პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
იმუნოსუპრესანტები

ფინგია

FINGYA

რეცეპტით0,5მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ფინგიას მოქმედი ნივთიერება ფინგოლიმოდაა. ფინგოლიმოდა, თეთრი, გაუმჭვირვალე სხეულის და პრიალა ყვითელი ფერის გაუმჭვირვალე სახურავის მქონე კაფსულაა, რომლის სახურავის მონაკვეთში შავი მელანით მოცემულია ,,FTY -0.5 mg’’ წარწერა, სხეულის მონაკვეთში კი ყვითელი ფერის მელანით ორი ზოლია აღნიშნული. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფინგოლიმოდი (fingolimod)
ფორმა და შეფუთვა
0,5მგ კაფსულა №28
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნოსუპრესანტები, სელექციური იმუნოსუპრესანტები
ATC კოდი
L04AA27
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0163
რეგისტრირებულია
1 აპრილი 2022, მოქმედებს 1 აპრილი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაფინგია და სხვა წამალი ერთად

ფინგია — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფინგიას მოქმედი ნივთიერება ფინგოლიმოდაა. ფინგოლიმოდა, თეთრი, გაუმჭვირვალე სხეულის და პრიალა ყვითელი ფერის გაუმჭვირვალე სახურავის მქონე კაფსულაა, რომლის სახურავის მონაკვეთში შავი მელანით მოცემულია ,,FTY -0.5 mg’’ წარწერა, სხეულის მონაკვეთში კი ყვითელი ფერის მელანით ორი ზოლია აღნიშნული.

ფინგიას კაფსულები, ცხოველური წარმოშობის ჟელატინს და მწერის წარმოშობის შელაკს შეიცავს.

ფინგიამ, სხეულის იმუნური სისტემის ფუნქცია შეიძლება შეცვალოს, ფინგია, შეტევებით მიმდინარე მრავლობითი სკლეროზის სამკურნალოდ გამოიყენება. ფინგია, სფინგოზინ-1-ფოსფატის (S1-P) რეცეპტორების მარეგულირებელი წამალია.

მრავლობითი სკლეროზი, ცენტრალური ნერვული სისტემის, განსაკუთრებით თავის ტვინის და ზურგის ტვინის ფუნქციებზე მოქმედი ქრონიკული დაავადებაა. მრავლობითი სკლეროზის დროს ჩირქოვანი პროცესი (ანთება) ცენტრალური ნერვული სისტემის ნერვების ირგვლივ დამცავ შრეს (მიელინის სახელით წოდებული) არღვევს და ნერვების ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უშლის. ამ პროცესს დემიელინიზაციას უწოდებენ.

მრავლობითი სკლეროზი, ცენტრალური ნერვილი სისტემაში ანთებით პროცესთან დაკაშირებული ფუნქციის მოშლით გამოწვეული განმეორებითი გულყრებით ხასიათდება. ეს გულყრები, ტიპიური შეტევის ანდა რეციდივის სახელითაა ცნობილი. დაავადების სიმპტომები სხვადასხვა ავადმყოფთან შეიძლება განსხვავებული იყოს და ხასიათდება: სიარულის გაძნელებით, დაბუჟებით, მხედველობის პრობლემებით და წონასწორობის დარღვევით. შეტევის დასაწყისში გამოვლენილი სიმპტომები შეტევის დასრულებისას სრულად ალაგების მიუხედავად, ზოგჯერ ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება მუდმივად დარჩეს. ეს დაავადება ცნობილია, აგრესიული შეტევებით მიმდინარე მრავლობით სკლეროზის ანდა რეციდივულ-რემისიული ტიპის მრავლობითი სკლეროზის სახელით.

ზოგიერთ შემთხვევებში, შეტევებით მიმდინარე მრავლობითი სკლეროზის მქონე ავადმყოფებში, შეტევებს შორის პერიოდში აღინიშნება სიმპტომების ეტაპობრივი მომატება. ეს მდგომარეობა, მრავლობით სკლეროზის სხვა ფორმაში გადასვლის მაჩვენებელია (მეორადი პროგრესირებადი მრავლობითი სკლეროზი).

ფინგია გაიცემა რეცეპტით და მიიღება ორალური (პირის) გზით.

ფინგია, გამოიყენება ზრდასრულებში, ბავშვებსა და 10 წლის და მეტი ასაკის მოზარდებში რეციდივულ-რემისიული მრავლობითი სკლეროზის სამკურნალოდ, განსაკუთრებით კი:

ავადმყოფებში, რომლებთანაც მრავლობითი სკლეროზის მკურნალობა ჩატარებულია, მაგრამ მკურნალობაზე პასუხი ვერ იქნა მიღებული და ან

სწრაფად პროგრესირებადი მრავლობითი სკლეროზით დაავადებულ ავადმყოფებში.

ფინგია, მრავლობით სკლეროზს არ განკურნავს, მაგრამ გამოვლენილი შეტევების სიხშირეს შეამცირებს და ასევე მრავლობითი სკლეროზის გამო ფიზიკური პრობლემების განვითარებას შეაფერხებს.

ფინგია, ზემოქმედებას ახდენს სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედების სისხლის მიმოქცევაში თავისუფალ მოხვედრაზე, შედეგად ანთებად-ჩირქოვანი პროცესის გამომწვევი უჯრედების თავის ტვინსა და ზურგის ტვინში მოხვედრას აფერხებს და იმუნური სისტემას ეხმარება შეტევების წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს კი მრავლობით სკლეროზის მიერ გამოწვეულ ნერვულ დაზიანებას ამცირებს. გარდა ამისა, ფინგია მნიშვენლოვან როლს თამაშობს ზოგიერთი სახის იმუნური პასუხის შემცირებაში.

კლინიკური კვლევებით დადასტურებულია, რომ ფინგია შეტევების რაოდენობას ამცირებს (ანახევრებს და ცოტა უფრო მეტადაც) და შედეგად მძიმე შეტევების და საავადმყოფოში მკურნალობის საჭიროების მქონე შეტევების რაოდენობაც მცირდება. ფინგია, შეტევების გარეშე მიმდინარე პეროდებს ახანგრძლივებს და ინვალიდობის პროგრესირებას ანელებს (დაახლოებით 3:1).

ფინგიას მოქმედების მექანიზმის და თქვენთან მისი გამოწერის მიზეზებთან დაკავშირებით კითხვების არსებობისას, თქვენს ექიმს მიმართეთ.

  • ფინგიას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ფინგია, არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ,

ფინგოლიმოდის ანდა ფინგიას შემადგენელი სხვა დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ.

სუსტი იმუნური სისტემა გაქვთ(იმუნური უკმარისობის სინდრომი, დაავადების ანდა იმუნური სისტემის დამთრგუნავი რომელიმე წამლის გამო).

სიყვითლე (ჰეპატიტი) ანდა ჭლექის (ტუბერკულოზი)მსგავსი სერიოზული აქტიური ინფექცია ანდა აქტიური ქრონიკული ინფექცია გაქვთ.

აქტიური სიმსივნური დაავაება გაქვთ.

სერიოზული ღვიძლის პრობლემები თუ გაქვთ

ბოლო 6 თვის განმავლობაში მიოკარდიუმის ინფარქტი, ტკივილი მკერდში, ინსულტი ანდა ინსულტის წინა მდგომარეობა ანდა განსაზღვრული ტიპის გულის უკმარისობა გადაიტანეთ.

ფინგიათი მკურნალობის დაწყებამდე, ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ) გახანგრძლივებული QT ინტერვალი ანდა განსაზღვრული ტიპის არარეგულარული ანდა ანორმალური გულისცემა (არითმია) გაქვთ.

ორსულად ხართ ანდა მშობიარობის პოტენციალის მქონე ქალი ხართ და ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურ მეთოდს არ იყენებთ.

არითმიების გამო ქინიდინს, დისოპირამიდს (I-a კლასის ანტიარითმული საშუალება)ანდა ამიოდარონს, სოტალოლის (III კლასის ანტიარითმული საშუალება) მსგავს წამალს ღებულობთ ანდა ახლო პერიოდში მიიღეთ.

ფინგია, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ

თუ,

ელექტროკარდიოგრამაზე ანორმალური რითმი ვლინდება,

ძილის დროს ძლიერი სუნთქვის პრობლემები გაქვთ (ძლიერი ღამის აპნე)

გულის ცემის შენელების მაჩვენებელი სიმპტომები ვლინდება (მაგ.გაბრუება, გულისრევა ანდა გულის ფრიალი).

გულის ცემის შემანელებელ წამლებს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ (ბეტა ბლოკერები, ვერაპამილი, დილთიაზემი ანდა ივაბრადინი, დიგოქსინი, ანტიქოლინესთერაზული აგენტები (ნეოსტიგმინი, ფიზოსტიგმინი, ედროფონიუმი, პრიდოსტიგმინი) ანდა პილოკარპინი).

ანამნეზში ცნობიერების უეცარი დაკარგვა ანდა გონების დაკარგვა (სინკოპე)გაქვთ.

აცრის გაკეთებას გეეგმავთ.

ჩუტყვავილა არ გადაგიტანიათ.

მხედველობის დარღვევა ანდა თავლის უკანა ნაწილში ცენტრალური მხედველობის ნაწილის(მაკულა) შეშუპება(ამავე დროს მაკულას შეშუპების სახელით ცნობილი პრობლემა გაქვთ), თვალში ანთებითი პროცესი(უვეიტი) გაქვთ ანდა გადაიტანეთ ანდა დიაბეტი გაქვთ (თვალის პრობლემების გამომწვევი).

ღვიძლის პრობლემები გაქვთ.

მედიკამენტებით უმართავი მაღალი არტერიული წნევა გაქვთ.

ფილტვების სერიოზული პრობლემები გაქვთ ანდა სიგარეტთან დაკავშირებული ხველა გაქვთ.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

ფინგიას გამოყენებამდე ქვემოთ მოცემული მდგომარეობების შესახებ ექიმს აცნობეთ:

თუ, გულის ცემის შენელება(ბრადიკარდია) და გულის ცემის რითმის დარღვევა გაქვთ: მკურნალობის დასაწყისში ანდა 0.25 მგ-იანი დღიური დოზიდან 0.5მგ დოზაზე გადასვლისას პირველი დოზის მიღების შემდეგ, ფინგიამ, შეიძლება გულის ცემის შენელება გამოიწვიოს. შედეგად, შეიძლება იგრძნოთ: თავბრუსხვევა ანდა დაღლილობა, გულისცემა ანდა სისხლის არტერიული წნევის დაცემა. თუ, ეს ეფექტები სერიოზულია, სასწრაფო მკურნალობა გესაჭიროებათ, ამიტომ ექიმს უნდა მიმართოთ. ფინგიამ, განსაკუთრებით კი პირველი დოზის შემდეგ, შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის რითმის დარღვევა. გულის ცემის რითმის დარღვევა ძირითადად 1 დღეზე ნაკლებ დროში ნორმას დაუბრუნდება. შენელებული გულის ცემა ძირითადად ერთ თვეში ნორმას დაუბრუნდება. ამ დროის განმავლობაში კლინიკურად გულის ცემის სიხშირის მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

ფინგიას პირველი დოზის შემდეგ ანდა 0.25 მგ- იანი დოზიდან 0.5 მგ დოზაზე გადასვლის პირველი დღის შემდეგ, ექიმმა შეიძლება მოითხოვოს პულსის და არტერიული წნევის ყოველ საათში გაზომვა, ამისთვის საჭირო იქნება თქვენი სულ ცოტა 6 საათის განმავლობაში კლინიკაში დაყოვნება, ამ გზით მკურნალობის დასაწყისში გამოვლენილი გვერდითი ეფექტების გამოვლინების წინააღმდეგ ზომების მიღება შესაძლებელი იქნება. ფინგიას პირველი დოზის მიღებამდე და მიღებიდან 6 საათის განამვლობაში დაკვირვების პერიოდის შემდეგ ელექტროკარდიოგრამა უნდა იქნას გადაღებული, ექიმი, ამ დროის განმავლობაში უწყვეტი სახით ეკგ კონტროლს განახორციელებს. 6 საათიანი პერიოდის შემდეგ თუ გულის ცემა ძალიან შენელებულია ანდა უფრო ნელდება ანდა ეკგ-ზე ანორმალობა ვლინდება, საჭიროა ამ პერიოდის განამვლობაში დაკვირვება მანამ, სანამ გვერდითი ეფექტები არ ალაგდება (სულ ცოტა 2 საათის ანდა 1 ღამე), იგივე სიმპტომები, ფინგიას მიღებასთან დაკავშირებით, მკურნალობის დასრულებიდან გარკვეული დროის შემდეგ, შუალედური პერიოდის განმავლობაში, ასევე ფინგიას განმეორებით მიღების დაწყების დროსაც შეიძლება გამოვლინდეს.

თუ, გულის ცემის რითმის დარღვევა გაქვთ ანდა ასეთი რისკის მატარებელი ხართ, ან ანორმალური ეკგ ანდა გულის დაავადება ანდა გულის უკმარისობა გაქვთ, ამ დროს ფინგია შეიძლება თქვენთვის შესაბამისი პრეპარატი არ იყოს.

თუ, გონების უეცარი დაკარგვა ანდა გულის ცემის სიხშირის შენელება გაქვთ ანდა გქონდათ, ამ დროს ფინგია შეიძლება თქვენთვის შესაბამისი პრეპარატი არ იყოს. ფინგიათი მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა კარდიოლოგის კონსულტაცია და დაკვირვება, საჭიროებისას 24 საათიანი კონტროლის ჩათვლით.

თუ, გულის ცემის სიხშირის შემანელებელ წამლებს ღებულობთ, ფინგია შეიძლება თქვენთვის შესაბამისი პრეპარატი არ იყოს. ამ დროს საჭიროა კარდიოლოგის კონსულტაცია და მდგომარეობის შეფასება. ფინგიათი მკურნალობის გაგრძელებისთვის საჭიროა გულის ცემაზე შემანელებელი ეფექტის არ მქონე ალტერნატიული პრეპარატის შერჩევა. თუ, აღნიშნული მოქმედების პრეპარატის შეცვლა შეუძლებელია, საჭიროა კარდიოლოგის სადღეღამისო დაკვირვების განხორციელება. ფინგიათი მკურნალობის დაწყების დეტალებთან დაკავშირებით კარდიოლოგის კონსულტაცია მიიღეთ.

თუ, ჩუტყვავილა არ გადაგიტანიათ: თუ, მანამდე ჩუტყვავილა არ გადაგიტანიათ, ექიმი, ჩუტყვავილას გამომწვევვი ვირუსის მიმართ (ვარიცელა ზოსტერის ვირუსი)იმუნური სისტემას გადაამოწმებს. თუ, ვირუსის მიმართ დაცული არა ხართ, ფინგიათი მკურნალობის დაწყებამდე შეიძლება აცრის გაკეთება გახდეს საჭირო, ასეთ შემთვევაში, ექიმი ფინგიათი მკურნალობის დაწყებას ერთი თვით დააყოვნებს.

ინფექციები: ფინგია, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობას (განსაკუთრებით ლიმფოციტების) ამცირებს. სისხლის თეთრი უჯრედები ინფექციას ებრძვის. ფინგიას გამოყენების დროს (გამოყენების შეწყვეტიდან 2 თვის განმავლობაში) ორგანიზმი ინფექციის მიმართ მგრძნობიარეა. ამ დროს, ნებისმიერი სახის ინფექცია, რომელიც გადაგაქვთ, შეიძლება გართულდეს. ინფექცია, სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება იყოს. თუ, ინფექცია გაქვთ, ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები ვლინდება, ან ჰერპეს ზოსტერი ანდა თავის ტკივილი და თანმხლები კეფის კუნთების რიგიდობა, სინათლის მიმართ მგრძნობელობა, გულისრევა, სიწითლე ანდა ცნობიერების არევა ანდა კრუნჩხვების (გულყრები)მსგავსი ნიშნები გაქვთ (ეს ყველაფერი შეიძლება იყოს სოკოვანი ანდა ჰერპეს ვირუსის ინფექციით გამოწვეული მენინგიტი და /ანდა ენცეფალიტის ნიშნები) სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ, რადგანაც ეს მდგომარეობა შეიძლება ძალიან სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიში იყოს).

თუ, ფიქრობთ, რომ დაავადება- მრავლობითი სკლეროზი დამძიმდა (მაგ. სისუსტე ანდა მხედველობის ცვლილება) ანდა ახალი სიმპტომები გამოვლინდა, ეს შეიძლება იყოს ინფექციური პროცესით განპირობებული პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია, რომელიც იშვიათი და სერიოზული პათოლოგიაა და სიკვდილის გამომწვევიც შეიძლება იყოს, ამ დროს სასწრაფოდ ექიმს უნდა მიმართოთ. ამ დროს ექიმი მრტ კვლევას მოითხოვს და მდგომარეობის შეფასების შემდეგ ფინგიას მიღების შეწყვეტა-გაგრძელების საკითხს გადაწყვეტს.

ფინგიათი მკურნალობის დროს დაფიქსირებულია: ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) ინფექცია, დისპლაზია ( უჯრედის ანდა ქსოვილის ანორმალური განვითარება) და ადამიანის პაპილომა ვირუსთან (HPV) დაკავშირებული სიმსივნეები.

მაკულარული შეშუპება: თუ, ფინგიას დაწყებამდე მხედველობის დარღვევა ანდა თავლის უკანა ნაწილში ცენტრალური მხედველობის არეში(მაკულა) შეშუპება, თვალის ჩირქოვანი ანთება ანდა ინფექცია (უვეიტი) ანდა დიაბეტი გაქვთ ანდა გქონდათ, ექიმი თვალის ექიმის კონსულტაციას მოითხოვს.

ექიმი, ფინგიათი მკურნალობის დაწყებიდან 3 ანდა 4 თვის შემდეგ თვალის ექიმის კონსულტაციას მოითხოვს.

მაკულა, თვალის უკანა ნაწილში ბადურის პატარა მონაკვეთია, მისი ფორმა ფერების და დეტალების მკვეთრი და ზუსტი ხედვის საშუალებას იძლევა. ფინგიამ, შეიძლება მაკულის შეშუპება გამოიწვიოს, შეშუპება ძირითადად, ფინგიათი მკურნალობის დაწყებიდან პირველ 4 თვეში ვლინდება.

თუ, დიაბეტი ანდა უვეიტის სახელით წოდებული ინფექცია გაქვთ, მაკულის შეშუპების განვითარების ალბათობა მეტია. ამ დროს, ექიმი მაკულის შეშუპების დადგენის მიზნით ოფთალმოლოგიურ კვლევას რეგულარულად მოითხოვს.

თუ, მაკულის შეშუპება გაქვთ, ფინგიათი მკურნალობის კვლავ დაწყებამდე ექიმს გაესაუბრეთ.

მაკულარულმა შეშუპებამ და მრავლობითი სკლეროზის შეტევამ მხედველობის ერთიდაიგივე სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს (ოპტიკური ნევრიტი). დასაწყისში, შეიძლება რაიმე სახის სიმპტომი არ გამოვლინდეს. მხედველობის დარღვევა თუ გამოვლინდება, აუცილებლად ექიმს აცნობეთ. ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს განსაკუთრებით საჭიროა თვალის ექიმის კონსულტაცია.

  • თუ, მხედველობის ცენტრი შემღვრეული ანდა დაჩრდილულია,
  • თუ, მხედველობის ცენტრში ბრმა წერტილი განვითარდება,
  • თუ, ფერადი და წვრილი დეტალების ხედვა გიჭირთ,

ღვიძლის ფუნქციური სინჯები: თუ,ღვიძლის სერიოზული პრობლემა გაქვთ, ფინგია არ უნდა გამოიყენოთ. ფინგიამ, ღვიძლის ფუნქციების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს. ამ დროს, დიდი ალბათობით ვერცერთ სიმპტომს ვერ შეამჩნევთ, მაგრამ კანზე ანდა თვალის სკლერებზე შეიძლება სიყვითლე გამოვლინდეს, ასევე, მუქი ფერის შარდი(ყავისფერი), კუჭის არეში, მარჯვენა მხარეს ტკივილი, დაღლილობა, შიმშილის გრძნობის შემცირება ანდა აუხსნელი გულისრევა და ღებინება შეიძლება გამოვლინდეს, ამ დროს ექიმს მიმართეთ.

თუ, ამ სიმპტომებიდან რომელიმე ფინგიას მიღების შემდეგ გართულდება, სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ.

მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ ექიმი ღვიძლის ფუნქციების შემოწმების მიზნით სისხლის ანალიზებს გაგიკეთებთ. თუ, ანალიზებით ღვიძლის ფუნქციებს დარღვევა გამოვლინდება, შეიძლება ფინგიათი მკურნალობა შეჩერება საჭირო გახდეს.

მაღალი არტერიული წნევა: ფიანგიამ, სისხლის არტეროიული წნევის მსუბუქი მომატება შეიძლება გამოიწვიოს. ექიმი, სისხლის არტერიული წნევის რეგულარულ კონტროლს მოითხოვს,

ფილტვების პრობლემები: ფიანგიამ, ფილტვების ფუნქციების მსუბუქი დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს. ფილტვების სერიოზული პრობლემების ანდა სიგარეტის მომხმარებასთან დაკავშირებით ხველის მქონე ავადმყოფებში გვერდითი მოვლენების გამოვლინების რისკი მაღალია.

სისხლის საერთო ანალიზი: ფინგიათი მკურნალობისას სასურველი ეფექტია სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება. აღნიშნული, ძირითადად, მკურალობის შეჩერებიდან მომდევნო 2 თვეში ნორმას უბრუნდება. თუ, დამატებით სისხლის ანალიზების აღება გესაჭირიოებათ, ექიმს უთხარით, რომ ფინგიას ღებულობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექიმი ანალიზის შედეგებს სწორად ვერ შეაფასებს. განსაზღვრული სისხლის ანალიზების გაკეთებისთვის სისხლის აღება დამატებით დაგჭირდებათ.

ფინგიათი მკურნალობის დაწყებამდე, ექიმმა სისხლის ანალიზით სისხლის თეთრი უჯედების რაოდენობის საკმარისი რაოდენობა უნდა შეაფასოს, ამისთვის კი სისხლის ანალიზის რეგულარული კონტროლი იქნება საჭირო. თუ, სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობა საკმარისი არ არის, ფიანგიათი მკურნალობა შეიძლება შეწყვეტილი იქნას.

მრავლობით სკლეროზის ფინგიათი მკურნალობის დროს დაფიქსირებულია უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომის სახელით ცნობილი იშვიათი მდგომარეობა. სიმპტომები: ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის შემღვრევა, გულყრები და /ანდა მხედველობის ცვლილება. თუ, ფინგიას გამოყენების დროს აღნიშნული სიმპტომებიდან რომელიმეს შეამჩნევთ, სასწრაფოდ თქვენ ექიმს აცნობეთ, ეს ძალიან სერიოზულია.

სიმსივნე: მრავლობითი სკლეროზის მქონე ავადმყოფები, რომლებიც ფინგიათი მკურნალობენ, დაფიქსირებულია კანის სიმსივნის გამოვლენა. თუ, კანზე კვანძები (მაგ.პრიალა, მარგალიტის მსგავსი კვანძები), ნაწიბურები ანდა რამდენიმე კვირის განმავლობაში მოუშუშებელი ღია ჭრილობა შეამჩნიეთ, მაშინვე ექიმს აცნობეთ. კანის სიმსივნის სიმპტომებია: კანზე ანორმალური წარმონაქმნი ანდა კანის ქსოვილში ცვლილებები (მაგ.უჩვეულო ხალი) და თანმხლები ფერის, ფორმის და ზომის ცვლილებები. ფინგიათი მკურნალობის დაწყებამდე კანზე კვანძების არსებობა უნდა გადამოწმდეს, ამიტომ საჭიროა დერმატოლოგის კონსულტაცია. გარდა ამისა, ფინგიათი მკურნალობის დროსაც საჭიროა დერმატოლოგის რეგულარული კონსულტაცია. თუ, კანზე პრობლემა გამოვლინდება, ექიმი დერმატოლოგის საკონტროლო კონსულტაციას და შემდგომში რეგულარულ დაკვირვებას მოითხოვს.

მრავლობითი სკლეროზის მქონე ავადმყოფები, რომლებიც ფინგიათი მკურნალობენ, დაფიქსირებულია ლიმფური სისტემის სიმსივნის ერთერთი სახეობა (ლიმფომა).

მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ მოქცევა და მზისგან დაცვა:

ფინგოლიმოდი, იმუნურ სისტემას ასუსტებს, ეს კი სიმსივნეების, განსაკუთრებით კი, კანის სიმსივნეების განვითარების რისკს ზრდის. მზის სხივების და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შეზღუდვა ქვემოთ მოცემული ზომებით უნდა შეიზღუდოს:

შესაბამისი დამცავი ტანისამონის ტარება.

რეგულარულად, ულტრაიისფერი სხივების მიმართ მაღალი დამცველობის მქონე მზის დამცავი კრემების გამოყენება.

მრავლობითი სკლეროზის რეციდივთან დაკავშირებული თავის ტვინის უჩვეულო დაზიანებები: მრავლობით სკლეროზის ფინგიათი მკურნალობის დროს, მრავლობითი სკლეროზის რეციდივთან დაკავშირებული უჩვეულო და იშვიათი თავის ტვინის დაზიანებები ვლინდება. რეციდივის მძიმე ფორმის დროს ექიმი მდგომარეობის შეფასებისთვის თავის ტვინის მრტ გამოკვლევას მოითხოვს და შემდეგ ფინგიას მიღების გააგრძელების ანდა შეწყვეტის საკითხს გადაწყვეტს.

სხვა მკურნალობებიდან ფინგიაზე გადასვლა: თუ, ადრე ჩატარებული მკურნალობით გამოწვეული ანორმალობის მაჩვენებელი სიმპტომები არ არსებობს, ექიმმა, შეიძლება ბეტა ინტერფერონით, გლატირამერის აცეტატით ანდა დიმეთილ ფურამატით მკურნალობა ფინგიათი შეცვალოს. ამ ტიპის ანორმალობის გამორიცხვის მიზნით, ექიმი სისხლის ანალიზებს მოითხოვს. ნატალიზუმაბის შეწყვეტის შემდეგ, ფინგიათი მკურნალობის დაწყებამდე შეიძლება საჭირო გახდეს 2-3 თვე ლოდინი. ტერიფლუნომიდიდან გადასვლისთის კი შეიძლება საჭირო გახდეს გარკვეული დროით ლოდინი ანდა აჩქარებული ელიმინაციის პროცედურების გაკეთება. თუ, ალემტუზუმაბით მკურნალობა ჩატარებული გაქვთ, საჭიროა მდგომარეობის შეფასება და ამ თემის ექიმთან განხილვა, რათა გადაწყდეს ამ მდგომარეობაში ფინგიათი მკურნალობის სწორი არჩევანი.

მშობიარობის პოტენციალის მქონე ავადმყოფები: თუ, ფინგია ორსულობის პერიოდში იქნება გამოყენებული, მუცლადმყოფ ბავშვზე შეიძლება მავნე ეფექტი იქონიოს. ფინგიათი მკურნალობის დაწყებამდე, ექიმი ამ რისკების შესახებ გაგესაუბრებათ და ორსულობის არ არსებობის დამტკიცების მიზნით ორსულობის ტესტის გაკეთებას მოითხოვს. გარდა ამისა, ექიმი მოგაწვდით ბარათს, სადაც მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფინგიათი მკურნალობის დროს ორსულობა არ უნდა დადგეს. ამ ბარათში ასევე მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აირიდოთ ორსულობა. მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 2 თვის განმავლობაში საჭიროა ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება.(იხილეთ ნაწილი-,, ორსულობა და ძუძუთი კვება’’).

ფინგიათი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მრავლობითი სკლეროზის(გაუარესების) დამძიმებისას ექიმთან გასაუბრების გარეშე პაციენტს არ შეუწყვიტოთ ანდა დოზა არ შეუცვალოთ. თუ ფინგიათი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მრავლობითი სკლეროზი დამძიმდა, ექიმს დაუკავშირდით, ეს მდგომარეობა შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს (იზილეთ ნაწილი 3 „ ფინგიათი მკურნალობის შეწყვეტისას გვერდითი ეფექტები და ნაწილი 4 „ შესაძლო გვერდითი ეფექტები“)

თუ, აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ფინგიას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ფინგიას გამოყენება შესაძლებელია როგორც მშიერზე, ასევე საკვების მიღების შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

მრავლობითი სკლეროზის ფინგიათი მკურნალობის დაწყება, ექიმი სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იქნას დაწყებული და გაგრძელებული.

წამალი, ყოველთვის ექიმის მითითებების შესაბამისად მიიღეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, ექიმს მიმართეთ.

ზრდასრულები და 10 წლის და მეტი ასაკის, >40 კგ წონის ბავშვებსა და მოზარდებში ფინგიას დოზაა: 1 კაფსულა 1 ჯერ დღეში (0.5 მგ ფინგოლიმოდი).

ექიმთან შეთანხმების გარეშე ფინგიას გამოყენება არ შეწყვიტოთ ანდა დოზა არ შეცვალოთ.

ფინგია, ყოვლედღე, ერთსადაიმავე დროს (საათზე) მიიღეთ, აღნიშნული წამლის მიღების დროის გახსენებაში დაგეხმარებათ.

რეკომენდირებულ დოზას არ გადააჭარბოთ.

ფინგიას გამოყენების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით ინფორმაციისთვის ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

შეყვანის გზა და მეთოდი:

ფინგია, დღეში ერთხელ, 1 კაფსულა უნდა მიიღოთ, კაფსულა, გარკვეული რაოდენობის წყალთან ერთად უნდა მიიღოთ. კაფსულა, ყოველდღე, გახსნის გარეშე, მთლიანი სახით უნდა გადაყლაპოთ. ფინგიას მიღება შეიძლება როგორც მშიერზე, ასევე კვების შემდეგაც.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ფინგიას გამოყენება მრავლობით სკელროზის სამკურნალოდ 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოკვლეული არ არის, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში მისი გამოყენება რეკომენდირებული არ არის.

ზემოთ ჩამოთვლილი გაფრთხილებები და ზომები გათვალისწინებული უნდა იქნას ბავშვებსა და მოზარდებშიც. ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ბავშვებისა და მოზარდების მომვლელი პირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

ფინგიას დაწყებამდე, ექიმი აცრის გაკეთების მდგომარეობას გადაამოწმებს. თუ, ზოგიერთი აცრა გაკეთებული არ გაქვთ, ფინგიას დაწყებისთვის შეიძლება საჭირო გახდეს ამ აცრების გაკეთება.

ფინგიას პირველი დოზების მიღების დროს ანდა 0.25 მგ დღიური დოზიდან 0.5 მგ დღიურ დოზაზე გადასვლისას, ექიმი გულის ცემის რითმის სიხშირეს და გულის რითმს გადაამოწმებს (იხილეთ ნაწილი ,,გულის ცემის შენელება (ბრადიკარდია) და გულის ცემის რითმის დარღვევა’’).

თუ, ფინგიას გამოყენებამდე ანდა გამოყენების დროს ჰალუცინაციები ანდა გულყრები განვითარდება, ექიმს აცნობეთ.

თუ, ფინგიას გამოყენების დროს დეპრესია ანდა შფოთვა განვითარდება ანდა დემენცია გექნებათ ანდა შფოთვის, ნერვიულობის შეგრძნება გექნებათ, ექიმს აცნობეთ. ამ დროს უფრო ახლო დაკვირვება შეიძლება დაგჭირდეთ.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულებში (65 წელი და მეტი)ფინგიას გამოყენება გამოკვლეული არ არის. თუ, შფოთვები გაქვთ, ექიმს გაესაუბრეთ.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:

ავადმყოფებს, რომელთაც თირკმლების უკმარისობა აქვთ, ფინგიასთან დაკაშირებით დოზის რაიმე სახის რეგულაცია საჭირო არ არის.

ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს ფინგია არ უნდა იქნას გამოყენებული. (იხილეთ ნაწილი-2 ,,ფინგიას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება’’).

თუ, ექიმი სხვა მითითებებს არ მოგცემთ, აღნიშნული გამოყენების ინსტუქციის მონაცემები გაითვალისწინეთ.

ფინგიათი მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ ინფრომაციას ექიმი გაცნობებთ. მკურნალობა ნაადრევად არ შეწყვიტოთ, რადგანაც ფინგიათი მკურნალობის შეჩერებამ დაავადების კიდევ უფრო მეტად დამძიმება შეიძლება გამოიწვიოს.

თუ,ფიქრობთ, რომ ფინგიას ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ფინგიას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, ფინგიას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

თუ, ფინგიას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ ანდა ფინგიას პირველი დოზა არასწორად მიიღეთ, სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ.

ექიმი, ყოველ საათში ერთხელ პულს და სისხლის არტერიულ წნევას გაგიზომავთ, ასევე გაკეთდება საკონტროლო ეკგ და დღე-ღამის განმავლობაში დაკვირვება.

თუ, ფინგიას მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, ფინგიას მიღება დაგავიწყდებათ, ექიმს აცნობეთ. წამლის კვლავ მიღების შემთხვევაში, ექიმი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს დაგაკვირდებათ:

თუ, მკურნალობის პირველი 2 კვირის განმავლობაში, მკურნალობა ერთი ანდა რამდენიმე დღით შეჩერდება

თუ, მკურნალობის მე-3 ანდა მე-4 კვირაში მკურნალობა 7 დღეზე მეტი დროით შეჩერდება

თუ, ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ მკურნალობა 14 დღეზე მეტი დროით შეჩერდება.მკურნალობა

თუ, მკურნალობის შეწყვეტის ხანგრძლივობა, ზემოთ მოცემულ დროზე უფრო ნაკლებია, მკურნალობა მომდევნო დოზის მიღების შემდეგ გეგმის მიხედვით გაგრძელდება.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც ფინგიათი მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ექიმთან გასაუბების გარეშე ფინგიას გამოყენება არ შეწყვიტოთ და დოზა არ შეცვალოთ.

ფინგია, მისი გამოყენების შეწყვეტიდან 2 თვის შემდეგ სხეულში რჩება. ამ დროის განმავლობაში სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა (ლიმფოციტების რაოდენობა) დაბალი იქნება და ამ გამოყენების ინსტრუქციაში აღწერილი გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს. ფინგიას გამოყენების შეწყვეტის შემდეგ მრავლობითი სკლეროზის მკურნალობის კვლავ დაწყებისთვის საჭიროა 6-8 კვირის განმავლობაში ლოდინი.

წამლის 2 კვირაზე მეტი დროით შეწყვეტის შემდეგ თუ, ფინგიათი მკურნალობის კვლავ დაწყებაა საჭირო, გულის ცემის სიხშირეზე მოქმედი არასასურველი ეფექტი, რომელიც მკურნალობის დასაწყისში გამოვლინდა, კვლავ შეიძლება გამოვლინდეს, ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს კლინიკაში დარჩენა და დაკვირვება. წამლის 2 კვირაზე მეტი დროით შეწყვეტისას, ექიმის რეკომენდაციის გარეშე ფინგიას მიღება კვლავ არ დაიწყოთ.

ფინგიათი მკურნალობის დასრულების შემდეგ თქვენზე დაკვირვების საკითხს ექიმი გადაწყვეთს. თუ, დაკვირვება გესაჭიროებათ, ექიმი აგიხსნით დაკვირვების დეტალებს. თუ, ფინგიათი მკურნალობის დასრულების შემდეგ ფიქრობთ, რომ მრავლობითი სკლეროზის სიმპტომები დამძიმდა, მაშინვე ექიმს აცნობეთ. ეს მდგომარეობა შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს.

თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკაშირებით სხვა კითხვები გაქვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ფინგიას შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ, ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგმავთ ანდა ეფექტურ ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდს არ იყენებთ, ფინგია არ გამოიყენოთ. თუ, ფინგიას ორსულობის დროს გამოიყენებთ, მუცლად მყოფ ბავშვზე მავნე ეფექტის გამოვლენის რისკი მაღალია. ორსულობის დროს ფინგიას ზემოქმედების ქვეშ დარჩენილ მუცლად მყოფ ბავშვებში თანდაყოლილი მალფორმაციების თანაფარდობა გაორმაგებულია (ამ პირებში თანდაყოლილი ანომალიების თანაფარდობა დაახლოებით 2-3%). ყველაზე ხშირად გამოვლენილი მალფორმაციებია: კარდიალური, რენალური (თირკმლებთან დაკავშირებული) და ძვალ-კუნთოვანი სისტემის დარღვევები.

თუ, მშობიარობის პოტენციალის მქონე ქალი ხართ:

ფინგიათი მკურნალობის დაწყებამდე, ექიმი მუცლად მყოფ ბავშვზე მავნე ზემოქმედების შესახებ ინფრომაციას მოგაწვდით და თქვენთან ორსულობის არ არსებობის დადასტურებისთვის ორსულობის ტესტის გაკეთებას მოითხოვს.

და

ფინგიას გამოყენების დროს და გამოყენების შეწყვეტის შემდეგ, 2 თვის განმავლობაში ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენოთ. საიმედო ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის შესახებ ინფორმაციისთვის ექიმს მიმართეთ. ფინგიას გამოყენების დროს ორსულობის თავიდან არიდების მიზეზები განმარტებულია ბარათში, რომელსაც ექიმი მოგაწვდის.

თუ, ფინგიას გამოყენების დროს ორსულობა განვითარდება, მაშინვე ექიმს აცნობეთ. ექიმი, მკურნალობას შეაჩერებს. (იხილეთ ნაწილი-,,ფინგიათი მკურნალობის დასრულების შემდეგ გამოვლენილი ეფექტები და ნაწილი-4,,შესაძლო გვერდითი ეფექტები’’). მშიბიარობამდე საჭიროა სპეციალისტის დაკვირვება.

თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ფინგიათი მკურნალობის დროს ბავშვს ძუძუ არ მოაწოვოთ. ფინგია დედის რძეში შეიძლება გადავიდეს, რაც ძუძუს წოვების შემთხვევაში ბავშვთან სერიოზული გვერდითი ეფექტების რისკს ზრდის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ექიმი, თქვენი დაავადებიდან გამომდინარე ავტომობილის და მექანიზმების მართვის (ველოსიპედის ჩათვლით) შესახებ ნებართვის გადაწყვეტილებას მოგაწვდით. ფინგიას, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების საკითხი უცნობია.

მკურნალობის დასაწყისში, ფინგიას პირველი დოზის მიღების შემდეგ საჭიროა 6 თვის განმავლობაში ექიმის დაკვირვება ანდა კლინიკაში მოთავსება. ავტომობილის მართვის უნარი ამ პერიოდის განმავლობაში და შემდგომ პერიოდში შესუსტებული იქნება.

ფინგიას შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

სიფრთხილის განმაპირობებელ დამხმარე ნივთიერებას არ შეიცავს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებს ღებულობთ ანდა ახლო პერიოდში მიიღეთ, ექიმს აცნობეთ.

გულის რითმის დარღვევის დროს გამოყენებული ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი ანდა სოტალოლის მსგავსი წამლები. თუ, ამ წამლებს ღებულობთ, გულის რითმზე დამატებითი უარყოფითი ეფექტის გამო ფინგია არ უნდა გამოიყენოთ. (იხილეთ ნაწილი-2 ,, ფინგია ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ’’).

იმუნურ სისტემაზე შესაძლო დამატებითი ეფექტის გამო, კორტიკოსტეროიდები.

მრავლობით სკლეროზის სამკურნალოდ გამოყენებული ბეტა-ინტერფერონი, გლატირამერის აცეტატი, ნატალიზუმაბი, მიტოქსანტრონი, ტერიფლუნომიდი, დიმეთილ ფუმარატი ანდა ალემტუზუმაბის მსგავსი წამლები, ასევე იმუნური სისტემის დამთრგუნავი ანდა მარეგულირებელი წამლები. იმუნურ სისტემაზე გამოვლენილი ეფექტების გამწვავებს გამო, ფინგია ამ წამლებთან ერთად არ უნდა გამოიყენოთ (იხილეთ ნაწილი-,, ფინგია ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ’’).

პულსის შემანელებელი, ატენოლოლის (ბეტა -ბლოკერების სახელით წოდებული) მსგავსი წამლები. ფინგიას ამ წამლებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, ფინგიას პირველ დღეებში გულის რითმზე მოქმედი ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს.

თუ, აცრის გაკეთებაა საჭირო, პირველ რიგში ექიმის რეკომენდაცია გაითვალისწინეთ. ფინგიათი დამატებითი მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ 2 თვის განმავლობაში ცოცხალი ვირუსის შემცველი აცრები არ უნდა გაკეთდეს. თუ გაკეთდება, შეიძლება ის ინფექცია გააქტიურდეს, რომლის თავიდან აცილების მიზნითაც კეთდებოდა აცრა. სხვა ზოგიერთი შეიძლება საკმარისად ეფექტური არ იყოს.

სხვა წამლები:

ვირუსული ინფექციების დროს გამოყენებული ზოგიერთი წამალი (პროტეაზას ინჰიბიტორები), ზოგიერთი ინფექციის მკურნალობისთვის გამოყენებული წამლები (ანტიინფექციური), სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული (მაგ.კეტოკონაზოლი), კლარიტრომიცინი ანდა ტელიტრომიცინის მსგავსი.

კარბამაზეპინი, რიფამპიცინი, ფენოფარბიტალი, ფენიტოინი, ეფავირენზი ანდა წმ. ჯონის ვორტი. (ფინგიას მოქმედების ეფექტის შემცირების რისკი).

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

გვერდითი მოვლენები

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ფინგიას გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

გავრცელებული:

ხველა ნახველით, ტკივილი მკერდში, ცხელება (ფილტვის დაავადების სიმპტომები).

პირის ღრუსა და სასქესო ორგანოებში ბუშტუკების გაჩენა, წვა, ქავილი ანდა ტკივილის მსგავსი სიმპტომებით ჰერპეს ვირუსული ინფექცია (ზოსტერი ანდა ზონა). დანარჩენი სიმპტომები სახეზე ანდა სხეულზე ვლინდება დაბუჟების, ქავილის და წითელი ლაქების ანდა ბუშტუკების სახით, შეიძლება თან ახლდეს ძლიერი ტკივილი და ცხელება.

გულის ცემის შენელება (ბრადიკარდია), გულის რითმის დარღვევა.

ძირითადად, მარგალიტის მსგავსი ნოდულარული ფორმის, მაგრამ განსხვავებული ფერის და შენების ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომის სახელით წოდებული კანის სიმსისვნე.

მრავლობითი სკლეროზის პოპულაციაში დეპრესია და შფოთვითი აშლილობა ხშირად ვლინდება. უნდა აღინიშნოს, რომ ფინგიას მკურნალობის ფონზე, იგივე პრობლემები შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებსა და მოზარდებშიც.

წონის დაკლება.

ნაკლებად გავრცელებული:

ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელების სიმპტომებით მიმდინარე პნევმონია,

მხედველობის ცენტრში ჩრდილები ანდა ბრმა წერტილი, მხედველობის შემღვევა, ფერის და დეტალების გარჩევის დარღვევით მიმიდნარე მაკულას შეშუპება (თვალის უკან ბადურასთან დაკაშირებული ცენტრალური მხედველობის არეში შეშუპება).

სისხლჩაქცევის რისკის მატების ანდა კანზე დალურჯების გამომწვევი, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია).

მალიგნირებული მელანომა (ძირითადად, უჩვეულო ხალიდან განვითრებული სიმსივნის ერთერთი ტიპი), მელანომის შესაძლო სიმპტომები მოიცავს; ხალის ფერის, ზომის, ფორმის, სიმაღლის ცვლილებას ანდა ახალი ხალების წამოქმნას. აღნიშნულ ხალებზე შეიძლება გამოვლინდეს ქავილი, სისხლდენა ანდა დაწყლულებაც კი.

ჰალუცინაციები, გულყრები (ბავშვებსა და მოზარდებში, ზრდასრულებთან შედარებით უფრო ხშირია)

იშვიათი:

უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სიმდრომი. ნიშნები: ძლიერი თავის ტკივილი, ცნობიერების არევა, გულყრები და/ანდა მხედველობის დარღვევები.

ლიმფომა (ლიმფური სისტემის სიმსივნის სახეობა).

სკვამოზურ უჯრედოვანი კარცინომა (მკვრივი, წითელი კვანძი, ქერქიანი იარა ანდა არსებული იარის ზედაპირზე ახალი იარის გაჩენა, სიმსივნის სახეობა).

ძალიან იშვიათი:

ელექტროკარდიოგრამაზე ანორმალობა (T ტალღის ინვერსია).

კანის ლიმფური სისხლძარღვებიდან განვითარებული და ადამიანის ჰერპეს ვირუსის ტიპი-8 ინფექციის მქონე ავადმყოფებში განვითარებული სიმსივნე (კაპოშის სარკომა).

უცნობი:

ალერგიული რეაქციები: ფინგიათი მკურნალობის დაწყების დღეს გამონაყარი ანდა ქავილი, ურტიკარია, ტუჩებზე, ენაზე ანდა სახეზე შეშუპება.

კანის ანდა თვალის თეთრ კარსზე-სკლერაზე სიყვითლე, გულისრევა დ ან ღებინება, მუქი ფერის შარდი (ყავისფეფრი ფერის), შიმშილის გრძნობის შემცირება, დაღლილობა და ღვიძლის ფუნქციების დარღვევა (ღვიძლის დაავადება-უკმარისობის ჩათვლით). შემთხვევათა ძალიან მცირე რიცხვში, ღვიძლის უკმარისობა საჭიროებს ღვიძლის გადანერგვას.

პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის სახელით წოდებული, იშვიათად გამოვლენილი თავის ტვინის ინფექციის რისკი. პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის სიმპტომები მრავლობითი სკლეროზის დროს ,,შეტევის’’ სახელითაა ცნობილი და დაავადების დამძიმების პერიოდისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს შეიძლება ჰგავდეს. გარდა ამისა, შეიძლება გამოვლინდეს გუნება-განწყობის ცვლიებები, ქცევის დარღვევები, მეხსიერების დაკარგვა, მეტყველების და კონტაქტის გაძნელება, აღნიშნული მდგომარეობა შეიძლება თავადაც შეამჩნიოთ. ამ დროს პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის გამორიცხვის მიზნით საჭიროა უფრო დეტალური გამოკვლევები. თუ, ფიქრობთ, რომ მრავლობითი სკლეროზი გაგირთულდათ ანდა თქვენ ანდა ახლო ნათესავები უჩვეულო სიმპტომებს შეამჩნეევენ, შეძლებისდაგვარად უმოკლეს დროში თქვენს ექიმს დაელაპარაკეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

კრიპტოკოკური ინფექციები (სოკოვანი ინფექციის სახეობა): იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს კრიპტოკოკური მენინგიტი, რომელსაც თან ახლავს კეფის კუნთების რიგიდობა, თავის ტკივილი, სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება, გულისრევა და /ანდა ცნობიერების არევის მსგავსი სიმპტომები.

მერკელის უჯრედოვანი კარცინომა (კანის სიმსივნის სახეობა). მერკელის უჯრედოვანი კარცინომის შესაძლო სიმპტომები შეიძლება იყოს: სახეზე, თავზე და კისერზე კანის ფერის და ან მოლურჯო-წითელი ფერის, უმტკივნეულო კვანძების განვითარება. მერკელის უჯრედოვანი კარდინომა მკვირივი, წითელი კვანძის ანდა მასის სახით შეიძლება გამოვლინდეს. მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედების ანდა სუსტი იმუნური სისტემის დროს მერკელის უჯრედოვანი სიმსივნის განვითრების რისკი მაღალია.

ფინგიათი მკურნალობის დასრულების შემდეგ, მრავლობითი სკლეროზის სიმპტომები შეიძლება ისევ გამოვლინდეს, ეს სიმპტომები მკურნალობის დაწყებამდე და ან მკურნალობის დროს შეიძლება უფრო მკვეთრი იყოს.

ანემია (სისხლნაკლებობა, სისხლის წითელი უჯრედების დონის შემცირება), სისხლის წითელი უჯრედების დაშლის გამომწვევი ავტოიმუნური მდგომარეობა (ავტოიმუნური ჰემოლიზური ანემია).

ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილი პრობლემებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ:

სხვა გვერდითი ეფექტები:

ძალიან გავრცელებული:

დაღლილობა, კანკალი, ყელის ტკივილი, სახსრების ანდა კუნთების ტკივილი, ცხელების მსგავსი გრიპის სიმპტომები

ლოყებსა და შუბლზე ზეწოლის ანდა ტკივილის შეგრძნება (სინუსიტი)

თავის ტკივილი

დიარეა

ზურგის ტკივილი

ხველა

სისხლის ანალიზით ღვიძლის ფერმენტების მომატება

გავრცელებული:

კანის, თმის ანდა ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები (tinea versicoor-ით გამოწვეული ინფექცია)

გაბრუება

გულისრევა, ღებინება და სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება, თავის ტკივილი (მიგრენის სიმპტომები)

სისუსტე

ქავილი, წითელი, წვის შეგრძნების მქონე ქავილი (ეგზემა)

თმის ცვენა

კანის ქავილი

სუნთქვის შეკვრა

დეპრესია

მხედველობის შემღვრევა (იხილეთ ნაწილი-3 ,,რას უნდა მივქციოთ ყურადღება ფინგიას გამოყენებამდე ‘’).

მაღალი არტერიული წნევა (ფინგიამ სისხლხის არტერიული წნევის მსუბუქი მომატება შეიძლება გამოწვიოს).

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია, ლიმფოპენია)

სისხლში ზოგირთი ცხიმების მომატება (ტრიგლიცერიდები)

კუნთების ტკივილი

სახსრების ტკიივლი

ნაკლებად გავრცელებული:

სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ნეიტროფილები)

დეპრესიული მდგომარეობა

გულისრევა

იშვიათი:

ლიმფური სისტემის სიმსივნე (ლიმფომა)

უცნობი:

კოჭების და ფეხების შეშუპება (პერიფერიული შეშუპება)

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM).

გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ფინგიას შენახვა

ფინგია, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

ფინგია, შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე.

ნესტისგან დაცვის მიზნით ორიგინალურ კოლოფში შეინახეთ.

თუ, პროდუქტზე და/ ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, ფინგია არ გამოიყენოთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ფინგია არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს. ფარმანოვა საღლიქ ჰიზმეთლერი

Soryapi&Akel-ის სამუშაო ცენტრი

რუზგარლიბაჰჩეს დასახლ. გმირ სინან ეროღლუს ქ. N:6. 34805. ქავაჯიქი/ბეიქოზი/სტამბული.

წარმოების ადგილი: ს.ს. ნოვარტის საღლიქ გიდა ვე თარიმ ურუნლერი სან ვეთიჯ

ფენდიკი/სტამბული

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 04.06.2021-ში დამოწმებულია.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია ფარმანოვა

ფინგია 0,5 მგ კაფსულა

განკუთვნილია პირის გზით (ორალურად) მისაღებად.

მოქმედი ნივთიერება: თითოეული კაფსულა 0,5 მგ ფინგოლიმოდას ექვივალენტური რაოდენობით 0,56 მგ ფინგოლიმოდას ჰიდროქლორიდს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებებია: კაფსულის შემადგენლობა: მანიტოლი, მაგნიუმის სტეარატი. კაფსულის გარსი: რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი ჟელატინი (E171), (ცხოველური წარმოშობის).

საბეჭდი მელანი: შელაკი (E904) (მწერის წარმოშობის), უწყლო სპირტი, იზოპროპილის სპირტი, ბუტილის სპირტი, პროპილენ გლიკოლი, სუფთა წყალი, ამიაკის ძლიერი ხსნარი, კალიუმის ჰიდროქსიდი, რკინის შავი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი(E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), დიმეტიკონი.

აღნიშნული წამალი დამატებით მონიტორინგს საჭიროებს. ეს სამკუთხედი

უსაფრთხოების ახალი მონაცემების სწრაფ განსაზღვრას უზრუნველყოფს. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მოხსენების გაკეთებით შეგიძლიათ დაგვეხმაროთ. გვერდითი ეფექტების შესახებ მოხსენების გაკეთება იხილეთ ნაწილი -4-ის ბოლო მონაკვეთი.

აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება ფინგია?

ფინგიას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება ფინგია?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

ფინგიას შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება ფინგია ?

ფინგიას მოქმედი ნივთიერება ფინგოლიმოდაა. ფინგოლიმოდა, თეთრი, გაუმჭვირვალე სხეულის და პრიალა ყვითელი ფერის გაუმჭვირვალე სახურავის მქონე კაფსულაა, რომლის სახურავის მონაკვეთში შავი მელანით მოცემულია ,,FTY -0.5 mg’’ წარწერა, სხეულის მონაკვეთში კი ყვითელი ფერის მელანით ორი ზოლია აღნიშნული.

ფინგიას კაფსულები, ცხოველური წარმოშობის ჟელატინს და მწერის წარმოშობის შელაკს შეიცავს.

ფინგიამ, სხეულის იმუნური სისტემის ფუნქცია შეიძლება შეცვალოს, ფინგია, შეტევებით მიმდინარე მრავლობითი სკლეროზის სამკურნალოდ გამოიყენება. ფინგია, სფინგოზინ-1-ფოსფატის (S1-P) რეცეპტორების მარეგულირებელი წამალია.

მრავლობითი სკლეროზი, ცენტრალური ნერვული სისტემის, განსაკუთრებით თავის ტვინის და ზურგის ტვინის ფუნქციებზე მოქმედი ქრონიკული დაავადებაა. მრავლობითი სკლეროზის დროს ჩირქოვანი პროცესი (ანთება) ცენტრალური ნერვული სისტემის ნერვების ირგვლივ დამცავ შრეს (მიელინის სახელით წოდებული) არღვევს და ნერვების ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უშლის. ამ პროცესს დემიელინიზაციას უწოდებენ.

მრავლობითი სკლეროზი, ცენტრალური ნერვილი სისტემაში ანთებით პროცესთან დაკაშირებული ფუნქციის მოშლით გამოწვეული განმეორებითი გულყრებით ხასიათდება. ეს გულყრები, ტიპიური შეტევის ანდა რეციდივის სახელითაა ცნობილი. დაავადების სიმპტომები სხვადასხვა ავადმყოფთან შეიძლება განსხვავებული იყოს და ხასიათდება: სიარულის გაძნელებით, დაბუჟებით, მხედველობის პრობლემებით და წონასწორობის დარღვევით. შეტევის დასაწყისში გამოვლენილი სიმპტომები შეტევის დასრულებისას სრულად ალაგების მიუხედავად, ზოგჯერ ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება მუდმივად დარჩეს. ეს დაავადება ცნობილია, აგრესიული შეტევებით მიმდინარე მრავლობით სკლეროზის ანდა რეციდივულ-რემისიული ტიპის მრავლობითი სკლეროზის სახელით.

ზოგიერთ შემთხვევებში, შეტევებით მიმდინარე მრავლობითი სკლეროზის მქონე ავადმყოფებში, შეტევებს შორის პერიოდში აღინიშნება სიმპტომების ეტაპობრივი მომატება. ეს მდგომარეობა, მრავლობით სკლეროზის სხვა ფორმაში გადასვლის მაჩვენებელია (მეორადი პროგრესირებადი მრავლობითი სკლეროზი).

ფინგია გაიცემა რეცეპტით და მიიღება ორალური (პირის) გზით.

ფინგია, გამოიყენება ზრდასრულებში, ბავშვებსა და 10 წლის და მეტი ასაკის მოზარდებში რეციდივულ-რემისიული მრავლობითი სკლეროზის სამკურნალოდ, განსაკუთრებით კი:

ავადმყოფებში, რომლებთანაც მრავლობითი სკლეროზის მკურნალობა ჩატარებულია, მაგრამ მკურნალობაზე პასუხი ვერ იქნა მიღებული და ან

სწრაფად პროგრესირებადი მრავლობითი სკლეროზით დაავადებულ ავადმყოფებში.

ფინგია, მრავლობით სკლეროზს არ განკურნავს, მაგრამ გამოვლენილი შეტევების სიხშირეს შეამცირებს და ასევე მრავლობითი სკლეროზის გამო ფიზიკური პრობლემების განვითარებას შეაფერხებს.

ფინგია, ზემოქმედებას ახდენს სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედების სისხლის მიმოქცევაში თავისუფალ მოხვედრაზე, შედეგად ანთებად-ჩირქოვანი პროცესის გამომწვევი უჯრედების თავის ტვინსა და ზურგის ტვინში მოხვედრას აფერხებს და იმუნური სისტემას ეხმარება შეტევების წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს კი მრავლობით სკლეროზის მიერ გამოწვეულ ნერვულ დაზიანებას ამცირებს. გარდა ამისა, ფინგია მნიშვენლოვან როლს თამაშობს ზოგიერთი სახის იმუნური პასუხის შემცირებაში.

კლინიკური კვლევებით დადასტურებულია, რომ ფინგია შეტევების რაოდენობას ამცირებს (ანახევრებს და ცოტა უფრო მეტადაც) და შედეგად მძიმე შეტევების და საავადმყოფოში მკურნალობის საჭიროების მქონე შეტევების რაოდენობაც მცირდება. ფინგია, შეტევების გარეშე მიმდინარე პეროდებს ახანგრძლივებს და ინვალიდობის პროგრესირებას ანელებს (დაახლოებით 3:1).

ფინგიას მოქმედების მექანიზმის და თქვენთან მისი გამოწერის მიზეზებთან დაკავშირებით კითხვების არსებობისას, თქვენს ექიმს მიმართეთ.

  • ფინგიას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ფინგია, არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ,

ფინგოლიმოდის ანდა ფინგიას შემადგენელი სხვა დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ.

სუსტი იმუნური სისტემა გაქვთ(იმუნური უკმარისობის სინდრომი, დაავადების ანდა იმუნური სისტემის დამთრგუნავი რომელიმე წამლის გამო).

სიყვითლე (ჰეპატიტი) ანდა ჭლექის (ტუბერკულოზი)მსგავსი სერიოზული აქტიური ინფექცია ანდა აქტიური ქრონიკული ინფექცია გაქვთ.

აქტიური სიმსივნური დაავაება გაქვთ.

სერიოზული ღვიძლის პრობლემები თუ გაქვთ

ბოლო 6 თვის განმავლობაში მიოკარდიუმის ინფარქტი, ტკივილი მკერდში, ინსულტი ანდა ინსულტის წინა მდგომარეობა ანდა განსაზღვრული ტიპის გულის უკმარისობა გადაიტანეთ.

ფინგიათი მკურნალობის დაწყებამდე, ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ) გახანგრძლივებული QT ინტერვალი ანდა განსაზღვრული ტიპის არარეგულარული ანდა ანორმალური გულისცემა (არითმია) გაქვთ.

ორსულად ხართ ანდა მშობიარობის პოტენციალის მქონე ქალი ხართ და ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურ მეთოდს არ იყენებთ.

არითმიების გამო ქინიდინს, დისოპირამიდს (I-a კლასის ანტიარითმული საშუალება)ანდა ამიოდარონს, სოტალოლის (III კლასის ანტიარითმული საშუალება) მსგავს წამალს ღებულობთ ანდა ახლო პერიოდში მიიღეთ.

ფინგია, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ

თუ,

ელექტროკარდიოგრამაზე ანორმალური რითმი ვლინდება,

ძილის დროს ძლიერი სუნთქვის პრობლემები გაქვთ (ძლიერი ღამის აპნე)

გულის ცემის შენელების მაჩვენებელი სიმპტომები ვლინდება (მაგ.გაბრუება, გულისრევა ანდა გულის ფრიალი).

გულის ცემის შემანელებელ წამლებს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ (ბეტა ბლოკერები, ვერაპამილი, დილთიაზემი ანდა ივაბრადინი, დიგოქსინი, ანტიქოლინესთერაზული აგენტები (ნეოსტიგმინი, ფიზოსტიგმინი, ედროფონიუმი, პრიდოსტიგმინი) ანდა პილოკარპინი).

ანამნეზში ცნობიერების უეცარი დაკარგვა ანდა გონების დაკარგვა (სინკოპე)გაქვთ.

აცრის გაკეთებას გეეგმავთ.

ჩუტყვავილა არ გადაგიტანიათ.

მხედველობის დარღვევა ანდა თავლის უკანა ნაწილში ცენტრალური მხედველობის ნაწილის(მაკულა) შეშუპება(ამავე დროს მაკულას შეშუპების სახელით ცნობილი პრობლემა გაქვთ), თვალში ანთებითი პროცესი(უვეიტი) გაქვთ ანდა გადაიტანეთ ანდა დიაბეტი გაქვთ (თვალის პრობლემების გამომწვევი).

ღვიძლის პრობლემები გაქვთ.

მედიკამენტებით უმართავი მაღალი არტერიული წნევა გაქვთ.

ფილტვების სერიოზული პრობლემები გაქვთ ანდა სიგარეტთან დაკავშირებული ხველა გაქვთ.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

ფინგიას გამოყენებამდე ქვემოთ მოცემული მდგომარეობების შესახებ ექიმს აცნობეთ:

თუ, გულის ცემის შენელება(ბრადიკარდია) და გულის ცემის რითმის დარღვევა გაქვთ: მკურნალობის დასაწყისში ანდა 0.25 მგ-იანი დღიური დოზიდან 0.5მგ დოზაზე გადასვლისას პირველი დოზის მიღების შემდეგ, ფინგიამ, შეიძლება გულის ცემის შენელება გამოიწვიოს. შედეგად, შეიძლება იგრძნოთ: თავბრუსხვევა ანდა დაღლილობა, გულისცემა ანდა სისხლის არტერიული წნევის დაცემა. თუ, ეს ეფექტები სერიოზულია, სასწრაფო მკურნალობა გესაჭიროებათ, ამიტომ ექიმს უნდა მიმართოთ. ფინგიამ, განსაკუთრებით კი პირველი დოზის შემდეგ, შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის რითმის დარღვევა. გულის ცემის რითმის დარღვევა ძირითადად 1 დღეზე ნაკლებ დროში ნორმას დაუბრუნდება. შენელებული გულის ცემა ძირითადად ერთ თვეში ნორმას დაუბრუნდება. ამ დროის განმავლობაში კლინიკურად გულის ცემის სიხშირის მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

ფინგიას პირველი დოზის შემდეგ ანდა 0.25 მგ- იანი დოზიდან 0.5 მგ დოზაზე გადასვლის პირველი დღის შემდეგ, ექიმმა შეიძლება მოითხოვოს პულსის და არტერიული წნევის ყოველ საათში გაზომვა, ამისთვის საჭირო იქნება თქვენი სულ ცოტა 6 საათის განმავლობაში კლინიკაში დაყოვნება, ამ გზით მკურნალობის დასაწყისში გამოვლენილი გვერდითი ეფექტების გამოვლინების წინააღმდეგ ზომების მიღება შესაძლებელი იქნება. ფინგიას პირველი დოზის მიღებამდე და მიღებიდან 6 საათის განამვლობაში დაკვირვების პერიოდის შემდეგ ელექტროკარდიოგრამა უნდა იქნას გადაღებული, ექიმი, ამ დროის განმავლობაში უწყვეტი სახით ეკგ კონტროლს განახორციელებს. 6 საათიანი პერიოდის შემდეგ თუ გულის ცემა ძალიან შენელებულია ანდა უფრო ნელდება ანდა ეკგ-ზე ანორმალობა ვლინდება, საჭიროა ამ პერიოდის განამვლობაში დაკვირვება მანამ, სანამ გვერდითი ეფექტები არ ალაგდება (სულ ცოტა 2 საათის ანდა 1 ღამე), იგივე სიმპტომები, ფინგიას მიღებასთან დაკავშირებით, მკურნალობის დასრულებიდან გარკვეული დროის შემდეგ, შუალედური პერიოდის განმავლობაში, ასევე ფინგიას განმეორებით მიღების დაწყების დროსაც შეიძლება გამოვლინდეს.

თუ, გულის ცემის რითმის დარღვევა გაქვთ ანდა ასეთი რისკის მატარებელი ხართ, ან ანორმალური ეკგ ანდა გულის დაავადება ანდა გულის უკმარისობა გაქვთ, ამ დროს ფინგია შეიძლება თქვენთვის შესაბამისი პრეპარატი არ იყოს.

თუ, გონების უეცარი დაკარგვა ანდა გულის ცემის სიხშირის შენელება გაქვთ ანდა გქონდათ, ამ დროს ფინგია შეიძლება თქვენთვის შესაბამისი პრეპარატი არ იყოს. ფინგიათი მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა კარდიოლოგის კონსულტაცია და დაკვირვება, საჭიროებისას 24 საათიანი კონტროლის ჩათვლით.

თუ, გულის ცემის სიხშირის შემანელებელ წამლებს ღებულობთ, ფინგია შეიძლება თქვენთვის შესაბამისი პრეპარატი არ იყოს. ამ დროს საჭიროა კარდიოლოგის კონსულტაცია და მდგომარეობის შეფასება. ფინგიათი მკურნალობის გაგრძელებისთვის საჭიროა გულის ცემაზე შემანელებელი ეფექტის არ მქონე ალტერნატიული პრეპარატის შერჩევა. თუ, აღნიშნული მოქმედების პრეპარატის შეცვლა შეუძლებელია, საჭიროა კარდიოლოგის სადღეღამისო დაკვირვების განხორციელება. ფინგიათი მკურნალობის დაწყების დეტალებთან დაკავშირებით კარდიოლოგის კონსულტაცია მიიღეთ.

თუ, ჩუტყვავილა არ გადაგიტანიათ: თუ, მანამდე ჩუტყვავილა არ გადაგიტანიათ, ექიმი, ჩუტყვავილას გამომწვევვი ვირუსის მიმართ (ვარიცელა ზოსტერის ვირუსი)იმუნური სისტემას გადაამოწმებს. თუ, ვირუსის მიმართ დაცული არა ხართ, ფინგიათი მკურნალობის დაწყებამდე შეიძლება აცრის გაკეთება გახდეს საჭირო, ასეთ შემთვევაში, ექიმი ფინგიათი მკურნალობის დაწყებას ერთი თვით დააყოვნებს.

ინფექციები: ფინგია, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობას (განსაკუთრებით ლიმფოციტების) ამცირებს. სისხლის თეთრი უჯრედები ინფექციას ებრძვის. ფინგიას გამოყენების დროს (გამოყენების შეწყვეტიდან 2 თვის განმავლობაში) ორგანიზმი ინფექციის მიმართ მგრძნობიარეა. ამ დროს, ნებისმიერი სახის ინფექცია, რომელიც გადაგაქვთ, შეიძლება გართულდეს. ინფექცია, სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება იყოს. თუ, ინფექცია გაქვთ, ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები ვლინდება, ან ჰერპეს ზოსტერი ანდა თავის ტკივილი და თანმხლები კეფის კუნთების რიგიდობა, სინათლის მიმართ მგრძნობელობა, გულისრევა, სიწითლე ანდა ცნობიერების არევა ანდა კრუნჩხვების (გულყრები)მსგავსი ნიშნები გაქვთ (ეს ყველაფერი შეიძლება იყოს სოკოვანი ანდა ჰერპეს ვირუსის ინფექციით გამოწვეული მენინგიტი და /ანდა ენცეფალიტის ნიშნები) სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ, რადგანაც ეს მდგომარეობა შეიძლება ძალიან სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიში იყოს).

თუ, ფიქრობთ, რომ დაავადება- მრავლობითი სკლეროზი დამძიმდა (მაგ. სისუსტე ანდა მხედველობის ცვლილება) ანდა ახალი სიმპტომები გამოვლინდა, ეს შეიძლება იყოს ინფექციური პროცესით განპირობებული პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია, რომელიც იშვიათი და სერიოზული პათოლოგიაა და სიკვდილის გამომწვევიც შეიძლება იყოს, ამ დროს სასწრაფოდ ექიმს უნდა მიმართოთ. ამ დროს ექიმი მრტ კვლევას მოითხოვს და მდგომარეობის შეფასების შემდეგ ფინგიას მიღების შეწყვეტა-გაგრძელების საკითხს გადაწყვეტს.

ფინგიათი მკურნალობის დროს დაფიქსირებულია: ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) ინფექცია, დისპლაზია ( უჯრედის ანდა ქსოვილის ანორმალური განვითარება) და ადამიანის პაპილომა ვირუსთან (HPV) დაკავშირებული სიმსივნეები.

მაკულარული შეშუპება: თუ, ფინგიას დაწყებამდე მხედველობის დარღვევა ანდა თავლის უკანა ნაწილში ცენტრალური მხედველობის არეში(მაკულა) შეშუპება, თვალის ჩირქოვანი ანთება ანდა ინფექცია (უვეიტი) ანდა დიაბეტი გაქვთ ანდა გქონდათ, ექიმი თვალის ექიმის კონსულტაციას მოითხოვს.

ექიმი, ფინგიათი მკურნალობის დაწყებიდან 3 ანდა 4 თვის შემდეგ თვალის ექიმის კონსულტაციას მოითხოვს.

მაკულა, თვალის უკანა ნაწილში ბადურის პატარა მონაკვეთია, მისი ფორმა ფერების და დეტალების მკვეთრი და ზუსტი ხედვის საშუალებას იძლევა. ფინგიამ, შეიძლება მაკულის შეშუპება გამოიწვიოს, შეშუპება ძირითადად, ფინგიათი მკურნალობის დაწყებიდან პირველ 4 თვეში ვლინდება.

თუ, დიაბეტი ანდა უვეიტის სახელით წოდებული ინფექცია გაქვთ, მაკულის შეშუპების განვითარების ალბათობა მეტია. ამ დროს, ექიმი მაკულის შეშუპების დადგენის მიზნით ოფთალმოლოგიურ კვლევას რეგულარულად მოითხოვს.

თუ, მაკულის შეშუპება გაქვთ, ფინგიათი მკურნალობის კვლავ დაწყებამდე ექიმს გაესაუბრეთ.

მაკულარულმა შეშუპებამ და მრავლობითი სკლეროზის შეტევამ მხედველობის ერთიდაიგივე სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს (ოპტიკური ნევრიტი). დასაწყისში, შეიძლება რაიმე სახის სიმპტომი არ გამოვლინდეს. მხედველობის დარღვევა თუ გამოვლინდება, აუცილებლად ექიმს აცნობეთ. ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს განსაკუთრებით საჭიროა თვალის ექიმის კონსულტაცია.

  • თუ, მხედველობის ცენტრი შემღვრეული ანდა დაჩრდილულია,
  • თუ, მხედველობის ცენტრში ბრმა წერტილი განვითარდება,
  • თუ, ფერადი და წვრილი დეტალების ხედვა გიჭირთ,

ღვიძლის ფუნქციური სინჯები: თუ,ღვიძლის სერიოზული პრობლემა გაქვთ, ფინგია არ უნდა გამოიყენოთ. ფინგიამ, ღვიძლის ფუნქციების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს. ამ დროს, დიდი ალბათობით ვერცერთ სიმპტომს ვერ შეამჩნევთ, მაგრამ კანზე ანდა თვალის სკლერებზე შეიძლება სიყვითლე გამოვლინდეს, ასევე, მუქი ფერის შარდი(ყავისფერი), კუჭის არეში, მარჯვენა მხარეს ტკივილი, დაღლილობა, შიმშილის გრძნობის შემცირება ანდა აუხსნელი გულისრევა და ღებინება შეიძლება გამოვლინდეს, ამ დროს ექიმს მიმართეთ.

თუ, ამ სიმპტომებიდან რომელიმე ფინგიას მიღების შემდეგ გართულდება, სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ.

მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ ექიმი ღვიძლის ფუნქციების შემოწმების მიზნით სისხლის ანალიზებს გაგიკეთებთ. თუ, ანალიზებით ღვიძლის ფუნქციებს დარღვევა გამოვლინდება, შეიძლება ფინგიათი მკურნალობა შეჩერება საჭირო გახდეს.

მაღალი არტერიული წნევა: ფიანგიამ, სისხლის არტეროიული წნევის მსუბუქი მომატება შეიძლება გამოიწვიოს. ექიმი, სისხლის არტერიული წნევის რეგულარულ კონტროლს მოითხოვს,

ფილტვების პრობლემები: ფიანგიამ, ფილტვების ფუნქციების მსუბუქი დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს. ფილტვების სერიოზული პრობლემების ანდა სიგარეტის მომხმარებასთან დაკავშირებით ხველის მქონე ავადმყოფებში გვერდითი მოვლენების გამოვლინების რისკი მაღალია.

სისხლის საერთო ანალიზი: ფინგიათი მკურნალობისას სასურველი ეფექტია სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება. აღნიშნული, ძირითადად, მკურალობის შეჩერებიდან მომდევნო 2 თვეში ნორმას უბრუნდება. თუ, დამატებით სისხლის ანალიზების აღება გესაჭირიოებათ, ექიმს უთხარით, რომ ფინგიას ღებულობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექიმი ანალიზის შედეგებს სწორად ვერ შეაფასებს. განსაზღვრული სისხლის ანალიზების გაკეთებისთვის სისხლის აღება დამატებით დაგჭირდებათ.

ფინგიათი მკურნალობის დაწყებამდე, ექიმმა სისხლის ანალიზით სისხლის თეთრი უჯედების რაოდენობის საკმარისი რაოდენობა უნდა შეაფასოს, ამისთვის კი სისხლის ანალიზის რეგულარული კონტროლი იქნება საჭირო. თუ, სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობა საკმარისი არ არის, ფიანგიათი მკურნალობა შეიძლება შეწყვეტილი იქნას.

მრავლობით სკლეროზის ფინგიათი მკურნალობის დროს დაფიქსირებულია უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომის სახელით ცნობილი იშვიათი მდგომარეობა. სიმპტომები: ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის შემღვრევა, გულყრები და /ანდა მხედველობის ცვლილება. თუ, ფინგიას გამოყენების დროს აღნიშნული სიმპტომებიდან რომელიმეს შეამჩნევთ, სასწრაფოდ თქვენ ექიმს აცნობეთ, ეს ძალიან სერიოზულია.

სიმსივნე: მრავლობითი სკლეროზის მქონე ავადმყოფები, რომლებიც ფინგიათი მკურნალობენ, დაფიქსირებულია კანის სიმსივნის გამოვლენა. თუ, კანზე კვანძები (მაგ.პრიალა, მარგალიტის მსგავსი კვანძები), ნაწიბურები ანდა რამდენიმე კვირის განმავლობაში მოუშუშებელი ღია ჭრილობა შეამჩნიეთ, მაშინვე ექიმს აცნობეთ. კანის სიმსივნის სიმპტომებია: კანზე ანორმალური წარმონაქმნი ანდა კანის ქსოვილში ცვლილებები (მაგ.უჩვეულო ხალი) და თანმხლები ფერის, ფორმის და ზომის ცვლილებები. ფინგიათი მკურნალობის დაწყებამდე კანზე კვანძების არსებობა უნდა გადამოწმდეს, ამიტომ საჭიროა დერმატოლოგის კონსულტაცია. გარდა ამისა, ფინგიათი მკურნალობის დროსაც საჭიროა დერმატოლოგის რეგულარული კონსულტაცია. თუ, კანზე პრობლემა გამოვლინდება, ექიმი დერმატოლოგის საკონტროლო კონსულტაციას და შემდგომში რეგულარულ დაკვირვებას მოითხოვს.

მრავლობითი სკლეროზის მქონე ავადმყოფები, რომლებიც ფინგიათი მკურნალობენ, დაფიქსირებულია ლიმფური სისტემის სიმსივნის ერთერთი სახეობა (ლიმფომა).

მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ მოქცევა და მზისგან დაცვა:

ფინგოლიმოდი, იმუნურ სისტემას ასუსტებს, ეს კი სიმსივნეების, განსაკუთრებით კი, კანის სიმსივნეების განვითარების რისკს ზრდის. მზის სხივების და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შეზღუდვა ქვემოთ მოცემული ზომებით უნდა შეიზღუდოს:

შესაბამისი დამცავი ტანისამონის ტარება.

რეგულარულად, ულტრაიისფერი სხივების მიმართ მაღალი დამცველობის მქონე მზის დამცავი კრემების გამოყენება.

მრავლობითი სკლეროზის რეციდივთან დაკავშირებული თავის ტვინის უჩვეულო დაზიანებები: მრავლობით სკლეროზის ფინგიათი მკურნალობის დროს, მრავლობითი სკლეროზის რეციდივთან დაკავშირებული უჩვეულო და იშვიათი თავის ტვინის დაზიანებები ვლინდება. რეციდივის მძიმე ფორმის დროს ექიმი მდგომარეობის შეფასებისთვის თავის ტვინის მრტ გამოკვლევას მოითხოვს და შემდეგ ფინგიას მიღების გააგრძელების ანდა შეწყვეტის საკითხს გადაწყვეტს.

სხვა მკურნალობებიდან ფინგიაზე გადასვლა: თუ, ადრე ჩატარებული მკურნალობით გამოწვეული ანორმალობის მაჩვენებელი სიმპტომები არ არსებობს, ექიმმა, შეიძლება ბეტა ინტერფერონით, გლატირამერის აცეტატით ანდა დიმეთილ ფურამატით მკურნალობა ფინგიათი შეცვალოს. ამ ტიპის ანორმალობის გამორიცხვის მიზნით, ექიმი სისხლის ანალიზებს მოითხოვს. ნატალიზუმაბის შეწყვეტის შემდეგ, ფინგიათი მკურნალობის დაწყებამდე შეიძლება საჭირო გახდეს 2-3 თვე ლოდინი. ტერიფლუნომიდიდან გადასვლისთის კი შეიძლება საჭირო გახდეს გარკვეული დროით ლოდინი ანდა აჩქარებული ელიმინაციის პროცედურების გაკეთება. თუ, ალემტუზუმაბით მკურნალობა ჩატარებული გაქვთ, საჭიროა მდგომარეობის შეფასება და ამ თემის ექიმთან განხილვა, რათა გადაწყდეს ამ მდგომარეობაში ფინგიათი მკურნალობის სწორი არჩევანი.

მშობიარობის პოტენციალის მქონე ავადმყოფები: თუ, ფინგია ორსულობის პერიოდში იქნება გამოყენებული, მუცლადმყოფ ბავშვზე შეიძლება მავნე ეფექტი იქონიოს. ფინგიათი მკურნალობის დაწყებამდე, ექიმი ამ რისკების შესახებ გაგესაუბრებათ და ორსულობის არ არსებობის დამტკიცების მიზნით ორსულობის ტესტის გაკეთებას მოითხოვს. გარდა ამისა, ექიმი მოგაწვდით ბარათს, სადაც მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფინგიათი მკურნალობის დროს ორსულობა არ უნდა დადგეს. ამ ბარათში ასევე მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აირიდოთ ორსულობა. მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 2 თვის განმავლობაში საჭიროა ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება.(იხილეთ ნაწილი-,, ორსულობა და ძუძუთი კვება’’).

ფინგიათი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მრავლობითი სკლეროზის(გაუარესების) დამძიმებისას ექიმთან გასაუბრების გარეშე პაციენტს არ შეუწყვიტოთ ანდა დოზა არ შეუცვალოთ. თუ ფინგიათი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მრავლობითი სკლეროზი დამძიმდა, ექიმს დაუკავშირდით, ეს მდგომარეობა შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს (იზილეთ ნაწილი 3 „ ფინგიათი მკურნალობის შეწყვეტისას გვერდითი ეფექტები და ნაწილი 4 „ შესაძლო გვერდითი ეფექტები“)

თუ, აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ფინგიას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ფინგიას გამოყენება შესაძლებელია როგორც მშიერზე, ასევე საკვების მიღების შემდეგ.

ორსულობა

თუ, ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგმავთ ანდა ეფექტურ ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდს არ იყენებთ, ფინგია არ გამოიყენოთ. თუ, ფინგიას ორსულობის დროს გამოიყენებთ, მუცლად მყოფ ბავშვზე მავნე ეფექტის გამოვლენის რისკი მაღალია. ორსულობის დროს ფინგიას ზემოქმედების ქვეშ დარჩენილ მუცლად მყოფ ბავშვებში თანდაყოლილი მალფორმაციების თანაფარდობა გაორმაგებულია (ამ პირებში თანდაყოლილი ანომალიების თანაფარდობა დაახლოებით 2-3%). ყველაზე ხშირად გამოვლენილი მალფორმაციებია: კარდიალური, რენალური (თირკმლებთან დაკავშირებული) და ძვალ-კუნთოვანი სისტემის დარღვევები.

თუ, მშობიარობის პოტენციალის მქონე ქალი ხართ:

ფინგიათი მკურნალობის დაწყებამდე, ექიმი მუცლად მყოფ ბავშვზე მავნე ზემოქმედების შესახებ ინფრომაციას მოგაწვდით და თქვენთან ორსულობის არ არსებობის დადასტურებისთვის ორსულობის ტესტის გაკეთებას მოითხოვს.

და

ფინგიას გამოყენების დროს და გამოყენების შეწყვეტის შემდეგ, 2 თვის განმავლობაში ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენოთ. საიმედო ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის შესახებ ინფორმაციისთვის ექიმს მიმართეთ. ფინგიას გამოყენების დროს ორსულობის თავიდან არიდების მიზეზები განმარტებულია ბარათში, რომელსაც ექიმი მოგაწვდის.

თუ, ფინგიას გამოყენების დროს ორსულობა განვითარდება, მაშინვე ექიმს აცნობეთ. ექიმი, მკურნალობას შეაჩერებს. (იხილეთ ნაწილი-,,ფინგიათი მკურნალობის დასრულების შემდეგ გამოვლენილი ეფექტები და ნაწილი-4,,შესაძლო გვერდითი ეფექტები’’). მშიბიარობამდე საჭიროა სპეციალისტის დაკვირვება.

თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ფინგიათი მკურნალობის დროს ბავშვს ძუძუ არ მოაწოვოთ. ფინგია დედის რძეში შეიძლება გადავიდეს, რაც ძუძუს წოვების შემთხვევაში ბავშვთან სერიოზული გვერდითი ეფექტების რისკს ზრდის.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ექიმი, თქვენი დაავადებიდან გამომდინარე ავტომობილის და მექანიზმების მართვის (ველოსიპედის ჩათვლით) შესახებ ნებართვის გადაწყვეტილებას მოგაწვდით. ფინგიას, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების საკითხი უცნობია.

მკურნალობის დასაწყისში, ფინგიას პირველი დოზის მიღების შემდეგ საჭიროა 6 თვის განმავლობაში ექიმის დაკვირვება ანდა კლინიკაში მოთავსება. ავტომობილის მართვის უნარი ამ პერიოდის განმავლობაში და შემდგომ პერიოდში შესუსტებული იქნება.

ფინგიას შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

სიფრთხილის განმაპირობებელ დამხმარე ნივთიერებას არ შეიცავს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებს ღებულობთ ანდა ახლო პერიოდში მიიღეთ, ექიმს აცნობეთ.

გულის რითმის დარღვევის დროს გამოყენებული ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი ანდა სოტალოლის მსგავსი წამლები. თუ, ამ წამლებს ღებულობთ, გულის რითმზე დამატებითი უარყოფითი ეფექტის გამო ფინგია არ უნდა გამოიყენოთ. (იხილეთ ნაწილი-2 ,, ფინგია ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ’’).

იმუნურ სისტემაზე შესაძლო დამატებითი ეფექტის გამო, კორტიკოსტეროიდები.

მრავლობით სკლეროზის სამკურნალოდ გამოყენებული ბეტა-ინტერფერონი, გლატირამერის აცეტატი, ნატალიზუმაბი, მიტოქსანტრონი, ტერიფლუნომიდი, დიმეთილ ფუმარატი ანდა ალემტუზუმაბის მსგავსი წამლები, ასევე იმუნური სისტემის დამთრგუნავი ანდა მარეგულირებელი წამლები. იმუნურ სისტემაზე გამოვლენილი ეფექტების გამწვავებს გამო, ფინგია ამ წამლებთან ერთად არ უნდა გამოიყენოთ (იხილეთ ნაწილი-,, ფინგია ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ’’).

პულსის შემანელებელი, ატენოლოლის (ბეტა -ბლოკერების სახელით წოდებული) მსგავსი წამლები. ფინგიას ამ წამლებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, ფინგიას პირველ დღეებში გულის რითმზე მოქმედი ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს.

თუ, აცრის გაკეთებაა საჭირო, პირველ რიგში ექიმის რეკომენდაცია გაითვალისწინეთ. ფინგიათი დამატებითი მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ 2 თვის განმავლობაში ცოცხალი ვირუსის შემცველი აცრები არ უნდა გაკეთდეს. თუ გაკეთდება, შეიძლება ის ინფექცია გააქტიურდეს, რომლის თავიდან აცილების მიზნითაც კეთდებოდა აცრა. სხვა ზოგიერთი შეიძლება საკმარისად ეფექტური არ იყოს.

სხვა წამლები:

ვირუსული ინფექციების დროს გამოყენებული ზოგიერთი წამალი (პროტეაზას ინჰიბიტორები), ზოგიერთი ინფექციის მკურნალობისთვის გამოყენებული წამლები (ანტიინფექციური), სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული (მაგ.კეტოკონაზოლი), კლარიტრომიცინი ანდა ტელიტრომიცინის მსგავსი.

კარბამაზეპინი, რიფამპიცინი, ფენოფარბიტალი, ფენიტოინი, ეფავირენზი ანდა წმ. ჯონის ვორტი. (ფინგიას მოქმედების ეფექტის შემცირების რისკი).

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება ფინგია ?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

მრავლობითი სკლეროზის ფინგიათი მკურნალობის დაწყება, ექიმი სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იქნას დაწყებული და გაგრძელებული.

წამალი, ყოველთვის ექიმის მითითებების შესაბამისად მიიღეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, ექიმს მიმართეთ.

ზრდასრულები და 10 წლის და მეტი ასაკის, >40 კგ წონის ბავშვებსა და მოზარდებში ფინგიას დოზაა: 1 კაფსულა 1 ჯერ დღეში (0.5 მგ ფინგოლიმოდი).

ექიმთან შეთანხმების გარეშე ფინგიას გამოყენება არ შეწყვიტოთ ანდა დოზა არ შეცვალოთ.

ფინგია, ყოვლედღე, ერთსადაიმავე დროს (საათზე) მიიღეთ, აღნიშნული წამლის მიღების დროის გახსენებაში დაგეხმარებათ.

რეკომენდირებულ დოზას არ გადააჭარბოთ.

ფინგიას გამოყენების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით ინფორმაციისთვის ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

შეყვანის გზა და მეთოდი:

ფინგია, დღეში ერთხელ, 1 კაფსულა უნდა მიიღოთ, კაფსულა, გარკვეული რაოდენობის წყალთან ერთად უნდა მიიღოთ. კაფსულა, ყოველდღე, გახსნის გარეშე, მთლიანი სახით უნდა გადაყლაპოთ. ფინგიას მიღება შეიძლება როგორც მშიერზე, ასევე კვების შემდეგაც.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ფინგიას გამოყენება მრავლობით სკელროზის სამკურნალოდ 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოკვლეული არ არის, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში მისი გამოყენება რეკომენდირებული არ არის.

ზემოთ ჩამოთვლილი გაფრთხილებები და ზომები გათვალისწინებული უნდა იქნას ბავშვებსა და მოზარდებშიც. ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ბავშვებისა და მოზარდების მომვლელი პირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

ფინგიას დაწყებამდე, ექიმი აცრის გაკეთების მდგომარეობას გადაამოწმებს. თუ, ზოგიერთი აცრა გაკეთებული არ გაქვთ, ფინგიას დაწყებისთვის შეიძლება საჭირო გახდეს ამ აცრების გაკეთება.

ფინგიას პირველი დოზების მიღების დროს ანდა 0.25 მგ დღიური დოზიდან 0.5 მგ დღიურ დოზაზე გადასვლისას, ექიმი გულის ცემის რითმის სიხშირეს და გულის რითმს გადაამოწმებს (იხილეთ ნაწილი ,,გულის ცემის შენელება (ბრადიკარდია) და გულის ცემის რითმის დარღვევა’’).

თუ, ფინგიას გამოყენებამდე ანდა გამოყენების დროს ჰალუცინაციები ანდა გულყრები განვითარდება, ექიმს აცნობეთ.

თუ, ფინგიას გამოყენების დროს დეპრესია ანდა შფოთვა განვითარდება ანდა დემენცია გექნებათ ანდა შფოთვის, ნერვიულობის შეგრძნება გექნებათ, ექიმს აცნობეთ. ამ დროს უფრო ახლო დაკვირვება შეიძლება დაგჭირდეთ.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულებში (65 წელი და მეტი)ფინგიას გამოყენება გამოკვლეული არ არის. თუ, შფოთვები გაქვთ, ექიმს გაესაუბრეთ.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:

ავადმყოფებს, რომელთაც თირკმლების უკმარისობა აქვთ, ფინგიასთან დაკაშირებით დოზის რაიმე სახის რეგულაცია საჭირო არ არის.

ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს ფინგია არ უნდა იქნას გამოყენებული. (იხილეთ ნაწილი-2 ,,ფინგიას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება’’).

თუ, ექიმი სხვა მითითებებს არ მოგცემთ, აღნიშნული გამოყენების ინსტუქციის მონაცემები გაითვალისწინეთ.

ფინგიათი მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ ინფრომაციას ექიმი გაცნობებთ. მკურნალობა ნაადრევად არ შეწყვიტოთ, რადგანაც ფინგიათი მკურნალობის შეჩერებამ დაავადების კიდევ უფრო მეტად დამძიმება შეიძლება გამოიწვიოს.

თუ,ფიქრობთ, რომ ფინგიას ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ფინგიას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, ფინგიას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

თუ, ფინგიას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ ანდა ფინგიას პირველი დოზა არასწორად მიიღეთ, სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ.

ექიმი, ყოველ საათში ერთხელ პულს და სისხლის არტერიულ წნევას გაგიზომავთ, ასევე გაკეთდება საკონტროლო ეკგ და დღე-ღამის განმავლობაში დაკვირვება.

თუ, ფინგიას მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, ფინგიას მიღება დაგავიწყდებათ, ექიმს აცნობეთ. წამლის კვლავ მიღების შემთხვევაში, ექიმი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს დაგაკვირდებათ:

თუ, მკურნალობის პირველი 2 კვირის განმავლობაში, მკურნალობა ერთი ანდა რამდენიმე დღით შეჩერდება

თუ, მკურნალობის მე-3 ანდა მე-4 კვირაში მკურნალობა 7 დღეზე მეტი დროით შეჩერდება

თუ, ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ მკურნალობა 14 დღეზე მეტი დროით შეჩერდება.მკურნალობა

თუ, მკურნალობის შეწყვეტის ხანგრძლივობა, ზემოთ მოცემულ დროზე უფრო ნაკლებია, მკურნალობა მომდევნო დოზის მიღების შემდეგ გეგმის მიხედვით გაგრძელდება.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც ფინგიათი მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ექიმთან გასაუბების გარეშე ფინგიას გამოყენება არ შეწყვიტოთ და დოზა არ შეცვალოთ.

ფინგია, მისი გამოყენების შეწყვეტიდან 2 თვის შემდეგ სხეულში რჩება. ამ დროის განმავლობაში სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა (ლიმფოციტების რაოდენობა) დაბალი იქნება და ამ გამოყენების ინსტრუქციაში აღწერილი გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს. ფინგიას გამოყენების შეწყვეტის შემდეგ მრავლობითი სკლეროზის მკურნალობის კვლავ დაწყებისთვის საჭიროა 6-8 კვირის განმავლობაში ლოდინი.

წამლის 2 კვირაზე მეტი დროით შეწყვეტის შემდეგ თუ, ფინგიათი მკურნალობის კვლავ დაწყებაა საჭირო, გულის ცემის სიხშირეზე მოქმედი არასასურველი ეფექტი, რომელიც მკურნალობის დასაწყისში გამოვლინდა, კვლავ შეიძლება გამოვლინდეს, ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს კლინიკაში დარჩენა და დაკვირვება. წამლის 2 კვირაზე მეტი დროით შეწყვეტისას, ექიმის რეკომენდაციის გარეშე ფინგიას მიღება კვლავ არ დაიწყოთ.

ფინგიათი მკურნალობის დასრულების შემდეგ თქვენზე დაკვირვების საკითხს ექიმი გადაწყვეთს. თუ, დაკვირვება გესაჭიროებათ, ექიმი აგიხსნით დაკვირვების დეტალებს. თუ, ფინგიათი მკურნალობის დასრულების შემდეგ ფიქრობთ, რომ მრავლობითი სკლეროზის სიმპტომები დამძიმდა, მაშინვე ექიმს აცნობეთ. ეს მდგომარეობა შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს.

თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკაშირებით სხვა კითხვები გაქვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ფინგიას შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ფინგიას გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

გავრცელებული:

ხველა ნახველით, ტკივილი მკერდში, ცხელება (ფილტვის დაავადების სიმპტომები).

პირის ღრუსა და სასქესო ორგანოებში ბუშტუკების გაჩენა, წვა, ქავილი ანდა ტკივილის მსგავსი სიმპტომებით ჰერპეს ვირუსული ინფექცია (ზოსტერი ანდა ზონა). დანარჩენი სიმპტომები სახეზე ანდა სხეულზე ვლინდება დაბუჟების, ქავილის და წითელი ლაქების ანდა ბუშტუკების სახით, შეიძლება თან ახლდეს ძლიერი ტკივილი და ცხელება.

გულის ცემის შენელება (ბრადიკარდია), გულის რითმის დარღვევა.

ძირითადად, მარგალიტის მსგავსი ნოდულარული ფორმის, მაგრამ განსხვავებული ფერის და შენების ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომის სახელით წოდებული კანის სიმსისვნე.

მრავლობითი სკლეროზის პოპულაციაში დეპრესია და შფოთვითი აშლილობა ხშირად ვლინდება. უნდა აღინიშნოს, რომ ფინგიას მკურნალობის ფონზე, იგივე პრობლემები შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებსა და მოზარდებშიც.

წონის დაკლება.

ნაკლებად გავრცელებული:

ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელების სიმპტომებით მიმდინარე პნევმონია,

მხედველობის ცენტრში ჩრდილები ანდა ბრმა წერტილი, მხედველობის შემღვევა, ფერის და დეტალების გარჩევის დარღვევით მიმიდნარე მაკულას შეშუპება (თვალის უკან ბადურასთან დაკაშირებული ცენტრალური მხედველობის არეში შეშუპება).

სისხლჩაქცევის რისკის მატების ანდა კანზე დალურჯების გამომწვევი, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია).

მალიგნირებული მელანომა (ძირითადად, უჩვეულო ხალიდან განვითრებული სიმსივნის ერთერთი ტიპი), მელანომის შესაძლო სიმპტომები მოიცავს; ხალის ფერის, ზომის, ფორმის, სიმაღლის ცვლილებას ანდა ახალი ხალების წამოქმნას. აღნიშნულ ხალებზე შეიძლება გამოვლინდეს ქავილი, სისხლდენა ანდა დაწყლულებაც კი.

ჰალუცინაციები, გულყრები (ბავშვებსა და მოზარდებში, ზრდასრულებთან შედარებით უფრო ხშირია)

იშვიათი:

უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სიმდრომი. ნიშნები: ძლიერი თავის ტკივილი, ცნობიერების არევა, გულყრები და/ანდა მხედველობის დარღვევები.

ლიმფომა (ლიმფური სისტემის სიმსივნის სახეობა).

სკვამოზურ უჯრედოვანი კარცინომა (მკვრივი, წითელი კვანძი, ქერქიანი იარა ანდა არსებული იარის ზედაპირზე ახალი იარის გაჩენა, სიმსივნის სახეობა).

ძალიან იშვიათი:

ელექტროკარდიოგრამაზე ანორმალობა (T ტალღის ინვერსია).

კანის ლიმფური სისხლძარღვებიდან განვითარებული და ადამიანის ჰერპეს ვირუსის ტიპი-8 ინფექციის მქონე ავადმყოფებში განვითარებული სიმსივნე (კაპოშის სარკომა).

უცნობი:

ალერგიული რეაქციები: ფინგიათი მკურნალობის დაწყების დღეს გამონაყარი ანდა ქავილი, ურტიკარია, ტუჩებზე, ენაზე ანდა სახეზე შეშუპება.

კანის ანდა თვალის თეთრ კარსზე-სკლერაზე სიყვითლე, გულისრევა დ ან ღებინება, მუქი ფერის შარდი (ყავისფეფრი ფერის), შიმშილის გრძნობის შემცირება, დაღლილობა და ღვიძლის ფუნქციების დარღვევა (ღვიძლის დაავადება-უკმარისობის ჩათვლით). შემთხვევათა ძალიან მცირე რიცხვში, ღვიძლის უკმარისობა საჭიროებს ღვიძლის გადანერგვას.

პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის სახელით წოდებული, იშვიათად გამოვლენილი თავის ტვინის ინფექციის რისკი. პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის სიმპტომები მრავლობითი სკლეროზის დროს ,,შეტევის’’ სახელითაა ცნობილი და დაავადების დამძიმების პერიოდისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს შეიძლება ჰგავდეს. გარდა ამისა, შეიძლება გამოვლინდეს გუნება-განწყობის ცვლიებები, ქცევის დარღვევები, მეხსიერების დაკარგვა, მეტყველების და კონტაქტის გაძნელება, აღნიშნული მდგომარეობა შეიძლება თავადაც შეამჩნიოთ. ამ დროს პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის გამორიცხვის მიზნით საჭიროა უფრო დეტალური გამოკვლევები. თუ, ფიქრობთ, რომ მრავლობითი სკლეროზი გაგირთულდათ ანდა თქვენ ანდა ახლო ნათესავები უჩვეულო სიმპტომებს შეამჩნეევენ, შეძლებისდაგვარად უმოკლეს დროში თქვენს ექიმს დაელაპარაკეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

კრიპტოკოკური ინფექციები (სოკოვანი ინფექციის სახეობა): იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს კრიპტოკოკური მენინგიტი, რომელსაც თან ახლავს კეფის კუნთების რიგიდობა, თავის ტკივილი, სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება, გულისრევა და /ანდა ცნობიერების არევის მსგავსი სიმპტომები.

მერკელის უჯრედოვანი კარცინომა (კანის სიმსივნის სახეობა). მერკელის უჯრედოვანი კარცინომის შესაძლო სიმპტომები შეიძლება იყოს: სახეზე, თავზე და კისერზე კანის ფერის და ან მოლურჯო-წითელი ფერის, უმტკივნეულო კვანძების განვითარება. მერკელის უჯრედოვანი კარდინომა მკვირივი, წითელი კვანძის ანდა მასის სახით შეიძლება გამოვლინდეს. მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედების ანდა სუსტი იმუნური სისტემის დროს მერკელის უჯრედოვანი სიმსივნის განვითრების რისკი მაღალია.

ფინგიათი მკურნალობის დასრულების შემდეგ, მრავლობითი სკლეროზის სიმპტომები შეიძლება ისევ გამოვლინდეს, ეს სიმპტომები მკურნალობის დაწყებამდე და ან მკურნალობის დროს შეიძლება უფრო მკვეთრი იყოს.

ანემია (სისხლნაკლებობა, სისხლის წითელი უჯრედების დონის შემცირება), სისხლის წითელი უჯრედების დაშლის გამომწვევი ავტოიმუნური მდგომარეობა (ავტოიმუნური ჰემოლიზური ანემია).

ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილი პრობლემებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ:

სხვა გვერდითი ეფექტები:

ძალიან გავრცელებული:

დაღლილობა, კანკალი, ყელის ტკივილი, სახსრების ანდა კუნთების ტკივილი, ცხელების მსგავსი გრიპის სიმპტომები

ლოყებსა და შუბლზე ზეწოლის ანდა ტკივილის შეგრძნება (სინუსიტი)

თავის ტკივილი

დიარეა

ზურგის ტკივილი

ხველა

სისხლის ანალიზით ღვიძლის ფერმენტების მომატება

გავრცელებული:

კანის, თმის ანდა ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები (tinea versicoor-ით გამოწვეული ინფექცია)

გაბრუება

გულისრევა, ღებინება და სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება, თავის ტკივილი (მიგრენის სიმპტომები)

სისუსტე

ქავილი, წითელი, წვის შეგრძნების მქონე ქავილი (ეგზემა)

თმის ცვენა

კანის ქავილი

სუნთქვის შეკვრა

დეპრესია

მხედველობის შემღვრევა (იხილეთ ნაწილი-3 ,,რას უნდა მივქციოთ ყურადღება ფინგიას გამოყენებამდე ‘’).

მაღალი არტერიული წნევა (ფინგიამ სისხლხის არტერიული წნევის მსუბუქი მომატება შეიძლება გამოწვიოს).

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია, ლიმფოპენია)

სისხლში ზოგირთი ცხიმების მომატება (ტრიგლიცერიდები)

კუნთების ტკივილი

სახსრების ტკიივლი

ნაკლებად გავრცელებული:

სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ნეიტროფილები)

დეპრესიული მდგომარეობა

გულისრევა

იშვიათი:

ლიმფური სისტემის სიმსივნე (ლიმფომა)

უცნობი:

კოჭების და ფეხების შეშუპება (პერიფერიული შეშუპება)

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM).

გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ფინგიას შენახვა

ფინგია, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

ფინგია, შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე.

ნესტისგან დაცვის მიზნით ორიგინალურ კოლოფში შეინახეთ.

თუ, პროდუქტზე და/ ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, ფინგია არ გამოიყენოთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ფინგია არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს. ფარმანოვა საღლიქ ჰიზმეთლერი

Soryapi&Akel-ის სამუშაო ცენტრი

რუზგარლიბაჰჩეს დასახლ. გმირ სინან ეროღლუს ქ. N:6. 34805. ქავაჯიქი/ბეიქოზი/სტამბული.

წარმოების ადგილი: ს.ს. ნოვარტის საღლიქ გიდა ვე თარიმ ურუნლერი სან ვეთიჯ

ფენდიკი/სტამბული

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 04.06.2021-ში დამოწმებულია.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა