ფორსტეო აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ტერიპარატიდს, რომელიც ასტიმულირებს ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნას და გამოიყენება ძვლების გამყარების და მოტეხილობების რისკის შემცირების მიზნით. წარმოადგენს გამჭვირვალე, უფერო ხსნარს, რომელიც შეიყვანება კანქვეშ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტერიპარატიდი (teriparatide)
- ფორმა და შეფუთვა
- 20მკგ/80მკლ 2,4მლ საინექციო ხსნარი მზა კალამი
- მწარმოებელი
- _
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კალციუმის ჰემოსტაზზე მოქმედი საშუალებები, პარათიროიდული ჰორმონები და ანალოგები
- ATC კოდი
- H05AA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0279
- რეგისტრირებულია
- 3 ივნისი 2022, მოქმედებს 3 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
ფორსტეო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ფორსტეო აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ტერიპარატიდს, რომელიც ასტიმულირებს ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნას და გამოიყენება ძვლების გამყარების და მოტეხილობების რისკის შემცირების მიზნით.
წარმოადგენს გამჭვირვალე, უფერო ხსნარს, რომელიც შეიყვანება კანქვეშ. გამოსაყენებლად მზა, ერთჯერად საინექციო კალამში არსებულ კარტრიჯში მოთავსებულია 2.4 მლ ხსნარი, რაც წრმოადგენს 28 დოზას.
პრეპარატი გამოიყენება ოსტეოპოროზის სამკურნალოდ. ოსტეოპოროზი არის დაავადება, რომელიც ხასიათდება ძვლების დასუსტებით და სიმყიფით. ოსტეოპოროზი განსაკუთრებით ხშირია ქალებში მენოპაუზის შემდგომ, თუმცა ასევე შესაძლოა განვითარდეს მამაკაცებში. დაავადება ასევე ხშირია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით. ფორსტეო ასევე გამოიყენება პერორალურ ან საინექციო გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ასოცირებული ოსტეოპოროზის (პრედნიზონი ან სხვა კორტიკოსტეროიდი გამოყენებული სულ მცირე ბოლო 3 თვის განმავლობაში, 5 მგ/დღეში ან ექვივალენტური დოზით) სამკურნლაოდ ქალებში და მამაკაცებში, რომლებსაც მომატებული აქვთ პათოლოგიური მოტეხილობების რისკი.
2, რა უნდა იცოდეს პაციენტმა ფორსტეო-ს გამოყენებამდე
მკურნალი ექიმი განუმარტავს პაციენტს ფორსტეო-ს საინექციო კალმის გამოყენების წესს.
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/მიღების სიხშირე:
ფორსტეო გამოიყენება ყოველდღე, ექიმის მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში. მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 24 თვეს. 24 თვიანი მურნალობის კურსი არ უნდა გამეორდეს. ფორსტეო-ს ინექცია დასაშვებია კვებათა შორის პერიოდში.
გამოყენების გზა და მეთოდი:
რეკომენდებულ დოზას შეადგენს 20 მკგ ერთხელ დღეში, რაც შეიყვანება კანქვეშ (კანქვეშა ინექციის გზით), ბარძაყის ან მუცლის მიდამოში. დოზის გამოტოვების რისკის შესამცირებლად, პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს დღის ერთსა და იმავე დროს.
პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ იყენებს პრეპარატს. ფორსტეო-ს კალმის გამოყენების ინსტრუქცია იხ. კოლოფზე. დაუშვებელია ფორსტეო-ს საინექციო კალმის სხვისთვის გაზიარება. პროდუქტს არ მოყვება საინექციო შპრიცები. მისი გამოყენება დასაშვებია ინსულინის კალმის საინექციო შპრიცის მეშვეობით. ფორსტეო-ს კალმის გამოყენება უნდა მოხდეს მაცივრიდან გამოღებიდან მალევე, კოლოფზე მოცემული ინსტრუქციის მიხედვით. გამოყენების შემდეგ, ფორსტეო-ს კალამი დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეს მაცივარში.
თითოეული ინექციისთვის გამოიყენება ახალი საინექციო შპრიცი, რის შემდეგაც, საჭიროა მისი გადაგდება. დაუშვებელია კალმის შენახვა შპრიცთან მიმაგრებულ მდგომარეობაში.
მკურნალმა ექიმმა ფორსტეო-თი მკურნალობის პერიოდში შესაძლოა დანიშნოს კალციუმის დანამატი და D-ვიტამინი. საჭირო დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
ექიმის მიერ დადგენილი განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, საჭიროა აღნიშნული მითითებების გათვალისწინება. პაციენტმა არ უნდა გამოტოვოს დოზა. ფორსტეო-თი მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ვადაზე ადრე.
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ ფორსტეო-ს მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
ფორსტეო არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში და ახალგაზრდებში ღია ეპიფიზებით.
გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში:
კოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:
პრეპარატი არ გამოიყენება თირკმელების მძიმე ხარისხის დისფუნქციის არსებობის შემთხვევაში. თირკმელების საშუალო ხარისხის დაზიანების ან თირკმელკენჭოვანი დაავადების არსებობისას, პრეპარატი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით.
ღვიძლის დისფუნქციის დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ ცნობები არ მოიპოვება.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ტერიპარატიდის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
თუ პაციენტს აქვს ჰიპერკალცემია (კალციუმის ჭარბი რაოდენობა სისხლში);
თუ პაციენტს აქვს თირკმელებთან ასოცირებული პრობლემები (თირკმელების მძიმე დისფუნქცია);
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ძვლოვანი სიმსივნის დიაგნოზი ან სხვა ტიპის სიმსივნე, რომელიც მეტასტაზირებულია ძვლოვან ქსოვილში;
თუ პაციენტს აქვს ძვლების დაავადება. მსგავს შემთხვაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს;
თუ პაციენტს მომატებული აქვს ტუტე ფოსფატაზას რაოდენობა სისხლში. აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს პეჯეტის დაავადების (ხასიათდება ძვლოვანი ქსოვილის პათოლოგიური ცვლილებებით) ნიშანს. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პაციეტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს;
თუ პაციენტს ჩატარებული აქვს სხივური თერაპია ძვლებზე;
თუ პაციენტი არის ორსულად ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.
ფორსტეო არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში და ახალგაზრდებში ღია ეპიფიზებით.
დაუშვებელია ფორსტეო-ს საინექციო კალმის სხვისთვის გაზიარება.
შემდეგ შემთხვევებში, ფორსტეო გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით:L
ბიოტექნოლოგიური პროდუქტების მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებული პროდუქტის სავაჭრო დასახელება და სერიული ნომერი უნდა აღნიშნოს პაციენტის სამედიცინო ისტორიაში.
ფორსტეო-მ შესაძლოა გაზაროდს კალციუმის რაოდენობა სისხლში ან შარდში. პერსისტირებადი გულისრევის, ღებინების, ყაბზობის, ენერგიის ნაკლებობის ან კუნთების სისუსტის არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს ჰიპერკალცემიის (სისხლში კალციუმის ჭარბი რაოდენობა) ნიშნებს.
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ მას აქვს ან ოდესმე ჰქონია თირკმელკენჭოვანი დაავადება. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ მას აქვს თირკმელებთან ასოცირებული პრობლემები (თირკმელების საშუალო სიმძიმის დისფუნქცია).
პირველი რამდენიმე დოზის მიღებისას, ზოგიერთ პაციენტში, შესაძლოა განვითარდეს თავბრუსხვევა ან ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა). ფორსტეო-ს გამოყენების შემდეგ თავბრუსხვევის განვითარების შემთხვევაში, პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა დაჯდეს ან დაწვეს.
პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას ან ეხებოდა წარსულში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ზოგიერთი ცნობის მიხედვით, ჰიპერკალცემიამ (კალციუმის ჭარბი რაოდენობა სისხლში) შესაძლოა განაპირობოს საგულე გლიკოზოდებით (მაგ. დიგოქსინი და სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ) მოწამვლა. ამრიგად, ვინაიდან ფორსტეო ზრდის დროებითი ჰიპერკალცემიის განვითარების რისკს, მისი გამოყენება საგულე გლიკოზოდებთან ერთად უნდა მიხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით.
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში, მათ შორის რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ფორსტეო არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში. რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა, ფორსტეო-თი მკურნალობის პერიოდში უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებები. დაორსულების შემთხვევაში, ფორსტეო-თი მკურნალობა უნდა შეწყდეს.
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ მკურნალობის პერიოდში შეიტყობს, რომ არის ორსულად.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. უცნობია, ხვდება თუ არა პრეპარატი დედის რძეში. ფორსტეო არ გამოიყენება თუ პაცენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ფორსტეო-ს ინექციის შემდეგ, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს თავბრუსხვევა. პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან სხვა მექანიზმები სანამ თავბრუსხვევა არ გაივლის.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფორსტეო-ს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ნატრიუმის აცეტატი (უწყლო) - ფორსტეო-ს თითოეული დოზა შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს, რაც უმნიშვნელო რაოდენობაა.
ფორსტეო-ს თითოეული მლ შეიცავს 3 მგ მეტაკრესოლს, რამაც შესაძლოა განაპირობოს ალერგიული რეაქციების განვითარება.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ფორსტეო-მაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
ფორსტეო-თი მკურნალობის პერიოდში შემდეგი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება, დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
მოვლენები უშუალოდ ინექციის შემდგომ:
ქოშინი;
შეშუპება რექტალურ მიდამოში;
გამონაყარი;
ტკივილი გულმკერდის არეში;
საშიში ალერგიული რეაქცია, რომელიც იწყება უეცრად და შესაძლოა აღმოჩდეს ფატალური (ანაფილაქსია).
ზემოთ მოცემული თითოეული გვერდითი მოვლენა ძალიან საშიში ხასიათისაა. მათგან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):
ტკივილი მკლავის მიდამოში
ხშირი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება;
თავის ტკივილი;
თავბრუსხვევა;
ქოლესტერინის რაოდენობის მომატება სისხლში;
დეპრესია;
ტკივილი ფეხების არეში;
გულისწასვლა;
არარეგულარული გულისცემა;
სუნთქვის გაძნელება;
ჭარბი ოფლიანობა;
კუნთების კრამპები;
ენერგიის დაქვეითება;
დაღლილობა;
ტკივილი გულმკერდის არეში;
არტერიული ჰიპოტენზია;
გულძმარვა (ტკივილის ან წვის შეგრძნება მკერდის ძვლის ქვემოთ);
ჰემოგლობინის ან სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება (ანემია);
საყლაპავის თიაქარი;
გულისრევა;
ღებინება.
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):
აჩქარებული გულისცემა;
გულის ხმიანობის პათ. ცვლილებები;
სუნთქვის უკმარისობა;
ჰემოროიდული დაავადება (ბუასილი);
შარდის შეუკავებლობა;
შარდის გახშირება;
წონის მატება;
კენჭები თირკმელებში;
ტკივილი კუნთებში და სახსრებში. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს წელის ძლიერი კრამპები ან ტკივილი, რაც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას;
კალციუმის რაოდენობის მომატება სისხლში;
შარდმჟავას რაოდენობის მომატება სისხლში;
ტუტე ფოსფატაზას რაოდენობის მომატება.
ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს კანის სიწითლე, ტკივილი, შეშუპება, ქავილი, სისხლჩაქცევა ან მცირედი სისხლდენა ინექციის ადგილას. აღნიშნული გაივლის რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
ფორსტეო-ს ინექციის შემდეგ თავბრუსხვევის განვითარების შემთხვევაში, პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა დაჯდეს ან დაწვეს. პაციენტმა მკურნალობის გაგრძელებამდე კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან თუ თავს გრძნობს შეუძლოდ. არსეობს ცნობები ტერიპარატიდის გამოყენებასთან ასოცირებული გულისწასვლის შემთხვევების შესახებ.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):
თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, მათ შორის თირკმლის უკმარისობა;
შეშუპება, უპირატესად ხელების, ფეხების და ტერფების მიდამოში.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრის (TÜFAM) მეშვეობით, ვებ-გვერდზე - www.titck.gov.tr არსებულ “Reporting Drug Side Effects” გრაფაზე მიყოლით ან სატელეფონო ზარით ნომერზე - 0 800 314 00 08.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბებისთვის დამახასიათებელია ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა და თავის ტკივილი.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
გამოტოვებული ან დაგვიანებული დოზის მიღება უნდა მოხდეს იმავე დღეს, პირველივე შესაძლებლობისას. ერთი დღის განმავლობაში 1-ზე მეტი დოზის გამოყენება დაუშვებელია.
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.
მკურნალობის შეწყვეტასთა ასოცირებული მოვლენები
მკურნალობის შეწყვეტამდე პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები
ინახება თავისივე კოლოფში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება 2-8C ტემპერატურაზე (მაცივარში). მითითებულ ტემპერატურაზე შენახვისას, ფორსტეო-ს გამოყენება დასაშვებია პირველი ინექციიდან 28 დღის განმავლობაში.
დაუშვებელია პროდუქტის გაყინვა.
გაყინვისგან დასაცავად, ფორსტეო-ს კალამი უნდა ინახებოდეს საყინულისგან მოშორებით. დაუშვებელია გაყინული პროდუქტის გამოყენება. ფორსტეო-ს კალამის გადაგდება უნდა მოხდეს პირველი ინექციიდან 28 დღის შემდეგ, თუნდაც არასრულად დაცლილ მდგომარეობაში.
გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე და კალმის ეტიკეტზე.
ფორსტეო არ გამოყენება თუ ხსნარში შეინიშნება ნაწილაკები, არის შემღვრეული ან შეცვლილი აქვს ფერი. დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.
ლიცენზიის მფლობელი:
Lilly İlaç Ticaret Ltd Sti
Acıbadem Mah. Çeçen Street
Akasya Acıbadem City Stage
A Block Floor: 3
34660 Uskudar / Istanbul
Tel: 0 216 554 00 00
Fax: 0 216 474 71 99
ლილი ილაკ ტიცარეტ ლტდ სტი
აციბადემ მაჰ. ჩექენის ქ.;
აკასია აციბადემ
ბლოკი A, მე-3 სართული
34660 უშკუდარი/სტამბული
ტელ: 0 216 554 00 00
ფაქს: 0 216 474 71 99
წარმოების ადგილი:
Lilly France S.A.S.
Fegersheim/ Fransa
ლილი საფრანგეთი ს.ა.ს.
ფეგერშეიმი/საფრანგეთი
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ფორსტეო 20 მიკროგრამი/80 მიკროლიტრი
ხსნარი წინასწარ შევსებულ საინექციო კალმებში, 2.4 მლ
შეიყვანება კანქვეშ.
სტერილური
აქტიური ნივთიერებები: ტერიპარატიდი
ფორსტეო-ს წინასწარ შევსებულ საინექციო კალამში მოთავსებული ხსნარის ერთი დოზა შეიცავს 20 მიკროგრამ (მკგ) ტერიპარატიდს. ხსნარის 1 მილილიტრი (მლ) შეიცავს 250 მკგ ტერიპარატიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ძმარმჟავა უწყლო, ნატრიუმის აცეტატი (უწყლო), მანიტოლი (E421), მეტაკრესოლი (3 მგ/მლ), საინექციო წყალი, მარილმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა.
კლინიკაში ვიზიტისას ან ექიმთან კონსულტაციისას, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ.
პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ინსტრუქციაში მოცემული წესით. დაუშვებელია რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზის გამოყენება
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ფორსტეო და რისთვის გამოიყენება ის
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ფორსტეო-ს გამოყენებამდე
ფორსტეო-ს გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ფორსტეო-ს შენახვის წესი
სათაურები მოცემულია.
რას წარმოადგენს ფორსტეო და რისთვის გამოიყენება ის
ფორსტეო აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ტერიპარატიდს, რომელიც ასტიმულირებს ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნას და გამოიყენება ძვლების გამყარების და მოტეხილობების რისკის შემცირების მიზნით.
წარმოადგენს გამჭვირვალე, უფერო ხსნარს, რომელიც შეიყვანება კანქვეშ. გამოსაყენებლად მზა, ერთჯერად საინექციო კალამში არსებულ კარტრიჯში მოთავსებულია 2.4 მლ ხსნარი, რაც წრმოადგენს 28 დოზას.
პრეპარატი გამოიყენება ოსტეოპოროზის სამკურნალოდ. ოსტეოპოროზი არის დაავადება, რომელიც ხასიათდება ძვლების დასუსტებით და სიმყიფით. ოსტეოპოროზი განსაკუთრებით ხშირია ქალებში მენოპაუზის შემდგომ, თუმცა ასევე შესაძლოა განვითარდეს მამაკაცებში. დაავადება ასევე ხშირია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით. ფორსტეო ასევე გამოიყენება პერორალურ ან საინექციო გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ასოცირებული ოსტეოპოროზის (პრედნიზონი ან სხვა კორტიკოსტეროიდი გამოყენებული სულ მცირე ბოლო 3 თვის განმავლობაში, 5 მგ/დღეში ან ექვივალენტური დოზით) სამკურნლაოდ ქალებში და მამაკაცებში, რომლებსაც მომატებული აქვთ პათოლოგიური მოტეხილობების რისკი.
2, რა უნდა იცოდეს პაციენტმა ფორსტეო-ს გამოყენებამდე
მკურნალი ექიმი განუმარტავს პაციენტს ფორსტეო-ს საინექციო კალმის გამოყენების წესს.
ფორსტეო არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ტერიპარატიდის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
თუ პაციენტს აქვს ჰიპერკალცემია (კალციუმის ჭარბი რაოდენობა სისხლში);
თუ პაციენტს აქვს თირკმელებთან ასოცირებული პრობლემები (თირკმელების მძიმე დისფუნქცია);
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ძვლოვანი სიმსივნის დიაგნოზი ან სხვა ტიპის სიმსივნე, რომელიც მეტასტაზირებულია ძვლოვან ქსოვილში;
თუ პაციენტს აქვს ძვლების დაავადება. მსგავს შემთხვაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს;
თუ პაციენტს მომატებული აქვს ტუტე ფოსფატაზას რაოდენობა სისხლში. აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს პეჯეტის დაავადების (ხასიათდება ძვლოვანი ქსოვილის პათოლოგიური ცვლილებებით) ნიშანს. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პაციეტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს;
თუ პაციენტს ჩატარებული აქვს სხივური თერაპია ძვლებზე;
თუ პაციენტი არის ორსულად ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.
ფორსტეო არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში და ახალგაზრდებში ღია ეპიფიზებით.
დაუშვებელია ფორსტეო-ს საინექციო კალმის სხვისთვის გაზიარება.
შემდეგ შემთხვევებში, ფორსტეო გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით:L
ბიოტექნოლოგიური პროდუქტების მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებული პროდუქტის სავაჭრო დასახელება და სერიული ნომერი უნდა აღნიშნოს პაციენტის სამედიცინო ისტორიაში.
ფორსტეო-მ შესაძლოა გაზაროდს კალციუმის რაოდენობა სისხლში ან შარდში. პერსისტირებადი გულისრევის, ღებინების, ყაბზობის, ენერგიის ნაკლებობის ან კუნთების სისუსტის არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს ჰიპერკალცემიის (სისხლში კალციუმის ჭარბი რაოდენობა) ნიშნებს.
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ მას აქვს ან ოდესმე ჰქონია თირკმელკენჭოვანი დაავადება. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ მას აქვს თირკმელებთან ასოცირებული პრობლემები (თირკმელების საშუალო სიმძიმის დისფუნქცია).
პირველი რამდენიმე დოზის მიღებისას, ზოგიერთ პაციენტში, შესაძლოა განვითარდეს თავბრუსხვევა ან ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა). ფორსტეო-ს გამოყენების შემდეგ თავბრუსხვევის განვითარების შემთხვევაში, პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა დაჯდეს ან დაწვეს.
პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას ან ეხებოდა წარსულში.
ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან
პრეპარატის გამოყენება დასაშვებია როგორც უზმოდ, ასევე ჭამის შემდეგ.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ფორსტეო არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში. რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა, ფორსტეო-თი მკურნალობის პერიოდში უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებები. დაორსულების შემთხვევაში, ფორსტეო-თი მკურნალობა უნდა შეწყდეს.
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ მკურნალობის პერიოდში შეიტყობს, რომ არის ორსულად.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. უცნობია, ხვდება თუ არა პრეპარატი დედის რძეში. ფორსტეო არ გამოიყენება თუ პაცენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
ფორსტეო-ს ინექციის შემდეგ, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს თავბრუსხვევა. პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან სხვა მექანიზმები სანამ თავბრუსხვევა არ გაივლის.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფორსტეო-ს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ნატრიუმის აცეტატი (უწყლო) - ფორსტეო-ს თითოეული დოზა შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს, რაც უმნიშვნელო რაოდენობაა.
ფორსტეო-ს თითოეული მლ შეიცავს 3 მგ მეტაკრესოლს, რამაც შესაძლოა განაპირობოს ალერგიული რეაქციების განვითარება.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
ზოგიერთი ცნობის მიხედვით, ჰიპერკალცემიამ (კალციუმის ჭარბი რაოდენობა სისხლში) შესაძლოა განაპირობოს საგულე გლიკოზოდებით (მაგ. დიგოქსინი და სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ) მოწამვლა. ამრიგად, ვინაიდან ფორსტეო ზრდის დროებითი ჰიპერკალცემიის განვითარების რისკს, მისი გამოყენება საგულე გლიკოზოდებთან ერთად უნდა მიხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით.
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში, მათ შორის რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.
- ფორსტეო-ს გამოყენების წესი
სწორი გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/მიღების სიხშირე:
ფორსტეო გამოიყენება ყოველდღე, ექიმის მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში. მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 24 თვეს. 24 თვიანი მურნალობის კურსი არ უნდა გამეორდეს. ფორსტეო-ს ინექცია დასაშვებია კვებათა შორის პერიოდში.
გამოყენების გზა და მეთოდი:
რეკომენდებულ დოზას შეადგენს 20 მკგ ერთხელ დღეში, რაც შეიყვანება კანქვეშ (კანქვეშა ინექციის გზით), ბარძაყის ან მუცლის მიდამოში. დოზის გამოტოვების რისკის შესამცირებლად, პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს დღის ერთსა და იმავე დროს.
პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ იყენებს პრეპარატს. ფორსტეო-ს კალმის გამოყენების ინსტრუქცია იხ. კოლოფზე. დაუშვებელია ფორსტეო-ს საინექციო კალმის სხვისთვის გაზიარება. პროდუქტს არ მოყვება საინექციო შპრიცები. მისი გამოყენება დასაშვებია ინსულინის კალმის საინექციო შპრიცის მეშვეობით. ფორსტეო-ს კალმის გამოყენება უნდა მოხდეს მაცივრიდან გამოღებიდან მალევე, კოლოფზე მოცემული ინსტრუქციის მიხედვით. გამოყენების შემდეგ, ფორსტეო-ს კალამი დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეს მაცივარში.
თითოეული ინექციისთვის გამოიყენება ახალი საინექციო შპრიცი, რის შემდეგაც, საჭიროა მისი გადაგდება. დაუშვებელია კალმის შენახვა შპრიცთან მიმაგრებულ მდგომარეობაში.
მკურნალმა ექიმმა ფორსტეო-თი მკურნალობის პერიოდში შესაძლოა დანიშნოს კალციუმის დანამატი და D-ვიტამინი. საჭირო დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
ექიმის მიერ დადგენილი განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, საჭიროა აღნიშნული მითითებების გათვალისწინება. პაციენტმა არ უნდა გამოტოვოს დოზა. ფორსტეო-თი მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ვადაზე ადრე.
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ ფორსტეო-ს მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
ფორსტეო არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში და ახალგაზრდებში ღია ეპიფიზებით.
გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში:
კოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:
პრეპარატი არ გამოიყენება თირკმელების მძიმე ხარისხის დისფუნქციის არსებობის შემთხვევაში. თირკმელების საშუალო ხარისხის დაზიანების ან თირკმელკენჭოვანი დაავადების არსებობისას, პრეპარატი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით.
ღვიძლის დისფუნქციის დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ ცნობები არ მოიპოვება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბებისთვის დამახასიათებელია ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა და თავის ტკივილი.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
გამოტოვებული ან დაგვიანებული დოზის მიღება უნდა მოხდეს იმავე დღეს, პირველივე შესაძლებლობისას. ერთი დღის განმავლობაში 1-ზე მეტი დოზის გამოყენება დაუშვებელია.
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.
მკურნალობის შეწყვეტასთა ასოცირებული მოვლენები
მკურნალობის შეწყვეტამდე პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ფორსტეო-მაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
ფორსტეო-თი მკურნალობის პერიოდში შემდეგი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება, დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
მოვლენები უშუალოდ ინექციის შემდგომ:
ქოშინი;
შეშუპება რექტალურ მიდამოში;
გამონაყარი;
ტკივილი გულმკერდის არეში;
საშიში ალერგიული რეაქცია, რომელიც იწყება უეცრად და შესაძლოა აღმოჩდეს ფატალური (ანაფილაქსია).
ზემოთ მოცემული თითოეული გვერდითი მოვლენა ძალიან საშიში ხასიათისაა. მათგან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):
ტკივილი მკლავის მიდამოში
ხშირი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება;
თავის ტკივილი;
თავბრუსხვევა;
ქოლესტერინის რაოდენობის მომატება სისხლში;
დეპრესია;
ტკივილი ფეხების არეში;
გულისწასვლა;
არარეგულარული გულისცემა;
სუნთქვის გაძნელება;
ჭარბი ოფლიანობა;
კუნთების კრამპები;
ენერგიის დაქვეითება;
დაღლილობა;
ტკივილი გულმკერდის არეში;
არტერიული ჰიპოტენზია;
გულძმარვა (ტკივილის ან წვის შეგრძნება მკერდის ძვლის ქვემოთ);
ჰემოგლობინის ან სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება (ანემია);
საყლაპავის თიაქარი;
გულისრევა;
ღებინება.
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):
აჩქარებული გულისცემა;
გულის ხმიანობის პათ. ცვლილებები;
სუნთქვის უკმარისობა;
ჰემოროიდული დაავადება (ბუასილი);
შარდის შეუკავებლობა;
შარდის გახშირება;
წონის მატება;
კენჭები თირკმელებში;
ტკივილი კუნთებში და სახსრებში. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს წელის ძლიერი კრამპები ან ტკივილი, რაც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას;
კალციუმის რაოდენობის მომატება სისხლში;
შარდმჟავას რაოდენობის მომატება სისხლში;
ტუტე ფოსფატაზას რაოდენობის მომატება.
ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს კანის სიწითლე, ტკივილი, შეშუპება, ქავილი, სისხლჩაქცევა ან მცირედი სისხლდენა ინექციის ადგილას. აღნიშნული გაივლის რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
ფორსტეო-ს ინექციის შემდეგ თავბრუსხვევის განვითარების შემთხვევაში, პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა დაჯდეს ან დაწვეს. პაციენტმა მკურნალობის გაგრძელებამდე კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან თუ თავს გრძნობს შეუძლოდ. არსეობს ცნობები ტერიპარატიდის გამოყენებასთან ასოცირებული გულისწასვლის შემთხვევების შესახებ.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):
თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, მათ შორის თირკმლის უკმარისობა;
შეშუპება, უპირატესად ხელების, ფეხების და ტერფების მიდამოში.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრის (TÜFAM) მეშვეობით, ვებ-გვერდზე - www.titck.gov.tr არსებულ “Reporting Drug Side Effects” გრაფაზე მიყოლით ან სატელეფონო ზარით ნომერზე - 0 800 314 00 08.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
- ფორსტეო-ს შენახვის წესი
ინახება თავისივე კოლოფში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება 2-8C ტემპერატურაზე (მაცივარში). მითითებულ ტემპერატურაზე შენახვისას, ფორსტეო-ს გამოყენება დასაშვებია პირველი ინექციიდან 28 დღის განმავლობაში.
დაუშვებელია პროდუქტის გაყინვა.
გაყინვისგან დასაცავად, ფორსტეო-ს კალამი უნდა ინახებოდეს საყინულისგან მოშორებით. დაუშვებელია გაყინული პროდუქტის გამოყენება. ფორსტეო-ს კალამის გადაგდება უნდა მოხდეს პირველი ინექციიდან 28 დღის შემდეგ, თუნდაც არასრულად დაცლილ მდგომარეობაში.
გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე და კალმის ეტიკეტზე.
ფორსტეო არ გამოყენება თუ ხსნარში შეინიშნება ნაწილაკები, არის შემღვრეული ან შეცვლილი აქვს ფერი. დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.
ლიცენზიის მფლობელი:
Lilly İlaç Ticaret Ltd Sti
Acıbadem Mah. Çeçen Street
Akasya Acıbadem City Stage
A Block Floor: 3
34660 Uskudar / Istanbul
Tel: 0 216 554 00 00
Fax: 0 216 474 71 99
ლილი ილაკ ტიცარეტ ლტდ სტი
აციბადემ მაჰ. ჩექენის ქ.;
აკასია აციბადემ
ბლოკი A, მე-3 სართული
34660 უშკუდარი/სტამბული
ტელ: 0 216 554 00 00
ფაქს: 0 216 474 71 99
წარმოების ადგილი:
Lilly France S.A.S.
Fegersheim/ Fransa
ლილი საფრანგეთი ს.ა.ს.
ფეგერშეიმი/საფრანგეთი
ინსტრუქციის გადახედვის თარიღია 02.11.2021
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



