ტუნაზოლი
TUNAZOL
ტუნაზოლის კრემს გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო ეფექტები. ნაჩვენებია ანთებითი და ეგზემატოზური ზედაპირული სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დიფლუკორტი (diflucortolone) + diflukortolon velarate + იზოკონაზოლი (isoconazole)
- ფორმა და შეფუთვა
- (10მგ + 1მგ)/გ 15გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- BİLİM İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, იმიდაზოლის და ტრიაზოლის წარმოებულები
- ATC კოდი
- D01AC20
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039895
- რეგისტრირებულია
- 8 იანვარი 2024, მოქმედებს 8 იანვარი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- BİLİM İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- საქართველოში INPHA LLP-ის წარმომადგენლობითი ოფისი
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ტუნაზოლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტუნაზოლის კრემს გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო ეფექტები. ნაჩვენებია ანთებითი და ეგზემატოზური ზედაპირული სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
თუ ექიმი არ დანიშნავს განსხვავებულ დოზირებას, კრემის წასმა ხდება ტოპიკალურად, დღეში ერთხელ ან ორჯერ ისე, რომ მთელი ინფიცირებული უბანი დაიფაროს. დაზიანებების სწრაფად განკურნების მიუხედავად, მკურნალობა ჩვეულებრივ უნდა გაგრძელდეს 2 კვირის განმავლობაში.
უკუჩვენებები
არ გამოიყენება იმ ადამიანებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. უკუნაჩვენებია ტუბერკულოზის, სამკურნალო უბნებზე ჰერპესული ინფექციების ან ვარიცელას დროს და ვირუსის ცოცხალი ვაქცინის გამოყენებისას.
გამოიყენება მხოლოდ გარეგანად.
სიფრთხილის ზომები
ტუნაზოლის კრემის გამოყენება თვალებზე არ შეიძლება.
არ გამოიყენება პერიორალური დერმატიტის და ვარდისფერი ფერისმჭამელების სამკურნალოდ. შეიძლება აღინიშნოს ადგილობრივი გაღიზიანების და ალერგიის ნიშნები. მკურნალობა უნდა შეწყდეს ქიმიური გაღიზიანების და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გამოვლენისას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ვინაიდან ხელმისაწვდომი არ არის ტუნაზოლის კრემის კონტროლირებული კლინიკური კვლევები ორსულ ქალებში, ტუნაზოლის კრემი ორსულობის დროს შეიძლება გამოყენებული იყოს, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს.
გამოყენება ლაქტაციის დროს
გადადის დედის რძეში. ამიტომ, არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.
გამოყენება ბავშვებში
ბავშვები უფრო მგრძნობიარე არიან სტეროიდების მიმართ, ვიდრე მოზრდილები. არ შეიძლება პრეპარატის ძალიან დიდ უბნებზე წასმა, რათა თავიდან იქნას აცილებული ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ღერძის სუპრესია. არ გამოიყენება 3 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში ჩვილებში და 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გვერდითი მოვლენები
ტუნაზოლის კრემი იშვიათად იწვევს გაღიზიანებას, ქავილს და წვის შეგრძნებას წასმის ადგილას.
მასში შემავალი კორტიკოსტეროიდიდან გამომდინარე, კანის ფართო ზედაპირებზე გამოყენებისას (სხეულის ზედაპირის ფართობის 10% ან მეტი) და/ან როდესაც გამოიყენება დიდი ხნის განმავლობაში (4 კვირაზე მეტი) შეიძლება გამოვლინდეს კანის ატროფია, ჰიპერტრიქოზი, აკნესმაგვარი გამონაყარი, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი, მეორადი ბაქტერიული ინფექცია, დახეთქილი კანი და ჩახურების გამონაყარი.
მოულოდნელი გვერდითი ეფექტის განვითარებისას კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
შემადგენლობა
ყოველი 1 გ შეიცავს 10 მგ იზოკონაზოლის ნიტრატს და 1 მგ დიფლუკორტოლონის ვალერატს.
შენახვის პირობები
ინახება 250C-მდე ოთახის ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში.
შეფუთვა
ტუნაზოლი კრემი 15 გ ტუბში.
არ შეიძლება გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
იყიდება მხოლოდ რეცეპტით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
რეგისტრაციის თარიღი და ნომერი:
825
რეგისტრაციის მფლობელი: BILIM iLAC SANAYII VE TICARET A.S.
Kaptanpasa Mah. Zincirlikuyu Cad. No: 184
34440 Beyoglu-Istanbul Turkey
ფარმაკოლოგიური თვისებები
იზოკონაზოლის ნიტრატი არის ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც მიეკუთვნება იმიდაზოლის ჯგუფს. Aინჰიბირებს ერგოსტეროლის სინთეზს, რომელიც წარმოადგენს სოკოვანი უჯრედების მემბრანის შენარჩუნებასა და ფუნქციორებაში არსებითი როლის შემსრულებელ ძირითად სტეროლის ნაერთს. აღნიშნული ინჰიბირება ხორციელდება 14α-დიმეთილაზას დათრგუნვით, რომელიც არის P450 ციტოქრომზე დამოკიდებული და ლანესტეროლის ერგოსტეროლად გარდაქმნის ბლოკირების გზით.
ის მოქმედებს კანდიდას სახეობებზე, დერმატოფიტებზე და Malasseizia furfur-ზე. გარდა ამისა, ავლენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას რამოდენიმე გრამ (+) ბაქტერიისადმი, რომლებსაც შეუძლიათ მეორადი ინფექციის გამოწვევა კანის სოკოვანი ინფექციების მიმდინარეობისას, როგორებიცაა სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, მიკროკოკები.
იზოკონაზოლის ნიტრატი სწრაფად აბსორბირდება ეპიდერმისიდან და 1 საათში აღწევს მაქსიმალურ კონცენტრაციას ეპიდერმისში, სადაც კუმულირდება ზედაპირული სოკოვანი დაავადებების პათოგენები. პრეპარატის ნარჩენი რაოდენობები აღწევს სისტემურ სისხლის მიმოქცევაში, პრეპარატის ეს მცირე რაოდენობა მეტაბოლიზდება და მისი 1/3 სწრაფად ექსკრეტირდება შარდით, ხოლო 2/3 ასევე სწრაფად გამოიდევნება ნაღველით.
დიფლუკორტოლონის ვალერატი არის ძლიერი ტოპიკალური კორტიკოსტეროიდი და ავლენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ლიპოკორტინით ფოსფოლიპაზა A2-ის ინჰიბირების გზით. ხსნის ტკივილს, წვასა და ქავილს კანის ანთებითი და ალერგიული დაავადებების დროს ანთების დათრგუნვის გზით.
ისეთი ფაქტორები, როგორიცაა კანის ანთების ხარისხი, თერაპიის სახეობა და გამოყენებული კრემის რაოდენობა, გავლენას ახდენს დიფლუკორტოლონის ვალერატის აბსორბციაზე. სწრაფად აღწევს კანში ადგილობრივად გამოყენების შემდეგ და ერთი საათის განმავლობაში აღწევს მაქსიმალურ კონცენტრაციას რქოვანა შრეში. სისტემურ სისხლის მიმოქცევაში შეღწევა შეადგენს დაახლოებით 2%-ს. კანიდან შეწოვის შემდეგ მეტაბოლიზდება ღვიძლში არაკონიუგირებულ სტეროიდებად, გლუკოკორტიკოიდებად და სულფატებად. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4 საათს. Pრეპარატის დიდი რაოდენობა გამოიდევნება შარდით, ხოლო დარჩენილი რაოდენობა განავლით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ტუნაზოლი კრემი 15 გ
Tunazol cream 15 g

ჩვენებები
ტუნაზოლის კრემს გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო ეფექტები. ნაჩვენებია ანთებითი და ეგზემატოზური ზედაპირული სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.
უკუჩვენებები
არ გამოიყენება იმ ადამიანებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. უკუნაჩვენებია ტუბერკულოზის, სამკურნალო უბნებზე ჰერპესული ინფექციების ან ვარიცელას დროს და ვირუსის ცოცხალი ვაქცინის გამოყენებისას.
გამოიყენება მხოლოდ გარეგანად.
გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები
ტუნაზოლის კრემის გამოყენება თვალებზე არ შეიძლება.
არ გამოიყენება პერიორალური დერმატიტის და ვარდისფერი ფერისმჭამელების სამკურნალოდ. შეიძლება აღინიშნოს ადგილობრივი გაღიზიანების და ალერგიის ნიშნები. მკურნალობა უნდა შეწყდეს ქიმიური გაღიზიანების და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გამოვლენისას.
გამოყენება ორსულობის დროს
ვინაიდან ხელმისაწვდომი არ არის ტუნაზოლის კრემის კონტროლირებული კლინიკური კვლევები ორსულ ქალებში, ტუნაზოლის კრემი ორსულობის დროს შეიძლება გამოყენებული იყოს, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს.
გამოყენება ლაქტაციის დროს
გადადის დედის რძეში. ამიტომ, არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.
გამოყენება ბავშვებში
ბავშვები უფრო მგრძნობიარე არიან სტეროიდების მიმართ, ვიდრე მოზრდილები. არ შეიძლება პრეპარატის ძალიან დიდ უბნებზე წასმა, რათა თავიდან იქნას აცილებული ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ღერძის სუპრესია. არ გამოიყენება 3 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში ჩვილებში და 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.
არასასურველი რეაქციები/გვერდითი ეფექტები
ტუნაზოლის კრემი იშვიათად იწვევს გაღიზიანებას, ქავილს და წვის შეგრძნებას წასმის ადგილას.
მასში შემავალი კორტიკოსტეროიდიდან გამომდინარე, კანის ფართო ზედაპირებზე გამოყენებისას (სხეულის ზედაპირის ფართობის 10% ან მეტი) და/ან როდესაც გამოიყენება დიდი ხნის განმავლობაში (4 კვირაზე მეტი) შეიძლება გამოვლინდეს კანის ატროფია, ჰიპერტრიქოზი, აკნესმაგვარი გამონაყარი, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი, მეორადი ბაქტერიული ინფექცია, დახეთქილი კანი და ჩახურების გამონაყარი.
მოულოდნელი გვერდითი ეფექტის განვითარებისას კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
დოზირება და მიღების წესი
თუ ექიმი არ დანიშნავს განსხვავებულ დოზირებას, კრემის წასმა ხდება ტოპიკალურად, დღეში ერთხელ ან ორჯერ ისე, რომ მთელი ინფიცირებული უბანი დაიფაროს. დაზიანებების სწრაფად განკურნების მიუხედავად, მკურნალობა ჩვეულებრივ უნდა გაგრძელდეს 2 კვირის განმავლობაში.
შენახვის პირობები
ინახება 250C-მდე ოთახის ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში.
შეფუთვა
ტუნაზოლი კრემი 15 გ ტუბში.
არ შეიძლება გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
იყიდება მხოლოდ რეცეპტით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
რეგისტრაციის თარიღი და ნომერი:
825
რეგისტრაციის მფლობელი: BILIM iLAC SANAYII VE TICARET A.S.
Kaptanpasa Mah. Zincirlikuyu Cad. No: 184
34440 Beyoglu-Istanbul Turkey
მწარმოებელი: BILIM iLAC SANAYII VE TICARET A.S.
Gebze Organize Sanayi Bolgesi 1900 Sokak, No: 1904
41480 Gebze-Kocaeli/Turkey
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.