პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კორტიკოსტეროიდები

ფლუცინარი

FLUCINAR®

ურეცეპტოდ0,025%ინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

არამიკრობული ეტიოლოგიის კანის მწვავე და ქრონიკული ანთებითი და ალერგიული დაავადებები სისველის გარეშე, რომელსაც თან ახლავს მდგრადი ქავილი და ჰიპერკერატოზი და მგრძნობიარეა გლუკოკორტიკოსტეროიდების მიმართ: - ატოპიური დერმატიტი; - სებორეული დერმატიტი; - ფსორიაზი; - სისტემური წითელი მგლურა; - პაპულური ურტიკარია; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
fluocinolone acetonide
ფორმა და შეფუთვა
0,025% (0,25მგ/გ) 15გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
Pharmaceutical Works Jelfa S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კორტიკოსტეროიდები, დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები მაღალი აქტივობით (ჯგუფი III)
ATC კოდი
D07AC04
რეგისტრაციის ნომერი
რ-043086
რეგისტრირებულია
4 აპრილი 2025, მოქმედებს 1 თებერვალი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Bausch Pharma Kazakhstan LLP (ყაზახეთი)
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაფლუცინარი და სხვა წამალი ერთად

ფლუცინარი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

არამიკრობული ეტიოლოგიის კანის მწვავე და ქრონიკული ანთებითი და ალერგიული დაავადებები სისველის გარეშე, რომელსაც თან ახლავს მდგრადი ქავილი და ჰიპერკერატოზი და მგრძნობიარეა გლუკოკორტიკოსტეროიდების მიმართ:

  • ატოპიური დერმატიტი;
  • სებორეული დერმატიტი;
  • ფსორიაზი;
  • სისტემური წითელი მგლურა;
  • პაპულური ურტიკარია;
  • ალერგიული კონტაქტური დერმატიტი;
  • მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა;
  • წითელი ბრტყელი ლიქენი.

საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ სამკურნალო პრეპარატის მიღების წინ კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

მიღების წესი და დოზირება

გარეგანად

გამოყენება ზრდასრულებში

პრეპარატი უნდა იქნას წასმული კანის დაზიანებულ უბანზე თხელი ფენით არა უმეტეს 1 ან 2-ჯერ დღე-ღამეში მსუბუქი შეზელვით.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ბუნებაზე და თერაპიის ეფექტურობაზე, ჩვეულებრივ შეადგენს 5-10 დღეს, დაავადების დიდ ხანს მიმდინარეობისას.

ზრდასრულებში პრეპარატით მკურნალობის კურსი არ უნდა გრძელდებოდეს 2 კვირაზე მეტი.

მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს მალამოს 15 გ-ს (1 ტუბი მალამო) კვირაში.

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ოკლუზიური სახვევის ქვეშ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფსორიაზული დაზიანების კერები ლოკალიზებულია იდაყვებსა და მუხლებზე.

არ შეიძლება სახვევის ქვეშ დღე-ღამეში 2 გ-ზე მეტი მალამოს გამოყენება.

მალამო სასურველია გამოიყენოთ დერმატოზების მშრალი ფორმების დროს.

გამოყენება სახის არეზე

სახის არეზე გამოყენება არასასურველია, რადგან ეს უბანი უფრო მგრძნობიარეა ატროფიული ცვლილებების მიმართ.

სახის კანის დაზიანების მქონე პაციენტებში მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს ერთ კვირას. მალამო არ უნდა იქნას გამოყენებული ოკლუზიური სახვევის ქვეშ, გარდა ფსორიაზისა, რომლის თერაპია იძლევა ოკლუზიური სახვევის შეზღუდული დაზიანების კერებზე გამოყენების საშუალებას, მისი ყოველდღიური გამოცვლის პირობით.

გამოყენება ბავშვებში

უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია სიფრთხილე და მინიმალური ეფექტური დოზის კანის შეზღუდულ უბნებზე დღე-ღამეში 1-ჯერ გამოყენება.

ბავშვებში მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა. არ შეიძლება მისი წასმა ბავშვების სახის კანზე.

თუ მკურნალობის შემდეგ არ არის გაუმჯობესება ან სიმპტომები უარესდება ან ჩნდება ახალი სიმპტომები, აიცილებელია კონსულტაციის გავლა ექიმთან.

გამოიყენეთ პრეპარატი მხოლოდ გამოყენების იმ წესითა და დოზებით, რომელიც მითითებულია ინსტრუქციაში.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა ფლუოცინოლონის აცეტონიდის (ან ნებისმიერი გლუკოკორტიკოსტეროიდის) ან პრეპარატის დამხმარე კომპონენტების მიმართ;
  • როზაცეა, აკნე, პერიორალური დერმატიტი;
  • კანის ბაქტერიული ინფექციები, კანის ინფექციები, რომლებიც ვირუსებით, სოკოებით არის გამოწვეული;
  • კანის ტუბერკულოზური და სიფილისური დაზიანება;
  • პერიორალური დერმატიტი;
  • ანოგენიტალური ქავილი;
  • საფენისმიერი დერმატიტი ;
  • კანის ზედაპირის დაზიანება : ჭრილობები, წყლულები;
  • კანის ნეოპლასტიკური ცვლილებები (ავთვისებიანი სიმსივნეები) ;
  • ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი;
  • ბავშვთა ასაკი 2 წლამდე.

სიფრთხილით

  • გოგონებში სქესობრივი მომწიფების პერიოდში ;
  • კანის ვრცელ უბნებზე, დაზიანებულ კანზე წასმა, დიდი დოზების გამოყენება, აგრეთვე პრეპარატით ხანგრძლივი თერაპია (განსაკუთრებით 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში);
  • სახის კანზე, თხელკანიან და ინტერტრიგინული კანის მქონე უბნებზე წასმა ( კანის ნაკეცები, იღლიის არე, საზარდულის ნაკეცები, ხელებისა და ფეხების მოკეცვის ადგილები);
  • თვალის ირგვლივ კანზე ან ქუთუთოებზე გამოყენება (გლაუკომის, კატარაქტის განვითარების რისკი), მათ შორის გლაუკომის ან კატარაქტის მქონე პაციენტებში.
  • ატროფიული ცვლილებები კანქვეშა ქსოვილში განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პირებში.

სიფრთხილის ზომები

თუ აღინიშნება მომატებული მგრძნობელობის ან კანის გაღიზიანების ნიშნები, რომლებიც დაკავშირებულია პრეპარატის გამოყენებასთან (ქავილი, წვა ან კანის სიწითლე) უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს.

მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2 კვირას.

სამკურნალო საშუალების კანის დიდ ზედაპირებზე ხანგრძლივი გამოყენების დროს იზრდება გლუკოკორტიკოსტეროიდებისათვის დამახასიათებელი სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე, შეშუპების, არტერიული წნევის მომატების, ჰიპერგლიკემიის, იმუნიტეტის დაქვეითების ჩათვლით. გახანგრძლივებული მკურნალობის დროს, როდესაც პრეპარატი გამოიყენება კანის ვრცელ ზედაპირებზე, ოკლუზიური სახვევების გამოყენებისას და ასევე ბავშვებში, შესაძლებელია გლუკოკორტიკოსტეროიდის სისტემური აბსორბცია; შესაძლებელია ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დათრგუნვა და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების განვითარება (იცენკო-კუშინგის სინდრომი) .

მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას თვალებში, ლორწოვან გარსზე ან ჭრილობებზე.

მალამო ფლუცინარი® სიფრთხილით გამოიყენება თვალების ირგვლივ კანზე ან ქუთუთოებზე გლაუკომის ან კატარაქტის განვითარების რისკის გამო, ასევე ანამნეზში ამ დაავადებების მქონე პაციენტებში, რომლებსაც შესაძლოა განუვითარდეს ამ დაავადებების გამწვავება. თვალების ირგვლივ არეში გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

თუ პაციენტს განუვითარდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება ან სხვა მხედველობითი დარღვევები, უნდა განიხილებოდეს პაციენტის ოფთალმოლოგთან გაგზავნის შესაძლებლობა ამ დარღვევების შესაძლო მიზეზების გამოსარკვევად, რომლებსაც შეიძლება განეკუთვნებოდეს კატარაქტა, გლაუკომა ან ისეთი იშვიათი დაავადებები, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია.

პრეპარატით თერაპიის დროს აუცილებელია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის პერიოდული კონტროლი, სისხლსა და შარდში კორტიზოლის დონის განსაზღვრის დახმარებით ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონით (აკტჰ) თირკმელზედა ჯირკვლების სტიმულაციის შემდეგ.

პრეპარატის გამოყენების ადგილზე მეორადი ინფექციების წარმოქნმნის შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული ანტიბაქტერიული ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები.

განსაკუთრებული სიფრთხილით პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული სახის კანზე, თხელი კანისა და ინტერტრიგინური კანის მქონე უბნებზე ( კანის ნაკეცები, იღლიის არე, საზარდულის არე, ხელებისა და ფეხების ნაკეცები) თხელი კანის მიერ გლუკოკორტიკოსტეროიდების მომატებულ შეწოვასთან დაკავშირებით და გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შესაძლებლობის გამო (ტელეანგიექტაზიები, კანის ატროფია პერიორალური დერმატიტი) ხანმოკლე გამოყენების შემდეგაც კი. ჩვეულებრივ, ეს გვერდითი ეფექტები თავისთავად ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.

სიფრთხილით გამოიყენება კანის უკვე არსებული ატროფიული ცვლილებების მქონე პირებში, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პირებში.

მკურნალობის დროს რეკომენდებულია თავისუფალი ტანსაცმლის ტარება.

პროპილენგლიკოლმა, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში, შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება გამოყენების ადგილზე.

ლანოლინს შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში. უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ ბავშვებში შესაძლებელია გლუკოკორტიკოსტეროიდის სისტემური რეზორბციის უფრო მაღალი ხარისხი კანის ზედაპირსა და სხეულის მასას შორის თანაფარდობის გამო, აგრეთვე კანის არასაკმარისი სიმწიფის გამო.

ბავშვებში გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდისა და განვითარების დარღვევა. ამიტომ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ბავშვებმა უნდა მიიღონ პრეპარატის მინიმალური დოზა, რომელიც საკმარისი იქნება ეფექტის მისაღწევად.

ბავშვებში მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან უცნობია.

თავსებადია მიკრობის საწინააღმდეგო პრეპარატებთან.

ამცირებს ანტიჰიპერტენზიული, დიურეზული, ანტიარითმული სამკურნალო საშუალებების, კალიუმის პრეპარატების აქტივობას. შარდმდენი პრეპარატები (გარდა კალიუმის შემნახველებისა) ზრდიან ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს.

თუ თქვენ იყენებთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ ან რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალებებს (მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემებს) პრეპარატის გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში გამოყენებისთვის.

პრეპარატის გამოყენების წინ, თუ თქვენ ხართ ორსულად, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

ძუძუთი კვების პერიოდი

პრეპარატის გამოყენების დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატის გამოყენება არ ახდენს გავლენას ან ახდენს უმნიშვმნელო გავლენას სარტანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი რეაქციების წარმოქმნის სიხშირე კლასიფიცირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯმო) რეკომენდაციების შესაბამისად, გვერდითი ეფექტები კლასიფიცირდება სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად (≥ 1/100 და ˂ 1/10), არახშირად (≥ 1/1000 და ˂ 1/100), იშვიათად (≥ 1/10000 და ˂ 1/1000), ძალიან იშვიათად (˂ 1/10000), სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით).

კლასიფიკაცია ორგანოებისა და სისტემების მიხედვით

სიხშირე

გვერდითი ეფექტები

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

არახშირად

მეორადი ინფექცია

სიხშირე უცნობია

ფოლიკულიტი

იმუნური სისტემის მხრივ

სიხშირე უცნობია

იმუნოსუპრესია *

ენდოკრინული სისტემის მხრივ

სიხშირე უცნობია

იცენკო-კუშინგის სინდრომი,

ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დათრგუნვა *

ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ

სიხშირე უცნობია

ჰიპერგლიკემია *

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

სიხშირე უცნობია

არტერიული ჰიპერტენზია *

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი

ქსოვილის მხრივ

სიხშირე უცნობია

ზრდის შეფერხება *

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

არახშირად

კანის ატროფია,

ტელეანგიექტაზია

იშვიათად

ჰიპერტრიქოზი

სიხშირე უცნობია

შესაძლებელია შემდეგი არასასურველი ეფექტები: აკნეს მსგავსი ცვლილებები, კორტიკოსტეროიდული პურპურა,

ეპიდერმისის ზრდის დათრგუნვა, წვა, ქავილი, გაღიზიანება, გამონაყარი, კანქვეშა ქსოვილის ატროფია, კანის სიმშრალე, გამელოტება, კანის ფერის შეცვლა ან დეპიგმენტაცია, სტრიები კანზე, პირის ირგვლივ კანის ანთება, ადგილობრივი კანისმიერი რეაქციები (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი),

მორეციდივე ეგზემა.

ზოგჯერ შესაძლებელია ჭინჭრის ციება, ლაქოვან-პაპულური გამონაყარი ან არსებული დარღვევების გამწვავება.

მხედველობის ორგანოს მხრივ

არახშირად

ბუნდოვანი მხედველობა.

სიხშირე უცნობია

პრეპარატის ქუთუთოების კანზე გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს გლაუკომა ან კატარაქტა, ხოლო იშვიათ შემთხვევებში- ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (ცსქ).

ზოგადი დარღვევები და დარღვევები გამოყენების ადგილზე

სიხშირე უცნობია

შეშუპება *

  • ფლუოცინოლონის აცეტონიდის ხანგრძლივი გამოყენებისას კანში შეწოვის, კანის ვრცელ უბნებზე ან ოკლუზიური სახვევის ქვეშ წასმის შედეგად, ასევე ბავშვებში, შეიძლება განვითარდეს სისტემური არასასურველი რეაქციები. ფლუოცინოლონის აცეტონიდისთვის დამახასიათებელი სისტემური არასასურველი რეაქციები.

ჭარბი დოზა

დოზის მწვავე გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში შთანთქმის უფრო დიდი უნარის მქონე კანის ვრცელ დაზიანებულ უბნებზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ან ოკლუზიური სახვევის გამოყენებისას შესაძლებელია დოზის ქრონიკული გადაჭარბება, რომელსაც თან ახლავს ჰიპერკორტიციზმის ნიშნები: ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის შექცევადი დათრგუნვა, იცენკო - კუშინგის სინდრომის გამოვლინებები .

მკურნალობა: სიმპტომატური , აუცილებლობის შემთხვევაში, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კორექცია, პრეპარატის მოხსნა (გრძელვადიანი თერაპიის დროს - თანდათანობითი მოხსნა).

შემადგენლობა

1 გრ მალამო შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები : ფლუოცინოლონის აცეტონიდი 0.25 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი - 50,00 მგ, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი - 0,01 მგ, ლანოლინი - 40,00 მგ, თეთრი ვაზელინი - 1,0 გ-მდე.

აღწერა:

თეთრი ან თითქმის თეთრი, ნახევრად გამჭვირვალე ცხიმიანი რბილი მასა , ოდნავ სპეციფიკური სუნით .

შენახვის პირობები

3 წელი.

ვარგისობის ვადა ტუბის პირველი გახსნის შემდეგ - 3 თვე.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 250 С ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდი

ათქ: D07AC04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ფლუოცინოლონის აცეტონიდი არის დერმატოლოგიაში გარეგანი გამოყენებისთვის განკუთვნილი სინთეზური ძლიერი მოქმედების გლუკოკორტიკოსტეროიდი. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და ექსუდაციის საწინააღმდეგო მოქმედება. მალამოს გააჩნია ლიპოფილური თვისებები და ადვილად აღწევს ორგანიზმში კანის მეშვეობით. უკვე ფლუოცინოლონის აცეტონიდის მალამოს 2 გ გამოყენების შემთხვევაში შეიძლება შემცირდეს ჰიპოფიზის ჯირკვლის მიერ ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (აკტჰ) გამომუშავება ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის დათრგუნვის შედეგად.

ამცირებს ანთებითი მედიატორების წარმოქმნას, გამოთავისუბლებას და აქტივობას.

კანზე ზემოქმედებისას ხდება ნეიტროფილების მარგინალური დაგროვების თავიდან აცილება, რაც იწვევს ანთებითი ექსუდატის შემცირებას და ციტოკინების გამომუშავებას; მაკროფაგების მიგრაციის დათრგუნვას, ინფილტრაციის და გრანულაციის პროცესების შემცირებას.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ფლუოცინოლონის აცეტონიდი გარე გამოყენებისას ადვილად აღწევს ეპიდერმისის რქოვანა შრეში, ამასთან ის არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას და კუმულირდება, მისი არსებობა შეიძლება გამოვლინდეს გარეგანი გამოყენებიდან 15 დღის შემდეგაც კი.

ფლუოცინოლონის შეწოვა ძლიერდება თხელ კანზე ნაკეცების არეში ან სახეზე, აგრეთვე ეპიდერმისის დაზიანებულ უბნებზე ან ანთებითი პროცესით დაზიანებულ კანზე გამოყენებისას. ოკლუზიური სახვევის გამოყენების შემთხვევაში, სამკურნალო პრეპარატის ხშირი წასმის დროს ან კანის ვრცელ ზედაპირზე მისი გამოყენებისას იზრდება ფლუოცინოლონის შეწოვა კანის მიერ. ბავშვებში ფლუოცინოლონის შეწოვა კანის მეშვეობით უფრო გამოხატულია, ვიდრე ზრდასრულებში.

მეტაბოლიზმი

ორგანიზმში შეწოვის შემდეგ ფლუოცინოლონის აცეტონიდი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში.

გამოყოფა

ფლუოცინოლონის აცეტონიდი გამოიყოფა თირკმელებით და, უფრო ნაკლებად, ნაწლავებით ნაღველთან ერთად, ძირითადად გლუკურონის მჟავასთან ნაერთების სახით და ასევე მცირე რაოდენობით - უცვლელი სახით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სამკურნალო პრეპარატის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

სპეციალისტებისა და მომხმარებლებისთვის

ფლუცინარი®

სავაჭრო დასახელება: ფლუცინარი ®

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ფლუოცინოლონის აცეტონიდი

სამკურნალო ფორმა: მალამო გარეგანი გამოყენებისათვის

შემადგენლობა

1 გრ მალამო შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები : ფლუოცინოლონის აცეტონიდი 0.25 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი - 50,00 მგ, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი - 0,01 მგ, ლანოლინი - 40,00 მგ, თეთრი ვაზელინი - 1,0 გ-მდე.

აღწერა:

თეთრი ან თითქმის თეთრი, ნახევრად გამჭვირვალე ცხიმიანი რბილი მასა , ოდნავ სპეციფიკური სუნით .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდი

ათქ: D07AC04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ფლუოცინოლონის აცეტონიდი არის დერმატოლოგიაში გარეგანი გამოყენებისთვის განკუთვნილი სინთეზური ძლიერი მოქმედების გლუკოკორტიკოსტეროიდი. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და ექსუდაციის საწინააღმდეგო მოქმედება. მალამოს გააჩნია ლიპოფილური თვისებები და ადვილად აღწევს ორგანიზმში კანის მეშვეობით. უკვე ფლუოცინოლონის აცეტონიდის მალამოს 2 გ გამოყენების შემთხვევაში შეიძლება შემცირდეს ჰიპოფიზის ჯირკვლის მიერ ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (აკტჰ) გამომუშავება ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის დათრგუნვის შედეგად.

ამცირებს ანთებითი მედიატორების წარმოქმნას, გამოთავისუბლებას და აქტივობას.

კანზე ზემოქმედებისას ხდება ნეიტროფილების მარგინალური დაგროვების თავიდან აცილება, რაც იწვევს ანთებითი ექსუდატის შემცირებას და ციტოკინების გამომუშავებას; მაკროფაგების მიგრაციის დათრგუნვას, ინფილტრაციის და გრანულაციის პროცესების შემცირებას.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ფლუოცინოლონის აცეტონიდი გარე გამოყენებისას ადვილად აღწევს ეპიდერმისის რქოვანა შრეში, ამასთან ის არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას და კუმულირდება, მისი არსებობა შეიძლება გამოვლინდეს გარეგანი გამოყენებიდან 15 დღის შემდეგაც კი.

ფლუოცინოლონის შეწოვა ძლიერდება თხელ კანზე ნაკეცების არეში ან სახეზე, აგრეთვე ეპიდერმისის დაზიანებულ უბნებზე ან ანთებითი პროცესით დაზიანებულ კანზე გამოყენებისას. ოკლუზიური სახვევის გამოყენების შემთხვევაში, სამკურნალო პრეპარატის ხშირი წასმის დროს ან კანის ვრცელ ზედაპირზე მისი გამოყენებისას იზრდება ფლუოცინოლონის შეწოვა კანის მიერ. ბავშვებში ფლუოცინოლონის შეწოვა კანის მეშვეობით უფრო გამოხატულია, ვიდრე ზრდასრულებში.

მეტაბოლიზმი

ორგანიზმში შეწოვის შემდეგ ფლუოცინოლონის აცეტონიდი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში.

გამოყოფა

ფლუოცინოლონის აცეტონიდი გამოიყოფა თირკმელებით და, უფრო ნაკლებად, ნაწლავებით ნაღველთან ერთად, ძირითადად გლუკურონის მჟავასთან ნაერთების სახით და ასევე მცირე რაოდენობით - უცვლელი სახით.

გამოყენების ჩვენებები

არამიკრობული ეტიოლოგიის კანის მწვავე და ქრონიკული ანთებითი და ალერგიული დაავადებები სისველის გარეშე, რომელსაც თან ახლავს მდგრადი ქავილი და ჰიპერკერატოზი და მგრძნობიარეა გლუკოკორტიკოსტეროიდების მიმართ:

  • ატოპიური დერმატიტი;
  • სებორეული დერმატიტი;
  • ფსორიაზი;
  • სისტემური წითელი მგლურა;
  • პაპულური ურტიკარია;
  • ალერგიული კონტაქტური დერმატიტი;
  • მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა;
  • წითელი ბრტყელი ლიქენი.

საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ სამკურნალო პრეპარატის მიღების წინ კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა ფლუოცინოლონის აცეტონიდის (ან ნებისმიერი გლუკოკორტიკოსტეროიდის) ან პრეპარატის დამხმარე კომპონენტების მიმართ;
  • როზაცეა, აკნე, პერიორალური დერმატიტი;
  • კანის ბაქტერიული ინფექციები, კანის ინფექციები, რომლებიც ვირუსებით, სოკოებით არის გამოწვეული;
  • კანის ტუბერკულოზური და სიფილისური დაზიანება;
  • პერიორალური დერმატიტი;
  • ანოგენიტალური ქავილი;
  • საფენისმიერი დერმატიტი ;
  • კანის ზედაპირის დაზიანება : ჭრილობები, წყლულები;
  • კანის ნეოპლასტიკური ცვლილებები (ავთვისებიანი სიმსივნეები) ;
  • ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი;
  • ბავშვთა ასაკი 2 წლამდე.

სიფრთხილით

  • გოგონებში სქესობრივი მომწიფების პერიოდში ;
  • კანის ვრცელ უბნებზე, დაზიანებულ კანზე წასმა, დიდი დოზების გამოყენება, აგრეთვე პრეპარატით ხანგრძლივი თერაპია (განსაკუთრებით 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში);
  • სახის კანზე, თხელკანიან და ინტერტრიგინული კანის მქონე უბნებზე წასმა ( კანის ნაკეცები, იღლიის არე, საზარდულის ნაკეცები, ხელებისა და ფეხების მოკეცვის ადგილები);
  • თვალის ირგვლივ კანზე ან ქუთუთოებზე გამოყენება (გლაუკომის, კატარაქტის განვითარების რისკი), მათ შორის გლაუკომის ან კატარაქტის მქონე პაციენტებში.
  • ატროფიული ცვლილებები კანქვეშა ქსოვილში განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პირებში.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობა

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში გამოყენებისთვის.

პრეპარატის გამოყენების წინ, თუ თქვენ ხართ ორსულად, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

ძუძუთი კვების პერიოდი

პრეპარატის გამოყენების დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

მიღების წესი და დოზები

გარეგანად

გამოყენება ზრდასრულებში

პრეპარატი უნდა იქნას წასმული კანის დაზიანებულ უბანზე თხელი ფენით არა უმეტეს 1 ან 2-ჯერ დღე-ღამეში მსუბუქი შეზელვით.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ბუნებაზე და თერაპიის ეფექტურობაზე, ჩვეულებრივ შეადგენს 5-10 დღეს, დაავადების დიდ ხანს მიმდინარეობისას.

ზრდასრულებში პრეპარატით მკურნალობის კურსი არ უნდა გრძელდებოდეს 2 კვირაზე მეტი.

მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს მალამოს 15 გ-ს (1 ტუბი მალამო) კვირაში.

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ოკლუზიური სახვევის ქვეშ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფსორიაზული დაზიანების კერები ლოკალიზებულია იდაყვებსა და მუხლებზე.

არ შეიძლება სახვევის ქვეშ დღე-ღამეში 2 გ-ზე მეტი მალამოს გამოყენება.

მალამო სასურველია გამოიყენოთ დერმატოზების მშრალი ფორმების დროს.

გამოყენება სახის არეზე

სახის არეზე გამოყენება არასასურველია, რადგან ეს უბანი უფრო მგრძნობიარეა ატროფიული ცვლილებების მიმართ.

სახის კანის დაზიანების მქონე პაციენტებში მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს ერთ კვირას. მალამო არ უნდა იქნას გამოყენებული ოკლუზიური სახვევის ქვეშ, გარდა ფსორიაზისა, რომლის თერაპია იძლევა ოკლუზიური სახვევის შეზღუდული დაზიანების კერებზე გამოყენების საშუალებას, მისი ყოველდღიური გამოცვლის პირობით.

გამოყენება ბავშვებში

უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია სიფრთხილე და მინიმალური ეფექტური დოზის კანის შეზღუდულ უბნებზე დღე-ღამეში 1-ჯერ გამოყენება.

ბავშვებში მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა. არ შეიძლება მისი წასმა ბავშვების სახის კანზე.

თუ მკურნალობის შემდეგ არ არის გაუმჯობესება ან სიმპტომები უარესდება ან ჩნდება ახალი სიმპტომები, აიცილებელია კონსულტაციის გავლა ექიმთან.

გამოიყენეთ პრეპარატი მხოლოდ გამოყენების იმ წესითა და დოზებით, რომელიც მითითებულია ინსტრუქციაში.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი რეაქციების წარმოქმნის სიხშირე კლასიფიცირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯმო) რეკომენდაციების შესაბამისად, გვერდითი ეფექტები კლასიფიცირდება სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად (≥ 1/100 და ˂ 1/10), არახშირად (≥ 1/1000 და ˂ 1/100), იშვიათად (≥ 1/10000 და ˂ 1/1000), ძალიან იშვიათად (˂ 1/10000), სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით).

კლასიფიკაცია ორგანოებისა და სისტემების მიხედვით

სიხშირე

გვერდითი ეფექტები

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

არახშირად

მეორადი ინფექცია

სიხშირე უცნობია

ფოლიკულიტი

იმუნური სისტემის მხრივ

სიხშირე უცნობია

იმუნოსუპრესია *

ენდოკრინული სისტემის მხრივ

სიხშირე უცნობია

იცენკო-კუშინგის სინდრომი,

ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დათრგუნვა *

ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ

სიხშირე უცნობია

ჰიპერგლიკემია *

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

სიხშირე უცნობია

არტერიული ჰიპერტენზია *

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი

ქსოვილის მხრივ

სიხშირე უცნობია

ზრდის შეფერხება *

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

არახშირად

კანის ატროფია,

ტელეანგიექტაზია

იშვიათად

ჰიპერტრიქოზი

სიხშირე უცნობია

შესაძლებელია შემდეგი არასასურველი ეფექტები: აკნეს მსგავსი ცვლილებები, კორტიკოსტეროიდული პურპურა,

ეპიდერმისის ზრდის დათრგუნვა, წვა, ქავილი, გაღიზიანება, გამონაყარი, კანქვეშა ქსოვილის ატროფია, კანის სიმშრალე, გამელოტება, კანის ფერის შეცვლა ან დეპიგმენტაცია, სტრიები კანზე, პირის ირგვლივ კანის ანთება, ადგილობრივი კანისმიერი რეაქციები (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი),

მორეციდივე ეგზემა.

ზოგჯერ შესაძლებელია ჭინჭრის ციება, ლაქოვან-პაპულური გამონაყარი ან არსებული დარღვევების გამწვავება.

მხედველობის ორგანოს მხრივ

არახშირად

ბუნდოვანი მხედველობა.

სიხშირე უცნობია

პრეპარატის ქუთუთოების კანზე გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს გლაუკომა ან კატარაქტა, ხოლო იშვიათ შემთხვევებში- ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (ცსქ).

ზოგადი დარღვევები და დარღვევები გამოყენების ადგილზე

სიხშირე უცნობია

შეშუპება *

  • ფლუოცინოლონის აცეტონიდის ხანგრძლივი გამოყენებისას კანში შეწოვის, კანის ვრცელ უბნებზე ან ოკლუზიური სახვევის ქვეშ წასმის შედეგად, ასევე ბავშვებში, შეიძლება განვითარდეს სისტემური არასასურველი რეაქციები. ფლუოცინოლონის აცეტონიდისთვის დამახასიათებელი სისტემური არასასურველი რეაქციები.

დოზის გადაჭარბება

დოზის მწვავე გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში შთანთქმის უფრო დიდი უნარის მქონე კანის ვრცელ დაზიანებულ უბნებზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ან ოკლუზიური სახვევის გამოყენებისას შესაძლებელია დოზის ქრონიკული გადაჭარბება, რომელსაც თან ახლავს ჰიპერკორტიციზმის ნიშნები: ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის შექცევადი დათრგუნვა, იცენკო - კუშინგის სინდრომის გამოვლინებები .

მკურნალობა: სიმპტომატური , აუცილებლობის შემთხვევაში, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კორექცია, პრეპარატის მოხსნა (გრძელვადიანი თერაპიის დროს - თანდათანობითი მოხსნა).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან უცნობია.

თავსებადია მიკრობის საწინააღმდეგო პრეპარატებთან.

ამცირებს ანტიჰიპერტენზიული, დიურეზული, ანტიარითმული სამკურნალო საშუალებების, კალიუმის პრეპარატების აქტივობას. შარდმდენი პრეპარატები (გარდა კალიუმის შემნახველებისა) ზრდიან ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს.

თუ თქვენ იყენებთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ ან რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალებებს (მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემებს) პრეპარატის გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

განსაკუთრებული მითითებები

თუ აღინიშნება მომატებული მგრძნობელობის ან კანის გაღიზიანების ნიშნები, რომლებიც დაკავშირებულია პრეპარატის გამოყენებასთან (ქავილი, წვა ან კანის სიწითლე) უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს.

მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2 კვირას.

სამკურნალო საშუალების კანის დიდ ზედაპირებზე ხანგრძლივი გამოყენების დროს იზრდება გლუკოკორტიკოსტეროიდებისათვის დამახასიათებელი სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე, შეშუპების, არტერიული წნევის მომატების, ჰიპერგლიკემიის, იმუნიტეტის დაქვეითების ჩათვლით. გახანგრძლივებული მკურნალობის დროს, როდესაც პრეპარატი გამოიყენება კანის ვრცელ ზედაპირებზე, ოკლუზიური სახვევების გამოყენებისას და ასევე ბავშვებში, შესაძლებელია გლუკოკორტიკოსტეროიდის სისტემური აბსორბცია; შესაძლებელია ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დათრგუნვა და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების განვითარება (იცენკო-კუშინგის სინდრომი) .

მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას თვალებში, ლორწოვან გარსზე ან ჭრილობებზე.

მალამო ფლუცინარი® სიფრთხილით გამოიყენება თვალების ირგვლივ კანზე ან ქუთუთოებზე გლაუკომის ან კატარაქტის განვითარების რისკის გამო, ასევე ანამნეზში ამ დაავადებების მქონე პაციენტებში, რომლებსაც შესაძლოა განუვითარდეს ამ დაავადებების გამწვავება. თვალების ირგვლივ არეში გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

თუ პაციენტს განუვითარდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება ან სხვა მხედველობითი დარღვევები, უნდა განიხილებოდეს პაციენტის ოფთალმოლოგთან გაგზავნის შესაძლებლობა ამ დარღვევების შესაძლო მიზეზების გამოსარკვევად, რომლებსაც შეიძლება განეკუთვნებოდეს კატარაქტა, გლაუკომა ან ისეთი იშვიათი დაავადებები, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია.

პრეპარატით თერაპიის დროს აუცილებელია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის პერიოდული კონტროლი, სისხლსა და შარდში კორტიზოლის დონის განსაზღვრის დახმარებით ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონით (აკტჰ) თირკმელზედა ჯირკვლების სტიმულაციის შემდეგ.

პრეპარატის გამოყენების ადგილზე მეორადი ინფექციების წარმოქნმნის შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული ანტიბაქტერიული ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები.

განსაკუთრებული სიფრთხილით პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული სახის კანზე, თხელი კანისა და ინტერტრიგინური კანის მქონე უბნებზე ( კანის ნაკეცები, იღლიის არე, საზარდულის არე, ხელებისა და ფეხების ნაკეცები) თხელი კანის მიერ გლუკოკორტიკოსტეროიდების მომატებულ შეწოვასთან დაკავშირებით და გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შესაძლებლობის გამო (ტელეანგიექტაზიები, კანის ატროფია პერიორალური დერმატიტი) ხანმოკლე გამოყენების შემდეგაც კი. ჩვეულებრივ, ეს გვერდითი ეფექტები თავისთავად ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.

სიფრთხილით გამოიყენება კანის უკვე არსებული ატროფიული ცვლილებების მქონე პირებში, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პირებში.

მკურნალობის დროს რეკომენდებულია თავისუფალი ტანსაცმლის ტარება.

პროპილენგლიკოლმა, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში, შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება გამოყენების ადგილზე.

ლანოლინს შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში. უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ ბავშვებში შესაძლებელია გლუკოკორტიკოსტეროიდის სისტემური რეზორბციის უფრო მაღალი ხარისხი კანის ზედაპირსა და სხეულის მასას შორის თანაფარდობის გამო, აგრეთვე კანის არასაკმარისი სიმწიფის გამო.

ბავშვებში გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდისა და განვითარების დარღვევა. ამიტომ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ბავშვებმა უნდა მიიღონ პრეპარატის მინიმალური დოზა, რომელიც საკმარისი იქნება ეფექტის მისაღწევად.

ბავშვებში მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატის გამოყენება არ ახდენს გავლენას ან ახდენს უმნიშვმნელო გავლენას სარტანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოშვების ფორმა

მალამო გარეგანი გამოყენებისათვის 0,025%.

15 გრ თითო ალუმინის, შიგნიდან ლითოგრაფირებულ ლაქირებულ ტუბებში.

ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია ლითოგრაფირებულ მუყაოს კოლოფში.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

ვარგისობის ვადა ტუბის პირველი გახსნის შემდეგ - 3 თვე.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 250 С ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:

მზა სამკურნალო ფორმის მწარმოებელი, დამფასოებელი, შემფუთავი, ხარისხის კონტროლის გამცემი:

ფარმქარხანა ელფა ს.ს.,

58-500 ელენია გურა, ვ. პოლიას ქუჩა 21, პოლონეთი

მომხმარებლების პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია:

ბაუშ ჰელს ირლანდია ლიმიტედ

3013 ლეიკ დრაივი, სითივესთ ბიზნეს კამპუს, დუბლინი 24, ირლანდია D24 PPT3

email: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა