ფარინგობლოკის დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტები განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისთვის მიკროორგანიზმების შემცირების მიზნით პირის ღრუს ანთებითი დაავადებების (სტომატიტი, გინგივიტი, გამონაყარი ლორწოვან გარსზე) და ყელის ანთებითი დაავადებების (ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი) დროს.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ქლორჰექსიდინი (chlorhexidine) + ბენზოკაინი (benzocaine)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ + 1,5მგ საწუწნი ტაბლეტი პიტნის გემოთი №20 (2X10)
- მწარმოებელი
- Adipharm EAD, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყელის პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები
- ATC კოდი
- R02AA05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044394
- რეგისტრირებულია
- 27 ნოემბერი 2025, მოქმედებს 27 ნოემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- SmartPharm Ltd (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „SmartPharm“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფარინგობლოკი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ფარინგობლოკის დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტები განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისთვის მიკროორგანიზმების შემცირების მიზნით პირის ღრუს ანთებითი დაავადებების (სტომატიტი, გინგივიტი, გამონაყარი ლორწოვან გარსზე) და ყელის ანთებითი დაავადებების (ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი) დროს.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც მოცემულია აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში ან ექიმის, ფარმაცევტის ან მედდის მითითებების მიხედვით. ეჭვის არსებობის შემთხვევაში გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რეკომენდებული დოზა:
მოზრდილები და 12 წლიდან ბავშვები:
1 საწუწნი ტაბლეტი დღეში რამდენჯერმე. საჭიროების შემთხვევაში ერთი საწუწნი ტაბლეტი ყოველ 1-2 საათში მაქსიმალური დოზის (8 საწუწნი ტაბლეტი დღეში) მიღწევამდე.
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
4-12 წლის ბავშვები:
4 საწუწნ ტაბლეტამდე, მიიღება ყოველ რამდენიმე საათში.
4 წლამდე ბავშვები:
პრეპარატი არ გამოიყენება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში.
მკურნალობა უნდა დაიწყოს პირველივე სიმპტომების გამოვლენისას და გრძელდება სიმპტომების მოხსნიდან 1-2 დღის განმავლობაში.
მიღების წესი:
განკუთვნილია ორომუკოზური გამოყენებისთვის.
საწუწნი ტაბლეტები უნდა დაყოვნდეს პირის ღრუში სანამ არ გაიხსნება. არ ჩაყლაპოთ!
საწუწნი ტაბლეტის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში არ არის რეკომენდებული საკვების ან სასმელის მიღება. ბოლო საწუწნი ტაბლეტი მიიღეთ ძილის წინ და კბილების გახეხვიდან მინიმუმ 30 წუთის შემდეგ.
თუ მიიღეთ ფარინგობლოკის ჭარბი დოზა
რეკომენდაციების მიხედვით გამოყენებისას დოზის გადაჭარბების ალბათობა მინიმალურია. ჭარბი დოზირების ნიშნები შესაძლოა აღინიშნოს პრეპარატის დიდი რაოდენობით ჩაყლაპვის დროს. ასეთ შემთხვევაში რჩევისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ფარინგობლოკის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ გამოგრჩათ პრეპარატის დოზა, მიიღეთ იგი შემდეგი დოზის მიღების დროს.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან მედდას.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ქლორჰექსიდინის, ბენზოკაინის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის (მოცემულია ნაწილში 6) მიმართ;
თუ გაქვთ ჭრილობები ან წყლულები პირის ღრუში ან ყელის არეში;
თუ ინფორმირებული ხართ, რომ პლაზმაში ფერმენტ ქოლინესტერაზას დონე დაბალი გაქვთ;
4 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სიფრთხილის ზომები
ფარინგობლოკის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
უნდა იცოდეთ, რომ:
ფარინგობლოკის დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტები სიფრთხილით და ექიმის მეთვალყურეობით გამოიყენება თუ გაქვთ ჭრილობები და წყლულები პირის ღრუს და ყელის ლორწოვან გარსზე.
ქლორჰექსიდინის შემცველი სამკურნალო საშუალებების ხანგრძლივმა (>1 კვირა) გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ენის და კბილების შექცევადი ხასიათის ფერის შეცვლა.
ბავშვები და მოზარდები
აღნიშნული პრეპარატი არ არის განკუთვნილი 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან მიიღებთ სხვა ნებისმიერ პრეპარატს.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით სულფონამიდის ან ამინოსალიცილატის ჯგუფის ნებისმიერ პრეპარატს. ბენზოკაინი ამცირებს აღნიშნული პრეპარატების ეფექტს.
ფარინგობლოკის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
აღნიშნული პრეპარატის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები ან სასმელი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი უკუჩვენებები ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში აღნიშნული სამკურნალო საშუალების გამოყენებისას.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ინფორმაცია არ არსებობს ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე რაიმე სახის ზეგავლენის შესახებ.
ფარინგობლოკი შეიცავს დამხმარე ნივთიერებას ასპარტამს
ასპარტამის შემცველობის გამო აღნიშნული სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება ფენილკეტონურიის (ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრული დარღვევა, რომელიც იწვევს ორგანიზმში ამინომჟავის, ფენილალანინის დაგროვებას) მქონე პაციენტებში.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
პრეპარატის ხანგრძლივად მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს გემოს გარდამავალი ხასიათის ცვლილება და ენაში წვის და რიგიდულობის შეგრძნება.
ქლორჰექსიდინის შემცველი სამკურნალო საშუალებების ხანგრძლივად (>1 კვირა) გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს კბილებზე ლაქების წარმოქმნა, რაც იწმინდება კბილის პასტით. ასევე მოსალოდნელია ენის შექცევადი ხასიათის გაუფერულება.
იშვიათად აღინიშნება ადგილობრივი გამაღიზიანებელი ეფექტი და კონტაქტური ალერგია.
ძალიან იშვიათად ასევე მოსალოდნელია ზოგადი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ანაფილაქსიურ შოკამდე (სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია).
მცირეწლოვან ბავშვებში ბენზოკაინის გამოყენებას უკავშირდება სისხლის მხრივ დარღვევების განვითარება (მეთემოგლობინემია - ჰემოგლობინის პათოლოგიური წარმოქმნა).
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობოთ პირდაპირ ინფორმაციის მიწოდების სახელმწიფო სისტემის მეშვეობით.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებას.
ჭარბი დოზა
ქლორჰექსიდინი:
სამკურნალო საშუალების რეკომენდაციების შესაბამისად გამოყენებისას სუსტი სისტემური აბსორბციის გამო შეწოვილი ქლორჰექსიდინის მცირე რაოდენობა შესალოა გამოიყოს ადამიანის ორგანიზმიდან ინტოქსიკაციის რომელიმე სიმპტომის გამოვლენის გარეშე. სისტემური ინტოქსიკაცია იშვიათია სუსტად ხსნადი ქლორჰექსიდინის ჰიდროქლორიდის შემთხვევაში, მაგრამ შესაძლოა აღინიშნოს თავისუფლად ხსნადი ქლორჰექსიდინის გლუკონატის მარილის შემთხვევაში. ასეთ შემთხვევებში ქლორჰექსიდინის გლუკონატთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად შესაძლოა აღინიშნოს ლორწოვანი გარსის დაზიანებები, სისტემური ეფექტები მოიცავს ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლების შექცევადი ხასიათის მატებას. სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს.
ბენზოკაინი
ინტოქსიკაცია მოსალოდნელია მხოლოდ არასწორი გამოყენების დროს.
სიმპტომები:
თავდაპირველად შესაძლოა გამოვლინდეს ცენტრალური ნერვული სისტემის ზედმეტი აღგზნებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (გულისრევა, კანკალი, კონვულსიები), მოგვიანებით კი მოსალოდნელია ცნს-ის დათრგუნვის სიმპტომები, მათ შორის სუნთქვის შესაძლოა დათრგუნვა და კომა. ტოქსიური კონცენტრაციები გულის მხრივ იწვევენ ბრადიკარდიას, ატრიოვენტრიკულურ ბლოკადას და გულის გაჩერებას.
მცირეწლოვან ბავშვებში, განსაკუთრებით ბენზოკაინმა შესაძლოა გამოიწვიოს მეთემოგლობინემია დისპნოეს და ციანოზის თანხლებით.
მკურნალობა:
პირველ რიგში საჭიროა დამხმარე ზომების მიღება (ღებინების პროვოცირება, კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი), რომ დაჩქარდეს პრეპარატის გამოყოფა. ჰიპოქსიის ან ანოქსიის შემთხვევაში საჭიროა ვენტილაცია ჟანგბადით, ხოლო გულის გაჩერების დროს კეთდება გულის მასაჟი. კრუნჩხვების შემთხვევაში გამოიყენება დიაზეპამი ან სწრაფი მოქმედების ბარბიტურატები (უკუნაჩვენებია ანოქსიური კონვულსიების დროს). მწვავე შემთხვევებში ინტუბაციის და ხელოვნური სუნთქვის ჩატარების შემდეგ შესაძლებელია სუქცინილქოლინის გამოყენება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევების მართვა შესაძლებელია ინფუზიებით და წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის დარეგულირებით. მეთემოგლობინურიის დროს შესაძლებელია 50 მლ-მდე მეთილენის ლურჯის 1% ხსნარის ინტრავენურად შეყვანა.
შემადგენლობა
1 საწუწნი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი 5 მგ და ბენზოკაინი 1.5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: იზომალტი, მაკროგოლი 6000; პიტნის არომატიზატორი (მენთოლი, მენტონი, ბაღის პიტნის ეთერზეთი, მალტოდექსტრინი, ნატრიუმის სახამებლის ოქტენილ სუქცინატი E 1450); ასპარტამი (E 951); მაგნიუმის სტეარატი.
როგორია ფარინგობლოკი ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში
თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ბრტყელი დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტები ნაჭდევით ერთ მხარეზე, პიტნის არომატით.
შეფუთვაში მოთავსებულია 10 საწუწნი ტაბლეტი პვქ/ალ ბლისტერში.
2 ბლისტერი x 10 საწუწნი ტაბლეტი, ფურცელი-ჩანართი დასაკეც მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
დაუშვებელია სამკურნალო საშუალებების გადაყრა ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ყელის პრეპარატები. ანტისეპტიკური საშუალებები.
ათქ კოდი: R02AA05
ქლორჰექსიდინი
მოქმედების მექანიზმი
ქლორჰექსიდინის ანტიმიკრობულ მოქმედებას უკავშირდება უჯრედის გარსზე ზემოქმედება, განსაკუთრებით შიდა ციტოპლაზმური გარსის დაშლა.
მისი ანტიმიკრობული მოქმედება აიხსნება ძირითადად იმ ფაქტით, რომ უჯრედის გარსს აქვს ნეგატიური ელექტრული მუხტი. ქლორჰექსიდინის კათიონური მოლეკულა კონტაქტის დროს იწვევს ელექტრული მუხტის ცვლილებას უჯრედის ზედაპირზე ფოსფატის შემცველი კომპონენტის შეწოვის გაძლიერების გზით.
აღნიშნული პროცესი შლის გარე გარსის მთლიანობას და ხელს უწყობს ქლორჰექსიდინის შეღწევას უჯრედის შიდა გარსში და მასში არსებულ ფოსფოლიპიდებთან შეკავშირებას, შესაბამისად ზრდის მის გამტარიანობას, განსაკუთრებით მსუბუქი მოლეკულებისთვის, როგორებიცაა კალიუმის იონები, რომლებიც ტოვებენ უჯრედს.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ქლორჰექსიდინი ბიოციდის სახით ალბათ ყველაზე ფართოდ გამოიყენება ანტისეპტიკურ საშუალებებში, კერძოდ ხელის დასაბან საშუალებებში და პირის ღრუს მოვლის საშუალებებში, მაგრამ ასევე გამოიყენება, როგორც სადეზინფექციო საშუალება და კონსერვანტი, რაც ძირითადად განპირობებულია მისი ფართო სპექტრის ეფექტურობით, კანზე და ლორწოვან გარსზე ადსორბციის უნარით და სუსტი გაღიზიანებადობის გამო. მიუხედავად ქლორჰექსიდინის უპირატესობებისა, მისი მოქმედება pH-ზე დამოკიდებულია და მნიშვნელოვნად მცირდება ორგანური ნაერთების არსებობისას.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ქლორჰექსიდინს გააჩნია ბაქტერიციდული და ბაქტერიოსტატიკური ეფექტები ვეგეტატიური გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ბაქტერიების ფართო სპექტრის, ზოგიერთი სოკოს და ვირუსის მიმართ. იგი შლის ბაქტერიული უჯრედების ციტოპლაზმურ გარსს. გააჩნია სუსტი მოქმედება საფუარის, დერმატოფიტების, მიკობაქტერიების და Pseudomonas-ის ზოგიერთი სახეობის და Proteus-ის მიმართ.
ქლორჰექსიდინი ავლენს მაქსიმალურ მოქმედებას ნეიტრალური ან სუსტი ტუტოვანი pH-ის პირობებში.
საწუწნი ტაბლეტების სახით გამოყენებისას მნიშვნელოვნად მცირდება პირის ღრუში და ნერწყვში არსებული ბაქტერიების რაოდენობა.
რამდენიმე თვის განმავლობაში გამოყენებისას მისი ეფექტი მცირდება პირის ღრუს ფლორის ცვლილების გამო.
მისი ანტიმიკრობული მოქმედება განსხვავდება სუბსტანციის სხვადასხვა კონცენტრაციების შემთხვევაში: დაბალი კონცენტრაციების დროს იგი ავლენს ძირითადად ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებას, ხოლო ბაქტერიციდული მოქმედება უკავშირდება მაღალ კონცენტრაციებს.
ქლორჰექსიდინი ეფექტურია მრავალი გრამ-უარყოფითი და გრამ-დადებითი ბაქტერიის და სოკოს მიმართ, ეს მნიშვნელოვნად ეხება პირის ღრუს მთავარ პათოგენებს.
მიკროორგანიზმები, რომლებიც ავლენენ ძლიერ მგრძნობელობას ქლორჰექსიდინის მიმართ, მათ შორის ზოგიერთი სტაფილოკოკი: Staphylococcus Aureus, Staphyococcus Epidermidis, Streptococcus mutans., salivaris, Streptococcus sobrinus და Streptococcus sanguis; Enterococcus Faecalis, Micrococcus Luteus, Pseudomonas aeruginosa, Escherichia coli, Klebsiella, Salmonella და აღნიშნული და სხვა გრამ-უარყოფითი ბაქტერიების არაერთი შტამი.
ქლორჰექსიდინს აქვს ფუნგიციდური მოქმედება, მათ შორის ძალიან დაბალი კონცენტრაციების შემთხვევაში, მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციის (MIC) მაჩვენებლები აღწევენ 0.001%-ს.
ბენზოკაინი
მოქმედების მექანიზმი
ბენზოკაინი წარმოადგენს კარგად ცნობილ ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფს პირის ღრუს და ყელის ტკივილის მყისიერად და ხანგრძლივად მოხსნას. ბენზოკაინი აღწევს ლიპოფილურ ფენებში და ზემოქმედებას ახდენს ტერმინალურ ფაზაში ტკივილის რეცეპტორებზე ლორწოვან გარსში და კანში.
მოქმედების ძირითადი მექანიზმი არის ნეირონული უჯრედების გარსში უმთავრესად ნატრიუმ-სპეციფიური იონების არხების, ეგრეთ წოდებული ძაბვაზე დამოკიდებული ნატრიუმის არხების დათრგუნვა.
ნატრიუის ნაკადის შეწყვეტის შემდეგ არ ხდება მოქმედების პოტენციალის გენერირება, შესაბამისად ითრგუნება სიგნალის გადაცემა.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ბენზოკაინი არის პარა-ამინო ბენზოინის მჟავის ეთილის ეთერი, რომლის მოლეკულები ეთერის ბმაში შეიცავს - co.o-, აქვს ხანმოკლე მოქმედება, რადგან იგი სწრაფად ჰიდროლიზდება ფსევდოქოლინესტერაზას მიერ სისხლში და ახასიათებს პლაზმიდან ხანმოკლე ნახევარ-გამოყოფის პერიოდი. ბენზოკაინი სუსტად ტოქსიურია, აქვს ხანგრძლივი ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში მხოლოდ ადგილობრივი ანესთეზიისთვის.
კლინიკური უსაფრთხოება და ეფექტურობა
ადგილობრივად გამოყენებისას ბენზოკაინი ამცირებს ტკივილის შეგრძნებას. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი იწყება გამოყენებიდან 15-30 წამში და გრძელდება 5-10 წუთი პირის ღრუში არსებულ ნერწყში გახსნის შემდეგ.
ბენზოკაინი საწუწნი ტაბლეტების ფორმით უფრო ეფექტური აღმოჩნდა ვიდრე პლაცებო; იგი ხელსაყრელი და კარგად ასატანი საშუალებაა მტკივნეული ფარინგეალური დისკომფორტის მოსახსნელად ყელის ტკივილის დროს.
პედიატრიული პოპულაცია
კომბინირებული სამკურნალო საშუალების ქლორჰექსიდინის/ბენზოკაინის საწუწნი ტაბლეტების გამოყენება უკუნაჩვენებია 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებისას ტოქსიურობის შემთხვევების შესახებ არ არსებობს შეტყობინებები, რაც სავარაუდოდ ძირითადად განპირობებულია პროდუქციის სუსტი შეწოვით და დაბალი სისტემური ბიოშეღწევადობით. ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი უკუჩვენებები ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში აღნიშნული სამკურნალო საშუალების გამოყენებისას.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ქლორჰექსიდინი
შეწოვა
პერორალურად მიღების შემდეგ ქლორჰექსიდინი სუსტად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ძალიან კარგად შეიწოვება ლორწოვანი გარსის ზედაპირიდან და შექცევადი ხასიათის გამოთავისუფლების გამო ნერწყვში გამოიყოფა მიღებიდან 8 საათში. ინფორმაცია არ არსებობს პირის ლორწოვანი გარსიდან რეზორბციის შესახებ.
ბიოტრანსფორმაცია და გამოყოფა
ქლორჰექსიდინი გამოიყოფა ფეკალიებში (90%) და <1% შარდში.
ადამიანებში ჩატარებულ კვლევებში ნახევარ-გამოყოფის დადგენილი პერიოდი არის 4 დღე.
ბენზოკაინი
შეწოვა
ბენზოკაინი სუსტად შეიწოვება ლორწოვანი გარსიდან.
ბიოტრანსფორმაცია და გამოყოფა
ეთერის ტიპის ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები განიცდიან ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში და პლაზმაში ესტერაზების ზემოქმედებით, რაც წარმოქმნის მეტაბოლიტებს პარა-ამინო ბენზოინის მჟავას და ეთანოლს, რომლებიც მეტაბოლიზდებიან აცეტილ კოფერმენტ A-ად. პარა-ამინო ბენზოინის მჟავა კონიუგირდება გლიცინით ან გამოიყოფა უცვლელი ფორმით შარდში. ბიოტრანსფორმაცია pH-ზე დამოკიდებულია.
- 3 კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები
ქლორჰექსიდინს ახასიათებს სუსტი მწვავე ტოქსიურობა. იგი უფრო ტოქსიურია პარენტერალურად გამოყენებისას. სტანდარტული მეთოდით გამოყენებისას დადგინდა, რომ ქლორჰექსიდინს გააჩნია გაღიზიანების, ალერგიული კოტაქტური ჰიპერმგრძნობელობის, ფოტოალერგიული კონტაქტური მგრძნობელობის და ფოტოტოქსიურობის გამოწვევის ძალიან სუსტი პოტენციალი.
კლინიკამდელ მონაცემებში არ ვლინდება განსაკუთრებული საფრთხე ადამიანებისთვის უსაფრთხოების ფარმაკოლოგიური, განმეორებითი დოზების ტოქსიურობის, გენოტოქსიურობის, კარციროგენური პოტენციალის ან რეპროდუქციული ტოქსიურობის ტრადიციული კვლევების მიხედვით.
ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში არ გამოვლენილა ნაყოფის მდგომარეობის გაუარესება ვირთაგვებში და ბოცვრებში ქლორჰექსიდინის დოზების დაახლოებით 300/მგ/კგ/დღეში და 40/მგ/კგ/დღეში მიღებისას. ორივე დოზა დაახლოებით 300 და 40-ჯერ აღემატებოდა ადამიანებში დაფიქსირებულ დონეებს 30 მლ ხსნარის პირის ღრუში ყოველდღიურად გამოვლების შემთხვევაში.
ცხოველებში ჩატარებულ ნაყოფიერების კვლევებში არ გამოვლენილა საფრთხე ვირთაგვებში 100/მგ/კგ/დღეში დოზის მიღებისას.
- ფარმაცევტული თავისებურებები
- 1 შემავსებლების ჩამონათვალი
იზომალტი
მაკროგოლი 6000
პიტნის არომატიზატორი (მენთოლი, მენტონი, ბაღის პიტნის ეთერზეთი, მალტოდექსტრინი, ნატრიუმის სახამებლის ოქტენილ სუქცინატი E 1450)
ასპარტამი (E 951)
მაგნიუმის სტეარატი
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ფარინგობლოკი 5 მგ/1.5 მგ დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტები
ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი/ბენზოკაინი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც მოცემულია აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში ან ექიმის, ფარმაცევტის ან მედდის მითითებების მიხედვით.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან რჩევისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.
მიმართეთ ექიმს თუ არ შეინიშნება უკეთესობა ან უფრო ცუდად გრძნობთ თავს 5 დღის შემდეგ.
ფურცელ-ჩანართში იხილავთ:
- რა არის ფარინგობლოკი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ფარინგობლოკის მიღებამდე
- ფარინგობლოკის მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ფარინგობლოკის შენახვის პირობები
- რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
- რა არის ფარინგობლოკი და რისთვის გამოიყენება
ფარინგობლოკის დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტები განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისთვის მიკროორგანიზმების შემცირების მიზნით პირის ღრუს ანთებითი დაავადებების (სტომატიტი, გინგივიტი, გამონაყარი ლორწოვან გარსზე) და ყელის ანთებითი დაავადებების (ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი) დროს.
- რა უნდა იცოდეთ ფარინგობლოკის მიღებამდე
არ მიიღოთ ფარინგობლოკი:
თუ გაქვთ ალერგია ქლორჰექსიდინის, ბენზოკაინის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის (მოცემულია ნაწილში 6) მიმართ;
თუ გაქვთ ჭრილობები ან წყლულები პირის ღრუში ან ყელის არეში;
თუ ინფორმირებული ხართ, რომ პლაზმაში ფერმენტ ქოლინესტერაზას დონე დაბალი გაქვთ;
4 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ფარინგობლოკის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
უნდა იცოდეთ, რომ:
ფარინგობლოკის დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტები სიფრთხილით და ექიმის მეთვალყურეობით გამოიყენება თუ გაქვთ ჭრილობები და წყლულები პირის ღრუს და ყელის ლორწოვან გარსზე.
ქლორჰექსიდინის შემცველი სამკურნალო საშუალებების ხანგრძლივმა (>1 კვირა) გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ენის და კბილების შექცევადი ხასიათის ფერის შეცვლა.
ბავშვები და მოზარდები
აღნიშნული პრეპარატი არ არის განკუთვნილი 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
სხვა პრეპარატები და ფარინგობლოკი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან მიიღებთ სხვა ნებისმიერ პრეპარატს.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით სულფონამიდის ან ამინოსალიცილატის ჯგუფის ნებისმიერ პრეპარატს. ბენზოკაინი ამცირებს აღნიშნული პრეპარატების ეფექტს.
ფარინგობლოკის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
აღნიშნული პრეპარატის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები ან სასმელი.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი უკუჩვენებები ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში აღნიშნული სამკურნალო საშუალების გამოყენებისას.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ინფორმაცია არ არსებობს ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე რაიმე სახის ზეგავლენის შესახებ.
ფარინგობლოკი შეიცავს დამხმარე ნივთიერებას ასპარტამს
ასპარტამის შემცველობის გამო აღნიშნული სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება ფენილკეტონურიის (ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრული დარღვევა, რომელიც იწვევს ორგანიზმში ამინომჟავის, ფენილალანინის დაგროვებას) მქონე პაციენტებში.
- ფარინგობლოკის მიღების წესი
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც მოცემულია აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში ან ექიმის, ფარმაცევტის ან მედდის მითითებების მიხედვით. ეჭვის არსებობის შემთხვევაში გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რეკომენდებული დოზა:
მოზრდილები და 12 წლიდან ბავშვები:
1 საწუწნი ტაბლეტი დღეში რამდენჯერმე. საჭიროების შემთხვევაში ერთი საწუწნი ტაბლეტი ყოველ 1-2 საათში მაქსიმალური დოზის (8 საწუწნი ტაბლეტი დღეში) მიღწევამდე.
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
4-12 წლის ბავშვები:
4 საწუწნ ტაბლეტამდე, მიიღება ყოველ რამდენიმე საათში.
4 წლამდე ბავშვები:
პრეპარატი არ გამოიყენება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში.
მკურნალობა უნდა დაიწყოს პირველივე სიმპტომების გამოვლენისას და გრძელდება სიმპტომების მოხსნიდან 1-2 დღის განმავლობაში.
მიღების წესი:
განკუთვნილია ორომუკოზური გამოყენებისთვის.
საწუწნი ტაბლეტები უნდა დაყოვნდეს პირის ღრუში სანამ არ გაიხსნება. არ ჩაყლაპოთ!
საწუწნი ტაბლეტის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში არ არის რეკომენდებული საკვების ან სასმელის მიღება. ბოლო საწუწნი ტაბლეტი მიიღეთ ძილის წინ და კბილების გახეხვიდან მინიმუმ 30 წუთის შემდეგ.
თუ მიიღეთ ფარინგობლოკის ჭარბი დოზა
რეკომენდაციების მიხედვით გამოყენებისას დოზის გადაჭარბების ალბათობა მინიმალურია. ჭარბი დოზირების ნიშნები შესაძლოა აღინიშნოს პრეპარატის დიდი რაოდენობით ჩაყლაპვის დროს. ასეთ შემთხვევაში რჩევისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ფარინგობლოკის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ გამოგრჩათ პრეპარატის დოზა, მიიღეთ იგი შემდეგი დოზის მიღების დროს.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან მედდას.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
პრეპარატის ხანგრძლივად მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს გემოს გარდამავალი ხასიათის ცვლილება და ენაში წვის და რიგიდულობის შეგრძნება.
ქლორჰექსიდინის შემცველი სამკურნალო საშუალებების ხანგრძლივად (>1 კვირა) გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს კბილებზე ლაქების წარმოქმნა, რაც იწმინდება კბილის პასტით. ასევე მოსალოდნელია ენის შექცევადი ხასიათის გაუფერულება.
იშვიათად აღინიშნება ადგილობრივი გამაღიზიანებელი ეფექტი და კონტაქტური ალერგია.
ძალიან იშვიათად ასევე მოსალოდნელია ზოგადი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ანაფილაქსიურ შოკამდე (სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია).
მცირეწლოვან ბავშვებში ბენზოკაინის გამოყენებას უკავშირდება სისხლის მხრივ დარღვევების განვითარება (მეთემოგლობინემია - ჰემოგლობინის პათოლოგიური წარმოქმნა).
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობოთ პირდაპირ ინფორმაციის მიწოდების სახელმწიფო სისტემის მეშვეობით.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებას.
- ფარინგობლოკის შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
დაუშვებელია სამკურნალო საშუალებების გადაყრა ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.
- რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ფარინგობლოკი
1 საწუწნი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი 5 მგ და ბენზოკაინი 1.5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: იზომალტი, მაკროგოლი 6000; პიტნის არომატიზატორი (მენთოლი, მენტონი, ბაღის პიტნის ეთერზეთი, მალტოდექსტრინი, ნატრიუმის სახამებლის ოქტენილ სუქცინატი E 1450); ასპარტამი (E 951); მაგნიუმის სტეარატი.
როგორია ფარინგობლოკი ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში
თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ბრტყელი დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტები ნაჭდევით ერთ მხარეზე, პიტნის არომატით.
შეფუთვაში მოთავსებულია 10 საწუწნი ტაბლეტი პვქ/ალ ბლისტერში.
2 ბლისტერი x 10 საწუწნი ტაბლეტი, ფურცელი-ჩანართი დასაკეც მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
ადიფარმ იეიდი (Adipharm EAD)
130, სიმეონოვსკო შოსე ბულვ.
1700 სოფია, ბულგარეთი
ფურცელი-ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღი: დეკემბერი, 2024 წელი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


