პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ქავილის საწინააღმდეგო საშუალებები

ფენისტილი

Fenistil®

ურეცეპტოდ0,1%ინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

რას წარმოადგენს ფენისტილი ფენისტილის გელი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას დიმეთინდენის მალეატს, რომელსაც გააჩნია ანტიჰისტამუნური მოქმედება. ფენისტილის გელი გამოიყენება გამონაყარით, ტოქსინებით, მწერის ნაკბენით, მზის დამწვრობით, ან კანის სხვა სახის დამწვრობით გამოწვეული ქავილის შესამსუბუქებლად. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დიმეტინდენი (dimetindene)
ფორმა და შეფუთვა
0,1% 30გ გელი ტუბი №1
მწარმოებელი
GSK Consumer Healthcare GmbH & Co. KG, გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ქავილის საწინააღმდეგო საშუალებები ანტიჰისტამინური და ანესთეზიური სამკურნალო საშუალებების ჩათვლით, ადგილობრივი გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები
ATC კოდი
D04AA13
რეგისტრაციის ნომერი
რ-025238
რეგისტრირებულია
16 მაისი 2018, მოქმედებს 16 მაისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ნიუ ჯორჯია - 555“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაფენისტილი და სხვა წამალი ერთად

ფენისტილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რას წარმოადგენს ფენისტილი

ფენისტილის გელი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას დიმეთინდენის მალეატს, რომელსაც გააჩნია ანტიჰისტამუნური მოქმედება.

ფენისტილის გელი გამოიყენება გამონაყარით, ტოქსინებით, მწერის ნაკბენით, მზის დამწვრობით, ან კანის სხვა სახის დამწვრობით გამოწვეული ქავილის შესამსუბუქებლად.

როგორ მოქმედებს ფენისტილი

ფენისტილის გელი ახდენს ჰისტამინის ბლოკირებას, ანუ ალერგიული რეაქციის დროს ქსოვილებიდან გამოყოფილი ნივთიერების ეფექტის დათრგუნვას და შესაბამისად ამცირებს ქავილს. ფენისტილის გელი კარგად აღწევს კანში, შესაბამისად რამდენიმე წუთში ქავილი და გაღიზიანება სუსტდება. ამასთანავე ახასიათებს ადგილობრივი გაუტკივარება.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი მკაცრად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ბავშვები, მოზარდები, ზრდასრულები და ხანდაზმულები

დაიტანეთ გელი დაზიანებულ კანზე დღეში 2-4 ჯერ.

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდა ერთი კვირის განმავლობაში.

თუ გამოიყენეთ ფენისტილის ჭარბი დოზა

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ თქვენ, ან თქვენმა შვილმა შემთხვევით გადაყლაპეთ ფენისტილის გელი.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას

მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული პრეპარატის მოქმედი ნივთიერების, ან ფენისტილი გელის სხვა შემადგენელი ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6),

სიფრთხილის ზომები

ფენისტილის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ფენისტილის სხეულის ფართო ზდაპირზე გამოყენებისას დაუშვებელია მზეზე დიდხანს ყოფნა.

აცნობეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ ძლიერი ქავლი, ან კანის მნიშვნელოვანი დაზიანება.

ბავშვები

ფენისტილის გელის ჩვილებში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას თავი აარიდეთ პრეპარატის ფართო ზედაპირზე დატანას, განსაკუთრებით კანის დაზიანების, ან ანთების დროს.

ფენისტილის გამოყენება სხვა პრეპარატებთან

აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ან ახლო წარსულში იღებდით სხვა პრეპარატებს, ან თუ არ ხართ ამაში დარწმუნებული.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან აპირებთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ფენისტილის გელი არ გამოიყენება კანის ფართო ზედაპირზე, განსაკუთრებით კანის დანიაზნების, ან ანთების დროს.

ლაქტაციის დროს არ გამოიყენოთ პრეპარატი ძუძუს თავებზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ფენისტილი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ფენისტილი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს და პროპილენ გლიკოლს

გელი შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს:

ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელიც გამაღიზიანებელია და შეიძლება გამოიწვიოს რეაქციები კანის მხრივ

პროპილენ გლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის მსუბუქი გაღიზიანება ადგილობრივად.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.

უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები (სიხშირის განსაზღვრა ვერ ხერხდება არსებული მონაცემებით):

კანის სიმშრალე

წვის შეგრძნება,

გამონაყარი ქავილით

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია ვებ. გვერდზე www.vvkt.lt მოცემული ფორმის შევსებით და მისი გაგზავნით ლიტვის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წამლის კონტროლის ეროვნული სააგენტოსათვის შემდეგ მისამართზე: ზირმუნუს ქ. 139ა, LT 09120, ვილნიუსი, ტელ: 8 800 73568, ფაქსი: 8 800 20131, ელ.ფოსტა: [email protected].

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგრვებაში.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება არის დიმეთინდენის მალეატი. 1 გრამი გელი შეიცავს 1მგ (0.1%) დიმეთინდენის მალეატს.

სხვა ნივთიერებებია: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავას ორჩანაცვლებული ნატრიუმის მარილი, კარბომერი, პროპილენ გლიკოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.

ფენისტილის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ფენისტილი არის უფერო, და უსუნო გელი.

გელი მოთავსებულია ალუმინის ტუბში.

ტუბი შეიცავს 30გ გელს.

სავაჭრო უფლების მფლობელი

GlaxoSmithKline Consumer Healthcare (UK) Trading Ltd.

980 Great West Road

ბრენტფორდი, მიდლესექსი

TW8 9GS

დიდი ბრიტანეთი

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ ფენისტილის გელი არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე და ტუბზე მითითებული ვარგისიანობის ვადის EXP გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. კითხეთ რჩევა ფარმაცევტს გამოუყენებელი პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

დანართი ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

ფენისტილი 0.1% გელი

დიმეთინდენის მალეატი

პრეპარატის გამოყენებამდე გულდასმით წაიკითხეთ დანართი ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი როგორც აღწერილია ამ დანართ ფურცელში, ან ექიმის, ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.

შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შესაძლოა ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ან რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდა სერიოზული, ან შენიშნეთYისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. იხ. ნაწილი 4.

თუ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა 7 დღის განმავლობაში, ან მდგომარეობა გაუარესდა, მიმართეთ ექიმს.

ამ დანართ ფურცელში მოცემულია:

რას წარმოადგენს ფენისტილი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ ფენისტილის გამოიყენებამდე

როგორ გამოვიყენოთ ფენისტილი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ფენისტილის შენახვის პირობები

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს ფენისტილი და რისთვის გამოიყენება

რას წარმოადგენს ფენისტილი

ფენისტილის გელი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას დიმეთინდენის მალეატს, რომელსაც გააჩნია ანტიჰისტამუნური მოქმედება.

ფენისტილის გელი გამოიყენება გამონაყარით, ტოქსინებით, მწერის ნაკბენით, მზის დამწვრობით, ან კანის სხვა სახის დამწვრობით გამოწვეული ქავილის შესამსუბუქებლად.

როგორ მოქმედებს ფენისტილი

ფენისტილის გელი ახდენს ჰისტამინის ბლოკირებას, ანუ ალერგიული რეაქციის დროს ქსოვილებიდან გამოყოფილი ნივთიერების ეფექტის დათრგუნვას და შესაბამისად ამცირებს ქავილს. ფენისტილის გელი კარგად აღწევს კანში, შესაბამისად რამდენიმე წუთში ქავილი და გაღიზიანება სუსტდება. ამასთანავე ახასიათებს ადგილობრივი გაუტკივარება.

რა უნდა იცოდეთ ფენისტილის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ფენისტილი:

თუ ხართ ალერგიული პრეპარატის მოქმედი ნივთიერების, ან ფენისტილი გელის სხვა შემადგენელი ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6),

სიფრთხილის ზომები

ფენისტილის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ფენისტილის სხეულის ფართო ზდაპირზე გამოყენებისას დაუშვებელია მზეზე დიდხანს ყოფნა.

აცნობეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ ძლიერი ქავლი, ან კანის მნიშვნელოვანი დაზიანება.

ბავშვები

ფენისტილის გელის ჩვილებში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას თავი აარიდეთ პრეპარატის ფართო ზედაპირზე დატანას, განსაკუთრებით კანის დაზიანების, ან ანთების დროს.

ფენისტილის გამოყენება სხვა პრეპარატებთან

აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ან ახლო წარსულში იღებდით სხვა პრეპარატებს, ან თუ არ ხართ ამაში დარწმუნებული.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან აპირებთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ფენისტილის გელი არ გამოიყენება კანის ფართო ზედაპირზე, განსაკუთრებით კანის დანიაზნების, ან ანთების დროს.

ლაქტაციის დროს არ გამოიყენოთ პრეპარატი ძუძუს თავებზე.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ფენისტილი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ფენისტილი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს და პროპილენ გლიკოლს

გელი შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს:

ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელიც გამაღიზიანებელია და შეიძლება გამოიწვიოს რეაქციები კანის მხრივ

პროპილენ გლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის მსუბუქი გაღიზიანება ადგილობრივად.

როგორ გამოვიყენოთ ფენისტილი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი მკაცრად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ბავშვები, მოზარდები, ზრდასრულები და ხანდაზმულები

დაიტანეთ გელი დაზიანებულ კანზე დღეში 2-4 ჯერ.

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდა ერთი კვირის განმავლობაში.

თუ გამოიყენეთ ფენისტილის ჭარბი დოზა

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ თქვენ, ან თქვენმა შვილმა შემთხვევით გადაყლაპეთ ფენისტილის გელი.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას

მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.

უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები (სიხშირის განსაზღვრა ვერ ხერხდება არსებული მონაცემებით):

კანის სიმშრალე

წვის შეგრძნება,

გამონაყარი ქავილით

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია ვებ. გვერდზე www.vvkt.lt მოცემული ფორმის შევსებით და მისი გაგზავნით ლიტვის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წამლის კონტროლის ეროვნული სააგენტოსათვის შემდეგ მისამართზე: ზირმუნუს ქ. 139ა, LT 09120, ვილნიუსი, ტელ: 8 800 73568, ფაქსი: 8 800 20131, ელ.ფოსტა: [email protected].

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგრვებაში.

ფენისტილის შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ ფენისტილის გელი არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე და ტუბზე მითითებული ვარგისიანობის ვადის EXP გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. კითხეთ რჩევა ფარმაცევტს გამოუყენებელი პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ფენისტილი

მოქმედი ნივთიერება არის დიმეთინდენის მალეატი. 1 გრამი გელი შეიცავს 1მგ (0.1%) დიმეთინდენის მალეატს.

სხვა ნივთიერებებია: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავას ორჩანაცვლებული ნატრიუმის მარილი, კარბომერი, პროპილენ გლიკოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.

ფენისტილის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ფენისტილი არის უფერო, და უსუნო გელი.

გელი მოთავსებულია ალუმინის ტუბში.

ტუბი შეიცავს 30გ გელს.

სავაჭრო უფლების მფლობელი

GlaxoSmithKline Consumer Healthcare (UK) Trading Ltd.

980 Great West Road

ბრენტფორდი, მიდლესექსი

TW8 9GS

დიდი ბრიტანეთი

მწარმოებელი

GSK Consumer Healthcare GmbH & Co. KG

Barthstraße 4

80339 მიუნჰენი,

გერმანია

ამ პრეპარატთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციისათვის მიმართეთ სავაჭრო უფლების მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენლობას:

UAB GlaxoSmithKline Lietuva

ტელ .: +370 5 264 90 00

[email protected]

დანართი ფურცლის შემოწმების ბოლო თარიღია 2016-11-01

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ლიტვის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წამლის კონტროლის ეროვნული სააგენტოს ვებ.გვერდზე http://www.vvkt.lt/.

თარგმანი სწორია:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა