პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები

ფორტეჟინი

FORTEGYN

რეცეპტით300მგ+100მგ+48.80მგ+4.4მგ+15მგინსტრუქცია ქართულადარგენტინა
რისთვის გამოიყენება

გამოიყენება ლოკალური მკურნალობისათვის სპეციფიური და არასპეციფიური ვულვოვაგინიტის, ვულვიტის, ვაგინიტის, გაღიზიანებული ან ბაქტერიული ცერვიკოვაგინიტის, კანდიდოზის, ტრიქომონას, Gardnerella vaginitis ან/და Giardien-ის, მონო და პოლიმიკრობული ინფექციების, ნებისმიერი ეთიოლოგიის ლეიკორიას სამკურნალოდ. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
300მგ+100მგ+48.80მგ+4.4მგ+15მგ ვაგინალური ოვულა №6 (1X6)
მწარმოებელი
Laboratorios Temis Lostalo S.A, არგენტინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები, ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური სხვა საშუალებები
ATC კოდი
G01AX
რეგისტრაციის ნომერი
რ-045134
რეგისტრირებულია
31 მარტი 2026, მოქმედებს 31 მარტი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Claus Marsh ltd (დიდი ბრიტანეთი)
განმცხადებელი
მაკა მოდებაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაფორტეჟინი და სხვა წამალი ერთად

ფორტეჟინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გამოიყენება ლოკალური მკურნალობისათვის სპეციფიური და არასპეციფიური ვულვოვაგინიტის, ვულვიტის, ვაგინიტის, გაღიზიანებული ან ბაქტერიული ცერვიკოვაგინიტის, კანდიდოზის, ტრიქომონას, Gardnerella vaginitis ან/და Giardien-ის, მონო და პოლიმიკრობული ინფექციების, ნებისმიერი ეთიოლოგიის ლეიკორიას სამკურნალოდ. საშვილოსნოს (ექსოცერვიქსის) და ვაგინალური კედლის ბიოფსიისას ნაწიბურების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

დოზირების კორექცია ხდება სამედიცინო კრიტერიუმების და კლინიკური სურათის მიხედვით. რეკომენდებული დოზირება შეადგენს დასაწყისში 1-2 სანთელს დღეში და გრძელდება მკურნალობა დღეში 1 სანთელის გამოყენებით ძილის წინ მკურნალობის დასრულებამდე 6 და 10 დღის განმავლობაში. სანთელი შეიყვანება ღრმად ვაგინალურად.

გამოყენების წესი

ვაგინალური სანთელი გამოიღეთ შეფუთვიდან და შეიყვანეთ ის საშვილოსნოში. სანთლების გამოყენება რეკომენდებულია 6-დან 10 დღემდე განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

მოხსენით სანთელი გამყოფ ზოლზე

შეკვრის ადგილას გახსენით შეფუთვა და ამოიღეთ სანთელი

დაწოლილ მდგომარეობაში შეიყვანეთ სანთელი ღრმად ვაგინაში. გარედან დაიფარეთ ბამბა ან სანიტარული დოლბანდი.

უკუჩვენებები

უნდა მოერიდოთ ვაგინას დაბანას ტუტე ნივთიერებებით.

ვინაიდან ადგილობრივი გამოყენებისას აღინიშნება მედიკამენტის დაბალი აბსორბცია, არ არის გამორიცხული სისტემური ზემოქმედების გამოვლენა, ამიტომ არ არის რეკომენდებული მკურნალობისას ალკოჰოლის (ანტაბუსის ეფექტი), ვარფარინის, კუმარინის (ანტიკოაგულური ეფექტის პოტენცირება) და დისულფარინის გამოყენება.

სიფრთხილის ზომები

ინიშნება სიფრთხილით პაციენტებში ღვიძლის რთული უკმარისობით. ამ პროდუქტის გამოყენება არ ახდენს სქესობრივი გზით გადამტანი დაავადებებით დაინფიცირების პრევენციას. ვაგინალური სანთლის შემადგენლობამ შესაძლოა გამოიწვიოს ლატექსის კონდომის ან დიაგრაგმის ცვლილებები; არ შეიძლება ამ კონტრაცეპტული საშუალებების გამოყენება მკურნალობის დროს.

გაფრთხილებები

ორსულობა და ძუძუთი კვება

მიუხედავად იმისა, რომ ვაგინალური აბსორბცია უმნიშვნელოა, არ არის რეკომენდებული ამ პროდუქტის გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში ან ლაქტაციის პერიოდში.

გვერდითი მოვლენები

იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს: ვულვოვაგინალური წვა, გაღიზიანება ან კანის ქავილი. იმის გათვალისწინებით, რომ პროპორცია, რომლითაც შეიწოვება აქტიური ნივთიერებები საშვილოსნოს ლორწოვან გარსში უცნობია, ამიტომ არ არის გამორიცხული სისტემური ეფექტების გამოვლენა. არსებობს მომატებული რისკი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ჭარბი დოზა

პროდუქტის აღნიშნული გზით შეყვანის შემთხვევაში არ არის მოსალოდნელი ზედოზირების რისკი. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ახლომდებარე კლინიკას.

სტანდარტული შეფუთვა:

ვაგინალური სანთლები, ქარვისფერი პვქ ფოლგა შეიცავს 6 ვაგინალურ სანთელს.

6 ვაგინალური სანთელი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები:

თითოეული ვაგინალური სანთელი შეიცავს:

მეტრონიდაზოლი ......................................................... 300,0 მგ

მიკონაზოლის ნიტრატი................................................ 100,0 მგ

ნეომიცინის სულფატი .......................................….….. 48.80 მგ

პოლიმიქსინი B სულფატი......................................…… 4.40 მგ

Asiatic Spark........................................................................ 15,00 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

(Withepsol S 58) ............................. 1,531,80 მგ

თერაპიული ეფექტი

ვაგინალური ინფექციის საწინააღმდეგო საშუალება. საშვილოსნოს ყელის (ექსოცერვიქსის) და საშოს კედლის მკურნალობა და ეპითელიზაცია.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 250C , არ გაყინოთ.

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

36 თვე

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფორტეჟინი შეიცავს სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებებს ვულვოვაგინალური ინფექციების სამკურნალოდ. მეტრონიდაზოლს გააჩნია tricomonicida, giardicida და amebicida მიმართ ზემოქმედება; ნეომიცინს და პოლიმიქსინს ახასიათებთ ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი, რის შედეგადაც მოქმედებენ გრამდადებით და გრამუარყოფით მიკრობებზე, ხოლო Asiatic Spark ახდენს ქსოვილის შეხორცების, აღდგენით და დამცავ ზემოქმედებას.

მეტროდინაზოლი: ანტიბაქტერიული და ანტიპროტოზული მოქმედება, ეფექტურია უმეტესი ობლიგატორული ანაერობული ბაქტერიების და პროტოზონების მიმართ უჯრედშიდა ქიმიური რედუქციის შედეგად. რედუცირებული მეტროდინაზოლი ციტოტოქსიურია, თუმცა მას ახასიათებს ხანმოკლე ნახევრად გამოყოფის პერიოდი; ურთიერთმოქმედებს დნმ-თან და იწვევს სპინალური სტრუქტურის დაკარგვას, ჯაჭვის გაწყვეტას და ნუკლეინის მჟავას სინთეზის ინჰიბირებას და შედეგად უჯრედის კვდომას. ეს ეფექტურია giardicide-ს და tricomonicide-ს მიმართ.

მიკონაზოლი: მას გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება დერმატოფიტების და ჩვეულებრივი საფუარის მიმართ, ასევე ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედება ზოგიერთი კოკების და გრამდადებითი მიკრობების მიმართ. მისი აქტივობის მექანიზმი განპირობებულია ერგოსტერინის სოკოების სინთეზის დათრგუნვით და მემბრანის ლიპიდური კომპონენტების შემადგენლობის ცვლილებით, რაც იწვევს სოკოვანი უჯრედის ნეკროზს. მოქმედების ადგილი უჯრედულ მემბრანებში არ არის დადგენილი. გამტარობის ცვლილების შედეგად უჯრედის მემბრანა აღარ წარმოადგენს სელექტიურ ბარიერს და კარგავს უჯრედულ კომპონენტებს. მოქმედების სპექტრი: ინ ვიტრო კონცენტრაციებში 1 მკგ/მლ ან ნაკლები ახდენს შემდეგი მიკროორგანიზმების დათრგუნვას: Candida albicans, Epidermophyton floccosum, Trichophyton mentagrophytes, Trichophyton rubrum, Microsporum canis და Staphylococcus aureus. Candida guilliermondii და Candida tropicalis განადგურებისათვის აუცილებელია 10 მკგ/მლ კონცენტრაციები.

ნეომიცინი: როგორც სულფატი, ის წარმოადგენს ამინოფლუკოზიდურ ანტიბიოტიკს, რომელიც ავლენს თავის ანტიბაქტერიულ მოქმედებას ფართო სპექტრის გრამუარყოფითი და გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ. ნეომიცინის ანტიბაქტერიული პროფილი მოიცავს გამოხატულ აქტივობას აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიების (Pseudomonas aeruginosa, Haemophilus და Salmonella) მიმართ და გრამდადებითი ბაქტერიების, როგორიცაა Staphylococcus epidermis მიმართ. ანტიბაქტერიული მოქმედების მექანიზმი: მდგომარეობს ბაქტერიული ცილის სინთეზის დათრგუნვაში. პირველ ფაზაში ის აღწევს უჯრედულ მემბრანას, აღწევს ციტოპლაზმაში, ხოლო მეორე ფაზაში ის აღწევს რიბოსომებში, ანუ არეალში, სადაც ახდენს ცილების სინთეზის მაინიჰირებელ ზემოქმედებას.

პოლიმიქსინი B: ავლენს ბაქტერიციდულ ზემოქმედებას, რომელიც ეფექტურია უჯრედის მემბრანის დონეზე. თავისი ქიმიური შემადგენლობის წყალობით, რომელიც შეიცავს ნეგატიურად დამუხტულ რამოდენიმე ძირითად ამინომჟავებს, ის ფიქსირდება მემბრანის ანიონურ წერტილებში და მოქმედებს კატიონური დამთრგუნველის სახით, რომლის დროსაც იწვევს ლიპოპროტეინული კომპონენტების დაშლას, მათი ოსმოზური გამტარობის ცვლილებებს პურინების, პირიმიდინების, პენტოზების, ფოსფატების და სხვა უჯრედის ციტოპლაზმის კომპონენტების გამოთავისუფლებით, რაც იწვევს ბაქტერიის დაშლას. მოქმედების სპექტრი: მისი აქტივობა შემოიფარგლება გრამუარყოფით ბაქტერიებზე: Escherichia coli, Klebsiella spp., Enterobacter spp. და განსაკუთრებით Pseudomonas aeruginosa.

Asiatic Spark: ახდენს მასტიმულირებელ ეფექტს კოლაგენების ბიოსინთეზზე ფიბრობლასტების მეშვეობით და ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის ნაწიბურების ტროფიზმის გაუმჯობესებას ფიბრობლასტების მეშვეობით. ახდენს კოლაგენური ფაზების წარმოქმნის კონტროლს უჯრედული რეგენერაციის პროცესის დარღვევის, უკმარისობის, გადაჭარბების ან დეზორგანიზიაციის შემთხვევებში. Asiatic Spark მოქმედებს შემაერთებელი ცილების სინთესზე და განსაკუთრებით, ალანინის და პროლინის RNA მატრიცულ ინტეგრაციაზე, რაც შეადგენს შემაერთებელი ქოსვილის ამინომჟავების 40%.

ამგვარად, ფორტეჟინის ვაგინალური სანთლები, მისი აქტიური ინგრედიენტების ფარმაკოლოგიური პროფილის წყალობით, ავლენენ მნიშვნელოვან სასარგებლო თერაპიულ ეფექტს სპეციფიური და არასპეციფიური ვულვოვაგინალური ინფექციების წინააღმდეგ მკურნალობისას, რომლებიც იწვევს საშვილოსნოს კედლის დაზიანებებს.

ფარმაკოკინეტიკა

მეტრონიდაზოლი: ის წარმოადგენს აქტიურ 5-ნიტროიმიდაზოლის წარმოებულს პროტოზოების და ანაერობული ბაქტერიების მიმართ. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ვაგინალური სანთების ფარმაცევტული ფორმის სახით გამოყენებისას მეტრონიდაზოლს ახასიათებს ძალიან ცუდი აბსორბცია და მისი პლაზმაში ან სხვა ქსოვილებში განაწილება. ის მოქმედებს პროტოზოების შიგნით და თრგუნავს დნმ-ის რეპლიკაციას. ის უკავშირდება დაახლოებით 15% პლაზმის ცილებს. მას ახასიათებს ღვიძლში მეტაბოლიზმი და გამოიყოფა თირკმელებში ან ნერწყვში; ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს საშუალოდ 8 საათს.

მიკონაზოლი: ინტრავაგინალური შეყვანისას მისი სისტემური აბსორბცია შეზღუდულია; გამოყენებიდან 8 საათის შემდეგ მიკონაზოლის 90% კიდევ აღინიშნება საშვილოსნოში. პერორალური მიღებისას ბიოშეღწევადობა დაბალია (25-30%) მისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მცირე აბსორბციის გამო. აბსორბირებული მიკონაზოლის ნაწილი უმეტესად ექვემდებარება მეტაბოლიზმს. შეყვანილი დოზირების 1% -ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი ფორმით შარდში. არ გააჩნია აქტიური მეტაბოლიტები, ხოლო საბოლოო ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 20 საათს.

ნეომიცინი: ეს ანტიბიოტიკი, თავისი pH (დაახლ. 8) წყალობით თითქმის საერთოდ არ შეიწოვება ჯანმრთელ ქსოვილში. ამიტომ არ არსებობს ფარმაკოლოგიური მონაცემები ნეომიცინის ადგილობრივი გამოყენების შესახებ. სხვა ამინოგლიკოზიდურების მსგავსად, ნეომიცინი არ ექვემდებარება მეტაბოლიზმის პროცესებს, ამიტომ მასზე არ ახდენს ზეგავლენას კანის სტრუქტურაში შემავალი ასტერაზას და ჰიდროლაზას ფერმენტული აქტივობა.

პოლიმიქსინი B: შემადგენლობის პოლარული თვისებების შედეგად პოლიმიქსინი B არ აღწევს კანში და ლოწროვან გარსში. შედეგად მისი სისტემური აბსორბცია უმნიშვნელოა.

Asiatic Spark: ტრიციკლური აზიურის და აზიური მჟავების შეღწევადობა, რაც კავშირშია Asiaticóside-ბთან, მნიშვნელოვანია და სწრაფია ადგილობრივი წამლის ფორმების გამოყენებისას. აზიტოსტოზიდი მოქმედებს შემაერთებელი ქსოვილის ცილების სინთესზე. კანქვეშა უჯრედული ქსოვილის რადიოაქტივობა აღწევს მისი მაქსიმუმს 1-დან 3 საათში დალექვიდან. მომდევნო საათებში შეღწევადობა ნაკლებად ინტენსიურია, თუმცა არა უმნიშვნელოა. ამასთან შედარებით, რადიოაქტივობის მაჩვენებელი კანქვეშა ქსოვილში პერორალური გამოყენებისას შედარებით დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი გამოყენების წამლის ფორმა უფრო სწრაფ ადგილობრივ ეფექტს იძლევა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ

ფორტეჟინი

მედიკამენტის სავაჭრო დასახელება: ფორტეჟინი

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერებები:

თითოეული ვაგინალური სანთელი შეიცავს:

მეტრონიდაზოლი ......................................................... 300,0 მგ

მიკონაზოლის ნიტრატი................................................ 100,0 მგ

ნეომიცინის სულფატი .......................................….….. 48.80 მგ

პოლიმიქსინი B სულფატი......................................…… 4.40 მგ

Asiatic Spark........................................................................ 15,00 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

(Withepsol S 58) ............................. 1,531,80 მგ

თერაპიული ეფექტი

ვაგინალური ინფექციის საწინააღმდეგო საშუალება. საშვილოსნოს ყელის (ექსოცერვიქსის) და საშოს კედლის მკურნალობა და ეპითელიზაცია.

გამოყენების ჩვენებები

გამოიყენება ლოკალური მკურნალობისათვის სპეციფიური და არასპეციფიური ვულვოვაგინიტის, ვულვიტის, ვაგინიტის, გაღიზიანებული ან ბაქტერიული ცერვიკოვაგინიტის, კანდიდოზის, ტრიქომონას, Gardnerella vaginitis ან/და Giardien-ის, მონო და პოლიმიკრობული ინფექციების, ნებისმიერი ეთიოლოგიის ლეიკორიას სამკურნალოდ. საშვილოსნოს (ექსოცერვიქსის) და ვაგინალური კედლის ბიოფსიისას ნაწიბურების სამკურნალოდ.

დოზირება და გამოყენების წესი

დოზირების კორექცია ხდება სამედიცინო კრიტერიუმების და კლინიკური სურათის მიხედვით. რეკომენდებული დოზირება შეადგენს დასაწყისში 1-2 სანთელს დღეში და გრძელდება მკურნალობა დღეში 1 სანთელის გამოყენებით ძილის წინ მკურნალობის დასრულებამდე 6 და 10 დღის განმავლობაში. სანთელი შეიყვანება ღრმად ვაგინალურად.

გამოყენების წესი

ვაგინალური სანთელი გამოიღეთ შეფუთვიდან და შეიყვანეთ ის საშვილოსნოში. სანთლების გამოყენება რეკომენდებულია 6-დან 10 დღემდე განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

მოხსენით სანთელი გამყოფ ზოლზე

შეკვრის ადგილას გახსენით შეფუთვა და ამოიღეთ სანთელი

დაწოლილ მდგომარეობაში შეიყვანეთ სანთელი ღრმად ვაგინაში. გარედან დაიფარეთ ბამბა ან სანიტარული დოლბანდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები და მახასიათებლები

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფორტეჟინი შეიცავს სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებებს ვულვოვაგინალური ინფექციების სამკურნალოდ. მეტრონიდაზოლს გააჩნია tricomonicida, giardicida და amebicida მიმართ ზემოქმედება; ნეომიცინს და პოლიმიქსინს ახასიათებთ ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი, რის შედეგადაც მოქმედებენ გრამდადებით და გრამუარყოფით მიკრობებზე, ხოლო Asiatic Spark ახდენს ქსოვილის შეხორცების, აღდგენით და დამცავ ზემოქმედებას.

მეტროდინაზოლი: ანტიბაქტერიული და ანტიპროტოზული მოქმედება, ეფექტურია უმეტესი ობლიგატორული ანაერობული ბაქტერიების და პროტოზონების მიმართ უჯრედშიდა ქიმიური რედუქციის შედეგად. რედუცირებული მეტროდინაზოლი ციტოტოქსიურია, თუმცა მას ახასიათებს ხანმოკლე ნახევრად გამოყოფის პერიოდი; ურთიერთმოქმედებს დნმ-თან და იწვევს სპინალური სტრუქტურის დაკარგვას, ჯაჭვის გაწყვეტას და ნუკლეინის მჟავას სინთეზის ინჰიბირებას და შედეგად უჯრედის კვდომას. ეს ეფექტურია giardicide-ს და tricomonicide-ს მიმართ.

მიკონაზოლი: მას გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება დერმატოფიტების და ჩვეულებრივი საფუარის მიმართ, ასევე ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედება ზოგიერთი კოკების და გრამდადებითი მიკრობების მიმართ. მისი აქტივობის მექანიზმი განპირობებულია ერგოსტერინის სოკოების სინთეზის დათრგუნვით და მემბრანის ლიპიდური კომპონენტების შემადგენლობის ცვლილებით, რაც იწვევს სოკოვანი უჯრედის ნეკროზს. მოქმედების ადგილი უჯრედულ მემბრანებში არ არის დადგენილი. გამტარობის ცვლილების შედეგად უჯრედის მემბრანა აღარ წარმოადგენს სელექტიურ ბარიერს და კარგავს უჯრედულ კომპონენტებს. მოქმედების სპექტრი: ინ ვიტრო კონცენტრაციებში 1 მკგ/მლ ან ნაკლები ახდენს შემდეგი მიკროორგანიზმების დათრგუნვას: Candida albicans, Epidermophyton floccosum, Trichophyton mentagrophytes, Trichophyton rubrum, Microsporum canis და Staphylococcus aureus. Candida guilliermondii და Candida tropicalis განადგურებისათვის აუცილებელია 10 მკგ/მლ კონცენტრაციები.

ნეომიცინი: როგორც სულფატი, ის წარმოადგენს ამინოფლუკოზიდურ ანტიბიოტიკს, რომელიც ავლენს თავის ანტიბაქტერიულ მოქმედებას ფართო სპექტრის გრამუარყოფითი და გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ. ნეომიცინის ანტიბაქტერიული პროფილი მოიცავს გამოხატულ აქტივობას აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიების (Pseudomonas aeruginosa, Haemophilus და Salmonella) მიმართ და გრამდადებითი ბაქტერიების, როგორიცაა Staphylococcus epidermis მიმართ. ანტიბაქტერიული მოქმედების მექანიზმი: მდგომარეობს ბაქტერიული ცილის სინთეზის დათრგუნვაში. პირველ ფაზაში ის აღწევს უჯრედულ მემბრანას, აღწევს ციტოპლაზმაში, ხოლო მეორე ფაზაში ის აღწევს რიბოსომებში, ანუ არეალში, სადაც ახდენს ცილების სინთეზის მაინიჰირებელ ზემოქმედებას.

პოლიმიქსინი B: ავლენს ბაქტერიციდულ ზემოქმედებას, რომელიც ეფექტურია უჯრედის მემბრანის დონეზე. თავისი ქიმიური შემადგენლობის წყალობით, რომელიც შეიცავს ნეგატიურად დამუხტულ რამოდენიმე ძირითად ამინომჟავებს, ის ფიქსირდება მემბრანის ანიონურ წერტილებში და მოქმედებს კატიონური დამთრგუნველის სახით, რომლის დროსაც იწვევს ლიპოპროტეინული კომპონენტების დაშლას, მათი ოსმოზური გამტარობის ცვლილებებს პურინების, პირიმიდინების, პენტოზების, ფოსფატების და სხვა უჯრედის ციტოპლაზმის კომპონენტების გამოთავისუფლებით, რაც იწვევს ბაქტერიის დაშლას. მოქმედების სპექტრი: მისი აქტივობა შემოიფარგლება გრამუარყოფით ბაქტერიებზე: Escherichia coli, Klebsiella spp., Enterobacter spp. და განსაკუთრებით Pseudomonas aeruginosa.

Asiatic Spark: ახდენს მასტიმულირებელ ეფექტს კოლაგენების ბიოსინთეზზე ფიბრობლასტების მეშვეობით და ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის ნაწიბურების ტროფიზმის გაუმჯობესებას ფიბრობლასტების მეშვეობით. ახდენს კოლაგენური ფაზების წარმოქმნის კონტროლს უჯრედული რეგენერაციის პროცესის დარღვევის, უკმარისობის, გადაჭარბების ან დეზორგანიზიაციის შემთხვევებში. Asiatic Spark მოქმედებს შემაერთებელი ცილების სინთესზე და განსაკუთრებით, ალანინის და პროლინის RNA მატრიცულ ინტეგრაციაზე, რაც შეადგენს შემაერთებელი ქოსვილის ამინომჟავების 40%.

ამგვარად, ფორტეჟინის ვაგინალური სანთლები, მისი აქტიური ინგრედიენტების ფარმაკოლოგიური პროფილის წყალობით, ავლენენ მნიშვნელოვან სასარგებლო თერაპიულ ეფექტს სპეციფიური და არასპეციფიური ვულვოვაგინალური ინფექციების წინააღმდეგ მკურნალობისას, რომლებიც იწვევს საშვილოსნოს კედლის დაზიანებებს.

ფარმაკოკინეტიკა

მეტრონიდაზოლი: ის წარმოადგენს აქტიურ 5-ნიტროიმიდაზოლის წარმოებულს პროტოზოების და ანაერობული ბაქტერიების მიმართ. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ვაგინალური სანთების ფარმაცევტული ფორმის სახით გამოყენებისას მეტრონიდაზოლს ახასიათებს ძალიან ცუდი აბსორბცია და მისი პლაზმაში ან სხვა ქსოვილებში განაწილება. ის მოქმედებს პროტოზოების შიგნით და თრგუნავს დნმ-ის რეპლიკაციას. ის უკავშირდება დაახლოებით 15% პლაზმის ცილებს. მას ახასიათებს ღვიძლში მეტაბოლიზმი და გამოიყოფა თირკმელებში ან ნერწყვში; ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს საშუალოდ 8 საათს.

მიკონაზოლი: ინტრავაგინალური შეყვანისას მისი სისტემური აბსორბცია შეზღუდულია; გამოყენებიდან 8 საათის შემდეგ მიკონაზოლის 90% კიდევ აღინიშნება საშვილოსნოში. პერორალური მიღებისას ბიოშეღწევადობა დაბალია (25-30%) მისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მცირე აბსორბციის გამო. აბსორბირებული მიკონაზოლის ნაწილი უმეტესად ექვემდებარება მეტაბოლიზმს. შეყვანილი დოზირების 1% -ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი ფორმით შარდში. არ გააჩნია აქტიური მეტაბოლიტები, ხოლო საბოლოო ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 20 საათს.

ნეომიცინი: ეს ანტიბიოტიკი, თავისი pH (დაახლ. 8) წყალობით თითქმის საერთოდ არ შეიწოვება ჯანმრთელ ქსოვილში. ამიტომ არ არსებობს ფარმაკოლოგიური მონაცემები ნეომიცინის ადგილობრივი გამოყენების შესახებ. სხვა ამინოგლიკოზიდურების მსგავსად, ნეომიცინი არ ექვემდებარება მეტაბოლიზმის პროცესებს, ამიტომ მასზე არ ახდენს ზეგავლენას კანის სტრუქტურაში შემავალი ასტერაზას და ჰიდროლაზას ფერმენტული აქტივობა.

პოლიმიქსინი B: შემადგენლობის პოლარული თვისებების შედეგად პოლიმიქსინი B არ აღწევს კანში და ლოწროვან გარსში. შედეგად მისი სისტემური აბსორბცია უმნიშვნელოა.

Asiatic Spark: ტრიციკლური აზიურის და აზიური მჟავების შეღწევადობა, რაც კავშირშია Asiaticóside-ბთან, მნიშვნელოვანია და სწრაფია ადგილობრივი წამლის ფორმების გამოყენებისას. აზიტოსტოზიდი მოქმედებს შემაერთებელი ქსოვილის ცილების სინთესზე. კანქვეშა უჯრედული ქსოვილის რადიოაქტივობა აღწევს მისი მაქსიმუმს 1-დან 3 საათში დალექვიდან. მომდევნო საათებში შეღწევადობა ნაკლებად ინტენსიურია, თუმცა არა უმნიშვნელოა. ამასთან შედარებით, რადიოაქტივობის მაჩვენებელი კანქვეშა ქსოვილში პერორალური გამოყენებისას შედარებით დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი გამოყენების წამლის ფორმა უფრო სწრაფ ადგილობრივ ეფექტს იძლევა.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის ზოგიერთი შემადგენელი ინგრედიენტის ან იმიდაზოლის წარმოებულების მიმართ. ორსულობის პირველი ტრიმესტრი. ლაქტაციის პერიოდი. პაციენტები სისხლის დისკრაზიით. ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები.

უსაფრთხოების ზომები

ინიშნება სიფრთხილით პაციენტებში ღვიძლის რთული უკმარისობით. ამ პროდუქტის გამოყენება არ ახდენს სქესობრივი გზით გადამტანი დაავადებებით დაინფიცირების პრევენციას. ვაგინალური სანთლის შემადგენლობამ შესაძლოა გამოიწვიოს ლატექსის კონდომის ან დიაგრაგმის ცვლილებები; არ შეიძლება ამ კონტრაცეპტული საშუალებების გამოყენება მკურნალობის დროს.

გაფრთხილებები

ორსულობა და ლაქტაცია: მიუხედავად იმისა, რომ ვაგინალური აბსორბცია უმნიშვნელოა, არ არის რეკომენდებული ამ პროდუქტის გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში ან ლაქტაციის პერიოდში.

უკუჩვენებები

უნდა მოერიდოთ ვაგინას დაბანას ტუტე ნივთიერებებით.

ვინაიდან ადგილობრივი გამოყენებისას აღინიშნება მედიკამენტის დაბალი აბსორბცია, არ არის გამორიცხული სისტემური ზემოქმედების გამოვლენა, ამიტომ არ არის რეკომენდებული მკურნალობისას ალკოჰოლის (ანტაბუსის ეფექტი), ვარფარინის, კუმარინის (ანტიკოაგულური ეფექტის პოტენცირება) და დისულფარინის გამოყენება.

გვერდითი რეაქციები

იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს: ვულვოვაგინალური წვა, გაღიზიანება ან კანის ქავილი. იმის გათვალისწინებით, რომ პროპორცია, რომლითაც შეიწოვება აქტიური ნივთიერებები საშვილოსნოს ლორწოვან გარსში უცნობია, ამიტომ არ არის გამორიცხული სისტემური ეფექტების გამოვლენა. არსებობს მომატებული რისკი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ზედოზირება

პროდუქტის აღნიშნული გზით შეყვანის შემთხვევაში არ არის მოსალოდნელი ზედოზირების რისკი. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ახლომდებარე კლინიკას.

სტანდარტული შეფუთვა:

ვაგინალური სანთლები, ქარვისფერი პვქ ფოლგა შეიცავს 6 ვაგინალურ სანთელს.

6 ვაგინალური სანთელი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 250C , არ გაყინოთ.

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

36 თვე

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი

Laboratorios Temis Lostaló S.A.,

Zepita N 3164/3178

Agustin Magaldi N 2010/2026/2048/2076

Ascasubi N 3181/99

ავტონომიური ქალაქი ბუენოს აირესი

არგენტინის რესპუბლიკა

ლიცენზიის მფლობელი

Claus Marsh ltd

კლაუს მარშ ლტდ

(დიდი ბრიტანეთი)

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა