ფოსამაქსის ტაბლეტები, მოქმედი ნივთიერების სახით ალენდრონის მჟავას შეიცავს. ალენდრონის მჟავა (ძირითადად, ალენდრონატის სახელით მოიხსენება) ბიფოსფონატების სახელით ცნობილი, არაჰორმონალური წამლის ჯგუფის წარმომადგენელია. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- alendronic acid
- ფორმა და შეფუთვა
- 70მგ ტაბლეტი №4
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ძვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ბისფოსფონატები
- ATC კოდი
- M05BA04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0164
- რეგისტრირებულია
- 1 აპრილი 2022, მოქმედებს 1 აპრილი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
ფოსამაქსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ფოსამაქსის ტაბლეტები, მოქმედი ნივთიერების სახით ალენდრონის მჟავას შეიცავს. ალენდრონის მჟავა (ძირითადად, ალენდრონატის სახელით მოიხსენება) ბიფოსფონატების სახელით ცნობილი, არაჰორმონალური წამლის ჯგუფის წარმომადგენელია. ფოსამაქსი, ხელს უშლის მენოპაუზის შემდეგ განვითარებული ძვლოვანი ქსოვილის დაკარგვას და ძვლოვანი სტრუქტურის კვლავ აღდგენაში (რესტრუქტურიზაცია) ეხმარება. ფოსამაქსი, მენჯის ძვლის და ხერხემლის მოტეხილობის რისკს ამცირებს.
ფოსამაქსი, ასევე გამოიყენება მამაკაცებშიც, ოსტეოპოროზის მკურნალობის დროს მოტეხილობის თავიდან აცილების მიზნით.
ფოსამაქსი, ეს არის თეთრი ფერის, ოვალური ფორმის ტაბლეტი, რომლის ერთ ზედაპირზე აქვს გრავირება ,,31’’, მეორე ზედაპირი კი ძვლის ფორმისაა. პრეპარატის ოთხივე ტაბლეტი წარმოდგენილია ალუმინის ბლისტერის შეფუთვაში.
ფოსამაქსით მკურნალობა:ფოსამაქსის ტაბლეტი კვირაში ერთხელ მიიღება.
რა არის ოსტეოპოროზი? ფოტო
ოსტეოპოროზი, ძვლების დაშლის და დასუსტების პროცესია. მენოპაუზის შემდეგ ქალებში ხშირად ვლინდება, თუმცა მამაკაცებშიც შეიძლება გამოვლინდეს. მენოპაუზის დროს საკვერცხეებში აღარ გამომუშავდება მდედრობითი სქესის ჰორმონი- ესტოგენი, რომელიც ქალის ძვლოვანი სისტემის, ჩონჩხის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
ოსტეოპოროზის დასაწყისში სიმპტომები ძირითადად არ ვლინდება, მაგრამ მკურნალობა თუ არ განცხორციელდება, ძვლების მოტეხილობა შეიძლება გამოვლინდეს. მოტეხილობისას, ძირითადად ტკივილი ვლინდება, მაგრამ ზოგჯერ ხერხემლის ძვლების მოტეხილობისას ტკივილი არ აღინიშნება და მოტეხილობის არსებობა სხეულის სიმაღლის შემცირებისას ხდება შესამჩნევი. მოტეხილობა, შეიძლება განვითარდეს ჩვეული ყოველდღიური საქმის შესრულებისას, რაიმეს აღების დროს ანდა პატარა ტრავმების დროს, მაშინ როცა ნორმალური ძვლის მოტეხილობის მიზეზი აღნიშნული პატარა ტრავმები არ არის. მოტეხილობა, ძირითადად მენჯის ძვალში, ხერხემალზე ანდა მაჯაში ან კოჭის მიდამოში ვითარდება, შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, დეფორმაცია ანდა ინვალიდობა (ხერხემალში მრავლობითი ოსტეოპოროზული ცვლილებების არსებობის და ხერხემლის გამრუდების გამო აღინიშნება ხერხემლის კუზისებრი დგომა და მოძრაობის შეზღუდვა).
როგორ ხდება ოსტეოპოროზის მკურნალობა?
ოსტეოპოროზის მკურნალობის დროს, ექიმი ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის რეკომენდაციას მოგცემთ.
ფოტო- სიგარეტის მოხმარების შეჩერება:ცნობილია, რომ სიგარეტის მოხმარება ძვლის დაშლის მაჩვენებელს და აღნიშნულის გამო კი მოტეხილობების რიკს ზრდის.
ფოტო- ვარჯიშჯი: როგორც კუნთების, ასევე ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის საჭიროა ვარჯიში. ნებისმიერი სახის ვარჯიშის დაწყებამდე, კონსულტაციისთვის ჯერ ექიმს მიმართეთ.
ფოტო- ბალანსირებული კვება: ექიმი, შეიძლება კვების რეჟიმის შეცვლის ანდა საკვები დანამატების მიღების რეკომენდაციას მოგცემთ.
- ფოსამაქსის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ცნობილია, რომ არსებობს კვლევები, რომლის მიხედვითაც ბიფოსფონატების ჯგუფის წამლები, რომელიც პირის გზით მიიღება, საყლაპავის სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის, თუმცა აღნიშნული კავშირი საბოლოოდ არ არის დადასტურებული. ბარეტის ეზოფაგიტი (საყლაპავი მილის დაავადება) ანდა გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის (კუჭის სიგთვსის საყლაპავში უკან გადმოსვლა) მსგავსი დაავადების არსებობისას, ფოსამაქსის გამოყენებას თავი უნდა აარიდოთ. აღნიშნულ დაავადებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ექიმისგან მიიღებთ.
ავადმყოფები, რომელიც ბიფოსფონატებით მკურნალობენ, შეიძლება ბარძაყის ძვლის უჩვეულო მოტეხილობები გამოვლინდეს. ეს მოტეხილობები, ძირითადად ტრავმის გარეშე ანდა მინიმალური ტრავმის დროს ვითარდება. ავადმყოფები, რომლებიც ბიფოსფონატებს იყენებენ და საავადმყოფოს საზარდულის არეში ტკივილით მიმართავენ, ბარძაყის ძვლის მოტეხილობაზე ეჭვი უნდა იქნას მიტანილი. ამ ავადმყოფებში მკურნალობის ინდივიდუალური სარგებელი/ზიანის შეფასებით, ბიფოსფონატების გამოყენების შეწყვეტის საკითხი უნდა გადაწყდეს.
ფოსამაქსი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ;
ალენდრონატის ნატრიუმის ტრიჰიდრატის ანდა ფოსამაქსის შემადგენელი სხვა ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია გაქვთ
საყლაპავი მილის დაავადება გაქვთ, რომელიც ხასიათდება საყლაპავი მილის (პირის ღრის კუჭთან დამაკავშირებელი მილი) შევიწროებით და ყლაპვის დროს ტკივილით
სულ ცოტა 30 წუთის განმავლობაში ფეხზე დგომა გიჭირთ ანდა ვერტიკალურ პოზიციაში ჯდომა გიჭირთ
ექიმმა გითხართ, რომ სისხლში კალციუმის დონე ძალიან დაბალი გაქვთ
ფოსამაქსი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:
თუ;
თირკმლების დაავადება გაქვთ,
ყლაპვის ანდა საჭმლის მონელების პრობლემა გაქვთ ანდა ახლო პერიოდში მსგავსი პრობლემა გქონდათ,
ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ ბარეტის ეზოგაფიტი (საყლაპავი მილის ქვემო ნაწილის უჯედების ცვლილებასთნ დაკაშირებული მდგომარეობა)გაქვთ,
კუჭსა ანდა ნაწლავებში მინერალების შეწოვის პრობლემები გაქვთ (შეწოვის დარღვევის პრობლემა)
სისხლში კალციუმის დონე დაბალი გაქვთ,
კბილების პრობლემები, ღრძილების დაავადება, კბილის ამოღების გეგმა გაქვთ ანდა კბილებს რეგულარულად ვერ უვლით,
სიმსივნე გაქვთ,
ქიმიოთერაპიას ანდა რადიოთერაპიას გადიხართ,
ანგიოგენეზის ინჰიბიტორებს (ბევაციზუმაბი ანდა ტალიდომიდის მსგავსი)სახელით ცნობილ და სიმსივნის სამკურნალო წამლებს ღებულობთ,
კორტიკოსტეროიდულ წამლების(პრედნიზოლონი ანდა დექსამეტაზონის მსგავსი)სახელით ცნობილ და ასთმის, რევმატოიდული ართრიტის და სერიოზული ალერგიის მსგავსი მდგომარეობების სამკრუნალოდ გამოყენებულ წამლებს ღებულობთ
სიგარეტს ეწევით ანდა ეწეოდით (აღნიშნული მდგომარეობა კბილის პრობლემების რისკს ზრდის).
გარეთა სასმენი მილის ოსტეონეკროზი
ხანგრძლივ მკურნალობასთან დაკაშირებით, ბიფოსფონატების გამოყენებისას დაფიქსირებულია გარეთა სასმენი მილის ოსტეონეკროზი. გარეთა სასმენი მილის ოსტეონეკროზის განვითარების რისკის ფაქტორებია: სტეროიდების გამოყენება, ქიმიოთერაპია და/ანდა ინფექცია და ან ტრავმის მსგავსი ლოკალური რისკ ფაქტორები. ყურის ტკივილის ანდა ყურიდან გამონადენის მსგავსი სიმპტომების ანდა ყურის ქრონიკული ინფექციის არსებობისას, ბიფოსფონატების მომხმარებელ ავადმყოფებში გარეთ სასმენი მილის ოსტეონეკროზის არსებობის ალბათობაზე უნდა ვიფიქროთ.
ფოსამაქსით მკურნალობის დაწყებამდე, რეკომენდირებულია სტომატოლოგის კონსულტაცია.
ფოსამაქსით მკურნალობა, პირის ღრუს ჰიგიენის მუდმივ დაცვას საჭიროებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მკურნალობის განმავლობაში სტომატოლოგთან რუტინული ვიზიტი აუცილებელია, თუ კბილის ტკივილი, მორყევა, შეშუპება ანდა კბილებთან დაკაშვირებული რაიმე სახის პრობლემა გამოვლინდება, თქვენს ექიმს ანდა სტომატოლოგს დაუკავშირდით.
თუ, ფოსამაქსის მიღებისას 1 ჭიქა წყალი არ დააყოლეთ ანდა წამლის მიღებიდან 30 წუთის გასვლამდე წამოწექით, შეიძლება საყლაპავი მილის (პირის ღრუს კუჭთან დამაკავშირებელი მილი)გაღიზიანება, ჩირქოვანი ანთება ანდა დაწყლულებასთან ერთად მკერდის არეში ტკივილი, გულძმარვა ანდა ყლაპვის გაძნლება გამოვლინდეს. თუ, ავადმყოფი აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ფოსამაქსის მიღებას გააგრძელებს, არსებული სიმპტომები უფრო გართულდება.
თუ, აღნიშული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ პერიოდში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
ფოსამაქსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ფოსამაქსის, საკვებთან ანდა სასმელთან (მინერალური წყლის ჩათვლით) ერთად მიღება წამლის მოქმედების ეფექტს ამცირებს. ამიტომ, ფოსამაქსის გამოყენებასთან დაკავშირებით იხილეთ ნაწილი -3. ფოსამაქსის გამოყენების ინსტრუქციის და რეკომენდაციების შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია.
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ფოსამაქსი, ყოველთვის ექიმის ანდა ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად გამოიყენეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს დაუკავშირდით.
ფოსამაქსი, ეს არის ტაბლეტი, რომელიც კვირაში ერთხელ მიიღება.
ფოსამაქსით მკურნალობამ დადებითი შედეგი რომ გამოიღოს, ქვემოთ მოცემული მითითებები სრულყოფილად შეასრულეთ.
მკურნალობის გეგმისთვის, თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი დღე შეარჩიეთ. ყოველ კვირას, თქვენს მიერ შერჩეულ დღეს 1 ტაბლეტი ფოსამაქსი მიიღეთ.
ფოსამაქსის კუჭში სწრაფი მოხვედრის და საყლაპავის(პირის ღრუს კუჭთან დამაკავშირებელი მილი) გაღიზიანების რისკის შემცირების მიზნით ქვემოთ მოცემული მე-2, მე-3 და მე-5 საფეხურების გათვალისწინება მნიშვნელოვანია.
თქვენს მიერ შერჩეულ დღეს, დილოით გაღვიძების შემდეგ, დღის პირველი საკვების, სასმელის ანდა სხვა წამლის მიღებამდე, ფოსამაქსი, 1 ჭიქა სავსე წყლით (მინერალური წყლით არა) (200 მლ-ზე ნაკლები რაოდენობის არ უნდა იყოს) გადაყლაპეთ. ამ გზით, ფოსამაქსი საკმარისი რაოდენობით შეიწოვება.
მინერალური წყალთან ერთად არ მიიღოთ.
ყავასთან ანდა ჩაისთან ერთად არ მიიღოთ.
ხილის წვენთან ანდა რძესთან ერთად არ მიიღოთ.
პირის ღრუში დაზიანების, იარების გაჩენის ალბათობის გამო ტაბლეტი არ გატეხოთ ანდა არ დაღეჭოთ ანდა არ დაწუწნოთ.
ფოსამაქსის გადაყლაპვის შემდეგ არ დაწვეთ. სულ ცოტა 30 წუთის განმავლობაში ვერტიკალური პოზიცია შეინარჩუნეთ (დაჯდომა, ფეხზე დგომა ანდა სიარულის მსგავსი). დღის პირველი საკვების მიღებამდე არ დაწვეთ.
ფოსამაქსი, საღამოს დაწოლამდე ანდა დილით ადგომამდე არ მიიღოთ.
თუ, ყლაპვის გაძნელებას ანდა ტკივილს იგრძნობთ, ან მკერდის არეში ტკივილს ანდა კუჭის არეში წვას იგრძნობთ, ფოსამაქსის მიღება შეწყვიტეთ და თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.
ფოსამაქსის გადაყლაპვის შემდეგ, დღის პირველი სასმელის, საკვების ანდა ანტაციდების, კალციუმის დანამატების და ვიტამინების, იმ დღეს მისაღები სხვა წამლის მიღებამდე სულ ცოტა 30 წუთი დაელოდეთ.
ფოსამაქსი, ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როცა კუჭი ცარიელია.
შეყვანის გზა და მეთოდი:
ფოსამაქსის დოზაა: 1 ტაბლეტი (70 მგ) კვირაში ერთხელ, რომელიც ორალური გზით მიიღება. ტაბლეტი, მშიერ მუცელზე, მთლიანი სახით, 1 ჭიქა წყლით უნდა გადაიყლაპოს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ფოსამაქსი, 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არ უნდა იქნას გამოყენებული.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ფოსამაქსის ხანდაზმულებში გამოყენებისას, დოზის რეგულაცია არ არის საჭირო.
სიფრთხილის ზომები
თირკმლების უკმარისობა:
ფოსამაქსი, თირკმლების მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში არ არის რეკომენდირებული.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის ფუნქციური დარღვევების მქონე ავადმყოფებში ალენდრონატის დოზის რეგულაცია არ არის საჭირო.
თუ, ფიქრობთ, რომ ფოსამაქსის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ფოსამაქსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ, ფოსამაქსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, შემთხვევით ერთჯერადად, ერთზე მეტი ტაბლეტი მიიღეთ, 1 ჭიქით სავსე რძე დალიეთ და მაშინვე თქვენს ექიმს მიმართეთ. ღებინებას არ შეეცადოთ და არ დაწვეთ.
თუ, ფოსამაქსის მიღება დაგავიწყდებათ:
როგორც კი გაიხსენებთ, მეორე დღეს დილით მხოლოდ 1 ტაბლეტი ფოსამაქსი მიიღეთ. ერთსადაიმავე დღეს 2 ტაბლეტი არ მიიღოთ. შემდეგ, წამლის მიღება თქვენი რეჟიმის შესაბამისად, კვირაში ერთხელ გააგრძელეთ.
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც ფოსამაქსით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
ექიმის მიერ რეკომენდირებული დროის განმავლობაში ფოსამაქსის მიღება გააგრძელეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმის გამო, რომ ფოსამაქსის გამოყენების ხანგრძლივობა განსაზღვრული არ არის, ფოსამაქსით მკურნალობის ეფექტურობის დაზუსტებისთვის, აღნიშნული წამლის გაგრძელების საკითხის გარკვევისთვის საჭიროა ექიმთან რეგულარული ვიზიტი. თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით სხვა კითხვა გაგიჩნდებათ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ფოსამაქსის გამოყენების დროსაც შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს. თუმცა, აღნიშნული ყველასთან შეიძლება არ აღინიშნოს.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ფოსამაქსის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
ჭინჭრის ციება, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება, სახის,ტუჩების, ენის და/ანდა ხახის შეშუპების მსგავსი ალერგიული რეაქციები, ძლიერი კანის რეაქციები.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.
თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ფოსამაქსის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა დაგჭირდეთ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ფოსამაქსი, მხოლოდ მენოპაუზაში მყოფ ქალებში გამოიყენება. თუ, ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგემავთ, ფოსამაქსი არ მიიღოთ.
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის მიღებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ფოსამაქსი, მხოლოდ მენოპაუზაში მყოფ ქალებში გამოიყენება. თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფოსამაქსი არ გამოიყენოთ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ფოსამაქსმა, შეიძლება ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებას მოახდინოს. ფოსამაქსის მიღებასთან დაკაშირებით გამოვლენილი გვერდით ეფექტები (მხედველობის შემღვრევა, თავბრუსხვევა და ძვლების, კუნთების ანდა სახსრების ძლიერი ტკივილის მსგავსი სიმპტომები) იხილეთ ნაწილი 4.
ფოსამაქსის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ფოსამაქსი ლაქტოზას შეიცავს. თუ, მანამდე ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაქვთ, ამ სამედიცინო პროდუქტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს დაუკავშირდით.
ფოსამაქსი, ნატრიუმს შეიცავს. აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის თითოეული ტაბლეტი 1მმოლ (<23 მგ) ნატრიუმს შეიცავს, ანუ სინამდვილეში ,,ნატრიუმს არ შეიცავს’’.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
ფოსამაქსის,ზოგიერთ წამალთან, მაგ.:კალციუმის დანამატებთან, ანტაციდებთან (კუჭის მჟავიანობის დამაბალანსებელი) და ზოგიერთ პირის გზით მისაღებ წამლებთან ერთდროულად მიღებამ შეიძლება ფოსამაქსის შეწოვას ხელი შეუშალოს. ამიტომ, იხილეთ ნაწილი -3 ,,ფოსამაქსი როგორ გამოიყენება’’ და რეკომენდაციები გაითვალისწინეთ.
აას (აცეტილსალიცილის მჟავა ანდა იბუპროფენის მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლები)სახელით ცნობილმა, რევმატიზმის ანდა ხანგრძლივი ტკივილის დროს გამოყენებულმა ზოგიერთმა წამალმა, შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გამოიწვიოს. შესაბამისად, ამ წამლების ფოსამაქსთან ერთდროული გამოყენებისგან თავი შეიკავეთ.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
გვერდითი მოვლენები
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, 10.000 ავადმყოფიდან >1 შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
გავრცელებული:
გულძმარვა, ყლაპვის გაძნელება, ყლაპვის დროს ძლიერი წვის შეგრძნება კუჭის არეში ანდა ტკივილის გამომწვევი საყლაპავის (პირის ღრუს კუჭთან დამაკავშირებელი მილი) დაზიანება, იარა.
იშვიათი:
პირის ღრუში და /ანდა ყბაში ტკივილი, პირის ღრუში შესივება და იარები, ყბაში მგრძნობელობის დაკარგვა ანდა კბილის დაკარგვა. აღნიშნული სიმპტომები ძირითადად კბილის ამოღების (ექსტრაქციის) შემდეგ დაგვიანებულ მკურნალობასთან ანდა ინფექციასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, ან ყბაში (ყბის ძვლის) არსებული დაზიანების მაჩვენებელი შეიძლება იყოს. თუ, ჩამოთვლილის მსგავსი ნიშნები გამოვლინდება, თქვენს ექიმს ანდა სტომატოლოგს დაუკავშირდით.
ოსტეოპოროზის გამო ხანგრძლივი მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებთან იშვიათდ შეიძლება ბარძაყის ძვლის უჩეულო მოტეხილობები გამოვლინდეს. ბარძაყის ძვლის მოტეხილობის ადრეული ნიშნები შეიძლება იყოს: ბარძაყის, მენჯის ანდა საზარდულის მიდამოებში ტკივილი, სისუსტე ანდა დისკომფორტის შერძნება, ზემოთ ჩამოთვლილის გამოვლინების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს დაუკავშირდით.
ძვლების, კუნთების და/ანდა სახსრების ძლიერი ტკივილი
სხვა გვერდითი ეფექტები:
ძალიან გავრცელებული:
ზოგჯერ, ძვლების, სახსრების და/ანდა კუთების ტკივილის გამწვავება
გავრცელებული:
სახსრების შესივება,
მუცლის ტკივილი, კუჭის არეში დისკომფორტი ანდა საკვების მიღების შემდეგ ბოყინი, ყაბზობა, კუჭის სავსეობის შეგრძნება ანდა შესივების შეგრძნება, დიარეა, კუჭის ტკივილი,
თმის ცვენა, ქავილი,
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,
დაღლილობა, ხელების და ფეხების შესივება
ნაკლებად გავრცელებული:
გულისრევა, ღებინება,
საყლაპავი მილის (პირის ღრუს კუჭთან შემაერთებელი მილი) ანდა კუჭის გაღიზიანება, ანთება,
შავი ფერის ანდა ნახშირის ფერის განავალი,
მხედველობის შემღვრევა, თვალების ტკივილი ანდა სიწითლე,
გამონაყარი, კანის სიწითლე,
გარდამავალი, გრიპის მსგავსი სიმპტომები, კუნთების ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება და ზოგჯერ მკურნალობის დასაწყისში გამოვლენილი ცხელება
გემოს შეგრძნების დარღვევა
იშვიათი:
კუნთების კრუნჩხვები ანდა სპაზმები და/ანდა თითების ანდა ტუჩების ირგვლივ ჩხვლეტის შეგრძნება, სისხლში კალციუმის დაბალი დონე,
მუცელზე ანდა კუჭის წყლული (ზოგჯერ ძლიერი და სისხლმდენი),
საყლაპავი მილის(პირის ღრუს კუჭთან დამაკავსირებელი მილი) შევიწროება,
მზის სხივების ზემოქმედებით უფრო გაძლიერებული კანის გამონაყარი,
ტაბლეტების დაღეჭვის ანდა დაწუწნვის შემთხვევაში პირის ღრუს იარები.
ძალიან იშვიათი:
თუ, ყურის ტკივილი, გამონადენი და/ანდა ყურის ინფექცია გაქვთ, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ. აღნიშნული სიმპტომები სასმენი მილის ძვლის დაზიანების მაჩვენებელი შეიძლება იყოს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
- ფოსამაქსის შენახვა
ფოსამაქსი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <300 C ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ფოსამაქსი არ გამოიყენოთ.
ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი:
შპს. ორგანონ თურქიე ილაჩლარი
შიშლი-სტამბული
წარმოების ადგილი:
ს.ს. სანოფი ილაჩ სან ვე თიჯ
39780. ბუიუქქარიშთირანი.ლულებურგაზი-ქირქლარელი
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 29.03.2022-ში დამოწმებულია.
ორგანონი
თარჯიმანი ნაილა იდნოევი
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ფოსამაქსიR 70 მგ ტაბლეტი
მიიღება პირის გზით (ორალურად)
მოქმედი ნივთიერება: ალენდრონის მჟავა, 70 მგ.
დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის ანჰიდრიდი (მცოხნავი ცხოველებისგან მიიღება), კროსკარმელოზას ნატრიუმი, მაგნიუმის სტეარატი.
აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
რა არის და რისთვის გამოიყენება ფოსამაქსი ?
ფოსამაქსის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
როგორ გამოიყენება ფოსამაქსი?
რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
ფოსამაქსის შენახვა
- რა არის და რისთვის გამოიყენება ფოსამაქსი ?
ფოსამაქსის ტაბლეტები, მოქმედი ნივთიერების სახით ალენდრონის მჟავას შეიცავს. ალენდრონის მჟავა (ძირითადად, ალენდრონატის სახელით მოიხსენება) ბიფოსფონატების სახელით ცნობილი, არაჰორმონალური წამლის ჯგუფის წარმომადგენელია. ფოსამაქსი, ხელს უშლის მენოპაუზის შემდეგ განვითარებული ძვლოვანი ქსოვილის დაკარგვას და ძვლოვანი სტრუქტურის კვლავ აღდგენაში (რესტრუქტურიზაცია) ეხმარება. ფოსამაქსი, მენჯის ძვლის და ხერხემლის მოტეხილობის რისკს ამცირებს.
ფოსამაქსი, ასევე გამოიყენება მამაკაცებშიც, ოსტეოპოროზის მკურნალობის დროს მოტეხილობის თავიდან აცილების მიზნით.
ფოსამაქსი, ეს არის თეთრი ფერის, ოვალური ფორმის ტაბლეტი, რომლის ერთ ზედაპირზე აქვს გრავირება ,,31’’, მეორე ზედაპირი კი ძვლის ფორმისაა. პრეპარატის ოთხივე ტაბლეტი წარმოდგენილია ალუმინის ბლისტერის შეფუთვაში.
ფოსამაქსით მკურნალობა:ფოსამაქსის ტაბლეტი კვირაში ერთხელ მიიღება.
რა არის ოსტეოპოროზი? ფოტო
ოსტეოპოროზი, ძვლების დაშლის და დასუსტების პროცესია. მენოპაუზის შემდეგ ქალებში ხშირად ვლინდება, თუმცა მამაკაცებშიც შეიძლება გამოვლინდეს. მენოპაუზის დროს საკვერცხეებში აღარ გამომუშავდება მდედრობითი სქესის ჰორმონი- ესტოგენი, რომელიც ქალის ძვლოვანი სისტემის, ჩონჩხის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
ოსტეოპოროზის დასაწყისში სიმპტომები ძირითადად არ ვლინდება, მაგრამ მკურნალობა თუ არ განცხორციელდება, ძვლების მოტეხილობა შეიძლება გამოვლინდეს. მოტეხილობისას, ძირითადად ტკივილი ვლინდება, მაგრამ ზოგჯერ ხერხემლის ძვლების მოტეხილობისას ტკივილი არ აღინიშნება და მოტეხილობის არსებობა სხეულის სიმაღლის შემცირებისას ხდება შესამჩნევი. მოტეხილობა, შეიძლება განვითარდეს ჩვეული ყოველდღიური საქმის შესრულებისას, რაიმეს აღების დროს ანდა პატარა ტრავმების დროს, მაშინ როცა ნორმალური ძვლის მოტეხილობის მიზეზი აღნიშნული პატარა ტრავმები არ არის. მოტეხილობა, ძირითადად მენჯის ძვალში, ხერხემალზე ანდა მაჯაში ან კოჭის მიდამოში ვითარდება, შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, დეფორმაცია ანდა ინვალიდობა (ხერხემალში მრავლობითი ოსტეოპოროზული ცვლილებების არსებობის და ხერხემლის გამრუდების გამო აღინიშნება ხერხემლის კუზისებრი დგომა და მოძრაობის შეზღუდვა).
როგორ ხდება ოსტეოპოროზის მკურნალობა?
ოსტეოპოროზის მკურნალობის დროს, ექიმი ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის რეკომენდაციას მოგცემთ.
ფოტო- სიგარეტის მოხმარების შეჩერება:ცნობილია, რომ სიგარეტის მოხმარება ძვლის დაშლის მაჩვენებელს და აღნიშნულის გამო კი მოტეხილობების რიკს ზრდის.
ფოტო- ვარჯიშჯი: როგორც კუნთების, ასევე ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის საჭიროა ვარჯიში. ნებისმიერი სახის ვარჯიშის დაწყებამდე, კონსულტაციისთვის ჯერ ექიმს მიმართეთ.
ფოტო- ბალანსირებული კვება: ექიმი, შეიძლება კვების რეჟიმის შეცვლის ანდა საკვები დანამატების მიღების რეკომენდაციას მოგცემთ.
- ფოსამაქსის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ცნობილია, რომ არსებობს კვლევები, რომლის მიხედვითაც ბიფოსფონატების ჯგუფის წამლები, რომელიც პირის გზით მიიღება, საყლაპავის სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის, თუმცა აღნიშნული კავშირი საბოლოოდ არ არის დადასტურებული. ბარეტის ეზოფაგიტი (საყლაპავი მილის დაავადება) ანდა გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის (კუჭის სიგთვსის საყლაპავში უკან გადმოსვლა) მსგავსი დაავადების არსებობისას, ფოსამაქსის გამოყენებას თავი უნდა აარიდოთ. აღნიშნულ დაავადებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ექიმისგან მიიღებთ.
ავადმყოფები, რომელიც ბიფოსფონატებით მკურნალობენ, შეიძლება ბარძაყის ძვლის უჩვეულო მოტეხილობები გამოვლინდეს. ეს მოტეხილობები, ძირითადად ტრავმის გარეშე ანდა მინიმალური ტრავმის დროს ვითარდება. ავადმყოფები, რომლებიც ბიფოსფონატებს იყენებენ და საავადმყოფოს საზარდულის არეში ტკივილით მიმართავენ, ბარძაყის ძვლის მოტეხილობაზე ეჭვი უნდა იქნას მიტანილი. ამ ავადმყოფებში მკურნალობის ინდივიდუალური სარგებელი/ზიანის შეფასებით, ბიფოსფონატების გამოყენების შეწყვეტის საკითხი უნდა გადაწყდეს.
ფოსამაქსი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ;
ალენდრონატის ნატრიუმის ტრიჰიდრატის ანდა ფოსამაქსის შემადგენელი სხვა ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია გაქვთ
საყლაპავი მილის დაავადება გაქვთ, რომელიც ხასიათდება საყლაპავი მილის (პირის ღრის კუჭთან დამაკავშირებელი მილი) შევიწროებით და ყლაპვის დროს ტკივილით
სულ ცოტა 30 წუთის განმავლობაში ფეხზე დგომა გიჭირთ ანდა ვერტიკალურ პოზიციაში ჯდომა გიჭირთ
ექიმმა გითხართ, რომ სისხლში კალციუმის დონე ძალიან დაბალი გაქვთ
ფოსამაქსი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:
თუ;
თირკმლების დაავადება გაქვთ,
ყლაპვის ანდა საჭმლის მონელების პრობლემა გაქვთ ანდა ახლო პერიოდში მსგავსი პრობლემა გქონდათ,
ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ ბარეტის ეზოგაფიტი (საყლაპავი მილის ქვემო ნაწილის უჯედების ცვლილებასთნ დაკაშირებული მდგომარეობა)გაქვთ,
კუჭსა ანდა ნაწლავებში მინერალების შეწოვის პრობლემები გაქვთ (შეწოვის დარღვევის პრობლემა)
სისხლში კალციუმის დონე დაბალი გაქვთ,
კბილების პრობლემები, ღრძილების დაავადება, კბილის ამოღების გეგმა გაქვთ ანდა კბილებს რეგულარულად ვერ უვლით,
სიმსივნე გაქვთ,
ქიმიოთერაპიას ანდა რადიოთერაპიას გადიხართ,
ანგიოგენეზის ინჰიბიტორებს (ბევაციზუმაბი ანდა ტალიდომიდის მსგავსი)სახელით ცნობილ და სიმსივნის სამკურნალო წამლებს ღებულობთ,
კორტიკოსტეროიდულ წამლების(პრედნიზოლონი ანდა დექსამეტაზონის მსგავსი)სახელით ცნობილ და ასთმის, რევმატოიდული ართრიტის და სერიოზული ალერგიის მსგავსი მდგომარეობების სამკრუნალოდ გამოყენებულ წამლებს ღებულობთ
სიგარეტს ეწევით ანდა ეწეოდით (აღნიშნული მდგომარეობა კბილის პრობლემების რისკს ზრდის).
გარეთა სასმენი მილის ოსტეონეკროზი
ხანგრძლივ მკურნალობასთან დაკაშირებით, ბიფოსფონატების გამოყენებისას დაფიქსირებულია გარეთა სასმენი მილის ოსტეონეკროზი. გარეთა სასმენი მილის ოსტეონეკროზის განვითარების რისკის ფაქტორებია: სტეროიდების გამოყენება, ქიმიოთერაპია და/ანდა ინფექცია და ან ტრავმის მსგავსი ლოკალური რისკ ფაქტორები. ყურის ტკივილის ანდა ყურიდან გამონადენის მსგავსი სიმპტომების ანდა ყურის ქრონიკული ინფექციის არსებობისას, ბიფოსფონატების მომხმარებელ ავადმყოფებში გარეთ სასმენი მილის ოსტეონეკროზის არსებობის ალბათობაზე უნდა ვიფიქროთ.
ფოსამაქსით მკურნალობის დაწყებამდე, რეკომენდირებულია სტომატოლოგის კონსულტაცია.
ფოსამაქსით მკურნალობა, პირის ღრუს ჰიგიენის მუდმივ დაცვას საჭიროებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მკურნალობის განმავლობაში სტომატოლოგთან რუტინული ვიზიტი აუცილებელია, თუ კბილის ტკივილი, მორყევა, შეშუპება ანდა კბილებთან დაკაშვირებული რაიმე სახის პრობლემა გამოვლინდება, თქვენს ექიმს ანდა სტომატოლოგს დაუკავშირდით.
თუ, ფოსამაქსის მიღებისას 1 ჭიქა წყალი არ დააყოლეთ ანდა წამლის მიღებიდან 30 წუთის გასვლამდე წამოწექით, შეიძლება საყლაპავი მილის (პირის ღრუს კუჭთან დამაკავშირებელი მილი)გაღიზიანება, ჩირქოვანი ანთება ანდა დაწყლულებასთან ერთად მკერდის არეში ტკივილი, გულძმარვა ანდა ყლაპვის გაძნლება გამოვლინდეს. თუ, ავადმყოფი აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ფოსამაქსის მიღებას გააგრძელებს, არსებული სიმპტომები უფრო გართულდება.
თუ, აღნიშული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ პერიოდში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
ფოსამაქსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ფოსამაქსის, საკვებთან ანდა სასმელთან (მინერალური წყლის ჩათვლით) ერთად მიღება წამლის მოქმედების ეფექტს ამცირებს. ამიტომ, ფოსამაქსის გამოყენებასთან დაკავშირებით იხილეთ ნაწილი -3. ფოსამაქსის გამოყენების ინსტრუქციის და რეკომენდაციების შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია.
ორსულობა
წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ფოსამაქსი, მხოლოდ მენოპაუზაში მყოფ ქალებში გამოიყენება. თუ, ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგემავთ, ფოსამაქსი არ მიიღოთ.
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის მიღებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ფოსამაქსი, მხოლოდ მენოპაუზაში მყოფ ქალებში გამოიყენება. თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფოსამაქსი არ გამოიყენოთ.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
ფოსამაქსმა, შეიძლება ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებას მოახდინოს. ფოსამაქსის მიღებასთან დაკაშირებით გამოვლენილი გვერდით ეფექტები (მხედველობის შემღვრევა, თავბრუსხვევა და ძვლების, კუნთების ანდა სახსრების ძლიერი ტკივილის მსგავსი სიმპტომები) იხილეთ ნაწილი 4.
ფოსამაქსის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ფოსამაქსი ლაქტოზას შეიცავს. თუ, მანამდე ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაქვთ, ამ სამედიცინო პროდუქტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს დაუკავშირდით.
ფოსამაქსი, ნატრიუმს შეიცავს. აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის თითოეული ტაბლეტი 1მმოლ (<23 მგ) ნატრიუმს შეიცავს, ანუ სინამდვილეში ,,ნატრიუმს არ შეიცავს’’.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
ფოსამაქსის,ზოგიერთ წამალთან, მაგ.:კალციუმის დანამატებთან, ანტაციდებთან (კუჭის მჟავიანობის დამაბალანსებელი) და ზოგიერთ პირის გზით მისაღებ წამლებთან ერთდროულად მიღებამ შეიძლება ფოსამაქსის შეწოვას ხელი შეუშალოს. ამიტომ, იხილეთ ნაწილი -3 ,,ფოსამაქსი როგორ გამოიყენება’’ და რეკომენდაციები გაითვალისწინეთ.
აას (აცეტილსალიცილის მჟავა ანდა იბუპროფენის მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლები)სახელით ცნობილმა, რევმატიზმის ანდა ხანგრძლივი ტკივილის დროს გამოყენებულმა ზოგიერთმა წამალმა, შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გამოიწვიოს. შესაბამისად, ამ წამლების ფოსამაქსთან ერთდროული გამოყენებისგან თავი შეიკავეთ.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
- როგორ გამოიყენება ფოსამაქსი?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ფოსამაქსი, ყოველთვის ექიმის ანდა ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად გამოიყენეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს დაუკავშირდით.
ფოსამაქსი, ეს არის ტაბლეტი, რომელიც კვირაში ერთხელ მიიღება.
ფოსამაქსით მკურნალობამ დადებითი შედეგი რომ გამოიღოს, ქვემოთ მოცემული მითითებები სრულყოფილად შეასრულეთ.
მკურნალობის გეგმისთვის, თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი დღე შეარჩიეთ. ყოველ კვირას, თქვენს მიერ შერჩეულ დღეს 1 ტაბლეტი ფოსამაქსი მიიღეთ.
ფოსამაქსის კუჭში სწრაფი მოხვედრის და საყლაპავის(პირის ღრუს კუჭთან დამაკავშირებელი მილი) გაღიზიანების რისკის შემცირების მიზნით ქვემოთ მოცემული მე-2, მე-3 და მე-5 საფეხურების გათვალისწინება მნიშვნელოვანია.
თქვენს მიერ შერჩეულ დღეს, დილოით გაღვიძების შემდეგ, დღის პირველი საკვების, სასმელის ანდა სხვა წამლის მიღებამდე, ფოსამაქსი, 1 ჭიქა სავსე წყლით (მინერალური წყლით არა) (200 მლ-ზე ნაკლები რაოდენობის არ უნდა იყოს) გადაყლაპეთ. ამ გზით, ფოსამაქსი საკმარისი რაოდენობით შეიწოვება.
მინერალური წყალთან ერთად არ მიიღოთ.
ყავასთან ანდა ჩაისთან ერთად არ მიიღოთ.
ხილის წვენთან ანდა რძესთან ერთად არ მიიღოთ.
პირის ღრუში დაზიანების, იარების გაჩენის ალბათობის გამო ტაბლეტი არ გატეხოთ ანდა არ დაღეჭოთ ანდა არ დაწუწნოთ.
ფოსამაქსის გადაყლაპვის შემდეგ არ დაწვეთ. სულ ცოტა 30 წუთის განმავლობაში ვერტიკალური პოზიცია შეინარჩუნეთ (დაჯდომა, ფეხზე დგომა ანდა სიარულის მსგავსი). დღის პირველი საკვების მიღებამდე არ დაწვეთ.
ფოსამაქსი, საღამოს დაწოლამდე ანდა დილით ადგომამდე არ მიიღოთ.
თუ, ყლაპვის გაძნელებას ანდა ტკივილს იგრძნობთ, ან მკერდის არეში ტკივილს ანდა კუჭის არეში წვას იგრძნობთ, ფოსამაქსის მიღება შეწყვიტეთ და თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.
ფოსამაქსის გადაყლაპვის შემდეგ, დღის პირველი სასმელის, საკვების ანდა ანტაციდების, კალციუმის დანამატების და ვიტამინების, იმ დღეს მისაღები სხვა წამლის მიღებამდე სულ ცოტა 30 წუთი დაელოდეთ.
ფოსამაქსი, ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როცა კუჭი ცარიელია.
შეყვანის გზა და მეთოდი:
ფოსამაქსის დოზაა: 1 ტაბლეტი (70 მგ) კვირაში ერთხელ, რომელიც ორალური გზით მიიღება. ტაბლეტი, მშიერ მუცელზე, მთლიანი სახით, 1 ჭიქა წყლით უნდა გადაიყლაპოს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ფოსამაქსი, 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არ უნდა იქნას გამოყენებული.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ფოსამაქსის ხანდაზმულებში გამოყენებისას, დოზის რეგულაცია არ არის საჭირო.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების უკმარისობა:
ფოსამაქსი, თირკმლების მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში არ არის რეკომენდირებული.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის ფუნქციური დარღვევების მქონე ავადმყოფებში ალენდრონატის დოზის რეგულაცია არ არის საჭირო.
თუ, ფიქრობთ, რომ ფოსამაქსის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ფოსამაქსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ, ფოსამაქსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, შემთხვევით ერთჯერადად, ერთზე მეტი ტაბლეტი მიიღეთ, 1 ჭიქით სავსე რძე დალიეთ და მაშინვე თქვენს ექიმს მიმართეთ. ღებინებას არ შეეცადოთ და არ დაწვეთ.
თუ, ფოსამაქსის მიღება დაგავიწყდებათ:
როგორც კი გაიხსენებთ, მეორე დღეს დილით მხოლოდ 1 ტაბლეტი ფოსამაქსი მიიღეთ. ერთსადაიმავე დღეს 2 ტაბლეტი არ მიიღოთ. შემდეგ, წამლის მიღება თქვენი რეჟიმის შესაბამისად, კვირაში ერთხელ გააგრძელეთ.
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც ფოსამაქსით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
ექიმის მიერ რეკომენდირებული დროის განმავლობაში ფოსამაქსის მიღება გააგრძელეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმის გამო, რომ ფოსამაქსის გამოყენების ხანგრძლივობა განსაზღვრული არ არის, ფოსამაქსით მკურნალობის ეფექტურობის დაზუსტებისთვის, აღნიშნული წამლის გაგრძელების საკითხის გარკვევისთვის საჭიროა ექიმთან რეგულარული ვიზიტი. თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით სხვა კითხვა გაგიჩნდებათ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ფოსამაქსის გამოყენების დროსაც შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს. თუმცა, აღნიშნული ყველასთან შეიძლება არ აღინიშნოს.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ფოსამაქსის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
ჭინჭრის ციება, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება, სახის,ტუჩების, ენის და/ანდა ხახის შეშუპების მსგავსი ალერგიული რეაქციები, ძლიერი კანის რეაქციები.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.
თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ფოსამაქსის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა დაგჭირდეთ.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, 10.000 ავადმყოფიდან >1 შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
გავრცელებული:
გულძმარვა, ყლაპვის გაძნელება, ყლაპვის დროს ძლიერი წვის შეგრძნება კუჭის არეში ანდა ტკივილის გამომწვევი საყლაპავის (პირის ღრუს კუჭთან დამაკავშირებელი მილი) დაზიანება, იარა.
იშვიათი:
პირის ღრუში და /ანდა ყბაში ტკივილი, პირის ღრუში შესივება და იარები, ყბაში მგრძნობელობის დაკარგვა ანდა კბილის დაკარგვა. აღნიშნული სიმპტომები ძირითადად კბილის ამოღების (ექსტრაქციის) შემდეგ დაგვიანებულ მკურნალობასთან ანდა ინფექციასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, ან ყბაში (ყბის ძვლის) არსებული დაზიანების მაჩვენებელი შეიძლება იყოს. თუ, ჩამოთვლილის მსგავსი ნიშნები გამოვლინდება, თქვენს ექიმს ანდა სტომატოლოგს დაუკავშირდით.
ოსტეოპოროზის გამო ხანგრძლივი მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებთან იშვიათდ შეიძლება ბარძაყის ძვლის უჩეულო მოტეხილობები გამოვლინდეს. ბარძაყის ძვლის მოტეხილობის ადრეული ნიშნები შეიძლება იყოს: ბარძაყის, მენჯის ანდა საზარდულის მიდამოებში ტკივილი, სისუსტე ანდა დისკომფორტის შერძნება, ზემოთ ჩამოთვლილის გამოვლინების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს დაუკავშირდით.
ძვლების, კუნთების და/ანდა სახსრების ძლიერი ტკივილი
სხვა გვერდითი ეფექტები:
ძალიან გავრცელებული:
ზოგჯერ, ძვლების, სახსრების და/ანდა კუთების ტკივილის გამწვავება
გავრცელებული:
სახსრების შესივება,
მუცლის ტკივილი, კუჭის არეში დისკომფორტი ანდა საკვების მიღების შემდეგ ბოყინი, ყაბზობა, კუჭის სავსეობის შეგრძნება ანდა შესივების შეგრძნება, დიარეა, კუჭის ტკივილი,
თმის ცვენა, ქავილი,
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,
დაღლილობა, ხელების და ფეხების შესივება
ნაკლებად გავრცელებული:
გულისრევა, ღებინება,
საყლაპავი მილის (პირის ღრუს კუჭთან შემაერთებელი მილი) ანდა კუჭის გაღიზიანება, ანთება,
შავი ფერის ანდა ნახშირის ფერის განავალი,
მხედველობის შემღვრევა, თვალების ტკივილი ანდა სიწითლე,
გამონაყარი, კანის სიწითლე,
გარდამავალი, გრიპის მსგავსი სიმპტომები, კუნთების ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება და ზოგჯერ მკურნალობის დასაწყისში გამოვლენილი ცხელება
გემოს შეგრძნების დარღვევა
იშვიათი:
კუნთების კრუნჩხვები ანდა სპაზმები და/ანდა თითების ანდა ტუჩების ირგვლივ ჩხვლეტის შეგრძნება, სისხლში კალციუმის დაბალი დონე,
მუცელზე ანდა კუჭის წყლული (ზოგჯერ ძლიერი და სისხლმდენი),
საყლაპავი მილის(პირის ღრუს კუჭთან დამაკავსირებელი მილი) შევიწროება,
მზის სხივების ზემოქმედებით უფრო გაძლიერებული კანის გამონაყარი,
ტაბლეტების დაღეჭვის ანდა დაწუწნვის შემთხვევაში პირის ღრუს იარები.
ძალიან იშვიათი:
თუ, ყურის ტკივილი, გამონადენი და/ანდა ყურის ინფექცია გაქვთ, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ. აღნიშნული სიმპტომები სასმენი მილის ძვლის დაზიანების მაჩვენებელი შეიძლება იყოს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
- ფოსამაქსის შენახვა
ფოსამაქსი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <300 C ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ფოსამაქსი არ გამოიყენოთ.
ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი:
შპს. ორგანონ თურქიე ილაჩლარი
შიშლი-სტამბული
წარმოების ადგილი:
ს.ს. სანოფი ილაჩ სან ვე თიჯ
39780. ბუიუქქარიშთირანი.ლულებურგაზი-ქირქლარელი
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 29.03.2022-ში დამოწმებულია.
ორგანონი
თარჯიმანი ნაილა იდნოევი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



