ფლოქსედოლი თვალის გელი არის თვალზე გამოსაყენებელი პრეპარატი. აქტიური ნივთიერება არის ოფლოქსაცინი, ფტორქინოლონის ანტიბიოტიკი. ოფლოქსაცინი მოქმედებს ინფექციების გამომწვევი ზოგიერთი ტიპის ბაქტერიის განადგურებით. ფლოქსედოლი განკუთვნილია მოზრდილებისთვის და ერთი წლის ან უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ოფლოქსაცინი (ofloxacin)
- ფორმა და შეფუთვა
- 3მგ/მლ 10მლ თვალის გელი პოლიეთილენის საწვეთურიანი ბოთლი №1
- მწარმოებელი
- Laboratório Edol – Produtos Farmacêuticos, S.A., პორტუგალია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, ფტორქინოლონები
- ATC კოდი
- S01AE01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040859
- რეგისტრირებულია
- 26 აპრილი 2024, მოქმედებს 26 აპრილი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „რიჩ გრუპ"
- GMP
- -
ფლოქსედოლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ფლოქსედოლი თვალის გელი არის თვალზე გამოსაყენებელი პრეპარატი.
აქტიური ნივთიერება არის ოფლოქსაცინი, ფტორქინოლონის ანტიბიოტიკი. ოფლოქსაცინი მოქმედებს ინფექციების გამომწვევი ზოგიერთი ტიპის ბაქტერიის განადგურებით.
ფლოქსედოლი განკუთვნილია მოზრდილებისთვის და ერთი წლის ან უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.
ფლოქსედოლი გამოიყენება ოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული გარე თვალის ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა:
- კონიუნქტივიტი (კონიუნქტივის ანთება);
- ბლეფარიტი (ქუთუთოების ანთება);
- ბლეფაროკონიუნქტივიტი (კონიუნქტივისა და ქუთუთოების ანთება);
- დაკრიოცისტიტი (საცრემლე სადინრის ინფექცია);
- კერატიტი (რქოვანას წყლულები).
ფლოქსედოლი ნაჩვენებია პრე და პოსტოპერაციული ინფექციების და ზოგადად თვალის კაკლის დაზიანებების პროფილაქტიკისთვის.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა დადგინდეს ექიმის მიერ, თითოეული პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე.
რეკომენდებული დოზა მოზრდილებში და ერთი წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში:
1-ლი და მე-2 დღე
1-დან 2 წვეთი ყოველ 2 საათში ან ყოველ 4 საათში
მე-3 დღიდან
4-ჯერ დღეში (ყოველ 6 საათში)
უფრო მძიმე შემთხვევებში
(მაგ.: კერატიტი)
დოზა შეიძლება გაიზარდოს 1 ან 2 წვეთამდე, გამოიყენება ყოველ საათში ან ყოველ ორ საათში
გამოყენების წესი
ყოველთვის დაიბანეთ ხელები წვეთების თვალში (თვალებში) მოთავსებამდე. წვეთები თვალში (თვალებში) უნდა ჩაიწვეთოთ შემდეგნაირად:
- ბოთლი გახსენით თავსახურის დატრიალებით საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.
- თავი უკან გადასწიეთ და ქვედა ქუთუთო ოდნავ ქვემოთ ჩამოწიეთ, რათა წარმოიქმნას პატარა ჯიბე ქუთუთოსა და თვალს შორის.
- ამოატრილეთ ბოთლი და მსუბუქად დააჭირეთ, სანამ წვეთი არ ჩავარდება თვალში, ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. არ შეეხოთ თვალებს ან ქუთუთოებს საწვეთურის წვერით.
- დახუჭეთ თვალი და თითით დააჭირეთ თვალის კუთხეს, ცხვირთან ახლოს, 2 წუთის განმავლობაში. ეს ხელს უშლის პრეპარატის გადასვლას სხეულის სხვა ნაწილებში.
- გაიმეორეთ ნაბიჯები 2-დან 4-მდე მეორე თვალისთვის, თუ თქვენმა ექიმმა გირჩიათ.
- გამოყენების შემდეგ, დაუყონებლივ დაახურეთ თავსახური დატრიალებით, ვიდრე ის მჭიდროდ არ მოთავსდება ბოთლზე. ზედმეტად არ მოუჭიროთ თავსახურს.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სიმპტომების გაქრობიდან 48 საათის განმავლობაში.
ხანდაზმულებში და თირკმელებისა და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თუ იყენებთ საჭიროზე მეტ ფლოქსედოლს
ამ მედიკამენტის გამოყენებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ბოთლის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ფლოქსედოლის გამოყენება
გამოიყენეთ შემდეგი დოზა როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ გააგრძელეთ ჩვეული რეჟიმით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ფლოქსედოლის გამოყენებას
არ შეწყვიტოთ ფლოქსედოლის გამოყენება ექიმის მიერ რეკომენდებული მკურნალობის დასრულებამდე, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
- თუ ალერგიული ხართ ოფლოქსაცინზე, სხვა ქინოლონებზე (ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი და ნორფლოქსაცინი) ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
სიფრთხილის ზომები
ფლოქსედოლის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- თუ ინფექცია არ გაუმჯობესდა მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ ან თუ მკურნალობის დროს თვალის სიმპტომები გაუარესდა, მიმართეთ თქვენს ექიმს კლინიკური მდგომარეობის უკეთ შესაფასებლად.
- მყესების შეშუპება და გახეთქვა აღინიშნა ადამიანებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს პერორალურად ან ინტრავენურად, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში და იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობდნენ კორტიკოსტეროიდებით. შეწყვიტეთ ფლოქსედოლის მიღება, თუ განვითარდა მყესების ტკივილი ან შეშუპება (ტენდინიტი).
- თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს - შეწყვიტეთ კონტაქტური ლინზების გამოყენება, თუ გაქვთ თვალის ინფექციის ნიშნები ან სიმპტომები. გამოიყენეთ სათვალე კონტაქტური ლინზების ნაცვლად. არ დაიწყოთ ხელახლა კონტაქტური ლინზების გამოყენება, სანამ ინფექციის ნიშნები და სიმპტომები არ გაქრება ან მკურნალობა არ დასრულდება. ასევე, სანამ კონტაქტური ლინზების გამოყენებას განაახლებთ, უნდა იყოთ თქვენი ოფთალმოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.
ბავშვები
- მიზანშეწონილი არ არის ფლოქსედოლის გამოყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუ პოტენციური სარგებელი არ აღემატება პოტენციურ რისკს. ოფლოქსაცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში და ახალშობილთა კონიუნქტივიტის პროფილაქტიკისათვის ჯერ დადგენილი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ბოლო დროს იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
მიზანშეწონილი არ არის ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს. ორსულ ქალებში ფლოქსედოლის გამოყენების შესახებ არასაკმარისი ინფორმაციაა. ეს პრეპარატი გამოყენებული უნდა იყოს ორსულობის დროს მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.
ძუძუთი კვება
მიზანშეწონილი არ არის ამ პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში. ოფლოქსაცინი შეიძლება გამოიყოს დედის რძით, ამიტომ მისი გამოყენება არ შეიძლება ლაქტაციის პერიოდში. ძუძუთი კვების შეწყვეტა უნდა შეფასდეს ექიმის მიერ, თუ არსებობს მკურნალობის საჭიროება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ფლოქსედოლის გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ ფლოქსედოლის გამოყენების შემდეგ გაქვთ მხედველობის დაბინდვა ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, არ მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები, სანამ თქვენი ნორმალური მხედველობა არ აღდგება.
ფლოქსედოლი შეიცავს ფოსფატის ბუფერებს
ეს პრეპარატი შეიცავს 4.0 მგ ფოსფატებს თითოეულ მლ-ში.
თუ აქვთ თვალის წინა შრის (რქოვანას) მკვეთრი დაზიანება, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ფოსფატებმა შეიძლება გამოიწვიოს რქოვანაზე მუქი ლაქები მკურნალობის დროს კალციუმის დაგროვების გამო.
ფლოქსედოლი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
ეს პრეპარატი შეიცავს 0,1 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს ხსნარის თითოეულ მლ-ში. შეიძლება მოხდეს ბენზალკონიუმის ქლორიდის შეწოვა რბილი კონტაქტური ლინზებით და შეიძლება შეიცვალოს კონტაქტური ლინზების ფერი. ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მოიხსნათ კონტაქტური ლინზები და ხელახლა ჩაისვათ 15 წუთის შემდეგ.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით თუ გაქვთ თვალების სიმშრალე ან რქოვანას (თვალის წინა შრე) დარღვევები. თუ ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ გრძნობთ თვალში უჩვეულო შეგრძნებას, ჩხვლეტას ან ტკივილს, მიმართეთ თქვენს ექიმს.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ზოგადად, ოფლოქსაცინის თვალის გელი კარგად გადაიტანება ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.
გვერდითი ეფექტებია:
სიხშირე
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი
- დისკომფორტის და თვალში გარდამავალი წვის შეგრძნება
ძალიან იშვიათი
თავბრუსხვევა;
- გულისრევა (ღებინება);
- ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ზოგიერთ პაციენტს, რომლებსაც აქვთ თვალის წინა შრის (რქოვანა) მძიმე დაზიანება, განუვითარდათ მუქი ლაქები რქოვანაზე მკურნალობის დროს კალციუმის დაგროვების გამო.
უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)
სერიოზული გვერდითი მოვლენები:
- პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში კანის გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) დაფიქსირდა ოფლოქსაცინის გამოყენებისას, რაც თავდაპირველად ვლინდება მოწითალო წერტილის მსგავსი ლაქების ან წრიული ლაქების სახით, ხშირად ცენტრალური ბუშტუკებით ტანზე.
არასერიოზული გვერდითი მოვლენები:
- თვალების ირგვლივ შეშუპება (ქუთუთოების შეშუპების ჩათვლით).
სხვა მოხსენებული მოვლენები:
- ჩხვლეტის შეგრძნება;
- ჰიპერემია (სიწითლე);
- ქავილი;
- კონიუნქტივიტი და ქიმიური კერატიტი;
- უცხო სხეულის შეგრძნება;
- ფოტოფობია (სინათლეზე მგრძნობელობა);
- ბუნდოვანი ხედვა;
- ცრემლდენა;
- თვალის სიმშრალე;
- თვალის ტკივილი;
- პერიორბიტალური შეშუპება (ქუთუთოების შეშუპების ჩათვლით);
- დისგევზია.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები პირდაპირ INFARMED I.P.-ის მეშვეობით ქვემოთ მოცემული კონტაქტების გამოყენებით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
INFARMED, I.P.
Direção de Gestão do Risco de Medicamentos
Parque da Saúde de Lisboa, Av. Brasil 53
1749-004 ლისაბონი
ტელ: +351 21 798 73 73
მედიკამენტების ხაზი: 800222444 (უფასო)
ფაქსი: + 351 21 798 73 97
ვებგვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram
ელ.ფოსტა: [email protected]
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერება არის ოფლოქსაცინი.
- სხვა ინგრედიენტებია: ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, მონობაზური ნატრიუმის ფოსფატის მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი (50% ხსნარი) და საინექციო წყალი. შეიძლება შეიცავდეს მარილმჟავას ან ნატრიუმის ჰიდროქსიდს (pH კორექტირებისთვის).
ფლოქსედოლის იერსახე და შეფუთვის შიგთავსი
ფლოქსედოლი არის გამჭვირვალე და ღია ყვითელი ფერის გელი.
ფლოქსედოლი მოწოდებულია შეფუთვაში თეთრი ფერის პოლიეთილენის ბოთლში საწვეთურით, რომელიც შეიცავს 10 მლ თვალის გელს. ბოთლი დალუქულია თეთრი ხრახნიანი თავსახურით, ფალსიფიკაციის საწინააღმდეგო დახურვის სისტემით (დამცავი რგოლი).
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
შენახვის პირობები
შეინახეთ კონტეინერი შესაბამის ადგილას, მჭიდროდ დახურული, გარე მუყაოს კოლოფში სინათლისა და ტენისგან დასაცავად.
ბოთლის პირველი გახსნის შემდეგ გამოიყენეთ ფლოქსედოლი 28 დღის განმავლობაში. არ შეინახოთ 25ºC-ზე მეტ ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე და კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ფლოქსედოლი 3 მგ/მლ თვალის გელი
ოფლოქსაცინი
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი სრულად, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
- თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
- თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
ამ ფურცელში
- რა არის ფლოქსედოლი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ფლოქსედოლის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება ფლოქსედოლი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება ფლოქსედოლი
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის ფლოქსედოლი და რისთვის გამოიყენება
ფლოქსედოლი თვალის გელი არის თვალზე გამოსაყენებელი პრეპარატი.
აქტიური ნივთიერება არის ოფლოქსაცინი, ფტორქინოლონის ანტიბიოტიკი. ოფლოქსაცინი მოქმედებს ინფექციების გამომწვევი ზოგიერთი ტიპის ბაქტერიის განადგურებით.
ფლოქსედოლი განკუთვნილია მოზრდილებისთვის და ერთი წლის ან უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.
ფლოქსედოლი გამოიყენება ოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული გარე თვალის ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა:
- კონიუნქტივიტი (კონიუნქტივის ანთება);
- ბლეფარიტი (ქუთუთოების ანთება);
- ბლეფაროკონიუნქტივიტი (კონიუნქტივისა და ქუთუთოების ანთება);
- დაკრიოცისტიტი (საცრემლე სადინრის ინფექცია);
- კერატიტი (რქოვანას წყლულები).
ფლოქსედოლი ნაჩვენებია პრე და პოსტოპერაციული ინფექციების და ზოგადად თვალის კაკლის დაზიანებების პროფილაქტიკისთვის.
- რა უნდა იცოდეთ ფლოქსედოლის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ფლოქსედოლი
- თუ ალერგიული ხართ ოფლოქსაცინზე, სხვა ქინოლონებზე (ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი და ნორფლოქსაცინი) ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ფლოქსედოლის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- თუ ინფექცია არ გაუმჯობესდა მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ ან თუ მკურნალობის დროს თვალის სიმპტომები გაუარესდა, მიმართეთ თქვენს ექიმს კლინიკური მდგომარეობის უკეთ შესაფასებლად.
- მყესების შეშუპება და გახეთქვა აღინიშნა ადამიანებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს პერორალურად ან ინტრავენურად, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში და იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობდნენ კორტიკოსტეროიდებით. შეწყვიტეთ ფლოქსედოლის მიღება, თუ განვითარდა მყესების ტკივილი ან შეშუპება (ტენდინიტი).
- თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს - შეწყვიტეთ კონტაქტური ლინზების გამოყენება, თუ გაქვთ თვალის ინფექციის ნიშნები ან სიმპტომები. გამოიყენეთ სათვალე კონტაქტური ლინზების ნაცვლად. არ დაიწყოთ ხელახლა კონტაქტური ლინზების გამოყენება, სანამ ინფექციის ნიშნები და სიმპტომები არ გაქრება ან მკურნალობა არ დასრულდება. ასევე, სანამ კონტაქტური ლინზების გამოყენებას განაახლებთ, უნდა იყოთ თქვენი ოფთალმოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.
ბავშვები
- მიზანშეწონილი არ არის ფლოქსედოლის გამოყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუ პოტენციური სარგებელი არ აღემატება პოტენციურ რისკს. ოფლოქსაცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში და ახალშობილთა კონიუნქტივიტის პროფილაქტიკისათვის ჯერ დადგენილი არ არის.
სხვა მედიკამენტები და ფლოქსედოლი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ბოლო დროს იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
მიზანშეწონილი არ არის ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს. ორსულ ქალებში ფლოქსედოლის გამოყენების შესახებ არასაკმარისი ინფორმაციაა. ეს პრეპარატი გამოყენებული უნდა იყოს ორსულობის დროს მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.
ძუძუთი კვება
მიზანშეწონილი არ არის ამ პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში. ოფლოქსაცინი შეიძლება გამოიყოს დედის რძით, ამიტომ მისი გამოყენება არ შეიძლება ლაქტაციის პერიოდში. ძუძუთი კვების შეწყვეტა უნდა შეფასდეს ექიმის მიერ, თუ არსებობს მკურნალობის საჭიროება.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
ფლოქსედოლის გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ ფლოქსედოლის გამოყენების შემდეგ გაქვთ მხედველობის დაბინდვა ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, არ მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები, სანამ თქვენი ნორმალური მხედველობა არ აღდგება.
ფლოქსედოლი შეიცავს ფოსფატის ბუფერებს
ეს პრეპარატი შეიცავს 4.0 მგ ფოსფატებს თითოეულ მლ-ში.
თუ აქვთ თვალის წინა შრის (რქოვანას) მკვეთრი დაზიანება, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ფოსფატებმა შეიძლება გამოიწვიოს რქოვანაზე მუქი ლაქები მკურნალობის დროს კალციუმის დაგროვების გამო.
ფლოქსედოლი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
ეს პრეპარატი შეიცავს 0,1 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს ხსნარის თითოეულ მლ-ში. შეიძლება მოხდეს ბენზალკონიუმის ქლორიდის შეწოვა რბილი კონტაქტური ლინზებით და შეიძლება შეიცვალოს კონტაქტური ლინზების ფერი. ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მოიხსნათ კონტაქტური ლინზები და ხელახლა ჩაისვათ 15 წუთის შემდეგ.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით თუ გაქვთ თვალების სიმშრალე ან რქოვანას (თვალის წინა შრე) დარღვევები. თუ ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ გრძნობთ თვალში უჩვეულო შეგრძნებას, ჩხვლეტას ან ტკივილს, მიმართეთ თქვენს ექიმს.
- როგორ გამოიყენება ფლოქსედოლი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა დადგინდეს ექიმის მიერ, თითოეული პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე.
რეკომენდებული დოზა მოზრდილებში და ერთი წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში:
1-ლი და მე-2 დღე
1-დან 2 წვეთი ყოველ 2 საათში ან ყოველ 4 საათში
მე-3 დღიდან
4-ჯერ დღეში (ყოველ 6 საათში)
უფრო მძიმე შემთხვევებში
(მაგ.: კერატიტი)
დოზა შეიძლება გაიზარდოს 1 ან 2 წვეთამდე, გამოიყენება ყოველ საათში ან ყოველ ორ საათში
გამოყენების წესი
ყოველთვის დაიბანეთ ხელები წვეთების თვალში (თვალებში) მოთავსებამდე. წვეთები თვალში (თვალებში) უნდა ჩაიწვეთოთ შემდეგნაირად:
- ბოთლი გახსენით თავსახურის დატრიალებით საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.
- თავი უკან გადასწიეთ და ქვედა ქუთუთო ოდნავ ქვემოთ ჩამოწიეთ, რათა წარმოიქმნას პატარა ჯიბე ქუთუთოსა და თვალს შორის.
- ამოატრილეთ ბოთლი და მსუბუქად დააჭირეთ, სანამ წვეთი არ ჩავარდება თვალში, ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. არ შეეხოთ თვალებს ან ქუთუთოებს საწვეთურის წვერით.
- დახუჭეთ თვალი და თითით დააჭირეთ თვალის კუთხეს, ცხვირთან ახლოს, 2 წუთის განმავლობაში. ეს ხელს უშლის პრეპარატის გადასვლას სხეულის სხვა ნაწილებში.
- გაიმეორეთ ნაბიჯები 2-დან 4-მდე მეორე თვალისთვის, თუ თქვენმა ექიმმა გირჩიათ.
- გამოყენების შემდეგ, დაუყონებლივ დაახურეთ თავსახური დატრიალებით, ვიდრე ის მჭიდროდ არ მოთავსდება ბოთლზე. ზედმეტად არ მოუჭიროთ თავსახურს.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სიმპტომების გაქრობიდან 48 საათის განმავლობაში.
ხანდაზმულებში და თირკმელებისა და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თუ იყენებთ საჭიროზე მეტ ფლოქსედოლს
ამ მედიკამენტის გამოყენებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ბოთლის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ფლოქსედოლის გამოყენება
გამოიყენეთ შემდეგი დოზა როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ გააგრძელეთ ჩვეული რეჟიმით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ფლოქსედოლის გამოყენებას
არ შეწყვიტოთ ფლოქსედოლის გამოყენება ექიმის მიერ რეკომენდებული მკურნალობის დასრულებამდე, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ზოგადად, ოფლოქსაცინის თვალის გელი კარგად გადაიტანება ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.
გვერდითი ეფექტებია:
სიხშირე
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი
- დისკომფორტის და თვალში გარდამავალი წვის შეგრძნება
ძალიან იშვიათი
თავბრუსხვევა;
- გულისრევა (ღებინება);
- ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ზოგიერთ პაციენტს, რომლებსაც აქვთ თვალის წინა შრის (რქოვანა) მძიმე დაზიანება, განუვითარდათ მუქი ლაქები რქოვანაზე მკურნალობის დროს კალციუმის დაგროვების გამო.
უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)
სერიოზული გვერდითი მოვლენები:
- პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში კანის გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) დაფიქსირდა ოფლოქსაცინის გამოყენებისას, რაც თავდაპირველად ვლინდება მოწითალო წერტილის მსგავსი ლაქების ან წრიული ლაქების სახით, ხშირად ცენტრალური ბუშტუკებით ტანზე.
არასერიოზული გვერდითი მოვლენები:
- თვალების ირგვლივ შეშუპება (ქუთუთოების შეშუპების ჩათვლით).
სხვა მოხსენებული მოვლენები:
- ჩხვლეტის შეგრძნება;
- ჰიპერემია (სიწითლე);
- ქავილი;
- კონიუნქტივიტი და ქიმიური კერატიტი;
- უცხო სხეულის შეგრძნება;
- ფოტოფობია (სინათლეზე მგრძნობელობა);
- ბუნდოვანი ხედვა;
- ცრემლდენა;
- თვალის სიმშრალე;
- თვალის ტკივილი;
- პერიორბიტალური შეშუპება (ქუთუთოების შეშუპების ჩათვლით);
- დისგევზია.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები პირდაპირ INFARMED I.P.-ის მეშვეობით ქვემოთ მოცემული კონტაქტების გამოყენებით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
INFARMED, I.P.
Direção de Gestão do Risco de Medicamentos
Parque da Saúde de Lisboa, Av. Brasil 53
1749-004 ლისაბონი
ტელ: +351 21 798 73 73
მედიკამენტების ხაზი: 800222444 (უფასო)
ფაქსი: + 351 21 798 73 97
ვებგვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram
ელ.ფოსტა: [email protected]
- როგორ ინახება ფლოქსედოლი
შეინახეთ კონტეინერი შესაბამის ადგილას, მჭიდროდ დახურული, გარე მუყაოს კოლოფში სინათლისა და ტენისგან დასაცავად.
ბოთლის პირველი გახსნის შემდეგ გამოიყენეთ ფლოქსედოლი 28 დღის განმავლობაში. არ შეინახოთ 25ºC-ზე მეტ ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე და კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ფლოქსედოლი
- აქტიური ნივთიერება არის ოფლოქსაცინი.
- სხვა ინგრედიენტებია: ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, მონობაზური ნატრიუმის ფოსფატის მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი (50% ხსნარი) და საინექციო წყალი. შეიძლება შეიცავდეს მარილმჟავას ან ნატრიუმის ჰიდროქსიდს (pH კორექტირებისთვის).
ფლოქსედოლის იერსახე და შეფუთვის შიგთავსი
ფლოქსედოლი არის გამჭვირვალე და ღია ყვითელი ფერის გელი.
ფლოქსედოლი მოწოდებულია შეფუთვაში თეთრი ფერის პოლიეთილენის ბოთლში საწვეთურით, რომელიც შეიცავს 10 მლ თვალის გელს. ბოთლი დალუქულია თეთრი ხრახნიანი თავსახურით, ფალსიფიკაციის საწინააღმდეგო დახურვის სისტემით (დამცავი რგოლი).
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
Laboratório Edol - Produtos Farmacêuticos, S.A.
Av. 25 de Abril, 6-6A
2795-225 Linda-a-Velha
პორტუგალია
ტელეფონი: + 351 21 415 81 30
ფაქსი: + 351 21 415 81 31
ელ.ფოსტა: [email protected]
მწარმოებლები
Laboratório Edol - Produtos Farmacêuticos, S.A.
Av. 25 de Abril 6-6A, 2795-225 Linda-a-Velha - პორტუგალია
Rua Quinta do Salrego 22-22A, Portela de Carnaxide, 2790-144 Carnaxide –
პორტუგალია | Rua Casal do Canas 6-6A, 2790-204 Carnaxide - პორტუგალია
ეს ფურცელი ბოლოს შესწორდა 2022 წლის ივნისში
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.





