ფერო-ფოლგამა ნეო
Ferro-Folgamma® Neo
ფერო-ფოლგამა ნეო აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს რკინის სულფატს და ფოლიუმის მჟავას. იგი გამოიყენება რკინის და ფოლიუმის მჟავის უკმარისობით გამოწვეული ანემიის სამკურნალოდ მოზრდილებში და 12 წლიდან ბავშვებში. იგი ასევე გამოიყენება მოცემული მდგომარეობის პრევენციისათვის ორსულობის პერიოდში. 2. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფერუსი (ferrous) + folic acid hydrate
- ფორმა და შეფუთვა
- 114მგ + 0,8მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №100 (10X10)
- მწარმოებელი
- Lomapharm GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიანემიური პრეპარატები, რკინა კომბინაციაში ფოლის მჟავასთან
- ATC კოდი
- B03AD03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040151
- რეგისტრირებულია
- 6 თებერვალი 2024, მოქმედებს 6 თებერვალი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Wörwag Pharma GmbH & Co.KG (გერმანია)
- განმცხადებელი
- კომანდიტური საზოგადოება ვიორვაგ ფარმა ჯი ემ ბი ეიჩ და კო.კგ-ს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფერო-ფოლგამა ნეო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ფერო-ფოლგამა ნეო აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს რკინის სულფატს და ფოლიუმის მჟავას. იგი გამოიყენება რკინის და ფოლიუმის მჟავის უკმარისობით გამოწვეული ანემიის სამკურნალოდ მოზრდილებში და 12 წლიდან ბავშვებში. იგი ასევე გამოიყენება მოცემული მდგომარეობის პრევენციისათვის ორსულობის პერიოდში.
- რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ ფერო-ფოლგამა ნეოს მიღებამდე
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ფურცელი-ჩანართის ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების ან მიხედვით. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდირებული დოზა არის 1-2 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ (3×1-2 ტაბლეტი დღეში).
უკუჩვენებები
- თუ გაქვთ ალერგია აქტიური ნივთიერებების ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის (მოცემულია ნაწილში 6) მიმართ.
- თუ გაქვთ ისეთი ანემია, რომელიც არ არის გამოწვეული რკინის ან ფოლიუმის მჟავის უკმარისობით (მაგ: მეგალობლასტური ანემია, რომელსაც იწვევს ვიტამინი B12-ის უკმარისობა, ჰემოლიზური ანემია) თუ ექიმი არ დაგინიშნავთ.
- თუ გაქვთ დაუდგენელი წარმოშობის მეგალობლასტური ანემია, თუ ექიმი არ დაგინიშნავთ.
- თუ გაქვთ რკინის მარაგის ან რკინის შეწოვის დარღვევები, როგორიც არის სისხლის დაავადებები ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, ჰემოგლობინოპათია.
- თუ რეგულარულად ტარდება სისხლის გადასხმის პროცედურა.
- თუ ღებულობთ რკინის შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებს და/ან ნივთიერებებს, მათ შორის რკინის შემცველ საინექციო ან საინფუზიო საშუალებებს.
- თუ გიტარდებათ მძიმე ლითონით მოწამვლის საწინააღმდეგო (პრევენციული) მკურნალობა დიმერკაპროლით.
სიფრთხილის ზომები
მკურნალობის დაწყებამდე უნდა განისაზღვროს ანემიის ტიპი. ანემიის მკურნალობა უნდა დაიწყოს იმ შემთხვევაში თუ დადგინდა რკინის და ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა.
ფერო-ფოლგამა ნეოს მიღებამდე აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ გაწუხებთ:
- რკინის მარაგის ან რკინის შეწოვის დარღვევები, როგორიც არის ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, ჰემოგლობინოპათია.
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული დარღვევები, როგორიც არის ნაწლავის ანთებითი დაავადება, ნაწლავის დივერტიკულოზი ან ნებისმიერი სხვა სახის ნაწლავის გაუვალობ, რადგან ასეთ შემთხვევაში ფერო-ფოლგამა ნეო გამოიყენება სიფრთხილით, ექიმის მითითებებით.
ვინაიდან არსებობს პირის ღრუში წყლულების წარმოქმნის და კბილების გაუფერულების რისკი, შესაბამისად დაუშვებელია ტაბლეტის ჩაწუწვნა, დაღეჭვა ან პირის ღრუში გაჩერება, იგი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად. თუ ვერ იცავთ აღნიშნულ მითითებას ან გიჭირთ ტაბლეტის გადაყლაპვა აცნობეთ ექიმს.
ფერო-ფოლგამა ნეოს მიღებისას დიაგნოსტიკურმა ტესტებმა შესაძლოა აჩვენონ ცრუ დადებითი შედეგები: განავლის ანალიზი ფარულ სისხდენაზე- განავალში სისხლის არსებობის დადგენა და ბენზიდინის ტესტი.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატის მაღალი დოზების მიღებისას ბავშვებში შესაძლოა აღინიშნოს ფატალური მოწამვლა. შესაბამისად პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ბოლო პერიოდში ღებულობდით სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილ პრეპარატებს ან გეგმავთ მათ მიღებას.
არ მიიღოთ ფერო-ფოლგამა ნეო თუ გიტარდებათ მძიმე ლითონით მოწამვლის საწინააღმდეგო (პრევენციული) მკურნალობა დიმერკაპროლით.
ფერო-ფოლგამა ნეოს მიღებამდე აცნობეთ ექიმს თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს:
- ანტიბიოტიკები, მაგ: ტეტრაციკლინები, ფტორქინოლონები, პენიცილამინი და ცეფდინირი
- ენტაკაპონი, ლევოდოპა (პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებები)
- მეთილდოპა (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის დრო)
- ლევოთიროქსინი (გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ჩასანაცვლებლად)
- ბისფოსფონატები (ოსტეოპოროზის სამკურნალო საშუალებები)
- ტრიენტინი (ვილსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატი)
- მიკოფენოლატ მოფეტილი (იმუნოდეპრესანტი, გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემთხვევაში)
- ფენიტოინი (ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალება) და ეპილეფსიის საწინააღმდეგო ბარბიტურატები, რადგან ფერო-ფოლგამა ნეომ შესაძლოა მნიშვნელოვნად დათრგუნოს მათი ეფექტი.
თუთიის პრეპარატებმა და ქოლესტირამინმა შესაძლოა შეამციროს რკინის შეწოვა.
ალუმინის, კალციუმის და მაგნიუმის შემცველმა ნაერთებმა-მათ შორის ანტაციდებმა და კაცლიუმის და მაგნიუმის დანამატებმა შესაძლოა შეამცირონ რკინის შეწოვა.
რკინის და ომეპრაზოლის ან პროტონის ტუმბოს სხვა ინჰიბიტორის (გამოიყენება გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების- კუჭიდან საყლაპავში მჟავის ამობრუნების, პეპტიკური წყლულოვანი დაავადების დროს) ან ქლორამფენიკოლის (ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკი) ერთობლივად მიღებამ შესაძლოა დააქვეითოს რკინის ეფექტი.
ფერო-ფოლგამა ნეოს და ზემოთ მოცემული პრეპარატების მიღებისას დაცული უნდა იყოს დაახლოებით 2-3 საათიანი ინტერვალი.
ასკორბინის მჟავამ შესაძლოა გააძლიეროს რკინის შეწოვა.
ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებებმა, პერორალურმა კონტრაცეპტივებმა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებებმა, ალკოჰოლმა ან ფოლიუმის მჟავის ანტაგონისტებმა (მაგ: მეტოტრექსატი, პირიმეთამინი, ტრიამტერინი და ტრიმეტოპრიმი) შესაძლოა შეამცირონ შრატში ფოლიუმის მჟავის დონე.
ფერო-ფოლგამა ნეოს მიღება საკვებთან და სასმელთან
ზოგიერთი სახის საკვებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს პრეპარატის სათანადოდ შეწოვას. დამატებითი ინფორმაციისათვისიხილეთ ნაწილი 3 "ფერო-ფოლგამა ნეოს მიღების წესი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
3 × 1 ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი დღეში.
12 წლიდან ბავშვები და მოზარდები
რეკომენდირებული დოზა არის 1-2 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ (3×1-2 ტაბლეტი დღეში).
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს უზმოზე ან კვების დროს. გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად, მიაყოლეთ წყალი. არ ჩაწუწნოთ, დაღეჭოთ ან გააჩეროთ პირის ღრუში.
ზოგიერთი სახის საკვებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს პრეპარატის სათანადოდ შეწოვას. შესაბამისად ფერო-ფოლგამა ნეოს და შემდეგი პროდუქციის მიღებისას დაცული უნდა იყოს დაახლოებით 2-3 საათიანი ინტერვალი: ჩაი, ყავა, კვერცხი, რძე ან რძის პროდუქტები, სრულმარცვლოვანი ხორბლის და სხვა მარცვლეულის ფქვილის პური და საკვები ბოჭკო.
თუ მიიღეთ ფერო-ფოლგამა ნეოს ჭარბი დოზა
თუ შემთხვევით მიიღეთ ფერო-ფოლგამა ნეოს ჭარბი დოზა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. დოზის გადაჭარბების საწყისი სიმპტომებია გულისრევა, ღებინება (მუქი ფერის მასა), დიარეა, მუცლის ტკივილი და სისხლიანი განავალი, სიფერმკრთალე, არტერიული წნევის დაწევა და ტაქიკარდია (გულისცემის აჩქარება).
თუ ბავშვა მიიღო პრეპარატი მაშინვე მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ფერო-ფოლგამა ნეოს მიღება
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით, რადგან გამოტოვებულ დოზას ვერ შეავსებთ და წარმოიქმნება დოზის გადაჭარბების რისკი. განაგრძეთ მკურნალობა ჩვეული რეჟიმით.
თუ შეწყვეტთ ფერო-ფოლგამა ნეოს მიღებას ექიმის მიერ დანიშნულ ვადამდე გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ანემია სრულად არ განიკურნოს.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის ჩატარებული კვლევები ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის შესახებ.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა სამკურნალო საშუალებამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ძალიან გავრცელებული: 10-დან 1 პაციენტში
- ფერო-ფოლგამა ნეოს მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს შავი განავალი. ეს უმნიშვნელოა, გარდა იმ შემთხვევისა თუ არ იკეთებთ განავლის ანალიზს ფარულ სისხლდენაზე. აცნობეთ ექიმს, რომ ღებულობთ ფერო-ფოლგამა ნეოს, რადგან შესაძლოა მნიშვნელოვნად იმოქმედოს ანალიზის შედეგებზე.
გავრცელებული: 10-დან დაახლოებით 1 პაციენტში
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული დარღვევები, როგორიც არის მადის დაკარგვა, მაძღრობის შეგრძნება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, გულძმარვა, ბოყინი, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი, დიარეა ან ყაბზობა.
ნაკლებად გავრცელებული: 100-დან დაახლოებით 1 პაციენტში
- კანის ალერგიული რეაქციები, როგორიც არის შექცევადი ხასიათის გამონაყარი კანზე, ლიქენიფიკაცია, ერითემა, ქავილი
- ძილის დარღვევები, აღელვება, დეპრესია
იშვიათი: 1,000-დან დაახლოებით 1 პაციენტში
- ფოტომგრძნობელობა კანზე გამონაყარის თანხლებით
ძალიან იშვიათი: 10,000-დან დაახლოებით 1 პაციენტში
- სასუნთქი გზების შევიწროვება (ბრონქოსპაზმი)
- ანაფილაქსიური შოკი
მიმართეთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
დაუდგენელი: სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით
- წყლულები პირის ღრუში (თუ პრეპარატი არასწორად მიიღება- ტაბლეტის ჩაღეჭვა, ჩაწუწვნა, პირის ღრუში გაჩერება)
ხანდაზმულებში და პაციენტებში, რომელთაც უჭირთ ყლაპვა ასევე არსებობს ყელის, საყლაპავის (მილი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს პირის ღრუს და კუჭს) ან ბრონქების (ფილტვების მთავარი საჰაერო გზები) არეში წყლულების წარმოქმნის რისკი თუ ტაბლეტი მოხვდა სასუნთქ გზებში.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს. ეს ეხება ნებისმიერ მოსალოდნელ გვერდით მოვლენასაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.
ჭარბი დოზა
რკინის მწვავე დოზის გადაჭარბება:
მცირე დოზებმაც კი შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაციის ნიშნები. რკინის 20 მგ/კგ სხეულის წონის და უფრო მაღალმა დოზებმა შეიძლება მოახდინონ ტოქსიკური ნიშნების პროვოცირება; პატარა ბავშვებში რკინის დოზა 60 მგ/კგ სხეულის წონა მიჩნეულია განსაკუთრებით სახიფათოდ. მწვავე ლეტალური დოზაა >150 მგ/კგ სხეულის წონის. უმეტეს შემთხვევებში რკინის შრატში 5 მიკროგრამი/მლ ან უფრო მეტი პიკური კონცენტრაცია კავშირშია მძიმე ინტოქსიკაციასთან. რკინის მარილების მაღალი დოზები ტოქსიკურია, მაგრამ ფატალური ინტოქსიკაცია მოზრილებში იშვიათია. ფატალური შემთხვევების უმეტესობა ვითარდება ბავშვებში.
1-ლი ფაზა, ინტოქსიკაციიდან 6 საათში:
დოზის გადაჭარბების საწყისი ნიშნები შეიძლება იყოს: კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობა, როგორიცაა გულისრევა, ღებინება (კუჭის მუქი ფერის, სისხლიანი შიგთავსით), ფაღარათი, მუცლის ტკივილი და სისხლის განავალში.
სხვა ნიშნებია: სიფერმკრთალე ან ციანოზი, ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, ცირკულატორული კოლაფსი, ძილიანობა, სისუსტე, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, რომელიც შეიძლება იცვლებოდეს ლეთარგიიდან კომამდე. შეიძლება განვითარდეს ჰიპერგლიკემია, მეტაბოლური აციდოზი და შედეგად - ჰიპერვენტილაცია.
დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. სუსტი ან ზომიერი ხარისხის ინტოქსიკაციის დროს პაციენტს ჩვეულებრივ არ აღენიშნება შემდეგი ფაზები.
მე-2 ფაზა, ინტოქსიკაციიდან 6-24 საათში:
ხასიათდება დროებითი გაუმჯობესებით, კლინიკური სტაბილიზაციით.
მე-3 ფაზა, ინტოქსიკაციიდან 24 საათი და მეტი:
მძიმე შემთხვევებში, ლატენტური პერიოდის შემდეგ, 24-48 საათში შეიძლება განვითარდეს რეციდივი, რომლის ნიშნებია: კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობა, შოკი, მეტაბოლური აციდოზი, კონვულსიები, ჰიპოგლიკემია, სისხლის შედედების დარღვევები, კომა, ჰეპატოცელულარული ნეკროზი და სიყვითლე, ოლიგურია ან თირკმლის დაზიანება და ფილტვის შეშუპება.
მე-4 ფაზა, ინტოქსიკაციიდან რამდენიმე კვირა:
შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავის ობსტრუქცია და ღვიძლის დაყოვნებული დაზიანება.
მკურნალობა:
რეკომენდებულია შემდეგი ნაბიჯები წამლის შემდგომი შეწოვის მინიმალიზაციის ან პრევენციისათვის.
ბავშვები:
ღებინების გამომწვეი საშუალების დანიშვნა, როგორიცაა იპეკაკუანი.
ღებინებას უნდა მოსდევდეს კუჭის ამორეცხვა დესფერიოქსამინის ხსნარით (2 გ/ლ). რომლის შემდეგ 5-10 გრამი დესფერიოქსამინი უნდა გაიხსნას 50-100 მლ წყალში, რომელიც უნდა მოხვდეს კუჭში. ეს ხსნარი უნდა დარჩეს კუჭში. ფორსირებული დიურეზი ბავშვებში შეიძლება სახიფათი იყოს და არ უნდა ჩატარდეს პატარა ბავშვებში. პაციენტი საჭიროებს მუდმივ დაკვირვებას შესაძლო ასპირაციის გამო ღებინების შემდეგ და შეიძლება საჭირო გახდეს ჟანგბადის მიწოდება.
გასტრორეზისტენტული ტაბლეტები იძლევა რენტგენზე ჩრდილს, ამიტომ ღებინების და კუჭის ამორეცხვის შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დარჩენილი ტაბლეტების შესაძლო რაოდენობის დაზუსტება შეიძლება მუცლის ღრუს რენტგენოგრაფიით.
მძიმე ინტოქსიკაცია: შოკი ან კომა შრატში რკინის მაღალი დონით (შრატში რკინა >5 მიკროგრამი/მლ, რაც >90 მიკრომოლი/ლ-ია) საჭიროებს დაუყოვნებლივ მხარდამჭერ ზომებს და ინტრავენურ დესფერიოქსამინის ინტრავენურ ინფუზიას. მაქსიმუმ 15 მგ/კგ/სთ დესფერიოქსამინი უნდა გაკეთდეს ნელა, ინტრავენურად, დოზირება უნდა შეწყდეს 4-6 საათის შემდეგ. მაქსიმალური დოზაა 80 მგ/კგ/24 საათი.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერებებია რკინის სულფატი და ფოლიუმის მჟავა. თითო ტაბლეტი შეიცავს 114 მგ რკინის სულფატს (=37მგ Fe) და 0.8 მგ ფოლიუმის მჟავას.
- სხვა ინგრედიენტები: ასკორბინის მჟავა, სიმინდის სახამებელი, მალტოდექსტრინი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), კალციუმის სტეარატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ცელულოზა (ფხვნილის სახით), ნატრიუმის ლაურილსულფატი, კაჟბადი კოლოიდური უწყლო, საქაროზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა (6cPP და 5cP), მაკროგოლი (4000, 6000), მეტაკრილის მჟავა-ეთილ აკრილატის კოპოლიმერი (1:1), სიმეთიკონის ემულსია, ტრიეთილ ციტრატი, პროპილენგლიკოლი, რკინის ოქსიდი (წითელი, ყავისფერი).
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ნაწილი 2 "ფერო-ფოლგამა ნეო შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი) და საქაროზას".
როგორია ფერო-ფოლგამა ნეო ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში
ნაწლავში ხსნადი ამობურცული მოწითალო ყავისფერი ტაბლეტები.
ფერო-ფოლგამა ნეო ხელმისაწვდომია სხვადასხვა შეფუთვის ზომით, ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები მოთავსებულია კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ლიცენზიის მფლობელი:
ვოერვაგ ფარმა გმბჰ&კო.კგ (Wörwag Pharma GmbH&Co.KG)
გერმანია
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ გამოიყენება კოლოფზე და ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
შენახვის განსაკუთრებული პირობები არ მოითხოვება.
დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. დარჩენილი პრეპარატების უტილიზაციის შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
რკინა ფოლიუმის მჟავასთან კომბინაციაში
ათქ კოდი: B03AD03
რკინის მნიშვნელობა ორგანიზმისათვის:
ჰემოლობინის პროტოპორფირინის პროსთეტურ ჯგუფში არსებული რკინა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგბადის დაკავშირების ტრანსპორტირებაში და ნახშირორჟანგის ტრანსპორტირებაში. ციტოქრომის ფერმენტების პროტოპორფირინის ჯგუფში არსებული რკინა საკვანძო როლს თამაშობს ელექტრონების ტრანსპორტირებაში. ამ პროცესების დროს ელექტრონების გადაცემა და შეკავშირება ხორციელდება Fe (II)-ის Fe (III)-ად გადაქცევის ხარჯზე. რკინა ასევე დიდი რაოდენობითაა კუნთების მიოგლობინში.
ფოლიუმი მჟავის მნიშვნელობა ორგანიზმისათვის:
ფოლიუმის მჟავა მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინებს, რომელსაც ძირითადი როლი აქვს დნმ-ის სინთეზის მთავარ ბიოქიმიურ პროცესებში, პურინის და პირიმიდინის ფუძეების შენებაში. ის თამაშობს როლს ჰომოცისტეინის მეთიონინად გარდაქმნაში, ასევე ამინომჟავების მეტაბოლიზმში. ადამიანის ორგანიზმი იყენებს ძირითადად გარემოდან მიღებულ ფოლიუმის მჟავას, რომელიც ჯერ შეესაბამება დიჰიდროფოლიუმის მჟავას, შემდგომში დიჰიდროფოლიუმის მჟავას რედუქტაზა წარმოქმნის ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავას. დეზოქსიურიდინმონოფოსფატი (dUMP) - დეზოქსითიმიდინმონოფოსფატი (dTMP) გარდაქმნის დარღვევა სავარაუდოდ იწვევს მეგალობლასტური ანემიის განვითარებას ფოლიუმის მჟავის დეფიციტის დროს. ფოლიუმის მჟავაზე მოთხოვნილება იზრდება ორსულობის დროს.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
რკინა:
რკინის შეწოვაზე გავლენას ახდენს ორგანიზმში არსებული რკინის მარაგები და მიღების გზები. რკინა შეიწოვება წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში, შეწოვის ძირითადი ადგილია თორმეტგოჯა ნაწლავი და მლივი ნაწლავი. ზოგადად, საკვებიდან შეიწოვება რკინის შემცველობის 5-15%.
შეწოვის შემდეგ დიდი ნაწილი უკავშირდება ტრანსფერინს და ხვდება ძვლის ტვინში, სადაც ხდება მისი ჩართვა ჰემოგლობინში. შემდგომში რკინის რაოდენობა გვხვდება სხვადასხვა ფორმით: შეიძლება შენახულ იქნას ფერიტინის ან ჰემოსიდერინის სახით, ან მიოგლობინში მცირე რაოდენობით ჰემის შემცველ ფერმენტებში, ან უკავშირდება ტრანსფერინს სისხლის პლაზმაში. ორგანიზმში რკინა, ასევე, ძირითადად გვხვდება ჰემოგლობინის სახით. ის ინახება ფერიტინის სახით ღვიძლში, ელენთასა და ძვლის ტვინში. რკინის კონცენტრაცია პლაზმაში და რკინის შეკავშირების საერთო უნარი ძალიან განსხვავებულია სხვადასხვა ფიზიოლოგიური მდგომარეობების და დაავადებების დროს.
რკინა მხოლოდ მცირე რაოდენობით იკარგება ორგანიზმიდან (მენსტრუაციის დროს, განავლით, შარდით, კანით, ოფლით). რკინის დიდი ნაწილი, ჰემოგლობინის მოლეკულის დაშლის შემდეგ, გადამუშავდება. ორგანიზმში რკინის მარაგი და რკინის გამოყოფის მექანიზმების ნაკლებობა რკინის დოზის გადაჭარბების მიზეზებია რკინის მაღალი დოზებით თერაპიის ან განმეორებითი ტრანსფუზიების დროს.
ფოლიუმის მჟავა:
ფოლიუმის მჟავა სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ძირითადად თორმეტგოჯა და მლივი ნაწლავებიდან. საკვებში არსებული ფოლატების ბიოშეღწევადობა კრისტალური მჟავის დაახლოებით ნახევარია. ბუნებრივი ფილატის პოლიგლუტამატები ძირითადად ნაწლავში დეკონიუგირდება პტეროილ-გამა-გლუტამილ კარბოქსიპეპტიდაზის ფერმენტად და აღდგება ტეტრაჰიდროფოლატად დიჰიდროფოლატ-რედუქტაზის ფერმენტით. ტეტრაჰიდროფოლატი ჩნდება პორტულ ცირკულაციაში და ხვდება ღვიძლში. თერაპიული მიღების დროს ფოლიუმის მჟავა პორტულ ცირკულაციაში ხვდება ძირითადად უცვლელი ფორმით. აქტიური მეტაბოლიტი, 5-მეთილ-ტეტრაჰიდროფოლატი, რომელიც ძლიერ უკავშირდება ცილებს, წარმოიქმნება სისხლის პლაზმასა და ღვიძლში. ფოლიუმის მჟავის მარაგის ძირითადი ადგილია ღვიძლი და ასევე ის კონცენტრირდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ფოლატები მონაწილეობენ ენტეროჰეპატურ ცირკულაციაში. ფოლატის მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმელების გზით არასაჭირო დოლატების სახით, უცვლელი ფორმით შარდში. ფოლატები ხვდება დედის რძეში. ფოლიუმის მჟავის მოცილება შესაძლებელია ჰემოდიალიზით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისათვის
ფერო-ფოლგამა ნეო
Ferro-folgamma neo
რკინის სულფატი, მშრალი + ფოლიუმის მჟავა
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ფურცელი-ჩანართის ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების ან მიხედვით.
- შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
- დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს.
- ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ მოსალოდნელ გვერდით მოვლენასაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში, იხილეთ ნაწილი 4.
- მიმართეთ ექიმს თუ არ შეინიშნება გაუმჯობესება ან უარესად გრძნობთ თავს.
ფურცელ-ჩანართში იხილავთ:
- რა არის ფერო-ფოლგამა ნეო და რისთვის გამოიყენება
- რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ ფერო-ფოლგამა ნეოს მიღებამდე
- ფერო-ფოლგამა ნეოს მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ფერო-ფოლგამა ნეოს შენახვის პირობები
- რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
- რა არის ფერო-ფოლგამა ნეო და რისთვის გამოიყენება
ფერო-ფოლგამა ნეო აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს რკინის სულფატს და ფოლიუმის მჟავას. იგი გამოიყენება რკინის და ფოლიუმის მჟავის უკმარისობით გამოწვეული ანემიის სამკურნალოდ მოზრდილებში და 12 წლიდან ბავშვებში. იგი ასევე გამოიყენება მოცემული მდგომარეობის პრევენციისათვის ორსულობის პერიოდში.
- რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ ფერო-ფოლგამა ნეოს მიღებამდე
არ მიიღოთ ფერო-ფოლგამა ნეო
- თუ გაქვთ ალერგია აქტიური ნივთიერებების ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის (მოცემულია ნაწილში 6) მიმართ.
- თუ გაქვთ ისეთი ანემია, რომელიც არ არის გამოწვეული რკინის ან ფოლიუმის მჟავის უკმარისობით (მაგ: მეგალობლასტური ანემია, რომელსაც იწვევს ვიტამინი B12-ის უკმარისობა, ჰემოლიზური ანემია) თუ ექიმი არ დაგინიშნავთ.
- თუ გაქვთ დაუდგენელი წარმოშობის მეგალობლასტური ანემია, თუ ექიმი არ დაგინიშნავთ.
- თუ გაქვთ რკინის მარაგის ან რკინის შეწოვის დარღვევები, როგორიც არის სისხლის დაავადებები ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, ჰემოგლობინოპათია.
- თუ რეგულარულად ტარდება სისხლის გადასხმის პროცედურა.
- თუ ღებულობთ რკინის შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებს და/ან ნივთიერებებს, მათ შორის რკინის შემცველ საინექციო ან საინფუზიო საშუალებებს.
- თუ გიტარდებათ მძიმე ლითონით მოწამვლის საწინააღმდეგო (პრევენციული) მკურნალობა დიმერკაპროლით.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მკურნალობის დაწყებამდე უნდა განისაზღვროს ანემიის ტიპი. ანემიის მკურნალობა უნდა დაიწყოს იმ შემთხვევაში თუ დადგინდა რკინის და ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა.
ფერო-ფოლგამა ნეოს მიღებამდე აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ გაწუხებთ:
- რკინის მარაგის ან რკინის შეწოვის დარღვევები, როგორიც არის ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, ჰემოგლობინოპათია.
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული დარღვევები, როგორიც არის ნაწლავის ანთებითი დაავადება, ნაწლავის დივერტიკულოზი ან ნებისმიერი სხვა სახის ნაწლავის გაუვალობ, რადგან ასეთ შემთხვევაში ფერო-ფოლგამა ნეო გამოიყენება სიფრთხილით, ექიმის მითითებებით.
ვინაიდან არსებობს პირის ღრუში წყლულების წარმოქმნის და კბილების გაუფერულების რისკი, შესაბამისად დაუშვებელია ტაბლეტის ჩაწუწვნა, დაღეჭვა ან პირის ღრუში გაჩერება, იგი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად. თუ ვერ იცავთ აღნიშნულ მითითებას ან გიჭირთ ტაბლეტის გადაყლაპვა აცნობეთ ექიმს.
ფერო-ფოლგამა ნეოს მიღებისას დიაგნოსტიკურმა ტესტებმა შესაძლოა აჩვენონ ცრუ დადებითი შედეგები: განავლის ანალიზი ფარულ სისხდენაზე- განავალში სისხლის არსებობის დადგენა და ბენზიდინის ტესტი.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატის მაღალი დოზების მიღებისას ბავშვებში შესაძლოა აღინიშნოს ფატალური მოწამვლა. შესაბამისად პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
სხვა პრეპარატები და ფერო-ფოლგამა ნეო
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ბოლო პერიოდში ღებულობდით სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილ პრეპარატებს ან გეგმავთ მათ მიღებას.
არ მიიღოთ ფერო-ფოლგამა ნეო თუ გიტარდებათ მძიმე ლითონით მოწამვლის საწინააღმდეგო (პრევენციული) მკურნალობა დიმერკაპროლით.
ფერო-ფოლგამა ნეოს მიღებამდე აცნობეთ ექიმს თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს:
- ანტიბიოტიკები, მაგ: ტეტრაციკლინები, ფტორქინოლონები, პენიცილამინი და ცეფდინირი
- ენტაკაპონი, ლევოდოპა (პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებები)
- მეთილდოპა (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის დრო)
- ლევოთიროქსინი (გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ჩასანაცვლებლად)
- ბისფოსფონატები (ოსტეოპოროზის სამკურნალო საშუალებები)
- ტრიენტინი (ვილსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატი)
- მიკოფენოლატ მოფეტილი (იმუნოდეპრესანტი, გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემთხვევაში)
- ფენიტოინი (ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალება) და ეპილეფსიის საწინააღმდეგო ბარბიტურატები, რადგან ფერო-ფოლგამა ნეომ შესაძლოა მნიშვნელოვნად დათრგუნოს მათი ეფექტი.
თუთიის პრეპარატებმა და ქოლესტირამინმა შესაძლოა შეამციროს რკინის შეწოვა.
ალუმინის, კალციუმის და მაგნიუმის შემცველმა ნაერთებმა-მათ შორის ანტაციდებმა და კაცლიუმის და მაგნიუმის დანამატებმა შესაძლოა შეამცირონ რკინის შეწოვა.
რკინის და ომეპრაზოლის ან პროტონის ტუმბოს სხვა ინჰიბიტორის (გამოიყენება გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების- კუჭიდან საყლაპავში მჟავის ამობრუნების, პეპტიკური წყლულოვანი დაავადების დროს) ან ქლორამფენიკოლის (ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკი) ერთობლივად მიღებამ შესაძლოა დააქვეითოს რკინის ეფექტი.
ფერო-ფოლგამა ნეოს და ზემოთ მოცემული პრეპარატების მიღებისას დაცული უნდა იყოს დაახლოებით 2-3 საათიანი ინტერვალი.
ასკორბინის მჟავამ შესაძლოა გააძლიეროს რკინის შეწოვა.
ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებებმა, პერორალურმა კონტრაცეპტივებმა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებებმა, ალკოჰოლმა ან ფოლიუმის მჟავის ანტაგონისტებმა (მაგ: მეტოტრექსატი, პირიმეთამინი, ტრიამტერინი და ტრიმეტოპრიმი) შესაძლოა შეამცირონ შრატში ფოლიუმის მჟავის დონე.
ფერო-ფოლგამა ნეოს მიღება საკვებთან და სასმელთან
ზოგიერთი სახის საკვებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს პრეპარატის სათანადოდ შეწოვას. დამატებითი ინფორმაციისათვისიხილეთ ნაწილი 3 "ფერო-ფოლგამა ნეოს მიღების წესი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას.
ორსულობა
ორსულობის პერიოდში ფერო-ფოლგამა ნეო მიიღება რკინის და ფოლიუმის მჟავის დანამატის სახით და რეკომენდირებულია რკინის და ფოლიუმის მჟავის უკმარისობით გამოწვეული ანემიის პრევენციისათვის.
ძუძუთი კვება
ვინაიდან რკინა და ფოლიუმის მჟავა ხვდებიან დედის რძეში, შესაბამისად ფერო-ფოლგამა ნეო მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
აღნიშნული პრეპარატი ზეგავლენას არ ახდენს ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
ფერო-ფოლგამა ნეო შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას
აღნიშნული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი) და საქაროზას. თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ ვერ იტანთ შაქრის გარკვეულ ტიპებს პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
- ფერო-ფოლგამა ნეოს მიღების წესი
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ფურცელი-ჩანართის ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების ან მიხედვით. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდირებული დოზა არის 1-2 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ (3×1-2 ტაბლეტი დღეში).
ორსულობა
3 × 1 ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი დღეში.
12 წლიდან ბავშვები და მოზარდები
რეკომენდირებული დოზა არის 1-2 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ (3×1-2 ტაბლეტი დღეში).
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს უზმოზე ან კვების დროს. გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად, მიაყოლეთ წყალი. არ ჩაწუწნოთ, დაღეჭოთ ან გააჩეროთ პირის ღრუში.
ზოგიერთი სახის საკვებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს პრეპარატის სათანადოდ შეწოვას. შესაბამისად ფერო-ფოლგამა ნეოს და შემდეგი პროდუქციის მიღებისას დაცული უნდა იყოს დაახლოებით 2-3 საათიანი ინტერვალი: ჩაი, ყავა, კვერცხი, რძე ან რძის პროდუქტები, სრულმარცვლოვანი ხორბლის და სხვა მარცვლეულის ფქვილის პური და საკვები ბოჭკო.
თუ მიიღეთ ფერო-ფოლგამა ნეოს ჭარბი დოზა
თუ შემთხვევით მიიღეთ ფერო-ფოლგამა ნეოს ჭარბი დოზა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. დოზის გადაჭარბების საწყისი სიმპტომებია გულისრევა, ღებინება (მუქი ფერის მასა), დიარეა, მუცლის ტკივილი და სისხლიანი განავალი, სიფერმკრთალე, არტერიული წნევის დაწევა და ტაქიკარდია (გულისცემის აჩქარება).
თუ ბავშვა მიიღო პრეპარატი მაშინვე მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ფერო-ფოლგამა ნეოს მიღება
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით, რადგან გამოტოვებულ დოზას ვერ შეავსებთ და წარმოიქმნება დოზის გადაჭარბების რისკი. განაგრძეთ მკურნალობა ჩვეული რეჟიმით.
თუ შეწყვეტთ ფერო-ფოლგამა ნეოს მიღებას ექიმის მიერ დანიშნულ ვადამდე გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ანემია სრულად არ განიკურნოს.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა სამკურნალო საშუალებამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ძალიან გავრცელებული: 10-დან 1 პაციენტში
- ფერო-ფოლგამა ნეოს მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს შავი განავალი. ეს უმნიშვნელოა, გარდა იმ შემთხვევისა თუ არ იკეთებთ განავლის ანალიზს ფარულ სისხლდენაზე. აცნობეთ ექიმს, რომ ღებულობთ ფერო-ფოლგამა ნეოს, რადგან შესაძლოა მნიშვნელოვნად იმოქმედოს ანალიზის შედეგებზე.
გავრცელებული: 10-დან დაახლოებით 1 პაციენტში
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული დარღვევები, როგორიც არის მადის დაკარგვა, მაძღრობის შეგრძნება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, გულძმარვა, ბოყინი, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი, დიარეა ან ყაბზობა.
ნაკლებად გავრცელებული: 100-დან დაახლოებით 1 პაციენტში
- კანის ალერგიული რეაქციები, როგორიც არის შექცევადი ხასიათის გამონაყარი კანზე, ლიქენიფიკაცია, ერითემა, ქავილი
- ძილის დარღვევები, აღელვება, დეპრესია
იშვიათი: 1,000-დან დაახლოებით 1 პაციენტში
- ფოტომგრძნობელობა კანზე გამონაყარის თანხლებით
ძალიან იშვიათი: 10,000-დან დაახლოებით 1 პაციენტში
- სასუნთქი გზების შევიწროვება (ბრონქოსპაზმი)
- ანაფილაქსიური შოკი
მიმართეთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
დაუდგენელი: სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით
- წყლულები პირის ღრუში (თუ პრეპარატი არასწორად მიიღება- ტაბლეტის ჩაღეჭვა, ჩაწუწვნა, პირის ღრუში გაჩერება)
ხანდაზმულებში და პაციენტებში, რომელთაც უჭირთ ყლაპვა ასევე არსებობს ყელის, საყლაპავის (მილი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს პირის ღრუს და კუჭს) ან ბრონქების (ფილტვების მთავარი საჰაერო გზები) არეში წყლულების წარმოქმნის რისკი თუ ტაბლეტი მოხვდა სასუნთქ გზებში.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს. ეს ეხება ნებისმიერ მოსალოდნელ გვერდით მოვლენასაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.
- ფერო-ფოლგამა ნეოს შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ გამოიყენება კოლოფზე და ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
შენახვის განსაკუთრებული პირობები არ მოითხოვება.
დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. დარჩენილი პრეპარატების უტილიზაციის შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.
- რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ფერო-ფოლგამა ნეო
- აქტიური ნივთიერებებია რკინის სულფატი და ფოლიუმის მჟავა. თითო ტაბლეტი შეიცავს 114 მგ რკინის სულფატს (=37მგ Fe) და 0.8 მგ ფოლიუმის მჟავას.
- სხვა ინგრედიენტები: ასკორბინის მჟავა, სიმინდის სახამებელი, მალტოდექსტრინი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), კალციუმის სტეარატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ცელულოზა (ფხვნილის სახით), ნატრიუმის ლაურილსულფატი, კაჟბადი კოლოიდური უწყლო, საქაროზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა (6cPP და 5cP), მაკროგოლი (4000, 6000), მეტაკრილის მჟავა-ეთილ აკრილატის კოპოლიმერი (1:1), სიმეთიკონის ემულსია, ტრიეთილ ციტრატი, პროპილენგლიკოლი, რკინის ოქსიდი (წითელი, ყავისფერი).
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ნაწილი 2 "ფერო-ფოლგამა ნეო შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი) და საქაროზას".
როგორია ფერო-ფოლგამა ნეო ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში
ნაწლავში ხსნადი ამობურცული მოწითალო ყავისფერი ტაბლეტები.
ფერო-ფოლგამა ნეო ხელმისაწვდომია სხვადასხვა შეფუთვის ზომით, ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები მოთავსებულია კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ლიცენზიის მფლობელი:
ვოერვაგ ფარმა გმბჰ&კო.კგ (Wörwag Pharma GmbH&Co.KG)
გერმანია
მწარმოებელი:
ლომაფარმ გმბჰ (Lomapharm GmbH)
გერმანია
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


