვა საინჰალაციო მუნდშტუკიდან, ხოლო თუ სარქველი დახურულია, შესასუნთქი დოზა კვლავ დაბრუნდება რეზერვუარში, ხოლო მრიცხველის ფანჯარაში არ აღინიშნება დოზის რიცხობრივი შემცირება. დოზის უსაფრთხო შესუნთქვა შესაძლებელი იქნება, როდესაც სარქველი კვლავ სრულად გაიხსნება. პაციენტებს უნდა მიეცეთ გაფრთხილება, რომ სარქველი გახსნან მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.

ფილტვებში ოპტიმალური დოზის მოხვედრის უზრუნველსაყოფად, საჭიროა სწრაფი და ღრმა ჩასუნთქვა საინჰალაციო მუნდშტუკიდან. რეკომენდებულია სუნთქვის შეკავება 5-10 წამის განმავლობაში ან სანამ პაციენტი თავს კომფორტულად არ იგრძნობს დოზის ჩასუნთქვის შემდეგ, ამის შემდეგ ამოსუნთქვა უნდა მოხდეს ნელა ცხვირით.

პაციენტებს უნდა მიეცეთ გაფრთხილება, რომ არ შეიძლება ამოსუნთქვა ამოისუნთქონ ნექსთჰალერის მოწყობილობაში ინჰალაციის წინ ან ინჰალაციის შემდეგ, რადგან ეს ზეგავლენას იქონიებს მოწყობილობის მუშაობაზე.

დოზის მიღების შემდეგ პაციენტებს უნდა შეახსენონ, რომ გამოივლონ პირში წყალი ან გაიხეხონ კბილები (იხ. პარაგრაფი 4.4).

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

არ არსებობს მონაცემები ფოსტერი ნექსთჰალერის გამოყენების შესახებ პაციენტებში თირკმლის და ღვიძლის უკმარისობით (იხ. პარაგრაფი 5.2).

პედიატრიული პოპულაცია

ფოსტერი ნექსთჰალერი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში.

ფოსტერი ნექსთჰალერის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ამჟამად შეფასების პროცესშია. 11 წლამდე ასაკის ბავშვებში კლინიკური მონაცემები არ მოიპოვება. მონაცემები ხელმისაწვდომია 12-17 წლის ასაკის მოზარდებისთვის, პარაგრაფი 4.8. და 5.1, თუმცა, დოზირების შესახებ რეკომენდაციის გაცემა არ შეიძლება.

გერიატრიული პოპულაცია

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

  • 3. უკუჩვენება

ფოსტერი ნექსთჰალერი უკუნაჩვენებია ცნობილი მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის, ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატის და/ან რომელიმე დამხმარე ნივთიერებების მიმართ (იხ. პარაგრაფი 6.1).

  • 4. სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

თუ აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა, რეკომენდებულია სამკურნალო დოზის თანდათანობით შემცირება. არ შეიძლება მკურნალობის უეცრად შეწყვეტა.

ასთმის მკურნალობა უნდა მოხდეს ეტაპობრივი მკურნალობის პროგრამით, ხოლო პაციენტის რეაქცია მკურნალობაზე კლინიკურად უნდა შეფასდეს ფილტვის ფუნქციის ტესტირებით, რეგულარული ინტერვალებით.

თუ პაციენტი თვლის რომ მკურნალობა არაეფექტურია, მან უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. „გადამრჩენელი“ ბრონქოდილატატორების უფრო ფართო გამოყენება მიუთითებს ძირითადი დაავადების გაუარესებაზე და ასთმის თერაპია ხელახლა უნდა შეფასდეს. ასთმის კონტროლის უეცარი და პროგრესირებადი გაუარესება სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშია და პაციენტმა სასწრაფოდ უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, განისაზღვროს საინჰალაციო ან პერორალური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის გაძლიერების აუცილებლობა, ან ინფექციის არსებობის შემთხვევაში - ანტიბიოტიკების საჭიროება.

ფოსტერი ნექსთჰალერით თერაპია არ უნდა დაიწყოს დაავადების გამწვავების ან ასთმის მწვავე გაუარესების დროს. ასთმასთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენები და გამწვავებები შეიძლება აღინიშნოს ფოსტერი ნექსთჰალერით მკურნალობის დროს. პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია გააგრძელონ მკურნალობა, მაგრამ მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ ასთმის სიმპტომები ჯერ კიდევ არ ექვემდებარება კონტროლს ან გაუარესდება ფოსტერი ნექსთჰალერით მკურნალობის დაწყების შემდეგ.

სხვა საინჰალაციო თერაპიის მსგავსად, დოზის მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს პარადოქსული ბრონქოსპაზმი ხიხინის, ხველების და ქოშინის უეცარი გაძლიერებით. ამ შემთხვევაში უნდა დაინიშნოს სწრაფი მოქმედების საინჰალაციო ბრონქოდილატატორი. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ფოსტერი ნექსთჰალერის გამოყენება, უნდა მოხდეს პაციენტის გამოიკვლევა და აუცილებლობის შემთხვევაში, დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია.

ფოსტერი ნექსთჰალერი არ არის შესაფერისი ასთმის საწყისი მკურნალობისთვის.

ასთმის მწვავე შეტევების სამკურნალოდ პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ ყოველთვის თან ატარონ სწრაფი მოქმედების „გადამრჩენელი“ ბრონქოდილატატორი.

პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ რეგულარულად გამოიყენონ ფოსტერი ნექსთჰალერი დადგენილი წესით, მაშინაც კი, თუ სიმპტომები არ აღინიშნება. ფოსტერი ნექსთჰალერის სიმპტომური დოზების გამოყენება უნდა მოხდეს ასთმის სიმპტომების საპასუხოდ; მაგრამ ეს დოზები არ არის განკუთვნილი რეგულარული პროფილაქტიკური გამოყენებისთვის, მაგალითად ვარჯიშამდე. ამ მიზნით, უნდა იქნას განხილული სხვა სწრაფი მოქმედების ბრონქოდილატორის გამოყენება.

როგორც კი ასთმის სიმპტომები დაექვემდებარება კონტროლს, ფოსტერი ნექსთჰალერის დოზა თანდათან უნდა შემცირდეს. მკურნალობის საფეხუროვანი შემცირების პარალელურად, მნიშვნელოვანი ხდება პაციენტების რეგულარული შემოწმება. ამ პერიოდის განმავლობაში გამოყენებული უნდა იქნას ფოსტერი ნექსთჰალერის ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა (იხ. პარაგრაფი 4.2).

პნევმონია ფქოდ-ის მქონე პაციენტებში

ფქოდ-ის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებს, გამოვლენილია პნევმონიით დაავადების, მათ შორის ჰოსპიტალური შემთხვევების სიხშირის მომატება. არსებობს მონაცემები პნევმონიის გაზრდილი რისკის შესახებ, სტეროიდების დოზის გაზრდისას, მაგრამ ეს არ არის დადასტურებული ყველა კვლევაში.

არ არსებობს შიდაკლასობრივი განსხვავების დამაჯერებელი კლინიკური დასაბუთება პნევმონიის რისკის მაჩვენებელსა და საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებს შორის.

ექიმები ყურადღებით უნდა დააკვირდნენ ფქოდ-ის მქონე პაციენტებში პნევმონიის შესაძლო განვითარებას, ვინაიდან ასეთი ინფექციების კლინიკური თვისებები იფარება ფქოდ-ის სიმპტომების გამწვავებით.

ფქოდ-ის მქონე პაციენტებში პნევმონიის რისკ-ფაქტორები მოიცვას: მოწევას, ხანდაზმულ ასაკს, სხეულის მასის დაბალ ინდექსს და ფქოდ-ის მძიმე ფორმას.

სისტემური ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერი საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით მიღებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში. ასეთი ეფექტები ნაკლებ სავარაუდოა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მიღებისას, ვიდრე პერორალური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას. შესაძლო სისტემური ეფექტები: კუშინგის სინდრომი, კუშინგოიდური სიმპტომები, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა, ზრდის შეფერხება ბავშვებსა და მოზარდებში, ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება, კატარაქტა, გლაუკომა და იშვიათად რიგი ფსიქოლოგიური ან ქცევითი ეფექტები, მათ შორის ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა, ძილის დარღვევა, შფოთვა, დეპრესია ან აგრესია (განსაკუთრებით ბავშვებში). ამიტომ აუცილებელია საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების დოზის შემცირება მინიმალურ დოზამდე, რომელიც უზრუნველყოფს ასთმის ეფექტურ კონტროლს.

საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზების გამოყენებით მკურნალობის გაგრძელებამ შეიძლება პაციენტებში გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესია და მწვავე ადრენალური კრიზი. 16 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები, რომლებიც შეისუნთქავენ ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის რეკომენდებულ დოზაზე მეტს, იმყოფებიან პოტენციური რისკის ქვეშ. მდგომარეობები, რომლებიც პოტენციურად იწვევენ მწვავე ადრენალურ კრიზს მოიცავს: ტრავმებს, ქირურგიულ ჩარევას, ინფექციას ან პრეპარატის დოზირების უეცარ შემცირებას ნებისმიერი მიზეზით. გამოვლენილი სიმპტომები, როგორც წესი, არის განუსაზღვრელი და შეიძლება მოიცავდეს: ანორექსიას, ტკივილს მუცლის არეში, სხეულის მასის შემცირებას, დაღლილობას, თავის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, ჰიპოტენზიას, ცნობიერების შემცირებას, ჰიპოგლიკემიას და კრუნჩხვებს. სტრესის ან დაგეგმილი ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, განხილული უნდა იქნას დამატებითი სისტემური კორტიკოსტეროიდების ჩართვის აუცილებლობა.

პაციენტები, რომლებიც გადადიან პერორალური კორტიკოსტეროიდებიდან საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებზე, შეიძლება იმყოფებოდნენ თირკმელზედა ჯირკვლის მარაგის დარღვევის რისკის ქვეშ, დროის მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში. პაციენტები, რომელთაც ესაჭიროებოდათ კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზები წარსულში გადაუდებელი მკურნალობის სახით ან რომლებიც, გადიოდნენ გახანგრძლივებულ მკურნალობას საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით, ასევე შეიძლება იმყოფებოდნენ აღნიშნული რისკის ქვეშ. ნარჩენი დარღვევების ასეთი რისკის ალბათობა ყოველთვის უნდა იქნას გათვალისწინებული საგანგებო და ცალკეულ სხვა მდგომარეობებში, რომელთაც შეუძლიათ სტრესის გამოწვევა; განხილული უნდა იქნას სათანადო კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის მიზანშეწონილობა. თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის ხარისხის მიხედვით, ცალკეული პროცედურების დაწყებამდე, შეიძლება საჭირო გახდეს სპეციალისტის კონსულტაცია.

ფოსტერი ნექსთჰალერი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ფილტვის აქტიური ან ლატენტური ტუბერკულოზი, ასევე პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ სასუნთქი გზების სოკოვანი და ვირუსული ინფექციები.

ფოსტერი ნექსთჰალერი სიფრთხილით უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომელთაც აწუხებთ გული არითმია, კერძოდ მესამე ხარისხის ატრიოვენტიკულური ბლოკადა და ტაქიარითმია, იდიოპათიური სუბაორტალური სტენოზი, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია, გულის იშემიური დაავადება, გულის მწვავე უკმარისობა, მწვავე არტერიული ჰიპერტენზია და ანევრიზმა, ამასთან აუცილებელია პაციენტზე დაკვირვება.

პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს იმ პაციენტების მკურნალობისას, რომელთაც აქვთ თანდაყოლილი ან სამკურნალო პრეპარატებით გამოწვეული, დადასტურებული ან სავარაუდო გახანგრძლივებული QT ინტერვალი (QTc>0.44 წამი). ფორმოტეროლს შეუძლია გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება.

ფოსტერი ნექსთჰალერი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს თირეოტოქსიკოზის, შაქრიანი დიაბეტის, ფეოქრომოციტომის და არანამკურნალევი ჰიპოკალიემიის მქონე პაციენტების მკურნალობისას.

ბეტა2-აგონისტების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პოტენციურად ძლიერი ჰიპოკალიემია. აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, როდესაც მათი მიღება ხდება მძიმე ასთმის დროს, ვინაიდან ჰიპოკალიემიის სიმწვავე შეიძლება გაძლიერდეს ჰიპოქსიით. გამოხატული ჰიპოკალიემია, ასევე, შეიძლება გაძლიერდეს სხვა თანმხლები პრეპარატებით მკურნალობისას, როგორიცაა: ქსანტინის წარმოებულები, სტეროიდები და დიურეზული საშუალებები, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ჰიპოკალიემია (იხ. პარაგრაფი 4.5.). რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა ისეთი პაციენტების მკურნალობისას, რომელთაც აღენიშნებათ არასტაბილური ასთმა, თუ შესაძლებელია, სასურველია ერთზე მეტი „გადამრჩენელი“ ბრონქოდილატატორების მიღება. ასეთ შემთხვევაში, რეკომენდებულია კალიუმის დონის კონტროლი პაციენტის სისხლის შრატში.

ფორმოტეროლით ინჰალაციამ შეიძლება გამოიწვიოს შაქრის დონის მომატება სისხლში, ამიტომ, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის საგულდაგულო კონტროლი.

ჰალოგენური საანესთეზიო საშუალებებით ანესთეზიის დაგეგმვისას, საჭიროა დარწმუნდეთ, რომ ფოსტერი ნექსთჰალერი არ იყო გამოყენებული სულ მცირე 12 საათის განმავლობაში ანესთეზიის დაწყებამდე, ვინაიდან არსებობს გულის არითმიის რისკი.

პაციენტებს უნდა შეახსენონ, რომ ინჰალატორის გამოყენების შემდეგ საჭიროა პირში წყლის გამოვლება ან კბილების გახეხვა პირ-ხახის სოკოვანი ინფექციის და დისფონიის რისკის შესამცირებლად.

ასთმასთან დაკავშირებული სერიოზული და ზოგჯერ ლეტალური რესპირატორული პრობლემები შეიძლება აღინიშნოს, ხანგრძლივი მოქმედების ბეტა2-აგონისტების პრეპარატების გამო, თუმცა იშვიათად.

ხანგრძლივი მოქმედების ბეტა2-აგონისტების გამოყენება უნდა მოხდეს დროის მოკლე პერიოდის განმავლობაში, რაც უზრუნველყოფს ასთმის სიმპტომების კონტროლს და მათი გამოყენება უნდა შეწყდეს, თუ ეს შესაძლებელია, ასთმის კონტროლის მიღწევის შემდეგ. ამის შემდეგ, საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ პაციენტმა მიიღოს რეგულარული საკონტროლო მკურნალობა.

მოზარდებში, რომლებიც იღებენ ხანგრძლივი მოქმედების ბეტა-2-აგონისტს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდთან ერთად, რეკომენდებულია კომბინირებული პრეპარატის გამოყენება, რომელიც შეიცავს როგორც საინჰალაციო კორტიკოსტეროიდს, ასევე ხანგრძლივი მოქმედების ბეტა-აგონისტებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ორივე პრეპარატის მიღების რეჟიმის დაცვა.

ხანგრძლივი მოქმედების ბეტა2-აგონისტებით მკურნალობა არ უნდა დაიწყოს, თუ პაციენტებს აღენიშნება გამწვავება ან ასთმა, მნიშვნელოვანი ან მწვავე გართულებით.

სისტემური და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს მხედველობითი დარღვევები. თუ პაციენტს უვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიც არის: ბუნდოვანი მხედველობა ან სხვა მხედველობითი დარღვევები, პაციენტი უნდა გადამისამართდეს ოფთალმოლოგთან, რათა შეფასდეს შესაძლო მიზეზები, რომელიც შეიძლება მოიცავდეს: კატარაქტას, გლაუკომას ან იშვიათ დაავადებებს, როგორიც არის ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (CSCR), რომლის შესახებაც მიღებულია შეტყობინებები სისტემური და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.

ფოსტერი ნექსთჰალერი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, ლაპ ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

  • 5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი სწრაფად მეტაბოლიზდება მის აქტიურ მეტაბოლიტად -ბეკლომეტაზონის მონოპროპიონატად, ესთერაზას ფერმენტების მეშვეობით, ციტოქრომ P-450-ის სისტემის მონაწილეობის გარეშე.

ბეკლომეტაზონი ნაკლებად არის დამოკიდებული CYP3A-ის მეტაბოლიზმზე, ვიდრე ზოგიერთი სხვა კორტიკოსტეროიდი, მთლიანობაში კი ურთიერთქმედება ნაკლებ სავარაუდოა; თუმცა, შესაძლო სისტემური ეფექტები CYP3A-ის ძლიერი ინჰიბიტორების (მაგალითად რიტონავირი, კობიცისტატი) ერთად გამოყენებისას არ არის გამორიცხული, ამიტომ ასეთი პრეპარატების გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა და პაციენტის მდგომარეობის შესაბამისი მონიტორინგი.

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება

ასთმის მქონე პაციენტებმა არ უნდა გამოიყენონ ბეტა-ბლოკატორები (მათ შორის თვალის წვეთები). აუცილებლობის შემთხვევაში, ბეტა-ბლოკატორების დანიშვნისას ფორმოტეროლის მოქმედება შემცირდება ან შეჩერდება.

სხვა ბეტა-ადრენერგიულ საშუალებებთან ერთად მიღებისას, შესაძლებელია პოტენციური ადიტიური ეფექტი, ამიტომ აუცილებელია სიფრთხილით იქნას გამოყენებული თეოფილინი ან სხვა ბეტა-ადრენერგიული პრეპარატები ფორმოტეროლთან ერთად.

ქინიდინთან, დიზოპირამიდთან, პროკაინამიდთან, ფენოთიაზინთან, ზოგიერთ ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან (მაგ. ტერფენადინთან), მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან და ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და პარკუჭოვანი არითმიის განვითარების რისკი.

გარდა ამისა, L-დოფას, L-თიროქსინს, ოქსიტოცინს და ალკოჰოლს შეუძლიათ გააუარესონ ბეტა2-აგონისტების მიმართ გულის ტოლერანტობა.

მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან, მათ შორის ანალოგიური თვისებების მქონე საშუალებებთან ერთად მიღებამ, როგორიცაა ფურაზოლიდონი და პროკარბაზინი, შეიძლება დააჩქაროს ჰიპერტენზიური რეაქციები.

არსებობს არითმიის მომატებული რისკი პაციენტებში, რომელთაც პარალელურად გაუკეთდათ ანესთეზია ჰალოგენიზირებული ნახშირწყალბადებით.

ქსანტინის წარმოებულებთან, სტეროიდებთან ან დიურეზულ საშუალებეთან ერთად მიღებამ, შეიძლება გააძლიეროს ბეტა2-აგონისტების შესაძლო ჰიპოკალიემიური მოქმედება (იხ. პარაგრაფი 4.4). ჰიპოკალიემიას შეუძლია გააძლიეროს არითმიის მიმართ მიდრეკიდება იმ პაციენტში, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

არ ჩატარებულა წამლისმიერი ურთიერთქმედების კვლევები ფოსტერი ნექსთჰალერის გამოყენებით თირკმლის/ ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

პედიატრიული პოპულაცია

არ ჩატარებულა ურთიერთქმედების კვლევები ფოსტერი ნექსთჰალერთან, ასთმის და ფქოდ-ის მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტებში.

  • 6. ორსულობა და ლაქტაცია

ზოგადი რეკომენდაციები

ორსულობის კატეგორია: C.

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები/შობადობის კონტროლი (კონტრაცეფცია)

არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები ფოსტერი ნექსთჰალერის გამოყენების შესახებ რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებში და შობადობის კონტროლის თვალსაზრისით.

ორსულობის პერიოდი

ორსულ ქალებში ფოსტერი ნექსთჰალერის გამოყენების ადეკვატური მონაცემები არ მოიპოვება. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხ. პარაგრაფი 5.3). პოტენციური რისკი ადამიანებისთვის უცნობია.

ცნობილია, რომ ორსულ ცხოველებში კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზები იწვევს ნაყოფის განვითარების ანომალიებს, როგორიცაა სასის ნაპრალი და საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება. ბეტა2-სიმპათომიმეტური საშუალებების ტოკოლიტური მოქმედების გამო, მშობიარობის მოახლოებისას უნდა იქნას მიღებული აუცილებელი სიფრთხილის ზომები. ფორმოტეროლის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, კერძოდ კი ორსულობის ბოლოს ან მშობიარობისას; გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც არ არსებობს ალტერნატიული დადასტურებული სამკურნალო საშუალებები.

ფოსტერი ნექსთჰალერის გამოყენება ორსულობის დროს დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პრეპარატის გამოყენების პოტენციურ რისკს.

ლაქტაციის პერიოდი

არ არსებობს კლინიკური მონაცემები ფოსტერი ნექსთჰალერის გამოყენების შესახებ ადამიანებში ძუძუთი კვების დროს.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მონაცემები ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებიდან, მიზანშეწონილია ვივარაუდოთ, რომ ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი, ისევე როგორც სხვა კორტიკოსტეროიდები, გამოიყოფა დედის რძეში.

მიუხედავად იმისა, რომ უცნობია გამოიყოფა თუ არა ფორმოტეროლი ადამიანის რძეში, ფორმოტეროლი დაფიქსირდა მეძუძური ცხოველების რძეში.

მეძუძურ ქალებში ფოსტერი ნექსთჰალერის დანიშვნა უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკებს. უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ფოსტერი ნექსთჰალერით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ, ბავშვისთვის ძუძუთი კვების და დედისთვის მკურნალობის სარგებლობის გათვალისწინებით.

რეპროდუქციული უნარი/ფერტილობა

ადამიანებთან დაკავშირებული მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის მაღალი დოზები კომბინაციაში უკავშირდებოდა მდედრი ვირთაგვების ფერტილობის დაქვეითებას და ემბრიოტოქსიკურობას (იხ. პარაგრაფი 5.3).

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ფოსტერი ნექსთჰალერი არ ახდენს ან ახდენს უმნიშვნელო ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ტრემორი არის ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა. ფოსტერი ნექსთჰალერის 12-კვირიან კლინიკურ კვლევაში, ტრემორი აღინიშნებოდა მხოლოდ მაქსიმალური დოზის მიღებისას (ორი ინჰალაცია დღეში ორჯერ), რომელიც ხშირად ვლინდებოდა მკურნალობის დასაწყისში და მიმდინარეობდა მსუბუქად. არცერთი პაციენტი არ გამოეთიშა კვლევას ტრემორის გამო.

კლინიკური კვლევები ასთმიან პაციენტებში

ფოსტერი ნექსთჰალერის უსაფრთხოება შეფასდა აქტიურ და პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც 12 წლის და უფროსი ასაკის 719 პაციენტი სხვადასხვა სიმძიმის ასთმით, ექვემდებარებოდა პრეპარატის ზემოქმედებას. ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების სიხშირე ეხება 12 წლის და უფროსი ასაკის ასთმიან პაციენტებს და ეფუძნება ორი ძირითადი კლინიკური კვლევის უსაფრთხოების შედეგებს, რომლებშიც ფოსტერი ნექსთჰალერის გამოყენება ხდებოდა რეკომენდებული დოზებით 8-12 კვირის განმავლობაში. ფსიქიკური დარღვევები არ გამოვლენილა ფოსტერი ნექსთჰალერის კლინიკურ კვლევებში, მაგრამ დაემატა, როგორც საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების კლასის პოტენციური ეფექტი.

კლინიკური კვლევებიდან მიღებული გვერდითი მოვლენების სიხშირე კლასიფიცირებულია MedDRA-ის სისტემის მიხედვით:

ძალიან ხშირი ≥1/10; ხშირი ≥1/100 - <1/10; არახშირი ≥1/1000 - <1/100) იშვიათი ≥1/10 000 - <1/1000; ძალიან იშვიათი <1/10 000, უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

პლაცებოს სიხშირე არ იყო გათვალისწინებული.

ინფექციები და ინვაზიები

ხშირი: პნევმონია (ფქოდ-ის მქონე პაციენტებში).

არახშირი: ნაზოფარინგიტი, პირის ღრუს კანდიდოზი.

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

არახშირი: ჰიპერტრიგლიცერიდემია.

ფსიქიკური დარღვევები

უცნობი: ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა, ძილის დარღვევა, შფოთვა, დეპრესია, აგრესია, ქცევითი ცვლილებები (ძირითადად ბავშვებში).

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი: ტრემორი.

არახშირი: თავის ტკივილი.

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ

უცნობია: მხედველობის დაბინდვა (იხ. პარაგრაფი 4.4)

დარღვევები გულის მხრივ

არახშირი: ტაქიკარდია, სინუსური ბრადიკარდია, სტენოკარდია, მიოკარდიუმის იშემია.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ

არახშირი: ყელის გაღიზიანება, ასთმის გამწვავება, ქოშინი, პირ-ხახის ტკივილი, დისფონია, ხველა.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

არახშირი: გულისრევა

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას

არახშირი: დაღლილობა, ნერვიულობა.

კვლევები

არახშირი: QT გახანგრძლივება ელექტროკარდიოგრამაზე, კორტიზოლის შემცველობის შემცირება შარდში, კორტიზოლის შემცირება სისხლში, სისხლში კალიუმის დონის მომატება, სისხლში გლუკოზის დონის მომატება, r-ტალღის სუსტი გავრცელება ~ ელექტროკარდიოგრაფიაზე.

ფორმოტეროლთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები მოიცავს:

ტრემორი, თავის ტკივილი, ტაქიკარდია, სინუსური ბრადიკარდია, სტენოკარდია, მიოკარდიუმის იშემია და QT ინტერვალის გახანგრძლივება.

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენებია: ნაზოფარინგიტი, პირის ღრუს კანდიდოზი, დისფონია, ყელის გაღიზიანება, შფოთვა, კორტიზოლის შემცველობის შემცირება შარდში, კორტიზოლის შემცირება სისხლში, სისხლში გლუკოზის დონის მომატება.

დამატებითი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ გამოვლენილა ფოსტერი ნექსთჰალერის კლინიკური გამოცდილებისას, მაგრამ ზოგადად უკავშირდება ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის ინჰალაციურ მიღებას, არის: პირის ღრუს სხვა სოკოვანი ინფექციები და პნევმონია. საინჰალაციო კორტიკოსტეროიდული თერაპიის დროს ზოგჯერ აღინიშნა გემოს დარღვევები.

იხ. პარაგრაფი 4.4 პირის ღრუს სოკოვანი ინფექციების, პირის ღრუს კანდიდოზისა და დისფონიის შესამცირებლად.

საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების (მაგ., ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი) სისტემური ეფექტები შეიძლება განვითარდეს განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას, რომლებიც ინიშნება ხანგრძლივი გამოყენებისთვის. ეს ეფექტებია: კუშინგის სინდრომი, კუშინგოიდური სიმპტომები, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა, ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება, ზრდის შეფერხება ბავშვებსა და მოზარდებში, კატარაქტა და გლაუკომა (იხ. პარაგრაფი 4.4.).

დამატებითი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ შეინიშნებოდა კლინიკურ გამოცდილებაში ფოსტერი ნექსთჰალერის თერაპიული დოზებით გამოყენებისას, მაგრამ ზოგადად დაკავშირებულია ხანგრძლივი მოქმედების ბეტა2-აგონისტის (როგორიცაა ფორმოტეროლი) გამოყენებასთან, არის: პალპიტაცია, მოციმციმე არითმია, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია, ტაქიარითმია, პოტენციურად მძიმე ჰიპოკალიემია და არტერიული წნევის მომატება/შემცირება. უძილობა, თავბრუსხვევა, მოუსვენრობა და შფოთვა ხანდახან აღინიშნა საინჰალაციო ფორმოტეროლით თერაპიის დროს. ფორმოტეროლს, ასევე, შეუძლია გაზარდოს კუნთების სპაზმი, მიალგია.

გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი და ერითემა, აღინიშნს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის თვალების, სახის, ტუჩებისა და ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება).

ისევე როგორც სხვა ინჰალატორით მკურნალობისას, პარადოქსული ბრონქოსპაზმი შეიძლება განვითარდეს დოზის მიღების შემდეგ ხიხინის, ხველების და ქოშინის მყისიერი მომატებით (იხ. აგრეთვე პარაგრაფი 4.4).

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ

პედიატრიული პოპულაცია

არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ფოსტერი ნექსთჰალერის უსაფრთხოების შესახებ 11 წლამდე ასაკის ბავშვებში, არსებობს მხოლოდ შეზღუდული ინფორმაცია 12-17 წლის ასაკის მოზარდებში. 12-კვირიან რანდომიზებულ კლინიკურ კვლევაში მონაწილე მოზრდილი და 12-17 წლის მოზარდი 162 პაციენტი, ზომიერი და მძიმე ასთმით, ღებულობდა 1 ან 2 ინჰალაციას დღეში ორჯერ ფოსტერი ნექსთჰალერით ან ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის/ფორმოტეროლის ხსნარის შემცველი კომბინაციის დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორით. დაფიქსირდა, რომ მოზარდებში წამლისმიერი გვერდითი მოვლენების სიხშირე, ტიპი და სიმძიმე არ განსხვავდებოდა მოზრდილებში დაფიქსირებულისგან.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

ძალიან მნიშვნელოვანია სამკურნალო საშუალების საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში, რაც იძლევა სამკურნალო პრეპარატის სარგებელი/რისკის თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას. მედიცინის მუშაკებმა უნდა შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვი გვერდითი მოვლენების შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) (www.titck.gov.tr; ელ. ფოსტა: [email protected]; ტელ: 0 800 314 00 08; ფაქსი: 0 312 218 35 99).

დოზის გადაჭარბება და მისი მკურნალობა

ფოსტერი ნექსთჰალერის ყველაზე მაღალი რეკომენდებული დოზა ერთჯერადი გამოყენებისთვის არის 2 ინჰალაცია. ფოსტერი ნექსთჰალერის კუმულაციური 4 ინჰალაცია (სულ - ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი 400 მიკროგრამი, ფორმოტეროლი 24 მიკროგრამი ერთჯერადი დოზით) შესწავლილი იყო ასთმის მქონე პაციენტებში. თერაპიის კუმულატიურმა გამოყენებამ არ გამოიწვია პათოლოგიური კლინიკური ეფექტები სასიცოცხლო მაჩვენებლებზე და არ გამოვლენილა სერიოზული ან მძიმე გვერდითი მოვლენები (იხ. ასევე პარაგრაფი 4.8).

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის/ფორმოტეროლის ხსნარის შემცველი კომბინირებული დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორიდან 12-მდე ინჰალაციური დოზის კუმულაციური შესუნთქვა შესისწავლებოდა ასთმით დაავადებულ პაციენტებში (ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი მთლიანი რაოდენობა 1200 მიკროგრამი, ფორმოტეროლის - 72 მიკროგრამი). კუმულაციური მკურნალობა არ იწვევდა პათოლოგიურ ეფექტს სასიცოცხლო მაჩვენებლებზე და არ გამოვლენილა სერიოზული ან მძიმე გვერდითი მოვლენები.

ფორმოტეროლის ჭარბი დოზით მიღებისას, შეიძლება გამოვლინდეს ეფექტები, რომელიც დამახასიათებელია ბეტა2-ადრენერგიულების აგონისტებისთვის: გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ტრემორი, ძილიანობა, პალპიტაცია, ტაქიკარდია, პარკუჭოვანი არითმია, QT ინტერვალის გახანგრძლივება, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერკალიემია, ჰიპერგლიკემია.

ფორმოტეროლით დოზის გადაჭაბებისას ნაჩვენებია მხარდამჭერი და სიმპტომური მკურნალობა. სერიოზულ შემთხვევაში, აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია. ასევე, განხილული უნდა იქნას კარდიოსელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორების მიღების აუცილებლობა, მაგრამ მხოლოდ განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით, ვინაიდან ბეტა-ადრენობოკატორების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი. აუცილებელია შრატისმიერი კალიუმის დონის კონტროლი.

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის მაღალი დოზების შესუნთქვამ, რომელიც აჭარბებს რეკომენდებულს, შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დროებითი დათრგუნვა. გადაუდებელი ზომების აუცილებლობა არ არსებობს, ვინაიდან როგორც აჩვენებს კორტიზოლის დონის გაზომვა პლაზმაში, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის აღდგენა ხდება რამოდენიმე დღის განმავლობაში. ასეთ პაციენტებში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს იმ დოზებით, რომელიც საკმარისია ასთმის კონტროლისთვის.

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის რეკომენდებულზე მაღალი დოზების ქრონიკული შესუნთქვის შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი 4.4), შეიძლება გახდეს საჭირო თირკმელზედა ჯირკვლის მარაგის მონიტორინგი. პაციენტთა ამ ჯგუფში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს იმ დოზით, რომელიც საკმარისია ასთმის კონტროლისთვის.

ერთჯერადი სუპრათერაპიული დოზები - 800 მიკროგრამამდე ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი და 48 მიკროგრამი ფორმოტეროლი, ფოსტერი ნექსთჰალერის საშუალებით, ზოგადად უსაფრთხოა და კარგად გადაიტანება.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

  • 1 ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები; ადრენერგული პრეპარატები კომბინირებული კორტიკოსტეროიდებთან ან სხვა პრეპარატებთან (გარდა ანტიქოლინერგული კომბინაციებისა).

ათქ კოდი: R03AK08

მოქმედების მექანიზმი

ფოსტერი ნექსთჰალერის ზედმეტად წვრილნაწილაკებიანი ბოლი, მასის საშუალო აეროდინამიკური დიამეტრით (MMAD) – 1.4-1.5 მიკრომეტრი; ეს არის მრავალდოზიანი მშრალი ფხვნილის ინჰალატორი, რომელიც შეიცავს ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის და ფორმოტეროლის მოქმედ ნივთიერებებს კომბინაციაში. ფოსტერი ნექსთჰალერის ბოლის ნაწილაკები, საშუალოდ, ბევრად უფრო მცირეა დიამეტრით, ვიდრე ნაწილაკების ზომები, რომლებიც გამოიყოფა არც ისე წვრილ ფორმებში.

ასთმით დაავადებულ პაციენტებში რადიოაქტიურად დანიშნული პრეპარატის ფილტვების მოხვედრის კვლევაში, ნაჩვენებია, რომ ფოსტერი ნექსთჰალერი აღწევს ფილტვებში მაღალი სიჩქარით (ნომინალური დოზის დაახლოებით 42%) ჰომოგენურად სასუნთქი გზებით. ფოსტერი ნექსთჰალერის მიწოდების ეს მახასიათებლები, როგორც აღმოჩნდა, არ ჩამოუვარდება მის ანალოგ ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის/ფორმოტეროლ ფუმარატის დიჰიდრატის (BDP/FF) დოზირებულ შესასხურებელ ინჰალატორს (pMDI), ზედმეტად წვრილი ფორმით, რომელიც ამართლებს დაბალი კორტიკოსტეროიდის გამოყენებას, რომელიც გაძლიერებული იქნება ადგილობრივი ფარმაკოდინამიკური ეფექტებით (იხ. კლინიკური კვლევების გამოცდილება).

ფოსტერი ნექსთჰალერის ორ მოქმედ ნივთიერებას აქვს მოქმედების განსხვავებული მექანიზმი. როგორც საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების და ბეტა2-აგონისტების კომბინაციების შემთხვევაში, შესაბამისი კომპონენტების გამოყენებისას აღინიშნება ასთმის გამწვავებების შემცირების ადიტიური ეფექტები. ეს კომპონენტებია:

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი, მიღებული რეკომენდებული დოზებით ინჰალაციის გზით, ავლენს ადგილობრივ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ფილტვებში, რაც დამახასიათებელია გლუკოკორტიკოიდებისთვის, და იწვევს ასთმის სიმპტომების და გამწვავებების შემცირებას, პოტენციურად ნაკლები გვერდითი მოვლენებით, ვიდრე კორტიკოსტეროიდების სისტემური შეყვანისას.

ფორმოტეროლი

ფორმოტეროლი არის ხანგრძლივი მოქმედების, სელექტიური ბეტა2-ადრენერგული აგონისტი, რომელიც ადუნებს ბრონქების გლუვ კუნთებს, სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციის მქონე პაციენტებში. ბრონქოდილატორის ეფექტი მოქმედებს სწრაფად, ინჰალაციიდან 1-3 წუთის შემდეგ და გრძელდება 12 საათის განმავლობაში.

კლინიკური გამოცდილება

როგორც ფოსტერი ნექსთჰალერის მშრალი ფხვნილის ინჰალატორის, ასევე ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის/ფორმოტეროლის 100/6 მიკროგრამი კომბინირებული ხსნარის შემცველი დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორის ეფექტურობა შედარდა და შეფასდა სამ ცალკეულ კვლევაში, ზომიერი და მძიმე მდგრადი ასთმის მქონე პაციენტების მონაწილეობით. ზოგადად, კლინიკურ პრაქტიკაში, მოსალოდნელი იყო, რომ ორივე ინჰალატორის ეფექტურობა დღეში ორჯერ 1 და 2 ინჰალაციით, იქნებოდა ექვივალენტური.

პირველი კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის კომპონენტის ეფექტურობის შეფასება, რომელიც იზომებოდა ბრონქოდილატაციით (წინასწარი დოზა FEV1). ამასთან ორივე ფორმის გამოყენება ხდებოდა 1 და 2 ინჰალაციით დღეში ორჯერ; 3-თვიანი მკურნალობის ბოლოს, 696 პაციენტს ზომიერი და მძიმე სიმპტომური ასთმით ჰქონდა FEV1-ის კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება საწყის FEV1-თან შედარებით. დაფიქსირდა FEV1-ის საშუალო ზრდა საწყის დონესთან შედარებით, არანაკლებ 250 მლ-ით. არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ფოსტერის მშრალი ფხვნილის ინჰალატორის და ხსნარის შემცველი დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორის წინასწარი დოზის FEV1-ის მნიშვნელობებს შორის, ნებისმიერი დოზისთვის. მნიშვნელოვანი დოზა-პასუხის კავშირი დაფიქსირდა დილის პიკური ამოსუნთქვის სიჩქარისთვის (PEF). არ აღინიშნა სტატისტიკური მნიშვნელოვნება დოზა-პასუხის კავშირის FEV1-თვის დოზის მიღებამდე. ასთმის კონტროლის გაზმოვისას, ორივე შემადგენლობის მაღალი დოზებით გამოყენებისას, ასთმის დილის და საღამოს სიმპტომების შეფასება და სიმპტომების გარეშე დღეების პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საწყის დონესთან შედარებით, მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

მეორე კვლევის მთავარი მიზანი იყო ფოსტერის როგორც მშრალი ფხვნილის ინჰალატორში, ასევე დოზირებულ შესასხურებელ ინჰალატორში (pMDI), ხანგრძლივი მოქმედების ბეტა2-აგონისტის კომპონენტის ეფექტურობის შეფასება. ამ კვლევაში, ბრონქოდილაცია იზომებოდა საწყის ეტაპზე და ერთჯერადი დოზის მიღებიდან 12 საათის განმავლობაში FEV1-ის სპირომეტრიული შეფასებების სერიის საშუალებით (FEV1-ის AUC ედრება ფორმოტეროლის მოქმედების ხანგრძლივობის მინიმუმ 80%-ს). ფოსტერის ორივე ფორმულირებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა FEV1-ის AUC0-12 პლაცებოსთან შედარებით, ერთი და ოთხი დოზით ინჰალაციის დროს. ფოსტერი ნექსთჰალერის მშრალი ფხვნილის ინჰალატორის 1 და 4 დოზით გამოყენებისას ბრონქოდილატაციის მაჩვენებელი უდრის დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორის გამოყენებისას მიღებულ მაჩვენებელს. დოზა-პასუხის კავშირი ორივე ფორმულირების დაბალ და მაღალ დოზებს შორის, იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი.

მესამე კვლევაში, ასთმით დაავადებული ყველა 755 პაციენტი, რომელიც კონტროლდებოდა 4-კვირიანი მომზადების პერიოდის შემდეგ, ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის/ფორმოტეროლის ხსნარის შემცველი დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორით (1 ინჰალაცია დღეში ორჯერ), იგივე ინჰალატორით, რომლითაც ხდებოდა ინჰალაცია დღეში ორჯერ (pMDI), ფოსტერი ნექსთჰალერის მშრალი ფხვნილის ინჰალატორით ან 100 მიკროგრამი ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის საინჰალაციო ფხვნილით ერთ დოზაზე, რანდომიზირდნენ სამკურნალო ჯგუფებში 8 კვირის განმავლობაში. ძირითად მიზანს წარმოადგენდა დილის პიკური ამოსუნთქვის სიჩქარის (PEF) ცვლილების გამოვლენა მკურნალობის საწყის დონესთან შედარებით, მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. 8-კვირიანი მკურნალობის შემდეგ, ფოსტერის ორივე ფორმამ (pMDI-მა და მშრალი ფხვნილის ინჰალატორმა) მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დილის პიკური ამოსუნთქვის სიჩქარე (PEF), ვიდრე ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის მშრალი ფხვნილით მონოთერაპიამ, ძირითად საბოლოო წერტილებში განხვავების გარეშე ორივე კომბინირებული ინჰალატორისთვის. არ იყო განსხვავება ორ კომბინირებულ ინჰალატორს შორის სიმპტომების შეფასების მაჩვენებლების თვალსაზრისით, როგორიცაა ქულა ასთმის კონტროლის კითხვარის მიხედვით და დღეების რაოდენობა გადაუდებელი დახმარების გარეშე.

პლაცებოს ღია-ეტიკეტური კვლევის მიზანს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ ჩასუნთქვის ნაკადი, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ფოსტერი ნექსთჰალერით, არ არის დამოკიდებული პაციენტის ასაკზე, დაავადებაზე და დაავადების სიმძიმეზე, შესაბამისად, ყველა პაციენტს შეუძლია დოზის გააქტიურება და დოზის შესუნთქვა; კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი იყო იმ პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებსაც შეეძლოთ ინჰალატორის გააქტიურება, თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში და დაავადების სიმძიმის ჯგუფში. კვლევაში მონაწილეობდა 5-დან 84 წლამდე ასაკის 89 პაციენტი, მათ შორის პაციენტები ზომიერი და მძიმე ასთმით (პროგნოზირებული FEV1 >60% და £60%, შესაბამისად) და პაციენტები საშუალო და მძიმე ხარისხის ფქოდ-ით (პროგნოზირებული FEV1 ³ 50% და < 50%, შესაბამისად). ასაკის, დაავადებისა და დაავადების სიმძიმის მიუხედავად, ყველა პაციენტს შეეძლო საკმარისი რაოდენობის შესასუნთქი ნაკადის გენერირება ფოსტერი ნექსთჰალერის გასააქტიურებლად.

ფოსტერი ნექსთჰალერის 100 მკგ/6 მკგ და ფოსტერი ნექსთჰალერის 200 მკგ/6 მკგ ფხვნილის ინჰალატორების ორი განსხვავებული ერთჯერადი დოზის (1 ან 4 ინჰალაცია) ბრონქოდილატატორული ეფექტი (FEV1 AUC0-12 სთ ნორმალიზებული დროთა განმავლობაში) შეისწავლებოდა ორმაგ-ბრმა, რანდომიზებულ, 5-გზის კვეთად, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში 60 ზრდასრული პაციენტის მონაწილეობით, რომელთაც აღენიშნებოდათ ნაწილობრივ კონტროლირებადი ან უკონტროლო ასთმა. დაკორექტირებული საშუალო სხვაობა (95%-იანი ნდობის ინტერვალი) ფოსტერი ნექსთჰალერის 200 მკგ/6 მკგ-საქ და ფოსტერი ნექსთჰალერის 100 მკგ/6 მკგ-ს შორის, იყო 0.029 ლ (-0.018; 0.076) ფორმოტეროლის დაბალი დოზისთვის (1 ინჰალაცია - 6მკგ) და 0.027 ლ (-0.020; 0.073) (4 ინჰალაცია-24 მკგ) ფორმოტეროლის მაღალი დოზისთვის. შედეგებმა აჩვენა, რომ ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალის ქვედა ზღვარი მკურნალობებს შორის, საკმაოდ აღემატებოდა წონასწორული ეფექტურობის წინასწარ განსაზღვრულ ზღვარს (-0.12 ლ), რომელიც დაკორექტირებული იყო საშუალო სხვაობისთვის. ამრიგად, FEV1-ის AUC0-12სთ-ის მანამდე აღწერილი თანაბარი ეფექტურობა გამოვლინდა ფორმეტეროლის ორივე დოზისთვის (6 და 24 მკგ), დაბალ სიძლიერეს FEV1 AUC0-12სთ-თან შედარებით, რომელიც ნორმალიზებურია დროთა განმავლობაში.

გარდა ამისა, ღია-ეტიკეტურ პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, შეფასდა შესუნთქვის პროფილი ფოსტერი ნექსთჰალერის გამოყენებით და გამოვლინდა, რომ მოწყობილობა შეიძლება გააქტიურდეს და ეფექტურად იქნას გამოყენებული, ფუნქციური შეზღუდვების მიუხედავად, ზომიერი და მძიმე ფქოდ-ის მქონე პაციენტების მიერ.

პედიატრიული პოპულაცია

არ არსებობს კლინიკური გამოცდილება ფოსტერი ნექსთჰალერის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით 5-11 წლის ასაკის ბავშვებში, მხოლოდ შეზღუდული ინფორმაცია მოიპოვება 12-17 წლის ასაკის მოზარდებში.

3-თვიან რანდომიზებულ კლინიკურ კვლევაში მონაწილე 12-17 წლის ასაკის 162 მოზარდი, ზომიერი და მძიმე ასთმის დიაგნოზით, რანდომიზირდა 1 ან 2 ინჰალაციის გამოსაყენებლად დღეში ორჯერ ფოსტერი ნექსთჰალერის მშრალი ფხვნილის ინჰალატორის ან შესაბამისი ხსნარის შემცველი დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორის (pMDI) გამოყენებით. მკურნალობის ბოლოს, FEV1-ის მომატება დოზის მიღებამდე უფრო მაღალი იყო მოზარდებში, ვიდრე მოზრდილებში.

პედიატრიული გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის ასევე, იხ. პარაგრაფი 4.2. და პარაგრაფი 4.8.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი

შეწოვა

საინჰალაციო ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი სწრაფად შეიწოვება ფილტვებიდან; შეწოვამდე, იგი ინტენსიურად ჰიდროლიზდება მის აქტიურ მეტაბოლიტამდე - ბეკლომეტაზონ-17-მონოპროპიონატამდე, ესთერაზას ფერმენტების მეშვეობით, რომლებიც გვხვდება უმეტეს ქსოვილებში და მჭიდროდ უკავშირდება გლუკოკორტიკოიდულ რეცეპტორებს. აქტიური მეტაბოლიტის, ბეკლომეტაზონ-17-მონოპროპიონატის სისტემური შეღწევადობა განპირობებულია მიღებული დოზის შეწოვით ფილტვებიდან და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პერორალურად მიღებული ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის ბიოშეღწევადობა უმნიშვნელოა. თუმცა, სისტემურ სისხლისმიმოქცევაში მოხვედრის წინ ბეკლომეტაზონ-17-მონოპროპიონატად გარდაქმნა, იწვევს აქტიური მეტაბოლიტის შეწოვას.

აბსოლუტური ბიოშეღწევადობა, დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორიდან შესუნთქვის შემდეგ, შეადგენს ნომინალური დოზის დაახლოებით 2%-ს და 62%-ს, უცვლელი ბეკლომეტაზონის დიპროპიონატისთვის და ბეკლომეტაზონ-17-მონოპროპიონატისთვის, შესაბამისად.

განაწილება

დოზის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ, განაწილების წონასწორული მოცულობა ნაკლებია (20 ლ) ბეკლომეტაზონის დიპროპიონატისთვის და მეტია (424 ლ) მისი აქტიური მეტაბოლიტისთვის, თუმცა ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის და მისი აქტიური მეტაბოლიტის განაწილება დაკავშირებულია მაღალ პლაზმურ კლირენსთან (შესაბამისად, 150 და 120 ლიტრი/სთ). ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის მეტაბოლიზმი ძირითადად (82%) იწვევს აქტიურ მეტაბოლიტის - ბეკლომეტაზონ-17-მონოპროპიონატის წარმოქმნას.

პლაზმურ ცილებთან შეკავშირება ზომიერად მაღალია (87%).

ბიოგარდაქმნა

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი, რომელსაც აქვს სუსტი აფინობა გლუკოკორტიკოიდულ რეცეპტორებთან, როგორც პროწამალთან, ესტერაზას ფერმენტებით ჰიდროლიზდება ბეკლომეტაზონ-17-მონოპროპიონატად, მის აქტიურ მეტაბოლიტად, რომელსაც ახასიათებს ძლიერი ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.

გამოყოფა

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი ძირითადი გამოიყოფა ფეკალური მასებით პოლარული მეტაბოლიტების სახით. ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის და მისი მეტაბოლიტების შარდით გამოყოფა უმნიშვნელოა. ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის და ბეკლომეტაზონ-17-მონოპროპიონატის საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 0.5 და 2.7 საათს, შესაბამისად.

ხაზოვნება/არახაზოვნება

ჩატარდა კლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევა ფილტვებში ბიოშეღწევადობის და ორი დოზის მთლიანი სისტემური ექსპოზიციის შესაფასებლად საინჰალაციო ფხვნილის ორი სხვადასხვა დოზირებით (ფოსტერი ნექსთჰალერი 100 მკგ/6 მკგ და ფოსტერი ნექსთჰალერის 200 მკგ/6 მკგ).

ეს პარამეტრები შეფასდა თითოეული დოზის ერთჯერადი გამოყენების (4 ინჰალაციის) შემდეგ, როგორც აქტივირებული ნახშირით, ასევე მის გარეშე. სულ 30 ზრდასრული ასთმის მქონე პაციენტი, პროგნოზირებული FEV1 ≥70%-ით, ჩაერთო ღია-ეტიკეტურ, 6-გზის კვეთად, ერთჯერადი დოზის კვლევაში, რაც მოიცავდა ინჰალაციური კორტიკოსტეროიდების დაბალი დღიური დოზების მიღებას (მაგ., ბუდესონიდი ან ექვივალენტური ≤400 მკგ/დღეში) ან საინჰალოაციო კორტიკოსტეროიდების და ხანგრძლივი მოქმედების β2 აგონისტების ფიქსირებული კომბინაციის დაბალი დოზით მკურნალობას. ფილტვებში ბიოშეღწევადობა და ბეკლომეტაზონ დიპროპიონატის აქტიური მეტაბოლიტის B17MP-ის მთლიანი სისტემური ექსპოზიცია, იყო დოზა-პროპორციული 200/6 მკგ-ის და 100/6 მკგ-ის დოზებს შორის, ორივე საკვლევ პირობებში (აქტივირებული ნახშირით და მის გარეშე). ფორმოტეროლის ბიოექვივალენტობა ფილტვების ბიოშეღწევადობისა და მთლიანი სისტემური ექსპოზიციის კუთხით ვერ იქნა სრულად გამოვლენილი ამ კვლევაში, რადგან ორი დოზის შედარებისას, ნდობის ინტერვალი Cmax-სთვის იყო 90%-ზე დაბალი და AUCt-სთვის 80%-ზე დაბალი. ვინაიდან სისტემური ზემოქმედებისას (გლუკოზის, კალიუმის და გულ-სისხლძარღვთა პარამეტრების ჩათვლით) განსხვავებები არ შეინიშნებოდა, სისტემური ექსპოზიციის ასეთი შემცირება (20-14% Cmax-ში და AUCt-ში) აჩვენებს, რომ ფოსტერი ნექსთჰალერი 200/6 მკგ მინიმუმ ისეთივე უსაფრთხოა, როგორც ფოსტერი ნექსთჰალერი 100/6 მკგ. ფილტვებში აკუმულაციის სხვაობა იყო 20% და 22% Cmax-თვის და AUCt-თვი შესაბამისად. ორი დოზის ექვივალენტური ეფექტურობა (100/6 მიკროგრამი და 200/6 მიკროგრამი) ბრონქოდილატაციისთვის აღინიშნა სპეციფიკურ ფარმაკოდინამიკურ კვლევაში (იხ. პარაგრაფი 5.1).

პაციენტების მახასიათებლები

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის ფარმაკოკინეტიკა თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შესწავლილი არ არის. ვინაიდან ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი სწრაფად მეტაბოლიზდება ესტერაზას ფერმენტებით, რომელიც გვხვდება ნაწლავის სითხეში, შრატში, ფილტვებსა და ღვიძლში, რათა წარმოქმნას უფრო პოლარული მეტაბოლიტები: ბეკლომეტაზონ-21-მონოპროპიონატი, ბეკლომეტაზონ-17-მონოპროპიონატი და ბეკლომეტაზონი, ღვიძლის უკმარისობა მოსალოდნელი არ არის, რომ შეცვალოს ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის ფარმაკოკინეტიკა და უსაფრთხოების პროფილი.

ვინაიდან შარდში არ არის ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის ან მისი მეტაბოლიტების კვალი, სისტემური ზემოქმედების ზრდა შეუძლებელია თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

ფორმოტეროლი

შეწოვა

ინჰალაციის შემდეგ ფორმოტეროლი შეიწოვება როგორც ფილტვებიდან, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორის (pMDI) გამოყენების შემდეგ, შთანთქმული ინჰალაციური დოზის ფრაქცია შეიძლება ვარირებდეს 60%-დან 90%-მდე. შთანთქმული ნაწილის სულ მცირე 65% შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. უცვლელი პრეპარატის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღებიდან 0.5-1 საათში.

განაწილება

ფორმოტეროლის პლაზმურ ცილებთან შეკავშირების სიჩქარეა 61-64%. 34% უკავშირდება ალბუმინს. თერაპიული დოზებით მიღწეული კონცენტრაციის დიაპაზონში არ შეინიშნება შეკავშირების გაჯერება. პერორალური მიღების შემდეგ განსაზღვრული ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-3 საათს.

ბიოგარდაქმნა

ფორმოტეროლი ინტენსიურად მეტაბოლიზდება და მეტაბოლიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი გზა მოითხოვს ფენოლური ჰიდროქსილის ჯგუფის პირდაპირ კონიუგაციას. გლუკურონის მჟავის კონიუგატი არააქტიურია. მეორე მნიშვნელოვანი გზა მოითხოვს O-დემეთილირებას, რასაც მოჰყვება კონიუგაცია ფენოლური 2'-ჰიდროქსილის ჯგუფში. ციტოქრომი P450-ის იზოფერმენტები CYP2D6, CYP2C19 და CYP2C9 მონაწილეობენ ფორმოტეროლის O-დემეთილირებაში. როგორც ჩანს, ღვიძლი არის მეტაბოლიზმის მთავარი ადგილი. ფორმოტეროლი არ აინჰიბირებს CYP450-ის ფერმენტებს თერაპიულად მნიშვნელოვანი კონცენტრაციებისას.

გამოყოფა

მშრალი ფხვნილის ინჰალატორიდან ერთჯერადი ინჰალაციის შემდეგ, ფორმოტეროლის კუმულაციური გამოყოფა შარდით გაიზარდა ხაზოვნად, 12-96 მკგ დოზის დიაპაზონში. საშუალოდ, დოზის 8% და 25% რჩებოდა უცვლელი და გამოიყოფოდა მთლიანი ფორმოტეროლის სახით, შესაბამისად. 12 ჯანმრთელი მოხალისის მიერ 120 მიკროგრამის ერთჯერადი ინჰალაციის შემდეგ, გაზომილი პლაზმური კონცენტრაციების საფუძველზე, ნახევარგამოყოფის საშუალო ტერმინალური პერიოდი განისაზღვრა 10 საათით. (R,R)- და (S,S)-ენანტიომერები შეადგენენ უცვლელი პრეპარატის დაახლოებით 40%-ს და 60%-ს, შესაბამისად, რომელიც გამოიყოფა შარდით. ორი ენანტიომერის თანაფარდობა რჩებოდა უცვლელი გამოკვლეული დოზის დიაპაზონში და განმეორებითი დოზირების შემდეგ არ შეინიშნებოდა ერთი ენანტიომერის მეტი დაგროვება მეორესთან შედარებით.

პერორალურად მიღების შემდეგ (40-დან 80 მიკროგრამამდე), დოზის 6%-დან 10%-მდე გამოიყოფოდა უცვლელი სახით შარდში, ჯანმრთელ მოხალისეებში; დოზის 8%-მდე გამოიყოფოდა გლუკურონიდის სახით.

მთლიანობაში, ფორმოტეროლის პერორალური დოზის 67% გამოიყოფა შარდით (ძირითადად მისი მეტაბოლიტების სახით), ხოლო დანარჩენი ფეკალურ მასებთან ერთად.

ფორმოტეროლის თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს 150 მლ/წთ-ს.

ხაზოვნება-არხაზოვნება

ფორმოტეროლის შეწოვა ხაზოვანია 12-დან 96 მიკროგრამამდე ფორმოტეროლის ფუმარატის ინჰალაციის შემდეგ.

პაციენტების მახასიათებლები

ღვიძლის/თირკმლის უკმარისობა

ღვიძლის/თირკმლის უკმარისობა: ფორმოტეროლის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. თუმცა, ვინაიდან, ფორმოტეროლი ძირითადად გამოიყოფა ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის გზით, ღვიძლის მძიმე ციროზის მქონე პაციენტებში შეიძლება მოსალოდნელი იყოს ექსპოზიციის გაზრდა.

კლინიკური გამოცდილება

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის და ფორმოტეროლის კომბინაციის სისტემური ზემოქმედება შედარდა ცალკეული კომპონენტებისას. არ არსებობს ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური (სისტემური) ურთიერთქმედების მტკიცებულება ბეკლომეტაზონის დიპროპიონატსა და ფორმოტეროლს შორის.

ფოსტერი ნესქთჰალერის საინჰალაციო ფხვნილის ფარმაკოკინეტიკა შედარდა შესაბამისი ხსნარის შემცველი დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორის ფარმაკოკინეტიკასთან. სტეროიდული კომპონენტის ანალიზი ფოკუსირებული იყო ბეკლომეტაზონ-17-მონოპროპიონატზე, რომელიც წარმოადგენს ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის ძირითად აქტიურ მეტაბოლიტს.

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის სისტემური შეწოვა და მეტაბოლიზმი ხდება სწრაფად და ორივეს შემთხვევაში Cmax მიიღწევა დოზის მიღებიდან 5 წუთის შემდეგ, მაგრამ უფრო მაღალია ფოსტერი ნესქთჰალერის საინჰალაციო ფხვნილის გამოყენებისას (+ 68%). AUCt დაახლოებით 3-ჯერ მეტია ფოსტერი ნესქთჰალერით ინჰალაციის შემდეგ, ვიდრე ხსნარის შემცველი დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორით ინჰალაციისას. მთავარი აქტიური მეტაბოლიტისთვის - ბეკლომეტაზონ-17-მონოპროპიონატისთვის, რომელიც წარმოადგენს სისხლში საერთო კონცენტრაციის დაახლოებით 82%-ს, Cmax მიიღწევა საშუალოდ 30 წუთის შემდეგ და 15 წუთის შემდეგ, შესაბამისად, ნესქთჰალერის და ხსნარის შემცველი დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორის გამოყენების შემდეგ. ბეკლომეტაზონ-17-მონოპროპიონატის პლაზმური კონცენტრაცია საინჰალაციო ფხვნილის ინჰალაციის შემდეგ უფრო დაბალია, ხსნარის შემცველი დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორით ინჰალაციის შემდეგ (Cmax-49% და AUCt-29%). ფორმოტეროლის პიკური (მაქსიმალური) კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა ფოსტერი ნესქთჰალერით ინჰალაციის შემდეგ 5 წუთში. ფორმოტეროლის პიკური (მაქსიმალური) კონცენტრაცია უფრო მაღალია (+47%) საინჰალაციო ფხვნილისთვის, მაშინ როდესაც საერთო ექსპოზიცია (AUCt) მსგავსია ორივე სამკურნალო საშუალებისთვის.

ერთ-ერთ კვლევაში, ფილტვებთან შედარებითი წვდომა გამოკვლეული იყო AeroChamber Plus®-ის გამოყენებით, რომელიც წარმოადგენს ნახშირის ბლოკის და რეფერენს პროდუქტის (ხსნარის შემცველი დოზირებული შესასხურებელი) დადასტურებულ სპაისერს, რათა გამორიცხულიყო წამლის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

ამ სქემაში, ნესქთჰალერისთვის და ხსნარის შემცველი დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორისთვის AUCt იყო ერთნაირი როგორც ბეკლომეტაზონ-17-მონოპროპიონატის, ასევე ფორმოტეროლისთვის (საინჰალაციო ფხვნილის/ხსნარის შემცველი დოზირებული შესასხურებელი ინჰალატორის თანაფარდობა და 90%-იანი ნდობის ინტერვალები არის 80-125%); თუმცა, ბეკლომეტაზონ-17-მონოპროპიონატის Cmax უფრო დაბალი იყო (-38%) ინჰალაციის შემდეგ, ვიდრე ნესქთჰალერის გამოყენების შემდეგ.

  • 3. უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის ტრადიციული კვლევების და განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის საფუძველზე, ფოსტერი ნესქთჰალერის ცალკეული ინგრედიენტების არაკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა განსაკუთრებული საფრთხე ადამიანებისთვის. კომბინაციის ტოქსიკურობის პროფილი ასახავს მხოლოდ კომპონენტების ტოქსიკურობის პროფილს, ტოქსიკურობის გაზრდის ან მოულოდნელი შედეგების გარეშე.

კანცეროგენულობა

რეკომენდებული კომბინაციით კანცეროგენულობის კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, ცალკეული კომპონენტების შესახებ არსებული მონაცემები, რომლებიც მიღებულია ცხოველებიდან, არ მიუთითებს კანცეროგენობის პოტენციურ რისკზე ადამიანებში.

მუტაგენურობა

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის/ფორმოტეროლის კომბინაციის გამოყენებით ჩატარებული გენოტოქსიურობის კვლევები არ მიუთითებს მუტაგენურ პოტენციალზე.

რეპროდუქციული ტოქსიკურობა

ვირთაგვებში ჩატარებულმა რეპროდუქციულმა კვლევებმა აჩვენა დოზადამოკიდებული ეფექტები. ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის მაღალი დოზების მიღებას უკავშირდებოდა მდედრებში ფერტილობის დაქვეითება, იმპლანტების რაოდენობის შემცირება და ემბრიოფეტალური ტოქსიკურობა. ორსულ ცხოველებთან შედარებით კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზები, როგორც ცნობილია, ადამიანებში იწვევს ნაყოფის განვითარების პათოლოგიებს, მათ შორის სასის ნაპრალს და საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხებას, ხოლო ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის/ფორმოტეროლის კომბინაციის გამოყენებისას გამოვლენილი ეფექტები, სავარაუდოდ, გამოწვეულია ბეკლომეტაზონის დიპროპიონატით. ეს ეფექტები შეინიშნებოდა მხოლოდ აქტიური მეტაბოლიტის, ბეკლომეტაზონ-17-მონოპროპიონატის მაღალი სისტემური ზემოქმედებისას (200-ჯერ აღემატება მოსალოდნელ დონეს პაციენტების პლაზმაში). გარდა ამისა, ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ორსულობისა და მშობიარობის გახანგრძლივება, რომელიც მიეკუთვნება ბეტა2-სიმპათომიმეტიკების ცნობილ ტოკოლიტურ ეფექტს. ეს ეფექტები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ ფოსტერი ნექსთჰალერს, როდესაც ფორმოტეროლის დონე მოსალოდნელ დონეებზე დაბალი იყო დედის პლაზმაში.

ფარმაცევტული მახასიათებლები

  • 1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ლაქტოზას მონოჰიდრატი (დამზადებულიმსხვილფეხა რქოსანის მაჭიკისგან და შეიცავს მცირე რაოდენობით რძის ცილას);

მაგნიუმის სტეარატი.

  • 2. შეუთავსებლობა

არ არის ცნობილი შეუთავსებლობა

  • 3. ვარგისიანობის ვადა

24 თვე

პაკეტის პირველად გახსნის შემდეგ პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული 6 თვის განმავლობაში.

  • 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ნესტისგან დასაცავად.

ამოიღეთ ინჰალატორი ფოლგისგან დამზადებილი პაკეტიდან, უშუალოდ პირველი გამოყენების წინ.

სანამ პაკეტი პირველად გაიხსნება

ის უნდა ინახებოდეს 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

პაკეტის პირველად გახსნის შემდეგ

ის უნდა ინახებოდეს 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

  • 5. შეფუთვის ტიპი და შემცველობა

თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 1 ნექსთჰალერის ინჰალატორი, რომელთაგან თითოეული შეიცავს 1.50გ საინჰალაციო ფხვნილს და უზრუნველყოფს 120 ინჰალაციას. თითოეული ინჰალატორი მოთავსებულია თერმოშედუღებულ დამცავ პაკეტში (ფოლგის შეფუთვა), რომელიც დამზადებულია PET/Al/PE-თი (პოლიეთილენის ტერეფტალატი/ ალუმინი/პოლიეთილენი) ან PA/Al/PE-თი (პოლიამიდი/ალუმინი/პოლიეთილენი).

ფოსტერი ნექსთჰალერი არის მრავალდოზიანი ინჰალატორი. მოწყობილობა შედგება ქვედა კარკასისგან, რომელსაც აქვს ფანჯარა და რომელიც აჩვენებს დარჩენილი დოზების რაოდენობას და დამატებითი სარქველისგან. როდესაც იხსნება სარქველი, რომელიც ასევე ააქტიურებს დოზის მრიცხველის მექანიზმს, ჩნდება მუნდშტუკი, საიდანაც ხდება პრეპარატის ჩასუნთქვა. ქვედა კარკასი და მუნდშტუკი დამზადებულია „აკრილონიტრილ ბუტადინსტირონისგან“, ხოლო სარქველი დამზადებულია „პოლიპროპილენისგან“.

  • 6. ადამიანის გამოყენებისთვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალების ნარჩენების განადგურება და სხვა სპეციალური ღონისძიებები

გამოუყენებელი პრეპარატები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის წესების“ და „შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის წესების“ შესაბამისად.

ქვემოთ მოცემულია ფოსტერი ნექსთჰალერის გამოყენების ინსტრუქცია ჯანდაცვის მუშაკებისთვის.

ნექსთჰალერის ინჰალატორის გამოყენების ინსტრუქცია

ა. შეფუთვის შიგთავსი

ეს შეფუთვა შეიცავს შემდეგს:

1 მომხმარებლის სახელმძღვანელოს პაციენტისთვის;

1 ნექსთჰალერის ინჰალატორს ჰერმეტულად დალუქულ პაკეტში.

თუ შეფუთვის შიგთავსი არ შეესაბამება აღნიშნულს, დაუბრუნეთ ინჰალატორი მომწოდებელს და მიიღეთ ახალი.

ბ. ზოგადი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

არ ამოიღოთ ინჰალატორი შეფუთვიდან, თუ არ აპირებთ მის დაუყოვნებლივ გამოყენებას.

გამოიყენეთ ინჰალატორი მხოლოდ დანიშნულებისამებრ.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ინჰალაციის შემდეგ დოზის მრიცხველი ერთი ერთეულით შემცირდა, დაელოდეთ შემდეგი დაგეგმილი დოზის მიღებას და მიიღეთ ჩვეულებისამებრ. არ გადააჭარბოთ დოზას.

სარქველი უნდა იყოს დახურულ მდგომარეობაში, სანამ არ დაგჭირდებათ დოზის მიღება ინჰალატორიდან.

როდესაც არ იყენებთ ინჰალატორს, შეინახეთ იგი სუფთა და მშრალ ადგილას.

არანაირი მიზეზით არ დაშალოთ ნექსთჰალერის ინჰალატორი.

არ გამოიყენოთ ნექსთჰალერის ინჰალატორი, თუ:

გასულია ვარგისიანობის ვადა;

შეფუთვის გახსნიდან გავიდა 6 თვეზე მეტი;

დაზიანებულია;

დოზების მრიცხველის ფანჯარა აჩვენებს“0“-ს;

ვერ კითხულობთ დოზების მრიცხველის ფანჯარას.

ამ შემთხვევაში მოახდინეთ თქვენი ინჰალატორის უტილიზაცია ან დაუბრუნეთ მიმწოდებელს და მიიღეთ ახალი. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ ინჰალატორის უტილიზაცია, რომელსაც აღარ იყენებთ.

გ. ნექსთჰალერის ინჰალატორის ძირითადი მახასიათებლები

ნექსთჰალერის ინჰალატორიდან დოზის მისაღებად, საჭიროა სამი მარტივი ნაბიჯი: გახსნა, ჩასუნთქვა, დახურვა.

დ. ნექსთჰალერის ახალი ინჰალატორის გამოყენებამდე

  • გახსენით პაკეტი და ამოიღეთ ინჰალატორი.

არ გამოიყენოთ ინჰალატორი, თუ პაკეტი არ არის დალუქული ან დაზიანებულის - დაუბრუნეთ იგი მომწოდებელს და მიიღეთ ახალი.

  • შეამოწმეთ თქვენი ინჰალატორი.

თუ თქვენი ინჰალატორი გატეხილია ან დაზიანებულია, დაუბრუნეთ მიმწოდებელს და მიიღეთ ახალი.

  • შეამოწმეთ დოზის მრიცხველის ფანჯარა. თუ თქვენი ინჰალატორი ახალია, დოზის მრიცხველის ფანჯარაში დაინახავთ „120“-ს.

თუ გამოსახული ციფრი ნაკლებია „120“-ზე, არ გამოიყენოთ ახალი ინჰალატორი - დაუბრუნეთ იგი მომწოდებელს და მიიღეთ ახალი.

ე. როგორ გამოიყენება ნექსთჰალერის ინჰალატორი

ე.1. ვიზუალური შემოწმება

  • შეამოწმეთ დარჩენილი დოზების რაოდენობა. ნებისმიერი რიცხვი „1“-დან „120“-მდე მიუთითებს დარჩენილ დოზაზე.

თუ დოზის მრიცხველის ფანჯარა აჩვენებს „0“-ს, ეს იმას ნიშნავს, რომ დოზა აღარ დარჩა - მოახდინეთ თქვენი ინჰალატორის უტილიზაცია და შეიძინეთ ახალი.

  • გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ სარქველი მთლიანად დახურულია.

ე.2. გასხნა

  • მყარად დაიჭირეთ ინჰალატორი ვერტიკალურ მდგომარეობაში.
  • მთლიანად გახსენით სარქველი.
  • ამოისუნთქეთ შეძლებისდაგვარად კარგად, ჩასუნთქვამდე.

არ ისუნთქოთ ინჰალატორში.

ე.3. სუნთქვა

  • მიიტანეთ ინჰალატორი პირთან და მოათავსეთ მუნდშტუკი ტუჩებს შორის.

არ დაბლოკოთ ჰაერის გამწოვი ინჰალატორის დაჭერისას.

არ ისუნთქოთ ჰაერის გამწოვში.

  • სწრაფად და ღრმად ჩაისუნთქეთ პირით.

დოზის მიღებისას შეიძლება იგრძნოთ გემო.

დოზის მიღებისას შეიძლება გაიგოთ ან იგრძნოთ დაწკაპუნება.

არ ისუნთქოთ ცხვირით.

არ მოაშოროთ ტუჩები ინჰალატორს ჩასუნთქვისას.

  • მოაშორეთ ინჰალატორი პირის.
  • შეიკავეთ სუნთქვა 5-დან 10 წამამდე, ან სანამ თავს კომფორტულად გრძნობთ.
  • ნელა ამოისუნთქეთ ცხვირით.

არასოდეს არ ისუნთქოთ ინჰალატორში.

ე.4. დახურვა

  • დააბრუნეთ ინჰალატორი ვერტიკალურ მდგომარეობაში და კარგად დააფარეთ სარქველი.
  • შეამოწმეთ, რომ დოზის მრიცხველი შემცირდა ერთი ერთეულით.
  • თუ გჭირდებათ კიდევ ერთი დოზის მიღება, გაიმეორეთ ნაბიჯები ე.1-დან ე.4-მდე.

ვ. გასუფთავება

ჩვეულებრივ, ინჰალატორს არ სჭირდება გაწმენდა.

საჭიროების შემთხვევაში, გამოყენების შემდეგ შეგიძლიათ გაწმინდოთ ინჰალატორი მშრალი ქსოვილით ან პაპირუსის ქაღალდით.

არ გაწმინდოთ ინჰალატორი წყლით ან სხვა სითხეებით. შეინახეთ მშრალად.

ზ. შენახვა

შეინახეთ ინჰალატორი სუფთა, მშრალ ადგილას, როდესაც არ იყენებთ. გამოყენების შემდეგ შეგიძლიათ ისევ ჩადოთ პაკეტში.

არ დატოვოთ ინჰალატორი სითბოს ან მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების ქვეშ.

არ დატოვოთ ინჰალატორი ტენიან ან სველ გარემოში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

თუ თქვენი ინჰალატორი ინახება პაკეტის გახსნიდან 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, მოახდინეთ მისი უტილიზაცია და შეიძინეთ ახალი.

თ. უტილიზაცია

თუ დოზების მრიცხველის ფანჯარაში მოცემული რიცხვი უჩვენებს „0“-ს, მოახდინეთ თქვენი ნექსთჰალერის ინჰალატორის უტილიზაცია.

ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, რა უნდა მოუხერხოთ იმ მედიკამენტებს, რომლებიც გაგითავდათ ან აღარ გჭირდებათ.

არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.

  • ლიცენზიის მფლობელი

Chiesi İlaç Ticaret A.Ş

Büyükdere Cad. No: 122 Özsezen İş Merkezi (ბუიუკდერეს ქ. #122, ოზსეზენის ბიზნეს ცენტრი)

C ბლოკი სართ.: 3 Esentepe-Şişli İstanbul (ესენტეპე -შიშლი, სტამბოლი)

ტელ: 0212 370 9100

ფაქსი: 0212 370 9127

  • ლიცენზიის ნომერი

2017/590

  • პირველი ლიცენზიის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი

პირველი რეგისტრაციის თარიღი: 22.08.2017

ლიცენზიის განახლების თარიღი:

  • პროდუქტის მახასიათებლების შეჯამების განახლების თარიღი:
  • 04.2019

თარგმანი სწორია:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა