პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ფორმიზორი

Formizor

ურეცეპტოდ0,1%ინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

თვალის წინა სეგმენტის სტეროიდების მიმართ მგრძნობიარე ანთებითი დაავადებების მკურნალობა.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფლუორომეთოლონი (fluorometholone)
ფორმა და შეფუთვა
0,1% (1მგ/მლ) 5მლ თვალის წვეთები, სუსპენზია დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი; WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (Tekirdag), თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები
ATC კოდი
S01BA07
რეგისტრაციის ნომერი
რ-041561
რეგისტრირებულია
11 ივლისი 2024, მოქმედებს 11 ივლისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაფორმიზორი და სხვა წამალი ერთად

ფორმიზორი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

თვალის წინა სეგმენტის სტეროიდების მიმართ მგრძნობიარე ანთებითი დაავადებების მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის ჩაწვეთება ხდება დაავადებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში, 1-2 წვეთი 4-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის პირველი 24-48 საათის განმავლობაში დოზა შეიძლება გაიზარდოს ექიმის გადაწყვეტილებით 2 წვეთი ყოველ 2 საათში.

ბავშვები

ფორმიზორის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის, ამიტომ ბავშვებში პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ საჭიროებისას და ექიმის დანიშნულებით.

ხანგრძლივი გამოყენება

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება უწყვეტად ერთ თვეზე მეტ ხანს.

მკურნალობის 2 კვირის შემდეგ პრეპარატის არაეფექტურობის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში. გამოყენებამდე საჭიროა ფლაკონის შენჯღრევა.

პრეპარატის პირველად გამოყენებამდე ფლაკონს მოხსენით დამცავი თავსახური და დამცავი რგოლი.

ფლაკონის შიგთავსის და საწვეთურის მიკროორგანიზმებით კონტამინაციის პრევენციისთვის მოერიდეთ საწვეთურის თავის ქუთუთოებთან და მიმდებარე ქსოვილებთან, ასევე სხვა ზედაპირებთან კონტაქტს.

ადგილობრივი გამოყენების სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან კომბინაციაში ფორმიზორის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ინსტალაციებს შორის ინტერვალი არანაკლებ 5 წუთს უნდა შეადგენდეს. თვალის მალამოების გამოყენება ხდება ბოლოს.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

თვალის არა ნამკურნალები მწვავე ბაქტერიული ინფექციები;

მარტივი ჰერპეს ვირუსით (Herpes simplex) გამოწვეული კერატიტები;

ვაქცინური დაავადება, ჩუტყვავილა ან რქოვანას და კონიუნქტივას სხვა ვირუსული დაავადებები;

თვალის სოკოვანი დაავადებები;

მომატებული თვალშიგა წნევა;

თვალის მიკობაქტერიული ინფექციები, თვალის ტუბერკულოზის ჩათვლით;

ჰორდეოლუმი (ჯიბლიბო).

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად გამოყენებას შეიძლება ახლდეს თვალშიგა წნევის მომატება და/ან გლაუკომის განვითარება, მხედველობის ნერვის დაზიანებით, მხედველობის სიმახვილის დაქვეითებით და მხედველობის ველის დეფექტებით, ასევე უკანა სუბკაფსულური კატარაქტის ჩამოყალიბებით. ამიტომ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ხანგრძლივი თერაპია კორტიკოსტეროიდების შემცველი ოფთალმოლოგიური პრეპარატებით, საჭიროა თვალშიგა წნევის რეგულარული კონტროლი. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პედიატრიულ პრაქტიკაში, ვინაიდან თვალის ჰიპერტენზიის განვითარების რისკი ბავშვებში უფრო მაღალია, ასევე ეს პროცესი უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოზრდილებში.

კორტიკოსტეროიდების გამოყენებით გამოწვეული თვალის ჰიპერტენზიის და/ან კატარაქტის განვითარების რისკი იზრდება წინასწარგანწყობილ პაციენტებში (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პირები).

ითვლება, რომ CYP3A ინჰიბიტორებთან, კობიცისტატის შემცველი პრეპარატების ჩათვლით, ერთად გამოყენებისას იზრდება სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი. სამკურნალო საშუალებების ასეთი კომბინაციების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სავარაუდო სარგებელი აღემატება კორტიკოსტეროიდების გამოყენებასთან დაკავშირებული სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარების პოტენციურ რისკს.

კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარიანობის დაქვეითება ბაქტერიული, სოკოვანი ან ვირუსული ინფექციების მიმართ, ხელი შეუწყონ მათ განვითარებას და შენიღბონ დაავადებების კლინიკური ნიშნები.

რქოვანაზე პერსისტირებადი წყლულების წარმოქმნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ან იღებენ კორტიკოსტეროიდებს, შეიძლება მოწმობდეს სოკოვანი ინფექციის განვითარებას. ასეთ შემთხვევებში კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

მხედველობის დარღვევები

მხედველობის დარღვევა შეიძლება აღინიშნოს კორტიკოსტეროიდების როგორც ადგილობრივი, ასევე სისტემური გამოყენებისას. იმ შემთხვევებში, როდესაც ფორმიზორით მკურნალობის დროს ქვეითდება მხედველობის სიმახვილე ან ვითარდება მხედველობის სხვა დარღვევები, პაციენტებმა უნდა გაიარონ შესაბამისი ოფთალმოლოგიური გამოკვლევა შესაძლო მიზეზების გამოსავლენად, როგორებიც არის კატარაქტა, გლაუკომა ან იშვიათი დაავადებები, მაგალითად ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია, რომელთა განვითარების შესახებ იყო შეტყობინებები კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი და სისტემური გამოყენებისას.

ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდული პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება შეაფერხოს რქოვანას შეხორცების პროცესის. ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ასას) ასევე ანელებენ ჭრილობის შეხორცების პროცესს. ადგილობრივი ასას-ების და კორტიკოსტეროიდების ერთობლივი გამოყენება, უარყოფითად მოქმედებს რქოვანას შეხორცებით პროცესზე.

ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას დაავადებების დროს, რომლებსაც ახლავს რქოვანას ან სკლერას გათხელება, არსებობს პერფორაციების განვითარების რისკი.

თვალის ანთებითი დაავადებების მკურნალობის დროს კონტაქტური ლინზების ტარება რეკომენდებული არ არის.

დამხმარე ნივთიერებები

ფორმიზორი შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს (პრეპარატის თითოეული მილილიტრი შეიცავს 0,1 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს), რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება, "მშრალი თვალის" სინდრომის განვითარება ან დარღვევები საცრემლე აპკის და რქოვანას მხრივ.

ბენზალკონიუმის ქლორიდი აბსორბირდება რბილ კონტაქტურ ლინზებზე და ფერს უცვლის მათ. ამიტომ, პრეპარატის გამოყენებამდე კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნას და ინსტილაციის შემდეგ მათი ჩასმა შეიძლება არანაკლებ 15 წუთის შემდეგ.

"მშრალი თვალის" სინდრომის და რქოვანას შესაძლო დაზიანებების მქონე პაციენტებში ფორმიზორის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას პაციენტები იმყოფებიან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. პრეპარატის გამოყენების შემდეგ თვალში უჩვეულო შეგრძნების, ჩხვლეტის ან ტკივილის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს.

ფორმიზორი 1 მლ-ში შეიცავს 0,61 მგ ფოსფატებს; ფოსფატის შემცველი თვალის წვეთების გამოყენებისას, ძალიან იშვიათ შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს რქოვანას დაბინდვა, მასში კალციუმის დაგროვების გამო.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების და ასას-ების ერთდროული გამოყენება რქოვანას დეფექტების შეხორცების პროცესებზე უარყოფითად მოქმედებს.

CYP3A ინჰიბიტორებთან, რიტონავირის და კობიცისტატის ჩათვლით, ერთად გამოყენებისას იზრდება სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი. სამკურნალო საშუალებების ასეთი კომბინაციების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სავარაუდო სარგებელი აღემატება კორტიკოსტეროიდების გამოყენებასთან დაკავშირებული სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარების პოტენციურ რისკს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს ან არასაკმარისია. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ კორტიკოსტეროიდებს რეპროდუქციული ტოქსიკურობა გააჩნიათ.

ლაქტაცია

ადგილობრივი გამოყენებისას გამოიყოფა თუ არა ფლუორომეთოლონი ან მისი მეტაბოლიტების დედის რძესთან ერთად უცნობია. სისტემური გამოყენებისას კორტიკოსტეროიდები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. ბავშვებისთვის, მათ შორის ახალშობილებისთვის, რისკის გამორიცხვა არ შეიძლება.

ორსულობის და/ან ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევებში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ფერტილობა

მამაკაცებსა და ქალებში ფერტილობაზე პრეპარატის ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატის გამოყენების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს მხედველობის სიმახვილის გარდამავალი დაქვეითება ან მხედველობის სხვა დარღვევები, რასაც შეუძლია უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე. მსგავს შემთხვევებში არ შეიძლება ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვა მხედველობის სიმახვილის სრულად აღდგენამდე.

გვერდითი მოვლენები

პოსტმარკეტინგულ პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას აღნიშნული არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვევით MedDRA-ს მიხედვით სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად. არასასურველი რეაქციების გამოვლენის სიხშირის შეფასება არსებული მონაცემებით შეუძლებელია. თითოეული სისტემურ-ორგანული კლასის ფარგლებში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია მათი სიმძიმის შემცირების რიგითობით.

მხედველობის ორგანოს მხრივ: სიხშირე უცნობია - თვალშიგა წნევის მომატება, თვალის ტკივილი, თვალების გაღიზიანება, დისკომფორტი და უცხო სხეულის შეგრძნება თვალში, მხედველობის სიმახვილის დარღვევა, თვალების ჰიპერემია, ჭარბი ცრემლდენა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: სიხშირე უცნობია - დისგევზია.

კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ არსებობს მეორად ინფექციების განვითარების რისკი.

კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენებისას ისეთი დაავადების დროს, რომელსაც თან ახლავს რქოვანას ან სკლერას გათხელება, იზრდება პერფორაციის განვითარების რისკი.

ძალიან იშვიათად იყო შეტყობინებები რქოვანას კალციფიკაციის შესახებ, ფოსფატების შემცველი თვალის წვეთების გამოყენებისას რქოვანას მნიშვნელოვანი დაზიანებების მქონე ზოგიერთ პაციენტში.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალების მიმართ სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლინების ან ახალი არასასურველი რეაქციის წარმოქმნის დროს, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ ინფორმირება მოახდინოთ ფარმაკოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას ან შემთხვევით ჩაყლაპვისას, ჭარბი დოზის შემთხვევაში ტოქსიკური ეფექტების განვითარება მოსალოდნელი არ არის.

პრეპარატის ჭარბი რაოდენობის თვალში მოხვედრისას საჭიროა თვალის გამდინარე წყლით დაბანა.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ფლუორომეთოლონის აცეტატი 1 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, თილოქსაპოლი, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, ქლორწყალბადმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

წამლის ფორმა

თვალის წვეთები 0,1%.

აღწერილობა: თეთრი ფერის სუსპენზია.

შენახვის პირობები

3 წელი წარმოების თარიღიდან.

ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები შენახვის შესახებ

ინახება არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გაყინოთ.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 28 დღის განმავლობაში.

შეფუთვის სახეობა და შიგთავსი

5 მლ-იანი თვალის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონში საცობი-საწვეთურით და დამცავი რგოლით, აღჭურვილი სახრახნი დამცავი თავსახურით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოებისთვის

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

აფთიაქებიდან გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. # 50 გიუნეშლი ბაგჩილარ/სტამბული)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. კორტიკოსტეროიდების მარტივი პრეპარატები. ათქ კოდი: S01BA07.

ფლუორომეთოლონის აცეტატი, ფლუორომეთოლონის და ძმარმჟავას ეთერი, წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო მაღალი აქტივობის კორტიკოსტეროიდს, პროგესტერონის მსგავსი სტრუქტურით. ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენებისას ფლუორომეთოლონის აცეტატმა აჩვენა მაღალი აქტივობა როგორც თვალის ზედაპირული ანთებითი დაავადებების, ასევე ირიტის მკურნალობის დროს. ფლუორომეთოლონის აცეტატის, როგორც ფლუორომეთოლონის გამოყენება დაკავშირებულია მიდრეკილ პირებში თვალშიგა წნევის მომატების უმნიშვნელო რისკთან.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

მონაცემები არ არსებობს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

ფორმიზორი

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

ფორმიზორი, Formizor

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ფლუორომეთოლონი, Fluorometholone

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ფლუორომეთოლონის აცეტატი 1 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, თილოქსაპოლი, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, ქლორწყალბადმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

წამლის ფორმა

თვალის წვეთები 0,1%.

აღწერილობა: თეთრი ფერის სუსპენზია.

გამოყენების ჩვენებები

თვალის წინა სეგმენტის სტეროიდების მიმართ მგრძნობიარე ანთებითი დაავადებების მკურნალობა.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

პრეპარატის ჩაწვეთება ხდება დაავადებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში, 1-2 წვეთი 4-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის პირველი 24-48 საათის განმავლობაში დოზა შეიძლება გაიზარდოს ექიმის გადაწყვეტილებით 2 წვეთი ყოველ 2 საათში.

ბავშვები

ფორმიზორის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის, ამიტომ ბავშვებში პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ საჭიროებისას და ექიმის დანიშნულებით.

ხანგრძლივი გამოყენება

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება უწყვეტად ერთ თვეზე მეტ ხანს.

მკურნალობის 2 კვირის შემდეგ პრეპარატის არაეფექტურობის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში. გამოყენებამდე საჭიროა ფლაკონის შენჯღრევა.

პრეპარატის პირველად გამოყენებამდე ფლაკონს მოხსენით დამცავი თავსახური და დამცავი რგოლი.

ფლაკონის შიგთავსის და საწვეთურის მიკროორგანიზმებით კონტამინაციის პრევენციისთვის მოერიდეთ საწვეთურის თავის ქუთუთოებთან და მიმდებარე ქსოვილებთან, ასევე სხვა ზედაპირებთან კონტაქტს.

ადგილობრივი გამოყენების სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან კომბინაციაში ფორმიზორის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ინსტალაციებს შორის ინტერვალი არანაკლებ 5 წუთს უნდა შეადგენდეს. თვალის მალამოების გამოყენება ხდება ბოლოს.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

თვალის არა ნამკურნალები მწვავე ბაქტერიული ინფექციები;

მარტივი ჰერპეს ვირუსით (Herpes simplex) გამოწვეული კერატიტები;

ვაქცინური დაავადება, ჩუტყვავილა ან რქოვანას და კონიუნქტივას სხვა ვირუსული დაავადებები;

თვალის სოკოვანი დაავადებები;

მომატებული თვალშიგა წნევა;

თვალის მიკობაქტერიული ინფექციები, თვალის ტუბერკულოზის ჩათვლით;

ჰორდეოლუმი (ჯიბლიბო).

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად გამოყენებას შეიძლება ახლდეს თვალშიგა წნევის მომატება და/ან გლაუკომის განვითარება, მხედველობის ნერვის დაზიანებით, მხედველობის სიმახვილის დაქვეითებით და მხედველობის ველის დეფექტებით, ასევე უკანა სუბკაფსულური კატარაქტის ჩამოყალიბებით. ამიტომ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ხანგრძლივი თერაპია კორტიკოსტეროიდების შემცველი ოფთალმოლოგიური პრეპარატებით, საჭიროა თვალშიგა წნევის რეგულარული კონტროლი. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პედიატრიულ პრაქტიკაში, ვინაიდან თვალის ჰიპერტენზიის განვითარების რისკი ბავშვებში უფრო მაღალია, ასევე ეს პროცესი უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოზრდილებში.

კორტიკოსტეროიდების გამოყენებით გამოწვეული თვალის ჰიპერტენზიის და/ან კატარაქტის განვითარების რისკი იზრდება წინასწარგანწყობილ პაციენტებში (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პირები).

ითვლება, რომ CYP3A ინჰიბიტორებთან, კობიცისტატის შემცველი პრეპარატების ჩათვლით, ერთად გამოყენებისას იზრდება სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი. სამკურნალო საშუალებების ასეთი კომბინაციების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სავარაუდო სარგებელი აღემატება კორტიკოსტეროიდების გამოყენებასთან დაკავშირებული სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარების პოტენციურ რისკს.

კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარიანობის დაქვეითება ბაქტერიული, სოკოვანი ან ვირუსული ინფექციების მიმართ, ხელი შეუწყონ მათ განვითარებას და შენიღბონ დაავადებების კლინიკური ნიშნები.

რქოვანაზე პერსისტირებადი წყლულების წარმოქმნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ან იღებენ კორტიკოსტეროიდებს, შეიძლება მოწმობდეს სოკოვანი ინფექციის განვითარებას. ასეთ შემთხვევებში კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

მხედველობის დარღვევები

მხედველობის დარღვევა შეიძლება აღინიშნოს კორტიკოსტეროიდების როგორც ადგილობრივი, ასევე სისტემური გამოყენებისას. იმ შემთხვევებში, როდესაც ფორმიზორით მკურნალობის დროს ქვეითდება მხედველობის სიმახვილე ან ვითარდება მხედველობის სხვა დარღვევები, პაციენტებმა უნდა გაიარონ შესაბამისი ოფთალმოლოგიური გამოკვლევა შესაძლო მიზეზების გამოსავლენად, როგორებიც არის კატარაქტა, გლაუკომა ან იშვიათი დაავადებები, მაგალითად ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია, რომელთა განვითარების შესახებ იყო შეტყობინებები კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი და სისტემური გამოყენებისას.

ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდული პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება შეაფერხოს რქოვანას შეხორცების პროცესის. ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ასას) ასევე ანელებენ ჭრილობის შეხორცების პროცესს. ადგილობრივი ასას-ების და კორტიკოსტეროიდების ერთობლივი გამოყენება, უარყოფითად მოქმედებს რქოვანას შეხორცებით პროცესზე.

ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას დაავადებების დროს, რომლებსაც ახლავს რქოვანას ან სკლერას გათხელება, არსებობს პერფორაციების განვითარების რისკი.

თვალის ანთებითი დაავადებების მკურნალობის დროს კონტაქტური ლინზების ტარება რეკომენდებული არ არის.

დამხმარე ნივთიერებები

ფორმიზორი შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს (პრეპარატის თითოეული მილილიტრი შეიცავს 0,1 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს), რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება, "მშრალი თვალის" სინდრომის განვითარება ან დარღვევები საცრემლე აპკის და რქოვანას მხრივ.

ბენზალკონიუმის ქლორიდი აბსორბირდება რბილ კონტაქტურ ლინზებზე და ფერს უცვლის მათ. ამიტომ, პრეპარატის გამოყენებამდე კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნას და ინსტილაციის შემდეგ მათი ჩასმა შეიძლება არანაკლებ 15 წუთის შემდეგ.

"მშრალი თვალის" სინდრომის და რქოვანას შესაძლო დაზიანებების მქონე პაციენტებში ფორმიზორის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას პაციენტები იმყოფებიან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. პრეპარატის გამოყენების შემდეგ თვალში უჩვეულო შეგრძნების, ჩხვლეტის ან ტკივილის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს.

ფორმიზორი 1 მლ-ში შეიცავს 0,61 მგ ფოსფატებს; ფოსფატის შემცველი თვალის წვეთების გამოყენებისას, ძალიან იშვიათ შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს რქოვანას დაბინდვა, მასში კალციუმის დაგროვების გამო.

შეუთავსებლობა

თილოქსაპოლი (დამხმარე ნივთიერება) შეუთავსებელია ტეტრაციკლინთან.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების და ასას-ების ერთდროული გამოყენება რქოვანას დეფექტების შეხორცების პროცესებზე უარყოფითად მოქმედებს.

CYP3A ინჰიბიტორებთან, რიტონავირის და კობიცისტატის ჩათვლით, ერთად გამოყენებისას იზრდება სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი. სამკურნალო საშუალებების ასეთი კომბინაციების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სავარაუდო სარგებელი აღემატება კორტიკოსტეროიდების გამოყენებასთან დაკავშირებული სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარების პოტენციურ რისკს.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს ან არასაკმარისია. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ კორტიკოსტეროიდებს რეპროდუქციული ტოქსიკურობა გააჩნიათ.

ლაქტაცია

ადგილობრივი გამოყენებისას გამოიყოფა თუ არა ფლუორომეთოლონი ან მისი მეტაბოლიტების დედის რძესთან ერთად უცნობია. სისტემური გამოყენებისას კორტიკოსტეროიდები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. ბავშვებისთვის, მათ შორის ახალშობილებისთვის, რისკის გამორიცხვა არ შეიძლება.

ორსულობის და/ან ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევებში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ფერტილობა

მამაკაცებსა და ქალებში ფერტილობაზე პრეპარატის ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატის გამოყენების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს მხედველობის სიმახვილის გარდამავალი დაქვეითება ან მხედველობის სხვა დარღვევები, რასაც შეუძლია უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე. მსგავს შემთხვევებში არ შეიძლება ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვა მხედველობის სიმახვილის სრულად აღდგენამდე.

არასასურველი რეაქციები

პოსტმარკეტინგულ პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას აღნიშნული არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვევით MedDRA-ს მიხედვით სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად. არასასურველი რეაქციების გამოვლენის სიხშირის შეფასება არსებული მონაცემებით შეუძლებელია. თითოეული სისტემურ-ორგანული კლასის ფარგლებში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია მათი სიმძიმის შემცირების რიგითობით.

მხედველობის ორგანოს მხრივ: სიხშირე უცნობია - თვალშიგა წნევის მომატება, თვალის ტკივილი, თვალების გაღიზიანება, დისკომფორტი და უცხო სხეულის შეგრძნება თვალში, მხედველობის სიმახვილის დარღვევა, თვალების ჰიპერემია, ჭარბი ცრემლდენა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: სიხშირე უცნობია - დისგევზია.

კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ არსებობს მეორად ინფექციების განვითარების რისკი.

კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენებისას ისეთი დაავადების დროს, რომელსაც თან ახლავს რქოვანას ან სკლერას გათხელება, იზრდება პერფორაციის განვითარების რისკი.

ძალიან იშვიათად იყო შეტყობინებები რქოვანას კალციფიკაციის შესახებ, ფოსფატების შემცველი თვალის წვეთების გამოყენებისას რქოვანას მნიშვნელოვანი დაზიანებების მქონე ზოგიერთ პაციენტში.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალების მიმართ სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლინების ან ახალი არასასურველი რეაქციის წარმოქმნის დროს, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ ინფორმირება მოახდინოთ ფარმაკოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას ან შემთხვევით ჩაყლაპვისას, ჭარბი დოზის შემთხვევაში ტოქსიკური ეფექტების განვითარება მოსალოდნელი არ არის.

პრეპარატის ჭარბი რაოდენობის თვალში მოხვედრისას საჭიროა თვალის გამდინარე წყლით დაბანა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. კორტიკოსტეროიდების მარტივი პრეპარატები. ათქ კოდი: S01BA07.

ფლუორომეთოლონის აცეტატი, ფლუორომეთოლონის და ძმარმჟავას ეთერი, წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო მაღალი აქტივობის კორტიკოსტეროიდს, პროგესტერონის მსგავსი სტრუქტურით. ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენებისას ფლუორომეთოლონის აცეტატმა აჩვენა მაღალი აქტივობა როგორც თვალის ზედაპირული ანთებითი დაავადებების, ასევე ირიტის მკურნალობის დროს. ფლუორომეთოლონის აცეტატის, როგორც ფლუორომეთოლონის გამოყენება დაკავშირებულია მიდრეკილ პირებში თვალშიგა წნევის მომატების უმნიშვნელო რისკთან.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

მონაცემები არ არსებობს.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები შენახვის შესახებ

ინახება არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გაყინოთ.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 28 დღის განმავლობაში.

შეფუთვის სახეობა და შიგთავსი

5 მლ-იანი თვალის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონში საცობი-საწვეთურით და დამცავი რგოლით, აღჭურვილი სახრახნი დამცავი თავსახურით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოებისთვის

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

აფთიაქებიდან გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. # 50 გიუნეშლი ბაგჩილარ/სტამბული)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა