ფლოკორტი არის ორი მოქმედი ნივთიერების ნაზავი, ოფლოქსაცინი, ანტიბიოტიკი, რომელიც აქტიურია ისეთი ბაქტერიების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, რომლებსაც შეუძლიათ თვალის დაინფიცირება და დექსამეტაზონი, კორტიკოსტეროიდი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ოფლოქსაცინი (ofloxacin) + დექსამეტაზონი (dexamethasone)
- ფორმა და შეფუთვა
- (1მგ+3მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი საწვეთურიანი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Laboratório Edol - Produtos Farmacêuticos, S.A., პორტუგალია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები კომბინაციაში
- ATC კოდი
- S01CA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042916
- რეგისტრირებულია
- 6 მარტი 2025, მოქმედებს 6 მარტი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „რიჩ გრუპ“
- GMP
- -
ფლოკორტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ფლოკორტი არის ორი მოქმედი ნივთიერების ნაზავი, ოფლოქსაცინი, ანტიბიოტიკი, რომელიც აქტიურია ისეთი ბაქტერიების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, რომლებსაც შეუძლიათ თვალის დაინფიცირება და დექსამეტაზონი, კორტიკოსტეროიდი.
ფლოკორტი ნაჩვენებია თვალის პრე და პოსტოპერაციული ქირურგიის დროს, როდესაც ინფექცია და ანთება შეიძლება ერთდროულად არსებობდეს და თვალის გარე ზედაპირის ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, რაც ნიშნავს ბაქტერიულ ინფექციებს მძიმე ანთებითი რეაქციით.
ფლოკორტი ნაჩვენებია მოზრდილებში (მათ შორის ხანდაზმულებში).
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზაა ერთი-ორ წვეთი დაზიანებულ თვალში(ებში), სამ-ექვსჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 10 დღეზე მეტი.
გამოყენების წესი
ყოველთვის დაიბანეთ ხელები წვეთების თვალებში ჩაწვეთებამდე.
ჩაიწვეთეთ წვეთები თვალ(ებ)ში შემდეგნაირად:
ბოთლის გასახსნელად, გადაატრიალეთ თავსახური საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.
გადაწიეთ თავი უკან და ქვედა ქუთუთო ოდნავ ჩამოწიეთ ქვემოთ, რათა შეიქმნას პატარა ჯიბე ქუთუთოსა და თვალს შორის.
გადმოატრიალეთ ბოთლი და ოდნავ მოუჭირეთ სანამ ერთი წვეთი არ ჩაეწვეთება თვალში, მიჰყებით ექიმის რეკომენდაციას. არ შეეხოთ თვალს ან ქუთუთოს საწვეთურის წვერით, რათა თავიდან აიცილოთ ხსნარის დაბინძურება.
დახუჭეთ თვალი და დააჭირეთ თითი თვალის კუთხეში, ცხვირთან, 2 წუთის განმავლობაში. ეს ხელს შეუშლის პრეპარატის დანარჩენ სხეულში მოხვედრას.
გაიმეორეთ მე-2-დან მე-4-მდე ნაბიჯები მეორე თვალისთვის, თუ ექიმი გირჩევთ ამის გაკეთებას;
გამოყენების შემდეგ, უკან დაახურეთ თავსახური და გადაატრიალეთ, სანამ მყარად არ დაეხურება არ მოუჭიროთ თავსახური ძალიან მჭიდროდ.
ხანდაზმულ პაციენტებში ან თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ბავშვებში ფლოკორტის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. ფლოკორტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და მოზარდებში.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ფლოკორტი
თუ ჩაიწვეთეთ ძალიან ბევრი პროდუქტი თვალში და გახანგრძლივდა გაღიზიანება, ამოიბანეთ თვალი სტერილური წყლით.
ბოთლის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ფლოკორტის გამოყენება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ფლოკორტის გამოყენებას
არ შეწყვიტოთ მკურნალობა უეცრად. თუ თქვენ ფიქრობთ მკურნალობის შეწყვეტას, მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია დექსამეტაზონის ფოსფატის ან ოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);
თუ გაქვთ მწვავე ჩირქოვანი ბაქტერიული ინფექცია, სოკოვანი ინფექცია, ვირუსული ინფექცია (ჰერპეს ვირუსი, ვაქცინიის ვირუსი, ვარიცელა ზოსტერის ვირუსი) ან ამებური ინფექცია;
თუ გაქვთ რქოვანას დაზიანებები (პერფორაცია, წყლულები ან დაზიანებები, რომლებიც დაკავშირებულია არასრულ ნაწიბურებთან);
თუ გაქვთ გლუკოკორტიკოსტეროიდებით (კორტიკოსტეროიდების ოჯახი) გამოწვეული თვალის ჰიპერტენზია.
სიფრთხილის ზომები
ფლოკორტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ შეშუპება და წონაში მატება ტანსა და სახეზე, რადგან ეს სიმპტომები ჩვეულებრივ კუშინგის სინდრომის პირველი გამოვლინებებია.
თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა შეიძლება განვითარდეს ფლოკორტით ხანგრძლივი ან ინტენსიური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. აცნობეთ თქვენს ექიმს, სანამ თვითნებურად შეწყვეტთ მკურნალობას. ეს რისკები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებსა და იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ რიტონავირით ან კობიცისტატით.
ფლოკორტის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება, ამიტომ საჭიროა თვალშიდა წნევის უფრო ხშირი მონიტორინგი.
შეიძლება აღინიშნოს ოპორტუნისტული ინფექციები, მათ შორის სოკოვანი ინფექციები. ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი თერაპიული მკურნალობა.
ადგილობრივი კორტიკოიდების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ანთებითი გამოვლინებები და შენიღბოს ან გააძლიეროს ჩირქოვანი ინფექციები (ჩირქით).
თვალის უფრო ხშირი მონიტორინგი რეკომენდებულია რქოვანას წყლულის მქონე პაციენტებში. ფლოკორტის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ანთება არის ჭრილობის დაგვიანებული შეხორცების მთავარი მიზეზი.
მძიმე ალერგიული კონიუნქტივიტის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ სტანდარტულ თერაპიაზე, ფლოკორტი უნდა დაინიშნოს მხოლოდ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.
ფლოკორტით მკურნალობისას თავიდან უნდა იქნას აცილებული კონტაქტური ლინზების გამოყენება.
თუ გაქვთ დიაბეტი, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ოფთალმოლოგს.
თუ გაქვთ დაუდგენელი თვალის სიწითლე, არ გამოიყენოთ ფლოკორტი.
ფლოკორტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ქინოლონების შემცველი სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ მხედველობის დაბინდვა ან სხვა სახის მხედველობის დარღვევა.
ამ მედიკამენტის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ახალი ბაქტერიული ინფექცია, რომელიც არ რეაგირებენ ფლოკორტზე.
თუ ინფექციის მდგომარეობა არ უმჯობესდება მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, ან თუ თვალის სიმპტომები უარესდება მკურნალობის დროს, მიმართეთ თქვენს ექიმს კლინიკური მდგომარეობის უკეთ შესაფასებლად.
ეს პრეპატატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დაზიანება ან წყლულები თვალის ზედაპირზე.
ფლოკორტმა შეიძლება გაზარდოს მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ. ფლოკორტით მკურნალობისას თავიდან უნდა იქნას აცილებული მზის ან მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება.
გულის პრობლემები: ფლოკორტის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე, თუ გაქვთ თანდაყოლილი ან გაქვთ ოჯახურ ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივება (გამოვლენილი ეკგ-ზე, გულის ელექტროკარდიოგრამაზე), გაქვთ სისხლში მარილის დისბალანსი (განსაკუთრებით კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში), გაქვთ ძალიან ნელი გულის რითმი (ბრადიკარდია), გაქვთ სუსტი გული (გულის უკმარისობა), გაქვთ გულის შეტევა ანამნეზში (მიოკარდიუმის ინფარქტი), ხართ ქალი ან ხანდაზმული ასაკის ან იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც იწვევენ ეკგ-ს პათოლოგიურ ცვლილებებს (იხილეთ პარაგრაფი „სხვა სამკურნალო საშუალებები და ფლოკორტი“).
მყესების შეშუპება და გაწყვეტა აღინიშნა ადამიანებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს პერორალურად ან ინტრავენურად, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში და იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობდნენ კორტიკოსტეროიდებითაც. შეწყვიტე ფლოკორტის მიღება, თუ აღგენიშნებათ მყესების ტკივილი ან შეშუპება (ტენდინიტი).
ბავშვები და მოზარდები
ფლოკორტის გამოყენების გამოცდილება ბავშვებში შეზღუდულია. ბავშვებში ფლოკორტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
თავიდან უნდა იქნას აცილებული ხანგრძლივი თერაპია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპატატები.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც შეუძლიათ გულის რიტმის ცვლილება: მედიკამენტები, რომლებიც მიეკუთვნებიან ანტიარითმიული საშუალებების ჯგუფს (მაგ.: ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალებები (რომლებიც მიეკუთვნება მაკროლიდების ჯგუფს), ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ რიტონავირს ან კობიცისტატს, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს დექსამეტაზონის რაოდენობა სისხლში.
აღინიშნა რქოვანას ზედაპირზე კალციუმის ფოსფატის დალექვის შემთხვევები, როდესაც კორტიკოსტეროიდები გამოიყენებოდა ადგილობრივ ბეტა-ბლოკატორებთან ერთად.
თუ იყენებთ თვალის სხვა წვეთებს, უნდა დაელოდოთ მინიმუმ 15 წუთი პრეპარატების გამოყენებებს შორის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა: ფლოკორტის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ორსულობის დროს.
ძუძუთი კვება: ფლოკორტის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ძუძუთი კვების პერიოდში. ოფლოქსაცინი შეიძლება გამოიყოს დედის რძეში, ამიტომ ის არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს. ძუძუთი კვების შეწყვეტა უნდა შეაფასოს ექიმმა, როდესაც საჭიროა მკურნალობა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თუ ფლოკორტის გამოყენების შემდეგ გრძნობთ მხედველობის დროებით დაბინდვას, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ გამოიყენოთ მექანიზმები, სანამ მხედველობა არ დაბრუნდება ნორმას.
ფლოკორტი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
ეს პრეპარატი შეიცავს 0.1 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს ხსნარის თითოეულ მლ-ში. ბენზალკონიუმის ქლორიდი შეიძლება შეიწოვოს რბილმა კონტაქტურმა ლინზებმა და შეიძლება მან შეცვალოს კონტაქტური ლინზების ფერი. ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მოიხსნათ კონტაქტური ლინზები და ჩაისვათ 15 წუთის შემდეგ.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით თუ გაქვთ თვალების სიმშრალე ან რქოვანას დაზიანება (თვალის წინა სუფთა შრე). თუ ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ გრძნობთ უჩვეულო შეგრძნებას თვალში, ჩხვლეტას ან ტკივილს, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ფლოკორტი შეიცავს ფოსფატის ბუფერებს
ეს პრეპარატი შეიცავს 4.0 მგ ფოსფატს ხსნარის თითოეულ მლ-ში.
თუ აღგენიშნებათ თვალის წინა სუფთა შრის (რქოვანას) მკვეთრი დაზიანება, მკურნალობის დროს ძალიან იშვიათ შემთხვევებში ფოსფატებმა შეიძლება გამოიწვიოს რქოვანაზე შემღვრეული ლაქების წარმოქმნა კალციუმის დაგროვების გამო.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
ძალიან ხშირი (სავარაუდოდ გავლენას ახდენს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე):
თვალშიდა წნევის მომატება (წნევა თვალის შიგნით).
ხშირი (სავარაუდოდ გავლენას ახდენს 10-დან 1 ადამიანზე):
თვალის გაღიზიანება, თვალის დისკომფორტი, წვა, ქავილი, ჩხვლეტის შეგრძნება და მხედველობის დაბინდვა (შემღვრება) (ეს სიმპტომები ჩვეულებრივ დროებითია და მსუბუქი).
არახშირი (სავარაუდოდ გავლენას ახდენს 100-დან 1 ადამიანზე):
ჭრილობის დაგვიანებული შეხორცება, თვალის ლინზის შემღვრევა (კატარაქტა), ოპორტუნისტული ინფექცია და გლაუკომა.
ძალიან იშვიათი (სავარაუდოდ, გავლენას ახდენს 10 000-დან 1 ადამიანზე):
გუგის გაფართოება (მიდრიაზი), სახის შეშუპება (სახის შეშუპება), ქუთუთოების დაშვება (პტოზი), თვალის უკანა ნაწილის ანთება (უვეიტი), რქოვანას ანთება (ლინზების კერატოპათია და კერატიტი), რქოვანას სისქის ცვლილება, რქოვანას შეშუპება (შეშუპება), რქოვანას წყლული, რქოვანას პერფორაცია, თვალის გარსების ანთება (კონიუნქტივიტი).
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, თვალის სუფთა წინა ფრის (რქოვანას) ძლიერი დაზიანების მქონე ზოგიერთ პაციენტს მკურნალობის დროს განუვითარდა რქოვანაზე შემღვრეული ლაქები კალციუმის დაგროვების გამო.
უცნობი (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):
სერიოზული გვერდითი მოვლენები: პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში კანისმიერი გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) აღინიშნა ფლოკორტის გამოყენებისას, რომელიც თავდაპირველად ვლინდება როგორც მოწითალო სამიზნის მსგავსი ლაქები ან წრიული ლაქები, ხშირად ცენტრალური ბუშტუკებით ტანზე.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ალერგიული რეაქციების ნიშნები და სიმპტომები თვალზე, როგორიცაა თვალისა და ქუთუთოს ქავილი, ანაფილაქსიური რეაქციები, გამოხატული სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის, ხელებისა და ფეხების შეშუპებით (ანგიონევროზული შეშუპება), ქოშინი, მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი), პირ-ხახის (პირის უკანა ნაწილის) შეშუპება, სახის და ენის შეშუპება.
ჰორმონალური პრობლემები: სხეულზე ზედმეტი თმების ზრდა (განსაკუთრებით ქალებში), კუნთების სისუსტე და ატროფია, იასამნისფერი სტრიები სხეულის კანზე, არტერიული წნევის მომატება, არარეგულარული მენსტრუაცია ან მისი არქონა, ორგანიზმში ცილის და კალციუმის დონის ცვლილება, ზრდის შეფერხება ბავშვებსა და მოზარდებში და სხეულისა და სახის შეშუპება და წონის მომატება („კუშინგის სინდრომი“) (იხ. პარაგრაფი 2 „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები").
გულის რითმის ცვლილება (ე.წ. "QT ინტერვალის გახანგრძლივება", რომელიც ჩანს გულის ეკგ-ზე ელექტრული აქტივობის დროს), არარეგულარული გულისცემა, ბუნდოვანი მხედველობა, თავბრუსხვევა, სინათლის მიმართ მგრძნობელობა, თვალის შეშუპება, უცხო სხეულის შეგრძნება თვალში, ცრემლდენა, თვალის სიმშრალე, ტკივილი თვალში, თვალის სიწითლე, შეშუპება თვალების ირგვლივ (ქუთუთოების შეშუპების ჩათვლით - არასერიოზული გვერდითი მოვლენა), გულისრევა.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები შესახებ პირდაპირ INFARMED I.P.-ს ქვემოთ მოცემული კონტაქტების საშუალებით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგრობებაში.
ვებგვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram
(სასურველია)
ან შემდეგი კონტაქტების საშუალებით:
Direção de Gestão do Risco de Medicamentos (მედიკამენტების რისკის მართვის დეპარტამენტი)
Parque da Saúde de Lisboa (პარკ დე საუდე დე ლისბოა), ბრაზილიის გამზ. 53
1749-004 ლისაბონი
ტელ: +351 21 798 73 73
მედიკამენტების ხაზი: 800222444 (უფასო)
ელ.ფოსტა: [email protected]
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებებია დექსამეტაზონის ფოსფატი და ოფლოქსაცინი. ხსნარის ყოველი მლ შეიცავს 1 მგ დექსამეტაზონის ფოსფატს (დექსამეტაზონ ნატრიუმის ფოსფატის სახით) და 3 მგ ოფლოქსაცინს.
სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი, დინატრიუმის წყალბადოფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი (ხსნარი 50%) და საინექციო წყალი. შეიძლება შეიცავდეს მარილმჟავას ან ნატრიუმის ჰიდროქსიდს pH-ის რეგულირებისთვის.
ფლოკორტის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
ფლოკორტი არის სუფთა, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ხსნარი.
ფლოკორტი წარმოდგენილია თვალის წვეთების სახით, ხსნარი, მოცემულია დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) საწვეთურიან კონტეინერებში, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) თავსახურით და დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) საწვეთურის ჩანართით. თითოეული ბოთლი შეიცავს 5 მლ ხსნარს.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი
Laboratório Edol - Produtos Farmacêuticos, S.A. (ლაბორატორიო ედოლ -პროდუტოს ფარმაცეუტიკოს ს.ა.)
ავ. 25 დე აბრილი, 6-6A
2795-225 ლინდა-ა-ველჰა
პორტუგალია
ტელ.: +351 21 415 81 30
ფაქს.: +351 21 415 81 31
ელ.ფოსტა: [email protected]
მწარმოებლები

ავ. 25 დე აბრილი, 6-6ª, 2795-225 ლინდა-ა-ველჰა - პორტუგალია
Rua Quinta do Salrego (რუა კვინტა დო სალრეგო) 22-22A, Portela de Carnaxide (პორტელა დე კარნაქსიდი), 2790-144 კარნაქსიდი – პორტუგალია | Rua Casal do Canas (რუა კასალ დო კანასი) 6-6A, 2790-204 კარნაქსიდი - პორტუგალია
ეს ფურცელი-ჩანართი ბოლოს შესწორდა 2022 წლის ივნისში.
თარგმანი სწორია:
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ (“EXP”). ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ შეინახოთ 25°С-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
პირველი გახსნის შემდეგ, პრეპრატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ფლოკორტი, 1 მგ/მლ + 3 მგ/მლ, თვალის წვეთები, ხსნარი
დექსამეტაზონის ფოსფატი + ოფლოქსაცინი
ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ მისცეთ იგი სხვა პირებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დაავადების ისეთივე ნიშნები აქვთ, როგორიც თქვენ.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. მათ შორის ისეთი გვერდითი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაშიც, რომელიც მოცემული არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს ფლოკორტი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ფლოკორტის გამოყენებამდე
როგორ გამოიყენება ფლოკორტი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ ინახება ფლოკორტი
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს ფლოკორტი და რისთვის გამოიყენება
ფლოკორტი არის ორი მოქმედი ნივთიერების ნაზავი, ოფლოქსაცინი, ანტიბიოტიკი, რომელიც აქტიურია ისეთი ბაქტერიების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, რომლებსაც შეუძლიათ თვალის დაინფიცირება და დექსამეტაზონი, კორტიკოსტეროიდი.
ფლოკორტი ნაჩვენებია თვალის პრე და პოსტოპერაციული ქირურგიის დროს, როდესაც ინფექცია და ანთება შეიძლება ერთდროულად არსებობდეს და თვალის გარე ზედაპირის ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, რაც ნიშნავს ბაქტერიულ ინფექციებს მძიმე ანთებითი რეაქციით.
ფლოკორტი ნაჩვენებია მოზრდილებში (მათ შორის ხანდაზმულებში).
- რა უნდა იცოდეთ ფლოკორტის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ფლოკორტი:
თუ გაქვთ ალერგია დექსამეტაზონის ფოსფატის ან ოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);
თუ გაქვთ მწვავე ჩირქოვანი ბაქტერიული ინფექცია, სოკოვანი ინფექცია, ვირუსული ინფექცია (ჰერპეს ვირუსი, ვაქცინიის ვირუსი, ვარიცელა ზოსტერის ვირუსი) ან ამებური ინფექცია;
თუ გაქვთ რქოვანას დაზიანებები (პერფორაცია, წყლულები ან დაზიანებები, რომლებიც დაკავშირებულია არასრულ ნაწიბურებთან);
თუ გაქვთ გლუკოკორტიკოსტეროიდებით (კორტიკოსტეროიდების ოჯახი) გამოწვეული თვალის ჰიპერტენზია.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ფლოკორტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ შეშუპება და წონაში მატება ტანსა და სახეზე, რადგან ეს სიმპტომები ჩვეულებრივ კუშინგის სინდრომის პირველი გამოვლინებებია.
თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა შეიძლება განვითარდეს ფლოკორტით ხანგრძლივი ან ინტენსიური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. აცნობეთ თქვენს ექიმს, სანამ თვითნებურად შეწყვეტთ მკურნალობას. ეს რისკები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებსა და იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ რიტონავირით ან კობიცისტატით.
ფლოკორტის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება, ამიტომ საჭიროა თვალშიდა წნევის უფრო ხშირი მონიტორინგი.
შეიძლება აღინიშნოს ოპორტუნისტული ინფექციები, მათ შორის სოკოვანი ინფექციები. ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი თერაპიული მკურნალობა.
ადგილობრივი კორტიკოიდების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ანთებითი გამოვლინებები და შენიღბოს ან გააძლიეროს ჩირქოვანი ინფექციები (ჩირქით).
თვალის უფრო ხშირი მონიტორინგი რეკომენდებულია რქოვანას წყლულის მქონე პაციენტებში. ფლოკორტის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ანთება არის ჭრილობის დაგვიანებული შეხორცების მთავარი მიზეზი.
მძიმე ალერგიული კონიუნქტივიტის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ სტანდარტულ თერაპიაზე, ფლოკორტი უნდა დაინიშნოს მხოლოდ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.
ფლოკორტით მკურნალობისას თავიდან უნდა იქნას აცილებული კონტაქტური ლინზების გამოყენება.
თუ გაქვთ დიაბეტი, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ოფთალმოლოგს.
თუ გაქვთ დაუდგენელი თვალის სიწითლე, არ გამოიყენოთ ფლოკორტი.
ფლოკორტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ქინოლონების შემცველი სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ მხედველობის დაბინდვა ან სხვა სახის მხედველობის დარღვევა.
ამ მედიკამენტის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ახალი ბაქტერიული ინფექცია, რომელიც არ რეაგირებენ ფლოკორტზე.
თუ ინფექციის მდგომარეობა არ უმჯობესდება მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, ან თუ თვალის სიმპტომები უარესდება მკურნალობის დროს, მიმართეთ თქვენს ექიმს კლინიკური მდგომარეობის უკეთ შესაფასებლად.
ეს პრეპატატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დაზიანება ან წყლულები თვალის ზედაპირზე.
ფლოკორტმა შეიძლება გაზარდოს მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ. ფლოკორტით მკურნალობისას თავიდან უნდა იქნას აცილებული მზის ან მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება.
გულის პრობლემები: ფლოკორტის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე, თუ გაქვთ თანდაყოლილი ან გაქვთ ოჯახურ ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივება (გამოვლენილი ეკგ-ზე, გულის ელექტროკარდიოგრამაზე), გაქვთ სისხლში მარილის დისბალანსი (განსაკუთრებით კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში), გაქვთ ძალიან ნელი გულის რითმი (ბრადიკარდია), გაქვთ სუსტი გული (გულის უკმარისობა), გაქვთ გულის შეტევა ანამნეზში (მიოკარდიუმის ინფარქტი), ხართ ქალი ან ხანდაზმული ასაკის ან იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც იწვევენ ეკგ-ს პათოლოგიურ ცვლილებებს (იხილეთ პარაგრაფი „სხვა სამკურნალო საშუალებები და ფლოკორტი“).
მყესების შეშუპება და გაწყვეტა აღინიშნა ადამიანებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს პერორალურად ან ინტრავენურად, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში და იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობდნენ კორტიკოსტეროიდებითაც. შეწყვიტე ფლოკორტის მიღება, თუ აღგენიშნებათ მყესების ტკივილი ან შეშუპება (ტენდინიტი).
ბავშვები და მოზარდები
ფლოკორტის გამოყენების გამოცდილება ბავშვებში შეზღუდულია. ბავშვებში ფლოკორტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
თავიდან უნდა იქნას აცილებული ხანგრძლივი თერაპია.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ფლოკორტი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპატატები.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც შეუძლიათ გულის რიტმის ცვლილება: მედიკამენტები, რომლებიც მიეკუთვნებიან ანტიარითმიული საშუალებების ჯგუფს (მაგ.: ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალებები (რომლებიც მიეკუთვნება მაკროლიდების ჯგუფს), ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ რიტონავირს ან კობიცისტატს, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს დექსამეტაზონის რაოდენობა სისხლში.
აღინიშნა რქოვანას ზედაპირზე კალციუმის ფოსფატის დალექვის შემთხვევები, როდესაც კორტიკოსტეროიდები გამოიყენებოდა ადგილობრივ ბეტა-ბლოკატორებთან ერთად.
თუ იყენებთ თვალის სხვა წვეთებს, უნდა დაელოდოთ მინიმუმ 15 წუთი პრეპარატების გამოყენებებს შორის.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა: ფლოკორტის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ორსულობის დროს.
ძუძუთი კვება: ფლოკორტის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ძუძუთი კვების პერიოდში. ოფლოქსაცინი შეიძლება გამოიყოს დედის რძეში, ამიტომ ის არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს. ძუძუთი კვების შეწყვეტა უნდა შეაფასოს ექიმმა, როდესაც საჭიროა მკურნალობა.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
თუ ფლოკორტის გამოყენების შემდეგ გრძნობთ მხედველობის დროებით დაბინდვას, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ გამოიყენოთ მექანიზმები, სანამ მხედველობა არ დაბრუნდება ნორმას.
ფლოკორტი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
ეს პრეპარატი შეიცავს 0.1 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს ხსნარის თითოეულ მლ-ში. ბენზალკონიუმის ქლორიდი შეიძლება შეიწოვოს რბილმა კონტაქტურმა ლინზებმა და შეიძლება მან შეცვალოს კონტაქტური ლინზების ფერი. ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მოიხსნათ კონტაქტური ლინზები და ჩაისვათ 15 წუთის შემდეგ.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით თუ გაქვთ თვალების სიმშრალე ან რქოვანას დაზიანება (თვალის წინა სუფთა შრე). თუ ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ გრძნობთ უჩვეულო შეგრძნებას თვალში, ჩხვლეტას ან ტკივილს, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ფლოკორტი შეიცავს ფოსფატის ბუფერებს
ეს პრეპარატი შეიცავს 4.0 მგ ფოსფატს ხსნარის თითოეულ მლ-ში.
თუ აღგენიშნებათ თვალის წინა სუფთა შრის (რქოვანას) მკვეთრი დაზიანება, მკურნალობის დროს ძალიან იშვიათ შემთხვევებში ფოსფატებმა შეიძლება გამოიწვიოს რქოვანაზე შემღვრეული ლაქების წარმოქმნა კალციუმის დაგროვების გამო.
- როგორ გამოიყენება ფლოკორტი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზაა ერთი-ორ წვეთი დაზიანებულ თვალში(ებში), სამ-ექვსჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 10 დღეზე მეტი.
გამოყენების წესი
ყოველთვის დაიბანეთ ხელები წვეთების თვალებში ჩაწვეთებამდე.
ჩაიწვეთეთ წვეთები თვალ(ებ)ში შემდეგნაირად:
ბოთლის გასახსნელად, გადაატრიალეთ თავსახური საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.
გადაწიეთ თავი უკან და ქვედა ქუთუთო ოდნავ ჩამოწიეთ ქვემოთ, რათა შეიქმნას პატარა ჯიბე ქუთუთოსა და თვალს შორის.
გადმოატრიალეთ ბოთლი და ოდნავ მოუჭირეთ სანამ ერთი წვეთი არ ჩაეწვეთება თვალში, მიჰყებით ექიმის რეკომენდაციას. არ შეეხოთ თვალს ან ქუთუთოს საწვეთურის წვერით, რათა თავიდან აიცილოთ ხსნარის დაბინძურება.
დახუჭეთ თვალი და დააჭირეთ თითი თვალის კუთხეში, ცხვირთან, 2 წუთის განმავლობაში. ეს ხელს შეუშლის პრეპარატის დანარჩენ სხეულში მოხვედრას.
გაიმეორეთ მე-2-დან მე-4-მდე ნაბიჯები მეორე თვალისთვის, თუ ექიმი გირჩევთ ამის გაკეთებას;
გამოყენების შემდეგ, უკან დაახურეთ თავსახური და გადაატრიალეთ, სანამ მყარად არ დაეხურება არ მოუჭიროთ თავსახური ძალიან მჭიდროდ.
ხანდაზმულ პაციენტებში ან თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ბავშვებში ფლოკორტის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. ფლოკორტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და მოზარდებში.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ფლოკორტი
თუ ჩაიწვეთეთ ძალიან ბევრი პროდუქტი თვალში და გახანგრძლივდა გაღიზიანება, ამოიბანეთ თვალი სტერილური წყლით.
ბოთლის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ფლოკორტის გამოყენება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ფლოკორტის გამოყენებას
არ შეწყვიტოთ მკურნალობა უეცრად. თუ თქვენ ფიქრობთ მკურნალობის შეწყვეტას, მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
ძალიან ხშირი (სავარაუდოდ გავლენას ახდენს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე):
თვალშიდა წნევის მომატება (წნევა თვალის შიგნით).
ხშირი (სავარაუდოდ გავლენას ახდენს 10-დან 1 ადამიანზე):
თვალის გაღიზიანება, თვალის დისკომფორტი, წვა, ქავილი, ჩხვლეტის შეგრძნება და მხედველობის დაბინდვა (შემღვრება) (ეს სიმპტომები ჩვეულებრივ დროებითია და მსუბუქი).
არახშირი (სავარაუდოდ გავლენას ახდენს 100-დან 1 ადამიანზე):
ჭრილობის დაგვიანებული შეხორცება, თვალის ლინზის შემღვრევა (კატარაქტა), ოპორტუნისტული ინფექცია და გლაუკომა.
ძალიან იშვიათი (სავარაუდოდ, გავლენას ახდენს 10 000-დან 1 ადამიანზე):
გუგის გაფართოება (მიდრიაზი), სახის შეშუპება (სახის შეშუპება), ქუთუთოების დაშვება (პტოზი), თვალის უკანა ნაწილის ანთება (უვეიტი), რქოვანას ანთება (ლინზების კერატოპათია და კერატიტი), რქოვანას სისქის ცვლილება, რქოვანას შეშუპება (შეშუპება), რქოვანას წყლული, რქოვანას პერფორაცია, თვალის გარსების ანთება (კონიუნქტივიტი).
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, თვალის სუფთა წინა ფრის (რქოვანას) ძლიერი დაზიანების მქონე ზოგიერთ პაციენტს მკურნალობის დროს განუვითარდა რქოვანაზე შემღვრეული ლაქები კალციუმის დაგროვების გამო.
უცნობი (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):
სერიოზული გვერდითი მოვლენები: პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში კანისმიერი გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) აღინიშნა ფლოკორტის გამოყენებისას, რომელიც თავდაპირველად ვლინდება როგორც მოწითალო სამიზნის მსგავსი ლაქები ან წრიული ლაქები, ხშირად ცენტრალური ბუშტუკებით ტანზე.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ალერგიული რეაქციების ნიშნები და სიმპტომები თვალზე, როგორიცაა თვალისა და ქუთუთოს ქავილი, ანაფილაქსიური რეაქციები, გამოხატული სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის, ხელებისა და ფეხების შეშუპებით (ანგიონევროზული შეშუპება), ქოშინი, მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი), პირ-ხახის (პირის უკანა ნაწილის) შეშუპება, სახის და ენის შეშუპება.
ჰორმონალური პრობლემები: სხეულზე ზედმეტი თმების ზრდა (განსაკუთრებით ქალებში), კუნთების სისუსტე და ატროფია, იასამნისფერი სტრიები სხეულის კანზე, არტერიული წნევის მომატება, არარეგულარული მენსტრუაცია ან მისი არქონა, ორგანიზმში ცილის და კალციუმის დონის ცვლილება, ზრდის შეფერხება ბავშვებსა და მოზარდებში და სხეულისა და სახის შეშუპება და წონის მომატება („კუშინგის სინდრომი“) (იხ. პარაგრაფი 2 „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები").
გულის რითმის ცვლილება (ე.წ. "QT ინტერვალის გახანგრძლივება", რომელიც ჩანს გულის ეკგ-ზე ელექტრული აქტივობის დროს), არარეგულარული გულისცემა, ბუნდოვანი მხედველობა, თავბრუსხვევა, სინათლის მიმართ მგრძნობელობა, თვალის შეშუპება, უცხო სხეულის შეგრძნება თვალში, ცრემლდენა, თვალის სიმშრალე, ტკივილი თვალში, თვალის სიწითლე, შეშუპება თვალების ირგვლივ (ქუთუთოების შეშუპების ჩათვლით - არასერიოზული გვერდითი მოვლენა), გულისრევა.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები შესახებ პირდაპირ INFARMED I.P.-ს ქვემოთ მოცემული კონტაქტების საშუალებით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგრობებაში.
ვებგვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram
(სასურველია)
ან შემდეგი კონტაქტების საშუალებით:
Direção de Gestão do Risco de Medicamentos (მედიკამენტების რისკის მართვის დეპარტამენტი)
Parque da Saúde de Lisboa (პარკ დე საუდე დე ლისბოა), ბრაზილიის გამზ. 53
1749-004 ლისაბონი
ტელ: +351 21 798 73 73
მედიკამენტების ხაზი: 800222444 (უფასო)
ელ.ფოსტა: [email protected]
- როგორ ინახება ფლოკორტი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ (“EXP”). ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ შეინახოთ 25°С-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
პირველი გახსნის შემდეგ, პრეპრატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ფლოკორტი
მოქმედი ნივთიერებებია დექსამეტაზონის ფოსფატი და ოფლოქსაცინი. ხსნარის ყოველი მლ შეიცავს 1 მგ დექსამეტაზონის ფოსფატს (დექსამეტაზონ ნატრიუმის ფოსფატის სახით) და 3 მგ ოფლოქსაცინს.
სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი, დინატრიუმის წყალბადოფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი (ხსნარი 50%) და საინექციო წყალი. შეიძლება შეიცავდეს მარილმჟავას ან ნატრიუმის ჰიდროქსიდს pH-ის რეგულირებისთვის.
ფლოკორტის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
ფლოკორტი არის სუფთა, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ხსნარი.
ფლოკორტი წარმოდგენილია თვალის წვეთების სახით, ხსნარი, მოცემულია დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) საწვეთურიან კონტეინერებში, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) თავსახურით და დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) საწვეთურის ჩანართით. თითოეული ბოთლი შეიცავს 5 მლ ხსნარს.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი
Laboratório Edol - Produtos Farmacêuticos, S.A. (ლაბორატორიო ედოლ -პროდუტოს ფარმაცეუტიკოს ს.ა.)
ავ. 25 დე აბრილი, 6-6A
2795-225 ლინდა-ა-ველჰა
პორტუგალია
ტელ.: +351 21 415 81 30
ფაქს.: +351 21 415 81 31
ელ.ფოსტა: [email protected]
მწარმოებლები
Laboratório Edol - Produtos Farmacêuticos, S.A. (ლაბორატორიო ედოლ -პროდუტოს ფარმაცეუტიკოს ს.ა.)
ავ. 25 დე აბრილი, 6-6ª, 2795-225 ლინდა-ა-ველჰა - პორტუგალია
Rua Quinta do Salrego (რუა კვინტა დო სალრეგო) 22-22A, Portela de Carnaxide (პორტელა დე კარნაქსიდი), 2790-144 კარნაქსიდი – პორტუგალია | Rua Casal do Canas (რუა კასალ დო კანასი) 6-6A, 2790-204 კარნაქსიდი - პორტუგალია
ეს ფურცელი-ჩანართი ბოლოს შესწორდა 2022 წლის ივნისში.
თარგმანი სწორია:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.